You are on page 1of 5

ნაპოლეონ

ბონაპარტი
•  საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური
ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში.
იყო საფრანგეთის
რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის
მმართველი, როგორც 
საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-
კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ
როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-
1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-
ის სახელით 1805-1814 წლებში და 
რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814
 წლებში.
1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით
დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან
 ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები
დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი
გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ
იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815
 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა
კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად
ხელისუფლება მხოლოდ ას დღეს შეინარჩუნა. 1815
 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ
დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და
გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის
შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი
წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.
• ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი
დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის
სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის
აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით
ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა.
იტალიის პირველი
კამპანია
• ნაპოლეონი იტალიაში
• 1796 წლის 12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის
10 მაისს ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები,
განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა პაპის
მცირე ტერიტორიებიც.

• 1797 წლის მარტში მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და


დაატყვევა. ტყვეობაში პაპი პიუს VI ავადმყოფობისგან
გარდაიცვალა. 1797 წლის პირველ თვეებში ნაპოლეონმა
თავისი ჯარები გადაიყვანა ავსტრიაში და დადო მასთან
სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც ავსტრიის იმპერია
იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის
მნიშვნელოვანი ნაწილი.
Click icon to add picture

You might also like