You are on page 1of 25

ლექცია III

საქართველო VII საუკუნეში

602 წელს კონსტანტინოპოლში სამხედრო გადატრიალება მოხდა. იმპერატორი


მავრიკი ჩამოაგდეს და ტახტი ცენტურიონმა (ასისთავმა) ფოკამ დაიკავა. ჩამოგდებული
იმპერატორის გამო `შურისძიება~ ირანის შაჰმა ხოსრო II-მ გადაწყვიტა. შაჰი იმას
იმიზეზებდა, რომ თავის დროზე ბიზანტიის იმპერატორი მას ბაჰრამ ჩუბინის აჯანყების
ჩახშობაში დაეხმარა და ახლა შაჰს `სიკეთე სიკეთითვე~ უნდა გადაეხადა. სინამდვილეში ეს
მხოლოდ საბაბი იყო ბიზანტიის იმპერიის საქმეებში ჩარევისათვის. ირანელებმა ბიზანტიის
წინააღმდეგ ომი დაიწყეს. ბიზანტიელები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ.
გართულდა ვითარება კავკასიაშიც. ქალკედონის კრების შემდეგ კავკასიის ქვეყნების
სარწმუნოებრივი ერთიანობა დაირღვა. სომხეთში მონოფიზიტობამ გაიმარჯვა.
პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარეირანი მხარს სწორედ დიოფიზიტობას
უჭერდა. ბიზანტიასა და საქართველოში კი დიოფიზიტობა გავრცელდა.
ვითარება განსაკუთრებით VII საუკუნის დასაწყისში გამწვავდა. ყველაფერი იმით
დაიწყო, რომ ცურტავის ეპისკოპოსი მოსე (წარმოშობით სომეხი), რომელიც
მონოფიზიტობას უჭერდა მხარს, სომხეთში გაიქცა და დახმარება ითხოვა. მოსემ საქმე ისე
წარმოაჩინა, რომ თითქოს მას ქართველები დევნიდნენ. მოსეს დაცვა სომხეთის
კათალიკოსმა იდო თავს. გაიმართა მიწერ-მოწერა სომხეთის კათალიკოსსა და ქართლის
კათოლიკოსს კირიონ I-ს შორის. მოსე ცურტავის ეპისკოპოსის საკითხი მალე მიივიწყეს
კიდეც და წინ უმთავრესმა პრობლემამ წამოიწია. სომხური ეკლესია ქართულ ეკლესიას
რწმენის დამახინჯებაში სდებდა ბრალს. ქართლის კათოლიკოსი ძალიან ჭკვიანურად და
ფრთხილად მოქმედებდა. აი რამდენიმე ფრაგმენტი კირიონის მიერ სომხეთის
კათალიკოსისადმი გაგზავნილი წერილებიდან: `რომის მამამთავარი წმინდა პეტრეს
საყდარზე ზის, ალექსანდრიელი _ წმინდა მარკოზ მახარებლისა, ანტიოქიისა _ წმინდა
ლუკა მახარებლის, კონსტანტინეპოლელი _ წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და
იერუსალემელი _ უფლის ძმის წმინდა იაკობისაზე. რა სარწმუნოებაც მათ ეპყრათ, ჩვენც ის
მოგვცეს, ჩვენ და ჩვენი მამები აქამდე ვიცავდით, ეხლა რისთვის დავტოვოთ იგი და თქვენ
გერწმუნოთ? სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსებიც, რომელნიც ურიცხვნი არიან, მეფენი
და მთავარნი და მთელი მართლმადიდებელი ქვეყნები, ყველა ესენი როგორ უნდა
1
მივატოვოთ და მხოლოდ თქვენ შეგიერთდეთ? ეგეც არ იყოს ქართლში სულ 35
ეპისკოპოსია. ეგ მოსე საიდან აღმოჩნდა მხოლოდ ერთი მეცნიერი და მართლმადიდებელი
და სხვა ყველა მწვალებელი? მით უფრო, რომ ჩემსობას ჩვენმა უფალმა ღმერთმა ჩვენი
ეკლესია უფრო გააბრწყინვა, ჩვენი სარწუნოება უფრო განამტკიცა... ჩემი და თქვენი ერთ
ადგილას მისვლის შესახებ რომ ეწერა, ჩემთვის თქვენი ნახვა ძალიან საჭიროა, მაგრამ
დროის გამო მოუცლელი ვარ, ბრალს ნუ დამდებთ... თქვენ ისე გვწერთ ჩვენ, როგორც
ახალნერგსა და ახალმორწმუნეს და ისე არ გვწერთ, როგორც შეჰფერის პატიოსანს და მარად
მართლმადიდებელს. რადგან დღეს ღმრთის მოწყალებით, მთელ ქვეყანაზე უფრო მოწინავე
ვართ და მართლმადიდებელი, ვიდრე ცოტა ვინმე... ჩვენი და თქვენი სარწმუნოება ერთი
იყო და მთელი სარწმუნოება იერუსალიმიდან გვქონდა და გვაქვს... ამ მსჯავრის შესახებ
ნუღარას მომწერთ და ნუ დაშვრები, თორემ პასუხს არ მიიღებ... იცოდეთ, რომ თითოეული
ჩვენგანი სიტყვას აგებს მსაჯულის წინაშე დიდ დღეს.~ პოლიტიკური სიტუაცია
ქართლისათვის საზიანო იყო. მონოფიზიტობის უკან ირანი იდგა. დიოფიზიტური
ბიზანტია კი იმ მომენტში ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენდა და მისი დახმარების
იმედი ქართლს არ შეიძლება ჰქონოდა. კირიონმა შესანიშნავად გაართვა თავი შექმნილ
მდგომარეობას, დაიცვა დიოფიზიტობა და საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეს მისთვის
ხელსაყრელი ვითარება გამოეყენებინა. საბოლოოდ ყველაფერი 608 წელს იმით დამთავრდა,
რომ სომეხთა კათალიკოსმა თავის მრევლს ქართველებთან ყოველგვარი ურთიერთობა
აუკრძალა.
610 წელს ბიზანტიაში ახალი გადატრიალება მოხდა. ფოკა ჩამოაგდეს და მის
ნაცვლად საიმპერატორო ტახტი ჰერაკლემ (610-641) დაიკავა. თავდაპირველად ვერც ახალმა
იმპერატორმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ირანელებმა ანტიოქია, დამასკო,
იერუსალიმი დაიკავეს და ეგვიპტეში შეიჭრნენ. იერუსალიმის აღებისას შაჰმა
ძელიცხოველის ჯვარი ჩაიგდო ხელში. მოპოვებულმა დიდმა წარმატებამ ირანის შაჰ ხოსრო
II-ს აქტიური ანტიბიზანტიური პოლიტიკა გაეტარების საშუალება მისცა, რაც
დიოფიზიტების დევნაშიც გამოიხატა. მტკივნეულად შეეხო ეს საკითხი ქართლს. VII
საუკუნის 10-იანი წლების ბოლოს კათოლიკოსი კირიონ I იძულებული გახდა ერისმთავარ
ადარნასესთან ერთად ქართლი დაეტოვებინა. ადარნასემ თავი კახეთის მთიან რაიონებს
შეაფარა. რაც შეეხება კირიონ I-ს, არსებობს მოსაზრება, რომ ქართლის დატოვების შემდეგ
კათოლიკოსი ჯერ ფაზისში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ალექსანდრიის პატრიარქი გახდა.

2
შექმნილ უმძიმეს ვითარებაში ჰერაკლემ ძალთა სრული მობილიზაცია მოახერხა,
ახალი არმია შექმნა და თავად გადავიდა შეტევაზე. იმპერატორი სომხეთსა და ალბანეთში
შეიჭრა, სადაც რამდენიმე მარცხი აგემაირანს. 627 წელს ჰერაკლემ ახალი შეტევა წამოიწყო.
თავდაპირველად ის დასავლეთ საქართველოში შევიდა, ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ
ხაზარებს დაუკავშირდა და თბილისზე ლაშქრობა შესთავაზა. ხაზარები სიამოვნებით
დათანხმდნენ იმპერატორის წინადადებას.
ხაზარები, თურქულენოვანი წარმოშობის ხალხი იყო, რომლებიც ჰუნების შემდეგ
გამოჩნდნენ. VI საუკუნის 60-იანი წლებიდან ხაზარები თურქთა ხაკანატის
შემადგენლობაში შევიდნენ, რომლის დაშლის შემდეგაც (VII საუკუნეში) თავიანთი
დამოუკიდებელი ხაკანატი შექმნეს. ხაზართა ხაკანატი X საუკუნეში დაიშალა და ეს ხალხი
ყივჩაყებში აითქვიფა.
627 წელს ბიზანტიელები და ხაზარები თბილისს შემოადგნენ. `დაიძრა
აზვირთებული ნიაღვარი და აბობოქრებული მდინარე ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ,
გარემოიცვეს ნებიერი, სავაჭრო და სახელოვანი დიდი ქალაქი ტფილისი. როდესაც ამის
შესახებ დიდმა კეისარმა ჰერაკლემ შეიტყო, შეკრიბა მთელი თავისი ძლევამოსილი ჯარი,
სწრაფად წავიდა და თავის მოკავშირეებამდე მიაღწია. მეფური საჩუქრებისა და
საბოძვრების მირთმევასთან ერთად მეტად გაიხარეს ერთმანეთის ხილვით... გაიგო თუ არა
ხოსროვმა ორივე დიდი მეფის (იგულისხმება ჰერაკლე კეისარი და ხაზართა სარდალი
ჯიბღუ _ ავტ.) შეთანხმება ქალაქთან შეხვედრაზე, გარემოცვის დაწყებამდე დასახმარებლად
და ქალაქის დასაცავად სწრაფად გაგზავნა... თავისი მხედართმთავარი შარჰაპალი. ასევე
ათასამდე რჩეული მხედარი თავისი ქეშიკებიდან (პირადი მცველებიდან _ ავტ.) და
კარისმცველებიდან. როდესაც ქალაქის მცხოვრებლებმა გამოგზავნილი მაშველი ძალა
იხილეს ძლიერი და გამოცდილი მეომრებით, მეტად გამხნევდნენ და ორივე მეფის დაცინვა
დაიწყეს. თუმცა კი ხედავდნენ ჩრდილოეთისა და დასავლეთის ჯარების უთვალავ
სიმრავლეს, რომლებიც მთებივით შემოერტყნენ ქალაქს გარშემო... მათ თან ჰქონდათ
ოთხთვლიანი მანქანები და ჰრომაელ ოსტატთა ხელით გაკეთებული სხვა ნაირფერი
საშუალებანი, რომლებიდანაც ზუსტად ისროდნენ და უზარმაზარი ქვებით კედლებს
ანგრევდნენ. ასევე ჰქონდათ ლოდებით გატენილი რუმბები, რითაც ქალაქის მხარეს
მიმდინარე დიდ მტკვარს უკან აბრუნებდნენ და მიმართავდნენ კედლისაკენ... ორივე მეფის
ჯარები დასუსტდნენ, დაძაბუნდნენ და გადაიქანცნენ... მაშინ შურისმაძიებელი დიდი
კეისარი ჰერაკლე მოემზადა შესაფერისი მოქმედებისათვის. მან უთხრა მის დასახმარებლად
3
მოსულ კაცს `შენ ამ წელიწადს ჯარითურთ მშვიდობიანად დაბრუნდი შენს ქვეყანაში...
მეორე წელს კი, ცხელი თვეების გავლის შემდეგ, სასწრაფოდ გამოეშურე აქეთ... ამასობაში
მე არ დავცხრები, შევებრძოლები სპარსეთის მეფეს~... როდესაც ქალაქის მცხოვრებლებმა
მათი უკანდახევა გაიგეს, უფრო გაამაყდნენ... მოიტანეს ერთი უზარმაზარი გოგრა, ზედ
დახატეს... ჰონთა (ე. ი. ხაზართა) მეფის სახე... დადგეს ეს გოგრა კედელზე უყვიროდნენ მის
ჯარს და ეუბნებოდნენ: აი თქვენი მეფე... თაყვანი ეცით მას... ასევე დასცინოდნენ და
აბუჩრად იგდებდნენ მეორე მეფესაც...~ ბიზანტიელები და ხაზარები ქალაქის აღებას ვერ
ახერხებდნენ. ჰერაკლეს დროის დაკარგვა აღარ შეეძლო, მას ირანელთა ძირითადი ძალები
ჰყავდა გასანადგურებელი. თბილისის აღება მისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც დიდი
ომის შემადგენელი ერთ-ერთი სამხედრო ოპერაცია იყო. ამიტომ
ჰერაკლემ თბილისი მიატოვა და შუამდინარეთისაკენ დაიძრა. აქ, ნინევიასთან გამართულ
ბრძოლაში, ჰერაკლემ სასტიკად დაამარცხა ირანელთა ლაშქარი და ძელიცხოველის ჯვარიც
დაიბრუნა.იმპერატორმა თავად მოინდომა ჯვრის გოლგთაზე ატანა. როდესაც საზეიმოდ
გამოწყობილმა ჰერაკლემ ჯვარი აიღო და იმ გზის ასავლელეად მოემზადა, რომელიც
უფალმა ჯვარცმამდე გაიარა, გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ნაბიჯის გადადგმას ვერ
ახერხებდა. ვერავინ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე და მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქმა
აუხსნა ჰერაკლეს, რომ ვერავინ შეძლებდა უფლის მიერ გავლილი გზის ავლას სამეფო
ტანსაცმელში გამოწყობილი. ამის შემდეგ იმპერატორმა საზეიმო სამოსი გაიხადა,
მდაბიური ტანსაცმელი ჩაიცვა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო გოლგოთაზე ჯვრის ატანა.
628 წელს `მეორედ დაუბერა ჩრდილოეთის ქარმა, გამოვიდა გამანადგურებელი
მხეცი (იგულისხმებიან ხაზარები)... მან თავისი სახე ჯერ ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ,
ქალაქ ტფილისისაკენ მიმართა. მაგრამ ვერავინ იპოვა შიგ უწინდელ მამაც კაცთაგან...
ქალაქს ალყა შემოარტყა და ბრძოლა დაიწყო. ავიწროებდა მასში მყოფ მცხოვრებლებს,
რომლებიც მის წინააღმდეგ დადგნენ და დიდად გაისარჯნენ ორი თვის მანძილზე...
ტფილისელებმა ხმლები იშიშვლეს და ერთიანად გაემართნენ გალავნისაკენ... ქალაქის
უბედურ მცხოვრებლებს ბნელი ჩრდილი დაეცათ, დაუსუსტდათ სხეულის ნაწილები,
ხელებში ღონე გამოელიათ და დანებდნენ, გალავნიდან უკან დაიხიეს... მათ უკან კი იდგნენ
შეუბრალებელი მომკალნი, რომელთა ხელები სისხლის ნაკადებს აყენებდნენ, ფეხებით
გვამებს ქელავდნენ... როდესაც შეწყდა წუხილისა და გოდების ხმები და აღარც, ერთი არ
დარჩა ცოცხალი, მაშინ ისინიც მიხვდნენ, რომ გამძღარიყვნენ მათი ხმლები... ამის შემდეგ
ხელი გააწვდინეს ნაძარცვ განძეულთა სკივრებისაკენ, რომლებიც მრავალრიცხოვან მძიმედ
4
დატვირთულ ჯარს მიჰქონდა და ალაგებდა თავისი მბრძანებლის წინაშე გროვებად და
ზვინებად... დამქანცველი გახდა უთვალავი ოქროსა და ვერცხლის ტალანტების ყურება.
ხოლო ვის&ნბსპ; შეუძლია ზედმიწევნით აღწეროს მარგალიტებით მოოჭვილი საეკლესიო
ჭურჭელი~.
იმავე წელს ბიზანტიასა და ირანს შორის ზავი დაიდო. ჰერაკლემ სომხეთი, სირია,
მესოპოტამია და ეგვიპტე დაიბრუნა. მასვე ერგო ქართლიც. ბიზანტიის იმპერატორი
სასტიკად გაუსწორდა ცეცხლთაყვანისმცემლებსა და მონოფიზიტებს. ქართველი მემატიანე
წერს, `და მან ჰერაკლე მეფემან ტფილისს და მცხეთას და უჯარმას ქადაგნი განავლინნა,
რათა ყოველნი ქრისტეანენი ეკლესიასა შევიდნენ და ყოველნი მოგუნი და
ცეცხლისმსახურნი, რომელნიცაღა არა მოინათლნენ, მოისრნენ. ხოლო მათ ნათლისღება არა
ინებეს, არამედ ზაკუვითა აღერივნეს ქრისტიანეთა თანა. და მიაწიეს ყოველთა მათ ზედა
მახვილი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლთანი დიოდეს და განწმიდა სჯული
ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა და წარვიდა ჰერაკლე მეფე სამეფოდვე თვისად~. საინტერესოა,
რომ ჯერ კიდევ თბილისის აღებამდე, წყაროები ბიზანტიელების მხარეზე მებრძოლ
იბერიელებს ასახელებენ. სავარაუდოა, რომ ეს ქართლიდან დევნილი ადარნასე
ერისმთავარი იყო თავს სამხედრო რაზმთან ერთად.
ჰერაკლემ ვერ შეძლო დიდხანს ესარგებლა თავისი გამარჯვებთ, რადგან მსოფლიოს
ახალი დამპყრობლები, არაბები მოევლინენ.
&ნბსპ;VII საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება არაბთა დიდი დაპყრობითი ომები,
რომლის შედეგადაც მათ უზარმაზარი იმპერია შექმნეს. არაბები უძველესი დროიდან
ცხოვრობდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე. მათი ძირითადი საქმიანობა მომთაბარე
მეცხოველეობა იყო (ჩრდილოეთში მომთაბარე არაბებს ბედუინები ეწოდებოდათ).
სამხრეთის რაიონები ეკონომიკურად უფრო განვითარებული იყო. აქ მნიშვნელოვანი
სავაჭრო გზები გადიოდა. სწორედ სავაჭრო გზაზე მდებარეობამ გამოიწვია პროვინცია
ჰიჯაზისა და მისი ერთ-ერთი მთავარი ქალაქის მექას დაწინაურება. ამ ქალაქში დაიბადა
მუჰამედი, რომელმაც ახალი რელიგია, ისლამი შექმნა. ნელ-ნელა მუჰამედმა მოახერხა
თავისი ახალი რელიგია გაევრცელებინა. არაბები გააერთიანა და ახალ ძლიერ
სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, 632 წლიდან
სახელმწიფოს სათავეში ხალიფები იდგნენ. პირველი ხალიფების დროს არაბები უკვე
სერიოზულ წარმატებებს აღწევენ. ბიზანტიასთან ომში სასტიკად დამარცხებული და
ფაქტობრივად დაშლილი სასანიანთა ირანი წინააღმდეგობას ვერ უწევდა არაბებს. არც
5
გამარჯვებულ ბიზანტიის იმპერიას შეეძლო არაბთა სამხედრო ძალის შეჩერება. არაბების
სასარგებლოდ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებდა, ბიზანტია-ირანის
საუკუნოვანი დაპირისპირებით დაღლილი და &ნბსპ;მათ მიერ დაპყრობილი ხალხები
თავდაპირველად არაბებს თავიანთ განმათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ. VII საუკუნის
30-იან წლებში არაბებმა დამასკო, იერუსალიმი, ანტიოქია, მთელი შუამდინარეთი და
ეგვიპტე დაიკავეს.
ამავე პერიოდში ისინი სომხეთში შევიდნენ და მისი დედაქალაქი დვინი აიღეს.
არაბებმა ქართლის დამორჩილებაც განიზრახეს. ქართლში ელჩი გამოაგზავნეს და
მოსახლეობას ან დამორჩილება, ანდა აყრა და სხვა ქვეყნებში გადასახლება შესთავაზეს.
ქართველებმა მორჩილებაზე უარი განაცხადეს. მაშინ არაბებმა გამოლაშქრება გადაწყვიტეს,
მაგრამ ბუნებრივმა პირობებმა შეუშალა ხელი. ზამთარი იდგა. დიდი თოვლი მოვიდა,
რასაც ზედ სასტიკი ყინვები დაერთო. არაბებმა ლაშქრობა შეწყვიტეს და უკან გაბრუნდნენ.
არაბთა ეს პირველი გამოჩენა კავკასიაში ჩვეულებრივი მარბიელი თავდასხმა იყო, რომლის
დროსაც მათ მომავალი მოწინააღმდეგეები დაზვერეს.
VII საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში არაბებმა ირანი გაანადგურეს, ხოლო
მეწინავე რაზმებმა მდინარე ამუ-დარიამდე და ინდოეთამდე მიაღწიეს. 654 წელს მათ
სომხეთში ბიზანტიელები დაამარცხეს და ქართლის საზღვარს მოადგნენ. ქართლის
ერისმთავარმა სტეფანოზ II-მ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არაბთა
სარდალს ჰაბიბ იბნ-მასლამას დაზავება შესთავაზა. ეს მეტად საინტერესო გადაწყვეტილება
იყო. საქართველოს ისტორიაში იშვიათია შემთხვევები, როდესაც
ქართველები კარსმომდგარ მტერს პირდაპირ ზავის დადებას ვთავაზობდით და ბრძოლას
არ ვიწყებდით. ირანი აღარ არსებობდა, ბიზანტია განცდილი დამარცხებების შემდეგ
სერიოზულ ძალას აღარ წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში მარტოდ დარჩენილი ქართლის
ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ქართველები ვერ მოახერხებდნენ არაბების შეჩერებას, ბრძოლის
წაგების შემთხვევაში კი შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო. თავის მხრივ,
არაბებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი თუ ქართლი ნებით დამორჩილდებოდა. არაბებს
უზარმაზარ დაპყრობილ ტერიტორიაზე თავისი ბატონობის განმტკიცება ესაჭიროებოდათ,
დაპირისპირება იყო სახალიფოშიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართველო
არაბებისთვის საკმაოდ დაშორებული, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე
ქვეყანა იყო. ამდენად იმ ეტაპზე ორივე მხარისათვის მისაღები იყო დაზავება. ქართველებსა
და არაბებს შორის `დაცვის სიგელი~ დაიდო. `ეს არის წიგნი ჰაბიბ იბნ
6
მასლამისა... თბილისის მოსახლეობისადმი... ჯიზიას გადაიხდით ყოველ კომლზე თითო
სრული დინარი. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ გააერთიანოთ განაყოფი კომლები თქვენი
ჯიზიას შესამცირებლად და არც ჩვენ, რომ დავყოთ ერთიანი კომლები ჩვენთვის ჯიზიას
გასადიდებლად... თუ შეემთხვათ მუსლიმებს რაიმე საქმე, ვერ მოიცალეს თქვენთვის და
დაგიმორჩილათ თქვენ მტერმა თქვენმა, ამის გამო თქვენ არ დაისჯებით~. გარდა ამისა
ქართველები ვალდებული იყვნენ გამასპინძლებოდნენ ღამით გზად მიმავალ მუსლიმს.
არაბთა უახლოეს რაზმამდე მიეყვანათ ჩამორჩენილი მუსლიმი. თუ ქართველი ისლამს
მიიღებდა ის ჯიზიას აღარ გადაიხდიდა.
VII საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს სახალიფოში შინაომი ატყდა, რომელიც
რამდენიმე წელი გაგრძელდა. 661 წელს ხალიფას ტახტი მოავიამ დაიკავა და ომეიანების
დინასტიას ჩაუყარა საფუძველია. მართალი მან არაბთა ხელახალი გაერთიანება შეძლო,
მაგრამ მისი გარდაცვალებისთანავე არეულობა ისევ დაიწყო. ასეთ ვითარებაში არაბებს
დაპყრობილი ხალხებისათვის არ ეცალათ. შექმნილი მდგომარეობით ქართველებმა
ისარგებლეს და VII საუკუნის 80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა ნერსე I-მა დიდმა არა
თუ ქართლიდან განდევნა არაბები, არამედ სომხეთიდანაც გააქცია ისინი.
არაბთა დროებითმა დასუსტებამ ბიზანტიის იმპერიას ძალების მობილიზაციისა
&ნბსპ;და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საშუალება მისცა. VII საუკუნის მეორე
ნახევარში ბიზანტიამ ლაზიკაში მეფობა გააუქმა და მის მმართველს პატრიკიოსის ტიტული
მიანიჭა. იმპერიის აგრესიულმა პოლიტიკამ დასავლეთ საქართველოში აჯანყება გამოიწვია.
697 წელს პატრიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ არაბები დასავლეთ საქართველოში გადაიყვანა.
ეგრისელებმა უკვე ერთხელ ნაცადი მეთოდი გამოიყენეს და ერთ დამპყრობელს მეორე
დამპყრობელი დაუპირისპირეს.
მდგომარეობას ხაზართა პერიოდული შემოსევებიც ამძიმებდა. ქართველებს `სამი
მხრით ხმლის ქნევა~ უხდებოდათ.

საქართველო VIII საუკუნეში

VIII საუკუნის დასაწყისში, სახალიფოში შინაომები დამთავრდა თუ არა, არაბებმა


თავისი ლაშქრობები განაახლეს. ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობის შემდეგ მათ
გიბრალტარის სრუტე გადალახეს და სამ წელიწადში თითქმის მთელი პირინეის
ნახევარკუნძული დაიკავეს. არაბები მხოლოდ ფრანკებმა შეაჩერეს, როდესაც 732
7
წელს კარლოს დიდის ბაბუის კარლოს მარტელის მეთაურობით პუატიესთან დაამარცხეს
ისინი. პარალელურად სახალიფო აღმოსავლეთშიც ააქტიურებს თავის პოლიტიკას.
VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა ხელისუფლება დამყარდა როგორც აღმოსავლეთ,
ისე დასავლეთ საქართველოში. არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე-გოჯში.
ბიზანტიის იმპერია დასავლეთ საქართველოში გავლენის აღდგენას ცდილობდა და ჯარიც
&ნბსპ;კი გამოაგზავნა ეგრისში, ციხე-გოჯის ასაღებად. არაბმა მეციხოვნეებმა ქალაქის
დაცვა შეძლეს. მალე დასავლეთ საქართველოში არაბთა დამატებითი ძალები გამოჩნდა.
ბიზანტიელებმა შეტაკებას თავი აარიდეს და უკან დაიხიეს. მიუხედავად ამისა ბიზანტიის
იმპერიამ მაინც შეძლო თავისი პოზიციების ნაწილობრივ აღდგენა, დაიქვემდებარა რა
საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები აბაზგები და აფშილები.
მეტად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში. ხაზარები, არაბთა
შემოსევებისაგან თავის დაცვის მიზნით, სამხრეთ კავკასიაში საპასუხო ლაშქრობებს
აწყობდნენ. VIII საუკუნის&ნბსპ; 20-იანი წლების დასაწყისში ქართლში არაბი სარდალი
ჯარაჰი მოვიდა. მის მთავარ მიზანს ხაზარების დამარცხება წარმოადგენდა. ჯარაჰმა
`დაცვის სიგელი~ განაახლა, გაზარდა ჯიზია (ერთ სულზე ერთი დანარი) და ახალი
გადასახადი ხარაჯა დააწესა. მალე ხალიფამ ჯარაჰი უკან გაიწვია და კავკასიაში არაბთა
ცნობილი სარდალი მასლამა გამოგზავნა. მასლამამ ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა, მაგრამ
კოკისპირული წვიმების გამო იძულებული გახდა უკან გამობრუნებულიყო. ერთი წლის
შემდეგ საქართველოში ისევ ჯარაჰი მოვიდა. მან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა და
ხაზარების დაამარცხება შეძლო. ხაზარების საპასუხო ლაშქრობას კი ჯარაჰის დაღუპვა და
არაბთა ჯარის განადგურება მოჰყვა. ამ ორ დიდ სამხედრო ძალას&ნბსპ; შორის მიმდინარე
ომში ქართლი საშინლად აოხრდა და გაპარტახდა, გაწყდა მოსახლეობა. არაბთა ახალი
გადასახადების გადახდა უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა მოსახლეობას.
კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად და ხაზარების დასამარცხებლად ხალიფამ
120-ათასიანი არმია გამოგზავნა თავისი ბიძაშვილის მერვან იბნ-მუჰამედის იგივე მურვან
ყრუს სარდლობით. 735 წელსმურვან ყრუ საქართველოში მოვიდა. ქართლის აოხრების
შემდეგ იგი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. არგვეთში მას ადგილობრივი მთავრები,
დავით და კონსტანტინე მხეიძეები შეებრძოლენ. მურვან ყრუმ ძმები შეიპყრო და დაცინვით
ჰკითხა, ვინ ხართ, რომ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ბედავთო. დავითმა და კონსტანტინემ
არაბთა სარდალს მიუგეს, რომ მისი სიცილი და გამარჯვება დროებითი იყო. ეს არაბებმა კი
არ გაიმარჯვეთ, არამედ ქართველები დამარცხდით ჩვენი ცოდვების გამო და არაბთა სახით
8
ქართველებს ღმერთი გვსჯისო. განრისხებულმა მურვან-ყრუმ ბრძანა ძმები დილეგში
ჩაიგდოთ, არ მიეცათ მათთვის არც საჭმელი და არც სასმელი, სანამ ისინი ისლამს არ
აღიარებდნენ. ვერანაირმა მუქარამ და სასჯელმა ძმები ვერ შეაშინა. მაშინ მურვან-ყრუს
ბრძანებით, დავითი და კონსტანტინე სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს.
ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა.
მურვან-ყრუმ აიღო ციხე-გოჯი, ცხუმი და ანაკოფიის ციხეს მიადგა, სადაც ქართლის
ერისმთავარი მირი და მისი ძმა არჩილი იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ერისთავი ლეონ I
ეხმარებოდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, არაბებმა ციხე ვერ აიღეს და უკან
გამობრუნდნენ.
არაბთა ამ საზარელი ლაშქრობის დროს მთელი საქართველო აოხრდა. მურვან-ყრუს
შემოსევის შემდეგ არაბებმა ქართლში მმართველად უკვე თავიანთი მოხელე, ამირა
დანიშნეს. ქართლის ერისმთავრი კი ამირას დაუქვემდებარეს. უმნიშვნელოვანეს ციხეებში
არაბთა გარნიზონები ჩადგა.
საქართველოს დალაშქვრის შემდეგ მურვან-ყრუმ ჩრდილოეთ კავკასიაში ხაზარებიც
დაამარცხა და დამასკოში გამარჯვებული დაბრუნდა.
არაბთა გარდა ქართლს ხაზარებიც არბევდნენ. 764 წელს მათ ქართლში ილაშქრეს.
ქართლის ერისმთავარ ჯუანშერს ჰყავდა ულამაზესი და სახელად შუშანა. მისი სილამაზის
ამბავი ხაზართა ხაკანმაც შეიტყო და შუშანას ცოლობა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მაშინ
ხაკანმა ქართლში თავისი სარდალი ბლუჩანი გამოგზავნა და შუშანას შეპყრობა უბრძანა.
ხაზარებმა ქართველები დაამარცხეს, ტყვედ იგდეს შუშანა და მისი ძმა ჯუანშერიც. გზაში
ერისმთავრის დამ თავი მოიწამლა, მიხვდა რა, რომ ტყვეობას თავს ვერ დააღწევდა.
ბლუჩანმა შუშანა გზაშივე დაკრძალა და ხაზართა ხაკანთან ხელცარიელი მივიდა.
განრისხებულმა ხაკანმა სარდალი სიკვდილით დასაჯა, რატომ გვამი მაინც არ მომიტანე,
რომ შუშანას სილამაზე მენახაო. ჯუანშერი კი მცირე ხნის შემდეგ გაათავისუფლა.
ქართველთა ძირითადი მოწინააღმდეგე მაინც არაბები იყვნენ. VIII საუკუნის მეორე
ნახევარში, არაბების წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ერისმთავარი ნერსე II ედგა. ამის გამო,
772-773 წლებში, ნერსე სახალიფოში დაიბარეს, დააპატიმრეს და სამი წელი ტყვედ ჰყავდათ.
სწორედ მაშინ დაუახლოვდა ნერსე აბოს, რომელიც ერისმთავარს თან წამოჰყვა ქართლში.
ნერსე თავის ანტიარაბულ საქმიანობას არ წყვეტდა, რის გამოც, იძულებული გახდა თავისი
ოჯახით ხაზარებთან გახიზნულიყო. მართალია, ხაზარები, იოანე საბანის ძის სიტყვებით,
იყვნენ `კაც ველურ, საშინელ პირითა, მხეცის ბუნება, სისხლის მჭამელ~, მაგრამ არაბებთან
9
დაუძინებელი მტრობის გამო ნერსეს ხაზარებისაგან დახმარების მიღების იმედი ჰქონდა.
თუმცა ეს ცდა ამაო გამოდგა. ხაზარებმა თავი შეიკავეს არაბების წინააღმდეგ ბრძოლის
დაწყებისაგან. იმ დროს, როდესაც ქართველები ირყეოდნენ `ვითარცა ლერწამნი ქართაგან
ძლიერთა~ და `მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა~,
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა აბოს საქციელს. მუსლიმმა არაბმა ქრისტიანობა მიიღო.
ეს არაბების ისეთი მარცხი იყო, რომელსაც ბრძოლის ველზე მოპოვებული ვერანაირი
გამარჯვება ვერ აანაზღაურებდა. აბოს სიკვდილით დასჯით არაბები სასურველ შედეგს ვერ
მიაღწევდნენ, ამიტომ იყო რომ ყოველნაირად ეცადნენ, რათა მას უარი ეთქვა
ქრისტიანობაზე და თავისი `შეცდომა~ ეღიარებინა. აბომ დიდ ტანჯვა-წამებას გაუძლო.
786 წელს აბოს თავი მოჰკვეთეს, ცხედარი დაწვეს და ფერფლი მტკვარში გადაყარეს.
დამსჯელმა ლაშქრობებმა ქართველებს ხელი ვერ ააღებინა დამპყრობლების
წინააღმდეგ ბრძოლაზე. VIII საუკუნის ბოლოს არაბთა ბატონობა ნელ-ნელა შეირყა.
საინტერესოა, რომ იმ დროს როდესაც VIII საუკუნეში ბიზანტიაში ხატმებრძოლეობა
იყო გავრცელებული, საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად ერთადერთ ეკლესიად დარჩა
აღმოსავლეთში, რომელიც ხატების თაყვანისცემას განაგრძობდა და ძველ წესს იცავდა. ის
საეპისკოპოსოები, რომლებიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ ეთანხმებოდნენ,
იძულებული იყვნენ ეპისკოპოსები ხელდასასმელად ისეთ ეკლესიებში გაეგზავნათ, სადაც
ხატმებრძოლეობა არ იყო გავრცელებული. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა საქართველოში
მცხეთის კათოლიკოსთან ხელდასმისათვის და კურთხევის მისაღებად ყირიმის
ნახევარკუნძულიდა გუთეთის ეპისკოპოსი იოანე გუთელი.

ქართული სამეფო-სამთავროები IX-X საუკუნეებში

საქართველოში, არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა.


ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან
რეგიონს წარმოადგენდა და ნებისმიერი შემოსევის დროს პირველ დარტყმას არაბებისაგან
სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შეძლეს მტკიცედ დაუფლებოდნენ დასავლეთ
საქართველოს. ასევე უჭირდათ მათ კახეთის მთიანეთის შენარჩუნებაც. არაბთა
სახელმწიფო უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო გადაჭიმული, ევროპაში, აფრიკასა და აზიაში.
სახალიფო, განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგარი ქვეყნებისა და ხალხების
10
ზედაპირულ გაერთიანებას წარმოადგენდა და მისი ერთიანობა მხოლოდ სამხედრო
ძალაზე იყო დამოკიდებული.
VIII საუკუნის ბოლოს სახალიფოს დასუსტება საქართველოში სამეფო-სამთავროების
ჩამოყალიბების პროცესის დაწყებას დაემთხვა.
ერთ-ერთი პირველი კახეთის სამთავრო ჩამოყალიბდა. ამ სამთავროს შექმნა
წანარების სახელთანაა დაკავშირებული. წანარები თავდაპირველად დარიალის ხეობაში
(დღევანდელი ყაზბეგის რაიონი) სახლობდნენ. შემდგომში ისინი დღევანდელი თიანეთის
ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ. არაბთა უღელს ვერც წანარები გადაურჩნენ. VIII საუკუნის
70-იანი წლებში მათ დიდი აჯანყება მოაწყვეს. კავკასიაში არსებული არაბთა სამხედრო
ძალა არ აღმოჩნდა საკმარისი აჯანყების ჩასახშობად და ხალიფამ დამატებით ოციათასიანი
არმია გამოგზავნა. ბრძოლაში წანარებმა 16 ათასი კაცი დაკარგეს და დამარცხდნენ.
სავარაუდოა, რომ ამ დროს არაბებს შეტაკება უკვე ჩამოყალიბებულ კახეთის სამთავროსთან
უხდებოდათ. VIII საუკუნის ბოლოს კახეთი უკვე არაბთა ბატონობისაგან
განთავისუფლებული ჩანს. ამავე პერიოდში ხდება სამთავროს ცენტრის გადატანა
თიანეთში. კახეთის მთავრები ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდნენ. მისი მნიშვნელობა
ბოლომდე დღესაც არ არის დადგენილი. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით,
ქორეპისკოპოსი უმრევლო ეპისკოპოსს ნიშნავს. შესაძლოა, განვითარების გარკვეულ
ეტაპზე წანართა საერო ხელისუფალი სასულიერო ხელისუფლის ფუნქციებსაც ითავსებდა
და შემდგომში ეს მთავრის ტიტულშიც აისახა. ცნობილია კახეთის ქორეპისკოპოსთა ორი
დინასტია, დონაურები და არევმანელები. საინტერესოა, რომ პირველ ეტაპზე
ქორეპისკოპოსობა არჩევითი თანამდებობა იყო. კახეთის სამთავრო, ჩამოყალიბებისთანავე,
აქტიური პოლიტიკის გატარებას იწყებს. იბრძვის არაბთა წინააღმდეგ, მონაწილეობს
საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებულ ბრძოლაში და თავის საზღვრებს
აფართოებს.
VIII საუკუნის მეორე ნახევარში, კახეთის აღმოსავლეთით ჰერეთის სამთავრო
ყალიბდება. ჰერეთი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის სამეფოს ერთ-ერთ
საერისთავოს წარმოადგენდა. შემდეგ კი იგი ქართლის საერისმთავროს შემადგენლობაში
შედიოდა. IX საუკუნის ბოლოს ჰერეთის მთავარი `რანთა მეფის~ (`არან შაჰი~) ტიტულს
იღებს. X საუკუნის შუა ხანებში, მეფე იშხანიკის მმართველობის პერიოდში ჰერეთში
მართლმადიდებლობა აღდგა. თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,
ჰერეთის სამეფო ნაკლებად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებულ
11
ბრძოლებში. ჰერეთის მეფეთა ყურადღება ძირითადად ძველი ალბანეთის სამფოს
ტერიტორიების დაკავებისაკენ იყო მიმართული.
განსხვავებულ ვითარებაში ხდებოდა აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბება. საქართველოს
უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთში არაბთა ბატონობა თითქმის არ დამყარებულა (მურვან-
ყრუმაც კი ანაკოფიის იქით წასვლა ვერ მოახერხა). აქ ძირითადი მოწინააღმდეგე ბიზანტი
იყო. VIII საუკუნის დასაწყისში აფხაზთა საერისთავოს გაძლიერება იწყება. ბიზანტიელები
თავდაპირველად ამას ხელსაც კი უწყობდნენ, რათა გაძლიერებული საერისთავო არაბების
წინააღმდეგ ბრძოლაში გამოეყენებინათ. აფხაზთა საერისთავო ნელ-ნელა აფართოებს თავის
საზღრებს და აფშილეთს იერთებს. VIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ლეონ I-ის ძმიშვილი,
აფხაზთა ერისთავი ლეონ II ბიზანტიის დასუსტებით სარგებლობს, დაიხმარებს ხაზარებს
(მისი დედა ხაზარი იყო) და თავის ხელისუფლებას მთელ დასავლეთ საქართველოზე
ავრცელებს. რადგან ლეონ II და მისი წინაპრებიც აფხაზთა ერისთავები იყვნენ, ახლად
შექმნილი სამეფოს მმართველმა აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო. სამეფოს დედაქალაქი
ქუთაისი იყო. ლეონმა სამეფო საერისთავოებად, წმინდა ქართულ ადმინისტრაციულ
ერთეულებად დაყო. აფხაზთა სამეფო თავიდანვე მკაცრად ცენტრალიზებული სახელმწიფო
იყო. მისი მეფეები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის და ამ
მიმართულებით სერიოზულ წარმატებებსაც აღწევდნენ. აფხაზთა სამეფოს კიდევ ერთი
თავისებურება გააჩნდა, დასავლეთ საქართველოში არსებული ეპარქიები
(საეპისკოპოსოები) კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. აფხაზთა მეფეებმა
კარგად იცოდნენ, რომ ბიზანტიის იმპერიის გავლენა დასავლეთ საქართველოში, რომელსაც
ისედაც მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა, მანამ არ აღმოიფხვრებოდა, სანამ ეს მხარე
კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა. აფხაზთა მეფეების ხანგრძლივმა
ბრძოლამ შედეგი X საუკუნის პირველ ნახევარში გამოიღო. სავარაუდოა, რომ
თავდაპირველად, დასავლეთ საქართველოში არსებული ეპარქიები კონსტანტინოპოლის
პატრიარქის დაქვემდებარებიდან გამოვიდნენ და აფხაზეთის საკათალიკოსოდ
გაერთიანდნენ, რომლის სათავეშიც აფხაზთა (ანუ დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსი
ედგა. შემდგომ ეტაპზე კი, ეს საკათალიკოსო მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა და
საქართველო ეკლესიურად გაერთიანდა
ყველაზე გვიან ტაო-კლარჯეთის სამთავრო ჩამოყალიბდა. არაბებთან
წინააღმდეგობის გამო, IX საუკუნის დასაწყისში ბოლო ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა
ქართლი მიატოვა და&ნბსპ; თავის ოჯახთან და მომხრეებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ
12
საქართველოს, კლარჯეთს შეაფარა თავი. აშოტმა ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული
არტანუჯი აღადგინა და თავის რეზიდენციად აქცია. აშოტ ბაგრატიონზე ცოტა ადრე ამ
მხარეში თავისი საქმიანობა დაიწყო უდიდესმა ქართველმა მოღვაწემ გრიგოლ ხანძთელმა.
შეიძლება ითქვას, რომ აშოტ ბაგრატიონისა და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობიდან იწყება
ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისა და აღორძინებისათვის.
ბიზანტიის იმპერატორმა აშოტს კურაპალატის ტიტული მიანიჭა. ფორმალურად
აშოტს ბიზანტია მფარველობდა, რეალურად კი მას მხოლოდ თავისი ძალებით უხდებოდა
ბრძოლა სამთავროს გაძლიერებისათვის. აშოტის დროს სამთავროს შემადგენლობაში
შედიოდა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. მან შიდა ქართლის
შემოერთებაც შეძლო. აშოტს მოწინააღმდეგეები სამთავროს შიგნითაც ჰყავდა. 826 წელს,
აშოტმა თავისი ჯარის შეკრება ბრძანა, რადგან არაბთა წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდა.
მოსულთა შორის მრავლად აღმოჩდნენ შეთქმულებიც, რომლებსაც მისი მოკვლა ჰქონდათ
განზრახული. აშოტმა ამის შესახებ შეიტყო და რადგან თავის მომხრეებთან დაკავშირება არ
შეეძლო ეკლესიას შეაფარა თავი. შეთქმულები ეკლესიაში შეიჭრნენ და აშოტი
საკურთხეველში მოკლეს. მას სამი ძე დარჩა. ადარნასე, ბაგრატი და გუარამი.
კურაპალატობა და ტაო-კლარჯეთის მმართველობა ბაგრატს ერგო. რა იყო იმის მიზეზი,
რომ სამთავროს მეთაური აშოტის შუათანა ძე გახდა და არა უფროსი ადრნასე, უცნობია.
აშოტის შთამომავლობა ორ შტოდ გაიყო, არტანუჯელ (ადარნასეს მემკვიდრეები) და
ტაოელ ბაგრატიონებად (ბაგრატის შთამომავლობა, მომავალი ერთიანი საქართველოს
მეფეები). გუარამის შთამომავლობა ბაგრატიონთა საგვარეულოს შიგნით ამტყდარი
შინაომის დროს ამოწყდა.
ამ შინაომის დაწყება ლიპარიტ I ბაღვაშის სახელს უკავშირდება, რომელიც IX
საუკუნის ბოლოს, არგვეთიდან&ნბსპ; თრიალეთში გადმოსახლდა. `მატიანე ქართლისაÁ~
წერს, `შეიპყრნა ლიპარიტ ქუეყანანი თრიალეთისნი, აღაგო ციხე კლდეკართა და იპატრონა
დავით ბაგრატის ძე~. მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთი გუარამ მამფლის კუთვნილი
`ქუეყანა~ იყო, ლიპარიტმა თავის პატრონად დავით ბაგრატის ძე გამოაცხადა. ამის გამო
ბიძაშვილებს, დავით ბაგრატის ძესა და ნასრ გუარამის ძეს შორის ბრძოლა დაიწყო. ნასრმა
დავითი მოკლა, მაგრამ იძულებული გახდა ბიზანტიაში გახიზნულიყო. მემატიანე
საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დავითის მკვლელობაში გუარამი უბრალო იყო. IX საუკუნის
80-იანი წლების შუა ხანებში ნასრი სამთავროში დაბრუნდა და შინა ომიც
განახლდა. `გამოვიდა ნასრ სამეფოთ და მოვიდა აფხაზეთს. და იყო მაშინ აფხაზთა მეფე
13
ბაგრატ დისიძე ნასრისა და შესწია მან დიდითა ლაშქრითა მეფემან აფხაზთამან და მუნით
გარდამოვიდა ნასრ სამცხეს და შეიკრიბა სხუაცა ლაშქარი ურიცხვი. ხოლო ადარნასე ძე
მოკლულისაი კურატპალატისაი, განვიდა ბრძოლად და მიჰყუა მის თანა შეწევნად
ადარნასესაი გურგენ კურატპალატი და შვილნი მისნი და ყუეს ბრძოლა და ომი დიდი
ნასრის ზედა. და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა და სძლიეს ნასრას, მეოტ
ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას

იმავე 888 წელს ბაგრატ კურაპალატის შვილიშვილმა, ადარნასემ ქართველთა მეფის


ტიტული მიიღო. ;ეს ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული მოსაზრებაა. თუმცა
თავდაპირველად ე. თაყაიშვილმა გამოთქვა თვალსაზრისი, რომელიც შემდგომ შ. ბადრიძემ
გაიზიარა, რომ ადარნასეს ქართველთა მეფის ტიტული 897 წლის მერე უნდა მიეღო.
მეცნიერი 897 წლის ადიშის ოთხთავის ერთ-ერთ მინაწერს ეყრდნობოდა,
`სალოცველად&ნბსპ; მეფეთა&ნბსპ; ჩუენთა ღმრთივ დიდებულისა ადარნასე
კურაპალატისა და ღმრთივ ბოძებულთა ნაშობთა მათთა დავით ერისთავისა [. . .]~ შემდეგ
ტექსტი ნაკლულია და დანარჩენი შვილების სახელები აღარ წერია.&ნბსპ; ე. თაყაიშვილის
აზრით, მინაწერში მოხსენიებული ადარნასე არის, ჩვენთვის კარგად ცნობილი ადარნასე
ქართველთა მეფეა. დავითი კი მისი ძე, რომელიც 923-937 წლებში მეფობდა (297;17). ასეთი
გაიგივების შემთხვევაში ასახსნელია&ნბსპ; თუ რატომ&ნბსპ; არ იწოდება ადარნასე
ქართველთა მეფედ და რატომ მოიხსენიება მხოლოდ ბიზანტიური ტიტულით. ე.
თაყაიშვილი ამას იმით ხსნიდა, რომ ადარნასე, ქართველთა მეფე 897 წლის მერე გახდა და
არა 888 წელს. საკმაოდ ანგარიშგასაწევი მოსაზრებაა. თუმცა შესაძლოა ისიც ვივარაუდოთ,
რომ იმ პერიოდში კურაპალატობით მოხსენიება უფრო დიდი &ნბსპ;პატივი იყო, ვიდრე
&ნბსპ;ახლად წარმოქმნილი ქართველთა მეფის ტიტულით. საინტერესოა, რომ
საპირისპირო მოსაზრებაც არსებობს. პ. ინგოროყვა თვლიდა, რომ მეფის ტიტულის
პირველი მფობელი აშოტ ბაგრატიონი იყო. ჩვენი აზრით, ქართველთა სამეფოში არსებული
ქართული ტიტულები, ქართველთა მეფე, ერისთავთ-ერისთავი და ერისთავი, რომლებიც
ბაგრატიონთა შორის სოციალურ სტატუსსა და ურთიერთმიმართებას გამოხატავდა და არა
ადმინისტრაციულ იერარქიას, ერთდროულად უნდა გაჩენილიყო IX საუკუნის 80-90-იან
წლებში. კონკრეტულად რომელიმე თარიღის დასახელება ძნელია. ყველაფერი წყაროთა
მონაცემების ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვენი აზრით, ე.თაყაიშვილის
არგუმენტაცია გასათვალისწინებელია.

14
ადარნასეს მიერ ქართველთა მეფის ტიტულის მიღების შემდეგ ტაო-კლარჯეთის
სამეფოს ქართველთა სამეფოც ეწოდა. ქართველთა სამეფოს ერთი მნიშვნელოვანი
თავისებურება ის იყო, რომ იგი ფაქტობრივად რამდენიმე პატარ-პატარა სამთავროსგან
შედგებოდა. ყველა ბაგრატიონს თავისი კუთვნილი სამფლობელო ჰქონდა. ნომინალურად
მათი უზენაესი ხელისუფალი ქართველთა მეფე იყო, მაგრამ თითოეული ბაგრატიონი
ძირითადად მაინც საკუთარი მოსაზრებებით მოქმედებდა. აფხაზთა სამეფოსაგან
განსხვავებით, ქართველთა სამეფო საკმაოდ დეცენტრალიზებული სახელმწიფო იყო.

ცალკე პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა თბილისის საამირო. არაბთა


ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად საამიროს ტერიტორიაც მცირდებოდა. შიდა
ქართლის დაკარგვის შემდეგ ამირას მხოლოდ თბილისი და მისი შემოგარენიღა
ემორჩილებოდა.
IX-X საუკუნეებში ბრძოლა უკვე საქართველოს გაერთიანებისათვის მიმდინარეობდა
და მასში მეტ-ნაკლებად ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობდა.

საქართველოს ერთიანი სამეფოს შექმნა

საქართველოს ერთ, ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანებაზე იყო დამოკიდებული


ქართველი ერის მომავალი. გაერთიანების აუცილებლობას რამდენიმე ფაქტორი
განაპირობებდა. ამ პროცესის სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორს კი საგარეო მტრის
(არაბები, ბიზანტია, შემდგომში თურქ-სელჩუკები) არსებობა წარმოადგენდა. ბრძოლა
ქვეყნის გაერთიანებისათვის საკმაოდ მძიმე იყო და რამდენიმე საუკუნის მანძილზე
მიმდინარეობდა.
IX საუკუნის დასწყისში ხაზარებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს სამხრეთ კავკასია. ეს
მათი უკანასკნელი შემოსევა იყო.
აშოტ ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთის სამთავრომ შიდა
ქართლის შენარჩუნება ვეღარ შეძლო და მას კვლავ არაბები დაეუფლენ. ამ პერიოდისთვის
სახალიფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ცალკეულ პროვინციებში აჯანყებები
მძვინვარებდა. დამოუკიდებელი სახელმწიფოები შეიქმნა ეგვიპტეში, ჩრდილოეთ
აფრიკაში, ცოტა მოგვიანებით პირინეის ნახევარკუნძულზე. ხალიფას აღარ

15
ემორჩილებოდნენ ადგილობრივი ამირები. ამ გზას თბილისის ამირებიც დაადგნენ,
რომელთაგან ყველაზე ცნობილი საჰაკი, 23 წლის მანძილზე დამოუკიდებლად მართავდა
თბილისის საამიროს.
IX საუკუნის შუა ხანებში არაბთა წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო სომხეთში.
აჯანყების ჩასახშობად, საჰაკის დასამორჩილებლად და საერთოდ, კავკასიაში არაბთა
პოზიციების განსამტკიცებლად ხალიფამ ბუღა თურქი გამოაგზავნა. ბუღას საინტერესო
ბიოგრაფია ჰქონდა. ის თურქი იყო და ახალგაზრდობაში არაბებთან ერთ-ერთი ბრძოლოს
დროს ტყვედ ჩავარდა. თავისი ნიჭისა და ენერგიის წყალობით საოცარი კარიერა გაიკეთა
და არაბთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სარდალი გახდა. ბუღა სასტიკად
გაუსწორდა აჯანყებულ სომხებს და თბილისისკენ დაიძრა. მან საჰაკს ელჩი გაუგზავნა და
დამორჩილება შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ბუღა საქართველოში შემოვიდა და
თბილისს შემოადგა. მის მოკავშირედ ბაგრატ აშოტის ძე გვევლინება. ბაგრატ კურაპალატი
არაბთა დახმარებით მოწინააღმდეგეების დამარცხებასა და თავისი მდგომარეობის
განმტკიცებას ცდილობდა. მისი უმცროსი ძმა გუარამ მამფალი კი, პირიქით, არაბთა
წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ინიციატორად გამოდიოდა. ბუღას წინააღმდეგ
მოქმედებდნენ კახეთის ქორეპისკოპოსი და აფხაზთა მეფეც. 853 წლის 5 აგვისტოს
ბუღამ თბილისი აიღო და გადაწვა. საჰაკის მოკვეთილი თავი კი ხალიფას გაუგზავნა. ბუღამ
აფხაზთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლა თავის სარდალ ზირაქს დაავალა. აფხაზთა მეფე
დამარცხდა და უკან დაიხია, დასავლეთ საქართველოში გადავიდა. სწორედ ზირაქმა
დაატყვევა ცნობილი ქართველი დიდაზნაური კონსტანტი-კახი, რომელიც ხალიფასთან
გაზავნეს. ხალიფამ კონსტანტი-კახს ისლამის მიღება მოსთხოვეს და უარის მიღების შემდეგ
სიკვდილით დასაჯა ბრძანა.
აფხაზთა მეფის დამარცხების შემდეგ ბუღა-თურქმა ჩრდილოეთ კავკასიაში
გალაშქრება გადაწყვიტა და მთიულებს მძევლები გამოართვა, რათა ამ უკანასკნელთ
მშვიდობიანად გაეტარებინათ არაბები. გუარამ მამფლის წაქეზებით მთიულებმა მძევლები
გაწირეს, არაბებს შეებნენ და დაამარცხეს კიდეც.
გუარამ მამფალი საკმაოდ ენერგიული პოლიტიკოსი იყო. იგი აქტიურად იბრძოდა
საამიროს წინააღმდეგ. მის საკმაოდ დიდი სამფლობელო უშუალოდ ესაზღვრებოდა
საამიროს. გუარამმა ისიც კი მოახერხა, რომ ერთხელ ამირა შეიპყრო და ბიზანტიაში
გაგზავნა დატყვევებული. ძალიან საინტერესოდ აღწერს გუარამ მამფლისა და არაბების
დაპირისპირებას მემატიანე, `ზოგჯერ სძლის გუარამ და ზოგჯერ სარკინოზთა~.
16
ამასობაში აფხაზთა სამეფო გაძლიერდა. IX საუკუნის 60-იან წლებში აფხაზთა მეფე
გიორგი I აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შიდა ქართლი დაიკავა. სამეფო-
სამთავროებს შორის პირველობისათვის მიმდინარე ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა
ენიჭებოდა შიდა ქართლს. ამიტომ ცდილობდნენ მის დაუფლებას აფხაზთა მეფეები, ტაო-
კლარჯეთის მმართველები და კახეთის ქორეპისკოპოსები. ამ ბრძოლაში ნელ-ნელა
აფხაზთა სამეფოს უპირატესობა გამოიკვეთა. თუმცა იმ ეტაპზე აფხაზთა მეფეებმა შიდა
ქართლი დიდხანს შეენარჩუნებინა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი სამეფოს შიგნით ამტყდარი
ბრძოლა იყო. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი შავლიანთა საგვარეულოს
წარმომადგენლებმა მიიტაცეს. კანონიერმა მემკვიდრემ, ბაგრატმა გამეფება მხოლოდ
ბიზანტიის დახმარებით მოახერხა. შიდა ქართლის უდიდესი სტრატეგიული
მნიშვნელობის გამო, აფხაზთა მეფეებმა კიდევ ერთხელ სცადეს მისი დაუფლება. X
საუკუნის დასაწყისში ქართლში აფხაზთა მეფე კონსტანტინემ ილაშქრა და აქ თავის
ერისთავად ადგილობრივი ფეოდალი, ივანე ტბელი დანიშნა. აქედან მოყოლებული
აფხაზთა მეფეებს შიდა ქართლი აღარ დაუთმიათ.
სახალიფოს დასუსტებით სომხებმაც ისარგებლეს და IX საუკუნის 80-იან წლებში
მეფობა აღადგინეს. ტახტზე აშოტ I ავიდა. თუმცა ერთიან სომხურ სამეფოს დიდხანს არ
უარსებია. X საუკუნის პირველ ნახევარში იგი რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ერთიანი
სომხური სამეფო, ხოლო მისი დაშლის შემდეგ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი, ანისის
სამეფო, აქტიურად ერეოდა ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის მიმდინარე ბრძოლაში.
ძლიან კარგად აღწერს იმ დროს არსებულ ვითარებას `მატიანე ქართლისაÁს~
ავტორი, `და იბრძოდნენ აფხაზნი და სომეხნი ქართლსა ზედა~. 904 წელს ადარნასე
ქართველთა მეფემ და სომხეთის მეფე სმბატ I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III
დაატყვევეს. იმ დროს, აფხაზთა მეფის გაძლიერება არც ტაო-კლარჯეთისა და არც სომხთის
მმართველებს არ აწყობდათ. კონსტანტინე მოტყუებით, მოლაპარაკების დროს დაატყვევეს.
დასავლეთ საქართველოში სასაწრაფოდ სხვა პიროვნების გამეფება გადაწყვიტეს. ამით
შეშფოთებულმა სმბატ I-მა, ვაიდა კონსტანტინეზე ძლიერი ვინმე არ გამეფონო და
დატყვევებული აფხაზთა მეფე გაათავისუფლა.
ქვეყნის გაერთიანებას ხელს ბიზანტიაც უშლიდა. ბიზანტიის იმპერატორები
ცდილობდნენ შუღლი ჩამოეგდოთ ბაგრატიონთა საგვარეულოს ცალკეულ
წარმომადგენელთა შორის და ამ გზით დაესუსტებინათ ქართველთა სამეფო. თუ ამის
საშუალება მიეცემოდა, ბიზანტია აფხაზთა სამეფოს საქმეებშიც აქტიურად ერეოდა. IX
17
საუკუნის ბოლოს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტი ბასილი I-მა (867-886) დაიკავა და
საფუძველი ჩაუყარა მაკედონელთა დინასტიას, რომლის წარმომადგენლებმაც ბიზანტიის
ძლიერების აღედგინა შეძლეს. X საუკუნის დასაწყისში ბიზანტიამ ბულგარელთა
შემოტევების მოეგერიება მოახერხა და მთელი ყურადღება აღმოსავლეთისაკენ გადმოიტანა.
მალე იმპერიის საზღვრები უკვე ევფრატსა და ტიგროსამდე აღწევდა.&ნბსპ; თუკი აშოტ I-ის
დროს ბიზანტია არაბთა საწინააღმდეგოდ ტაო-კლარჯეთის გაძლიერებას უწყობდა ხელს,
სახალიფოს დასუსტების შემდეგ მისთვის უკვე მიუღებელი გახდა ძლიერი ქართული
სამეფო-სამთავროების და მით უმეტეს, გაერთიანებული საქართველოს არსებობა. ბიზანტია
თავად აპირებდა ამ რეგიონში გაბატონებას და ცხადია, ძლიერი საქართველო არ
სჭირდებოდა.
914 წელს საქართველოში სამხრეთ აზერბაიჯანის არაბი ამირა აბულ-კასიმი
შემოიჭრა. ის ჯერ თბილისს მოადგა, შემდეგ კახეთში გადავიდა, უჯარმისა და ბოჭორმის
ციხეები აიღო. მასთან კვირიკე ქორეპისკოპოსი გამოცხადდა, მორჩილება აღუთქვა და
კახეთის სამთავრო ამ გზით გადაარჩინა. ამის შემდეგ აბულ კასიმი ქართლის გავლით
სამცხეში შეიჭრა და ყველის ციხეს ალყა შემოარტყა. ქართველი აზნაურის მიქელ-გობრონის
მეთაურობით მეციხოვნეები თითქმის ერთი თვის მანძილზე იცავდნენ ციხეს. არაბებმა
მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ მიაღწიეს გამარჯვებას. მიქელ-გობრონი ტყვედ ჩაიგდეს
და ისლამის მიღება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ იგი სიკვდილით დასაჯეს. აბულ-
კასიმის ლაშქრობა საქართველოში არაბთა უკანასკნელი შემოსევა იყო.
აბულ-კასიმმა სომხეთიც დალაშქრა და სმბატ I შეიპყრო. ამ დროს არაბი ამირას
მოკავშირე ადარნასე ბაგრატიონი იყო. ადარნასესა და სმბატს შორის ურთიერთობა მას
შემდეგ გაფუჭდა, რაც ამ უკანასკნელმა კონსტანტინე III გაატავისუფლა.
აბულ-კასიმის ლაშქრობიდან მცირე ხნის მერე კონსტანტინე III-მ და კახეთის
ქორეპისკოპოსმა კვირიკეIმა ჰერეთში ილაშქრეს. ჰერეთის მეფე ადარნასე დაამარცხეს და
არიშის, ორჭობისა და გავაზნის ციხეები წაართვეს.
აფხაზთა მეფის კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ მის ძეებს: გიორგისა და
ბაგრატს შორის ტახტისათვის ბრძოლა ატყდა. ბაგრატს მხარს მისი სიმამრი, გურგენ
ბაგრატიონი უჭერდა. თუმცა 922 წელსაფხაზთა სამეფოს ტახტზე კონსტანტინეს ძე გიორგი
II ავიდა. `მატიანე ქართლისა~ ასე ახასიათებს მას, `იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა,
სიმხნითა და ახოვნებითა. ღმრთის-მოყუარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა,
მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი და ყოვლითა კეთილთა და სათნოებითა სრულ. ამან
18
განაგნა და განაწყუნა ყოველნი საქმენი მამულისა და სამეფოსა მისსა, აღაშენა საყდარი
ჭყონდიდისა და შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა
მარტვილთათა.~ გიორგი II დიდად უწყობდა ხელს ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის
გავრცელებას.
გიორგიმ II-მ კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა, დაამარცხა იგი და
თითქმის მთელი კახეთი დაიკავა. კვირიკე ქორეპისკოპოსი ციხეში იყო ალყა
შემორტყმული. როგორც კი აფხაზთა მეფე დასავლეთ საქართველოში დაბრუნდა,
კვირიკემა ქართლის აზნაურების დახმარებით სამთავროს დაბრუნება მოახერხა. ქართლის
აზნაურებს არ სურდათ გიორგის II-ის მტკიცე მმართველობას დამორჩილებოდნენ და მას
საკუთარი ძე, ქართლის ერისთავად დანიშნული კონსტანტინეც კი აუჯანყეს. გიორგი II-მ
აჯანყებული შვილი დაამარცხა, ქართლი დაიმორჩილა და ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ
თავისი მომდევნო ვაჟი, ლეონი გაგზავნა. &ნბსპ;ლეონმა ბრძოლა დაიწყო, მაგრამ
957 წელს გიორგი II-ის გარდაიცვალების გამო იძულებული გახდა ბრძოლა შეეწყვიტა და
ტახტის დასაკავებლად ქუთაისში დაბრუნდა.
შეიძლება ითქვას, რომ აფხაზთა მეფე გიორგი II პირველი ქართველი მმართველი
იყო, რომელმაც საქართველოს დიდი ნაწილი გააერთიანა. მის სამეფოში შედიოდა,
დასავლეთ საქართველო, შიდა ქართლი, თითქმის მთელი კახეთი. კიდევ უფრო დიდ
წარმატებას მიაღწია ქვეყნის გაერთიანების საქმეში მისმა ძემლეონმა. ამ უკანასკნელის
დროს, აფხაზთა მეფეს ჯავახეთიც ემორჩილებოდა.
967 წელს, ლეონის გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთში მისი ძმა, დემეტრე გამეფდა,
რომელსაც &ნბსპ;მალე უმცოსი ძმა თეოდოსი აუჯანყდა. მას მხარს კახეთის ქორეპისკოპოსი
უჭერდა. დემეტრემ ძმა შეიპყრო და თვალები დასთხარა. 975 წელს, დემეტრეს
გარდაცვალების შემდეგ, თეოდოსი მაინც ავიდა ტახტზე, რადგან სხვა კანონიერი
მემკვიდრე აღარ არსებობდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რა ვითარება შეიქმნებოდა
სამეფოში, როდესაც ტახტზე უსინათლო მეფე იჯდა.
თეოდოსის გამეფებისთანავე კახელებმა ქართლში ილაშქრეს და უფლისციხეს
შემოადგნენ. სავარაუდოა, რომ თვის დროზე, როდესაც თეოდოსი კვირიკესთან აფარებდა
თავს, მათ შორის შეთანხმება მოხდა. კვირიკე თეოდოსისი აფხაზთა სამეფოს ტახტის
დაკავებაში დაეხმარებოდა, სამაგიეროდ კი შიდა ქართლს მიიღებდა. თეოდოსის გამეფების
შემდეგ კახეთის მმართველმა `კუთნილი~ ტერიტორია მოითხოვა.&ნბსპ; &ნბსპ;სწორედ ამ
დროს გამოიჩინა უდიდესი გონიერება ქართლის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ. მან კარგად
19
იცოდა, რომ ერთადერთი პიროვნება, ვისაც საქართველოს გაერთიანების საქმის
გაგრძელება შეეძლო, საამისო ძალაცა და ავტორიტეტიც ჰქონდა, დავით III ბაგრატიონი
იყო. დავითი ტაოელ ბაგრატიონთა შტოს ეკუთვნოდა. X საუკუნის II ნახევარში მოღვაწე
ქართველ მეფე-მთავრებს შორის ის ყველაზე ძლიერი, ენერგიული და გავლენიანი იყო.
`მატიანე ქართლისა~ მოგვითხრობს, რომ ივანე მარუშის ძემ მოციქული გაუგზავნა დავით
III-ს და ქართლში გამოლაშქრება და ამ მხარის დაიკავებაშესთავაზა.
975 წელს დავით კურაპალატი ქართლში მოვიდა. კახელები იძულებული გახდნენ
უფლისციხისათვის ალყა მოეხსნათ და უკან გაბრუნებულიყვნენ. დავითმა უფლისციხე
დაიკავა, ქართლის აზნაურები შეკრიბა, მათ ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონი წარუდგინა
და უბრძანა, `ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი
ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე. ამას დაემორჩილენით ყოველნი~. ბაგრატი,
დავით კურაპალატის შვილობილი, ქართველთა მეფის, ბაგრატ II-ის შვილიშვილი და
აფხაზთა მეფის დის, გურანდუხტის შვილი იყო. აქედან გამომდინარე, ის სამი ტახტის
მემკვიდრე იყო და ამას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არანაკლები
მნიშვნელობისა უნდა ყოფილიყო ბაგრატის პიროვნული თვისებებიც.
დავით კურაპალატმა ქართლი დატოვა და ტაოში დაბრუნდა. ამით ისარგებლეს
ქართლის აზნაურებმა, რომლებსაც კვლავ არ სურდათ ძლიერი ხელისუფლის
მმართველობის ქვეშ ყოფნა,&ნბსპ; კახელები წააქეზეს და უფლისციხის აღება შესთავაზეს.
დავით ქორეპისკოპოსმა ქართლი დალაშქრა, უფლისციხე აიღო და ტყვედ ჩაიგდო ბაგრატი,
მისი მამა გურგენი და დედა გურანდუხტი. დავითმა სასწრაფოდ ჯარი შეკრიბა და კახეთის
ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ გაილაშქრა. კახელებმა შებრძოლება ვერ გაბედეს და ბაგრატი,
დედ-მამასთან ერთად გაათავისუფლეს, თუმცა სანაცვლოდ ქსნის ხეობაში მდებარე გრუისა
და წირქოლის ციხეები მოითხოვეს და მიიღეს კიდეც. კახეთის პოლიტიკურმა საზღვარმა
მდინარე ქსანზე გადმოიწია.
მართალია, ტაო-კლაჯეთის უზენაეს მმართველად ქართველთა მეფის ტიტულის
მფლობელი ბაგრატ II ითვლებოდა, მაგრამ რეალურად ყველაზე ძლიერი მისი ბიძაშვილი,
დავით III იყო. ამიტომ სწორედ დავით კურაპალატს სთხოვა დახმარება ბიზანტიის
იმპერატორმა ბასილი II-მ, როდესაც მის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო.
976 წელს ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი სარდალი, მცირე აზიელი დიდებული,
კურაპალატი ბარდა სკლიაროსი აჯანყდა. მალე მან თითქმის მთელი მცირე აზია დაიკავა.
ბასილი II და მისი ძმა კონსტანტინე მცირეწლოვნები იყვნენ. მაკედონელთა დინასტიას
20
დიდი საფრთხე შეექმნა. აჯანყების ჩახშობა ბარდა ფოკას დაევალა, მაგრამ მას აშკარად არა
ყოფნიდა ძალები. საჭირო იყო დახმარების ქვეყნის გარეთ ძიება. გიორგი მთაწმინდელი
თავის თხზულებაში `ცხოვრება იოანესი და ექვთიმესი~ წერს, `მას ჟამსა იქმნა
განდგომილებაY სკლიაროსისაY და ხმელეთი კერძო ყოველი დაიპყრა და მეფენი და
დედოფალი შემწყუდეულნ იყვნეს ქალაქსა შინა დიდითა ჭირითა და იწროებითა, და ამას
რაY შინა იყვნეს, განიზრახეს, ვითარმედ `ჩუენი შემწე დავით კურაპალატისაგან კიდე
არავინ არს~. დავითთან საშუამავლოდ კონსტანტინოპოლში ცნობილი ქართველი სარდალი
თორნიკე დაიბარეს. თორნიკე ათონის მთაზე ბერად იყო აღკვეცილი და თავიდან უარი
განაცხადა: `მე ცოდვათა ჩემთათვის მოსრულ ვარ ამას წმიდასა ადგილსა და შეუძლებელი
არს ჩემი მეფეთა წინაშე წარსვლა. რამეთუ მე ვიცი, თუ რომლისა პირისათვის მიხმობენ~.
შემდეგ თორნიკემ გადაიფიქრა, ელჩობას დათანხმდა და ბასილის თხოვნა დავითს გადასცა.
დავითმა 979 წელს 12 ათასი ქართველი, თორნიკესა და ჯოჯიკის სარდლობით ბიზანტიის
საიმპერატორო კარის დასახმარებლად გააგზავნა. ბარდა სკლიაროსი დამარცხდა და
არაბებთან გაიქცა, სადაც იგი შეიპყრეს და გარკვეული ხანი ტყვედ ჰყავდათ. გაწეული
დახმარების სანაცვლოდ, ბიზანტიის იმპერატორმა დავით კურაპალატს მიწები უწყალობა,
`ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი~ ანუ, თეოდოსიოპოლი (დღევანდელი არზრუმი),
ხალტოარიჭის, ჩორმაირის, სევუკის, ჰარქისა და აპაუნიქის პროვინციები (მხარეები
დღევანდელი ჭოროხისა და არაქსის სათავეებთან და ევფრატის ზემო წელზე). ოღონდ
ერთი პირობით, ეს მიწები დავითის მფლობელობაში იქნებოდა მის გარდაცვალებამდე,
შემდეგ კი კვლავ ბიზანტიის კუთვნილება გახდებოდა.
978 წელს ივანე მარუშის ძის ინიციატივითვე ბაგრატი დასავლეთ საქართველოში
გადავიდა და ქუთაისში მეფედ ეკურთხა. `მეფე აფხაზთა~, ეს იყო პირველი ტიტული,
რომელიც მან მიიღო. თავისი ბიძა თეოდოსი კი ტაოში გაგზავნა. საინტერესოა, რომ
როდესაც იოანე მარუშის ძემ დავით კურაპალატს ბაგრატის ქუთაისში მეფედ კურთხევის
სურვილის შესახებ აცნობა, ამ უკანასკნელმა ყოყმანი დაიწყო და მძევლები ითხოვა.
წყაროში არსებული ინფორმაციის სიმცირის გამო ძნელი სათქმელია რა იყო ყოყმანის
მიზეზი. ასევე გაურკვეველია რატომ მოითხოვა დავითმა მძევლები. ფაქტია, რომ
გარკვეული სახის პოლიტიკური დაპირისპირება არსებობდა. ალბათ არსებობდნენ
პიროვნებები, რომლებიც იოანე მარუშის ძის წინადადებას ეწინააღმდეგებოდნენ.
გამეფების შემდეგ ბაგრატ III-მ დასავლეთ საქართველოსა და ქართლში საკუთარი
პოზიციებს განმტკიცება დაიწყო. მართალია ქართლის მმართველად ბაგრატის დედა,
21
გურანდუხტ დედოფალი ითვლებოდა, მაგრამ რეალური ძალაუფლება აზნაურების ხელში
იყო. ტბელები, ფავნელები, ძამელები, კორინთლები არ აპირებდნენ თავის ამბიციებზე
უარის თქმას და მეფისადმი მორჩილების გამოცხადებას. 980წელს ბაგრატ III ქართლში
გადმოვიდა და აზნაურებს შეებრძოლა. ამ უკანასკნელებს ქავთარ ტბელი მეთაურობდა.
ტბელების საგვარეულო პრეტენზიას აცხადებდა შიდა ქართლში პირველობაზე. მეფემ
დაამარცხა აზნაურები და შიდა ქართლი დაიმორჩილა.
987 წელს ბიზანტიის იმპერატორის წინააღმდეგ ახალი აჯანყება დაიწყო. ამჯერად
აჯანყებულებს ბარდა ფოკა მეთაურობდა. ფოკას დავით კურაპალატიც მიემხრო.
სავარაუდოა, რომ დავითს არ აკმაყოფილებდა ის პირობა, რომლითაც ბასილი II-მ მას
`ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი~ გადასცა. ფოკა, ალბათ, ბიზანტიის იმპერატორისაგან
ბოძებული მიწების მემკვიდრეობით გადაცემას შეჰპირდა დავითს. 989წელს აბიდოსთან
გამართულ ბრძოლაში ბასილი II-მ ფოკა დაამარცხა. აჯანყებულთა მეთაური ბრძოლის
ველზე დაიღუპა. გამარჯვებული იმპერატორი დავით კურაპალატის სამფლობელოსკენ
დაიძრა. იმპერატორთან შებრძოლებას აზრი არ ჰქონდა. ძალები ძალიან არა თანაბარი იყო
და მარცხი გარდაუვალი იქნებოდა, რაც იმპერიის მიერ დავითის სამფლობელოების
დაუყოვნებლივ დაპყრობას გამოიწვევდა. დავითს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და
იძულებული გახდა დაეწერა ანდერძი, რომლის თანხმადაც გარდაცვალების შემდეგ მთელ
თავის სამფლობელოს ბიზანტიის იმპერატორს უტოვებდა. დავითი, როგორც ჩანს, ამ
ხერხით დროის მოგებას ცდილობდა და იმედოვნებდა, რომ მომავალში ვითარება
შეიცვლებოდა. ამიტომ იყო, რომ მიუხედავად დაწერილი ანდერძისა, დავით კურაპალატი
კვლავ აგრძელებდა ბრძოლას თავისი სამფლობელოს გაფართოებისათვის. ის როგორც ჩანს
იმედს არ კარგავდა, რომ მომავალში მთელი ეს ტერიტორიები ბაგრატს ერგებოდა
მემკვიდრეობით. 990 წელს დავითმა ქალაქი მანაზკერტი აიღო. ამით შეშფოთებულმა
მაჰმადიანმა მბრძანებლებმა კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს მის წინააღმდეგ, მაგრამ
მარცხი იწვნიეს. 998 წელს დავით კურაპალატის წინააღმდეგ კიდევ ერთი კოალიციური
ლაშქარი შეიკრიბა. მას ადარბადაგანის ამირა მეთაურობდა. დავით III უკვე საკმაოდ
ასაკოვანი იყო და ამიტომ უშუალოდ ბრძოლას ცნობილი ქართველი სარდალი, გაბრიელ
ოჩოპინტრეს ძე წარმართავდა. ქართველებმა კვლავ ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.
ბაგრატი კი კვლავ აგრძელებდა ბრძოლას სამეფო ხელისუფლების
განმტკიცებისათვის. 989 წელს მეფე კლდეკარის ერისთავის რატი ბაღვაშის წინააღმდეგ
დაიძრა. რატი მიხვდა, რომ ბაგრატს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ძალიან ეშმაკური
22
ნაბიჯი გადადგა. კლდეკარის ერისთავმა დავით კურაპალატს შეატყობინა, ბაგრატ III-მ
ჯარი შეკრიბა და შენს წინააღმდეგ მოდის, მაგრამ შენთვის თვალის ასახვევად აცხადებს,
რომ თითქოს ჩემი დამორჩილება უნდაო. დავითმა დაიჯერა რატის ნათქვამი და თავადაც
შეკრიბა ჯარი. როგორც კი ყველაფერი ეს ბაგრატმა შეიტყო, მამობილთან გამოცხადდა და
ყველაფერი აუხსნა. ვითარებაში გარკვევის შემდეგ დავითი უკან გაბრუნდა, ბაგრატს კი
დაუბარა, დაიმორჩილე რატი როგორც შენ გინდაო.&ნბსპ; ბაგრატმა რატი ბაღვაშს
კლდეკარის ერისთავობა ჩამოართვა და თავის ერთგუ მოხელეს ზვიად მარუშიანს გადასცა.
ასევე მოიქცა ბაგრატი დასავლეთ საქართველოშიც, `ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგან
და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა~.
სომხურ წყარაროებზე დაყრდნობით, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ბაგრატ III მართლაც
დავით კურაპალატის წინააღმდეგ მიდიოდა. ასევე აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან
დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა ბაგრატ III-ის ასეთი საქციელი. ჩვენი აზრით, თუ კი
ბაგრატი დავითის წინააღმდეგ მიდიოდა და წყაროთა ანალიზის შედეგად, მართლაც ასეთი
ვითარება იხატება, ამას შეიძლება ერთადერთი მიზეზი ჰქონოდა, ბაგრატ III-მ დავით
კურაპალატის მიერ დაწერილი ანდერძის შესახებ შეიტყო და მიხვდა, რომ
საქართველოსათვის ამ ტერიტორიების შენარჩუნების ერთადერთი გზა მათი სასწრაფოდ
დაკავება იყო. ბაგრატს უბრალოდ ძალები არ ეყო ამ ოპერაციის დასასრულებლად. მისი
მოლოდინი კი მართლაც გამართლდა. დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ
ბიზანტიამ ეს მიწები მიიტაცაა და მათი დაბრუნება საქართველომ მხოლოდ გიორგი II-ის
დროს შეძლო. &ნბსპ;
1001 წელს დავით კურაპალატი გარდაიცვალა. `მატიანე ქართლისაÁ~ შემდეგნაირად
ახასიათებს მას, `იყო პირველად ღმრთის მოყუარე და გლახაკთ მოწყალე, მდაბალი, მშვიდი
და ძვირუხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთმოყვარე და ფიჩოსანთ-
მოყვარე, ყოველთათვის კეთილის მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა~. ბასილი II
სასწრაფოდ ტაოში შევიდა და დავითის სამფლობელოები დაიკავა. იმპერატორთან ბაგრატ
III და&ნბსპ; მისი მამა გურგენი გამოცხადდნენ. ბასილიმ ბაგრატს კურაპალატობა, გურგენს
კი უფრო დაბალი ტიტული _ მაგისტროსობა უბოძა. &ნბსპ;შესაძლოა იმპერატორი ამით
მამა-შვილს შორის შუღლის ჩამოგდებას აპირებდა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. თუმცა არც
ისაა გამორიცხული, რომ ბასილი II რეალურად არსებულ ვითარებას ითვალისწინებდა.
ბაგრატ III აფხაზთა და ქართველთა მეფე იყო, გურგენი კი მეფის ტიტულს არ ფლობდა.
იმპერატორიც შესაბამისად მოიქცა, მეფეს კურაპალატობა უბოძა, ხოლო გურგენს
23
მაგისტროსობა. საქართველოს&ნბსპ; იმ დროს ჯერ კიდევ არ შეეძლო იმპერიასთან
დაპირისპირება, ამიტომ ბაგრატ III-მ ბიზანტიასთან ომი ნაადრევად ჩათვალა და დავით
კურაპალატის სამფლობელო ბასილი II-ს დარჩა. ბაგრატმა დავითისაგან მემკვიდრეობით
მხოლოდ `ქართველთა მეფის~ ტიტული მიიღო. თავად დავით კურაპალატს ეს ტიტული
994 წელს, ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ ერგო. ამიერიდან ბაგრატი
იწოდებოდა&ნბსპ; `მეფე აფხაზთა და ქართველთა.~
1008 წელს მეფეთ-მეფე გურგენი (გურგენი მეფედ-მეფედ იწოდებოდა, რადგან მისი
შვილი მეფე იყო) გარდაიცვალა და მისმა ძემ, ბაგრატ III-მ მემკვიდრეობით მიიღო,
შავშვეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი, ამიერ ტაო.
ამის შემდეგ ბაგრატ III-მ კახეთისა და ჰერეთის შემოერთებისათვსი დაიწყო ბრძოლა.
მეფემ დავით ქორეპისკოპოსს გრუისა და წირქოლოს ციხეების დაბრუნება მოსთხოვა.
დავითმა შემოუთვალა, თუ ციხეები გსურს, ქსანზე შევხვდეთ ერთმანეთს და
შევებრძოლოთო. 1008 წელს ბაგრატმა ქორეპისკოპოსი დაამარცხა და კახეთი დაიკავა.
შემდეგ ჰერეთში გადავიდა და ეს მხარეც შემოიერთა. მაგრამ დატოვა თუ არა მეფემ კახეთ-
ჰერეთი, დავით ქორეპისკოპოსმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება. 1010 წელს ბაგრატმა
კვლავ დალაშქრა ეს მხარე, შემოიერთა კახეთი-ჰერეთი და აქ თავისი ერისთავები დანიშნა.
ამის შემდეგ ბაგრატ III იწოდებოდა მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა.
ქვეყნის გაერთიანებისათვის ბაგრატ III ყოველ ღონეს ხმარობდა, არ ინდობდა
საქართველოს ერთიანობის მოწინააღმდეგეებს. მეფე მკაცრად გაუსწორდა ბაგრატიონთა
საგვარეულოს იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ. მათი
ნაწილი შეიპყრო და ციხეში ჩასვა, ნაწილი კი ბიზანტიაში გაიქცა.
კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ, საქართველოს გაერთიანებული მონარქია
უშუალოდ განძის ამირა ფადლონის სამფლობელოს გაუმეზობლდა. ამით შეშფოთებულმა
ამირამა რამდენჯერმე სცადა კახეთ-ჰერეთის ერისთავებისთვის შეეტია. ბაგრატ III-მ,
ანისის მეფე გაგიკ I-თან ერთად ფადლონის წინააღმდეგ გაილაშქრა და სასტიკად
დაამარცხა იგი.
1014 წლის 7 მაისს ტაოში, ფანასკერტის ციხეში მყოფი ბაგრატ III გარდაიცვალა.
საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფე მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.
მემატიანე შემდეგნაირად ახასიათებს ერთიანი საქართველოს პირველ მეფეს,
`დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი, მომადლა დღეთა
მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყნისა ... და ვთქუა ესეცა, რომელ შემდგომად
24
დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისასა არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი მისი
დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა. ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა
მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის~.
ბაგრატ III-მ თავის მემკვიდრეებს დაუტოვა გაერთიანებული საქართველო, რომლის
შემადგენლობაში ჯერჯერობით არ შედიოდა მხოლოდ თბილისის საამირო და ქვემო
ქართლი, სადაც X საუკუნის მეორე ნახევარში ლორე-ტაშირის სამეფო ჩამოყალიბდა,
ცენტრით სამშვილდეში.

25

You might also like