You are on page 1of 7

მესამე ბილეთი

ბილეთი 3

1. კომუნიკაციის აუცილებელი კომპონენტები და პირობები; ეფექტური


კომუნიკაციის განმაპირობებელი გრაისის მაქსიმები (10)

ჩვენ, ადამიანები, საკომუნიკაციო სიტუაციებში ვარსებობთ და მუდმივად გვიწევს


გარკვეული ტექსტების (ზეპირმტყველებითი თუ წერილობითი) შექმნა სხვადასხვა
საკომუნიკაციო მიზნის მისაღ-წევად. განვითარებული საკომუნიკაციო ჩვევები არის ჩვენი
არსის განმსაზღვრელი ძირითადი თანდაყოლილი უნარი, რითაც ჩვენ ჩვენი პლანეტის
სხვა არსებებისგან განვსხვავდებით. კომუნიკაციის დროს ხდება ინფორ-მაციის გაცვლა,
ამისთვის კი, სულ ცოტა, სამი კომპონენტია აუცილებელი: (1) ინფორმაციის გადამცემი (მო-
საუბრე, მეტყველი); (2) ინფორმაციის მიმღები (მსმე-ნელი, ადრესატი); და (3) თავად
ინფორმაცია (სათქ-მელი):

საკმარისია, კონკრეტულ ვითარებაში ამ კომპო-ნენტთაგან ერთ-ერთი მაინც არ იყოს


რეალიზებული და საინფორმაციო ველი ვერ შეიქმნება _ საკომუნი-კაციო აქტი ვერ
შედგება.

მაგალითად:

(1) თუ, გარკვეულ მიზეზთა გამო, მოხსენებაზე, რომლის თემა, დრო და ადგილი 1 განსაზ
ღვრულია და მსმენელთა აუდიტორიაც შეკრე- ბილია, ვერ გამოცხადდა მომხსენებელი,
მოხსე- ნება ჩაიშლება;

(2) თუ, გარკვეული მიზეზთა გამო, მოხსენებაზე, რომლის თემა, დრო და ადგილი განსაზღვ
რულია და მომხსენებელიც ადგილზეა, მაგრამ მსმენელთა აუდიტორია არ/ვერ შეიკრიბა,
მოხ-სენება ჩაიშლება;

(3) თუ, გარკვეული მიზეზთა გამო, მოხსენებაზე, რომლის თემა, დრო და ადგილი
განსაზღვრულია, მსმენელთა აუდიტორიაც და მომხსენებელიც სახეზე არიან, მაგრამ
დაიკარგა მოხსენების ტექსტი და ზეპირი გამოსვლისთვის მომხსენებელი მზად არ არის ,
მოხსენება ჩაიშლება.

შექმენი საკომუნიკაციო ველი _ განსაზღვრე შენი როლი: შენ ხარ ტექსტის შემქმნელი ;
განსაზღვრე

მსმენელი (ეს შეიძლება იყო თავად შენც, თუ მეტყველების ე.წ. შიდა ფორმებს აირჩევ და
საკუთარ

თავს გაესაუბრები). განსაზღვრე შენი სათქმელი. ახლა, ტექსტის შექმნისათვის


აუცილებელია გაითვალისწინო, რომ თავად ინფორმაცია, რომელიც ძირითადად ენის
საშუალებით სტრუქტურირდება, სამი სახით არსებობს:

(1) პირველი გვაქვს ობიექტურ რეალობაში რაღაც

მოვლენის სახით (A);

(2) მეორე _ ადამიანის ცნობიერებაში (B);


(3) მესამე კი ფორმირდება ენის საშუალებით

კომუნიკაციისას (ჩ).

კონტექსტის შემოსაზღვრითა და საერთო ფონის შექმნით

ფაქტიურად უკვე ვიწყებთ ტექსტის აგებას და, ვფიქრობთ,

სასარგებლო იქნება გავიხსენოთ ამე-რიკელი ენათმეცნიერის

პ. გრაისის მიერ შემუშა-ვებული, ეფექტური

კომუნიკაციისათვის ღირებული ძირითადი, ე.წ. “გრაისის

მაქსიმები” :

ხარისხის მაქსიმა: სიმართლე

 არ თქვა ის, რისიც არ გჯერა.

 არ თქვა ის, რაშიც დარწმუნებული არა ხარ.

რაოდენობის მაქსიმა: ინფორმაცია

 შენი სიტყვა უნდა მოიცავდეს იმდენ

ინფორმაციას, რამდენიც საჭიროა კონ-რეტული

საუბრისათვის.

 არ თქვა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა.

ღირებულების მაქსიმა: ღირებულება

 თქვი მხოლოდ ღირებული.

რაგვარობის მაქსიმა: სიმარტივე

 თქვი ნათლად და მარტივად.

 ერიდე ორაზროვნებას.

 თქვი მოკლედ.

 იყავი თანმიმდევრული.

2. ფოკუსი და ფოკუსის სხვადასხვაგვარი სახეები (10) კრიფკაში მე-13 გვერდზე

კომუნიკაციისას ჩვეულებრივია ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა: დიალოგური


ფორმით ხდება ახალი ინფორმაციის მოპოვება და ინფორმაციულ ნაკადში
არსებული გარკვეული ხარვეზების შევსება. საინფორმაციო ნაკადის უცნობი
ელემენტები დგინდება კითხვა-პასუხების გარკვეული წყვილებით. კითხვით
მოთხოვნილი ინფორმაცია მოიპოვება პასუხებში, სადაც მოთხოვნილი
ინფორმაცია ჩვეულებრივ აქტუალიზებულია. ამგვარ, დისკურსულად გამოკვეთილ,
აქტუალიზებულ ინფორმაციას უწოდებენ
ფოკუსს. უმრავლეს შემთხვევებში ფოკუსს ახასიათებს სპეციფიკური ინტონაცია ,
მაგრამ სხვადასხვაგვარ ენებში არსებობს, აგრეთვე, სხვადასხვაგვარი
ფორმალური მექანიზმები ფოკუსის მარკირებისათვის.

ფოკუსი ქართულში ხასიათდება სპეციფიკური, მაღალი, ტალღისებური


ინტონაციით, რაც განსხვავდება ნეიტრალური, არაფოკუსირებული
ინფორმაციისათვის
დამახასიათებელი რბილად დამავალი ინტონაციისგან. ფოკუსირებული წევრი
ძირითადად თავსდება წინადადების თავში ზმნის წინა პოზიციაში , რაც სიტყვათა
არამარკირებული, ნეიტრალური რიგის გადალაგებას გულისხმობს. რამდენადაც
სიტყვათა რიგი ქართულში საზოგადოდ თავისუფალია, ენობრივ მასალაში
შეიძლება
დადასტურებულ იქნეს ნებისმიერი წყობა. სავარაუდოა, რომ ყოველ გადალაგებას
თავისი სპეციფიკური პრაგმატიკული შინაარსი აქვს, თუმცა საკმაოდ რთულდება
ყველა ნიუანსის გარკვევა და ხშირად ამგვარი გადალაგებები სუბიექტური
ხასიათისაა,
თუმცა, თუ გადალაგებას ახლავს ინტონაციის მარკირება, ვითარება შინაარსების
დადგენის თვალსაზრისით მარტივდება. ყოველ შემთხვევაში, გაანალიზებული
მასალა
იძლევა საფუძველს დავასკვნათ: ფოკუსის გამოხატვის საუკეთესო, ნათელი
საშუალებაა ფოკუსირებული წევრის წინადადების თავში ზმნის წინა პოზიციაში
მოთავსება
სათანადო ინტონაციური ხაზგასმით. ფოკუსის ფორმალიზაციისათვის პასიური
კონსტრუქცია არაეფექტური მექანიზმია, რამდენადაც პასუხი (სადაც
წარმოდგენილია
ფოკუსი) ძირითადად იმეორებს კითხვის კონსტრუქციას: თუ კითხვა
რეპრეზენტირებულია აქტიური კონსტრუქციით , პასუხიც, როგორც წესი , აქტიური
კონსტრუქციის
სახით ფორმდება და პირიქით, პასიური კონსტრუქციის სახით გაფორმებული
კითხვა
პასიურ კონსტრუქციის სახით გაფორმებულ პასუხს გულისხმობს. ფოკუსის
ნაირსახეობების საკვლევად განსაკუთრებით ეფექტური ჩანს განმეორებითი
კითხვები
(ჩაკითხვა), სადაც ჩნდება სხვადასხვაგვარი ნაწილაკები და სპეციფიკური
სინტაქსური
კონსტრუქციები.

3. პრაქტიკული დავალებები:
ა) სათანადო მაგალითების მოხმობით განმარტეთ და განასხვავეთ კორეფერენცია -
სუბსტიტუცია (5)

არასრული საიტყვები 104-121

ტექსტის გარკვეულ მონაკვეთში ნახსენები ლექსიკური ერთეულის გამეორება არასრული


სიტყვები სგამოყენებით საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან ის თავიდან გვაცილებს
ერთფეროვან გამეორებას და ქმნის შეუმჩნეველ გადაბმას. ამგვარ გამეორებას
შესაძლოა ეეწოდებოდეს კორეფერენცია. როდესაც გამოყენებულია კონკრეტული პირის
სახელი ნაცვლად ნაცვალსახელი მაშინ ისინი ერთსა დ აიმავე აღნიშვნას ირებენ და ეს
ერთი და იგივე რეფერენციაა. მაგალითად ნინო და ის. ასეთ კორეფერენციას
ენდოფორული ეწოდება და ის ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს აკავშირებს ერთმანეთთან .
კორეფერენციული გადაბმის განხორციელება პრო-ფორმების მიერ ხორციელდება . ისინი
ნაცვალსახელებს წარმოადგენს.

სუბსტიტუცია- არის იმავე კლასის განსხვავებული წევრის ხმარება ტექსტის ერთსა და


იმავე მონაკვეთში. სუბსტიტუცია, ანუ ჩანაცვლება , გადაბმის შემოტანის საშუალებას
წარმოადგენს. სუბსტიტუციის სემანგტიკური აზრის არის ერთ სემანტიკურ ჯგუფში
ცალკეული ერთეულების ერთმანეთისაგან გამოყოფა. სიღრმისეული სემანტიკური
გამთლიანების თვალსაზრისით, სუბსტიტუცია წარმოადგენს მნიშვნელობის
გაერთიანებას დაპირისპირებისა და განსხვავებულობის ჩვენებით . მაგალითად
მოვიყვანოთ წინადადება:

-გინდა ეს კოპლებიანი კაბა? არა, მე მინდა ყვავილებიანი.

ამგვარი სუბსტიტუციის მოდელით ტგექსტში გარკვეული მნიშვნელობა ჩნდება , მე მინ და


კაბა მაგრამ ყვავილებიანიკ და არა ის რომელიც შენ შემომთავაზე .

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სუბსტიტუციით განსაზღვრული ობიექტიც შემოდის. ეს მაშინ


ხდება, როცა უკვე ნახსენებ ობიექტს უპირისპირდება სხვა კონკრეტული ობიექტი ,
მაგალითად:

ეს არის წიგნის დასასრული? მკითხა დედამ.

ეს არის პირველი კარის დასასრული. კიდევ სხვებიცაა.

ამრიგად, კორეფერენციისაგან სუბსტიტუცია სხვაობს იმით, რომ სუბსტიტუცია თითქმის


ყოველთვის გულისხმობს რაღაც უარყოფას და დაპირისპირებას.

ბ) გამიჯნეთ ტექსტის სინტაქტური/სემანტიკური/პრაგმატიკული ასპექტები (5)

ტექსტის ლინგვისტიკის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მიჩნეულ იქნა (ცხადია , ამ


საკითხების ირგვლივ მსჯელობას შემდგომშიც დავუბრუნდებით), რომ ენობრივი დონის
უმაღლეს ერთეულს წარმოადგენს სწორედ ტექსტი და მას ისეთივე ენობრივი ერთეულის
სტატუსი მიენიჭა, როგორიც სიტყვასა და წინადადებას. ტექსტის როგორც ენობრივი
იერარქიის უმაღლესი ერთეულის სტატუსის მინიჭება უშუალოდ ეფუძნება ენობრივი
ნიშნის დონეებრივ მოდელს.
სემიოტიკა (ბერძნულად sēmeiotikon < sēmeion – ნიშანი), ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა,
რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას . მისი
შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი
სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით ).

სინტაქტიკა სწავლობს ნიშნების ფორმალურ სტრუქტურას შინაარსისგან


დამოუკიდებლად

სემანტიკა შეისწავლის ნიშნებს შინაარსის მხრივ:

ა) საზრისს, რომელსაც ისინი (ეს ნიშნები) გამოსახავენ.

ბ) ობიექტებს, რომელსაც ისინი (ნიშნები) აღნიშნავენ.

პრაგმატიკა სწავლობს ნიშნების პრაქტიკულ გამოყენებას, ე. ი. იმას თუ ვინ, როგორ და


რა მიზნით მოიხმარს მათ.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა , ხოლო შემდგომ


განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ.
მორისმა. სწორედ ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და
პრაგმატიკად.

ტექსტის ლინგვისტიკაში კარგა ხანია დაისვა კითხვა იმის თაობაზე, რამდენად არის
შესაძლებელი, ტექსტი ვიკვლიოთ ამ სამი განზომილების – სინტაქტიკა, სემანტიკა ,
პრაგმატიკა – მიხედვით. რადგანაც ნებისმიერი ნიშნობრივად აღქმული ენობრივი
ერთეული განიხილება სამი განზომილების მიხედვით, მათ შორის ენის უმაღლესი
ერთეულის – ტექსტის – კვლევა თა ნამედროვე ლინგვისტიკაში შესაძლებელია ნიშნის
სინტაქტიკურ, სემანტიკურ, პრაგმატიკულ განზომილებებზე დაყრდნობით . დღეს ყველა
ენათმეცნიერი ერთხმად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ სემანტიკის, სინტაქტიკის და
პრაგმატიკის ურთიერთკავშირი განპირობებულია ენობრივი მოვლენების კომუნიკაციური
ხასიათით, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს ენობრივი ფაქტების კვლევის
აუცილებლობას ამ სამი განზომილების მიხედვით. დღეისათვის, ნიშნის
სამგანზომილებიან მოდელში ძირითადი აქცენტი გადატანილია სწორედ ნიშნის
პრაგმატიკულ განზომილებაზე: თანამედროვე კომუნიკაციურ ლინგვისტიკაში პირველ
პლანზეა პრაგმატიკული კვლევა და იგულისხმება, რომ, საბოლოო ანგარიშში,
პრაგმატიკა განსაზღვრავს ნიშნის სინტაქტიკურ და სემანტიკურ განზომილებებს .

სემიოტიკური მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდა ენის სემიოტიკური


შესწავლის სამი ძირითადი განზომილების გამოყოფა, რომელიც ჩ. მორისის კონცეფციაში
ამგვარად გამოიყურება:

სინტაქტიკა, რომელიც შეისწავლის ნიშნის მიმართებას სხვა ნიშნებთან;

სემანტიკა – ნიშნის მიმართება აღსანიშთან;


პრაგმატიკა – ნიშნის მიმართება სუბიექტთან.

ეს სამი განზომილება რიგრიგობით იკავებდა წამყვან სტატუსს ლინგვისტური


აზროვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ნიშნის თითოეული მოდელი
განსაზღვრავდა ლინგვისტური კვლევის ეტაპებსა და მიმართულებას. სტრუქტურალიზმის
პერიოდში ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო სინტაქტიკის შესწავლაზე . შემდგომში
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სემანტიკის შესწავლას. ამ პერიოდს
წარმოადგენს სტრუქტურული ლინგვისტიკიდან ფუნქციურ ლინგვისტიკაზე გადასვლა
ენათმეცნიერებაში. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სემანტიკის
სფეროს შესწავლას, ყველაზე დიდი აქცენტი გადატანილი იყო მნიშვნელობათა სფეროზე .
შემდგომ ეტაპზე – კომუნიკაციური ლინგვისტიკის განვითარების ეტაპზე – წინა პლანზე
გადმოდის პრაგმატიკის სფეროს შესწავლა. როგორც ვხედავთ, ამ სამი განზომილების
კვლევის ისტორია ეს არის მოძრაობა სინტაქტიკიდან პრაგმატიკამდე .

ტექსტის როგორც ენობრივი ნიშნის განხილვის დაწყება სინტაქტიკიდან, ცხადია,


გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მივყვებოდით განზომილებათა კვლევის
ისტორიულად წარმოჩენილ თანამიმდევრობას. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ ,
დღეისათვის ნიშნის სამგანზომილებიან მოდელში ძირითადი აქცენტი გადატანილია
სწორედ ნიშნის პრაგმატიკულ განზომილებაზე. ამდენად, ჩვენც თავდაპირველად
სწორედ ამ ნიშნობრივი განზომილების ფარგლებში განვიხილავთ ტექსტს როგორც
უმაღლეს ენობრივ ნიშანს. ტექსტის სტრუქტურა მოიცავს როგორც ზედაპირულ
სტრუქტურას, ასევე სიღრმისეულ, აზრობრივ სტრუქტურას. ზედაპირულ სტრუქტურად ,
როგორც წესი, მოიაზრება ტექსტის სინტაქტიკა – ნიშნებს შორის მიმართებები
(გრამატიკული მიმართებები), მათი ერთმანეთთან დაკავშირება. სიღრმისეული
სტრუქტურა ეფუძნება ენობრივ ერთეულთა სემანტიკას, რომელიც აწესრიგებს ნიშნების
მიმართებას ობიექტური სინამდვილისადმი, მათ მნიშვნელობას, შინააარსსა და აზრს .
ზედაპირული და სიღრმისეული სტრუქტურები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან
პრაგმატიკით და, როგორც აღვნიშნეთ, სწორედ იგი განსაზღვრავს ტექსტის სინტაქტიკასა
და სემანტიკას. ნებისმიერ ტექსტს აქვს გამოხატვისა და შინაარსის პლანი . შინაარსის
პლანის განსაზღვრა გულისხმობს სემანტიკური განზომილების ასპექტებს. ტექსტის
სინტაქტიკა შეესაბამება გამოხატვის პლანს, რომლის შინაარსობრივი საფუძველი
შესაძლებელია გამოვავლინოთ მხოლოდ სემანტიკურ და პრაგმატიკულ განზომილებათა
განსაზღვრის შედეგად.

როგორც მიჩნეულია, პრაგმატიკის განზომილება მრავლისმომცველია და იგი არ


შეიძლება შემოისაზღვროს „გარკვეული კონტურებით”, არამედ მოიცავს საკითხთა
კომპლექსს, რომელიც დაკავშირებულია მეტყველ და მსმენელ სუბიექტთან, ანუ
ადრესანტთან და ადრესატთან, მათ ურთიერთმიმართებასთან კომუნიკაციის პროცესში .
ამდენად, პრაგმატიკული განზომილების რომელი ასპექტიც არ უნდა მოექცეს
ყურადღების ცენტრში, რადგან მისთვის ფუძემდებელია თავად საკომუნიკაციო აქტი ,
ნებისმიერ შემთხვევაში, განმსაზღვრელი იქნება თვით კომუნიკაციური ასპექტი .

როგორც გვახსოვს, სინტაქტიკა შეისწავლიდა ნიშნის მიმართებას სხვა ნიშნებთან.


ამდენად, ტექსტის სინტაქტიკის შესწავლის ობიექტი ტექსტს შიგნით არსებული
ტექსტობრივი სეგმენტების ურთიერთმიმართების კანონზომიერებები უნდა იყოს . სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, ტექსტის სინტაქტიკა უშუალოდ ფიქსირებული სინტაქტიკური
ფუნქციის მატარებელი სეგმენტებით ვლინდება და სწორედ მის მიერ დადგენილი
კანონზომიერებები განსაზღვრავენ, რა მიმართებებია მათ შორის.

გ) საინფორმაციო სტრუქტურის ძირითადი ცნებების მოშველიებით გაარჩიეთ


დართული ტექსტი: (5)

(1) _ ვის იცის ცურვა?

_ მეც კი ვიცი.

(2) _ რას იტყვით, ყველამ ჩააბარა გამოცდა?

_ იცით, მე ნამდვილად ჩავაბარე.

დ) თავისუფალი თემა: ლინგვოკრიმინალისტიკის ამოცანები (5 ქულა)

მეორფე ბილეთიდან +

You might also like