You are on page 1of 8

სტუდენტი : მარიამ თედიაშვილი

ფაკულტეტი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შუალედური წერა

საგანი: აკადემიური წერა

ლექტორი: გიული შაბაშვილი

სემინარის ხელმძღვანელი: ანა დოლიძე

რეფერატი

ბილინგვური განათლების მნიშვნელობა დღევანდელობაში


ბილინგვური განათლება დღევანდელობის მნიშვნელოვანი საკითხია. ადამიანისათვის
ერთზე მეტი ენის ცოდნა მეტად სასასრგებლოა როგორც კარიერული წინსვლისათვის, ისე
ურთიერთობების შესაქმნელად. ეს კი განსაკუთრებით იმ მოსახლეობას ეხება, რომლებიც
ეთნიკურ უმცირესობას შეადგენენ. მათთვის ორი ენის შესწავლა უბრალოდ პრივილეგია კი
არ არის, არამედ საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი პირობაა. გამომდინარე
აქედან, ბილინგვური განათლების პროგრამა დღეს მეტად აქტუალური გახდა. შესაბამისად ,
არაერთი ადამიანი გამოთქვამს საკუთარ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ
რეფერატში განვიხილავ შალვა ტაბატაძის, ლინდჰოლმ-ლეარის, ირინა ბაგუარის, კახა
გაბუნიას, ირინა შუბითიძისა და თამარ ჯაყელის პოზიციებს.

სანამ კონკრეტული მოსაზრებების გაცნობაზე გადავალ, განვიხილოთ მონაკვეთი


ენციკლობედიური ლექსიკონიდან, რომელიც ბილინგვური განათლების დეფინიციის
რამოდენიმე ვარიანტს გვთავაზობს. ჰორბერგერის აზრით იგი არის „რესურსი და არა
პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას“. ვარგესი ბილინგვური განათლების ორ მიდგომას
გვთავაზობს, ერთის მიხედმით იგი უმთავრესად საჭიროა მშობლიური ენიდან მეორე ენაზე
გადასვლისათვის, ხოლო მეორეს მიხედვით - ორი ენის ერთდროულად სრულყოფისათვის.
აქ ასევე აღნიშნულია ტრილოსის განმარტება, რომლის მიხედვითაც ,, ბილინგვური
განათლების პოლიტიკა აუცილებლად ხაზგასმით უნდა აცხადებდეს იმ ხუთ მიზანს,
რომლის მიღწევასაც ეწრაფვის ბილინგვური განათლება.“ ესენია: ბიკულტურიზმი,
ბილინგვალიზმი, ,, ორი კულტურის ფუნდამენტური ღირებულებებისადმი ზიარება“ ,
,,კეთილგანწყობილი დამოკიდებულება განსხვავებული ლინგვისტური და კულტურული
ჯგუფების მიმართ“ და ქვეყანაში არსებული ეთნიკური უმცირესობებისათვის
უმრავლესობის თანასწორი განათლების მიწოდების შესაძლებლობა. (Civil
ენციკლოპედიური ლექსიკონი)

სუბმერსია არის სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი


სწავლობს ისეთ ენაზე, რომელსაც არ ფლობს ან მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია მისი
გამოყენება. სუბმერსიის დროს მოსწავლეების მეორე ნაწილი მშობლიურ ენაზე იღებს
განათლებას, რაც ამ კატეგორიის ბავშვებს პრივილეგიას ანიჭებს. შალვა ტაბატაძე აღნიშნავს,
რომ სუბმერსია ეროვნული უმცირესობათა წარმომადგენლების ისეთ სკოლებში სწავლით
გამოიხატება, რომლებშიც ქართულად მიმდინარეობს განათლების პროცესი. (შალვა
ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ საქართველოში საჯარო
სკოლებს, ბილინგვური განათლება, 2010; გვ. 8; )

სუბმერსიის უარყოფით თვისებებზე ყურადღებას ამახვილებს ირინა ბაგაურიც. იგი ამ


ტერმინთან აკავშირებს ბავშვებს, რომლებიც უმცირესობის წევრები არიან, თუმცა
განათლებას უმრავლესობის ენაზე იღებენ. ,,მაგალითად, ესპანურენოვანი ამერიკელები
შედიან სკოლებში, რომლებშიც ყოველგვარი სასწავლო დირექტივა წარმართულია
ინგლისურ ენაზე. აღნიშნული პროგრამის მიზანია, რომ უმცირესობის ბავშვებმა რაც
შეიძლება სწრაფად ისწავლონ ინგლისური სრულყოფილად და უმრავლესობის ენაზე
შეძლონ მუშაობა“ (ირინა ბაგაური, სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა,
2010; გვ24; )

რაც შეეხევა სუბმერსიის გამომწვევ ფაქტორებს, ირინა ბაგაური აღნიშნავს, რომ ეს სწრაფი
სოციალური ცვლილებები და სოციალური არეულობა შეიძლება გახდეს. მას მოჰყავს მეტად
საინტერესო მაგალითი. შტატებში მცხოვრებ მექსიკელ ემიგრანტებს საინტერესო
დამახასიათებელი ნიშანი აქვთ. მათი მეორე თაობა ბილინგუალია, საუბრობს როგორც
იგლისურ, ისე მშობლიურ ენაზე, ხოლო მესამე თაობაში გავრცელებულია მხოლოდ ერთი
ენა, ინგლისური. იმის შანსი, რომ მათში მშობლიური ენის ავტორიტეტი აღდგეს ძალიან
მცირეა, რადგან ინგლისურ ენას მეტად მნიშვნელოვანი სტატუსი გააჩნია. შესაძლოა,
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მექსიკელებს შერცხვეთ კიდეც საკუთარ ენაზე საუბარი.
(ირინა ბაგაური, სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა, 2010; გვ 25;)
მეცნიერები ამ პრობლემასაც ხშირად განიხილავენ. ირინა შუბითიძე ინფორმაციას
გვაწვდის მკვლევართა ორი ჯგუფის შესახებ. პირველნი მიიჩნევენ, რომ ენის
ასიმილაციისაგან დასაცავად და ეთნიკური იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია
განათლება ყველასათვის საკუთარ ენაზე იყოს, თუმცა მკვლევართა მეორე ნაწილი მიიჩმევს,
რომ უმცირესობისათის საკუთარ ენაზე განათლების მიღება თავად მათ დააზიანებს, რადგან
გაუჭირდებათ კომუნიკაცია ყველგან, სადაც უმრავლესობის ენაზე საუბრობენ. (ირინა
შუბითიძე, ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის,2010; გვ.41-42)

შალვა ტაბატაძე თავის ნაშრომში მიუთითებს, რომ მშობლების ინფორმირება და


ქართულენოვანი სკოლების მომზადება ბილინგვური განათლების პროგრამისათვის
აუცილებელი ფაქტორებია, ,,აღნიშნული მომზადება მნიშვნელოვანია ინტერკულტურული
განათლების, ბილინგვური განათლების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და
ა. შ. მიმართულებებით“. (შალვა ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა
არჩევანი აქვთ საქართველოში საჯარო სკოლებს, ბილინგვური განათლება, , 2010; გვ 8; )

სკოლის მომზადება ბილინგვური სწავლებისათვის არ არის მარტივი პროცესი. შალვა


ტაბატაძე მიიჩნევს, რომ სკოლის ხელმძღვანელობას ამ საქმეში ყველაზე დიდი როლი
აკისრია. ბილინგვური სწავლება ეფექტური რომ გახდეს, აუცილებელია შემდეგი
ფაქტორები: პირველი - სკოლის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა ამ
საკითხთან დაკავშირებით და ეს ცოდნა უნდა მიაწოდონ მასწავლებლებს, მეორე - მათ უნდა
ჰქონდეთ ლიდერული უნარები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებენ პროგრამის
განხორციელების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და მესამე - სკოლის ხელმძღვანელებს
უნდა შეეძლოთ, ,,ერთი მხრივ, თავიანთი თანამშრომლების წახალისება, მოტივირება,
აღტაცება და აღფრთოვანება და, მეორე მხრივ, უნდა შეეძლოთ მოიძიონ სახსრები,
მობილიზება გაუწიონ ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს“. (შალვა
ტაბატაძე, ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ საქართველოში საჯარო
სკოლებს, ბილინგვური განათლება, 2010; გვ 15; )

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ ბილინგვურო განათლების


ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია სკოლის პერსონალს შორის ურთიერთობა.
ლინდჰოლმ-ლეარი მიიჩნევს ,რომ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, ისევე როგორც
მასწავლებლებსა და ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობა, არის მეტად მნიშვნელოვანი
მიზნის რეალიზებისათვის. ზემოთხსენებული პიროვებების კვალიფიკაციის ასამაღლებლად
კი აუცილებელია, სკოლაში არსებობდეს პროფესიული განვითარების კარგად
ჩამოყალიბებული სისტება. (ლინდჰოლმ-ლეარი, 2005 - LINDHOLMLEARY, K.J., 2005, Review
of Research and Best practiceson Effective Features of Dual Language Education Programs)

ბილინგვური განათლების ეფექტურობის მიღწევაში მასწავლებლის როლი სხვებთან


თანამშრომლობით არ შემოიფარგლება. კახა გაბუნია განიხილავს ბილინგვური განათლების
იმ პროგრამას, რომლის დროსაც სწავლება ორ ენაზე მიმდინარეობს და ამ ენების ფუნქციები
განსხვავებულია. ამას იგი ტრანსენობრივ მეთოდს უწოდებს, რომელიც ,,გულისხმობს, რომ
კითხვა და მოსმენა ხორციელდება ერთ ენაზე, ხოლო პროდუცირება (ლაპარაკი და წერა) -
მეორე ენაზე და სწავლების პროცესში ენების ფუნქციები ხშირად იცვლება.“ ეს პრინციპი
მეტად ეფექტურია უელსის საშუალო სკოლებში. (კახა გაბუნია ენისა და საგნობრივი
შინაარსის ინტეგრირებული სწავლების თავისებურებები ბილინგვურ კლასში, 2010; გვ 30; )

ბილნგვური განათლების კომპლექსურობაზე ამახვილებს ყურადღებას ირინა ბაგაური.


მისი თვასაზრისით, ბილიბგვური განათლება განსხვავდება საბოლოო მიზნით,
,,უმეტესწილად სწავლების მიზანია ერთენოვნების ან შეზღუდული ორენოვნების მიღწევა.
ძლიერი ბილინგვური განათლების ფორმა მიზნად ისახავს მოწაფის მშობლიური ენის
ფლობის შენარჩუნებას და მის გამდიდრებას მეორე ენის ცოდნის გამოცდილებით, რათა
მიღწეულ იქნეს სრული ბილინგვიზმი ენის ფლობის ყველა (მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა,
წერა) სფეროში“. (ირინა ბაგაური, სუბმერსია – ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა,
2010; გვ 22-23;)

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია არაერთი მოსაზრება ბილინგვური


განათლების უარყოფითი ნიშნების შესახებაც. კახა გაბუნია თვლის, რომ ამ მიდგომიის
წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს უჭირთ
სკოლის საგნის შესწავლა ენაზე, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იციან. ,,საგნობრივი
პედაგოგები შიშობენ, ინტეგრირებულ გაკვეთილზე ენობრივი კომპეტენციების
ამაღლებისთვის გარკვეული დროის დათმობა დააზარალებს ეროვნულ სასწავლო გეგმას
მოცემულ საგანში (მათემატიკაში, ფიზიკაში, გეოგრაფიაში და ა.შ.), რომლის დაფარვაც
სავალდებულოა...“ (კახა გაბუნია ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული
სწავლების თავისებურებები ბილინგვურ, 2010; გვ. 31; )

ბილინგვიზმის წინააღმდეგ ერთ-ერთ მოსაზრებაზე საუბრობს ირინა შუბითიძე. ის ხაზს


უსვამს იმ ფაქტს, რომ ბილინგვური განათლების მოწინააღდეგეებს ბილინგვალები
გაორებულ პიროვნებებად მიაჩნიათ, თუმცა ეს მოსაზრება მცდარია, რადგან ,, ყველა
ადამიანის შესაძლებლობა ინდივიდუალურია, ისევე წარმატებით შეიძლება მონოლინგვალი
გახდეს გაუცხოების მსხვერპლი სხვა კულტურის არცნობის გამო, როგორც არასწორად
მიწოდებული მეორე ენის სწავლებით, ამიტომ აუცილებელია, სწორი ფორმა მოინახოს ენის
სწავლებისათვის და კულტურებს შორის ლოგიკური კავშირის დასამყარებლად“. (ირინა
შუბითიძე, ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის ირგვლივ, 2010; გვ. 41-42;)

როდესაც ბილინგვურ განათლებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია პირველი ენის როლიც.


თამარ ჯაყელი, მზია წერეთელი და ია აფთარაშვილი საერთო ნაშრომში აღნიშნავენ, რომ თუ
ბავშვს შესაძლებლობა არ ექნება ადრეული ასაკიდანვე განივითაროს პირველი ენა, ,, მაშინ
საქმე გვექნება ბილინგვიზმის გამაღარიბებელ კონტექსტთან, რომელიც ბავშვს ზიანს
მოუტანს: ბავშვი ვერც პირველ და ვერც მეორე ენაზე ვერ დაეუფლება წიგნური მეტყველების
უნარებს, რაც გააღარიბებს შემეცნებით რესურსებს და შეზღუდავს სიტყვიერი აზროვნების
განვითარების პროცესებს“. ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ შეძლეს სკოლში წარმატების მიღწევას
და განათლების მაღალ დონეზე დაუფლებას. მართალია, ამ ფაქტის გამოსწორება
შესაძლებელია, მაგრამ ,, ასეთი მოზარდების განვითარების შესაძლებლობას წინ უდგას ყრუ
კედელი, რომელსაც აწერია: შენ არ გაქვს უნარები, შენ უნიჭო ხარ“. მოზარს უჭირს ამ
კედლის გადალახვა და შესაბამისად, მისი კარიერული წინსვლა საეჭვო ხდება. (თამარ
ჯაყელი, მზია წერეთელი, ია აფთარაშვილი, ბილინგვური განათლება სკოლამდელ
საფეხურზე - ზიანი თუ სარგებელი?; გვ.36;)

შევაჯამოთ გამოთქმული პოზიციები. როგორც შალვა ტაბატაძე, ისე ირინა ბაგაური


მიიჩნევს, რომ სუბმერსიას უარყოფითი გავლენა აქვს უმცირესობის წარმომადგენლებზე.
ისინი საკუთარ პოზიიებს განსხვავებულად ასაბუთებენ, თუმცა ერთ დასკვნამდე მიდიან.
რაც შეეცხება, ირინა ბაგაურის პოზიცის სუბმერსიის გამომწვევი ფაქქტორების თაობაზე, ის
გარკვეულწილად დაკავშირებულია ირინა შუბითიძის ნააზრევთან, რადგან ორივე მათგანი
ასიმილაციაზე საუბრობს. შალვა ტაბატაძე, ლინდჰოლმ-ლეარი და კახა გაბუნია
თანხმდებიან სკოლის თანამშრომელთა უდიდეს მნიშვნელობაზე ბილინგვური განათლების
ეფექტურობაში. ერთმანეთთან დაკავშირებულია ასევე კახა გაბუნიასა და ირინა შუბითიძის
ნაშრომები, რადგან ორივე მათგანი ბილინგვური განათლების უარყოფით მხარეებს ეხება.
თამარ ჯაყელი, მზია წერეთელი და ია აფთარაშვილი კი საერთო ნამუშევრის სახით
გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმავიას ბილინგვურ განათლებაში პირველი ენის როლის
შესახებ.
საბოლოოდ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბილინგვური განათლება მეტად მნიშვნელოვანია
ნებისმიერი მოზარდისათვის, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლებისათვის და ოცდამეერთე საუკუნე სწორედ ის დროა, როდესაც მან დიდი
წვლილი უნდა შეიტანოს მსოფლიოს განვითარებაში.
გამოყენებული ლიტერატურა

1. ბაგაური ირინა, სუბმერსია – ,,ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა“.


დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, #1, 2010
2. გაბუნია კახა, ,,ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული სწავლების
თავისებურებები ბილინგვურ კლასში“. დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური
განათლება“, N1, 2010
3. ტაბატაძე შალვა, ,,ბილინგვური განათლების პროგრამები; რა არჩევანი აქვთ
საქართველოში საჯარო სკოლებს“ - ბილინგვური განათლება, #1, 2010

4. შუბითიძე ირინა, ,,ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის ირგვლივ“


დაბეჭდილია ჟურნალში „ბილინგვური განათლება“, #1, 2010
5. ჯაყელი თამარ, წერეთელი მზია, აფთარიშვილი ია, ,, ბილინგვური განათლება
სკოლამდელ საფეხურზე - ზიანი თუ სარგებელი?“
დაბეჭდილია ჟურნალში: GESJ: Education Science and Psychology 2017 | No.4(46)
6. Civil ენციკლოპედიური ლექსიკონი
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12561
7. lindholm-leari, 2005 - LINDHOLMLEARY, K.J., 2005, Review of Research and Best practiceson
Effective Features of Dual Language Education Programs.

http://www.lindholmleary.com/resources/review_research.pdf

You might also like