You are on page 1of 2

გოეთეს გავლენა ჩანს ასევე ქართველი რეალისტი მწერლის აკაკი წერეთლის

შემოქმედებაშიც. საზოგადოდ, გამოჩენილ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მიერ მე-


მუარული მემკვიდრეობის შექმნა საუკუნეების მანძილზე მსოფლიო ლიტერატურაში
ტრადიციად იქცა. გოეთემ „ჩემი ცხოვრება. პოეზია და სინამდვილე“ 1808-1831 წლებში
დაწერა. აქ გადმოცემულია მისი ცხოვრების ყველა ღირსშესანიშნავი მოვლენა
დაბადებიდან, 1749 წლიდან 1775 წლამდე. გვესაუბრება იმ ადამიანთა შესახებაც,
რომლებმაც გარკვეული კვალი დატოვეს მის ცხოვრებაში.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ აკაკი წერეთლის სურვილი იყო
გოეთეს მსგავსად გადმოეცა საკუთარი ცხოვრება. გოეთეს „ჩემი ცხოვრება. პოეზია და
სინამდვილე“ გახდა აკაკი წერეთლის შთაგონების წყარო. „აკაკის ოცნება იყო დაეწერა
თავისი ცხოვრების ისტორია, მსგავსად გოეთეს მემუარებისა „პოეზია და სინამდვილე“.
პოეტი ამ განზრახვის შესრულებას შეუდგა 90-იან წლებში. აკაკი „ჩემი თავგადასავალს“
წერდა თითქმის თხუთმეტი წლის მანძილზე, დროგამოშვებით. ამ შესანიშნავი პროზაუ-
ლი ნაშრომის პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1894-1899 წლებში, მეორე ნაწილი კი 1908-
1909 წლებში“.1
თუ შევადარებთ ამ ორ ნაწარმოებს ერთმანეთს, მათ შორის ბევრ მსგავსებას
დავინახავთ. ორივე ავტორი თანმიმდევრულად აღწერს ფაქტებსა და მოვლენებს.
გვესაუბრებიან ოჯახის წევრების, საკუთარი მშობლების შესახებ. აღწერენ მათ ხასიათსა
და თვისებებს. თავიანთი ცხოვრების აღწერისას იცავენ ქრონოლოგიას, გადმოგვცემენ
ღირსშესანიშნავ ფაქტებს.
ავტობიოგრაფიის თხრობას გოეთე ამგვარად იწყებს: „მე მოვევლინე ამ ქვეყანას 1749
წლის 28 აგვისტოს, მაინის ფრანკფურტში, შუადღისას, როცა თორმეტჯერ ჩამოჰკრეს
ზარებმა. იმ დღეს ვარსკვლავები ბედნიერად ყოფილან განლაგებულნი... ჩემს ბავშვო-
ბაში ერთ ძველ სახლში, უფრო სწორად, ორ ერთმანეთზე უცნაურად გადაბმულ სახლში
ვცხოვრობდით. კოშკივით აყუდებული კიბე ერთმანეთისაგან გამოცალკევებული
ოთახებისაკენ მიემართებოდა, ხოლო სართულების მეტ-ნაკლები სიმაღლე საფეხურების

1
ქართული ლიტერატურის ისტორია. ტ IV, გვ. 168
მეშვეობით თანაბრდებოდა. ჩვენ, ბავშვებს, ანუ ჩემს უმცროს დას და მე, ყველაზე უფრო
ქვედა სართულის უზარმაზარი სადარბაზო გვიყვარდა“.2
მივმართოთ აკ. წერეთლის „ჩემ თავგადასავალს“: „სწორედ ამ ჩიხურის პირად,
მაღლობზე, დგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა
კოშკისა აქვს, სიგრძე დარბაზისა და სისქე - ციხისა, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა
ჰგავს!... აი, ამ სახლში დავბადებულვართ მე 9 ივნისს, განთიადისას 1840-ში, თუმცა
ნათლობის მოწმობაში კი 1841 მიწერია. ნათქვამია: ადამის შვილი, გაჩნდება თუ არა
ქვეყნად, მისი ბედის ვარსკვლავიც მაშინვე ცაზე იჭედება, წინასწარი ზედწარწერითო“.3
აღნიშნული საკითხი ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დასმულია, მაგრამ
სათანადოდ არ არის შესწავლილი. ვფიქრობთ, იგი მეტ ყურადღებასა და ღრმა შესწავ-
ლას საჭიროებს.
მ. კვესელავა წიგნში „ფაუსტური პარადიგმები“, აღნიშნავს, რომ „გოეთე და ვაჟა
მართლაც სინათლისა და სითბოს პოეტები არიან. ისინი ადამიანურ ასპექტში
განიხილავენ სამყაროსა და ბუნების მრავალფეროვნებას, მის სილამაზეს“.4
წიგნის ავტორი ასევე შენიშნავს, რომ ხალხურ შემოქმედებასა თუ მსოფლიო
ლიტერატურაში მრავალი ფაუსტური ნაწარმოებია, რომელთა საფუძველია ი. შპისის
მიერ 1587 წელს გამოცემული თქმულება დოქტორ ფაუსტის შესახებ.
გოეთემ, როგორც დიდმა შემოქმედმა და მოაზროვნემ ღრმა კვალი დატოვა ახალ
ქართულ მწერლობაში.
ქართული ლიტერატურათურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი ამოცანაა
გათვალისწინება პარალელური მოტივებისა, ამით ჩვენ გავარკვევთ ნაციონალური
მწერლობის ზოგიერთ წყაროსაც.

2
ი. გოეთე. ჩემი ცხოვრება, პოეზია და სინამდვილე. ჟურნალი: „საუნჯე“. N1 (112), გვ. 236-237
3
ა. წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად. ტ. III, თბილისი 1989, გვ. 8
4
მ. კვესელავა, ფაუსტური პარადიგმები, ტ II, თბილისი 1961, გვ. 68

You might also like