You are on page 1of 233

ექსპედიცია დედამიწაზე

შესავალი

სამეცნიერო-ფანტასტიკური და ფუტურისტული ფენტეზის ჟანრის მოთხრობების კრებული.

მეოცე საუკუნის ადამიანები ზედიზედ იპყრობენ მიწისქვეშა, წყალქვეშა, ღრუბლებს მიღმა და


საპლანეტთაშორისო სამყაროებს. სინამდვილემ ლამის ოცნება დაჩრდილოს. მაგრამ
ფანტასტიკოსი მწერლები ფარ-ხმალს არ ყრიან. ისინი ითვალისწინებენ მეცნიერების
მიღწევებს, ტექნიკის მონაპოვრებს და წერენ მომავალზე.

ამ კრებულში თქვენ წაიკითხავთ თანამედროვე ამერიკელ და ინგლისელ ფანტასტიკოს


მწერალთა პოპულარულ მოთხრობებს.

კრებული სსრკ პერიოდში გამოსცა გამომცემლობა „ნაკადულმა“ თბილისში, 1969 წელს.


სარჩევი

Table of Contents

ექსპედიცია დედამიწაზე ......................................................................................................................... 1


შესავალი ................................................................................................................................................. 1
სარჩევი .................................................................................................................................................... 2
პირველი კონტაქტი .............................................................................................................................. 3
გულშემატკივარი სვავები .................................................................................................................. 29
ექსპედიცია დედამიწაზე ................................................................................................................... 46
განსაკუთრებული ნიჭი ...................................................................................................................... 53
გადამთიელის სასიკვდილო ტანჯვა ............................................................................................... 69
კალეიდოსკოპი .................................................................................................................................... 84
მზერა წარსულში ................................................................................................................................. 93
კაცი, რომელიც მოვიდა ძალიან ადრე ........................................................................................... 112
ტრავმირებული ................................................................................................................................. 138
შოკი...................................................................................................................................................... 159
თვალუწვდენელი ეზო ..................................................................................................................... 177
თეთრთავიანი ბუზი ......................................................................................................................... 223

2
პირველი კონტაქტი

მიურეი ლეინსტერი (მთარგმნელი – ლ. გოგოხია)

ტომი დორტი ცენტრალურ საგუშაგოში შევიდა, კაპიტანს ორი სტერეოსურათი გაუწოდა და


მოახსენა:

– დავამთავრე, სერ. აი ბოლო სურათი.

შემდეგ პროფესიული ინტერესით შეათვალიერა წრიული მიმომხილველის უზარმაზარი


ეკრანები. მხოლოდ კოსმოსურ ხომალდ „ლანვებონის“ სამართავ დაფებსა და სანავიგაციო
მოწყობილობებზე ანათებდა მუქწითელი ალი. იქვე, მორიგის რბილი სავარძლის გვერდით
განლაგებული იყო მეოცე საუკუნის ავტომანქანების სარკეების მსგავსი კუთხოვანი სარკეები. ამ
სარკეებით მორიგეს საშუალება ეძლეოდა, თავმოუბრუნებლად ემზირა ყველა ეკრანისათვის.
საგანგებო ეკრანებიდან კი უფრო დეტალური თვალთვალი შეიძლებოდა.

„ლანვებონი“ სახლიდან შორს იყო. ეკრანებზე ყოველი ვარსკვლავი ისე მოჩანდა,


გეგონებოდათ, შეუიარაღებელი თვალით ვუცქერიო. თანაც შეიძლებოდა გამოსახულება ისე
გაგედიდებინათ, როგორც გსურდათ. სხვადასხვა სიკაშკაშის ვარსკვლავები ერთმანეთს
ერწყმოდნენ და ათასფრად კაშკაშებდნენ. ყველა მათგანი უცნობი იყო, მხოლოდ ორი თანა-
ვარსკვლავედი ჩანდა ისე, თითქოს დედამიწიდან შესცქერიო. და მათაც კი შესცვლოდათ
ჩვეულებრივი იერი. ირმის ნახტომიც უჩვეულო ადგილას მოქცეულიყო. ოღონდ ერთია,
ხომალდის ცხვირის ეკრანზე უფრო საოცარი სანახაობა იშლებოდა.

წინ გიგანტური მანათობელი ღრუბელი ეკიდა, გეგონებოდათ, არ იძვრისო, მისი მოახლოება


რომ შეგემჩნიათ, საკმაოდ დიდხანს უნდა გედევნებინათ თვალი ეკრანისათვის, თუმცა
ვარსკვლავთმფრენის ხელსაწყოები დაუჯერებელ სიჩქარეს უჩვენებდნენ. კიბორჩხალასებრი
ნისლეული ღრუბლის ზომა შეადგენდა ექვსი სინათლის წელს სამნახევარზე. ნისლეული
ტელესკოპიდან ისე ჩანდა, თითქოს კიბორჩხალას ფეხები გაუშლიაო და სწორედ ამიტომაც
დაერქვა კიბორჩხალასებრი. ეს იყო ძალიან გაიშვიათებული აირის ღრუბელი.

ნისლეულის სიღრმეში ორი ვარსკვლავი, უფრო სწორად, ორმაგი ვარსკვლავი ელავდა. ერთი
ჩვეულებრივ მზესავით ყვითელი იყო, მეორე – თვალისმომჭრელად თეთრი.

– ჩვენ უსასრულობაში ვყვინთავთ, სერ. – ჩაფიქრებით თქვა ტომი დორტმა.

კაპიტანმა ყურადღებით დაათვალიერა ტომის მიერ მოწოდებული სურათები, მერე გვერდით


გადადო და ისევ კიჩოს ეკრანს მიაჩერდა დაძაბულად. „ლანვებონის“ სამუხრუჭე ძრავები
მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა, ვარსკვლავთმფრენს ნისლეულამდე სულ რაღაც
ნახევარი სინათლის წელი აკლდა.

3
ტომს ევალებოდა, ხომალდისთვის გზა გაეკვლია. მან უკვე დაამთავრა სამუშაო. როცა
ხომალდი ნისლეულის გამოკვლევას შეუდგება, ტომი დორტს საქმე აღარ ექნება. ეს კია, მან
მგზავრობის საფასური უკვე გამოიმუშავა – ის-ის იყო დაამთავრა უნიკალური სამუშაო – ოთხი
ათასი წლის მანძილზე ნისლის ცვალებადობის მთლიანი სურათი გადაიღო. ეს პირველი
შემთხვევა იყო, რომ ერთმა კაცმა ერთი და იმავე აპარატით გადაიღო საკონტროლო სურათები
სისტემატური შეცდომების აღმოსაჩენად და სარეგისტრაციოდ. ამით ტომის მოგზაურობა
თავისთავად ანაზღაურებული იყო. გარდა ამისა, ტომმა ჩაწერა ორმაგი ვარსკვლავის ოთხი
ათასი წლის ისტორია და მისი თეთრ ჯუჯად გადაგვარების ხანგრძლივი პროცესი.

ტომი დორტი ოთხი ათასი წლისა არ გეგონოთ. ჯერ ოცდაათისაც არ იყო, მაგრამ
კიბორჩხალასებრი ნისლეული დედამიწიდან ოთხი ათასი სინათლის წლის დაშორებით
მდებარეობს. ტომმა ბოლო ორი სურათი რომ გადაიღო, ობიექტივზე ეცემოდა სინათლე,
რომელიც დედამიწამდე ჩვენი ერის მეექვსე ათასწლეულში მოაღწევს. ვარსკვლავთმფრენი
სინათლეს საკმაოდ უსწრებდა და ტომი დორტმა ნისლეულში ორმოცი საუკუნიდან სულ რაღაც
ექვსი თვის უკან მომხდარი უმცირესი გარეგნული ცვლილებებიც აღრიცხა.

***

„ლანვებონმა“ სივრცე გადასერა. ეკრანზე ნელ-ნელა ჩნდებოდა დამაბრმავებელი ლაქა. ლაქა


ნახევარ სამყაროს ფარავდა, წინ ღრუბელი ელვარებდა, უკან ვარსკვლავებით მოჭედილი
სივრცე ჩანდა, ეკრანზე ვარსკვლავთა სამ მეოთხედს ღრუბელი ფარავდა; კილაურზე ძლივს
აჭყეტდა თვალებს ყველაზე მოკიაფე ვარსკვლავები, ხომალდის კიჩოს ეკრანზეც
უსწორმასწორო შავი ლაქები მოჩანდა, მათ გვერდით ვარსკვლავები ანათებდა. „ლანვებონმა“
ჩაყვინთა ღრუბელში. გეგონებოდათ, ნისლეულის მოციმციმე კედლიდან გვირაბში შეცურაო.

პირველივე სურათებში ნათლად გამოჩნდა ნისლეულის აგებულების თავისებურებანი.


ნისლეულს ფორმა ჰქონდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ, ნისლეულის ცალკეული ნაწილები
უფრო გამოიკვეთა და ერთმანეთისაგან გამოირჩა. ტომი დორტმა სურათებით განჭვრიტა, რომ
პირდაპირ ფრენა არ ღირდა. და აი, ვარსკვლავთმფრენი ნისლს დიდი ლოგარითმული მრუდით
მიადგა. ტომის ამორჩეულმა ტრაექტორიამ ვარსკვლავთმფრენს საშუალება მისცა, სხვადასხვა
კუთხიდან თანმიმდევრულად გადაეღო რამდენიმე სურათი და მიეღო სტერეოწყვილები.
სტერეოწყვილებში მთელი ნისლეული გამოისახა. შეიმჩნეოდა შემკვრივება და გაიშვიათება,
მრავალფეროვანი რთული ფორმები. ალაგ-ალაგ ნისლეული სპირალივით ჩახვეულიყო და
ადამიანის ტვინის ნაოჭებს ჰგავდა. ვარსკვლავთმფრენმა ერთ-ერთ ღრმულში ჩაყვინთა.

კაპიტანი თითქოს დამშვიდდა. ჩვენს დროში კაპიტნები ვალდებულნი არიან, წინდაწინ


განჭვრიტონ ჩასაფიქრებელია თუ არა და მერე ჩაფიქრდნენ. „ლანვებონის“ კაპიტანი
კეთილსინდისიერი კაცი იყო. როგორც კი დარწმუნდა, ხელსაწყოები იგივეს უჩვენებდა, შვებით
მიესვენა სავარძელში,

– ადრე გვეგონა ღრმულები არამანათობელი აირები იქნებოდა, – თქვა მან. – საბედნიეროდ,


სიცარიელე აღმოჩნდა, ამ ღრმულებში სულ ოვერდრაივით უნდა ვიაროთ.

4
მანძილი ნისლეულის კიდიდან ორმაგი ვარსკვლავის სანახებამდე, ესე იგი ნისლეულის
ცენტრამდე, ერთნახევარ სინათლის წელს უდრიდა. ეს რთულ პრობლემას ქმნიდა. ნისლეული
იმდენად გაიშვიათებული აირი იყო, რომ კომეტის კუდი მასთან შედარებით შეიძლებოდა მყარ
სხეულად ჩაგვეთვალა. მაგრამ ოვერდრაივით – სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად
მიმავალი ხომალდისათვის არასასურველია ჩვეულებრივ ღრმა ვაკუუმთან შეჯახებაც. ასეთ
ხომალდს სჭირდება აბსოლუტური სიცარიელე. ღრმულებში აირი რომ აღმოჩენილიყო,
„ლანვებონი“ სინათლეზე სწრაფად ვერ იმოძრავებდა.

ხომალდი თანდათან უკლებდა სიჩქარეს, გეგონებოდათ, უკან მანათობელი ნისლი წვებაო.


უცებ ოვერდრაივის ველი გამოირთო; ეკიპაჟის წევრებს, როგორც ყოველთვის, არ ესიამოვნათ.
სრულიად მოულოდნელად მისცეს საგანგაშო ნიშანი. ხომალდზე ჟრუანტელისმომგვრელი
რეკვა ატყდა. ტომი ლამის დააყრუა ზარის ხმამ, ცენტრალური საგუშაგოდან რომ ისმოდა, სანამ
ბოლოს და ბოლოს მორიგემ არ გამორთო. ხომალდზე რეკვა მაინც არ შეწყვეტილა, მანამ ერთი
მეორეზე არ მიიხურა ავტომატური კარები. ტომი დორტი გაოცებული შეჰყურებდა კაპიტანს.
კაპიტანს ხელები მოემუშტა და თვალს არ აცილებდა მორიგის ზურგს უკან სამართავ პულტს.
ერთ-ერთი ინდიკატორი პირდაპირ ძაგძაგებდა. დანარჩენებიც რაღაც სხეულის მოახლოებას
იტყობინებოდნენ. გადაბრდღვიალებულ ცხვირის ეკრანზე გამოჩნდა ლაქა. ლაქა თანდათან
უფრო ნათლად ჩანდა, იმის მიხედვით, თუ ავტომატური სკანერი ფოკუსში როგორ აყენებდა. ამ
ლაქამ გამოიწვია განგაში. ხელსაწყოები აფრთხილებდა ეკიპაჟის წევრებს, მოსალოდნელია
დავეჯახოთო. ძალური ლოკატორის ჩვენების მიხედვით ზომით პატარა მკვრივ სხეულს ას
ოცდაათი ათასი კილომეტრი აშორებდათ. გარდა ამისა, აღმოაჩინეს კიდევ ერთი ობიექტი.
მანძილი ამ ობიექტამდე იცვლებოდა მაქსიმალურად ნულამდე. ლოკატორს თუ
დავუჯერებდით, ასევე იცვლებოდა ზომაც.

– გააძლიერეთ სკანერი! – ბრძანა კაპიტანმა.

ეკრანი თვალისმომჭრელად განათდა, შეუცნობი ობიექტი დაიფარა. აღარაფერი აღარ ჩანდა,


ოღონდ ეგ იყო, რადიოლოკატორს თუ დაუჯერებდით, რაღაც უხილავი და საოცარი სწრაფად
უახლოვდებოდა „ლანვებონს“, ისე სწრაფად, რომ გეგონებოდათ, შეჯახება გარდაუვალიაო,
მაგრამ იმავე სისწრაფით უკანვე მიხტოდა, თითქოს ეშინიაო.

სკანერი მაქსიმალურად გააძლიერეს. არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. კაპიტანმა კბილები


გააკრაჭუნა.

– იცით, სერ, – გაუბედავად წამოიწყო ტომი დორტმა, – ერთხელ დედამიწიდან მარსისაკენ


მიმავალ ლაინერზე ასეთი რამ შეგვემთხვა. მოვხვდით სხვა ხომალდის ლოკატორის სხივში.
ორივე ხომალდის ლოკატორი ერთსა და იმავე სიხშირეზე მუშაობდა და სანამ მათი ლოკატორი
ჩვენკენ იყო მომართული, ჩვენ ის ხომალდი უზარმაზარ მკვრივ სხეულად გვეჩვენებოდა.

– ახლაც სწორედ ასეა, – მკვეთრად მიუგო კაპიტანმა. – რომელიღაც ლოკატორი გვასხივებს.


ვიღებთ მის გამოსხივებას და თანაც საკუთარი არეკვლის ნიშანს. მაგრამ ხომალდი არ ჩანს! ვის
შეეძლო მოსულიყო აქ და უხილავ ხომალდზე სალოკაციო დანადგარი ჰქონოდა? რა თქმა უნდა,
ადამიანები არ არიან.

5
კაპიტანი ნერვიულად კუმშავდა მუშტებს. ისევ ისე უყურებდა ეკრანს. ეკრანზე კი მხოლოდ
უფორმო სინათლის ლაქა ჩანდა.

– ადამიანები არ არიან? – აღელდა ტომი დორტი. – თქვენ ვარაუდობთ...

– ჩვენს გალაქტიკაში რამდენი საპლანეტო სისტემაა? – მკაცრად ჰკითხა კაპიტანმა. – რამდენ


პლანეტაზე შეიძლება სიცოცხლე? რამდენგვარი სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს
პლანეტებზე? თუ ეს ხომალდი დედამიწიდან არაა (და ის დედამიწიდან არაა), შიგ ადამიანები
არ იქნებიან. და, ვინ იცის, რას მოგვიტანს იმ არსებებთან შეხვედრა, რომლებიც ადამიანები არ
არიან, მაგრამ ისე განვითარებულან, რომ შორეულ კოსმოსში მოგზაურობენ.

კაპიტანს ხელები უკანკალებდა. ის არ ილაპარაკებდა ასე გულახდილად სხვასთან, მაგრამ


ტომი დორტი სამეცნიერო ექსპედიციის წევრი იყო. კაპიტანიც კი, რომელიც ვალდებულია,
სამსახურებრივი მოვალეობის გამო არ გაამხილოს თავისი ეჭვები, ზოგჯერ იძულებულია ვინმეს
გული გადაუმალოს. ზოგჯერ ხმამაღლა ფიქრიც არ აწყენს კაცს.

– რაღაც ამდაგვარზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ წლების მანძილზე, – განაგრძო მან უკვე


რბილად. – სადღაც ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება არსებობდეს ჩვენსავით ან ჩვენზე უფრო
ცივილიზებული რასა. მათემატიკურად ეს ძალიან დამაჯერებელია. არავის შეეძლო
ეწინასწარმეტყველა, სად და როდის შევხვდებოდით მათ. ახლა, თითქოს, შევხვდით.

ტომს თვალები გაუბრწყინდა:

– სერ, ფიქრობთ, რომ ისინი მეგობრულად შეგვხვდებიან?

კაპიტანმა დისტანციის ინდიკატორს შეხედა. ობიექტი ისევ წაღმა-უკუღმა ხტოდა. ხან


„ლანვებონისკენ“ მიისწრაფოდა, ხან უკუიქცეოდა. მეორე ობიექტი კვლავინდებურად ოდნავ
მოძრაობდა ასოცდაათი ათასი კილომეტრის მანძილზე.

– ის მოძრაობს, – თქვა კაპიტანმა, – და კურსი ჩვენკენ უჭირავს. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ


უცხო ხომალდი მისაწვდომ რადიუსში აღმოჩნდება? მეგობრულად შეგვხვდებიან? შესაძლოა!
შევეცადოთ კონტაქტი დავამყაროთ, ვალდებული ვართ, ასე მოვიქცეთ. ვეჭვობ, რომ ჩვენი
ექსპედიცია დასრულდა. მადლობა ღმერთს, ბლასტერები გვაქვს!

ბლასტერებს ასხივებდნენ საკმაოდ დიდი მეტეორების დასაშლელად, როცა დეფლექტორებით


ვერაფერს ხდებოდნენ. ბლასტერები იარაღად შეეძლოთ გამოეყენებინათ თუმცა ამისათვის არ
იყო გამიზნული. ბლასტერების მოქმედების მანძილი აღწევდა რვა ათას კილომეტრს, ხოლო
მაქსიმალური სიმძლავრე ვარსკვლავთმფრენის მთლიან სიმძლავრეს უდრიდა. ავტომატურად
თუ დაუმიზნებდა და აღებული კურსის ხუთ გრადუსამდე კუთხეს აიღებდა, „ლანვებონის“
კლასის ხომალდს შეეძლო ძალიან მაგრად გამოესხივებინა და გზად შეხვედრილი მომცრო
ასტეროიდები გაევლო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლებოდა ოვერდრაივის დროს.

ხომალდის კიჩოს ეკრანთან მდგომი ტომი დორტი მკვეთრად შემობრუნდა.

– ბლასტერებს რად არ ვიყენებთ, სერ?

6
კაპიტანი შეიჭმუხნა და ცარიელ ეკრანზე მიუთითა.

– იმად, რომ არ ვიცით, ვინ არიან და რისკის უფლება არა გვაქვს! – მწუხარედ თქვა მან, –
შევეცადოთ დავამყაროთ კონტაქტი და გავიგოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, პირველ
ყოვლისა, გავიგოთ, საიდან არიან, ხოლო შემდეგ დავამყაროთ მათთან მეგობრული
ურთიერთობა. მაგრამ მცირე შანსი გვაქვს. ვერ ვენდობით ერთი წუთითაც. უბრალოდ, ვერ
ვიკისრებთ ამას! მათ ლოკატორები აქვთ. ხომ შეიძლება მათი ტრასერები სჯობდეს ჩვენსას?
მაშინ ისინი შეუმჩნევლად დაუწყებენ გზაზე თვალთვალს „ლანვებონს“, როცა შინისაკენ
გავწევთ. რისკის უფლება არა გვაქვს! არ უნდა დავუშვათ, უცხოებმა გაიგონ, სად არის
დედამიწა, რაკი ვერ ვენდობით მათ! ან რად უნდა ვენდოთ? ეგებ მორიგება შემოგვთავაზონ.
მაგრამ თუ ოვერდაივზე გადმოისროლეს საბრძოლო ფლოტი და გაგვანადგურეს, ვიდრე
გავიგებდეთ, რა მოხდა?... ხომ არ ვიცით როდის რა მოგველის?..

ტომს შეშინებული სახე ჰქონდა.

– დიდხანს იკვლევდნენ თეორიულად, – თქვა კაპიტანმა, – არავის აზრად არ მოსვლია, რომ


კოსმოსის სივრცეში ორი ცივილიზაციის წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდებოდა და ერთს
არ ეცოდინებოდა, სად არის მეორის მშობლიური პლანეტა. სწორედ ეს პრობლემა უნდა
გადავჭრათ ახლა. რა ვიღონოთ? ვინ იცის, ეს არსებანი გარეგნულად საოცრად გულისხმიერნი,
მეგობრულნი, ნატიფნი, მაგრამ ამავე დროს მკაცრნი არიან; ან კიდევ, გარეგნულად
გაუთლელნი, უხეშები, მაგრამ ძალიან კეთილნი; ეგებ – საშუალონი. მაგრამ მაქვს მე უფლება,
ადამიანების მომავალი საფრთხეში ჩავაგდო იმ იმედით, ისინი სანდონი არიან-მეთქი?
ღმერთმა იცის, რომ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს ახალ ცივილიზაციასა და ჩვენს შორის
მეგობრული ურთიერთობის დამყარებას! ეს იქნებოდა ნახტომი, რომელიც წინ წასწევდა ჩვენს
ცივილიზაციას და ამით, შესაძლოა, ძალიან მოგვეგო. სამწუხაროდ, რისკის უფლება არა მაქვს.
არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ, ვუჩვენო მათ გზა დედამიწისაკენ. ორიდან ერთი: ან
მეცოდინება, რომ არ მომდევენ, ან კიდევ, შინ არ დავბრუნდები. ნამდვილად ისინიც ასე
ფიქრობენ!

კაპიტანმა შინაკავშირის ღილაკს თითი დააჭირა.

– ნავიგატორებო, ყურადღება! ვარსკვლავთა რუკები მოამზადეთ სასწრაფოდ


გასანადგურებლად. მოაგროვეთ ყველა ფოტოსურათი, ყველა სქემა, რომლითაც შეიძლება
ჩვენი კურსის ან აფრენის წერტილის დადგენა, მოაგროვეთ ყველა ასტრონომიული მონაცემიც.
ბრძანებისთანავე ყველაფერი მოსპეთ. შეუდექით საქმეს და გააკეთებთ თუ არა, დაუყოვნებლივ
მომახსენეთ.

კაპიტანმა ღილაკი გამორთო. ერთბაშად მობერებულივით გამოიყურებოდა. რანაირად არ


წარმოედგინათ კაცობრიობის პირველი კონტაქტი უცხო ცივილიზაციასთან! ოღონდ ეგაა,
არავის უფიქრია, რომ ასეთი გამოუვალი სიტუაცია შეიქმნებოდა: მარტოდმარტო შეხვდებოდა
ორი სხვადასხვა სამყაროს ხომალდი ერთიმეორეს ნისლეულში, სადაც ერთიცა და მეორეც
მშობლიური პლანეტისაგან შორს იყო. ვინ იცის, მათ მშვიდობა სურთ, და ვინ იცის,
მეგობრობით შენიღბულები უფრო ადვილად ემზადებიან მუხანათური თავდასხმისათვის?
ზედმეტმა ნდობამ შეიძლება დაღუპოს კაცობრიობის რასა, მაგრამ ცივილიზაციის ნაყოფის

7
მშვიდობიანი გაცვლით უდიდესი სიკეთე იქნებოდა. ყოველგვარი შეცდომა შეიძლება
გამოუსწორებელი აღმოჩნდეს, ხოლო გაუფრთხილებლობა – საბედისწერო.

ცენტრალურ საგუშაგოზე სრული სიწყნარე სუფევდა. ცხვირის ეკრანზე მხოლოდ ნისლეულის


მცირე რაიონის გამოსახულება ჩანდა. ეს იყო ისევ ის გაფანტული, აუმღვრეველი, მანათობელი
კვამლი. უცებ ტომი დორტმა ხელი გაიშვირა:

– აი, ის, სერ!

კვამლში პატარა შავმა აჩრდილმა ამოყვინთა. „ლანვებონის“ სარკესავით მოკრიალებული


კორპუსივით ბრწყინავდა. მსხლის ფორმა ჰქონდა. ჯერ კიდევ შორს იყო. კვამლი ფარავდა და
დეტალებს ვერ გაარჩევდით, მაგრამ ნამდვილად ეს არ იყო ბუნებრივი ობიექტი. ტომი დორტმა
დახედა ინდიკატორს და წყნარად წარმოთქვა:

– ის ჩვენკენ ძალიან ჩქარა მოფრინავს, სერ. რად უნდა ლაპარაკი, რომ ისინიც ჩვენსავით
ფიქრობენ. არც ერთი ჩვენგანი არ დაუშვებს, წინ გაუშვას მეორე. როგორ ფიქრობთ თქვენ,
შეეცდებიან ისინი, დაამყარონ ჩვენთან კონტაქტი, თუ, როგორც კი მოგვიახლოვდებიან,
გამოიყენებენ თავიანთ იარაღს?

„ლანვებონი“ უკვე გასცდა ღრმულს, ახლა ის ლუმინესცირებულ ნისლში მიფრინავდა. არსად


იყო ვარსკვლავები, ნისლეულის შუაგულში მხოლოდ ორი გაჩირაღდნებული კერა ჩანდა და
სინათლის ათინათი ხომალდს გარს ევლებოდა. გეგონებოდათ, ხომალდი დედამიწაზე წყალში
ჩაძირულაო.

უცხოთა ხომალდი თითქოს ანიშნებდა, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა არ


სურდა. „ლანვებონს“ რომ მოუახლოვდა, სვლა შეანელა. რამდენიმე ხანს „ლანვებონი“
შესახვედრად მიიწევდა, შემდეგ შეჩერდა. აქეთ-იქით მიდი-მოდიოდა, თითქოს ამით ამცნობდა,
ვიცი, ახლოსა ხარ და შევჩერდი არა მარტო იმისათვის, რომ მეგობრობაზე მიგანიშნებ, არამედ,
ზომებსაც ვიღებ უსაფრთხოებისათვისო. თითქმის შეჩერებულ „ლანვებონს“ შეეძლო თავისი
ღერძის გარშემო ისე შემობრუნებულიყო, რომ შეიარაღებული თავდასხმა აეცდინა და თვითონ
ესროლა. მდგომარეობა დაიძაბა. „ლანვებონის“ წამახული ცხვირი უძრავად მისჩერებოდა
უცხოთა ხომალდს. ბლასტერების სამართავი ცენტრალურ საგუშაგოში გადაერთოთ. კაპიტანს
ბლასტერის მაქსიმალური ძალით გამშვებ ტუმბლერზე ედო ხელი. კუშტად იცდიდა ტომი
დორტიც. უცხოებმა კოსმოსს მიაღწიეს. ეს მათ მაღალ ცივილიზებულობაზე მიუთითებდა.
წინდახედულნიც იქნებოდნენ. „ლანვებონზე“ მყოფ ადამიანებზე არანაკლებ გაერკვეოდნენ
ორი ცივილიზებული რასის პირველი კონტაქტის სირთულეში. ალბათ ისინიც ადამიანებივით
ფიქრობდნენ, მეგობრულ ურთიერთობას თუ დავამყარებთ, საკუთარ მიღწევებს გავუზიარებთ
ერთმანეთს და ტექნიკა საკმაოდ წინ წაიწევსო. ოღონდ ერთია, როცა. ორი სხვადასხვა
კულტურა ხვდება ერთმანეთს, ერთი ემორჩილება მეორეს, ან არადა ომი გარდაუვალია.
სხვადასხვა პლანეტის რასებს. შორის სუბორდინაცია მშვიდობიანი გზით არ დამყარდება.
ადამიანები არასოდეს არ დათანხმდებიან დაემორჩილონ სხვას; ძნელი დასაჯერებელია, სხვა
მაღალგანვითარებული რასაც დაემორჩილოს ვინმეს. ვაჭრობით მიღებული მოგება ვერასოდეს
ვერ აანაზღაურებს დამორჩილებულის უბადრუკობას. შესაძლოა, ზოგიერთმა რასამ, მათ
შორის ადამიანებმაც, მორიგება არჩიონ დაპყრობას. ეგებ უცხოებიც ასე მოქცეულიყვნენ.

8
მაგრამ ზოგ-ზოგი ადამიანიც სისხლისმღვრელი ომისაკენ ისწრაფვის. თუ შინ მიბრუნებული
უცხოთა ვარსკვლავთმფრენი ადამიანთა არსებობასა და „ლანვებონზე“ ცნობებს მიიტანს,
უცნობ რასას საშუალება ექნება, ამოირჩიოს – მოურიგდეს თუ იბრძოლოს. შეუძლიათ არჩიონ
მორიგება და შეუძლიათ – ომიც. მორიგებისათვის ორივე მხარემ უნდა გამოავლინოს სურვილი,
ომისათვის კი მხოლოდ ერთმა, ეგეცაა, უცხოელებს ხომ არ ეცოდინებათ, სურთ თუ არა
ადამიანებს მშვიდობა და არც ადამიანებს ეცოდინებათ უცხოების სურვილი. ერთი გამოსავალი
რჩება ორივე ცივილიზაციის გადარჩენისათვის: აქვე, ახლავე, ერთ-ერთი ან ორივე ხომალდი
უნდა მოისპოს.

გამარჯვებაც არ წყვეტდა ყველა პრობლემას, ადამიანებს სურდათ გაეგოთ, სად იყო


დამკვიდრებული უცხო რასა, არა იმიტომ, რომ ებრძოლათ. ადამიანებს უნდოდათ, გაეგოთ,
როგორ იარაღს ფლობენ უცხოელები, რა რესურსები აქვთ; გამოერკვიათ, ემუქრებიან თუ არა
დედამიწას და როგორ შეიძლება მათი განადგურება. უცხოებსაც იგივე სურვილები
ამოძრავებდათ.

ამგვარად, „ლანვებონის“ კაპიტანი ცეცხლს არ ხსნიდა. ვერ გადაეწყვიტა. მაგრამ საერთოდაც


რომ არ ესროლა, არც ეს იგარგებდა. ოფლმა დაასხა. რეპროდუქტორი ალუღლუღდა –
შორმზომი კაიუტა ლაპარაკობდა:

– მეორე ხომალდი გაჩერდა, სერ. სრულიად აღარ მოძრაობს. ბლასტერები აღმართეს, სერ.

ცეცხლის გახსნა შეიძლებოდა. თითქოს თავისთავს პასუხობსო, კაპიტანმა უარყოფის ნიშნად


თავი გაიქნია. უცხოთა ხომალდი „ლანვებონიდან“ ოცდაათი კილომეტრის დაშორებით
გაირინდა. გარედან შავი იყო, უკუნეთივით შავი. ვერც ერთ დეტალს ვერ გაარჩევდი –
ხომალდის სილუეტი ოდნავ გამოიყოფოდა ნისლეულის ფონიდან.

– სულ მთლად გაჩერდა, სერ, – დაიწყო მეორე ხმამ. – ჩვენკენ მოდულირებულ მოკლე ტალღებს
გზავნიან, სერ, მოდულირებული სიხშირისას. შეიძლება რაღაცას გვანიშნებენ. ზიანს ვერ
მოგვაყენებს. სიმძლავრე არ ჰყოფნის.

კაპიტანმა კბილებს შუა გამოსცრა:

– იქ რაღაც მოძრაობაა, მგონი, გამოსვლას აპირებენ. დავუცადოთ. დამხმარე ბლასტერები


დაუმიზნეთ! რაღაც მცირე და მრგვალი ნარნარად გამოეყო შავი ხომალდის ოვალურ სილუეტს.
შავი კორპუსი შეტორტმანდა. – ხომალდი უკან იხევს, სერ, – აცნობა ხმამ რეპროდუქტორიდან.
გადმოგდებული ნივთი იქვე ძევს უმოძრაოდ. მეორე ხმამ შეაწყვეტინა:

– ისევ სიხშირე-მოდულირებულ სიგნალს გვაძლევენ, სერ. ვერ გავერკვიეთ.

კაპიტანი ეკრანს უთვალთვალებდა. ტომი დორტს თვალები უბრწყინავდა.

– მართალი გითხრათ, კარგადაა მოფიქრებული, – ჩაფიქრებით დაიწყო ლაპარაკი ტომმა, –


ჩვენთვის რამე რომ გამოეგზავნათ, ვიფიქრებდით, ყუმბარა ან ბომბი გვესროლესო. ამიტომ
მოგვიახლოვდნენ, გაუშვეს კაპანო და ისევ დაიხიეს. გვანიშნებენ, თქვენც შეგიძლიათ

9
გამოგზავნოთ კაპანო ან ადამიანები კონტაქტის დასამყარებლად და ხომალდს საფრთხე არ
ემუქრებაო. ჩანს, ჩვენსავით მსჯელობენ.

– მისტერ დორტ, – თქვა კაპიტანმა ეკრანიდან თვალმოუცილებლივ. – ხომ არ ისურვებდით,


გასულიყავით გარეთ და დაგეთვალიერებინათ ის საგანი? ვერ გიბრძანებთ, მაგრამ ჩემი ეკიპაჟი
გადამწყვეტი მოქმედებისათვის მჭირდება. სამეცნიერო პერსონალი...

– აღარ არის საჭირო, სერ, – ცოცხლად გამოეხმაურა ტომი. – ბოტი არ მჭირდება, საკმარისია,
ძრავიანი სკაფანდრი ჩავიცვა. უფრო პატარაა. ხელები და ფეხები ჩანს, ბომბს არ ჰგავს
ვფიქრობ, აუცილებელია სკანერი წავიღო, სერ.

უცხოთა ხომალდი კვლავინდებურად უკან იხევდა. გაიარა სამოცი, ასი, ექვსასი კილომეტრი.
გაჩერდა. „ლანვებონის“ რაბის კამერაში ატომურძრავიან სკაფანდრჩაცმულმა ტომმა
რეპროდუქტორიდან მოისმინა, უცხოთა ხომალდმა ექვსასი კილომეტრით დაიხიაო და
გამხნევდა. – ეგებ შორსმსროლელი იარაღი არა აქვთ და საშიშროება არ მომელისო. ამის
გაფიქრება იყო და შავმა ხომალდმა დიდი სისწრაფით კიდევ უფრო უკან დაიხია. ტომი
რაბიდან გამოვიდა და ფიქრობდა, ალბათ უცხოები მიხვდნენ, რომ თავისთავი გასცეს, ან
შეიძლება, ასეთი შთაბეჭდილების შექმნა სურთო.

ტომი დორტი მოწყდა ვერცხლივით მბზინავ „ლანვებონს“ და გავარვარებულ, გაჩირაღდნებულ


სიცარიელეს შეერია. ადამიანს ჯერ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია. „ლანვებონი“ ირწეოდა და უკან
იხევდა. შლემოფონში ტომს კაპიტნის ხმა მოესმა:

– ჩვენც დავიხევთ, მისტერ დორტ, ის საგანი ეგებ ასეთ მანძილზეც კი საშიში ატომური
მოწყობილობა აღმოჩნდეს, თანაც შეიძლება უხომალდოდ ვერ გამოიყენოს კაცმა. ჩვენ
დავიხევთ, სკანერი ობიექტზე გეჭიროთ. რირი.

კაპიტნის მოსაზრება სწორი ჩანდა, მაგრამ ვერავის დაამშვიდებდა. „ლანვებონისათვის“


სჯობდა უკან დაეხია, თეორიულად შეიძლებოდა წარმოგედგინა, რომ არსებობს ფეთქებადი
ნივთიერება, რომელიც ანადგურებს ყოველივეს, ორმოცი კილომეტრის რადიუსით, მაგრამ
დედამიწის მცხოვრებთ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ეს ნივთიერება.

ტომი დორტი თავს ეულად გრძნობდა. მისრიალებდა სიცარიელეში პატარა შავი ლაქისაკენ.
შავი ლაქა დაცურავდა დამაბრმავებელ ბრწყინვალებაში. „ლანვებონი“ აღარ ჩანდა. მისი
პრიალა კორპუსი თითქმის უეცრივ ჩაინთქა კვამლში. უცხოთა ხომალდიც აღარ ჩანდა
შეუიარაღებელი თვალით. ტომი მისრიალებდა სახლიდან ოთხი ათასი სინათლის წლით
დაშორებულ სიცარიელეში და უახლოვდებოდა პატარა შავ ლაქას, ერთადერთ მკვრივ ხილულ
ობიექტს მთელს კოსმოსში. ეს იყო რაღაც ჩაბრტყელებული სფერო, არანაკლებ ორი მეტრი
დიამეტრისა. ტომი რომ ზედ შედგა, ის გასხლტა. წყალქვეშა ნაღმის ამფეთქებლის
სახელურებივით შვერილების წვეტები ბროლივით ელვარებდა.

– ადგილზე ვარ, – ჩასძახა ტომმა შლემოფონში. სახელურს ჩაეჭიდა და სფერო მიიზიდა.


მთლიანად ლითონი იყო. და აბსოლუტურად შავი. ტომი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, რა იყო

10
საგანი, მაგრამ სფეროს თათმანიანი ხელით სინჯავდა და ცდილობდა, გაერკვია მისი
დანიშნულება.

– დახურულია, სერ, – დასძინა მან, – სკანერი რასაც გიჩვენებთ, ეგაა და ეგ!

შემდეგ დორტმა სკაფანდრში მსუბუქი ვიბრაცია იგრძნო. მრგვალი კორპუსის ერთი სექცია
გაიღო, შემდეგ მეორე. ტომმა! სფეროს მეორე მხარეს გადაინაცვლა, რომ პირველი მიწიერი
შეხვედროდა უცხოპლანეტელ გონიერ არსებას. მაგრამ მან მხოლოდ გლუვი ფირფიტა დაინახა.
ფირფიტას ღია წითელი ფერის ზოლი დაუყვებოდა. შლემოფონში კაპიტნის გაკვირვებული
შეძახილი გაისმა:

– ძალიან კარგია! სკანერი ფირფიტისაკენ მიმართეთ. თავისიანი ვერ გამოგზავნეს და


ინფრაწითელეკრანიანი რობოტი გვაახლეს, უარეს შემთხვევაში მხოლოდ მექანიზმს კარგავენ.
ეგებ ისინი ფიქრობენ, რომ ხომალდზე ავიტანთ. იქ შეიძლება ნაღმის ყანთაქილა აფეთქდეს
კიდეც. ეკრანს მათი სკანერის საწინააღმდეგოდ დავდგამ. დაბრუნდით ხომალდში.

– არის, სერ, – თქვა ტომმა, – მაგრამ სად არის ხომალდი?

ვარსკვლავები გაქრნენ. ნისლეულმა შთანთქა. მხოლოდ ორმაგი ვარსკვლავი ციალებდა


ნისლეულის შუაში. ტომმა დაკარგა ორიენტაცია. მას ხომ მიმართულების ერთი წერტილი
ჰქონდა.

– ორმაგი ვარსკვლავი უკან მოიტოვეთ, – გაისმა შლემოფონში. – ჩვენ ამოგიყვანთ.

ცოტა ხანში ტომმა კიდევ ერთი ეული ფიგურა შენიშნა, სფეროსკენ მიდიოდა ეკრანის
დასამაგრებლად. ორმა კოსმოსურმა ხომალდმა პატარა სფეროსებური რობოტით
ერთმანეთთან კავშირი დაამყარა; თანაც ორივემ იცოდა, რომ მცირეოდენი
გაუფრთხილებლობა და მთელი პლანეტა დაიღუპებოდა. ავტონომიური სათვალთვალო
სისტემებით ერთმანეთს ინფორმაციებს აწვდიდნენ და თან უფრო საიმედო საშუალებას
ეძებდნენ, რომ პირველ კონტაქტს საფრთხეში არ ჩაეგდო რომელიმეს ცივილიზაცია. და მაინც
საიმედო თავდასაცავად მხოლოდ ერთ-ერთი ხომალდის განადგურება ჩანდა.

II

ამიერიდან „ლანვებონს“ ორი სხვადასხვა ამოცანა უნდა გადაეჭრა, დედამიწიდან იმისთვის


გაფრინდა, რომ კიბორჩხალასებრი ნისლეულის ცენტრში ორმაგი ვარსკვლავის უმცირესი
ნაწილაკები გამოეკვლია ახლო მანძილიდან. ნისლეული ერთმა საოცარმა აფეთქებამ
წარმოშვა. ეს აფეთქება მოხდა 2946 წელს ჩვენს დრომდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მიწის
პირიდან აღგვილი ტროას ნაცვლად წარმოქმნილი შვიდი ქალაქიდან პირველი ქალაქი
წარმოიშვა, აფეთქების სინათლემ დედამიწამდე მოაღწია ჩვენი წელთაღრიცხვის 1054 წელს; ეს
იხსენიება ხელნაწერებსა და ჩინელი იმპერატორის კარის ასტრონომების ჩანაწერებში. ისეთი

11
კაშკაშა ელვარება იდგა, რომ ოცდასამი დღე-ღამის მანძილზე ხედავდნენ მას დღისითაც. მისი
სინათლე (მან გაიარა ოთხი ათასი სინათლის წელი) ვენერას შუქს ჩრდილავდა.

ასტრონომებმა მხოლოდ ცხრა საუკუნის შემდეგ გამოიანგარიშეს აფეთქების სიმძლავრე.


აფეთქების ცენტრიდან მატერიის ნაწილაკები უნდა გაფანტულიყვნენ სამი მილიონ რვაასი
ათასი კილომეტრის სიჩქარით საათში, ესე იგი უნდა გაევლოთ წუთში სამოცდასამი ათასი
კილომეტრი, წამში – ათას ხუთასი. როცა მეოცე საუკუნის ტელესკოპებმა საოცარი აფეთქების
ადგილს მიაკვლიეს, იქ დარჩენილიყო მხოლოდ ორმაგი ვარსკვლავი და ნისლეული. ორმაგ
ვარსკვლავში ერთ-ერთი უფრო კაშკაშებდა. ის უნიკალური აღმოჩნდა. მეტად მაღალი
ზედაპირის ტემპერატურა ჰქონდა. იმდენად მაღალი, რომ ხილულ სპექტრში შთანთქმის
ხაზები არ ჩანდა, უწყვეტი იყო.

დედამიწის მზის ზედაპირის ტემპერატურა თითქმის შვიდი ათასი გრადუსია. ხოლო თეთრი
ვარსკვლავის ტემპერატურა – ხუთი ათასი. მისი მასა უახლოვდებოდა მზის მასას, ხოლო
დიამეტრი მზის დიამეტრის ერთ მეხუთედს უდრიდა, ესე იგი, ის იყო ას სამოცდაცამეტჯერ
მკვრივი, ვიდრე წყალი, თექვსმეტჯერ მკვრივი, ვიდრე ტყვია და რვაჯერ მკვრივი დედამიწაზე
არსებულ ყველაზე მკვრივ ნივთიერება ირიდიუმზე1, მაგრამ მასაც კი ვერ შეადარებდით
სიმკვრივით სირიუსის თანამგზავრ თეთრ ჯუჯას. კიბორჩხალასებურ ნისლეულში თეთრი
ვარსკვლავი ჯერ კიდევ არ იყო ჯუჯა; შეკუმშვის სტადიამი იმყოფებოდა.

„ლანვებონს“ უნდა გამოეკვლია თეთრი ვარსკვლავი, შეესწავლა სინათლის სვეტი ოთხი ათასი
სინათლის წლის მანძილზე. ამით მეცნიერებას დიდ სარგებლობას მოუტანდა. უცხოთა
ხომალდთან შეხვედრამ მდგომარეობა გაართულა. ექსპედიციის პირველი ამოცანა მეორე
რიგში დადგა.

ნამცეცა მრგვალი რობოტი ნისლეულის გაიშვიათებულ აირში დაცურავდა. „ლანვებონის“


ეკიპაჟი ფხიზლად მოქმედებდა. სწავლულთა ერთი ჯგუფი უინტერესოდ იკვლევდა
ვარსკვლავს, მეორე ჯგუფი უცხოთა ხომალდის გამოჩენასთან დაკავშირებულ პრობლემებს
ჩაუჯდა.

ხომალდი, ეტყობოდა, მეტად ცივილიზებული პლანეტიდან იყო. ვარსკვლავთაშორისი


კოსმოსური ფრენისათვისაც კი მიეღწიათ.

ხუთი ათასი წლის წინათ მომხდარ აფეთქებას უნდა მოესპო სიცოცხლის ნიშანწყალი იმ
სივრცეში, რომელიც ახლა ნისლეულს ეჭირა. უცხოები, თქმა არ უნდა, მზის სხვა სისტემიდან
იყვნენ მოსულები, ალბათ „ლანვებონივით“ ისინიც სამეცნიერო მიზნით მოგზაურობდნენ,
რადგან ნისლეული არავითარ პრაქტიკულ ინტერესს არ აღძრავდა.

ისე ჩანდა, რომ კაცობრიობის ცივილიზაციას უტოლდებოდნენ. საინტერესო იყო მათი


სამრეწველო პროდუქციისა და ხელოვნების ნიმუშების გაცნობა. ადამიანებისათვის კარგი
იქნებოდა მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. მაგრამ უცხოებს უნდა სცოდნოდათ,

1
ნორმალურ პირობებში, ირიდიუმის სიმკვრივეა 22.56, ხოლო ოსმიუმისა: 22,59. სამაგიეროდ, მაღალ
წნევაზე (დაახლოებით 2,98 გიგაპასკალზე) ირიდიუმი ხდება ყველაზე მკვრივი ელემენტი, სიმკვრივით
22,75 გ/სმ3.

12
რომ თვით კაცობრიობის არსებობა, მათი ცივილიზაციის მაღალი დონე, მათ რასას საფრთხეს
უქმნიდა. ორ რასას შეეძლო დამეგობრებულიყო და ასევე შეეძლო, სამკვდრო-სასიცოცხლოდაც
გადაჰკიდებოდა ერთმანეთს.

კიბორჩხალასებრ ნისლეულში წამოჭრილი პრობლემა დაუყოვნებლივ და გარკვეულად უნდა


გადაჭრილიყო. ორ რასას შორის ურთიერთგაგების დამყარება დამოკიდებული იყო
ხომალდების ეკიპაჟთა მოქმედებაზე. თუ დამეგობრდებოდნენ და დამარცხებული რასა
ცოცხალი დარჩებოდა, ეს ორივესთვის უდიდესი ბედნიერება იქნებოდა. ღალატს ადგილი არ
უნდა ჰქონოდა. აუცილებელი იყო, უნდობლობას სრული ნდობა მოჰყოლოდა. ვერცერთი ვერ
გაბედავდა შინ მიბრუნებას, თუ არ დარწმუნდებოდა, რომ მის რასას საფრთხე არ ემუქრებოდა.
მიუხედავად ურთიერთნდობის მთელი მნიშვნელობისა, საფრთხეში თავს არცერთი არ
ჩაიგდებდა. თითოეულისათვის ერთი გამოსავალი ჩანდა: მოესპო მეორე, ან თვითონ
დაღუპულიყო.

მაგრამ მოწინააღმდეგის განადგურება არც ისე ადვილი იყო. ვარსკვლავთშორის ფრენა


ზესინათლის სისწრაფით იმას ნიშნავდა, რომ უცხოები ფლობდნენ ატომურ ენერგიას და
იყენებდნენ ოვერდრაივის რაღაც ფორმას. გარდა რადიოლოკაციისა, ტელეხედვისა,
მოკლეტალღიანი კავშირისა, მათ უეჭველად ექნებოდათ სხვა მრავალი ტექნიკაც. ვინ იცის, რა
იარაღი აქვთ? სადამდე მიაღწია მათმა ცივილიზაციამ? როგორია მათი რესურსები? შეიძლება
მათთან თანამშრომლობა, ვაჭრობა? თუ იმდენად განსხვავებულია ეს ორი რასა, რომ მათ
შორის ომი გარდაუვალია? მშვიდობიანობა თუ შეიძლება, როგორ უნდა დამყარდეს?

ლანვებონელებს ისევე სურდათ მეტი ცნობა წაეღოთ შინ, ისევე, როგორც უცხოებს. თუ ომი
აუცილებელი იქნებოდა, საჭირო იყო, გაერკვიათ უცხო ცივილიზაციის ადგილსამყოფელი.
ვარსკვლავთშორის ბრძოლაში ამ ფაქტის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
მაგრამ სხვა ცნობებსაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა.

უბედურება ის იყო, რომ მშვიდობიანობის დასამყარებლად არცერთი ცნობა არ გამოდგებოდა.


არცერთი ხომალდი არ დადებდა სასწორზე საკუთარი რასის ყოფნა-არყოფნას, თუ ოდნავ ეჭვი
მაინც შეეპარებოდა მეორის პირუმტკიცობაში. და ასე საოცრად დაზავდა ორი ხომალდი. უცხოც,
როგორც „ლანვებონი“, გამოკვლევას შეუდგა. პატარა რობოტი კაშკაშა სიცარიელეში
მიცურავდა. „ლანვებონის“ სკანერი უცხოების ეკრანზე აღიბეჭდა. უცხოთა სკანერი ეკრანზე
ყურადღებით აკვირდებოდა „ლანვებონს“.

კავშირი დამყარდა.

მოქმედება სწრაფად ვითარდებოდა. ტომი დორტმა პირველმა მიაღწია წარმატებას. საგანგებო


დავალება უკვე შეასრულა. ახლა დაავალეს უცხოელებთან კავშირი დაემყარებინა. ხომალდზე
მყოფ ერთადერთ ფსიქოლოგთან ერთად, ტომი ცენტრალურ საგუშაგოში შევიდა. უნდა
მოეხსენებინა, წარმატებას მივაღწიეო. აქ, როგორც ყოველთვის, მყუდროება სუფევდა,
მხოლოდ ინდიკატორის წითელი სინათლეები ციმციმებდა და კედლებსა და ჭერზე
უზარმაზარი ეკრანები ანათებდა.

13
– მოვახერხეთ, დავლაპარაკებოდით, სერ. – მოახსენა ფსიქოლოგმა, იგი დაქანცული ჩანდა.
ვარაუდობდნენ, რომ იგი ფრენის დროს ცალკეულ გადახრებს გამოიკვლევდა, რომ
თეორიულად შესაძლებელი თვალთვალის სიზუსტეს მაქსიმალურად დაახლოებოდნენ. ახლა
კი სხვა სამუშაო დააკისრეს. არ იყო მზად ამ სამუშაოსთვის, სახეზეც ეტყობოდა. – ახლა
ყველაფერი შეგვიძლია გავაგებინოთ მათ, რასაც მოვისურვებთ, – განაცხადა მან, – და გავიგოთ,
რასაც გვიპასუხებენ. მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რამდენად ჭეშმარიტია მათი ცნობები.

კაპიტანმა მზერა ტომი დორტზე გადაიტანა.

– რაღაც დეტალები მოვიძიეთ, – შენიშნა ტომი დორტმა, – და შევაკოწიწეთ მექანიკური


გარდამქმნელი. გარდა ამისა, დავდგით ეკრანები და მოკლეტალღიანი მიმართული
გამომსხივებელი. სიხშირის მოდულაციის გამოყენებით ისინი ცოტათი ცვლიან სიგნალის
ფორმას – ეს ჩვენს მეტყველებაში ხმოვნისა და თანხმოვნის გამოყენების პრინციპს ჰგავს.
არასოდეს შეგვხვედრია ამის მსგავსი. ჩვენი საინდუქციო კოჭები არ გამოგვადგა.
გამოვიმუშავეთ რაღაც მომრიგებელი ენა. ისინი მოკლეტალღიანი სიხშირის მოდულირებულ
ნიშნებს გამოასხივებენ, ჩვენ კი ბგერასავით ვიღებთ. ჩვენც აქედან გადავცემთ ბგერას და
ხელახლა სიხშირის მოდულირებულ ნიშნად იქცევა.

კაპიტანი მოიღუშა.

– მოკლეტალღიანი ნიშნის ფორმის შეცვლა? თქვენ საიდან იცით?

– ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ჩამწერი მოწყობილობა, და მათაც გვაჩვენეს. ისინი უშუალოდ იწერენ
ხშირ მოდულაციას. ვფიქრობ, –– დასძინა ტომმა ფრთხილად, – ისინი საერთოდ, არ ხმარობენ
ბგერას, ლაპარაკის დროსაც კი. მათ საგანგებო კაიუტა მოაწყვეს და ჩვენ ყურადღებით
ვაკვირდებოდით. მეტყველების ორგანოს მსგავსი ვერაფერი შევამჩნიეთ. მიკროფონი არა აქვთ.
უბრალოდ, გადამცემ ანტენასავით მუშაობს რაღაც ნივთი, იმ ნივთის გვერდით დგებიან და
ეგაა. ვფიქრობ, ურთიერთობის საშუალებად სანტიმეტრულ ტალღებს იყენებენ. ისინი
ულტრამოკლეტალღიან იმპულსს გამოასხივებენ ისე, როგორც ჩვენ გამოვცემთ ბგერებს.

კაპიტანი გაკვირვებით მიაჩერდა ტომს.

– ეს რა არის, ტელეპათია?

– დიახ, სერ, – თქვა ტომმა. – ასე გამოდის, მათი აზრით, ჩვენც ვსარგებლობთ ტელეპათიით.
ეტყობა, სმენა-დახშულები არიან და, ჩემი აზრით, ამიტომ არ იყენებენ ბგერით ტალღებს
კავშირისათვის. უბრალოდ, საერთოდ, არ იყენებენ ბგერებს.

– კიდევ რას იტყვით? – იკითხა კაპიტანმა, ეს ცნობები რომ მოინელა.

– იცით, რა, სერ, – გაუბედავად დაიწყო ტომმა. – ვფიქრობ, ყველაფერი მოვამზადეთ.


შევთანხმდით, ნახატებითა და დიაგრამებით გამოვსახოთ საგნები. მოვილაპარაკეთ ცნებებსა
და ზმნებზე. უკვე გვაქვს რამდენიმე ათასი საერთო სიტყვა. ავაწყვეთ ანალიზატორი, რათა მათ
მიერ გამოსხივებული მოკლეტალღიანი სერია დავახარისხოთ, მაკოდირებელ ხელსაწყოში
შევიყვანთ, მაკოდირებელის გამოსავალში იმ მოკლეტალღიანი ნიშნების ფორმირება ხდება,

14
რომლებიც გვინდა უკანვე გავუგზავნოთ, თუ თქვენ მზად ხართ, სერ, უცხოთა ხომალდის
კაპიტანთან სამასლაათოდ, შეიძლება დავიწყოთ.

– ჰმ, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ მათ ფსიქოლოგიაზე? – შეეკითხა კაპიტანი


ფსიქოლოგს.

– არ ვიცი, სერ, – აღელვებით უპასუხა ფსიქოლოგმა, – გულღიები ჩანან, ოდნავ დაძაბულობაც


კი არ შემჩნევიათ. ისე მოქმედებენ, თითქოს გარდა მეგობრული მასლაათისა, სხვა არაფერი
სურდეთ... მაგრამ... ეს, ასე ვთქვათ... არის ქვეტექსტი...

ფსიქოლოგს ადამიანთა ფსიქოლოგიის მესწავლა შეეძლო. ეს იყო მისი სამოქმედო არე. მაგრამ
ის არ იყო მზად უცხოთა აზროვნების გასაანალიზებლად.

– ნება მომეცით, სერ... – ჩაერია ტომი.

– რა?

– ჟანგბადით სუნთქავენ და საერთოდ არც ისე განსხვავდებიან ჩვენგან. მე მგონია, მათაც ჩვენი
მსგავსი ევოლუციური გზა გაიარეს. შესაძლოა, გონება პარალელურად ვითარდება ისევე,
როგორც... ვთქვათ, ორგანიზმის ძირითადი ფუნქციები. მე ვფიქრობ, – დასძინა მან ბორძიკით,
– ყოველი ცოცხალი არსება იკვებება, ორგანიზმში ხდება ნივთიერებათა ცვლა და გამოყოფა.
ალბათ ყველა გონიერი ტვინი ინდივიდუალურ რეაქციას შეიგრძნობს, აღიქვამს და ავლენს.
დარწმუნებული ვარ, მათთვის ირონიაც უცხო არ არის. იუმორის გრძნობა აქვთ. მოკლედ, სერ,
ვფიქრობ, კარგი ხალხი უნდა იყოს.

კაპიტანი ძლივ-ძლივობით წამოდგა და დაიღრიჯა.

– რას იზამ, ვნახოთ, რას იტყვიან, – ჩაიბურტყუნა და რადიო-კაიუტისაკენ გაემართა.

რობოტზე დადგმული ეკრანის სკანერი ჩართული იყო. კაპიტანი სკანერთან მივიდა. ტომი
დორტი დაჯდა მაკოდირებელ მოწყობილობასთან და კლავიშები ააკაკუნა. მიკროფონმა რაღაც
უცნაური ბგერები გამოსცა. მოდულირებული სიგნალი უცხოთა ხომალდს გადასცეს. მყისვე
ეკრანი აენთო; რეტრანსლატორიდან რობოტზე უცხოთა ხომალდის შიგა ხედი აღიბეჭდა.
უცხოელი მივიდა სკანერთან და თითქოს ინტერესით შეავლო თვალი „ლანვებონის“ საკავშირო
კაიუტას. კიდეც ჰგავდა და კიდეც არ ჰგავდა ადამიანს. უცხოელი მელოტი იყო, სასაცილოდ
გამოიყურებოდა.

– ორი ცივილიზებული რასის პირველ შეხვედრასა და მათ შორის შემდგომი მეგობრული


დამოკიდებულების დამყარების იმედზე მინდოდა მეთქვა რაიმე შესაფერი, – პირქუშად
წარმოთქვა კაპიტანმა.

ტომი დორტი მერყეობდა. ბოლოს მხრები აიჩეჩა და მტკიცედ ჩართო მაკოდირებელი


მოწყობილობა.

15
უცხოელების კაპიტანი თითქოს ცნობებს იღებდა. ისეთი ჟესტი გააკეთა, თითქოს რაღაცაში
ეთანხმებოდა. „ლანვებონის“ მაკოდირებელ მოწყობილობაში რაღაცამ გაიშრიალა და მიმღებ
კოჭზე დაშიფრული ბარათი დაეცა. ტომმა უგულოდ წაიკითხა:

„ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გეგულებათ რაიმე ვარიანტი, რომ ორივე ხომალდს შინ
დაბრუნება შეეძლოს? მოხარული ვიქნებოდი, ასეთ ვარიანტს თუ შემომთავაზებდით. ამჟამად,
მე მგონია, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა მოისპოს“.

III

ატმოსფერო დაიძაბა. საკმაოდ ბევრი დაუყოვნებლივ გადასაჭრელი კითხვა წამოიჭრა. მაგრამ


არავინ იყო პასუხის გამცემი. არადა, ყველა კითხვისათვის უნდა გაეცათ პასუხი.

„ლანვებონს“ შეეძლო შინ დაბრუნებულიყო. მაგრამ, ვთქვათ და უცხო ხომალდზე ნაკლები


სიჩქარე აღმოაჩნდეს? ასე რომ იყოს, „ლანვებონი“ დედამიწას მიუახლოვდება თუ არა, გასცემს
ადამიანთა ადგილსამყოფელს და ბრძოლაში ჩაბმა მოუწევს. ან გაიმარჯვებს, ან დამარცხდება.
კიდეც რომ გაიმარჯვოს, ეგების უცხოელებმა მოახერხონ და თავიანთ მშობლიურ პლანეტას
გადასცენ დედამიწის კოორდინატები. „ლანვებონს“, შესაძლოა, წაეგო ეს ბრძოლა. თუ დაღუპვა
უწერია, უკეთესია, აქვე დაიღუპოს. მაშინ მტრის შეიარაღებული ფლოტი ვერ აღმოაჩენს
დედამიწას.

შავი ხომალდიც შავ დღეში იყო. მასაც შეეძლო სტარტი აეღო, მაგრამ, ვთქვათ და „ლანვებონს“
მეტი სიჩქარე ჰქონოდა? თუ სწრაფად იმოქმედებდა, ოვერდრაივის ველზე გავლებული კვალით
მიხვდებოდა, საითკენ წავიდა. უცხოებმაც არ იცოდნენ, „ლანვებონს“ პირდაპირ კოსმოსიდან
თუ შეეძლო თავისიანებისათვის ცნობები მიეწვდინა. ისინიც უმალ დაღუპვას არჩევდნენ, ვიდრე
იმ შესაძლო შედეგს, რომ მოწინააღმდეგე თავიანთი ცივილიზაციის კვალზე დაეყენებინათ.

ასე რომ, არცერთ ხომალდს არ შეეძლო ეფიქრა გაქცევაზე, შეიძლება უცხოელებმა შენიშნეს, რა
კურსით მოდიოდა „ლანვებონი“ ნისლეულში. მაგრამ ეს მხოლოდ ლოგარითმული მრუდის
მონაკვეთი იქნებოდა და ამით ვერ დაადგენდნენ, საიდან აფრინდა ადამიანთა ხომალდი.
ორივე ერთ დღეში იყო. კითხვა „რა ვქნათ შემდგომ?“ კვლავინდებურად პასუხს მოითხოვდა.

ვერაფერს იტყოდი. უცხოები ცნობებს ცნობების წილ აწვდიდნენ, მაგრამ რამდენად უნდა
ნდობოდნენ, ყოველთვის ნათელი არ იყო. ადამიანებიც ცნობების წილ ცნობებს აწვდიდნენ და
ტომი დორტი შიშით ოფლად იღვრებოდა, დედამიწის ადგილსამყოფელი არ მივანიშნოო.

უცხოები ინფრაწითელ დიაპაზონზე ჩანდნენ, ამიტომ რობოტის საკომუნიკაციო სისტემაში


სიხშირის სინათლის რხევადობა ყოველთვის ორჯერ მცირდებოდა ან დიდდებოდა. უცხოებს
აზრად არ მოსდიოდათ, რომ ამ თავისებურებით წითელი ჯუჯა მზე მაქსიმალურ ენერგიას
ასხივებდა სპექტრის იმ ნაწილს ქვემოთ, რომელიც ადამიანის თვალთახედვის არეში
იმყოფებოდა. ლანვებონელები ამავე დროს იმასაც მიხვდნენ, რომ უცხოებსაც შეეძლოთ,

16
გამოერკვიათ, რომელ სპექტრალურ კლასს ეკუთვნის დედამიწის მზე, რაკი შეისწავლიდნენ
სინათლეს, რომელსაც ადამიანის თვალი ყველაზე უკეთ აღიქვამს.

ცხადია, უცხოები მოკლეტალღიანი სიგნალების ჩამწერ ხელსაწყოს ისე ხშირად იყენებდნენ,


როგორც ადამიანები ხმისჩამწერს. კაცობრიობას ძალიან გამოადგებოდა ეს ხელსაწყო.
უცხოებს კი ბგერათა საიდუმლოება აკვირვებდათ. ისინი, რა თქმა უნდა, ბგერას აღიქვამდნენ
ისე, როგორც ადამიანის ხელისგული აღიქვამს ინფრაწითელი სხივების სითბოს. მაგრამ ბგერის
სიმაღლეს ან ტემბრს უკეთ ვერ გაარჩევდნენ, ვიდრე ადამიანი სითბოს გამოსხივების
სხვადასხვაგვარ სიხშირეს, თუნდაც ერთი მეორეზე ერთნახევარჯერ მეტი იყოს. ადამიანებმა
რომ ბგერები იცოდნენ, უცხოებისათვის ეს შესანიშნავი აღმოჩენა იყო. ისინი ბგერებს ისე
გამოიყენებდნენ, ადამიანებს თავიანთ სიცოცხლეში რომ არც მოაფიქრდებოდათ, თუმცა ეს
სხვა საქმე იყო.

არცერთ ხომალდს არ შეეძლო წასვლა, მეორეს თუ არ გაანადგურებდა. მაგრამ, სანამ


ინფორმაციებს ცვლიდნენ, იერიშზე ვერ გადავიდოდნენ.

ორივე ხომალდზე ძალიან აინტერესებდათ, რა ფერისა იყო მეორე. „ლანვებონი“ სარკესავით


პრიალებდა, უცხოთა ხომალდი ერთიანად შავი იყო. მთლიანად შთანთქავდა სითბოს და,
მაშასადამე, კარგად უნდა გამოესხივებინა. სინამდვილეში მთლად ასე არ იყო. შავ ფენას
არავითარი ფერი არ ჰქონდა. ეს იყო განსაზღვრული სიგრძის ინფრაწითელი ტალღების
სრულყოფილი რეფლექტორი. ამავე დროს სიხშირეთა ზოლში ფლუორესცენცირებას ახდენდა.
პრაქტიკულად ის შთანთქავდა უმაღლეს სითბურ სიხშირეს და აქცევდა დაბალ სიხშირედ.
დაბალ სიხშირეს კი არ გამოასხივებდა. ასეთი გზით ის ინარჩუნებდა საჭირო ტემპერატურას
ცარიელ სივრცეშიც კი.

ტომი დორტი კავშირს არ წყვეტდა. მან აღმოაჩინა, რომ უცხოთა აზროვნების პროცესი არც ისე
უცხო იყო მიწიერთათვის. ერთმანეთს უგებდნენ. ერთმანეთს ტექნიკური ინფორმაციები რომ
მიაწოდეს, ვარსკვლავთშორის ნავიგაციის საკითხს შეეხნენ. საილუსტრაციოდ დორტს
ვარსკვლავთა რუკა დასჭირდა. უნდა გამოეყენებინათ საშტურმანო კაიუტის რუკა, მაგრამ ამით
უცხოელები მიხვდებოდნენ, რა წერტილიდან იყო ვარსკვლავები გადაღებული. ტომს ჰქონდა
კოსმოსის ხედის საგანგებო რუკა. ასეთი ხედი არ არსებობდა, მაგრამ დამაჯერებელი ჩანდა. მან
მაკოდირებელ და დემაკოდირებელ ხელსაწყოში აჩვენა, როგორ გამოეყენებინათ ეს რუკა.
საპასუხოდ უცხოებმაც უჩვენეს საკუთარი ვარსკვლავთა რუკა. უმალ გადაიღეს. ნავიგატორებმა
დაიწყეს კვლევა-ძიება, გალაქტიკის რა წერტილიდან გამოჩნდებოდა ასეთი კუთხით ირმის
ნახტომი და ვარსკვლავები, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.

ტომი მიხვდა, რომ უცხოებმაც თვალის ასახვევად დაამზადეს რუკა. რაც მან აჩვენა, სარკეზე
აგრეკლათ და ისე მოებრუნებინათ, ტომი კი არ გაბრაზდა, გამხიარულდა. უცხოები მოსწონდა.
ადამიანები არ იყვნენ, მაგრამ იუმორის გრძნობა გააჩნდათ. ცოტა ხნის მერე ტომმა სცადა,
ფრთხილად გავეხუმრებიო. ხუმრობა კოდის ციფრებად აქცია, მერე კოდირებული ჯგუფები
საკმაოდ საიდუმლო მოკლეტალღოვან მოდულირებულ სიხშირის იმპულსებად იქცა, ასეთი
სახით მეორე ხომალდში გაგზავნა და ვინ იცის, რას დაემსგავსა. ხუმრობამ, ეტყობა, დაკარგა
ხუმრობის ეშხი, მაგრამ უცხოებმა მაინც შენიშნეს მარილი. ერთ-ერთი უცხო ისე ბუნებრივად

17
ამყარებდა კავშირს, როგორ ბუნებრივადაც შიფრავდა ტომი. უცხო და ტომი უცნაურად
დამეგობრდნენ. მაკოდირებელი და დემაკოდირებელი ხელსაწყოები, მოკლეტალღიანი
რადიოგამომსხივებელი იყო მათი შუამავალი. როდესაც ოფიციალური ტექნიკური
ტერმინოლოგია ძალზე ბუნდოვანი ხდებოდა, უცხო სრულიად არატექნიკურ ჟარგონს ურევდა,
რაც ხშირად ბუნდოვანებას ფანტავდა. ტომმა მოიგონა კოდირებული სახელი „ბაკი“.
დემაკოდირებელი ხელსაწყო აწყობდა ამ სახელს ყოველთვის, როცა კი ის უცხო აწერდა ხელს
ცნობას, სამი კვირის შემდეგ დემაკოდირებელმა ხელსაწყომ ოფიციალური საინფორმაციო
ცნობის შემდეგ გადმოსცა: „შენ კარგი ყმაწვილი ხარ. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა
გავანადგუროთ. ბაკი“.

ტომიც ასე ფიქრობდა და უპასუხა: „ჩვენ ვერავითარ გამოსავალს ვერ ვხედავთ. თქვენ?“

ცოტა შეყოვნების შემდეგ მიმღებ კოჭზე გამოჩნდა ბარათი: „ერთმანეთისა რომ გვჯეროდეს,
გამოსავალი მოინახებოდა. ჩვენს კაპიტანს ენდომებოდა ეს. მაგრამ ჩვენ არ შეიძლება
გვჯეროდეს თქვენი, არც თქვენ შეგიძლიათ, გჯეროდეთ ჩვენი. ჩვენ მოვძებნით თქვენს
ადგილსამყოფელს, თუ საშუალება მოგვეცემა. თქვენც ასე იზამთ. დასანანია. ბაკი.“

ტომი დორტმა ეს ცნობა კაპიტანს წაუღო.

– შეხედეთ, სერ! – თქვა მან, – უცხო რასა თითქმის ადამიანებია, კარგი ყმაწვილებიც არიან.

კაპიტანი სერიოზული საქმით იყო დაკავებული. წუხდა იმაზე: თუ რა ეღონა.

– ისინი ჟანგბადით სუნთქავენ, – თქვა მან დაქანცულად, – ჰაერში ოცდარვა პროცენტი ჟანგბადი
აქვთ, ჩვენ კი ოცი, მშვენივრად შეუძლიათ შეეგუონ დედამიწის ატმოსფეროს. ჩვენი პლანეტა
მათთვის გემრიელი ლუკმაა. ჩვენ აქამდე არ ვიცით, რა იარაღს ფლობენ ისინი და, საერთოდ,
რა შეუძლიათ. თქვენ თანახმა ხართ, მიაწოდოთ ცნობები იმაზე, თუ როგორ განსაზღვრონ
დედამიწის ადგილსამყოფელი?

– ა-არა, – უპასუხა ტომმა შესაბრალისად.

– ისინიც ასევე განიცდიან. – ცივად თქვა კაპიტანმა. – ვთქვათ და დავმეგობრდით. დიდხანს


შევინარჩუნებთ მეგობრობას? თუ ჩვენზე სუსტი იარაღი ექნებათ, თავდაცვის მიზნით
გაუმჯობესებაზე იზრუნებენ, ჩვენ კი, როცა გვეცოდინება, რომ თავდასხმას გვიმზადებენ,
იძულებული ვიქნებით თავდაცვის მიზნით, გავანადგუროთ მოწინააღმდეგე, სანამ
შესაძლებლობა გვაქვს. თუ პირუკუ მოხდება, მათ უნდა მოგვსპონ მანამ, სანამ მათი
განვითარების დონეს მივაღწევთ.

ტომმა იყუჩა, მაგრამ სკამზე მოუსვენრად აცმუტდა.

– თუ მოვსპობთ შავ ხომალდს და შინ მივბრუნდებით, – განაგრძობდა კაპიტანი, – დედამიწის


მთავრობა საყვედურს გვეტყვის, რატომ ვერ გაიგეთ მათი სადაურობაო. როგორ გავიგოთ? ბედი
გვეწევა, საერთოდ, თუ ცოცხალი გადავრჩით. უცხოთაგან მხოლოდ იმას გავიგებთ, რასაც ჩვენ
ვეტყვით. მისამართს ხომ ვერ მივცემთ?! ხომალდს შემთხვევით წავაწყდით და რომ
გავანადგუროთ, შემდგომი კონტაქტი ათასი წლის შემდეგ თუ იქნება. საწყენია, რადგან

18
მორიგება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ მშვიდობის შესანარჩუნებლად ორმხრივი სურვილია
საჭირო. უფლება არა გვაქვს, არ გავფრთხილდეთ და ვენდოთ უცხოებს. ერთადერთი
გამოსავალია, დავხოცოთ ისინი, თუ მოხერხდა. თუ ვერ დავხოცეთ, დავიღუპოთ, მაგრამ
ვიცოდეთ: ჩვენი დაღუპვის შემდეგ ისინი ვერ ნახავენ ვერაფერს, რომ დედამიწამდე მიაღწიონ.
ყველაფერი ეს არ მომწონს, – გაიმეორა კაპიტანმა მოქანცულად, მაგრამ სხვა გამოსავალი არ
არის.

IV

„ლანვებონზე“ სპეციალისტები ორ ჯგუფად გაიყვნენ და გაცხოველებით მუშაობდნენ. ერთნი


გამარჯვებისათვის იღვწოდნენ, მეორეთ – დამარცხება გარდაუვალად მიაჩნდათ. პირველ
ჯგუფს საქმე ცოტა ჰქონდა. ერთადერთ იარაღად მთავარი ბლასტერები რჩებოდა. რაღაც
იმედებს ამაზე ამყარებდნენ. ფრთხილად შეუცვალეს ადგილები. ასე, რომ ზუსტად პირდაპირი
მიმართულება არ ჩანდა. რაღაც ხუთი გრადუსი კუთხით იყო გადახრილი. მთავარი რადიო-
ლოკატორის სამართავ ელექტროსისტემას აბსოლუტური სიზუსტით ჰქონდა მიმართული
ბლასტერები მიზნისაკენ. უფრო მეტიც: სამანქანო განყოფილებაში ერთმა უცნობმა გენიოსმა
დამაგროვებელი სისტემა გამოიგონა. ეს სისტემა უმალ ახდენდა ხომალდის მთელი ენერგიის
აკუმულირებას და უდიდესი ძალით ათავისუფლებდა იმპულსების სახით. თეორიულად,
ბლასტერების მოქმედების არე უნდა გაზრდილიყო, ხოლო დამანგრეველი მოქმედება
გაცილებით მეტი ჰქონოდა. მაგრამ ეს იყო ყველაფერი, რაც გააკეთეს.

ვინც დამარცხებაზე ფიქრობდა, იმათ მეტი საზრუნავი ჰქონდათ. ვარსკვლავთა რუკები,


სანავიგაციო ხელსაწყოები, ავტომატური თვითჩამწერები, ექვსი თვის მოგზაურობის მანძილზე
ტომი დორტის მიერ გადაღებული ფოტოსურათები და ყველა ჩანაწერი, რასაც კი შეეძლო გაეცა
დედამიწის კოორდინატები, მოსასპობად გაამზადეს. შეკრეს ბარდანებად, ნაღმავდნენ და
დახურულ კონტეინერებში აწყობდნენ. თუ ვინმე უცხო შეეცდებოდა, რომელიმე კონტეინერი
გაეხსნა, ყველაფერს ცეცხლი მოედებოდა და ნაცრად იქცეოდა.

ხომალდის ირგვლივ ატომური ყუმბარები დაამაგრეს. თუ პირველად ეკიპაჟი დაიღუპებოდა და


ხომალდი გადარჩებოდა, უცხოთა ხომალდის მოახლოებისთანავე ყუმბარები გასკდებოდა და
„ლანვებონი“ აფეთქდებოდა. ბაქანზე თუმცა ატომური ყუმბარები არ ჰქონდათ, მაგრამ
ჰქონდათ მცირე ატომური დანადგარები. იოლად გადააკეთეს ისე, რომ ჩართვის დროს
ენერგიას თანმიმდევრულად არ იძლეოდნენ და ფეთქდებოდნენ. „ლანვებონის“ ეკიპაჟის ოთხი
წევრი სკაფანდრებ-ჩაცმულნი და ჩაფხუტებ-დახურულნი მორიგეობდნენ იმ შემთხვევისათვის,
თუ ხომალდს მოულოდნელად დაესხმოდნენ და რამდენიმე ადგილას დააზიანებდნენ.

ასეთი თავდასხმა სრულიადაც არ იქნებოდა ვერაგობა. უცხოთა ხომალდის კაპიტანი


გულახდილად ლაპარაკობდა. ისე იქცეოდა, თითქოს გრძნობდა სიცრუის უსარგებლობას.
„ლანვებონის“ კაპიტანმაც კარგად იცოდა გულახდილობის ფასი. ორივე ამტკიცებდა,
მეგობრობა გვსურსო, შეიძლება ასეც იყო. მაგრამ დაჯერება არ გინდოდა? ვერცერთი ვერ
ენდობოდა მეორეს. ვინ დაიჯერებდა, რომ ერთი არ იბრძოლებდა მეორის ადგილსამყოფლის
აღმოსაჩენად. არცერთს არ შეეძლო დაეყენებინა საფრთხის წინაშე თავისი რასის არსებობა

19
მეორისადმი ზედმეტი ნდობის გამო. იძულებულნი იყვნენ, ებრძოლათ, რადგან სხვა
გამოსავალი არ იყო.

მათ შეეძლოთ ადრევე მიეწოდებინათ ერთმანეთისათვის ინფორმაციები და ბრძოლის შანსი


აემაღლებინათ, მაგრამ არსებობდა რაღაც ზღვარი, რომელსაც ვერცერთი მხარე ვერ
გადააბიჯებდა. არავითარი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ ერთმანეთისათვის იარაღზე,
მოსახლეობაზე, რესურსებზე... არცერთი სიტყვა არ უთქვამთ იმაზეც, რამდენით იყო
დაცილებული კიბორჩხალასებრი ნისლეული თავიანთ ბაზას.. ინფორმაციებს რომ ცვლიდა,
ორივე ხომალდმა იცოდა, სასიკვდილო ბრძოლას ვერ გაექცეოდა. მეორე მხარეს გამარჯვების
იმედი რომ არ ჰქონოდა, თითოეული ცდილობდა მოწინააღმდეგისათვის საკუთარი
ცივილიზაცია უფრო ძლიერი მოეჩვენებინა. ამგვარად, მოჩვენებით საფრთხეს აზვიადებდნენ
და ბრძოლას გარდაუვალს ხდიდნენ.

უბრალოდ, გასაკვირია, ჩასწვდე, ასე აბსოლუტურად უცხო აზროვნებას. მაკოდირებელ და


დემაკოდირებელ ხელსაწყოებზე რომ მუშაობდა, ტომი დორტმა პირველ ბარათებშივე შენიშნა
რაღაც სავსებით ინდივიდუალური. ის უცხოებს მხოლოდ ეკრანზე ხედავდა და ისიც
ჩვეულებრივ სინათლეზე, რომელიც ერთი ოქტავით თუ იქნებოდა გადაწეული. უცხოებსაც
უცნაურად ეჩვენებოდათ ტომი დორტი განათების გამო. განათება მათ ულტრაიისფერი
ეგონათ. მაგრამ ისინი თითქმის ადამიანებივით აზროვნებდნენ, თითქმის ადამიანებივით!
ტომი დორტი სიმპათიურად, ლამის მეგობრულადაც კი განეწყო შავი კოსმოსური ხომალდის
მელოტ, ლაყუჩებით მსუნთქავ, ძალიან სასაცილო არსებებისადმი.

ამ სიახლოვით შთაგონებულმა ტომმა რაღაც ცხრილის მაგვარი გააკეთა. მიუხედავად თავისი


წამოწყების უიმედობისა, ამ ცხრილში მათ წინაშე წამოჭრილ პრობლემებს განიხილავდა
სხვადასხვა ასპექტში. მას არ სჯეროდა, რომ უცხოები ინსტინქტურად ისწრაფოდნენ ადამიანთა
მოსასპობად. მართლაც, უცხო ხომალდიდან მიღებულმა ცნობებმა ლანვებონელები შეაყოვნა,
– დაზავების მაგვარი გრძნობა გაუჩნდათ. ადამიანებს არ სძულდათ უცხოები, ალბათ, არც
უცხოებს სძულდათ ადამიანები. მაგრამ ლოგიკურად ან უნდა დაეხოცათ, ან დახოცილიყვნენ.

ტომის ცხრილი თავისებური იყო. მან ჩამოწერა ადამიანთა მიზნები და მნიშვნელობის


მიხედვით განალაგა. პირველი მიზანი იყო, მიეტანათ შინ ცნობა უცხო ცივილიზაციის
არსებობაზე, მეორე – გალაქტიკაში მიეკვლიათ უცხო ცივილიზაციის ადგილსამყოფლისათვის,
მესამე – რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დაეგროვებინათ უცხოებზე. მესამე მიზნის მიღწევა
შეიძლებოდა, მაგრამ მეორის განხორციელება ალბათ ნამდვილად შეუძლებელი იყო.
პირველიც და დანარჩენი მიზნებიც თითქოს გარდაუვლად ბრძოლას უნდა გადაეწყვიტა.

უცხოებსაც ასეთივე მიზნები ჰქონდათ. მაშასადამე, ადამიანები, უპირველეს ყოვლისა, უნდა


ეცადონ, უცხოებს არ მიაწოდონ ცნობები დედამიწის ცივილიზაციაზე. მეორე რიგში, არ
დაადგენინონ დედამიწის კოორდინატები დაბოლოს, არაფერი წამოსცდეთ ისეთი,
თავდასხმისათვის რომ წააქეზოს ისინი. აქაც მესამე მიზანს მიაღწევდი, მეორე ადამიანებზე
იყო დამოკიდებული, პირველს ბრძოლა გადაჭრიდა.

შავი ხომალდის განადგურება აუცილებელი და გარდაუვალი ჩანდა. „ლანვებონის“


განადგურებაც უცილობელი ეჩვენებოდათ უცხოებს. ტომი დორტს შესანიშნავად ესმოდა, რომ

20
განადგურება არავითარ სარგებლობას არ მოუტანდა და პირქუშად დასცქეროდა თავის
ცხრილს. იდეალური გამოსავალი იქნებოდა, „ლანვებონს“ ხელში ჩაეგდო შავი ხომალდი
გამოსაკვლევად. სხვაგვარად მესამე ამოცანას საბოლოოდ ვერ გადაწყვეტდნენ.

ასეთი გამარჯვებისათვის რომ მიეღწიათ კიდეც, ტომს მაინც არ მოსწონდა. უცხოები ადამიანურ
იუმორს ფლობდნენ და მათ განადგურებაზე ფიქრი ზარავდა. უფრო აღელვებდა ის აზრი, რომ
დედამიწაზე საბრძოლო ხომალდებს შეაიარაღებდნენ უცხოთა ცივილიზაციის
გასანადგურებლად. რასათა სრულიად შემთხვევითი შეხვედრა რომელსაც შეიძლებოდა
ურთიერთთანამშრომლობა მოჰყოლოდა, უნდა დამთავრებულიყო ერთ-ერთის სრული
განადგურებით.

ტომი დორტი თავის თავზე ბრაზობდა, საჭირო გადაწყვეტილებას რომ ვერ პოულობდა. ხომ
უნდა ყოფილიყო გამოსავალი! ცთუნება დიდი იყო. სწორედ შეუსაბამობა იქნებოდა, ორი
სამეცნიერო კოსმოსური ხომალდი შეჰბმოდა ერთურთს იმისათვის, რომ გამარჯვებულს შინ
ცნობები წაეღო. და შემდეგ, ერთი ცივილიზაცია მეორესთან საომრად მზადებას შედგომოდა,
როცა მეორე აინუნშიც არ იქნებოდა.

ორივე რასის გაფრთხილება რომ შეიძლებოდეს, ომი არცერთს არ სურსო!.. რომ შეიძლებოდეს,
ვერ გაიგონ ერთმანეთის ადგილსამყოფელი, სანამ ნდობა არ დამკვიდრდება...

აზრი ჩანდა უგუნური, ფანტასტიკური, მიუწვდომელი... მაგრამ ისეთი მიმზიდველი იყო, რომ
ტომი დორტმა ყოველი შემთხვევისათვის აცნობა ბაკს.

– „რა თქმა უნდა,“ – წაიკითხა ტომმა საპასუხო ბარათში, – „ეს მშვენიერი ოცნებაა. მართალია,
მომწონხართ, მაგრამ ვერ გენდობით. მე რომ შემომეთავაზებინა ეს წინადადება პირველად,
თქვენც არ დამიჯერებდით. მე მეტ სიმართლეს გეუბნებით, ვიდრე თქვენ გგონიათ და ალბათ
თქვენც მეტ სიმართლეს მეუბნებით, ვიდრე მე მეჩვენება. შემოწმება კი არ შეიძლება. ძალიან
მწყინს“.

ტომი დორტი ნაღვლიანად ჩასცქეროდა ბარათს. დანარჩენი ლანვებონელებივით


პასუხისმგებლობის გრძნობა გულს უწუხებდა. თუ ბრძოლას წააგებენ, ადამიანთა მოდგმა
თავის დროზე დაიღუპება. ეს რეალურია. თუ გაიმარჯვებენ, უცხოთა მოდგმას ელის
განადგურება. მილიონი თუ მილიარდი სიცოცხლე დამოკიდებულია ერთი მუჭა ადამიანების
მოქმედებაზე.

და ტომი დორტმა იპოვა გამოსავალი.

თუ, საერთოდ, განხორციელდებოდა, მეტად უბრალოდ შეიძლებოდა გადაწყვეტა. უარეს


შემთხვევაში „ლანვებონსა“ და კაცობრიობას ნაწილობრივ გამარჯვებას მოუტანდა. ტომი
უძრავად იჯდა. ეშინოდა, აზრთა ძაფი არ გასწყვეტოდა. ასგზის აწონ-დაწონა ეს იდეა,
გაითვალისწინა, რა დაბრკოლებები შეიძლებოდა შეხვედროდა და როგორ გადაილახებოდა.
დიახ! ეს იყო გადაწყვეტა!

ტომს ეჭვიც არ ეპარებოდა, თავისუფლად ამოისუნთქა, ცოტა თავბრუ დაეხვა და კაპიტნისაკენ


გაემართა. კაპიტნის მრავალრიცხოვან ფუნქციებში შედიოდა, ეფიქრა, რა იყო საწუხარი. მაგრამ

21
ამ დღეებში „ლანვებონის“ კაპიტანს ამაზე თავისმტვრევა არ სჭირდებოდა. სამი კვირა და ოთხი
დღე გავიდა შავ ხომალდთან შეხვედრიდან და კაპიტანი ერთბაშად მობერდა, სახე ღრმა
ნაოჭებით დაეღარა, მხოლოდ „ლანვებონზე“ კი არა, მთელი კაცობრიობის ბედზე ფიქრობდა.

– სერ, – სერიოზულად დაიწყო ტომი დორტმა და უმალ ყელი გაუშრა. – ნებას მომცემთ,
შემოგთავაზოთ შავ ხომალდზე თავდასხმის ხერხი? მე თვითონ გავაკეთებ, სერ, და თუნდაც
ხელი მომეცაროს, „ლანვებონი“ უვნებელი დარჩება.

კაპიტანმა ისე შეხედა, გეგონებოდათ, სიცარიელეში იყურებაო.

– ყველა შემთხვევისათვის ტაქტიკა გამომუშავებულია, მისტერ დორტ, – პირქუშად წარმოთქვა


მან. – დაპროგრამებულია ყველა ვარიანტი და ამორჩევაღა დაგვრჩა რასაკვირველია,
სახიფათოა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

– მესმის, – თქვა ტომმა ფრთხილად, – მივაგენი უხიფათო გზას, უცხოებს უნდა ვაცნობოთ, რას
ვთავაზობთ...

ცენტრალური საგუშაგოს სამარისებურ სიჩუმეში ტომის ხმა უცნაურად გაისმოდა. ეკრანებზე


კვლავინდებურად ციალებდა მრუმე ლაქა, ნისლეულის შუაგულში კი ნათლად კიაფობდა ორი
ვარსკვლავი.

კაპიტანი ტომთან ერთად შევიდა შლიუზის კამერაში. ჯერ ერთი, გადაწყვიტა, ჩემი წინადადება
შთამბეჭდავი იქნებაო, მეორეც, უბრალოდ დაიღალა პასუხისმგებლობის მტანჯველი
გრძნობისაგან. გაემგზავრება ტომთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს და თუ შეცდება, პირველი
დაიღუპება. მონაცემები დედამიწის ხომალდის მანევრირებაზე უკვე შეტანილია სამართავ
პულტში და მთავარი ქრონიზატორი კორელაციას უკეთებს. თუ კაპიტანი და ტომი
დაიღუპებიან, საკმარისი იქნება ცენტრალურ საგუშაგოში ღილაკს თითი დააჭირონ და
ხელსაწყოები „ლანვებონს“ იერიშზე გადაიყვანენ. ან ერთ-ერთი ხომალდი დაიღუპება, ან
ორივე. ასე, რომ, ეს არ იყო უკანდახევა.

შლიუზის გარეთა კარი გაიღო. ნისლეულის მანათობელი სიცარიელე გადაიშალა.


„ლანვებონიდან“ ოცდაათი კილომეტრის დაშორებით სივრცეში ეკიდა პატარა, მრგვალი
რობოტი. წარმოუდგენელ ორბიტაზე მოდრეიფე, იგი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა
ორმაგ ცენტრალურ მზეს. რა თქმა უნდა. მას ვერასოდეს ვერ მიაღწევდა. თეთრი ვარსკვლავი
დედამიწის მზეზე იმდენად ცხელია, რომ შეუძლია დედამიწის ტემპერატურამდე გააცხელოს
მისგან ხუთჯერ დაშორებული ნივთი, ვიდრე მანძილია ნეპტუნიდან მზემდე. პატარა რობოტი
ვარსკვლავს იმდენად რომ მიუახლოვდეს, როგორც პლუტონი და დედამიწაა, თეთრი ჯუჯას
ალი ხელოვნურ თანამგზავრ ალუბალივით გააწითლებს. დაუშვებელია რობოტი
ასორმოცდაათი მილიონი კილომეტრითაც კი მიუახლოვდეს ვარსკვლავს. ეს არის მანძილი

22
დედამიწასა და მზეს შორის. ასეთ მანძილზე რობოტის ლითონი გადნებოდა და
აორთქლდებოდა. მაგრამ ეს მსხლისმაგვარი საგანი თეთრი ვარსკვლავისაგან ნახევარი
სინათლის წლით იყო დაშორებული და თავისუფლად ეკიდა სიცარიელეში.

ორმა სკაფანდრიანმა დატოვა „ლანვებონი“. პატარა ატომურმა ძრავებმა სკაფანდრები


მინიატურულ კოსმოსურ ხომალდებად აქცია. ცოტა გადაკეთება ხელს არ უშლიდა მათ
მუშაობას. ადამიანები მეკავშირე რობოტისაკენ გაემართნენ. მოულოდნელად ტომმა
შლემოფონში კაპიტნის ჩახლეჩილი ხმა გაიგონა:

– მისტერ დორტ, მთელი ჩემი ცხოვრება ავანტიურას ვესწრაფოდი. და აი ბოლოს და ბოლოს


პირველი შემთხვევა მომეცა.

ტომმა ტუჩი დაისველა.

– ჩემი აზრით, ეს არაა ავანტიურა, სერ. ძალიან მინდა, გეგმა არ ჩაგვეფუშოს. ავანტიურა მაშინ
იწყება, როცა სიფრთხილეს კარგავ.

– ო, არა, – უპასუხა კაპიტანმა. – ავანტიურა სხვაა. ეს ნიშნავს სიცოცხლე შემთხვევის სასწორზე


დადო და უყურო, როდის გაჩერდება ისარი.

რობოტს მიაღწიეს და სკანერის შვერილებს ჩაეჭიდნენ.

– მოაზროვნე ქმნილებებია, – შენიშნა კაპიტანმა... ვინ იცის, როგორ უნდათ ჩვენს ხომალდზე,
გარდა რადიოკაიუტისა, სხვაც იხილონ, თუ ვიზიტის გაცვლაზე დაგვთანხმდებიან ბრძოლის
წინ.

– დიახ, სერ, – დაუმოწმა ტომმა.

მაგრამ, სადღაც, სულის სიღრმეში ეეჭვებოდა, რომ მისი ლაყუჩებიანი მეგობარი ბაკი
მოისურვებდა სიკვდილის წინ ენახა იგი, ეჩვენებოდა, თითქოს ხომალდები ძველი
რაინდებივით თავაზიანად ექცეოდნენ ერთმანეთს ბრძოლის წინ და შემდეგ ეკვეთებოდნენ
ერთიმეორეს.

რამდენიმე ხანს ადამიანები მდუმარედ ელოდნენ. შემდეგ ბურუსიდან ორი ფიგურა გამოჩნდა.
უცხოთა სკაფანდრებიც ატომურ-ძრავებიანი იყო. უცხოები ადამიანებზე პატარანი იყვნენ და
მათ ჩაფხუტის მინა გამფილტრავი ფენით დაეფარათ. ეს ფენა იჭერდა ხილულ და
ულტრაიისფერ სხივებს, რომლებიც მომაკვდინებელი იყო უცხოებისათვის. ფილტრიდან თავის
კონტურების მეტი არაფერი ჩანდა.

ტომის შლემოფონში „ლანვებონიდან“ გაისმა ხმა:

– ამბობენ, გელოდებითო, სერ, შლიუზის კარი ღია იქნება.

კაპიტანმა კუშტად იკითხა:

– მისტერ დორტ, გინახავთ ადრე მათი სკაფანდრები? დარწმუნებული ხართ, რომ ყუმბარის
მსგავსი არაფერი მოაქვთ?

23
– დიახ, სერ, – უპასუხა ტომმა. – ჩვენ ვაჩვენეთ ერთიმეორეს ჩვენი კოსმოსური აღჭურვილობა.
არაფერი ზედმეტი არ ჩანს, სერ.

კაპიტანმა ანიშნა ორ უცხოს. ის და ტომი დორტი გაემართნენ შავი ხომალდისაკენ: ვერ


ხედავდნენ, მაგრამ მიმართულებას „ლანვებონიდან" აძლევდნენ.

ბოლოს, შორს გამოჩნდა შავი ხომალდი. უზარმაზარი იყო; „ლანვებონივით“ გრძელი და


გაცილებით უფრო განიერი. შლიუზი ღია დახვდათ, ორი სკაფანდრიანი ადამიანი შიგ შევიდა;
მაგნიტური ფეხსაცმელების წყალობით ფეხზე მყარად იდგნენ. გარეთა კარი დაიხურა,
შლიუზში ჰაერის ნაკადი შემოიჭრა და მაშინვე ჩაირთო ხელოვნური გრავიტაცია. შემდეგ გაიღო
შიგნითა კარი.

ირგვლივ ბნელოდა. ტომმა და კაპიტანმა ერთდროულად ჩართეს შუქი თავიანთ ჩაფხუტებში.


უცხოები თეთრ შუქს ვერ უძლებდნენ, ამიტომ მიწიერთა ჩაფხუტებმი მუქწითელი ნათურები
ენთო, ისეთი, ჩვეულებრივ, ხელსაწყოთა დაფებს რომ ანათებენ ხოლმე. ასეთ სინათლეზე
თვალი არ იღლება: ტელეეკრანებზე პატარა მანათობელ წერტილებს ხომ უნდა უყურო,
უცხოები ადამიანთა მოლოდინში ასეთ სინათლესაც თვალს ვერ უსწორებდნენ.

– ამბობენ, სერ, მათი კაპიტანი გელოდებათო, – მოახსენეს „ლანვებონიდან“.

ტომი და კაპიტანი გრძელ დერეფანში გავიდნენ. რბილი იატაკი ეგო. ჩაფხუტზე მიმაგრებული
ნათურა ოდნავ ანათებდა და სიბნელეში უცნაური დეტალები ჩანდა.

– ჩაფხუტს გავხსნი, სერ, – თქვა ტომმა.

ჰაერი კარგი იყო. ოცდარვა პროცენტ ჟანგბადს შეიცავდა, ნაცვლად დედამიწაზე არსებული
ოცისა. წნევა შესამჩნევად უფრო ნაკლები იყო. ხელოვნური გრავიტაციაც უფრო ნაკლები,
ვიდრე „ლანვებონზე“. უეჭველია, უცხოების მშობლიური პლანეტა უფრო მცირე იყო, ვიდრე
დედამიწა და თუ ინფრაწითელი სხივის მიხედვით ვიმსჯელებდით, ბრუნავდა მილეული
მუქწითელი მზის ირგვლივ. ჰაერში რაღაცის სუნი იდგა. უცნაური სუნი იყო, მაგრამ არა
შესაზარი.

თაღიანი შესასვლელი დაქანებული იყო და ძირს რბილი იატაკი ეგო. ირგვლივ მუქწითელი
სინათლე ანათებდა. უცხოებმა სინათლეს უმატეს, თუმცა თვალებს სჭრიდათ. ტომი ააღელვა
ყურადღებამ. ეწადა, მისი გეგმა აუცილებლად განხორციელებულიყო.

შავი ვარსკვლავთმფრენის კაპიტანმა მისალმების ნიშნად რაღაც ჟესტი გააკეთა. ტომს


სასაცილოდ მოეჩვენა მისალმება.

– სერ, ამბობს, მოხარული ვარ, რომ გესალმებითო, – გადმოსცეს „ლანვებონიდან“, – მაგრამ


ერთადერთ გამოსავალს ხედავს შექმნილი მდგომარეობიდან...

– მხედველობაში აქვს ორთაბრძოლა, – გააწყვეტინა კაპიტანმა, – გადაეცით, რომ სხვა


ვარიანტს შევთავაზებ.

24
„ლანვებონისა” და შავი ხომალდის კაპიტნები პირისპირ იდგნენ, მაგრამ მოლაპარაკება
საკმაოდ რთული გზით მიმდინარეობდა. უცხოები მეტყველებაში ბგერებს არ იყენებდნენ,
სანტიმეტრული ტალღებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს. ეს ლამის ტელეპათიაა. მათ
სიტყვები არ ესმოდათ და ტომისა და კაპიტნის საუბარიც ტელეპათიური ეგონათ. კაპიტანი რომ
ლაპარაკობდა – შლემოფონი სიტყვებს „ლანვებონზე“ გზავნიდა, იქ მაკოდირებელი ხელსაწყო
მოკლე ტალღებად აქცევდა და ხელახლა აგზავნიდა შავ ხომალდზე. უცხოთა კაპიტნის
პასუხებიც „ლანვებონზე“ მოდიოდა, დემაკოდირებელ ხელსაწყოში გაივლიდა და ნათარგმნი
სიტყვებით გადმოსცემდნენ შლემოფონში. ძალიან მოუხერხებელი სისტემა იყო. მაგრამ
მუშაობდა.

შავი ვარსკვლავთმფრენის პატარა ჩასკვნილი კაპიტანი ელოდებოდა. ბოლოს მოვიდა პასუხი.

– სიამოვნებით მოგისმენთ, სერ.

კაპიტანმა გახსნა ჩაფხუტი, დოინჯი შემოიყარა და სამხედრო პოზა მიიღო.

– მომისმინეთ. – მიმართა მან უცნაურ მელოტ არსებას. – ბრძოლა გარდაუვალი ჩანს. ერთ-
ერთი ჩვენგანი უნდა დაიღუპოს. ჩვენ მზადა ვართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, იცოდეთ, ჩვენს
პლანეტას მაინც ვერასოდეს ვერ იხილავთ, ამისათვის ყოველგვარი ზომა მივიღეთ. ჩვენ რომ
გავიმარჯვოთ, თქვენი პლანეტის ადგილსამყოფელს ვერ მივაკვლევთ. შინ დავბრუნდებით და
ჩვენი მთავრობა შექმნის ფლოტს და დაიწყება თქვენი პლანეტის ძიება. თუ მივაკვლიეთ,
ცხადია, ადვილად დავიპყრობთ! თუ თქვენ გაიმარჯვებთ, თქვენც ასე მოიქცევით ყველაფერი ეს
სისულელეა! ერთი თვეა, ვდგავართ აქ. ერთმანეთს ინფორმაციებს ვაწვდით, ერთურთისადმი
სიძულვილს არ ვგრძნობთ. ბრძოლის მიზეზი არა გვაქვს რა, მხოლოდ ჩვენი რასების სიმშვიდე
გვსურს!

კაპიტანმა იყუჩა და მძიმედ ამოისუნთქა. ტომი დორტმა შეუმჩნევლად სკაფანდრის ქამარს


ჩაავლო ხელი. ფიქრობდა, ეშმაკობა გაჭრისო.

– ის ამბობს, – გაისმა შლემაფონში, – კი გეთანხმებით, მაგრამ ჩემმა რასამ თავი უნდა დაიცვას
ისე, როგორც თქვენმა რასამო.

– რა თქმა უნდა, – გაბრაზებით თქვა კაპიტანმა, – მაგრამ ხომ ღირს მოვიფიქროთ, როგორ
დავიცვათ? ეგ რომ ბრძოლის მიზეზად აქციო, უგუნურებაა. უეჭველად უნდა იცოდეს
თითოეულმა რასამ უცხო ცივილიზაციის არსებობაზე, ოღონდ ერთს უნდა სჯეროდეს, რომ
მეორეს არ სურს ბრძოლა და სურს თანამშრომლობა. ასევე უნდა სჯეროდეს მეორესაც. ჩვენ არ
დაგვჭირდება, ვეძებოთ ერთმანეთი, თუ შევქმნით ნდობის საფუძველი. თუ ჩვენი მთავრობები
მოინდომებენ სისულელე ჩაიდინონ, ეს მათი საქმეა. ოღონდ ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება,
პანიკით მეპყრობილებმა კოსმოსური ომი კი არ გააჩაღონ, არამედ გამოიჩინონ გონიერება.

უცხომ მოკლედ უპასუხა.

– ის ამბობს, ახლა ძნელია ერთურთის ნდობაო. როცა ჩემი რასის არსებობას საფრთხე
ემუქრება, ძნელია რისკზე წასვლაოთო, შეიძლება რაღაც უპირატესობა დაკარგოო.

25
– ჩემმა რასამ, – იყვირა კაპიტანმა და თვალებში ჩააშტერდა, – ჩემმა რასამ უკვე მიიღო თდ
უპირატესობა. ჩვენ მოვედით თქვენს ხომალდზე ატომურ ძრავებიან სკაფანდრებში. ისინი
ჩვენი ხომალდიდან გამომგზავრების წინ გადავაკეთეთ, თვითეულ ჩვენგანს შეუძლია
აამოქმედოს ათ-ათი გირვანქა აქტივირებული საწვავი პირდაპირ თქვენს ხომალდზე. ან
დისტანციური სამართავით ავამოქმედოთ ჩვენი ხომალდიდან, წარმოუდგენელია თქვენი
საწვავის მარაგი ჩვენთან ერთად არ აფეთქდეს! სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენ არ
მიიღებთ ჩემს წინადადებას და არ გინდათ ჭკუას მოუხმოთ, დორტი და მე ავაფეთქებთ ჩვენს
ნაღმს. მაშინაც კი, თუ ვერ მოვსპობთ თქვენს ხომალდს, ძლიერად დავაზიანებთ. „ლანვებონი“
აფეთქებიდან ორ წამსაც არ დააყოვნებს თავდასხმას.

მუქწითლად განათებული უცხოების ხომალდის კაიუტა საოცარი სანახავი იყო. უცნაური,


მელოტი, ლაყუჩებით მსუნთქავი უცხოები კაპიტანს მისჩერებოდნენ და რადგან არ ესმოდათ.
სიტყვის თარგმანს ელოდნენ. უცებ ჰაერში დაძაბულობამ დაისადგურა უცხოთა კაპიტანი
შეირხა.

შლემოფონში ისევ გაისმა:

– სერ, კითხულობს, რას გვთავაზობთო?

– ხომალდები გავცვალოთ, – დაიღრიალა კაპიტანმა. – გავცვალოთ ხომალდები და შინ


დავბრუნდეთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ხელსაწყოები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ვერ
გვითვალთვალონ, თქვენც ასევე გააკეთეთ. თითოეულმა ჩვენგანმა წაიღოს თავისი რუკები და
ჩანაწერები. თითოეულმა ჩვენგანმა თავისი იარაღი უვნებელჰყოს. ჰაერს ერთგვარად
შევეგუებით თქვენცა და ჩვენც. ჩვენ წავიღებთ თქვენს ხომალდს, თქვენ კი ჩვენსას. ერთმანეთს
ზიანს ვერ მივაყენებთ და შინ ორივენი საკმაოდ ბევრ ცნობას მივიტანთ. შეგვიძლია
შევთანხმდეთ და შევხვდეთ შემდგომში აქვე, კიბორჩხალასებრ ნისლეულში, როცა ორმაგი
ვარსკვლავი მეორედ მობრუნდება. თუ ჩვენი ხალხი მოისურვებს თქვენთან შეხვედრას, ის ამას
გააკეთებს. თუ თქვენ შეგეშინდებათ, ნუ მოფრინდებით. ესაა ჩემი წინადადება. ან მიიღეთ, ან
დორტი და მე ავაფეთქებთ თქვენს ხომალდს. რაც დარჩება, იმას „ლანვებონი“ გაანადგურებს.
კაპიტნები ერთმანეთს შესცქეროდნენ თარგმანის მოლოდინში. ირგვლივ პატარა ჩაფსკვნილი
ფიგურები გარინდულიყვნენ. ბოლოს მოვიდა თარგმანი. დაძაბულობამ იკლო, ფიგურები
შეირხნენ. ერთ-ერთი უცხო დაიკრუნჩხა, რბილ იატაკზე დავარდა და თავს ურტყამდა. სხვები
კედელს მიეყრდნენ და აცახცახდნენ.

შლემოფონში აქამდე მეტისმეტად ზუსტად და საქმიანად გადმოსცემდნენ. ახლა კი


თავშეკავებული გაოცება გაისმა.

– სერ, ის ამბობს. შესანიშნავი ხუმრობააო. თქვენ რომ გზაში შეგხვდათ, იმ ორ უცხოსაც აქვს
სკაფანდრებში ამფეთქებელი. ისინიც ასეთივე წინადადების შემოთავაზებას აპირებდნენ. რა
თქმა უნდა, ის თანახმაა, სერ. ამბობს, თქვენი ხომალდი უფრო ფასეულია ჩემთვის, ვიდრე
საკუთარიო. მათი კი უფრო ფასეულია ჩვენთვის, ვიდრე „ლანვებონი“, ეტყობა, მოვრიგდით,
სერ.

ტომი დორტი მიხვდა რად ცახცახებდნენ უცხოები. ისინი იცინოდნენ.

26
გაცვლა-გამოცვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც კაპიტანს ეგონა. სამი დღე ორივე
ხომალდის ეკიპაჟი აირია. უცხოები „ლანვებონის“ მექანიზმის მუშაობას სწავლობდნენ,
ადამიანები კი შავი ხომალდის მართვას. ეს იყო შესანიშნავი ხუმრობა, მაგრამ არა მარტო
ხუმრობა. ადამიანები შავ ხომალდზე და უცხოები „ლანვებონზე“ მზად იყვნენ,
ბრძანებისთანავე გაეცამტვერებინათ ხომალდები. აუცილებლობის შემთხვევაში ამას
გააკეთებდნენ, მაგრამ აუცილებლობა არ წარმოქმნილა. მართლაც, რადგან კაპიტნებმა
მოილაპარაკეს, სჯობდა ორივე ექსპედიცია დაბრუნებულიყო შინ და არა მხოლოდ ერთი. თუმცა
დავის გარეშე არ გამოდიოდა. უფრო ხშირად კამათობდნენ ჩანაწერებზე. გადაწყვიტეს,
მოესპოთ. ექსპედიციებს თავსატეხი გაუჩინა „ლანვებონის“ ბიბლიოთეკამ და შავი ხომალდის
ანალოგიურმა საცავმა. საცავში ჩვენებური რომანების მსგავსი შრომები ჰქონდათ შენახული. ამ
საგანთაგან სავარაუდებელი მეგობრობისათვის ყოველივე მეტად ფასეული იყო, რადგან
ჩვეულებრივი მოქალაქის თვალთახედვით, შეუფერადებლად ჩანდა მათი კულტურა.

დაძაბული დღეები იყო. უცხოები სინჯავდნენ ადამიანთა საკვებს და გადაჰქონდათ შავ


ხომალდზე. ადამიანები უცხოთა საკვებით ტვირთავდნენ „ლანვებონს“. ბევრი წვრილმანის
გათვალისწინება მოუხდათ. დაწყებული სინათლის გაყვანილობიდან, დამთავრებულ
აპარატურის შემოწმებამდე. ორივე რასის გაერთიანებული საკონტროლო ჯგუფები
ადასტურებდნენ, რომ ყველა სათვალთვალო ხელსაწყო მოხსნილი არ არის, მაგრამ ვერავინ
ვერ გამოიყენებს. უცხოებმაც და ადამიანებმაც იზრუნეს იმაზე, რომ თავიანთ ხომალდზე
არავითარი იარაღი არ დაეტოვებინათ. საინტერესოა, რომ ორივე ეკიპაჟისათვის ადვილი იყო
ისეთი ზომების მიღება, რომელიც შეუძლებელს ხდიდა შეთანხმების დარღვევას.

„ლანვებონის“ რადიოკაიუტაში განშორების წინ შედგა ბოლო თათბირი.

– უთხარით მაგ ბაღლინჯოს. – დაიგუგუნა „ლანვებონის“ ყოფილმა კაპიტანმა, რომ კარგი


ხომალდი მიიღო და კარგად მოუაროს.

მიმღები კოჭით მოვიდა საპასუხო ბარათი.

– ვფიქრობ, – იტყობინებოდა უცხოთა კაპიტანი, – რომ თქვენი ახალი ხომალდიც არაა ცუდი.
იმედი მაქვს, შეგხვდებით აქ, როცა ორმაგი ვარსკვლავი ერთხელ შემობრუნდება.

უკანასკნელმა ადამიანებმა დატოვეს „,ლანვებონი“. სანამ ისინი შავ ხომალდამდე


მიაღწევდნენ, ხომალდი ნისლეულის კვამლში ჩაიძირა. ეკრანები შავ ხომალდზე
ადამიანებისათვის იყო გადაკეთებული. ადამიანები გაფაციცებით უთვალთვალებდნენ
თავიანთი საყვარელი ხომალდის ტრასას. იმ დროს, როცა მათმა ახალმა ხომალდმა
ნისლეულის შორეული ნაწილისაკენ აიღო კურსი. ახალი ხომალდი ვარსკვლავებისაკენ
მიმავალ სიცარიელის ხეკში შეცურდა და სწრაფად გავიდა ნამდვილ სიცარიელეში. ცოტა
შეყოვნდა და ოვერდრაივის ველმა დაიწყო მოქმედება. შემდეგ შავი ვარსკლავთმფრენი შეიჭრა
სიცარიელეში, სინათლის სიჩქარეზე გაცილებით უფრო სწრაფად.

გავიდა რამდენიმე დღე და ერთხელ კაპიტანმა დაინახა, რომ ტომი დორტი ყურადღებით
ათვალიერებდა საგანს, რომელიც უცხოებს წიგნის მაგივრობას უწევდა. აი, გაჩნდა
თავსამტვრევი. კაპიტანს ეამა. „ლანვებონის“ ეკიპაჟის ყოფილი ტექნიკოსები თითქმის

27
ზედიზედ აგნებდნენ რაიმე საინტერესოს. უეჭველია, უცხოებსაც ასევე სწყალობდათ ბედი
„ლანვებონის“ შესწავლისას. მაგრამ შავი ხომალდი ძვირფასი შენაძენი იყო. კარგ გამოსავალს
მიაგნეს. ბრძოლაში გამარჯვებას ხომალდების გაცვლა სჯობდა.

– ეჰ, ეჰ, მისტერ დორტ, – ხმა ჩაეხლიჩა კაპიტანს, – იქეთობას აპარატურა აღარა გაქვთ,
სურათები რომ გადაიღოთ. „ლანვებონზე“ დარჩა. მაგრამ, საბედნიეროდ, აქეთობას
გადაღებული სურათები შეგვრჩა. შევეცდები, თქვენი წინადადება დამაჯერებლად მოვახსენო,
სადაც ჯერ არს და თქვენი დახმარებაც შევთავაზო. მე თქვენ დიდად გაფასებთ, სერ.

– გმადლობთ, სერ. – უთხრა ტომი დორტმა.

ის უცდიდა. კაპიტანმა ყელი ჩაიწმინდა.

– თქვენ... ე... პირველმა მიაქციეთ ყურადღება ჩვენსა და უცხოებს შორს აზროვნების


პროცესების მსგავსებას. – შენიშნა მან. – რას ფიქრობთ ჩვენს შემდგომ მეგობრობაზე, თუ
როგორც შევთანხმდით, ისევ შევხვდებით ნისლეულში?

– ო, ჩვენ კარგად შევეწყობით ერთმანეთს, – დააიმედა ტომმა. – ჩვენს მეგობრობას მყარი


საფუძველი ჩავუყარეთ. ბოლოს და ბოლოს ისინი ინფრაწითელ სინათლეზე ხედავენ და ის
პლანეტები, მათთვის რომ გამოსადეგია, ჩვენ არ გამოგვადგება. ჩვენა თანამშრომლობას ხელს
არაფერი შეუშლის. ფსიქოლოგია თითქმის ერთგვარი გვაქვს.

– ჰმ, ჰმ, როგორ გესმით ეს? – ჰკითხა კაპიტანმა.

– უეჭველია, რომ ძალზე გვგვანან, სერ. მართალია, ლაყუჩებით სუნთქავენ, სითბოს სხივებში
ხედავენ, სისხლში სპილენძი აქვთ, ნაცვლად რკინისა, არის განსხვავება წვრილმანებშიც...

სხვა მხრივ ძალიან ვგავართ ერთმანეთს. მათ ეკიპაჟში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ, სერ,
მაგრამ მათთანაც ორი სქესია, როგორც ჩვენში. ოჯახებიცა აქვთ და ჰეჰ... იუმორის გრძნობა
გააჩნიათ... ტომი შეყოვნდა.

– განაგრძეთ, სერ, – სთხოვა კაპიტანმა.

– კარგი. იქ იყო ერთი, ბაკი დავარქვი, სერ, ბგერითი ტალღებით გამოხატული სახელი არა აქვს,
– თქვა ტომმა. – შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. მეგობრად ვთვლი, სერ. ჩვენი
ხომალდების დაშორებამდე რამდენიმე საათი ერთად დავყავით. მაშინ დავრწმუნდი, უცხოები
და ადამიანები დამეგობრდებიან, გადარჩენის ოდნავი იმედიც თუკი იქნება. იცით, სერ, მე და
ბაკი როგორ გავერთეთ? პიკანტურ ანეკდოტებს ვყვებოდით.

28
გულშემატკივარი სვავები

აიზეკ აზიმოვი (მთარგმნელი – მ. ტყემალაძე)

თხუთმეტი წელიწადი გავიდა, ხარიელებს კი მთვარის უკანა მხარეზე ჯერ კიდევ არ


მიეტოვებინათ თავიანთი ბაზები. ეს გაუგონარი, დაუჯერებელი ამბავი გახლდათ.

ვერცერთი ხარიელი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ საქმე ასე გაჭიანურდებოდა. უკვე სრული


თხუთმეტი წელიწადი იყო, რაც საგანგებო რაზმები საბრძოლო მდგომარეობაში
იმყოფებოდნენ! ისინი მზად იყვნენ, გაერღვიათ რადიოაქტიური ღრუბლები, დაშვებულიყვნენ
ქვემოთ და გადაერჩინათ ის, რისი გადარჩენაც კი შესაძლებელი იქნებოდა იმ მცირერიცხოვანი
ადამიანებისათვის, რომლებიც ცოცხლები გადარჩებოდნენ. რა თქმა უნდა, შესაფერის
გასამრჯელოს თუ მიიღებდნენ.

მაგრამ პლანეტამ თავის მზეს უკვე თხუთმეტჯერ შემოუარა, მისი თანამგზავრი კი ყოველთვის
სულ ცოტა ცამეტ წრეს აკეთებდა და ამ ხნის განმავლობაში არ იქნა და არ დაიწყო ატომური
ომი!

ამ პლანეტის მცხოვრებნი, – დიდი მოაზროვნე პრიმატები, – ხან აქ, ხან იქ ატომს აფეთქებდნენ.
სტრატოსფერო რადიოაქტიური დაშლის პროდუქტებით მთლად გაჟღენთილი იყო. ომი კი არა
და არ იწყებოდა!

დევი ენს დიდი იმედი ჰქონდა, რომ მას შემცვლელს გამოუგზავნიდნენ. ანგარიშით იგი უკვე
მეოთხე კაპიტანი იყო, ამ კოლონიზატორულ ექსპედიციას რომ მეთაურობდა (ჯერ კიდევ თუ
შეიძლება მას ასე ეწოდოს თხუთმეტი წლის უნაყოფო ლოდინის შემდეგ) და მეხუთეს გამოჩენას
ფრიად მიესალმებოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირდებოდა, ვინაიდან სამშობლოდან,
ხარიეთიდან მთავარი ინსპექტორი უნდა ჩამოსულიყო, რათა პირადად გასცნობოდა
მდგომარეობას.

– შესანიშნავია!

სკაფანდრით შემოსილი დევი ენი მთვარეზე იდგა და ხარიეთზე ფიქრობდა. მისი გრძელი,
წვრილი ხელები მოუსვენრად მოძრაობდნენ, შორეული წინაპრების ძახილს ადევნებული,
თითქოს ისწრაფოდნენ, ხეთა ტოტებს ჩასჭიდებოდნენ. სიმაღლით იგი მეტრზე მეტი არ
იქნებოდა. მუზარადის წინა ნაწილის გამჭვირვალე ფენიდან შავ დანაოჭებულ სახეზე დიდი
მოძრავი ცხვირი მოუჩანდა. ფუნჯივით პატარა წვერი სახესთან მედარებით ქათქათა
გეგონებოდათ. უკან, ქამრის ცოტა ქვემოთ, კოსტიუმს პატარა პარკი ჰქონდა, რომელშიც მოკლე,
მორის მსგავსი კუდი მოხერხებულად განისვენებდა. ბუნებრივია, თავის გარეგნობაში დევი ენი
არაჩვეულებრივს არაფერს ხედავდა, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ ხარიელები გალაქტიკაზე
დასახლებულ სხვა გონიერ არსებათაგან განსხვავდებოდნენ. მხოლოდ ხარიელები არიან ასე
მომცრო ტანის, მხოლოდ მათ აქვთ კუდი, მხოლოდ ისინი არ იკვებებიან ხორცით... მხოლოდ

29
მათ აიცილეს გარდაუვალი ატომური ომი, რომელსაც თან მოჰქონდა მოაზროვნე არსებების
სხვა სახესხვაობათა დაღუპვა. იგი იდგა ფიალას მსგავსი დაბლობის ფსკერზე (უფრო პატარა
რომ ყოფილიყო, ხარიეთში მას კრატერს დაარქმევდნენ); დაბლობი ისე შორს იყო
გადაჭიმული, რომ მაღალი მთაგრეხილების რკალით მოარშიებული ჰორიზონტის მიღმა
იკარგებოდა. რკალის სამხრეთ კიდეზე, რომელიც მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცული იყო,
ქალაქი გაზრდილიყო. ცხადია, პირველად ის მხოლოდ დროებითი ბანაკი იყო, მაგრამ
მოგვიანებით აქ ჩამოიყვანეს ქალები, გაჩნდნენ ბავშვებიც. ახლა აქ იყო სკოლებიც,
ჰიდროპონის რთული დანადგარებიც, წყლით სავსე უზარმაზარი რეზერვუარებიც – ერთი
სიტყვით, ყველაფერი, რაც უნდა ჰქონდეს თანამგზავრზე ატმოსფეროს მოკლებულ ქალაქს.

პირდაპირ სასაცილოა! მთელი ქალაქი – და მხოლოდ იმიტომ, რომ, რომელიღაც პლანეტას არა
სურს ატომური ომის დაწყება, თუმცა კი ატომურ იარაღს ფლობს! მთავარი ინსპექტორი – მას
წუთი-წუთს მოელოდნენ, – უეჭველია, იმ წამსვე მისცემს კითხვას, რომელსაც თვითონ დევი
ენიც საკუთარ თავს უამრავჯერ აძლევდა. მაინც რატომ არ არის ატომური ომი?

დევი ენი შეტრიალდა და შეხედა, როგორ ამზადებდნენ დასაჯდომ მოედანს უზარმაზარი


მოუქნელი მაუვები. ისინი ნიადაგს ასწორებდნენ და კერამიკული მასის ფენით ფარავდნენ
რომელსაც მაქსიმალურად უნდა შთაენთქა ჰიპერატომური მინდვრის რეაქტიული უკუქცევა და
ვარსკვლავთშორისი ხომალდის მგზავრები უსიამოვნო შეგრძნებისაგან ეხსნა. სკაფანდრებიც
კი ვერ ფარავდნენ იმ ძლიერებას, რომელიც თითქოს მოჟონავდა მაუვების მთელი არსებიდან,
მაგრამ ეს იყო წმინდა ფიზიკური ძალა. მათ გვერდით მოჩანდა პატარა ტანის ხარიელი, ის
ბრძანებებს იძლეოდა და მაუვებიც უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. მაშ სხვაგვარად როგორ
შეიძლებოდა? მაუვების რასა, მოაზროვნე ყველა დიდრონი პრიმატებიდან ერთადერთი იყო,
რომელიც ხარიეთს სრულიად უჩვეულო ხარკს უხდიდა, – მატერიალურ ფასეულობათა
ნაცვლად თავისი პლანეტის მოსახლეთა გარკვეულ რიცხვს უგზავნიდა. ეს საოცრად
ხელსაყრელი ხარკი იყო, ბევრად უკეთესი, ვიდრე ფოლადი, ალუმინი, ან სამკურნალო
პრეპარატები.

დევი ენის მუზარადში უცებ ტელეფონი გამოცოცხლდა.

– კაპიტანო, ხომალდი გამოჩნდა, – მოესმა მას. – იგი ერთ საათზე ადრე დაჯდება.

– ჩინებულია, – უპასუხა დევი ენმა, – დაე, მანქანა გამიმზადონ. როგორც კი დაჯდომას


დაიწყებს, გავემგზავრები. მაგრამ მას სრულიადაც არ ეგონა, რომ ყველაფერი ჩინებულად
მიდიოდა.

მთავარი ინსპექტორი ხუთი მაუვისაგან შემდგარი ამალით ჩამოვიდა. ისინი მასთან ერთად
ქალაქში შევიდნენ. ორი მაუვი აქეთ-იქით მხარდამხარ მიჰყვებოდა, სამი კი ფეხდაფეხ
მისდევდა. სკაფანდრის გახდაში დაეხმარნენ, შემდეგ კი თვითონაც გაიხადეს.

მათი სრულიად უბალნო სხეული, უხეშნაკვთებიანი დიდრონი სახეები, ფართო ცხვირი და


ბრტყელი ღაწვები თავისი სიმახინჯით ზიზღს გგვრიდნენ, მაგრამ შიშს არ იწვევდნენ.
ხარიელებზე ორჯერ მაღლები იყვნენ, და თითქმის სამჯერ უფრო ჩაფსკვნილნი, მათი
თვალები კი გულგრილად გამოიყურებოდნენ და მთელი მათი შესახედაობა, როცა იდგნენ,

30
ოდნავ დახრილი კუნთებიანი კისრით და აპათიურად დაშვებული მძიმე ხელებით, მორჩილებას
გამოხატავდა.

მთავარმა ინსპექტორმა მაუვები გაუშვა და ისინიც რიგრიგობით გავიდნენ ოთახიდან. მას,


რასაკვირველია, სრულიადაც არ ესაჭიროებოდა დაცვა, მაგრამ მისი მდგომარეობა ხუთი
მაუვისაგან შემდგარ ამალას მოითხოვდა და ანდა რა არის აქ სალაპარაკო: არც უსასრულო
მისასალმებელი რიტუალის დროს, არც ჭამის დროს მთავარ ინსპექტორს საქმეებზე არაფერი
უკითხავს. მხოლოდ მაშინ, როცა დრო დადგა (უფრო შესაფერისი ძილისათვის), თითებით
ოდნავ აიჩეჩა წვერი და ჰკითხა:

– კაპიტანო, კიდევ რამდენ ხანს ვუცადოთ?

როგორც ჩანდა, იგი ძალზე მოხუცი იყო. ხელებზე ბალანს ჭაღარა შერეოდა, ხოლო იდაყვებთან
ბუჩქა ბალანი ისეთივე თეთრი გახდომოდა, როგორც წვერი.

– რა მოგახსენოთ, თქვენო უმაღლესობავ, – თავმდაბლად ჩაილაპარაკა დევი ენმა. – მათ


გადაუხვიეს გზიდან.

– ეს თავისთავად ცხადია. ჩვენ გვაინტერესებს, სახელდობრ, რატომ გადაუხვიეს. საბჭოსათვის


ცხადია, რომ პატაკებში იმაზე ნაკლებსა სწერთ, ვიდრე იცით. თქვენ ხსნით თეორიებს, მაგრამ
არავითარ ფაქტებს არ იძლევით. ხარიეთში ჩვენ ყველაფერი ეს მოგვბეზრდა. თუ თქვენთვის
რაიმეა ცნობილი, ახლა დროა გაგვაგებინოთ.

– აქ, თქვენო უმაღლესობავ, ძნელია დანამდვილებით ლაპარაკი. ჩვენ პირველად მოგვეცა


შესაძლებლობა, ასეთი დიდი ხნით თვალყური გვედევნებინა პლანეტისათვის. ამ უკანასკნელ
დრომდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა იმას, რაც იქ ხდება. წლიდან წლამდე ველოდით,
რომ ეს-ესაა დაიწყებოდა ატომური ომი და მხოლოდ შემდეგ, როცა მე მეთაურობა მივიღე,
პლანეტის მცხოვრებთ უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდით. ლოდინი ჩვენთვის ერთში მაინც
სასარგებლო აღმოჩნდა. მათი რამდენიმე ძირითადი ენა შევისწავლეთ.

– როგორ? პლანეტაზე დაუშვებლად?

დევი ენმა აუხსნა:

– სათვალთვალოდ პლანეტის ატმოსფეროში შეჭრილი ჩვენა ხომალდები რადიოსიგნალებს


იწერდნენ, განსაკუთრებით, პირველი წლების განმავლობაში. მე ისინი ლინგვისტურ
გამომთვლელ მანქანებს გასაშიფრავად გადავეცი და მთელი ეს წელიწადი იმას მოვანდომე,
რომ მათ აზრში გავრკვეულიყავი.

მთავარმა ინსპექტორმა წარბები ოდნავ აჭიმა, ეს სავსებით საკმარისი იყო, რათა ეჩვენებინა,
თუ რაოდენ განცვიფრებულია.

– ის, რაც თქვენ გაიგეთ, რაიმეთი საინტერესოა?

31
– თქვენო უმაღლესობავ, შესაძლოა, აგრეც იყოს, მაგრამ ცნობები, რომელთა მიღებაც
მოვახერხე, იმდენად უცნაურია, მასალა კი, რომლიდანაც ისინია ამოკრებილი, ისე არასაიმედო,
რომ ჩემს ოფიციალურ პატაკებში ვერ ვბედავდი ამის შესახებ მომეწერა.

მთავარი ინსპექტორი მიხვდა.

– იმედი მაქვს, შესაძლებლად ჩათვლით, თქვენი შეხედულებანი არაოფიციალურად


გამაცნოთ... მე? – რამდენადმე დაძაბულად წარმოთქვა მან.

– მოხარული ვიქნები, ეს გავაკეთო, – წამსვე უპასუხა დევი ენმა. – როგორც ჩვენ ვვარაუდობდით,
ამ პლანეტის მკვიდრნი დიდ პრიმატებს ეკუთვნიან. მტაცებლური ინსტინქტი მათთვის
სავსებით დამახასიათებელია.

მთავარმა ინსპექტორმა შვებით ამოისუნთქა და ენით ცხვირი სწრაფად მოილოკა.

– რატომღაც წარმომედგინა, რომ ამ ინსტინქტს ისინი მოკლებული არიან და ამიტომ... მაგრამ,


განაგრძეთ, განაგრძეთ.

– არა, სწორედ მტაცებლური ინსტინქტი მათში მეტად ძლიერაა განვითარებული, – დაუმოწმა


დევი ენმა, – უფრო ძლიერად, ვიდრე ეს ჩვეულებრივი დიდი პრიმატებისათვის არის
დამახასიათებელი.

– მაშ, რატომ არ მიგვიყვანა მან სასურველ შედეგამდე?

– თქვენო უმაღლესობავ, მიგვიყვანა, მაგრამ ბოლომდე კი არა. როგორც ყოველთვის,


ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის შემდეგ მათში დაიწყო ტექნიკის განვითარება და დიდი
პრიმატების ჩვეულებრივი ხოცვა-ჟლეტა ჭეშმარიტად კატასტროფულ ომებად გადაიქცა.
უკანასკნელი ომის დროს, რომელმაც მთელი პლანეტა მოიცვა, მათ გამოგონებული ჰქონდათ
ატომური იარაღი და ომებიც მაშინვე შეწყდა.

მთავარმა ინსპექტორმა თავი დაუქნია.

– განაგრძეთ!

– ამის შემდეგ მალე, – განაგრძო დევი ენმა, – ახალი ომი უნდა დაწყებულიყო; ატომური იარაღი
უფრო მომაკვდინებელი გახდა და მსვლელობა მაინც მიეცემოდა, როგორც ეს დიდ პრიმატებს
სჩვევიათ; ამის შედეგად, პლანეტა დაიღუპებოდა, ხოლო მთელი მოსახლეობიდან ერთი მუჭა
შიმშილით მომაკვდავი არსებანი დარჩებოდნენ.

– სავსებით სწორია. მაგრამ ეს არ მოხდა. რატომ?

– საჭიროა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება, – შენიშნა დევი ენმა. – მე მგონია, ამ დიდ


პრიმატებში ტექნიკამ არაჩვეულებრივად სწრაფად იწყო განვითარება.

– მერე რა, – შეესიტყვა თანამოსაუბრე. – ატომური იარაღი მათ უფრო მალე გამოიგონეს.

32
– სწორია, მაგრამ სრულიად საპლანეტო უკანასკნელი ომის დამთავრებისთანავე ისინი
ატომური იარაღის სრულყოფას გასაოცარი სისწრაფით განაგრძობდნენ. სწორედ ამაშია
უბედურება. მომაკვდინებელი პოტენციალი წინასწარ გაიზარდა, ვიდრე საომარი მოქმედების
შემთხვევა მიეცემოდათ. ამჟამად კი იმ სიმაღლეს მიაღწია, რომ თვით დიდი პრიმატებიც კი ვერ
ბედავენ ომის გაჩაღებას.

მთავარმა ინსპექტორმა ფართოდ გააღო პატარა შავი თვალები.

– სისულელეა! ტექნიკის დარგში ამ არსებათა ნიჭიერებას არაფრის შეცვლა არ შეუძლია.


სამხედრო მეცნიერების სწრაფი განვითარება მხოლოდ ომის დროს ხდება.

– როგორც ჩანს, მოცემული პრიმატები საერთო წესიდან გამონაკლისი უნდა იყოს. მაგრამ საქმე
ამაში როდია. ყველაფრიდან ჩანს, რომ ისინი მაინც ომობენ, ეს არაა ნამდვილი ომი, მაგრამ
მაინც ომია.

– არა ნამდვილი ომი, მაგრამ მაინც ომი?!. – გაოგნებით გაიმეორა ინსპექტორმა. – ეს რას
ნიშნავს?

–დანამდვილებით თქმა არ შემიძლია. – დევი ენს ცხვირი ნერვიულად შეუთრთოლდა. –


სწორედ ამ პუნქტში, ჩემს ცდას, გამოვიტანო აზრი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მასალებიდან, რომლის
შეგროვებაც მოვახერხეთ, ყველაზე ნაკლები წარმატება ხვდა წილად. ის, რაც ამ პლანეტაზე
ხდება, „ცივი ომის“ სახელითაა ცნობილი. ამ უცნაური ომის არსი როგორიც არ უნდა იყოს,
პლანეტის მცხოვრებლებს ის გაშმაგებული ტემპით ერეკება წინ, ახალი გამომგონებლობისაკენ
და, ამავე დროს, საბოლოო კატასტროფამ კი არ მიჰყავს.

– წარმოუდგენელია! – წამოიძახა მთავარმა ინსპექტორმა.

– აგერ, ის პლანეტა, – შეესიტყვა დევი ენი, – ჩვენ კი ისევ ისე აქ ვიმყოფებით. უკვე თხუთმეტი
წელიწადია ველით.

მთავარმა ინსპექტორმა გრძელი ხელები მაღლა ასწია, თავზემოთ გადააჯვარედინა და


მხრებზე დაუშვა.

– მაშინ ჩვენ მხოლოდ ერთიღა დაგვრჩენია. საბჭომ გაითვალისწინა, რომ პლანეტას შეეძლო
არამდგრად სამყაროს მდგომარეობაში მკვდარ წერტილზე გაჩხირულიყო, რომლიდანაც
მხოლოდ ერთი ნაბიჯია ატომურ ომამდე. რაღაც იმის მაგვარი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ.
თუმცა თქვენს მეტმა ვერავინ ვერ შეძლო რამდენადმე გონივრული ახსნა-განმარტება
შემოეთავაზებინა. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ეს დავუშვათ.

– თქვენო უმაღლესობავ, არ შეგვიძლია?

– დიახ. – თითქოს ყოველი სიტყვა ინსპექტორს ტკივილს აყენებდა. – მოცემული პრიმატები ამ


მკვდარ წერტილში რაც უფრო დიდხანს იქნებიან, მით უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ
ვარსკვლავთაშორისი გაფრენების საიდუმლოს გახსნიან და იმათთვის დამახასიათებელი
მტაცებლური მთელი მისწრაფებით გალაქტიკაში შეაღწევენ. გასაგებია?

33
– როგორ უნდა მოვიქცეთ?

მთავარმა ინსპექტორმა ხელები თავს მაგრად მოუჭირა, თითქოს ეშინოდა იმის მოსმენისა,
რასაც ახლა თვითონ იტყოდა. მისი ხმა ყრუდ გაისმოდა.

– რამდენადაც წონასწორობა, რომელშიც ისინი იმყოფებიან, მერყევია, ჩვენ ცოტა უნდა


ვუბიძგოთ. დიახ, კაპიტანო, ოდნავ ვუბიძგოთ!

დევი ენს კუჭი კონვულსიურად შეეკუმშა. უცებ მან პირში კვლავ ნაჭამი სადილის გემო შეიგრძნო.

– თქვენო უმაღლესობავ, მათ ვუბიძგოთ? – მას არ სურდა გაგება.

მაგრამ მთავარი ინსპექტორი ულმობელი იყო.

– ატომური ომის დაწყებაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. – ეტყობოდა ამ აზრისაგან მასაც ისევე
ერეოდა გული, როგორც დევი ენს. მან წაიჩურჩულა: – ჩვენ უნდა დავეხმაროთ.

დევი ენს კინაღამ ენა ჩაუვარდა და ოდნავ გასაგონად ჩაილაპარაკა:

– თქვენო უმაღლესობავ, კი, მაგრამ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?

– არ ვიცი... და ნუ მიცქერით აგრე. ეს ჩემი გადაწყვეტილება როდია. ეს საბჭოს დადგენილებაა.


თვითონ უნდა გესმოდეთ, გალაქტიკას რა ემუქრება, თუ მოაზროვნე დიდი პრიმატები,
ატომური ომით დაუოკებელნი, თავისი ძალით კოსმოსში შეაღწევენ.

დევი ენი შეძრწუნდა. დიდი პრიმატები გალაქტიკის სივრცეებში! მაგრამ იგი გამოკითხვას
განაგრძობდა:

– მერე, ატომურ ომს როგორ იწყებენ? ეს როგორ კეთდება?

– არ ვიცი, გეუბნებით, მაგრამ რაღაც ხერხი უნდა არსებობდეს. ვთქვათ, მაგალითისათვის, მ-მ,
გავუგზავნით წერილს, ანდა მ-მ, ღრუბლებს მივუშვებთ და გრიგალს გამოვიწვევთ. თუ
პლანეტის მეტეოროლოგიურ პირობებზე ვიმოქმედებთ, ბევრ რამეს მივაღწევთ.

– მერედა, განა ამის გამო ომი ატყდება? – ჰკითხა დევი ენმა, რომელსაც მთავარი ინსპექტორის
სიტყვები არცთუ ისე დამაჯერებლად მოეჩვენა.

– შესაძლოა, არც ატყდეს. ყველაფერი ეს მე მაგალითისათვის მოვიყვანე. მაგრამ დიდმა


პრიმატებმა თვითონვე უნდა იცოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ატომურ ომს სახელდობრ ისინი
აჩაღებენ. ურთიერთ-განადგურების ინსტინქტი მათ სისხლში აქვთ... გაითვალისწინა რა
ყოველივე ეს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.

დევი ენმა იგრძნო, რომ მისი კუდი ნელა, თითქმის ოხვა აკაკუნდა სკამზე. სცადა თავის შეკავება,
მაგრამ უშედეგოდ. შრუს

– თქვენო უმაღლესობავ, რა დადგენილება?

– პლანეტიდან უნდა წამოვიყვანოთ ერთი დიდი პრიმატი, მოვიტაცოთ.

34
– ველური?

– ამჟამად პლანეტაზე სხვა არც არსებობს. რასაკვირველია, ველური.

– მერედა როგორ ფიქრობთ, ის რას გვეტყვის?

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ, საერთოდ, რაიმეზე ილაპარაკოს, სულ ერთია,
რაზე; ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ფსიქოანალიზატორები გვიპასუხებენ.

დევი ენმა, რამდენადაც შეეძლო, კისერი მხრებში ღრმად ჩარგო. ზიზღისაგან კანი მთლად
დაეხორკლა. ველური დიდი პრიმატი! მან სცადა წარმოედგინა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს
არსება, რომელსაც ატომური ომის განსაცვიფრებელი მედეგები არ მიჰკარებია და არც
ხარიელთა ევგენიკის გამაცივილიზებელი ზემოქმედება შეხებია.

მთავარი ინსპექტორი არც კი ცდილა, დაეფარა, რომ დევი ენის ზიზღს იზიარებდა, მაგრამ,
მიუხედავად ამისა, თქვა:

–კაპიტანო, პლანეტაზე გასაგზავნი ექსპედიციის მეთაურობა თქვენ მოგიხდებათ. ეს


გალაქტიკის საკეთილდღეოდ კეთდება.

დევი ენს პლანეტა ბევრჯერ ჰქონდა ნანახი, მაგრამ ყოველთვის, როგორც კი კოსმოსური
ხომალდი მთვარეს შემორკალავდა და ეს სამყარო მის თვალწინ გადაიშლებოდა, დევი ენს
სამშობლოსადმი აუტანელი სევდის ტალღა მოაწყდებოდა ხოლმე.

ეს იყო მშვენიერი პლანეტა, რომელიც სიდიდითა და ბუნებრივი პირობებით ძალიან ჰგავდა


ხარიეთს, მაგრამ უფრო ველური და დიადი იყო. მთვარის გაუდაბნოებული პეიზაჟის შემდეგ
მისი ხედი პირდაპირ გულში ხვდებოდა.

ამის მსგავსი კიდევ რამდენი პლანეტაა ხარიეთის სამფლობელოების რეესტრებში შეტანილი! –


ფიქრობდა დევი ენი. – რამდენი პლანეტაა, რომლებზეც გულმოდგინე დაკვირვების შემდეგ
აღმოჩენილი იყო შეფარდების თანმიმდევრული ცვლა, რაც მხოლოდ საჭმელად ვარგისი
მცენარეების ხელოვნური გაშენებით შეიძლება აიხსნას! მომავალში ჩვენ კიდევ რამდენჯერ
წავაწყდებით იმას, რომ ერთ მშვენიერ დღეს, რომელიმე ამ პლანეტათაგანის ატმოსფეროში
რადიო-აქტიურობა მატებას დაიწყებს და საჭირო გახდება დაუყოვნებლივ საკოლონიზაციო
რაზმების იქ გაგზავნა... ისევე, როგორც თავის დროზე ისინი ამ პლანეტისკენ იყვნენ
გამოგზავნილი.

თავდაჯერებულობა, რომლითაც ხარიელები პირველად მოქმედებდნენ, უბრალოდ


გულისამაჩუყებელი იყო. დევი ენს გაეცინებოდა პირველი პატაკების წაკითხვის დროს, რომ
თვითონაც იმავე ხაფანგში არ მომწყვდეულიყო. გეოგრაფიული მონაცემების შესაგროვებლად
და დასახლებული პუნქტების ადგილების დასადგენად ხარიელთა ხომალდ-მზვერავები
თითქმის ზედ პლანეტაზე ეშვებოდნენ. რასაკვირველია, ისინი შენიშნეს, მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა ჰქონდა? სულ უახლოეს მომავალში საბოლოო აფეთქება მოხდებაო, –
ფიქრობდნენ ხარიელები.

35
სულ უახლოეს მომავალში... მაგრამ წლები გადიოდა, აფეთქება კი არ მოხდა. ხომალდმა-
მზვერავებმა გადაწყვიტეს, მეტი სიფრთხილე ჯობიაო და ერთიმეორის მიყოლებით უკანვე,
ბაზაზე დაბრუნდნენ. დევი ენის ხომალდი სიფრთხილეს ახლაც იცავდა. ეკიპაჟი ღელავდა,
მიცემული დავალება არ მოსწონდა. როგორ არ არწმუნებდა დევი ენი, რომ დიდ პრიმატს
არავითარ ზიანს არ მივაყენებთო, ისინი მაინც არ მშვიდდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში.
მოვლენების დაჩქარება არ შეიძლებოდა. ზედიზედ რამდენიმე დღე ხომალდი ლივლივებდა
განზრახ შერჩეულ, განმარტოებული ბორცვებიანი ველური ადგილის ზემოთ, თექვსმეტი
კილომეტრის სიმაღლეზე, ეკიპაჟი კი სულ უფრო მეტად ღელავდა; მხოლოდ ფლეგმატური
მაუვები, როგორც ყოველთვის, მშვიდად იყვნენ. ბოლოს, ტელესკოპის თვალთახედვის არეში
დიდი პრიმატი გამოჩნდა. ხელთ გრძელი ჯოხი ეპყრა, ტანის უკანა მხარის ზედა ნაწილში
რაღაც ტვირთი ეკიდა. ისინი ზებგერითი სისწრაფით უხმაუროდ დაეშვნენ. დევი ენი თვითონ
იჯდა მართვის ბერკეტებთან, თუმცა მთელ ტანში ჟრუანტელი უვლიდა. დიდმა პრიმატმა
მოტაცების დროს წარმოთქვა ფრაზა, რომლებიც შემდგომი ფსიქოანალიზისათვის წამსვე
ჩაინიშნეს. პირველი, რომელიც სწორედ იმ წამს იყო ნათქვამი, როცა მან ხარიელთა ხომალდი
თითქმის თავზემოთ დაინახა, მართვადი მოქმედების ტელემიკროფონით იყო დაჭერილი. აი ის
როგორ ჟღერდა: „ღმერთო! მფრინავი თეფში!“

დევი ენმა ყველაფერი გაიგო, გარდა პირველი სიტყვისა. დიდი პრიმატები, ჩვეულებრივ, ასე
უწოდებდნენ ხარიელთა ხომალდებს მთვარეზე მათი ყოფნის პირველ წლებში, როცა ისინი
დაუფიქრებლად ეშვებოდნენ თვით პლანეტაზე.

მეორე ფრაზა მან წარმოთქვა, როცა იგი ხომალდში შეჰყავდათ. თუმცა ველური გააფთრებით
ეწინააღმდეგებოდა, აღუშფოთებელი მაუვების რკინის ხელებში იგი უმწეო იყო.

როცა დევი ენმა, რომელიც მძიმედ სუნთქავდა და აღგზნებისგან ხორციანი ცხვირი


უძიგძიგებდა, მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, დიდმა პრიმატმა (მისი სიფათი, საზიზღარი,
უბალნო, რაღაც თხელი გამონაჟონით ბზინავდა) წამოიძახა: „მიწამ მიყოს პირი, თუ ვცდებოდე,
მაიმუნია!“

აქ დევი ენმა მხოლოდ უკანასკნელი სიტყვა გაიგო. „მაიმუნი“ – პლანეტის ერთ-ერთი ძირითადი
ენით პატარა პრიმატებს ასე უწოდებდნენ.

ველური პრიმატის თავის გართმევა თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა. უსაზღვრო მოთმინება


იყო საჭირო, რათა ეიძულებინათ იგი გონივრული სიტყვებისათვის ყური ეგდო.
თავდაპირველად სრულ შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი უმალვე მიხვდა, რომ
დედამიწიდან მიჰყავდათ და დევი ენის განსაცვიფრებლად, სრულიადაც არ სურდა ყოველივე
ისე მიეღო, როგორც წარმტაცი თავგადასავალი. პირიქით, მხოლოდ თავის ნაშიერზე და ძუზე
ლაპარაკობდა.

„მაგათაც ჰყოლიათ ცოლ-შვილი,“ – თანაგრძნობით გაიფიქრა დევი ენმა, – „და თუმცა ისინი
დიდი პრიმატები არიან, ოჯახი მაინც თავისებურად უყვართ.“

პირველ ყოვლისა, საჭირო იყო მის შეგნებამდე დასულიყო, რომ მაუვებს, რომლებიც მას
სდარაჯობდნენ და აუცილებლობის შემთხვევაში მის ველურ გამოვლინებებს აოკებდნენ,

36
სრულიადაც არ უნდოდათ მისი დასახიჩრება და რომ საერთოდ, არავითარ შემთხვევაში ზიანს
არ მიაყენებდნენ.

დევი ენს ზარავდა მხოლოდ იმის გაფიქრებაც კი, რომ ერთ გონიერ არსებას შეუძლია
ძალადობა იხმაროს მეორეზე. ამ საკითხის განხილვა პრიმატთან მეტად ძნელი იყო, ვინაიდან,
ეს შესაძლებლობა რომ უარეყო, წამის რაღაც მონაკვეთში დევი ენს უნდა დაეშვა იგი, ხოლო
პლანეტის მკვიდრი კი წუთიერ ყოყმანსაც უდიდესი უნდობლობით ეპყრობოდა. დიდი
პრიმატების ბუნება ასეთი იყო.

მეხუთე დღეს, შესაძლოა, უბრალოდ ილაჯის გაწყვეტის გამო, ველური საკმაოდ დიდხანს იყო
დამშვიდებული. ისინი საუბრობდნენ დევი ენის კაბინეტში და უცებ იგი კვლავ გაცოფდა, როცა
დევი ენმა პირველად ახსენა, როგორც თავისთავად ცუდი ამბავი, ხარიელები ატომური ომის
დაწყებას ველითო.

– ელით?! – იყვირა ველურმა. – მერე რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ ის აუცილებლად
იქნება?

დევი ენი ამაში სრულებითაც არ იყო დარწმუნებული, მაგრამ უპასუხა:

– ატომური ომი ყოველთვის ხდება. ჩვენი მიზანია ამ ომის შემდეგ დაგეხმაროთ.

– ომის შემდეგ დაგვეხმაროთ! – პრიმატის პირიდან უთავბოლო სიტყვები ცვიოდა; იგი ხელებს
იქნევდა და მაუვები რომლებიც აქეთ-იქით ედგნენ, იძულებულები გახდნენ, ფრთხილად
გაეკოჭათ იგი – ვინ იცის, უკვე მერამდენეჯერ! – და ოთახიდან გაეყვანათ.

დევი ენმა ამოისუნთქა. დიდმა პრიმატმა უკვე საკმაოდ ბევრი ილაპარაკა; შესაძლოა, ამ
ნალაპარაკევიდან ფსიქოანალიზატორები რაიმე სასარგებლოს გამოიტანენ. თვითონ დევი ენი
კი ველურის სიტყვებში ვერავითარ აზრს ვერ ხედავდა.

პრიმატი კი თანდათანობით სუსტდებოდა. მას სხეულზე ბალანი თითქმის არ ჰქონდა; ადრე


შორი მანძილიდან დაკვირვებების დროს, ამის აღმოჩენა არ მოხერხდა, ვინაიდან პრიმატები
ხელოვნურ ტყავს ატარებდნენ ან სითბოსათვის, ანდა უბალნო კანისადმი შეუგნებელი ზიზღის
გამო (საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე მასთან ლაპარაკი); ფსიქოანალიზატორებისათვის ხომ
სულ ერთია, თუ რაზე ვილაპარაკებთ).

რა უცნაურია, პრიმატის სახეზე ბალანმა იწყო ამოსვლა; უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე
ხარიელებს ჰქონდათ და უფრო მუქი ფერისა იყო.

მაგრამ, რაც მთავარია – ყოველდღე ის სულ უფრო სუსტდებოდა, გახდა, ვინაიდან საჭმელს
პირს არ აკარებდა და ხომალდზე შემდგომ მის ყოფნას შესაძლოა დამღუპველი ზეგავლენა
მოეხდინა მის ჯანმრთელობაზე. დევი ენს სრულებით არ სურდა ამით თავისი სინდისის
დამძიმება.

37
მეორე დღეს პრიმატი სავსებით მშვიდი. ჩანდა. საუბარი თითქმის მაშინვე ატომურ ომზე
თვითონვე გადაიტანა („როგორც ჩანს, დიდი პრიმატებისათვის ამ საკითხს განსაკუთრებული
მიმზიდველი ძალა აქვს,“ – გაიფიქრა დევი ენმა).

– თქვენ ახსენეთ, – დაიწყო ველურმა, ––რომ ატომური ომები გარდაუვალია. ეს იმას ხომ არ
ნიშნავს. რომ არსებობენ სხვა მოაზროვნე არსებანი, გარდა თქვენისა, ჩვენისა და... ამათი? –მან
მახლობლად მდგომ მაუვებზე მიუთითა.

– არსებობენ მოაზროვნე არსებათა ათასობით სახესხვაობანი, რომლებიც ათასობით


სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. მრავალ-ათასობით, – აუხსნა დევი ენმა.

– და ყველა მათ აქვთ ატომური ომები?

– ყველას, ვინც კი ტექნიკის განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია. ყველას, გარდა ჩვენისა.
ჩვენ სულ სხვა ვართ, მტაცებლურ ინსტინქტებს მოკლებულნი ვართ, ჩვენთვის
თანამშრომლობის ინსტინქტია დამახასიათებელი.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ იცით ატომური ომის საფრთხეზე და მაინც გულხელდაკრეფილნი
სხედხართ?

– როგორ თუ გულხელდაკრეფილნი ვსხედვართ? – იწყინა დევი ენმა. – ვცდილობთ


დავეხმაროთ. ჩვენი ისტორიის განთიადზე, როცა კოსმოსის ათვისება ის-ის იყო დავიწყეთ,
დიდი პრიმატების ბუნება ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო, ყველა ჩვენს ცდას, გაგვება მათთან
მეგობრული კავშირი, ისინი უკუაგდებდნენ და, ბოლოს და ბოლოს, ამაზე ხელი ავიღეთ. შემდეგ
აღმოვაჩინეთ სამყაროები, რომლებიც რადიოაქტიურ ნანგრევებში მდებარეობდნენ. და
ბოლოს წავაწყდით პლანეტას, სადაც გაცხარებული ატომური ომი იყო. თავზარი დაგვეცა,
მაგრამ რას გავაწყობდით. თანდათანობით ჭკუაში ვვარდებოდით და ახლა როცა ატომის
აფეთქების სტადიაში მყოფ რომელიმე სამყაროს ვპოულობთ, ყველაფერი მზად გვაქვს –
რადიოაქტიურობის საწინააღმდეგო აღჭურვილობაც და გენეტიკოანალიზატორებიც.

– გენეტიკოანალიზატორები რა არის?

დიდ პრიმატთან საუბრის დროს დევი ენი ცდილობდა თავისი ენის კანონების მიხედვით აეწყო.
ფრაზები. იგი სიფრთხილით არჩევდა სიტყვებს:

– ჩვენ კონტროლს ვუწევთ შეწყვილებას და სტერილიზებას ვახდენთ, რათა ატომური


აფეთქებების შედეგად მცირერიცხოვან გადარჩენილებში მტაცებლური ინსტინქტი ამოვწვათ,
როგორც ეს შესაძლებელი იქნება.

წამის რაღაც მონაკვეთში დევი ენი ფიქრობდა, რომ ველური კვლავ გაცოფდებოდა.

მაგრამ მან ყრუ ხმით მხოლოდ წარმოთქვა:

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამათ მსგავსად დაიმორჩილებთ? – მან კვლავ მაუვებზე მიუთითა.

38
– არა, არა. ესენი სულ სხვა საქმეა. ჩვენ უბრალოდ, ის გვინდა, რომ ომის შემდეგ გადარჩენილნი
მიტაცებისაკენ არ ისწრაფოდნენ და ჩვენი ხელმძღვანელობით მშვიდობითა და თანხმობით
ცხოვრობდნენ. უჩვენოდ ისინი თავისთავის განადგურებას მიჰყოფდნენ ხელს და კვლავ
თვითგანადგურებამდე მივიდოდნენ.

– კი, მაგრამ თქვენ ამით რა სარგებლობა გაქვთ?

დევი ენმა ველურს იჭვნეულად შეხედა. ნუთუ საჭიროა, ავუხსნა, ცხოვრებაში მთავარი, დიდი
სიამოვნება რაში მდგომარეობს? მან ჰკითხა:

– განა თქვენ კი არ გსიამოვნებთ სხვებისთვის დახმარების გაწევა?

– თავი დაანებეთ. მაგაზე არ ვლაპარაკობ. ამ დახმარებიდან თქვენ რა სარგებლობას


ნახულობთ?

– ჰო, გასაგებია, ხარიეთი გარკვეულ კონტრიბუციას მიღებს.

– ჰა-ჰა-ჰა!

– განა მთელი ბიოლოგიური გვარეულობის გადარჩენაში საზღაურის აღება უსამართლობაა? –


პროტესტი განაცხადა დევი ენმა. – გარდა ამისა, ჩვენ ხარჯები უნდა დავფაროთ. კონტრიბუცია
არც ისე დიდია და ყოველი მოცემული სამყაროს ბუნებრივ პირობებს შეესაბამება. მაგალითად,
ერთი პლანეტიდან ჩვენ ყოველწლიურად ხე-ტყის მარაგს ვიღებთ, მეორიდან – მანგანუმის
მადანს. ამ მაუვების სამყარო ბუნებრივი რესურსებით ღარიბია და მომსახურებისათვის თავისი
მოსახლეობის გარკვეული რიცხვი თვითონვე შემოგვთავაზეს. ისინი ფიზიკურად თვით დიდ
პრიმატებზეც კი მეტად ძლიერნი არიან. ჩვენ მათ უმტკივნეულოდ ვუკეთებთ ანტიცერებრალის
განსაზღვრულ პრეპარატებს, რომ...

– რომ გამოაკრეტინოთ!

– არაფერი მაგის მსგავსი. უბრალოდ იმიტომ, რომ არ იგრძნონ მსახურის როლის სიმძიმე და
სახლზე არ ინაღვლონ. გვინდა, ბედნიერები იყვნენ, ისინი ხომ გონიერი არსებანი არიან.

– ომი რომ მომხდარიყო, დედამიწას როგორღა მოექცეოდით.

– ჩვენ გვქონდა თხუთმეტი წელიწადი, რომ ეს გადაგვეწყვიტა. თქვენი ქვეყანა მდიდარია


რკინით და ფოლადის წარმოების ტექნოლოგიაც კარგადა გაქვთ განვითარებული. ვფიქრობ,
კონტრიბუციას ფოლადით გადაიხდით. – დევი ენმა ამოისუნთქა. – მაგრამ, მე მგონია, ამ
შემთხვევაში კონტრიბუცია ხარჯს ვერ დაფარავს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ აქ ათ წელზე მეტია
ვსხედვართ.

– რამდენი ერი გყავთ ასეთი ბეგარით დაბეგრილი? – ჰკითხა პრიმატმა.

– ზუსტად არ ვიცი, უთუოდ ათასზე ნაკლები არ იქნება.

– მაშასადამე, თქვენ გალაქტიკის პატარა მბრძანებლები ხართ, ხომ? ათასობით ქვეყანას


საკუთარი თავი დაღუპვამდე მიჰყავს, რათა ხელი შეუწყოს თქვენს ბედნიერებას. თქვენ

39
შეიძლება სხვა სახელიც გიწოდოთ ადამიანმა... – ველურმა მკივანა ხმით დაიყვირა: – თქვენ
სვავები ხართ!

– სვავები?! – გამოჰკითხა დევი ენმა, რომელიც ცდილობდა ეს სიტყვა რაიმე ცნობილისათვის


შეეფარდებინა.

– მძორის მსანსლავები, უდაბნოს ფრინველები, რომლებიც უცდიან, სანამ საცოდავი რომელიმე


მხეცი წყურვილისაგან დაიღუპება, შემდეგ კი დაეშვებიან და სანსლავენ მას.

დახატული სურათისაგან დევი ენს კინაღამ გულს შემოეყარა, წამოაზიდა კიდეც.

– არა, არა. ჩვენ ყველა სულდგმულს ვეხმარებით, – ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა მან.

– თქვენ, როგორც სვავები, უცდით, სანამ ომი ატყდებოდეს. თუ დახმარება გსურთ, აგვაცილეთ
ომი. ერთი მუჭა გადარჩენილები კი არა, ყველა იხსენით.

მოულოდნელი მღელვარებისაგან დევი ენს კუდი აუტოკდა.

– მერედა, როგორ ავიცილოთ ომი? თქვენ შეგიძლიათ ეს მითხრათ? (რა არის ომის აცილება, თუ
არა ომის გაჩაღების საპირისპირო? რომ გავიგოთ ერთი, აუცილებელია მეორის გაგება).

მაგრამ ველური არ ჩქარობდა. ბოლოს ყოყმანით უთხრა:

– გადასხედით პლანეტაზე, აუხსენით მდგომარეობა.

დევი ენმა იმედის მწვავე გაცრუება იგრძნო. ამისგან ბევრს ვერაფერ ხეირს ნახავ. ამასთანავე...

– თქვენ შორის დავეშვათ? – წამოიყვირა მან, – ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

იმის გაფიქრებაზე, რომ ის. უცებ შეიძლება აღმოჩნდეს მოუთვინიერებელ მილიონობით დიდ
პრიმატთა შორის, ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

დევი ენის ფიზიონომიაზე ზიზღი ისე აშკარად გამოიხატა, რომ ველური მიხვდა ამას,
მიუხედავად მათი განმასხვავებელი ფიზიოლოგიური ბარიერისა. მან სცადა ხარიელს
სძგერებოდა, მაგრამ პირდაპირ ჰაერშივე დაიჭირა ერთ-ერთმა მაუვმა, რომელსაც კუნთების
დაჭიმვა სულ მცირედ დასჭირდა, რათა ველური ადგილზევე გაექვავებინა.

მაგრამ მან მაინც მოასწრო დაყვირება:

– მაშ, ისხედით და ელოდეთ, სვავო! სვავო!

მრავალი დღე გავიდა, სანამ დევი ენი აიძულებდა თავს, ველური კვლავ მოენახულებინა.

დევი ენს კინაღამ გადაავიწყდა მთავარი ინსპექტორისადმი სათანადო მოკრძალება, მან ხომ
მოსთხოვა დამატებითი მონაცემები, რომლებიც ველური დიდი პრიმატების ფსიქიკის სრული
ანალიზისთვის იყო საჭირო.

40
– ეჭვი არ მეპარება, – გაბედა თქმა დევი ენმა რტთმ დ შეკითხვაზე პასუხისათვის მასალა
საკმაოზე ბევრად მეტია. ვენს მთავარ ინსპექტორს ცხვირი აუთრთოლდა; ფიქრებში წასულმა,
იგი ვარდისფერი ენით მოილოკა. მიახლოებითი პასუხისათვის – შესაძლოა, კი, მაგრამ არ
შემიძლია ასეთ პასუხს დავენდო. ჩვენ საქმე გვაქვს დიდი პრიმატების ძალზე თავისებურ
სახეობასთან, ეს ვიცით და არც მივცემთ თავს უფლებას შევცდეთ... ერთი ნათელია:
შემთხვევით წავაწყდით გონებრივი განვითარების მაღალ დონეზე მდგომ ველურს. თუ... თუ
მოცემული სახესხვაობისათვის ეს ნორმა დამახასიათებელი არ არის.

როგორც ჩანს, ამ აზრმა მთავარი ინსპექტორი გააღიზიანა.

დევი ენმა შენიშნა:

– ველურმა საშინელი სურათი დამიხატა... ეს... ეს ფრინველი... ის...

– სვავი, – უკარნახა მთავარმა ინსპექტორმა.

– თუ ასე ვიმსჯელებთ. მთელი ჩვენი მისია აქ სავსებით მცდარი ყოფილა. მას შემდეგ თითქმის
არაფერსა ვჭამ და არც მძინავს. ვშიშობ, სამსახურიდან გადადგომის თხოვნა მომიხდება.

– არა უადრეს საქმის დამთავრებისა, რომელიც ჩვენ გვაქეს დაკისრებული, – მტკიცედ


განუცხადა მთავარმა ინსპექტორმა. – როგორ გგონიათ, ამაზე ფიქრი სიამოვნებას მგვრის?.. ეს
მსანსლავები მძორ... უნდა შეძლოთ, ვალდებული ხართ, მიიღოთ მეტი მონაცემები.

დევი ენმა თავი დაუქნია. მას ყველაფერი მშვენივრად ესმოდა. მთავარ ინსპექტორს ისევე
როგორც სხვა რომელიმე ხარიელს, ატომური ომის ხელოვნურად დაწყების ფიქრი არცთუ ისე
ეფინებოდა გულზე. და აი, ის რამდენადაც შესაძლებელი იყო, გადაწყვეტილებას აჭიანურებდა.

დევი ენი შეეგუა იმ აზრს, რომ დიდი პრიმატი ერთხელ კიდევ უნდა ენახა. ეს შეხვედრა
სავსებით აუტანელი აღმოჩნდა და თან უკანასკნელიც.

ველურს ლოყა ჩალილავებოდა, ალბათ ისევ თუ გაუწია წინააღმდეგობა მაუვებს. ეს ასეც იყო.
ვინ მოთვლის უკვე მერამდენედ იქცეოდა ასე და როგორადაც არ ცდილობდნენ მაუვები,
მისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ, მაინც უცაბედად გაჰკრავდნენ ხოლმე ხელს. რაკი
ხედავდა, როგორ უფრთხილდებოდნენ, ველური თითქოს უნდა დაწყნარებულიყო, ამის
მაგივრად კი თავისი უსაფრთხოების მტკიცე რწმენა უბიძგებდა შემდგომი წინააღმდეგობის
გასაწევად.

„ეს დიდი პრიმატები ავები არიან, ავები“, – ნაღვლიანად ფიქრობდა დევი ენი.

საუბარი ერთ საათზე მეტ ხანს ნაკლებ საინტერესო საგნების ირგვლივ ტრიალებდა. უცებ
ველურმა მებრძოლის კილოთი წარმოთქვა:

– რამდენი ხანია, თქვენ, მაკაკებო, რაც აქ მოხვედით?

– თქვენი კალენდრის მიხედვით, თხუთმეტი წელიწადია.

41
– სწორედ აგრეა. პირველი მფრინავი თეფშები მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე
შენიშნეს. რამდენი წელი დარჩა ატომური ომის დაწყებამდე?

დევი ენმა უნებურად სიმართლე თქვა:

– ჩვენ თვითონაც გვსურდა მაგის გაგება.. – და უცებ დადუმდა.

ველურმა წარმოთქვა:

– მე ვფიქრობდი, რომ ატომური ომი გარდაუვალია. ამასწინათ თქვენ თქვით, რომ ათ წელზე
მეტია ელით. მაშასადამე, უკვე ათი წლის წინათ ფიქრობდით, რომ ომი დაიწყებოდა?

– მე არ შემიძლია თქვენთან ამ საკითხზე მსჯელობა.

– მართლა? – ველური ისევ აყვირდა. – რის წამოწყებას აპირებთ? რამდენ ხანს დაუწყებთ კიდევ
ლოდინს? რატომ არ გინდათ მოვლენის დაჩქარება? ნუ ელით, სვავო, ომს, თქვენ თვითონ
დაიწყეთ. დევი ენი ფეხზე წამოიჭრა:

– რა თქვით?

– მაშ, რატომა ხართ ისევ აქ, ეშმაკის... – მან გადაყლაპა დევი ენისათვის სრულიად გაუგებარი
ლანძღვის სიტყვა, შემდეგ განაგრძო: განა სვავები ასე არ იქცევიან? როცა უბედური ცხოველი,
ზოგჯერ ადამიანიც სიცოცხლეს ვერასგზით ვერ ეყრება, მათ საზოზინოდ არ სცალიათ, ისინი
თავის მსხვერპლს თავს დასტრიალებენ და თვალებს უკორტნიან. ელიან, სანამ მსხვერპლს
ილაჯი გაუწყდება, შემდეგ კი ეხმარებიან უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმაში.

დევი ენმა უბრძანა, დაუყოვნებლივ გაეყვანათ ველური, თვითონ კი დასაძინებელ ოთახში


გავიდა. მას გული ერეოდა, მთელ ღამე არ სძინებია. ყურებში გულისგამგმირავად ჟღერდა
სიტყვა „სვავი“, თვალწინ კი პრიმატის მიერ დახატული სურათი უტრიალებდა...

– თქვენო უმაღლესობავ, – მტკიცედ მიმართა დევი ენმა, – მეტი აღარ შემიძლია ველურთან
საქმე ვიქონიო. თუ კიდევ გესაჭიროებათ ინფორმაციები, ვინმე სხვას მიმართეთ.

მთავარი ინსპექტორი შესამჩნევად ჩამოხმა.

– ვიცი, მთელი. ეს ამბავი სვავებზე... ძნელი მოსანელებელია, ის კი, შეამჩნიეთ, ვითომც აქ


არაფერიაო? დიდი პრიმატებისათვის ყველაფერი ეს ბუნებრივია, ისინი უგრძნობნი, უგულონი
არიან. როგორც ჩანს, მათი ტვინი ასეა მოწყობილი. საშინელებაა!

– მეტი აღარ ძალმიძს მონაცემები წარმოგიდგინოთ.

– დამშვიდდით, მე მესმის თქვენი... გარდა ამისა, ყველა დამატებითი მონაცემი მხოლოდ


ამტკიცებს პირველდაწყებით პასუხს, პასუხს, რომელსაც წინასწარად ვთვლიდი და მთელი
გულით ვიმედოვნებდი, რომ ის მხოლოდ წინასწარი იყო. – მან ჭაღარა-ბალნიანი ხელები
თავზე შემოიჭდო. – ჩვენ უკვე გამოვარკვიეთ, ატომური ომის დაწყებაში როგორც უნდა
დავეხმაროთ.

42
– ოჰ? რა არის ამისათვის საჭირო?

– ყველაფერი ისე უბრალო, ისე პრიმიტიულია, ეს არასოდეს თავში არც კი მომივიდოდა. არც
თქვენ.

– თქვენო მეთაურობავ, მაინც რა? – დევი ენი წინასწარ ჟრჟოლამ აიტანა.

– ისინი ომს რატომ არ იწყებენ? იმიტომ, რომ თითქმის თანაბარი ძალის ვერც ერთ მხარეს ვერ
გადაუწყვეტია მშვიდობის დარღვევის პასუხისმგებლობა კისრად იდოს. მაგრამ ერთ-ერთ
მხარეს რომ დაეწყო, მერე სინამდვილეს თვალებში ჩახედავდა და იმავე საზღაურით
მიუზღავდა.

დევი ენმა თავი დაუქნია.

მთავარმა ინსპექტორმა განაგრძო:

– თუ მტრულად განწყობილი რომელიმე მხარის ტერიტორიაზე ერთადერთი ატომური ბომბი


ჩამოვარდება, დაზარალებულები იფიქრებენ, რომ ის ჩამოაგდო მეორე მხარემ. საეჭვოა, ისინი
შემდეგ შეტევას დაელოდონ; ერთი საათიც არ იქნება გასული, რომ. მას ძლიერი დარტყმა
მოჰყვება, მეორე მხარეც ამითვე უპასუხებს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ყველაფერი
დამთავრებული იქნება..

– კი, მაგრამ, როგორ შეგვიძლია ვაიძულოთ ისინი პირველი ბომბი ჩამოაგდონ?

– კაპიტანო, ეს სავალდებულო სრულიადაც არ არის. საქმეც, ისაა, ამ პირველ ბომბს ჩვენ


თვითონვე ჩამოვაგდებთ.

–რაო?! – დევი ენს მუხლთ მოეკვეთა.

– ეს ერთადერთი გამოსავალია. დიდი პრიმატების ჭკუა გააანალიზეთ და თქვენ


დარწმუნდებით, სხვა რამის ცდა შეუძლებელია.

– კი მაგრამ, ეს როგორ განვახორციელოთ?

– ჩვენ დავამზადებთ ბომბს. ეს ძნელი არ არის. შემდეგ ჩვენი ხომალდი დაეშვება ქვემოთ და
რომელიმე დასახლებულ პუნქტზე ჩამოაგდებს!

– დასახლებულზე?!

მთავარმა ინსპექტორმა თვალები მოარიდა და უთხრა:

– წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საჭირო ეფექტს არ მოგვცემს.

– დიახ! რასაკვირველია, – ჩაიბურტყუნა დევი ენმა. მის თვალწინ სვავები ტრიალებდნენ. ვერა
და ვერ მოიშორა ეს სურათი. დევი ენს ისინი ქერცლით დაფარულ ვეება ფრინველებად ჰყავდა.
წარმოდგენილი. პატარა უვნებელი ფრინვეღების მსგავსად, ხარიეთში რომ დაფრინავღნენ,
მაგრამ ბევრად უფრო დიდებად, რომლებსაც ფრთებზე გადაჭიმული რეზინისებური ტყავი და

43
გრძელი, ბასრი ნისკარტები ჰქონდათ. ისინი ძირს წრიულად ეშვებოდნენ და მომაკვდავ
ცხოველებს თვალებს უკორტნიდნენ.

მან სახეზე ხელები აიფარა და მთრთოლვარე ხმით თქვა:

– ხომალდს ვინ წაიყვანს? ბომბს ვინ ჩამოაგდებს?

არანაკლებ უთრთოდა ხმა მთავარ ინსპექტორს, ვიდრე დევი ენს.

– არ ვიცი.

– მხოლოდ მე არა! – წაიჩურჩულა დევი ენმა. – მე არ შემიძლია და არცერთი ხარიელი არ


დათანხმდება ამაზე. არაფრის გულისათვის!

მთავარმა ინსპექტორმა წინ და უკან ქანაობა იწყო, საბრალო შესახედავი იყო. – იქნებ მაუვებს
ვუბრძანოთ?..

– ვინ გაბედავს, მათ ასეთი ბრძანება მისცეს?

მთავარმა ინსპექტორმა ღრმად ამოიოხრა.

– გამოვიძახებ საბჭოს. ყველა მონაცემს ვაცნობებ, დაე, მათ მოიფიქრონ რაიმე.

და აი, მთვარეზე სულ ცოტა, თხუთმეტი წლის ყოფნის შემდეგ ხარიელებმა დამალეს თავიანთი
ბაზა. არც არაფერი გაუკეთებიათ. დედამიწის დიდმა პრიმატებმა ატომური ომი მაინც არ
დაიწყეს. შესაძლოა, არც არასოდეს დაიწყონ, დევი ენი ბედნიერებისაგან ადგილს ვერ
პოულობდა, მიუხედავად იმისა, რაც მომავალში უნდა განეცადა.

რა საჭირო იყო მომავალზე ფიქრი, რაც ახლა, აწმყოში, იგი ამ შემზარავთა შმორის ყველაზე
უფრო შემზარავი სამყაროდან სულ უფრო და უფრო შორს მიფრინავდა. იგი უცქეროდა, როგორ
რჩებოდა უკან და როგორ იქცა ბოლოს ერთი ბეწო მბრწყინავ ნამცეცად მთვარე, შემდეგ კი
პლანეტაც და ამ სისტემის თვით მზეც, სანამ იგი მთლიანად არ დაიკარგა დანარჩენ
თანავარსკვლავედთა შორის.

და მხოლოდ მაშინ გაიღვიძა მის სულში შვებასთან ერთად სხვა გრძნობებმაც, მხოლოდ მაშინ
შეირხა აზრი გონებაში, რომ ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად მომხდარიყო.

– ვინ იცის, ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო, თუ ჩვენ კიდევ უფრო მეტ მოთმინებას
გამოვავლენდით, – უთხრა მან მთავარ ინსპექტორს. – იქნებ ატომური ომი იმათ მაინც
დაეწყოთ.

– ვეჭვობ, – უპასუხა მთავარმა ინსპექტორმა. – ფსიქოანალიზი...

იგი დადუმდა, დევი ენი კი მიხვდა, რაც ჰქონდა მხედველობაში, ველური დაუშვეს პლანეტაზე,
თან ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეყენებინათ მისთვის. უკანასკნელი კვირის
ამბებია ველურის მეხსიერებიდან წაშლილიყო. იგი დატოვეს პატარა დასახლებული პუნქტის
ახლოს, იმ ადგილის მახლობლად, საიდანაც გაიტაცეს. მისი თანამემამულეები გადაწყვეტენ,

44
რომ მას გზა აებნა, რომ გახდა და მეხსიერება დაკარგა გადატანილი გაჭირვების გამო. მაგრამ
თვითონ მან როგორი ზიანი მიაყენა ხარიელებს!

ერთიც ვნახოთ და იმათ ის მთვარეზე არ აეყვანათ! შესაძლოა, მაშინ ხარიელები


შერიგებოდნენ აზრს, რომ ომის დაწყება თვითონ დასჭირდებოდათ.

შესაძლოა თვითონვე მოიაზრებდნენ ბომბის ჩამოგდებას და ამისათვის რაიმე რთულ სისტემას


შეიმუშავებდნენ, რომელიც (ბორი მანძილისათვის გამოდგებოდა. მაგრამ ველურის მიერ მათ
წინ დახატულმა სურათმა, განსაკუთრებით ერთმა სიტყვამ, ყველაფერს ბოლო მოუღო. როცა
ყველა ცნობა შინ, ხარიეთში გაგზავნეს, საბჭოზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ
სასწრაფოდ გაიცა ბრძანება ბაზის დაუყოვნებლივ ლიკვიდაციის შესახებ.

დევი ენმა თქვა:

– არასოდეს აღარ მივიღებ მონაწილეობას კოლონიზაციაში.

– ვფიქრობ, არც ერთ ჩვენგანს ამის გაკეთება არ დასჭირდება, – მოღუშვით შენიშნა. მთავარმა
ინსპექტორმა. –ამ პლანეტის ველურები კოსმოსში წავლენ. ხოლო თუ დიდი პრიმატები
გალაქტიკაში თავს თავისუფლად იგრძნობენ, ეს იქნება დასასრული... დასასრული...

დევი ენს კრუნჩხვისაგან ცხვირი დაემანჭა ყველაფრის დასასრული: ყველა იმ სიკეთისა,


რომელიც ხარიეთმა გალაქტიკაში ჩაიდინა, ყველა იმ სიკეთისა, რასაც მომავალში გააკეთებდა.

მან წარმოთქვა: „ჩვენ უნდა ჩამოგვეგდო“... – და არ დაასრულა.

რა აზრი ჰქონდა ამის თქმას? მთელი გალაქტიკის საკეთილდღეოდაც კი, მათ არ შეეძლოთ
ბომბის ჩამოგდება. სხვაგვარად თვითონვე დაემსგავსებოდნენ დიდ პრიმატებს. ხომ არსებობს
იმაზე უფრო დიდი საშინელებაც, ვიდრე ყველაფრის დასასრულია.

დევი ენი სვავებზე ფიქრობდა.

45
ექსპედიცია დედამიწაზე

არტურ კლარკი (მთარგმნელი – ქ. ქუჩუკაშვილი)

ვერავინ გეტყვის, როდის აიყარა ეს ტომი და როდის დაადგა შორეულ გზას: გადაჭიმული ველი.
აქა-იქ – გორები, სადაც პირველად დასახლდნენ, სიზმარივით ახსოვთ. ვინ იცის, რამდენი
ზამთარი, რამდენი ზაფხული იარა შენმა და მისმა ტომმა! ფეხ-შეუნელებლად გადადიოდნენ
მთებზე. უკან რჩებოდა ანკარა ტბები. წინ კი ისევ მაღალი მთები იყო აყუდებული. ამ
ზაფხულში მოკვდებიან თუ დარჩებიან, ეს მთებიც უნდა გადაიარონ. სამხრეთისაკენ
მიეჩქარებათ. შეუსვენებლად მიდიან.

თეთრი უბედურება კი, პოლუსიდან რომ მოიზლაზნება, ყველაფერს მტვრად აქცევს ხმელეთზე
და ჰაერს ყინავს, ერთი დღის სავალზეღაა მათგან. შენს ეჭვი შეეპარა, რომ ამ მთებზეც
ამოცოცდებოდნენ მყინვარები! და გულში რაღაც იმედის ნაპერწკალი აუკიაფდაა. რას
გადმოუშვებენ ეს მთები! მყინვარები, მართალია, ყველაფერს მიწასავით ფხვნიან, აქ კი,
ტყუილია, გაუჭირდებათ. და როგორც ძველი გადმოცემითაც იციან, შენის ტომი სამხრეთში
იპოვის საბოლოო თავშესაფარს.

კიდევ რამდენიმე კვირა იარეს, ვიდრე მთებს შუა საიმედო გასასვლელი იპოვეს, სადაც ხალხიც
გაატარეს და პირუტყვიც. სწორედ შუა ზამთარმაც მოატანა და ისინიც მიყუჩდნენ ერთ მყუდრო
ველზე. მკერდგაშლილი სუნთქავდა ადამიანი, ცაზე ვარსკვლავები ღვიოდნენ. ზაფხულის
მიწურულში კი შენმა ხელი მოხვია თავის ორ ვაჟს და გასწია გზის დასაზვერად. სამი დღე და
ღამე იარეს, პიტალო კლდეებზე მიბობღავდნენ, ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც არ იყო, ისეთ
ადგილებში ეძინათ. ციოდა. მეოთხე დღეს კლდეებქვეშ ფერდობი გადაიშალა, შორს რუხი ქვის
პირამიდა მოჩანდა; ეს პირამიდა მრავალი საუკუნის წინათ ააშენა ადამიანმა. შენი კანკალმა
აიტანა, განა სციოდა, პირამიდამ შეაკრთო. ვაჟიშვილები შენის ზურგს ეფარებოდნენ. ყველას
ენა ჩაუვარდა. მეტისმეტად დიდებული წამი იყო. ახლა გადაწყდება, უმტყუნებს თუ
გაუმართლებს იმედი!

აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან მთები გარს შემოჰხვევიან დაბლობს. თვალს ვერ


გაუწვდენ, შორს გადაჭიმულა ველ-მინდორი, აქა-იქ გორებია. დიდი მდინარე მოიზლაზნება და
გიგანტური კუწუბებით ქარგავს მიწას. ამ ნოყიერ მიწაზე შენის ტომი პურს მოიყვანს, თუ
ეცოდინება, რომ აქედან აყრა აღარ დასჭირდება მოსავლის აღებამდე. შენმა სამხრეთს გახედა,
და იმედს ისევ ძირი გამოეცალა. შორს, დასალიერზე, ცაში მოჩანს სიკვდილის მომასწავებელი
ელვარება, ასეთი ხშირად უნახავს ჩრდილოეთშიც. წინ წასასვლელი გზა გადაჭრილია. ვინ იცის,
რამდენი ზამთარი, რამდენი ზაფხული გამორბოდა ხალხი ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან კი
მისკენ მიილტვოდა და გზას უღობავდა თეთრი უბედურება. ახლაც ლტოლვილებს მალე ქვეშ
მოიტანს ეს კლდესავით აყუდებული მყინვარი. მეორე თაობა წამოზრდილი იყო, როცა
სამხრეთიდან წამოსული მყინვარები მთებს მოადგნენ. იმ ზაფხულმი შენის შთამომავლებმა
ტომის წმინდად შენახული განძეული ეულად მდგომ აკლდამას მიაბარეს. აქედან მოჩანდა

46
თვალუწვდენელი ველი. მყინვარები, ჰორიზონტზე რომ თეთრად ელვარებენ, ახლა მთებს
მოადგნენ და საცაა მთის კალთებს შეემსხვრევიან. ამ ტომის ახალ თაობაში უკვე აღარავინ
იცის, რად უნდა გაუფრთხილდნენ ამ განძეულს. ეს განძეული დიდი ხნის წინათ მცხოვრებ
ხალხის ცხოვრებასთან არის შედუღაბებული. ამ თაობამ კი, აბა, რა იცის, რად ეთაყვანებოდა
მათი წინაპარი ამ განძეულს!

საიდუმლოებით არის მოცული ის ოქროს საუკუნე და ვერავინ გეტყვით, რა მოხდა, როგორ იყო,
საიდან მოხედა ეს განძი ამ მოხეტიალე ტომის ხელში. ეს რომ ვიცოდეთ, ეს იქნებოდა ამბავი,
როგორ მიაღწია ადამიანმა ცივილიზაციას, რომელიც მარადისობამ შთანთქა. ოდესღაც, ამ
საცოდავი რელიქვიების შენახვას რაღაც აზრი ჰქონდა. ახლა ამ აზრმაც დაკარგა მნიშვნელობა.
მერე ამ რელიკვიებს წმიდათა-წმიდად თვლიდნენ. ძველი წიგნები გამოახუნა საუკუნეებმა.
მაგრამ ზოგან კიდევ გასარჩევია ნაწერი. ოჰ, ერთი ისეთი ადამიანი გამოჩნდებოდეს, ვინც ამ
ადგილებს წაიკითხავს! თაობები შეცვალეს თაობებმა, დიდი ხანია აღარავის სჭირდება
შვიდნიშნა ლოგარითმების ცხრილი, მსოფლიო ატლასი და სიბელიუსის მეშვიდე სიმფონიის
პარტიტურა, დაბეჭდილი, როგორც ამას სატიტულო თავფურცელი გვამცნობს, გ. კ. ჩუ და მისი
ვაჟიშვილების მიერ ქალაქ პეკინში 2371 წელს ჩვენი წელთაღრიცხვით.

ძველი წიგნები სათუთად შეინახეს ამ წიგნებისთვის საგანგებოდ აშენებულ აკლდამაში. აქვე


ინახება სხვადასხვა ნივთები: ოქროსი და პლატინის ფული, გატეხილი ტელეობიექტივი, მაჯის
საათი, ლუმინესცენტური ლამპა, მიკროფონი, ელექტრონის საპარსი, რამდენიმე მინიატურული
ელექტროლამპა – დიდი ცივილიზაციის ნამსხვრევები, ცივილიზაციისა, რომელიც სამუდამოდ
მოისპო. ეს ნივთები საგანგებოდ შეინახეს. აქვეა კიდევ სამი რელიკვია, ბურუსით მოცული და
ამდენად უფრო საპატიოც.

ერთია უცნაური ფორმის ლითონის ნაჭერი, ძლიერი სიმხურვალისაგან ალაგ-ალაგ ფერი


შესცვლია. მე მგონი, აქ თავმოყრილ სიძველის სიმბოლოებად დარჩენილი საგნებიდან
ყველაზე გულისამაჩუყებელი ნივთია. მას შეუძლია უამბოს ადამიანის იმ უდიდეს მიღწევებზე
და იმ მომავალზე, რომელსაც ის წინასწარ ჭვრეტდა. წითელი ხის საყრდენზე ლითონია
დაკრული. ამ ლითონზე ვერცხლის ფირფიტაა: „მარჯვენა რეაქტიული ძრავის სამარქაფო
ასანთი. კოსმოსური ხომალდი „ცისკრის ვარსკვლავი“ (დედამიწა – მთვარე), 1985 წელი“.

მეორე რელიკვია ძველი დროის მეცნიერების საოცრება იყო. გამჭვირვალე მასის სფერო, შიგ
ჩარჭობილი ლითონის უცნაური ნაჭრებით. სფეროს შუაგულში სინთეზური რადიოაქტიური
ნივთიერების პატარა ფისტონი იდო. ფისტონს გარშემო ეკრანები ჰქონდა. ეს ეკრანები
მოკლეტალღიან გამოსხივებას გრძელტალღიანად გარდაქმნიდნენ. ვიდრე ნივთიერება ისევ
მოქმედებაში იყო, სფერო პატარა რადიოგადამცემს წარმოადგენდა. იგი ყოველი
მიმართულებით ასხივებდა ენერგიას. ასეთი სფერო მხოლოდ რამდენიმე დაამზადეს. ეს
სფეროები მუდმივი შუქურებივით იყო – ასტეროიდების ორბიტებს აჩვენებდნენ თუმცა ეს
შუქურები დამზადდა, ადამიანმა ვერ მიაღწია ასტეროიდებს და შუქურებიც გამოუყენებელი
დარჩა.

მესამე რელიკვია მრგვალი, გვერდებდაბალი, პირგანიერი, კარგად შედუღებული თუნუქის


ყუთია. ყუთს თუ შეანძრევ, იღრიალებს. ტომმა გადმოცემით იცის, ყუთის გახსნას უბედურება

47
მოჰყვება და არავინ არ იცის, რომ ამ ყუთში ათი საუკუნის წინათ შექმნილი ხელოვნების ერთი
უდიდესი ნიმუში დევს.

სამუშაო დამთავრდა. ორმა მამაკაცმა ქვები ისევ ძველ ადგილს დადო და მთიდან ჩამოვიდა
ადამიანს თავისი არსებობის უკანასკნელ დღემდე არ მოუშლია მომავალზე ფიქრი და უნდოდა
შემდგომი თაობისათვის რაღაც შეენარჩუნებინა.

იმ ზამთარს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხრიდან ყინულის დიდი მასები მოადგნენ მთებს


და მთისწინეთი შუაში მოაქციეს. მალე მისი ხსენებაც აღარ იყო. მაგრამ მთები მაგრად იდგნენ,
უძლებდნენ და ზაფხული რომ დადგა, მყინვარებმა უკან დაიხიეს.

ასე, ერთი ზამთრიდან მეორე ზამთრამდე ბრძოლა იყო მთებსა და მყინვარებს შორის.
დამსხვრეული ყინულის ზვავის, ჩამონგრეული ქვების გრიალი, გახეთქილი ყინულის ზრიალი
მიდამოს აყრუებდა. რომელი ომი შეედრებოდა ამ ულმობელ ომს, რომელმაც მთელი
დედამიწის ზურგი მოიცვა!

ბოლოს, როგორც იყო, მოთვინიერდნენ ყინულის ტალღები და ნელ-ნელა ჩამოცურდნენ


მთებიდან, სულ კი არ დაემორჩილნენ მთებს. ხეობები და უღელტეხილები ჯერ ისევ
გასუდრული იყო ყინულით. ბრძოლაში არავის გაუმარჯვია: მყინვარებს ღირსეული
მოწინააღმდეგე დახვდათ.

მყინვარის ეს უკანდახევა ძალიან გვიან მოხდა და ამიტომ ადამიანისათვის სარგებლობა არ


მოუტანია.

საუკუნეს მისდევდა საუკუნე. მოხდა ის, რაც უნდა მოხდეს სამყაროში არსებულ ყოველ
ვარსკვლავზე, რაც უნდა შორეული და უკაცრიელი იყოს...

ვენერადან ხომალდი მოფრინდა, ხუთი ათასი წლით დაიგვიანეს, მაგრამ ეკიპაჟმა არ იცოდა,
რომ ხუთი ათასი წელია, სიცოცხლე აღარ იყო დედამიწაზე. მრავალი მილიონი კილომეტრის
სიშორიდან დაინახეს ტელესკოპებში ხომალდზე მყოფმა ვენერას მცხოვრებლებმა ყინულის
უცნაური საფარი. მისი ბრალი იყო, რომ მზის შემდეგ ციურ სხეულებში ყველაზე მეტად
დედამიწა კაშკაშებდა. აქა-იქ თვალისმომჭრელ საფარზე შავი ლაქები მოჩანდა. ასე
აღმოაჩინეს მყინვარებში ჩაფლული მთები. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. ოკეანეები, ველები,
ტყეები, უდაბნოები, ტბები – ყველაფერი, რაც ადამიანის სამყაროა, ყველაფერი ყინულმა
დაფარა, იქნებ სამუდამოდაც.

ხომალდი უახლოვდებოდა დედამიწას. ათას კილომეტრზე დედამიწიდან, ხომალდი წრიულ


ორბიტაზე გადავიდა. ხუთი დღე და ღამე გარშემო უვლიდა პლანეტას. ფოტოკამერებმა
აღბეჭდეს ყველაფერი, რაც დაინახეს, ასობით ხელსაწყოებმა იმდენი ცნობები დააგროვეს, რომ
ვენერელი სწავლულები მთელი წლები მოუნდებიან ამ მასალის დამუშავებას. პლანეტაზე
დაჯდომა არა ჰქონდათ განზრახული, რა უნდა ენახათ. მაგრამ მეექვსე ღამეს სურათი
შეიცვალა. საპანორამო ინდიკატორმა შუქურას უმნიშვნელო რადიაცია დაიჭირა. შუქურა ხუთი
ათასი წლისა იყო. მრავალი საუკუნე გზავნიდა სიგნალებს, მაგრამ, რაც, დრო გადიოდა, ეს
სიგნალები თანდათან სუსტდებოდა შუქურის რადიოაქტიური გულის მსგავსად.

48
მონიტორი შუქურას სიხშირეს დაემთხვა. მართვის კაბინაში მძლავრი ზარი გაისმა. ცოტა ხნის
შემდეგ ვენერელთა ხომალდი ორბიტიდან გამოვიდა და დედამიწაზე დაეშვა, ამაყად აზიდული
მთაგრეხილებისაკენ, რუხი ქვისაგან ნაშენი ძეგლისაკენ. რომელსაც საუკუნეებმა ვერაფერი
დააკლო.

ვენერას ცაზე მზის გიგანტური დისკო ლაპლაპებდა. მზე აღარ იყო ბურუსში გახვეული, აღარც
პლანეტა – ღრუბლებში დაბურული. რაღაც ძალამ შეცვალა მზის რადიაცია. ერთი ცივილიზაცია
დაიღუპა და მეორე დაიბადა. ასე დაინახეს ხუთი ათასი წლის წინათ ვენერას ნახევრად-
ველურმა მცხოვრებლებმა მზე და ვარსკვლავები. დედამიწაზე მეცნიერება ასტრონომიიდან
დაიწყო. ასევე მოხდა ვენერაზეც. ამ თბილ და მდიდარ ბუნებაში, რომელიც ადამიანს
არასოდეს უნახავს, ძალიან სწრაფად განვითარდა ყველაფერი. იქნებ ვენერაზე მცხოვრებთ
ბედი სწყალობდათ. მათ არ გაუვლიათ შუასაუკუნეების ხანა, რომელმაც ათასი წლით შებორკა
ადამიანი. ვენერაზე მცხოვრებთ ქიმიისა და მექანიკის შესასწავლად გრძელი, მიხვეულ-
მოხვეული გზაც არ გაუვლიათ. მათ უცებ აღმოაჩინეს გამოსხივების ფიზიკის ძირითადი
კანონები. იმ დროში, რომელიც ადამიანმა პირამიდებიდან კოსმოსურ რაკეტა-ხომალდისაკენ
ნაბიჯის გადადგმას მოანდომა, ვენერაზე მცხოვრებლებმა მიწათმოქმედებაც აითვისეს,
ადამიანისთვის მიუღწეველი ანტიგრავიტაციაც აღმოაჩინეს. თბილი ოკეანე, სავსე ჯერ ისევ
ახალგაზრდა პლანეტაზე გაჩენილი ორგანული სიცოცხლით, აქაფებულ ტალღებს ახეთქებს
ქვიშიან ნაპირს, ხმელეთი ჯერ ყრმობის ასაკშია, ქვიშა უხეშია, მსხვილი. ზღვამ ჯერ ვერ
მოასწრო, ვერ გადალესა ქვიშის მარცვლები.

მეცნიერები ნახევრად წყალში წვანან. მათი მშვენიერი სხეულები, რეპტილიების სხეულები


მზეზე ბრჭყვინავს, პლანეტის ყველა კუნძულებიდან ვენერას უდიდესი მოაზროვნენი აქ
შეგროვდნენ, ამ ოკეანის ნაპირზე. იმათ ჯერ არ იციან, რას მოისმენენ ახალს მესამე პლანეტასა
და საოცარ ცოცხალ არსებებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ, ვიდრე მყინვარები დაფარავდნენ
დედამიწას. ისტორიკოსი ნაპირზე დგას. ამ ხელსაწყოების, რომლითაც უნდა ისარგებლოს,
წყალში ხმარება არ შეიძლება. აქვე დგას დიდი მანქანა, რომელიც კოლეგების ყურადღებას
იქცევს – ლინზების სისტემის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ოპტიკური დანადგარია.
ლინზებე აქვე თეთრი ეკრანისაკენაა მიმართული. ისტორიკოსმა ლაპარაკი დაიწყო. მან
მოკლედ გადმოსცა, რაც იციან მესამე პლანეტასა და მის მცხოვრებლებზე. ახსენა უქმად
ჩავლილი საუკუნეები, როცა ვერ შეძლეს, აეხსნათ დედამიწის ძეგლებში მოხსენებული თუნდაც
ერთი ცნება. ალბათ ამ პლანეტაზე ტექნიკის დარგში ნიჭით ძალზე დაჯილდოებული არსებები
ცხოვრობდნენ. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ მანქანების იმ მცირე დეტალების მიხედვით,
რომელიც მთაზე იპოვეს, აკლდამაში.

– ჩვენ არ ვიცით, ასეთი განვითარებული ცივილიზაცია რამ დაღუპა. ყველაფერი იმის


დამადასტურებელია, რომ ეს არსებები საკმაო ცოდნით იყვნენ აღჭურვილნი, რომ
გამყინვარების პერიოდში არ დაღუპულიყვნენ. ალბათ სხვა მიზეზია, რის შესახებაც ჩვენ
არაფერი ვიცით. ან ავადმყოფობამ მოსპო, ან ნელ-ნელა ამოწყდნენ. ჩვენთან აზრი გამოთქვეს,
რომ ტომთა შორის უთანხმოება, რომელიც ვენერაზე წინაისტორიულ დროში შეწყვეტილა,
მესამე პლანეტაზე ტექნიკის განვითარების ეპოქაშიც გრძელდებოდა. ზოგი ფილოსოფოსი
იმასაც ამტკიცებს, რომ მართალია, მანქანები ჰქონიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი
ცივილიზაციის მაღალ საფეხურზე იდგნენო და რომ თეორიულად ომები დასაშვებია იმ

49
საზოგადოებაშიც, რომელსაც განვითარებული ენერგეტიკა, ავიაცია და რადიოკავშირი აქვსო.
ასეთი კონცეფცია სრულიად უცხოა, ჩვენი წარმოდგენებისათვის. მაგრამ ჩვენ უნდა დავუშვათ,
რომ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო, რომ შეიძლება ასეც აიხსნას, მოსახლეობის
დეგრადაცია, და ბოლოს სრული მოსპობაც.

ბევრსა ჰგონია, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, როგორი იყო გარეგნულად მესამე
პლანეტის მცხოვრები. საუკუნეების მანძილზე ჩვენი მხატვრები გვიხატავდნენ ამ მკვდარი
სამყაროს წარსულ სურათებს. ამ სამყაროში ათასნაირ, ფანტასტიკურ არსებებს ნახავ, და
რაღაც წესით, ასე თუ ისე ყველა ჩვენა გვგვანან, თუმცა არა ერთხელ გამოითქვა აზრი,
მართალია, ჩვენ რეპტილიებს ვეკუთვნით, აუცილებელი არ არის, რომ ყველა გონიერი არსება
აუცილებლად რეპტილია იყოსო. ჩვენ წელს ერთი ყველაზე რთული გამოცანა ამოვხსენით.
ხუთი საუკუნის მუშაობის შემდეგ გამოვარკვიეთ, როგორი იყო, რა ხასიათი ჰქონდა მესამე
პლანეტაზე მცხოვრებ გონიერ არსებას.

გაოცებული მეცნიერები აჩოჩქოლდნენ. ზოგს ისე გაუკვირდა, რომ ზღვაში ჩაყურყუმელავდა


(ასე იციან ვენერაზე მცხოვრებლებმა, როცა აღელდებიან). ისტორიკოსი მოთმინებით იცდიდა,
სანამ მისი კოლეგები ამოყურყუმელავდებოდნენ წყლიდან.

თვითონ კარგად გრძნობდა თავს: მას წყლის წვრილი ნაკადულები აგრილებდა. ამ


მოწყობილობის წყალობით შეეძლო მთელი საათები ხმელეთზე ყოფილიყო და დალოცვილი
წყლის სტიქიაში არ გაენებივრებინა თავი. აჩოჩქოლებული მეცნიერები ისევ მიწყნარდნენ და
მომხსენებელმა განაგრძო: მესამე პლანეტაზე ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთი ლითონის
კოლოფია, რომელშიც გამჭვირვალე პლასტიკური მასალა დევს. ნაპირები პერფორირებულია,
სპირალურად მაგრად დახვეული. ეს გამჭვირვალე გრძელი ფირი, ერთი შეხედვით თითქოს
დიდი არაფერია, ახალი სუბელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ გასინჯვის დროს კი გამოჩნდა,
რომ ფირი დაფარულია ათასი წვრილი გამოსახულებით, რომელიც თვალით არ ჩანს. ეს
გამოსახულებები გამომჟღავნდა, როცა სათანადო გამოსხივებით ვიმოქმედეთ. ფიქრობენ რომ
ამ პლასტიკურ მასალაზე ეს გამოსახულებები, რომელიც დროთა სვლამ გამოახუნა, თავის
დროზე ქიმიური ნივთიერებებით დაიტანეს.

ეს გამოსახულებები ალბათ ასახავს, როგორ ცხოვრობდნენ პლანეტაზე ცივილიზაციის


უდიდესი აყვავების ეპოქაში. ეს გამოსახულებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და
მხოლოდ მოძრაობის ფაზაშია სხვაობა. ასეთი ჩანაწერის მნიშვნელობა აშკარაა. საკმარისია,
გამოსახულება გადავიტანოთ ეკრანზე და ჩქარა ვაჩვენოთ, რომ მაშინვე შეიქმნება უწყვეტი
მოძრაობის ილუზია. ჩვენ ამ მიზნისთვის გავაკეთეთ აპარატი და მივიღეთ სურათების ზუსტი
პირი. სურათები, რომელსაც ახლა ნახავთ, ათასი წლით უკან გადაგვიყვანს, მესამე პლანეტის
აყვავების საუკუნეში. ჩვენ წინ გადაიშლება ძალიან რთული ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციის
ზოგიერთ მხარეზე შეიძლება ძალიან ცოტას მივხვდეთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ძალზე
ბობოქარი ცხოვრება ჰქონდათ. ბევრი რამ, როგორც თქვენ ნახავთ, გვაოცებს. ერთი კია, მესამე
პლანეტაზე მრავალნაირი არსება ბინადრობდა, მაგრამ რეპტილიები მათ შორის მაინც არ
იყვნენ. ეს, ცოტა არ იყოს, თავმოყვარეობას გვილახავს, მაგრამ უდავოა. პლანეტაზე მცხოვრებ
არსებათა უმრავლესობას ორი ხელი და ორი ფეხი ჰქონდა. იგი გამართული დადიოდა და ტანს

50
რაღაც მოქნილი ნაქსოვით იფარავდა, იქნებ სიცივისაგან, რადგან გამყინვარების ეპოქამდე ამ
პლანეტაზე უფრო დაბალი ტემპერატურა იყო, ვიდრე ჩვენს პლანეტაზეა.

მე თქვენს მოთმინების ფიალას მეტად აღარ ავავსებ. ახლა გაჩვენებთ ჩანაწერს, რაზედაც
ახლახან გელაპარაკეთ.

საპროექციო აპარატიდან თვალისმომჭრელი შუქის კონა გამოვარდა. ჩუმი ზუზუნი გაისმა.


ეკრანზე ათასობით უცნაური არსება გაჩნდა. ისინი ბობოქრობდნენ, აქეთ-იქით ხტოდნენ. ამ
არსებებს ერთი გამოეყო, ახლა მხოლოდ ერთი გამოჩნდა, მთელი ეკრანი დაიჭირა და
მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ისტორიკოსმა სწორად აღწერა. მესამე პლანეტის
მცხოვრებლებს სახეზე ორი თვალი უჩანდათ, თვალები ახლო-ახლოა ერთმანეთთან. სხვა
ნაწილები კარგად არა ჩანს. სახის ქვედა ნაწილში ნასვრეტია, რომელსაც აღებენ და ხურავენ,
ეგებ ეს ნასვრეტი სუნთქვასთან არის დაკავშირებული?

მეცნიერები მოჯადოებულები უყურებდნენ ამ უცნაური არსებების ფანტასტიკურ ამბავს. მათ


დაინახეს, ერთ-ერთი მძიმე ბრძოლაში ჩაება სხვასთან. ის მისგან არ გამოირჩეოდა. თითქოს
ორივეს დაღუპვა აუცილებელი იყო. მაგრამ არა: როცა ყველაფერი გათავდა, თურმე ერთიც
უვნებელია და მეორეც. ამას მოჰყვა სრბოლა ოთხთვლიანი მექანიკური მანქანით, რომელიც ისე
მიქროდა კილომეტრებზე, თვალს ვერ მოჰკრავდი. ბოლოს ერთ ქალაქში ჩავიდნენ, რომელიც
ასეთივე მანქანებით სავსე იყო. ეს მანქანები აქეთ-იქით დაქროდნენ. არავის არ გაჰკვირვებია,
როცა ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ორივე დაიმსხვრა.

ამის შემდეგ მოვლენები უფრო გართულდა. აშკარა იყო, რომ მთელი წლობით უნდა
ჩაუკირკიტონ, რომ გამოიკვლიონ და გაიგონ ყველაფერი, რაც მოხდა. ცხადია, ეს ჩანაწერი
ხელოვნების სტილიზებული ნაწარმოებია და არა მესამე პლანეტაზე სიცოცხლის ზუსტი
ანაბეჭდი.

დასკვნითი სურათიც გამოჩნდა. ინდივიდი. რომელიც ყურადღების ცენტრშია მოქცეული,


ჩართულია საზარელ კატასტროფაში, რომელსაც ვერ გაუგებ, რამ გამოიწვია. სურათი
დავიწროვდა და ინდივიდის ცარიელი თავიღა დარჩა. და ბოლოს მისი გადიდებული სახე
გამოჩნდა, რომელიც რაღაც ძლიერ გრძნობას გამოხატავს; გაჯავრებაა, მწუხარებაა,
შურისძიებაა თუ სხვა განცდა, ვერ გაიგებ.

უცებ ეკრანზე რაღაც ნიშნები გამოჩნდა და სურათიც გაქრა.

სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ტალღები ეხეთქებოდნენ ქვიშიან ნაპირს. მეცნიერები


გაოცებისაგან სდუმდნენ. მათ ნახეს, მიწაზე რა ცივილიზაციაც იყო და კინაღამ შეირყნენ. მერე
დაჯგუფდნენ და ჩურჩული გაისმა. თანდათან ამ ჩურჩულს აუწიეს, როცა მათ გონებამდე
მივიდა, რა დიდი მნიშვნელობის იყო ნანახი! ამ დროს ისტორიკოსი ისევ მიუბრუნდა კრებას:

– ჩვენ ახლა კვლევის უდიდესი პროგრამა დავსახეთ, რომ ამ ჩანაწერებიდან მთელი ცოდნა
ამოვიკითხოთ. ათასობით პირებს გავაკეთებთ და ყველა თანამშრომელს დავურიგებთ. გესმით,
რა პრობლემები უნდა გადაწყდეს? განსაკუთრებით დიდი ამოცანები დგას ფსიქოლოგების
წინაშე, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. ეგებ ჩვენმა თაობამ ვერ

51
მოასწროს, და ვინ იცის, რას გავარკვევთ ამ უცნაური ჯიშის ცოცხალ არსებებზე? ვიდრე
დავიშლებოდეთ, მოდით, ერთხელ კიდევ შევხედოთ ჩვენს შორეულ ბიძაშვილებს, ვინც
სიბრძნით, შეიძლება, ჩვენ გვჯობდა, მაგრამ გაკეთებული კი არაფერი დარჩა.

ეკრანზე ისევ გამოჩნდა საბოლოო სურათი. ამჟამად საპროექციო აპარატიც გააჩერეს.


გამოსახულება გაიყინა. გრძნობით, რომელიც ახლოა მოწონებასთან, მეცნიერები უყურებდნენ
გაუნძრევლად მდგარ შორეული წარსულიდან მოსულს, ხოლო პატარა ორფეხა, თავის მხრივ,
მისთვის დამახასიათებელი ქედმაღლობით, გაჯავრებული უტიფრად უცქეროდა მათ.
ამიერიდან და ვიდრე დროს დასასრულამდე, ეს იქნება ადამიანის მოდგმის წარმომადგენელი.
ვენერაზე მცხოვრები ფსიქოლოგები განსჯიან მის საქმიანობას, მის ყოველ მოქმედებას, ვიდრე
არ გაიგებენ, როგორ აზროვნებდა იგი. ადამიანის მოდგმის ამ წარმომადგენელზე დაიწერება
ათასობით წიგნი, რომ ავხსნათ, რად იქცეოდა ასე ან ისე, შეიქმნება რთული ფილოსოფიური
სისტემები, მაგრამ ამ შრომების დასაწერად ეს გამოკვლევებიც ამაო იქნება. ეკრანზე ეულად
მდგარ ამაყ ფიგურას თითქოს სარდონიულად ...

ნენ თავიანთ მრაწლოვან უნაყოფო შრომას. საიდუმლო არ გაიხსნება, ვიდრე სამყარო


არსებობს, რადგან ვერავინ და ვერასოდეს ვერ ამოიკითხავს ენაზე ნაწერს, რომელიც
დედამიწაზე აღარ ისმის. მომავალში იმ ეკრანზე მილიონჯერ გამოჩნდება უკანასკნელი სამი
სიტყვა, მაგრამ ვერავინ გაიგებს მათ მნიშვნელობას:

„უოლტერ დისნეის გამოშვება“.

52
განსაკუთრებული ნიჭი

თეოდორ სტარჯონი (მთარგმნელი – ნ. კუბლაშვილი)

რაც უფრო ახლოვდება 2300 წელი, მით უფრო ხშირად ირთობენ თავს „საუკუნის ყველაზე
ღირსშესანიშნავი პიროვნების“ დასახელებით. ზოგი ბელა ბენ-ჰერსონს – მსოფლიოს
ხელახალი კონსტიტუციის ავტორს – ამჯობინებს, ზოგი იკიჰარას და მის დაწერილ დიდ შრომას
იგონებს სხივურ დაავადებაზე. უფრო ხშირად კი კაპიტან რილი რიგსის სახელს გაიგონებთ.
ჩემი აზრით, ეს ყველაზე სწორი არჩევანია. ძველი კოსმონავტი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ.
რიგსთან ექსპედიციაში მეკავშირე ოფიცრად ვმუშაობდი. მართალია, ეს ამბავი სამოცი წლის
წინათ მოხდა, მაგრამ ყველაფერი გუშინდელივით მახსოვს. მხედველობაში მაქვს მესამე
ექსპედიცია ვენერაზე, ის კოსმოსური რეისი, რომელმაც სახე შეუცვალა დედამიწას: სწორედ ამ
რეისით ჩამოიტანეს ვენერადან კრისტალები, რომელთა წყალობით ბედნიერ ფარვანებად
ვიქეცით. იმ ხანად დღეში ხუთ საათს ვმუშაობდით, არც პირადი რობოტები გვყავდა და
დილაობით თვითონ ვიცვამდით ხოლმე. მაგრამ მაშინ ხომ უფრო გამობრძმედილი ტომი
ცხოვრობდა. ასეა თუ ისე, საუკუნის ყველაზე ღირსშესანიშნავ პიროვნებად მე მიმაჩნია არა
რიგსი, არამედ ის, ვინც ჩვენი საყვარელი კოსმოსური ხომალდით „ვარსკვლავთ ძახილით“
მოფრინავდა. ჩინებული ეკიპაჟი შეგროვდა. რიგსზე უკეთეს ხომალდის მეთაურს ვიღას
ვინატრებდით? ასევე ვიტყოდი მის მოადგილეზე ბლეკ ფარელზე. ბორტმექანიკოსად
ზიპერლეინი გვახლდა – წყნარი ხასიათის, ჩასკვნილი, წვრილთვალება კაცი. გვყავდნენ მისი
თანაშემწეებიც – ელექტროტექნიკოსები – გრივსი და პურჩი, კოსმოსის შავმა ჯურღმულებმა
პირველად იხილეს ასეთი თავზეხელაღებული ახალგაზრდები. ჩვენთან ერთად მოფრინავდა
ჩემი სატრფო – მშვენიერი ლორნა ბერნჰარდი, მსოფლიოში საუკეთესო შტურმანი. ხომალდზე
ორი სხვა ქალიც იყო: სხივური ანალიზების სპეციალისტი ბეტი ორდუეი და ჰონი ლუნდკვისტი,
ინჟინერი-შემკეთებელი. ორივენი მხოლოდ თავიანთი საქმით იყვნენ გართულნი, მაგრამ
სამაგიეროდ არც სხვები იწუხებდნენ მათთვის თავს.

თითქოს გასართობად შემოგვაჩეჩეს ეკიპაჟში შევმოყვანილა სლოპსი – ვენერას კრისტალების


კარგი მცოდნე. ახლაც ვერ გამიგია, რა საჭირო იყო მისი წამოყვანა. ამ კრისტალების
მეცნიერული შესწავლა დედამიწაზე უნდა მომხდარიყო... რასაკვირველია, თუ ცოცხლები
დავბრუნდებოდით. ალბათ იმიტომ წამოიყვანეს, რომ ხომალდზე თავისუფალი ადგილი
გამოჩნდა და იფიქრეს, შეიძლება, კრისტალების ძებნისას გამოგვადგესო. ჯერჯერობით ვერას
გვარგებდა. ყველანი ასე ვფიქრობდით და ხშირად ხმამაღლაც გამოვთქვამდით ჩვენს აზრს,
რომ სლოპსი არ გაყოყოჩებულიყო.

მართალი გითხრათ, სლოპსი არავის უშლიდა ხელს, მაგრამ თვითონ იყო სასაცილო –
პირდაპირ მასხარა. სლოპსი ისეთი კაცი კი არ გახლდათ, სუფრის ქვეშ ანტიგრავიტაციულ
ფირფიტას რომ სდებენ და მაშინ რთავენ, როცა მაგიდასთან წვნიანის საჭმელად ჯდება ხოლმე
ვინმე, არც „საზოგადოების სული და გული“ ეთქმოდა. საყელოში რომ ფლოურესცენტულ
მილაკებს გაიჩრიან და თავს მარსელად ასაღებენ. ჩვენი სლოპსი უნებურად აცინებდა ხალხს.

53
დაბალი იყო, ვერ იტყოდით, მახინჯიაო, მაგრამ არც დიდი სილამაზისა ეცხო რამე. მე მგონი,
მის აღწერაში მხოლოდ სიტყვა „თითქმის“ დაგვეხმარება. ის იყო ზედგამოჭრილი „თითქმის“.
განსხვავება „თითქმის ნამდვილსა“ და „სრულიად ნამდვილს“ შორის ძალზე გვაცინებდა. მას
ეს განსხვავება ყველაფერში ეტყობოდა.

არცერთი ჩვენგანი არ იცნობდა სლოპსს, სანამ გაფრენამდე ორი საათით ადრე სამოქალაქო
ფორმით არ ამოვიდა ხომალდში, მისი პირველი შეცდომა სწორედ ის იყო, რომ ასეთი
ტანსაცმლით გამოცხადდა. თუმცა... რატომ იყო ეს შეცდომა? ბოლოს და ბოლოს, ის ხომ
სამოქალაქო ტექნიკოსი იყო. ჩვენ კი ყველანი კოსმოსური დარგის მომუშავენი ვიყავით.
ვფიქრობ, თავიდანვე ამან განგვაწყო მის საწინააღმდეგოდ. სლოპსი რომ საბარგო ლიფტიდან
გადმოვიდა თავისი ბარგი-ბარხანით, მეორე ელექტროტექნიკოსი პურჩი დერეფანში
დასეირნობდა. შეხედა თუ არა სლოპსს, მაშინვე მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე. პურჩი
მაღალი, წყნარი, აუჩქარებელი ახალგაზრდა იყო. მან სლოპსი ხომალდის კიჩოსკენ წაიყვანა
(სხვანაირად რომ ვთქვათ, ქვევით, იმიტომ რომ „ვარსკვლავთ ძახილი“ მიწაზე ვერტიკალურად
იდგა, კუდის სიბრტყეზე), აჩვენა რაღაც ყუთი და უთხრა, შენი ბარგი აქ დააწყვეო. ეს ყუთი
შემთხვევით სანაგვე აღმოჩნდა, იგი იონოსფეროში შესვლისას ავტომატურად იცლებოდა
ხოლმე. მაგრამ არც ამით დაქცეულა ქვეყანა: ხომალდზე ბევრი ისეთი საზაფხულო
ტანსაცმელი იპოვეს, სლოპსს რომ გამოადგებოდა. თითქოს გამოეწყო კიდეც, მაგრამ მაინც
სასაცილო სანახავი იყო.

ვერ აგიწერთ, რა სახე ჰქონდა, როცა სანაგვე ყუთთან მივიდა ექვსი საათის შემდეგ. ის ამბავი
რომ მაგონდება, ახლაც მეცინება, მთელ გზაზე საწყალს შიშით ვერაფერი მოეკითხა, სად
არისო, იმწამსვე რომელიმე უპასუხებდა, სანაგვე კოდში ჩაიხედეო, და მთელი ეკიპაჟი
იხრჩობოდა სიცილით.

მაგრამ სეირი მაშინ უნდა გენახათ, ჩვენ რომ სიჩქარე შევანელეთ და თავისუფალ ვარდნაზხზე
გადავედით. სლოპსის გასამასხარავებლად გადავწყვიტეთ, რომ ხელოვნური გრავიტაცია
გამოვერთო. გარდა ზიპერლეინისა, რომელიც ხომალდს მართავდა, ყველანი საერთო კაიუტაში
შევიკრიბეთ, რომ სანახაობით დავმტკბარიყავით. გრავიტაციის გამორთვის დრო ერთმანეთს
ჩურჩულით გავაგებინეთ და თან თავს ძლივს ვიკავებდით, რომ სიცილი არ აგვტეხოდა, –
სიცილი ყველაფერს ჩაგვიფუშავდა. კაიუტაში ყველანი ისეთ ადგილებზე დავდექით, რომ
ხელის ჩასაჭიდი გვქონოდა გრავიტაციის გამორთვის დროს. ამასობაში სლოპსიც შემოვიდა
გულუბრყვილო ბავშვივით და დაჯდა იმ ფანჯრის ახლოს, საიდანაც სადილს არიგებდნენ.
გრივსი ჩუმ-ჩუმად საათს დაჰყურებდა. გრავიტაციის გამორთვამდე სამი წამი იყო დარჩენილი,
რომ სლოპსს დაუძახა:

– სლოპს, მოდი აქ!

სლოპსმა თვალები ააფახულა:

– მე მეძახით?

მერე გაუბედავად წამოდგა და ორი-სამი ნაბიჯი გადმოდგა თუ არა, გრავიტაციაც გამორთეს.

54
მე ვფიქრობ, რომ ადამიანი ვერასოდეს მთლიანად ვერ შეეგუება უწონადობას, უწონადობისას
კუჭი გეწვებათ, დაჭიმული გაქვთ მთელი სხეული, კიდევ ცოტა და კრუნჩხვები დაგეწყებათ,
თითქოს ეცემით და ვერ კი გაგიგიათ, საით ეცემით, თქვენდა უნებურად ელოდებით, როდის
მოადენთ ბრაგვანს (თქვენ ხომ ეცემით). მაგრამ ამაოდ. მოკლედ, გამოშტერებული ხართ,
თმააბურძგნული და თავზარდაცემული, მაგრამ იმავე დროს გეუფლებათ რაღაც იდიოტური
მხიარულება და ბედნიერების გრძნობა, ამ მდგომარეობას ველსბახის ეიფორიას ეძახიან.
ფსიქოლოგიური ტერმინია. ეს არის უწონადობით გამოწვეული ნერვული განმუხტვა.

სულ დამავიწყდა, მე ხომ სლოპსზე გიყვებოდით.

როცა ზიპერლეინმა წევა გამორთო, სლოპსი უნებურად ისე გაცურდა, ფეხებით თითქმის იატაკს
ეხებოდა. ხელები კი ზურგისკენ წაიღო: ალბათ მოეჩვენა რომ უკან ვარდებოდა და მხრები
მოიშველია, იქნებ შევჩერდეო, მაგრამ ახლა ყირამალა წავიდა. ნელ-ნელა ისევ ამოტრიალდა
და ნამდვილად კიდევ დიდხანს იტრიალებდა, ჭერის კოჭს რომ არ გამოსდებოდა ფეხებით. ასე
ეკიდა საწყალი თავდაღმა და ელოდა, სისხლი თავში მომაწვებაო, მაგრამ მსგავსი არაფერი
დამართნია. შემდეგ მოეჩვენა, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემოა, ზედა მხარე იყო, ხოლო
ქვედა, საერთოდ, არ არსებობდა. ადგა და ხან ტიხარისკენ გაიწია, ხან ჭერის კოჭისკენ, ხან
კარისკენ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მისწვდა ვერც ერთს. ცოტა ხნის შემდეგ ბედს შეურიგდა და
გაყუჩდა, მხოლოდ ოდნავ კანკალებდა, ამასობაში კი ჩვენც უკვე სული მოვითქვით – პირველად
ხომ არ ვიყავით ამ დღეში, ჰოდა, ახლა შეგვეძლო კარგად დავმტკბარიყავით ამ სანახაობით.

– მე ხომ გითხარი, აქ მოდი-მეთქი! – დაუყვირა სლოპსს გრივსმა.

სლოპსი ჰაერში ფართხალებდა და წიხლებს ისროდა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაიძრა, ისევ ისე
უმწეოდ ეკიდა თავდაყირა, ჩვენ ხარებივით ვბღაოდით, სლოპსმა ტუჩები ააცმაცუნა, მაგრამ
მხოლოდ რაღაც „მ-მ-მ-მ“-ს მსგავსი ზმუილი აღმოხდა.

მეგონა, სიცილით გავიგუდებოდი.

– ნუ გაყოყოჩდი! – შესძახა ლუნდკვისტმა, იმ გოგომ, რემონტს რომ ხელმძღვანელობდა, –


ჩამოდი და გადაგვკოცნე ყველა.

– გთხოვთ... გთხოვთ... – ჩურჩულებდა სლოპსი.

– ადგეს და თქვას, „გემუდარებით“. – მოითხოვა ბეტი ორდუეიმ.

ჩვენ გავიცინეთ.

– იქნებ არც ვუყვარვართ? – მხარი ავუბი მე. – ჩამოდი და ჩვენთან იყავი, სლოპს.

– გაგვიმასპინძლდი ნაგვით, – სთხოვა ვიღაცამ და ისევ გადავიხარხარეთ.

კაიუტაში ზიპერლეინი შემოვიდა.

– შეხედეთ, ადამიანს ფრენა შესძლებია! – გამოგვიცხადა გულის გამაწვრილებელი ნაზი ხმით.

– თავი კი ღრუბლებში შეურგავს! – ჩაურთო კაპიტანმა.

55
ყველამ გაიცინა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ეცინებოდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ კაპიტანმა
იხუმრა.

– გემუდარებით, ჩამომიყვანეთ, რომელიმემ ჩამომიყვანეთ. – დაიწყო ხვეწნა სლოპსმა.

– ჩემი ხალხი მტკიცედ უნდა იდგეს ფეხზე, სლოპს! მე შენ თავაზიანად გთხოვე, მოდი-მეთქი! –
უთხრა გრივსმა.

ზიპერლეინს ჩაეცინა.

– რა, გჭირდებათ სლოპსი? – და ბანჯგვლიანი ხელების ფათურით კარიდან წყლის ბაკზე


გადაინაცვლა, სასადილო მაგიდიდან – ჩამრაზზე. იქიდან უკვე შეეძლო სლოპსის ფეხებს
მისწვდენოდა.

– გრივსი გეძახის! – უთხრა სლოპსს და ფეხში ხელი გაჰკრა.

ერთხელ კიდევ გადავიდა ყირაზე სლოპსი:

– ო-ო-ჰ! ო-ო-ჰ! – ღმუოდა და თან ტრიალებდა.

ასეთი ტრიალით შემოუარა მთელ კაიუტას და გრივსთან ამოყო თავი.

გრივსი უკვე ემზადებოდა მასთან შესახვედრად. ორივე ხელი ჩასჭიდა კიბის მოაჯირს და
მუხლებში მოიხარა. სლოპსი რომ გაუსწორდა, საცოდავს ფეხებით ზურგში უბიძგა და
კაპიტნისაკენ გააგდო – სლოპსი უკვე აღარ ტრიალებდა. რიგსმა მას მხარი გაჰკრა და ჩემკენ
გამოგზავნა, მე ისევ გრივსს დავუბრუნე. გრივსს ხელისკვრა უნდოდა, მაგრამ ააცდინა და
სლოპსი ტიხარს მიენარცხა. წონა ისეთი რაღაცაა, როცა გინდა მაშინ მოიშორებ თავიდან.
მაგრამ მასას რას უზამ? სლოპსი ას ორმოცდაათ გირვანქაზე მეტს იწონიდა და კარგი
სიჩქარითაც მიქროდა. ამიტომ, როგორც დაენარცხა, ისევე დარჩა ტიხართან, ტკივილით
აკრუსუნებული.

– ზიპ, ჩართე გრავიტაციული ფირები. ეს კომედია მთელ დღეს შეიძლება გაგრძელდეს.

– არის, – უპასუხა მექანიკოსმა და გავიდა.

მე ლორნასთან ვიდექი, ჯერ ერთი, ვიცოდი, რომ მტკიცე საყრდენს ჩაეჭიდებოდა, და მეორეც –
მსიამოვნებდა მასთან ყოფნა.

– ას, ვისი იდეა იყო ეს? – მკითხა ლორნამ.

– გამოიცანი!

– ას, იცი რა? შენ დიდი უნამუსო ხარ, – გამომიცხადა მან.

– აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! – ჩამეცინა, – ერთი გენახა, მე რა დღეში მაგდებდნენ, ახალბედა
რომ ვიყავი.

56
ლორნა მომიბრუნდა და ისეთი თვალებით შემომხედა, მანამდე მხოლოდ ორჯერ რომ მენახა;
მაშინაც და ახლაც უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის.

– ასე გამოდის, რომ ყოველდღე რაღაც ახალი უნდა გაიგო კაცმა, იმ ადამიანებზეც კი,
რომელსაც ასე კარგად იცნობ, – შენიშნა ლორნამ.

– რას იზამ, ფრენისას შეგიძლია რამდენიც გინდა, იმდენი უყურო სატელევიზიო ფილმებს,
დატკბე ვარსკვლავთა ცქერით, მაგრამ ხანდახან რაღაც სიახლის მეტანა მოგინდება
ცხოვრებაში. ჩვენ ყველანი სლოპსს უნდა ვუმადლოდეთ. ძალიან სასაცილო კაცია.

ლორნამ კიდევ რაღაც მითხრა, მაგრამ მისი სიტყვები თავშეუკავებელმა ხარხარმა დაფარა.
ზიპერლეინმა ხელოვნური გრავიტაცია ჩართო და სლოპსი ძირს გაიშხლართა. სლოპსი
ტკივილისაგან იგრიხებოდა და იატაკს ხელს უსვამდა, თითქოს საყვარელ არსებას
ეალერსებაო. სლოპსს იმ წუთებში მართლა უყვარდა იატაკი, ისევე როგორც ყველას, ვინც
უწონადობიდან გამოდის ხოლმე. ოჰ, რა ვიმხიარულეთ იმ საღამოს! არასოდეს დამავიწყდება.

ფრენისას ხშირად ვმსჯელობდით ჩვენი მოგზაურობის მიზანზე. ახლა ჩვენ ხელთ არის ასობით
მილიონი ისეთი კრისტალი, როგორიც ვენერაზეა, ამიტომ თქვენ ვერ მიხვდებით, რა
ღირებულება ჰქონდა ამ კრისტალებს 60 წლის წინათ. მეორე ექსპედიციამ ვენერადან ორად-
ორი კრისტალი ჩამოიტანა და ისიც გამოცდის დროს დაიმალა, პირველი კრისტალი განზრახ
აქციეს ფხვნილად, ქიმიური ანალიზისთვის გაწირეს – ხსნარი მოამზადეს ახალი კრისტალების
გასაზრდელად. მაშინ არავინ იცოდა, რომ ვენერას კრისტალები არ იზრდებოდა. მეორე
კრისტალის გამოცდა ჩაატარეს მაღალი ხარისხის სიხშირის რეზონანსზე. ვიღაცამ მეტისმეტი
გულმოდგინებით მოუმატა მაღალი სიხშირე და კრისტალი აფეთქდა. აფეთქების მონაცემებმა
ენერგიის უმავთულო გადაცემის გზაზე დაგვაყენა. მომხმარებელი ამ ენერგიას უფასოდ
მიიღებდა მას შემდეგ, რაც შევიმუშავეთ სპილენძის ატომგულის გახლეჩის ტექნოლოგია.

ენერგია ბევრი გვქონდა, მაგრამ უმავთულო გადაცემა ცოტა რთული საქმეა: ძალსადგურიდან
წვრილი სხივი უნდა მივმართოთ მიმღებისაკენ და გავაჩეროთ, ეს კი საკმაოდ ძნელია, თუ
მიმღები დაყენებულია ავტომანქანაზე ან ვერტმფრენზე. ასეთ შესაძლებლობას კი ვენერას
კრისტალები გვაძლევდნენ. ისინი ვიბრირებდნენ მათდამი მიმართული მაღალი სიხშირის
სიმძლავრისადმი და გადააქცევდნენ გამოსხივებად, რომელსაც მიმართული სხივი
გადმოსცემდა. ასეთი კრისტალები რომ ბევრი გვქონოდა, აღარ დაგვჭირდებოდა მილიონობით
კილომეტრი სპილენძის მავთული და მას გამოვიყენებდით საწვავად, რომ დედამიწა
უზრუნველგვეყო ასობით წელიწადს ენერგიით. არ დაგავიწყდეთ, რომ კაცობრიობას ოთხას
წელს გაჰყავდა ელექტრომავთულის ქსელი და უამრავი სპილენძი დაგროვდა.

ასე რომ, დედამიწისთვის, რომელიც ძალიან განიცდიდა საწვავის ნაკლებობას, ჰაერივით


აუცილებელი იყო კრისტალები. ერთადერთი მოსალოდნელი დაბრკოლება, თუ ვენერაზე
მოგზაურობასთან დაკავშირებულ სიძნელეებს არ ჩავთვლით, დუდღუნებთან შეხვედრა იყო.

პირველმა ექსპედიციამ გაიგო დუდღუნების არსებობა და მორიდებით გამობრუნდა


პლანეტიდან. მეორე ექსპედიციამ კი აღმოაჩინა, რომ დუდღუნები დიდძალ ძვირფას
კრისტალებს ფლობენ. ექსპედიცია კინაღამ გადაჰყვა ორი კრისტალის შოვნას. ჩვენი ამოცანა

57
იყო, დუდღუნების წინააღმდეგობის მიუხედავად, წამოგვეღო, რაც შეიძლება მეტი კრისტალი.
მართალია, უამრავი მითითება მოგვცეს, მაგრამ ძირითადად ყველა ერთს ამბობდა:
„მოელაპარაკეთ დუდღუნებს და მიიღეთ კრისტალები. თუ ისინი არ დაგთანხმდებიან,
მიმართეთ ყოველგვარ საშუალებას“.

– ნეტავ მშვიდობიანი გზით მივიღებდეთ იმ კრისტალებს! – ხშირად იმეორებდა ლორნა, –


კმარა ხოცვა და ნგრევა.

მე ვუპასუხებდი:

– სულ ერთი არ არის, როგორი გზითაც მივიღებთ? ისინი ხომ ადამიანები არ არიან.

– მაგრამ ისინი გონიერი არსებანი არიან.

– ველურები არიან, – ჩავიბუზღუნე, – ნამდვილი ურჩხულები. სჯობია, ეგ შენი გრძნობა


ჩემისთანა კარგი, ნაზი ადამიანებისთვის შემოინახე, ალერსი რომ სწყურიათ.

ლორნა ხელებზე მიტყაპუნებდა და თავის საანგარიშო მანქანას უბრუნდებოდა.

ერთხელ სლოპსი შემეკითხა: რას წარმოადგენენ დუდღუნები, ნამდვილი ადამიანები არიან თუ


არაო.

– ადამიანთა მსგავსი არსებანი არიან, – მოკლედ ვუპასუხე მე.

რატომღაც ყოველთვის უხერხულად ვგრძნობდი თავს მასთან საუბრისას. მისი სასაცილო


საქციელი კი ხშირად მართობდა.

– დუდღუნები ორ ფეხზე დადიან. ცერა თითები სხვა თითების საწინააღმდეგო მხარეზე აქვთ
გაშვერილი. სამკაულებს ატარებენ. ამიტომაც სჭირდებათ მათ ეს კრისტალები. ისინი
ჟანგბადის ნაცვლად ამიაკით სუნთქავენ. ღმერთმა იცის, როგორი ნივთიერებათა ცვლა აქვთ!
რა იყო, სლოპს, მოგინდა მათი ნაგვის ქექვა?

– არა, ისე შეგეკითხე, – მორიდებით მიპასუხა მან.

სახეზე თითქოს ღიმილმა გადაუარაო და სლოპსი გამშორდა.

მაგონდება, სიცილით ვიგუდებოდი, როცა წარმოვიდგენდი მის შეტაკებას ორ-სამ


დუდღუნასთან, ყველაზე საშინელ არსებებთან ქვეყნიერების ისტორიაში. როდესაც მეორე
ექსპედიცია დაფრინდა ვენერაზე, დუდღუნების დანახვაზე, მთელმა ეკიპაჟმა, გარდა ორი
ადამიანისა, დაყარა, რაც ხელთ ჰქონდა და მოკურცხლა. ორი გულადი იკავებდა თავს, სანამ
დუდღუნები ყვირილს ატეხდნენ. ფსიქოლოგები ძალიან დააინტერესა ამ ხმამ. ნორმალური
ადამიანის სმენა ვერაფრით ვერ გაუძლებს ასეთ ხმაურს. ერთ-ერთი კოსმონავტი ცუდად გახდა
და გაიქცა. ამაში სასირცხვილო არაფერი იყო. მეორე კოსმონავტი კი მოწყვეტილი აღმოჩნდა
ხომალდისგან და დამბლადაცემულივით იდგა ერთ ადგილზე. დუდღუნები ღრიალებდნენ,
ღმუოდნენ, ქერცლიან ხელებს უბაგუნებდნენ მიწას და ყველაფერი ზანზარებდა ირგვლივ.
კოსმონავტმა ჰაერში ისროლა, იქნებ შევაშინო გააფთრებული ურჩხულებიო.

58
კაცმა არ იცის, მათზე რამ იმოქმედა, ეს კია, რომ ერთი საგიჟეთი გაიმართა: ატყდა რაღაც
გამაყრუებელი მხეცური ბღავილი. კოსმონავტი შიშისაგან გაიყინა და გონება დაკარგა. რომ
მოსულიერდა. გვერდით ორი კრისტალი ედო, დუდღუნები კი წასულიყვნენ. კოსმონავტმა
დასტაცა ხელი კრისტალებს და უკანმოუხედავად მოკურცხლა ხომალდისაკენ. მსოფლიოს
ყველაზე თვალსაჩინო ფსიქოთერაპევტები რვა თვეს წვალობდნენ, რომ როგორმე
გამოეჯანსაღებინათ კოსმონავტი. ამბობენ, ახლაც ვერ არის სრულ ჭკუაზეო. როგორ
ფანტასტიკურ გამოსხივებას იყენებენ დუდღუნები მტერზე ფსიქიკური ზემოქმედებისათვის,
არავინ იცის, მაგრამ თუ სლოპსს წარმოვიდგენთ მათთან ბრძოლაში, ეს განუმეორებელი
სანახაობა იქნება.

როდესაც ქიმზე ასეთი გამრთობია, მორიგეობის საათები სწრაფად გადის და ეკიპაჟიც არ არის
მოწყენილი.

არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, გრივსმა რომ თმის პომადა – ყველაზე წებოვანი


ნივთიერება შეაპარა სლოპსს ბუტერბროდში. სლოპსმა მოკბიჩა და კბილები კბილებზე
მიეწება. დაიწყო სირბილი და ღმუილი. პირში ბუტერბროდი ჰქონდა გაჩრილი და ხელებს
ასავსავებდა. ხალხი პირდაპირ გაგიჟდა. თვითონ პომადა სრულიად უვნებელია. იგი ქიმიურად
უმოქმედოა და მოლეკულური შეჭიდულობის დამშლელ ბეტა-სხივებს ძალიან ადვილად
ემორჩილება. როცა სიცილით გული ვიჯერეთ, შემდეგ დავასხივეთ.

სლოპსი სულ გადაგვავიწყდა, ვენერას ატმოსფეროში რომ შევედით, მე ლორნას ინფრაწითელი


სატელევიზიო ეკრანები მოვუწესრიგე. გამოსახულება ამ ეკრანებზე ცოტა უკეთესი იყო, ვიდრე
ის გამოსახულება, რადიოლოკატორი რომ იძლეოდა ამიაკის ნისლში და ლორნამ ძალიან
მარჯვედ გვამგზავრა. ჩავდეთ თუ არა ფოტოგადამღები რუკა ავტოპილოტში და შევუერთეთ
სატელევიზიო ეკრანს, ჩვენ მოვნახეთ კოსმოსური ხომალდის „ვარსკვლავებისკენ“ დასაჯდომი
ადგილი.

ლორნამ ხომალდის ცხვირი ასწია და მართვა გიროსკოპზე გადართო. დავიწყეთ დაშვება


კუდით წინ და ვჯდებოდით ცეცხლის სვეტით, რომელიც თანდათან მოკლდებოდა, ლორნა
თვალს არ აცილებდა ექოლოტს, იგი ნიადაგის სიმკვრივეს უჩვენებდა ხომალდის ქვეშ.
საკმარისია ასეთი კოსმოსური კუტკალია გვერდულად დაეცეს, რომ ყველას ჯვარი დაესმება. იმ
დროისათვის ჯერ კიდევ არ იყო გამოგონებული ანტიგრავიტაციული წევები. ყველაფერი
პრიმიტიულად იყო მოწყობილი. ეჰ! რა იცის თანამედროვე ახალგაზრდობამ ჩვენი გზნება და
გაბედულება!

ვენერაზე ბევრს ვერაფერს მოგიყვებით. მაშინ ის ისევე გამოუსადეგარი იყო, როგორც ახლა, თუ
იმ კრისტალებს არ ჩავთვლით, რისთვისაც ჩვენ მივფრინდით. ილუმინატორში ვერაფერს
ვხედავდით ნისლის გარდა. მაგრამ რადიოლოკაციისა და ინფრაწითელი სხივების
საშუალებით მოვახერხეთ, დაგვეთვალიერებინა ბორცვიანი ადგილები, ციცაბოები და ბაცი
ლურჯი მცენარეულობა, აქა-იქ გვხვდებოდა უზარმაზარი ხეები, თორმეტ საათს ვისხედით და
ველოდებოდით, როდის გაგრილდებოდა ჩვენ ქვემოთ მიწა და როდის დამთავრდებოდა
ქიმიური რეაქციები. ერთმანეთს უერთდებოდა ბმული და თავისუფალი აზოტი, აზოტის
სიმჟავე, აზოტმჟავა ამონიუმი, ოზონი და წყალი, რომელიც ჩვენმა დაჯდომამ აამღვრია და

59
ააფორიაქა. ეკიპაჟის უმეტესობას ეძინა. სლოპსს, მგონი, თვალიც არ მოუხუჭავს. ის
ინფრაწითელი აპარატიდან რადიოლოკატორთან მიდიოდა და ათვალიერებდა ყოველი
მხრიდან. სლოპსი დიდხანს იყო ატუზული ნისლისგან დაორთქლილ ილუმინატორებთან და
დაძაბულად უყურებდა ცხელი გაზების რეაგირებით გამოწვეულ გრიგალს, რომ ხანდახან მაინც
მოეკრა თვალი მოღუშული და უაზრო ლანდშაფტისათვის. ბოლოს მანვე გაგვაღვიძა.

– დუდღუნები! მოდით, შეხედეთ კაპიტანო რიგს, კაპიტანო რიგს! – ყვიროდა აღელვებული


სლოპსი.

სლოპსი ათი წლის ბიჭუნასავით იყო აღგზნებული და, სიმართლე გითხრათ, ჩვენც გადაგვედო
მღელვარება. ყველანი ეკრანს შემოვეხვიეთ.

ხომალდიდან ორასი მეტრის მოშორებით, კლდეებიდან და ცისფერი ბუჩქებიდან რაღაც


მოყვითალო არსებანი ამოყურყუმელავდნენ. მიუხედავად ჩვენი წინასწარი შემზადებისა,
ყველას შეგვეშინდა და პირი ვიბრუნეთ. დუდღუნები ადამიანებზე უფრო დიდები იყვნენ,
ბევრად დიდები, რატომღაც ამას არ მოველოდი. კარგად დამამახსოვრდა ყვითელი ღოჯები,
ბოროტი, წითელი თვალები და ხაკისფერი ქერცლი. ყველაფერი ისე მახსოვს, თითქოს ახლა
ვუყურებდე მათ, მაგრამ არ მსურს მათი დაწვრილებით აღწერა.

– ჩართეთ ხმა! – თქვა კაპიტანმა.

მივედი რადიოჯიხურთან და ჩავრთე გამაძლიერებელი. შემდეგ გარეთა მიკროფონი ჩავრთე და


გავაგრძელე ხმის გადამცემი მოწყობილობა. ხომალდში პლანეტის საოცარი ხმა შემოიჭრა,
თითქოს ქარის ზუზუნი და სტვენა არისო. ამან ძალიან გაგვაოცა, იმიტომ რომ ბურუსი არც კი
იძროდა. ამ საოცარ ხმაურს თითქოს შორიდან უერთდებოდა ჩიტების ჟღურტულის მსგავსი
ხმები. მაგრამ ყველაფერ ამას უცნაური შემაზრზენი ხმები ფარავდა – დუდღუნების შემზარავი
ჯაჯღანი, სწორედ იმიტომ უწოდეს მათ დუდღუნები. ეს იყო ველური, ხრინწიანი, თავაშვებული
ღრიალი, რომელიც ფარავდა ყველა სხვა ხმას და მაიმუნების ყაყანისაგან იმით
განსხვავდებოდა, რომ აზრიანს ჰგავდა.

– ელექტრონული პანელისკენ ამოიღეთ აღჭურვილობა და ტანსაცმელი! სპარკსი დადგეს


ჯიხურთან. შტურმანმა თვალყური ადევნოს ეკრანს! ოთხი მოხალისე წამოვიდეს! – ღრიალებდა
კაპიტანი.

გამოგიტყდებით, სულაც არ მინდა დავამცირო კოსმონავტების სიმამაცე. სიამოვნებით


დავწერდი: ვინც კი ქიმზე იმყოფებოდა, ფეხი ფეხს შემოჰკრეს და ერთხმად დაიძახეს: „სერ,
თქვენს განკარგულებაში ვართ“, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ მომხდარა. მე ხომ მოგიყევით,
როგორ ვერ გაუძლო ხომალდზე „ვარსკვლავებისკენ“ მყოფმა ხალხმა დუდღუნების დანახვას
და გაიქცნენ, მგონი, აგიხსენით კიდეც, ასეთ მდგომარეობაში გაქცევა არაფერი სასირცხვილო
არ იყო-მეთქი. რიგსმა ოთხი მოხალისე გამოიძახა, მაგრამ ორი გამოეხმაურა: პურჩი,
რომლისთვისაც სულერთი იყო ყველაფერი, ის თავს არავის აწონებდა, და ჰონი ლუნდკვისტი,
რომელსაც უნდოდა თავის გამოჩენა და გამოირჩეოდა კიდეც თავისი იშვიათი სიმახინჯით. მე
რადიოტელეფონის მოწყობილობისთვის უნდა მიმეხედა. ასე რომ, არჩევანი არ დამჭირვებია,
რაც შეეხება სხვებს, რომლებიც არ გამოეხმაურნენ რიგსს. მე ისინი არ გამიმტყუნებია: სლოპსიც

60
კი, თუმცა ისევ ვფიქრობდი, კარგი იქნებოდა გაგვეშვა ორი-სამი მშიერი დუდღუნას წინააღმდეგ
– ისე უბრალოდ, გასართობად.

რიგსს არაფერი უთქვამს. მან გაიხადა და კოსმოსურ სკაფანდრში შეძვრა. პურჩმა და


ლუნდკვისტმაც მას მიბაძეს დანარჩენები კი ვეხმარებოდით ჩაცმაში. მათ შეამოწმეს ჰაერის
გადაცემა და კავშირგაბმულობის სისტემა. შემდეგ საჰაერო რაბის შიგნითა კართან მივიდნენ.
კარი მე გავაღე.

– ჩვენ კონტაქტს დავამყარებთ, – რიგსს სახე გაჰქვავებოდა, თითქოს რეპროდუქტორიდან ისმის


მისი ხმაო, საგანგაშოდ და უჩვეულოდ ჟღერდა. – ჯერ მშვიდობიანი გზით ვცდით, ამიტომ
მივდივართ შეუიარაღებელნი. ყოველ შემთხვევისათვის, თან მიმაქვს პატარა პისტოლეტი.
ერთ-ერთი თქვენგანი გვერდით გამომყვება, ერთი კი – უკან. ხომალდს არ უნდა მოვცილდეთ,
არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ხომალდს მოგვწყვიტონ. შეამოწმეთ
კავშირი!

– არის შევამოწმოთ კავშირი! – წამოიყვირა პურჩმა.

– არის, შევამოწმოთ! – ჩაიჩურჩულა ლუნდკვისტმა.

კაპიტანი რაბში შევიდა, ის ორიც უკან მიჰყვა. მე მოვიჯახუნე რაბის შიგნითა კარი და
ტელემართვის დახმარებით გარეთა კარი გავაღე, ბორტზე დარჩენილები კი ეკრანს
შემოვეხვიეთ.

გამოჩნდა ოცი თუ ოცდაათი დუდღუნა, ისინი ბუჩქებს არ სცილდებოდნენ. კაპიტანს და იმ ორ


მოხალისეს ვერ ვხედავდით, მაგრამ დუდღუნებმა უთუოდ დაინახეს, ისინი გროვად წამოვიდნენ
წინ. გეფიცებით, ამდენი ხნის კაცი ვარ და ჯერ ჩემს თვალებს იმაზე უარესი არაფერი უნახავს.
რადიოტელეფონით პურჩის ხმა მომესმა: „ ოჰ!“ მას მიჰყვა ჰონი: „აჰ!“

კაპიტანმა გაუბედავად წარმოთქვა: „უპანიკოდ!“

ზურგს უკან რაღაც ყრუ ბრაგუნი შემომესმა. ეს ბეტი ორდუელი იყო, რომელიც გულწასული
დაეცა ძირს. რასაკვირველია, მე არ დამიწყია მისი მოსულიერება; მაშინვე ეკრანთან
დავბრუნდი. დუდღუნების ძირითადი ჯგუფი დაქანებულ ფერდობზე შეჩერდა, რომელიც ჩვენსა
და ბუჩქებს შორის იყო გადაჭიმული. სამი კი ჩვენკენ წამოვიდა. ერთი წინ მოდიოდა, ორი –
უკან, დანარჩენებმა ისეთი თავშეუკავებელი ღრიალი მორთეს, რომ უზარმაზარი ხეებიც კი
აძაგძაგდა. იმავე წუთში კაპიტანიც წავიდა წინ იმდენად, რომ ჩვენც მოვკარით თვალი, პონი და
პურჩი კი უკან მიჰყვებოდნენ. ისინი შეჩერდნენ. ის სამი დაწინაურებული დუდღუნაც შეჩერდა.
წარმოუდგენელია, მაგრამ ფერდობზე დარჩენილებმა ხმაურს თანდათან უმატეს. მეტს
ვეღარაფერს გავხდი და ოდნავ გავაყრუე გარედან შემოსული ხმა, ვერ შევძელი იმ ღრიალის
ატანა. ლორნა დიდი მადლობელი დამრჩა.

სლოპსი ცხვირსახოცით იწმენდდა სახეს და თან ეკრანს უყურებდა, რომ არაფერი


გამორჩენოდა. დადგა დაძაბული მომენტიც – რა თქმა უნდა, მას მიწყნარება არ ეთქმოდა.
დუდღუნი მაინც გრძელდებოდა, ისეთივე გამაყრუებელი, როგორიც უწინ იყო, მაგრამ არავინ
იძროდა. შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა. კაპიტანმა ორივე ხელი ასწია, ეტყობოდა, ამით

61
მშვიდობიანობას ანიშნებდა. მაგრამ, როგორც შემდეგ შევიტყვეთ, დუდღუნებმა ეს საშინელ
შეურაცხყოფად მიიღეს. სამივე ერთბაშად მოსწყდა ადგილს, ისინი უზარმაზარი ნახტომებით
უახლოვდებოდნენ ჩვენებს და თან შეუჩერებლად ღრიალებდნენ. დანარჩენებიც მიჰყვნენ მათ
კვალს, დაღმართზე დაეშვნენ. იმ საშინელი ხმაურის მიუხედავად, მე მაინც გავიგე, როგორ
დაიყვირა ჰონი ლუნდკვისტმა. რა საცოდავად გამოიყურებოდნენ ჩვენი კოსმონაგტები,
როდესაც მათ აღრიალებული გოლიათების ტალღა მიუახლოვდა... ერთ-ერთი მოხალისე
გონდაკარგული დაეცა ძირს. სულ ამაოდ უყვიროდა რიგსი დუდღუნებს: „შეჩერდით, გესვრით!“
მან მაღლა შემართა სხივური პისტოლეტი, მეორე მოხალისე კი სახადო ასრცახზე პირველი
მოხალისის უსიცოცხლო სხეული და ხომალდისაკენ გამოსწია. რიგსმა ერთ-ერთი დუდღუნა
ამოიღო მიზანში, ესროლა და უკანმოუხედავად გამოიქცა, არც გაუგია გასროლის შედეგი.

სლოპსი – დიახ, ეს ის იყო! – მივარდა რაბის მართვის ბერკეტთან და ცხვირით სათვალთვალო


ილუმინატორს მიეკრო, რომ დარწმუნებულიყო, ამოვიდნენ თუ არა სამივე ქიმზე და გარეთა
კარი მოიჯახუნა. საჰაერო ტუმბოც ჩართო ამიაკის გასადევნად, შემდეგ კი ისევ ეკრანთან
დაბრუნდა.

დუდღუნები იმას შემოეხვივნენ, ვისაც რიგსმა ესროლა, რაღაც გაუგონარი ხმაური ატყდა. მე ხმა
უფრო შევასუსტე, მაგრამ მაინც საკმაოდ იჭრებოდა ხომალდის ფოლადის გარსში.

გაიღო შიგნითა კარი და ფერდაკარგული კაპიტანი შემოვიდა, მას მოხალისეები მოჰყვნენ:


აქლოშინებული ჰონი ლუნდკვისტი და პურჩი, რომელიც მას მხრებზე ჩამოჰკიდებოდა.

– გონება დაჰკარგა. – ყოველგვარი საჭიროების გარეშე აგვიხსნა ჰონიმ და ხელებში მოგვაჩეჩა


პურჩი.

ჩვენ იგი კუთხეში მივაგორეთ და ისევ ეკრანს მივუბრუნდით.

– ასეა თუ ისე, ერთი მაინც გამოვასალმე სიცოცხლეს. – ჩაიბურტყუნა რიგსმა.

– არა, კაპიტანო, – შეეპასუხა სლოპსი.

და მართლაც რა დავინახეთ! უმოძრაოდ მწოლიარე დუდღუნა უკვე წამომჯდარიყო და აქეთ-


იქით აქნევდა უზარმაზარ თავს.

– როგორ, მათზე სხივი არ მოქმედებს? – გაოცდა რიგსი.

– არა, სულაც არ არის ასე, – კატეგორიულად განაცხადა სლოპსმა – კაპიტანმა სწორედ იმ


კრისტალს დაუმიზნა, რომელიც დუდღუნას ყელზე ეკიდა.

რიგსმა ამოიოხრა.

– ამჯერად ალბათ სიახლოვესაც ვერ გავეკარებით კრისტალებს, – პირქუშად თქვა მან. –


ჩემთვის არავის უთქვამს, რომ ასეთ რამეს გადავეყრებოდით. სამხედრო ხომალდი რატომ არ
გამოაგზავნეს ჩვენს მაგივრად?

62
– რომ დაეხოცათ ვენერას მცხოვრებნი და მათი სამკაულები წამოეღოთ? – აღშფოთდა ლორნა,
– ძალიან შორს კი წავედით ამ უკანასკნელი ათასი წლის განმავლობაში!

– არ შეიძლება ასეთი მსჯელობა, – დავიწყე მე. მაგრამ რიგსმა გამაწყვეტინა:

– შენ მართალი ხარ, უთუოდ მართალი, ლორნა! თუ მათ ტკბილად არ მოველაპარაკებით,


წლები დაგვჭირდება იმის გასაგებად თუ როგორ ამზადებენ კრისტალებს. ანდა სად შოულობენ
მას, ჩვენ კი დრო არა გვაქვს, ოთხი დღეღა დაგვრჩა.

საქმე ის არის, რომ სამოცი წლის წინათ ხომალდს გამოზომილად მიჰქონდა საწვავი მარაგი,
რომელიც გათვალისწინებული იყო პლანეტებს შორის უახლოეს მანძილზე. ვენერას მიტოვება
და დედამიწის გამოდევნება პლანეტების დამორების პერიოდმი შეუძლებელი იყო. ახლა
როდესაც ენერგია უამრავი რაოდენობითაა ყველაფერი ძალზე იოლად ხდება.

ჩვენ ამოვაძვრეთ პურჩი კოსტიუმიდან და მოვასულიერეთ. ყველანი მზად ვიყავით დაგვეფიცა,


რომ იგი უგონოდ დააგდო რაღაც ჩვენთვის უცნობმა იარაღმა, თორემ პურჩის მეშინება არც ისე
იოლი იყო. შესაძლებელია, მან ვერ აიტანა ისეთი ხმაური, მაგრამ მაშინ ჩვენ ისე გამწარებული
ვიყავით, რომ შეგვეძლო ყველაფერი დაგვებრალებინა დუდღუნებისთვის.

ხომალდი აძაგძაგდა.

–შემოტევა დაიწყეს! – წამოიყვირა გრივსმა.

არა, ასე არ ყოფილა, თუმცა მთელი ფერდობი დაიფარა საშინელი, უზარმაზარი, ქერცლიანი
ადამიანის მსგავსი არსებებით. ისინი გამაყრუებელად დუდღუნებდნენ. ზოგნი ჩაცუცქულიყვნენ
და ჩაქუჩივით ურტყამდნენ მიწას მუშტებს.

– ამას გასახელებლად სჩადიან! – განმარტა ზიპერლეინმა, – კაპიტანო, მოდი, წავიდეთ აქედან!


ჩვენ არ ვართ ასეთი საქმისათვის შეიარაღებულნი.

რიგსი ჩაფიქრდა.

– ცოტა კიდევ მოვიცადოთ, სანამ დადგებოდეს ჩვენი გასვლის დრო, მინდა დავრწმუნდე, რომ
რაც კი შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. თუნდაც ასე უსაქმოდ ვისხდეთ.

მე რაღაც ეჭვით ვუყურებდი ამ გადაწყვეტილებას და სხვებსაც შევამჩნიე ეს, მაგრამ ენა არ


დამიძრავს. ხომალდი ძაგძაგებდა. ჩვენ სასადილოდ წავედით.

გაფრენამდე დაახლოებით ცამეტი საათით ადრე, მე ვათვალიერებდი დუდღუნების ბრბოს


ეკრანზე. უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემ უკან ვიღაც იდგა. ეს სლოპსი იყო. უკანასკნელ სამ დღეს ის
არავის მოჰგონებია: გასართობად ვისღა ეცალა.

– შეხედე მათ, – ჩავიბუზღუნე მე და ხელი ეკრანისკენ გავიშვირე. – არ ვიცი, იგივენი არიან, თუ


ცვლით მუშაობენ, რომ ბალაგანი არ დადუმდეს. ვენერელი უნდა იყო, რომ გაარჩიო
ერთიმეორისაგან. მე ყველა ერთნაირი მეჩვენება.

63
სლოპსმა ისე შემომხედა, თითქოს ახლა ბრილიანტების ადგილსამყოფელი გაემჟღავნებინოს.
ხმის ამოუღებლად გამცილდა. შემდეგ დაიწყო გახდა. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით. ვინმეს
რომ თვალყური ედევნებინა მისთვის, იფიქრებდა, შხაპის მიღებას აპირებსო. სანამ რომელიმე
გავიგებდით, რა ხდებოდა, მან კოსმოსური კოსტიუმი ჩაიცვა და მუზარადის მორგება დაიწყო.

– ეი, სლოპს! საით გაგიწევია?

რაღაც მიპასუხა, მაგრამ ვერ გავიგე. რადიომიკროფონი ჩავრთე. სლოპსმა თქვა ერთადერთი
სიტყვა: „გავდივარ“ და კარები მოიკეტა.

რიგსი გამწარებული გამოვარდა კაიუტიდან.

– სად გაემგზავრა ეგ ეშმაკის კერძი?

კარებთან წითელი შუქი ენთო, ეს იმის ნიშანი იყო, რომ კამერა ღიაა და სლოპსი გასულია.

– სულ მთლად გაგიჟდა! – იყვირა რიგსმა და ხელი დასტაცა ჩემს მიკროფონს.

– სლოპს! – დაუძახა გარეთ გასულს.

მე საჩქაროდ დავაჭირე ხელი კნოპს და სლოპსის ხმაც გაისმა, ბევრად უფრო მშვიდი და
გასაგები, ვიდრე უწინ.

– რას მიბრძანებთ, კაპიტანო?

– დაბრუნდი უკან.

– ჩავალ კრისტალებისთვის, იქნებ რამე გამოვიდეს.

– შენ, გეტყობა, სასიკვდილოდ მიდიხარ. გიბრძანებ, დაბრუნდე უკან!

– უკაცრავად, კაპიტანო, – ლაკონიურად უპასუხა სლოპსმა. მე და რიგსი ერთმანეთს


შევყურებდით გაოცებულები და სანამ სიბრაზისგან გაცოფებული კაპიტანი რამის თქმას
მოასწრებდა, სლოპსმა მშვიდად განაგრძო:

– ერთი იდეა მაქვს და მარტო მე შემიძლია დუდღუნებზე ცდის ჩატარება.

– სულს გაგაფრთხობინებენ! – დაუყვირა რიგსმა.

– ასეც იქნება, მე თუ მართალი არ ვარ, – მშვიდი ხმით თქვა სლოპსმა.თქვენ თუ წინააღმდეგი არ


იქნებით, მე გამოგეთიშებით: უნდა მოვიფიქრო.

რიგსმა ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ უცბად შეამჩნია, რომ შუქფარში აინთო და ჩაქრა
სლოპსთან რადიოკავშირის ინდიკატორი. კაპიტანმა ერთი მაგრად შეიგინა.

ყველანი ეკრანს მივცვივდით, სადაც სლოპსი მოჩანდა. იგი თანდათან შორდებოდა ხომალდს.

– ამის ჩადენა მარტო მას შეუძლია! – ჩავიფრუტუნე მე, – ნეტა ვიცოდე, რა შეუძლია?!

64
– ადამიანური მიდგომა, – თქვა ლორნამ.

მე ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდოდა ლორნას.

მას ფერი დაჰკარგოდა და გაფაციცებით უყურებდა ეკრანს.

სლოპსის დანახვაზე დუდღუნებმა გაცხარებით დაიწყეს გიჟური საქმიანობა. ყველა ერთად


მოაწყდა წინ, თითქმის ერთმანეთზე გადადიოდნენ, იჩქაროდნენ, რაც შეიძლება მალე
მიეღწიათ სლოპსამდე.

ორი თუ ოთხი მალემსრბოლი სლოპსთან მიიჭრა, ღრიალებდნენ და კბილებს აღრჭიალებდნენ.


ეტყობოდა, ტკბებოდნენ იმისი უმწეობით. სლოპსის გარშემო დარბოდნენ, ხტოდნენ და
ღრიალებდნენ, დრო და დრო სხდებოდნენ და მიწას მუშტებს უბაგუნებდნენ. ერთ-ერთმა
სლოპსი მაღლა აიტაცა და ფერდობისკენ გააქანა. დუდღუნებმა გზა მისცეს და შემდეგ
თვითონაც აედევნენ. მთელი ქერცლიანი ხროვა ცისფერ ბუჩქებში გაუჩინარდა.

– აი, თვითმკვლელობის ახალი საშუალება! – დაიჩურჩულა პურჩმა. ჰონი ლუნდკვისტი


ასლუკუნდა.

– ეს არ არის თვითმკვლელობა, – თქვა ლორნამ, – ეს მკვლელობაა და იგი თქვენ მოკალით.

– ვინ? – ჩავეკითხე მე. – მე ხომ არა?

ის აენთო.

– დიახ, შენ და თქვენ ყველამ ერთად. საცოდავი არასოდეს არავის აწყენინებდა. თქვენ
ექცეოდით უხეშად. თქვენ დასცინოდით ისეთ ადამიანს, რომელიც ღირსი არ იყო დაცინვის.
ახლა კი მან ნამდვილი ვაჟკაცობა გამოიჩინა. თავს წირავს იმ საქმეს, რაშიც ჩვენ ყველამ თავი
შევირცხვინეთ.

– თუ გარეთ მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ მოეკლათ, – განაცხადა ბეტი ორდუეიმ თავისი
რკინისებური ლოგიკით, – ეს მკვლელობა კი არა, თვითმკვლელობაა. თუ კრისტალებისთვის
წავიდა, ვერ გამიგია, ისეთი რა მოიფიქრა.

– მე კი რაღაც არ შემიმჩნევია, რომ როდესმე გამოსარჩლებოდი, – დაცინვით უთხრა ჰონიმ


ლორნას.

ლორნა არ შეკამათებია.

– აქამდე კარგად არ ვიცნობდი, როგორი კაცი იყო. – დარცხვენით თქვა და წავიდა.

– უნდა მივხედოთ სლოპსს, – ჩაილაპარაკა გრივსმა.

მისი სიტყვებისთვის ყურიც არავის უთხოვებია.

– რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც თერთმეტ საათსა და თვრამეტ წუთზე გავფრინდებით, –
თქვა რიგსმა და შევიდა შტურმანის კაიუტაში.

65
ჩვენ კი უსაქმოდ ვიდექით და ერთმანეთს თვალს ვარიდებდით,

ბევრი ფიქრობდა ალბათ: იქნებ, მართლა არ ვექცეოდით კარგად, მაგრამ დიდი არც არაფერი
დაგვიშავებიაო.

ყველანი გაოცებულები ვიყავით, რომ სამი დღის გაუთავებელი დუდღუნისა და მიწაზე


მუშტების ბაგუნის შემდეგ სრული სიჩუმე გამეფდა ირგვლივ. ვცდილობდით საუბრის
ჩამოგდებას, მაგრამ ვერ ვახერხებდით, ვიტყოდით თუ არა ორიოდე სიტყვას, მაშინვე
ვჩერდებოდით. სწორედ მაშინ მივხვდით, რისი თქმა უნდოდა ლორნას.

პურჩიმ ფრთხილად გამოთქვა საერთო აზრი.

– მას არ უნდოდა ხომალდზე დაბრუნება. მას არც დედამიწაზე დაბრუნება უნდოდა. არავის
უფიქრია თავის წრეში მიეღო და ამიტომ ყველგან უცხოსავით გრძნობდა თავს. აბა, რაღა
გასაკვირია, თუ ყველაფერი შესძულდა და ყველამ თავი მოაბეზრა.

შემდეგი ათი საათის განმავლობაში ორმოცდაათიოდე სიტყვის მეტი არ თქმულა, თუ


სამსახურებრივ საუბარს არ ჩავთვლით.

გაფრენამდე საათნახევრით ადრე გავიგონეთ, რომ დუდღუნები ბრუნდებოდნენ.

– ისევ მოუნდათ ხეთქვა! – თქვა ვიღაცამ.

მე ეკრანები ჩავრთე. დუდღუნების ჯოგი მოსდებოდა ბუჩქებს და ხომალდისკენ მოდიოდა.

– კაპიტანო! არ არის დრო, რომ დავიძრათ? ერთი მოვდოთ ცეცხლი ქერცლზე.

– მორჩი სისულელეების როშვას, – აღშფოთდა ლორნა. ჩურჩულით ლაპარაკობდა, მაგრამ


დარწმუნებული ვარ, მთელ ხომალდს ესმოდა. – მათ სლოპსი მოჰყავთ.

ლორნა მართალს ამბობდა, დიახ, მართალს! ერთ-ერთ დუდღუნას კისერზე შემოესვა სლოპსი
და სულ ხტუნვა-ხტუნვით მოარბენინებდა. ცოტა გალურჯებული ჩანდა, ეტყობოდა, ჟანგბადი
გამოლეოდა, მაგრამ მაინც მხიარულად გამოიყურებოდა, ირგვლივ კი უამრავი დუდღუნა ეხვია
და თანდათანობით უახლოვდებოდა ხომალდს. სლოპსის დუდღუნა მუხლებზე დაეშვა და
გაშეშებული სლოპსი მიწაზე გადმოვიდა. მან ხელი დაუქნია დუდღუნებს. დუდღუნები
ჩაცუცქდნენ და მოჰყვნენ მუშტების ბრაგუნს მიწაზე. სლოპსი დაღლილი გამოემართა
ხომალდისაკენ, მას ოთხი დუდღუნა მოჰყვებოდა, თავებზე უზარმაზარი ფუთები ედოთ.

– ღიაა ჩასაშვები კარი? – ვიღაც გამოერკვა და იკითხა. მე გავსინჯე. ის ღია იყო.

კარიდან ყრუ ხმაური შემოდიოდა, მგონი, რაღაცა მძიმეც დავარდა. მაშინვე გაისმა გულის
გამაწვრილებელი დუდღუნიც. შემდეგ წითელი ნათურა ჩაქრა და საჰაერო ტუმბო აგუგუნდა.
ბოლოს კარიც გაიღო. ერთმანეთს აღარ ვაცლიდით სლოპსისთვის კოსტიუმის და მუზარადის
გაძრობას.

– მშია და საშინლად დავიღალე. მგონი, სამუდამოდ დავყრუვდი, – თქვა მან.

66
ჩვენ კარგად დავზილეთ სლოპსი, შევფუთნეთ და შემდეგ ცხელი წვნიანი დავაყოლებინეთ.
სანამ თავს დავტრიალებდით, ჩაეძინა კიდეც. ამასობაში გამგზავრების დროც მოახლოვდა.
დავაბით სლოპსი საწოლზე, დავამაგრეთ მისი ოთხი ფუთაც, შემდეგ მივეცით რამდენიმე
მოკლე აფეთქება, რომ დუდღუნები გაგვეფანტა და ვარსკვლავებისკენ მოვქუსლეთ.

ფუთებში აღმოჩნდა რვაას ოთხმოცდათორმეტი საუცხოო კრისტალი. აქეთობისას


ვცდილობდით, სლოპსისთვის გვესიამოვნებინა და გამოგვესყიდა ჩვენი დანაშაული. სლოპსი
უკვე აღარ იყო „თითქმის“. უდავოდ შეიძლებოდა მასზე გეთქვა „სრულიად ნამდვილი
ლითონისებური ხმა და დამაჯერებელი ნაბიჯები აქვსო.

სლოპსი გაშმაგებული მუშაობდა კრისტალებზე, პირველ ხანებში ამტკიცებდა, რომ


აუცილებელია მათი სინთეზირებაო, ჩვენც ვეხმარებოდით. ასე თანდათანობით მიაღწია
სლოპსმა მიზანს. რაც უფრო საფუძვლიანად სწავლობდა კრისტალს, მით უფრო მეტ სიახლეს
გვატყობინებდა. ამასობაში, ვიდრე მთვარეს მივაღწევდით, ჩვენ უკვე ვიცოდით, რა გადახდა
სლოპსს.

– თქვენ არა გაქვთ სწორი შეხედულება დუდღუნებზე. ხალხს ერთი საშინელი ნაკლი აქვს: მათ
ყველაფრის ეშინიათ, რასაც ვერ იგებენ. ეს სრულიად ბუნებრივია, მაგრამ მაინც რატომ არის,
რომ საოცარი ცოცხალი არსების დანახვაზე განცვიფრდებიან და ჰგონიათ, აუცილებლად თავს
დაგვესხმიანო?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ პატარა ცხოველი ხართ, ვთქვათ, ბურუნდუკი. დაიმალეთ მაგიდის
ქვეშ და ნამცხვრის ნაფხვენებს ცუცნით, მოკლედ, გართული ხართ თქვენი საქმით. ოთახში
ხუთი თუ ექვსი კაცი ზის და ერთ-ერთი მათგანი ჰყვება რაღაც გრძელ ამბავს ფერმერზე და
მაწანწალა ვაჭრის ქალიშვილზე. ბოლოს მივიდა ძალიან სასაცილო ადგილამდე და ერთხმად
ახარხარდა ყველა. რა ქნას პატივცემულმა ბურუნდუკმა? მან მხოლოდ ის იცის, რომ
ცხოველებმა, მაგიდას რომ უსხედან, საშინელი ღრიალი ატეხეს, ჰოდა, ბურუნდუკს შიშით გული
უსკდება.

ზუსტად ასეთი რამ ხდება ხალხსა და დუდღუნებს შორის. მხოლოდ ხალხი აქ ბურუნდუკის
როლს ასრულებს:

– ამით იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ ეს ნახევრად-ხვლიკები და ნახევრად-მაიმუნები ჩვენ


დაგვცინოდნენ?

– დამიგდეთ ყური, – თქვა ახალმა სლოპსმა. – აი რა ადვილად ვბრაზდებით! დიახ, მე სწორედ


იმისი თქმა მინდოდა, რაც ვთქვი. ადამიანზე უფრო სასაცილო მათ არაფერი უნახავთ
ცხოვრებაში. მათთან რომ მივედი, თავიანთ დასახლებაში წამიყვანეს, მოიწვიეს მეზობლები და
მოაწყეს მეჯლისი. რაც უნდა გამეკეთებინა, ყველაფერი ართობდა მათ: ხელის განძრევაზეც კი
ეცინებოდათ, დავჯდებოდი და იგუდებოდნენ სიცილით, რომ გავიქეცი, მოვიხედე და
სიცილისაგან ძირს ეყარნენ.

უცბად სლოპსმა სხვა რამეზე გადაიტანა საუბარი:

67
– გიძნელდებათ მოსმენა? არ შეიძლება, ხომ, ხალხის დაცინვა? ისინი უნდა იყვნენ ღირსებითა
და ღონით სავსე მსოფლიო მეფეები? ადამიანს არ ეპატიება, იყოს სასაცილო ხომ? – მარტო
მაშინ ეპატიება, როცა მას სურს? ნება მომეცით, რაღაც გითხრათ: „დუდღუნებმა ჩემში
გააღვიძეს ის, რისი გაკეთებაც აქამდე ვერ შეძლო ვერც ერთმა ადამიანმა, – გრძნობა, რომ მეც
ადამიანი ვარ, ის, რასაც თქვენ დუდღუნების ხარხარის დროს გრძნობდით, მე მთელი ჩემი
სიცოცხლის მანძილზე მაწუხებდა. და ეს შემდეგში აღარ განმეორდება, ყოველ შემთხვევაში, მე
აღარ დამემართება. სწორედ დუდღუნების შემწეობით შევიგნე, რომ თქვენ ყველანი
თავდაჯერებული მედიდურები, არა ნაკლებ სასაცილონი ხართ, ვიდრე მე.

დუდღუნები წყნარი და მადლიერი ხალხია. მათ დიდი განცხრომა მიიღეს იმ შემთხვევით და


ამავსეს უამრავი საჩუქრით, როცა გაიგეს, რომ მე კრისტალები მომწონდა, გაიქცნენ და იმაზე
მეტი მომიტანეს, რისი წამოღებაც შემეძლო. მეც დიდად მადლობელი ვარ მათი. ახლა
ვიზრუნებ, რომ ეს კრისტალები მიწაზე ვაწარმოოთ. იაფიც დაგვიჯდება და ვენერაზე
ექსპედიციის გაგზავნა აღარ დაგვჭირდება. ნუთუ თქვენ ვერ გრძნობთ, როგორი მნიშვნელობა
აქვს ამას? თუ ადამიანი ერთხელ კიდევ შეეტაკება ისეთ არსებებს, რომელნიც ერთი შეხედვით
დასცინებენ, მაშინ იგი მათ მთლიანად გაანადგურებს.

თუ კარგად დავუფიქრდებით, შეიძლება სლოპსი არც აღიარონ „საუკუნის ყველაზე


ღირსშესანიშნავ პიროვნებად“. იქნებ მან არც კი მოისურვოს, რომ დუდღუნების ამბავი
საყოველთაოდ ცნობილი გახდეს? გარდა ამისა, სლოპსი დიდი გაუმაძღარი კაცია, – მან
სატრფო წამართვა.

68
გადამთიელის სასიკვდილო ტანჯვა

ჰარი ჰარისონი (მთარგმნელი – მ. ტყემალაძე)

სადღაც მაღლა, პლანეტა ვესკერის მუდმივ ღრუბლებს ამოფარებული, მეხი გრგვინავდა. ვაჭარი
ჯონ ჰარტი, როცა ქუხილი გაიგონა, გაჩერდა, მაან საღ ყურზე ხელი მიიდო და დააყურა. მისი
მაღალყელიანი ფეხსაცმელები ტალახში ოდნავ ეფლობოდა. მკვრივ ატმოსფეროში გრგვინვის
ხმა ხან ძლიერდებოდა, ხან სუსტდებოდა, მაგრამ მაინც უფრო და უფრო ახლოვდებოდა.

– ისეთივე ხმაურია, როგორიც შენი კოსმოსური ხომალდისაგან იყო, – უთხრა იტინმა, თან
ვესკერელთა გულგრილი ლოგიკით აზრს ნელა ანაწევრებდა, რათა იგი უკეთესად გაეაზრებინა.
– შენი ხომალდი კი ისევ ისე დგას იმ ადგილზე, სადაც დააყენე. თუმცა ვერ ვხედავთ, მაგრამ იქ კი
უნდა იყოს, იმიტომ, რომ მარტო შენ შეგიძლია მისი მართვა. კიდევ ვინმემ რომ მოახერხოს ეს,
ჩვენ გავიგონებდით, როგორ ადის ხომალდი ცაში. მაგრამ რადგან წინათ არაფერი არ
გაგვიგონია, ასე კი მხოლოდ კოსმოსური ხომალდი გრუხუნებს, ეს უნდა ნიშნავდეს...

– დიახ, კიდევ ერთი ხომალდი, – შეაწყვეტინა ჰარტმა, რომელიც თავის ფიქრებში მეტისმეტად
შთანთქმული იყო, რომ დალოდებოდა, სანამ ვესკერელთა ნელი ლოგიკური შენების ჯაჭვი
შეიკვროდა.

– რასაკვირველია, ეს სხვა კოსმოსური ხომალდია და მხოლოდ დროის საკითხი იყო მისი


გამოჩენა; უეჭველია, ამ ხომალდს რადიოლოკაციური დანადგარის დახმარებით აქვს კურსი
აღებული, როგორც თავის დროზე თვით ჰარტი იღებდა ორიენტაციას. მისი საკუთარი ხომალდი
ახლად მოსული ხომალდის ეკრანზე ნათლად გამოჩნდება და ის ალბათ მასთან რაც შეიძლება
ახლოს დაჯდება.

– იტინ, შენთვის უმჯობესია, არ დაყოვნდე, – გააფრთხილა ჯონ ჰარტმა, – წყალ-წყალ გასწიე,


რათა უფრო ადრე მიხვიდე სოფელში. ყველას უთხარი, რომ მაგარი მიწიდან რაც შეიძლება
მოშორებით, ჭაობში წავიდნენ. ხომალდი დასაჯდომად ეშვება და ყველა, ვინც დაჯდომისას მის
ქვეშ აღმოჩნდება, შეიწვება. ვესკერელმა პატარა ამფიბიამ გარდაუვალი საფრთხე იგრძნო. სანამ
ჰარტი ლაპარაკს დაამთავრებდა, იტინის წიბოვანი ყურები ღამურას ფრთებივით დაიკეცა და იგი
უხმოდ შეცურდა მეზობლად მყოფ არხში. ჰარტი კი ტალახში მიაბოტებდა, თან ცდილობდა, რაც
შეიძლება სწრაფად ევლო. მან ის-ის იყო იმ მინდვრის ბოლოს მიაღწია, რომელზედაც სოფელი
იყო, რომ გრუხუნი გამაყრუებელ ღრიალში გადაიზარდა და კოსმოსურმა ხომალდმა გაარღვია
დაბალი ღრუბლების ფენა. ალი ქვემოთ დაქანდა, ჰარტმა თვალები დახუჭა, თან ერთმანეთის
საწინააღმდეგო გრძნობებს განიცდიდა და უცქეროდა, შავ-მონაცრისფრო ხომალდის სილუეტი
როგორ იზრდებოდა. პლანეტა ვესკერზე მან თითქმის ერთი წელი გაატარა და ახლა იძულებული
იყო ადამიანთა საზოგადოებაზე სევდა გულში ჩაეკლა. თუმცა ეს სევდა, –– ღრმად ჩამარხული
გადმონაშთი ცხოველური გრძნობისა, – ჰარტს ახსენებდა დანარჩენი მაიმუნების ტომისადმი მის
ნათესაობაზე: იგი კომერციული საქმიანობით გონებაში ციფრების სვეტის ქვეშ ხაზს ავლებდა და
შედეგს აჯამებდა. სავსებით შესაძლებელია, რომ კიდევ ერთი სავაჭრო ხომალდი მოფრინდა და

69
თუ ეს ასეა, მაშინ ვესკერელ მცხოვრებლებთან მის სავაჭრო მონოპოლიას ბოლო ეღება. თუმცა,
შესაძლოა, სხვა რომელიმე ხომალდი ყოფილიყო. სწორედ ამიტომ იგი ვეებერთელა გვიმრის
ჩრდილქვეშ გაჩერდა და ბუდიდან რევოლვერი ამოიღო. კოსმოსურმა ხომალდმა ირგვლივ
ასობით კვადრატული მეტრი ტალახი ამოაშრო. გრუხუნი მიწყდა და ხომალდის დასაჯდომი
ფეხები დამსკდარ მიწაში ტკაცანით ჩაერჭო. მეტალის ღრჭიალი გაისმა და მანამ კვამლისა და
ორთქლის ღრუბელი ნოტიო ჰაერში წვებოდა, ხომალდი ადგილზე გაქვავდა.

– ჰეი, ჰარტ, შე გამომძალველო, ველურთა მძარცველო, სადა ხარ? – გაისმა ყვირილი ხომალდის
ხმამაღლა-მოლაპარაკედან.

კოსმოსური ხომალდის მოხაზულობა ჰარტისთვის მხოლოდ მცირედ იყო ნაცნობი, მაგრამ რაც
შეეხება ამ ხმის მკვეთრ ბგერებს, არ შეიძლებოდა, შემცდარიყო. ღია ადგილზე გამოვიდა,
გაიღიმა, პირში ორი თითი ჩაიდო და ყურთასმენის წამღებად დაუსტვინა

იმ ხმის პატრონმა ხომალდის ქვედა ნაწილიდან მიკროფონი გამოიწია და ჰარტისკენ მიბრუნდა.

– სინგჰ, აქ რას აკეთებ? – დაიყვირა მიკროფონისკენ მიბრუნებულმა ჰარტმა. – ნუთუ ისე


გაზარმაცდი, რომ შენთვის სხვა პლანეტა ვერ მონახე და აქ გამოცხადდი, რომ პატიოსან ვაჭარს
მოგება წაგლიჯო?

– პატიოსანს! – დაიღრიალა ხმამაღლამოლაპარაკისაგან გაძლიერებულმა ხმამ. – და ეს მესმის


იმ კაცისაგან, რომელსაც უფრო მეტი საპატიმრო უნახავს, ვიდრე საროსკიპო, ეს კი, უნდა
მოგახსენოთ, პატარა ციფრი როდია. ძალიან მწყინს, ჩემო სიყრმის მეგობარო, მაგრამ არ
შემიძლია შემოგიერთდე, რომ შენთან ერთად ხელი მოვკიდო ამ ჭირიანი სოროს
ექსპლუატაციას. გეზი სამყაროსკენ მაქვს აღებული, სადაც თავისუფლად სუნთქავენ, სადაც სულ
ადვილია ქონების მოგროვება. აქ კი მხოლოდ იმიტომ ამოვძვერი, რომ ბევრი ფულის გაკეთების
შემთხვევა მომეცა, ტაქსის მძღოლის მოვალეობა ვიკისრე. მეგობარი ჩამოგიყვანე, იდეალური
ამხანაგი, ადამიანი, რომელიც სულ სხვა სახის საქმიანობით არის დაკავებული. შენ კი ის
სიამოვნებით დაგეხმარება. გამოვძვრებოდი და ხელს ჩამოგართმევდი, რომ დაბრუნებისას
კარანტინში ჩასმისა არ მეშინოდეს. მგზავრს ვუშვებ ტამბურიდან; იმედი მაქვს, უარს არ მეტყვი,
გადმოტვირთვაში დაეხმარო.

ამრიგად, პლანეტაზე სხვა ვაჭრის გამოჩენა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ იყო, და


შეიძლებოდა დამშვიდებულიყო. მაგრამ ჰარტს მოთმინება არ ჰყოფნიდა, ჩქარა გაეგო, თუ
რომელ მგზავრს მოეპრიანა ამ შორეული სამყაროს მონახულება და მხოლოდ ერთი გზობის
ბილეთი იყიდა. ანდა სინგჰის ფარულ დამცინავ ხმაში რა იმალებოდა? ჰარტმა კოსმოსურ
ხომალდს შემოუარა, იმ ადგილისკენ გაემართა, საიდანაც კიბე იყო დაშვებული და მაღლა
აიხედა. საბარგო ნაკვეთურში კაცი დაინახა, რომელიც ამაოდ ცდილობდა დიდი კალათისთვის
თავი გაერთმია. კაცი შემობრუნდა, ჰარტმა მღვდლის მაღალი საყელო დაინახა და მიხვდა, ჩუმ-
ჩუმად რატომ დასცინოდა სინგჰი.

– თქვენ აქ რა გინდათ? – ჰკითხა ჰარტმა; თუმცა ძალზე ცდილობდა თავი შეეკავებინა, მაგრამ ეს
სიტყვები სავსებით უპატივცემულო კილოთი გამოსცრა.

70
ჩამოსულმა თუმცა შეამჩნია, რომ უცნაურად მიიღეს, მაინც ყურადღება არ მიუქცევია ამისთვის,
ისევ იღიმებოდა და გაწვდილი ხელით ეშვებოდა კიბეზე.

– მამა მარკი, – წარუდგა იგი, – მისიონერ ძმათა საზოგადოებიდან. დიდად მოხარული ვარ...

– გეკითხებით, აქ რა გინდათ? – ჰარტის ხმა მშვიდად და ცივად ჟღერდა. მან ახლა იცოდა,
შექმნილ მდგომარეობაში როგორ უნდა ემოქმედა.

– ეს ხომ სავსებით ცხადია, – უპასუხა მამა მარკმა კვლავინდებურად გულუბრყვილოდ. – ჩვენმა


მისიონერთა საზოგადოებამ პირველად შეკრიბა სახსრები სხვა პლანეტებზე სულიერი
ემისრების გასაგზავნად...

– აიღეთ თქვენი ბარგი-ბარხანა და ხომალდზე დაბრუნდით. თქვენი აქ ყოფნა სასურველი არ


არის, ამავე დროს თქვენ გადმოსხდომის ნებართვაც არა გაქვთ. მძიმე ტვირთი იქნებით. აქ.
ვესკერზე კი, არავის ეცლება, რომ თქვენზე იზრუნოს. დაბრუნდით ხომალდზე.

– სერ, არ ვიცი თქვენ ვინ ხართ, ან რატომ ცრუობთ, – უთხრა მღვდელმა, იგი კვლავ მშვიდად იყო,
მხოლოდ სახიდან ღიმილი გაუქრა. – მე კოსმოსური სამართალი და ამ პლანეტის ისტორია
ძალიან კარგად შევისწავლე. აქ არ არის არც ავადმყოფობა და არც ცხოველები, რომლების შიშიც
შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ამასთანავე, ეს ღია პლანეტაა, და მანამ, სანამ კოსმოსური
სამმართველო მის სტატუსს არ გამოცვლის, მე აქ ყოფნის ისეთივე უფლებები მაქვს, როგორც
თქვენ.

კანონი, რასაკვირველია, მისიონერის მხარეზე იყო, უბრალოდ, ჰარტს მისი მოტყუება სურდა,
რადგან იმედოვნებდა, რომ მღვდელს თავისი უფლებები არ ეცოდინებოდა, მაგრამ აქედან
არაფერი გამოვიდა. ჰარტს მეტად არასასიამოვნო კიდევ ერთი გამოსავალი ჰქონდა და სანამ
გვიან არ იყო, მისთვის უნდა მიემართა.

– დაბრუნდით ხომალდზე, – დაიღრიალა მან და უკვე თავის მრისხანებას აღარ ჰფარავდა, მან
მშვიდად ამოიღო რევოლვერი ბუდიდან და შავი ლულა მღვდლის მუცლიდან რამდეწნიმე
დუიმის დამორებით აღმოჩნდა. იგი გაფითრდა, მაგრამ არც კი განძრეულა,

– ჰარტ, რა ეშმაკად ფახიფუხობ! – ახროტინდა სინგჰის მოგუდული ხმა ხმამაღლამოლაპარაკეში.


– ჯეელმა სამგზავრო ფული გადაიხადა და ამ პლანეტიდან მისი გაგდების არავითარი უფლება
არა გაქვს.

– მაქვს უფლება, – უთხრა ჰარტმა, ასწია რევოლვერი და მღვდელს თვალებშუა დაუმიზნა. –


ვაძლევ ოცდაათ წამს, რომ ხომალდზე დაბრუნდეს, თუ არადა ჩახმახს გამოვწევ.

– შენ, რაო, შეიშალე, თუ ჩვენ გვასულელებ? – ათრთოლდა გაღიზიანებული სინგჰის ხმა. – თუ


ხუმრობ, მაშინ ყოვლად უხეიროდ, ყოველ შემთხვევაში, ეგ ვერას გიშველის. ასეთ გათამაშებაში
მხოლოდ ორს შეუძლია მონაწილეობა, მაგრამ იცოდე, მე დაგამარცხებ.

გაისმა მძიმე საკისარების გრიალი და ხომალდის ბაქანზე დადგმულმა ტელემართვის


ოთხზარბაზნიანმა კოშკურამ ჰარტი მიზანში ამოიღო.

71
– რევოლვერი შეინახე და მამა მარკს ბარგის გადმოტვირთვაში დაეხმარე, – უბრძანა ხმამაღლა-
მოლაპარაკემ. სინგჰის ხმაში კვლავ გაისმა დამცინავი კილო. – მეგობარო, მიუხედავად დიდი
სურვილისა, არაფრით შემიძლია დაგეხმაროთ. მე მგონია, ახლა საუკეთესო დროა, ემუსაიფო
მამა მისიონერს, ჩემგან კი კმარა – დედამიწიდან მთელი გზის მანძილზე მასთან მუსაიფის
შესაძლებლობა საკმაოდ მქონდა.

ჰარტმა რევოლვერი ბუდეში ჩაიჩარა, თან თავის მარცხს მწვავედ განიცდიდა. მამა მარკმა წინ
ნაბიჯი გადადგა; მის ტუჩებზე კვლავ ათამაშდა მომხიბლავი ღიმილი, ჯიბიდან ბიბლია ამოიღო
და თავს ზემოთ ასწია.

– შვილო ჩემო, – უთხრა მან.

– მე თქვენი შვილი არა ვარ, – ძლივს გამოსცრა დამარცხებისაგან გაცეცხლებულმა ჰარტმა. იგი
მრისხანედ ბობოქრობდა, ხელები მომუჭა, მაგრამ მაინც აიძულა თავი, თითები გაეშალა და
მღვდლისთვის სილა გაეწნა. გარტყმისაგან მღვდელი მიწაზე დაენარცხა, გადაშლილმა ბიბლიამ
კი სქელ ტალახში მოადინა ტყაპანი.

იტინი და სხვა ვესკერელები მომხდარ ამბავს გულმოდგინედ თვალყურს ადევნებდნენ, მაგრამ,


როგორც ჩანს, აუღელვებლად, ჰარტმა კი საჭიროდ არ ჩათვალა მათ გამოუთქმელ შეკითხვებზე
პასუხი გაეცა. იგი თავისი სახლისაკენ გაემართა, მაგრამ იგრძნო, რომ ვესკერელები ისევ ისე
გაუნძრევლად იდგნენ და მათკენ მიბრუნდა.

– ახალი კაცი ჩამოვიდა, – უთხრა მან, – საჭიროა ბარგის გადატანაში დაეხმაროთ. ბარგი
შეგიძლიათ დიდ საწყობში დააწყოთ, სანამ თვითონ რაიმეს ააშენებდეს.

ჰარტი უცქეროდა, როგორ მიჩანჩალებდნენ ისინი ხომალდისაკენ, შემდეგ შინ შევიდა და


რამდენადმე კმაყოფილება იგრძნო. კარები ისე მაგრად შეიჯახუნა, რომ ერთ-ერთი დარაბა
გაიბზარა. ასეთივე ავადმყოფური კმაყოფილებით მან ირლანდიური ვისკის უკანასკნელი
ბოთლი გახსნა, რომელსაც განსაკუთრებული შემთხვევისათვის ინახავდა. რას იზამ, შემთხვევა,
რასაკვირველია, განსაკუთრებული იყო, თუმცა სავსებით ისეთი არა, როგორიც მას სურდა. ვისკი
კარგი იყო და პირში არასასიამოვნო გემო ნაწილობრივ გაუყუჩდა. მის ტაქტიკას რომ ემოქმედა,
მაშინ წარმატება ყველაფერს გაამართლებდა. მაგრამ იგი დამარცხდა და დამარცხების სიმწარეს
ემატებოდა დამტანჯველი ახრი იმაზე. რომ იგი სულელურად მოიქცა. სინგჰი
დაუმშვიდობებლად გაფრინდა. ვინ იცის, ამ შემთხვევის გამო მას როგორი შთაბეჭდილება
შეექმნა, მაგრამ მიწაზე დაბრუნებისას ის, რა თქმა უნდა, გასაოცარი ამბების მოყოლას დაიწყებს.
კმარა, საკუთარ რეპუტაციაზე წუხილი შეიძლება შემდეგისათვის გადავდოთ. ახლა კი საჭიროა
მისიონერთან დამოკიდებულების მოგვარება. წვიმის ფარდაში ჰარტმა გაარჩია, რომ მღვდელი
დასაკეცი კარვის დადგმას ცდილობდა, სოფლის ყველა მცხოვრები კი რიგებად
ჩამწკრივებულიყო და თვალყურს უხმოდ ადევნებდნენ. თავისთავად ცხადია, არცერთ მათგანს
დახმარება არ შეუთავაზებია.

როცა კარავი გამართეს და კალათა და ყუთები შიგ შეზიდეს, წვიმამაც გადაიღო. ბოთლში სითხის
დონემ საკმაოდ დაიწია და აუცილებელი შეხვედრისთვის ჰარტმა თავი უფრო მომზადებულად
იგრძნო. სიმართლე რომ ვთქვათ, იგი მისიონერთან დალაპარაკების საბაბს ეძებდა. მთელ იმ

72
საზიზღარ ამბავს თუ განზე გადავდებთ, მთელი წლის სიმარტოვის შემდეგ ადამიანთან
ურთიერთობა, ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, მიმზიდველად ეჩვენებოდა.

„ხომ არ ინებებდით, ჩემთან ერთად გესადილათ? ჯონ ჰარტი“, – დაწერა ძველი ზედნადები
ფურცლის მეორე გვერღზე, მაგრამ, შესაძლოა, მოხუცი ძალზე შეშინებულია და არ მოვიდეს?
ვფიქრობ, დამოკიდებულების მოსაგვარებლად ეს საუკეთესო სა. მუალება არ არის. ჰარტმა
თავის საწოლის ქვეშ ხელები მოაფათურა, შესაფერისი ყუთი მონახა და შიგ თავისი რევოლვერი
ჩადო, როცა ჰარტმა კარი გამოაღო, იტინი, რასაკვირველია, უკვე ელოდებოდა თავის
მასწავლებელს, ვინაიდან დღეს მისი რიგი იყო ცოდნის შემგროვებლის მოვალეობა
შეესრულებინა. ვაჭარმა მას წერილი და ყუთი გაუწოდა.

– ერთი ეს ახალ კაცს წაუღე, – უბრძანა მან.

– ახალ კაცს ახალი კაცი ჰქვია? – ჰკითხა იტინმა.

– არა! – უხეშად უპასუხა ჰარტმა. – მას მარკი ჰქვია. – მაგრამ მე მხოლოდ ის გთხოვე, რომ ეს
წაგეღო და არა ლაპარაკი დაგეწყო.

ყოველთვის, როცა ჰარტი მოთმინებიდან გამოდიოდა, ვესკერელები თავისი პედანტური


აზროვნებით რაუნდს იგებდნენ.

– შენ არ მთხოვ, ლაპარაკში ჩავება, – ნელა წარმოთქვა იტინმა, – მაგრამ, შესაძლოა, მარკმა
მთხოვოს. სხვები კი დაინტერესდებიან, მას რა ჰქვია და თუ მე არ მეცოდინება მისი სახ...

იტინმა ლაპარაკი შეწყვიტა, ვინაიდან ჰარტმა კარები გაიჯახუნა. თუმცა ამას მნიშვნელობა არა
ჰქონდა: იტინთან შემდგომი შეხვედრისას – ერთი დღის, ერთი კვირის, თუნდაც ერთი თვის
შემდეგ – მონოლოგი სწორედ იმ სიტყვიდან განახლდებოდა, რომლითაც დამთავრდა და აზრი
სრულ მკაფიობამდე გადაღეჭილი იქნებოდა. ჰარტმა თავისთვის შეიგინა და ყველაზე გემრიელ,
ჯერ ისევ შემონახული კონცენტრატის ორ ულუფას წყალი დაასხა.

კარებზე აჩქარებული კაკუნი გაისმა.

– შემოდით, – ჩაილაპარაკა ჰარტმა. მღვდელი შემოვიდა და რევოლვერიანი ყუთი გაუწოდა. –


მისტერ ჰარტ, მადლობას მოგახსენებთ, რომ ეს მათხოვეთ. მე ვაფასებ იმ სულს, რომელმაც
გაიძულათ, ეს გამოგეგზავნათ. ვერა და ვერ გამიგია, თუ რა იყო უსიამოვნების მიზეზი, რომელიც
ჩემს ჩამოსვლას ახლდა, მაგრამ, უმჯობესია, ეს დავივიწყოთ, თუკი ჩვენ ამ პლანეტაზე
რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრებას ვაპირებთ.

– სვამთ? – ჰკითხა ჰარტმა, თან ყუთი ჩამოართვა და მაგიდაზე დადგმულ ბოთლზე მიუთითა.
ჰარტმა პირთამდე გაავსო ორი ჭიქა და ერთი მღვდელს გაუწოდა. – მეც დაახლოებით იმასვე
ვფიქრობ, რასაც თქვენ, მაგრამ მაინც უნდა აგიხსნათ, თუ რატომ მოხდა ეს. – იგი წამით
შუბლშეკრული მისჩერებოდა თავის ჭიქას, შემდეგ ასწია და შესთავაზა, დავლიოთო.

– ეს დიდი სამყაროა და მე მგონია, რომ ამ სამყაროში უნდა მოვეწყოთ, რაც შეიძლება, კარგად.
თქვენი დღეგრძელობისა იყოს.

73
– ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, – უპასუხა მამა მარკმა და თვითონაც ჭიქა ასწია.

– არც ჩემი და არც ამ პლანეტისა, – მტკიცედ განაცხადა ჰარტმა. – აი, სად არის ძაღლის თავი
დამარხული. – მან ნახევარი ჭიქა ღვინო დალია და ამოისუნთქა.

– თქვენ ისე ლაპარაკობთ, რომ გინდათ თავზარი დამცეთ? – ღიმილით ჰკითხა მღვდელმა. –
გარწმუნებთ, ეს ჩემზე არ მოქმედებს.

– არც ვაპირებდი თქვენთვის თავზარის დაცემას. მე სწორედ ის გითხარით, რაც მინდოდა.


ალბათ მე ვეკუთვნი იმათ, ვისაც თქვენ ათეისტებს უწოდებთ, სწორედ ამიტომ, რელიგიურ
შეხედულებებთან არავითარი საქმე არა მაქვს. აქაური მცხოვრებნი ქვის საუკუნის უბრალო,
განუვითარებელი არსებანი, დღემდე ყოველგვარი ცრუმორწმუნეობისა და რელიგიის ჩანასახს
გარეშე ახერხებდნენ ცხოვრებას და ვიმედოვნებდი, რომ მომავალშიც ასევე იცხოვრებდნენ.

– რას ამბობთ? – წარბები შეიჭმუხნა მღვდელმა, – გინდათ, თქვათ რომ არავითარი ღმერთი არა
ჰყავთ, არავითარ საიქიო ცხოვრებაზე რწმენა არ გააჩნიათ? თქვენი აზრით, ისინი უნდა
დაიხოცონ...

– კვდებიან კიდეც, მტვრადაც იქცევიან, როგორც ყველა დანარჩენი ცოცხალი არსება. მათ აქვთ
ჭექა-ქუხილი, აქვთ ხეები, წყალი, მაგრამ არ ჰყავთ ღმერთი მეხთამტეხი, ტყის სულები და არც
ალი. არ იციან ტაბუ და ჯადო, არა ჰყავთ მახინჯი პატარა ღმერთები, რომლებსაც შეეძლოთ
ათასნაირი კოშმარით მათი წამება და სხვადასხვანაირი შეზღუდვა. ჩემ მიერ ნანახიდან ესენი
ერთადერთი პირველყოფილი ხალხია, რომელიც სრულიად თავისუფალია ცრუ-
მორწმუნეობისაგან და სწორედ ამის წყალობით სხვებზე უფრო ბედნიერნი და გონიერები არიან.
მინდა, რომ ესენი ასეთივენი დარჩნენ.

– თქვენ გინდათ, ისინი ღმერთს განაშოროთ... ხსნისგან დაიცვათ? – მღვდელს თვალები


გაუფართოვდა და მან ჰარტისაგან ოდნავ დაიხია.

– არა, მე მინდა ისინი ცრუმორწმუნეობისაგან დავიცვა, – შეესიტყვა ჰარტი. – დაე, ვესკერელებმა


ჯერ თავიანთი ცოდნა გაიღრმაონ და ბუნების მოვლენებზე რეალური მსჯელობა ისწავლონ.

– სერ, თქვენ შეურაცხყოფთ საეკლესიო სწავლებას, რადგან ცრუმორწმუნეობას ადარებთ...

– თუ შეიძლება, – შეაწყვეტინა ჰარტმა, თან ხელი ასწია, – არავითარი თეოლოგიური კამათი. არა
მგონია, რომ ამ მოგზაურობისათვის თქვენმა საზოგადოებამ მხოლოდ იმიტომ გაიღო ხარჯი,
რომ მე მოვექციე. გაითვალისწინეთ ის გარემოება, რომ ჩემს შეხედულებებამდე მრავალი წლის
განმავლობაში სერიოზული ფიქრის გზით მივედი და უკანასკნელი კურსი სტუდენტ-
ღვთისმეტყველების მთელმა ბრბომაც კი ვერ მოახერხა ჩემი შეხედულებების შეცვლა. პირობას
გაძლევთ, რომ არ შევეცდები ჩემს რჯულზე მოგაქციოთ, თუ თქვენც ჩემს მიმართ ასევე
მოიქცევით.

– თანახმა ვარ, მისტერ ჰარტ, თქვენ გამახსენეთ, რომ ჩემი მისია აქ ვესკერელთა სულის ხსნაში
მდგომარეობს და სწორედ ამას უნდა მოვკიდო ხელი. მაგრამ ჩემს მოღვაწეობას განა შეეძლო ასე
ჩაეფუშა თქვენი გეგმები, რომ ყოველნაირად ცდილობდით, ხელი შეგეშალათ გადმოსხდომის

74
დროს? რევოლვერითაც კი მემუქრებოდით და... – მღვდელი დადუმდა და თავის ჭიქას
მიაშტერდა.

– და მაგრადაც კი გაგარტყით ხომ? – ჰკითხა ერთბაშად მოღუშულმა ჰარტმა, – ამისათვის


არავითარი გამართლება არ არსებობს და მე მზად ვარ პატიება გთხოვოთ. უბრალოდ, ეს ცუდი
ჩვეულების ბრალია, ხასიათი ხომ კიდევ უარესი მაქვს. მარტოობაში დიდხანს მოგიხდებათ
ცხოვრება და თვითონაც ასევე მოიქცევით. – იგი მაგიდაზე დაწყობილ თავის დიდ ხელებს
ჩაფიქრებით ათვალიერებდა; ნაიარევები და კოჟრები წარსულს აგონებდნენ. – ამას იმედის
გაცრუება ვუწოდოთ, ვინაიდან უკეთესი გამოთქმა არ არსებობს. თქვენი პროფესიით მუშაობის
დროს, არა ერთხელ გექნებოდათ შემთხვევა, ჩაგეხედათ ადამიანის სულის ბნელ კუნჭულებში და
ზოგიერთი რამ უნდა იცოდეთ მოქმედების სურვილსა და ბედნიერებაზე. აქამდე თავს ვიქცევდი
და არასოდეს თავში აზრადაც არ მომსვლია სადმე დავბინავებულიყავი და ოჯახი შემექმნა;
დღემდე ამაზე არც მიწუხია. შესაძლოა, გონება რადიაციამ დამირბილა, მაგრამ ასე მგონია, რომ
ეს ბალნიანი თევზისმაგვარი ვესკერელები თითქოს ჩემი საკუთარი შვილები იყვნენ და
ნაწილობრივ მათზე პასუხისმგებელიც ვიყო.

– ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ, – მშვიდად შენიშნა მამა მარკმა.

– კარგი, აქ ცხოვრობენ ღვთის შვილებიდან ისინი, რომლებსაც მის არსებობაზე წარმოდგენაც კი


არა აქვთ, – უთხრა ჰარტმა თავის თავზე მოულოდნელად გაბრაზებულმა იმის გამო, რომ გული
აუჩვილდა. მაგრამ წამსვე გადაივიწყა თავისი განცდები და აღგზნებულმა განაგრძო: –
შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს? იცხოვრებთ მცირე ხანს ვესკერელებთან
და დაინახავთ, როგორ უბრალოდ და ბედნიერად ცხოვრობენ ისინი. და ეს არაფრით არ
ჩამოუვარდება იმ სიამეს, გამუდმებით რომ ჩასჩიჩინებთ. ისინი სიცოცხლით ტკბებიან... და
ზიანს არავის აყენებენ. შემთხვევითობის გამო მათ მიაღწიეს თავის ახლანდელ განვითარებას
მწირ პლანეტაზე ისე, რომ არასოდეს არ ჰქონიათ შესაძლებლობა ქვის საუკუნის მატერიალურ
კულტურაზე მაღლა ასულიყვნენ. მაგრამ, რაც შეეხება გონებას, ისინი ტოლს არ დაგვიდებენ...
შესაძლოა, კიდეც გვჭარბობენ. მათ ჩვენი ენა შეისწავლეს ისე, რომ ადვილად შემიძლია
ყველაფერი ავუხსნა, რისი ცოდნაც სურთ. ცოდნა და ცოდნის შეძენა მათ ჭეშმარიტად დიდ
კმაყოფილებას ანიჭებთ. ზოგჯერ შეუძლიათ გაგაღიზიანონ, ვინაიდან ჩვეულებად აქვთ, ყოველი
ახალი ფაქტი დაუკავშირონ ყველაფერს, რაც კი მათთვის უკვე ცნობილია, მაგრამ რაც უფრო
მეტს გებულობენ, მით უფრო სწრაფად ხდება ეს პროცესი. ოდესმე ისინი ყველაფრით ადამიანს
გაუტოლდებიან და შესაძლოა გადაგვაჭარბონ კიდეც. მხოლოდ თუ... შეგიძლიათ სამსახური
გამიწიოთ?

– რასაკვირველია, თუ ჩემს ძალ-ღონეს არ აღემატება.

– თავი დაანებეთ მათ. ანდა თუ ეს ასე აუცილებელია, ასწავლეთ მათ ისტორია და


საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ფილოსოფია, იურისპრუდენცია, ყველაფერი, რაც კი
დაეხმარება უფრო ფართო სამყაროს სინამდვილესთან შეხლის დროს, იმ სამყაროსთან,
რომლის არსებობაზე უწინ არც კი იცოდნენ. მხოლოდ თავგზას ნუ აუბნევთ მძულვარებითა და
ტანჯვით, დანაშაულით, ცოდვებითა და სასჯელით. ვინ იცის, რა ზიანი...

75
– თქვენი სიტყვები შეურაცხმყოფელია! – წამოიძახა მღვდელმა და ადგილიდან წამოიჭრა. მისი
ჭაღარა თავი ასტრონავტს ნიკაპამდე ძლივს სწვდებოდა, მაგრამ იგი უშიშრად იცავდა იმას, რაც
სწამდა.

ჰარტი, რომელიც ასევე წამოდგა, უკვე აღარა ჰგავდა მომნანიებელ ცოდვილს. ისინი რისხვით
უყურებდნენ ერთმანეთს. როგორც ყოველთვის ის ადამიანები, რომლებიც შეუდრეკლად იცავენ
იმას, რაც სიმართლედ მიაჩნიათ:

– ეს თქვენ შეურაცხმყავით, – იყვირა ჰარტმა. – რა დაუჯერებლად დიდი წარმოდგენაა საკუთარ


თავზე – იფიქრო, რომ თქვენს არაორიგინალურ საცოდავ მითებს, ოდნავ რომ განსხვავდებიან
ათასობით სხვებისაგან, ადამიანებს ჯერ ისევ მძიმე ტვირთად რომ აწევთ მათს გამოუცდელს
აზროვნებაში, სხვა რაიმეს შეტანა შეუძლიათ, გარდა ალიაქოთისა! ნუთუ არ გესმით, რომ მათ
სიმართლე სჯერათ და არასოდეს არ სმენიათ ისეთ მოვლენაზე, როგორიც სიცრუეა? ჯერ არავინ
არ ცდილა, მათთვის შთაეგონებინა, რომ სხვაგვარად აზროვნება შეიძლება და თქვენ გსურთ
შესცვალოთ...

– მისტერ ჰარტ, მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ესე იგი ღვთის ნებას. აქაც ღვთის ქმნილებანი
ცხოვრობენ და მათ სული აქვთ. ჩემი მოვალეობიდან გადახვევა არ შემიძლია, ღვთის სიტყვა
უნდა მივიტანო მათთან და მით ვიხსნა ისინი, დავუმკვიდრო სასუფეველი ცათა!

მღვდელმა კარი გააღო, ქარი შემოიჭრა და მთლად მოაღიავა. მამა მარკი უკუნეთ სიბნელეში
გაქრა, კარები კი ხან იღებოდა, ხან იხურებოდა და წვიმის წვეთებს ოთახში ასხამდა, ჰარტი
კარებთან ნელა მივიდა, დახურა ისე, რომ იტინი არც კი შეუნიშნავს, რომელიც მოთმინებით
უდრტვინველად იჯდა კოკისპირულ წვიმაში იმ იმედით, რომ ჰარტი, შესაძლოა, წამით შეჩერდეს
და თავისი მესანიშნავი ცოდნის კიდევ ერთი პატარა ნაწილი გამიზიაროსო.

ორივე მხრის უსიტყვო თანხმობით ამ პირველ საღამოს არასოდეს არ ახსენებდნენ. მარტოობაში


გატარებული რამდენიმე დღის შემდეგ, რაც კიდევ უფრო უმძიმებდათ გულს, იმიტომ, რომ თვი–
თეულმა იცოდა მეორის სიახლოვეზე, მათ განაახლეს საუბარი, მაგრამ მკაცრად დაცულ
ნეიტრალურ თემებზე, ჰარტი თავის შენაძენს თანდათანობით ფუთავდა და ინახავდა, მაგრამ
ფიქრადაც არ გაუვლია ის, რომ მისი სამუშაო დამთავრებულია და როცა მოისურვებს, შეუძლია
წავიდეს. მას საკმაოდ ბევრი იშვიათი წამალი და მცენარეული პრეპარატი ჰქონდა, რომლებშიც
ბევრ ფულს მისცემდნენ, ვესკერელთა ხელოვნების ნაწარმოებს კი კოსმოსურ ბაზარზე, მისი
მაღალი მოთხოვნილების თანახმად, სენსაცია უნდა გამოეწვია. ჰარტის ჩამოსვლამდე ამ
პლანეტის მხატვრული პროდუქცია უმთაგრესად მაგარ ხეზე ქვის ნატეხებით შესრულებული
სხვადასხვა ნაკეთობებით განისაზღვრებოდა. ვესკერელები ჰარტმა ინსტრუმენტებითა და
თავისი საკუთარი მარაგიდან ლითონით მოამარაგა, ეს იყო: სულ რამდენიმე თვის შემდეგ,
ვესკერელებმა ახალი მასალებით მუშაობა არათუ შეისწავლეს, არამედ განასახიერეს თავიანთი
ჩანაფიქრი და სახეები ყველაზე უცნაურ – მაგრამ ყველაზე უფრო ლამაზ – ხელოვნების
ნაწარმოებებში, რაც კი მას ოდესმე ენახა. ჰარტს ისღა დარჩენოდა, რომ ისინი ბაზარზე გაეტანა
და პირველდაწყებითი მოთხოვნილება შეექმნა, შემდეგ კი ახალი პარტიისათვის
დაბრუნებულიყო. ვესკერელებს სამაგიეროდ მხოლოდ წიგნები, ინსტრუმენტები და ცოდნა

76
ესაჭიროებოდათ. ჰარტს ეჭვიც კი არ ეპარებოდა იმაში, რომ მალე დადგებოდა დრო, როცა ისინი
გალაქტიკის კავშირში მიღებას საკუთარი ძალით მიაღწევდნენ.

ჰარტს სწორედ ამის იმედი ჰქონდა. მაგრამ ცვალებადობის ქარმა დაქროლა ახალშენზე,
რომელიც მისი ხომალდის ირგლივ გაშენდა. ახლა უკვე ჰარტი კი არ იყო ყურადღების ცენტრი
და მთელისოფლის ცხოვრების შუაგული. მას მხოლოდ ეცინებოდა, როცა ძალაუფლების
დაკარგვაზე ფიქრობდა, მაგრამ მის ღიმილს კეთილს ვერ უწოდებდით. სერიოზული და
ყურადღებიანი ვესკერელები ცოდნის შემკრებთა მოვალეობას კვლავ რიგრიგობით
ასრულებდნენ, მაგრამ მათ ჰარტი მხოლოდ მიშველ ფაქტებს აძლევდა და ეს მკვეთრად
უპირისპირდებოდა ინტელექტუალურ ქარიშხლიან ატმოსფეროს, რომელიც მღვდელს გარს
ეკრა.

ჰარტი აიძულებდა ვესკერელებს შრომით აენახღაურებინათ ყოველი წიგნის, ყოველი


ინსტრუმენტის საფასური, მღვდელი კი ყველა ინსტრუმენტს მათ უფასოდ აძლევდა. ჰარტი
ცდილობდა, ცოდნა თანდათანობით გადაეცა და ვესკერელებს ისე ეპყრობოდა, როგორც ნიჭიერ,
მაგრამ უმეცარ ბავშვებს. ჰარტს სურდა, მათ ერთი საფეხური დაეძლიათ, ვიდრე მომდევნოზე
გადავიდოდნენ, რომ ჯერ სიარული ესწავლათ, მემდეგ კი სირბილი.

მამა მარკმა მათ ქრისტიანობის ყველა სიკეთე უბრალოდ მოუტანა. ერთადერთი ფიზიკური
შრომა, რომელიც მან მოითხოვა, ეკლესიის აშენება იყო – ადგილისა ღვთისმსახურებისა და
ქადაგებისათვის. უსაზღვრო, მთელ პლანეტაზე გადაჭიმულ ჭაობებიდან ვესკერელთა ახალი
ბრბო გამოვიდა და ბოძებზე დაყრდნობილი სახურავი რამდენიმე დღეში მზად იყო. ყოველ
დილას სამწყსო ცოტას მუშაობდა, კედლები აჰყავდა, შემდეგ კი შიგნით მიიჩქაროდა, რათა
გაეგოთ მრავლისაღმთქმელი, ყოვლისმომცველი, პირველხარისხოვანი მნიშვნელობის
ფაქტები, სამყაროს არსს რომ ხსნიდა.

ჰარტი ვესკერელებს არასოდეს არ ეუბნებოდა, თუ როგორი აზრისა იყო მათ ამ ახალ გატაცებაზე.
და ეს უმთავრესად იმიტომ ხდებოდა, რომ ვესკერელებს არასოდეს არაფერი არ უკითხავთ
მისთვის. სიამაყე, თუ საკუთარი ღირსების გრძნობა ხელს უშლიდა ჰარტს, მორჩილ მსმენელს
სძგერებოდა და ეთქვა თავისი გულისტკივილი. შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო,
რომ ცოდნის შემკრების მოვალეობა უწინდებურად იტინს ჰქონოდა დაკისრებული; იგი ყველაზე
უფრო საზრიანი იყო. მაგრამ მღვდლის ჩამოსვლის მეორე დღეს იტინის რიგი დამთავრდა და
მას მემდეგ ჰარტს მასთან აღარ ულაპარაკია.

ამიტომ, მისთვის სიურპრიზი იყო, როცა ვესკერული ჩვიდმეტი დღის შემდეგ (ვესკერული დღეები
კი სამჯერ გრძელია, ვიდრე დედამიწის დღეები) ნასაუზმევმა ჰარტმა თავის კარებთან
დელეგაცია დაინახა. დელეგაციის სახელით იტინს უნდა ელაპარაკა, რის გამოც პირი გაღებული
ჰქონდა. სხვა მრავალი ვესკერელიც აგრეთვე პირღია იდგა, ერთ-ერთ მათგანს, თითქოს
ამთქნარებსო, ისე გარჯვევით მოუჩანდა ორ რიგად ჩამწკრივებული ბასრი კბილები და
მეწამულშავი ხახა. ჰარტმა როგორც კი პირდაღებული ვესკერელები დაინახა, მიხვდა,
სერიოზული ლაპარაკი მოელოდა. ლია პირი რაღაც ძლიერ განცდას ნიშნავდა: ბედნიერებას,
ნაღველს, ან განრისხებას, ვესკერელერი ჩვეულებრივ მშვიდნი იყვნენ და ჰარტს ამდენი
პირდაღებული ვესკერელი არასოდეს ენახა.

77
– ჯონ ჰარტ, დაგვეხმარე, –დაიწყო იტინმა. – შენთან შეკითხვა გვაქვს.

– თვითეულ თქვენს კითხვაზე გიპასუხებთ, – მიუგო ჰარტმა, რომელმაც წინასწარ იგრძნო რაღაც
ავისმომასწავებელი. –რა ამბავია?

– ღმერთი არსებობს?

– როგორ გესმით თქვენ „ღმერთი?“ – თავის მხრივ ჰკითხა ჰარტმა. – რა ვუპასუხო?

– ღმერთი ჩვენი ზეციერი მამაა, რომელმაც ჩვენ ყველანი მეგვქმნა და გვმფარველობს.


რომელსაც დახმარებაზე ვევედრებით და ვინც, თუ გადავრჩებით, გაგვიმზადებს ჩვენ...

– კმარა, – მოუჭრა ჰარტმა, – არავითარი ღმერთი არ არის.

ახლა უკვე ყველამ, იტინმაც კი, პირი დააღო, თან ჰარტს მისჩერებოდნენ და მის პასუხზე
ფიქრობდნენ. ვარდისფერი კბილების მწკრივები, შესაძლოა, მუქარის გამომხატველად
მოსჩვენებოდა, რომ ჰარტისათვის ეს ქმნილებანი ასე კარგად ნაცნობნი არ ყოფელიყვნენ. წამის
განმავლობამი ისე მოეჩვენა, რომ მათ უკვე აღიქვეს ქრისტიანული მოძღვრება და ჰარტს
მწვალებლად თვლიან; მაგრამ მან უკუაგდო ეს აზრი.

– გმადლობთ, – უპასუხა იტინმა, ისინი შეტრიალდნენ და წავიდნენ.

თუმცა დილა ჯერ ისევ გრილი იყო, ჰარტს გაუკვირდა, რომ ოფლად გახვითქულიყო.

დიდხანს არ დასჭირვებია შედეგის ლოდინი. იმავე დღეს იტინი კვლავ მივიდა ჰარტთან.

– ეკლესიაში ხომ არ წამოხვალ? – ჰკითხა მან. – რასაც ვსწავლობთ, ბევრი რამ ჩვენთვის ძნელი
გასაგებია, მაგრამ ამაზე უფრო ძნელი არაფერია. შენი დახმარება გვესაჭიროება, რადგან ჩვენ,
შენცა და მამა მარკსაც, ორივეს ერთად უნდა მოგისმინოთ. იმიტომ, რომ ის ამბობს, ეს არის
ჭეშმარიტიო, შენ კი ამბობ, სხვააო, ერთიც და მეორეც ერთდროულად არ შეიძლება ჭეშმარიტი
იყოს. ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ, რა არის ჭეშმარიტი.

– რასაკვირველია, მოვალ, – უთხრა ჰარტმა, თან ცდილობდა დაეფარა აღგზნება რომელმაც იგი
მოულოდნელად მოიცვა, მას არაფერი უღონია, მაგრამ ვესკერელები მაინც მივიდნენ მასთან.
შესაძლოა, კიდევ იყოს იმედი, რომ ისინი თავისუფალნი დარჩებიან.

ეკლესიაში ცხელოდა და ჰარტი განცვიფრდა, იქ ისე ბევრი ვესკერელი შეყრილიყო. ამდენი


ვესკერელი მას არასოდეს არ ენახა; ირგვლივ პირდაბჩენილი ხალხი იდგა, მამა მარკი წიგნებით
სავსე მაგიდასთან იჯდა. საცოდავი შესახედაობა ჰქონდა. არაფერი უთქვამს, როცა ჰარტი
შევიდა. ჰარტმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი,

– ვიმედოვნებ, გესმით, რომ ეს ამათი იდეაა... რომ ესენი თავისი ნება-სურვილით მოვიდნენ
ჩემთან და მთხოვეს აქ მოვსულიყავი.

– ვიცი, – შემრიგებლურად უთხრა მღვდელმა. – დროდადრო მათთან ძალიან ძნელია. მაგრამ


ესენი სწავლობენ და სურთ სწამდეთ, ეს კი მთავარია.

78
– მამაო მარკ, ვაჭარო ჰარტ, თქვენი დახმარება გვესაჭიროება, – ჩაერია ლაპარაკში იტინი. –
ორთავემ ბევრი რამ იცით ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. უნდა დაგვეხმაროთ სარწმუნოების
მიღებაში, ეს კი არც ისე იოლია.

ჰარტს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.

იტინმა განაგრძო:

– ჩვენ წავიკითხეთ ბიბლია და ყველა წიგნი, რომელიც მამა მარკმა მოგვცა და საერთო
დასკვნამდე მივედით. ეს წიგნები ძალზე განსხვავდებიან იმ წიგნებისაგან, რასაც ჩვენ ვაჭარი
ჰარტი გვაძლევდა. ვაჭარ ჰარტის წიგნებში აღწერილია სამყარო, რომელიც ჩვენ არ გვინახავს და
ის ყოველგვარი ღმერთის გარეშე იოლად გადის, იმ წიგნებში ხომ ღმერთი ნახსენებიც არ არის:
ჩვენ ძალიან გულმოდგინედ ვეძებდით. მამა მარკის წიგნებში კი ყველგან ღმერთია და უიმისოდ
არაფერი არ ხდება. ერთ-ერთი ამათგანი უნდა იყოს სწორი, მეორე კი არასწორი. ჩვენ არ ვიცით,
ეს როგორ ხდება, მაგრამ იმის შემდეგ, როცა გამოვარკვევთ, თუ რომელია სწორი, მაშინ
მესაძლოა, გავიგოთ. თუ ღმერთი არ არსებობს.....

– შვილნო ჩემნო, რასაკვირველია, არსებობს, – თქვა მამა მარკმა გულში ჩამწვდომი ხმით, –– იგი
ჩვენი ზეციური მამაა, რომელმაც შეგვქმნა ყველანი...

– ღმერთი ვინ შეჰქმნა? – ჰკითხა იტინმა, ჩურჩული შეწყდა და ყველა ვესკერელი მამა მარკს
დაჟინებით შეაცქერდა. მათმა მზერამ მარკი ჯერ შეაცბუნა, შემდეგ კი გააღიმა,

– ღმერთი არავის არ შეუქმნია, ვინაიდან თვითონ არის შემქმნელი. იგი ყოველთვის არსებობდა...

– თუ ის ყოველთვის არსებობდა, მაშინ სამყაროს რატომ ყოველთვის არ შეეძლო ეარსებნა,


შემოქმედის გარეშე? – გააწყვეტინა მას იტინმა და სიტყვები სეტყვასავით დააყარა. საკითხის
დიდმნიშვნელობა აშკარა იყო. მღვდელი უსაზღვრო მოთმინებით აუჩქარებლად პასუხობდა.

– შვილნო ჩემნო, მე მსურს, რომ ყველა პასუხი ასევე უბრალო იყოს. სამყაროს წარმოშობის
საკითხში სწავლულებიც კი ერთმანეთს არ ეთანხმებიან. მაშინ, როდესაც მათ ეჭვი ეპარებათ,
ჩვენ ვიხილეთ რა ჭეშმარიტების სინათლე, ვიცით. შემოქმედის სასწაული შეგვიძლია
დავინახოთ ყველგან, ჩვენს ირგვლივ. განა შემოქმედის გარეშე შემოქმედება შეიძლება? ეს ის
არის, ჩვენი მამა, ჩვენი ღმერთი, ცათა მყოფელი. ვიცი, რომ დაეჭვებული ხართ; ეს იმიტომ, რომ
თქვენ სული გაქვთ და თქვენი ნება-სურვილი თავისუფალია. მაგრამ მაინც პასუხი ძალიან
უბრალოა. იქონიეთ რწმენა, ეს არის სულ, რაც თქვენ გესაჭიროებათ. მხოლოდ გწამდეთ.

– დაუმტკიცებლად როგორ შეგვიძლია ვირწმუნოთ?

– თუ თქვენ არ შეგიძლიათ გაგება, რომ თვით ეს სამყარო მისი არსებობის დამამტკიცებელია,


მაშინ უნდა გითხრათ, რომ რწმენა, თუ თქვენ მართლაც გწამთ, დამტკიცებას არ საჭიროებს.

79
ეკლესია ხმათა გუგუნით აივსო; ვესკერელთა უმრავლესობას პირი ძალიან ფართოდ ჰქონდა
დაფჩენილი: ეს არსებანი ცდილობდნენ სიტყვების ქსელში ნელა გარკვეულიყვნენ და
ჭეშმარიტების ძაფი გამოეყოთ.

– ჰარტ, რა შეგიძლია გვითხრა? – ჰკითხა იტინმა. მისი ხმის გაგონებაზე ხმაური მიწყდა.

– შემიძლია გირჩიოთ, რომ მეცნიერული მეთოდით ისარგებლოთ, რომლის დახმარებითაც


ყველაფრის მესწავლა შეიძლება, – თვით მეთოდის ჩათვლით – და მიიღებთ პასუხს. იგი
დაასაბუთებს ყოველი მტკიცების ჭეშმარიტებას ან სიყალბეს.

– სწორედ მაგრე უნდა მოვიქცეთ, – უპასუხა იტინმა. – ჩვენც ამავე დასკვნამდე მივედით.

მან ხელი დაავლო სქელ წიგნს და დამსწრეთა მწკრივები თავის დაქნევისაგან მეირხა.

– ჩვენ შევისწავლეთ ბიბლია, როგორც მარკმა გვირჩია, და პასუხიც ვიპოვეთ. ღმერთი ჩვენთვის
სასწაულს მოიმოქმედებს და ამით დაგვიმტკიცებს, რომ იგი ჩვენზე ზრუნავს. ამ ნიშნით ჩვენ მას
ვიცნობთ და მივალთ მასთან.

– ეს ცრუ სიამაყის ცოდვაა, – შეესიტყვა მამა მარკი. – თავისი არსებობის დასამტკიცებლად


სასწაულები ღმერთს არ ესაჭიროება.

– მაგრამ სასწაული ჩვენ გვესაჭიროება! – წამოიძახა იტინმა და თუმცა ის ადამიანი არ იყო, მის
ხმაში მაინც გაისმა ჭეშმარიტების წყურვილი. – ჩვენ აქ წავიკითხეთ მრავალი მცირე სასწაულის
შესახებ პურებზე, თევზებზე, ღვინოზე... მრავალი მათგანი მომხდარი იყო უფრო მეტად
უმნიშვნელო საბაბის გამო. ახლა ღმერთმა ერთი სასწაული კიდევ უნდა მოიმოქმედოს და ამით
ჩვენ თავისთან მიგვიყვანს... და ეს იქნება მისი ტახტის წინაშე მთელი ახალი სამყაროს
სასწაულებრივი თაყვანისცემა, როგორც, მამაო მარკ, თქვენ გვეუბნებოდით. იმასაც
გვეუბნებოდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს. ამ საკითხზე ჩვენ ვიმსჯელეთ და
გადავწყვიტეთ, რომ არის მხოლოდ ერთი სასწაული, ასეთი შემთხვევისათვის მეტნაკლებად
შესაფერისი.

მოწყენილობა, რომელსაც ჰარტი თეოლოგიური კამათის დროს ყოველთვის განიცდიდა,


მსწრაფლ გაუქრა. მას დაფიქრებაზე თავი არ შეუწუხებია, თორემ წამსვე მიხვდებოდა, საით
იხრებოდა საქმე. იმ გვერდზე, რომელზეც იტინმა ბიბლია გადამალა, რაღაც სურათი იყო
დახატული; ჰარტმა წინასწარ იცოდა, რაც იქ იყო გამოხატული. იგი ნელა წამოდგა სკამიდან,
თითქოს გაზმორებას აპირებსო და მის უკან მჯდომ მღვდელს მიუბრუნდა.

– მოემზადეთ! – წასურჩულა ჰარტმა, – უკანა მხრიდან გადით და ხომალდისაკენ გასწიეთ. აქ


იმათ მე დავაკავებ. არა მგონია, რაიმე ზიანი მომაყენონ.

– რისი თქმა გინდათ? – ჰკითხა მამა მარკმა, თან გაკვირვებული თვალებს ახამხამებდა.

– წადით, თქვე სულელო! – წაისისინა ჰარტმა. – როგორ გგონიათ, ამათ მხედველობაში რა


სასწაული აქვთ? გადმოცემით, რომელმა სასწაულმა მოაქცია ქვეყანა საქრისტიანოდ?

– არა, – ჩაიბურტყუნა მამა მარკმა, – შეუძლებელია, ეს ყოვლად შეუძლებელია!..

80
– სწრაფად! – იყვირა ჰარტმა, მღვდელი სკამიდან წამოაგდო და უკანა კედლისკენ ხელი ჰკრა.

მამა მარკმა წაიბორძიკა, გაჩერდა, შემდეგ უკანვე შემობრუნდა. ჰარტი მისკენ გაქანდა, მაგრამ
უკვე გვიან იყო. ამფიბიები პატარები იყვნენ, მაგრამ იმდენი მოგროვილიყო! ჰარტი ლანძღვა-
გინებას მოჰყვა, მან მუშტი გაჰკრა იტინს და ბრბოში ისროლა. როცა ჰარტი მღვდლისაკენ გზას
იკაფავდა, სხვა ვესკერელები მას მჭიდროდ შემოერტყნენ. იგი მათ სცემდა, მაგრამ სულ ერთი
იყო, თუნდ მგლებთან ებრძოლა. ბანჯგვლიანმა მუშკის სუნიანმა სხეულებმა წალეკეს და
შთანთქეს იგი. ჰარტს წინააღმდეგობის გაწევა მაშინაც კი არ შეუწყვეტია, როცა იგი გაკოჭეს და
თავში ურტყამდნენ. ამფიბიებმა იგი გარეთ გაათრიეს და ახლა მას წვიმის ქვეშ მწოლიარეს
მხოლოდ ლანძღვა და თვალყურის დევნება შეეძლო.

ვესკერელები შესანიშნავი მუშები იყვნენ და ყველაფერი უკანასკნელ წვრილმანამდეც კი ისე


გააკეთეს, როგორც ბიბლიის სურათზე იყო: ჯვარი, რომელიც პატარა ბორცვის მწვერვალზე
იმეიანად იდგა, ლითონის ბრჭყვიალა ლურსმნები, ჩაქუჩი. მამა მარკს მთელი ტანსაცმელი
გახადეს და ნაკეცებად გულმოდგინედ დაწყობილი ენქერი თეძოებზე შემოახვიეს. იგი
ეკლესიიდან გამოიყვანეს.

ჯვრის დანახვაზე მისიონერმა კინაღამ გრძნობა დაკარგა. მაგრამ შემდეგ მან თავი მაღლა ასწია
და გადაწყვიტა მომკვდარიყო ისე, როგორც სიცოცხლეში – რწმენით.

მაგრამ ეს მეტისმეტად მძიმე იყო, ეს თვით ჰარტისთვისაც კი აუტანელი შეიქნა, რომელიც


მხოლოდ უყურებდა. ერთია, ჯვარცმაზე ლაპარაკი და მკრთალი კანდელის შუქზე ლამაზ
ქანდაკებად მზუცეული სხეულის დათვალიერება სულ სხვაა – გაშიშვლებული ადამიანის ცქერა,
რომელსაც თოკებით ჩასჭრია სხეულის ის ადგილები, სადაც ხის ძელზე თოკები გადაუჭერიათ.
ცქერა, როგორ იღებენ წაწვეტილ ლურსმნებს და ადებენ მისი ხელების რბილ ხორცს, როგორ
მშვიდად და თანაბარზომიერად მოძრაობს ჩაქუჩი წინ და უკან, თითქოს ბმით საგულდაგულოდ
მუშაობდეს ფაბრიკა-ქარხნის მუშა. გესმოდეს ლითონის ყრუ კაკუნი, რომელიც ხორცზი შედის,

შემდეგ კი გესმოდეს გოდება.

მარტვილობისთვის ცოტაა დაბადებული; მამა მარკი მათ რიცხვს როდი ეკუთვნოდა, პირველსავე
დარტყმებზე მან ისე მწარედ მოიკვნიტა ტუჩი, რომ სისხლი წამოუვიდა. შემდეგ პირი ფართოდ
გააღო, თავი უკან გადაიგდო და შემზარავი ხორხისმიერი ყვირილი წვიმის შხაპუნს
უერთდებოდა. ვესკერელთა მეთვალყურე ბრბოში ეს ყვირილი უხმო გამოხმაურებას იწვევდა; რა
ხასიათისაც არ უნდა ყოფილიყო მღელვარება, რომლისგანაკ ისინი პირს აბჩენდნენ, ახლა ეს
მღელვარება უდიდესი ძალით ტანჯავდა მათ და დაღებულ ხახათა რიგები ჯვარზე გაკრული
მღვდლის სასიკვდილო ტანჯვას გამოხატავდნენ.

საბედნიეროდ, მან გრძნობა დაკარგა, როგორც კი უკანასკნელი ლურსმანი მიაჭედეს. ახალი


ჭრილობებიდან სისხლი თქრიალით სდიოდა, წვიმის წვეთებში ზავდებოდა და იმისდა
მიხედვით თუ როგორ ეცლებოდა სიცოცხლე, ფეხებიდან ვარდისფერ წვეთებად მოედინებოდა.
თითქმის იმავე დროს თავში ცემისაგან დარეტიანებულმა ჰარტმა, რომელიც ქვითინებდა და
ცდილობდა თავისი ბორკილების დაგლეჯას, გრძნობა დაკარგა.

81
იგი გონს თავის საწყობში მოვიდა, როცა უკვე დაღამდა. ვიღაცას გადაექრა დაწნული თოკები,
რომლითაც გაკოჭილი იყო. გარედან წვიმის შხაპუნი ისევ ისე მოისმოდა.

– იტინი, – თქვა ჰარტმა, – ეს მხოლოდ მას შეეძლო.

– დიახ, – უპასუხა ჩურჩულით ვესკერელმა. – დანარჩენები ისევ ისე ეკლესიაში ლაპარაკობენ.


ლინი მაშინვე მოკვდა, როგორც კი შენ თავში მუშტი ჩაარტყი, ინონი კი ძალიან ავადაა.
ზოგიერთები ლაპარაკობენ, რომ შენც ჯვარზე უნდა გაცვან და მე მგონია, ასეც მოხდება. ან,
შესაძლოა, ქვებით ჩაგქოლონ. მათ ბიბლიაში ნახეს ადგილი, სადაც ლაპარაკია...

– ვიცი, – უსასრულოდ დაღლილმა ჰარტმა განაგრძო: – თვალი თვალისა წილ. თქვენ უამრავ ასეთ
გამონათქვამებს იპოვით, თუკი დაძებნით. ეს გასაოცარი წიგნია!

ჰარტს ტკივილისაგან თავი უსკდებოდა.

უნდა წახვიდე. ხომალდამდე შეგიძლია ისე მიაღწიო, რომ ვერავინ შეგნიშნავს. კმარა
მკვლელობა. – იტინის ხმაშიც აგრეთვე დაქანცულობა გაისმა, რამაც მთელი სიცოცხლის
მანძილზე პირველად მოიცვა.

ჰარტმა წამოდგომა სცადა. ხორკლიან ხის კედელს თავით ეკვროდა, სანამ გულისრევა არ
შეუჩერდა.

– ის მოკვდა. – ეს სიტყვები დამადასტურებლად ჟღერდა და არა როგორც შეკითხვა.

– დიახ. დიდი ხანი არ არის. სხვაგვარად შენთან ვერ მოვიდოდი.

– რასაკვირველია, დასაფლავებულია, თორემ ჩემს თავს რა გაახსენებდათ.

– დასაფლავებულია! – ვესკერელის ხმაში რაღაც მღელვარების მსგავსი ჟღერდა, გარდაცვლილი


მღვდლის კილოს გამოძახილი. –– იგი დასაფლავებულია და მკვდრეთით აღსდგება. ასე წერია,
მაშასადამე, ასეც მოხდება. მამა მარკი ძალხე ბედნიერი იქნება, რომ ყველაფერი ასე მოხდა. -––
იტინმა ისეთი ხმა გამოსცა, რომელიც ადამიანის ქვითინს მოგაგონებდა. ჰარტი კარებისკენ
გაჭირვებით წალასლასდა და გაჩირაღდნებული ეკლესიის გამონაშუქიდან ”შმეიძლებოდა მისი
დაკაწრული, დასისხლიანებული ხელების დანახვა, კარის წიართხლს რომ ჩაფრენოდნენ.
სავსებით ახლოს სიბნელიდან ამოყურყუმელავდა იტინის სახე და ჰარტმა იგრძნო
მრავალთითებიანი და მახვილფრჩხილებიანი ხელები როგორ სათუთად ჩაებღაუჭნენ
ტანსაცმელზე.

– ის მკვდრეთით აღსდგება, ჰარტ, ხომ ასეა?

– არა, – წარმოსთქვა ჰარტმა, – იგი დარჩება იქ, სადაც ჩაფლეს, არაფერი არ მოხდება, იმიტომ,
რომ ის მკვდარია და მკვდრადვე დარჩება.

იტინის ბეწვზე წვიმა მოთქრიალებდა, პირი კი ისე ფართოდ პქონდა დაბჩენილი, რომ
გეგონებოდა, ღამეში გაპკივისო. თავს ძალა დაატანა და კვლავ შეძლო ლაპარაკი, თან მისთვის
უცხო სიტყვებში უცხო აზრს დებდა.

82
– მაშასადამე, ჩვენ არ ვცხონდებით? ჩვენ უცოდველნი არ ვიქნებით? ღველხი აც -

– თქვენ უცოდველნი იყავით, – უპასუხა ჰარტმა და მის ხმაში ქვითანი გაისმა თუ სიცილი,
გაუგებარი იყო. – საშინლად უბადრუკი, ბინძური ამბავია. თქვენ უცოდველნი იყავით, ახლა კი
თქვენ...

– მკვლელები ვართ, – თქვა იტინმა. მისი დახრილი თავიდან წყალი თქრიალით ჩამოდიოდა და
სიბნელეში სადღაც მიედინებოდა.

83
კალეიდოსკოპი

რეი ბრედბერი (მთარგმნელი – ქ. ქუჩუკაშვილი)

პირველივე ბიძგმა კოსმოსურ ხომალდს გვერდი გაუფატრა, თითქოს უზარმაზარმა კონსერვის


დანამ გადახსნაო. ადამიანები აფართხალებული ვერცხლისფერი თევზებივით გამოცვივდნენ
სივრცეში და წყვდიადის ოკეანეში ჩაიკარგნენ, მილიონ ნამსხვრევად დაშლილმა ხომალდმა კი,
მეტეორიტების ნაკადივით, დაკარგულ მზეს რომ ეშურება, გზა განაგრძო.

– ბარკლი, ბარკლი, სად ხარ?

– ვუდ, ვუდ!

– კაპიტანო!

ერთმანეთს ცივ ღამეში გზააბნეული ბავშვებივით ეძახდნენ.

– ჰოლის, ჰოლის, მე სთოუნი ვარ.

– სთოუნ, ჰოლისი ვარ. სად ხარ?

– საიდან მეცოდინება? აზრზე არა ვარ, სადაა ზევით, სადაა ქვევით. ვეცემი! ღმერთო ჩემო,
ვეცემი!

ეცემოდნენ. ეცემოდნენ ჭაში ჩაყრილი კენჭებივით. უკვე აღარ იყვნენ ადამიანები, მხოლოდ
ხმები – ყველანაირი ხმა, უსხეულო, მთრთოლვარე, შეძრული თუ მორჩილებით აღსავსე.

– ერთმანეთს ვშორდებით.

მართლაც ასე იყო. ჰოლისი, რომელიც სივრცეში ბზრიალით მიქროდა, მიხვდა, რომ მართლაც
ასე იყო, და ეს რაღაცნაირი, განყენებული სიმშვიდით მიიღო. ერთმანეთს შორდებიან; ყველას
თავისი გზა აქვს და უკვე ვეღარაფერი შეკრებს. მათ სხეულებს ჰერმეტული სკაფანდრები იცავს,
გაფითრებულ სახეებს კი გამჭვირვალე, პლასტიკატის ჩაფხუტები იფარავს, თუმცა, ენერგო-
მოწყობილობა არც ერთ მათგანს არ უკეთია. არადა, მასთან ერთად თითოეული მათგანი
სამაშველო ნავივით იქნებოდა , თავსაც უშველიდა და სხვებსაც შეკრებდა. ერთმანეთს
იპოვიდნენ და ადამიანების კუნძულად იქცეოდნენ; რაღაც გეგმას დააწყობდნენ.

ენერგო-მოწყობილობის გარეშე თითოეული მათგანი მხოლოდ უგრძნობი მეტეორია, რომელსაც


საკუთარი, გარდაუვალი ბედისწერა გაურკვეველი მიმართულებით მიაქანებს.

ათიოდე წუთში პირველი შეძრწუნება ყინულივით ცივმა სიმშვიდემ შეცვალა.

კოსმოსი – უზარმაზარი, ბნელი საქსოვი დაზგა – საოცარ ხმებს წნავდა, ართავდა , ერთმანეთში
ხლართავდა, მერე ისევ აშორებდა, საბოლოოდ კი ერთიან ორნამენტს ქმნიდა.

84
– ჰოლის, სთოუნი ვარ. რამდენ ხანს შევძლებთ რადიოთი ლაპარაკს?

– გააჩნია, რა სიჩქარით მიფრინავ შენს გზაზე, მე კი – ჩემსაზე.

– კიდევ ერთ საათს, ასე მგონია .

– ალბათ, ასეა, – ჰოლისი მშვიდად გაეპასუხა, ერთი წუთის შემდეგ კი იკითხა: – და მაინც, რა
მოხდა?

– ისეთი არაფერი, ხომალდი აფეთქდა. კოსმოსურ ხომალდებს ემართებათ ხოლმე ასე.

– საით მიფრინავ?

– ალბათ მთვარეს შევასკდები.

– მე კი – დედამიწას. ბებერ დედამიწას ვუბრუნდები საათში ათასი მილის სიჩქარით...


«ასანთივით ჩავიწვები», – ჰოლისმა უკანასკნელი სიტყვები განსაცვიფრებელი სიმშვიდით
გაიფიქრა. თითქოს საკუთარ სხეულს მოშორდა და გვერდიდან უყურებს, როგორ ეცემა
სიცარიელეში, უყურებს გულგრილი, როგორც ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, ზამთარში –
პირველ ფანტელს.

დანარჩენები დუმდნენ, ფიქრობდნენ თავიანთ ბედზე, რომელმაც აქამდე მოიყვანა, და არაფრის


შეცვლა აღარ შეეძლოთ. კაპიტანიც კი ჩუმად იყო, რადგან არ იცოდა ისეთი ბრძანება ან გეგმა,
რომელიც ისევ ერთად შეკრებდა ყველას.

– რა შორს ვეცემი. ოო, რა შორს, ძალიან, ძალი ან შორს! – გაისმა ვიღაცის ხმა , – არ მინდა
სიკვდილი , არ მინდა სიკვდილი, რა შორს ვეცემი!

– ეს ვინაა?

– არ ვიცი.

– მგონი, სთიმსონია... სთიმსონ, შენ ხარ?

– ძალიან, ძალიან შორს! არ მინდა, ო, ღმერთო, არ მინდა!

– სთიმსონ, ჰოლისი ვარ. სთიმსონ, გესმის ჩემი? სრულ სიჩუმეში შორდებოდნენ ერთმანეთს.

– სთიმსონ!

– ჰო, – გაისმა ბოლოს და ბოლოს.

– სთიმსონ, მარტივად შეხედე. ყველანი ერთნაირად გავებით.

– არ მინდა აქ ყოფნა. სადმე სხვაგან მინდა.

– არის შანსი, რომ გვიპოვიან.

– არის! კი, უნდა იყოს! – აჰყვა სთიმსონი, – არა, არ მჯერა, არ მჯერა, რომ ეს მართლა მოხდა!

85
– ეს კოშმარია! – ჩაერთო ვიღაც.

– მოკეტე! – ხმას შეუღრინა ჰოლისმა.

– მოდი და მომაკეტინე, – ეს ეპლგეითი იყო. ისე მშვიდად ჩაიცინა, თითქოს არაფერი


მომხდარიყოს, – ჰო, მოდი და მომაკეტინე!

ჰოლისმა პირველად შეიგრძნო საკუთარი უმწეობა და სიბრაზით აივსო. უცებ საშინლად მოუნდა,
ეპლგეითს მისწვდომოდა და მისთვის რამე დაეშავებინა. ამაზე წლების განმავლობაში
ოცნებობდა, ახლა კი ყველაფერი გვიანაა, ახლა ეპლგეითი მხოლოდ და მხოლოდ ხმაა
რადიომიმღებში. ეცემოდნენ, ეცემოდნენ, ეცემოდნენ... უეცრად ორი მათგანი საზარლად
აკივლდა, თითქოს ახლაღა შეეშინდათო. ჰოლისმა შენიშნა, რომ ერთერთი სწორედ გვერდით
მოჰყვებოდა და უყვირა:

– გაჩუმდი!

კაცი, რომელიც თითქმის ხელის გაწვდენაზე იყო, არაადამიანურად კიოდა.

არასოდეს გაჩუმდება! მილიონი მილის მანძილზე იკივლებს, სადამდეც რადიო მისწვდება.

მისი კივილი ყველას ჭკუიდან გადაიყვანს და ლაპარაკის საშუალებას არ მისცემს. ჰოლისმა ხელი
გაიწვდინა. ასე აჯობებს. კიდევ ერთი მცდელობაც და კაცს შეეხო. წვივზე ხელი მოავლო და
ზევით აიწია. აი, უკვე პირისპირ არიან. ის ისევ კივის და ისე ებღაუჭება, როგორც დახრჩობის
პირას მყოფი. კივილი მთელ სამყაროს ავსებს.

«მაშ ასე, თუ მაინც ან მთვარე მოკლავს, ან დედამიწა, ან მეტეორიტები, ბარემ ახლავე...» –


გაიფიქრა ჰოლისმა და რკინის მუშტი გამჭვირვალე ჩაფხუტზე დაუშვა. კივილი შეწყდა. ჰოლისმა
გვამს ხელი ჰკრა და ისიც ბზრიალ-ბზრიალით გაფრინდა უსასრულობაში დასაცემად.

ჰოლისიც ეცემა, დანარჩენებიც ეცემიან, თითქოს სიცარიელეში მდუმარე ქარბორბალა


მიაქროლებთ.

– ჰოლის, ისევ აქ ხარ? ჰოლისმა არ უპასუხა, მაგრამ იგრძნო, სისხლი როგორ მოაწვა სახეში. –
ეპლგეითი ვარ.

– მესმის, ეპლგეით.

– მოდი, ვიბაზროთ. სხვა მაინც აღარაფერი დაგვრჩენია.

– საკმარისია! – აინთო კაპიტანი, – უნდა მოვიფიქროთ გეგმა, რომელიც ამ სიტუაციიდან


გამოგვიყვანს.

– კაპიტანო, მოკეტე, რა!

– რაა?! – ხმა გაებზარა კაპიტანს.

86
– მშვენივრად გაიგონე, რაც! – ეპლგეითი უკან დახევას არ აპირებდა , – შენი წოდებით ნუ მაშინებ!
ათი ათასი მილიდან რა საჭიროა ამ კომედიის თამაში. როგორც სთიმსონმა თქვა, ძალიან
შორიშორს ვეცემით.

– მომისმინე, ეპლგეით!

– მომწყდი თავიდან! ჩათვალე, რომ ეს ერთი კაცის ამბოხია. დასაკარგი აღარაფერი მაქვს, ამის
დედაც... შენი ხომალდი არაფრად ვარგოდა, არც შენ ვარგოდი რამედ, კაპიტანო, და იმედი მაქვს,
კისერს წაიმტვრევ, როცა მთვარეს შეასკდები.

– გაჩუმდი! გიბრძანებ!

– მიდი, ჰო, მიბრძანე, – ათი ათასი მილით დაშორებული ეპლგეითის ხმაში ღიმილი გაკრთა.
კაპიტინი დადუმდა. ეპლგეითმა კი განაგრძო:

– რაზე გავჩერდით, ჰოლის? ჰო, მინდოდა მეთქვა, რომ ვერ გიტან. თუმცა ეს დიდი ხანია, ისედაც
მშვენივრად იცი. ჰოლისმა ხელი მომუშტა უმწეოდ.

– ახლა რაღაცას მოგიყვები, – არ ჩუმდებოდა ეპლგეითი, – გაგიხარდება. ეს მე «გაგაშავე» ხუთი


წლის წინათ, როცა სარაკეტო კომპანიაში ადგილის მიღება გინდოდა.

ჰოლისს მეტეორიტმა ჩაუქროლა და მარცხენა ხელის მტევანი წააცალა. სისხლი თქრიალით


ასხამდა, სკაფანდრიდან წამში გამოიფრქვა ჰაერი. მაგრამ ფილტვებში საკმარისი ჰაერი დარჩა,
რომ მარჯვენა ხელით მარცხენა მკლავი გადაეჭირა და ჰერმეტულობა აღედგინა. ყველაფერი ისე
უცებ მოხდა, გაკვირვებაც ვერ მოასწრო. უკვე ვეღარაფერი გააკვირვებს. ჰერმეტულობა აღდგა თუ
არა, სკაფანდრი ისევ აივსო ჰაერით. ჰოლისმა მკლავი კიდევ უფრო მაგრად გადაიჭირა და
სისხლდენაც შეწყდა.

ყველაფერი ისე მოაგვარა, კრინტიც არ დაუძრავს, სხვები კი საუბარს აგრძელებდნენ. ერთერთი


– ლესპერი – გაუჩერებლად ქაქანებდა: რომ მარსზე ერთი ცოლი ჰყავს, ვენერაზე – მეორე,
იუპიტერზე – მესამე, რომ მაყუთსაც ბლომად შოულობდა და გრიალითაც მაგრად გრიალებდა –
კიდეც სვამდა, კიდეც თამაშობდა , მოკლედ, გემოზე იცხოვრა. სანამ ეცემოდნენ, არ გაჩერებულა.
სიკვდილისკენ მიმავალი, წარსულს, ბედნიერ დღეებს იხსენებდა.

საოცარია. სიცარიელე, ათასობით მილზე სრული სიცარიელე და მასში ხმების თრთოლვა.


არავინ ჩანს, მხოლოდ რადიო ტალღები ირხევა და ადამიანთა ემოციების გაღვიძებას ცდილობს.

– ბრაზობ, ჰოლის?

– არა.

ნამდვილად არ ბრაზობდა. ისეთ გულგრილობას შეეპყრო, თითქოს სიპი ქვა იყო, რომელიც
სიცარიელეში ეცემა დაუსრულებლად.

– შენ ყოველთვის პირველობა გინდოდა, ჰოლის, და არასდროს გამოგდიოდა. დიახ, მე შეგიტანე


შავ სიაში, სანამ დამითხოვდნენ.

87
– ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, – ყრუდ თქვა ჰოლისმა. მისთვის, მართლაც, უკვე სულერთი იყო.
ყველაფერი უკან დარჩა. ცხოვრება კინოფილმივითაა . ბოლო კადრში ყველა ვნება და აკვიატება
თვალწინ წამით აინთება და სანამ წამოიძახებ – აი, ბედნიერი დღე, ეს კი – უბედური, ან აი,
საძულველი სახე, ეს კი – საყვარელი, ფირი ჩამწვარია, ეკრანი კი – ჩამქრალი.

სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ჰოლისი უკან იხედებოდა და გრძნობდა, კიდევ უნდოდა


სიცოცხლე. ნუთუ ყველა მომაკვდავს ასეთივე შეგრძნება აქვს, რომ საერთოდ არ უცხოვრია? ნუთუ
ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, ერთ ამოსუნთქვაში სრულდება? იქნებ მხოლოდ მას ეჩვენება ასე
აქ, სიცარიელეში, სადაც ყველაფრის გასააზრებლად რამდენიმე საათიღა დარჩენია?

ლესპერი კი არ ცხრებოდა:

– მაგარი დრო ვატარე, მართლა მაგარი. მარსზეც მყავდა ცოლი, ვენერაზეც და იუპიტერზეც.
სამივეს ჰქონდა მაყუთი და სამივე თავს მევლებოდა. რამდენსაც მინდოდა, იმდენს ვსვამდი,
პოკერში კი ერთხელ ოცი ათასი დოლარი წავაგე.

– მაგრამ ახლა შენც ხომ აქ ხარ, – გაიფიქრა ჰოლისმა, – სანამ ცოცხალი ვიყავი, მშურდა შენი,
ლესპერ; სანამ ყველაფერი წინ მქონდა, მშურდა შენი ქალების და დროსტარების. კოსმოსში
ქალებს გავექეცი, სინამდვილეში კი სულ მათ მოლოდინში ვიყავი... მშურდა შენი მხიარულად და
გიჟურად ცხოვრებისა, ქალებსა და ფულს რომ არ იკლებდი. ახლა კი ორივე ვეცემით და აღარ
მშურს, რადგან შენთვისაც დასრულდა ყველაფერი და ჩემთვისაც... თითქოს არც არასოდეს
ყოფილა.

ჰოლისმა კისერი წაიგრძელა და მიკროფონს ჩასძახა:

– ყველაფერი დამთავრდა, ლესპერ!.. თითქოს არც არასოდეს ყოფილა, ლესპერ!

– რომელი ხარ? – ლესპერს ხმა ჩაუწყდა.

– ჰოლისი.

იცოდა, რომ ნაძირალასავით იქცეოდა. ეპლგეითმა გული ატკინა, მან კი სხვას უნდა ატკინოს
გული. ეპლგეითმა და სიცარიელემ გული მოუკლეს...

– ახლა შენც აქ ხარ, ლესპერ. ყველაფერი დამთავრდა. თითქოს არც არასოდეს ყოფილა, ასე არ
არის?

– არა.

– დასასრული იგივეა, თითქოს არც არაფერი ყოფილა. რითაა შენი ცხოვრება ჩემსაზე უკეთესი?
აი, ახლა, ამ წამს, რამით ჯობია შენი ჩემსას ?

– დიახაც, ჯობია!

– მაინც რით?

88
– მოგონებებით! – იყვირა ლესპერმა. სასოწარკვეთილი, სანუკვარ მოგონებებს ორივე ხელით
ებღაუჭებოდა.

ჰოლისს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. მიხვდა, ლესპერი მართალი იყო. მოგონებასა და
ოცნებას შორის არსებობს განსხვავება. თვითონ მთელი ცხოვრება მხოლოდ ოცნებობდა მასზე,
რაც სურდა, ლესპერი კი ახდენილი ოცნებების მოგონებით ტკბება. ჰოლისს ისეთმა ტკივილმა
დაუარა, თითქოს ბასრი დანით უსერავდნენ სხეულს.

– და რა მერე? – გაცეცხლებულმა იყვირა, – ახლა, როცა ყველაფერი მორჩა და არაფერი კარგი არ


გველის, ჩემზე უკეთ მაინც არა ხარ.

– მე მშვიდად მივდივარ, – თქვა ლესპერმა , – ჩემს ცხოვრებაში იყო რაღაც... და სიკვდილის წინ
არც ნაძირალა გავმხდარვარ, შენსავით.

– ნაძირალა... – გაიმეორა ჰოლისმა ისე, თითქოს ამ სიტყვას გემოს უსინჯავსო.

რაც თავი ახსოვს, ნაძირალა არასოდეს ყოფილა. საამისოდ გამბედაობა არ ჰყოფნიდა. თურმე
ყველაფერი , რასაც კი სულში იგროვებდა, სწორედ ამ წუთისთვის შემოენახა.

«ნაძირალა» – ეს სიტყვა გონების ყველაზე შორეულ კუნჭულში შეჩურთა.

იგრძნო, ცრემლებით როგორ დაენამა სახე. ვიღაცამ, ეტყობა, გაიგონა, როგორ გაებზარა ხმა.

– არაფერია, ჰოლის.

ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა. ერთი წუთის წინ თავი ვაჟკაცი ეგონა და სთიმსონს აძლევდა
რჩევებს, ახლა კი გამოდის, «ვაჟკაცობა» უბრალოდ შოკი იყო, რომელიც უკვე განელებია.

– ვიცი, თავს როგორც გრძნობ, – ოცი ათასი მილით დაშორებული ლესპერის ხმა სუსტდებოდა, –
და არა ვარ შენზე ნაწყენი.

«მაგრამ ახლა, აქ, განა თანასწორნი არ ვართ მე და ლესპერი ?! თუკი ყველაფერი ერთხელ და
სამუდამოდ დასრულდა, თუკი ასეც კვდები და ისეც...» – თავის თავს ჯიუტად ეკითხებოდა
ჰოლისი, თუმცა იმასაც ხვდებოდა, რომ ამაოდ ცდილობდა, გაერკვია, რა განსხვავებაა ცოცხალსა
და მკვდარს შორის. ერთში არის იდუმალი, მოუხელთებელი ნაპერწკალი, მეორეში კი – არა.

აი, ლესპერი სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა და ამან სხვა ადამიანად აქცია, თვითონ კი
მრავალი წელი ისედაც მკვდარი იყო. სიკვდილისკენაც სხვადასხვა გზით მიდიოდნენ – ხოლო
თუკი სიკვდილი არაა ყველასთვის ერთნაირი, მაშინ მისი და ლესპერის სიკვდილიც ისევე
განსხვავებული იქნება, როგორც დღე და ღამე. ეტყობა, ათასნაირად შეიძლება მოკვდე და თუ
უკვე მოკვდი ერთხელ, მაშ, საბოლოო სიკვდილისა აღარ უნდა გეშინოდეს.

ერთი წამის შემდეგ სკაფანდრი ისევ დაიცალა ჰაერისგან და ჰოლისმა აღმოაჩინა, რომ მარჯვენა
ტერფი აღარ აქვს. მეტეორიტს სკაფანდრი და ხორცი წვივამდე წაერთმია. სისხლი თქრიალით
ასხამდა. კინაღამ გაეცინა. რა სახალისო ყოფილა სიკვდილი კოსმოსში – ნაკუწ-ნაკუწ გჭრის,
როგორც უხილავი ბოროტი ყასაბი. ჰოლისი სწრაფად მოიხარა და სკაფანდრის სარქველი

89
მუხლქვეშ ისეთი ძალით გადაიჭირა, რომ ტკივილისგან კინაღამ გონება დაკარგა. როგორც იქნა,
სარქველი დაიხურა, სისხლიც შეწყდა და ჰაერითაც ისევ გაივსო სკაფანდრი. ჰოლისი გასწორდა,
ისევ ეცემა, ეცემა, ეცემა... – ეს ერთადერთია, რაც დარჩენია.

– ჰოლის! – ჰოლისმა თავი დააქნია ძილბურანში. როგორ დაიღალა სიკვდილის მოლოდინში, –


ისევ ეპლგეითი ვარ.

– გისმენ.

– გისმენდი და ვფიქრობდი. ცუდია ასე სიკვდილი . საკუთარ ბოღმას სხვაზე ვანთხევთ. მისმენ,
ჰოლის?

– გისმენ.

– ტყუილი გითხარი. ერთი წუთის წინ მოგატყუე და არ ვიცი, რატომ. არ გამიშავებიხარ. ალბათ,
მინდოდა გული გტკენოდა, ჩვენ ხომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით... ჰოდა, გამომივიდა... ან ამას
რატომ გიხსნი... ეტყობა, თვალსა და ხელს შუა ვბერდები და საჩქაროდ მინდა მოვინანიო ...
წეღან გისმენდი, რასაც ამბობდი, და შემრცხვა. მოკლედ, როგორც არის... მინდა იცოდე, რომ მეც
იდიოტი ვარ. სიმართლის მარცვალიც არაა იმაში, რაც წეღან გითხარი... და ჯანდაბამდეც გზა
გქონია .

ჰოლისმა იგრძნო, მთელი ხუთი წუთის წინ გაჩერებული გული როგორ აუძგერდა. სისხლმა ისევ
გაუთბო სხეული. თითქოს შიშისგანაც გათავისუფლდა, რისხვისგანაც და მარტოობისგანაც. ისე
გრძნობდა თავს, როგორც კაცი, რომელმაც ეს-ესაა, ცივი შხაპი მიიღო და მზადაა, ისაუზმოს,
მზადაა, ახალი დღე დაიწყოს.

– გმადლობთ, ეპლგეით.

– არაფრის. ცხვირი არ ჩამოუშვა, შე ნაბიჭვარო.

– ჰეი, – დაიძახა უცებ სთოუნმა.

– რა მოხდა? – ჰოლისის ხმამ მთელი სამყარო გაკვეთა; სთოუნს ეძახდა, საუკეთესო მეგობარს.

– მეტეორიტების ნაკადში მოვხვდი, წვრილ-წვრილი ასტეროიდებია.

– მეტეორიტების?!

– მირმიდონელთა ჯგუფი უნდა იყოს, მარსსა და დედამიწას შორის ხუთ წელიწადში ერთხელ
რომ ჩაიფრენს ხოლმე. ზუსტად შუაში ვარ. უზარმაზარი კალეიდოსკოპივითაა. ყველანაირი
ფორმის, ფერისა და ზომის ლითონის ნამსხვრევებია. ღმერთო, რა სილამაზეა! მათ მივყვები,
მიმაქროლებენ. დასწყევლოს ღმერთმა ! – სთოუნმა გაიცინა. ჰოლისმა მზერა დაძაბა, მაგრამ
ვერაფერი დაინახა. მხოლოდ ვეება ალმასები, საფირონები და ზურმუხტისფერი ნისლი ...
სიცარიელის კუნაპეტი ხავერდი. კრისტალურ ციმციმში ღმერთის ხმა ისმის. წარმოუდგენლად
საოცარია იმაზე ფიქრი, რომ სთოუნი მეტეორიტებს მიჰყვება, მარსის ორბიტას სცდება, წლობით
იფრენს და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მობრუნდება, დედამიწას ჩაუფრენს, ცის კაბადონზე

90
გაიბრწყინებს და ისევ გადაიკარგება. ეს კი მილიონ საუკუნეს გაგრძელდება – სთოუნი და
მირმიდონელთა ჯგუფი დაუსრულებლად იფრენენ, ერთად შექმნიან ლამაზ ორნამენტებს,
როგორც ფერადი შუშის ნატეხები – კალეიდოსკოპს.

– მშვიდობით, ჰოლის, – სთოუნის ხმა ძლივსღა ისმოდა, – მშვიდობით!

– ბედნიერად! – იყვირა ჰოლისმა.

– ნუ მაცინებ! – სთოუნის ბოლო სიტყვები სიჩუმემ შეცვალა. ის ვარსკვლავებმა მოიმწყვდიეს.

თანდათან ყველა ხმა მიინავლა. ვიღაც მარსისკენ მიქროდა, ვიღაც – მზის სისტემის მიღმა,
თვითონ ჰოლისი კი... ფეხქვეშ ჩაიხედა. ჰმ, ერთადერთია, ვინც დედამიწას უბრუნდება.

– მშვიდობით.

– არ ინაღვლო.

– მშვიდობით, ჰოლის, – ბოლო ხმა ეპლგეითისა იყო. ბევრი-ბევრი, ნახვამდის.

მოკლე-მოკლე დამშვიდობება... უზარმაზარი ტვინი ნაწილებად დაიშალა. ტვინის უჯრედები,


კოსმოსური ხომალდის თავის ქალაში ასე ბრწყინვალედ და უშეცდომოდ რომ მუშაობდნენ,
სათითაოდ იხოცებიან და კვდება ხომალდის სული, როგორც სხეული, რომლის ტვინმაც მუშაობა
შეწყვიტა. ერთად გატარებულ თვეებს, ყველაფერს, რასაც ერთმანეთისთვის წარმოადგენდნენ –
წერტილი დაესვა.

ეპლგეითი ახლა იმაზე მეტი როდია, ვიდრე სხეულისგან მოწყვეტილი თითი; არც მისი
სიძულვილი შეიძლება და არც მასთან ბრძოლა. ტვინი აფეთქდა და მისი ნაკუწები მიმოიფანტა.
ხმები მიწყდა, კოსმოსურ სივრცეში მდუმარებამ დაისადგურა. ჰოლისი მარტო ეცემა.

ყველანი მარტონი არიან. მათი ხმა გაქრა, როგორც ექო რამდენიმე სიტყვისა, ღმერთმა რომ
ამოთქვა ვარსკვლავებით მოჭედილ სივრცეში. აი, კაპიტანი მთვარისკენ მიექანება, სთოუნი
მეტეორიტებს შორისაა, ეპლგეითი პლუტონისაკენ მიფრინავს, სმიტი, თერნერი, ანდერვუდი და
დანარჩენები – კალეიდოსკოპის ფერადი, მოაზროვნე ორნამენტები – აქეთ-იქით
მიმოფანტულან.

«მე რა ვქნა? რა გავაკეთო, რომ ჩემი საშინელი, ცარიელი ცხოვრება გამოვისყიდო? – ეს ფიქრი არ
ასვენებს ჰოლისს, – ნეტა ერთი კეთილი საქმის გაკეთება მაინც შემეძლოს, რომ გამოვისყიდო
ნაძირლობა, რომლადაც თურმე ისე ვიქეცი, არც კი ვიცოდი!

მაგრამ ახლა აღარავინაა ჩემ გვერდით, მარტო ვარ და რანაირად შეიძლება მარტომ აკეთო
სიკეთე? ჰო, შეუძლებელია !.. ხვალ საღამოს ატმოსფეროში შევიჭრები.

დავიწვები და ჩემი ფერფლი ყველა კონტინენტის თავზე გაიფანტება. რაღაცაში მეც გამოვდგები.
თუნდაც სულ ცოტა ფერფლი ხომ მაინც შეერევა მიწას».

91
ტყვიასავით, კენჭივით, რკინის ჰანტელივით მიექანება ქვემოთ, სრულიად მშვიდი. არც სევდას
გრძნობს, არც სიხარულს – მხოლოდ იმას ნატრობს, რაღაც კარგის ქმნა მოასწროს მანამ, სანამ
ყველაფერი დასრულდება, და იცოდეს, რომ ეს მან გააკეთა.

«ატმოსფეროში მეტეორიტივით ავინთები», – ფიქრს ხმამაღალი შეკითხვა მოსდევს: – ნეტა


ვინმე თუ დამინახავს?!

***

სოფლის გზაზე პატარა ბიჭმა ცას ახედა და შესძახა:

– დედიკო, შეხედე! ვარსკვლავი ვარდება! თვალისმომჭრელად მბრწყინავმა ვარსკვლავმა


ილინოისის ღამეული ცა გადასერა .

– სურვილი ჩაიფიქრე! – ურჩია დედამ, – ჩქარა, ჩაუთქვი რამე, სანამ ჩამოვარდნილა. და


აგისრულდება!

92
მზერა წარსულში

ჯეკ უილიამსონი (მთარგმნელი – ნ. ქართველიშვილი)

სიგარას რაღაც დაემართა. მაგრამ ბრეკ ვერონარს არ გადაუგდია ის, აქ, ცერერაზე, ძვირად
ფასობდა დედამიწაზე მოყვანილი თამბაქო. მან ერთხელ კიდევ მოაჭრა ბოლო, ჩამოჰკრა
სანთიას და გემრიელად მოქაჩა, მაგრამ სიგარა რაღაც მწკლარტე, დამპალი ქაღალდის სუნს
გამოსცემდა.

ბრეკ ვერონარი, წარმოშობით დედამიწელი უილიამ უებსტერი, იჯდა თავის დიდ, ლამაზად
მორთულ კაბინეტში, რომლის ერთი კარი არსენალის ლაბორატორიაში გადიოდა.
პერდიურიტის ფანჯრებს იქით მკრთალად იხატებოდა ვეებერთელა სილუეტები
ჩამწკრივებული საფორტო კოშკებისა, რომლებიც ასტროფონის სამხედრო ბაზას იცავდნენ.
ასტეროიდის კრიალა, ხელოვნურ ატმოსფეროში ისინი იმაზე უფრო დიდები ჩანდნენ, ვიდრე
სინამდვილეში იყო. ვერონარის ავტოვიზორის დახმარებით მათ მძლავრ, ოცდაოთხდუიმიან
ზარბაზნებს, თეორიულად, თვით იუპიტერის ორბიტამდე შეეძლოთ მიეწვდინათ ბომბები. ციხე-
სიმაგრის გადაღმა, გაშლილ მინდორზე კოსმოსური ხომალდების მთელი ესკადრა ჩანდა –
შვიდი მრისხანე, კუპრივით შავი, სიგარის მოყვანილობის მანქანა. შორს, მეორე ზეგნის
უსწორმასწორო წითელი კლდეების თავზე, ასტრარხიის დედაქალაქ ასტროფონის შენობათა
მრავალფერი გუმბათები და კოშკები აღმართულიყო.

ბრეკ ვერონარის გამხდარი ფიგურა ასტრარხიის ძვირფას აბრეშუმებში იყო გამონაკვთული,


ხელოვნურად დახუჭუჭებულ თმაზე სუნამო ეპკურებინა. იგი კარგა ხანია იღებავდა თმის, რომ
უკვე მოძალებული ჭაღარა დაემალა. ფართო, მორუხო თვალები მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა
კოსმეტიკით დამუშავებულ თეთრი სახის კანთან და მტკიცე ხასიათზე მეტყველებდა, მხოლოდ
სიგარის შეეძლო, გაეცა ბრეკ ვერონარი, რომ დედამიწის შვილი იყო. სწორედ ამიტომ მხოლოდ
აქ, საკუთარ ლაბორატორიაში ჩაკეტილი ეწეოდა ხოლმე. არ უყვარდა, როცა რენეგატს ეძახდნენ,

მის წინ, მაგიდაზე, ფიცარზე დაკრული რეაქტიული ტორპედოს მართული გიროსკოპის რთული
ნახაზი იდო, მაგრამ ბრეკს არ შეეძლო ჩაღრმავებოდა მას. სხვაგან ქროდა მისი გონება,
საოცარია, მაგრამ ამ დამპალი ქაღალდის მწკლარტე სუნმა დიდი ხნის მტვერწაყრილი
წარსულის მოგონებები გაუღვიძა ბრეკს, ოცი წლის წინათ, ამ სუნმა იგი გადაისროლა
უნივერსიტეტის ეზოში, ძველი მარსიანული ქალაქ ტორენის მოყვითალო გორაკების ძირას,
გაახსენა ის საბედისწერო დღე, როცა უარი თქვა მშობლიური დედამიწისადმი სამსახურზე და
შორეულ ასტრარხიაში გაემგზავრა.

ბევრი უშალეს ტონი გრიმმა და ელორა რონიმ. წითური, ჭორფლიანი, ქარაფშუტა ტონი, ექვსი
წლის წინათ, უილიამთან ერთად მოფრინდა დედამიწიდან მარსზე და შევიდა უმაღლეს
საინჟინრო სკოლაში. მას მაშინვე დაუნიშნეს ორიდან ერთი ყოველწლიური სტიპენდია. ელორა
რონი შავთვალა ლამაზი მარსელი გოგონა იყო, ქალიშვილი გეოდეზიის პროფესორისა,

93
რომელიც მუდამ ამაყობდა თავისი წინაპრებით – პირველი კოსმონავტებით. ორივე მეგობარს
უყვარდა ელორა.

იმ ნათელ, მზიან დღეს სამივენი ერთად დასეირნობდნენ გორაკებს შუა მოქცეულ, ჟანგისფერი
მიწით დაფარულ ხრიოკ ველზე. უკან დარჩა გამოუწვავი აგურით ნაშენი მოყვითალო ქოხმახები,
ცისფერთვალა ტონის მზემოკიდებული სახე ამჯერად ძალიან დასერიოზულებოდა. იგი
უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა.

– შენ ამას არ იზამ, ბილ, არც ერთი დედამიწელი არ მოიქცეოდა ასე.

– ამაოდ მელაპარაკები, – მოუჭრა ბილ უებსტერმა, – ასტრარხს სამხედრო ინჟინერი სჭირდება.


წელიწადში ოცი ათას არწივს მპირდებიან, დამატებებითა და პრემიებით, – ათჯერ უფრო მეტს,
ვიდრე რომელიმე მეცნიერი მიიღებს დედამიწაზე.

ელორა რონის ცოცხალი შავგვრემანი სახე მოექუფრა.

– ბილ, შენი საკუთარი გამოკვლევები? – წამოიძახა მან, – შენი დიუზის ახალი კონსტრუქცია? შენ
არ გვპირდებოდი, კოსმოსურ ტრანსპორტზე ასტრარხიის მონოპოლიას ბოლოს მოვუღებო?
დაგავიწყდა?

– ახალი კონსტრუქციის დიუზა მხოლოდ ოცნება იყო, – უპასუხა ბილმა. – თუმცა, შეიძლება
სწორედ ამ დიუზის გამო, ასტრარხმა კონტრაქტი მე შემომთავაზა და არა ტონის. ასეთ
კონტრაქტებს არ უარყოფენ.

ტონიმ ხელი წაავლო მას.

– შენ ვერ შეძლებ შენი მშობლიური სამყაროს წინააღმდეგ წახვიდე, ბილ, -არწმუნებდა იგი, – ვერ
იტყვი უარს იმაზე, რაც ძვირფასია ყველა დედამიწელისათვის. აბა, გაიხსენე, რა არის ასტრარხი.
ის ხომ მხოლოდ და მხოლოდ სუპერპირატია.

ბილ უებსტერმა ფეხი გაჰკრა ყვითელი თიხის ბელტს.

– ისტორია მეც ვიცი, – აღშფოთდა იგი. – უთქვენოდაც კარგად ვიცი, რომ ასტრარხია კოსმოსურმა
ყაჩაღებმა დააარსეს, მოაწყვეს ბაზები ასტეროიდებზე, მერე კი შეწყვიტეს ყაჩაღობა და ვაჭრობა
დაიწყეს.

გამომწვევად ლაპარაკობდა. მის ხმაში აშკარად წყენა ისმოდა.

– და მაინც მე მიმაჩნია, რომ ასტრარხია არანაკლები პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე ისეთი


პლანეტები, როგორიცაა დედამიწა, მარსი ანდა იუპიტერის ფედერაცია. ამავე დროს ის
გაცილებით მდიდარი და ძლიერია ყველა მათგანზე.

მარსელი ქალიშვილი კიდევ უფრო მოიღუშა და ჯიუტად გააქნია ქოჩორა თავი.

– ნუ დახარბდები, ბილ, – ცხარედ დაიწყო მან, – ნუთუ ვერ გრძნობ, რომ ასტრარხია არაფრით
განსხვავდება ძველი ყაჩაღებისაგან. მისი ესკადრები ამჟამადაც თავს ესხმიან დამოუკიდებელ

94
ხომალდებს, ანდა კოსმოსური პატრულების დახმარებით აიძულებენ მათ მფლობელებს,
გადაიხადონ გამოსასყიდი.

ქალიშვილი სულს ძლივს ითქვამდა აღშფოთებისაგან.

– ასტრარხის აგენტები, რეზიდენტები და ვაჭრები ყველგან, აქაც კი, მარსზე, ნერგავენ


მექრთამეობას, მოსყიდვას, ჩაგვრას. ასტრარხია თავის სიმდიდრესა და კოსმოსურ ძლიერებას
იმისთვის იყენებს, რომ სახელი გაუტეხოს ყოველი თავისუფალი პლანეტის მთავრობას. მას
განზრახული აქვს, მთელი სისტემა დაიპყროს!

მისი თაფლისფერი თვალები ცეცხლს აკვესებდნენ.

– შენ მას არ დაეხმარები, ბილ, შენ არ უნდა გააკეთო ეს!

ბილმა შეხედა ქალიშვილის მზემოკიდებულ, გამბედაობით სავსე სახეს და მოუნდა ეკოცნა მისი
ოდნავ აპრეხილი ცხვირის წვერზე დაცემული მტვრისათვის. მას უყვარდა ელორა რონი და
ოდესღაც იმედი ჰქონდა, რომ მასთან ერთად დაბრუნდებოდა დედამიწაზე. ახლაც უყვარს იგი,
მაგრამ დღესავით ნათელია, რომ ელორა მუდამ ტონიზე ოცნებობდა.

ცოტა საქციელ-წამხდარმა ბილმა ჟანგისფერ ქვის ნატეხს წამოსდო ფეხი.

– ზოგი რამ რომ სხვანაირად ყოფილიყო, ელორა, შეიძლებოდა... ოდნავ მხრების აჩეჩვით
შეხედა ბილმა ტონის: მერე კი მტკიცედ დაუმატა: – ასეა თუ ისე, ამაღამ ასტროფონში მივფრინავ.

იმ ღამეს, როცა ისინი ნივთების ჩალაგებაში ეხმარებოდნენ, ბილმა ცეცხლს მისცა თავისი ძველი
ქაღალდები და წიგნები. მარსის გაიშვიათებულ ჰაერში ისინი მკრთალი ალით იწვოდა და გარს
სქელი, მწარე კვამლი ეხვეოდა.

სწორედ ეს მკვეთრი სუნი იყო ის ძაფი, რომელსაც გაჰყვა ბრეკ ვერონარი წლებს გადაღმა –
წარსულში, როცა პირველად შეისუნთქა მწკლარტე სუნი დამწვარი ქაღალდისა. ეს სიგარა მან
ახლახან დედამიწიდან, კერძოდ, კუბიდან მიღებული ყუთებიდან ამოიღო, სადაც მას
საგანგებოდ ბრეკის დაკვეთით ამხადებდნენ.

ბრეკს ჰქონდა შესაძლებლობა, ესარგებლა ასეთი ფუფუნებით. თუმცა, ხანდახან თითქმის


ნანობდა, რომ აქ ასეთი წყალობის თვალით უყურებდნენ მას. კოსმოსური ფლოტის ოფიცრები
და თვით მისი შურიანი ხელქვეითები არსენალის ლაბორატორიაში არასოდეს არ ივიწყებდნენ,
რომ იგი დედამიწელია, რენეგატია.

სიგარის უჩვეულო სუნმა საგონებელში ჩააგდო იგი.

მან მოსრისა ჩაფერფლილი ბოლო და ააცალა ზემოთა ყავისფერი ფოთლები. მათ ქვეშ
მჭიდროდ დახვეული ქაღალდი აღმოჩნდა. ბრეკმა ქაღალდს რეზინის გარსი შემოაცალა და
გაშალა. ხელნაწერის დანახვაზე გულმა ბაგაბუგი დაუწყო.

ელორა რონის ხელი იყო! ბრეკი იცნობდა ამ წვრილ, ლამაზ ნაწერს. ის ხომ აქამდე ინახავდა
პატარა ბარათს, მოწაფეობისას რომ მოსწერა ელორამ.

95
ბრეკი ხარბად დაეწაფა სტრიქონებს:

„ძვირფასო ბილ! ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ვახერხებთ ასტრარხის ჯაშუშების მალულად


რამდენიმე სიტყვა გადმოგცეთ. შენი ძველი სახელი ბილი ალბათ უკვე გეუცნაურება. მაგრამ
ჩვენ, მე და ტონის, გვინდა მოგაგონოთ, რომ მენ დედამიწის შვილი ხარ.

შენ არც კი იცი, როგორ ჩაგვრას განიცდის ამჟამად დედამიწა, ასტრარხიის ფეხქვეშ გათელილი
სულს ღაფავს. დიდი ხანია დაკარგა დამოუკიდებლობა. დასუსტებული და მოსყიდული
მთავრობები ზედიზედ ცვივიან ტირანის კლანჭებში. დედამიწის ყველა მცხოვრებს მძიმე
გადასახადებსა და უსამართლო ჯარიმებს ახდევინებენ, უსირცხვილო კონკურენციას უწევენ მათ
ასტრარხიის ვაჭრები.

მაგრამ დედამიწას საბოლოოდ არ დაუყრია ფარ-ხმალი, ბილ, ჩვენ ვიბრძოლებთ


თავისუფლებისათვის. ამისთვის იბრძოდა და შრომობდა წლების მანძილზე მილიონობით
მოძმე-დედამიწელი, ამ ბრძოლას შევწირეთ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები მე და ტონიმაც.
ბოლოს და ბოლოს, მოგვეცა საშუალება, დავიბრუნოთ თავისუფლება.

მაგრამ შენ გვჭირდები, ბილ, ძალიან გვჭირდები. გაფიცებთ შენს მშობლიურ სამყაროს,
დაბრუნდი. გამოითხოვე შვებულება მარსზე გასამგზავრებლად, ასტრარხია უარს არ გეტყვის
ამაზე, 8 აპრილს ტორენის მახლობლად, უდაბნოში, სადაც შენი წასვლის დღეს
დავსეირნობდით, ხომალდი დაგელოდება.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღო, ბილ, ჩვენ გვჯერა, რომ ამ ბარათს მოსპობ და მის
შინაარსს გულში ჩაიმარხავ. მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ შენ დაბრუნდები, დედამიწისა და შენი
ძველი მეგობრების გულისთვის დაბრუნდები.

ტონი და ელორა“.

ბრეკ ვერონარი იჯდა მაგიდასთან და მდუმარედ დაჰყურებდა ნაპირებ-მომწვარ დაჭმუჭნილ


ქაღალდის ნაგლეჯს. თვალებმონისლული, თითქოს ბურანში ხედავდა მარსელი გოგონას
ცოცხალ, შავგვრემან სახეს, მუდარით სავსე თაფლისფერ თვალებს. ბოლოს ამოიოხრა და
ზანტად მისწვდა სანთიას. ბარათი ალთან მიიტანა და ასე ეჭირა, ვიდრე მთლიანად არ
ჩაიფერფლა.

მეორე დღეს ლაბორატორიაში კოსმოსური ჯარების ოთხი ოფიცერი გამოცხადდა. ისინი


მყვირალა ჟოლოსფერ (ასტრარხიის ფერებია) ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და საკმაოდ
თავხედურად იქცეოდნენ. კაპიტნის ძალად დათაფლულ ხმაში აშკარად ჟღერდა მოზეიმე
სიძულვილი.

– მიწისშვილო, ასტრარხის ბრძანებით, შინაურ პატიმრობაში ხარ აყვანილი! ახლავე


გამოგვყვები მისი უდიდებულესობის შტაბ-ბინაში, „უორიორ კუინის“ ქიმზე.

96
ბრეკ ვერონარმა იცოდა, რომ იგი სძულდათ. მაგრამ ასე აშკარად არასოდეს გამოუხატავთ
ზიზღი. ცოტა შეფიქრიანებულმა ჩაკეტა კაბინეტის კარი და გაჰყვა ოფიცრებს.

საკმაოდ მოზრდილი მინდვრის განაპირას, დაბალი რუხი სიმაგრეების გადაღმა, სასტარტო


საყრდენებზე იდგა ასტრარხიის კოსმოსური ფლოტის საფლაგმანო ხომალდი „უორიორ კუინი“.
სამასი მეტრის სიგრძის, მეოთხედი მილიონი ტონა საბრძოლო ლითონი, სფერულ კოშკებში
ჩამონტაჟებული „.სამოცდაოთხი ოცდიუმიანი ზარბაზნით, – ეს იყო უმძლავრესი დამანგრეველი
მანქანა, რომელიც ოდესმე არსებულა მზის სისტემაში.

სანამ ისინი სწრაფი ელექტროავტომობილით მინდორს გადასერავდნენ, ბრეკ ვერონარს,


რომელიც ჩუმი სიამაყით ეყო აღსავსე, თითქმის გადაავიწყდა თავისი შეშფოთება. მისი
ავტოვიზორი, სხვა სიტყვებით, ველის აქრონული დეტექტორი (იგი გეოდეზური ხაზების
გასწვრივ ინტეგრირებდა), და მანძილის მისი ავტომატური გაშომთვლელი წარმართავდნენ ამ
მძლავრი ზარბაზნების ცეცხლს – ხომალდისა და ასტრარხიის მთელი ფლოტის ნამდვილი
საბრძოლო ტვინი – მისი ნახელავი რყო.

ამიტომ არ უკვირდა, რომ ამ ადამიანებს შურდათ მისი.

კაპიტანი მოქუფრულიყო.

– გაიარე, რენეგატო! – უთხრა მან მუქარით, – ასტრარხი გელის.

ნათელი ფერის მუნდირებში გამოწყობილმა ბადრაგმა იგი ასტრარხის ვიწრო, მაგრამ


ფუფუნებით მორთულ ბინაში შეიყვანა, რომელიც ხომალდის ღრმად შეჯავშნულ შუაგულში,
საბჭოს დარბაზსა და ავტოვიზორის სათავსოს მუა მდებარეობდა, ასტრარხი ამ დროს რუკების
პროექტორში იყურებოდა, შემობრუნდა და უკმეხად უბრძანა ოფიცრებს, კარს უკან მოეცადათ.

– როგორაა საქმე, ვერონარ!

ასტრარხიის დიქტატორი დაბალი, ჩასკვნილი მამაკაცი იყო. მასში დუღდა და გადმოდუღდა


ენერგია. სახეა შეღებილ-გაპუდრულ ნიღაბს მიუგავდა, ხელოვნურად დახუჭუჭებულ თმებზე
სუნამო ეპკურებინა. აბრეშუმებში გამოკვართული სხეული ძვირფასი სამკაულებით
დაემშვენებინა. არწივისებური ცხვირი და ნაკვერჩხლებივით ელვარე თვალები უდიდეს ძალაზე
მეტყველებდა, რის დაფარვაც არაფერს არ შეეძლო.

ასტრარხი არასოდეს არ უგდებდა ყურს ბრეკ ვერონარის მოშურნეთა გამუდმებულ


ცილისწამებას. მათი დამოკიდებულებისათვის მეგობრულიც კი შეიძლებოდა გვეწოდებინა;
მაგრამ ახლა, იმ ყინულზე, რომელიც ხელისუფლის პირველსავე სიტყვებში იგრძნობოდა და
მისი თვალების გამომცდელ მზერაზე მიწის შვილი მიხვდა, რომ მდგომარეობა უფრო რთულია,
ვიდრე ეგონა.

რამდენადაც შეძლო, მოერია თავს და იკითხა:

– მე დამაპატიმრეს?

ასტრარხმა ღიმილით მოხვია ხელი.

97
– ჩემმა ჯარისკაცებმა გადააჭარბეს, ვერონარ, – მისი ხმა საკმაოდ თბილად ჟღერდა, მაგრამ
ვერონარი მაინც გრძნობდა მასში რაღაცას ისეთს, რაც ძვალსა და რბილში ატანდა. – მინდოდა
მოგლაპარაკებოდი, ფლოტის მომავალი გადაადგილების გამო კი, ძალიან ცოტა დრო მაქვს.

ღიმილის ნიღაბს ამოფარებული ასტრარხი ყურადღებით აკვირდებოდა მას.

– ვერონარ, შენ ყოველთვის პატიოსნად მემსახურებოდი. ახლა ჩემს ფლოტთან ერთად


მივემგზავრები, მაგრამ, მე ვფიქრობ, შენც გაქვს დასვენების უფლება, ხომ არ ისურვებდი,
რამდენიმე დღით გამეთავისუფლებინე და გაფრენილიყავი სადმე, მაგალითად, მარსზე?

ამ გამჭოლმა მზერამ შეაკრთო ვერონარი.

– მადლობელი ვარ, გორო, – როგორც იქნა ამოღერღა ბრეკმა, ის ერთ-ერთი იყო იმ


პრივილეგირებულთაგან, ვისაც ნება ჰქონდა, ასტრარხისათვის სახელით მიემართა. – შეიძლება
მოგვიანებით მართლაც დამჭირდეს, ახლა კი არ მცალია. ტორპედოს სამართი მოწყობილობა
ჯერ კიდევ არ დამიმთავრებია. ავტოვიზორის გაუმჯობესებაზეც ვფიქრობ კიდევ ცოტა რაღაცას.
მირჩევნია ლაბორატორიაში დავრჩე.

დაბალი კაცის ღიმილი წამით თითქოს გულწრფელი გახდა.

– ასტრარხია დიდ ვალშია შენთან ავტოვიზორის გამო. ცეცხლის დამიზნების სიზუსტის


გაზრდამ, ფაქტობრივად, ოთხჯერ გაადიდა ჩვენი ფლოტის ძლიერება. – მან კვლავ გამჭოლი
მზერა ესროლა ბრეკს, თვალებში კვლავ ეჭვმა გაიელვა. – კიდევ ხომ არ არის მესაძლებელი
შემდგომი გაუმჯობესებანი?

ბრეკს სუნთქვა შეეკრა. მუხლები მოეკვეთა. გრძნობდა, რომ მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი
წყდებოდა.

– გეოდეზიური ხაზების ანალიზი და მათი ინტეგრირება – მეცნიერების სრულიად ახალი


დარგებია, – თითქმის სასოწარკვეთით წარმოთქვა მან, – სისულელე იქნებოდა, შემოგვეზღუდა
მათი შესაძლებლობათა ფარგლები. თუ საკმაოდ მგრძნობიარე გადამწოდი გვექნება, აქრონული
დეტექტორის ველებმა ყოველგვარი საგნის მსოფლიო ხაზები უნდა აღნიშნონ, თითქმის
განუსაზღვრელად, მომავალში...

იგი გაჩუმდა, რომ უფრო მეტი მთაბეჭდილება მოეხდინა.

– თუ წარსულში!

ასტრარხის თვალებში გაუმაძღარმა ინტერესმა იფეთქა. ბრეკმა უფრო თამამად იგრძნო თავი.
მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მსჯელობა უფრო დალაგებული გახდა.

– პრინციპი სრულიად ახალია. შეიძლება შეიქმნას ათასჯერ უფრო, ის კი არა, მე მგონია,


მილიონჯერ უფრო მგრძნობიარე აქრონული ველი, ვიდრე რომელიმე ტელესკოპია. აქრონული
სხივი სპობს დროში შეფერხებას, რაც გარდაუვალია დაკვირვების ყოველგვარი
ელექტრომაგნიტური მეთოდის დროს. იგი არ არის დამოკიდებული დროზე, თვითონ კი
პარადოქსულად აადვილებს დროის გამოკვლევას.

98
– გამოკვლევას? – ჰკითხა დიქტატორმა, – ხომ არაფერს აჭარბებ შენ, ვერონარ?

– ყოველი მანძილის გამომთვლელი, გარკვეული აზრით, დროსაც იკვლევს, – ცხარედ განაგრძო


ბრეკმა, – ის აანალიზებს წარსულს, რომ იწინასწარმეტყველოს მომავალი. ამნაირად, მოძრავი
ხომალდიდან გაშვებულ, კოსმოსური მიზიდულობის ველებით გადახრილ ჭურვს შეუძლია
გაიაროს ათასობით კილომეტრი და მომავლის ზუსტად განსაზღვრულ მომენტში შეხვდეს მეორე
მოძრავ ხომალდს. ვიზუალურ დაკვირვებებსა და მონაცემების ელექტრომაგნიტურ გადაცემაზე
დამოკიდებული ინსტრუმენტები ვერ აკმაყოფილებდნენ მოთხოვნილებას. ამიტომ, ათასში
ერთი მოხვედრა სროლის საკმაო სიზუსტედ ითვლებოდა. მაგრამ ავტოვიზორმა გადაჭრა ეს
პრობლემა: ახლა თქვენ ისეთ მსროლელებსაც კი სჯით, ასიდან ორს რომ ვერ ახვედრებენ.

ბრეკმა სული მოითქვა.

– თვით უახლესი ავტოვიზორიც – მხოლოდ უხეში საცდელი აპარატია. როგორც მანძილმზომი,


იგი ჯერ კიდევ გამოდგება. მაგრამ დეტექტორის ველები შეიძლება უსასრულოდ უფრო
მგრძნობიარენი გახდნენ, ხოლო გეოდეზური ხაზების ინტეგრირება – უფრო საიმედო. ჩვენ უნდა
მივაღწიოთ იმას, რომ გავაანალიზოთ არა მარტო ახლახან გასული წუთები, არამედ წარსული
წლებიც. ამით შევძლებთ, ვიწინასწარმეტყველოთ ხომალდის მდგომარეობა ერთი კვირით
ადრე, წინასწარ განვსაზღვროთ მისი ყოველი მანევრი და ვუთვალთვალოთ კიდეც, როგორ
საუზმობს მისი კაპიტანი.

დედამიწელმა კვლავ მოითქვა სული, თვალები ნაპერწკლებივით უბრწყინავდა.

– გეოდეზური ხაზების ანალიზიდან არის კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი – მართვისაკენ. როგორც
უკვე იცით, თანამედროვე შეხედულებათა თანახმად, აბსოლუტური ფაქტები არ არსებობს, არის
მხოლოდ ალბათობანი, მე ვკისრულობ, დავამტკიცო ეს! ალბათობანი კი შეიძლება მართო
მათზე აქრონული ველის მოქმედებით. ისიც კი შეიძლება, რომ მე თქვენ გესაუბრებით...

ბრეკის ცხარე საუბარი ცოტა არადამაჯერებელი გახდა. მან შეამჩნია, რომ ეჭვმა ინტერესის
ნაპერწკალი ჩააქრო ასტრარხის თვალებში. დიქტატორმა მოუთმენლობის გამომხატველი
ჟესტით ანიშნა, გაჩუმებულიყო. ცივად და ნაწყვეტ-ნაწყვეტად წარმოთქვა:

– ვერონარ, შენ დედამიწიდან ხარ...

– დიახ, მე ოდესღაც ვცხოვრობდი დედამიწაზე.

შავი, მოელვარე თვალები გამომცდელად უყურებდნენ ბრეკს.

– ვერონარ,– თქვა ასტრარხმა, – დედამიწაზე სიმშვიდე დაირღვა, ჩემმა აგენტებმა საშიში


შეთქმულება აღმოაჩინეს, მისი ბელადია ვინმე ინჟინერი გრიმი, რომელსაც ცოლადო ჰყავს
მარსელი ქალი. ფლოტი მიდის ამბოხების ჩასაქრობად.

ვერონარი დუმდა.

– ახლა მითხარი, გინდა, მიიღო შვებულება?

99
ბრეკ ვერონარი მონუსხულივით იდგა ასტრარხის წინ. გრძნობდა, რომ მისი სიცოცხლე მხოლოდ
მის პასუხზე იყო დამოკიდებული. მან ღრმად ამოიოხრა.

– არა. – წარმოთქვა მან,

ასტრარხის თვალები კვლავ გამომცდელად უყურებდნენ.

– ჩემი ოფიცრები შფოთავენ. – შენიშნა მან, არ უნდათ შენთან სამსახური, რაკი ჩვენ
დედამიწასთან საბრძოლველად მივდივართ, არ გენდობიან.

ბრეკმა ძლივს მოითქვა სული.

– გრიმი და მისი ცოლი, – ჩავარდნილი ხმით ამოილუღლუღა მან, – ოდესღაც ჩემი მეგობრები
იყვნენ, მე იმედი მქონდა, რომ არ დამჭირდებოდა მათი გაცემა, მაგრამ... მე მათგან ბარათი
მივიღე.

სიტყვა შუაზე გაუწყდა, სული მოიბრუნა.

– შეგიძლიათ დაარწმუნოთ თქვენი ხალხი, რომ მე ამიერიდან აღარა ვარ დედამიწელი.


ხომალდი, რომელიც გრიმმა და მისმა ცოლმა გამოგზავნეს ჩემთვის, დამელოდება 8 აპრილს,
დედამიწის კალენდრით, უდაბნოში, მარსული ქალაქის ტორენის სამხრეთით.

ასტრარხის სახეზე, რომელიც გაფითრებულ ნიღაბს ჰგავდა, ღიმილი გამოკრთა.

– მოხარული ვარ, რომ ყველაფერი აღიარე, ვერონარ, – წარმოთქვა მან. – შენ მე ძალიან
მჭირდებოდი... და მომწონხარ კიდეც. ახლა შემიძლია გაცნობო, რომ ჩემმა აგენტებმა წაიკითხეს
სიგარაში დამალული წერილი, აჯანყებულთა ხომალდი სულ რამდენიმე საათის წინ შეიპყრო და
გაანადგურა კოსმოსურმა პატრულმა.

ბრეკი წაბარბაცდა, თვალთ დაუბნელდა.

– შენ ნურაფრის გეშინია. – ასტრარხმა ხელზე ხელი მოჰკიდა. – გამოფრინდები ფლოტთან


ერთად. გაუძღვები ავტოვიზორს. ხუთი საათის შემდეგ მივემგზავრებით.

„უორიორ კუინის“ გრძელი შავი კორპუსი ცეცხლის ენების მფრქვეველ დიუზებზე აღიმართა.
საფლაგმანო ხომალდმა გაიყოლა მთელი ესკადრა. სხვა ესკადრებიც დაიძრნენ ბაზებიდან
პალადაზე, ვესტაზე, ტულესა და ეროსზე. მეორე ფლოტი ტროიანის პლანეტის ბაზებიდან
პირდაპირ მზისკენ გაფრინდა, ოთხი კვირის შემდეგ ოცდაცხრა ხომალდი მარსის ახლოს შეხვდა
ერთმანეთს და ერთად განაგრძო ფრენა.

ასტრარხიის არმადა დედამიწისაკენ მეემართებოდა.

ბრეკ ვერონარი შტურმანის ჯიხურში შევიდა და თავისი ეჭვი გამოთქვა:

– მე მაინც ვერ ვხედავ ასეთი დიდი ძალების დემონსტრაციის მიზეზს. რაში გჭირდებოდათ
თქვენი კოსმოსური ძალების სამი მეოთხედის დარაზმვა ერთ მუჭა შეთქმულთა
გასანადგურებლად?

100
– ჩვენ მარტო ერთ მუჭა შეთქმულებთან როდი გვექნება საქმე. ასტრარხის ფერმკრთალ
ნიღაბქვეშ მიმალული შიში იგრძნობოდა. – მილიონობით ადამიანი წლების მანძილზე
მუშაობდა და ამზადებდა ამ შეთქმულებას. დედამიწამ კოსმოსური ფლოტი შექმნა.

– ფლოტი? – გაოცდა ბრეკი.

– დეტალებს ამზადებდნენ საიდუმლოდ, უმეტესად მიწისქვეშა ქარხნებში, – დააზუსტა


ასტრარხმა, – ხომალდებს მყვინთავები ამონტაჟებდნენ მტკნარწყლიანი ტბების ფსკერზე.
თქვენი ძველი მეგობარი გრიმი ჭკვიანი და საშიში კაცია სანამ დედამიწის დაბომბვას
დავიწყებდეთ, მის დასამორჩილებლად ჯერ ეს ფლოტი უნდა გავანადგუროთ.

ბრეკმა გაუძლო ასტრარხის გამოხედვას,

– რამდენი ხომალდი აქვთ მათ? – იკითხა მან.

– ექვსი.

– მაშ ჩვენ ხუთჯერ მეტი გვქონია, – ბრეკმა ზიზღნარევად გაიღიმა, – ავტოვიზორის


უპირატესობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ფაქტობრივად, ბრძოლა არც იქნება.

– შესაძლოა, – დაუდასტურა ასტრარხმა. – მაგრამ გრიმი ნიჭიერი კაცია. მან დიუზის ახალი ტიპი
გამოიგონა, რომელიც ზოგ რამეში ჩვენსას სჯობია. – შავი თვალები კიდევ უფრო მოექუფრა. –
დედამიწელი დედამიწელის წინააღმდეგ, – წყნარად წარმოთქვა მან, – და ერთ-ერთი თქვენგანი
უნდა დაიღუპოს.

არმადა დღითიდღე უახლოვდებოდა დედამიწას. ავტოვიზორი ფლოტის თვალიც იყო. და


საბრძოლო ტვინიც.

ავტომატური ტრიანგულაციისათვის ბაზა რომ დაეგრძელებინათ, ექვსიოდე ხომალდზე


მოაწყვეს აქრონული ველის დამატებითი გადამწოდები. ვიწრო კონად შეკრული აქრონული
სხივები მათ მონაცემებს გადასცემდნენ მთავარ მოწყობილობას, რომელიც „უორიორ კუინზე“
იდგა. აქრონული სხივების საშუალებით ავტოვიზორი სხვა დანარჩენ ხომალდებსაც მართავდა
და მათი ზარბაზნების სამიზნესაც ასწორებდა.

„უორიორ კუინი“ მიუძღოდა ფლოტს. ავტოვიზორს დანარჩენი ხომალდები ზუსტ კილვატერულ


კოლონად ჰყავდა ჩამწკრივებული, ისე, რომ დედამიწის ტელესკოპებში მხოლოდ ერთი მრგვალი
კვეთა შეიძლებოდა შეემჩნიათ.

როდესაც აჯანყებულ პლანეტამდე ოცდაათი მილიონი კილომეტრიღა დარჩა, ნორმალური


შენელების პირობებში, ორმოცდაათი საათის სავალი, ავტოვიზორმა მტრის ფლოტი აღმოაჩინა.

ვერონარი ჩაზნექილ სამართავ პულტთან იდგა.

მის უკან, ფართო, მკრთალად განათებულ შეჯავშნულ კაიუტაში, მთავარი მოწყობილობა


აჩხორილიყო. ერთმანეთზე აკოკოლავებულ ათასობით მწვანე კოლოფში – მექანიკური ტვინის
რთულ უჯრედებში – ზუზუნებდნენ გეოდეზური ხაზების ანალიზატორები და ინტეგრატორები.

101
აქრონული ველის გადამწოდები – ტვინის მგრძნობიარე ელემენტები – უბრალო მოშავო
კოლოფებში იყო მოთავსებული, ხოლო აქრონული გადამცემი სხივების აბლაბუდა, მყისიერი,
ულტრამოკლე, სუბელექტრომაგნიტური ტიპის ზეელექტრომაგნიტური ტალღები – მომუშავე
უჯრედების ეს შემაერთებელი ნერვული ქსოვილი – სრულიად უხილავი იყო. ბრეკის წინ
სტერეოეკრანის შვიდმეტრიანი კუბი იდგა, სადაც თავის დაკვირვებათა შედეგებს გადასცემდა
ტვინი. ამჟამად კუბი ისე ჩაბნელებულიყო, როგორც მხოლოდ კოსმოსში შეიძლება იყოს.
დედამიწა მასში გრძელ-ნისლიან, წითლად გაკაშკაშებულ ნახევარმთვარესავით ჩანდა. მთვარე,
როგორც პაწაწინა ცისფერი ნამგალი, ხელოვნური ატმოსფეროს გამო მკვეთრად ლაპლაპებდა.
ბრეკი რთული მექანიზმის კლავიშს შეეხო, მთვარე გაქრა კუბის ეკრანიდან, დედამიწა გადიდდა
და შემოტრიალდა. ავტოვიზორმა სძლია დრო და სივრცე. მან დედამიწის ის მხარე გამოაჩინა,
რომელიც მზისკენ იყო მიქცეული. წარმოუდგენლად რეალურმა დედამიწამ მთლიანად დაფარა
სტერეოეკრანი. დაბალი წნევის ზონის ვეებერთელა თეთრი დისკო მკაფიოდ გამოჩნდა წყნარი
ოკეანის მოციალე სილურჯეში. მეორე დისკო, რომელიც ჩამუქებულ ჩრდილო ამერიკას
ეფარებოდა, შუქით განათებული არქტიკის ნაცრისფერ ქუდამდე უწევდა. ჩაბნელებულ კაიუტაში
წყნარად შემოჰკრა გონგმა. სტერეოეკრანზე რამდენიმე თეთრი სინათლე აენთო. შემდეგ
გამოჩნდა წითელი ცეცხლოვანი ისარი, იგი ერთი ბეწო შავ ლაქაზე მიუთითებდა. კვლავ დარეკა
ზარმა და ეკრანზე გამოჩნდა მეორე შავი ლაქა. მას მოჰყვა მესამე. მალე მათი რიცხვი ექვსი
გახდა. მათ დანახვაზე ვერონარმა იგრძნო, რომ მის სულში უნებლიე სიამაყემ და გაურკვეველმა
სიბრალულმა გაიჩუჩუნა. ეს ექვსი ხომალდი, დედამიწის საბრძოლო ძალა, ტონისა და ელორას
მძლავრი ქმნილებანი იყვნენ. ყრუ ტკივილმა სუნთქვა შეუკრა ბრეკს, თვალებში ცრემლები
მოაწვა. ნუთუ ეს ხომალდები უნდა გაანადგუროს?! ალბათ ტონი ერთ-ერთი მათგანის ქიმზეა.
ბრეკმა წარმოიდგინა, როგორ გამოიყურება იგი ახლა – ოცი წლის შემდეგ. ნეტავ ისევ
ჭორფლიანია? ხომ არ გასუქდა? ჩაფიქრების დროს ისევ უჩნდება ხოლმე ნაოჭები წარბებს შუა?

ელორა? ნეტავ ისიც მასთანაა? ბრეკმა იცოდა, რომ ის ტონისთან იქნებოდა. მან წარმოიდგინა
მარსელი გოგონა, ალვისტანა, ცოცხალი და მგზნებარე, როგორიც წინათ იყო ხოლმე. შემდეგ
სცადა თავიდან მოეშორებინა ეს სახე. დრომ ალბათ არც ის დაზოგა, შრომითა და ხიფათებით
სავსე წლები თავის კვალს დაამჩნევდა, მისმა შავმა თვალებმაც დაკარგეს ალბათ ძველი ეშხი.

ბრეკს უნდა დაევიწყებინა, რომ ეს პატარა ლაქები განასახიერებენ ტონისა და ელორას


სიცოცხლეს, დედამიწის დამოუკიდებლობას. ავტოვიზორისათვის, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ
მატერიის ექვსი პატარა გუნდა, ექვსი სამიზნე პუნქტი.

იგი უცქეროდა, როგორ ადიოდნენ ისინი ჰაერში და დასტრიალებდნენ პლანეტის ვეებერთელა


მოკაშკაშე დისკოს. ეს იყო მხოლოდ ექვსი მათემატიკური წერტილი. ესენი ავლებდნენ მსოფლიო
ხაზებს კონტინუუმს შორის, აღნიშნავდნენ გეოდეზიური კროკების ბადეს. რომ შემდეგ
ანალიზატორებს გაეშიფრათ ისინი, ხოლო ინტეგრატორებს მომავალში დაეპროექტებინათ.

კვლავ დარეკა ზარმა.

ბრეკი უეცრად მოეგო გონს. გაიაზრა, რაც ხდებოდა. აღელვებული მისწვდა ტელეფონის
ყურმილს.

102
– მომეცით ასტრარხი... სასწრაფო პატაკია... არა, ადმირალი არ გამოდგება... გორო,
ავტოვიზორმა დედამიწის ფლოტი აღმოაჩინა... დიახ, სულ ექვსი ხომალდია. ეს-ესაა აფრინდნენ
მზისკენ მიპყრობილი მხრიდან, მაგრამ ერთი რამ მაფიქრებს. – ბრეკს ხმა ჩაეხრინწა
მღელვარებისაგან. – ახლა ისინი პლანეტის უკან კილვატერულ კოლონად მოეწყვნენ. მათი
ღერძები პირდაპირ ჩვენკენაა მომართული, მაშასადამე, მათ ზუსტად იცოდნენ ჩვენი
კოორდინატები, ვიდრე თვითონ მოხვდებოდნენ პირდაპირ ხილულ ზონაში. როგორც ჩანს,
ტონი გრიმმა საკუთარი ავტოვიზორი გამოიგონა!

გადიოდა დაძაბული საათები. ასტრარხიის ფლოტმა სიჩქარე შეანელა, რომ ბრძოლის შემდეგ
გარს შემორტყმოდა და დაებომბა პლანეტა. დედამიწის ხომალდები კვლავ ჩვეულებრივი
მზარდი სიჩქარით მოდიოდნენ.

– ისინი უნდა შეჩერდნენ, ამაშია ჩვენი უპირატესობა. თუ დიდი სისწრაფით ჩაგვიქროლებენ,


მაშინ ჩვენ დავბომბავთ და დავიმორჩილებთ დედამიწას, სანამ ისინი დაბრუნებას
მოასწრებდნენ, ხოლო, როცა დაბრუნდებიან, მაშინ მათაც გავუსწორებთ ანგარიშს.

მაგრამ, ჰოი საოცრებავ, დედამიწის ფლოტი წინანდებურად უმატებდა სვლას და ბრეკი


თანდათან ხვდებოდა, რატომ. ამას მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლებოდა ჰქონოდა –
დედამიწელებმა მთელი პლანეტის ყოფნა-არყოფნა ამ ერთადერთი ხანმოკლე ბრძოლის
სასწორზე შეაგდეს.

თითქოს წინასწარ იყვნენ დარწმუნებულნი გამარჯვებაში!

ბრძოლის საათი ახლოვდებოდა. ერთად შეკონილმა აქრონულმა სხივებმა ასტრარხის


ჯიხურიდან ბრძანება გადმოსცეს და ფლოტი მოემზადა ბრძოლისათვის, ხომალდები ისე
განლაგდნენ, რომ ყოველი მათგანის ზარბაზნის ლულა მოწინააღმდეგისკენ იყო მიმართული.

დადგა გადამწყვეტი საათი, ახლოვდებოდა წამი!

უზარმაზარ უკუნეთ სივრცეში, სადაც ავტოვიზორი იყო მოთავსებული, წარმოქმნილი დიდი


ტვინის ხმა ახშობდა აქრონული ინტეგრატორის ზუზუნს და ითვლიდა წუთებს.

– მინუს ოთხი...

ავტოვიზორი ჩართო, გადამწოდები მომართა, მიმმართველი რელეები შეამოწმა, ათასი


წვრილმანი გაითვალისწინა. ბრეკ ვერონარი სამართი დაფის წინ დაჯდა და ცდილობდა
დამშვიდებულიყო. მან უკვე ყველაფერი გააკეთა.

კოსმოსური ბრძოლა მანქანების შეჭიდებაზე იყო დაყვანილი. ადამიანური არსებანი ძალზე


სუსტნი და ძალზე ზოზინანი იყვნენ იმისათვის, რომ შეეგნოთ ტიტანურ ძალთა თამაში,
რომელიც თვითონეე გააჩაღეს. ბრეკი ცდილობდა, არ დაევიწყა, რომ თვით იყო შემოქმედი
ავტოვიზორისა, მაგრამ მაინც აუტანელმა შიშმა შეიპყრო.

– მინუს სამი...

103
ნატრიუმის ბომბებმა წინ უზარმაზარი სიცარიელე შეავსეს ვერცხლისფერი ფრთებითა და
მოფარფატე ლენტებით. ავტოვიზორთან ერთად ტელესკოპის ობიექტივები აღარ იყო საჭირო;
ხომალდებს კვამლის სქელ ბურუსშიც შეეძლოთ ებრძოლათ.

– მინუს ორი...

ფლოტები ერთმანეთს შეხვდნენ საათში ორი მილიონი კილომეტრის შეფარდებითი სიჩქარით,


ოპტიმალური სიჩქარე ოცდუიმიანი ზარბაზნებისათვის, თუნდაც ავტოვიზორის გამოყენების
დროს, თავისუფალ სივრცეში მხოლოდ 30 ათასი კილომეტრი იყო.

ბრეკი მიხვდა: მაშასადამე, ბრძოლა მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდება, ამ მოკლე დროში უნდა
გადაწყდეს ასტრარხისა და დედამიწის ბედი, ტონი გრიმისა, ელორასი და თვით მისიც.

– მინუს ერთი...

ნატრიუმის ფარდებმა უზარმაზარ შავ კუბში პატარ-პატარა ფთილები და ვერცხლისფერი


ზოლები წარმოქმნეს, აქრონული ველის მაგიური გადამწოდების შემწეობით ამ ფთილებში
ნათლად მოჩანდა მჭიდრო რკალად შეკრული და საბრძოლოდ მზადმყოფი დედამიწის ექვსი
ხომალდი.

ბრეკ ვერონარმა ძვირფასი ქვებით მოოჭვილ, ასტრარხის ნაჩუქარ მაჯის ქრონომეტრს დახედა.
იგი გაფაციცებით უსმენდა აქრონული ინტეგრატორების გუგუნს, რომელიც თანდათან
ძლიერდებოდა. სუნთქვაშეკრული ბრეკი ციებიანივით ცახცახებდა.

– ნული!..

„უორიორ კუინის“ კორპუსი ზანზარებდა: ყოველ ნახევარ წამში მისი ზარბაზნები


ოთხგასროლიან ზალპს აკეთებდნენ, ბრეკმა სული მოითქვა და ქრონომეტრზე დაიწყო ყურება,
მას მეტი აღარაფერი ესაქმებოდა. ორი წუთის შემდეგ კი...

ხომალდი მაგრად შეჯანჯღარდა და შუქი ჩაქრა. აყვირდა სირენები, საჰაერო ხუფები არახრახდა.
უეცრად სტერეოეკრანის კუბი ჩაბნელდა. აქრონული ინტეგრატორები აჟღარუნდა და გაჩერდა.

ზარბაზნები დადუმდა...

– ენერგია! – ჩაჰყვირა ტელესკოპში სულშეგუბებულმა ბრეკმა, –მომეცით ენერგია! ავარიაა,


ავტოვიზორი აღარ მოქმედებს და... მაგრამ აღარც ტელეფონი მუშაობდა... მეტი მოხვედრა აღარ
ყოფილა. განიერი კაიუტა უკუნეთმა შთანთქა. სიჩუმე გამეფდა. უსასრულოდ დიდი ხნის შემდეგ
აინთო სუსტი საავარიო სინათლეები. ბრეკმა კვლავ დახედა ქრონომეტრს და მიხვდა, რომ
ბრძოლა დამთავრდა.

მაგრამ ვინ გაიმარჯვა?

სანამ მოწინააღმდეგე მარჯვე საბორტო დარტყმით საფლაგმანო ხომალდს წყობილებიდან


გამოიყვანდა, ბრეკს კიდევ ჰქონდა ბრძოლის მოგების იმედი, მაგრამ ამ დროს კაიუტაში ბორძიკ-
ბორძიკით შემოვიდა გაფითრებული და მთლად დარეტიანებული ასტრარხი.

104
– დავიღუპეთ. – ამოილუღლუღა მან. – შენ მე მომატყუე, ვერონარ.

– რამდენია ზარალი?

– ყველაფერი დაიღუპა. – შეძრწუნებული დიქტატორი დაქანცული დაეშვა სკამზე, სამართავ


დაფასთან. – შენი აქრონული სხივები აღარ მოქმედებენ. ხუთმა ხომალდმა კიდევ შეძლო
გადმოეცა ცნობა დამარცხებაზე. ორი მათგანი იმედოვნებს, თავისი ძალებით ჩაატაროს
რემონტი. „,უორიორ კუინი“ გამოყვანილია წყობილებიდან. ატომური რეაქტორები დაიმსხვრა
და მთავარი ძალის დანადგარი არ მუშაობს. აღდგენა შეუძლებელია. ორბიტა, რომელზედაც
ჩვენ ახლა ვტრიალებთ, ძალიან უახლოვდება მზეს. ცოცხლად დავიხრუკებით.

ასტრარხმა უიმედოდ ჩაჰკიდა თავი.

– ამ ორ წუთში ასტრარხია განადგურდა. – ფოსოებში ღრმად ჩაცვივნული, ანთებული თვალები


ასტრარხმა გაბოროტებით შეანათა ბრეკს. – სულ ორ წუთში! – მან მუშტი დაჰკრა მაგიდას. – ოჰ,
დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს...

– როგორ შეძლეს მათ მოერტყათ ჩვენთვის? – იკითხა ბრეკმა. არ მესმის!

– ზუსტი სროლით, – მისუსტებული ხმით ამოილაპარაკა ასტრარხმა. – ტონი გრიმს შენს


ავტოვიზორზე უკეთესი რაღაც აქვს. ვიდრე ჩვენ მანძილს დავაზუსტებდით, მან უკვე მოგვარტყა.
– ასტრარხს გაფითრებულ სახეზე ბოღმა შეაცივდა. – აფსუს, ოცი წლის წინათ შენს მაგივრად ის
რომ მოეწვიათ ჩემს აგენტებს... – მან მწარედ ჩაიკვნიტა ტუჩები. – მაგრამ წარსულს ვეღარ
შეცვლი.

ბრეკი უყურებდა ავტოვიზორის დადუმებულ კუბს.

– რომ შევძლოთ? – წაიჩურჩულა მან.

ასტრარხი წამოდგა და აკანკალებულმა ხელი დაადო მხრებზე.

– შენ ადრეც ამბობდი ამას, – მღელვარებით წარმოთქვა დიქტატორმა. – მაშინ ბევრი არაფერი
მჯეროდა ამ საქმისა, მაგრამ ახლა სცადე ყველაფერი, რაც კი შეიძლება, ვერონარ, გადაგვარჩინე,
რომ ცოცხლად არ დავიწვათ პერიჰელიუმში. შენ მართლა ფიქრობ...

გაფითრებულმა ასტრარხმა თავი გაიქნია.

– მე მგონი ჭკუიდან შევიშალე, – ამოილუღლუღა მან. – როგორ შეიძლება წარსულის თუნდაც ორი
წუთის შეცვლა! -– მისი ჩაცვივნული თვალები თითქოს ბრეკის სულში იცქირებოდნენ. – თუმცა,
შენ საოცარ რამეებს აკეთებდი, ვერონარ...

მიწის შვილი თვალს არ აშორებდა თავის დიად, აწ დადუმებულ, ქმნილებას.

– თვით ავტოვიზორმა მიკარნახა ბრძოლის წინ ამ ამოცანის ამოხსნა, – წყნარად თქვა მან. –
დეტექტორის ველებმა დაიჭირეს ტონი გრიმის სხივი და გააანალიზეს სიხშირე. ის იყენებს
მთელი ოქტავით მეტი სიხშირის აქრონულ რადიაციას, ვიდრე მე. შეიძლება სწორედ ეს არის გზა
იმ მგრძნობელობისა და შეღწევადობისაკენ, მე რომ მინდოდა მიმეღო.

105
ასტრარხს თვალები იმედით აენთო.

– შენ ფიქრობ, რომ ჩვენი გადარჩენა შეიძლება? როგორ?

– თუ მაღალი სიხშირის სხივი განსახღვრულ ფაქტორებს იპოვის, – უპასუხა ბრეკმა, – მაშინ


შეიძლება მოვახერხოთ მათი შეცვლა საკმარისად ძლიერი ველის დახმარებით. მოიგონეთ, რომ
ჩვენ საქმე გვაქვს ალბათობასთან და არა უტყუარობასთან. მცირე, ფაქტორებსაც კი შეუძლიათ,
ძალიან დიდ შედეგებამდე მიგვიყვანონ. უნდა გადაკეთდეს გადამწოდები. დაგვჭირდება
ენერგია დაკვირვების მაწარმოებელი ველების დასაპროექტებლად. საჭიროა ენერგიის მთელი
ნაკადი, რომ გამოვყოთ გადამწყვეტი ფაქტორი და შევეცადოთ, შევცვალოთ იგი. მაგრამ ძალური
დანადგარები რომ არ მუშაობენ?!

– გადაამონტაჟე შენი გადამწოდები, – შესთავაზა ასტრარხმა. – ენერგია კი აუცილებლად


გექნება, თუნდაც ამისათვის საწვავის მაგივრად კონვერტორების ღუმელებში ხომალდის ქიმზე
მყოფი ხალხის შეყრა დამჭირდეს.

დაბალი კაცი კვლავ დამშვიდდა და ბრეკისადმი ნდობით აღივსო. მან გამომცდელი მზერა
მიაპყრო მაღალსა და ხმელ-ხმელ დედამიწელს.

– უცნაური პიროვნება ხარ, ვერონარ, – შენიშნა მან, – ებრძვი დროსა და ბედს, რომ მშობლიური
პლანეტა გასრისო. აღარ მიკვირს, ხალხი რომ რენეგატს გეძახის.

ბრეკს მაშინვე არ უპასუხია. ბოლოს ღონემიხდილმა გადააქნია თავი და თქვა:

– არა მაქვს სურვილი, ცოცხლად დავიწვა. მომეცით ენერგია... და ჩვენ გავიმეორებთ ამ ბრძოლას.

გატეხილი ხომალდი მზის მიმართულებით მიქროდა. ოციოდე მაღალკვალიფიციური ტექნიკოსი


ვერონარ ბრეკის ნაცადი ხელმძღვანელობით შრომობდა, რომ გადაეკეთებინა აქრონული
გადამწოდები. ასამდე კაცი თვით ასტრარხის სასტიკი მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა,
არემონტებდა დაზიანებულ ატომურ კონვერტიორებს.

მათ უკვე გადაკვეთეს ვენერას ორბიტა, როცა ავტოვიზორი გაცოცხლდა და აზუზუნდა. ასტრარხი
და ბრეკი შეზნექილი სამართავი დაფის წინ იდგნენ. ეჭვის ჩრდილმა კვლავ გაიელვა
დიქტატორის დაწითლებულ, დიდი ხნის უძინარ თვალებში.

– აბა, როგორაა საქმე. შეიძლება დავუბრუნდეთ ბრძოლას? – იკითხა მან.

– ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს ვიზამთ, – უპასუხა ბრეკმა. – თავდაპირველად, უნდა


გამოვიკვლიოთ, რატომ გამოიგონა ტომმა ჩემზე უკეთესი ავტოვიზორი. შემდეგ მაღალი
სიხშირის საშუალებით, და თუ დაგვჭირდა, ხომალდების კონვერტორების მთელი სიმძლავრის
გამოყენებით, უნდა გარდავქმნათ ეს ფაქტორი. მაშინ ბრძოლის შედეგი შეიძლება სხვაგვარი
აღმოჩნდეს.

ბრეკმა სამართავი მოწყობილობის კლავიშებს დაუწყო გადასინჯვა. აქრონული ინტეგრატორები


აგუგუნდა, ვეებერთელა შავი კუბი აციმციმდა და ეკრანზე ჩრდილებმა გაიელვა. ხან აქ, ხან იქ
იფეთქებდა ხოლმე ფერადი სიგნალები.

106
– როგორაა საქმე? – ჩახლეჩილი ხმით იკითხა იმედგაწყვეტილმა ასტრარხმა.

– მუშაობს! – უპასუხა ბრეკმა. – მეთვალყურე ველები გარბიან ყველა მსოფლიო ხაზზე,


რომლებიც ბრძოლის დროს გადაიკვეთა, მიდიან წარსულში თვეების და წლების მიღმა.
ანალიზატორები გამოაცალკევებენ ყველაზე სუსტ და მაშასადამე ყველაზე იოლ ცვლად
განმსაზღვრელ ფაქტორს.

ასტრარხი მხარში ეცა.

– იქ... კუბში... ეს ხომ შენ ხარ!

მართლაც დედამიწელის მოჩვენებასავით ფიგურა ჩაქრა და კვლავ აენთო. ამ წუთიდან ბრეკის


გამოსახულება განუწყვეტლივ ჩანდა კუბში.

თავდაპირველად მან თავისთავი ასტროფონში, არსენალის დიდ ლაბორატორიაში დაინახა,


შემდეგ კი ყოველთვის სხვადასხვანაირად იყო ჩაცმული და თანდათან უფრო ახალგაზრდა
ჩანდა.

მალე ფონი შეიცვალა. ბრეკს სუნთქვა შეეკრა: მან იცნო ჟანგმიწის ფერი შიშველი ქვის გორაკები
და გამოუწვავი ყვითელი. აგურით ნაშენი დაბალი სახლები. ჭორფლიანი წითური ახალგაზრდა
ბიჭისა და ტანწერწეტა მზემოკიდებული შავთვალა გოგონას დანახვაზე ბრეკი შეკრთა.

– ეს მარსზეა! – წაიჩურჩულა მან. – ტორენში. ეს ტონი გრიმია, ეს კი – ელორა რონი, მარსელი


გოგონა. რომელიც ორივეს გვიყვარდა.

კუბში მოძრაობა უცებ შეწყდა. სურათი გაქვავდა. სკოლის მტვრიან ეზოში, აგურის კედელთან
დგას მერხი. ელორა რონი ზის კალმით ხელში. მუხლებზე დაწყობილი წიგნების გროვაზე
ქაღალდის ფურცელი უდევს. შავი თვალებით შორეთს გასცქერის. მზედაკრულ, შეწუხებულ
სახეზე შეშფოთება ეტყობა. გატეხილი ხომალდის უზარმაზარ ჩაბნელებულ კაიუტაში წყნარად
აკვნესდა ზარი. კუბში პატარა წითელი ისარი აინთო და წვერით გოგონას მუხლებზე დადებულ
ბარათს ჩაერჭო. ბარათის გარშემო იდუმალ ნიშნები აენთო და ბრეკმა შენიშნა, რომ აქრონულმა
ინტეგრატორებმა გუგუნი შეწყვიტეს.

– ეს რა არის? – შეშფოთებით იკითხა ასტრარხმა. – ქალიშვილი წერილს წერს... რა კავშირი აქვს


ამას კოსმოსურ ბრძოლასთან?

ბრეკმა ცეცხლოვანი ნიშნები გაშიფრა.

– ამ ქალიშვილმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი სწორედ ამ დღეს, ოცი წლის წინათ. – მის ხმაში
სიამაყე იგრძნობოდა. – გესმით, იმ საღამოს მან და ტონიმ გადაწყვიტეს ტორენში საცეკვგაოდ
წასულიყვნენ. მაგრამ მამამისი ზუსტად იმ დღეს სპეციალურ ლექციას კითხულობდა აქრონული
ძალის ახალ თეორიებზე. ტონი არ წავიდა საცეკვაოდ ელორასთან, რომ ლექცია არ გაეცდინა.

მღელვარებისაგან ხმაშეცვლილი ბრეკი თვალს არ აშორებდა კუბში გაქვავებულ


გამოსახულებას.

107
– ელორა გაბრაზდა... მაშინ ის ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა ტონის. მე შევთავაზე მას ჩემთან
გაეტარებინა საღამო. აი, ხედავთ, მომწერა ბარათი, დამთანხმდა წამოსულიყო ჩემთან.

ბრეკმა სული მოითქვა.

– მაგრამ ხომ ხედავთ, ყოყმანობს. იმიტომ, რომ ტონი უყვარს. ცოტა კიდევ და იგი დახევდა
ჩემთვის დაწერილ ბარათს და ტონის მისწერდა.

ასტრარხი განწირული ადამიანის მზერით შესცქეროდა სურათს.

– კი, მაგრამ ამას როგორ შეეძლო გადაეწყვიტა ბრძოლის ბედი?

– წარსულში, რომელიც ჩვენ უკვე განვვლეთ, – თქვა ბრეკმა, – ელორამ წერილი მე გამომიგზავნა,
ჩვენ საცეკვაოდ წავედით და მე გამოვტოვე ლექცია, ტონი კი დაესწრო. სწორედ იქ დაებადა აზრი,
რის შედეგადაც მისი ავტოვიზორი საბოლოო ჯამში ჩემსაზე უკეთესი გამოვიდა. მაგრამ თუ
ელორა ჩემს მაგივრად ტონის მისწერდა, ის შეურიგდებოდა ელორას და ლექციას გამოტოვებდა.
– ამას გვიჩვენებენ ანალიზატორები. ტონის ნაცვლად ლექციას მე დავესწრებოდი და ჩემი
ავტოვიზორიც ბოლოს და ბოლოს უკეთესი აღმოჩნდებოდა.

ასტრარხმა ნელა დაუქნია თავი. მისი სახე მთლად სანთელს დაემსგავსა.

– მაგრამ... შენ მართლაც შეგიძლია წარსული შეცვალო?

ბრეკი დუმდა. მერე სერიოზულად უპასუხა:

– ჩვენს განკარგულებაშია ხომალდის კონვერტიორების ენერგია. გვაქვს მაღალი სიხშირის


აქრონული ველი – ბერკეტი, რომელსაც მივანიჭებთ ამ ენერგიას. ეჭვი არ არის, მილიონი
კილოვატის დახარჯვით შევძლებთ ვიმოქმედოთ მოსწავლე გოგონას ტვინის რამდენიმე
უჯრედზე. ვცადოთ.

მისი გრძელი ფერმკრთალი თითები სწრაფად ათამაშდა რეგულატორის კლავიშებზე. ბოლოს


იგი ფრთხილად შეეხო მწვანე ღილს. დადუმებულ ხომალდზე კვლავ გაისმა კონვერტიორების
ჩურჩული. კვლავ აზუზუნდა აქრონული ინტეგრატორები. ბრეკის ზურგსუკან წყნარად აგუგუნდა
ვეებერთელა ტრანსფორმატორები და უმოძრაო სურათი უცებ გაცოცხლდა. ბრეკმა და
ასტრარხმა ეკრანისაკენ მიიწიეს.

ელორა რონიმ დახია ბარათი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ძვირფასო ბილ...“ და


აკანკალებული ხელებით სწრაფად დაიწყო წერა: „ძვირფასო ტონი... მე ისე ვნანობ, რომ
გაგიბრაზდი. ამ საღამოთი...“

გამოსახულება გაბაცდა.

– მინუს ოთხი...

რუპორის რკინისებური ღრჭიალის გაგონებაზე ბრეკ ვერონარი სწრაფად მოეგო გონს. ნუთუ
ჩასთვლიმა?.. ბრძოლის დაწყებამდე ოთხი წუთით ადრე?! ვერონარი შეირხა. უცნაური,

108
უსიამოვნო გრძნობა დაუფლებოდა მას: თითქოს ძილში ნახა და უკვე დაავიწყდა კოშმარული
სიზმარი, რომელშიც ბრძოლა გაჩაღდა და ისინი დამარცხდნენ.

მან თვალები მოიფშვნიტა. სამართავ დაფაზე შეათვალიერა მოწყობილობათა მაჩვენებლები.


ავტოვიზორი ჩართული იყო, გადამწოდები – მომართული, მმართველი რელეები –
შემოწმებული. მას ყველაფერი გაუკეთებია. შეეცადა, შეერბილებინა მთელ სხეულში აუტანელი
დაძაბულობა. – მინუს სამი... _ ნატრიუმის ბომბებმა ხომალდის წინამდებარე ცარიელი სივრცე
შეავსეს უზარმაზარი ვერცხლისფერი ფრთებითა და მოფარფატე ლენტებით. ეკრანზე ბრეკმა
კვლავ აღმოაჩინა ექვსი ნამცეცა ლაქა – ტონი გრიმის ხომალდები. ბრეკი უნებლიეთ შეკრთა.

– გაგიჟდა თუ რა მოუვიდა ტონის? რატომ გვერდზე არ გაუხვევს, რომ მოწინააღმდეგესთან


პირდაპირ შეხვედრას ასცდეს? კოსმოსში გაფანტულ მის ხომალდებს შეეძლოთ თავს
დასხმოდნენ ასტრარხის სავაჭრო ხომალდებს და ეიძულებინათ იგი, შეეწყვიტა დედამიწის
დაბომბვა. მაგრამ პირდაპირ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებოდნენ.

ბრეკმა ყური მიუგდო აქრონული ინტეგრატორების მშვიდ გუგუნს. შექმნილ პირობებში ახალ
ავტოვიზორს შეეძლო უზრუნველეყო 40%-ით მოხვედრება. ტონის ზარბაზნები აბსოლუტური
სიზუსტითაც რომ ახვედრებდნენ, მაშინაც კი ასტრარხს ორჯერ მეტი უპირატესობა აქვს.

– მინუს ორი...

ორი წუთი! ბრეკმა დახედა თავის ძვირფასი ქვებით მოოჭვილ მაჯის ქრონომეტრს. წამით ის
უცნაურმა გრძნობამ შეიპყრო. თითქოს ეუცხოვა ეს საათი. მაგრამ ის ხომ ოცი წელია ატარებს მას.
ციფერბლატი ოდნავ ანათებდა. გაახსენდა, როგორ აჩუქეს ტონიმ და ელორამ ეს საათი სწორედ
იმ დღეს, როცა მან უნივერსიტეტი დატოვა და ასტროფონში გაფრინდა. სტუდენტის პირობაზე
ძალიან მდიდრული საჩუქარია. სად ჰქონდათ მათ საამისო ფული! მან გაიფიქრა – ნეტავი
ხვდებოდა ტონი, რომ მასაც უყვარდა ელორა? ალბათ სწორედ ასე სჯობდა, რომ ელორა
ყოველთვის უარყოფდა მის აშიკობას. ეჭვიანობის შავ კატას არასოდეს გაურბენია მათ შორის.

– მინუს ერთი...

– არა! ის ამას არ დაუშვებს! – ბრეკმა კვლავ ესროლა მზერა ეკრანს, ამჯერად თითქმის უკვე
ბრაზიანი და წინანდებურად ტუტე ვერცხლისფერ ღრუბლებში ტონისა და ელორას სახეები
გამოჩნდა. უცნაური შეგრძნება აეკვიატა, თითქოს ცოცხალივით გრძნობდა ელორას თითების
ისეთივე მსუბუქ შეხებას, როგორც მაშინ, როცა ის საათს უკეთებდა ხელზე. ახლა ეკრანზე მყოფი
შავი ლაქები მისთვის უკვე სამიზნეები კი აღარ იყვნენ. ბრეკმა ღრმად, ნაწყვეტ-ნაწყვეტად
ამოისუნთქა. ბოლოს და ბოლოს, ის დედამიწელია. 20 წელი იღებდა იგი გულუხვ ჯამაგირს
ასტრარხისაგან, მაგრამ ეს საათი მაინც ყველაფერზე ძვირფასი იყო მისთვის.. მორუხო თვალები
ბრაზით მოუვიწროვდა...

უავტოვიზოროდ ასტრარხის ფლოტი ბრმასავით იბოდიალებდა ნატრიუმის ღრუბლებში.


რომელი აქრონული მანძილმზომიც არ უნდა გამოეყენებინა ტონი გრიმს, ადვილად
მოახვედრებდა მოწინააღმდეგის ხომალდებს. ბრეკი შეტორტმანდა. წინ უეჭველი დაღუპვა

109
ელოდა. მაგრამ მოსალოდნელ ბრძოლაში ეს არ იყო მთავარი. მან იცოდა, რომ სიკვდილს
სინანულის გარეშე შეხვდებოდა.

– ნული!

აქრონული ინტეგრატორები საქმიანად ზუზუნებდა. ხომალდი შეტორტმანდა თავისივე


ზარბაზნების პირველი ზალპისაგან, მაგრამ ბრეკმა წამსვე დაუშინა მუშტები საგულდაგულოდ
დამონტაჟებულ კლავიატურას. ავტოვიზორის გუგუნი შეწყდა. ზარბაზნები დადუმდა.

ბრეკმა ასტრარხის ტელეფონის ყურმილი აიღო.

– მე შევაჩერე ავტოვიზორი. მისი ჩართვა ამ ორი წუთის განმავლობაში სრულიად შეუძლებელია.

ტელეფონმა გაიწკრიალა და დადუმდა.

ხომალდი შეჯანჯღარდა. შუქი ჩაქრა. აყვირდა სირენები. აფართხუნდა ვენტილატორის


სარქველები. შუქი კვლავ აინთო, მერე ისევ ჩაქრა. მოხვედრება ჯერჯერობით მეტი არ ყოფილა.
უკუნეთში ჩანთქმულ კაიუტაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

თანაბრად, ოდნავ გასაგონად წიკწიკებდა ქრონომეტრი.

დრო უსასრულოდ გაგრძელდა. როგორც იქნა, აინთო სუსტი საავარიო სინათლეები. კაიუტაში
ბარბაცით შემოვიდა გაფითრებული და დარეტიანებული ასტრარხი.

მას კოსმონავტთა რაზმი მოჰყვებოდა. მოშვებული, გაბოროტებული სახეები უცნაურად ერჩეოდა


მკვეთრი ფერის მუნდირების ფონზე. შურისძიებითა და ზიზღით აღსავსე ადამიანებთან
პირდაპირ შეხვედრაზე ბრეკს გააჟრჟოლა, საქციელი წაუხდა. მაგრამ ასტრარხმა დაუშალა მათ
გამოემჟღავნებინათ თავიანთი შუღლი.

– მიწის შვილმა ჩვენთან ერთად თავიც დაისაჯა, – უთხრა მათ შეძრწუნებულმა დიქტატორმა. –
თქვენ სხვას ვეღარაფერს დაუმატებთ. და, მით უმეტეს, აჩქარებაც საჭირო აღარ არის.

– ჩვენ დავმარცხდით, – ამოიჩურჩულა მან. – შენ მე გამანადგურე, ვერონარ. – აკანკალებული


ხელი გადაისვა თავის ცვილის ნიღაბივით გაფითრებულ სახეზე. – ყველაფერი დაიღუპა.
„უორიორ კუინი“ წყობილებიდან გამოვიდა. ვერცერთი ჩვენი ხომალდი ვერ მოგვეშველება. ჩვენ
ცოცხლად დავიწვებით.

მისი ფოსოებში ღრმად ჩაცვივნული თვალები ნაღვლიანად მიაშტერდნენ ბრეკს.

– ამ ორ წუთში შენ მოსპე ასტრარხია. მხოლოდ ორი წუთი, მოქანცულად წაიჩურჩულა მან. დროის
დაბრუნება რომ შეიძლებოდეს...

– დიახ, თქვა ბრეკმა. მე გავაჩერე ავტოვიზორი. – მან გამომწვევად აიჩეჩა მხრები და


ჯარისკაცების ბოროტ მზერას გაუსწორა თვალი. – ამათ არაფრით შეუძლიათ შველა?

– შენ კი შეგიძლია? – ასტრარხის თვალებში იმედის ნაპერწკალმა იელვა. – ოდესღაც შენ


მეუბნებოდი, ვერონარ, რომ წარსული შეიძლება შეიცვალოს. მაშინ შენი არ მჯეროდა, ახლა კი..

110
სცადე ყველაფერი, რაც შეგიძლია. ამით შენ აიცდენდი სერიოზულ უსიამოვნებებს, რომელსაც
ჩემი ხალხი გიმზადებს...

კოსმონავტები წყნარად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ბრეკმა შეხედა მათ და თავი გაიქნია.

– მე შევცდი, ––თქვა მან აუჩქარებლად. – არ გავითვალისწინე დროის ორმაგი ხასიათი. თურმე


მომავალი, მე ახლაღა მივხვდი, ისევე რეალურია, როგორც წარსული. თუ მხედველობაში არ
მივიღებთ ენტროპიის ცვლილების ნიშანს და ცნობიერების ნაკადს, მათი ერთმანეთისაგან
გარჩევა შეუძლებელია. მომავალი განსაზღვრავს წარსულს, ისევე, როგორც წარსული
განსაზღვრავს მომავალს. შეიძლება გამოჰყო განუსაზღვრელი ფაქტორი და საკმაო ენერგიის
გამოყენებით გეოდეზური ხაზების ადგილობრივ გადახრასაც კი მიაღწიო, მაგრამ მსოფლიო
ხაზები ისევე მტკიცედაა შეკრული მომავალში, როგორც წარსულში. როგორადაც არ უნდა
გადავაადგილოთ ფაქტორები, საბოლოო შედეგი მაინც იგივე რჩება.

ასტრარხის ცვილისფერი სახე შეუბრალებელი იყო.

– მაშინ, შენ განწირული ხარ, ვერონარ.

ბრეკმა მშვიდად გაიღიმა.

– ვერონარს ნუ მეძახი, – წყნარად წარმოთქვა მან. – დროზე მომაგონდა, რომ მე უილიამ


უებსტერი, დედამიწის შვილი ვარ. შენ შეგიძლია, რითაც გინდა, იმით მომკლა, მაგრამ
ასტრარხიის დაღუპვა და დედამიწის განთავისუფლება ამიერიდან საუკუნოდ აღიბეჭდა დროში.

111
კაცი, რომელიც მოვიდა ძალიან ადრე

პოლ ანდერსონი (მთარგმნელი – ნ. დარჩია)

...ასეა, სიბერეში კაცმა იმდენი იცის, რომ ეუცნაურება, ასეთმა პატარა ამბავმა როგორ
გამაკვირვაო. ამბობენ, მიკლაგარდის მეფეს ტახტთან ბაჯაღლო ოქროს ლომი უწევს, თანაც
ლომი ყალყზე დგება და იღრინებაო. ეს ამბავი ეილიფ ეირიკსონისაგან გამიგონია, აი, იმისგან,
სამეფო რაზმში რომ მსახურობდა. მას კი, ფხიზელს, ბევრი რამ დაეჯერება. ეილიფს თურმე
წყალზე დანთებული ბერძნული ცეცხლიც უნახავს. იმიტომაც ვიჯერებ შენს ნაამბობს ქრისტეზე
ასე იოლად, ქურუმო. ინგლისშიც ვყოფილვარ, ფრანკების ქვეყანაშიც. იქ ხალხი მშვენივრად
ცხოვრობს. ალბათ ნამდვილად ყოვლისშემძლე ღმერთია, რაკი ამდენი ხალხი ემონება... თუ არ
ვცდები, ასე მითხარი, ვინც ჩემს რწმენას აღიარებს, თეთრ სამოსს მიიღებსო. მეც სიამოვნებით
ვატარებდი ასეთს, ოღონდ დამიობდება ამ საზიზღარი ისლანდიური ნისლისაგან. თუმცა, ხომ
შეიძლება მსხვერპლი შესწირო ფუძის ანგელოსს და... როგორ? თქვენთან ასე არ იქცევიან?
კარგი, თუ ღმერთი გწამს! მზად ვარ, უგემრიელესი ცხენის ხორცის ნაჭერიც დავთმო, თუმც
კბილები წინანდებურად აღარ მიჭრის... ყველა გონიერმა ადამიანმა იცის, რაოდენი უსიამოვნება
შეუძლია შეგამთხვიოს ფუძის ანგელოსმა, თუ მაგრად არ გააძღე... მაშ, ასე. თითო ჭიქაც
დავლიოთ და განვაგრძოთ საუბარი. მოგეწონა ჩემი ლუდი? თვითონ გამოვხადე. ეს ფიალები
დიდი ხნის წინათ ინგლისიდან ჩამოვიტანე. მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი. ეეჰ, როგორ
გარბის დრო...

შემდეგ დავბრუნდი აქ. მამისაგან მერგო ეს კარმიდამო მემკვიდრეობით და მას უკან აღარსად
წავსულვარ. მეკობრეობა, ცურვა, მოგზაურობა ჭაბუკობაშია კარგი. როცა სიმწიფეში შეხვალ,
მაშინ მიხვდები, რა არის კაცისათვის ნამდვილი სიმდიდრე. სიმდიდრე – მიწა და საქონელია.

– შეუკეთე, ჰიალტი! რაღაც აცივდა! – ზოგჯერ მგონია, რომ ახლა უფრო მკაცრი ზამთარი იცის,
ვინემ ჩემს ბიჭობაში. სელმონდეილელ ტომბრანდსაც ასე ეჩვენება. თუმცა იგი ამბობს,
ღმერთები გვირისხდებიან, რადგან ბევრმა ჩვენგანმა ზურგი შეაქციაო. გაგიჭირდება, ქურუმო,
შენს რწმენაზე მოაქციო ტომბრანდი. დიდი ჯიუტი ვინმეა. მე რაც შემეხება, დამყოლი კაცი ვარ
და მოსმენაც შემიძლია.

აი, კიდევ რას გეტყვი: ორი წლის შემდეგ არ იქნება ქვეყნის აღსასრული. ეს დანამდვილებით
ვიცი. ალბათ მკითხავ, საიდან იციო? ეს გრძელი და თანაც შემზარავი ისტორიაა. კიდევ კარგი,
რომ ხანდაზმული ვარ და ჩემი ძვლები მანამდე განისვენებენ მიწაში, ვიდრე ეს დიადი ხვალ
მოვიდოდეს. შემზარავი იქნება დიდი ყინვების დრო. არა, რასაც ვამბობ, მანამდე მოხდება, სანამ
მთავარანგელოზი საბრძოლო ბუკს აახმიანებს. შენს ქადაგებასაც იმიტომ ვისმენ, რომ ვიცი:
თეთრი ქრისტე გაიმარჯვებს ღმერთ ტორზე, მალე მთელი ისლანდია გაქრისტიანდება და
უმჯობესია გამარჯვებულთა ამალაში იყო.

არა, ყოველივე, რასაც ვამბობ, არ მზმანებია. ეს ამბავი ხუთი წლის წინათ მოხდა. ამას ჩემი
ჯალაბობა და მეზობლებიც დამიდასტურებენ. თითქმის არცერთ მათგანს არ სჯეროდა, რასაც

112
უცნობი ჰყვებოდა. მე კი მჯერა, თუნდაც იმიტომ, რომ მატყუარას არ ძალუძს ამდენი უბედურების
მოტანა. მე მიყვარს ჩემი ასული, ქურუმო, და როცა ყოველივე ჩამთავრდა, კარგი ქმარი
გამოვუნახე... მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ზის ახლა შინ თავის ქმართან ერთად
კუნძულზე და მოკითხვასაც არ მაღირსებს. მისი ქმარი კი, როგორც ამბობენ, უკმაყოფილოა, რომ
ასეთი ჩუმი და ნაღვლიანი ცოლი ჰყავს და ამიტომ მთელ ღამეებს ირლანდიელ ხასასთან
ატარებს. ვერ ვუსაყვედურებ, არ შემიძლია, მაგრამ, გულახდილად გითხრა, ეს ამბავი გულს
მიკლავს.

მაშ, ასე! საკმაოდ შევსვი და შემიძლია ეს ამბავი გიამბო. ჩემთვის სულ ერთია, დამიჯერებ თუ
არა. ეი, გოგონებო! შემივსეთ ფიალა, თორემ ყელი გამიშრება, ვიდრე ბოლომდე ვიტყოდე
სათქმელს. ეს ამბავი ხუთი წლის წინ, მიწურული გაზაფხულის მშვენიერ დღეს მოხდა. მაშინ მე
და ჩემს ცოლთან, რაგნილდასთან ერთად, შინ ორი შვილი ცხოვრობდა: მათ ჯერ არ ჰქონდათ
საკუთარი ოჯახები; უმცროსი ვაჟიშვილი, ჰელგი, ჩვიდმეტ გაზაფხულს ითვლიდა, ტორგუნა კი
თვრამეტი წლის ქალიშვილი გახლდათ. ჩემი ქალიშვილი ლამაზი იყო. მთხოვნელი ბევრი
მოდიოდა. მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა. ძალას ხომ ვერ დავატანდი. რაც შეეხება ჰელგის,
მარდი ბიჭი იყო და არც ცუდად მუშაობდა, თუმცა ახალგაზრდული უგუნურებაც არ აკლდა.
ამჟამად იგი ნორვეგიაშია, მეფე ოლაფის რაზმში. ჩვენ ოთხს გარდა ოჯახში ათიოდე
შინამოსამსახურე გვყავდა: ორი ირლანდიელი მონა, ორი მოახლე და ექვსიც – კერლი. საქმე
ცოტა როდი გვქონდა! შენ ჯერ არ გინახავს, როგორ არის განლაგებული ჩემი ადგილ-მამული.
დასავლეთით, სამ კილომეტრზე, ყურეა. ხოლო დაახლოებით რვა კილომეტრზე სამხრეთისაკენ,
რეიკიავიკის ახლოს, მეთევზეთა რამდენიმე კომლი სახლობს. ლონგ ეკულის მიმართულებით
ადგილი მაღლდება. ჩემი მიწა ბორცვიანია. სამაგიეროდ, კარგი სათიბები მაქვს, ხოლო ნაპირზე
შეიძლება ნაფოტებს წააწყდე. ფარდულიც ავაგე ხეებისა და ნავების შესანახად. ჰო, მართლა!
წინა საღამოს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა და მე ჰელგისთან ერთად ნაფოტების
შესაგროვებლად წავედი. შენთვის, ნორვეგიელისათვის გაუგებარია, როგორ ძვირად ფასობს,
ჩვენთან, ისლანდიაში, ხე. აქ ხომ მხოლოდ წვრილი ბუჩქნარი ხარობს. ხე-ტყე სხვა ქვეყნებიდან
შემოგვაქვს. ძველად მოსისხლე მტრებს სახლებს უწვავდნენ; ჩვენ ამ საქციელს უსაშინელეს
ბოროტებად ვთვლით, თუმცა ასეთი რამ ახლაც ხდება. მეზობლებთან მშვიდობიანი
ურთიერთობა მქონდა. ამიტომ ბევრი იარაღი არ წაგვიღია. მე ნაჯახი წავიღე, ჰელგიმ – ხმალი,
ჩვენს თანმხლებ ორ კერლს კი შუბები ჰქონდათ; ქარიშხლიანი ღამე ნათელმა დილამ შეცვალა.
მზის სხივები მხიარულად თამაშობდა მაღალღეროიან ბალახებში. შევყურებდი აბიბინებულ
მინდვრებს, მაძღარ ფარას, ძროხებს, სავსე ფერდები რომ უბზინავთ, საკვამურიდან ამოსულ
ბოლს და, ვფიქრობდი, ფუჭად არ მიცხოვრია-მეთქი. როცა სახლ-კარი ბორცვებს მიეფარა და
წყალს მივუახლოვდით, დასავლეთის წყნარმა ნიავმა ჩემს ჰელგის ქოჩორი აუწეწა. საოცარია, ისე
ნათლად მიდგას თვალწინ ყველაფერი, რაც იმ დღეს მოხდა. თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს დღე
უფრო ღრმად აღბეჭდილიყო ჩემს მეხსიერებაში, ვინემ რომელიმე სხვა.

ზღვისკენ დავეშვით, იგი ხმაურით ეხეთქებოდა ქვებს და მონაცრისფრო-თეთრი ტალღები


თითქოს ქვეყნის კიდეს სწვდებოდა. თოლიები ყვირილით დაგვფარფატებდნენ თავზე. ჩვენმა
გამოჩენამ დააფრთხო ისინი და ვეღარ ეტანებოდნენ შტორმისაგან ნაპირზე მოყრილ თევზებს.
ნაპირზე უამრავი ნაფოტი და უზარმაზარი ფიჭვის ხეები ეყარა... ალბათ იმ ღამეს ხეებით
დატვირთული გემი თუ ჩაიძირა. მონაპოვარი მეტისმეტად ძვირფასი იყო. მაგრამ ფრთხილი

113
კაცი გახლავართ და აუცილებლად უნდა შემეწირა მსხვერპლი, რომ თავს არ დამტეხოდა
უბედურება, ტყის მეპატრონის სულისაგან მოვლინებული.

მორები ფარდულში შევზიდეთ თუ არა, უცებ ჰელგიმ შეჰყვირა. ნაჯახს ხელი წამოვავლე და
იქითკენ გავიხედე, საითაც ვაჟიშვილი მიჩვენებდა. თუმცა იმ ხანებში მოსისხლე მტერი არავინ
მყოლია, მაგრამ ჩემს მიდამოებში არცთუ ისე იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე ყოველი ჯურის
მაწანწალა.

რა დასამალია, ეს ადამიანი სავსებით უწყინრად გამოიყურებოდა. და სანამ სველ ქვიშაზე


ბარბაცით მომავალი ჩვენამდე მოაღწევდა, შევნიშნე, უიარაღო იყო. ვერა და ვერ მივხვდით,
საიდან გაჩნდა. ეს გახლდათ მეტისმეტად უცნაურ ტანსაცმელში გამოწყობილი ჯან-ღონით სავსე
ახოვანი ჭაბუკი. ქურთუკი, შარვალი და ფეხსაცმელები ჩვენებურს ჰგავდა, მაგრამ საოცრად
უცნაურად იყო შეკერილი. კანჭებზე ჯვარედინად გადაჭიმული თასმების ნაცვლად მაგარი
ტყავის წინდები ეცვა. ჩემს სიცოცხლეში არც ეგეთი ჩაფხუტი მენახა: თითქმის კვადრატული იყო,
კისერს უფარავდა, ცხვირს კი არა. ისარი არ ჰქონია. ჩაფხუტი თავზე ტყავის თასმით ჰქონდა
მიბმული, და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი მთლიანი ნაჭრისაგან იყო გაკეთებული. ოღონდ
ლითონს არა ჰგავდა.

ცოტაზე რომ მოგვიახლოვდა, უცნობი სწრაფად და მოუხერხებლად გამოექანა ჩვენკენ. თან


ხელებს იქნევდა და რაღაცას გაჰყვიროდა, მისი მეტყველება ძაღლის ყეფას უფრო ჰგავდა.
რომელ ენაზედაც გნებავთ, თითქმის ყველა ენაზე მსმენია საუბარი, მაგრამ ეს ენა ვერ ვიცანი.
წვერი გაპარსული ჰქონდა, მუქი თმები მოკლედ შეეკრიჭა. აქედან უფრო დავასკვენი, რომ უცნობი
– ფრანკი უნდა ყოფილიყო. ამ ახალგაზრდა, სანდომიან, ცისფერთვალება, სწორნაკვთებიან
კაცს, თუმცა ჩინებული აღნაგობა ჰქონდა, კანის ფერზე მივუხვდი, რომ თავისი სიცოცხლის
უდიდესი ნაწილი მაინც ჭერქვეშ გაეტარებინა.

– იქნებ ჩაძირული ხომალდიდან არის? – იკითხა ჰელგიმ.

– ტანისამოსზე შეხედე, არც სველია, თანაც სუფთაა. როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხანია, რაც
მოგზაურობს. წვერიც კი არ მოზრდია! თანაც რაღაც ყური არ მომიკრავს, რომ ჩვენში ვინმე
უცხოელი სტუმრობდეს.

იარაღი დავუშვით. უცნობმა მოირბინა და შეჩერდა. აკანკალებული სულს ძლივს ითქვამდა.


შევნიშნე, ქურთუკი და პერანგი სქელი ნაჭრისგან იყო შეკერილი და შეკინძული კი არ ჰქონდა,
რაღაცნაირი ძვლებით დაემაგრებინა. ყელზე ეკიდა ქურთუკში ჩატანებული ვიწრო ნაჭერი.
მთელს ამ მორთულობას ყავისფერი ტონები დაჰკრავდა. ფეხსაცმელებიც საკმაოდ უცნაურად
გამოიყურებოდა, მაგრამ დიდებულად იყო შეკერილი. სქელ ქურთუკზე სხვადასხვა ადგილას
ბრინჯაოს ნაჭრები მიემაგრებინა. თითოეულ სახელოზე სამი ღია ფერის ზოლი და ისეთივე
თეთრ-ასოებიანი შავი ბაფთა ეკეთა, როგორც ჩაფხუტზე. ეს არ იყო რუნები, არამედ ნამდვილი
რომაული ასოები „MP“.2 ფართო ქამარი ერტყა, რომელზედაც გვერდით, ერთ მხარეს ეკიდა

2
MP, Military Police -- როგორც ჩანს, ჯერალდი სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფში მსახურობდა.

114
ქარქაშში ჩადებული პატარა ხელკეტის მსგავსი ლითონის ნივთი. მეორე მხარეს კი ჩვეულებრივი
ხელკეტი.

– ალბათ ჯადოქარია! – ჩაიბურტყუნა ჩემმა კერლმა, სიგურდმა, – თორემ აბა, რაში სჭირდება ეს
ავგაროზები?

– შეიძლება უბრალოდ, სამკაულად ან ავი თვალისაგან თავის დასაცავად, – დავამშვიდე


სიგურდი, შემდეგ უცნობს მივუბრუნდი და ვუთხარი, – მე ოსპაკ უოლფსონი გახლავართ,
ჰილსტედიდან. თქვენ ვინა ხართ?

მძიმედ სუნთქავდა, გამოხედვა უაზრო ჰქონდა. ალბათ შორიდან არის მოსული-მეთქი. შემდეგ
დაიკვნესა. ხელები სახეზე აიფარა და მიწაზე დაეშვა.

– ალბათ ავად არის, უმჯობესია, შინ წავიყვანოთ, – გვითხრა ჰელგიმ. ჰელგის თვალები
უბრწყინავდა. ჩვენ ხომ ძალზე იშვიათად ვხვდებით ახალ ადამიანებს.

– არა, არა. – თავი ასწია უცნობმა, – წუთით მადროვეთ, შევისვენო... იგი ნორვეგიულად საკმაოდ
კარგად ლაპარაკობდა, მაგრამ სიტყვებს ისე გამოთქვამდა, ადვილად ვერც გაუგებდი, რას
ამბობდა. გარდა ამისა, შიგდაშიგ უცხოურ სიტყვებსაც ჩაურთავდა ხოლმე.

– იქნებ მეკობრეები გადმოსხდნენ. – ჩაერია მეორე კერლი გრიმი და შუბი მოიმარჯვა.

– სად გაგონილა, რომ ისლანდიის მიწაზე მეკობრეები გადმოსულიყვნენ. აქეთ არ დავაყაჩაღოთ,


– ჩავიფრუტუნე მე.

უცნობმა თავი გაიქნია, თითქოს მძიმე დარტყმის შემდეგ უნდოდა, გონს მოსულიყო. ბარბაცით
წამოდგა.

– რა მოხდა? – იკითხა მან, – რა მოუვიდა ქალაქს?

– რომელ ქალაქს? – შევეკითხე გაკვირვებული.

– რეიკიავიკს! – ამოიკვნესა მან, – სად არის ქალაქი?

– ხუთ კილომეტრზე სამხრეთით, საიდანაც მოხვედი, თუკი ფიორდს არ იგულისხმებ...

– არა, იქ მხოლოდ მეჩეჩია რამდენიმე საცოდავი ქოხმახით და...

– უფრთხილდი, იალმარ დიდცხვირამ არ გაგიგონოს, როგორ ლაპარაკობ მის სახლ-კარზე, –


გავაფრთხილე უცნობი.

– მაგრამ იქ ქალაქი იყო! – იყვირა მან. გამოხედვა ისევ უაზრო გაუხდა. – ქუჩა გადმოვჭერი, როცა
აფეთქების ხმა გაისმა და ყველაფერმა ნგრევა იწყო. მე ნაპირზე აღმოვჩნდი, ქალაქი კი გაქრა.

– ჭკუიდან შეიშალა. – უკან დაიხია სიგურდმა, – ფრთხილად! თუ პირზე დუჟი მოადგება,


მაშასადამე, ბერსერკია.

115
– ვინა ხართ? – ამოილუღლუღა უცნობმა, – რატომ გაცვიათ ასეთი ტანსაცმელი ან ეს შუბები
რისთვის გჭირდებათ?

– არა, შეშლილს არა ჰგავს, – შენიშნა ჰელგიმ, – უბრალოდ, შეშინდა ალბათ და დაბნეულია.
რაიმე თუ შეემთხვა?

– იგი ღმერთებმა შეაჩვენეს! არ მინდა მის გვერდით დგომა! – წამოიყვირა სიგურდმა და გაიქცა.

– დაბრუნდი! – შევძახე მე, – შეჩერდი, თორემ წაგაცლი მაგ ქეციან თავს!

სიგურდი შეჩერდა. მას არ ჰყავდა ახლობლები, რომლებიც შურს იძიებდნენ მისი გულისთვის,
მაგრამ არც ჩვენთან მოსულა, ამასობაში უცნობი იმდენად დამშვიდდა, რომ დანაწევრებული
მეტყველების უნარი დაუბრუნდა.

– ეს წყალბადის ყუმბარა იყო, ხომ? – იკითხა მან, – განა ომი დაიწყო?

იგი შემდგომაც ხშირად იმეორებდა „წყალბადის ყუმბარას“ და აი მეც დამამახსოვრდა ეს


სიტყვები, თუმცა არც კი ვიცი, რას ნიშნავს. მგონია, რაღაც ბერძნული ცეცხლის მსგავსი უნდა
იყოს. რაც შეეხება ომს, ვერ მივხვდი, რა ომზე იყო საუბარი.

– გუშინღამ ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, – დავუმატე მე, – ამბობ, რომ ქუხილის ხმა მოგესმა.
იქნებ ტორმა დაგკრა თავისი ჩაქუჩი და აქეთკენ გადმოგისროლა.

– საით არის ეს – აქეთ? – იკითხა მან.

ახლა, როცა პირველმა შიშმა გაუარა, მისი ხმა წინანდელზე უფრო მშვიდად ჟღერდა.

– უკვე გითხარი. ეს არის ჰილსტედი ისლანდიაში.

– მეც სწორედ ისლანდიაში ვიყავი, – ჩაილუღლუღა მან, – რეიკიავიკში... რა მოხდა? ალბათ


ყველაფერი აღიგავა პირისაგან მიწისა, ვიდრე უგონოდ ვიყავ.

– არაფერი არ აღგვილა, – შევეპასუხე მე.

– იქნებ იგი ერთი თვის წინანდელ ოლაფსონში მომხდარ ხანძარზე ლაპარაკობს? – ივარაუდა
ჰელგიმ.

– არა, არა! – მან სახეზე ხელები აიფარა, მაგრამ წუთიც არ გასულიყო, რომ ისევ შემოგვხედა და
თქვა: – მომისმინეთ, მე ჯერალდ რობერტსი ვარ, ისლანდიაში შეერთებული შტატების
სამხედრო ბაზის სერჟანტი. იმ მომენტში რეიკიავიკში ვიყავ, როცა მეხი თუ რაღაც სხვა დამეცა.
მოულოდნელად ზღვის ნაპირზე რომ აღმოვჩნდი, შემეშინდა და გამოვიქეცი. ეს იყო და ეს. ახლა
კი, მასწავლეთ, როგორ დავბრუნდე ბაზაში.

თითქმის სიტყვა-სიტყვით გიყვები, ქურუმო, რასაც მეუბნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მისი
სიტყვების ნახევარი ვერ გავიგეთ, ამიტომ რამდენჯერმე გავამეორებინეთ და ავახსნევინეთ, რას
ნიშნავდა და მაშინაც მხოლოდ ის გავარკვიეთ, რომ იგი რომელიღაც ქვეყნიდან იყო, რომელსაც
ამერიკის შეერთებულ შტატებს ეძახიან, რომ ეს ქვეყანა გრენლანდიიდან დასავლეთით

116
მდებარეობს და რომ იგი თავის სხვა თანამემამულეებთან ერთად მოვიდა ისლანდიაში, ჩვენი
ხალხის მტრებისაგან დასაცავად.

– იგი არ ტყუის, – ვფიქრობდი გულში, – უბრალოდ, ცდება, ან იქნებ, მოეჩვენა ყოველივე!

გრიმი მზად იყო ადგილზევე მოეკლა, – ამოდენა სულელებად როგორა გვთვლის, ჰგონია მის
მონაჩმახს დავიჯერებთო. მე კი ვხედავდი, რომ უცნობი რასაც ფიქრობდა, იმას ლაპარაკობდა.

როცა ცოტად თუ ბევრად ჩაგვეჭედა ტვინში მისი სიტყვები, იგი თითქმის სავსებით მოეგო გონს.

– მომისმინეთ, – ისეთი გონივრული ტონით დაიწყო მან, რომ შეშლილს აღარაფერი უგავდა. –
მოდით, ერთად ჩავწვდეთ ჭეშმარიტებას! განა არაფერი გსმენიათ ომზე? ან ისეთი, რაც... არა?
მაშ, კარგი. ყური მიგდეთ! ჩემი თანამემამულენი პირველად მოვიდნენ ისლანდიაში, რომ
გერმანელებისაგან დაიცვან იგი. ახლა უკვე რუსებისგან გიცავთ, მაგრამ მაშინ საფრთხე
გერმანელები იყო. იცით, ეს როდის იყო?

ჰელგიმ თავი გაიქნია:

– მე კი ვიცი, რომ ეს არასოდეს არ ყოფილა! – უთხრა მან. – ვინ არიან ეს რუსები? იქნება
გარდარიკი ჯადოქრები გყავს მხედველობაში?

– იგი ირლანდიელ ბერებზე ლაპარაკობს, – ავუხსენი მე, – აქ რამდენიმე ბერი ცხოვრობდა,


მაგრამ, როცა ნორვეგიელები მოვიდნენ, ისინი განდევნეს, ეს ასე, ასი თუ უფრო მეტი წლის წინათ
მოხდა. შენი ხალხი ეხმარებოდა ამ ბერებს?

– მათზე მე არც მსმენია! – იყვირა მან და როგორღაც უცნაურად ასლუკუნდა. – თქვენ… განა თქვენ,
ისლანდიელები ნორვეგიიდან მოსულები არა ხართ?

– რა თქმა უნდა, ასი წლის წინ, – მოთმინებით განვუმარტე მე, – ამის შემდეგ მეფე ჰარალდ
ქერათმიანმა ბრძოლით მოიპოვა ნორვეგიული მიწები მთლიანად და...

– ასი წლის წინათ! – ჩაიჩურჩულა მან და დავინახე, როგორ გადაფითრდა, – რომელი წელია
ამჟამად?

ჩვენ გაკვირვებულები მივჩერებოდით.

– ორაგულზე დიდი ნადირობის მეორე წელია, – შევეცადე გონზე მომეყვანა.

– მე გეკითხებით, ქრისტეს დაბადებიდან რომელი წელია-მეთქი?... – ამოიღნავლა მან, თან


მუდარით შემოგვცქეროდა.

– აბა, მაშ შენ ქრისტიანი ხარ? დამაცადე, მოვიფიქრებ... ერთხელ ინგლისში ეპისკოპოსს
ვესაუბრე. ჩვენ მისგან გამოსასყიდი ავიღეთ და შემდეგ გავუშვით. მან ასე თქვა.. მოითმინე, მან
თითქოს ასე თქვა, რომ თქვენი ქრისტე ათასი თუ ცოტა უფრო ნაკლები წლის წინათ ცხოვრობდა.

– ათასი...

117
უცნობმა თავი გაიქნია, თითქოს რაღაც მოიშორაო, რადგან თვალები შუშასავით გაუცივდა. შუშა
ნანახი მქონდა, ხომ გითხარი, ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ-მეთქი. ასე გაქვავებულივით იდგა,
ხოლო, როცა შინისაკენ წავიყვანეთ, პატარა ბავშვივით მორჩილად გამოგვყვა.

შენი თვალებით ხედავ, ქურუმო, რომ ჩემი ცოლი რაგნილდა, თუმცა უკვე ახალგაზრდა აღარ
არის, მაინც საკმაოდ ლამაზია, ტორგუნა დედას დაემსგავსა...

ის იყო... არა, იგი ახლაც მაღალია და კარგი ტანი აქვს, თავზე კი ოქროს კულულები აყრია. ჩვენი
ქალიშვილების ჩვეულებისამებრ, მასაც გაშლილი თმები მხრებამდე სწვდებოდა. ცისფერი
თვალები, ოდნავ მოგრძო სახე და ალისფერი ტუჩები ჰქონდა. თანაც მხიარული და ზნეკეთილი
იყო. ამიტომ თითქმის ყველა მამაკაცი შეყვარებული იყო მასზე, ხოლო სვერი სნორასონმა
მეკობრეობა დაიწყო, როცა მან უარი უთხრა და დაიღუპა კიდეც. მაგრამ არცერთს არ ჰყოფნიდა
ჭკუა, ეგრძნო, რომ ტორგუნა არა და არ იყო ბედნიერი...

მივიყვანეთ სახლში ეს ჯერალდ სემსონი, – მამაჩემს სემს ეძახდნენო, – მიპასუხა შეკითხვაზე,


ხოლო სიგურდი და გრიმი ნაპირზე დავტოვეთ ნაფოტების შესაგროვებლად. არიან ადამიანები,
ჯადოქრობის შიშით რომ ვერ ბედავენ ქრისტიანის შინ მიყვანას, მაგრამ მე ცრუმორწმუნე არ
გახლავართ, ჰელგიმ კი სიხარულისაგან არ იცის, რა გააკეთოს, როცა ახალ ვისმეს ხედავს.
მინდორ-მინდორ მივდიოდით, ჩვენი სტუმარი ბრმასავით მოაბოტებდა, ხან ფეხს წამოჰკრავდა
რამეს, მაგრამ შევედით თუ არა ჭიშკარში, იმწამსვე გამოფხიზლდა, თვალი შეავლო ნაგებობებს.
საჯინიბოდან და ფარდულიდან დაწყებული არაფერი გამოჰპარვია: შეათვალიერა შესაბოლი,
საშაშხე, ლუდსახდელი, სამზარეულო, აბანო და თვით სახლიც. კარებთან ტორგუნა იდგა.

წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და დავინახე, როგორ გაწითლდა ტორგუნა. მაშინ
ამისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. ეზო გავიარეთ, გზადაგზა ძაღლებს ვერეკებოდით და
ქვაფენილზე მივაბაკუნებდით. ჩემმა ორმა მონამ თავი დაანება საჯინიბოს წმენდას და თვალებ-
გადმოკარკლულნი შემოგვყურებდნენ, სანამ არ ვაიძულე, მუშაობა განეგრძოთ. უსაქმურის
მსხვერპლად შეწირვა არასოდეს არ არის გვიანი-მეთქი, – ვუთხარი. ალბათ შეშინდნენ (თქვენ,
ქრისტიანები არ იყენებთ ამ უფლებას. სიმართლე გითხრათ, თვითონაც არასოდეს შევწირავდი
მსხვერპლად ადამიანს. თუმცა წარმოდგენაც არ შეგიძლიათ, ზოგჯერ რაოდენ შველის უბრალო
შეხსენებაც კი ამ უფლებისა).

შევედით შინ. ჯალაბობას უცნობის სახელი ვუთხარი და მოკლედ ავუხსენი, სადაც ვნახეთ.
რაგნილდამ მოსამსახურენი გაგზავნა კერიაში ცეცხლის გასაჩაღებლად და ლუდის მოსატანად.
ამასობაში ჯერალდი საპატიო ადგილას დავსვი და გვერდით მივუჯექი. ტორგუნამ ლუდი
ყანწებით მოგვართვა.

ოდნავ შეახო თუ არა სასმელს ბაგე, ჯერალდი შეიჭმუხნა. მეწყინა კიდეც: ჩემი ლუდი ახლო-
მახლო საუკეთესოდ ითვლება. ვკითხე, არ მოგეწონა-მეთქი? მან ცოტა უხეშად გაიცინა და
მიპასუხა, ლუდს არა უშავს, ცუდი არ არის, მაგრამ ქაფიან ლუდს ვარ შეჩვეული, თანაც მჟავე არ
უნდა იყოსო.

– კი მაგრამ სად ხდიან ასეთ ლუდს? – იჭვნეულად შევეკითხე მე.

118
– ყველგან და ისლანდიაშიც, არა... – იგი სადღაც უსასრულობაში იხედებოდა, ვერაფერს კი ვერ
ხედავდა, – ვთქვათ... ვინლანდში...

– სად არის ეს ვინლანდი?

– დასავლეთით, საიდანაც მე მოვედი. ვფიქრობდი, იცოდით... მოითმინეთ, – მან ისევ გაიქნია


თავი, – იქნებ შევძლო რაიმეს გაგება. გსმენიათ ოდესმე ადამიანზე, ლეიფ ეირიკსონს რომ
ეძახიან?

– არა. – ვუპასუხე მე.

უფრო გვიან მივხვდი, რომ სწორედ ეს სიტყვები ადასტურებს იმ ისტორიის ჭეშმარიტებას.


რადგან ახლა მეკობრე ლეიფ ეირიკსონს ყველა იცნობს. უდიდესი ნდობით ვისმენ ამჟამად
ამბებს ბიარნი ჰერლოფსონის ნანახ ქვეყნებზე.

– მამამისზე, ეირიკ წითურაზეც არაფერი გსმენიათ? – შემეკითხა ჯერალდი.

– მსმენია, – ვუპასუხე მე, – ალბათ იმ ნორვეგიელზე ლაპარაკობ, კაცი რომ შემოაკვდა და თავის
ქვეყნიდან ისლანდიაში გამოიქცა, შემდეგ იმავე მიზეზის გამო აქედანაც გაიქცა. ამჟამად
სხვებთან ერთად გრენლანდიაში ცხოვრობს.

– მაშასადამე, ეს ლეიფის მოგზაურობამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილა, – ჩაილაპარაკა მან, –


მეათე საუკუნის დასასრულს.

– მოითმინეთ, – ჩაერია ჰელგი, -–აქამდე მოთმინებით გისმენდით, მაგრამ ახლა ხუმრობის დრო
აღარ არის. ხუმრობები უქმეებისა და დღესასწაულებისათვის შემოვინახოთ. უბრალოდ და
გასაგებად გვითხარი: საიდანა ხარ და აქ საიდან მოხვედი?

ჯერალდმა სახე ხელებში ჩარგო.

– თავი დაანებე, ჰელგი, – უთხრა ტორგუნამ, – განა ვერა ხედავ, რომ მას რაღაც უბედურება
შეემთხვა?

სტუმარმა თავი აიღო და ისე შეხედა, როგორც ნაცემმა ძაღლმა, როცა ეფერებიან ხოლმე. ოთახში
ცოტა ბნელოდა. ფანჯრებიდან ჯერ კიდევ შემოდიოდა დღის სინათლე, ამიტომ სანთლები ჯერ
არ აგვენთო. მაგრამ მაინც შევამჩნიე, რომ ორივენი გაწითლდნენ.

ჯერალდმა ღრმად ამოიოხრა და ჯიბეებში რაღაცის ძებნა დაიწყო. ტანსაცმელი კი სულ ჯიბეები
იყო და სხვა არაფერი. ჯიბიდან პერგამენტის კოლოფი ამოიღო, იქიდან კი პატარა თეთრი ჯოხი
და პირში ჩაიდო. შემდეგ მეორე კოლოფი ამოიღო, იქიდან ხის პატარა ჩხირი, გაუსვა ეს ჩხირი
კოლოფს და ბოლოში ცეცხლი აკიაფდა. ამ ცეცხლით პირში ჩადებულ თეთრ ჯოხს მოუკიდა და
ბოლი ჩაისუნთქა.

თვალს არ ვაშორებდით.

– ეს ქრისტიანული წესია? – იკითხა ჰელგიმ.

119
– არა, მთლად ასე არ არის. – მას ბაგეებზე სიცილი აუთამაშდა. ამ სიცილში დარდიც ჩანდა და
დაკარგული იმედებიც. მეგონა გაგაკვირვებდით. უფრო მეტიც, შეგეშინდებოდათ მეგონა.

– რაც მართალია, მართალია, პირველად ვხედავთ ამას, – გამოვუტყდი მე. – მაგრამ


ისლანდიელები მშიშრები არ არიან. ცეცხლოვანი ჯოხები გამოგვადგება. შენ სავაჭროდ
ჩამოხვედი?

– არა, ასე არ არის, – მან ამოიკვნესა, ჩანასუნთქმა კვამლმა თითქოს ძალა შემატა. საოცარი კია,
რადგან პირველად რომ შემოვიდა ჩვენსა, სახლში კვამლი იდგა და მას ხველება დააწყებინა.
თვალებზე ცრემლებიც მოადგა. – საქმე იმაშია, რომ თქვენ არ დამიჯერებთ, ან კი რა გასაკვირია,
თვითონაც არ მჯერა საკუთარი თავისა.

ჩვენ ველოდით. ოდნავ წინ წამოხრილი ტორგუნა თითქოს გაქვავებულიყო. განცვიფრებისაგან


ბაგეები გაჰპობოდა.

– ელვის დაცემა... – ჯერალდმა მოწყვეტილივით გააქნია თავი, – ჭექა-ქუხილის დროს ქუჩაში


აღმოვჩნდი და ელვამ ალბათ მაშინ დამკრა. თანაც ისეთნაირად, ათეული წლების მანძილზე
ერთხელ რომ ხდება ხოლმე. ამ დარტყმამ წარსულში გადმომისროლა.

ეს მისი სიტყვებია, ქურუმო, ვერაფერი გავუგე და არც დამიმალავს მისთვის.

– გაგება მართლაც რომ ძნელია, – დამეთანხმა იგი. – ღმერთმა ინებოს, რომ ეს მხოლოდ სიზმარი
იყოს. და თუ ეს სიზმარია, უნდა მოვითმინო, ვიდრე გავიღვიძებდე... მაშ, ასე: დავიბადე ათას
ცხრაას ოცდათორმეტ წელში ქრისტეს დაბადებიდან, დასავლეთით მდებარე ქვეყანაში, ეს
ქვეყანა თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ. ოცდასამი წლისა ჩემი ქვეყნის ჯარის ნაწილებთან ერთად
ისლანდიაში მოვედი. აქ ელვამ დამკრა და აი, ცხრაასი წელია ქრისტეს დაბადებიდან და მაინც
აქა ვარ, მაშინ, როცა სულ ცოტა, ცხრაასი წელი მაინც დარჩა ჩემს დაბადებამდე...

ჩვენ ვდუმდით. ჩაქუჩი იატაკზე დავანარცხე და ყანწით ლუდს დავეწაფე, დიდხანს ვსვამდი.
ერთმა შინამოსამსახურემ ჩაიქირქილა. რაგნილდამ ჩუმად, მაგრამ საკმაოდ მკაცრად დაქაჩა და
უთხრა:

– ჩუმად! საცოდავი თავის ჭკუაზე აღარ არის. მაგრამ არაფერს გვავნებს.

გულში ვეთანხმებოდი მეუღლეს, თუმცა, მისმა სიტყვებმა, ცოტა არ იყოს, ეჭვები აღმიძრა. ხელი
ადამიანი ღმერთების ენით ლაპარაკობს, ღმერთებს კი ყოველთვის ვერ ენდობი. გარდა ამისა,
გიჟი შეიძლებოდა ბერსერკად გადაქცეულიყო და თუ იგი დიდად იყო შერისხული, ეს რისხვა,
შესაძლოა, ჩვენზედაც გადმოსულიყო.

ჯერალდი იჯდა და პირდაპირ იცქირებოდა. მე კი ფიქრებში ჩაძირულმა რამდენიმე მკბენარი


დავიჭირე და გავსრისე.

ეს რომ შენიშნა, ჯერალდმა აკანკალებულმა მკითხა:

– ტილი ბლომად გყავთ?

120
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ტორგუნამ, – განა შენ კი არა გყავს?

– არა, – მან განზე გაიღიმა, – ჯერ არა!

– ეჰ, – ამოიკვნესა ტორგუნამ, – მაშასადამე, ავადა ხარ.

ტორგუნა სრულიად საღად მსჯელობდა. მე, რაგნილდას და ჰელგის გვესმოდა მისი. როცა
ადამიანი იმდენად ავადმყოფია, რომ მკბენარიც არა ჰყავს, ბუნებრივია, რომ იგი ბოდავს და
ათასგვარ სისულელეს ამბობს. ჯერ შემეშინდა, ჩვენც არ გადმოგვდებოდა ეს სენი, მაგრამ
დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო. მას თავში უჭირს, ალბათ
დარტყმის ბრალია. ყოველ შემთხვევაში, რაკი დედამიწაზე ვართ და არა ცაში, როგორმე
გავუმკლავდებით. როგორც მსხვერპლის შემწირავი უხუცესისათვის, ჩემთვისაც არ იყო
ხელსაყრელი, განმედევნა უცნობი. უფრო მეტიც, თუ იგი ცეცხლოვანი ჯოხების შოვნას
შეძლებდა, სარფიან ვაჭრობას გავაჩაღებდით. ამიტომ ჯერალდს შევთავაზე, დასაძინებლად
დაწოლილიყო. მან ჯერ უარი გვითხრა, მაგრამ ძალა დავატანეთ და მთელი დღის დაღლილს,
მალე ჩაეძინა. მე მივხედავო, – გვითხრა ტორგუნამ.

მეორე დღეს გადავწყვიტე, მსხვერპლი შემეწირა, ჯერ ერთი, ნაპოვნი მორებისათვის, და მეორეც,
ამით თავიდან ავიცილებდი რისხვას; ხომ შესაძლებელია, ჯერალდი შერისხული ყოფილიყო. რა
თქმა უნდა, ბებერი და არაფრის მაქნისი ცხენი შევარჩიე. ამას გარდა, კარგა ხანია ახალი ცხენის
ხორცი არ გვეჭამა. მდუმარე ჯერალდი მთელ დღეს ეზოში დაბორიალობდა, მაგრამ როცა შინ
შევედი სავახშმოდ, გავიგონე, როგორ იცინოდნენ ის და ჩემი ქალიშვილი.

– შენი საქმის შენ უკეთ იცი, – ვუთხარი მე.

– ასეა, ხომ შეიძლებოდა უარესიც დამმართოდა.

როცა დაინახა, კერლებმა ძელი შემოიტანეს, მაგიდის მაგივრობას რომ ასრულებდა, გვერდით
მომიჯდა, მოსამსახურეებმა კერძი მოგვართვეს.

– მუდამ მიტაცებდა მეკობრეთა ხანა, – თქვა სტუმარმა. – რაღაცის გაკეთება მეც შემიძლია.

– რა გაეწყობა, – ვუპასუხე მე, – რაკი საკუთარი სახლი არა გაქვს, შეგიძლია ჩვენთან იცხოვრო,

– შრომა ვიცი, – შემაწყვეტინა სიტყვა ჯერალდმა, – ტყუილუბრალოდ არ მოგიხდებათ ჩემი


გამოკვება.

და მივხვდი, რომ იგი მართლაც ძალიან შორიდან იყო მოსული, აბა, ისე რომელი ბელადი
დაიწყებდა მოჯამაგირეობას უცხო მიწაზე? და მაინც, საკმაოდ თამამად, ძალდაუტანებლად
ეჭირა თავი, ასე ცნობილი წარმოშობის ადამიანებს სჩვევიათ. გარეგნულადაც ეტყობოდა, რომ
კარგ საკვებს იყო ნაჩვევი. მართალია, ჯერალდს საჩუქარი არ მოუტანია, მაგრამ ამისათვის
ყურადღება არ მიმიქცევია. კაცი დაღუპული ხომალდიდან იყო მოსული.

– იქნებ როგორმე მოახერხო შენს შეერთებულ შტატებში დაბრუნება, – უთხრა ჰელგიმ, – ავაგოთ
გემი და მეც სიამოვნებით ვიხილავ ამ სამეფოს.

121
– არა, – ნაღვლიანად უპასუხა ჯერალდმა, – ასეთი ქვეყანა არ არსებობს, ჯერ არ არსებობს.

– მაშ შენ ისევ ამტკიცებ, რომ ხვალედან მოხვედი? – აბუზღუნდა სიგურდი, – ჭკუანაკლები.
უმჯობესია, ღორის ხორცი მომაწოდო.

– განვაგრძობ, – ჯიუტობდა ამჟამად სრულიად დამშვიდებული ჯერალდი, – და შემიძლია, ეს


დავამტკიცო კიდეც.

– ვერ გამიგია, სად შეისწავლე შენ, შორეული ქვეყნიდან მოსულო კაცო, ჩვენს ენაზე ლაპარაკი, –
შევნიშნე მე.

ვერა და ვერ ვუწოდებ ადამიანს პირში ცრუპენტელას, მხოლოდ იმ შემთხვევაში კი შემიძლია, თუ


მშვიდად ვიკვეხნით ერთმანეთში, მაგრამ...

– ჩემს ქვეყანაში, ჩემს დროში სხვანაირად ილაპარაკებენ, – მიპასუხა მან. – მაგრამ აი,
ისლანდიაში, ძველი დროიდან მოკიდებული, ძალზე მცირედ შეიცვალა ენა და მეც
ჩამოსვლისთანავე ვისწავლე.

– თუმცა ქრისტიანი ხარ, მაგრამ ამაღამ მსხვერპლი უნდა შევწიროთ და მოთმინება გმართებს. –
ვუთხარი მე.

– ჩემთვის სულერთია, – მიპასუხა მან, – დიდად თავგამოდებული ქრისტიანი არასოდეს


ვყოფილვარ და მინდა ვნახო თქვენი წესმსახურება. როგორ აკეთებთ ამას?

ავუხსენი თუ როგორ ვურტყამ ცხენს თავში ჩაქუჩს ღმერთის თვალწინ, შემდეგ ვჭრი რტოებს და
ძეწნის რტოებით ვასხურებ სისხლს. შემდეგ კი ვატყავებთ, ვშიგნავთ და გემოზე ვქეიფობთ-
მეთქი. მან სწრაფად მომახალა:

– აი, ახლა კი დაგიმტკიცებთ, ვინცა ვარ. იარაღი მაქვს და იგი ელვის სისწრაფით განგმირავს
ცხენს.

– რა არის ასეთი? – დავინტერესდი მე.

ყველანი გარს შემოვერტყით ჯერალდს, როცა მან ქარქაშიდან დაგრეხილი ლითონის პატარა
ხელკეტი ამოიღო და გვიჩვენა. სიმართლე გითხრათ, ეჭვი შემეპარა, ალესილი პირი არ ჰქონდა,
ერთი შეხედვით, მარტო იმისათვის თუ გამოდგებოდა, რომ თავში ჩაგერტყა, მაგრამ ზედვე
ეტყობოდა, რომ მარჯვე ოსტატის ნახელავი იყო.

– კარგი, მოდი, გავსინჯოთ, – მითხრა მან.

ჯერალდმა ყველაფერი გვიჩვენა. რაც ჯიბეში ეწყო: რამდენიმე უჩვეულოდ მრგვალი მონეტა,
პატარა გასაღები, გრიფელის გულიანი პატარა საწერი ჯოხი, ბრტყელი ქისა, რომელშიც უამრავი
როგორიღაც ნიშნებიანი ქაღალდები ეწყო. როცა მან საზეიმოდ დაიფიცა, რომ ზოგიერთი
ამათგანი ფულიაო, ყველას, თვით ტორგუნასაც კი, გულიანად გაგვეცინა. ყველაზე საუკეთესო
იყო დანა – მჭრელი პირი ტარში იმალებოდა. როცა შემატყო, რომ დანა მომეწონა, მაჩუქა. იმ
ადამიანისაგან, რომელსაც ხომალდი დაეღუპა, ეს უდიდესი გულუხვობა იყო. სანაცვლოდ

122
ტანისამოსსა და კარგ ნაჯახს გაჩუქებ და რამდენ ხანსაც გინდა, ჩვენსა იცხოვრე-მეთქი, –
ვუთხარი მას. არა, ახლა მე ის დანა აღარა მაქვს, მომისმინე და გაიგებ, რატომ. საწყენი კია,
ჩინებული დანა იყო, თუმცა სრულიად პატარა.

– მანამდე ვინ იყავი, ვიდრე ომის ისარი განგმირავდა შენს ქვეყანას? – ჰკითხა ჰელგიმ. – ვაჭარი?

– არა, – უპასუხა მან, – ინჟინერი ვიყავ, უფრო სწორად, ვაპირებდი, ინჟინერი გავმხდარიყავ.
ინჟინერი აშენებს სახლებს, ხიდებს, სხვადასხვა სამუშაო იარაღს, გაჰყავს გზები. ის უფრო მეტია,
ვინემ უბრალო ხელოსანი. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი ცოდნა გამოგადგებათ, – მის თვალებში
კვლავ გამოკრთა მგზნებარე, ცეცხლი, – დრო მომეცით და მეფე გავხდები!

– ჩვენთან, ისლანდიაში მეფეები არ არიან, – ჩავილაპარაკე მე. – ჩვენი წინაპრები აქ იმიტომ


მოვიდნენ, რომ თავი დაეხსნათ მეფეებისაგან. ჩვენ გვაქვს ტინგი, სადაც სადავო საკითხებს
ვარჩევთ და ვიღებთ კანონებს. მაგრამ თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი ძალით
მიაღწიოს სიმართლეს.

– და თუ დამნაშავე არ დაგვემორჩილა? – იკითხა ჯერალდმა.

– მაშინ სისხლის აღების ადათს ვიხსენებთ, – უპასუხა ჰელგიმ და გაიხსენა ბოლო ხანებში
მომხდარი მკვლელობები. ჯერალდი შეშფოთებული ატრიალებდა ხელში პისტოლეტს. ასე
უწოდებდა იგი თავის ცეცხლის გამომცემელ პატარა ხელკეტს.

– მდიდრულად ხარ გამოწყობილი, – ნაზად შენიმნა ტორგუნამ, – ალბათ დიდძალი მიწების


მფლობელი ხარ.

– არა, – უპასუხა მან, – ჩვენი... ჩვენი მეფე ასეთ ტანსაცმელს აცმევს თითოეულ თავის მებრძოლს.
რაც შეეხება ოჯახს, არავითარი მიწები არა გვაქვს და ვცხოვრობთ სახლში, სადაც კიდევ უამრავი
ოჯახები ბინადრობს.

თავადაც არ მიყვარს სიმდიდრით კვეხნა, მაგრამ ეს კაცი, რომელიც საპატიო ადგილს იყოფდა
ჩემთან ერთად ოჯახში, განგებ იღარიბებს თავს, მიწები არა მაქვსო, – გავიფიქრე მე.

ტორგუნამ არ დააყოვნა დავემშვიდებინე და ჩემი რისხვა ჩაექრო.

– შენც გექნება საკუთარი სახლ-კარი, – უთხრა ტორგუნამ.

ჩამობნელდა და ჩვენც სამსხვერპლოსკენ გავემართეთ. კერლებმა საკერპეს წინ ცეცხლი


გააჩაღეს. და როცა კარი გავაღე, მომეჩვენა, თითქოს ხის ოდინი შემოსაგებებლად გადმოხტა.
ჯერალდმა ჩემს ქალიშვილს გადაუჩურჩულა, რომ ჩვენი ღმერთი ძალზე უხეშად იყო
გამოთლილი. ოდინი მამაჩემის ნახელავი იყო და ეს რომ გავიგონე, კიდევ უფრო განვრისხდი.
ზოგიერთები ვერ სწვდებიან ჭეშმარიტ ხელოვნებას.

მაგრამ მაინც მოვიშველიე სტუმარი, რომ ცხენი სამსხვერპლოსთან მიგვეყვანა. ხელში ავიღე
სისხლის ჩასასხმელი ჭურჭელი და ვუთხარი, თუ გსურს, შეგიძლია ცხენი მოკლა-მეთქი,
ჯერალდმა ამოიღო თავისი პისტოლეტი, შეუდო ცხენს ყურში და რაღაცას ხელი დააჭირა. გაისმა
გრუხუნი, ცხენი შეტორტმანდა და დაეცა. ტვინი სულ გაფუჭდა, აღარ ვარგოდა, აი ასეთი უხეში

123
იარაღი იყო ეს პისტოლეტი. შემდეგ მძაფრი მომწარო სუნი ვიგრძენი, ასეთი სუნი დგას
ვულკანთან. ყველანი შევხტით, ქალთაგან რომელიღაცამ შეჰყვირა. ჯერალდმა კი ამაყად
მიმოიხედა ირგვლივ. გონს რომ მოვეგე, ავჩქარდი, სწრაფად დამემთავრებინა მსხვერპლ-
შეწირვა. ჯერალდმა არ ისურვა, მისთვისაც მიგვეშხეფებინა სისხლი. ცხენის ხორცი და წვნიანი
ძალზე მცირე შეჭამა.

შემდეგ ჰელგიმ დიდხანს არ მოასვენა პისტოლეტზე შეკითხვებით. მან კი აუხსნა, რომ ამ


იარაღით შეიძლება მოკლა ადამიანი იმ სიშორიდან, რომელსაც მშვილდ-ისარი გაიფრენს და
ამაში არავითარი ჯადო არ არისო. რადგან უკვე გაგონილი მქონდა ბერძნული ცეცხლის ამბავი,
ადვილად დავუჯერე ნათქვამი. პისტოლეტი ომში მეტისმეტად გამოგვადგებოდა. ამაში შემდგომ
დავრწმუნდი, მაგრამ ჩვენთვის აზრი არ ჰქონდა მსგავსი იარაღი დაგვემზადებინა. რკინა ძვირი
ღირდა და თანაც ერთი პისტოლეტის დამზადებას თვეობით მოვუნდებოდით.

ყველაზე მეტად მე მაინც ჯერალდი მაშფოთებდა. მეორე დილას გავიგონე, როგორ უყვებოდა
ტორგუნას ათასგვარ სისულელეს თავისი ქვეყნის შესახებ: მთასავით მაღალ სახლებზე, ჰაერში
მფრინავ უცხენებო საზიდრებზე. იმ ქალაქში, სადაც ვცხოვრობ, რვაჯერ ათასი თუ ცხრა ათასი
კაცი ცხოვრობს და ნიუ-იორვიკი თუ რაღაც ამის მსგავსი ჰქვიაო. მე და ჩემს მეზობლებს არ
გვეზარებოდა ლამაზი გამონაგონი ამბების მოსმენა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. გავბრაზდი
და ვუბრძანე, ნახირს ჩამორჩენილი საქონლის მოსაძებნად გამომყოლოდა.

მთელი დღე ერთად დავეხეტებოდით ბორცვებზე და დავრწმუნდი, რომ ჯერალდი ძროხის წინა
და უკანა ნაწილებს ვერ არჩევდა ერთმანეთისაგან. ერთხელ თავს წავადექით ნახირს. მაგრამ ამ
უგუნურმა უცხოელმა ზედ ცხვირწინ გადაუჭრა გზა საქონელს და ისინიც გაგვექცნენ. ისევ
თავიდან დავიწყეთ ყოველივე. თავს ძლივს ვიჭერდი, მაგრამ მაინც მორიდებით ვკითხე, იცოდა
თუ არა ძროხის მოწველა, ცხვრის გაკრეჭა, თიბვა, დაფქვა.

არაო, მიპასუხა, – არასოდეს მიცხოვრია სოფელში.

– სამწუხაროა, ვუთხარი მე, – რადგან ისლანდიაში ამ საქმიანობას მისდევს ყველა, ყაჩაღებს


გარდა.

ჩემს სიტყვებზე წამოენთო.

– სამაგიეროდ, ბევრი სხვა რამ ვიცი. მომეცით იარაღები და გიჩვენებთ, ლითონზე მუშაობა
როგორ უნდა.

– ეს ღირსეული საქმიანობაა, – გახარებული დავეთანხმე, – შენ შეძლებ, დიდი სამსახური


გაგვიწიო, ჩემი შუბი გატეხილია, ზოგსაც პირი დაუბლაგვდა, საქონელიც, ურიგო არ იქნებოდა,
ხელახლა დაგვეჭედა.

მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია მისი სიტყვებისათვის, არასოდეს მიცდია ცხენების დაჭედვაო.

ამ საუბარში შინ დავბრუნდით. ზღურბლზე განრისხებული ტორგუნა იდგა.

124
– სტუმარს ასე არ ექცევიან, მამა! – აღშფოთდა ჩემი ასული, – ისე ამუშავებ, როგორც ვიღაც
ბოგანო მოჯამაგირეს.

ჯერალდს გაეღიმა.

– სიამოვნებით ვიმუშავებ, –– თქვა მან, – რაღაც ისეთი მჭირდება, რაც გამამხნევებს. გარდა ამისა,
მინდა მცირედ მაინც მოგიზღოთ სამაგიერო, ესოდენი სიკეთისათვის.

ისევ კეთილად განვეწყე მისდამი და ვუთხარი, ჩვენ არ მიგვიძღვის ბრალი, რომ შეერთებულ
შტატებში სულ სხვა ადათ-წესებია-მეთქი.

– ხვალვე შეგიძლია სამჭედლოში დაიწყო მუშაობა, გასამრჯელოს გადაგიხდი, მაგრამ ჩვენს


თანასწორად მიგიჩნევთ, რადგან გამოცდილი ოსტატები ჩვენთან დიდ პატივში არიან.

ამ სიტყვების გაგონებისთანავე შინამოსამსახურეებმა ალმაცერად დაუწყეს ყურება.

იმ საღამოს ჯერალდმა დიდად გაგვართო, იმდენი რამ გვიამბო საკუთარ სახლზე. მართალს
ამბობდა თუ არა, ვერაფერს გეტყვით, ოღონდ გულისყურით კი ვუსმენდით. თუმცა მაინცდამაინც
ენაწყლიანი არ ითქმოდა მასზე, ორ სტრიქონს ვერ გარითმავდა, დიდი გაუნათლებელი და
ჩამორჩენილი ხალხი ცხოვრობს ალბათ იმ შეერთებულ შტატებში. გვითხრა, რომ ჩემი
მოვალეობა ნაწილში წესრიგის დამყარება იყოო. ჰელგი, ვერც კი გადმოგცემთ, ისე გააკვირვა ამ
ამბავმა და თქვა, ალბათ ჯერალდი დიდი გულადი ვინმეა. რაკი არ ეშინია სხვა ადამიანები
გაანაწყენოსო.

ამაზე ჯერალდმა უპასუხა, ჯარისკაცები მხოლოდ ხელმწიფის შიშით მემორჩილებიანო. როცა


ჯერალდმა ისიც მითხრა, რომ მის ქვეყანაში ახალგაზრდები ორწლიან სამხედრო სამსახურში
იყვნენ და თანაც დაუმატა, მათი გაწვევა მოსავლის აღების დროსაც შეიძლებაო, ვუთხარი, ბედი
გწყალობს, რაკი თავი დააღწიე ისეთ ქვეყანას, რომელსაც ესოდენ უმოწყალო ხელმწიფე
მართავს-მეთქი.

– არა, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მან, – ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, რასაც


მოვისურვებთ, იმას ვლაპარაკობთ.

– მაგრამ სურვილისამებრ მოქცევა. როგორც ჩანს, არ შეგიძლიათ, – შენიშნა ჰელგიმ.

– არა, რა თქმა უნდა, ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმისათვის, რომ მან შეურაცხგვყო, არ
შეგვიძლია, – თქვა მან.

– არც მაშინ, თუ ნათესავი მოგიკლა? – ჰკითხა ჰელგიმ.

– არა, არც ამ შემთხვევაში. ხელმწიფე იძიებს შურს ჩვენს მაგივრად.

– საკმაოდ ლამაზად ტყუი, – გავიღიმე მე, – ოღონდ აქ კი შეგეშალა. როგორ შეუძლია ერთ
ხელმწიფეს, თვალყური ადევნოს ყველა მკვლელს, შურისგებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაშინ
მას მემკვიდრის გასაჩენი დროც აღარ დარჩება.

ისეთი ხარხარი ატყდა, რომ სტუმარმა ვეღარაფერი მიპასუხა.

125
მეორე დღეს ჯერალდს მონა გაჰყვა და სამჭედლოში წავიდნენ. მონას საბერველი უნდა გაებერა,
მე კი რეიკიავიკში წავედი იალმარ დიდცხვირასთან მოსალაპარაკებლად, ცხვარი უნდა მეყიდა.
თანაც ერთი დღით სტუმრად მოვიპატიჟე იალმარი. მას უარი არ უთქვამს და ჩვენ ერთად
შემოვაგელვეთ ცხენები ეზოში. იალმარს თან ახლდა ოცი წლის წითურა ვაჟიშვილი, პირქუში
კეტილი, რომელსაც ტორგუნამ ცოლობაზე უარი უთხრა.

ჯერალდი დარბაზში დამიხვდა. იგი მოწყენილი იჯდა სკამზე. ჩემი ნაჩუქარი ტანსაცმელი ეცვა,
საკუთარი კი მთლად დამწვარი და ფერფლისაგან გასვრილი იქვე ეყარა. აბა სხვა რა იმედი უნდა
მქონოდა ამ უგუნურის? იგი რაღაცაზე ჩუმად ესაუბრებოდა ჩემს ქალიშვილს.

– აბა, როგორ იმუშავე? – ზღურბლზე არც კი გადმოვსულვარ, ისე მივაძახე.

გრიმმა ჩაიხითხითა:

– ორი შუბი გატეხა. ხანძარი კი, როგორც იყო, ჩავაქრეთ, თორემ მთელი სამჭედლო დაიწვებოდა.

– როგორ! – შევყვირე მე, – ხომ მითხარი, ჭედვა ვიციო?

ჯერალდი წამოდგა და გამომწვევად შემომხედა.

– შინ სულ სხვა იარაღები მქონდა, თანაც უკეთესი ხარისხის, – მითხრა მან. – აქ ყველაფერი
სხვაგვარად არის.

თურმე მას უზარმაზარი ცეცხლი გაუჩაღებია. მისი ჩაქუჩი კი საითაც გინდათ, იქით ურტყამდა,
ოღონდ საჭირო ადგილას კი არა. გააფუჭა ფოლადი, რადგან არ იცოდა, როგორ უნდა
გამოეწრთო, მჭედლობას წლობით სწავლობენ, ეს მართალია, მაგრამ ხომ უნდა ეღიარებინა,
რომ შეგირდადაც არ იყო ნამუშევარი?

– არ ვიცი, ღმერთმანი, როგორღა აპირებ ლუკმა-პურის შოვნას? – მკვახედ მოვუჭერი მე.

უფრო ის მაბრაზებდა, რომ ასეთი სულელის მდგომარეობაში აღმოვჩნდი. იალმარისა და


კეტილის მრცხვენოდა, რამდენი რამ ვუამბე მათ ამ უცხოელზე.

– ეს მხოლოდ ოდინმა იცის, – გამოგვეხმაურა გრიმი. – ჯერალდთან ერთად ცხენებით თხების


სამწყემსად წავედით და დავრწმუნდი, რომ ჩემს სიცოცხლეში არ მენახა მასზე უფრო უგერგილო
მხედარი. ვკითხე, რთვა ან ქსოვა თუ გეხერხება-მეთქი. არაო, – მიპასუხა.

– მამაკაცს ასეთ შეკითხვებს არ აძლევენ! – აღშფოთდა ტორგუნა, – ამ სიტყვებისთვის


სიკვდილის ღირსი ხარ!

– მომკლას რა! – გაეცინა გრიმს, – ოღონდ ბოლომდე მათქმევინე. ვფიქრობდი, ხიდს


შევაკეთებინებთ-მეთქი, მერე რა გამოვიდა? ხერხს ძლივს იჭერდა ხელში, სამაგიეროდ ფეხი
კინაღამ არ წაიჭრა გუთნით.

– ჩვენ ასეთ იარაღებს არ ვხმარობთ-მეთქი, გეუბნები და არ გესმით?!

126
ჯერალდმა მუშტები მოკუმა და გეგონებოდა, აგერ-აგერ ატირდებაო. სტუმრებს ვთხოვე,
დამსხდარიყვნენ.

– ალბათ ვერც საქონელს გაატყავებ, გამოშიგნავ და შებოლავ, ხომ? – ვკითხე მე.

– ვერა, – ძლივს გასაგონად გვიპასუხა მან.

– მაშ, რა შეგიძლია?

– მე... – ჯერალდს სიტყვები ყელში გაეჩხირა.

– შენ მებრძოლი იყავ, – გაახსენა ტორგუნამ.

– დიახ, მებრძოლი ვიყავ, – დაემოწმა ისიც და სახე გაუნათდა.

ისლანდიაში ამით ვერაფერს ააშენებ, რაკი სხვა არაფერი შეგძლებია, – ჩავიბუზღუნე მე, –თუმცა,
თუ აღმოსავლეთისკენ წასვლას მოახერხებ, იქ რომელიმე იარლი დიდი სიამოვნებით
ჩაგრიცხავს თავის რაზმში.

სიმართლე რომ გითხრათ, სულის სიღრმეში ესეც მეეჭვებოდა, რადგან მებრძოლმა სამეფო
კარზე თავი ისე უნდა დაიჭიროს, რომ პატივი სცეს თავის მბრძანებელს.

კეტილ იალმარსონს აშკარად არ მოსწონდა, რომ ტორგუნა გვერდიდან არ სცილდებოდა


ჯერალდს და თან ექომაგებოდა.

– ალბათ არც ჭიდაობა შეგიძლია, – ზიზღით ჩაიცინა მან.

– არა, ეს კი კარგად მასწავლეს, – ნაღვლიანად უპასუხა ჯერალდმა.

– გინდა შემებრძოლო? – ჰკითხა კეტილმა.

– მოდი! – დაეთანხმა ისიც.

ქურუმო, მაინც რა არის ადამიანი, ღრმად რომ ჩაუფიქრდე? რაც წლები გადის, უფრო და უფრო
ნაკლებად მჯერა, რომ ცხოვრება მხოლოდ ორპოლუსიანი კარგი და ცუდი ან შავი და თეთრია,
როგორც შენ გვიხატავ. ჩვენ ყველანი უფრო სავსე ვართ შუქ-ჩრდილის გრადაციებით და
სხვადასხვა სიმკვეთრის რუხი ფერებით. ეს ყოვლად უმაქნისი ჭაბუკი, რომელსაც ერთხელაც არ
მოუქნევია ნაჯახი, რომ ღირსეული პასუხი გაეცა შემკითხველისათვის, ქალის სამუშაო თუ
გეხერხებაო, ეს გაუთლელი დონდლო კაცი, გავიდა ეზოში კეტილ იალმარსონთან საჭიდაოდ და
სამჯერ ზედიზედ დასცა ბეჭებზე. როგორღაც განსაკუთრებულად აიტაცებდა ხოლმე კეტილს.
როცა ის უტევდა. როცა შევნიშნე, რომ კეტილი სიბრაზისაგან მზად იყო, იქვე მოეკლა ჩვენი
სტუმარი, ვუბრძანე შეჩერებულიყვნენ. შევაქე ორთავე და თითო ჭიქა ლუდი მივაწოდე. მაგრამ
მაინც მთელი საღამო კეტილი დაღონებული და ფიქრებში ჩაძირული იჯდა სკამზე.

ჯერალდმა გვითხრა. რომ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მისი პისტოლეტისნაირი იარაღი. ზომით


იგი ზარბაზანზე (ასე უწოდა მან) დიდი იქნება, ხომალდსაც ჩაძირავს და ჯარსაც განდევნისო,
მხოლოდ ამისთვის სხვადასხვა მასალა იქნება საჭირო და მჭედლებიც უნდა დამეხმარონო. ხის

127
ნახშირი ხელთ გვქონდა, გოგირდს ალბათ ვულკანის სიახლოვეს ვიშოვიდით, მაგრამ ეს
გვარჯილა რაღაა?

რაკი სიტყვაზე ვეღარ ვენდობოდი, დაწვრილებით გამოვკითხე, როგორ უნდა გაეკეთებინა


ყოველივე: იცოდა თუ არა, რა ნაერთისაგან მზადდებოდა დენთი? –არაო, მიპასუხა; რა სიდიდის
უნდა ყოფილიყო ზარბაზანი? მაშინ მიპასუხა, სულ ცოტა ადამიანის სიდიდისაო. გულიანად
გამეცინა. როგორ აპირებ ამოდენა ნივთის ჩამოსხმას, დავუშვათ, რკინის შოვნაც რომ
მოვახერხოთ-მეთქი. არც ეს იცოდა.

– თქვენ არა გაქვთ იარაღის დასამზადებლად საჭირო იარაღები. – აგვიხსნა მან. რის თქმა სურდა,
ვერ გავიგე. ღმერთმა ხომ იცის, ჩემს ძალ-ღონეს აღემატებოდა, რომ ათასწლიანი ისტორია
მარტოდმარტოს გადამელახა.

მან ამოიღო უკანასკნელი მოსაწევი ჩხირი და მოუკიდა. ჰელგიმ ერთხელ სცადა მოექაჩა, მაგრამ
გული აერია და მაინც წინანდებურად ჯერალდისკენ მიუწევდა გული. ჩემმა ვაჟიშვილმა
შემოგვთავაზა, დილით აის ფიორდში გავმგზავრებულიყავით, სადაც საარენდო გადასახადი
უნდა ამეკრიფა. იალმარი და კეტილი დიდის სიამოვნებით დაეთანხმნენ, მონაწილეობა მიეღოთ
ამ მოგზაურობაში. ტორგუნა ცრემლმორეული მთხოვდა თან წაგვეყვანა და მეც დავეთანხმე.

– ახლა კი უბედურება არ აგვცდება, – დაიბუზღუნა სიგურდმა, – ვინ არ იცის, რომ ქალი გემზე ცუდ
ამბავს შეგვამთხვევს, არ უყვართ ეს ტროლებს.

– მამაშენმა როგორღა მოიყვანა აქ, ამ კუნძულზე ქალები? – ჩავიცინე მე.

მისთვის რომ დამეჯერებინა!.. მასზე ბრძენიაო, არ ითქმოდა, მაგრამ იცოდა, რასაც


ლაპარაკობდა.

მაშინ სანახევროდ ხომალდი მქონდა შეძენილი, რომელიც ნორვეგიაში დადიოდა მატყლის ხე-
ტყეზე გადასაცვლელად. ეს მეტად შემოსავლიანი საქმე გახლდათ, მაგრამ მეკობრეები
დაგვესხნენ თავს არეულობის ჟამს, როცა ოლაფ ტრიგვასონმა იარალი ჰაკონი დაამარცხა. არიან
ქურდები, მკვლელები, ფულის გულისთვის ყველაფერს რომ იკისრებენ. უნდა ჩამოჰკიდო ეს
საზიზღარი ყაჩაღები, პატიოსანი ვაჭრის ქისას რომ ემტერებიან. ისინი რომ პატიოსანი
ვაჟკაცები იყვნენ, ირლანდიაში გაემგზავრებოდნენ – იქ არიან ყველა ჯურის მძარცველები. ასე
იყო თუ ისე, ჩვენი ხომალდი უცხო ქვეყნისკენ გაემართა. სამი ნავიღა მქონდა დარჩენილი და
ერთი თან წავიღე. წავედით მე, ტორგუნა, ჰელგი, იალმარი, კეტილი, გრიმი და ჯერალდი,
შევნიშნე, როგორ არ ესიამოვნა ცივი წყალი, როცა ნავი შევაცურეთ ზღვაში, შემდეგ კი
ფეხსაცმელები და წინდები გაიხადა და დიდხანს ისრესდა ფეხებს. ადრე როცა ვუთხარით, აბანო
ჩვენთანაც არის-მეთქი, განცვიფრებული დარჩა, ალბათ ველურები თუ ვეგონეთ. მაინც ქალივით
გულზიზღიანი იყო და ჩვენგან მოშორებით დაჯდა. ზურგის ქარი ქროდა და აფრა ავუშვით.
ჯერალდი ცდილობდა, მოგვხმარებოდა, მაგრამ საიალქნე ბაგირს ნავსაბმელისაგან ვერ
ასხვავებდა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს ურევდა. გრიმი უბრაზდებოდა, კეტილი კი
ღვარძლიანად იცინოდა. როცა საბოლოოდ გემმა სრული სვლა განავითარა, ჯერალდი ჩემთან
გადმოჯდა კიჩოზე. დიდხანს იჯდა დაფიქრებული და შემდეგ მორიდებით მითხრა: – ჩვენთან კი
საჭე და აღკაზმვა უკეთესია; შეგიძლია ქარის საპირისპიროდ იმოძრაო.

128
– აჰა, ჩვენმა ზღვის მგელმა გადაწყვიტა კვლავ გაგვაბედნიეროს თავისი რჩევით, – ჩაიქირქილა
კეტილმა.

– ჩუმად! – სიტყვა გააწყვეტინა ტორგუნამ, – ჯერალდმა ილაპარაკოს!

ჯერალდმა მადლიერი თვალებით გადახედა ტორგუნას. ისე კი მეც მინდოდა მომესმინა.

– ეს სულაც არ არის ძნელი გასაკეთებელი, – თქვა მან, – თვითონაც ვარ ნამყოფი ასეთ ნავზე და
კარგად ვიცი. ჯერ ერთი, აფრა სწორკუთხა არ უნდა იყოს, და ნოკ-რეიდან კი არ უნდა იყოს
ჩამოკიდებული განივად, როგორც თქვენია, არამედ – სამკუთხა. აფრის მოკლე ბოლო უნდა
მიებას მოძრავ ქანდარას, გრძელი ბოლო კი უნდა მიუერთდეს მას ადამიანის სიმაღლის
ნახევარზე ბორტიდან. გარდა ამისა, კიჩოს ნიჩაბიც არ არის თავის ადგილას. ის უნდა გაკეთდეს
სატრანშეო დაფის ქვემოთ, რომ მთლიანად წყალი ფარავდეს. ხოლო უნდა მართო გრძელი
რუმპელით.

იგი გატაცებით ჰყვებოდა და საჩვენებელი თითით ხატავდა ტორგუნას ლაბადაზე, სად და


როგორ უნდა განლაგებულიყო ყველაფერი.

– როცა ასეთი აფრა, საჭე და აღკაზმულობა იქნება, რომელიც წყალში დიდ სიღრმეზე იქნება
ჩაძირული, ვთქვათ, ადამიანის სიმაღლის ოდენზე ასეთი ზომის გემისათვის, ნავი თამამად
იმოძრავებს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო ანძასა და ცხვირს შუა შეიძლება,
ოდნავ უფრო პატარა აფრა გაიჭიმოს.

– რაღა დაგიმალო, ქურუმო, ეს აზრი ჭკუასთან ახლოს იყო და უბედურებისა რომ არ მეშინოდეს,
– ყველაფერი ამ კაცთან დაკავშირებული კი უბედურების მომტანი იყო, – მე ვისარგებლებდი.
მაგრამ მის ნათქვამში აშკარა შეცდომებიც ერია და გონივრულად მივუთითე.

– ყველაზე ცუდი, უწინარეს ყოვლისა, ის გახლავთ, – ვუპასუხე მე, – რომ ამ საჭისა და მსხვილი
კილის გამო არ შეიძლება გემი ნაპირზე ამოვათრიოთ ან მეჩეჩში ვიაროთ. შეიძლება იმ
ქვეყანაში, საიდანაც შენ მოხვედი, ბევრია ნავთსაყუდელი, მაგრამ ჩვენში გემი იქ უნდა გაჩერდეს,
სადაც საჭირო იქნება. ხოლო თავდასხმის შემთხვევაში წყალზე უშვებენ. მეორეც, ეს შენი ანძა
ძნელი ასაღები შეიქნება, როცა ქარი ჩადგება და ნიჩბების მოსმა დაგვჭირდება. ბოლოს კი, შენი
სამკუთხა აფრა ასე იოლად ვერ გადაკეთდება კარვად, რომ ღია ზღვაში დაიძინო.

–გემი რეიდზე იქნება, თქვენ კი ნაპირისაკენ კანჯოებით წახვალთ, – გვითხრა მან. – გარდა ამისა,
კაიუტების გაკეთებაც შეიძლება.

– კაიუტები მენავეებს შეუშლის ხელს, – შევეკამათე მე, – თუ, რა თქმა უნდა, გემი მეტისმეტად
ფართო არ არის, ან ისინი გემბანის ქვემოთ არ სხდებიან მიკლაგარდის მონების მსგავსად.
თავისუფალი ადამიანები ხომ არ მოითმენენ ამგვარ ტანჯვას?

– განა ნიჩბები აუცილებელია? – ბალღივით იკითხა მან.

ყველამ ხმამაღლა გადაიხარხარა. კიჩოსთან მიმალულმა თოლიებმაც ყვირილით შეძრეს ჰაერი.

129
– ნუთუ იქ, საიდანაც შენ მოხვედი, ქარიც ადამიანს ემორჩილება? – ჩაუნისკარტა იალმარმა, – რა
უნდა ქნა, თუ ზღვაზე რამდენიმე დღის განმავლობაში წყნარი ამინდია და საკვების მარაგიც
გითავდება?

–შეიძლება ისეთი გემი ააგო, რომელზედაც იქნება ადგილი, რამდენიმე კვირის მარაგი იქონიო,
–უპასუხა ჯერალდმა.

–თუ მეფესავით მდიდარი ხარ, მაშინ შეიძლება. – გაეპასუხა ჰელგი, – თუმცა ასეთი სამეფო
ხომალდი საკმარისია მოხვდეს წყნარ ამინდში, რომ მაშინვე უმწეო და პირველივე მეკობრის
მსხვერპლი გახდება. მეკობრეები კი მრავლად დაეხეტებიან სანაპიროზე ჩვენი ადგილებიდან
იომსბორგამდე. ხოლო თუ გემს ღუზაზე მიაბამ და ბანაკს ნაპირზე გაშლი, მაშინ სადღა იპოვი
თავშესაფარს, როცა მტრები შეგნიშნავენ?

ჯერალდმა ვერაფერი უპასუხა. მაშინ ტორგუნამ ჩუმად ჩაილაპარაკა:

– ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს სიახლეს. მე კი მგონია, ეს ჩინებული აზრია.

მან ოდნავ გაუღიმა ტორგუნას, მოიკრიბა ძალ-ღონე და დაიწყო ახსნა, როგორ უნდა გაიგო,
ღრუბლიან ამინდშიც კი, საითკენ არის ჩრდილოეთი.

– მოიპოვება ქვები, რომლებსაც, როცა თოკზე ჩამოკიდებ, ყოველთვის ჩრდილოეთს უჩვენებენ,


– განმარტა მან.

მე რბილად შევნიშნე, რომ ეს ძალზე საინტერესოა. მაგრამ უნდა გვქონდეს ასეთი ქვები, ან თუ
მან იცის, სად შეიძლება მათი შოვნა, გვითხრას, მე კი ვთხოვ ვაჭარს და ჩამოვატანინებ-მეთქი.
მაგრამ მან არ იცოდა და კარგა ხანს დუმდა. კეტილს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ტორგუნამ
ისეთი თვალებით გადახედა, რომ კრინტი არ დაუძრავს. თუმცა მისი სახე უსიტყვოდაც ამბობდა,
ეს ჯერალდი დიდი ცრუპენტელა ვინმეაო.

კარგა ხნის შემდეგ პირქარმა დაქროლა. აფრა მოვხსენით და ნიჩბებს მოვკიდეთ ხელი.
ჯერალდი მონდომებით და ენერგიით მეხმარებოდა, მაგრამ გამოუცდელი იყო, ხელები კი ისეთი
ნაზი ჰქონდა, რომ მალე მთლად დაუსისხლიანდა. შევთავაზე, ცოტა დაესვენა, მაგრამ
ჯიუტობდა და ხელს არ უშვებდა ნიჩბებს.

როცა ვუყურებდი, როგორ თანაბრად იხრებოდა იგი წინ და უკან ნიჩბების ნაღვლიანი ხმების
რიტმში, ხოლო ნიჩაბი კი იმ ადგილას, სადაც ხელით ეჭირა, სისხლისაგან წითელი და სველი
იყო, მასზე ვფიქრობდი. ყველაფერი, რისთვისაც არ უნდა მოეკიდა ხელი, რასაც ხუმრობაში
გააკეთებდა ყოველი მამაკაცი, ჯერალდს ძალზე ცუდად გამოუდიოდა, – მაშინ ასე მეჩვენებოდა,
რადგან მომავალი ვერ შევიცანი, არც ის მსიამოვნებდა, ტორგუნა ხშირად რომ შეაჩერებდა
ხოლმე მასზე მზერას. უმიწო, უფულო და სულმთლად უმწეო ჯერალდი არაფრად
გამოადგებოდა ქმრად ჩემს ქალიშვილს. და მაინც მომწონდა იგი, არ ვიცი, სიმართლეს ჰყვებოდა
თუ უჭკუობით მოსდიოდა, მაგრამ ერთი კია, ვგრძნობდი, არ ტყუოდა, რაღაც უჩვეულო მის
მოსვლაშიც იყო. ნიკაპზე სამართებლისაგან განაჭერიც შევნიშნე, ეს სამართებელი მე ვათხოვე.
მითხრა, არ ვიცი ხმარება და უმჯობესია წვერს მოვუშვებო. ყველანაირად ცდილობდა რამეში
გამომდგომოდა. საინტერესოა, ვფიქრობდი გუნებაში, როგორ მოვიქცეოდი, შემთხვევით მის

130
ჯადოსნურ ქვეყანაში რომ მოვხვედრილიყავ, ხოლო ჩემსა და ჩემს სახლს შუა მარადისობა
ჩამოწოლილიყო-მეთქი.

ალბათ ამ სიბრალულმა შეძრა ტორგუნას გულიც. ქალები უცნაური არსებანი არიან, ქურუმო, და
შენ, რომელსაც მათთან არა გესაქმება რა, ალბათ ვერ ჩაწვდები და გაუგებ მათ ისევე, როგორც
მე. მე ხომ, მეტი რომ არ ვთქვათ, ორმოცდაათამდე ქალთან მეძინა ექვს სხვადასხვა ქვეყანაში.
ზოგჯერ მგონია, რომ თვითონაც არ ესმით საკუთარი თავის. დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი
– ეს უდიდესი საიდუმლოებებია, რომელსაც ვერავინ ვერ შეიცნობს, მაგრამ ქალი უფრო ახლოს
არის ჭეშმარიტებასთან, ვიდრე მამაკაცი.

ზურგის ქარი გაძლიერდა. ტყვიისფერი ღრუბლები ჩამოწვა. ზღვა ფოლადისფერი გახდა და


აღელდა. გაჭირვებით მივიწევდით წინ. მზის ჩასვლისას ძალ-ღონე გამოგველია და იძულებული
შევიქენით, პატარა უკაცრიელ ყურეში შევსულიყავით და ნაპირზე რაღაც ბანაკის მსგავსი
მოგვეწყო.

შეშა და ფიჩხი წაღებული გვქონდა. აქ ჯერალდმა, თუმცა დაღლილობისაგან ძლივს იდგა ფეხზე,
თავი გამოიჩინა, რადგან მისმა ჯოხებმა კოცონი უფრო ადრე გააჩაღა, ვინემ ფოლადმა და კაჟმა.
ტორგუნამ ვახშამი მოამზადა, ნავი ვერ გვიცავდა და სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.
ტორგუნას ლაბადას ქარი აფრიალებდა, ხოლო თმები კინაღამ ცეცხლის ალს ეხვეოდა. თეთრი
ღამეები იდგა; როცა ცა მუქ ცისფერ კვამლშია გახვეული, ზღვა ფოლადის დაჭმუჭვნილ ფურცელს
ჰგავს, ხოლო ნაპირი ოდნავ არის ამაღლებული ღრუბელთა სამეფოზე. ლაბადაში გახვეული
მამაკაცები კოცონთან გაყინულ ხელებს ვითბობდით და ხმას არ ვიღებდით.

მინდოდა, როგორმე გამემხიარულებინა ხალხი და ვუბრძანე, ყველაზე მაგარი ლუდის კასრი


გაეხსნათ. ალბათ ბოროტმა ნორნამ თუ ჩამაგონა. თორემ... მაგრამ სად წაუხვალ ბედის
მსახვრალ ხელს? ის-ის იყო აშიშხინდა ცეცხლზე ცხვრის ბარკალი და ქონის შხეფები ავარდა,
ჩვენ კიდევ უფრო ძლიერად ვიგრძენით კუჭში სიცარიელე და ლუდმაც სწრაფად დაგვრია ხელი.
მახსოვს, თმიანი რაგნარ შარვალჩამოხეულის სიკვდილისწინა სიმღერას ვკითხულობდი და ამას
მხოლოდ იმიტომ ვაკეთებდი, რომ ასეთი სურვილი მქონდა.

ტორგუნა იმ ადგილას მივიდა, სადაც ჯერალდი კი არ დამჯდარა, დაენარცხა. შევნიშნე, როგორ


მსუბუქად გადაუსვა თმებზე ხელი. ეს არც კეტილ იალმარსონს გამოჰპარვია.

– თქვენს ქვეყანაში არ იციან ლექსები? – ჰკითხა მან.

– ისე არა, როგორც აქ, – უპასუხა ჯერალდმა და ახედა. წამით ისინი თვალმოუშორებლივ
შესცქეროდნენ ერთმანეთს, – ჩვენში უფრო ხშირად მღერიან, ვიდრე ლექსებს კითხულობენ, აი,
გიტარა რომ მქონდეს... ეს არფის მსგავსი ინსტრუმენტია.

– აჰა, მაშ შენ ირლანდიელი აშუღი ხარ! – მიუხვდა იალმარი. არ ვიცი, რატომ დამამახსოვრდა ასე
კარგად ჯერალდის სიტყვები თავის ენაზე. დიახ, დამამახსოვრდა ის სიტყვები, ღიმილით რომ
თქვა: Only on me mother's side, begorra…3

3
მხოლოდ დედაჩემის მხარეს, ერთ-ერთი წინაპარი მაწანწალა იყო...

131
თუმცა მნიშვნელობა არ მესმოდა; ალბათ, ეს რაღაცნაირი წყევლა იყო.

– გვიმღერე რამე, – სთხოვა ტორგუნამ. – ახლავე, ოღონდ მოვიფიქრებ, – უპასუხა მან. – მე ხომ
ნორვეგიულად უნდა ვთარგმნო ლექსი, რომ გაგაგებინოთ.

ცოტა ხნის შემდეგ ღამის სიბნელეს გაჰყურებდა და მღეროდა. მისი სიმღერა მომეწონა.
დაახლოებით ასეთი იყო: „ტოვებ ჩვენს ველ-მინდორს და ცეცხლოვანი თვალებით თან მიგაქვს
მზე, რომელიც სიცოცხლეს მინათებს“.4

მხოლოდ ეს სიტყვები დამამახსოვრდა და კიდევ ის, რომ სიმღერის ტექსტი ცოტა თამამი იყო.

როცა იმღერა, იალმარმა და გრიმმა ხორცს დახედეს, ხომ არ შემწვარაო. ჩემს ასულს თვალებზე
ცრემლები შევნიშნე.

– ჩინებული სიმღერაა! – თქვა მან.

კეტილი წელში გამართული იჯდა. ცეცხლოვანი ჩრდილები დასთამაშებდა სახეზე.

– ბოლოს და ბოლოს, მივხვდით, რის გაკეთება შეუძლია ამ ახალგაზრდას! – თქვა მან. მისი ხმა
უხეშად აჟღერდა. – მხარ-თეძოზე წამოწოლილმა უმღეროს ქალიშვილებს. დაე, ასე გემსახუროს,
შენ, ოსპაკ.

ტორგუნა გაფითრდა, ჰელგიმ კი შუბს სტაცა ხელი. ჯერალდს სახე გაუშავდა და ხრინწიანი ხმით
უთხრა:

– შენ არა გაქვს უფლება, ასე ილაპარაკო. უკანვე წაიღე შენი სიტყვები.

კეტილი წამოდგა.

– არა, – თქვა მან, – მე არ მოვიხდი ბოდიშს იმ უსაქმურის წინაშე, რომელიც პატიოსანი


მეპატრონის ხარჯზე ცხოვრობს.

იგი გაშმაგდა, მაგრამ ჭკუა ეყო, რომ ჩემს ოჯახს არ შეხებოდა და მხოლოდ ჯერალდი
შეურაცხეყო, თორემ მას და მამამისს ჩვენ ოთხთან ექნებოდა საქმე. ჯერალდიც წამოდგა და
მუშტებ-მომარჯვებულმა ჰკითხა:

– თანახმა ხარ, გვერდზე გადავწყვიტოთ ჩვენი დავა?

– სიამოვნებით.

4
ინგლისურ ვერსიაში წერია: From this valley they tell me you're leaving,
I shall miss your bright eyes and sweet smile.
You will carry the sunshine with you,
That has brightened my life all the while… -- ეს არის სიმღერა Red River Valley.

132
კეტილი შემობრუნდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ნავიდან თავისი ფარი ამოიღო. ჯერალდი
მიჰყვა. გაქვავებულმა ტორგუნამ, რომლის სახეზე უდიდესი შიში აღბეჭდილიყო, უცებ ხელი
დასტაცა ნაჯახს და უკან დაედევნა მათ.

– უიარაღოდ მიდიხარ? – დაუყვირა მან.

ჯერალდი შეჩერდა, მას ვერაფერი გაეგო.

– ეგ მე არ მჭირდება ჩაილაპარაკა მან. მუშტები...

ყოყოჩა და თავის თავზე დიდი წარმოდგენის კეტილი გასწორდა, შუბი იშიშვლა და თქვა:

– შენ, რა თქმა უნდა. ისეთივე ბრძოლა გეცოდინება, როგორც შენი მიწა-წყლის მონებმა იციან.
ამიტომ ბოდიშს თუ მომიხდი, ყველაფერი მოგვარდება.

ჯერალდი მოკუნტული იდგა. იგი თვალმოუშორებლივ, როგორც ბრმა, შეჰყურებდა ტორგუნას,


თითქოს ეკითხებოდა, როგორ მოვიქცეო. ტორგუნამ ნაჯახი მიაწოდა.

– მაშ, შენ გინდა, რომ მოვკლა იგი? – ჩაიჩურჩულა მან.

– დიახ. – იყო მისი პასუხი.

და მე მივხვდი, რომ ტორგუნას უყვარდა ჯერალდი, თორემ აბა, რატომ არ სურდა დაეშვა მისი
შერცხვენა.

ჰელგიმ მუზარადი მიაწოდა. მან ჩამოიცვა, აიღო ნაჯახი და კეტილისაკენ წავიდა.

– რაღაც არ მომწონს, – შენიშნა იალმარმა, – შენ უცხოელის მხარეზე ხარ, ოსპაკ.

– არა, – ვუპასუხე მე, – იგი ჩემი არც ღვიძლი ძმაა და არც ძმადნაფიცი. ეს ჩხუბი მე არ მეხება.

– ძალიან კარგი, – გაუხარდა იალმარს, – სრულიადაც არ მინდა შენთან ჩხუბი, ჩემო მოყვარევ.
შენ ყოველთვის კეთილი მეზობელი იყავი ჩემი.

ჩვენ ერთად წავედით წინ და მეტოქეთათვის მოედანი შემოვხაზეთ. ტორგუნას სურდა


ჯერალდისათვის შუბი მეთხოვებინა, რომ მასაც ესარგებლა ფარით. მაგრამ მან რაღაც უცნაურად
შემომხედა, ნაჯახი მირჩევნიაო, – მითხრა. ის და კეტილი ერთმანეთის პირდაპირ დადგნენ და
ბრძოლა დაიწყო.

ეს ჩვეულებრივი ორთაბრძოლა არ ყოფილა, სადაც წესები გარკვეულია და დარტყმებიც რიგით


ხდება, სადაც პირველივე გამოჩენა სისხლისა გამარჯვებაა. არა, ესენი სასიკვდილოდ
ებრძოდნენ ერთურთს. კეტილი წინ გაიჭრა და მისმა შუბმა ხმაურით გაკვეთა ჰაერი. ჯერალდმა
კი უკან დაიხია და მოუხერხებლად იქნევდა ნაჯახს. ნაჯახი წკრიალით აისხლიტა კეტილის
ფარმა. ჭაბუკმა ჩაიცინა და შუბი ფეხებზე მიუსვ-მოუსვა ჯერალდს. მის შარვალზე წითელი
ლაქები შეენიშნე.

133
ეს თავიდასვე ნამდვილი მკვლელობა იყო, ჩანდა, ჯერალდს არასოდეს სჭეროდა ხელში ნაჯახი.
ერთხელ მან ნაჯახი ტარით მოუქნია. კეტილი კარგა ხნის წინ განგმირავდა მას, შუბი რომ არ
დაჰბლაგვებოდა, მუზარადმა აისხლიტა იგი და ჯერალდიც სწრაფად წამოხტა. ჭრილობებისაგან
დასუსტებული უკვე ბარბაცებდა.

– შეწყვიტეთ ბრძოლა! – იყვირა ტორგუნამ და მათკენ გაექანა. ჰელგიმ ხელი სტაცა მას და ძალად
დააბრუნა თავის ადგილზე, მაგრამ გამწარებული ტორგუნა უსხლტებოდა და ჰელგის გრიმი
მიეშველა.

შევნიშნე, ჩემი ვაჟი განაწყენებული იყო, კერლს კი ბოროტი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.

ჯერალდი ტორგუნასკენ შემობრუნდა. კეტილის შუბის პირი ჯერალდის მარცხენა ხელზე


დაცურდა და ნაჯახი გააგდებინა. კეტილი ღმუოდა, მზად იყო. იქვე ჩაეძაღლებინა მეტოქე. მაშინ
ჯერალდმა პისტოლეტი ამოიღო, ძაღლის ყეფასავით გაიხმაურა რაღაცამ. კეტილი დავარდა,
სიმწრისაგან დაიკლაკნა და გაქვავდა. მას ქვედა ყბა და კეფა ჰქონდა გახვრეტილი.

მძიმე სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ქარი ღრიალებდა და ტალღების დგაფუნის ხმა ისმოდა.

იალმარი წინ წადგა. მწუხარებისაგან სახე დამანჭოდა, მაგრამ თავი ღირსეულად ეჭირა.
მუხლებზე დაიჩოქა და შვილს თვალები დაუხუჭა, თითქოს ეუბნებოდა, შურს ვიძიებო.

– ეს ჯადოქრობაა. შენ კანონგარეშედ უნდა გამოგაცხადონ.

–არავითარი ჯადოქრობა არ არის ამაში, – ყრუდ ჩაილაპარაკა ჯერალდმა. – ეს მშვილდისარივით


არის. სხვა გზა არა მქონდა. მე ხომ ადრევე შევთავაზე მუშტებით გვებრძოლა.

მე შუაში ჩავდექი. ეს საქმე ტინგმა უნდა გადაწყვიტოს-მეთქი. ალბათ იალმარი დასთანხმდება


მიიღოს გამოსასყიდი მოკლული შვილისათვის, – ვთქვი მე.

– მე ხომ თავდაცვის დროს შემომაკვდა იგი, – შემეკამათა ჯერალდი.

– სულერთია, გამოსასყიდი უნდა გადაიხადო, თუკი კეტილის სანათესაო თანახმა იქნება. –


ავუხსენი მე. – ასეთი იარაღის გამო კი, მგონი, ორმაგად გადაგახდევინებენ მაგრამ ამას ტინგი
გადაწყვეტს.

იალმარს მრავალი ვაჟიშვილი ჰყავდა. ჯერალდი კი არ ეკუთვნოდა მისი მოსისხლე მტრების


ოჯახს. ამიტომ ვგრძნობდი, რომ იალმარი უარს არ იტყოდა გამოსასყიდზე. მან
თავშეკავებულად ჩაიცინა და მაინც იკითხა, კაცი, რომელსაც არა აქვს ფული, სად იშოვის ამდენ
ვერცხლსო.

ყინულივით მშვიდმა ტორგუნამ წინ წადგა ნაბიჯი და განაცხადა, რომ ჩვენ გადავიხდიდით
გამოსასყიდს. მე პირი გავაღე, მაგრამ, როგორც კი დავინახე მისი თვალები, თანხმობის ნიშნად
თავი დავუქნიე.

– დიახ, – დავეთანხმე, – მშვიდობის გულისათვის.

– მაშასადამე, შენ გინდა, ამ ჩხუბში მონაწილეობა მიიღო, ასეა, არა? – მკითხა იალმარმა.

134
– არა, – ვუპასუხე მე, – ეს კაცი ჩემი სისხლისა არ არის, მაგრამ, განა არ შემიძლია, თუ მოვისურვებ,
საჩუქრად ფული მივცე, მან კი როგორც უნდა ისე გამოიყენოს?

იალმარს გაეღიმა. თვალის უპეებში დარდი ჩაჰგუბებოდა, მაგრამ ძველი მეგობარივით


შემომცქეროდა.

– ეს კაცი ალბათ მალე შენი სიძე გახდება, ოსპაკ, – თქვა მან, – ასე მოხდება უეჭველად. მაშინ ხომ
იგი შენი ოჯახის წევრი შეიქნება. და შენი ახლანდელი სურვილი, დაეხმარო მას, მის მხარეზე
დაგაყენებს.

– და მერე რა? – ჩუმად იკითხა ჰელგიმ.

– ის, რომ თუმცა დიდად ვაფასებ შენს მეგობრობას, მაგრამ ვაჟიშვილები მყვანან. ისინი ცუდად
შეხვდებიან ძმის სიკვდილს და მოისურვებენ შური იძიონ ჯერალდ სემსონზე, თუნდაც თავისი
სახელის ღირსებისათვის და ამდენად ჩვენი ოჯახები ვეღარ იმეგობრებენ. ერთ მკვლელობას
მეორე მოჰყვება. წინათაც ასე ხდებოდა. – იალმარმა ამოიოხრა, – მე არ მსურს შენთან ჩხუბი,
ოსპაკ, მაგრამ თუ შენ მკვლელის მხარეს დაიჭერ, ყველაფერი სხვაგვარად შეტრიალდება.

წამით დავფიქრდი. წარმოვიდგინე ჰელგი, ან რომელიმე ჩემი ვაჟიშვილთაგანი თავგაჩეხილი,


მიწაზე გაშოტილი ან იძულებული, დატოვოს სახლი და იბრძოლოს იმ ადამიანის გულისათვის,
რომელიც არასოდეს უნახავთ, ისიც წარმოვიდგინე, რომ ამიერიდან ნაფოტის შესაგროვებლად
სანაპიროზე შეიარაღებული უნდა წავსულიყავით, დაძინებულებს კი მუდამ იმის შიში უნდა
გვქონოდა, რომ დილით იარაღასხმული ხალხით გარშემორტყმული სახლი არ გვენახა.

– კარგი. შენ მართალი ხარ, იალმარ, უკან მიმაქვს ჩემი წინადადება. ეგ საქმე თვითონ უნდა
გადაწყვიტოთ.

და ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.

ტორგუნამ ჩუმად შეჰკივლა და ჯერალდისაკენ გაექანა. მან მკერდზე მიიკრა იგი.

– რას ნიშნავს ყოველივე? – ჰკითხა ჩუმად.

– მეტს ვეღარ გაგაჩერებ შინ, – ვუპასუხე მე, – მაგრამ შენ რომელიმე გლეხი მოგცემს
თავშესაფარს. იალმარი კანონის პატივისმცემელი კაცია და არას გავნებს, სანამ ტინგი არ
გადაწყვეტს შენს ბედს. ეს კი შუა ზაფხულამდე არ მოხდება. მანამდე კი იქნებ შეძლო
ისლანდიიდან წასვლა.

– ასეთმა უმაქნისმა, როგორიც მე ვარ? – პასუხად მწარედ ჩაიცინა მან.

ტორგუნა დაუსხლტა ჯერალდს ხელიდან და მრისხანებით ანთებულმა დამიყვირა, რომ მე


მხდალი, ფიცისგამტეხი ვარ და კიდევ ბევრი სხვაც მითხრა. დავაცალე. ბოღმა ამოენთხია,
შემდეგ მხარზე ხელი დავადე და ვუთხარი:

135
– მხოლოდ ოჯახის გამო. სახლი და ოჯახი წმინდათა წმინდაა. მამაკაცები კვდებიან, ქალები
ტირიან, მაგრამ სანამ მოდგმა არსებობს, ჩვენი სახელები ეხსომებათ. განა შენ გაქვს უფლება,
შენს სურვილს ათეული ადამიანი შესწირო?

იგი კარგა ხანს იდგა მდუმარედ. და რას მიპასუხებდა, დღესაც არ ვიცი, მაგრამ აქ ჯერალდი
ალაპარაკდა.

– დიახ, ალბათ შენ მართალი ხარ ოსპაკ, მართალი ხარ შენი საუკუნის კანონის თვალსაზრისით,
ეს ჩემი საუკუნე არ არის.

მან ჯერ მე გამომიწოდა ხელი, შემდეგ ჰელგის, თრთოლვით შეახო ბაგეები ტორგუნას ღაწვებს
და სიბნელეში გაუჩინარდა...

შემდეგ ყური მოვკარი, რომ ჰემპეგა ფელის არენდატორ ტორვალდ ხოლსონთან ამუშავებდა
მიწას, მაგრამ თურმე მისთვის არა უთქვამს რა. ალბათ იმედი ჰქონდა, დამივიწყებენ, მანამდე კი
აღმოსავლეთში გავალო. მაგრამ ხმები მაინც დაირხა.

მახსოვს, როგორ იკვეხნიდა: შეერთებულ შტატებში ადამიანები ერთმანეთს დედამიწის ყოველი


კუთხიდან ელაპარაკებიანო. მას ვერც კი წარმოედგინა, რაკი მამულები შორიშორს გვქონდა, რომ
ასე სწრაფად მოედებოდა ყველას ჭორი. ერთ დღეს ტორვალდის ვაჟიშვილი ჰლორფი რაღაც
საქმეზე მოსალაპარაკებლად მივიდა ბრენდთან და რა თქმა უნდა, ახსენა უცხოელი. მალე
კუნძულის მთელმა დასავლეთმა ნაწილმა იცოდა ეს ამბავი. ჯერალდს რომ სცოდნოდა,
აუცილებელი იყო, პირველივე მამულში, სადაც გაჩერდა, უნდა ეამბნა ყველაფერი, მაშინ მას
არავითარი საფრთხე არ დაემუქრებოდა, ყოველ შემთხვევაში ტინგის მოწვევამდე მაინც.
იალმარი და მისი ვაჟიშვილები წინდახედულები არიან და არასოდეს არ მოკლავენ კაცს,
რომელსაც კანონი იცავს. ჯერალდი კი საიდუმლოდ ინახავდა მომხდარს. ეს კი როგორც
მკვლელს, კანონგარეშედ აქცევდა. იალმარი თავისი ნათესავებით მიადგა ჰემპეგ ფელს და
ჯერალდს უბრძანა გარეთ გამოსულიყო. ჯერალდმა პისტოლეტი იმარჯვა და ბორცვებს შეაფარა
თავი. მტრები დაედევნენ. რამდენიმე კაცი დაიჭრა, ერთი მოკვდა და ამ სიკვდილის გამოც უნდა
ეძიათ შური.

ჯერალდი ალბათ ფიქრობდა, რომ ამ უჩვეულო იარაღით სიმხნევეს დააკარგვინებდა მათ. მან
უეჭველია, არ იცოდა, რომ თითოეული ადამიანი მაშინ კვდება, როცა უწერია, არც უფრო ადრე,
არც უფრო გვიან, ამიტომ სიკვდილის შიშს აზრი ეკარგება.

ბოლოს და ბოლოს, როცა გარს შემოერტყნენ, მისი პისტოლეტი რატომღაც მიჩუმდა. მაშინ მან
ერთ-ერთი მოკლულის შუბს სტაცა ხელი და ისე მამაცურად იცავდა თავს, რომ ულფ იალმარსონი
დღესაც კოჭლობს. ვაჟკაცურად ეჭირა თავიო, – ეს თვით მისმა მტრებმა აღიარეს, ალბათ, იქ,
შეერთებულ შტატებში, ყველანი ჯადოქრები არიან, მაგრამ სიმამაცეს ვერ წაართმევ. როცა
მოკლეს, გვამი უკანვე წამოათრიეს და მის სულს რომ არ ეხეტიალა სახლებში (ისიც უეჭველია,
ჯადოქარი იქნებოდა), გვამი დაწვეს და მთელი მისი ქონება ცეცხლს მისცეს. მაშინ დავკარგე
ჯერალდის ნაჩუქარი დანაც.

136
ყორღანი, სადაც განისვენებს მისი ნეშტი, ჭაობთან არის, აქედან ჩრდილოეთით. ადამიანები ამ
ადგილს გვერდს უვლიან, თუმცა მისი სული არცერთხელ არ გამოჩენილა. ახლა კი, ამდენი ამბის
შემდეგ, თანდათან უფრო და უფრო ავიწყდებათ.

აი, მთელი ისტორია, ქურუმო, რაც ვნახე და გავიგონე. უმრავლესობას ჯერალდ სემსონი გიჟი
ჰგონია, მე კი მჯერა, რომ იგი ნამდვილად სხვა საუკუნიდან მოვიდა ჩვენთან და მისი უბედურება
იმაში იყო, რომ ძალიან ადრე მოვიდა. არ შეიძლება უმწიფარი მოსავლის აღება. აი, მე ვხედავ
მომავალს, ათასი წლის შემდეგ რომ დადგება, როცა ადამიანები იფრენენ ჰაერში, იმოგზაურებენ
უცხენო საზიდრებით და ერთი დარტყმით აღგვიან პირისაგან მიწისა ქალაქებს, ვფიქრობ
მაშინდელ ისლანდიაზე, ახალგაზრდებზეც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც
მოვლენ ჩვენს ქვეყანაში აღსასრულის წელს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანმა ველზე
ხეტიალის დროს შენიშნოს პატარა ყორღანი და გაიფიქროს: ნეტავი რომელი ძველი მხედარი
განისვენებსო აქ. იქნებ კიდეც მოუნდეს იმ შორეულ წარსულში ჩაიხედოს, როცა ეს მხედარი
ცხოვრობდა და ადამიანები თავისუფლები იყვნენ...

137
ტრავმირებული

რობერტ შეკლი (მთარგმნელი – ნ. კალანდარიშვილი)

მისამართი:

ცენტრი,

კანტორა 41

რევიზორ მიგლიზს

მენარდე კარიენომენისაგან,

მეტაგალაქტიკა „ატალა“.

ძვირფასო რევიზორო მიგლიზ!

ამ ბარათით გაცნობებთ, რომ თანახმად # 13371 A ხელშეკრულებისა, შევასრულე სანარდე


სამუშაოები კოსმოსის სექტორში. ცნობილი შიფრით „ატალა“ შევქმენი 549 მილიარდი
გალაქტიკისაგან შემდგარი 1 (ერთი) მეტაგალაქტიკა თანავარსკვლავედთა სტანდარტული
განაწილებით, ცვალებადი და ახალი ვარსკვლავებით და ასე შემდეგ. იხილეთ თანდართული
გაანგარიშება. მეტაგალაქტიკა „ატალას“ გარეთა საზღვრები აღნიშნულია თანდართულ რუკაზე.
მე, მთავარი დამპროექტებელი, ჩემი სახელითა და მთელი ფირმის სახელით რწმენას
გამოვთქვამ, რომ შეუდარებელი მხატვრული ღირებულების მქონე ნაწარმოების სადარი მტკიცე
ხელსაწყო შევქმენით. გთხოვთ, აწარმოოთ ინსპექცია.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შესრულებისათვის მოველი


დაპირებულ გასამრჯელოს.

პატივისცემით,

კარიენომენი

დანართი: კონსტრუქცია 1-ის ანგარიში.

მეტაგალაქტიკა „ატალა" 1-ის რუკა.

138
***

მისამართი:

მშენებლობა 334 132,

დამ. 12 შტაბი

მენარდე კარიენომენს

რევიზორ მიგლიზისაგან

RE: მეტაგალაქტიკა „ატალა“.

ძვირფასო კარიენომენ!

გადავსინჯეთ თქვენი ნამუშევარი და შესაბამისად ვიმსჯელეთ გასამრჯელოს გადახდაზე.


მხატვრული ღირებულება?! იქნებ ასეც არის. მაგრამ მშენებლობის პირველი რიგის ამოცანა ხომ
არ დაგვიწყებიათ?

მინდა გაგახსენოთ: თანმიმდევრობა და კიდევ თანმიმდევრობა.

დათვალიერებისას ჩვენმა ინსპექტორებმა მრავალი ისეთი მოვლენა აღმოაჩინეს, რაც არ არის


მოტივირებული თვით მეტაგალაქტიკის ცენტრის გარშემოც კი, ასე ვთქვათ, იმ ზონაში, რაც
უფრო კეთილსინდისიერად უნდა ყოფილიყო შესრულებული. ასე არ შეიძლება გაგრძელდეს.

კიდევ კარგი, რომ ეს ზონა უკაცრიელია.

მაგრამ ჯერ ყველაფერი არ მითქვამს. ხომ არ მოიღებთ მოწყალებას და აგვიხსნით თქვენს მიერ
შექმნილ სივრცობრივ ფენომენებს? რა ეშმაკად ჩართეთ გალაქტიკაში წითელი მონაცვლეობა?
წავიკითხე თქვენი ახსნა-განმარტებითი ბარათი და, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უაზროა.
როგორ უყურებენ ამგვარ მოვლენას პლანეტათა დამკვირვებლები? ჩანაფიქრის მხატვრულობა
ვერ გაგამართლებთ. მერე კიდევ, ეს რა ატომი გამოგიგონიათ? ხომ არ ცდილობთ, დანაზოგი და
ყოველგვარი ნაყარნუყარი შემოგვასაღოთ? მნიშვნელოვანი პროცენტი ატომებისა
არამდგრადია. მცირეოდენი შეხებისას, ის კი არა, ხელშეუხებლადაც იშლებიან. ეცადეთ, რაიმე
სხვა საშუალება გამოიგონოთ მზეების ასანთებად. თან ვურთავთ საბუთს, რომელშიც
შეჯამებულია ჩვენი ინსპექტორების შენიშვნები. სანამ სამუშაო არ დამთავრდება,
ანაზღაურებაზე ზედმეტია ლაპარაკი.

სწორედ ამ წუთში მომახსენეს უფრო სერიოზულ შეცდომაზე. როგორც ჩანს, დიდი


გულმოდგინებით არ გამოგიანგარიშებიათ სივრცობრივი სხეულის დეფორმაციის ძალა. ერთ-
ერთი თქვენი გალაქტიკის პერიფერიაზე აღმოჩენილია ბზარი დროში. ამჟამად დიდი არ არის,
მაგრამ შეიძლება იმატოს. გირჩევთ, დაუყოვნებლივ შეუდგეთ მის გამოსწორებას, სანამ ერთი-
ორი გალაქტიკის გადაკეთება მოგიხდებოდეთ.

139
ამ ბზარში მოხვედრილი პლანეტის ერთ-ერთი მცხოვრები თქვენი გაუფრთხილებლობის
წყალობით ერთ ადგილზე მიეჯაჭვა, გირჩევთ, ეს შეცდომა მანამდე გამოასწოროთ, ვიდრე ეს
მცხოვრები მიზეზ-შედეგობრივი ნორმალური ჯაჭვიდან არ ამოვარდნილა...

თუ აუცილებელი გახდა, პირადად დაუკავშირდით მას.

გარდა ამისა, როგორც გავიგე, ზოგიერთ თქვენს პლანეტაზე ისეთი მოვლენები ხდება, რაც
არაფრით არ არის მოტივირებული: მფრინავი ძროხები, მოარული მთები, მოჩვენებები და
ამგვარნი. ყველა ეს მოვლენა აღნიშნულია საჩივრის ოქმში.

კარიენომენ, ჩვენ ვერ შევურიგდებით ამგვარ სისულელეებს. იმ გალაქტიკებში, რომლებიც


ახლად უნდა შეიქმნას, სასტიკად აკრძალულია პარადოქსები, რადგან პარადოქსი უეჭველად
ქაოსს მოასწავებს. ამ საკითხს ნუღარ გადასდებთ. არ ვიცი, ხვდება თუ არა თქვენს მიერ
ტრავმირებული კაცი, რა სჭირს.

მი გ ლ ი ზ ი.

დანართი: საჩივრის ოქმის შემოწმებული ასლი – 1.

***

კეი მასრინმა ჩემოდანში ბოლო კოფთა ჩადო და ქმარს დააკეტვინა.

– მაშ ასე, – თქვა ჯეკ მასრინმა, თან ხელით აწვებოდა გატენილ ჩემოდანს. – გამოემშვიდობე შენს
ქონებას.

– ცოლ-ქმარმა თვალი მოავლო ავეჯით გაწყობილ ოთახს, სადაც ეს ბოლო წელიწადი იცხოვრეს.

– მშვიდობით, ჩემო ავლადიდებავ, – ჩაიბურტყუნა კეიმ, – მატარებელზე არ დაგვაგვიანდეს.

– ჯერ კიდევა გვაქვს დრო, – მასრინი კარისაკენ წავიდა. – ბედნიერ5 კაცს არ გამოვემშვიდობოთ?

ასე ეძახდნენ სახლის პატრონს, მისტერ ჰარფს, რადგან თვეში ერთხელ იღიმებოდა, როცა ბინის
ქირას გადაუხდიდნენ ხოლმე. რაღა თქმა უნდა, ფულს მიიღებდა თუ არა, ბაგეებს
ჩვეულებისამებრ მოკუმავდა.

– რა საჭიროა, – შეეკამათა კეი და კოსტუმი გაისწორა. – ერთიც ვნახოთ, წარმატება გვისურვა,


მაშინ რაღა ვქნათ?

5
ინგლისური თქმულების მიხედვით, ბედნიერი ადამიანები იშვიათად იღიმებიან.

140
– მართალი ხარ, – კვერი დაუკრა მასრინმა. – არა ღირს ახალი ცხოვრების დაწყება ბედნიერის
ლოცვა-კურთხევით. ამას მირჩევნია, ენდორელმა კუდიანმა6 დამწყევლოს.

მასრინი კიბის ბაქანზე გამოვიდა, კეიც უკან გაჰყვა.

მასრინმა პირველი სართულის ბაქანზე ჩაიხედა, ფეხი ჩადგა კიბეზე და შეჩერდა.

– რა მოხდა? – ჰკითხა კეიმ.

– ხომ არაფერი დაგვვიწყებია? – თქვა მოღუშულმა მასრინმა.

– ყველა უჯრა გადავქექე; საწოლქვეშაც შევიხედე. წამო, დაგვაგვიანდება.

მასრინმა კვლავ ჩაიხედა დაბლა. რაღაც აწუხებდა. თავს ძალას ატანდა, რომ ჩქარა
მოეფიქრებინა, რა იყო მიზეზი. რაღა თქმა უნდა, ფული არ დარჩენიათ, წინათ ასეთ უბრალო
საქმეებზე არ ღელავდა. თუმცა აიოვაში, მაგრამ მასწავლებლის ადგილი ხომ მაინც იშოვა.
მთელი წელი იმუშავა წიგნის მაღაზიაში და ბედმა გაუღიმა. ყველაფერი რიგზე იქნება, მაშ, რა
აღელვებს?

ერთ კიბეზე ფეხი ჩადგა და ისევ შეჩერდა, რაღაც უცნაური შეგრძნება დაუფლებოდა და
თანდათან უძლიერდებოდა. თითქოს არსებობდა ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა.
კეი მასრინს მიუბრუნდა:

– ნუთუ ასე გეზარება გამგზავრება? წავიდეთ, თორემ ბედნიერი ერთი თვის ქირას კიდევ
დაგვცინცლავს. რა საოცარია, ფული აღარა გვაქვს.

მასრინი კიდევ ყოყმანობდა, კეიმ ქმარს გაუსწრო და მსუბუქად ჩაირბინა კიბე.

– ხედავ? – აგულიანებდა პირველი სართულის ბაქნიდან. – რა ადვილია, გაბედე! მოდი, პატარავ,


დედასთან!

მასრინმა გულში შეიგინა და კიბეზე დაეშვა. საოცარი შეგრძნება გაუძლიერდა.

მერვე საფეხურზე რომ ჩადგა ფეხი...

თვალის დახამხამებაში შეიცვალა ყველაფერი. აბიბინებულ მინდორზე იდგა.

მასრინმა ამოიოხრა და თვალები დაახამხამა. ხელში ისევ ჩემოდანი ეჭირა. სად არის ქვიშაქვის
შებათქაშებული კედელი? კეი სადღაა? სადღაა ნიუ-იორკი?

შორს დაბალი, ლურჯი მთა მოჩანდა. იქვე პატარა ტბა იყო. ხეებქვეშ ხალხი იდგა. ასე ათი კაცი
იქნებოდა.

6
ენდორელი ჯადოქარი ან კუდიანი -- „ძველი აღთქმის“ ბიბლიური პერსონაჟი, ქალი, რომელმაც მეფე
საულის თხოვნით წინასწარმეტყველი სამუელის სული გამოიძახა გადამწყვეტი ბრძოლის ბედის
წინასწარ გაგებისათვის.

141
მასრინი გაქვავდა ამ ჩაფსკვნილი, შავგვრემანი, კუნთებმაგარი ხალხის დანახვაზე. ენქერები
ეცვათ. ხელში მოჩუქურთმებული, კრიალა კეტები ეჭირათ.

ხალხი უკან გაჰყვა.

მასრინი საგონებელში ჩავარდა. აღარ იცოდა, ეს ხალხი აოცებდა მას თუ იმათ უფრო უკვირდათ
მისი დანახვა.

აი, ერთმა უცნობმა კაცმა რაღაც ჩაიბურტყუნა და მასრინისაკენ გამოსწიეს. კეტი მოუქნიეს,
მაგრამ ჩემოდანს მოხვდა და უკან გადავარდა.

უცბად გამოერკვა. მასრინი შემოტრიალდა, ჩემოდანი დააგდო და მწევარივით გაიქცა. ვიღაცამ


ისე მაგრად ჩასცხო მასრინს ზურგში კეტი, რომ კინაღამ დაეცა. უცბად ერთ მთასთან აღმოჩნდა
და მერე ზევით, ფერდობისაკენ გაიქცა მთელი სისწრაფით. მის გარშემო ისრები დაფრინავდა.

რამდენიმე მეტრით ზემოთ რომ ავიდა, მიხვდა, ისევ ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო.

***

სულმოუთქმელად ავარდა კიბის ზემო ბაქანზე და გაჩერება ვერც კი მოასწრო, რომ კედელს
დაეჯახა. კეის თავი უკან გადაეწია და ჯერ ისევ პირველი სართულის ბაქანზე იდგა. ქმარი რომ
დაინახა, შეკრთა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

მასრინმა შეხედა ცოლს და მისთვის კარგად ნაცნობ მოლურჯო-ვერცხლისფერ პირქუშ კედლებს.

ველურები არსად ჩანდნენ.

– რა მოხდა? – გაყინული ტუჩებით წაიჩურჩულა კეიმ და კიბეზე ავიდა.

– შენ რაღა დაინახე? – ჰკითხა მასრინმა. ჯერ მთლად ვერ გარკვეულიყო, რა მოხდა. თავში ისევ
იდეები, თეორიები, დასკვნები უტრიალებდა.

კეი ყოყმანობდა, ქვედა ბაგეს იკვნეტდა: „რამდენიმე საფეხურით ქვევით ჩახვედი და უცბად
გაქრი, ვეღარ გხედავდი. ვიდექი დაბლა და გიყურებდი და გიყურებდი... მერე ხმაური გავიგონე.
შენ ისევ გაჩნდი კიბეზე. გარბოდი".

ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა. კარი ღია დატოვეს. კეი მაშინვე საწოლზე ჩამოჯდა. მასრინი ოთახში
დაბორიალობდა, სულს ძლივს ითქვამდა. თავში სულ ახალი იდეები მოსდიოდა. ძლივს
ასწრებდა გაანალიზებას.

– შენ არ დამიჯერებ, – წარმოთქვა ბოლოს.

– რატომ? აბა, სცადე და ამიხსენი!

142
მასრინმა უამბო ველურების ამბავი.

– რომ თქვა მარსზე ვიყავიო, დაგიჯერებ, -- უთხრა კეიმ. – ჩემი თვალით დაგინახე, როგორ
გაჰქრი!

– ჩემოდანი! – უცბად იყვირა მასრინმა. მოაგონდა, როგორ მოისროლა როცა გარბოდა.

– ჯანდაბას ჩემოდანი! – ხელი ჩაიქნია კეიმ.

– უნდა დავბრუნდე, –დაიჟინა მასრინმა.

– არა!

– რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა დავბრუნდე. მისმინე, ჩემო კარგო, რაც მოხდა, დღესავით
ნათელია. დროის რომელიღაც ბზარში ჩავვარდი, რამაც წარსულში გადამაგდო. იმის მიხედვით
თუ ვიმსჯელებთ, რომელმა კომიტეტმა მომიწყო საზეიმო შეხვედრა, იქნებ წინაისტორიულ
ეპოქაში დავეშვი. უეჭველად უნდა დავბრუნდე ჩემოდნისათვის.

– რატომ? – ჰკითხა კეიმ.

– იმიტომ, რომ არ შემიძლია დავუშვა რაიმე პარადოქსი, – მასრინს არც კი გაჰკვირვებია, საიდან
იცოდა ეს. ისეთი რწმენა ჰქონდა საკუთარი თავისა, აღარც კი უფიქრია, როგორ შეიძლებოდა
ამგვარი იდეა მოსვლოდა თავში.

– აბა, თვითონ განსაჯე, – განაგრძობდა იგი, – ჩემი ჩემოდანი წარსულში მოხვდება. ამ ჩემოდანში
ელექტრო-სამართებელი მიდევს, ელვა-შესაკრავიანი რამდენიმე შარვალი, პლასტმასის
ჯაგრისი თმისათვის, ნეილონის ხალათი და ათი-თხუთმეტი წიგნი. ზოგიერთი 1951 წელსაა
გამოცემული. ჩემოდანში მიდევს აგრეთვე „დასავლეთის ზნე-ჩვეულებანი, ეტისონის
მონოგრაფია დასავლეთის ცივილიზაციაზე 1490 წლიდან ჩვენს დრომდე“. რაც ჩემოდანში
მიდევს, ველურებმა შეიძლება ისტორიის მსვლელობის შესაცვლელად გამოიყენონ. ახლა
დავუშვათ, რაღაც ნივთები ხელთ ჩაიგდეს ევროპელებმა, მას შემდეგ, რაც ამერიკას აღმოაჩენენ.
რა გავლენას მოახდენს ეს თანამედროვეობაზე?

– არ ვიცი, – უთხრა კეიმ, – არც შენ იცი.

– დავუშვათ, მე ვიცი, – თქვა მასრინმა. ყოველივე დღესავით ნათელი იყო. აოცებდა, ცოლი
ლოგიკურად რომ ვერ მსჯელობდა.

– აი განვსაჯოთ, – ისევ დაიწყო მასრინმა. – ისტორიას წვრილმანები ქმნიან. აწმყო შედგება


უამრავი მცირე, უმნიშვნელო ფაქტორისაგან, რომლებიც წარსულში ჩამოყალიბდნენ. თუ
წარსულში კიდევ ერთ ფაქტორს შევიტანთ, აწმყოში უეჭველად სხვა შედეგს მივიღებთ. აწმყო
აწმყოა, მისი შეცვლა შეუძლებელია. აი, პარადოქსი. არავითარი პარადოქსები კი არ შეიძლება
არსებობდეს.

– რატომ? – ჰკითხა კეიმ.

მასრინი მოიღუშა. ნიჭიერი გოგონაა, მაგრამ რა ცუდად ესმის მისი აზრები.

143
– დამიჯერე, რასაც ვამბობ, – გარკვევით თქვა მან. – ლოგიკურად აგებულ მსოფლიოში
არავითარი პარადოქსი არ შეიძლება არსებობდეს. მერე ვინ არ უშვებს პარადოქსს? პასუხსაც
მოგახსენებთ. – მე ასე წარმომიდგენია, მსოფლიოში უნდა არსებობდეს რაღაც უნივერსალური,
მარეგულირებელი პრინციპი, – განაგრძობდა მასრინი. – ბუნების ყველა კანონი ამ პრინციპის
ნათელი ხორცშესხმაა. იგი პარადოქსებს ვერ ითმენს, რადგან... რადგან... – მასრინს ესმოდა, რომ
პასუხი დამოკიდებული იყო პირველქმნილ ქაოსზე, მაგრამ არ იცოდა, როგორ და რანაირად.

– როგორც არ უნდა იყოს, ეს პრინციპი ვერ ითმენს პარადოქსებს.

– საიდან მოგდის თავში ასეთი აზრები? – გაოცდა კეი. ჯეკისაგან არასოდეს არ მოუსმენია ამგვარი
სიტყვები.

– კარგა ხანია ამაზე ვფიქრობ, – მიუგო მასრინმა. მას გულწრფელად სჯეროდა, რასაც ამბობდა.
– მხოლოდ საბაბი არა მქონდა, გამომეთქვა. ასეა თუ ისე, ჩემოდნის მოსატანად უნდა
დავბრუნდე.

იგი ბაქანზე გამოვიდა, თან კეი ახლდა.

– მაპატიე, რომ იქიდან საჩუქრებს ვერ მოგიტან, – მხნედ წარმოთქვა მასრინმა. – სამწუხაროდ, ეს
საჩუქრებიც პარადოქსამდე მიგვიყვანდნენ. წარსულში ყველაფერი მონაწილეობდა აწმყოს
შექმნაში. რაიმე რომ ჩამოაცილო, ეს ნიშნავს, ტოლობიდან ერთი უცნობი ამოიღო. მაშინ სულ
სხვა შედეგს მივიღებთ.

და კიბეებზე დაეშვა.

მერვე საფეხურზე კვლავ გაქრა.

***

ახლა ისევ წინაისტორიულ ნიუ-იორკში იყო. ველურები შემოხვეოდნენ ჩემოდანს, სულ


რამდენიმე მეტრის მოშორებით მასრინიდან.

„ჯერ არ გაუხსნიათ“, – შვებით ამოისუნთქა მასრინმა.

რაღა თქმა უნდა, ჩემოდანი თავისთავად საკმაოდ პარადოქსული ნაკეთობაა, მაგრამ დროთა
განმავლობაში მითებითა და ლეგენდებით მოცულ ადამიანთა მეხსიერებაში წაიშლება
წარმოდგენა ჩემოდანზე, ისევე, როგორც თვით მასრინზე.

უყურებდა ველურებსა და მასრინი ვერ მიმხვდარიყო, ვინ იყვნენ ესენი – ინდიელების წინაპარნი
თუ დამოუკიდებელი, ადრე გადაშენებული რასა. მასრინი თავს იმტვრევდა, ვერ მიმხვდარიყო,
მტრად მიაჩნდათ იგი თუ ავი სულის სახესხვაობად.

144
მასრინმა მოიშორა ორი ველური და ხელი სტაცა ჩემოდანს, უკან გაიქცა, შემოურბინა დაბალ
ბორცვსა და შეჩერდა.

ახლაც წარსულში იმყოფებოდა.

„სად არის ეს ბზარი დროში?“ – გაიფიქრა მასრინმა. ვერც კი ამჩნევდა, რა უჩვეულოდ ჟღერდა ეს
სიტყვები. გამოეკიდნენ ველურები, თანდათან გარს ერტყმოდნენ ბორცვს. მასრინს, ის იყო,
მზად ჰქონდა პასუხი თავისივე კითხვაზე, რომ მის წინ ისარმა გაიზუზუნა და ყველაფერი
გამოუფრინდა თავიდან. რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გარბოდა, ცდილობდა, ბორცვზე
გადაერბინა და ინდიელები ბორცვს გადაღმა დაეტოვებინა. მის უკან კეტმა გაიზუზუნა.

– სად არის ბზარი დროში? რა მოხდება, თუ სადმე გადაინაცვლა? – სახეზე ოფლი ჩამოსდიოდა
წურწურით. კეტმა ხელი გადაუტყავა. მასრინმა შემოუტია ფერდობს, თავშესაფარს ეძებდა.

აქ სამი ჯუჯა ველური წამოეწია.

სწორედ იმ წუთში, როცა იმათ კეტები მოიქნიეს, მასრინი მიწაზე განერთხა. ველურებმა ფეხი
წამოჰკრეს მის სხეულს და ყირა-ყირა წავიდნენ, მაგრამ ახლა სხვებმა მოირბინეს და მასრინი
ფეხზე წამოხტა.

ზემოთ! ამ აზრმა ელვასავით დაურბინა შიშით შეპყრობილ მთელ მის არსებას. ზემოთ!

მასრინი გაიქცა ბორცვისაკენ, მაგრამ დარწმუნებული იყო, იქამდე ცოცხალი ვერ მიაღწევდა.

უცბად, ავეჯით გაწყობილ სახლში აღმოჩნდა. აცახცახებული ხელს უჭერდა ჩემოდნის


სახელურს.

– დაჭრილი ხარ, ჩემო კარგო? – კეიმ ხელი შემოხვია კისერზე. – რა დაგემართა?

მასრინს თავში ერთი ჭკვიანური აზრი უტრიალებდა. ვეღარ მოეგონებინა ის ტომი, სწორედ
ასეთივე მშვენიერ ხელკეტებს რომ აკეთებდა, როგორც ეს ველურები. ეს რაღაც იშვიათი
ხელოვნება იყო და ნანობდა, ასეთი ხელკეტი მუზეუმისათვის რომ ვერ წამოიღო. მერე
ვარდისფერ-მოლურჯო კედლები მოათვალიერა, ელოდა, იქიდან ველურები გამოხტებოდნენ.
იქნებ ჩემოდანში იმალებიან ის ჯუჯები? ცდილობდა გონება მოეკრიბა. გონების ხმა ჩასძახოდა,
შესაშინებელი არაფერი გაქვსო. დროში შესაძლებელია ბზარები გაჩნდეს. ისიც ერთ ასეთ
ბზარში ჩავარდა. ყველაფერი აქედან გამომდინარეობდა ლოგიკურად... მაგრამ მას ლოგიკა არ
აინტერესებდა, შეძრწუნებული ფიქრობდა იმაზე, რაც მოხდა, და იცოდა, რომ რა გონივრული
არგუმენტებიც არ უნდა ჰქონოდა, ის რაც მოხდა, არ შეიძლებოდა სინამდვილე ყოფილიყო. იგი
მსჯელობდა შეუძლებელზე.

მასრინმა უცბად იყვირა და გონება დაკარგა.

145
***

ცენტრი, კანტორა 41

რევიზორ მიგლიზს

მენარდე კარიენომენისაგან,

მეტაგალაქტიკა „ატალა“.

ძვირფასო სერ!

ჩემის აზრით, თქვენი შენიშვნები პირადულია. რაღა თქმა უნდა, ამ კონკრეტული


მეტაგალაქტიკის შექმნისას მე გამოვიყენე ზოგიერთი ნოვატორული პრინციპი. ჩემს თავს ნება
მივეცი, თავისუფალი მხატვრის პოზიციაზე ვმდგარიყავი. არ მეგონა, დახავსებული რეაქციული
ცენტრი თუ ყიჟინას დამცემდა. დამერწმუნეთ, ჩვენი დიდი საქმე – პირველქმნილი ქაოსის
გაფანტვა – თქვენზე ნაკლებ არ მაინტერესებს. მაგრამ თავისი გეგმის შესრულებას ადამიანმა არ
უნდა შესწიროს იდეალები. თან ვურთავ ახსნა-განმარტებით ბარათს, რაც ხსნის წითელი
მონაცვლეობის პრობლემას, აგრეთვე განცხადებას – არამდგრადი ატომების მცირე პროცენტის
უპირატესობაზე განათებასა და ენერგიით მომარაგებაში. რაც შეეხება ბზარს დროში, ეს
უმნიშვნელო შეცდომაა ხანგრძლივობის ნაკადში, რასაც არავითარი კავშირი არა აქვს დროის
ქსოვილთან. დამერწმუნეთ, იგი უნაკლოა.

როგორც თქვენ მიუთითებდით, არსებობს ინდივიდუუმი, რომელსაც ტრავმა მიაყენა ამ ბზარმა.


ეს ცოტათი აძნელებს რემონტს. დავუკავშირდი ზემოხსენებულ ინდივიდუუმს და შევძელი,
შთამეგონებინა მისთვის, რა განსაზღვრული იყო მისი როლი მთელ ამ ისტორიაში.

თუ იგი თავისი მოგზაურობებით დროში არ გააღრმავებს ამ ბზარს, ადვილი იქნება მისი


ამოვსება, თუმცა, საერთოდ, არც კი მჯერა, რომ შესაძლებელია ეს ოპერაცია. ჩემი კონტაქტი
ტრავმირებულთან მეტისმეტად არასაიმედოა. ეტყობა, სუბიექტი ძლიერ გავლენას განიცდის,
რაც აიძულებს ადგილის გამოცვლას. დაუყოვნებლივ შემეძლო ხვრელი გამეკეთებინა და
საბოლოოდ ასეც მოვიქცევი. უნდა მოგახსენოთ, თუ ეს გამომივიდა, ალბათ, მთელ პლანეტას
გავუკეთებ ხვრელს. ვიმედოვნებ, საქმე აქამდე არ მივა, რადგან მაშინ, კოსმოსის მთელი
სექტორის გაწმენდა მომიხდებოდა (სადაც კი ჩვენი სათვალთვალოებია). ამას კი მოჰყვებოდა
მთელი გალაქტიკის გადაკეთება.

ვფიქრობ, როცა კვლავ მოგწერთ წერილს, ეს საკითხი მოგვარებული იქნება. მეტაგალაქტიკის


კარი გამრუდდა იმის გამო, რომ ვიღაც მუშებს ნარჩენების ჩასაყრელი ღია დაუტოვებიათ. ახლა
კი დაკეტილია. რაც შეეხება ასეთ მოვლენებს, როგორიცაა მოსიარულე მთები, ჩვეულებრივ
ზომებს ვიღებთ. ჩემი სამუშაო ჯერ კიდევ არ აუნაზღაურებიათ.

პატივისცემით,

კარიენომენი

146
დანართი

1. ახსნა-განმარტებითი ბარათი წითელ მონაცვლეობაზე 5541 ფურცელზე.

2. განცხადება არამდგრად ატომებზე 7689 ფურცელზე.

მისამართი:

მშენებლობის შტაბი,

334 132, დამ. 12

მენარდე კარიენომენს

რევიზორ მიგლიზისაგან

RE: მეტაგალაქტიკა „ატალა“:

კარიენომენ!

როცა ლოგიკურად დასაბუთებულ და წესიერად შესრულებულ სამუშაოს წარმოადგენთ, შრომას


მაშინ აგინაზღაურებენ.

თავისუფალი დრო რომ მექნება, თუკი, საერთოდ, ეს მექნება, წავიკითხავ თქვენს განცხადებას.
ჩაუფიქრდით ბზარს, სანამ სივრცეს ქსოვილი არ გაურღვევია.

მიგლზი

***

ნახევარი საათის შემდეგ მასრინი გონსაც მოეგო და დამშვიდდა კიდეც: კეიმ კომპრესი დაადო
ჩალურჯებულ იდაყვზე. მასრინი ნაბიჯებით ზომავდა ოთახს. გონს მოსულს ახალი აზრები
მოსდიოდა თავში.

147
– წარსული ქვემოთაა, – თქვა მან, მაგრამ უფრო საკუთარ თავს მიმართავდა, ვიდრე კეის. –
პირველ სართულზე კი არ გეუბნები. იმ მიმართულებით ფეხს გადავდგამ თუ არა, დროის ბზარში
მოვექცევი. შენაწევრებული მრავალ-განზომილებიანობის მონაცვლეობის ტიპიური შემთხვევაა.

– ეს რას ნიშნავს? – ჰკითხა კეიმ, თან ქმარს არ აშორებდა გაფართოებულ თვალებს.

– დამიჯერე, – მიუგო მასრინმა. – ჩემი ჩასვლა არ შეიძლება.

უფრო გასაგებად ვერ აუხსნა. სიტყვები არა ჰყოფნიდა ახალი კონცეფციების მოსაყვანად.

– ზემოთ ასვლა შეიძლება? – ჰკითხა მთლად დაბნეულმა კეიმ.

– არ ვიცი. თუ ავალ, ალბათ მომავალში მოვხვდები.

– ჰო, ამას ვერ გადავიტან, – დაიკვნესა კეიმ. – რა გემართება? როგორ გახვალ აქედან? როგორ
ჩახვალ ამ მოჯადოებულ კიბეზე?

– თქვენ კიდევ აქა ხართ? – შემოსძახა კარებიდან მისტერ ჰარფმა. მასრინმა იგი ოთახში
შემოიყვანა.

– როგორც ჩანს, ერთხანს კიდევ დავრჩებით აქ, – უთხრა სახლის პატრონს.

– როგორ არა, ეს ოთახი მე სხვა მდგმურებს მივაქირავე. – მიუგო ჰარფმა.

ბედნიერი – დაბალ-დაბალი, გამხდარი კაცი იყო. წაგრძელებული თავი, აბლაბუდასავით თხელი


ტუჩები ჰქონდა. ჩუმად შემოიპარა ოთახში და აქეთ-იქით იცქირებოდა. ეძებდა მის საკუთრებაზე
მიყენებული ზიანის შედეგებს. მისტერ ჰარფის ერთ-ერთი უცნაურობა იმაში მდგომარეობდა,
რომ მას სწამდა, თითქოს ყველაზე წესიერ ადამიანებს შეუძლიათ ყველაზე შემაშფოთებელი
დანაშაული ჩაიდინონ.

– როდის გადმოდიან ახალი მდგმურები? – ჰკითხა მასრინმა.

– დღეს. მე მინდა, თქვენ ადრიანად გაემგზავროთ.

– მოდით, მოვილაპარაკოთ, – უთხრა მასრინმა. იგი შეძრწუნებული იყო ამ მდგომარეობით. ძირს


დაშვება არ შეეძლო. თუ, ჰარფი აიძულებდა დაშვებულიყო, მასრინი წინაისტორიულ ნიუ-
იორკში მოხვდებოდა, სადაც ალბათ მოუთმენლად ელოდნენ.

კვლავ წარმოიშვა ყოვლისმომცველი პარადოქსის პრობლემა.

– ცუდად ვარ, – წარმოთქვა კეიმ ყრუ ხმით. – ჯერ არ შემიძლია გამგზავრება.

– რატომ ხართ ცუდად? თუ ავად ხართ, სასწრაფო დახმარებას გამოვუძახებ, – თქვა ჰარფმა და
იჭვნეულად მოათვალიერა ოთახი, ჭირის ბაცილებს თუ ეძებდა.

– ორმაგ ქირას გადაგიხდით, თუ ცოტა ხანს კიდევ გაგვაჩერებთ აქ. – განაგრძობდა მასრინი.

148
ჰარფმა კეფა მოიქექა და მასრინს მიაშტერდა. ხელის ზურგით. ცხვირი მოიწმინდა და ჰკითხა:
ფული სადა გაქვთო. მასრინს მოაგონდა, მატარებლის ბილეთები რომ შეიძინა, ასე ათ
დოლარამდე დარჩა. მივიდოდნენ თუ არა კოლეჯში, ავანსს მოითხოვდნენ.

– გაკოტრებულხართ, – თქვა ჰარფმა. – მგონი რომელიღაც სასწავლებელში სამუშაო გიშოვიათ.

– ვიშოვეთ, – მიუგო ერთგულმა კეიმ.

– მაშინ რატომ არ მიემგზავრებით და არ ტოვებთ ჩემს სახლს?

მასრინები დუმდნენ, ჰარფი განრისხებული მისჩერებოდა.

– საეჭვოდ მეჩვენება. შუადღემდე კეთილად დავშორდეთ ერთმანეთს, თორემ პოლიციას


გამოვუძახებ.

– დაიცათ7, – თქვა მასრინმა, – დღევანდელი ქირაც ხომ გადახდილი გვაქვს. შუაღამემდე ეს


ოთახი ჩვენია.

ჰარფი ჩაფიქრებული მისჩერებოდა მდგმურებს. მერე ცხვირი მოიწმინდა.

– ერთი წუთიც კი არ გადააშოროთ, – გააფრთხილა მან და ბრახაბრუხით გავიდა.

ჰარფი თვალს მიეფარა თუ არა, კეიმ საჩქაროდ მიხურა კარი.

– ჩემო კარგო, იქნებ მეცნიერები მოგვეწვია და გვეამბა მათთვის, რაც მოხდა? დარწმუნებული
ვარ, რამეს მოიფიქრებდნენ, სანამ... დიდხანს მოგვიხდება აქ ყოფნა?

– სანამ ბზარს არ ამოავსებენ, – მიუგო მასრინმა. – ოღონდ ვერავის ვერაფერს ვუამბობ, მით
უმეტეს, მეცნიერებს.

– რატომ? – ჰკითხა კეიმ.

– მთავარია, პარადოქსი ავიცილოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მე ხელი უნდა ავიღო წარსულზეც და
მომავალზეც. სწორია?

– რახან შენ ასე ამბობ, სწორია.

– თუნდაც რაც ქვეყანაზე სწავლულია, ყველა გამოვიძახო, რა გამოვა? რაღა თქმა უნდა, ისინი არ
დამიჯერებენ, მოინდომებენ, საკუთარი თვალით ნახონ, რასაც მე ვაკეთებ. თუ ვუჩვენე, სხვებსაც
მოიყვანენ. ყველა დაინახავს როგორც ვუჩინარდები. დამერწმუნე, არავითარი საბუთი არ
ექნებათ იმისა, წარსულში რომ გადავედი. მხოლოდ იმას დაინახავენ, კიბეზე რომ ჩავედი და
გავუჩინარდი. გამოიძახებენ ფოტოგრაფებს, მოინდომებენ დარწმუნდნენ, რომ მე არ
ვთვალთმაქცობ მეცნიერების წინაშე. მერე დამამტკიცებელ საბუთებს მოითხოვენ.

7
„დაიცა, დაიცათ“ -- გავრცელებული შეცდომა. სწორი ფორმაა: „დაიცადეთ“. სავარაუდოდ, მთარგმნელს
სურს გვაჩვენოს, რომ მასრინი შეშფოთებულია და სლენგით ან დიალექტური ინგლისურით საუბრობს.

149
მოინდომებენ, ვინმეს სკალპელი ან ჩუქურთმიანი კეტი მოვუტანო. ხმაურს ასტეხენ. უეჭველად
რაღაც პარადოქსი გამოვა. მაშინ იცი, რა მოხდება?

– არა, არც შენ არ იცი.

– ვიცი, – მტკიცედ მიუგო მასრინმა. – როგორც კი გაჩნდება პარადოქსი, მისი შემქმნელი გაქრება
სამუდამოდ. ამ შემთხვევას წიგნში შეიტანენ, როგორც ერთ გამოუცნობ საიდუმლოს. ამგვარად,
პარადოქსი ყველაზე იოლი გზით ამოიხსნება – პარადოქსული ელემენტის მოშორებით.

– თუ ფიქრობ, საფრთხე მოგველის, სწავლულებს ნუღარ მოვიწვევთ. თუმცა კი ვწუხვარ, რომ ვერ
მივხვდი, რისი თქმა გსურს, შენი სიტყვებიდან ვერაფერი გავიგე. – კეი ფანჯარასთან მივიდა და
ქუჩაში გაიხედა. მის წინ ნიუ-იორკი გადამლილიყო, სადღაც მის იქით კი აიოვა მდებარეობდა,
სადაც ისინი მიემგზავრებოდნენ. კეიმ საათს დახედა. მატარებელი უკვე წასული იყო.

– კოლეჯში დარეკე, შეატყობინე, რომ რამდენიმე დღე დამაგვიანდება, – სთხოვა მასრინმა.

– რამდენიმე დღე გეყოფა? -ჰკითხა კეიმ. – აქედან როგორ გააღწევ?

– ბზარი დროში ხომ მუდმივი არ არის. თუ მე შიგ არ ჩავძვრები, ამოივსება, – ავტორიტეტულად


მიუგო მასრინმა.

– მაგრამ ჩვენ მხოლოდ შუაღამემდე შეგვიძლია აქ დარჩენა. მერე რა მოგველის?

– არ ვიცი, – თქვა მასრინმა. – მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ შუაღამემდე შეაკეთებენ.

***

ცენტრი, კანტორა 41

რევიზორ მიგლიზს

მენარდე კარიენომენისაგან,

მეტაგალაქტიკა „მორსტი“.

ძვირფასო სერ!

სექტორ „მორსტში“ ახალი მეტაგალაქტიკის შექმნის სამუშაოს თან ვურთავ განცხადებას. თუ


ბოლო ხანებში თვალს ადევნებდით დისკუსიას მხატვრულ წრეებში, ვფიქრობ, გეცოდინებათ,
რომ არამდგრადი ატომების გამოყენება გამოცხადებულია „შემოქმედებითი მშენებლობის

150
პირველ დიდ მიღწევად მას შემდეგ, რაც გამოიგონეს დროის რეგულირებული ნაკადი“. იხილეთ
თანდართული რეცენზიები. დიდი ნაწილი შეუსაბამობებისა მეტაგალაქტიკა „ატალაში“
გამოსწორებულია. უნდა მოგახსენოთ, რომ მხედველობაში მაქვს ბუნებრივი შეუსაბამობანი.

განვაგრძობ მუშაობას ადამიანთა6. რომელსაც ტრავმა მიაყენა დროში ბზარის გაჩენამ...


დღეისათვის მდგომარეობა ასეთია: ბზარის ნაპირები ერთმანეთს მივაკერე, რომ შეეზარდოს.
იმედი მაქვს, ინდივიდუუმი უძრავ მდგომარეობაში დარჩება, რადგან არ მსურს ვინმეს ან რაიმეს
ამოგლეჯა. ბოლოს და ბოლოს, ყოველი ადამიანი, ყოველი პლანეტა, ყოველი ვარსკვლავთა
სისტემა, რა უმნიშვნელოც არ უნდა იყოს ის, ჩემი მეტაგალაქტიკის პროექტში აუცილებელი
დეტალია, ყოველ შემთხვევაში, მხატვრული თვალსაზრისით. გთხოვთ, ხელახლა
გადაათვალიეროთ. ყურადღება მიაქციეთ გალაქტიკების მოხაზულობას მეტაგალაქტიკის
ცენტრის გარშემო. ეს მშვენიერი ოცნებაა და სამუდამოდ დარჩება ჩვენს ცნობიერებაში. გთხოვთ,
განიხილოთ ჩემი განცხადება მეტაგალაქტიკა „მორსტის“ აგებაზე და გაითვალისწინოთ ჩემი
დამსახურებანი. წინანდებურად ველოდები მეტაგალაქტიკა „ატალაზე“ გაწეული სამუშაოს
ანაზღაურებას.

პატივისცემით,

კარიენომენი.

დანართი:

1. განცხადება მეტაგალაქტიკა „მორსტის“ აგებაზე.

2. რეცენზიები მეტაგალაქტიკა „ატალაზე“ 3 ცალად.

***

– თორმეტს თხუთმეტი წუთი აკლია, ჩემო ძვირფასო, – ნერვიულად თქვა კეიმ. – როგორ ფიქრობ,
შებძლება ახლა წასვლა?

–რამდენიმე წუთი კიდევ დავიცადოთ. – მიუგო მასრინმა. ესმოდა, კარს უკან, ბაქანზე როგორ
ამოდიოდა ჰარფი, რომელიც მოუთმენლად ელოდა შუაღამის დადგომას. მასრინი დაჰყურებდა
საათს და წამებს ითვლიდა. თორმეტს ხუთი წუთი აკლდა. გადაწყვიტა, კიდევ ეცადა. თუ ბზარი
ახლაც არ იყო ამოვსებული, ხუთი წუთი ვერაფერს შესცვლიდა. ჩემოდანი ტუალეტის მაგიდაზე
დადგა და სკამი მიიწია.

– რას აკეთებ? – ჰკითხა კეიმ.

151
– რაღაც არა მაქვს ამ ღამე კიბეზე ჩასვლის განწყობა, – თქვა მასრინმა. – წინაისტორიულ
ინდიელებთან ყოფნა დღისითაც კი გამიჭირდება. სჯობს, ვცადო და ზემოთ ავიდე.

ცოლმა წამწამებს ქვემოდან ახედა. მისი თვალები მჭევრმეტყველურად ამბობდნენ: „ახლა კი


დანამდვილებით ვიცი, რომ ჭკუიდან შეიშალე“.

– საქმე კიბეში როდია, – აუხსნა მასრინმა, – თვით მოქმედებაში – მაღლა ასვლასა და დაშვებაშია.
კრიტიკული დისტანცია, ჩემის აზრით, ნახევარ მეტრს შეადგენს. აი ეს ავეჯი სრულიად
შესაფერისი იქნება.

სანამ აღელვებული კეი უხმოდ ხელებს იმტვრევდა, მასრინი სკამზე აძვრა და ფეხები პატარა
მაგიდაზე შეაწყო. მერე ორივე ფეხით შედგა ზედ და წელში გასწორდა.

– ეტყობა. ყველაფერი რიგზეა, – თქვა მან, თან ოდნავ ირყეოდა. – უფრო მაღლა ვცდი, – და
ჩემოდანზე აძვრა. უცბად გაქრა.

დღე იყო. მასრინი ქალაქში იმყოფებოდა, მაგრამ ეს ქალაქი არაფრით არ ჰგავდა ნიუ-იორკს.
ისეთი ლამაზი იყო, სუნთქვა ეკვროდა, რომ ეს ნაზი სრულყოფილება არ დაერღვია.

ქალაქს მაღალი ციხე-კოშკები, სახლები ამშვენებდა, რაღა თქმა უნდა, ხალხიც.

– ნეტა რა ხალხია, – გაიფიქრა მასრინმა და ამოისუნთქა.

კანი ცისფერი ჰქონდათ, მომწვანო მზის მწვანე სხივები ეფინებოდა ქალაქს.

მასრინმა ჰაერი შეისუნთქა და სუნთქვა შეეკრა. აცახცახებულმა კვლავ შეისუნთქა. იგრძნო,


წონასწორობას კარგავდა. ქალაქში სულ არ იყო ჰაერი, ყოველ შემთხვევაში ისეთი,
სუნთქვისათვის რომაა საჭირო. უკან კიბე მოძებნა, წაბორძიკდა და დაეცა...

თავისი ოთახის იატაკზე ხრიალებდა და იკლაკნებოდა.

***

რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა სუნთქვის უნარი. გაიგონა, კარებზე ჰარფი
აკაკუნებდა და ბორძიკით წამოდგა ზეზე.

რაღაც უსდა მოეფიქრებინა სასწრაფოდ. მასრინი იცნობდა ჰარფს. თუ არ გავლენ, ჰარფი


პოლიციას გამოიძახებს. ეს კი საბოლოოდ იქამდე მიიყვანს, რომ...

მას შემდეგ, რაც მომავალში მოხვდა, ყელი საშინლად უხურდა, მაგრამ საკუთარ თავს უთხრა,
საოცარი არაფერიაო. მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა დროში. მიწის ატმოსფეროს
მდგომარეობა, ეტყობა, თანდათან იცვლება და ხალხიც შეეჩვევა მას. ამჟამად მისთვის კი ეს
ატმოსფერო საწამლავია.

152
– გამიგონე! – მიუბრუნდა იგი კეის. – ახლა სხვა იდეა მომივიდა თავში. შესაძლებელია
ალტერნატივა: წინაისტორიული ფენის ქვეშ ან სხვა უფრო ადრეული ფენა მდებარეობს, ან
წინაისტორიული ფენა მხოლოდ დროებით წყვეტილს წარმოადგენს, მის ქვეშ კი დღევანდელი
ნიუ-იორკია. გაიგე?

– ვერა.

– ვეცდები. წინაისტორიულ ფენაში შევაღწიო. იქნებ ამით შესაძლებლობა მომეცეს პირველ


სართულზე მოვხვდე. ყოველ შემთხვევაში, უარესი რა დამემართება.

კეი ფიქრობდა, ღირდა თუ არა რამდენიმე ათასწლეულით წარსულში გადასვლა იმისათვის, რომ
რამდენიმე მეტრი გაევლო, მაგრამ არაფერი უპასუხია. მასრინმა კარი გამოაღო და კეის
თანხლებით კიბეზე გამოვიდა.

– წარმატება მისურვე, – თქვა მან.

– ჯანდაბამდისაც გზა გქონიათ, – გამოსძახა ბაქნიდან მისტერ ჰარფმა. მასრინი ქარივით დაეშვა
კიბეებზე.

წინაისტორიულ ნიუ-იორკში ჯერ ისევ დილა იყო. ველურები წინანდებურად ელოდებოდნენ


მასრინს. მისი ანგარიშით, მას შემდეგ, რაც უკანასკნელად იყო აქ, ნახევარ საათზე მეტი არ
იქნებოდა გასული. რატომ იყო ასე, ამის ამოხსნას დრო სჭირდებოდა...“

იგი უეცრად წამოადგა თავს ველურებს და ასე ოც მეტრამდე გაირბინა, სანამ შეამჩნევდნენ.
ველურები გამოეკიდნენ. მასრინი ორმოს ეძებდა მიწაში. მოძებნა ბზარი მიწაში და ჩახტა.

უცბად წყალში ამოყო თაკი, წყლის ზედაპირზე კი არა, ღრმა წყალში, საოცარი წნევა იყო და
მასრინი მზის სხივს ვერ ხედავდა, იქნებ იმ საუკუნეში მოხვდა, როცა ეს ადგილი ატლანტიკის
ოკეანის ფსკერი იყო. მასრინმა თავგანწირვით აამუშავა ხელ-ფეხი, ეგონა, ყურში დაფის აპკები
დაუსკდებოდა. ამოცურა მაღლა. კვლავ მინდორზე ამოყო თავი. წყალი ნიაღვარივით
ჩამოსდიოდა ტანიდან.

ამჯერად ველურებმა გადაწყვიტეს, გვეყოფაო. მათ შეხედეს არსებას, რომელიც ჯერ გაქრა და
შემდეგ არაფრისაგან წარმოიშვა მათ თვალწინ, ერთიანად გალუმპული, შეძრწუნებულებმა
იყვირეს და აქეთ-იქით გაიფანტნენ.

მოქანცული მასრინი ბორცვთან მივიდა და მის მწვერვალზე რომ აძვრა, ქვიშაქვის კედლებში
დაბრუნდა. კეი თვალებ-გაფართოებული შეჰყურებდა. ჰარფს ყბა ჩამოეშვა. მასრინმა უღონოდ
გაიღიმა.

– მისტერ ჰარფ, ოთახში ხომ არ შემოხვალთ? – სთხოვა მან, მინდა რაღაც გითხრათ.

153
***

ცენტრი,

კანტორა 41

რევიზორ მიგლიზს

მენარდე კარიენომენისაგან

მეტაგალაქტიკა „მორსტი“.

ძვირფასო სერ!

თქვენი პასუხი ჩემს განცხადებაზე მეტაგალაქტიკა „მორსტის“ შექმნაზე გაუგებარია. უფრო


მეტიც, ჩემი აზრით, არ შეიძლება უცენზურო გამოთქმები ვიხმაროთ საქმიან მიმოწერაში. თუ
თქვენ გაირჯებით და გაეცნობით ჩემს უკანასკნელ სამუშაოს „ატალაში“, დაინახავთ, რომ,
საერთოდ, ეს მშვენიერი ქმნილებაა, რომელიც არანაკლებ როლს თამაშობს პირველქმნილი
ქაოსის გაფანტვაში. ერთადერთი წვრილმანი, რისი მოგვარებაც მოგვიხდება, ეს არის ტრავმის
საკითხი... მეშინია, რომ ამოგლეჯა მოგვიწევს.

ბზარი მშვენივრად ერთდებოდა, სანამ ხელმეორედ არ ჩავარდა შიგ და კიდევ უფრო არ


გააფართოვა. მე მგონი, პარადოქსები არ ხდებოდა, მაგრამ ამიერიდან მოხდება.

თუ ტრავმირებულს არ შეუძლია იმოქმედოს მის უშუალო გარემოცვაზე (ამ საქმის გადადება


აღარ შეიძლება), გადამჭრელ ზომებს მივიღებ. პარადოქსი დაუშვებელია.

ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, ვიშუამდგომლო თქვენ წინაშე, რათა განიხილოთ ჩემი განცხადება
მეტაგალაქტიკა „მორსტის“ აგებაზე.

იმედი მაქვს, მაპატიებთ, რომ კვლავ ამ წვრილმანზე გაწუხებთ, მაგრამ სამუშაო კიდევ არ
აუნაზღაურებიათ,

პატივისცემით,

კარიენომენი

154
***

– ახლა თქვენ ყველაფერი იცით, მისტერ ჰარფ, – დაასრულა მასრინმა ერთი საათის შემდეგ. –
მესმის, რომ ეს ზებუნებრივად მოგეჩვენებათ, მაგრამ ხომ საკუთარი თვალებით დაინახეთ,
როგორ გავქრი.

– დავინახე, – აღიარა ჰარფმა.

მასრინი აბაზანაში გავიდა სველი ტანსაცმლის გასაფენად.

– დიახ. – გამოსცრა კბილებში ჰარფმა. – საქმე საქმეზე რომ მივიდეს, თქვენ მართლაც
დაიკარგეთ.

– უეჭველად.

– მერე არ გინდათ, მეცნიერებმა გაიგონ, როგორ შეეკარით ეშმაკს?

– არა! მე უკვე აგიხსენით პარადოქსი და...

– მოფიქრების დრო მომეცით, – სთხოვა ჰარფმა. მან მაგრად მოიხოცა ცხვირი. – თქვენ
ამბობდით, იმათ მოჩუქურთმებული კეტები ჰქონდათო. ერთი ასეთი კეტი მუზეუმისათვის არ
გამოდგებოდა? თქვენ არ თქვით, არაფერს არა ჰგავდნენო?

– რაო? – ჰკითხა აბაზანიდან გამოსულმა მასრინმა. – გამიგონეთ, ამ ხარახურას ხელს ვერ


ვახლებ, გამიტაცებს...

– რაღა თქმა უნდა, მე ამასობაში შემეძლო კორესპონდენტები და სწავლულები გამომეძახა და


კარგა დიდი თანხა გამეკრა, – ჩაფიქრებით წარმოთქვა ჰარფმა.

– თქვენ ამას არ იზამთ! – იყვირა კეიმ, რომელსაც მხოლოდ ის ახსოვდა, რაც მასრინისგან
მოესმინა, – რაღაც საშინელება მოხდება.

– დამშვიდდით, – მიუგო ჰარფმა, – თქვენგან მხოლოდ ერთი-ორი კეტი მინდა. ამ უბრალო რამეს
უბედურება არ მოჰყვება, შეგიძლიათ, უბრალოდ მოთხოვოთ თქვენს ეშმაკს.

– ეშმაკი აქ არაფერ შუაშია. – შეეკამათა მასრინი. – თქვენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლიათ, რა


როლს ითამაშებდა ერთი ასეთი კეტი ისტორიაში. ვთქვათ და ჩემმა წამოღებულმა კეტმა მოკლა
კაცი, რომელიც ცოცხალი რომ გადარჩენილიყო, გააერთიანებდა ამ ხალხს და ევროპელები
შეხედებოდნენ ერთ ეროვნებად გაერთიანებულ ჩრდილო ამერიკის ინდიელებს? აბა
დაფიქრდით, როგორ შეცვლიდა ეს...

– თვალებს ნუ მიხვევთ! – თქვა ჰარფმა. – მოიტანთ თუ არა ხელკეტს?

– მე ხომ ყველაფერი აგიხსენით, – მოქანცული ხმით მიუგო მასრინმა.

– გეყოფათ, თავს ნუ მიტენით ათასნაირი პარადოქსით. სულ ერთია, მე მაგისი არაფერი გამეგება.
ხოლო რა მოგებასაც ვნახავდით კეტით, თქვენ გაგინაწილებდით.

155
– არა.

– მაშ კარგი, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, – ჰარფმა ხელი წაავლო კარის სახელურს.

– დაიცათ!!

– ჰა? – ჰარფმა აბლაბუდასავით თხელი ტუჩები ისე დამანჭა, თითქოს ღიმილმა გადაურბინაო.

მასრინმა ყველა ვარიანტი მოსინჯა. ეტყობა, ყველაზე ნაკლებ ბოროტებას არჩევდა. თუ კეტს
მოიტანს, პარადოქსიც სრული შესაძლებელი გახდება, რადგან წაიშლება ყველაფერი, რაც ამ
კეტმა წარსულში მოიმოქმედა. ხოლო თუ არ მოიტანა, ჰარფი კორესპონდენტებსა და
სწავლულებს დაუძახებს. იმათ არ გაუჭირდებათ, გამოიცნონ, მართალს ამბობს თუ არა ჰარფი.
ამისათვის საკმარისია, მასრინი კიბეზე ჩაიყვანონ. თუმცა სწორედ ასევე მოექცეოდა პოლიცია.
იგი გაქრება და მაშინ...

თუ იდუმალებით მოცულ ადამიანთა წრე ფართო გახდება, პარადოქსი გარდაუვალი იქნება.


სრული შესაძლებელია, მთელი დედამიწა ამოიღონ. ეს კარგად იცოდა მასრინმა, თუმცა კი არ
ესმოდა, რატომ.

ასე თუ ისე, იგი დაღუპული იყო, მაგრამ კეტის მოტანა უბრალო გადაწყვეტილებად ეჩვენებოდა.

– მოვიტან. – თქვა მასრინმა. იგი კიბეზე გამოვიდა, თან კეი და ჰარფი ახლდნენ. კეიმ სახელოზე
ხელი სტაცა.

– ნუ იზამ. – სთხოვა ქალმა.

– სხვა არაფერი დამრჩენია.

ჰარფი ხომ არ მოვკლაო, გაუელვა თავში, მაგრამ ამისთვის ელექტრონის სკამზე დასვამენ. თუმცა
შეიძლება, მოკლას ჰარფი, გვამი კი წარსულში გადაიტანოს და იქ დაასაფლავოს.

მაგრამ მეოცე საუკუნის ადამიანის გვამი წინაისტორიულ ამერიკაში, რაც არ უნდა იყოს, ეს
თავისთავად პარადოქსია. რა მოხდება. რომ ვინმემ ამოგლიჯოს? მაგრამ თვით მასრინს კაცის
მოკვლა არ შეეძლო.

მან აკოცა ცოლსა და დაბლა დაეშვა.

მინდორზე არსად ჩანდნენ ველურები, თუმცა, მასრინი გრძნობდა, თითქოს ყურადღებით


ათვალიერებდნენ. მიწაზე ორი კეტი ეგდო... „იქნებ ესენი ტაბუდ გადაიქცნენ“, – გაიფიქრა
მასრინმა და აიღო ერთი მათგანი. სულ იმის მოლოდინში იყო, აი, ესაა ერთი კეტი თავს
გამიპობსო, მაგრამ მინდორზე სამარისებური სიჩუმე იდგა.

– ყოჩაღ! – მოუწონა ჰარფმა. – მომეცი აქ!

მასრინმა გადასცა კეტი, მერე კეისთან მივიდა და ცალი ხელი მხარზე მოხვია. ახლა ეს ნამდვილი
პარადოქსი იყო. ეს იმას ჰგავდა, კაცს, ჯერ რომ არ იყო დაბადებული, თავისი პაპის პაპა მოეკლა.

156
– მშვენიერი ნივთია, – თქვა ჰარფმა, თან ელექტრონის შუქზე კეტის ცქერით ტკბებოდა. – ბინის
ქირა თვის ბოლომდე გადახდილი გაქვთ... – კეტი გაუქრა ხელებში და თვითონაც გაქრა.

კეიმ გონება დაკარგა.

მასრინმა საწოლზე დააწვინა და სახეზე წყალი მიასხურა..

– რა მოხდა? – იკითხა მან.

– არ ვიცი. – მიუგო მასრინმა, უცბად იგრძნო, მეტისმეტად ჩაეფიქრებინა მომხდარ ამბებს, –


მხოლოდ ერთი რამ ვიცი: აქ სულ ცოტა, ორი კვირა კიდევ დავრჩები, თუნდაც მუხუდოს მეტი
არაფერი მქონდეს საჭმელი.

***

ცენტრი, კანტორა 41

რევიზორ მიგლიზს

მენარდე კარიენომენისაგან,

მეტაგალაქტიკა „მორსტი“.

სერ!

თქვენ მიერ შემოთავაზებული სამუშაო დაზიანებულ ვარსკვლავთა შესაკეთებლად ჩემი


ფირმისა და პირადად ჩემი შეურაცხყოფაა. ჩვენ უარს ვამბობთ. ნება მიბოძეთ, დავეყრდნო ჩემ
მიერ დართულ ბროშურაში ჩამოთვლილ წინანდელ შრომებს.

როგორ გაბედეთ ცენტრის ერთ მსხვილ ფირმად გადაქცევა შემოგეთავაზებინათ?

მე კიდევ მინდოდა მეშუამდგომლა, რათა წარმომედგინა სამუშაო მეტაგალაქტიკა „მორსტზე“.

რაც შეეხება მეტაგალაქტიკა „ატალას“, სამუშაო მთლიანად დასრულებულია და უფრო


სრულყოფილ ქმნილებას ქაოსის ამ მხარეზე ვერსად ვერ ნახავთ. ეს სექტორი ნამდვილი
სასწაულია.

ტრავმა-მიყენებული კაცი აღარ არის ისეთი. იძულებული გავხდი, ამომეგლიჯა. მაგრამ


ამოვგლიჯე არა თვით ის კაცი, ტრავმა რომ მივაყენეთ. შესაძლებლობა მომეცა, მომეშორებინა
ერთ-ერთი გარეგნული ფაქტორი, რაც მასზე გავლენას ახდენდა. ახლა იგი ნორმალურად
განვითარდება. ალბათ დამეთანხმებით, ეს ისევე მოხერხებულად გავაკეთე, როგორც ჩემი
შრომებისათვის არის დამახასიათებელი.

157
ჩემი გადაწყვეტილება ასეთი გახლდათ: რა საჭირო იყო კარგი ადამიანის ამოგლეჯა, როცა
შეიძლებოდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, და მის მაგივრად არამზადას წაყვანა?
ვიმეორებ, ველოდები თქვენს ინსპექციას. გთხოვთ, განმეორებით განიხილოთ საკითხი
მეტაგალაქტიკა „მორსტის“ შესახებ. ჩემთვის ჯერ კიდევ არ აგინაზღაურებიათ.

პატივისცემით,

კარიენომენი

დანართი: 9978-ფურცლიანი ბროშურა.

158
შოკი

ჰენრი კატნერი (მთარგმნელი – მ. სოხაძე)

როცა გრეგმა წიგნიდან თავი აიღო და დაინახა, რომ მისი ოთახის კედლიდან ვიღაც კაცი
მოძვრებოდა, წამით გაიფიქრა, ჭკუიდან ხომ არ შევშლილვარო. დღემდე ასეთი მოვლენის
მოწმე, ჩვეულებრივ, არც ერთი შუა ხნის სწავლული-ფიზიკოსი, რომელიც თავის სიცოცხლეს
განსაზღვრულ განრიგს უმორჩილებს, არ ყოფილა. და მაინც, კედელში ნამდვილად იყო
ნახვრეტი და იქიდან გამოძრომას ცდილობდა რომელიღაც ნახევრადშიშველი არსება,
რომელსაც არანორმალურად დიდი თავის ქალა ჰქონდა.

– ეშმაკმა დალახვროს! ვინა ხართ? – ჰკითხა გრეგმა, როცა ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა.

კაცი რაღაც უცნაური ინგლისურით ლაპარაკობდა. სიტყვებს ერთმანეთს აბამდა, ინტონაციები


უჩვეულოდ ჟღერდა, მაგრამ ნათქვამის გაგება მაინც შეიძლებოდა,

– მე წარჩინებული პიროვნება ვარ, – განაცხადა მან, თან მხრები და მკერდი შეარხია. – ჩემი
პიროვნება ახლა 1953 წელშია, ხოლო... ხოლო ჩემი წარჩინება... უ-უ-უ!

იგი ერთხელ კიდევ მოიკრუნჩხა, ნახვრეტში გამოძვრა და აქოშინებული ხალიჩაზე გახოხდა.

– ძაან კი გამიჭირდა. ნახვრეტი ჯერ კიდევ საკმარისად არ გაფართოებულა ყოველდღიურად.

ამ სიტყვებში რაღაც აზრი კი იყო, მაგრამ არცთუ მთლად ნათელი, მენინგ გრეგს ლომისმსგავსი
მსხვილნაკვთებიანი სახე მოექუფრა. მან ხელი გაიწვდინა, მძიმე წიგნი აიღო და წამოდგა.

– მე ჰელისონი გახლავართ, – განაცხადა უცნობმა და ტოგა გაისწორა, – ახლა ალბათ 1953 წელია.
რა საოცარი ერთფეროვნებაა.

– რა?

– ენის აზრობრივი სიძნელეებია, – თქვა ჰელსონმა. – მე მომავალში ვცხოვრობ... დაახლოებით


რამდენიმე ათასი წლის შემდეგ, მომავალში, თქვენს მომავალში.

გრეგი დაჟინებით მიაცქერდა ნახვრეტს კედელში.

– მაგრამ თქვენ ხომ ინგლისურად ლაპარაკობთ?

– მე იგი 1970 წელს შევისწავლე. პირველად როდი ვმოგზაურობ წარსულში. უკვე რამდენჯერმე
ვიყავი. იქ ერთ ნივთს დავეძებ, ძალიან მნიშვნელოვანს, უსაშველოდ მნიშვნელოვანს. მე აზრის
ძალას ვიყენებ, რათა მოვახდინო სივრცისა და დროის ფერონის დეფორმაცია. აი, ნახვრეტიც
იზრდება. არ შეგიძლიათ ტანსაცმელი მათხოვოთ?

159
წიგნისთვის ხელი არ გაუშვია, ისე მივიდა გრეგი კედელთან და გაიხედა მრგვალ გამონაშალში,
რომელშიც გამხდარი კაცი თავისუფლად გამოეტეოდა. მან მხოლოდ შიშველ ცისფერ კედელს
მოჰკრა თვალი, ასე, რამდენიმე მეტრის მანძილზე. მომიჯნავე ბინისაა? დაუჯერებელია.

– ნახვრეტი შემდეგ უფრო გადიდდება, – განაცხადა ჰელსონმა. – ღამით ღია იქნება, დღისით
დაიკეტება. მე ხუთშაბათისთვის უნდა დავბრუნდე. ამ დღეს ჩემთან რენილ-მენსი მოდის ხოლმე.
ახლა კი, შეიძლება ტანსაცმელი გთხოვოთ? ერთი ნივთი უნდა ვიპოვო... უკვე, ვინ მოთვლის,
რამდენი საუკუნეა დავეძებ დროში. გთხოვთ!

იგი ჯერ ისევ იატაკზე იყო ჩაცუცქული. გრეგი კი თვალს არ აშორებდა არაჩვეულებრივ სტუმარს
ჰელისონი, რასაკვირველია, 1953 წლის ნიმუშის 000 5201015-ს არ განეკუთვნებოდა. ძალიან
ღაჟღაჟა მკვეთრნაკვთებიანი სახე ჰქონდა, დიდი, მოელვარე თვალები, არანორმალურად
განვითარებული და სრულიად მელოტი თავის ქალა. ხელებზე ექვს-ექვსი თითი ჰქონდა, ხოლო
ფეხებზე ყველა თითი ერთმანეთს შეზრდოდა. იგი განუწყვეტლივ ცახცახებდა ნერვული
კანკალისაგან, თითქოს ნივთიერებათა ცვლაც მოშლოდა,

– ღმერთო, შემიწყალე! – შესძახა გრეგმა რომელმაც უცებ რაღაცა მოისაზრა. – ხომ არ


მათამაშებთ? ჰა? – მან ხმას აუწია.

– გათამაშება... გათამაშება. ეს რა, რაღაც ახალი სიტყვაა? წარჩინებულმა პიროვნებამ აურ-


დაურია? ძნელია მიხვდეს კაცი, რა უნდა თქვა სხვა ეპოქის შენთვის უცნობ სამყაროში. ძალიან
ვწუხვარ, რომ ასეა, მაგრამ თქვენ ვერც წარმოიდგენთ, განვითარების რა დონეზეა ჩვენი
კულტურა. ჩვენთვის ძნელია თქვენს დონემდე დაშვება. თქვენი საუკუნის შემდეგ ცივილიზაცია
ძალზე სწრაფად წავიდა წინ... მაგრამ ცოტა დრო მაქვს. შემდეგ ვილაპარაკოთ, ახლა კი
აუცილებლად უნდა მათხოვოთ ტანსაცმელი.

გრეგმა იგრძნო, რომ ხერხემალში რაღაც უსიამო სიცივემ დაურბინა.

– კარგით, კარგით... მოითმინეთ. თუ ეს რაღაც...

– მაპატიეთ, – შეაწყვეტინა ჰელისონმა.--მე ერთ ნივთს დავეძებ; ძალიან მეჩქარება. მალე


დავბრუნდები. ყოველ შემთხევევაში, ხუთშაბათისთვის მაინც. რენილ-მენსი უნდა ვინახულო.
მისგან სიბრძნეს ვსწავლობ. ახლა კი მაპატიეთ.

იგი გრეგის შუბლს შეეხო ხელით.

– ცოტა ნელა ილაპარაკეთ, თუ შეიძ... – ჩაიბუტბუტა ფიზიკოსმა.

ჰელისონი გაჰქრა.

გრეგი ნელა შემოტრიალდა და ოთახი მოათვალიერა. არაფერი. მხოლოდ ნახვრეტი კედელში


ორჯერ გაზრდილიყო. ეშმაკმა უწყის, რა ხდება!

საათს შეხედა. ზუსტად რვა იყო. საოცარია, სულ ახლახანს არ იყო 7 საათი! მაშასადამე, მთელი
საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰელისონის ხელი მის შუბლს შეეხო!

160
თუ ეს ჰიპნოზია, იგი საოცრად მძლავრად მოქმედებს.

გრეგმა აუჩქარებლად ამოიღო სიგარეტი და გააბოლა. ნაფაზი რომ დაარტყა, ნახვრეტს შეხედა
და ფიქრებმა წაიღეს:

– სტუმარი მომავლიდან, როგორია, ჰა? რა გაეწყობა, ვნახოთ...

უცებ რაღაც მოაგონდა, საძინებელ ოთახში გავიდა და ნახა, რომ ერთ-ერთი მისი კოსტუმი
გამქრალიყო, ყავისფერი ტვიდის, პარიზისეული. არ იყო არც პერანგი, ჰალსტუხი და წყვილი
ფეხსაცმელი.

კედელში რომ ნახვრეტი არ ყოფილიყო, გრეგი გონივრულად მოწყობილ გაქურდვაზე აიღებდა


ეჭვს. თანაც საფულეც ხომ მისი შარვლის ჯიბეში დარჩა. კვლავ გაიჭვრიტა ნახვრეტში და
კვლავინდებურად ცისფერი კედლის მეტი ვერაფერი დაინახა. ცხადია, ამ კედელს საერთო
არაფერი ჰქონდა მომიჯნავე ბინასთან, სადაც ტომი მაკფერსონი ცხოვრობდა. ამ სიბერეში
შესულმა ადამიანმა ექიმის რჩევით თავი მიანება ღამის კლუბებში სიარულს, რათა უფრო მშვიდი
საქმიანობისათვის მოეკიდა ხელი.

გრეგი მაინც გავიდა ბაქანზე და მაკფერსონის კარებთან ელექტროზარის ღილაკს დააჭირა


თითი.

– ყური მიგდეთ, მაკ, – თქვა მან მრგვალი, ფერმკრთალი სახის დანახვაზე, ნამძინარევ თვალებს
რომ ახამხამებდა წაბლისფრად გულმოდგინედ შეღებილი თმების ქვეშ. – დაკავებული ხართ?
მინდოდა ერთი წუთით შემოვსულიყავ.

მაკფერსონმა შურიანი თვალით შეხედა გრეგის სიგარეტს.

– მობრძანდით, როგორც საკუთარ სახლში. რაღაც ინკუნაბულუბს ვათვალიერებდი, რომლებიც


ჩემმა აგენტმა გამომიგზავნა ფილადელფიიდან, თან იმაზე ვოცნებობდი, რომ დამელია. სოდიან
ვისკის ხომ არ ისურვებთ?

– თუ თქვენც ჩემთან ერთად დალევთ.

– დავლევდი, რომ შემეძლოს, – ჩაიბურტყუნა მაკფერსონმა, – მაგრამ ჯერ ჩემი სიკვდილი ადრეა.
აბა, მითხარი, რა მოხდა?

იგი სამზარეულოში გაჰყვა გრეგს და თვალი არ მოუშორებია მისთვის, ვიდრე მეზობელი


ყურადღებით ათვალიერებდა კედელს.

– ჭიანჭველებია?

– არა. ჩემთან, კედელში, ნახვრეტი გაჩნდა, – განმარტა გრეგმა. – მაგრამ რატომღაც იგი
გამჭოლად არ გადის.

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ნახვრეტი ნამდვილად „გზას ასცდა“, იგი ან მაკფერსონის


სამზარეულოში უნდა გამოსულიყო, ანდა... სადღაც სულ სხვაგან.

161
– ნახვრეტი კედელში? საიდან გაჩნდა?

– გაჩვენებთ.

– არც ისე ცნობისმოყვარე ვარ, – შენიშნა მაკფერსონმა. – სახლის მეპატრონეს დაურეკეთ.


შეიძლება ის დაინტერესდეს.

გრეგი მოიღუშა.

– ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, მაკ. მინდა, რომ ნახოთ. პირდაპირ... საოცარია, მინდა, მოწმე
მყავდეს.

– ნახვრეტი ან არის, ანდა არ არის, – მარტივად თქვა მაკფერსონმა. – თქვენი შესანიშნავი ტვინი
კი, შემთხვევით, ალკოჰოლით ხომ არ არის დაბინდული? როგორ მინდა, ჩემსასაც ასე
დაემართოს, – მან ნაღვლიანად გახედა პორტატიულ ბარს.

– თქვენ ვერაფრით მიშველით, – შენიშნა გრეგმა. – მაგრამ სულ არაფერს მაინც ისევ თქვენ
მირჩევნიხართ. გამომყევით!

გაჯიუტებული მაკფერსონი გრეგმა ძალით წაიყვანა თავის ბინაში და ნახვრეტი აჩვენა. მაკი
მივიდა კედელთან, რაღაც წაიბურტყუნა, სარკეაო და გაიხედა. მერე წყნარად დაუსტვინა, ხელი
გაჰყო, რამდენადაც შეეძლო, გაიწვდინა კიდეც და სცადა ცისფერი კედლისთვის მიეწვდინა.
მაგრამ ამაოდ.

– ნახვრეტი გაიზარდა, – მშვიდად ჩაილაპარაკა გრეგმა, – იმასთან შედარებითაც კი, რაც


რამდენიმე წუთის უკან იყო. ამჩნევთ, ხომ?!

მაკფერსონმა თვალით სკამი მოძებნა.

– მოდი, დავლიოთ, – ჩაიბურტყუნა მან. – ჩემთვის ეს აუცილებელია. ასეთი შემთხვევის გამო არ


შეიძლება კაცმა არ დალიოს. მხოლოდ ცოტა, – დაუმატა მან, ახლაღა გაახსენდა სიფრთხილე.

გრეგმა ორ ორთომელში შეაზავა ვისკი და სოდიანი წყალი და ერთ-ერთი მაკფერსონს მიაწოდა.


ვიდრე გამოცლიდნენ, მან ყველაფერი უამბო მაკს, რაც მოხდა.

მაკმა აღარ იცოდა, რა ეფიქრა.

– მომავლიდან? კიდევ კარგი, მე არ შემემთხვა. მაშინვე სულს გავაფრთხობდი.

– ყველაფერი სავსებით ლოგიკურია, – უფრო საკუთარ თავს, ვიდრე მაკს, განუმარტავდა გრეგი. –
ეს ყმაწვილი, ჰელისონი, რასაკვირველია, 1953 წელში მცხოვრები ადამიანი ვერ იქნება.

– იგი ალბათ პოგოსა8 და კარლოვის9 ნარევივით გამოიყურება.

8
პოგო – ჯადოქარი, ამერიკული საბავშვო ლიტერატურის ნაწარმოებთა გმირი.
9
ბორის კარლოვი – ამერიკელი კინომსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა მისტიურ ბოროტმოქმედთა
როლების შესრულებით.

162
– ყური მიგდეთ, თქვენ ხომ არ გამოიყურებით ნეანდერტალელივით ანდა პილტდაუნელი
კაცივით? ჰელისონს ისეთი თავის ქალა აქვს, უეჭველია, მას ტვინიც განსაცვიფრებელი ექნება.
მოკლედ, გონებრივი ნიჭიერების კოეფიციენტია.

– რა აზრი აქვს ყველაფერ ამას, თუკი მან თქვენთან საუბარი არ ისურვა? – მართებულად შენიშნა
მაკფერსონმა.

რატომღაც გრეგმა იგრძნო, რომ სახეზე სითბო შემოაწვა.

– ჩანს, მას მე რაღაც ადამიანისმაგვარ მაიმუნად მოვეჩვენე, – სევდიანად თქვა მან. – ძლივს
ვიგებდი მის ნათქვამს – ეს არცაა გასაოცარი. მაგრამ ის კვლავ დაბრუნდება.

– ხუთშაბათს? ეს რენილპენტსი ვიღაა?

– რენილ-მენსი, – შეუსწორა გრეგმა. – ვფიქრობ, ეს მისი მეგობარია. შესაძლოა, მასწავლებელი.


ჰელისონმა თქვა, რომ მისგან სიბრძნეს სწავლობს. ალბათ რენილ-მენსი მომავლის რომელიღაც
უნივერსიტეტის პროფესორია. რატომღაც სწორად ვერ ვაზროვნებ. წარმოდგენილი გაქვთ
ყველაფერი ამის მნიშვნელობა, მაკ?

– დიდად არც მაინტერესებს ეს ამბავი, – უპასუხა მაკფერსონმა და ვისკი მოწრუპა. – მე რაღაც


შიში მიპყრობს.

– თქვენც იგი გონების ძალით განდევნეთ, – ურჩია გრეგმა. – მეც ასე ვაპირებ, – თქვა და კვლავ
შეხედა კედელს. – ნახვრეტთ საკმაოდ გაიზარდა. საინტერესოა, შევძლებ თუ არა შიგ გაძრომას?

მივიდა ნახვრეტთან და გაიხედა. ცისფერი კედელი ისევ თავის ადგილას იყო, გრეგის ნაცრისფერ
ფარდაგზე ცოტა დაბლა კი ცისფერი იატაკი მოჩანდა. სასიამოვნო, ოდნავ მწკლარტე ჰაერის
ნაკადი იჭრებოდა ოთახში უცნობი სამყაროდან და საოცრად ამხნევებდა ფიზიკოსს.

– უმჯობესია, არ გაძვრეთ, – გააფრთხილა მაკფერსონმა. – ვაითუ ხვრელმა უეცრად თქვენს უკან


შეიკრას პირი.

პასუხის ნაცვლად გრეგი სამზარეულოში გავიდა. იქიდან რომ დაბრუნდა, ხელში წვრილი თოკი
ეკავა. ერთი ბოლო წელზე შემოიჭირა, მეორე კი მაკფერსონს მისცა და სიგარეტი საფერფლეზე
დააგდო.

– იგი ჰელისონის დაბრუნებამდე არ დაიკეტება, ან ყოველ შემთხვევაში, ისე სწრაფად ვერა.


მაგრამ მაინც შემომძახეთ, მაკ, თუ შენიშნავთ, რომ იგი დაკეტვას იწყებს. მაშინვე გამოვძვრები.

– სულელი, გიჟი! – ჩაილაპარაკა მაკფერსონმა.

გრეგმა მომავლის ზღურბლს გადააბიჯა და მღელვარებისგან ბაგეები მთლად გაჰფითრებოდა.


ნახვრეტის დიამეტრი უკვე მეტრნახევარს აღწევდა და მისი ცენტრი ხალიჩიდან ნახევარ მეტრ
სიმაღლეზე მდებარეობდა. გრეგი დაიხარა, შემდეგ გაიმართა, გაახსენდა, რომ საჭიროა სული
მოითქვას. მან უკან, ნახვრეტისკენ გაიხედა და მაკფერსონის ფერმკრთალ სახეს შეხედა.

– მორჩა, ო’ქეი, – განაცხადა მან.

163
– აბა, რა ნახეთ?

გრეგი ცისფერ კედელს მიეყრდნო. ფეხქვეშ რბილ იატაკს გრძნობდა, მეტრნახევრიანი


დიამეტრის წრე კედელში გამოჭრილ ბადროს, ჰაერში გამოკიდებულ მოლბერტს ან კიდევ
კინოფილმის კადრს ჰგავდა. მასში გრეგი მაკფერსონსა და თავის ოთახს ხედავდა, მაგრამ
თვითონ ახლა სხვა, ფართო, გრილი, სხივოსანი სინათლით განათებულ ოთახში იყო, რომელიც
სრულებით არ ჰგავდა იმას, რაც აქამდე ენახა.

უპირველესად მისი ყურადღება ფანჯრებმა მიიპყრო, ცისფერ კედლებში დატანებულმა


მაღალმა, ოვალურმა ნახვრეტებმა, ცენტრში რომ გამჭვირვალე იყო, ნაპირთან ახლოს ნახევრად
გამჭვირვალე, სულ განაპირას კი – მქრქალი ლაჟვარდისფერი. მათში მან სინათლეები დაინახა.
მოძრავი, მრავალფეროვანი სინათლეები. ერთი კი გადადგა ნაბიჯი, მაგრამ ვეღარ გაბედა გზა
განეგრძო; უკან მოიხედა, სადაც მაკფერსონი ელოდა.

– რას მოგაგონებს?

– ახლავე, ჯერ ვნახო, – თქვა გრეგმა და ნახვრეტს გარშემო შემოუარა. ამ მხრიდან იგი უჩინარი
იყო. შესაძლოა, სინათლის სხივები რკალავდა და იმიტომ. გრეგი ვერ ახსნიდა ამას. ცოტა არ
იყოს შეშინებულმა, ისევ გაიხედა ნახვრეტში, რათა მაკფერსონისთვის შეეხედა. მერე
დამშვიდდა და კვლავ განაგრძო გამოკვლევები.

ოთახი, დაახლოებით, ოთხმოცი კვადრატული მეტრი იქნებოდა, მაღალი ჭერი ჰქონდა,


გუმბათისებური; სინათლის წყარო თავდაპირველად ვერ აღმოაჩინა. ოთახში ყველაფერი ოდნავ
ანათებდა.

„მზის სხივების შთანთქმა ხდება, – გაიფიქრა გრეგმა, – რაღაც მანათობელი საღებავის


მაგვარია“.

ეს რაციონალური ეჩვენა.

უნდა ითქვას, დასათვალიერებელი მეტიც არაფერი იყო. დაბალი დივნები, რბილი, პასტელის
ტონების მოხერხებული სავარძლები, ალბათ, რაღაც საგანგებო დანიშნულებისა, კაუჩუკის
რამდენიმე პატარა მაგიდა, ცისფერ იატაკზე ოთხკუთხა, მინისმაგვარი პლასტიკატის ბლოკი
იდგა, პატარა საკვოიაჟის მსგავსი ზომისა. გრეგი ვერ მიხვდა მის დანიშნულებას. როცა
ფრთხილად აიღო ხელში, მასში ფოსფორივით მანათობელი საღებავები ათამაშდა.

ერთ-ერთ პატარა მაგიდაზე წიგნი იდო და გრეგმა სწორედ მაშინ ჩაიდო იგი ჯიბეში, როცა
მაკფერსონმა დაუძახა.

– მენინგ, როგორია მანდაურობა, ა?

– თუ შეიძლება, დამაცადე.

„კი, მაგრამ, კარები სადღაა?“ – გრეგმა ცალყბად ჩაიცინა; იგი ოდნავ, შეცბუნებული იყო იმით,
რომ ყველაზე ძირითადი ტექნიკური ცოდნაც არ გააჩნდა, რაც აუცილებელი იყო ამ უცნობ
სამყაროში. ხომ შეიძლება კარები წნევით, სინათლით, ან ბგერით იღებოდეს, ანდა სუნითაც კი?

164
საიდან შეეძლო ამის ცოდნა? თვალის ერთმა მოვლებამ ვერაფერს მიახვედრა. მაგრამ მას
ნახვრეტი აშინებდა. ვაითუ, უცებ დაიკეტოს...

„მერე რა, არავითარი საშინელება არ მოხდება, – გაიფიქრა გრეგმა. – მომავლის ეს სამყარო


ადამიანისებური არსებებით არის დასახლებული, რომლებიც საკმაოდ გვგვანან ჩვენ. მათ იმის
ჭკუა კი ეყოფათ, რომ ადამიანი მის საკუთარ ეპოქაში გააგზავნონ, – ამას ჰელისონის გამოჩენა
ადასტურებს“.

და მაინც გრეგს ერჩია, უკან დასახევი გზა ხსნილი ჰქონოდა.

იგი უახლოეს ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა. რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ


თანავარსკვლავედები მეწამულ ცაზე ოდნავ შეცვლილიყვნენ, მაგრამ ძალიან არა. ხან აქ, ხან იქ
გაიელვებდა ცისარტყელასავით სინათლეები. ეს თვითმფრინავები იყო. დაბლა ძლივს
გაირჩეოდა ბინდში გახვეული შენობების ჩამუქებული მასები. მთვარე არსად ჩანდა. რამდენიმე
კოშკი სარკმლამდე აღწევდა და გრეგმა შეძლო გაერჩია მათი წვეროების მომრგვალებული
მოხაზულობა.

ერთ-ერთი სინათლე მისკენ დაექანა. ვიდრე გრეგი ფანჯარას მოსცილდებოდა, მან პატარა
ხომალდი შენიშნა.

– ანტიგრავიტაცია, – გაიფიქრა გრეგმა. ღია კაბინაში ყმაწვილი და ქალიშვილი ისხდნენ.


ხომალდს არც პროპელერი ჰქონდა და არც ფრთები. წყვილმა ჰელისონი მოაგონა – იმასავით
წაწვეტილი, თუმცა თმიანი, თავის ქალები და სახის მსხვილი ნაკვეთები ჰქონდათ, ტანსაცმელიც
ტოგას წააგავდა. მიუხედავად ამისა, უცნაურებად მაინც არ მოგეჩვენებოდათ. ვერ იგრძნობდით,
რომ ისინი სხვა პლანეტიდან იყვნენ. ქალიშვილი იცინოდა და თუმცა მას ამობურცული შუბლი
და გამხდარი სახე ჰქონდა, გრეგმა გაიფიქრა, არაჩვეულებრივად მომხიბლავიაო.
რასაკვირველია, ამ ხალხს არავისთვის ვნების მიყენება არ შეუძლია. გაურკვეველი შიში
არაადამიანური სუპერრასის ცივი სიმკაცრის წინაშე ნელ-ნელა გაუქრა.

მათ გრეგს გვერდით ჩაუქროლეს, არაუმეტეს, ექვსი მეტრის მოშორებით, თან პირდაპირ მას
უყურებდნენ... და ვერ კი ხედავდნენ. გაოცებულმა ფიზიკოსმა ხელი გაიწვდინა, რათა მინის
გლუვ, ოდნავ თბილ ზედაპირს შეხებოდა. უცნაურია!

სხვა შენობათა ფანჯრები ჩაბნელებული იყო. ისინი, ეტყობა, სინათლეს მხოლოდ ერთი
მხრიდან ატარებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ ადამიანთა ოჯახური სიმყუდროვისთვის.
შიგნიდან შეიძლებოდა ფანჯარაში გახედვა, გარედან კი არაფერი ჩანდა.

– მენინგ!

გრეგი საჩქაროდ შემობრუნდა, თოკი შემოიხვია და ნახვრეტთან დაბრუნდა. მას მაკფერსონის


მოღუშული სახე შეეგება.

– კარგი, — თავაზიანად უპასუხა გრეგმა და ნახვრეტში გამოძვრა. — მაგრამ იქ საშიში არაფერია.


წიგნიც კი დავითრიე. აი, მომავლის ნამდვილი ინკუნაბულა სწორედ ეს არის.

165
– მინდა, რომ დაბრუნდეთ. უკვე ნერვები აღარ მყოფნის. – მაკფერსონმა წიგნი გამოართვა,
მაგრამ მაშინვე არ გადაუშლია. უსიცოცხლო თვალები გრეგისთვის მიეპყრო. – რა ნახეთ იქ?

გრეგმა დაწვრილებით დაიწყო მოყოლა.

– იცით, ეს სწორედ რომ შესანიშნავი რამაა: მომავლის უმცირესი ნაგლეჯი. როცა იქ, შიგნით,
ვიყავი, ყველაფერი ასე უცნაურად აღარ მეჩვენებოდა, ახლა კი მაცვიფრებს. ამასობაში ჩემი
ვისკი გამთბარა. კიდევ დავლიოთ?

– არა. თუმცა, კარგით, დავლიოთ. ცოტაოდენი.

ვიდრე გრეგი სამზარეულოში ტრიალებდა, მაკფერსონი წიგნს ათვალიერებდა. შემდეგ


ნახვრეტს შეხედა. „ცოტათი კიდევ გაფართოვდა,“ – გაიფიქრა მან. – „სულ ცოტათი. ალბათ
თითქმის მიაღწია თავის მაქსიმალურ სიდიდეს".

გრეგი დაბრუნდა.

– შეგიძლიათ წაიკითხოთ? არა? რა გაეწყობა, ასეც ვფიქრობდი. ჰელისონმა თქვა, რომ სურს
ჩვენი ენა შეისწავლოს, საინტერესოა, რას ეძებს... წარსულში?

– საინტერესოა, ვინ არის რენილ-მენსი.

– ვისურვებდი შევხვედროდი მას, – შენიშნა გრეგმა. – მადლობა ღმერთს, ცოტაოდენი ცოდნა მეცა
მაქვს. ჰელისონმა... ანდა გინმე სხვამ რომ... გამიმარტოს ზოგიერთი რამ, მე ალბათ შევძლებდი
მომავლის ტექნიკის საფუძვლების გაცნობას. რა კარგი იქნებოდა, არა, მაკ?

– თუ ის დათანხმდებოდა.

– თქვენ ხომ არ გინახავთ ის, – უთხრა გრეგმა. – მეგობრულად იყო განწყობილი, თუმცა ჰიპნოზი
კი გამიკეთა. ეს რაღაა?

მან წიგნს დასტაცა ხელი და სურათის თვალიერება დაიწყო.

– რვაფეხაა, – უკარნახა მაკფერსონმა.

– რუკაა. საინტერესოა. მთლად სტრუქტურულ ფორმულასავით გამოიყურება, მაგრამ ამის


მსგავსი საგანი ჯერ არ მინახავს. როგორ მინდა, რომ ამ რაღაც უკუღმართი ხლართულობის
წაკითხვა შემეძლოს! იგი ბირმული და პიტმენური დამწერლობის კომბინაციას წააგავს.
რიცხვების სისტემაც კი განსხვავდება არაბულისგან. აქ მთელი საგანძურია, გასაღები კი არა
გვაქვს!

– ჰმ-მ-მ... შესაძლოა. მაინც, ჩემი აზრით, ეს ცოტა არ იყოს, საშიშია.

გრეგმა მაკფერსონს შეხედა.

166
– არა მგონია. არავითარი მიზეზი არ გვაქვს, საშიშროებას მოველოდეთ. ეს იაფფასიანი
ბულვარული რომანის სიუჟეტი იქნებოდა.

– მაშ, რაღაა სიცოცხლე, თუ არა ბულვარული რომანი? – პირქუშად შეეკითხა საკმაოდ


შემთვრალი მაკფერსონი. ის უკვე გადასჩვეოდა სპირტიან სასმელს.

– ასე იმიტომ გეჩვენებათ, რომ ხედვის სხვა კუთხე გაქვთ არჩეული და ამის შესაბამისად
ცხოვრობთ კიდეც. – გრეგი უფრო იმიტომ ლაპარაკობდა უკმაყოფილო ტონით, რომ ვერ იტანდა
მაკფერსონის უიმედო ფილოსოფიას, რომელსაც იგი პერიოდულად ქადაგებდა ხოლმე. – აბა,
ერთი სცადეთ და, მრავალფეროვნების გულისთვის, ლოგიკურად იმსჯელეთ. კაცობრიობა წინ
მიდის დიქტატორებისა და პროფესიონალ პოლიტიკოსთაგან დამოუკიდებლად. საწარმოო
რევოლუცია სოციალურ ცვლილებებს აჩქარებს, ბიოლოგიური მუტაცია კი მჭიდროდაა
დაკავშირებული ამ პროცესთან, იგი პროგრესისკენ უბიძგებს. მომდევნო ხუთასი წლის მანძილზე
ჩვენ განვითარების ისეთსავე გზას გავივლით, როგორიც უკანასკნელი ათი ათასი წლის
მანძილზე გავიარეთ. ეს იგივეა, რაც ზვავი, მთიდან რომ ეშვება.

– მერედა, აქედან რა გამოდის?

– რა და ის, რომ მომავალში ლოგიკის სამეფო დადგება, – აუხსნა გრეგმა, – მაგრამ არა
გულგრილი, კაცთმოძულე ლოგიკისა, არა ადამიანური ლოგიკის, რომელიც ყურადღებას აქცევს
ემოციასა და ფსიქოლოგიას. მე მინდა ვთქვა, მიაქცევს-მეთქი. იქ იოლად გავლენ „დიადი
ტვინის“ გარეშე, რომელიც ისწრაფვის დაიპყროს სამყაროები, ანდა დაიმონოს ყველაფერი, რაც
კი კაცობრიობისაგან გადარჩა. ასეთი რამ ჩვენ უკვე ვიხილეთ. ჰელისონს.. სურდა ჩემთან
ლაპარაკი, მაგრამ მაშინ იგი ძალიან ჩქარობდა. მითხრა, რომ ყველაფერს შემდეგ ამიხსნიდა.

– ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა აშკარა, ის, რომ კედელში ნახვრეტია, – შენიშნა მაკფერსონმა. –
ასეთი რამ, ჩვეულებრივ, არ ხდება ხოლმე. ახლა კი მოხდა. ეჰ, სამწუხაროა, რომ შევთვერი.

– ამ საშუალებით თქვენს ემოციურ ბალანსს ამაგრებთ, – წარმოთქვა გრეგმა. – მე კი ამის


გაკეთებას მათემატიკური კანონების დაცვით ვარჩევ. ტოლობას არსებულ მონაცემთა მიხედვით
ვწყვეტ. ინდუქციური მეთოდი, მართალია, ბევრ გასაქანს არ იძლევა, მაგრამ ნებას გვაძლევს,
ვიმსჯელოთ იმაზე, რაოდენ განსაცვიფრებელი შეიძლება იყოს მთლიანობა, მომავლის
სრულყოფილი სამყარო...

– საიდან იცით?

გრეგი დაიბნა.

– მე... ასე მომეჩვენა. რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ კაცობრიობა შეძლებს საკმაოდ ფართოდ
გამოიყენოს ტექნიკა და ყოველ წვრილმანსაც გაითვალისწინებს, როგორც თეორიაში, ისე
პრაქტიკაში. მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რომ ადამიანები ამით არ გაიბღინძებიან. უბრალოდ,
მათთვის ეს დამახასიათებელი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ჰელისონი არ იბღინძებოდა. _

– ნახვრეტი აღარ დიდდება, – შენიშნა მაკფერსონმა. – ამას შპალერზე ლაქის მიხედვით ვატყობ.

167
– მაგრამ არც პატარავდება, – იჭვნეულად ჩაილაპარაკა გრეგმა. – მინდა ვიცოდე, როგორ იღება
იქ კარები. ჩემით ამ ეშმაკის მახეში ვერ ვერკვევი.

– კიდევ დალიეთ. იქნებ გიშველოთ.

მაგრამ ვერც ამან უშველა. გრეგმა ვეღარ გაბედა, ხელახლა გამძვრალიყო ნახვრეტში, რადგან
ეშინოდა, ვაითუ მოულოდნელად დაიკეტოსო. იჯდა მაკფერსონთან ერთად, სიგარეტს ეწეოდა,
ვისკის სვამდა და ლაპარაკობდა. ნელ-ნელა მიიპარებოდა ღამე, დროდადრო კვლავ წიგნს
ათვალიერებდნენ, მაგრამ იგი მათ არაფერს ეუბნებოდა.

ჰელისონი არსად ჩანდა. დილის სამი საათისთვის ნახვრეტმა დაპატარავება იწყო. გრეგს
გაახსენდა მომავლის კაცის ნათქვამი: გამონაშალი ღამით ღია იქნება, დღისით კი დაიკეტებაო.
ალბათ ისევ გაიხსნება. თუ არ გაიხსნა, მაშასადამე, მან ხელიდან გაუშვა შემთხვევა, მხოლოდ
ერთხელ რომ ეძლევა ადამიანს კაცობრიობის ასობით წლის სიცოცხლის მანძილზე. ნახევარი
საათის შემდეგ ნახვრეტი მთლიანად დაიხურა, ისე რომ, შპალერზე კვალიც აღარ ჩანდა.
გაყინული თვალებით მომზირალი მაკფერსონი შინ დაბრუნდა, გრეგმა კი წიგნი საწერი მაგიდის
უჯრაში ჩაკეტა და დაწვა. იქნება, რამდენიმე საათით მაინც დაეძინა, ვიდრე მოუსვენრობა კვლავ
ფეხზე არ წამოაგდებდა.

მეორე დღეს, როცა იცვამდა, გრეგმა ჰევერჰილის საკვლევ ლაბორატორიაში დარეკა.


შეატყობინა, დღეს სამუშაოზე ვერ მოვალო. უნდოდა შინ ყოფილიყო, თუ შემთხვევით ჰელისონი
გამოჩნდებოდა. მაგრამ ჰელისონი არ მოსულა. მთელი დილა გრეგი სიგარეტს ეწეოდა და წიგნს
ფურცლავდა. ნაშუადღევს კი იგი უნივერსიტეტში გაუგზავნა პროფესორ კორტნის. თან პატარა
ბარათი დაურთო თხოვნით, შეეტყობინებინა ცნობები ამ ენის შესახებ. კორტნიმ, რომელსაც
ენის საკითხში არაფერი გამოეპარებოდა, დაურეკა და უთხრა, რომ ვერაფერი ვერ გაიგო.

რასაკვირველია, იგი ცნობისმოყვარეობისგან იწვოდა. გრეგმა ძლივს დაიძვრინა თავი


პროფესორისგან. გადაწყვიტა, მომავალში უფრო ფრთხილად ემოქმედა. სრულიადაც არ სურდა,
მთელ ქალაქს მოსდებოდა მისი საიდუმლო. თვით მაკფერსონსაც კი... მაგრამ აქ უკვე
ვეღარაფერს გახდება. აღმოჩენა ხომ მენინგ გრეგს ეკუთვნის და სამართალი მოითხოვს, მთელი
უფლებები მის ხელში იყოს. გრეგის ეგოიზმი სრულიად უანგარო იყო. მას რომ ამის გამომწვევი
მიზეზები გაეანალიზებინა, მიხვდებოდა, რომ ეს მის არსებას სწყუროდა ინტელექტუალური
გაბრუება – ეს ყველაზე შესაფერისი ტერმინი იყო ამ შემთხვევაში. გრეგს, მართლაც,
არაჩვეულებრივად მახვილი გონება ჰქონდა და დიდ სიხარულს ჰგვრიდა, როცა მას საქმეში
იყენებდა. ნამდვილ ნეტარებას განიცდიდა, როცა ტექნიკურ პრობლემებს ამუშავებდა და ამით
ისეთსავე კმაყოფილებას იღებდა ხოლმე, როგორსაც ინჟინერი ლამაზად შესრულებული
ნახაზის ცქერისას, ანდა პიანისტი რთული კომპოზიციის გარჩევისას. უყვარდა ყველაფერი
სრულყოფილი. და ახლა, თუ ხელში ჩაიგდებს მომავლის სრულყოფილი სამყაროს გასაღებს...
რასაკვირველია, მთლად დარწმუნებული სულაც არ იყო ამ სამყაროს სრულყოფილებაში, მაგრამ
რწმენა თანდათან უმტკიცდებოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საღამოს ექვსსა და ოცდაათ
წუთზე ნახვრეტმა ნელ-ნელა გახსნა იწყო.

ამჯერად გრეგმა მაშინვე გაჰყო თავი ნახვრეტში, როგორც კი იგი იმდენად გაფართოვდა, რომ
გაძრომა შეიძლებოდა. დრო თავზე საყრელი ჰქონდა. რამდენი არ ეძება, მაგრამ კარს ვერა და

168
ვერ მიაგნო, სამაგიეროდ სხვა რამ აღმოაჩინა: ცისფერი კედლები სინამდვილეში უზარმაზარი
კარადების კარები აღმოჩნდა; კარადები უჩვეულო საგნებით იყო სავსე, უმთავრესად წიგნებით,
თუმცა მან ვერცერთის წაკითხვა ვერ შეძლო. ზოგიერთი ნახაზისგან კი პირდაპირ ტანტალოსის
წამება გადახდა თავს: ისინი თითქმის გასაგები იყო, თითქმის შეეძლო მათი მორგება თავის
აზროვნებაზე – და მაინც, ერთიანობაში გაუგებარი იყო. სამგანზომილებიანი შეღებილი
სურათები ოდნავ მიანიშნებდა ადამიანს მომავლის ცხოვრებაზე. ეჩვენებოდა, რომ ეს ბედნიერი
ცხოვრება იყო.

კარადები...

მათში არაჩვეულებრივად საინტერესო ნივთები ინახებოდა. ყველა ისინი, უეჭველია, კარგად


იქნებოდა ცნობილი ჰელისონისთვის, მაგრამ გრეგმა არ იცოდა, რა მოეხერხებინა, მაგალითად,
მომავალი ადამიანის ნიმუშის მსგავსად გაკეთებული ნახევარ მეტრზე მეტი სიდიდის
თოჯინასათვის, რომელიც უცნობ ენაზე წარმოთქვამდა რაღაც ლექსების მაგვარს. რამდენადაც
გრეგს შეეძლო მიმხვდარიყო, რითმები შესანიშნავი იყო, ხოლო რიტმი რთული, უჩვეულო — იგი
რაღაც განსაზღვრულ ემოციურ ზემოქმედებას ახდენდა თვით ამ უცნობ ენაზეც კი.

კარადებში ეწყო კაუჩუკის გამჭვირვალე ბლოკები შიგნით მოძრავი სინათლეებით და ლითონის


კონსტრუქციებიც (ერთ-ერთში გრეგმა მზის სისტემის მოდელი შეიცნო), ჰიდროპონული
ხერხებით გაშენებული პატარა ბაღიც — მას შეეძლო ქამელეონივით შეეცვალა ფერი. და
პლასტიკატის პატარა ფიგურებიც, რომლებიც, შესაძლოა, მითიურ ცხოველებს გამოსახავდნენ.
ერთმანეთთან შერევით მათ შეეძლოთ სხვა ცხოველები წარმოექმნათ — ჰიბრიდები ანდა
ბიოლოგიური სახესხვაობანი (წმინდა გენეტიკის განსაცვიფრებელი დემონსტრაცია!);
ყველაფერი ეს და კვლავ ბევრი, ძალიან ბევრი სხვა რამ! გრეგს თავბრუ დაეხვა. ფანჯარასთან
მივიდა, რათა ცოტათი გონება მოეკრიბა.

სიბნელეში კვლავინდებურად კრთოდა ნაირფერი სინათლეები. ძალიან დაბლა შენიშნა, რომ


დროდადრო სხივისებური სინათლე აკიაფდებოდა — თითქოს მანათობელი რაკეტები
ფეთქდებოდა. წამით გაირინდა: ომი ხომ არ დაიწყოო, მაგრამ კიდევ ერთმა აფეთქებამ,
შადრევანივით რომ ამოიფრქვა, იგი დაამშვიდა. კისერგაწვდილმა გაარჩია ნამცეცა ფიგურები,
რომლებიც სხვადასხვა მდგომარეობას ღებულობდნენ და ჰაერში ცეკვავდნენ უთვალავ ფერთა
შორის — ეს რაღაც ბალეტის მსგავსი იყო უწონადობის მდგომარეობაში. არა, ეს ნამდვილად
სრულყოფილი სამყარო იყო.

უეცრად, უსაზღვროდ მოუნდა გაჭრილიყო ამ მდუმარე ოთახიდან ფანჯრებს გადაღმა მოელვარე


მხიარულ ორომტრიალში. მაგრამ ვერ გაეგო, როგორ იღებოდა ფანჯრები. ვერც კარების
მმართველი ღილაკები იპოვა. გრეგს გაახსენდა, როგორ გაუძნელდა იმ მალული ღილაკების
პოვნა, რომელთა დახმარებით კარადები იღებოდა.

უცებ ჰევერჰილელი მოხუცი დაფი გაახსენდა და გუნებაში ნიშნიც მოუგო. ნეტავ რას იღონებდა,
ყოველივე ეს რომ ეხილაო. თავი დავანებოთ, ეშმაკსაც წაუღია დაფი. დაე, მერე მან სამყარო
შესვას, ამჟამად კი გრეგს სურდა გაეკეთებინა ის, რაც დაიმსახურა, – აღტაცებისგან
თავბრუდახვეულს პირველს მოესვა შესანიშნავი ღვინით სავსე ბოთლიდან.

169
იმედი ჰქონდა, ვინმე შემოვიდოდა ამ ოთახში ჰელისონთან. შესაძლოა, რენილ-მენსი;
თავდაპირველად, გრეგი ალბათ ყველაფერს ვერ გაიგებს, – თუ მოსულს არქაული ინგლისური
ენა არ ექნება შესწავლილი, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, – მაგრამ შემდეგ იგი როგორმე
დასძლევს სიძნელეებს. ოღონდ კი რენილ-მენსი გამოჩნდეს და უჩვენოს, როგორ მუშაობენ
კარადებში შენახული ხელსაწყოები! ეს ხომ ოქროს საბადოებია ფიზიკოსისთვის!

მაგრამ არავინ გამოჩენილა. ნადავლით დატვირთული გრეგი თავის ეპოქას დაუბრუნდა და იქ


მაკფერსონი აღმოაჩინა. სავარძელზე მიწოლილი, სოდიან ვისკის სვამდა და სკეპტიკურად
შეჰყურებდა ნახვრეტს.

– როგორ შემოხვედით ბინაში? – ჰკითხა გრეგმა.

– ძალიან უბრალოდ, – უპასუხა მაკფერსონმა, – კარები ღია იყო. ოთახში ჰელისონი იდგა.
მოვინდომე გამერკვია, რა ხდებოდა. ყველაფერი წესრიგშია, – ის სავსებით რეალურია.

მის ორთომელში ყინულის ნატეხები წკრიალებდა.

– ჰელისონი აქ იყო? მაკ, რანაირი...

– ნუ ჯავრობთ. შემოვედი და ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი. – ჰელისონიო, – მიპასუხა. – მხოლოდ ერთი


წუთით შემოვედიო, – ანდა რაღაც ამის მსგავსი. – გრეგს თქვენი ნახვა სურს, – ვუთხარი მე.–
ჯერჯერობით დრო არა მაქვს. – მიპასუხა მან. – ერთ ნივთს დავეძებ. ხუთშაბათს დავბრუნდები,
რათა რენილ-მენსს შევხვდე. მაშინ ყველაფერს ვეტყვი გრეგს, რისი გაგებაც კი უნდა. ბევრ
რამეზე შემიძლია ვუამბო... მე ხომ გენიოსთა კატეგორიას ვეკუთვნი.

ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ როგორღაც ყველაფერი


გავიგე. ამის შემდეგ ის გავიდა. გავედევნე ყვირილით: „სად არის გრეგი?“ – მან ხელი გაიქნია
ნახვრეტისკენ და კიბეზე დაეშვა. შემოვყავი თავი ნახვრეტში, დაგინახეთ და რაღაც უცნაურად
ვიგრძენი თავი. მაშინ იყო, სოდიანი ვისკი რომ მოვამზადე და დავჯექი, რათა თქვენ
დაგლოდებოდით. ამ ყმაწვილის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის...

გრეგმა ტვირთი დივანზე დააწყო.

– დასწყევლოს ღმერთმა! რა შემთხვევა წამივიდა ხელიდან. არა უშავს, თავი უნდა ვინუგეშო, რომ
კიდევ გამოჩნდება; ეშმაკმა დალახვროს, მაინც რატომ გივლით ტანში ჟრუანტელი მის
გახსენებაზე?

– ის სრულებით არა გვგავს ჩვენ, – უბრალოდ უპასუხა მაკფერსონმა.

– არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. თქვენ ხომ არ დაიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ის
ადამიანური არსება არ არის?

– რასაკვირველია, ადამიანურია, ეს ცხადია, მაგრამ ადამიანის სრულიად სხვა სახეობაა. თუნდაც


თვალები, ისე გიყურებს, თითქოს სულში გიძვრება, თითქოს მეოთხე განზომილებაში გხედავს.

170
– შეიძლება, გხედავს კიდეც, – მსჯელობდა გრეგი. – ვისურვებდი... ჰმ-მ. მაშ, ის მე ყველაფერს
მეტყვის, რისი გაგებაც მინდა? ამის აღსანიშნავად ღირს, დალიოს კაცმა. ნამდვილად გამიღიმა
ბედმა! ის მართლაც გენიოსია, თავისი საუკუნისთვისაც კი. ჩემი აზრით, მხოლოდ გენიოსს
შეეძლო მოეწყო დროისა და სივრცის ეს ოინი.

– ეს მისი სამყაროა, მენინგ, და არა თქვენი, – მშვიდად შენიშნა მაკფერსონმა. – თქვენს ადგილას
მე იქ ცხვირს არ შევყოფდი.

გრეგმა გაიცინა, თვალები აუელვარდა.

– სხვა გარემოებაში დაგეთანხმებოდით, მაგრამ ახლა უკვე რაღაც-რაღაცები ვიცი ამ სამყაროზე.


თუნდაც წიგნებში სურათების მიხედვით. უეჭველია, ეს სრულყოფილი სამყაროა. მაგრამ იგი ჯერ
კიდევ ჩემი შემეცნების მიღმაა. ეს ადამიანები ყოველმხრივ ძალზე წინ წასულნი არიან, მაკ.
მეეჭვება, შევძლებთ კი ყველაფრის გაგებას აქ? მაგრამ მე არც ისე ჩამორჩენილი ვარ
გონებრივად. ვისწავლი. გამოცდილება დამეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ტექნიკოსი და
ფიზიკოსი ვარ.

– ძალიანაც კარგი. ისე მოიქეცით, როგორც მოგწონთ. ახლა იმიტომ დავთვერი, რომ ვიჯექი, სულ
ამ ნახვრეტს ვუყურებდი კედელში და მეშინოდა, სამუდამოდ არ შეეკრა პირი.

– სისულელეა,– თქვა გრეგმა.

მაკფერსონი წაბარბაცდა.

– წავალ, დავწვები. დამიძახეთ, თუ რაიმეზე დაგჭირდებით, ღამე მშვიდობისა.

– ღამე მშვიდობისა, მაკ. ყური მიგდეთ, თქვენ ამბავზე არავისთვის არაფერი გითქვამთ, არა?

– არა, არც მიფიქრია. ჰელისონის თვალებმა კი შემაშინა, თუმცა მათში რაღაც მეგობრულიც იყო.
ადამიანი და ზეადამიანი, ბრრ-რ.

ვისკისგან თავბრუდახვეული მაკფერსონი ბარბაცით გავიდა კარიდან. გრეგმა ჩაიცინა და


გულმოდგინედ ჩაკეტა კარები.

ვინც არ უნდა ყოფილიყო ჰელისონი, ერთი რამ აშკარა იყო, ზეადამიანი იგი ვერ იქნებოდა.
ევოლუციამ ის ასეთ უკიდურესობამდე ვერ მიიყვანა, შესაძლოა, Homo sapiens-ს არც მეეძლო
ევოლუციის გაზით Homo superior-ად გარდაქმნილიყო. ბევრი რამ იყო საიდუმლო მომავლის
ადამიანში. მაგალითად, მისი უცნაური ძიებანი დროის სიღრმეში... მაგრამ ხუთშაბათს – გრეგს
ამის იმედი ჰქონდა – იგი შეძლებს პასუხი მიიღოს ზოგიერთ კითხვაზე მაინც. ოღონდაც როგორმე
მოითმინოს ხუთშაბათამდე!

მეორე დღეს, სამშაბათს, გრეგი კვლავ არ წასულა სამუშაოდ. დიდხანს იმტვრევდა თავს
მომავლიდან მოტანილ ნივთებზე და ამით ოდნავ ინუგეშებდა თავს.

171
ასე ელოდა, ვიდრე შიმშილმა არ შეაწუხა. მაშინ კი გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და სენდვიჩი
ეყიდა იქვე, კუთხეში. მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუაგდო, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ, ჭუჭყიან
სასაუზმეში შევიდა, საიდანაც შეიძლებოდა თვალი ედევნებინა თავისი ბინისათვის.

მალე თვალი მოჰკრა, როგორ შევიდა სახლში ჰელისონი.

საჭმელით პირგამოტენილმა, ისე რომ კინაღამ დაიხრჩო, გრეგმა რამდენიმე მონეტა გადაუგდო
ოფიციანტს და სასაუზმიდან გავარდა. კინაღამ კისერი მოიტეხა კიბის საფეხურზე. თავის
შეკავება მხოლოდ იმიტომ შეძლო, რომ გაოცებულ შვეიცარს ჩაებღაუჭა. მერე ლიფტი...

გრეგი წყევლიდა მის ნელ სვლას. ბინის კარები ღია იყო. იქიდან ჰელისონი გამოდიოდა.

– უღრმეს-უსაყვარლესი სალამი, – მიესალმა მას ჰელისონი. – სუფთა პერანგისთვის


შემოვირბინე.

– მომითმინეთ, – მიმართა სასოწარკვეთილი ხმით გრეგმა. – მინდა მოგელაპარაკოთ.

– კვლავ არ მცალია, აქამდე დავეძებ პოლეონ ენტარს, ჯერაც ვერ მიპოვნია...

– ჰელისონ, როდის ილაპარაკებთ ჩემთან?

– ოთხშაბათ ღამით, ანუ ხვალ უნდა დავბრუნდე, რათა ხუთშაბათს რენილ-მენსს შევხვდე, ის კი,
უნდა ითქვას, ჩემზე ჭკვიანია.

– ნახვრეტი სამუდამოდ არ დაიკეტება?

– რასაკვირველია, არა, მანამდე, ვიდრე გონების ძალა ატანს მასში, არ დაიკეტება, ვიდრე
დაკავებულია, დაახლოებით ორი კვირა.

– მეშინოდა, იქ არ დავრჩენილიყავ, როგორც ხაფანგში.

– მსახურ რობოტებს ყოველდღე მოაქვთ საჭმელი; არ მოგშივდებოდათ, შეგიძლიათ ამ ღამითაც


დაბრუნდეთ იქ, როცა ნახვრეტი კვლავ გაიხსნება მთლიანად, საშიში არაფერია, ჩემს სამყაროში
არავის არ მოაქვს ვნება სხვისთვის... ურთიერთდახმარება და განკურნვა საერთო
კეთილდღეობისათვის. ცუდი თარგმანია. თქვენს ენას საკრამენტალური სუნი ასდის.

– მაგრამ...

ჰელისონი მოჩვენებასავით გაძვრა კარში და უკვე კიბეზე მიჰქროდა. გრეგი გამოუდგა, მაგრამ მან
ადვილად მოიტოვა იგი უკან. მოღუშული დაბრუნდა გრეგი ოთახში, ხვალ ღამით ხომ მაინც...

ხვალ ღამით!

ძალიანაც კარგი, ახლა მას, ყოველ შემთხვევაში, კარგად მაინც შეუძლია ისადილოს. ამ აზრით
გულდამშვიდებულმა გასწია თავისი საყვარელი რესტორნისკენ და ხბოს ესკალოპი მიირთვა.
შემდეგ მაკფერსონს შეხვდა და ჰელისონის ნახვის ამბავი მოუყვა. მაკფერსონს განსაკუთრებული
სიხარული არ გამოუმჟღავნებია.

172
– მის სამყაროში არავის არ მოაქვს ზიანი სხვისთვის, – ციტატასავით წარმოთქვა გრეგმა.

– სულ ერთია... არ ვიცი. მე კი მაინც მეშინია.

– კვლავ გავძვრები იქით და ვნახავ, კიდევ რა არის საინტერესო.

ასეც მოიქცა. არც კი მოუცადა, ნახვრეტი საკმაოდ გაფართოებულიყო, ისე გადაეშვა პირდაპირ
თავით. ამიტომაც მიეხეთქა იქითა კედელს, უკანვე გადმოვარდა, შუბლით მაგიდას დაეჯახა,
მაგრამ რაკი მაგიდა საკმაოდ დრეკადი მასალისა იყო, არაფერი სტკენია. მომავლის სამყაროში
ბევრი რამ იყო მოხერხებული. ეს ღამეც წინა ღამეს ჰგავდა. გრეგი ცნობისმოყვარეობისგან
იწვოდა. გარს ერტყა იმ კულტურის საიდუმლოებანი, რომელმაც დიდად გაუსწრო მის საკუთარს,
საიდუმლოებათა გასაღები კი ისე ახლოს იყო, რომ გრეგს თითქმის თითის წვერებით შეეძლო
შეხებოდა. მოლოდინი უკვე აუტანელი გახდა. მაგრამ უნდა ეცადა. ვერა და ვერ მიხვდა, როგორ
იღებოდა კარები, ჰელისონისათვის დაავიწყდა ეკითხა თუ აქ ტელეფონი ან ტელევიზორი
არსებობდა, ისინი, ეტყობა, რომელიღაც სამალავში იყო მიჩქმალული და გრეგს მათთვის ვერ
მიეგნო. – „კარგი, თავი დავანებოთ“.

ოთხშაბათს გრეგი სამუშაოდ წავიდა, მაგრამ შინ მალე დაბრუნდა. მოუთმენლობისაგან ადგილი
ვეღარ ეპოვა. მცირე ხნით შემოიხედა მაკფერსონმა. მაგრამ გრეგმა იგი მოიშორა: არ უნდოდა,
საუბარში მესამე კაცი ჩარეოდა. ქაღალდზე ის სავარაუდო კითხვები ჩამოწერა, რომელთა
მიცემასაც აპირებდა ჰელისონისთვის. 6 საათსა და 35 წუთზე ნახვრეტმა გახსნა იწყო. შუაღამე
დადგა. გრეგი უკვე ადგილს ვეღარ პოულობდა მოუთმენლობისგან. 2 საათზე მაკფერსონი
გააღვიძა და სთხოვა მასთან ერთად დაელია.

– მას მე დავავიწყდი, – თითქმის ხმაჩაწყვეტილმა თქვა გრეგმა, სიგარეტი გააბოლა და მაშინვე


საფერფლეზე დააგდო. – ანდა რაღაც დაემართა. დასწყევლოს ღმერთმა!

– დრო ჯერ ბევრი გაქვთ, – წაიბუტბუტა მაკფერსონმა. – ნერვებს ნუ იშლით. ვიმედოვნებ, იგი არ
გამოჩნდება.

დიდხანს ელოდნენ. ნახვრეტი ნელ-ნელა ვიწროვდებოდა. გრეგი მონოტონურად იწყევლებოდა


გულში. დარეკა ტელეფონმა. გრეგმა უპასუხა და ხანმოკლე საუბრის შემდეგ ყურმილი დადო.
როცა მაკფერსონისკენ შემობრუნდა, სახე მთლად შეშლოდა.

– ჰელისონი მკვდარია. მას საბარგო მანქანა დაეჯახა. პიჯაკის ჯიბეში კი ჩემი სავიზიტო ბარათი
უპოვეს.

– რა იცი, რომ ეს ჰელისონია?

– ამიწერეს... წარმოგიდგენია, მაკ, როგორ მიმტყუნა ბედმა! რას დაეხეტებოდა ქუჩებში ეს...
დასწყევლოს ღმერთმა... და საბარგო მანქანას უძვრებოდა ქვეშ. ეშმაკმა დალახვროს მისი თავი
და ტანი!

– ასეთი იყო განგების ნება! – წყნარად თქვა მაკფერსონმა, მაგრამ გრეგმა მაინც გაიგონა.

– რენილ-მენსი ხომ მაინც რჩება.

173
– არავინ იცის, ვინ არის იგი.

– რასაკვირველია, ჰელისონის მეგობარია! – გრეგი მკვეთრი ტონით ლაპარაკობდა, – ხვალ –


ხუთშაბათს. – ის ჰელისონის ბინაში მოვა: და აი ესეც პირველი შესაძლებლობა იმ სამყაროს
ადამიანთან კონტაქტის დასამყარებლად, მაკ. მე ხომ იქ ამ ღამითაც ვიყავი და ვერ შევძელი,
იქიდან გავსულიყავ. კარები ვერ ვიპოვე. მაგრამ თუ ხვალ იქ ვიქნები, როცა რენილ-მენსი მოვა...

– ვთქვათ-და ნახვრეტი აღარ გაიხსნა?

– ჰელისონმა თქვა, რომ გაიხსნება. ეს სავსებით ლოგიკურია. აზრის ენერგია, ისევე, როგორც სხვა
სახის ენერგია, თანდათან უნდა იხარჯებოდეს, თუ ის გამორთული არ არის. ჰელისონის
სიკვდილმა კი, ეტყობა, იგი არ გამორთო.

გრეგმა თავით ნახვრეტისკენ მიუთითა, რომელიც ნელ-ნელა იკეტებოდა.

– წინასწარმეტყველის სიტყვებით გეუბნებით, ერიდეთ ბოროტებას. – გააფრთხილა იგი


მაკფერსონმა.

გრეგი გავადა და თითქმის გაუზავებელი შოტლანდიური ვისკით სავსე ერთი ორთომელი


შეამზადა. ზურგში ნაკადივით დაურბინა ცივმა, მოულოდნელმა შიშმა.

მათ კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკეს, ისე რომ, ვერაფერი გადაწყვიტეს. ბოლოს გრეგი მაინც გაძვრა
ნახვრეტში. შემდეგ იქიდან გამოიხედა, როგორც პორტრეტმა მრგვალი ჩარჩოდან.

– ჯერჯერობით ყველაფერი რიგზეა, – გამოაცხადა მან. – ხვალ შევხვდებით, მაკ. იმედი მაქვს,
შევძლებ ბევრი რამ მოგიყვეთ.

მაკფერსონმა მუშტები ისე მოკუმშა, რომ ფრჩხილები ხელისგულში ჩაესო.

– გრეგ, ხომ არ აჯობებს გადაიფიქროთ? მე მინდოდა...

გრეგმა ჩაეცინა.

– არ გამოგივათ. მე ახლა ბიჭი ვარ, რომელსაც ამჯერად ყველა კითხვაზე სურს პასუხი მიიღოს.
და კიდევ, ბოლოს და ბოლოს, შეუშვით თავში, მაკ, რომ არავითარი საფრთხე აქ არ არის.

– ო’ ქეი.

– მომაწოდეთ ჭიქა. იქითა მხარეს ვისკი არ არის... გმადლობთ. კარგად იყავით!

– კარგად! – გაიმეორა მაკფერსონმა.

იგი იჯდა და ელოდა. ნახვრეტი კი ვიწროვდებოდა.

– ერთი წუთის შემდეგ უკვე გვიანი იქნება, მენინგ.

– ახლაც უკვე გვიანია. მალე შეხვედრამდე, მეგობარო. ხვალ. ექვსსა და ოცდაათ წუთზე.
შესაძლოა რენილ-მენსიც წამოვიყვანო თან.

174
გრეგმა ჭიქა ასწია. ნახვრეტი თანდათან ვიწროვდებოდა, ათცენტიანი მონეტის ოდენა გახდა,
ბოლოს ესეც გაქრა.

მაკფერსონი არ განძრეულა. იჯდა ერთ ადგილას. და ელოდა. იგი შიშს შეეპყრო, ცივ, შეუგნებელ
და გადაულახავ შიშს, თუმცა ეს შიში, რასაკვირველია, ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა.

დიდი ხანი გავიდა.

და აი, მაშინ, უკანმოუხედავად იგრძნო, რომ ოთახში ვიღაც იყო. მიიხედა. მის წინ ჰელისონი
იდგა.

– რომ არ მეპატიება, ისე დავიგვიანე, – თქვა მან. – არა უშავს, ხვალღამ დავბრუნდები. ვწუხვარ
მხოლოდ, რომ რენილ-მენსს ვეღარ შევხვდები.

ქარტეხილივით დაურბინა თავში ალკოჰოლმა მაკფერსონს.

– საბარგო მანქანა, – წაილაპარაკა მან, – საბარგო: უბედური შემთხვევა...

ჰელისონმა მხრები აიჩეჩა.

– მე სულ სხვაგვარი ნივთიერებათა ცვლა მაქვს. ხშირად მემართება ხოლმე გაშეშება. სწორედ
ნერვულმა შოკმა ჩამაგდო ამ სეპტოლურ მდგომარეობაში. გამეღვიძა... რა ჰქვია იმას?.. ჰო,
მორგში; ავუხსენი იქ მყოფთ დაახლოებით, რაც შემემთხვა და პირდაპირ აქეთ გამოვიქეცი.
მაგრამ ძალიან დავაგვიანე. დღემდე ვერ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.

– მერედა, რას ეძებდი? – ჰკითხა მაკფერსონმა.

– მე ჰელისონს ვეძებ, – განმარტა ჰელისონმა. იგი წარსულში დაიკარგა, ხოლო ჰელისონს არ


შეუძლია აღიდგინოს მთლიანობა, ვიდრე მას არ ვიპოვი. მე ბევრს, ძალიან ბევრს ვმუშაობდი და
აი, ერთხელაც ჰელისონი გამისხლტა და წარსულში წავიდა. ჰოდა, ახლა იძულებული ვარ,
ვეძებო.

მაკფერსონს ძარღვებში სისხლი გაეყინა: იგი მიხვდა, რითაც აიხსნებოდა ჰელისონის თვალების
უცნაური გამოხედვა.

– რენილ-მენსი, – წაილაპარაკა მან. – მაშასადამე... ო, ღმერთო ჩემო!

ჰელისონმა გაუწოდა მოცახცახე ექვსთითიანი ხელი.

– მომაკვდინებელია. მაშასადამე, თქვენ იცით. ასე თქვეს მათ. მაგრამ ისინი ცდებოდნენ, მე
გამაცალკევეს, სამკურნალოდ. არც ეს იყო სწორი, მაგრამ ამან მე დრო მომცა, გამეხსნა წარსულის
კარები და მეძებნა ჰელისონი იქ, სადაც დაიკარგა. მსახური რობოტები საჭმლით მამარაგებდნენ,
თავი მიმანებეს, რაც უსათუოდ აუცილებელი იყო ჩემთვის. მაგრამ სათამაშოები, ისინი, მათ რომ
დამიტოვეს ოთახში, მე არაფრად მჭირდებოდა და თითქმის არც გამომიყენებია.

– სათამაშოები...

175
– ზან, ზან, ზან. მეტისმეტად იდუმალია.. მაგრამ სიტყვები ხომ იცვლებიან. გენიოსისთვისაც კი
ეს პროცესი მეტად მტანჯველია. სულაც არა ვარ ის, რასაც ისინი ფიქრობენ. რენილ-მენსმა კი
იცოდა. რენილ-მენსი რობოტია. ყველა ჩვენი ექიმი რობოტებია, განსწავლულები,
სრულყოფილად რომ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. მაგრამ თავდაპირველად მაინც
გამიჭირდა. მკურნალობა... ზან, ზან, ზან... ძლიერი ტვინია საჭირო, რომ გაუძლო მკურნალობას,
რომელსაც რენილ-მენსი მიტარებდა ყოველ კვირას. თვით ჩემთვისაც კი, გენიოსისთვის, ეს...
ზან, ზან, ზან... მათ, ეტყობა, გადააჭარბეს, როცა გრიგალისებური ხერხით სამუდამოდ
სდევნიდნენ ჩემგან გარეშე სიგნალებს...

– მაშ, რა იყო ეს? -ჰკითხა მაკფერსონმა. – რა იყო ეს, ეშმაკმა დაგლახვროს?!

– არა, – ჰელისონი უეცრად იატაკზე დავარდა და სახე ხელებით დაიფარა. – ფინტარგოლური


და... არა, არა...

მაკფერსონი ერთბაშად წინ გადაიხარა; იგი ერთიანად ოფლში იყო გაღვარული; სასმისი
ხელიდან გაუვარდა.

– რა?!

– ჰელისონმა მას მოელვარე, არაფრის-მხედველი თვალები მიაპყრო:

– შოკით მკურნალობა სიგიჟის წინააღმდეგ, – თქვა მან, – ახალი, საშინელი, ძალიან ხანგრძლივი,
უსასრულოდ ხანგრძლივი მკურნალობა, რომელსაც რენილ-მენსი მიტარებდა კვირაში ერთხელ,
მაგრამ ახლა მე წინააღმდეგი არა ვარ ამ მკურნალობის. მომწონს კიდეც იგი, რენილ-მენსი მას
გრეგის მიმართ გამოიყენებს ჩემ მაგივრად, ზან, ზან, ზან, და გრიგალისებური ხერხით...

ახლა ყველაფერმა თავ-თავისი ადგილი დაიკავა. რბილი ავეჯი, კარების უქონლობა, ფანჯრები,
რომლებიც არ იღება, სათამაშოები.

პალატა საგიჟეთში.

რათა დაეხმარონ მათ და განკურნონ.

შოკოთერაპია.

ჰელისონი ადგა და ღია კარისკენ წავიდა.

– ჰელისონ! – გასძახა მან.

მისი ნაბიჯის ხმა თანდათან მიწყდა წინკარში. მხოლოდ ხმაღა მოისმოდა წყნარად.

– ჰელისონი წარსულშია. ზან, ზან, ზან, მე კი უნდა ვიპოვო. ჰელისონი, რათა ჰელისონი კვლავ
მთლიანი გახდეს. ჰელისონ, ზან, ზან, ზან... –

ფანჯარას მზის პირველი სხივები მოხვდა. ხუთშაბათის დილა თენდებოდა.

176
თვალუწვდენელი ეზო

კლიფორდ საიმაკი (მთარგმნელი – ნ. ქართველიშვილი)

ჰაირამ ტენმა გაიღვიძა და ლოგინში წამოჯდა. ტაუზერი ყეფდა და თათებით იატაკს ფხაჭნიდა.

– გეყოფა! – შეუძახა მას ტენმა.

ძაღლმა პანტურა ყურები ერთი წუთით ცქვიტა, მერე კვლავ განაგრძო თავისი საქმიანობა. ტენმა
თვალები მოიფშვნიტა და აბურძგნულ, დიდი ხნის გაუპარსავ თმაზე გადაისვა ხელი. მერე ისევ
ჩაწვა და საბანი თავპირზე გადაიფარა. მაგრამ რაღა დააძინებდა ამ ღავღავში?

– რა დაგემართა? – გაჯავრებულმა ჰკითხა ძაღლს.

– ჰავ! – უპასუხა ტაუზერმა ისე, რომ ფხაჭნა არ შეუწყვეტია.

– თუ გარეთ გასვლა გინდა, გააღე კარი და გადი, მშვენივრად იცი, ჯერ არ გაგიღია თუ? -უთხრა
ტენმა.

ტაუზერმა ყეფა შეწყვიტა, უკანა თათებზე ჩაცუცქდა და დაუწყო ცქერა, როგორ დგებოდა
ლოგინიდან პატრონი.

ტენმა შარვალ-ხალათი ჩაიცვა, ფეხსაცმელი არ უძებნია. ტაუზერმა კუთხეები მოისუნსულა,


ცხვირით კარნიზს შეეხო და ხმაურით დაუწყო ყნოსვა.

– თაგვია? – ჰკითხა ტენმა.

– ჰავ! – გულმოდგინედ უპასუხა ტაუზერმა.

– როდის ყოფილა, რომ თაგვების გულისთვის ასეთი ამბავი აგიტეხია, – ცოტა არ იყოს
შეფიქრიანებულმა წაილაპარაკა ტენმა. – სულ გაგიჟდი ამ ბოლო დროს!

ზაფხულის მშვენიერი დილა იდგა. ფანჯრები ყურთამდე ღია იყო და ოთახში მზის სხივები
იღვრებოდა.

– რა სათევზაო დღეა, – გაიფიქრა ტენმა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა, რომ ამაო იყო ამაზე ფიქრი.
დღეს ის მიჩიგდანიანი საწოლი უნდა ნახოს, ვუდმენისაკენ მიმავალს რომ შესთავაზეს. ისე უქეს,
რომ ეტყობა, კარგ ფასში გაყიდის. რას იზამ, პატიოსანი გზით დოლარსაც ვერ იშოვი. ახლა უკვე
ბევრმა იცის ძველებური ნივთების ყადრი.

ტენი სასტუმრო ოთახში გავიდა.

– წავიდეთ! – უთხრა მან ტაუზერს.

ტაუზერი ზანტად წამოდგა და გაჰყვა პატრონს. გზადაგზა ჩერდებოდა და კუთხეებს სუნავდა.

177
– რამ აგაფორიაქა ასე? – ჰკითხა ტენმა.

„შეიძლება ვირთხაა,“ – მოიფიქრა მან, – „ეჰ, მოძველდა ჩემი სახლი!“

მან გამოაღო მავთულის-ბადე-გადაკრული კარი და ტაუზერი გარეთ გაუშვა.

„მოეშვი დღეს შენს ზაზუნას“. – ურჩია მას ტენმა: – „ტყუილი შრომაა, სულ ერთია, შენ მას მაინც
ვერ მიწვდები“.

ტენმა სახლს გარს შემოუარა. სახლის წინ, სვეტზე ფირნიში ჩამოვარდნილიყო და ცალ ჯაჭვზეღა
ეკიდა.

ტენმა ეზო გადაჭრა, ნამიანი ბალახი ფეხშიშველამ გადათელა და სვეტთან მივიდა, რომ
ფირნიში გაესწორებინა. იგი სულაც არ იყო დაზიანებული, ეტყობა, უბრალოდ, ჯაჭვი კავიდან
გადაცურდა. იქნებ ქარმა ჩამოაგდო, ან მეზობლის ბავშვებმა იცელქეს. თუმცა ეს უკანასკნელი
არაა მოსალოდნელი, ტენს ამ სოფლის ბავშვებთან მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა და
ისინიც თავს არ აბეზრებდნენ მას, როგორც სხვა მცხოვრებლებს. განსაკუთრებით არ
უსვენებდნენ ბეიკერ სტივენსს, პირდაპირ სულს ხდიდნენ მას.

ტენმა ცოტა უკან დაიხია, რომ შეემოწმებინა, აბრა სწორად ჩამოვკიდე თუ არაო. მაღლა დიდი
ასოებით ეწერა:

ყოვლისშემძლე ხელოსანი

ქვეშ ცოტა უფრო წვრილად:

ყველაფრის შეკეთება

უფრო ქვემოთ კი:

ძველებური ნივთების გაყიდვა

ხომ არაფერი გინდათ გადაცვალოთ?

– ხომ არ აჯობებდა ორი აბრა გამომეკრა: ერთი სახელოსნოზე, მეორე კი ძველი ნივთების
გაცვლასა და გაყიდვაზე?

178
გუნებაში გადაწყვიტა, მოცლილ დროს დაეწერა როგორმე ორი ახალი განცხადება და გზის
ორივე მხარეს დაეკიდა. ასე უფრო ეფექტური იქნება. ტენი მოტრიალდა და ტერნერს ვუდისკენ
მიმავალ გზას გახედა. „შესანიშნავი ხედია, – გაიფიქრა მან, – „საკვირველია, ასეთი ტყე რომ
შემორჩა ამ სოფლის განაპირას. საიმედო თავშესაფარია ფრინველებისა, ზაზუნებისა,
კურდღლებისა და ციყვებისათვის. ამას გარდა, უილოუ ბენდის ბიჭუნების მრავალი თაობის
ნაშენი ციხე-სიმაგრეებითაა სავსე.“

ალბათ, უახლოეს მომავალში რომელიმე საქმოსანი შეისყიდის ამ ნაკვეთს და აქ სტანდარტულ


სახლებს ააშენებს. „თუ ეს მოხდა, ბავშვობის ბევრი კარგი მოგონება ამოიშლება ჩემი
ცხოვრებიდან!“

მოსახვევში ტაუზერი გამოჩნდა. გვერდულად მოდიოდა, წამდაუწუმ ჩერდებოდა და


ცნობისმოყვარეობისაგან ყურებ-დაცქვეტილი, სახლის გარს-შემოფიცრულის ძირა ნაწილს
სუნავდა.

– შენ მგონი შეიშალე დღეს, – უთხრა ტენმა და სახლისაკენ გაემართა.

შიშველი ფეხების ტყაპუნით სამზარეულოში შევიდა, ჩაიდანში წყალი ჩაასხა და


ელექტროქურაზე შედგა, მერე რადიომიმღები ჩართო. შუილი რომ გაიგონა, მაშინღა გაახსენდა,
რომ გაფუჭებული იყო და გაბრაზებულმა გამორთო. „ყოველთვის ასეა, გაიფიქრა მან, – როდის
იყო, რომ მჭედელს დანა ჰქონდა? – სხვებს ათას ხარახურას ურემონტებ, შენი თავისთვის კი ვერ
მოგიცლია“.

ტენი საწოლ ოთახში შევიდა, ფეხთ ჩაიცვა და ლოგინი მიალაგა.

სამზარეულოში დაბრუნებისას შენიშნა, რომ ქურა ისევ ცივი იყო, ჩაიდანი გადმოდგა და ქურას
ფეხი წაჰკრა. მერე ხელისგულით გასინჯა და იგრძნო, რომ ხურდებოდა.

„მადლობა ღმერთს, ჩაირთო“, – გაიფიქრა მან.

ტენმა იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მისი დაშლა დასჭირდებოდა. ეტყობა, სადღაც ცუდი
შეერთებაა.

კვლავ შედგა ჩაიდანი ქურაზე.

გარედან ხმაური მოისმა და ტენი კიბისთავზე გავიდა, რომ გაეგო, რა მოხდა.

ბიზლიმ, რომელიც ჰორტონებთან მეეზოვედაც მუშაობდა, შოფრადაც, მებაღედაც და კიდევ სხვა


ათასგვარ საქმეს აკეთებდა, დანჯღრეული სატვირთო მანქანა მოაყენა კიბესთან. მის გვერდით,
კაბინაში დაბრძანებულიყო ები ჰორტონი, სოფელში ყველაზე გავლენიანი კაცის, ჰენრი
ჰორტონის ცოლი. ძარაში კი მოწითალო, ვარდისფერ-ზოლებიან საბანში ნახევრად-შეფუთული
უზარმაზარი ტელევიზორი იდგა. ტენი კარგად იცნობდა ამ ტელევიზორს, უკვე ათი წელია, რაც
იგი მოძველდა და მოდიდან გამოვიდა. მაგრამ ისევ ყველაზე ძვირფასად ითვლებოდა იმ
ნივთებს შორის, უილოუ ბენდის მცხოვრებთა სახლებს რომ ამშვენებდა.

ები მანქანიდან გადმოხტა. ეს იყო ენერგიული, ღარღალა ქალი, მბრძანებლური ხმა ჰქონდა.

179
– დილა მშვიდობისა, ჰაირამ, – თქვა მან. – შეგიძლიათ შემიკეთოთ ტელევიზორი?

– რა უნდა იყოს, ტენმა რომ ვერ შეაკეთოს! – უპასუხა მან და თან მტრულად გადახედა
ტელევიზორს. მას არაერთხელ შეეკეთებინა იგი და იცოდა, რამდენი გაწამაწია სჭირდებოდა მის
კალაპოტში ჩაყენებას. ვფიქრობ, მისი შეკეთება უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახლის ყიდვა, –
შენიშნა მან. გირჩევნიათ ახალი იყიდოთ, ეს უკვე მოძველდა, თანაც...

– ჰენრიც მაგას მეუბნება, – მკვახედ შეაწყვეტინა ებიმ. – მას სურს ახალი ყაიდის ფერადი
ტელევიზორი იყიდოს. მაგრამ მენანება ამის მოშორება. აქ ხომ ყველაფერია, რადიოც,
რადიოლაც, გარდა ამისა, ხის ფერი, და მოყვანილობა კარგად ესადაგება ჩემს ავეჯს.

– ვიცი, ვიცი, – უპასუხა ტენმა.

მას არაერთხელ მოესმინა ეს ამბავი.

– საწყალი ჰენრი, – გაიფიქრა მან. – მეცოდება, დილიდან ციბრუტივით ტრიალებს თავისი


გამომთვლელი მანქანების ქარხანაში, სახლშიც – ეს ჯადოქარი.

– ბიზლი. – უბრძანა ებიმ სერჟანტის ხმით. მეცადინეობას რომ ატარებს. – ადი მაღლა და
გადმოიღე ტელევიზორი.

– ახლავე, მემ.

ბიზლი მაღალი, მოქნილი ბიჭი იყო. ბრიყვული გამომეტყველება ჰქონდა.

– აბა, ფრთხილად, არ გაფხაჭნო.

– არა, მემ, – უპასუხა ბიზლიმ.

– მე მოგეხმარები. – შესთავაზა ტენმა.

ორივენი ძარაზე ავიდნენ და ტელევიზორს საბანი შემოაცალეს.

– ძალიან მძიმეა, – მიაძახა ებიმ, – ფრთხილად იყავით.

– კარგი. მემ. – თქვა ბიზლიმ.

ტელევიზორი, მართლაც, საშინლად მძიმე იყო. ბიზლიმ და ტენმა ძლივძლივობით ჩამოიტანეს


იგი და უკანა შესასვლელით ჩაიტანეს სარდაფში, კიბის ქვეშ.

ები ქორივით თვალს არ აშორებდა, რომ ძვირფასი ხე არ გაეკაწრათ.

სარდაფს ტენი ერთდროულად სახელოსნოდაც იყენებდა და ავეჯის გამოსაფენადაც. ერთ


კუთხეში იდგა დაზგა. მერხები და მთელი იატაკი ლურსმნებით, მავთულებითა და
ხელსაწყოებით სავსე ყუთებით იყო მოფენილი. მეორეში განლაგებული იყო სკამები. რკინის
საწოლების მოღრეცილი ზურგები, ძველებური მაღალი კამოდები და ასევე ძველი დაბალი
კარადა, ნახშირის ყუთი, ბუხრის ძველი მოაჯირი და კიდევ უამრავი შემთხვევით ნაყიდი
ხარახურა.

180
მათ ფრთხილად დაუშვეს ტელევიზორი იატაკზე. ები ზევიდან სდევნებდა თვალყურს.

– ახალი ჭერი გაქვთ, ჰაირამ? – აღელვებულმა იკითხა მან. – როგორ გალამაზებულა აქაურობა!

– რა? – დაინტერესდა ტენი.

– ჭერი, ახალი ჭერი გააკეთე-მეთქი?

ტენმა აიხედა და... ზედ მის თავზე ახალთახალ ჭერს გაჰქონდა ლაპლაპი.

მან ნერწყვი გადაყლაპა და წუთით თვალები დახუჭა. როცა კვლავ აიხედა. არაფერი
შეცვლილიყო – ჭერი თავის ადგილას იყო.

– ეს პანელით არაა შეფიცრული, – აღტაცებით შენიშნა ებიმ. – სულ არ ეტყობა ნაკერი. როგორ
გამოგივიდათ ასე კარგად, ჰაირამ?

ტენმა კვლავ სული მოითქვა, სანამ რამის თქმას მოახერხებდა.

– როგორღაც მოვიფიქრე. – ამოილუღლუღა მან ძლივს გასაგონად.

– თქვენ აუცილებლად უნდა მობრძანდეთ ჩვენთან და ასეთივე ჭერი გაგვიკეთოთ სარდაფში.


შესანიშნავი სარდაფი გვაქვს, მაგრამ საბილიარდოში ბიზლიმ გააკეთა ჭერი და თქვენც კარგად
მოგეხსენებათ, რა იქნება მაგისი ნამუშევარი.

– დიახ, მემ, – დამნაშავესავით წაიბურტყუნა ბიზლიმ.

– როცა მოვიცლი, აუცილებლად გაგიკეთებთ, – შეჰპირდა ტენი. ის მზად იყო, ყველაფერს


დაჰპირებოდა, ოღონდ ჩქარა მოეშორებინა თავიდან სტუმრები.

– უფრო მეტი დრო გექნებოდათ, გაუთავებლად რომ არ დაეხეტებოდეთ მთელს ოლქში და არ


ყიდულობდეთ ათასგვარ ხარახურას, რასაც თქვენ ძველებურ ავეჯს უწოდებთ, – უთხრა ებიმ
ცივად. – შეგიძლიათ ზოგიერთი ჩამოსული გააცუროთ, ხოლო მე ვერ მომატყუებთ.

– ზოგი ნივთი კარგ მოგებას მაძლევს, – მშვიდად უპასუხა ტენმა.

– და უკანასკნელ პერანგს კარგავთ სხვა დანარჩენ რამეებზე.

– მართლა, ძველებური ფაიფური მაქვს, სწორედ ისეთი, თქვენ რომ მოგეწონებათ, რამდენიმე
დღის წინ შევიძინე და არცთუ ისე ძვირად. შემიძლია დაგითმოთ.

– არაფრის ყიდვას არ ვაპირებ, – გამოსცრა ებიმ, მიტრიალდა და კიბეებს შეუყვა.

– ვერ არის დღეს გუნებაზე. – შენიშნა ბიზლიმ, – მარცხენა ფეხზე ადგა. დილიდანვე თუ დაიქოქა,
მთელი დღე ვაი ჩვენი ბრალი. როცა ადრე იღვიძებს, ყოველთვის ასეა.

– ყურადღებას ნუ მიაქცევ, – ურჩია ტენმა.

181
– ვცდილობ. მაგრამ ძალიან ძნელია. შენ ხომ არ გჭირდება თანაშემწე? მე სულ მცირე
გასამრჯელოსაც დავჯერდები.

–სამწუხაროდ, არ მჭირდება, ბიზლი. იცი რა, საღამოობით შემოიარე ხოლმე, შაში ვითამაშოთ.

– აუცილებლად მოვალ, ჰაირამ. იცი, შენს გარდა არავის დავუპატიჟებივარ. ყველანი ან


მიყვირიან, ან დამცინიან.

ზემოდან ების ბრაზიანი ხმა მოისმა.

– სად დაიკარგე, ბიზლი? მთელი დღე არ მოგბეზრდება ლაქლაქი. ხალიჩები კი ჯერაც არ


დაგიბერტყია.

– ახლავე, მემ. – უპასუხა ბიზლიმ და შეუყვა კიბეებს.

მანქანიდან ებიმ კიდევ გადმოსძახა ტენს:

– ტენ, ჩქარა შეაკეთებთ ტელევიზორს? უიმისოდ სახლი თითქოს დაცარიელდა.

– მალე იქნება, – უპასუხა ტენმა. იგი იდგა და გასცქეროდა გზას, სანამ მანქანა არ მიიმალა. მერე
მიიხედ-მოიხედა, თვალებით ტაუზერს ეძებდა, მაგრამ ძაღლი არსად ჩანდა.

„ისევ ტყეშია, სოროსთან ზის, გზის პირას,“ – გაიფიქრა ტენმა, – „არც კი უჭამია, ისე გავარდა“.

როცა ტენი სამზარეულოში დაბრუნდა, ჩაიდანი თავპირს იმტვრევდა ქურაზე. ტენმა ყავადანში
ყავა ჩაყარა და ადუღებული წყალი დაასხა. მერე ისევ ძირს ჩავიდა.

ჭერი ისევ ისე იყო. ტენმა ყველა ნათურა ჩართო და თვალი არ მოუშორებია ჭერისთვის, ისე
მოიარა მთელი სარდაფი.

ჭერი რაღაცნაირი მოლაპლაპე, თეთრი ნახევრადგამჭვირვალე მასალისაგან იყო გაკეთებული.


რაც ყველაზე საოცარია, არცერთი ნაკერი არ ჰქონდა. იმავე მასალით იყო მოპირკეთებული
წყალგაყვანილობა და მთელი თაღი.

ტენი სკამზე შედგა და მუშტით მიაკაკუნა ჭერზე, ისეთი ხმა გაისმა, თითქოს ბროლის ჭიქამ
გაიწკრიალაო.

ტენი ძირს ჩამოვიდა და დიდხანს აქნევდა თავს. ვერაფერი გაეგო. წუხელ მთელი ღამე აქ
ფუსფუსებდა, ბეინკერ სტივენსის სათიბ მანქანას არემონტებდა და შეუძლია ხატზე დაიფიცოს,
რომ თავზე თავისი ძველი ჭერი ეხურა.

ტენმა ყუთი გადააქოთა და პატარა ელექტროდრელი იპოვა. მოძებნა ყველაზე მომცრო ბურღი
და გაუკეთა მასრაში, მერე შტეფსელი ჩართო, ისევ სკამზე შედგა და ბურღი ჭერს მიაბჯინა.
აზუზუნებული ფოლადი ისე დაცურდა ზედაპირზე, კვალიც კი არ დაუტოვებია ზედ. ტენმა
დრელი გამორთო და კვლავ ყურადღებით დაათვალიერა ჭერი – არცერთი ნაკაწრი. კვლავ სცადა
გაებურღა, მთელი ძალით დააწვა დრელს. უცებ ტკაცანი გაისმა – ბურღი გატყდა, მისი წვერი
ასხლტა და კედელს მოხვდა. ტენი სკამიდან ჩამოხტა. აიღო ახალი ბურღი, ჩასვა და ნელ-ნელა

182
შეუყვა კიბის საფეხურებს, თან გზადაგზა ცდილობდა ყველაფერი წყნარად მოეფიქრებინა,
მაგრამ ტვინი მთლად აერია. თუ ის, ტენი ჯერჯერობით მთლად არ გაგიჟებულა, რასაც გინდათ
დაიფიცებს, რომ ეს ჭერი მას არ გაუკეთებია. სასტუმრო ოთახში ძველი, გახუნებული ხალიჩის
ბოლო გადასწია, დრელი ჩართო და ჩაჩოქილმა იატაკის ბურღვა დაიწყო. ბურღმა ადვილად
გახვრიტა ძველი მუხის პარკეტი და შეჩერდა. ტენი უფრო ძლიერ დააწვა, მაგრამ ინსტრუმენტი
ერთ ადგილას ტრიალებდა. – კი მაგრამ, ამ ხის ქვეშ ხომ არაფერია, სულ არაფერი, რასაც ბურღის
შეჩერება შეეძლო? პარკეტს რომ გასცდება, ის კოჭებს შუა ცარიელ სივრცეში უნდა მოხვდეს.
ტენმა დრელი გამორთო და გვერდზე გადადო. მერე სამზარეულოში წავიდა. ყავა უკვე მზად იყო,
მაგრამ, ვიდრე დაისხამდა, ტენმა განჯინის კარი გამოაღო და იქიდან ჯიბის ფარანი გადმოიღო,
გაიტანა და ნახვრეტი გაანათა. მის ძირში რაღაც ბრწყინავდა. ტენი კვლავ სამზარეულოში
დაბრუნდა. მოძებნა გუშინდელი გამხმარი ფუნთუშა და ფინჯანში ყავა დაისხა. ტენი იჯდა
სამზარეულოს მაგიდასთან, ლოღნიდა ფუნთუშას და თან ცდილობდა, აზრები დაელაგებინა. მას
ესმოდა, რომ ასე უცებ ვერაფერს გააწყობდა, გინდა მთელი დღე ევლო და ემტვრია თავი იმაზე,
რაც კიბის ქვეშ მოხდა. მისი საქმოსნური სული დროის ასე ტყუილუბრალოდ ფლანგვას ვერ
შეურიგდებოდა. დღეს ხომ ის თელია მიჩიგდანიანი საწოლი უნდა ნახოს, სანამ რომელიმე
დაუპატიჟებელი ქალაქელი მაკლერი არ ააცლის ცხვირწინ. ასეთი ნივთი, თუ ყოჩაღად მოიქცევი,
კარგ ფასში გავა. ჩეჩქივით მოიგებს ფულს, თუ ყველაფერს წესიერად აწონ-დაწონის.

„გამორიცხული არ არის,“ – გაიფიქრა ტენმა, – „რომ ეს საწოლი რაიმეზე გადავცვალოთ კიდეც.


შარშან ხომ მომცეს ერთ წყვილ ციგურაში ნამდვილი ტელევიზორი. ეს ვუდმენელები
სიხარულით გამიცვლიან ამ საწოლს შეკეთებულ ტელევიზორში. ის ხომ სულ ახალივითაა. ამ
საწოლზე კი კარგა ხანია აღარავინ წვება. რა იციან ხურმა რა ხილია“.

ტენმა საჩქაროდ შეჭამა ფუნთუშა, ერთი ფინჯანი ყავაც დააყოლა, მერე მათლაფაზე საუზმის
ნარჩენები დააწყო ტაუზერისთვის და დერეფანში გადგა. ჩავიდა სარდაფში, გამოიტანა
ტელევიზორი და თავის პიკაპზე მოათავსა. ცოტა ფიქრის შემდეგ მანქანაში თავისი სანადირო
თოფიც ჩადო, რომელიც კარგი პატრონის ხელში კიდევ დიდხანს გამოდგებოდა, გაიყოლა
აგრეთვე ზოგიერთი წვრილმანი გადასაცვლელად.

ტენი გვიან დაბრუნდა. მართალია, მაგრად დაიღალა, მაგრამ მანქანაში მიჩიგდანიანი საწოლის
გარდა ეწყო: საქანელა, ბუხრის ეკრანი, ძველი ჟურნალების დასტა, ძველებური სადღვებელი,
კაკლის ხის კამოდი და მეჩვიდმეტე საუკუნის სავარძელი, რომელიც ვიღაც შტერ რესტავრატორს
ბაცი მწვანე საღებავით შეეღება. ყველაფერ ამაში ტენმა მისცა ტელევიზორი, სანადირო თოფი
და კიდევ ხუთი დოლარი დაუმატა. მაგრამ ყველაზე თავშესაქცევი ის არის, რომ ვუდმენში ახლა
ალბათ სიცილით იხოცებიან, როგორ გავაცურეთ ტენიო.

ტენს შერცხვა – ძალიან კარგი ხალხი იყო და ისე კარგადაც მიიღეს, სადილზეც კი მიიპატიჟეს,
მერე ისხდნენ და საუბრობდნენ, დაათვალიერებინეს ფერმა და შესთავაზეს, როცა აქეთ
გამოივლი, გვეწვიე ხოლმეო.

ამასობაში მოსაღამოვდა. ტენს ენანებოდა დაკარგული დრო. მაგრამ იფიქრა, კი ღირს, დრო
დაკარგო კაცმა ისეთი რეპუტაციის შესაქმნელად, თითქოს ცოტას მოისულელებ და დოლარის
ფასი არ იცი, ეს სხვა დროისათვის გამომადგება რამეშიო.

183
გააღო თუ არა უკანა კარი, მკაფიო, ხმამაღალი ლაპარაკი შემოესმა. ტელევიზორის ხმა იყო...
შიშისაგან მთლად გაოგნებული ტენი კიბეებზე დაეშვა. მაგიდის ტელევიზორი ხომ დღეს
გადაცვალა, სარდაფში მხოლოდ ების ტელევიზორი იყო, ის კი –ტენი დარწმუნებული იყო – არ
მუშაობდა.

ეს მართლაც ების ტელევიზორი იყო. ის იმავე ალაგას იდგა, სადაც დილით დადგეს და ეკრანზე
ჩანდა... ფერადი გამოსახულება.

ფერადი გამოსახულება!

ტენი სულ ქვემო საფეხურზე შეჩერდა და რომ არ დაცემულიყო, მოაჯირს დაეყრდნო.

ეკრანი შესანიშნავად გადმოსცემდა ფერს.

ტენი ფრთხილად მიუახლოვდა ტელევიზორს, შემოუარა გარშემო. ვიღაცას უკანა კედელი აეხსნა
და მერხზე დაედო. ტელევიზორის შიგნით მხიარული სინათლეები ციმციმებდნენ.

ტენი ჩაცუცქდა და განათებული დეტალები შეათვალიერა. ყველა რაღაც უცნაური იყო. ტენს
ბევრჯერ შეეკეთებინა ეს ტელევიზორი, აქამდე ეგონა, კარგად იცნობდა მას, ახლა კი ყველაფერი
სხვანაირად იყო, მაგრამ, სახელდობრ, რა შეიცვალა, ვერ გეტყოდათ.

კიბის საფეხურებმა მძიმედ დაიჭრიალა და მეგობრულმა ხმამ ჩაიბუბუნა:

– ჰაირამ, ეტყობა, უკვე შეგიკეთებია ტელევიზორი.

ტენი მოულოდნელობისაგან გასწორდა და დაძაბულ პოზაში გაქვავდა. ენა თითქოს მუცელში


ჩაუვარდა.

კიბის თავზე ჰენრი ჰორტონი იდგა, ფეხები გაებაჯიჯგებინა და მხიარულად იღიმებოდა. სახეზე
კმაყოფილება ეხატა.

– ების ვეუბნებოდი, ჯერ ვერ შეაკეთებდა-მეთქი. მაგრამ მაინც გამომგზავნა. მისმინე, ჰაირამ, ეს
რა, ფერია? როგორ მიაღწიე ამას, ძველო?

ტენმა დამნაშავესავით გაიღიმა.

– ახლაღა მოვრჩი ჯახირს.

ჰენრი მძიმე ნაბიჯებით კიბეზე დაეშვა და ტელევიზორის წინ გაჩერდა. ზურგზე-ხელებ-


დაწყობილი, ისეთი კაცის იერით უცქეროდა ეკრანს, ბრძანებების გაცემას რომ არის მიჩვეული.
მერე ნელა გადააქნია თავი.

– ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ეს შესაძლებელი იყო, – თქვა მან.

– ების საუბარში წამოსცდა, რომ თქვენ ფერადი გინდოდათ.

184
– კი, როგორ არა, აუცილებლად, მე ვამბობდი, მაგრამ ჩვენი ძველი ტელევიზორი კი არ მქონდა
მხედველობაში «არაფრით არ“ ვიფიქრებდი, თუ მისგან ფერადი გამოსახულების მიღება
შეიძლებოდა. როგორ მოახერხეთ ეს, ჰაირამ?

– ზუსტად არ შემიძლია აგიხსნათ, – ამოილუღლუღა ტენმა, და ეს სრული სიმართლე იყო.

ერთ-ერთი მერხის ქვეშ ჰენრიმ ლურსმნებით სავსე პატარა კასრი შეამჩნია, გამოაგორა და დადგა
თავის ადამისდროინდელ ტელევიზორთან. შემდეგ ფრთხილად ჩამოჯდა კასრზე და, როცა
მოხერხებულად მოეწყო, უდიდესი სიამოვნებით დაუწყო ცქერა ეკრანს.

– ჩვეულებრივი ამბავია, – დაიწყო მან, – არიან თქვენისთანა ადამიანები, იანკი-ხელოსნები,


თუმცა ისინი არცთუ ისე ხშირად გვხვდებიან. სულ მუდამ რაღაცას ჩხირკედელაობენ, სანამ
ნამდვილ საქმეს მოჰკიდებენ ხელს. ხან ამას ჩაჰკირკიტებენ, ხან მას და მერე, ერთიც ვნახოთ და,
რაღაცას გამოიგონებენ. თუმცა ზოგჯერ თვითონაც არ იციან კარგად, რას მიაღწიეს.

ის იჯდა კასრზე და უყურებდა ეკრანს.

– მშვენიერი რამეა, – განაგრძო მან, ფერიც გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე იმ ტელევიზორებს,
მინეაპოლოსში რომ ვნახე ამასწინათ. პირდაპირ გეტყვი, რომ ამასთან ისინი ვერცერთი ვერ
მოვა.

ტენმა სახელოთი შუბლი მოიწმინდა. სულ ოფლში იყო გაწურული. სარდაფში თანდათან
ჩამოცხა.

ჰენრიმ ჯიბიდან დიდი სიგარა ამოიღო და ტენსაც გაუწოდა.

– არ მინდა, გმადლობთ, არ ვეწევი.

– და ძალიან ჭკვიანურადაც იქცევით. საზიზღარი ჩვევაა, – ჰორტონმა სიგარა პირში ჩაიდო და


ღეჭვა დაუწყო. კეისარს კეისრისა, – საზეიმოდ წარმოთქვა მან, – სწორედ რომ ოქროს ხელი
გქონია. შენ მექანიკური და ელექტრონული სქემებით აზროვნებ. მე კი ამისი არაფერი გამეგება.
გამომთვლელი მანქანების ქარხანას განვაგებ და მისი ინჩიბინჩიც კი არ მესმის. ვაგროვებ
ხალხს, ვინც ეს საქმე იცის, თვითონ კი ერთ ფიცარს ვერ გავხერხავ და ლურსმანს ვერ ამოვიღებ.
მაგრამ, სამაგიეროდ, საქმის ორგანიზაცია შემიძლია. გახსოვს, ჰაირამ, როგორ სასაცილოდ
მიგდებდა ყველა, მე რომ ქარხნის აშენება დავიწყე?

– მახსოვს. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთები მაინც.

– ისინი მთელი კვირების მანძილზე პირს მარიდებდნენ, რომ არ გასცინებოდათ. აკი ამბობდნენ,
„ნეტა რა ჭკუაზეა ჰენრი, რომ ამ მივარდნილ ადგილას გამომთვლელი მანქანების ქარხანას
აშენებსო? აღმოსავლეთის დიდ ქარხნებს ხომ არ უპირებს კონკურენცია გაუწიოსო?“ მხოლოდ
მაშინ გაჩუმდნენ, როცა დუჟინნახევარი მოწყობილობა გავყიდე და შეკვეთაც მივიღე ორი წლით
წინასწარ.

ჰენრიმ სანთებელა ამოიღო და ფრთხილად მოუკიდა სიგარას, ისე, რომ ეკრანისთვის თვალი არ
მოუცილებია.

185
– ამ საქმეს ფულის სუნი ასდის, – მომჭირნე კაცის იერით თქვა მან. – ყოველგვარი ტელევიზორი
შეიძლება გადაკეთდეს, თუკი ამ ძველმანს ეშველა.

მან ხმამაღლა ამოიზმუვლა ისე, რომ სიგარა არ გაუგდია პირიდან. – „რადიო კორპორეიშენში“
რომ იცოდნენ, რა ხდება აქ ამ წუთას, მაშინვე ყელებს გამოიჭრიდნენ.

– მაგრამ მე ხომ თავადაც არ ვიცი, როგორ გავაკეთე ეს, – თქვა ტენმა.

– მით უკეთესი, – გაუხარდა ჰენრის. – მე ხვალვე წავიღებ მიმღებს ქარხანაში და მივცემ ბიჭებს,
დაე, გაარკვიონ, რა უხიმანეთ.

მან სიგარა პირიდან გამოიღო და ყურადღებით დააცქერდა ზედ, მერე ისევ პირში ჩაიდო.

– როგორც უკვე გითხარით, ჰაირამ, ჩვენს შორის ის განსხვავებაა, რომ თქვენ შეგიძლიათ რაღაც
გააკეთოთ ხელით, მისი გამოყენება კი არ იცით, მე კი, თქვენგან განსხვავებით, არაფრის
გაკეთება არ ვიცი, მაგრამ შემიძლია ყველაფერი მოვაგვარო იმის შემდეგ, როცა ნივთი
გამზადდება. აი, ნახავ, საკმარისი იქნება, ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ, რომ დოლარებში
ჩავეფლობით.

– მაგრამ მე არ ვიცი, იქნებ საჭიროა...

– ამაზე ნუ იფიქრებთ, ეს მე მომანდეთ. მე მაქვს ქარხანა და ყველა აუცილებელი სახსარი.


მოვრიგდებით.

– ძალიან გულკეთილი ბრძანდებით, – ანგარიშმიუცემლად თქვა ტენმა.

– როგორ გეკადრებათ? არ ღირს ამაზე ლაპარაკი, – მფარველურად თქვა ჰენრიმ. – ჩემთვის


უხერხულია თქვენს საქმეებში ცხვირის ჩაყოფა, მაგრამ, როცა დიდი ფულის სუნი ტრიალებს,
ჩემში მტაცებელი მხეცი იღვიძებს ხოლმე.

ის იჯდა კასრზე, ეწეოდა და უყურებდა ფერად გამოსახულებას.

– იცით, ჰაირამ, – თქვა მან, – კარგა ხანია, ერთ საქმეზე ვფიქრობ. მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი
თავი. ქარხანაში ძველი გამომთვლელი მანქანა გვაქვს. მაინც უნდა ჩამოვწეროთ, რომ ადგილი
მოვცალოთ. ეს ჩვენი ადრინდელი ექსპერიმენტული მოდელია, რომელმაც არ გაგვიმართლა.
ცხადია, ახლა ის კაპიკიც არა ღირს, თუმცა ძალიან რთული რამეა. ვერავინ ვერაფერში გამოიყენა.
საიდან არ შემოვუარეთ, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხეთ. იქნებ სწორი გზითაც მივდიოდით,
მაგრამ ვინ იყო გამრჩევი. სადღაა კარგი სპეციალისტები. ჰოდა, კუთხეში დგას მთელი წლების
მანძილზე. დიდი ხანია, უნდა გადაგვეგდო. მაგრამ ვერ ვიმეტებდი. ახლა მომაგონდა, ხომ
ვერაფერში გამოიყენებდით-მეთქი?

– არ ვიცი. – უპასუხა ტენმა.

– არავითარ ვალდებულებას არ გაკისრებთ, – დიდსულოვნად განაცხადა ჰენრიმ. – გამოვა, ხომ


კარგი, არადა თქვენც კარგად იყავით. შეიძლება სულაც არაფერში გამოგადგეთ. გულახდილად
რომ ვთქვა, კიდევაც გამიკვირდებოდა, რომ გამოგეყენებინათ. მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო.

186
უკიდურეს შემთხვევაში. შეგიძლიათ მანქანა დაშალოთ და ნაწილები სხვა რამეზე გამოიყენოთ.
იქ ერთი მოწყობილობაა, რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. შეიძლება მისი დეტალები
გამოგადგეთ.

– ჰო, ეს საინტერესოა, – არცთუ ისე აღტაცებული გამოეპასუხა ტენი.

– ასე არ ჯობია? – მხიარულად ჩასჭიდა ხელი ჰენრიმ ტენის პასუხს და ამ სიტყვებში მთელი იმ
ენთუზიაზმის მარაგი ჩააქსოვა, რაც ტენის პასუხს აკლდა.

– ხვალვე გამოვგზავნი ჩემს ბიჭებს სატვირთო მანქანით. გამომთვლელი ძალიან მძიმეა, ბევრი
მუშა დაგვჭირდება. ისინი გადმოტვირთავენ მანქანას და გამომთვლელს სარდაფშიც ჩაიტანენ.

ჰენრი ფრთხილად ადგა და მუხლებიდან ფერფლი გადაიბერტყა.

– თან ტელევიზორსაც გაიყოლებენ, – თქვა მან. – ების კი ვეტყვი, რომ ჯერ არ შეგიკეთებიათ.
ახლა რომ ეს სახლში მივათრიო, მაშინვე ებდღვნება.

ტენი ხედავდა, როგორ ავიდა მძიმე ნაბიჯებით ჰენრი კიბის საფეხურებზე, მალე კარიც
მოიჯახუნა.

ტენი იდგა სიბნელეში და უცქეროდა, როგორ გადაჭრა ჰენრიმ ქვრივი ტეილორის ეზო და
მეზობელი სახლის უკან გაუჩინარდა. მან საღამოს გრილი ჰაერი ჩაისუნთქა და შეიშმუშნა, რომ
ცოტათი მაინც გონს მოსულიყო, მაგრამ ამან არ უშველა – თავში ძველებურად თითქოს ჩაქუჩს
ურახუნებდნენ. ძალიან ბევრი ამბებია ერთი დღის კვალობაზე, ძალიან ბევრი. ჯერ ჭერი, ახლა
ტელევიზორიც. ცოტას რომ წაიძინებდეს, იქნება მერე მაინც გაერკვეს რამეში.

მოსახვევიდან ქოფაკი გამოჩნდა. ნელ-ნელა მოკელანობდა, აუჩქარებლად ავიდა საფეხურებზე


და თავით ფეხამდე ტალახში ამოთხვრილი ამოუდგა გვერდში პატრონს.

– გეტყობა, შენც მაგრად გიმუშავია დღეს, – შენიშნა ტენმა, – ხომ გითხარი, ვერაფერს დაიჭერ-
მეთქი.

– ჰავ, – ნაღვლიანად მიუგო ტაუზერმა.

– ეჰ, დიდად არ განსხვავდები ჩვენგან. შენც ისევე, როგორც მე და ჰენრი, თუ გინდა სხვებიც, ეძებ
რაღაცას და გგონია, იცი, რასაც ეძებ. სინამდვილეში კი წარმოდგენაც არა გაქვს, რაზე ნადირობ,
– დაღვრემილად დაასკვნა ტენმა.

ტაუზერმა უღიმღამოდ დაჰკრა კუდი კიბეს. ტენმა კარი გააღო, ძაღლს გზა უტია და თვითონაც
უკან მიჰყვა.

ტენმა მაცივარში შეიხედა. მოძებნა ორი ნაჭერი ხორცი, გამხმარი ყველის ნატეხი და ნახევარი
ქვაბი მოხარშული მაკარონი. გაამზადა ყავა და ვახშამი ტაუზერს გაუნაწილა.

როცა შენაყრდნენ, ტენი დაბლა ჩავიდა და ტელევიზორი გამორთო. შემდეგ აიღო


რეფლექტორიანი ნათურა, ჩართო და გაანათა ტელევიზორის შიდა ნაწილი. ჩაცუცქული,
ნათურით ხელში, ტენი ცდილობდა გაეგო, რა ბედი ეწია ამ დანჯღრეულ მანქანას, რომ სულ

187
სხვაგვარად გამოიყურებოდა. თუმცა რა იყო შეცვლილი, ამის დადგენა ძალიან გაუჭირდა.
ნათურებს რაღაც მოსვლოდათ, უცნაურად გაღუნულიყვნენ. გარდა ამისა ვიღაცას სქემაში
ლითონის პატარა კუბები ჩაესვა. ერთი შეხედვით ისინი სრულიად უსისტემოდ იყვნენ
განლაგებულნი, სქემის მონტაჟიც შეცვლილი იყო, გაჩნდა რაღაც. ახალი ხაზები. მაინც
იგრძნობოდა, რომ ყველაფერი ნაჩქარევად იყო გაკეთებული. ვიღაცას დასჭირდა, სასწრაფოდ
ჩაერთო ტელევიზორი და ამ „ვიღაცამ“ სწრაფად შეაკეთა ის.

– „ვიღაც“, – გაიფიქრა ტენმა, მაგრამ ვინ არის ეს „ვიღაც“?

მან მთელი სარდაფი შემოიარა, კუნჭული არ დაუტოვებია, რომ არ გაესინჯა და უეცრად მთელ
სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. კედლიდან ვიღაცას პატარა კარადა ჩამოეხსნა და მერხისკენ
მიედგა. ხუფის დასამაგრებელი ჭანჭიკები მწკრივად ელაგა იატაკზე. მიუხედავად იმისა, რომ
უცნობ ხელოსნებს ნაჩქარევად ემუშავნათ, ყველაფერი ადრინდელზე ასჯერ უკეთ იყო
გაკეთებული.

– ეს თუ ნაჩქარევი ნამუშევარია, მაშინ რაღას იზამდნენ, მეტი დრო რომ ჰქონოდათ? – გაიფიქრა
ტენმა.

მაგრამ, რასაკვირველია, მათ დრო არ ჰქონდათ. ისინი მისი ნაბიჯების ხმამ დააფრთხო და
ვეღარ მოასწრეს ხუფის დახურვა. ტენი ადგა: ფეხები საშინლად დაჰბუჟებოდა. დილას ჭერი,
ახლა ების ტელევიზორი. ჭერი კი, თუ კარგად დაათვალიერებდით, უბრალო სახურავი არ იყო.
იმავე მასალის კიდევ ერთი შუასადები, თუ შეიძლება ასე ეწოდოს. იატაკქვეშ ყოფილა ჩაგებული,
იქ, სადაც კოჭებშუა ცარიელი არეა. სწორედ ამ მეორე შუასადებს წააწყდა ტენი, როცა იატაკის
ბურღვა დაიწყო. საინტერესოა, ყველგან არის თუ არა ასეთი შუასადები ჩაფენილი. ერთი კი
ცხადია, სახლში მასა და ტაუზერს გარდა, იყო კიდევ ვიღაც უცხო. ტაუზერმა იყნოსა, იგრძნო მისი
არსებობა და ამიტომ ფხაჭნიდა ასე გაშმაგებით იატაკს კარებთან, თითქოს ზაზუნას სოროს
თხრისო. მაგრამ ახლა ტენმა დანამდვილებით იცოდა, ეს არ იყო ზაზუნა. მან ფარანი შეინახა და
მაღლა ავიდა. ტაუზერი გორგალივით მოხვეულიყო და საქანელა სავარძლის წინ ხალიჩაზე იწვა.
პატრონის გამოჩენაზე სიამოვნებით ააქიცინა კუდი. ტენი გაჩერდა და ძაღლს დაუწყო ყურება.
ტაუზერმა მას თვლემა-მორეული კმაყოფილი თვალებით შეხედა, ამოიხვნეშა და თვალები
მილულა. თუ დილით მოუსვენრობისაგან ადგილს ვერ პოულობდა, ამჟამად მის ძილს არაფერი
არ აშფოთებდა. აქ ტენს უცებ მოაგონდა: დილით, ჩაიდანში რომ წყალი ჩაასხა და
ელექტროქურა ჩართო, პირველად აინთო იგი ყოველგვარი ფოკუსების გარეშე – ფეხის წაკვრაც
კი არ დასჭირვებია. დილას, თითქოს ხელი ჰკრესო, რაღაცამ გააღვიძა – ფეხებზე სიმძიმე
იგრძნო. შეშინებული წამოჯდა. ტაუზერი ღამით ლოგინზე ასულიყო და ზედ მის ფეხებზე
მოეკალათა. განძრევისას ძაღლმა წყნარად დაიღრინა, მისი უკანა თათები შეინძრა, თითქოს
ძილში კურდღელს მისდევსო.

ტენმა ფეხები გაითავისუფლა და ტანსაცმელს მისწვდა, ჯერ ადრე იყო. მაგრამ გაახსენდა, რომ
გუშინდელი მოტანილი ავეჯი ისევ გარეთ, მანქანაზე ელაგა. ჯერ ძირს უნდა ჩამოეტანა და მერე
დაეწყო რესტავრაცია.

ტაუზერს კვლავ ეძინა.

188
ტენი სამზარეულოში შევიდა და ფანჯარაში გაიხედა. კიბეზე, უკან, შემოსასვლელთან.
მოკრუნჩხულიყო ჰორტონების „უნივერსალური" მსახური ბიზლი.

ტენმა კარი გამოაღო, რომ გაეგო მისი მოსვლის მიზეზი.

– გამოვიქეცი მათგან, ჰაირამ, – უთხრა ბიზლიმ, – ები სულ მლანძღავდა. ვერაფრით გულს ვერ
მოუგებ. მივანებე თავი და წამოვედი.

– შემოდი, – შესთავაზა ტენმა, – საუზმეზე დამეწვიე.

– არ შეიძლება, შენთან დავრჩე რამდენიმე დღე, სანამ ადგილს ვიშოვი, ჰაირამ?

– შემოდი. შემოდი და მერე გამოჩნდება, ჯერ ვისაუზმოთ.

ჰაირამს არ მოეწონა ბიზლის საქციელი, ძალიან არ მოეწონა, ერთი საათის შემდეგ მოქაქანდება
ები, აუტეხს აყალმაყალს და დააბრალებს – შენ გადმოიბირე ბიზლიო, ბიზლი ხომ მას ყველა შავ
სამუშაოს უკეთებდა და თან უდრტვინველად იტანდა მის ლანძღვა-გინებას. სოფელში ადვილად
ვერ იპოვიდი ყმაწვილს, რომელიც ჰორტონებთან მუშაობაზე დათანხმდებოდა.

– დედაშენი ნამცხვარს მაჭმევდა ხოლმე, – თქვა ბიზლიმ. – ძალიან კარგი ქალი იყო, ჰაირამ.

– სწორია, – დაეთანხმა ტენი.

– დედა მიამბობდა ხოლმე, რომ მთელი თქვენი ოჯახი სულ გამოირჩეოდა აქაურებისაგან; იმათ
კი არ ჰგავდნენ სოფელში ცხვირს რომ მაღლა იწევენ. თქვენ თურმე ერთ-ერთი პირველთაგანი
მოხვედით აქ. მართალია, ჰაირამ?

– სულ პირველები არ ვიყავით, მაგრამ ეს სახლი თითქმის უკვე ასი წლისაა. მამაჩემი ხშირად
იტყოდა ხოლმე, ერთი ღამე არ ყოფილა ისეთი, რომ ამ ჭერქვეშ ერთ ტენს მაინც არ გაეთიოსო.
მას ეს ძალიან დიდ რამედ მიაჩნდა.

– ალბათ, სასიამოვნო გრძნობაა. შენ შეგიძლია იამაყო შენი სახლით, ჰაირამ. საქმე ეგ კი არ არის.
მე ძლიერ შევეთვისე ამ სახლს. ვერც კი წარმომიდგენია სხვაგან ცხოვრება. ტენმა ქურა ჩართო,
მივიდა ონკანთან და ჩაიდანში წყალი ჩამოასხა. შემდეგ წაჰკრა ფეხი ქურას, მაგრამ იგი
უიმისოდაც უკვე ხურდებოდა. „უკვე მეორედ ჩავრთე და თავისით აინთო,“ – გაიფიქრა ჰაირამმა
– „თვითონ გაკეთდა“.

– რა მშვენიერი მიმღები გაქვს, ჰაირამ, ჩავრთე თუ არა, მაშინვე დაიწყო გახურება.

– რას ამბობ! აბა, ერთი მომეცალე! – დაიყვირა ტენმა.

ბიზლი არ შემცდარა – მიმღებიდან ჯერ მსუბუქი ტკაცანი გაისმა, მერე ხმა, რომელიც თანდათან
ძლიერდებოდა, რაც უფრო ხურდებოდა ნათურები. სიტყვები მან ვერ გაარჩია.

რა ენაზე ლაპარაკობენ? – იკითხა ბიზლიმ.

– არ ვიცი, – უპასუხა გაოგნებულმა ტენმა.

189
ჯერ ტელევიზორი, მერე ქურა, ახლა რადიომიმღები. გაშმაგებით გადაატრიალა სახელური,
მაგრამ ისარი კი არ გაქანდა, ნელა გაცურდა სკალაზე. ეთერში სწრაფად იცვლებოდა ხმები,
მუსიკა. ტენმა ერთი რომელიღაც რადიოსადგური დაიჭირა – უცნობ ენაზე ლაპარაკობდნენ. და
უცბად, თითქოს თვალი აეხილა: ეს ხომ ყველა-ტალღიანი სუპერი, ერთ-ერთი მათგანი, მოდური
ჟურნალების ყდებზე რომ უკეთებენ რეკლამას, დგას მისი სამზარეულოს მაგიდაზე, მისი
იაფფასიანი მიმღების ნაცვლად.

– მოძებნე, იქნებ ინგლისურ ენაზე დაიჭირო რამე, სანამ მე ერბოკვერცხს შევწვავ.

მან მეორე სანთია ჩართო, თაროდან ტაფა ჩამოიღო. დადგა ქურაზე და მაცივრიდან ხორცი და
კვერცხი გამოალაგა. ბიზლიმ, როგორც იქნა, დაიჭირა რომელიღაც ჯაზი.

– როგორია?

– შთამბეჭდავია, – უპასუხა ტენმა.

ტაუზერი ზმორებითა და მთქნარებით გამოვიდა საძინებელი ოთახიდან და კარებისაკენ


გაემართა, თან როგორც კი შეეძლო, გამოხატავდა, რომ გარეთ უნდოდა გასვლა. როცა კარს
უღებდა, ტენმა უთხრა:

– შენს ადგილას, ტაუზერ, მე მივაფურთხებდი და თავს მივანებებდი მაგ ზაზუნას. მთელი ტყეც
რომ გადააქოთო, მაინც ვერ იპოვნი.

– ის ხომ ზაზუნას არ ეძებს, ჰაირამ, – შენიშნა ბიზლიმ.

– აბა კურდღელს?

– არც კურდღელს. გუშინ ების რომ ეგონა, ხალიჩებს ბერტყავსო, გავიპარე. კიდევაც ამის
გულისთვის იყო, ისე რომ გაგიჟდა.

ტენმა რაღაც ჩაიბურტყუნა და გათქვეფილი კვერცხი დაასხა ტაფაზე.

– ჰოდა, გავიპარე და წავედი, სადაც ტაუზერი თხრის. მე მას ვესაუბრე და მითხრა, რომ არც
ზაზუნაა და არც კურდღელი, სულ სხვა რაღაცაა. მეც ჩავძვერი ორმოში და მივეხმარე. იქ ძველი
ბაკის მსგავსი რაღაც ნივთი გამოჩნდა, ვიღაცას ჩაუფლავს ტყეში.

– ტაუზერს რად უნდოდა ბაკი? მას მხოლოდ ზაზუნები და კურდღლები აინტერესებს.

– უჰ, ძალიან მაგრად მუშაობდა. – არ ცხრებოდა ბიზლი, – და ძალიანაც ღელავდა.

– იქნება იმ ზაზუნას იმ ბაკის ქვეშ აქვს სორო?

– შეიძლება. – თქვა ბიზლიმ.

მან სახელური გადაატრიალა. გაისმა რაღაც ველური მუსიკა, მას კომენტატორის ხმაც სდევდა.

ტენმა ხორცი და კვერცხი თეფშებზე გაანაწილა და მაგიდაზე დაალაგა. ორ ფინჯანში ყავა დაასხა
და ნამცხვარზე კარაქის წასმა დაიწყო.

190
– აბა, მისცხე, ბიზლი, – მიიწვია მან.

– შენ სიკეთეს არასოდეს დავივიწყებ, ჰაირამ, მე მაშინვე წავალ, როგორც კი სამუშაოს ვიშოვნი.

მე რომ ჯერ არაფერს დაგპირებივარ?..

– კი. ხანდახან, როცა მეჩვენება, რომ ამქვეყნად არც ერთი მეგობარი არ გამაჩნია, დედაშენი
გამახსენდება ხოლმე. ის ყოველთვის კარგად მექცეოდა.

– კარგი, კარგი, კმარა ამაზე ლაპარაკი, – შეუწყრა ტენი, თან გრძნობდა, რომ ნებდებოდა.

მან სუფრაზე კარგად შემწვარი მაჭკატების ახალი ულუფა და მურაბიანი ქილა ჩამოდგა, ბოლოს
თვითონაც მიუჯდა სუფრას.

– იქნება მეც გამოგადგე რამეში, – უთხრა ბიზლიმ, თან ხელის ზურგით ნიკაპზე საჭმლის
ნარჩენები მოიცილა.

– ეზოში, მანქანაზე ავეჯი მიწყვია, მომეხმარე, სარდაფში ჩავიტანოთ.

– სიამოვნებით, – უპასუხა ბიზლიმ, – იცი, რა ღონიერი ვარ? არავითარი სამუშაოსი არ მეშინია.


არ მიყვარს მხოლოდ, როცა მეჩხუბებიან.

მეჩვიდმეტე საუკუნის უზარმაზარმა სავარძელმა ძალიან გააწვალა ისინი.

როცა ყველაფერი მოათავეს, ტენმა ყურადღებით დაათვალიერა სავარძელი.

„ვინც ეს მშვენიერი ხე ამ საღებავით შეთითხნა. სასჯელის ღირსი არ არის?“ – გაიფიქრა მან და


ბიზლის უთხრა:

– საღებავის გადაცლა მოგვიწევს, თანაც ძალიან ფრთხილად. უნდა აიღო გამხსნელი, ფითხს
ჩვარი შემოახვიო და უბრალოდ გადაუსვა ზედაპირს. გინდა სცადო?

– რა თქმა უნდა, ჰაირამ, – მაგრამ საუზმედ რა გვექნება?

– რა ვიცი, მოვიფიქრებთ რამეს. შენ რა, უკვე მოგშივდა?

– როგორ გგონია, ადვილი იყო ამათი თრევა?

– სამზარეულოში, თაროზე ნამცხვრიანი ქილა დგას, წადი და აიღე, – უთხრა ტენმა.

როცა ბიზლი მაღლა ავიდა, ტენმა სარდაფი მიათვალ-მოათვალიერა. ყველაფერი თავის


ადგილას იყო.

– იქნებ ამით ღამის გათევის სამაგიერო გადამიხადეს? თუ ასეა. ნეტა კიდევ დიდხანს ეცხოვრათ
აქ, – გაიფიქრა მან.

გარშემო მიიხედ-მოიხედა და საეჭვო რომ ვერაფერი შენიშნა, მაღლა ავიდა და დაუძახა ბიზლის.

– წამოდი გარაჟში, რაიმე გამხსნელი ვიპოვოთ და გასწავლი, როგორ მოიხმარო.

191
ბიზლის ხელები ნამცხვრებით აევსო. იგი მორჩილად გაჰყვა ტენს. კუთხეში რომ შეუხვიეს,
ტაუზერის ყრუ ყეფა მოესმათ. ტენმა მიაყურა და მოეჩვენა, რომ ძაღლს ხმა ჩახლეჩოდა.

– მესამე დღეა, შეიძლება მეოთხეც, თუ ზომები არ მივიღე, ამ სულელს სული გაძვრება,–


გაიფიქრა მან.

ტენი გარაჟში შევიდა და ორი ნიჩაბი და წერაქვი გამოიტანა.

– წავიდეთ, –მოუხმო მან ბიზლის,– მივეხმაროთ ძაღლს, თორემ არც ჩვენ მოგვასვენებს და არც
თვითონ მოისვენებს.

ტაუზერს ტყეში ნამდვილი გათხრები ეწარმოებინა. თვითონ თითქმის აღარც ჩანდა,


ამოთხრილი ორმოდან კი მხოლოდ კუდის წვერს აქიცინებდა. ბიზლი მართალი იყო: ეს უცნაური
ნივთი მართლაც ბაკს მიაგავდა, მისი ნაწილი უკვე ჩანდა თხრილიდან. ტაუზერი აქოშინებული
ამოძვრა ორმოდან და დაჯდა, ენა პირიდან გადმოეგდო და ლაშებზე ტალახი მიჰკვროდა.

– ის ამბობს, რომ დროა ჩვენც მივეშველოთ. – წარმოთქვა ბიზლიმ.

ტენმა ორმოს შემოუარა და ფეხი მოირთხა. მერე სცადა, ხელით მოეშორებინა მიწა ბაკის
ამოჩენილი ადგილიდან, მაგრამ მიკრული თიხა გამხმარიყო და არ ემორჩილებოდა. ხელის
შეხებითაც ეტყობოდა, რომ ბაკი რაღაც მძიმე ლითონისაგან იყო დამზადებული. ტენმა აიღო
რკინის ნიჩაბი და ბაკს შემოჰკრა. გაისმა ლითონის ხმა, ისინი მეგობრულად შეუდგნენ მუშაობას,
ნიჩბებით აცლიდნენ ბაკს ზემოდან მიწის ფენას. იგი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე
ფიქრობდნენ. დიდხანს მოუნდნენ მის ამოთხრას. მაგრამ ამით არ გათავებულა ყველაფერი:
საჭირო იყო მთელი ზედაპირი გაესუფთავებინათ მიმხმარი ტალახისაგან.

– მომშივდა, – დაიწუწუნა ბიზლიმ. ტენმა საათს დახედა – თითქმის პირველი იყო.

– გაიქეცი შინ, – შესთავაზა მან ბიზლის, – და მოძებნე რამე, მაცივარში რძე მეგულება.

– შენ, ჰაირამ, შენ კი არ გშია?

– თუ გინდა, მეც წამომიღე სანდვიჩი და იქნებ საფხეკელიც მომიძებნო.

– საფხეკელი რად გინდა?

– მინდა ტალახს ჩამოვფხიკო ამ ბაკს და დავინახო, რას წარმოადგენს.

ტენმა ჩაიჩოქა ამოთხრილ ნივთთან და გაჰყურებდა, როგორ გაუჩინარდა ბიზლი ტყეში.

– ტაუზერ, შენიშნა მან. – ეს ყველაზე უცნაური რამ არის იმათგან, რაც კი შენს სიცოცხლეში
ამოგითხრია.

„შიშისაგან რომ თავგზა აგებნევა, ისღა დაგრჩენია, ყველაფერი ხუმრობაში გაატარო“, –


გაიფიქრა ტენმა.

192
ბიზლის, რასაკვირველია, არ შეშინებია. მას არ ჰყოფნიდა წარმოსახვის უნარი, რომ გაუგებარი
ნივთებისა შინებოდა. ტენმა ბაკი დაათვალიერა: ეს იყო ოვალური ფორმის, დაახლოებით შვიდი
მეტრი სიგრძისა და ოთხი მეტრი სიგანის მოგრძო ყუთი. _

– მთელი ოთახია, – გაიფიქრა მან, – უილოუ ბენდში დღემდე არავის უნახავს ასეთი რამ.

მან ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ზედაპირიდან თიხა გადაფხიკა ერთ ადგილას. ბაკი
რაღაც საოცარი მინისმაგვარი მასალისაგან იყო გაკეთებული. ტენი ფხეკდა ტალახს, სანამ
ხელისგულის სიფართე მონაკვეთი არ გაასუფთავა. ახლა მას თითქმის აღარ ეეჭვებოდა, რომ ეს
ლითონი კი არ იყო, არამედ მინის მსგავსი რაღაც ნახევრად-გამჭვირვალე ნივთიერება. ის
მხოლოდ მიაგავს მინას და მისგან თასებსა და ვაზებს აკეთებენ. ტენი სანთლით ეძებდა ასეთ
მასალას – მის ნაკეთობებზე მოყვარულები ჭკუას კარგავენ და დიდ ფულსაც იხდიან.

ტენმა დანა დაკეცა, ჯიბეში შეინახა და ჩაცუცქდა, რომ უკეთ დაეთვალიერებინა ტაუზერის
ნაპოვნი. მის გონებაში თანდათან მომწიფდა აზრი: არსებანი, რომლებმაც მის სახლში დაიდეს
ბინა, საიდანაც არ უნდა მოსულიყვნენ ისინი, კოსმოსიდან თუ რომელიმე სხვა ეპოქიდან, ცხადია,
ამ ნივთით მოვიდნენ. მას თვითონვე გაუკვირდა თავისი აზრებისა – ადრე არასოდეს არ უფიქრია
ასეთ რამეებზე.

ტენმა ისევ ნიჩაბს მიმართა. ამჯერად მან უფრო ღრმად დაიწყო თხრა, აშიშვლებდა უცნობი
ნივთის მომრგვალებულ ნაწილებს, რომელიც კვლავ მაგრად იჯდა მიწაში.

ის ეკითხებოდა თავის თავს, რა ეთქვა ყველაფერ ამაზე და, საერთოდ, ეთქვა თუ არა ვინმესთვის.
ხომ არ აჯობებდა, ისევ დაეფარა მიწით ბაკი, რომ ძე–ხორციელს ვერაფერი გაეგო?

ბიზლის, რასაკვირველია, პირს ვერ აუკრავ, მაგრამ მის რატრატს ვინ უგდებს ყურს. უილოუ
ბენდში ყველამ იცოდა, რომ ბიზლი ჭკუანაკლები იყო.

როგორც იქნა, დაბრუნდა ბიზლი. მან მოიტანა ძველ გაზეთში გახვეული სამი უხეიროდ
მომზადებული სანდვიჩი და თითქმის მთელი ბოთლი რძე.

– როგორც ვხედავ, არც ძალიან ჩქარობდი, – გაუბრაზებლად უთხრა ტენმა.

– მაინტერესებდა.

– რა გაინტერესებდა?

– სამი დიდი სატვირთო მანქანა მოვიდა და მოიტანეს რაღაც მძიმე საგნები – ორი თუ სამი დიდი
კარადა და კიდევ ქვეყნის ხარახურა. ყველაფერი სარდაფში ჩაიტანეს. ების ტელევიზორი
გახსოვს? თან გაიყოლეს. არ ვანებებდი, მაგრამ მაინც წაიღეს.

– ოჰ, სულ გადამავიწყდა, ჰენრი დამპირდა გამომთვლელ მანქანას გამოგიგზავნიო, მე კი სულ


გადამვარდა გულიდან.

მან შეჭამა სანდვიჩები და ტაუზერსაც გაუნაწილა. ამ უკანასკნელმა მადლობის გრძნობა იმით


გამოხატა, რომ კარაქით მოსვარა პატრონი.

193
შენაყრდნენ თუ არა, ტენი ადგა და ნიჩაბი აიღო.

– ახლა კი მუშაობას შევუდგეთ, – თქვა მან, – უნდა მოვათავოთ ბარემ.

– სარდაფში რომ ყველაფერი ისე აწყვია?

– არსად გაიქცევა, – უპასუხა ტენმა. – ჯერ ერთი საქმე უნდა მოვიშოროთ.

უკვე კარგად ბნელოდა, როცა ყველაფერს მორჩნენ. ტენი მოქანცულად დაეყრდნო ნიჩბის ტარს.

– შვიდი მეტრი სიგრძე, ოთხი -სიგანე, სამიც სიმაღლე და მთლად ნახევრადგამჭვირვალე


მინისაგან, რომელიც ნიჩბის შემოკვრაზე ლითონივით წკრიალებს.

„ალბათ ძალიან პატარები არიან, – გაიფიქრა ტენმა, – თორემ როგორ დაეტეოდნენ ამ ყუთში,
მით უმეტეს, თუ ბევრნი არიან. გაურკვეველია, რა გზა გამოიარეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა
თავსდებოდა. ეტყობა, ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ისინი რომ ერთი ბეწოები არ
ყოფილიყვნენ, ვერ შეძლებდნენ შემძვრალიყვნენ იატაკის კოჭებსშუა ნაპრალში
(რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებობენ რეალურად და თუ ყველაფერი ეს
თავიდან ბოლომდე რაღაც მონაჩმახი არ არის)“.

თუ ისინი მაინც იყვნენ სახლში, ცხადია, ახლა იქ არ არიან; დილით ტაუზერი რაღაცას
ალღოობდა, ახლა კი სრულიად დამშვიდებულია.

ტენმა ნიჩაბი მხარზე გაიდო და წერაქვიც გაიყოლა.

– აბა, დავიძრათ, ბიზლი, – დაუძახა მან, – დღეს მაგრად ვიმუშავეთ.

ბუჩქნარი პირდაპირ გადაჭრეს და გზაზე გამოვიდნენ. ღამის სიბნელეში აქა-იქ ციცინათელები


ანათებდნენ. ქუჩის ფარნები კი ზაფხულის მსუბუქ ნიავზე ნელა ირხეოდნენ. ცა ვარსკვლავებით
იყო მოჭედილი.

„შეიძლება ისევ სახლში არიან, – გაიფიქრა ტენმა. – „ან იქნებ მიხვდნენ, რომ ტაუზერმა
მიაკვლია და რამე იღონეს, რომ აღარ იგრძნოს მათი იქ ყოფნა.“

„ალბათ კარგად ეგუებიან გარემო პირობებს. ჩანს, ასეა. როგორ ადვილად მოკალათდნენ
ადამიანის საცხოვრებელში”, – გაიფიქრა მან კუშტად.

ისინი მიაბიჯებდნენ სიბნელეში, ხრეშმოყრილ ბილიკზე, რომელიც გარაჟისკენ უხვევდა.


იარაღები უნდა შეენახათ. მაგრამ, ჰოი, საკვირველებავ! გარაჟი ადგილზე აღარ იყო!

აღარც გარაჟი იყო და აღარც სახლის ფასადი: გზა უცებ წყდებოდა და მის იქით აღარაფერი აღარ
იყო: იმ ადგილას, სადაც გარაჟი თავდებოდა, კედელი ამოზნექილიყო.

ისინი მიუახლოვდნენ კედელს და სიბნელეში შეჩერდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ: არ იყო არც


გარაჟი, არც ზღურბლი, არც სახლის ფასადი. თითქოს ვიღაცას აეღო სახლის ფასადის
მოპირისპირე ბოლოები და ერთმანეთისათვის მიეახლოებინა, მთელი წინა კედელი კი მრუდის
შიგნით მოქცეულიყო.

194
ტენი ახლა შიგნით შებრუნებული ფასადიანი სახლის მფლობელი გახდა და თუმცა ყველაფერი
ეს მარტივად გამოიყურებოდა, სინამდვილეში უფრო რთული იყო, ვიდრე ჩანდა – სიმრუდე
ისეთი კი არ იყო, როგორიც ასეთ შემთხვევაშია მოსალოდნელი, არამედ – გრძელი ზოლი,
მოხდენილად შეზნექილი და საკმაოდ ბუნდოვანი, თითქოს ფასადი მთლიანად მოაშორეს და
სახლის დარჩენილი ნაწილი ისე განალაგეს, რომ უფასადობა შენიღბონო. ტენს წერაქვი და
ნიჩაბი ხელიდან დაუცვივდა, ისინი ხმაურით დაეცნენ მაგარ ბილიკზე, მან თვალებზე ხელი
მოისვა, თითქოს სურდა უხილავი საბურველი მოეშორებინა. ხელები მოიცილა – არაფერი
შეცვლილიყო. ფასადი ისევ არ ჩანდა. მან რამდენჯერმე შემოურბინა სახლს, აზრზე არ იყო, რას
აკეთებდა, გულში კი თანდათან შიში მატულობდა.

უკანა კედელი თავის ადგილას იყო. მას არაფერი დამართოდა. ტენი კიბეზე ავიდა. ბიზლი და
ტაუზერიც მას მიჰყვნენ. გამოაღო კარები და წინა ოთახში შევიდა, აიქროლა კიბეზე, სამი
ნახტომით გადაჭრა სამზარეულო და შევარდა სასტუმრო ოთახში, რომ კვლავ შეეხედა, რა
დაემართა ფასადს. კარებში ჩამდგარი, კარის წირთხლს ჩაჭიდებული ტენი, გიჟივით მიაშტერდა
ფანჯარას, მშვენივრად ახსოვდა, რომ ახლა ღამე იყო, სწორედ ამ წუთას არ ხედავდა ბუჩქებში
ციცინათელებს, ქუჩის ფარნებს, ცაში ვარსკვლავებს? მისი ოთახის ფანჯარაში კი მზის სხივები
იღვრებოდა, ფანჯრიდან ქუჩა და რაღაც უცნობი ქვეყანა ჩანდა, რომელიც არაფრით არ ჰგავდა
უილოუ ბენდს.

– ბიზლი, – დაუძახა მან, – გაიხედე ფანჯარაში!

ბიზლიმ თავი ასწია.

– საინტერესოა, რა ადგილია? – იკითხა მან.

– მეც ეგ არ მაინტერესებს? – უპასუხა ტენმა.

ტაუზერმა თავისი ჯამი იპოვა და ცხვირით მთელი სამზარეულო შემოატარა, თითქოს ამბობდა,
დროა მაჭამოთ რამეო. ტენმა ოთახი გადაჭრა და გარეთა კარი გამოაღო. გარაჟი ძველ ადგილას
იყო, პიკაპი გარაჟის ღია კარზე ცხვირმიბჯენით იდგა, მსუბუქი მანქანა კი სიღრმეში ჩანდა.
ფასადიც სრულ წესრიგში იყო, მაგრამ დანარჩენი...

სატვირთო მანქანიდან ორი ფუტის მოშორებით ბილიკი წყდებოდა და იმას იქით აღარც ეზო
იყო, არც ტყე, არც გზა. უბრალოდ უდაბნო იყო სილითა და კენჭებით დაფარული, ბრტყელი,
უსასრულო უდაბნო, სწორი, როგორც იატაკი, აქა-იქ ქვის გროვებითა და უღიმღამო
მცენარეულობის ბუჩქნარით დაფარული. უზარმაზარი თვალისმომჭრელი მზე პირდაპირ
ჰორიზონტის თავზე ეკიდა, რომელიც სადღაც ძალიან შორს ჩანდა, მაგრამ, რაც ყველაზე
საოცარია, მზე ჩრდილოეთის მხარეს მოექცა, სადაც სულ არ იყო მისი ადგილი. გარდა ამისა, ის
თეთრი, ქათქათა, თვალისმომჭრელი შუქით ციმციმებდა. ბიზლი გავიდა პარმაღზე და ტენმა
შენიშნა, რომ იგი შეშინებული ძაღლივით კანკალებდა. იქნებ გირჩევნია დაბრუნდე და ვახშმის
თადარიგს შეუდგე?

– რბილად უთხრა ტენმა.

– კი მაგრამ როგორ, ჰაირამ... – დაიწყო ბიზლიმ.

195
– ნუ გეშინია, – დაამშვიდა იგი ტენმა, – ყველაფერი რიგზე იქნება.

– რაკი შენ ასე ამბობ, ჰაირამ...

ის შევიდა სახლში და ერთი წუთის შემდეგ ტენს მოესმა, როგორ ახმაურდა სამზარეულოში
ჭურჭელი.

რა გასაკვირია, რომ ბიზლის ისე ძალიან შეეშინდა. ვისაც გინდათ, მუხლი მოეკვეთება ამისთანა
ამბავზე: გამოხვიდე შენი პარმაღიდან, სადარბაზოდან და აღმოჩნდე უცხო ქვეყანაში.
რასაკვირველია, ადამიანი ამაზე უცნაურ ამბავსაც შეეჩვევა, მაგრამ ამისათვის ხომ დროა
საჭირო.

ტენი კიბეზე დაეშვა, ჩაუარა სატვირთო მანქანას და გარაჟს გასცდა. გარს რომ უვლიდა, ტენს
იმედი ჰქონდა, უილოუ ბენდის ნაცნობ სახლებს დავინახავო; როცა უკანა კარიდან შედიოდა
სახლში, ხომ ისევ ჩანდა სოფელი. მაგრამ უილოუ ბენდი აღარსად იყო. მის წინ უდაბნო
გადაშლილიყო, უკიდეგანო უდაბნო. მან შემოუარა სახლს ირგვლივ და უკანა კედელი ვეღარ
ნახა. ისიც ისეთივე დღეში იყო, როგორშიც ფასადი, როცა ის პირველად დაინახა ტენმა: იგივე
ამოზნექილი კუთხეები. მან გზა განაგრძო, მაგრამ უდაბნოს ბოლო არ უჩანდა. ფასადი და სხვა
ყველაფერი იმავე ფორმით თავის ადგილას იყო და გადაკვეთილ გზაზე იდგა სატვირთო მანქანა,
გარაჟის ღია კარში მსუბუქი მანქანა ჩანდა.

ტენი უდაბნოს სიღრმისაკენ გაემართა, დაიხარა და პეშვით ქვიშა აიღო – კენჭები სრულიად
ჩვეულებრივი იყო. ის ჩაცუცქდა და კენჭებს თითებს შუა გაცრა დაუწყო.

უილოუ ბენდში იყო მისი სახლის უკანა კარი, ფასადი კი გაქრა. აქ კი, სრულიად გაუგებარია,
რატომ, ყველაფერი შებრუნებით იყო: წინა კარი დარჩა, მაგრამ აღარ ჩანდა უკანა კედელი.

ტენი ადგა, გადაყარა დარჩენილი ქვები და ხელი შარვალზე შეიწმინდა.

თვალის კუთხით მან პარმაღზე რაღაც მოძრაობა შენიშნა, – ისინი აქ იყვნენ.

პაწაწინა მხეცების ჯგუფი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მათ, – მწყობრად დაეშვა კიბეზე. არცერთი
მათგანი ათ სანტიმეტრზე მაღალი არ იქნებოდა, დადიოდნენ ოთხზე, თუმცა აშკარად ჩანდა,
რომ მათი წინა კიდურები ხელები იყო და არა ფეხები. მათი ვირთხისმაგვარი დრუნჩები
წამახული ცხვირებით ოდნავ ადამიანის სახეს მოგაგონებდათ. ეტყობოდა, ტანი ქერცლით
ჰქონდათ დაფარული, რადგან მოძრაობის დროს მათი კანი ლაპლაპებდა და ფერები
ერთმანეთში გადადიოდა. კუდები ისე აეპრიხათ, თითქოს მოსამართ სათამაშოებზე მავთულით
მიუბამთო, სიარულის დროს აქეთ-იქით ერხეოდათ.

კიბეებზე მკვეთრი ნაბიჯებით ჩამოვიდნენ, ერთმანეთს შორის ნახევარი ფუტის დისტანციას


იცავდნენ და თავი ისე სწორად ეჭირათ, თითქოს ხაზზე დგანანო. ასევე მწყობრად გაემართნენ
უდაბნოსაკენ. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცედ თავდაჯერებულები მიდიოდნენ, ჩანდა, ძალიან
არ ჩქარობდნენ.

196
ტენმა თექვსმეტი მხეცი დაითვალა. ის დიდხანს იდგა და უცქეროდა, სანამ თვალს არ მიეფარნენ
უდაბნოში.

„ჩემი ახალი ხიზნები,“ – გაიფიქრა ტენმა. – „აი, თურმე ვინ გამიკრა ჭერი, შეაკეთა ტელევიზორი,
ქურა და მიმღები. ეტყობა, იმ უცნაური, ნახევრადგამჭვირვალე მინის ჭურჭლით, ტყეში რომ
გდია, სწორედ ესენი მგზავრობდნენ, მაგრამ, თუნდაც ასე იყოს, მაინც საინტერესოა, საიდან
მოვიდნენ ისინი.“

ტენი კიბეზე ავიდა, კარი შეაღო და დაინახა, რომ მის სტუმრებს კარის ბადეში 15 სმ დიამეტრის
წრე გამოეჭრათ. „უამისოდ ისინი ვერ გამოვიდოდნენ, – გაიფიქრა მან და მაშინვე დაასკვნა:

– როგორმე უნდა მოვიცალო და ნახვრეტი ამოვქოლო“.

ის შინ შევიდა და მაგრად მიიჯახუნა კარი.

– ბიზლი! – დაიძახა მან.

პასუხი არავის გაუცია. ტაუზერი ტახტის ქვეშიდან გამოძვრა და დამნაშავესავით ჩაიღრინა.


ყველაფერი რიგზეა, მეგობარო, – უთხრა ტენმა, – თუმცა ამ კამპანიამ მეც კარგი შიში მაჭამა.

ის სამზარეულოში გავიდა. ჭერიდან ჩამოსული არც ისე მკაფიო შუქი გადაყირავებულ ჩაიდანზე,
იატაკზე მიმოფანტულ ფინჯნის ნამსხვრევებსა და გადაბრუნებულ კვერცხებიან ჯამზე
ციმციმებდა. დამტვრეული კვერცხები ღია ფერის ყვითელ ლაქად დაღვრილიყო ლინოლეუმზე.
კიბეზე ასვლისას ტენმა შეამჩნია, რომ უკანა კარი თითქმის მთლიანად გაენადგურებინათ:
ჟანგიანი რკინის ბადე ნაკუწ-ნაკუწად ექციათ და ჩარჩო, რომელზეც ბადე იყო გაკრული, სულ
დაემტვრიათ. ტენმა დაუფარავი აღტაცებით შეხედა კარს.

– აი, საძაგლები, – გაოცდა ის, – კარიდან გავიდნენ და გაღებაც არ იკადრეს!

მან შუქი აანთო და კიბეს დაუყვა, მაგრამ შეცბუნებული შუა გზაზე შეჩერდა: მის მარცხნივ ჩანდა
იმავე მასალისაგან გაკეთებული კედელი, რითაც ჭერი იყო ნაშენი. გადაეყუდა კიბის მოაჯირს და
ტენმა შენიშნა, რომ ეს კედელი მის სახელოსნოს ორ ნაწილად ჰყოფდა, იატაკიდან ჭერამდე
წვდებოდა და შუაზე ჭრიდა სარდაფს. რა დარჩა სახელოსნოში? ტენს მოაგონდა, რომ იქ ჰენრის
გამოგზავნილი გამომთვლელი მანქანა იდგა, სამი სატვირთო გადმოცალესო, – თქვა ბიზლიმ.
აფსუს, სამი სატვირთო მანქანა დეტალები ჩაიგდეს ბრჭყალებში! ტენი მოღლილი დაეშვა
საფეხურებზე. ალბათ ჰგონიათ, ტენი მათი მოკავშირეა. სხვაგვარად შეუძლებელია; მათ
გადაწყვიტეს, რომ ტენმა იცის მათი არსებობა და მათ მხარდამხარ მოქმედებს. ანდა იქნებ
ფიქრობენ, რომ ამ გზით ტენი სამაგიეროს უხდით ტელევიზორის, ქურისა და რადიოს შეკეთების
გამო?

მაგრამ, ჩვენთვის რომ ვთქვათ, რად შეაკეთეს მათ ტელევიზორი, ქურა ან რადიო? რა არის ეს,
ერთგვარი ანაზღაურება მასპინძლობისათვის? თუ უბრალოდ მეგობრული განწყობილების
ნიშანია? იქნება მოსულებმა გადაწყვიტეს, წაევარჯიშათ, შეემოწმებინათ, გაეგებათ თუ არა
რაიმე სხვა სამყაროს ტექნიკის მიღწევებში, ეცადათ, შესძლებენ თუ არა გამოიყენონ თავიანთი
ცოდნა ახალაღმოჩენილი პლანეტის პირობებში?

197
ტენმა კიბის მოაჯირთან კედელზე მიაკაკუნა, – თეთრმა გლუვმა ზედაპირმა გაიწკარუნა.

კედელს ყური მიადო და მიაყურა – მოეჩვენა, რომ იქით რაღაც ყრუ გუგუნი ისმოდა, მაგრამ
მთლად არ იყო დარწმუნებული ამაში.

კედელს იქით მოჰყვა ბეინკერ სტივენსის სათიბი მანქანა და კიდევ ბევრი წვრილმანი, რომელთა
შეკეთებაც ვერ მოასწრო აქამდე.

„პატრონები ტყავს გამაძრობენ,“ – გაიფიქრა ტენმა, – „განსაკუთრებით, ბეინკერ სტივენსი, ის


ხომ ცნობილი ქვაწვიაა".

ბიზლი, მგონი, სულ გამოშტერდა შიშისაგან, როცა დაინახა, როგორ ადიოდნენ ეს ტიპები კიბეზე,
ალბათ გონების უკანასკნელი ნაპერწკალიც წაერთვა და ისე გაძვრა კარებში, რომ არც კი გაუღია.
ახლა ნამდვილად დარბის სოფელში და ერთი განგაში უდგას, თუკი ვინმე უსმენს.

თუმცა, მართალია, ჩვეულებრივ, მის ლაქლაქს არავინ უგდებს ყურს, მაგრამ თუ გაუთავებლად
ერთსა და იმავეზე ილაყბებს. და ისიც ასე აგზნებული, არ არის გამორიცხული, რომ ვინმე
მართლაც მოუსმენს. მაშინ ისინი შემოცვივდებიან, გადააქოთებენ აქაურობას. ყველგან ცხვირს
წაყოფენ და, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცა არამკითხე იგდებს ყველაფერს ხელში.

– სულაც არ ეხებათ მათ ეს ამბავი, – იმეორებდა ტენი, რომელშიც ძველმა ბიზნესმენმა გაიღვიძა.
იწყებოდა უზარმაზარი აუთვისებელი სივრცე. გზა კი მის სახლზე გადიოდა. მთელი ეს მიწები,
წესით, მას ეკუთვნოდა. შეიძლება ისინი სრულიად გამოუსადეგარია ეს ო უდაბნოა მაგრამ, სანამ
სხვას დაუთმობდეს, ჯერ ხომ თვითონ უნდა შეამოწმოს ყველაფერი და დარწმუნდეს. ტენი
სარდაფიდან გამოვიდა და გარაჟისკენ გაემართა.

მზე კვლავ ჩრდილოეთით იყო, პირდაპირ ჰორიზონტის მაღლა და ირგვლივ ისევ სიმშვიდე
სუფევდა. გარაჟში იპოვა ჩაქუჩი, ლურსმნები, რამდენიმე მოკლე ფირ-ფიცარი და მიიტანა
სახლში.

მან შენიშნა, რომ ტაუზერს არეულობით ესარგებლა და ზედ ფარჩაგადაკრულ სავარძელზე


ჩასძინებოდა. მაგრამ ამჯერად ტენს მისთვის ხმაც არ გაუცია.

უკანა გასასვლელი ჩაკეტა და კარებზე რამდენიმე ლარტყა მიაკრა: მერე ჩაკეტა სამზარეულოს
კარი. საძინებელი ოთახის ფანჯრებიც კი აფიცრა.

– ეს ცოტა ხნით მაინც შეაჩერებს დაუპატიჟებელ სტუმრებს, – თქვა მან თავისთვის, – როცა
მოცვივდებიან აქ ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად.

მან გამოიღო კარადიდან თავისი სანადირო თოფი, ვაზნებით სავსე კოლოფი, დურბინდი. ძველი
მათარა წყლით აავსო. ზურგჩანთაში საგზალი ჩააწყო თავისა და ტაუზერისათვის, რადგან ჭამის
დრო უკვე აღარ იყო. მერე ოთახში გავიდა და ტაუზერი სავარძლიდან გადმოაგდო.

– წავედით, ტაუზ, – უთხრა მან ძაღლს, – წავიდეთ და ჩვენი თვალით ვნახოთ ყველაფერი.

198
ბენზინის ბაკი შეამოწმა, თითქმის სავსე იყო, ტენი ჩაჯდა მანქანაში და თოფი გვერდით მოიდო,
როცა ტაუზერიც ჩახტა, ტენმა უკანა სვლით მანქანა მოაბრუნა და ჩრდილოეთისაკენ, უდაბნოში
გაემგზავრა.

მანქანა მსუბუქად მიდიოდა. იატაკივით სწორი შარა, თუმცა ალაგ-ალაგ ოღრო-ჩოღრო, სოფლის
იმ გზებზე უვარგისი მაინც არ იყო, მას რომ უხდებოდა სიარული გასაყიდი ავეჯის ძებნისას.

ლანდშაფტი საოცრად ერთფეროვანი იყო. ირგვლივ ხელისგულივით გაშლილი უდაბნო


გადაჭიმულიყო და მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდებოდა ხოლმე დაბალი ბორცვები. ტენს სულ
ჩრდილოეთის მიმართულებით მიჰყავდა მანქანა, გეზს მზის საშუალებით იღებდა.

რამდენიმეჯერ მან ქვიშიანი ზოლები გადაჭრა – ქვიშა იყო მაგარი, კარგად დატკეპნილი და
ბორბლები ადვილად მიგორავდნენ.

ნახევარი საათის შემდეგ იგი თავისი „სტუმრების“ რაზმს გაუთანასწორდა. თექვსმეტი მხეცი
ისევე აუჩქარებლად, მწყობრად. მიაბიჯებდა უდაბნოში. ტენმა სიჩქარეს უკლო და რამდენიმე
ხანს მათ მხარდამხარ განაგრძო სვლა, მაგრამ სულ ამაოდ – მხეცუნები მკაცრად განსაზღვრული
მიმართულებით მიდიოდნენ და ტენს არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ. ტენმა ისევ უმატა
სიჩქარეს და გაუსწრო მათ. მზე ისევ გაუნძრევლად იდგა ჩრდილოეთით. ეს ძალიან უჩვეულო
ამბავი იყო. ალბათ, – გაიფიქრა ტენმა, – ეს სამყარო თავისი ღერძის გარშემო გაცილებით ნელა
ბრუნავს, ვიდრე დედამიწა, ამიტომ დღეც უფრო გრძელია აქ, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ,
რომ მზე ამდენ ხანს ერთსა და იმავე ადგილას დგას, – ბევრად გრძელია. საჭეს დაყრდნობილი
ტენი გაფაციცებით აკვირდებოდა უდაბნოს, მან პირველად მიაქცია ყურადღება პეიზაჟის
უჩვეულობას. უეჭველია, ეს იყო სხვა სამყარო. სხვა პლანეტა მოძრაობდა სხვა ვარსკვლავის
გარშემო და დედამიწაზე კაციშვილმა არ იცოდა, რა ადგილი უჭირავს მას კოსმოსში. მაგრამ
უდაბნოში მწყობრად მომავალი თექვსმეტი მხეცის უცნაური მოქმედების შედეგად ახალი
პლანეტა ზუსტად მისი სახლის საპარადო შესასვლელის კარიდან იწყებოდა. შორს საკმაოდ
მაღალი გორაკი გამოჩნდა, რაც უფრო უახლოვდებოდა ტენი, უფრო კარგად იკვეთებოდა რაღაც
მოლაპლაპე საგნები გორაკის წვერზე. მალე მან მანქანა გააჩერა და დურბინდი ამოიღო. მის
გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დარწმუნდა, რომ მბრწყინავი საგნები რძისფერი
მინისაგან დამზადებული ზუსტად ისეთივე ბაკებია, როგორიც მან ტყეში ამოთხარა. სულ რვა
ცალი იყო, ისინი ეწყო რუხი ქვის ბუდე-ღრმულებში და თვალისმომჭრელად ლაპლაპებდნენ
მზეზე. რამდენიმე ბუდე ცარიელი იყო.

ტენმა დურბინდი დაუშვა და ვერ გადაეწყვიტა, ასულიყო თუ არა გორაკზე, რომ კარგად
დაეთვალიერებინა ისინი. ბოლოს თავი გაიქნია, მერეც მოვასწრებო.

– ახლა ჯობია, რაც უფრო შორს წავალ. ეს ხომ ჯერ სერიოზული საკვლევი ექსპედიცია არ არის,
წინასწარი დაზვერვაა.

– ის კვლავ შეძვრა კაბინაში და გზა განაგრძო, თან ბენზინის დონის მაჩვენებელს უყურებდა.
როცა ისარი დანაყოფების შუაში მიაღწევს, უკან უნდა დაბრუნდეს. წინ, ჰორიზონტის შავ ხაზს
ზემოთ, ტენმა გაურკვეველი თეთრი ღრუბელი შეამჩნია. უფრო მეტი ყურადღებით რომ
დააკვირდა, ღრუბელი ხან გაქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა. სიშორის გამო ვერ გაარჩია, რა უნდა

199
ყოფილიყო. მან შეხედა ბენზინის დონის მაჩვენებელს – ნახევარზე ცოტა მეტი იყო. ტენმა
მანქანა შეაჩერა და კვლავ დურბინდი ამოიღო. როცა ძირს გადმოვიდა, გაოცებულმა იგრძნო,
რომ ფეხები ტყვიასავით დამძიმებოდა, მიხვდა, რისი ბრალიც იყო ეს. ახლა მას კარგა ხანია
უნდა ეძინოს. საათი ორს უჩვენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, დედამიწაზე ღამის ორი საათია, და
ოცი საათი სრულდება, რაც ტენი ფეხზე დგას. თანაც დროის მეტი წილი საშინელ დაძაბულობაში
გაატარა, იმ უცნაური ბაკის თხრას ხომ თან გადაჰყვა ტყეში. ტენმა კვლავ მიიტანა თვალებთან
დურბინდი. გაურკვეველი თეთრი ხაზი მთაგრეხილი აღმოჩნდა. უზარმაზარი მოლურჯო
კლდოვანი ქედი თოვლიანი მოლაპლაპე მწვერვალებით გადმოჰყურებდა უდაბნოს. მთები
ძალიან შორს იყო და მძლავრ დურბინდშიც კი მხოლოდ მოცისფრო ნისლოვანი ზოლივით
ჩანდა. ტენმა ნელა მოავლო თვალი ჰორიზონტს: თვალსაწიერზე მხოლოდ მთები
გადაჭიმულიყო. ტენი შემობრუნდა და ახლა უდაბნო მოათვალიერა. იგივე ბრტყელი ზედაპირი,
იგივე დაგვალული ბორცვები, იგივე უღიმღამო მცენარეულობა. და სახლი!

როცა ბინოკლი მოიშორა თვალებიდან, ხელები უკანკალებდა. ისევ გაიხედა, ეჭვი არ იყო, მის წინ
ძალიან უცნაური შესახედაობის ნამდვილი სახლი იყო. ის იდგა გორაკის ძირში, ჩრდილში
მიმალული და შეიარაღებული თვალით ვერც კი შეამჩნევდი.

სახლი დიდი არ იყო, წაწვეტებული, კონუსისმაგვარი სახურავი ჰქონდა და ისეთ შთაბეჭდილებას


ტოვებდა, თითქოს მიწაზე საგანგებოდ დააკრესო, გეგონებოდა, წახრილი მოხოხავს უდაბნოშიო.
ტენმა ოვალური ხვრელი შეამჩნია, შეიძლება ეს კარი იყო, მაგრამ არავითარი ფანჯარა არ ჩანდა.

ტენმა დურბინდი დაუშვა და მიმოიხედა. „ხუთი თუ ექვსი კილომეტრია“. – გაიფიქრა მან.

პიკაპი მიაღწევს და, თუნდაც ბენზინი არ მეყოს, უილოუ ბენდამდე რამდენიმე კილომეტრი
ფეხითაც შემიძლია გავიარო“.

„საინტერესო ისაა, რომ სახლი მარტო ერთია“, – გაიფიქრა ტენმა. მთელი გზის მანძილზე
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანდა, თუ არ ჩავთვლით თექვსმეტ ვირთხისმაგვარ არსებას,
მწკრივად რომ მიაბიჯებდნენ უდაბნოში: არავითარი ხელოვნური შენობა, ამ რვა საოცარი
თეთრი საგნის გარდა, რომლებიც თავიანთ ქვის ბუდეებში ისხდნენ.

ტენი მანქანაში ჩაჯდა და აქსელერატორის პედალს ფეხი დააჭირა. ათი წუთის შემდეგ უკვე
გორაკის ჩრდილში, სახლის ფასადთან იყო.

ის გამოვიდა პიკაპიდან და თოფიც აიღო. ტაუზერიც გადმოხტა მიწაზე, უეცრად აიჯაგრა და


დაიღრინა.

– რა მოხდა, მეგობარო? – ჰკითხა ტენმა.

ტაუზერმა კვლავ ღრენით უპასუხა.

სახლი მდუმარებას მოეცვა, თითქოს პატრონებს დიდი ხანია მიუტოვებიათო.

კედლები აგებული იყო უსწორმასწორო, გაუთლელი რიყის ქვით და ნაჩქარეობა ეტყობოდა.


ქვები რაღაც თიხის-მაგვარი ნივთიერებით იყო დაკავშირებული ერთმანეთთან.

200
სახლი ისლით იყო დახურული. საოცარია, საიდან გაჩნდა ის აქ. მთელ უდაბნოში ოდნავ იმის
მსგავსსაც კი ვერაფერს იპოვიდა კაცი. თუმცა ჯერ კიდევ შეიძლებოდა შეგემჩნიათ ზოლები,
სადაც ეს ისლი უკავშირდებოდა ერთმანეთს, მაგრამ გეგონებოდათ, ეს უბრალოდ მზისგან
შერუჯული მიწა არისო.

სახლი როგორღაც უშნო, ულამაზო იყო. ეტყობა, არავის უზრუნია, მისთვის მიმზიდველი და
მყუდრო იერი მიეცა, რომ საცხოვრებლად გამოსადეგი გამხდარიყო. ასეთი სახლი მხოლოდ
მომთაბარე მეჯოგეებს შეეძლოთ აეშენებინათ. დროს თავისი კვალი დაემჩნია მისთვის, კედლის
ქვები თანდათან იფშვნებოდა.

თოფი იღლიაში ამოიდო და ტენი სახლს მიუახლოვდა, მივიდა კარებთან და შეიხედა: შიგნით
უკუნი და მდუმარება მეფობდა.

ტენი შემობრუნდა და ტაუზერი მოათვალიერა. ძაღლი მანქანის ქვეშ შემძვრალიყო და იქიდან


იცქირებოდა, თან ხმადაბლა ღრენდა.

– შორს არსად წახვიდე, – გააფრთხილა ტენმა, – არ გაიქცე, გესმის? – და თოფმომარჯვებულმა


შეაბიჯა ბნელში. წუთით შეჩერდა, რომ თვალები სიბნელისთვის შეეჩვია.

ახლა მას შეეძლო დაეთვალიერებინა ოთახი. ერთი კედლის გასწვრივ სულ უბრალო ქვის მერხი
გასდევდა, მეორეზე შავად ჩანდა რაღაცნაირი განჯინები, კუთხეში ხის უცნაური ნივთი იდგა,
რომლის დანიშნულებაც ვერაფრით ვერ დაადგინა ტენმა.

„ძველი მიტოვებული საცხოვრებელია, დიდი ხნის თავმინებებული“, გაიფიქრა მან.

შეიძლება ოდესღაც, შორეულ წარსულში, როცა ეს უდაბნო მდიდარი და აყვავებული იყო, აქ


მწყემსთა მოდგმა ცხოვრობდა.

კუთხეში კიდევ ერთი კარი ჩანდა. მის გაღებაზე ტენს, რაღაც სუსტი, მიყრუებული კაკუნი და
თითქოს წვიმის წვეთის ვარდნის ხმა შემოესმა. ღია კარებიდან ზღვის ნიავი მოდიოდა და ტენი
გაოცებისაგან პირდაღებული ადგილზევე გაქვავდა.

კიდევ ერთი სახლი, საიდანაც სხვა სამყარო იწყება!

ის ნელა გავიდა ღია კარში და უცებ აღმოჩნდა ღრუბლიან, ჩამობნელებულ გარემოში.


კოკისპირულად წვიმდა, ღრუბლები კი გაშმაგებით გარბოდნენ. ნახევარ კილომეტრზე, ველს
იქით, სადაც უწესრიგოდ დახორავებულიყო რუხი, ფოლადისფერი რიყის ქვები, მშფოთვარე
ზღვა იწყებოდა. ტალღები თავგამეტებით ეხეთქებოდა ნაპირს და ქეჩოაყრილ ზვირთთა
შადრევნები ზეცას სწვდებოდა.

ტენი სახლიდან გავიდა და ცას ახედა – წვიმამ თითქმის მტკივნეულად დაუშხაპუნა სახეზე.
სიცივე ძვალ-რბილში ატანდა და მთელი ეს ადგილი რაღაც იდუმალი, ზებუნებრივი ჩანდა,
სამყარო – ამოგლეჯილი რომელიღაც ძველი ზღაპრიდან მოჩვენებებსა და ელფებზე.

201
მან მიმოიხედა: არაფერი ჩანდა ირგვლივ. წვიმას დაესერა სანაპირო ზოლს იქით გაშლილი
მთელი სამყარო. ტენს რაღაც მოეჩვენა წვიმის გადაღმა. შიშისაგან სუნთქვაშეკრული
შემობრუნდა და კისრისტეხით შევარდა უკანვე სახლში.

ახალი სამყარო აშორებდა მას უილოუ ბენდიდან. ახლა კიდევ ეს მეორეც გამოჩნდა. მათ შორის
მანძილი მხოლოდ ორი მეტრია – ეს მართლაც იმაზე მეტია, რასაც ერთი ნორმალური ადამიანის
ნერვები გაუძლებს, იმის გაფიქრებაზე, რომ ის სულ მარტოდმარტოა ამ წუთას, ტენს ტანში
გაბურძგლა და, როცა იგრძნო, რომ აღარ შეუძლია ამ მიტოვებულ სახლში გაძლება. გამოვარდა
გარეთ.

აქ წინანდებურად მზე კაშკაშებდა და სასიამოვნოდ თბილოდა. ტენს ტანსაცმელი


დასველებოდა, თოფის ლულაც მთლად დანამულიყო. მან მიიხედ-მოიხედა, ტაუზერს ეძებდა,
მაგრამ ძაღლი არსად ჩანდა. მანქანის ქვეშაც არ აღმოჩნდა. დაუძახა, მაგრამ პასუხი არ იყო.
ტენის ხმა ობლად გაისმა გარემომცველ სიცარიელესა და მდუმარებაში.

ძაღლის ძებნაში ტენმა სახლს შემოუარა. ახლა გარედან მეორე კარი აღარ ჩანდა. დაბრეცილი
ქვებისაგან აგებულ კედლებს მრგვალი ფორმა ჰქონდა და სწორედ ისევე იყო შეზნექილი,
როგორც ჰაირამის სახლის ფასადი, უკანა კედელი კი საერთოდ არ არსებობდა.

მაგრამ ტენი ახლა ამას აღარ გაუოცებია – ის ძაღლს ეძებდა და სხვაზე აღარაფერზე შეეძლო
ეფიქრა. მას ესმოდა, რომ სახლიდან ძალიან შორს წამოვიდა და გრძნობდა, როგორ ეყინებოდა
გულმუცელი შიშისაგან.

სამი საათის უშედეგო ძებნის შემდეგ ტენი ისევ იმ სახლთან დაბრუნდა, მაგრამ ძაღლი არ
მოსულიყო. ტენი კვლავ გავიდა სხვა სამყაროში და იქაც უშედეგოდ ეძებდა უზარმაზარი ქვების
ქაოსურ გროვაში. შემდეგ უკანვე, უდაბნოში დაბრუნდა და გორაკისაკენ გაემართა, ავიდა
მწვერვალზე და მოიმარჯვა დურბინდი: ირგვლივ უსიცოცხლო ველი გადაჭიმულიყო.

დაღლილობისა და უძილობისაგან ღონემიხდილი ტენი ბარბაცით დაბრუნდა მანქანასთან.

ძარაზე მიყუდებულმა ერთ ხანს თავს ძალა დაატანა, რომ აზრი მოეკრიბა, ასეთ პირობებში
ძებნის გაგრძელებას არავითარი აზრი არ ჰქონდა. მან ცოტა მაინც უნდა წაიძინოს, საჭიროა
დაუყოვნებლივ დაბრუნდეს უილოუ ბენდში, გაავსოს ბაკი, წამოიღოს ბენზინის მარაგი, რათა
ძებნის რადიუსი გააფართოოს.

ხომ არ შეეძლო, ძაღლი აქ დაეტოვებინა – ეს უაზრობა იყო. აუცილებლად რამე უნდა მოიფიქროს
და ისე იმოქმედოს. ასე უდაბნოში წანწალით რას არგებს ის ტაუზერს?

ტენმა მანქანა დაქოქა და უილოუ ბენდისაკენ აიღო გეზი, გზას ქვიშაზე ბორბლების ოდნავ
შესამჩნევი კვალით იგნებდა და როგორც კი შეეძლო, ებრძოდა თავს, რომ არ ჩასძინებოდა. როცა
იმ გორაკს ჩაუარა, სადაც თეთრი მინის ბაკები ჩანდა, ტენმა წუთით შეაჩერა მანქანა და
გადმოვიდა, რომ კუნთები აემოძრავებინა და ცოტა გამოფხიზლებულიყო, თორემ სადაცაა
ჩაეძინებოდა. ამჯერად ბუდეებში შვიდი ბაკიღა ჩანდა. მაგრამ ახლა ამას არავითარი
მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარია სძლიოს დაღლილობას, რომელიც თანდათან უფრო
ძლიერად ეუფლება, როგორმე საჭე არ გაუვარდეს ხელიდან და მიაღწიოს უილოუ ბენდამდე. იქ

202
ცოტას წაიძინებს და კვლავ შეუდგება ტაუზერის ძებნას. ნახევარი გზა რომ გაიარა, დაინახა, რომ
წინიდან მანქანა უახლოვდებოდა და გაოცებით დაუწყო ცქერა, რადგან მისი სახლის აქეთ
მხარეს მხოლოდ მისი პიკაპი და მსუბუქი მანქანა იყო ერთადერთი ტრანსპორტი. მან სწრაფად
დაამუხრუჭა და გადმოვიდა. მსუბუქი მანქანა მოახლოვდა და იქიდან გადმოხტნენ ჰენრი
ჰორტონი, ბიზლი და უცნობი კაცი, რომელსაც სამსახურებრივი ნიშანი ეკეთა მკერდზე.

– მადლობა ღმერთს, გამოჩნდი! – ყვირილით მივარდა მას ჰენრი.

– როდის დავიკარგე! – შეეპასუხა ტენი, – შინ ვბრუნდები.

– საცაა დაეცემა, – შენიშნა უცნობმა.

– ეს შერიფი ჰანსონია, – თქვა ჰენრიმ, – თქვენს კვალს გამოვყევით.

– ტაუზერი დამეკარგა, – ამოილუღლუღა ტენმა. – იძულებული გავხდი, დამეტოვებინა. გამიშვით,


ტაუზერი უნდა მოვძებნო. მე თვითონ მივაღწევ სახლამდე...

ტენი დაბარბაცდა და მანქანის კარს მოეჭიდა, რომ არ დაცემულიყო.

– თქვენ კარი გატეხეთ, მიუბრუნდა ის ჰენრის. – თქვენ შემოიჭერით ჩემს სახლში და წაიყვანეთ
ჩემი მანქანა.

– იძულებული ვიყავით, ჰაირამ, შემეშინდა, ვაითუ რამე დაემართოს-მეთქი. ბიზლიმ ისე


აგვიწერა ყველაფერი, რომ შიშისაგან თმები ყალყზე დაგვიდგა.

– ჯობია, მანქანაში გადასვათ თქვენთან, მე კი სატვირთოს წამოვიყვან.

– მაგრამ მე რომ ტაუზერი უნდა მოვძებნო!

– ჯერ დასვენება გჭირდებათ.

ჰენრი მხარში შეუდგა და მანქანისაკენ წაიყვანა. ბიზლის კარი ეჭირა.

– თქვენ იცით. რა ადგილებია ეს? – შეთქმულის ტონით ჩასჩურჩულა ჰენრიმ.

– წარმოდგენა არა მაქვს, – ამოილუღლუღა პასუხად ტენმა, – შეიძლება რომელიმე სხვა...

ჰენრიმ ცბიერად ჩაიცინა.

– თუმცა ამას, ჩემი აზრით, არა აქვს მნიშვნელობა. ასე თუ ისე, ჩვენ უკვე გამოჭერილი ვართ.
მოვხვდით უკანასკნელ ცნობებსა და გაზეთის სათაურებში. ქალაქი სავსეა რეპორტიორებითა და
კინო-ოპერატორებით. ელიან უფროსების ჩამოსვლას. დარწმუნებული ვარ, ჰაირამ, ეს ამბავი
თქვენ ქვეყნის თვალში აგამაღლებთ...

მაგრამ ტენს უკვე აღარაფერი ესმოდა. არც კი დამჯდარიყო, რომ ჩაეძინა.

რომ გამოეღვიძა, ტენი ცოტა ხანს არ განძრეულა. ოთახში სიწყნარე იყო და სასიამოვნოდ
გრილოდა. ფარდები ჩამოეშვათ.

203
„რა კარგია ნაცნობ ოთახში გაღვიძება, სადაც მთელი შენი ცხოვრება გაგიტარებია და რომელიც
შენს ოჯახს ეკუთვნის თითქმის მთელი საუკუნე“, ––გაიფიქრა მან.

შემდეგ უცებ გაახსენდა ყველაფერი და სწრაფად წამოჯდა ლოგინზე. მაშინვე გაიგონა ხმაური
ფანჯრებს იქით. იმწამსვე წამოხტა ლოგინიდან, ფარდის კუთხე ასწია და ფანჯარაში გაიხედა.
მისი სახლის უკანა ეზო და მეზობელი სახლების შემოგარენი ხალხით იყო გაჭედილი.
ჯარისკაცები ძლივს აკავებდნენ ბრბოს, რომელიც სახლისაკენ მოიწევდა.

ტენმა ფარდას ხელი უშვა და ფეხსაცმელებს დაუწყო ძებნა. პირდაპირ ჩაცმულს სძინებია.
ეტყობა, ჰენრიმ და ბიზლიმ ჩააწვინეს ლოგინში და მხოლოდ ფეხსაცმელები გააძვრეს;
შეიძლება ისევ მანქანაშიც ყრია. ჰენრიმ რომ მანქანაში ჩასვა, მას შემდეგ აღარაფერი ახსოვს.

მან ფეხსაცმელები იატაკზე იპოვა და საწოლზე ჩამომჯდარმა დაიწყო ჩაცმა, თან ცდილობდა
მოესაზრებინა, პირველ რიგში რა უნდა გაეკეთებინა; უნდა იშოვოს სადმე ბენზინი, გაავსოს ბაკი
და, ყოველი შემთხვევისათვის, ერთი ან ორი კანისტრა თან წაიღოს. გარდა ამისა, საჭირო იქნება
წყალი, საგზალი და შეიძლება საძილე ტომარაც. მან მტკიცედ გადაწყვიტა, არ დაბრუნებულიყო,
სანამ ძაღლს არ იპოვიდა.

ფეხსაცმელები რომ ჩაიცვა, სასტუმრო ოთახში გამოვიდა. იქ არავინ იყო, მხოლოდ


სამზარეულოში ისმოდა ხმაური. გაიხედა ფანჯარაში: ისევ ისეთი უდაბნო, როგორიც ადრე იყო.
მართალია, მზეს ცოტა მაღლა აეწია. მაგრამ მისი სახლის წინ, ეზოში ისევ დილა იყო. ტენმა
საათს დახედა. ექვსს უჩვენებდა. საწოლი ოთახის ფანჯრიდან რომ გაიხედა, ეზოში დაცემული
ჩრდილის მიხედვითაც მიხვდა, რომ მართლაც ექვსი საათი იყო. იქნებ მთელი დღე-ღამეც იძინა?

ტენს გუნება წაუხდა. ვინ იცის, რა დაემართა მიტოვებულ ტაუზერს ამ ხნის განმავლობაში?
სასწრაფოდ სამზარეულოსაკენ წავიდა. იქ სამნი ისხდნენ – ები, ჰენრი ჰორტონი და ვიღაც
სამხედრო პირი.

– აი, თქვენც მოხვედით. – მხიარულად წამოიძახა ებიმ. – ჩვენ კი აქ ვმკითხაობდით, როდის


გაგეღვიძებოდათ.

– ყავა ხომ არ მოხარშეთ, ები?

– აბა რა, მთელი ყავადანი. ახლავე მოგიმზადებთ რამეს.

– მარტო მაჭკატები, – შეეხვეწა ტენი, – მეჩქარება, ძაღლი უნდა მოვძებნო. – ჰაირამ, – უთხრა
ჰენრიმ, – ეს პოლკოვნიკი რაიანია, ნაციონალური გვარდიიდან, მისი ჯარისკაცები ქუჩაში იცდიან.

– ჰო, დავინახე ფანჯრიდან.

– ეს აუცილებელი იყო, – აუხსნა ჰენრიმ. – სრულიად აუცილებელი, შერიფი მარტო ვერ გასწვდა.
აქ ყველაფერს ნაკუწ-ნაკუწად აქცევდნენ. გუბერნატორს დავურეკე.

– ტენ, თუ შეიძლება, დაბრძანდით. მინდა მოგელაპარაკოთ. – განუცხადა პოლკოვნიკმა.

204
– გისმენთ, – უთხრა ტენმა და სკამი მიაჩოჩა, – მაგრამ, მაპატიეთ, პოლკოვნიკო, ძალიან
მეჩქარება, ძაღლი დავკარგე.

– ის, რაც აქ ხდება, – შენიშნა პოლკოვნიკმა, – ძაღლის დაკარგვაზე უფრო სერიოზული ამბავია.

– პოლკოვნიკო, თქვენი სიტყვები მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ჩემს ძაღლს არ იცნობთ,
მერწმუნეთ, ჩემს ხელში ბევრ ძაღლს გაუვლია, მაგრამ ტაუზერს ვერც ერთი ვერ შეედრება. ჩემი
გაზრდილია და მთელი ამ ხნის მანძილზე ნამდვილ მეგობრობას მიწევდა,

– ძალიან კარგი, მესმის, ის თქვენი მეგობარია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მაინც უნდა
მოგელაპარაკოთ.

– დაბრძანდით და მოუსმინეთ პოლკოვნიკს, ჰაირამ, – უბრძანა ებიმ. –– მე ახლავე ოლადიკებს


გავაკეთებ.

ჰენრიმ ფერმიდან ძეხვი მოიტანა.

უკანა შემოსასვლელის კარი გაიღო და თუნუქის საშინელი ჟღარუნით, ბარბაცით შემოვიდა


ბიზლი. ერთ ხელში სამი ხუთგალონიანი კანისტრა ეჭირა და მეორეში ორი.

– მისმინე. –– დაიყვირა ტენმა, –– ბოლოს და ბოლოს, რა ხდება ჩემს სახლში?

– დამშვიდდით, ტენ, –– უპასუხა ჰენრიმ, –– თქვენ ჯერ არ იცით იმ პრობლემებზე, რაც აქ


წამოიჭრა. ბენზინის დიდი ბაკის მოტანა გვინდოდა, მაგრამ არ გამოეტია, მერე ვცადეთ
სამზარეულოს კედელი დაგვეშალა, მაგრამ ვერ შევძელით.

– რა სცადეთ?

– სამზარეულოს კედლის დაშლა, –– წყნარად გაიმეორა ჰენრიმ. – ჩვეულებრივ კარში ბენზინის


დიდი ბაკები არ შემოეტეოდა. მაგრამ, როგორც კი ხერხვა დავიწყეთ, დავრწმუნდით, რომ მთელი
სახლი შიგნიდან გამოკრულია იმავე მასალით, რომელიც თქვენ სარდაფის ჭერისათვის
გამოიყენეთ, კიბის ქვეშ. როცა კედლის გაპობა ვცადეთ, ცული მაშინვე დაბლაგვდა.

– კი მაგრამ, ჰენრი, ეს ჩემი სახლია და არავის არა აქვს უფლება, დაანგრიოს იგი.

– საგანგებო შემთხვევაა, – თქვა პოლკოვნიკმა. – გამაგებინეთ, ტენ, რა მასალაა, რომ ჩვენ მისი
გახვრეტაც კი ვერ შევძელით?

– ნუ აღელდებით, ჰაირამ, – გააფრთხილა ჰენრიმ, – კარებს იქით ჩვენ ისევ გველის უზარმაზარი
ახალი სამყარო.

– ის სრულებითაც არ გელით თქვენ. და საერთოდ, ეს არავის საქმე არაა! – დაიღრიალა


მოთმინებიდან გამოსულმა ტენმა.

– მაგრამ ხომ უნდა გამოვიკვლიოთ იგი, ამისათვის ჩვენ გვჭირდება ბენზინის საკმაო მარაგი. და,
რადგან დიდი ბაკის გატანა შეუძლებელია, ბენზინის კანისტრებით გადაზიდვა გვიხდება.
შემდეგში კი პირდაპირ ბენზინის მილებს გავიყვანთ სახლზე.

205
– კი მაგრამ, მისმინეთ, ჰენრი!..

– კარგი იქნება, – მტკიცედ განაცხადა ჰენრიმ, – თუ არ შემაწყვეტინებთ და მომისმენთ, რის თქმაც


მინდა. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა სიძნელეების გადალახვა მოგვიხდება მომარაგების
ორგანიზაციისათვის. ხელ-ფეხი გვაქვს შეკრული ამ კარების ზომით, უნდა მოვიმარაგოთ საწვავი
და უზრუნველვყოთ ტრანსპორტის ორგანიზება. არც მსუბუქი და სატვირთო მანქანები იქნებოდა
ზედმეტი. უნდა დავშალოთ ისინი და ნაწილ-ნაწილ გავზიდოთ. მაგრამ, აი თვითმფრინავის
შემოტანა კი გადაუწყვეტელი პრობლემაა.

– მისმინეთ, ჰენრი. მე უფლებას არ მოგცემთ, მოათრიოთ აქ თვითმფრინავი. ეს სახლი თითქმის


ასი წელია ჩემს ოჯახს ეკუთვნის. აქ მე ვარ უფროსი და თქვენ არავითარი უფლება არა გაქვთ,
თვითნებურად მბრძანებლობდეთ, თანაც გაატაროთ სახლზე ათასგვარი ხარახურა.

– დამიჯერეთ, ტენ, – უკვე წუწუნით უთხრა ჰენრიმ, – აუცილებლად გვჭირდება თვითმფრინავი.


თვითმფრინავით ხომ უცებ უზარმაზარი ტერიტორიის შესწავლა შეიძლება.

ბიზლიმ კვლავ გადაჭრა სამზარეულო და სასტუმრო ოთახი კანისტრების რახარუხით.

პოლკოვნიკმა ამოიოხრა.

– იმედი მქონდა, მისტერ ტენ, რომ შეხვიდოდით ჩვენს მდგომარეობაში. მე ვფიქრობდი, ჩვენთან
თანამშრომლობას ამ საქმეში თქვენს პატრიოტულ მოვალეობად ჩათვლიდით. მთავრობას, რა
თქმა უნდა, შეუძლია გამოიყენოს თავისი უმაღლესი ნება და ჩამოგართვათ მთელი მამული.
მაგრამ აჯობებდა საქმე აქამდე არ მისულიყო. მე ახლა თქვენ არაოფიციალურად გეუბნებით,
მაგრამ, ვფიქრობ, სწორია ადრევე გაგაფრთხილოთ, რომ ხელისუფლება ამჯობინებს
მშვიდობიანად მორიგდეთ ყველაფერზე.

– ვეჭვობ, – დაახალა ტენმა. თუმცა კარგად არაფერი ესმოდა ამ საქმისა. – რომ ამ შემთხვევაში
მთავრობას შეეძლოს გამოიყენოს თავისი მაღალი უფლებები. ჩემი სახლი რომ გზაზე იდგეს...

აი სწორედ რომ გზაა. – წყნარად შეუბრუნა პოლკოვნიკმა – პირდაპირი გზა თქვენი სახლის
გავლით სხვა სამყაროსაკენ.

– ჯერ ერთი. – განაგრძო ტენმა, – მთავრობამ თავდაპირველად უნდა დაამტკიცოს, რომ ეს


საზოგადოების ინტერესებისათვის კეთდება და მეპატრონის უარი თავისი სამფლობელოს
სახელმწიფოს განმგებლობაში გადაცემაზე მთავრობის მოქმედებაში ჩარევას, ხელისშეშლას
უდრის. მეორეც...

– მე მგონია, – შეაწყვეტინა მას პოლკოვნიკმა. – მთავრობა შეძლებს დაამტკიცოს, ,რომ ეს


საზოგადო ინტერესებისათვის კეთდება.

– მე კი ვფიქრობ, ადვოკატის აყვანა დამჭირდება, – გაბრაზებით შენიშნა ტენმა.

– თუ თქვენ მართლაც დაგჭირდებათ კარგი იურისტი, რაშიც მე თითქმის დარწმუნებული ვარ,


შემიძლია მიგითითოთ ფირმა, რომელიც შესანიშნავად დაიცავს თქვენს ინტერესებს, თანაც

206
შედარებით შეღავათიან ფასებში. – შესთავაზა ჰენრიმ, რომელიც მზად იყო, ყველაფერში
დახმარებოდა ტენს.

პოლკოვნიკი განრისხებული ადგა.

– თქვენ პასუხს აგებთ მთავრობის წინაშე, ტენ, ხელისუფლება მრავალ კითხვას დაგისვამთ.
პირველ რიგში ის დაინტერესდება, როგორ მოაწყვეთ ყველაფერი ასე მარჯვედ აქ. მზადა ხართ,
უპასუხოთ ამ კითხვას?

– არა, – გამოტყდა ტენი. – წარმოიდგინეთ, არა.

მან ახლაღა მოისაზრა: „მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე და მგლების ხროვასავით
დამეცემიან, რომ გაიგონ საიდუმლო“. მან წარმოიდგინა სახელმწიფო დეპარტამენტი,
პენტაგონი და ადგომის დროს იგრძნო, რომ მუხლები უკანკალებდა.

პოლკოვნიკი მიტრიალდა და სამწყობრო ნაბიჯით გავიდა სამზარეულოდან.

მოისმა, როგორ ბრაზით მიიჯახუნა მან უკანა კარები.

ჰენრიმ ჩაფიქრებით გადახედა ტენს.

– მართლაც ასე ფიქრობთ? – ჰკითხა მან, თქვენ აპირებთ მათ შეეჭიდოთ?

– ცოტა გავფიცხდი, – უპასუხა ტენმა, რა უფლება აქვთ, მოვიდნენ და იმბრძანებლონ ჩემს


სახლში ჩემს დაუკითხავად? ფეხებზედაც არა მკიდია, როგორ მიიღებენ ისინი ამას? ეს ჩემი
სახლია, აქ დავიბადე, გავიზარდე, მიყვარს ეს ადგილი და...

– რა თქმა უნდა, – შეაწყვეტინა ჰენრიმ, – მშვენივრად მესმის თქვენი გრძნობები.

– მე ვიცი, ახლა ეს ბავშვობაა, რაკი ისინი მაინც მოვიდნენ, არაფერი მექნებოდა საწინააღმდეგო,
რომ ვხედავდე, სურთ ადამიანურად მომელაპარაკონ, გამიზიარონ თავისი გეგმები. მაგრამ მათ
არც კი აინტერესებთ ჩემი აზრი. დამიჯერეთ, ჰენრი, ყველაფერი ეს არც ისე უბრალო ამბავია,
როგორც გეჩვენებათ. მიუხედავად იმისა, რას ფიქრობენ ვაშინგტონში, არა მგონია, ადვილი
იყოს, მიხვიდე და ხელაღებით დაიპყრო ეს ახალი ქვეყანა. აქ შეიძლება სრულიად
გაუთვალისწინებელი ამბები მოხდეს და საჭიროა ყოველ წუთს მზად იყო...

– თქვენმა სიტყვებმა, – კვლავ შეაწყვეტინა მას ჰენრიმ, – დამარწმუნა, რომ თქვენი პოზიცია
ნამდვილად საქებარია და ღირსიცა ხართ ყოველგვარი მხარდაჭერისა. რაღა მეზობლობაა, როცა
ადამიანს სჭირდები, შენ გულხელდაკრეფილი იჯდე და არ დაეხმარო. ჩვენ შეგვიძლია
ბრწყინვალე იურისტების მთელი ოფისი დავიქირაოთ და მოვიგოთ საქმე. მერე გავაფორმოთ
უფლება მიწაზე და ჩამოვაყალიბოთ კომპანია მის ასათვისებლად. ყველაფერი ისე უნდა
გაკეთდეს, რომ ეს თქვენი ახალი ქვეყანა გამოვიყენოთ, როგორც საჭიროა. და მეც, ბუნებრივია,
ჰაირამ, თქვენთან მიგულეთ და ყველაფერში დაგეხმარებით. ჩვენ ხომ თითქმის კომპანიონები
ვართ ფერადი ტელევიზორების გამოშვების საქმეში.

207
– მართლა, ჩემი ტელევიზორი რა დღეშია? – მწივანა ხმით იკითხა ებიმ და მაგიდაზე
ოლადიკებიანი თეფში ჩამოდგა.

– ები, – ბრაზიანი თავშეკავებით უთხრა ჰენრიმ, – მე ხომ უკვე აგიხსენი, რომ ის დაბლა,
გადაღობილს იქით დარჩა და ახლა ძნელი სათქმელია, როდის მოხერხდება იმის იქიდან
გადმოტანა.

– ჰო, გამახსენდა, – უპასუხა ებიმ. მან სოსისებით სავსე მათლაფა მოიტანა და ფინჯნებში ყავა
დაასხა.

მალე კვლავ გამოჩნდა ბიზლი და კანისტრების რახუნით გასასვლელისაკენ გაემართა.

– და საერთოდ, როგორც ვფიქრობ, – შენიშნა ჰენრიმ, ისარგებლა რა სიჩუმით, – ამ საქმეში მე


გარეშე პირი არ უნდა ვიყო. მეეჭვება, რომ რამე გამოგსვლოდათ ჩემი გამოგზავნილი
გამომთვლელი მანქანის გარეშე.

„ისევ დაიწყო“, – ნაღვლიანად გაიფიქრა ტენმა, – „ჰენრისაც კი სჯერა, რომ ეს მე გავაკეთე“.

– ნუთუ არაფერი გითხრათ ბიზლიმ?

– ბარემ ბევრს ლაქლაქებდა. მაგრამ რა მოეთხოვება მაგას.

ტენის წინასწარგრძნობა გამართლდა. სოფლელებისათვის ყველაფერი ეს ბიზლის მორიგი


არაკი –– მორიგი მონაჭორი იყო. სოფელში ხომ კაცს ვერ იპოვნი, რომ მისი თუნდაც ერთი სიტყვა
სჯეროდეს.

ტენმა ფინჯანი აიღო და ნელ-ნელა დაუწყო წრუპვა ყავას, ცდილობდა დრო მოეგო
პასუხისათვის, მაგრამ არაფერი მოსდიოდა თავში. ყველაფერსაც რომ მოჰყვეს, როგორც იყო,
არაფრით არ დაიჯერებენ.

– შეგიძლიათ მენდოთ, ჰაირამ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ხომ კომპანიონები ვართ.

„ეს მე სულელად მთვლის“, – გაიფიქრა ტენმა. – „მას ჰგონია, პირში ჩალას გამოავლებს ყველას,
ვისაც თვითონ ბრიყვად მიიჩნევს“.

– თქვენ არც კი დამიჯერებდით, ჰენრი, სიმართლე რომ მეთქვა.

– მაშ კარგი, – გამოცრა ჰენრიმ და შეურაცხყოფილის იერით წამოდგა. – მე მესმის.


მოსაფიქრებელი დრო გჭირდება, არა?

თუნუქის რახარუხით კვლავ გადაჭრა სამზარეულო ბიზლიმ.

– მე ცოტა ბენზინი მჭირდება, რომ წავიდე და ტაუზერი მოვძებნო. – ითხოვა ტენმა.

– ამ წუთას ყველაფერი იქნება, – მაშინვე დაეთანხმა ჰენრი, – გამოგიგზავნი ერნის ბენზინიანად.


შეიძლება შლანგი სახლზე გავატაროთ. იმასაც გავიგებ, ხომ არავინ ისურვებს, თან წამოგყვეს.

– რა საჭიროა, მარტო წავალ.

208
– პატარა გადამცემი რომ გვქონდეს, რადიოკავშირს დავამყარებდით თქვენთან.

– მაგრამ არა გვაქვს, ჰენრი, და მე კი მეტის მოცდა აღარ შემიძლია, ტაუზერი სულ მარტოა სადღაც
მიტოვებული.

–მესმის. ვიცი, როგორ გიყვართ, ჰაირამ. წადით და მოძებნეთ, რაკი ფიქრობთ, რომ ეს
აუცილებელია. მე კი მანამდე სხვა საქმეს მივხედავ. მოვძებნი ვექილებს და შევადგენთ საბუთებს
მიწების ათვისების უფლებაზე.

–მისმინე, ჰაირამ, – ჩაერია ები, – თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს.

–რა გნებავთ?

– იქნებ მოლაპარაკებოდით ბიზლის? ძალიან უჭკუოდ იქცევა. არაფერი არ დაგვიშავებია,


მიანება ყველაფერს თავი, დაკრა ფეხი და გამოიქცა. შეიძლება ხანდახან ცოტა მკაცრად ვექცევი,
მაგრამ მის მოუქნელობას ზოგჯერ მოთმინებიდან გამოვყავარ. წავიდა და ნახევარი დღე
ტაუზერს ეხმარებოდა რაღაც ზაზუნას ორმოს თხრაში. მერე...

– კარგი, მოველაპარაკები, –– უპასუხა ტენმა.

– გმადლობთ, ჰაირამ! თქვენ აუცილებლად გაგიგონებთ, თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ,


ვისაც უჯერებს. როგორ მინდოდა ჩემი ტელევიზორი შეგეკეთებინათ. აქ კი ეს არეულობა დაიწყო.
ძალიან მჭირდება, სახლში თითქოს რაღაც გვაკლია. ის ძალიან ეხამება ჩემს ავეჯს. გახსოვთ?

– დიახ, მახსოვს, –– უთხრა ტენმა.

– მაშ მიდიხარ, ები? -ჰკითხა ჰენრიმ უკვე კარებში. ხელი ასწია და შეთქმულის სახით დაუქნია
ტენს.

– კიდევ გნახავთ, ჰაირამ, ყველაფერს მოვაგვარებ. „ეჭვიც არ მეპარება“

– გაიფიქრა ტენმა. მათი წასვლის შემდეგ ის სუფრასთან მივიდა და მძიმედ ჩაეშვა სავარძელში;
გარეთა კარმა გაიხმაურა და მღელვარებისაგან აქოშინებული ბიზლი შემოვარდა ოთახში.

– ტაუზერი დაბრუნდა, – დაიყვირა მან, – მოვიდა და თან მოიყვანა ვეებერთელა ზაზუნა. შენ
ალბათ, არასოდეს გინახავს იმხელა.

ტენი ზეზე წამოიჭრა.

– ზაზუნა? მაგრამ იქ ხომ დედამიწა არ არის, იქ არ იცის ზაზუნები.

– წამოდი და ნახე. – დაიყვირა ბიზლიმ და გავარდა ოთახიდან. ტენიც გამოუდგა.

მხეცი, მართლაც, ჰგავდა გიგანტურ ზაზუნას – საბავშვო წიგნებში რომ ხატავენ. კაცის სიმაღლე
იყო და უკანა თათებზე მოდიოდა, ცდილობდა თავი ღირსეულად დაეჭირა, მაგრამ ხანდახან
შიშით გადახედავდა ხოლმე ტაუზერს.

209
ტაუზერი მოსდევდა მას ასიოდე ნაბიჯზე. ჩანს, ამჯობინებდა, მაინც ცოტა შორს დაეჭირა მისგან
თავი. კარგად გაწვრთნილი მწყემსის ძაღლის შესახედაობა ჰქონდა. თავჩაღუნული და
ყურებდაცქვეტილი ყოველწუთს მზად იყო, სცემოდა უცხოს.

ზაზუნა მივიდა სახლამდე და გაჩერდა. მიმოიხედა, გახედა უდაბნოს და უკანა თათებზე ჩაჯდა.
მერე ასწია თავისი მძიმე თავი და დააკვირდა ბიზლის და ტენს. მისი შავი თვალების
გამომეტყველი მზერა ძალიან ჰგავდა ადამიანისას.

ტენმა მიირბინა ტაუზერთან, აიტაცა ხელში და მაგრად მიიკრა გულზე. ძაღლმა სიხარულით
სხმარტალი დაიწყო და სველი ენით პირდაპირ სახე გაულოკა პატრონს.

ტენი იდგა ძაღლით ხელში და შვებისა და მადლობის გრძნობით უყურებდა გიგანტურ ზაზუნას.

„ახლა ყველაფერი რიგზეა, – გაიფიქრა მან, – რაკი ტაუზერი დაბრუნდა“. ის ავიდა კიბეზე და
სამზარეულოში შევიდა.

აქ მან ტაუზერი იატაკზე დასვა, გადმოიღო ჯამი და ონკანიდან წყალი ჩამოასხა. ტაუზერმა ისე
ხარბად დაიწყო სლაფვა, რომ შხეფები ლინოლეუმზე ცვიოდა.

– მშვიდად, – გააფრთხილა ტენმა, – არ შეიძლება ერთბაშად ამდენი.

მან მაცივარში მოაფათურა ხელი, გამოიღო რომელიღაც საჭმლის ნარჩენი და ჯამში ჩაუდო
ტაუზერს. მან მოწონების ნიშნად კუდი ააქიცინა.

– ღირსი კი ხარ, ავიღო თოკი და ერთი კარგად მიგტყეპო, რომ გამეპარე, – უთხრა ტენმა.

ბიზლი ფეხების ბაკუნით შემოვიდა და განაცხადა:

– ეს ზაზუნა შესანიშნავი ყმაწვილია, ვიღაცას ელის.

– ძალიან კარგი, – უპასუხა ტენმა ისე, რომ არ ჩაფიქრებია ბიზლის ნათქვამს. მან საათს დახედა.
– რვის ნახევარია. ჩვენ შეგვიძლია უკანასკნელ ცნობებს მოვუსმინოთ. არ გინდა რადიო ჩართო,
ბიზლი?

– სიამოვნებით, ჰაირამ. მე ვიცი, როგორ უნდა დავიჭირო ის ახალგაზრდა, ნიუ-იორკიდან რომ


ლაპარაკობს.

– სწორედ ის უნდა დავიჭიროთ. – უთხრა ტენმა. ის შევიდა ოთახში და ფანჯარაში გაიხედა:


ვეებერთელა ზაზუნა ისევ იმ ადგილას იჯდა, მიჰკვროდა კედელს და გაჰყურებდა გზას,
რომლითაც ტენი და ტაუზერი მოვიდნენ.

– ის ვიღაცას ელის, – თქვა ბიზლიმ. ტენმა შეხედა ზაზუნას, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა,
თითქოსდა მართლაც ვიღაცას ელისო. რას არ მობოდავს ეს ბიზლი!

„იქნებ მართლა ელის ზაზუნა ვიღაცას“, – გაიფიქრა ტენმა – „მაგრამ ვის შეიძლება ელოდეს?
თუმცა ის ამბავი, რომ კიდევ ერთი სამყაროსაკენ გაიხსნა კარი, უკვე გავრცელდა პლანეტაზე.
საინტერესოა, რამდენი ასეთი კარი იყო გახსნილი გასულ საუკუნეებში“.

210
ჰენრი ამბობდა, უზარმაზარი, შეუცნობელი სამყარო მხოლოდ იმას ელის, რომ დედამიწის
მცხოვრებლები მოვიდნენ და დაიპყრონო იგი. მაგრამ აქ საქმე მარტო ამაში როდია. გზა ხომ
ორივე მხრივ მიდის.

დიქტორის ხმა ფრაზის ნაწყვეტით შემოიჭრა ოთახში:

„...და, ბოლოს და ბოლოს, დაიწყეს მოქმედება. წუხელ მოსკოვის რადიომ გადმოსცა, რომ
საბჭოთა დელეგაცია ხვალისათვის ემზადება, შეიტანოს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციაში წინადადება ახალი სამყაროსა და მასში შემავალი გზის
ინტერნაციონალიზაციაზე. სახლიდან, რომელზე გავლითაც ხორციელდება კავშირის
დამყარება ახალ სამყაროსთან, ჯერჯერობით არავითარი ცნობა არ მოგვსვლია. იგი ეკუთვნის
ვინმე ჰაირამ ტენს. ყველაფერი მკაცრი საიდუმლოებითაა მოცული, ჯარის ნაწილები მჭიდრო
რკალად შემოერტყნენ სახლს და იცავენ ბრბოსაგან. ყოველგვარი ცდა, დავკავშირებოდით
სახლს, მარცხით დამთავრდა. ვიღაცის მკაცრი ხმა გვპასუხობს, გამოძახება ამ ნომერზე არ
მიიღებაო. თვით ტენი სახლიდან არ გამოდის“.

ტენი სამზარეულოში გავიდა და მაგიდას მიუჯდა.

– თქვენზე ლაპარაკობენ, – ამაყად განაცხადა ბიზლიმ.

„ამ დილით გავრცელდა ხმა, რომ ტენი, სოფლის უბრალო მექანიკოსი და ძველი ნივთების
გადამყიდველი, გუშინდლამდე თითქმის ყველასათვის უცნობი მაკლერი, ბოლოს და ბოლოს
დაბრუნდა უცხო ქვეყანაში მოგზაურობიდან. რა ნახა მან იქ, ჯერჯერობით საიდუმლოებითაა
მოცული. ამჯერად მეტი არაფერი ვიცით ახალ სამყაროზე, გარდა იმისა, რომ ის არის ამჟამად
სრულიად უსიცოცხლო უდაბნო.

„გუშინ საღამოს პანიკა გამოიწვია იმან, რომ ტყეში, გზის გადაღმა უცნაური ნივთი იპოვეს,
ადგილმდებარეობა გარშემორტყმულია და პოლკოვნიკ რაიანს, რომელიც ჯარებს მეთაურობს,
აქამდე არ უცნობებია. სახელდობრ, რა იპოვეს.

„მთელ ამ საქმეში გაუგებარ როლს ასრულებს ვინმე ჰენრი ჰორტონი, ერთადერთი


არაოფიციალური პირი, რომელსაც უფლება აქვს ტენთან შესვლისა. ჰორტონმა არ უპასუხა
თითქმის არც ერთ კითხვას, რომელიც მას მისცეს დილით, მაგრამ მცოდნე კაცის იერით
გვაგრძნობინა, რომ ის და ტენი კომპანიონებია რაღაც საიდუმლო საქმეში. გარდა ამისა, მან
პირდაპირ მიგვახვედრა, რომ ისინი ახალი სამყაროს აღმოჩენაშიც თანამშრომლობენ.

„საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჰორტონი გამომთვლელი მანქანების: პატარა ქარხნის


დირექტორია. როგორც სარწმუნო წყაროებიდან გამოირკვა, მან ახლახან გადასცა ტენს მანქანა
თუ რაღაც დანადგარი, რომლის დანიშნულებასაც ის საიდუმლოდ ინახავს. ხმები დადის, რომ ეს
მანქანა ექვსი თუ შვიდი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

„ცხადია, ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ მაინც რა ხდება უილოუ ბენდში, შეგვიძლია გავცეთ
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მუშაობას შეუდგება მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც დღეს
ვაშინგტონიდან გადმოფრინდა თეთრ სახლში ხანგრძლივი თათბირის შემდეგ. თათბირში

211
მონაწილეობდნენ პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტის და ახალი სახეობის იარაღით
შეიარაღების კომიტეტის ხელმძღვანელები და სხვანი.

„ეფექტი, რომელიც უილოუ ბენდზე გუშინდელმა ცნობამ მოახდინა, შეიძლება შევადაროთ


მხოლოდ ოცი წლის წინათ პირველი ატომური ყუმბარის აფეთქებას. მნახველები ფიქრობენ,
რომ უილოუ ბენდის ამბების შედეგები უფრო მეტად შეარყევენ მსოფლიოს, ვიდრე ჰიროსიმა.

„სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ვაშინგტონი არ ერევა საქმეში, რადგან ვარაუდობს, რომ ეს
სავსებით შინაური საქმეა და მთავრობა აპირებს, იმოქმედოს ერის ინტერესების შესაბამისად.

„მაგრამ მთელ მსოფლიოში გაიშალა მოძრაობა, რომ პლანეტა მთელი მსოფლიოს კუთვნილება
გახდეს და არა მხოლოდ ერთი ქვეყნისა.

„არაზუსტი ცნობების თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთვალყურე


სასწრაფოდ უნდა გაფრინდეს უილოუ ბენდში. საფრანგეთმა, ინგლისმა. ბოლივიამ, მექსიკამ.
ინდოეთმა უკვე სთხოვეს ვაშინგტონს, ნება დართოს, გამოგზავნონ თავიანთი: მეთვალყურეები
შემთხვევის ადგილზე, და, ეჭვი არ არის, რომ სხვა ქვეყნებიც მათს მაგალითს მიბაძავენ.

„ამ საღამოს მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ელის ცნობებს უილოუ ბენდიდან“.

ტენმა რადიო გამორთო.

– თუ მაგათ დავუჯერებთ. – თქვა ბიზლიმ, – უცხოელთა თავდასხმას უნდა ველოდეთ.

„დიახ“, – გაიფიქრა ტენმა, – „უცხოელთა თავდასხმა. მაგრამ არა იმ აზრით, როგორც ეს ბიზლის
ესმის, ამ სიტყვის მნიშვნელობა აშკარად მოძველდა. მალე დედამიწის ვერცერთ მცხოვრებს
ვეღარ უწოდებ უცხოელს, იმიტომ, რომ გვერდით, ზუსტად ცხვირწინ, სრულიად უცხო ყოფას
აღმოვაჩენთ. ვინ არიან ქვის სახლის ეს მობინადრენი?“

საუბარი მარტო ერთ პლანეტას როდი ეხება. მან მხოლოდ ერთი კარი აღმოაჩინა, ასეთი კარი კი
შეიძლება უამრავია და ჯერ არავინ იცის, რა დანიშნულება აქვთ, ან რომელ სამყაროებში
მივყავართ მათ.

უხილავმა „ვიღაცამ“ თუ „რაღაცამ“ გადალახა სივრცის უსაზღვროება, მონახა საშუალება


შემოჭრილიყო ახალ პლანეტაზე, მონახა უფრო უბრალო და მოკლე გზა, ვიდრე კოსმოსური
ოკეანეების გადაფრენაა. მას შემდეგ, რაც კარი გაიღო, ერთი სამყაროდან მეორეში მოხვედრა
ისევე გაადვილდა, როგორც ერთი ოთახიდან მეორეში გასვლა.

მხოლოდ ერთი რამ ვერ აეხსნა ტენს – როგორღა ტრიალებენ თავთავიანთ ორბიტებზე და
ბრუნავენ თავიანთი ღერძის გარშემო შეერთებული პლანეტები? როგორ შეიძლება მჭიდრო
კავშირი დაამყარო ორ ობიექტს შორის, რომლებიც თავ-თავიანთთვის მოძრაობენ? ჯერ კიდევ
ორი დღის წინ, აზრი იმის შესახებ, რომ ასეთ პრობლემებზე დასჭირდებოდა თავის მტვრევა, მას
ფანტასტიკურად მოეჩვენებოდა. მიუხედავად ამისა, ეს უკვე მომხდარი ფაქტი იყო და თუ ერთი
დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა, შეიძლება მოხდეს მეორეც. ზარმა გაიწკრიალა. ტენი წავიდა
კარის გასაღებად. ეს ერნი იყო, ბენზინით მოვაჭრე.

212
– ჰენრიმ გადმომცა, რომ ბენზინი გჭირდებათ. მოვედი გასაფრთხილებლად. რომ დილამდე
ვერაფერს მოგიხერხებთ.

– არა უშავს, – უპასუხა ტენმა. – ბენზინი მე უკვე აღარ მჭირდება.

მან სწრაფად მიაჯახუნა შემოსასვლელის კარი, ზურგით მიეყრდნო და კიდევ დიდხანს


ცდილობდა აზრები მოეკრიბა. სულ ერთია, ხალხთან შეხვედრა მაინც არ ასცდება, სამუდამოდ
ხომ ვერ მოსწყდება სამყაროს და ჩაიკეტება? ადრე თუ გვიან დედამიწის მცხოვრებნი და ის –
ტენი – იძულებულნი გახდებიან სინამდვილეს თვალებში შეხედონ. ის ბრაზობდა თავის თავზე,
რომ ამგვარი აზრები მოსდიოდა. მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. მის კარს უკან იყო რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი რამ კაცობრიობისათვის, ის, რაც ხალხს სჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში.
ეგონათ, რომ სჭირდებოდათ. საბოლოო ჯამში მას უნდა ეგო პასუხი ყველაფერზე. ეს ხომ მის
სამფლობელოში მოხდა. მის სახლში. და შეიძლება ისიც, თავისდაუნებურად, ხელსაც უწყობდა
ამას.

„მიწა და სახლი ჩემია, – გაიფიქრა მან ბრაზით, – და მთელი ეს სამყარო, რამოდენაც არ უნდა
იყოს ის, ჩემი ეზოს გაგრძელებაა“.

ტენი უკანვე გაბრუნდა ოთახში. ფარჩაგადაკრულ სავარძელში ტაუზერი მოკალათებულიყო და


წყნარად ფშვინავდა. ხმაც არ გაუცია მისთვის. ძაღლმა დაიმსახურა, სადაც უნდა, იქ დაიძინოს.

ფრთხილად ჩაუარა სავარძელს და ფანჯარასთან მივიდა – უდაბნო კვლავ ჰორიზონტამდე


გადაჭიმულიყო. ზედ ფანჯრის წინ კი სახლისკენ ზურგშექცეულები ისხდნენ ზაზუნა და ბიზლი
და უდაბნოს გასცქეროდნენ. ისე ბუნებრივი ჩანდა მათი ასე მშვიდობიანი საუბარი, რომ ტენს
გაუელვა თავში – ერთმანეთს ჰგვანანო.

ეს კარგი დასაწყისი იყო: ადამიანი და სხვა სამყაროს არსება გვერდიგვერდ ისხდნენ


მეგობრულად.

ტენი შეეცადა, წარმოედგინა ორი შეტყუპებული პლანეტის სიმბიოზი, რომელთაგან ერთ-ერთი


დედამიწა იყო. გულმა გამალებით დაუწყო ძგერა, როცა მან გაიაზრა, რა დიდი შესაძლებლობები
იმალებოდა ამგვარ დაახლოებაში.

რა შეიძლება მოუტანოს დედამიწას სხვა სამყაროებთან კონტაქტმა?

და უცებ აღმოჩნდა, რომ კონტაქტი უკვე დამყარებულია, ისე მშვიდ, ისეთ საყოველდღეო
პირობებში, რომ თითქმის არავის არ აღუქვამს ეს მოვლენა, როგორც კაცობრიობის ისტორიაში
უდიდესი შეხვედრა. იქ, ფანჯრის ქვეშ ბიზლი და ზაზუნა განასახიერებდნენ ამ კონტაქტს. თუ
ყველაფერი მომავალშიც ასე გაგრძელდა, საშიში არაფერია.

და ეს ხომ შემთხვევითობა არ არის, – გაიფიქრა მან. – ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი და


გაკეთებული მოხერხებულად და საქმის ცოდნით, რასაც მხოლოდ ხანგრძლივი პრაქტიკის
მედეგად თუ მიაღწევ. რასაკვირველია, ეს პირველი სამყარო არ არის მათ მიერ
კონტაქტებისათვის აღმოჩენილი და, ალბათ, არც უკანასკნელი.

213
პატარა, ვირთხის მსგავსმა არსებებმა გადასერეს კოსმოსური სივრცე და წარმოსადგენადაც კი
ძნელია, რამდენი შუქწელი გადალახეს იმ ხომალდით, მან რომ ტყეში ამოთხარა. მიმალეს
თავიანთი ხომალდი, როგორც ბავშვები სათამაშოებს მალავენ სილაში. ჩამოსულებმა
მაინცადამაინც ტენის სახლი აირჩიეს თავიანთი აპარატურის დასადგმელად, ამით გადააქციეს
იგი ორ სამყაროს შორის შემაერთებელ რგოლად და სამუდამოდ ბოლო მოუღეს კოსმოსის კვლავ
გადალახვის აუცილებლობას. თურმე საკმარისია მხოლოდ ერთხელ გაიარო გრძელი გზა, რომ
სამუდამოდ დააკავშირო პლანეტები.

როცა ყველაფერი მოათავეს, ვირთხის მსგავსი არსებები წავიდნენ, რაკი დარწმუნდნენ, რომ
ჭიშკარი, რომელიც პლანეტებს აერთებს, საიმედოა და გაუძლებს ყველა ცდას, დაანგრიონ იგი.
მათ გამოაკრეს მთელი სახლი შიგნიდან რაღაც უცხო მასალით, რომელიც არ ემორჩილება ცულს
და ყოველგვარ დარტყმას უძლებს.

მკვეთრი, გამოზომილი ნაბიჯებით მივიდნენ ისინი გორაკამდე, სადაც რვა საჰაერო ხომალდი
იჯდა ბუდეებში. ახლა იქ მხოლოდ შვიდი დარჩა, ხოლო არსებანი, ვირთხებს რომ ჰგავდნენ, ვინ
იცის, მომავალში რომელ პლანეტაზე დაეშვებიან და მაშინ ალბათ კიდევ ერთი კარი გაიხსნება
ახალი სამყაროსაკენ.

„ეს ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო დაახლოება პლანეტებისა“. – გაიფიქრა ტენმა. – „ეს
არის დაახლოება ახალი სამყაროების მცხოვრებლებისა“.

პატარა არსებანი იყვნენ პიონერები და მკვლევრები, აღმომჩენები ახალი პლანეტებისა,


რომელთაგან ზოგი ჰგავს დედამიწას და ზოგი არა. ის არსებაც, ფანჯრის ქვეშ რომ ზის ბიზლის
გვერდით და ვიღაცას ელოდება, აგრეთვე რაღაც მიზანს ემსახურება და შეიძლება ახლო
მომავალში იმავე მიზანს მოემსახუროს ადამიანიც.

ტენი მოშორდა ფანჯარას და ოთახი მოათვალიერა. ის ისეთივე ახლობელი და საყვარელი იყო,


თითქოს გარეთ მომხდარი ასეთი მღელვარე ამბები არც შეხებიაო.

„ეს რეალობაა“, – გაიფიქრა ტენმა, – „ეს ერთადერთი რეალობაა. წინ რა არის, ჯერ არ ვიცი,
მაგრამ ჯერჯერობით მე ისევ ვდგავარ აქ, ოთახში. აი, დრო-ჟამისაგან გაშავებული ბუხარი,
წიგნები, საქანელა სკამი, ძველი გაცვეთილი ხალიჩა, რომელზეც მრავალი წელი დადიოდნენ
ჩემი ახლობლები და საყვარელი ადამიანები“.

მაგრამ მან იცოდა, რომ ეს სიმშვიდე მხოლოდ ქარიშხლის-წინა მიყუჩება იყო.

კიდევ ცოტაც და დაიწყებენ მოსვლას მეცნიერები, მთავრობის მოხელეები, სამხედროები,


სხვადასხვა ქვეყნის მეთვალყურენი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლები.

ტენი გრძნობდა, რომ ვერ შეძლებდა ამხედრებოდა მათ. მთელ მსოფლიოს მარტოხელა ხომ ვერ
შეებრძოლებოდა.

დღეს ტენის სახლი თავისი არსებობის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. ის იდგა თითქმის
საუკუნე, ახლა კი სხვა ბედი ელის. ამდენი ხნის მანძილზე პირველად, არცერთი ტენი აღარ
დაიძინებს მის ჭერქვეშ. ტენმა შეხედა ბუხარს, წიგნის თაროებს: მას მოეჩვენა, რომ ოთახში

214
დაბორიალებენ გარდასულ სულთა აჩრდილები, მან გაუბედავად ასწია ხელი, თითქოს
ეთხოვებაო მათ და მაშინვე დაუშვა იგი.

„რა აზრი აქვს“, – გაიფიქრა მან. პარმაღზე გამოვიდა და კიბის საფეხურებზე ჩამოჯდა.

ბიზლიმ გაიგონა მისი ნაბიჯების ხმა და მოტრიალდა.

– კარგი ყმაწვილია, – შენიშნა ბიზლიმ და ზაზუნას მხარზე ხელი დაჰკრა. – დიდი ხავერდის
დათუნიას არა ჰგავს?

– მართლაც, – უთხრა ტენმა. – და ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ჩვენ მშვენივრად


ვმუსაიფობთ.

–მართლა?

ტენს მოაგონდა რომ ბიზლი ტაუზერსაც ელაპარაკებოდა ხოლმე. მან გაიფიქრა, რა კარგი
იქნებოდა, ცოტა ხნით ბიზლის მყუდრო, მარტივ სამყაროში ცხოვრებაო. რაღა მაინცდამაინც
უილოუ ბენდი და ტენის სახლი აირჩიეს კოსმოსური ხომალდით მოფრენილმა ვირთხის
მსგავსმა არსებებმა, საიდან იცოდნენ მათ, რომ აქ იპოვიდნენ ყველაფერს, რაც სჭირდებოდათ,
რომ სწრაფად და იოლად გაემართათ თავიანთი აპარატურა? ახლა უკვე ეჭვს არ იწვევს, რომ მათ
დაშალეს გამომთვლელი მანქანა და გამოიყენეს დეტალები. ჰენრი მართალი გამოდგა. ახლა,
როცა ამაზე ფიქრობდა, ტენს ესმოდა, რომ ჰენრიმ მთელ ამ ამბავში მაინც შეასრულა გარკვეული
როლი.

მაგრამ როგორ განსაზღვრეს მათ წინასწარ, რომ სახელდობრ ამ კვირაში და სახელდობრ ამ


სახლში გაჩნდებოდა შესაძლებლობა, სწრაფად და ნაკლები შრომის ფასად შეესრულებინათ ის,
რისთვისაც ასეთი შორეულ მოგზაურობა ჩაატარეს? ნუთუ მათ, გარდა მაღალტექნიკურ ცოდნისა,
წინასწარჭვრეტის უნარიც გააჩნიათ?

– ვიღაც მოდის, – თქვა ბიზლიმ.

– მე ვერავის ვხედავ.

– ვერც მე ვხედავ, მაგრამ ზაზუნამ მითხრა, რომ ხედავს.

– გითხრა?

– ჰო. აკი გეუბნებოდი, ჩვენ ვსაუბრობთ-მეთქი.

– ახლა კი მეც ვხედავ.

ისინი ჯერ კიდევ შორს იყვნენ და ძალიან სწრაფად მოდიოდნენ -სამი პატარა წერტილი
თანდათან უახლოვდებოდა მათ.

ტენი იჯდა და უცქეროდა, როგორ ახლოვდებოდნენ ისინი. „იარაღი უნდა მოვიტანო“, –


გაიფიქრა ტენმა, მაგრამ ადგილიდანაც არ დაძრულა. – „სულ ერთია, აზრი არა აქვს,

215
სისულელეცაა. ყველაფერს აჯობებს უცხო სამყაროს შვილებს სუფთა გულითა და სუფთა
ხელებით შევხვდე“.

წერტილები მოახლოვდნენ და ტენს მოეჩვენა, რომ ისინი რაღაც უჩინარ უნაგირებზე სხედან,
რომლებიც სწრაფად მოძრაობენ ჰაერში. კიდევ წუთიც და უკვე აშკარად ჩანდა, რომ სამი,
ადამიანის მსგავსი არსება უახლოვდებოდა სახლს.

მათ მოიქროლეს როგორღაც მოულოდნელად და სწრაფად და ანაზდად შეჩერდნენ კიბიდან ას


ნაბიჯზე.

ტენი კიბის საფეხურზე იჯდა და ჩუმად უცქეროდა მათ, თან სიცილს ძლივს იკავებდა. სამივენი
მასზე ცოტა დაბლები და პიკის ტუზივით შავები იყვნენ. ეცვათ ვიწრო, ფეხებზე შემოტმასნილი
ცისფერი შარვლები და ცისფერივე ჟილეტები, რომლებიც ცოტა ხალვათად ადგათ ტანზე.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი, მთავარი ის იყო, რომ მოსულები ჩვეულებრივ უზანგებიან უნაგირებზე
ისხდნენ, რომელსაც უკან დაკრული ჰქონდა რაღაც მრგვალი დახვეული საბნის მსგავსი საგანი.

უნაგირები თავისით მოცურავდა, მათზე მოხდენილად ისხდნენ უცნობი მხედრები და


ყურადღებით აცქერდებოდნენ ტენს.

ბოლოს ის ადგა და მათ შესახვედრად გაემართა, სამივენი სწრაფად ჩამოვიდნენ და ფაციფუცით


წამოვიდნენ მისკენ, უნაგირები კი ისევე დარჩა ჰაერში გამოკიდებული.

მოგზაურები ტენიდან ექვს ნაბიჯზე შეჩერდნენ.

– შენ გესალმებიან, ჰაირამ, – უთხრა ბიზლიმ, – ამბობენ, რომ უხარიათ შენი ნახვა.

– ჰო, კარგი, მაშ, გადაეცი მათ... კი მაგრამ, მოიცა, ბიზლი. როგორ გაიგე ეს შენ?

– მე ზაზუნამ მითხრა, რაც მათ თქვეს; მე კი – შენ გითხრი. ახლა შენ მე მითხარი, მე – ზაზუნას, ის
კი მათ გადასცემს. ასე შეიძლება საუბარი. სწორედ ამიტომ მოვიდა ის აქ.

– მაშ, კარგი, ვცდი, – დათანხმდა ტენი, – ნუთუ მართლა შეგიძლია შენ მათთან საუბარი?

– რამდენი ხანია ამას გეუბნები, – უკმაყოფილოდ უთხრა ბაზლიმ. – ადრეც გეუბნებოდი,


ტაუზერს ველაპარაკები-მეთქი, შენ კი გიჟი გეგონე.

– ეს ტელეპათიაა. – თქვა ტენმა. – როგორც ჩანს, ყველაფერი ეს უფრო რთული ამბავია, ვიდრე
მეგონა. გამოდის, რომ ვირთხის მსგავსმა არსებებმა არა მარტო სახლის ამბავი იციან, არამედ
ბიზლისაც იცნობენ.

– რამე მითხარი, ჰაირამ?

– არა, არაფერი, – უპასუხა ტენმა, – სთხოვე შენს მეგობარს, გადასცეს, რომ მეც მოხარული ვარ
მათი გაცნობისა და ჰკითხე, რით შემიძლია ვემსახურო?

216
ტენი იდგა, უხერხულად ტკეპნიდა ერთ ადგილს და შესცქეროდა სტუმრებს. მან შეამჩნია მათს
ჟილეტებზე უამრავი ჯიბე, რომლებიც, ალბათ თუთუნით, ჯაყვა დანით, ცხვირსახოცით და ათასი
წვრილმანით იყო სავსე.

– ისინი ამბობენ. რომ უნდათ შენთან ივაჭრონ.

– ივაჭრონ?

– ჰო, დაახლოებით ასე, – ბიზლიმ თავისთვის ჩუმად ჩაიფხუკუნა, –პირდაპირ იანკი-მაკლერის


ბრჭყალებში არ მოხვდნენ? – ასე ამბობს თქვენზე ჰენრი. ის იმასაც ამბობს, ტენი ვისაც გსურთ,
პირში ჩალას გამოავლებსო.

– ჰენრი აქ არაფერ შუაშია, – უკმეხად უპასუხა ტენმა. – იქნებ უიმისოდ აქ მაინც გავიდეთ იოლას.

ტენი მიწაზე დაჯდა და ის სამნიც მის პირდაპირ დასხდნენ.

– ჰკითხე. რით უნდა მევაჭრონ?

–იდეებით, – გადაუთარგმნა ბიზლიმ.

– იდეებით? რას მიედ-მოედები?

მაგრამ მას უკვე ესმოდა, რომ ეს ბოდვა არ იყო. იდეები მართლაც ყველაზე კარგი საქონელი იყო,
რომელიც შეეძლოთ შემოეთავაზებინათ მოსულებს, ყველაზე ფასიანი და მაზანდიანი. მათ არც
შესანახი საწყობები დასჭირდებოდათ, არც ეკონომიკის განვითარებას შეაფერხებდნენ, ყოველ
შემთხვევაში, პირველ ხანებში მაინც. გარდა ამისა, რეალური ნივთებით ვაჭრობა ნაკლებად
უწყობს ხელს ცივილიზაციის განვითარებას.

– ჰკითხე, აბა. რა უნდათ იმ უნაგირების იდეის სანაცვლოდ, რითაც მოვიდნენ? – დაინტერესდა


ტენი.

– ისინი კითხულობენ, რას შემოგვთავაზებო.

საქმეც ამაში იყო. ასეთ კითხვაზე პასუხი არც ისე ადვილია. სატვირთო და მსუბუქი მანქანები,
შიდაწვის ძრავა, ცხადია, არ გამოდგება. მათ ხომ უკვე აქვთ ასეთი უნაგირები. ამ არსებათა
თვალსაზრისით, დედამიწა დიდად ჩამორჩა მათ ტრანსპორტის განვითარების მხრივ.

მშენებლობა? ძნელად თუ დაინტერესდებიან ამითი. მას მოაგონდა უდაბნოში ნაპოვნი სახლი.


ჩანს. იციან, როგორ ააშენონ სახლები. ან იქნებ ტანსაცმელი? მაგრამ მათ ხომ უკვე ეცვათ.

„საღებავი, – გაიფიქრა ტენმა. – აი, რა სჭირდებათ მათ“. – ჰკითხე, საღებავი ხომ არ


აინტერესებთ, – მიუბრუნდა ის ბიზლის.

– მეკითხებიან, საღებავი რა არისო. აუხსენი ერთი, თუ შეიძლება.

– ახლავე, დამაცა. ვიფიქრო. საღებავი – ეს არის დამცველი ფენა, რომლითაც შეიძლება


დაიფაროს ყოველგვარი ზედაპირი. ის კომპაქტურია, რასაც შენახვისა და გადაზიდვისათვის

217
დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი გამოყენება ადვილია. გარდა ამისა, იცავს ნივთებს უამინდობისა
და კოროზიისაგან. აქვს დეკორატიული მნიშვნელობაც. არსებობს სხვადასხვა ფერის
საღებავები, მათი წარმოება იაფია.

– მოვიფიქრებთ ამ იდეაზეო, – გადმოსცა ბიზლიმ. – მგონი დაინტერესდნენ. მაგრამ უფრო


დაწვრილებით უნდათ გაიგონ. მოუყევი რამე კიდევ.

– ეს უკვე მართლაც ჰგავს რაღაცას, – გაიფიქრა ტენმა. მან თავი ნაცნობ სტიქიაში იგრძნო.

ტენი უფრო მოხერხებულად დაჯდა და ოდნავ გადაიხარა მათკენ, რომ უფრო კარგად
დაეთვალიერებინა მათი ტაფასავით ბრტყელი, შავი სახეები, თან ცდილობდა გაეგო, რას
ფიქრობდნენ ახლა ისინი.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი როგორღაც აეწყო.

მაგრამ მოსულთა სახეების მიხედვით ძნელად თუ გაიგებდი მათს გულისნადებს.

შინაგანი ხმა ჰკარნახობდა ტენს, რომ ამ სამეულში იგი ღირსეულ პარტნიორებს იპოვიდა. ესეც
ახარებდა მას.

– უთხარი, არა ვარ დარწმუნებული, რომ კარგად გამიგეთ-თქო. მე ძალიან ჩქარა ვლაპარაკობდი.
საღებავი მართლაც ძვირფასი იდეაა.

– ისინი ამბობენ, ძალიან მადლობელი ვიქნებით, თუ კიდევ მოგვიყვებით რამესო. ძალიან


აინტერესებთ.

„წამოეგნენ“, – გაიფიქრა ტენმა. – „ახლა საჭიროა ყველაფერი სათანადო დონეზე ჩატარდეს.“.

და ის დიდი აზარტით შეუდგა ვაჭრობას.

რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა ჰენრი. მას მოჰყვებოდა სიმპათიური სახის ტიპური
ქალაქელი, რომელსაც პატარა ჩემოდანი ეჭირა ხელში.

ორივენი გაოცებისაგან პირდაღებულები გაშეშდნენ ზღურბლზე: ტენი ჩაჩოქილიყო, და


ფიცარზე საღებავიან ფუნჯს უსვამდა.

უცნობები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს მის ყოველ მოძრაობას. სახე და ტანსაცმელი


მთლად მოსვრილი ჰქონდათ. ეტყობოდა, მათ უკვე სცადეს შეღებვა, აქეთ-იქით მიყრილ-
მოყრილი იყო შეღებილი ფიცრები და ოციოდე ქილა.

ტენმა თავი ასწია და სტუმარსა და ჰენრის შეხედა.

– იმედი მქონდა, რომ ვინმე გამოჩნდებოდა, – თქვა მან.

– ჰაირამ. – დაიწყო ჰენრიმ, მის ხმაში ჩვეულებრივზე მეტი სერიოზულობა იგრძნობოდა, – მე


მინდა, გაერთიანებული ერების საგანგებო წარმომადგენელი მისტერ ლანკასტერი გაგაცნოთ.

218
– მოხარული ვარ თქვენი გაცნობისა, სერ, – უპასუხა ტენმა. – აი, მე ვფიქრობ, ხომ არ შეგეძლოთ
თქვენ...

– მისტერ ლანკასტერმა, – შეაწყვეტინა მას ჰენრიმ, – ვერ შეძლო გადმოელახა კორდონი, მე მას
ჩემი სამსახური შევთავაზე და ავუხსენი ჩვენი საერთო ინტერესი ამ საქმე!ში.

– დიდი მადლობელი ვარ მისტერ ჰორტონისა, – ჩაურთო ლანკასტერმა, – იქ ერთი ისეთი ბრიყვი
სერჟანტი იყო...

– ადამიანებთან მიდგომა უნდა შეგეძლოს, – წარმოთქვა, ჰენრიმ. ეს გამოთქმა, როგორც ტენმა


შენიშნა, საკმაოდ არ შეაფასა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

– შეიძლება გკითხოთ, მისტერ ტენ, რას აკეთებთ ამჟამად? – ჰკითხა ლანკასტერმა.

– ვმაკლერობ.

– მაკლერობთ? რა უცნაური საშუალებაა აზრების გადმოსაცემად?

– ძველებური სიტყვაა ცოტაოდენი ცვლილებით. როცა ვინმესთან ვაჭრობთ, გსურთ გაცვალოთ


ნივთები, ხოლო როცა მაკლერობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სამპირი ტყავი უნდა გააძროთ.

– ძალიან საინტერესოა, – თქვა ლანკასტერმა. – როგორც მე გავიგე, თქვენ გადაგიწყვეტიათ, ეს


ბატონები ლურჯ ჟილეტებში გამოაწყოთ?

– ჰაირამი, – ამაყად განაცხადა ჰენრიმ, – ამ მხარეში საუკეთესო მაკლერია. ის ძველებური


ნივთებით ვაჭრობს. ამის გამო. ხშირად სჭირდება კარგი მარიფათი გამოიჩინოს.

– ვერ მეტყვით, რად გინდათ ეს საღებავიანი ქილები? – იკითხა ლანკასტერმა ისე, რომ
ჰენრისთვის არავითარი ყურადღება არ მიუქცევია. – ეს ჯენტლმენები საღებავს ყიდულობენ?

ტენმა ფიცარი გადააგდო და გაბრაზებული წამოხტა.

– ბოლოს და ბოლოს, გაჩუმდებით თუ არა? – დაიყვირა მან. იმ წუთიდან, რაც თქვენ მოხვედით,
კრინტი ვეღარ დამიძრავს. არადა ეს ძალზე საჭიროა, გესმით?

– ჰაირამ! – წამოიყვირა შეშფოთებულმა ჰენრიმ.

– არა უშავს, არა უშავს. ნუ ღელავთ, ჩვენ მართლაც ვუშლით მათ ხელს ჩვენი ლაქლაქით, – თქვა
გაერთიანებული ერების ორვგანიზაციის წარმომადგენელმა, – რა ხდება, მისტერ ტენ?

– ჩიხში მოვექეცი, გესმით? – გამოტყდა ტენი, – და დახმარება მჭირდება. ამ ყმაწვილებს


საღებავის იდეა მივყიდე, მაგრამ თურმე საღებავს წარმოებაზე ინჩიბინჩიც არ გამეგება. ერთი
სიტყვით, წარმოდგენა არა მაქვს, რისგან და როგორ აკეთებენ მას.

– მისტერ ტენ.– თქვენ ხომ მათ საღებავს აძლევთ. რა მნიშვნელობა აქვს...

– ეჰ, მე საღებავს კი არ ვყიდი! – დაიყვირა ტენმა. – თქვენ რა, ვერ გაიგეთ? მათ საღებავი არ
სჭირდებათ. საღებავის იდეა უნდათ. საღებავის პრინციპი. ამაზე მათ არასოდეს უფიქრიათ და

219
ამიტომ დაინტერესდნენ. მე შევთავაზე საღებავის იდეა უნაგირების იდეის სანაცვლოდ და
თითქმის შევთანხმდით.

– უნაგირებზე? აი იმ რაღაცებზე ხომ არ ამბობთ, ჰაერში რომ ჰკიდია?

– დიახ. ბიზლი, ხომ ვერ სთხოვ ჩვენს მეგობრებს, გვიჩვენონ უნაგირის გამოყენება?

– რატომაც არა, – უპასუხა ბიზლიმ.

– არაფერი არ მესმის, –– თქვა ჰენრიმ. – რა შუაშია აქ ბიზლი?

– ბიზლი თარჯიმანია. – თუ გნებავთ. შეგიძლიათ ტელეპათი უწოდოთ. გახსოვთ, ის ხომ სულ


მუდამ ამბობდა ტაუზერთან ლაპარაკი შემიძლიაო?

– კი, მაგრამ ის ყოველთვის ტრაბახობდა...

– ამჯერად ყველაფერი მართალი გამოდგა. ის ჩემს სიტყვებს გადასცემს ამ სასაცილო


საოცრებას, ზაზუნას რომ ჰგავს, ზაზუნა კი უთარგმნის მოსულებს. ისინი მას ეუბნებიან, ის –
ბიზლის, ბიზლი კი – მე.

– შესანიშნავია! ––ჩაიფხუკუნა ჰენრიმ. – ბიზლის თავის დღეში არ ეყოფა მოსაზრებულობა,


გახდეს ის... როგორ თქვით?

– ტელეპათი, – მიაშველა ტენმა.

ერთ-ერთი სტუმარი შეჯდა უნაგირზე. გაისეირნა წინ და უკან ჰაერში, მერე ჩამოხტა და ისევ
მიწაზე დაჯდა!

– საოცრებაა! – გაუკვირდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელს. -––


რაღაცნაირი ავტომატური ანტიგრავიტაციული მოწყობილობაა! ჩვენ მართლაც შეგვიძლია
გამოვიყენოთ ისინი.

მან ნიკაპი მოიფხანა.

– და თქვენ გინდათ საღებავის იდეა გადაცვალოთ უნაგირის იდეაზე?

– სწორედ ასეა, – გამოეხმაურა ტენი. – მაგრამ მე დახმარება მინდა. მჭირდება ქიმიკოსი ან


საღებავების წარმოების სპეციალისტი, გარდა ამისა, მჭირდება კიდევ რომელიმე პროფესორი,
ან საერთოდ, ადამიანი, რომელიც გაერკვევა ყველაფერში, რასაც ესენი მეტყვიან უნაგირის
მოწყობის პრინციპზე.

– ყველაფერი გასაგებია, – ამოღერღა ლანკასტერმა. – მართლაც ძნელი ამოცანაა, მისტერ ტენ.


თქვენ მე შორსმჭვრეტელი ადამიანი მგონიხართ.

– თქვენ არ შემცდარხართ, მისტერ ლანკასტერ, – ჩაერია ჰენრი. – ჰაირამი იშვიათი გამჭრიახი


ადამიანია.

220
– მაშინ, მე ვფიქრობ, გესმით, – შენიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წარმომადგენელმა, – რომ მთელი პროცედურა, გარკვეული გაგებით, ცოტა უჩვეულოა.

– არაფერიც! –– წამოიძახა ტენმა. –– ეს იმათი მუშაობის მეთოდია. ისინი აღმოაჩენენ ახალ


პლანეტას და ცვლიან იდეებს. ეტყობა, უკვე კარგა ხანია ვაჭრობენ ახალ აღმოჩენილ ქვეყნებთან.
და მათ სჭირდებათ იდეები, ახალი იდეები, რადგან მხოლოდ ამ გზით ავითარებენ თავიანთ
ტექნიკასა და კულტურას. და მათაც აქვთ, სერ, უამრავი იდეა, რომლებითაც კაცობრიობას
შეეძლო მშვენივრად ესარგებლა.

– სწორედ აქ მარხია ძაღლის თავი, – თქვა ლანკასტერმა. – ეს თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი


მოვლენაა კაცობრიობის მთელს ისტორიაში. რაღაც ერთი წლის მანძილზე ჩვენ მივიღებთ იმდენ
იდეასა და ცნობას, რომ შევძლებთ, თეორიულად მაინც, ათასი წლით წავიწიოთ წინ. ეს უდიდესი
მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი საქმეა და საჭიროა, გამოცდილი და მცოდნე ადამიანების
ხელში მოხვდეს.

– მაგრამ სად იპოვით ადამიანს, რომელიც ჰაირამზე უკეთ ივაჭრებდა, – აღშფოთდა ჰენრი. – ის
რომ რაიმე საქმეს ხელს მოჰკიდებს, მოეცალეთ მერე. რატომ არ უნდა მიანდოთ მას ეს საქმე.
თქვენთვის არ იმუშავებს? თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სპეციალისტების კომისია და დამგეგმავი
ჯგუფი, ჰაირამს კი მიანდეთ პრაქტიკული მხარე საქმისა. ეს არსებანი მას უკვე შეეჩვივნენ ლა
ჩანს, მათ შორის უკვე დამყარდა მეგობრული კავშირი. მეტი რაღა გინდათ? მას მხოლოდ ცოტა
წახმარება სჭირდება.

მოვიდა ბიზლი და გეო-ს წარმომადგენელს მიაშტერდა.

– მე სხვასთან არავისთან ვიმუშავებ, – განაცხადა მან. – თუ თქვენ ჰაირამს გააგდებთ, მეც მას
გავყვები. იგი ერთადერთია, რომელიც მე ადამიანურად მეპყრობა.

– აი, ხედავთ? – საზეიმო ტონით წარმოთქვა ჰენრიმ.

– მოითმინეთ, ბიზლი, – უთხრა გეო-ს წარმომადგენელმა, – მოვრიგდებით. თარჯიმანი ასეთ


პირობებში ჩეჩქივით მოხვეტავს ფულს.

– ფულს რა თავში ვიხლი, – უპასუხა ბიზლიმ, – მეგობრებს ვერ ვიყიდი, ხალხი კი ისევ ისე
დამცინებს, როგორც აქამდე.

– არ ხუმრობს, მისტერ ლანკასტერ, – გააფრთხილა ჰენრიმ. – მაგას კაცი ვერ აჯობებს სიჯიუტეში.
მე ეს კარგად ვიწვნიე, როცა ჩვენთან მუშაობდა.

ბელო ს წარმომადგენელმა დაბნეული და უბედური კაცის გამომეტყველება მიიღო.

– ახალ ტელეპათს კი ასე სწრაფად ვერ იპოვით, ყოველ შემთხვევაში, ისეთს, ამათთან ლაპარაკი
რომ შეძლოს, – განაცხადა ჰენრიმ.

გეო-ს წარმომადგენელს თითქოს ჰაერი აღარ ჰყოფნიდა.

– მეეჭვება, რომ საერთოდ დედამიწის ზურგზე მეორე ვიპოვოთ, – გამოტყდა იგი.

221
– ჰოდა, გადაწყვიტეთ, – ულმობლად წარმოთქვა ბიზლიმ. – მე მთელი დღე აქ ვერ გავჩერდები.

– თანახმა ვარ, – წამოიძახა გეო-ს წარმომადგენელმა, – წადით ორივენი და განაგრძეთ მუშაობა.


თქვენ თანახმა ხართ, ჰაირამ? ასეთი შემთხვევა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. და მითხარით,
გეთაყვა, რით შემიძლია, მოგეხმაროთ? შემიძლია რამეში გამოგადგეთ?

– შეგიძლიათ, – უპასუხა ტენმა. – მალე აქ დიდი კაცები ჩამობრძანდებიან, ვაშინგტონიდან და


სხვა ქვეყნებიდანაც. ეცადეთ, როგორმე მოახერხოთ, რომ რაც შეიძლება, ნაკლებად შეგვაწუხონ.

– მე მათ ყველაფერს ავუხსნი.

– თანაც ქიმიკოსი და კიდევ რომელიმე სპეციალისტი მჭირდება, რომელიც უნაგირების


მოწყობილობაში გაერკვევა და საკმაოდ სწრაფად. ცოტა ხანს კიდევ მოვაცდევინებ ამ
ახალგაზრდებს, მაგრამ დიდხანს არ დადგებიან.

– რამდენიმე საათში გიშოვით ყოველგვარ ექსპერტს, როგორიც გსურთ. – დაჰპირდა გეო-ს


წარმომადგენელი.

– ერთი ან ორი დღის შემდეგ კი ასობით სპეციალისტი იმორიგევებს აქ, რომ თქვენს პირველსავე
გამოძახებაზე თქვენთან გამოცხადდეს.

– სერ, – წარმოთქვა ჰენრიმ დათაფლული ხმით, – ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ორივენი,


ჰაირამი და მე, ძალიან მადლობელი ვართ თქვენი. ახლა, რაკი ყველაფერი გადაწყვეტილია, ჩვენ
უნდა წავიდეთ, რეპორტიორები გველოდებიან. მათ ჩვენი ინტერვიუ აინტერესებთ, მისტერ
ლანკასტერ.

გეო-ს წარმომადგენელს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და ორივენი კიბეზე დაეშვნენ.

ტენი მოტრიალდა და უდაბნოს გახედა.

– ეს ხომ ჩემი საკუთარი თვალუწვდენელი ეზოა, – თქვა მან ხმამაღლა.

222
თეთრთავიანი ბუზი

ჯორჯ ლანჯელენი (მთარგმნელი – ნ. კიკნაძე)

ტელეფონის ზარის გაგონებაზე ყოველთვის უსიამოვნო გრძნობას განვიცდი. დღისით,


სამსახურშიც კი, ყურმილს ჩვეულებრივ შეშფოთებული ვიღებ. ხოლო როცა ტელეფონი უეცრად
ღამე აწკრიალდება, პირდაპირ ცხოველური შიში ამიტანს ხოლმე.

და, მიუხედავად ამისა, როდესაც ღამის ორ საათზე ჩემმა რძალმა დამირეკა: „შენი ძმა
მოვკალიო“ და მთხოვა, პოლიცია გამომეძახა მის ბინაზე, მე სრულიად დამშვიდებული ვიყავი;
მხოლოდ ის იყო, ვცადე, გამომერკვია, რატომ ჩაიდინა ეს.

– ტელეფონით ამისი ახსნა არ შემიძლია, არტურ. დარეკეთ პოლიციაში და მოდით ჩემთან.

– იქნებ ჯერ მარტო მე შემომევლო?

– არა, ვფიქრობ, უკეთესია ახლავე პოლიციას შეატყობინოთ, თორემ, ღმერთმა იცის, რას არ
იფიქრებენ თქვენზე... არა მგონია, პოლიციელებმა დაიჯერონ, რომ ყველაფერი ეს მე მარტო
გავაკეთე. ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეთ, უთხარით მათ, რომ ბობის სხეული თქვენს ქარხანაშია.

– რაო, როგორა თქვით? – ბობის სხეული ჩემს ქარხანაშია?

– დიახ, იგი წნეხ-უროთია გასრესილი... ნუ მაძლევთ ამდენ შეკითხვებს. მალე მოდით... მეშინია.

მე ვუსმენდი და სრულიად ქვეშეცნეულად ვაძლევდი შეკითხვებს, თითქოს ლაპარაკი რაღაც


ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობაზე გვქონდა. და მხოლოდ ახლა ნელ-ნელა მოვდიოდი
აზრზე თუ რა გავიგონე. აცახცახებული ხელებით ავკრიფე პოლიციის ნომერი. მავთულის მეორე
ბოლოში აპარატთან მოვიდა ინსპექტორი ტვინკერი. იგი დამპირდა, დაუყოვნებლივ
გამოვივლიო.

ინსპექტორმა ოდნავ დაამუხრუჭა მანქანა, მოაბრუნა ქარხნის ეზოში და მოწყვეტით გააჩერა


პოლიციელთან, რომელიც უკვე გველოდა. ჩვენ წავედით გაკაშკაშებული შენობისაკენ, სადაც
ქარხნის ერთ-ერთი საამქრო იყო მოთავსებული.

ვეებერთელა წნეხ-უროსთან რამდენიმე პოლიციელი შეგროვილიყო, სამოქალაქო ტანსაცმელში


გამოწყობილი სამი კაცი გამანათებელ აპარატურას აყენებდა. განუწყვეტლივ გაისმოდა
ფოტოაპარატის ჩხაკუნი. მე არაჩვეულებრივი დაძაბვა დამჭირდა, რომ ობიექტივიდან თვალი
გადამეტანა იმ ადგილზე, რომელსაც იგი უმიზნებდა.

ის, რაც დავინახე, სხვათა შორის, არც ისეთი საშინელი გამოდგა, როგორსაც მოველოდი. ჩემი ძმა
პირქვე იწვა და თითქოს უვნებელს, მაგრად ეძინა ორ რელსს შუა. ამ რელსებზე ჩვენ ჯართი
მოგვქონდა დასაწნეხად. მხოლოდ ეგ იყო, გეგონებოდათ, თავი და მარჯვენა ხელი უროს
ფოლადის სხეულში შეზრდიაო.

223
ტვინკერი სწრაფად გამოელაპარაკა თავის კოლეგებს და ჩემთან მოვიდა.

– როგორ მოდის მოძრაობაში ეს მანქანა, მისტერ ბრაუნ? საჭიროა უროს აწევა. იქნებ რომელიმე
მუშა გამოგვეძახებინა?

– არ ღირს, უყურეთ: აი, სამართავი პულტი. მიაქციეთ ყურადღება, ინსპექტორო, ურო


დაყენებული იყო 50 ტონის სიმძლავრეზე უმაღლესი დაქანებით და უფრო მეტიც,
დარეგულირებული იყო ცალკეულ დარტყმებზე. მე არ ვიცი, რას გვიამბობს ანა, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, სხვისი დახმარების გარეშე უროს ასეთ ციკლზე მომართვას იგი ვერ
შეძლებდა.

– იქნებ ურო მანამდე მომართეს საღამოს ცვლის მუშებმა?

– გამორიცხულია. ჩვენ არასოდეს არ ვსარგებლობთ უმაღლესი დაქანებით. მე ხელი დავაჭირე


ღილაკს, რომელსაც „აწევა“ ეწერა და ურო ნელა წავიდა ზევით.

რამდენიმე თვის განმავლობაში ტვინკერი გულმოდგინედ იძიებდა საქმეს. მოგვიანებით,


ერთხელ, იგი გამომიტყდა, თავიდან დარწმუნებული ვიყავი, მკვლელობაში შენი ხელიც ერიაო,
მაგრამ ინსპექტორმა ამის დამამტკიცებელი საბუთები ვერ იპოვა. ყოველგვარი ზედმეტი
ხმაურის გარეშე ანა ფსიქიკურ ავადმყოფად აღიარეს. საქმე სასამართლომდე არ მისულა. და
თუმცა ჩემი რძალი დაუღალავად იმეორებდა, მარტო მოვკალი მეუღლე და ვიცოდი უროს
მართვაო, იგი კატეგორიულ უარს აცხადებდა, ეპასუხა კითხვაზე, რატომ გააკეთა ეს და როგორ
მოახერხა, დაეთანხმებინა ქმარი მრავალტონიანი წნეხის ქვეშ დაწოლაზე. სხვათა შორის,
ძიების დროს გამოირკვა, რომ საამქროს ღამის მორიგეს უროს ორი დარტყმის ხმა გაეგონა. ორ
დარტყმას უჩვენებდა მართვის პულტზე დაყენებული მრიცხველიც. ანა კი ამტკიცებდა, ურო
მხოლოდ ერთხელ დაეშვაო. სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბობს სიკვდილის წინ არ
მიუღია არავითარი საწამლავი.

დაბოლოს, უკანასკნელი ყოვლად გაუგებარი დეტალი – ჩემი ძმის გასრესილი თავი პირსახოცით
იყო შეხვეული... მაშ ასე, ანა ბრედმორი ინსტიტუტის ფსიქიატრიულ სამკურნალოში მოათავსეს.
მისი ექვსი წლის ვაჟი ჰარი კი ჩემს მეურვეობას მოანდვეს. ნება დამრთეს, ყოველ შაბათს
მივსულიყავი ანასთან პაემანზე. ორჯერ თუ სამჯერ ტვინკერიც გამომყვა. რამდენჯერმე
ინსპექტორი მარტო მივიდა, მაგრამ კვლავინდებურად ახალი ვერაფერი გაიგო. ანა
რაღაცნაირად გამოთიშვოდა გარემოს და სრულიად გულგრილად ხვდებოდა ყველა შეკითხვას.

პალატაში იგი საათობით ქსოვდა. მაგრამ ჰქონდა სხვა გატაცებაც. იჭერდა ბუზებს, გულდასმით
ათვალიერებდა და ისევ უშვებდა. ერთხელ მკურნალმა ექიმმა როგორღაც ხაზგასმით აღნიშნა,
ანას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ძლიერი ნერვიული შეტევა და იძულებული გავხდით, მორფის
საკმაოდ დიდი დოზა გაგვეკეთებინა. ეს მოხდა მაშინ, როცა სანიტარმა მის თვალწინ ბუზი
გასრისა. იმ დღეს ტვინკერი ჩემთან მოვიდა. მან მიამბო მომხდარი ამბავი და დაუმატა:

–დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აქ იმალება ბოროტმოქმედების მიზეზი.

– მე ვერ ვხედავ ვერავითარ კავშირს.

224
– მართალი მითხარით, ბრაუნ, თქვენ გჯერათ, რომ ანა გიჟია?

– განა თქვენ ეჭვი გეპარებათ?

– მიუხედავად ექიმების მტკიცებისა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ანა სავსებით ჯანმრთელია,


მაშინაც კი, – ინსპექტორმა მრავალმნიშვნელოვნად ასწია თითი, – მაშინაც კი, როცა ბუზებს
იჭერს. მართლა, იქნებ გახსოვთ: თქვენი ძმა რაიმე ცდებს ხომ არ ატარებდა მწერებზე?

– რა თქმა უნდა, არა! იგი ფიზიკოსი იყო!

***

– ძია არტურ, ბუზი დიდხანს ცოცხლობს?

საუზმე ახლად დამთავრებული გვქონდა. როცა ჩემმა ძმისწულმა ამ შეკითხვით დაარღვია


სიჩუმე. მე გაზეთის ზემოდან გავხედე მას. როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, ჰარის საოცარი, მე
ვიტყოდი, პირდაპირ გენიალური ნიჭი ჰქონდა ისეთი შეკითხვების დასმისა, რომლებზეც
უფროსებს არასოდეს არ ძალუძთ სწრაფი და ზუსტი პასუხის გაცემა. მაგრამ ბუზების ამბავს
პირველად მეკითხებოდა. მე შემაჟრჟოლა, როცა წარმოვიდგინე, როგორ მესროდა გამარჯვებულ
მზერას ტვინკერი, აქ რომ ყოფილიყო. ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა და სწორედ ისე
მეპასუხა, როგორც ინსპექტორი უპასუხებდა ასეთ შემთხვევაში.

– ღმერთმანი, არ ვიცი, ჰარი. რამ გაგახსენა ახლა ბუზები?

– რამ და ის ბუზი ვიპოვე, დედა რომ ეძებდა. მართალია. მას შემდეგ ცოტა გაზრდილა, მაგრამ
მაინც ვიცანი. ძია არტურ, მე ის ბუზი თქვენს საწერ მაგიდაზე ვნახე... ის ადვილი საცნობია –
თეთრი თავი და რაღაცნაირი, სასაცილო თათი აქვს.

– პირველად როდისღა ნახე?

– მამა რომ გაემგზავრა, მე მის საწოლ ოთახში დავიჭირე ბუზი. როდესაც დედა მოვიდა,
გამაშვებინა, მერე კი მთხოვა, რომ ხელახლა დამეჭირა, მაგრამ ვეღარ ვიპოვე.

– დაანებე თავი მაგაზე ფიქრს, პატარავ, ის ბუზი დიდი ხანია მოკვდა.

ძმისწულთან ლაპარაკი და ინსპექტორის წინასწარმეტყველება, ბუზს რაღაც კავშირი აქვს შენი


ძმის დაღუპვასთანო, მოსვენებას აღარ მაძლევდა. მაშინ პირველად გამიელვა აზრმა, რომ
ტვინკერი მიმალავდა თავისი სკრუპულოზური ძიების რაღაც მნიშვნელოვან შედეგებს და
პირველად შემეპარა ეჭვი რძლის ავადმყოფობაში.

ჩემი მოუსვენრობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რაც ერთხელ, ხანგრძლივი საუბრის დროს ანა უცებ
გამოტყდა, ურო მართლაც ორჯერ დაეშვაო.

225
– კი მაგრამ, რატომ ამტკიცებდით მხოლოდ ერთხელო? – წყნარად ჰკითხა ტვინკერმა.

– არ შემიძლია გიპასუხოთ.

და რამდენსაც არ ვეცადეთ მე და ტვინკერი, ერთი ზედმეტი სიტყვაც ვეღარ ამოვქაჩეთ.


დღითიდღე უფრო და უფრო მეტად მტანჯავდა ეჭვები. თუ ანა მართლაც ნორმალური იყო,
ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებდა, ასე ოსტატურად მოეჩვენებინა თავი შეშლილად.
გასაგებია, რომ თუ ექიმები მას ჯანმრთელად მიიჩნევდნენ, სულ ცოტა, კატორღა ელოდა.
ვერაფრით ვერ ვეგუებოდი, როგორი უნარი ჰქონდა, ასე მშვიდად, თითქმის გულუბრყვილოდ
ეამბა (უკვე მერამდენედ) ქმრის დაღუპვის ამბავი. და, თუმცა მის ნაამბობში არავითარი ლოგიკა
არ იყო, მაინც ყველაფერი ძალიან უბრალო ჩანდა. მან ყველაფერი აღიარა. ძიებას არ დარჩენია
არცერთი ბუნდოვანი საკითხი. ტვინკერი მხოლოდ ერთ კითხვაზე ვერ იძლეოდა პასუხს: „რით
აიხსნებოდა ბობის აშკარა პასიურობა მასზე თავდასხმის დროს?“

მე გადავწყვიტე, დროებით არ გამემხილა ტვინკერისათვის ჩემი და პატარა ჰარის მოულოდნელი


საუბარი საუზმის დროს. ერთ შაბათს, როცა ანასთან მივდიოდი პაემანზე, გადავწყვიტე,
ხელსაყრელი მომენტი მომეხელთებინა და ანასთან ეს ამბავი მეხსენებინა. ბედმა გამიღიმა.
ჩვენ ჩვეულებრივი ბანალური საუბარი გვქონდა ათას რამეზე, როდესაც მოულოდნელად ანამ
გარკვევით დამისვა შეკითხვა:

– არტურ, შემთხვევით ხომ არ იცით, ბუზები დიდხანს ცოცხლობენ?

მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ოდესმე გავიგონებდი მისგან ამ შეკითხვას, მაგრამ


მიუხედავად ამისა, მისი სიტყვები მეხივით დამეცა. აქამდე მიკვირს, როგორ შევიკავე თავი და
სრულიად აუღელვებლად ვუპასუხე:

– არ ვიცი, მაგრამ თუ თეთრთავა ბუზი გყავთ მხედველობაში, რომელსაც დაეძებთ, ის დღეს


ვნახე, ჩემს კაბინეტში.

მან სწრაფად ასწია თავი. პირი გააღო, სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა და გაოცებითა
თუ შიშით აევსო.

მე ვდუმდი.

– არტურ, – ჩუმად მკითხა ანამ, – თქვენ მოკალით ის ბუზი?

– არა.

– მაშ დაიჭირეთ? მომეცით, ძალიან გთხოვთ!

– თან არ წამომიყვანია,

– და თქვენ ყველაფერი იცით?

– მე ვიცი მხოლოდ ის, რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ, თქვენ ყველაფერი უნდა
მიამბოთ. თუ გააგრძელებთ დუმილს, ხვალ ბუზს ინსპექტორ ტვინკერს გადავცემ.

226
– ოჰ, არა. ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ჯერ სიტყვა მომეცით, რომ დაუყოვნებლივ მოსპობთ
მას. არტურ... დამიჯერეთ, მე შევპირდი ბობს იმ ბუზის მოკვლას.

იგი ნელა წამოდგა და ბარბაცით გაემართა კარისაკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ დაბრუნდა და
გამომიწოდა კონვერტი, რომელზეც მსხვილი ასოებით ეწერა. „მართლმსაჯულებას, ინსპექტორ
ტვინკერს.“

ნახევარი საათის შემდეგ მე სახლში ვიყავი. ყურადღებით დავათვალიერე კედლები, ფანჯრები,


ჭერი. თითქოს ჯიბრზე, ოთახში არცერთი ბუზი არ იყო, მერე საწერ მაგიდასთან დავჯექი და
კონვერტი გავხიე. აი, ის, რაც წავიკითხე, ყოველგვარი შემოკლების გარეშე:

ანას წერილი (მართლმსაჯულებას, ინსპექტორ ტვინკერს)

პირველყოვლისა, გთხოვთ არ მიიღოთ ეს წერილი, როგორც თავის გამართლების ცდა.


მართალია, მე მოვკალი ჩემი ქმარი, მაგრამ ბოროტმოქმედი არა ვარ. მხოლოდ პირნათლად
შევასრულე მისი უკანასკნელი სურვილი. მან თვითონ მირჩია ყველაზე შესაფერისი ადგილი
ამისათვის ჩემი ძმის ქარხანა არისო...

დავიწყებ თავიდან. უკანასკნელ ხანებში ჩემი მეუღლე დიდხანს და ბევრს მუშაობდა თავის ახალ
გამოგონებაზე. ის არასოდეს მიმალავდა არაფერს, მაგრამ მე ბევრი არა მესმოდა რა მისი
ექსპერიმენტებისა, რომლებსაც იგი ჩვენი სახლის მეორე სართულზე მოწყობილ
ლაბორატორიებში ატარებდა. და, აი, ერთხელ, რომელიღაც ცდის წარმატებით დამთავრების
შემდეგ, იგი შეეცადა, აეხსნა ჩემთვის ამ გამოგონების იდეა და მიზანი. ჩემთვის გასაგებად,
მარტივად მიამბო მან, რომ თანამედროვე ტექნიკის მიღწევები მანძილზე მხოლოდ ბგერისა და
გამოსახულების გადაცემის საშუალებას იძლევიან.

– რადიო და ტელეხედვა შენთვის დიდი ხანია ცნობილია, – მითხრა მან, – შემდეგი ნაბიჯი,
რომელზეც მთელი მსოფლიოს მეცნიერები იტეხენ თავს, – არის მანძილზე თვით მატერიის
გადაცემა.

იგი დიდხანს ლაპარაკობდა და ისე გაერთო, თითქოს ჩემი არსებობა დაავიწყდაო. მიუხედავად
იმისა, რომ გულმოდგინედ ვცდილობდი, ჩავწვდომოდი მის ნაამბობს, მაინც ძალზე მიჭირდა
გაგება.

დამამახსოვრდა მხოლოდ არა ერთხელ გამეორებული სიტყვები, რომ მთავარია არა მატერიის
ატომებად დაშლის შესაძლებლობის ძებნა, არამედ მათი მოძრაობის მართვა და ხელახლა
შეკრება იქ, სადაც საჭიროა.

მე ალბათ ძალიან სულელური შესახედაობა მქონდა, რადგან ბობი მოულოდნელად გაჩუმდა და


მერე, თითქოს ცდილობს თითოეული სიტყვა თავში ჩამიბეჭდოსო, ნელა წარმოთქვა:

227
– მატერიის გადაცემა მანძილზე უპრეცედენტო რევოლუციას მოახდენს არა მარტო
მეცნიერებაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. საჭირო აღარ იქნება ტრანსპორტი.
გამოუსადეგარი გახდება რკინიგზები და ხომალდები, თვითმფრინავები და ავტომობილები.
იმისათვის, რომ გაგზავნო რაიმე ნივთი სხვა ქალაქში, საკმარისი იქნება მიიტანო ის სპეციალურ
გადამცემ პუნქტში. იქ მას მოლეკულებად დააქუცმაცებენ და წამის მემილიონედი ნაწილის
შემდეგ სპეციალური საკონტროლო ხელსაწყოები გაფანტულ ნაწილაკებს შეკრებენ მეორე
ქალაქის მიმღებ პუნქტში: ასეთი ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იქნება თვით ადამიანზეც.
შენ გესმის, ანა! მე თითქმის მივაღწიე ყოველივე ამას. მხოლოდ ჯერჯერობით ვერ მივაგენი
ორგანული ნივთიერებების მოლეკულებად დაშლის ხერხს. აი, ნახე, – მან ჯიბიდან პატარა
საფერფლე ამოიღო, რომელიც ჩვეულებრივ მის მაგიდაზე იდო ხოლმე. – ეს ნივთი დავშალე
ატომებად და თვალისდახამხამებაში იგი ხელახლა აღდგა მიმღებ ლაბორატორიაში. მისი
ატომები ერთი ლაბორატორიიდან მეორეში სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად მიქროდნენ,
შემდეგ კი ამ ატომებმა აღადგინეს საფერფლე პირვანდელი სახით.

მე ეჭვით შევათვალიერე საფერფლე:

– თითქოს ისეთია, როგორიც იყო, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, როდესმე ასე აღგედგინე.

– რას გულისხმობ?

მე გადავაბრუნე საფერფლე და მეუღლეს უცნაური წარწერა ვაჩვენე:

– შეხედე, ადრე აქ ეწერა „დამზადებულია საფრანგეთში“, ახლა კი წაიკითხე რა წერია.

მან ხელიდან გამომტაცა საფერფლე. ასოები იგივე დარჩენილიყო, მაგრამ ახლა უკუღმა
იკითხებოდა.

– სამწუხაროა! – ბობი აშკარად დაიბნა. იგი უხმოდ წამოდგა და ლაბორატორიაში წავიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ ჩემს მეუღლეს კვლავ რაღაც უსიამოვნება შეემთხვა და ისევ ცუდ
გუნებაზე იყო. ძალზე ცდილობდა, თავი დაეღწია ჩემი შეკითხვებისაგან, მაგრამ უხალისოდ
გამოტყდა, რომ ცოცხალ ორგანიზმებზე პირველი ცდები მარცხით დამთავრდა.

– შენ ამ ცდებს დანდელოზე ატარებდი?

ასე ვეძახდით თეთრ კნუტს, რამდენიმე ხნის წინ რომ გაქრა. ახლაღა მივხვდი, რაც
მომხდარიყო...

ბობმა თავი დამიქნია:

– დანდელომ ბრწყინვალედ გადაიტანა ცდის პირველი ფაზა – დაშლა, მისი აღდგენა კი ვერ
შევძელი.

– მერე?

– აღარ არსებობს დანდელო. არიან მხოლოდ მისი ატომები, რომლებიც ახლა სამყაროში
დაქრიან, ღმერთმა იცის, სად...

228
ბოლოს და ბოლოს, მთელი რიგი ცდების შემდეგ, რომლებმაც ბევრი უძილო ღამე შეიწირეს,
ბობმა განაცხადა, რომ მისი ლაბორატორიები დიდებულად მუშაობენ და დამიძახა, ყველაფერს
დაგათვალიერებინებო.

მე თან გავიყოლე შამპანური და ორი ჭიქა, რათა ღირსეულად აღგვენიშნა ცდების წარმატებით
დამთავრება და ზემოთ ავედი.

– ბრწყინვალე იდეაა! – ბობმა გამომართვა შამპანურიანი ლანგარი. – ჩვენ ვიზეიმებთ


გამარჯვებას და დავლევთ აღდგენილ შამპანურს.

მან გააღო პირველი ლაბორატორიის კარი, ლაბორატორია ძველ ტელეფონის ჯიხურს ჰგავდა.

– ეს აპარატები ნებისმიერ ნივთიერებას შლიან და ატომებს მიმღებ ლაბორატორიაში აგზავნიან,


– ამიხსნა მან და თან ლანგარი სპეციალურ სადგამზე დაამაგრა. მერე რაღაც ბერკეტი ჩართო და
ერთი წამით მთელი ლაბორატორია განათდა რაღაც განუმეორებელი კაშკაშა სინათლით,
რომელსაც თან ახლდა ოდნავ გასაგონი ტკაცანი. ბობი მივიდა მიმღებ ლაბორატორიასთან და
თეატრალური ჟესტით გამოაღო კარი. ჩემს წინაშე აღმოჩნდა იგივე ლანგარი, იმავე ბოთლითა
და ჭიქებით.

ბობმა გახსნა ბოთლი და შამპანური დაასხა.

შემდეგი ექსპერიმენტების მსხვერპლი ჩვენი ძაღლი პოკი გახდა. მე რომ მცოდნოდა, რა თქმა
უნდა, დავუშლიდი მეუღლეს ასეთი ცდის ჩატარებას. თვითონ პოკის კი ძალიან მოეწონა ეს
გარდაქმნები. ერთი დღის განმავლობაში ათჯერ მაინც გამოცადა თავის თავზე აპარატების
მოქმედება და როგორც კი „აღდგებოდა“ მიმღებ ლაბორატორიაში, თვითონ გარბოდა პირველი
კაბინისაკენ.

მაშ ასე. ბობი ცდებს აგრძელებდა. უსიამოვნო შემთხვევები აღარ ყოფილა და მეც ნელ-ნელა
დავმშვიდდი, მაგრამ თავშიც კი არ მომდიოდა, რომ მთავარი ექსპერიმენტის ჩატარებას ბობი
თავის თავზე აპირებდა.

იმ დილას, როცა ბობმა გადაწყვიტა აპარატების მოქმედება თავის თავზე გამოეცადა,


ლაბორატორიის კარზე ბარათი ვნახე: „რაც არ უნდა მოხდეს, ხელი არ შემიშალოთ“. მსგავსი
ბარათები ადრეც დაუწერია ხოლმე, ამიტომ ამას მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მივაქციე.

ბობი საუზმეზე არ ჩამოვიდა.

მერე ჰარიმ შემოირბინა სასადილოში: „მე თეთრთავიანი ბუზი დავიჭირე!“

ბავშვისთვის არც შემიხედია, მხოლოდ ვუბრძანე, ბუზი ახლავე გაუშვი და ხელები დაიბანე-
მეთქი. ბობი არც სადილზე მოვიდა და არც სამხარზე.

ვახშმობის წინ ზევით ავედი.

პირველი ლაბორატორიის კარზე დავაკაკუნე და რაღაც ხმაური მომესმა, მერე კი კარის ქვეშიდან
ბარათი გამოცურდა: „ანა, დიდი უსიამოვნება შემემთხვა. დააწვინე ბავშვი დასაძინებლად და

229
დაბრუნდი. ჰ.“ როცა ჰარიმ დაიძინა, მე ისევ ზევით ავედი. იატაკზე, ზედ კარის ზღურბლთან
ახალი ბარათი იდო: „ანა! მე შენი სულის სიმტკიცის იმედი მაქვს. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,
რომელსაც შეუძლია ახლა ჩემი დახმარება. მოხდა დიდი უსიამოვნება. ჩემი სიცოცხლე
საფრთხეში არ არის, მაგრამ საქმე ჩემს სახელს, პატივს, და მომავალს ეხება. მე არ შემიძლია
ლაპარაკი, ამიტომ უაზრობა იქნება კარს იქიდან რაიმე შეკითხვის მოცემა. შენ უნდა ზუსტად
შეასრულო ყველაფერი, რასაც გთხოვ. თანხმობის ნიშნად კარზე სამჯერ დააკაკუნე და მერე
ერთი ჭიქა რძე და პური ამომიტანე, გუშინ საღამოს შემდეგ არაფერი მიჭამია“.

შიშისაგან სულშეგუბებულმა სამჯერ დავაკაკუნე კარზე და სამზარეულოში გავიქეცი რძისათვის.


როცა დავბრუნდი, ზღურბლზე ახალი ბარათი იდო:

„ანა, გააკეთე მხოლოდ ის, რასაც მე გთხოვ. კაკუნზე კარს გავაღებ. შენ რძე საწერ მაგიდაზე
დადგი, ყოველგვარი შეკითხვების გარეშე, გადი მიმღებ ლაბორატორიაში. ყურადღებით
დაათვალიერე ყველაფერი. აუცილებელია ბუზის პოვნა. მე ეს ვერ შევძელი: პატარა საგნებს
ძალიან ცუდად ვხედავ. მაგრამ პირველ ყოვლისა, უნდა დაიფიცო, რომ გააკეთებ ყველაფერს,
რასაც გთხოვ და, რაც მთავარია, ნუ ეცდები ჩემს ნახვას. შენთან ლაპარაკი ახლა არ შემიძლია.
სამჯერ დააკაკუნე და მე მეცოდინება, რომ შენ სიტყვის შეუბრუნებლად შეასრულებ ყველა ჩემს
თხოვნას. ჩემი სიცოცხლე შენს დახმარებაზეა დამოკიდებული“.

მე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერასოდეს ვიპოვიდი იმ ბუზს. რაღაც შინაგანმა


გრძნობამ მიკარნახა, რომ იმ დღეს უკვე ნანახი მყავდა. ნამდვილად ის იქნებოდა, ჰარიმ რომ
დაიჭირა და ჩემი მოთხოვნით ფანჯარაში გაუშვა.

– ბობ, აქ არავითარი ბუზები არ არის! იქნებ რაიმე გჭირდება კიდევ? თუ ლაპარაკი არ შეგიძლია,
კარზე დააკაკუნე. ერთი დარტყმა – „კი“, ორი – „არა“.

ვცდილობდი, რაც შეიძლება მშვიდად წარმომეთქვა ეს სიტყვები, მაგრამ როცა გარკვევით


გავიგონე კარზე ორჯერ დაკაკუნება, სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. მერე, როგორც იქნა,
გავბედე. კარი გავაღე და ლაბორატორიაში შევაბიჯე. ბობი ჩემკენ ზურგით იჯდა. როგორც კი
ჩემი ფეხის ხმა გაიგონა, სწრაფად გადაიფარა თავზე სუფრა.

– დღეს დილით ჰარიმ რაღაც ბუზი დაიჭირა. მე მაშინვე გავაშვებინე, იქნებ სწორედ ის ბუზი იყო,
შენ რომ ეძებ; ჰარიმ თქვა, რაღაც არაჩვეულებრივი თეთრი თავი ჰქონდაო...

ჩემს უკანასკნელ სიტყვებზე ბობიმ დაიკვნესა. მერე ადგომა სცადა და იმ წუთას კინაღამ
შიშისაგან სული გამძვრა. მარჯვენა ხელის ნაცვლად გამჭვირვალე ფირფიტით გადაკრული ორი
ნაცრისფერი ძვალი გამოშვერილიყო.

– რა დაგემართა? ოჰ, ეს საშინელებაა... – სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. თავი ვეღარ შევიმაგრე


და ავქვითინდი.

ბობს თავიდან საფარებელი არ მოუცილებია: მარცხენა ხელით კარზე მიმითითა.

მე დავემორჩილე. მაგრამ დერეფანში შევჩერდი. ორი-სამი წუთის შემდეგ კარი გაიღო და ბობმა
მარცხენა ხელით ბარათი გამომიწოდა.

230
„ანა. წადი. დაიძინე. ღამით მე დაგაწერ ყველაფერს, რაც დამემართა. დალიე დასაძინებელი
წამალი და ეცადე დაიძინო“.

მზის კაშკაშა სხივებმა გამომაღვიძეს. მაღვიძარას წკრიალი არ გამიგია და ამიტომ დილის შვიდ
საათამდე მეძინა საწოლიდან წამოვხტი, სწრაფად მოვამზადე ჩაი და რამდენიმე ბუტერბროდი.
ყველაფერი ეს ლანგარზე დავალაგე და მეორე სართულისაკენ გავქანდი. ბობმა მაშინვე გამიღო
კარი. თავზე წინანდებურად სუფრა. ჰქონდა დაფარებული.

საწერ მაგიდაზე, რომელზეც ლანგარს დადგმას ვაპირებდი, საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი


წერილი იდო.

„ანა! გახსოვს საფერფლის ამბავი? მე რაღაც იმის მსგავსი დამემართა მეცნიერული


თვალსაზრისით, მაგრამ ვაი, რომ ათასჯერ უფრო საშინელია სინამდვილეში.

„როცა პირველად ვცადე საკუთარ თავზე მანქანების მოქმედება, ყველაფერმა წარმატებით


ჩაიარა, მაგრამ მეორე ცდის დროს ვერ შევამჩნიე. როგორ შეფრინდა გადამცემ კაბინაში ბუზი.
მისმა იქ ყოფნამ არეულობა შეიტანა გამომთვლელი დანადგარების მუშაობაში და ამან,
ბუნებრივია, იმოქმედა აღდგენის პროცესზე მიმღებ ლაბორატორიაში. მე ხმა დავკარგე, სახე და
მარჯვენა ხელი დამისახიჩრდა. ეს მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, როცა კაბინიდან გამოვედი და
სარკეში ჩავიხედე. ამასობაში კი აღდგენილი ბუზი გაფრინდა ლაბორატორიიდან. მე
ყურადღებით შევამოწმე ყველა მექანიზმის მუშაობა, ერთადერთი იმედია – და მე
დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომის გასწორება შეიძლება. – მოიძებნოს ის ბუზი (მე მოვასწარი
შემენიშნა, რომ აღდგენის შემდეგ თავი ჩვეულებრივზე დიდი და ბაცი ფერისა გაუხდა). თუ ჩვენ
მას ვიპოვით, შევეცდები, გავიმეორო მასთან ერთად თავიდან მთელი ექსპერიმენტი.
წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მიმღებ ლაბორატორიაში, ახალი ცდის წინ
აღდგენილი იქნება ჩვენი საერთო მოლეკულური წონა. საჭიროა ბუზის მოძებნა, სხვა გზა არ
არის“.

ვიმედოვნებდი. რომ ჩემი მეუღლე მაინც უფრო დაწვრილებით ამოწერდა თავის გარეგნობას და
ამიტომ ყველაზე უფრო საშინელისათვის მოვემზადე, მაგრამ მისი წერილის დამაჯერებელმა
ტონმა ცოტათი დამამშვიდა. რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მეპოვა ის ავბედითი ბუზი – ასეთი
მიზნით ჩავირბინე ქვევით.

არასოდეს დამავიწყდება ის აფორიაქებული დღე. სახლში ყველაფერი ყირაზე იდგა. ყველა


მოსამსახურეს ბუზის ძებნა დავავალე და თითოეულს დიდ ჯილდოს დავპირდი თეთრი ბუზის
დაჭერისათვის, რომელიც მეუღლეს ვითომდა ცდების გასაგრძელებლად სჭირდებოდა. მე
მგონი, მაშინ ყველამ გადაწყვიტა, რომ მე ჭკუაზე შევცდი.

ბუზი ვერ ვიპოვეთ. უკვე ბნელოდა, როცა ზევით ავედი. ლაბორატორიის კარი ჩაკეტილი იყო. მე
მხოლოდ საბეჭდი მანქანის კაკუნი მესმოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ბობმა ღრიჭოში ახალი
ბარათი გამოაძვრინა.

„ჩემო ძვირფასო, მე მინდა, რომ გახსოვდე ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მე ჩემი თავი
უნდა მოვსპო. ამას ვეღარ გადამათქმევინებ. მე ყველაფერი მოვიფიქრე და სხვა გამოსავალს

231
ვეღარ ვხედავ. თუმცა ცოცხალი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, უკვე აღარა ვარ ადამიანი. რაც შეეხება
გონებას, მეჩვენება, რომ ჩქარა მასაც დავკარგავ. რაღა რჩება? გული? მაგრამ ვის რად უნდა
ურჩხულის გული...“

ბარათის კითხვა აღარ დამიმთავრებია. თავგამეტებით დავიწყე კარზე ბრახუნი.

– შენ არ უნდა მოიკლა თავი! ახლავე უნდა მივმართოთ შენს კოლეგებს. ვუამბოთ მათ
ყველაფერი. ისინი გადაგარჩენენ.... – ქვითინით ველაპარაკებოდი ჩემზე, ჩვენს შვილზე, იმაზე,
რომ რაც არ უნდა საშინელი იყოს ის, მაინც ყველაზე ძვირფასი ადამიანი იქნება ჩემთვის.

კარს იქით სრული სიჩუმე იყო.

– შენ არ გიცდია, რაც შეიძლება ხმამაღლა ვიკითხე მე, – ცდის გამეორება ბუზის გარეშე?

ლაბორატორიაში საბეჭდი მანქანა ახმაურდა:

– ყველაფერი უშედეგოა. თუ გინდა ამაში დარწმუნდე, მე მზად ვარ. კარი ღიაა. შემოდი!

მე შევედი ლაბორატორიაში. ის მაგიდიდან ადგა. შემთხვევით ფეხი სკამს წამოჰკრა და რომ არ


დაცემულიყო, ხელი გაიქნია (წონასწორობის შესანარჩუნებლად). თავიდან სუფრა ჩამოუცურდა.

მე შიშისაგან დავიზმუვლე. ჩემს წინაშე ურჩხული იდგა, რომლის აღწერაც უბრალოდ


შეუძლებელია. მე გონება დავკარგე და დავეცი. გონს რომ მოვედი, დივანზე ვიწექი მეორე
სართულის დერეფანში. ციებიანივით მაძაგძაგებდა. ბუნდოვნად დავიწყე მომხდარის გახსენება.
უცებ კედელს იქით საბეჭდი მანქანის კაკუნი გაისმა. მე ისევ დავკარგე გონება. როცა
გამოვფხიზლდი, გვერდით ბარათი მედო: „ჩემო საბრალო ანა! ბოლოს და ბოლოს შენთვის
ყველაფერი ნათელი გახდა. უკანასკნელმა ცდებმა მხოლოდ გააუარესა ჩემი მდგომარეობა. სახე
და ხელი მთლად დამიმახინჯდა. მე თვითონ მეზიზღება ჩემი თავი. შენ გესმის, რომ ჩემი
ერთადერთი გამოსავალია, გავქრე, რომ ვერავინ გაიგოს ჩემი სირცხვილი. სამჯერ დააკაკუნე
კარზე იმის ნიშნად. რომ თანახმა ხარ ამაზე. მერე კი აგიხსნი, რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ“.

დიახ, ბობი მართალი იყო. ის უნდა გამქრალიყო, რომ არ შეერცხვინა თავისი სახელი, თავისი
პატიოსნება, რომ არ შევერცხვინეთ მე და ბავშვი. დავეთანხმე მის საკუთარ განაჩენს და სამჯერ
დავაკაკუნე კარზე.

დანარჩენი, თქვენთვის, ბატონო ინსპექტორო, უკვე კარგადაა ცნობილი. ბობმა შემომთავაზა


მკვლელობის გეგმა, რომელიც მე უსიტყვოდ მივიღე. ჩვენ წავედით მისი ძმის ქარხანაში. როცა
წნეხ-უროსთან მივედით, ბობმა სახე პირსახოცით შეიხვია და ჩემკენ არც კი მობრუნებულა, ისე
დადო თავი მრავალტონიანი ფოლადის მასის ქვეშ.

მე სამართავ პულტთან მივედი და ღილაკს თითი დავაჭირე. წნეხი დაეშვა და კვლავ ზევით ავიდა.
მე შევნიშნე, რომ მარჯვენა ხელი უვნებელი დარჩა, მეუღლის საიდუმლო რომ შემენახა, მე
მივედი არსებასთან, რომლის თავი უკვე გასრესილი იყო, და მარჯვენა ხელი წნეხის ქვეშ დავდე,
მერე ისევ დავაჭირე ღილაკს. როგორც კი სახლში დავბრუნდი, მაშინვე ჩემი მეუღლის ერთადერთ
ძმას, არტურს დავურეკე. ანა ბრაუნი.

232
***

კვირას, საღამოს ინსპექტორმა ტვინკერმა შემომიარა,

– ეს-ესაა შემატყობინეს, – თქვა მან, როგორც კი კარი გავაღე, – რომ ლედი ბრაუნმა თავი მოიკლა,
ციანოვანი კალიუმით მოიწამლა.

მე უხმოდ გავიყვანე იგი ჩემს კაბინეტში, მაგიდასთან დავსვი და წინ ანას ხელნაწერი დავუდე.
სანამ ტვინკერი კითხულობდა, მე ბუხართან ვიჯექი და სიგარას ვეწეოდი.

ბოლოს ის ადგა, ფურცლები ფრთხილად შეაგროვა და ჩემთან გადმოჯდა.

– რა გადაწყვიტეთ? – ვკითხე შე.

– ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, – თქვა მან და ხელნაწერი ბუხარში შეაგდო, – რომ
ლედი ბრაუნი ნამდვილად ჭკუიდან შეშლილი იყო.

ჩვენ უხმოდ ვუყურებდით, როგორ იწვოდნენ ცეცხლში ერთმანეთის მიყოლებით ფურცლები.

– რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, – დავეთანხმე მე, – სხვათა შორის, დღეს დილით მე
სასაფლაოზე ვიყავი, ძმის საფლავზე.

– მეც იქ გახლდით. გნახეთ თქვენ, მაგრამ არ მინდოდა შემეწუხებინეთ. თქვენ რაღაცით


შეშფოთებული იყავით, რაღაცას თხრიდით საფლავზე.

– არა, პირიქით, ვფლავდი, ასანთის კოლოფს, შიგ ბუზი ჩავდე, რომელიც ამ დილით ბაღში
ვიპოვე. აბლაბუდაში გაჩხერილიყო.

– უკვე მკვდარი იყო?

– ცოცხალი იყო. ორ ქვას შუა გავსრისე, როგორც წნეხ-უროთი. იცით, მას რაღაც არაჩვეულებრივი,
სრულიად თეთრი თავი ჰქონდა.

233

You might also like