You are on page 1of 1

გასქელება-გათხელებაა საგანთა განსხვავების პირობა და მათი გაჩენის მიზეზი, მაშინ,

ცხადია, რომ ძირითად ნივთიერებად არ შეიძლება გამოცხადდეს ისეთი რამ, რასაც


გასქელება-გათხელება უძნელდება. მაგალითად რკინა არ გამოდგება ამ საკითხის უკეთ
გასაშიფრად, თუმცა შეუდარებლად მეტი უნარი აქვს გასქელება გათხელებისა ყველა სხვა
ნივთიერებასთა შედარებით ჰაერს , თვით თალესის მიერ დასაბამად არჩეულს წყალსაც. ისიც
აღსანიშნავია, რომ ჰაერი უფრო ბ ლ ო მ ა დ არის მოცემული ქვეყნიერებაში, ვიდრე
რომელიმე სხვა ნივთიერება, მაგალითად, წყალი, რომელსაც დაკვირება ნაპირებით და
ფსკერით განსაზღვრულად გვიჩვენებს. ანაკსიმენი ამბობდა, რომ ჰაერი უსაზღვროა თავისი
მოცულობით.მიზეზი ჰაერის შეკუშვა-გათხელებისა არის მოძრაობა, რომელსაც არ აქვს
დასაწყისი და ბოლო. ჰილოძოიზმი არის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც მთელი სამყარო
გასულიერებული, ცოცხალია. როგორც თალესი და ანაკსიმანდრე ისე ანაკსიმენიც
ჰილოძოისტია და ამიტომ ის მოძრაობას ჰაერის ძირითად თვისებად სთვლის. ჰაერი
თავისით მოძრაობს და აცხოველებს ყველაფერს. ანაკსიმანე- ,,მსოფლიო ჰაერი არის
მსოფლიო სული.“

ჯერ იყო მხოლოდ უსაზღვრო ჰაერი, რომელიც თანასწორად იყო ყოველგან განაწილებული.
საკუთარი მოძრაობის გამო ერთსადგილში ჰაერი შეიკუმშა და გაჩნდა თანდათან ქარი,
ღრუბელი, წყალი, მიწა. მიწიდან ამოსულ ორთქლისაგან ჩნდება მნათობები: მზე,მთვარე,
ვარსკვლავები. ჩვენი დედამიწა სიპრტყეა, რომელიც დაყრდნობილია ჰაერზე 1. ასეთს
შეხედულებას უკვე არ ეგუებოდა სივრცეში დედამიწის ცენტრალური მდგომარეობა და
მნათობების მოძრაობა მთელი დუდამიწის გარშემო შემოვლებული წრით, როგორც
ასწავლიდა ანაკსიმანდრე. ამიტომ ანაქსიმენი უბრუნდება ძველებურ წარმოდგენას
მნათობთა მოძრაობაზე. მისი აზრით, მzე მოძრაობსდედამიწის ერთს მხარეზე, ისე როგორც
მოძრაობს „ქუდი თ ა ვ ი სგარშემო” . ქუდს არ შეუძლია თ ა ვ ი ს ქვეშ მოექცეს: არც მზეს
შეუძლია დედამიწის ქვეშ მოხვდეს, რადგან ამას დაუშლის ხელს ის მაგარი ჰაერი,
რომელზედაც დაყრდნობილია ჩვენი მიწა.სიმენმა თავის მასწავლებელს გაუსწრო წინ. ეს

იყო მნათობთა დაბნელების ახსნა. ანაკსიმენის აზრით, მზისა და

მთვარის დაბნელება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამ მნათობებს და ჩვენ შორის ჰაერში


დაცურავენ სხვადასხვა ზეციერი სხეულები, რომლებიც არ ანათებენ და ამიტომ უხილავი
არიან ჩვენთვის.

როდესაც ერთი ასეთი სხეული მოხვდება მნათობსა და ჩვენ შორის,

მნათობის სინათლე ჩვენამდის ვერ აღწევს, და ეს არის სწორედ მნათობის დაბნელება ხან
სრული, ხან კი ნაწილობრივი. უ

You might also like