You are on page 1of 20

1.

აქვს თუ არა რაიმე კავშირი ოზონს ატმოსფერული ნალექების


წარმოქმნასთან?
ოზონი ჰაერში ადიდებს აირის ჰიდროსკოპულობას, რაც აჩქარებს წყლის
ორთქლის კონდენსაციის პროცესს, რაც დადებითი მოვლენაა
ატმოსფერული ნალექის წარმოქმნისათვის.
2. დაასახელე ტროპოსფეროს ტემპერატურის ვერტიკალური
გრადიენტი და განმარტე ის.
ტროპოსფეროს ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი არის
დაახლობით 0.6O ე.ი ტემპერატურა ყოველ 100 მეტრზე 0.6 გრადუსით
კლებულობს.
3. რა არის აეროზოლი და რისგან წარმოიქმნება ის?
აეროზოლები მყარი და თხევადი ნაწილაკების სუსპენზიაა გაზში,
აეროზოლის დიდი ნაწილი წარმოიქმნება ბუნებრივი წყაროდან.
4. რომელ ატმოსფერულ ფენაშია განვითარებული ტურბულენტური
მოძრაობა?
მეზოსფეროში
5. რამდენია დედამიწის ატმოსფეროს ფიზიოლოგიური ზონა და რა
მოსდის ადამიანს მისი გადაკვეთის შემდეგ?
დედამიწის ატმოსფეროს ფიზიოლოგიური ზონაა 5 კმ, მისი გადაკვეთის
შემდეგ ადამიანს ეწყება სპეციალური მდგომარეობა ჟანგბაით შიმშლი,
95% განიცდის სამუშაოს უნარის მკვეთრად შემცირებას.
6. როგორ განსხვავდებიან ატმოსფერული ფენები ერთმანეთისაგან?
ტენიანობით, სიმკვრივითა და ჰაერის ცირკულაციის ხასიათით.
7. რა არის ჰაერი?
უსუნო, უფერო, უხილავი აირთა ნარევი, რომელიც წარმოქმნის
დედამიწის გარშემო დამცავ ფენას. ძირითადად შედგება აზოტისა და
ჟანგბადისაგან.
8. რა არის ჰაერის მასა?
ერთნაირი თვისების მქონე ჰაერს, რომელიც მოძრაობს, როგორც
ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართლებით, ჰაერის მასა
ეწოდება.
9. რა არის ფრონტის ხაზი?
იმ ადგილს სადაც ატმოსფერული ფრონტი ეხება დედამიწის ზედაპირს
ფრონტის ხაზი ეწოდება.
10. რა არის ანაფრონტი?
ფრონტის იმ ნაწილს, სადაც ადგილი აქვს თბილი ჰაერის აღმასვლას,
ანაფრონტი ეწოდება
11. რა არის კატაფრონტი?
ფრონტის იმ ნაწილს, სადაც ადგილ აქვს თბილი ჰაერის დაღმასვლას,
კატაფრონტი ეწოდება
12. რას ეწოდება მზის რადიაცია?
დედამიწაზე დაცემისას, სითბურ ენერგიად გარდაქმნილ მზის სხივური
ენერგიის ნაკადს მზის რადიაცია ეწოდება.
13. რამდენია დედამიწის საშუალო ტემპერატურა და რა განაპირობებს
მის უცვლელობას?
დედამიწის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსია,
საუკუნეების მანძილზე ის თითქმის არ შეცვლილა, რაც იმას ნიშნავს, რომ
რა ენერგიასაც იღებს დედამიწა და ატმოსფერო მზისგან იგივეს გასცემს,
ე.ი დედამიწა სითბურ წონასწორობაშია.
14. რა ერთეულებში გამოსახავენ მზის რადიაციის ტალღის სიგრძეს?
მიკრომეტრებში (მკმ)
15. რა ეწოდება ჰორიზონტალურ ზედაპირზე მზის ენერგიის დაცემას?
ისოლაცია
16. რომელი დინება გვხდება ატლანტიკის ოკეანეში და რა როლს
ასრულებს ის
გოლფსტრიმის დინება, ის აყალიბებს კლიმატს ევროპაში.
17. რას უწოდებენ მზის მუდმივას?
მზის მიერ გამოსხივებული და დაცემული ენერგია არ იცვლება. მუდმივია
ატმოსფეროს ზედა საზღვარზე ამიტომ მას მზის მუდმივას უწოდებენ.
18. რას ეწოდება პირდაპირი რადიაცია?
ნიადაგის ზედაპირზე მზიდან მიღებულ პარალელურ სხივთა ნაკადს
პირდაპირი რადიაცია ეწოდება.
19. გენეზისის მიხედვით ჰაერის მასების რომელი სახეები არსებობს?
არქტიკული, პოლარული, ტროპიკული და ეკვატორული.
20. როგორია ცივი ჰაერის მასა?
ცივი ჰაერის მასა გაცილებით სწრაფად მოძრაობს ვიდრე თბილი ჰაერის
მასა. იგი იჭრება თბილ ჰაერში სოლისებურად და აიძლებს მას უკან
დაიხიოს რის შედეგადაც თვითონ იკავებს მის ადგილს.
21. რა არის ციკლონი?
დაბალი წნევის არე, სადაც ქარი ქრის საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართლებით, პერიფერიებიდან ხმელეთსაკენ.
22. როგორ კლასიფიცირდება ზღვის ყინული?
წარმოშობის, ზედაპირის მდგომარეობის, ასაკის, მიხედვით და ასევე
ნავიგაციისა და დინამიურ საფუძველზე.
23. რა არის ყინულის კონცენტრაცია?
მოცემული ყინულის ნაკადების ფართობის თანაფარდობა მათ შორის
წყლის ნაპრალის მოცემულ ტერიტორიაზე.
24. რა საშიშროებას წარმოქმნის დიდი ზომის მოდრეიფე ყინული?
25. განმარტეთ მრავალწლიანი ყინულის შეკვრა.
ყინული, რომელიც არსებობს 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 3მ-ზე
მეტი სისქის.
26. როგორ წარმოიქმნება მცურავი ყინული?
მცურავი ყინული წარმოიქმნება ყინულის გაყინვით ან ფიქსირებული
ყინლისაგან გაწყვეტის შედეგად.
27. განმარტეთ ტერმინი მოდრეიფე.
ტერმინი მორეიფე გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მცურავი ზღვის
ყინულის აღსანიშნავად.
28. რა იწვევს მოდრეიფე ყინულის მოძრაობას და განცალკევებას?
ყინულის მოძრაობა ხდება ქარის ან დინების ზეგავალენით, რომლის
გავლენითაც ისინი ცალკევდებიან.
29. რისი შედეგია მოდრეიფე ყინული?
დიდი ყინუისაგან გამოყოფის შედეგია მოდრეიფე ყინული.
30. რომელი ზღვა არის ცნობილი ყოველწლიური მოდრეიფე
ყინულებით?
ბაფინის ზღვა.
31. რა არის ფრონტოგენეზი?
ფრონტოგენეზი არის ფრონტის ფორმირების პროცესი.
32. როგორ ხდება ფრონტოგენეზი ჩრდ.ნახ.სფეროში?
სამხ.ნახ.სფეროში?
ჩრ.ნახ.სფეროში - საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართლებით.
სამხ.ნახ.სფეროშ - საათს ისრის მიმართლებით. ის გამოწვეუია
კორიოლისის ეფექტით.
33. რა არის ჩაკეტილი ფრონტი?
34. რამდენის სახის ოკლუზიურ ფრონტს განასხვავებენ? ჩამოთალეთ
ისინი?
35. როგორ შეგვიძლია ამინდის ცვლილების წინასწარი განსაზღვრა
ამინდის რუქების მიხედვით?
ამინდის ცვლილებების წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია ამინდის
რუქებზე და სატელიტურ სურათებზე ფრონტებისა და მაღალი და დაბალი
წნევის უბნების მოძრაობის მონიტორინგით.
36. რამდენი მეტრი ყინულის სისქით არის დაფარული არქტიკული
ოკეანე ზამთარში?
ზამთარშ დაფარულია 2.5-3მ სისქის ყინულით.
37. რამდენი სანტიმეტრი სისქისაა ახალგაზრდა ყინული?
38. რა გადაადგილებს ყინულებს ზღვის ერთი ნაწილიდან მეორეში?
39. რა ზომისაა გიგანტი მოდრეიფე ყინული?
10კმ-ზე მეტი (6.2 მილი).
40. დასაშვებია თუ არა ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში
ყინულში შესვლა?
არა ?
41. ყინულში მოძრაობისას რა არის გემისთვის ყველაზე დაუცველი?
პროპელერი ?
42. რა ახდენს გავლენას დინების მიმართულებაზე?
დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა,
რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრებიან
მარჯვნივ, სახრეთ ნახევარსფეროში მარცხნივ.
43. რომელ დინებებს განარჩევენ განლაგების და ფიზიკურ-ქიმიური
მაჩვენებლებით მიხედვით?
განლაგების მიხევით განარჩევენ - ზედაპირულ, სიღრმით, ფსკერულ და
სხვა.
ფიზიკურქიმიური მაჩვენებლით - თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ
დინებებს.
44. რით განსხვავდება ოკეანის დინებები?
ოკეანის დინებები განსხვავდება წარმოშობის, სიხშირის, სიღრმისა და
ტემპერატურის მიხედვით
45. რომელი სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს ოკეანის
დინებებს?
მიმოქცევის აწევა და დაცემა, ქარი და თერმოჰალინის ცირკულაცია.
46. რა არის ზედაპირული დინება?
ეს არის დინებები, რომლებიც წარმოიქმნება ოკეანის ზედა ფენაზე და
ძირითადად ამოძრავებს ქარი.
47. რა არის თბილი დინებები?
დინება, რომელიც წარმოიქმნება ეკვატორთან და მიედინება
პოლსებისაკენ.
48. რა არის ცივი დინებები?
დინება, რომელიც წარმოიქმნება მაღალ განედებში და მიედინება
ეკვატორისაკენ.
49. როგორ წარმოიქმნება ღრმა წყლის დინება?
ოკეანის სიმკვრივის ცვალებადობის შედეგად და კონტროლდება წყლის
ტემპერატურისა და მარილის შემცველობით.
50. ახდენს თუ არა დინება გავლენას ნავიგაციაზე და როგორ?
ის ახდენს გავლენას ნავიგაციაზე. გემი, რომელიც მიცურავს დინების
მიმართულებით, აუცილებლად უფრო სწრაფად იმოძრავებს ვიდრე მის
საწინააღმდეგოდ, ასევე მას შეუძლია დაზოგოს საწვავი და დრო.
51. რამდენ ტიპად ჰყოფენ ღრუბლებს მიკროფიზიკურ
კლასიფიკაციაში?
ღრუბლებს მიკროფიზიკურ კლასიფიკაციაში ყოფენ წვეთოვან,
კრისტალურ და შერეული ტიპის ღრუბლებად.
52. რას ეწოდება ღრუბელი?
ატმოსფეროში წყლის ორთქლის კონდენსაციის და სუბლიმაციის
პროდუქტს, რომელიც წარმოიქმნება გარკვეულ სიმაღლეზე ღრუბელი
ეწოდება.
53. რას ეწოდება ატმოსფერული ნალექი?
ღრუბლებიდან წვიმის წყლის წვეთების ან ყინულის კრისტალების
გამოყოფას, რომლებიც დედამწას ეცემა, ატმოსფერულ ნალექს
უწოდებენ.
54. რას ეწოდება სუბმილაცია?
წყლის ორთქლის გაზობრივი მდგომარეობიდან ყინულის
მდგომარეობაში გადასვლას სუბლიმაცია ეწოდება.
55. რა არის ფორვატერი?
ნავიგაციურ საფრთხეებს შორის უსაფრთხო გასასვლელი.
56. რისგან წარმოიქმნება დინებები?
დინებები წარმოიქმნება წყლის ტემპერატურისა და მარილიანობის
სხვაობით, ასევე ქარის ზემოქმედები.
57. განმარტეთ მიმოქცევა?
მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალების გამო ზღვის წყლის აწევას და
დაცმას მიმოქცევა ეწოდება.
58. რა ძალებისგან წარმოიქმნება მიმოქცევა?
მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალებისაგან.
59. რა ერთეულში იზომება ქარის ძალა?
ბალებში.
60. რომელი შკალით იზომება ქარის ძალა?
ბოფორტის შკალით.
61. რომელი ქარებია მუდმივი?
პასატები.
62. რას ეწოდება მუდმივი ქარი?
ქარს, რომელსაც გააჩნია მუმივი მიმართულება მთელი წლის
განმავლობაში.
63. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონს წყნარ ოკეანეში?
ტაიფუნი.
64. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონს ინდოეთის ოკეანეში?
ციკლონი.
65. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონს ატლანტიკის ოკეანეში?
ურაგანი.
66. რა სიჩქარეს აღწევს ქარის სიჩქარე ტროპიკული ციკლონის
მოქმედების ზონაში?
30-50 კმ/სთ?
67. რას უდრის დედამიწის საშუალო ტემპერატურა?
15 გრადუსი.
68. რას უწოდებენ მზის სხიური ენერგიის დაყოფას ტალღების სიგრძის
მიხედვით?
სპექტრი.
69. როგორ მოძრაობს ჩრდილოეთ ეკვატორული დინება?
ჩრდილოეთ ეკვატორული დინება მიედინება ჩრდილოეთისაკენ შემდეგ
მიედინება ფილიპინების კუნძულების, ტაივანის და იაპონიის გასწვრივ,
რათა წარმოქმნას თბილი კურო შიო ან კურო სივო დინება.
70. როგორ მოძრაობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში სამხრეთ ეკვატორული
დინება?
სამხრეთ წყნარ ოკეანეში სამხრეთ ეკვატორული დინება მიედინება
დასავლეთისაკენ და უხვევს სამხრეთისაკენ, როგორც ავსტრალიური
დინება.
71. რა შეიმჩნევა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრისა და ზაფხულის
სეზონებში და რის გავლენის ქვეშ არიან?
ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრისა და ზაფხულის სეზონებში
შეიმჩნევა დინების აშკარა უკუქცევა, რომლებიც მთლიანად მუსონური
ქარების სეონული ცვლილების გავლენის ქვეშ არიან.
72. როგორი დინებებია ინდოეთის ოკეანეში ჩრდილოეთი
ნახევარსფეროს ზამთრის პერიოდში?
73. როგორი დინებებია ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნახევარსფეროში?
სამხრეთ ნახევარსფეროში არის სამხრეთეკვატორული დინბა, რომელიც
მიედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთსაკენ და ძლიერდება
წყნარიოკეანის შესაბამისი დინებით.
74. რას ეწოდება თბილი მოზამბიკის დინება?
დინების ნაწილს, რომელიც მოძრაობს აფრიკის მატერიკსა და მოზამბიკს
შორის, ეწოდება თბილი მოზამბიკის დინება.
75. სად იღებს სათავეს ზაფხულის მუსონური დინება?
ზაფხულის მუსონური დინება სათავეს იღებს აფრიკის სანაპიროებთან
სომალის ძლიერი დინების სახით, რომელსაც ადენის ყურეში უერთდება
წითელი ზღვის დინება.
76. როგორ მოძრაობს გოლფსტრიმის დინება?
ის გამოდის ფლორდის სრუტიდან და მიჰყვება ჩრდილოეთ ამერიკას
ჩრდილოეთთ ნიუფაუნდლენდისაკენ.
77. რომელი ორი დინების შერწყმა წარმოქმნის ნისლს რეგიონში და
აქცევს მას მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან თევზსაჭერ
ადგილს?
ლაბრადორისა და გოლფსტრიმის დინებების შერწყმა.
78. როგორ მოძრაობს სამხრეთ ეკვატორული დინება ატლანტის
ოკეანის სამხრეთ ნახევარსფეროში?
სამხრეთ ეკვატორული დინება უხვევს სამხრეთთ და მიედინება სამხრეთ
ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბრაზილიის დინების სახით.
79. როგორი დინებაა „ლაბრადორის დინება“?
ლაბრადორის დინება ეს არის ცივი ოკეანური დინება ატლანტის
ოკეანეში.
80. რას ნიშნავს ყინულის აკრეცია?
ყინულის აკრეცია ზღვაზე გულისხმობს გაყინული ზღვის წყლის
დაგროვებას გემებზე.
81. რა ზეგავლენა აქვს ყინულს გემზე?
გემზე წარმოქმნილ ყინულს შეუძლია გემის წონა ასობით ტონით
გაზარდოს. ყინულის ზრდასთან ერთად გემის სიმძიმის ცენტრი შეიძლება
ამაღლდეს, რაც მას არასტაბილურს ხდის. ასევე ყინული ართულებს
გემის მართვას.
82. რა არის ფრონტი?
განსხვავებული თვისებების მქონე ჰაერის მასების ერთმანეთთან შეხების
ზედაპირს ატმოსფერული ფრონტი ეწოდება.
83. რამდენი სახის ფრონტი არსებობს?
არქტიკული, პოლარული და ტროპიკული.
84. საითკენ მოძრაობს თბილი ფრონტი?
85. რა სიმაღლეზე ვრცელდება ღრუბლები?
ზედა იარუსის ღრუბლები - 6კმ და მეტი
საშუალო იარუსის ღრუბლები - 2-დან 6-კმ-მდე
ქვედა იარუსის ღრუბლები - 2კმ და ნაკლები
ვერტიკალური განვითარების ღრუბლები - 500-1000მ
86. როდის ჩნდება ჩაკეტილი ოკლუზიური ფრონტი?
მაშინ, როდესაც ცივი ფრონტი ემთხვევა თბილ ფრონტს.
87. რა არის ფრონტოგენოზი?
ფრონტის ფორმირების პროცესი.
88. ტროფოსფერულ ფრონტოგენეზს თან ახლავს წნევის როგორი
ცვლილება?
ზღვის ყინული კლასიფიცირდება?
წარმოშობის, ზედაპირის მდგომარეობის, ასაკის, მიხედვით და ასევე
ნავიგაციისა და დინამიურ საფუძველზე.
89. როგორ წარმოიქმნება ზღვის ყინული?
ზღვის ყინული წარმოიქმნება ზღვის წყლისაგან და აქვს მომწვანო ან
მოთეთრო შეფერილობა.
90. რას მოიცავს ფიქსირებული ყინული?
91. როგორ განისაზღვრება ყინულის გამტარიანობა?
92. წარმოშობის მიხედვით ყინული იყოფა?
წარმოშობის მიხედვით ყინული იყოფა ზღვად, მდინარედ და
მყინვარებად.
93. რას გულისხმობს ყინულის აკრეცია?
ყინულის აკრეცია ზღვაზე გულისხმობს გაყინული ზღვის წყლის
დაგროვებას გემებზე.
94. რა არის იზობარები?
95. სად შეგვიძლია ამინდის ცვლილებების წინასწარ განსაზღვრა?
ამინდის ცვლილების წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია ამინდის რუქებზე
და სატელიტურ სურათებზე ფრონტებისა და მაღალი და დაბალი წნევის
უბნების მოძრაობის მონიტორინგით.
96. რომელ განედებამდე გადაადგილდებიან აისბერგები?
აისბერგები გადაადგილდებიან ჩრდილოეთ და სამხრეთ
ნახევარსფეროს ზომიერ განედებამდე.
97. რა ძირითადი წესები უნდა გავითვალისწინოთ მაღალი
კონცენტრაციის ყინულებში გემის მართვისას?
1) უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა თუნდაც ნელა.
2) შევეცადოთ ვიმოძრაოთ ყინულის მოძრაობასთან და სისუსტეებთან
მაგრამ არა მათ წინააღმდეგ.
3) მაღალი სიჩქარე თითქმის ყოველთვის იწვევს ყინულის დაზიანებას
4) უნდა ვიცოდეთ ჩვენი გემის მანევრირების მახასიათებლები.
98. რა ბუნებრივი პირობები აჩქარებს აკრეციის პროცესს?
წვიმა ან ნისლი, რომელსაცთნ ახლავს ტენიანი ჰაერი, აჩქარებს
აკრეციის პროცესს.
99. რა ეწოდება ატმოსფეროში ტემპერატურის განაწილებას და მის
ცვალებადობას?
სითბური რეჟიმი.
100. განმარტეთ ტურბულენტობა?
ტურბულენტობა არის მცირე მოცულობის გრიგალისებური ქარი,
ქაოსური მოძრაობა ქარის საერთო ნაკადში, რომელიც იწვევს
ტურბულენტური სითბოს გაცვლას ზედპირსა და ატმოსეროს შორის.
101. რამდენი სახისაა ტურბულენტობა?
2, თერმული და დინამიკური.
102. რა სახისაა ტურბულენტობა?
თერმული და დინამიკური
103. რით არის გამოწვეული თერმული ტურბულენტობა?
დედამიწის არათანაბარი გათბობით.
104. რა ეწოდება დღე-ღამური ტემპერატურის მაქსიმუმსა და
მინიმუმს შორის სხვაობას?
ამპლიტუდა
105. რას ეწოდება ღრუბელი?
ატმოსფეროში წყლის ორთქლის კონდნსაციის ან სუბლიმაციის
პროდუქტს, რომელიც წარმოიქმნება გარკვეულ სიმაღლეებზე ღრუბელი
ეწოდება.
106. რას ეწოდება ნისლი?
ღრუბელს რომელიც უშუალოდ დეამიწის ზედაპირზე ეშვება.
107. რა ეწოდება წყლის ორთქლის გასვლას თხევად
მდგომარეობაში?
კონდენსაცია.
108. შედგენილობის მიხედვით რამდენი სახისაა ნისლი?
3, რადიაციული ადვექტიური და ჯაღი.
109. შედგენილობის მიხედვით ნისლი შემდეგი სახისაა?
რადიაციული, ადვექტიური და ჯაღი
110. რამდენს შეადგენს დედამიწის ზედაპირის ფართობი?
510 მლნ.კვ.კმ
111. ოკეანის აორთქლების შედეგად დაახლოებით რამდენი მეტრი
მარილის ფენა დარჩება?
50მ
112. რა ფართობი უჭირავს წყნარ ოკეანეს?
179 მლნ.კვ.კმ
113. რა ფართობი უჭირავს ატლანტიკის ოკეანეს?
91.6 მლნ.კვ.კმ
114. რა ეწოდება წყნარი ოკეანის ყველაზე დიდ ღრმულს?
მარიანის ღრმული
115. რას უდრის მარიანის ღრმულის სიგრძე?
11022მ
116. სიდიდით რომელი ადგილი უჭირავს ატლანტიკის ოკეანეს?
მეორე.
117. რომელი ოკეანის აკვატორიაში შედის ხმელთაშუა ზღვა?
ატლანტის ოკეანე.
118. რომელია ატლანტიკის ოკეანის ყველაზე ღრმა ადგილი?
პუერტო რიკოს ღრმული.
119. რომელია ყველაზე ცივი ოკეანე?
ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე.
120. რაზეა დამოკიდებული მარილიანობის რაოდენობა ოკეანეში?
ჩამდინარე წყლებზე, ატმოსფერულ წნევასა და ქარის მიმართულებაზე.
121. როგორია მსოფლიო ოკეანის მარილიანობის საშუალო
მაჩვენებელი?
20-40%
122. რომელი ოკეანეა ყველაზე ნაკლებმარილიანი?
ჩრდილო ყინულოვანი ოკეანე.
123. რომელ ოკეანეს მიეკუთვნება ბისკაის ყურე?
ატლანტიკის ოკეანეს.
124. რა არის აისბერგი ?
მყინვარს მოტეხილი ყინული რომელიც ტივტივებს წყალზე.
125. რა არის დინება?
წყლის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება.
126. რა მუდმივი პარამეტრები გააჩნია დინებას?
სიჩქარე და მიმართულება.
127. ჩამოთვალეთ დინებების ძირითადი სახეობები.
მუდმივი, პერიოდული და დროებით.
128. მოკლედ აღწერეთ რისგან წარმოიქმნება დინებები?
წყლის ტემპერატურის, მარილიანობის სხვაობითა და ქარის
ზემოქმედებით.
129. რა ძალებისაგან წარმოიქმნება მიმოქცევა?
მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალებისაგან.
130. რა პრობლემებს უქმნის გემს არახელსაყრელი
ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები?
იწვევს ნავიგაციურ საფრთხეებს, მოქმედებს გემის მართვადობაზე და
მანევრირებაზე, ზრდის რეისის ხანგრძლივობას.
131. მოკლედ აღწერეთ როგორ წარმოიქმნება ქარი.
ატმოსფერული წნევის ცვლილების დროს.
132. როგორ განისაზღვრება ქარის მიმართულება?
საიდანაც ქრის.
133. რა ერთეულებში განისაზღვრება ქარის სიჩქარე?
მ/წმ
134. რა ერთეულებში იზომება ქარის ძალა?
ბალებში
135. რას ეწოდება მიმოქცევა?
მზია და მთვარის გრავიტაციული ძალების გამო ზღვის წყლის აწევას და
დაცემას მიმოქცევა ეწოდება.
136. რას ეწოდება მოქცევა?
ზღვის წყლის აწევას და მის მოძრაობას სანაპიროსკენ ეწოდება მოქცევა.
137. რას ეწოდება მიქცევა?
ზღვის წყლის ვარდნას და მის მოძრაობას ზღვისკენ ეწოდება მიქცვა.
138. რას ეწოდება აპოგეა ?
მთვარესა და დედამიწას შორის ყველაზე შორი მანძილის პერიოდს (407
000კმ) აპოგეა ეწოდება.
139. რას ეწოდება პერიგეა ?
მთვარესა და დედამიწას შორის უხლოესი მანძილის პერიოდს (356 000კმ)
პერიგეა ეწოდება,
140. როგორი მიმოქცევაა Spring Tide - გაზაფხულის მიმოქცევა?
ძალიან მაღალი მიმოქცევაა ხდება მაშინ, როდესაც მზე, მთვარე და
დედამიწა თითქმის ერთ ხაზზე არიან.
141. როგორი მიმოქცევაა ყოველდღიური და ნახევრადღიური
მიმოქცევები?
მიმოქცევას, რომელიც განმეორდება 24საათისა და 52 წუთის
განმავლობაში ყოველდღიურად, ეწოდება ყოველდღიური მიმოქცევა,
ხოლო მიმოქცევას რომელიც მეორდება 12 საათისა და 26 წუთის
ინერვალით, ეწოდება ნახევარდღიური მიმოქცევა.
142. რა მნიშვნელობა და გამოყენება აქვს მიქცევისა და მოქცევას
ნავიგაციაში?
გემზე (Passage plan) შედგენის დროს აუცილებლად კეთდება UKC (გემის
კილქვეშა მარაგის), (Under Keel Clearance) გაანგარიშება, რომელსაც დიდი
მნიშვნელობა აქვს გემის უსაფრთხო ნაოსნობისათვის.
143. როგორ არის ცნობილი ფრონტის ფორმირების პროცესი?
ფრონტოგენეზი.
144. როგორია ფრონტოგენეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში?
ჩრდილოეთ ნახხევარსფეროში ფრონტოგენეზი ხდება საათის ისრის
საწინააღმდეგო მიმართულებით.
145. როგორია ფრონტოგენეზი სამხრეთ ნახევარსფეროში?
სამხრეთ ნახევარსფეროში ფრონტოგენეზი ხდება საათის ისრის
მიმართლებით.
146. ჩამოთვალეთ ფრონტის სახეები
არქტიკული, პოლარული და ტროპიკული.
147. რა არის ატმოსფერული ნალექები?
ღრუბლებიდან წყლის წვეთების ან ყინულის კრისტალების გამოყოფას
რომლებიც, დედამიწას ეცემა ატმოსფერულ ნალექს უწოდებენ.
148. მეტეოროლოგიურ სადგურებში როგორ იზომება ნალექები,
ასევე ნალექების ინტენსივობა?
მეტეოროლოგიურ სადაგურებში ნალექების რაოდენობა იზომება
ნალექების საზომით, ხოლო ნალექების ინტენსივობა იზომება
პლუვიოგრაფებით.
149. მოკლედ აღწერე თოვლი და ხილვადობა თოვლის დროს.
თოვლი შედგება რთული სიმეტრიული ყინულის კრისტალებისაგან და
ვარსკვლავის ფორმა აქვს. სუსტი თოვის დროს ჰორიზონტალური
ხილვადობაა 4-10კმ, ზომიერი თოვის დროს 1-3კმ, ხოლო ძლიერი თოვის
დროს 1000მ-ზე ნაკლები.
150. რომელი ნალექები მიეკუთვნება ჟინჟღლ ნალექებს?
თქორი, გადამეტცივებული თქორი და ყინულის მარცვლები მიეკუთვნება
ჟინჟღლ ნალექებს.
151. რომელი ნალექი მიეკუთვნება არაკლასიფიცირებულს და
მოკლეთ აღწერე ის.
ყინულის ნემსები - მყარი ყინულის ნალექები, ჰაერში მოფარფატე,
უმცირესი კრისტალების სახით, რომელიც ყინვიან ამინდშ წარმოიქმნება.
დღისით მზის სხივებში ბრწყინავს, ღამით - მთვარის შუქზე და ფარნების
სინათლეზე.
152. რა არის ვერტიკალური ნალექები (დაასახელე მაგალითები)?
ატმოსფერული ნალექები, რომლებიც წარმოიქმნბა სხვადასხვა
სიმაღლეზე და ღრუბლებიდან მოდის. (წვიმა, თოვლი, ხორხოშელა,
სეტყვა).
153. რა არის ჰორიზონტალური ნალექები(მიწისპირა
ჰიდრომეტეორები)? დაასახელე მაგალითებიც.
ნალექები, რომლებიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება,
მასზე არსებულ საგნებზე და მცენარეულ საფარზე, წყლის ორთქლის
კონდენსაციის ან სუბლიმაციის შედეგად. (ნამი, თრთვილი, ჭირხლი,
ლიპყინული).
154. ატმოსფერულ ნალექებს რამდენ ფაზად ყოფენ და ჩამოთვალე
ისინი.
ატმოსფერულ ნალექებს ჰქოფენ სამ ფაზად - მყარი, თხევადი და
შერეული.
155. ნალექების დღეღამური სვლის რამდენ ტიპს გამოყოფენ?
( მოკლედ აღწერე ისინი)
გამოყოფენ ნალექების დღეღამური მსველობის ორ ტიპს -
კონტინენტურსა და ზღვიურს (???)
156. ნალექების წლიური მსვლელობა ჩამოთვალე ისინი.(მოკლედ
აღწერე ზომიერი ტიპი)
ნალექების წლური მსვლელობის თავისებურება დამოკიდებულია
ადგილის კლიმატურ პირობებზე. გამოყოფენ ოთხ ძირითად ტიპს:
ეკვატორულს ტროპიკულს, სუბტროპიკულსა და ზომიერი განედის ტიპს.
(???)
157. რა გვხვდება მეტეოროლოგიაში ნალექების რაოდენობის
გამოსახატავად და მოკლედ აღწერე.
158. როგორი სახის ნალექები არსებობს?
159. რითი იზომება ნალექების ფენის სისქე, რაოდენობა და
ინტენსივობა?
ნალექების საზომით და პლუვიოგრაფებით.
160. სად დაფიქსირდა დედამიწაზე ნალექების ყველაზე დიდი და
მცირე რაოდენობა?
ყველზე დიდი - ინდოეთში, ყველაზე მცირე - ჩილე, პერუ, საჰარა.
161. სად დაფიქსირდა საქართველოში ნალექების ყველაზე დიდი
და მცირე რაოდენობა?
162. რაზეა დამოკიდებული ნალექების წლიური მსვლელობა და
რამდენი ტიპისაა ის?
დამოკიდებულია ადგილის კლიმატურ პირობებზე. გამოყოფენ ოთხ
ძირითად ტიპს: ეკვატორულს, ტროპიკულს, სუბტროპიკულსა და ზომიერი
განედის ტიპს.
163. რამდენი ტიპისაა ნალექების დღე-ღამური მსვლელობა?
2 კონტინენტური და ძღვიური.
164. რა არის ჰორიზონტალური ნალექები და რომლებია ისინი?
ნალექები, რომლებიც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე წარმოიქმნება,
მასზე არსებულ საგნებზე და მცენარეულ საფარზე, წყლის ორთქლის
კონდენსაციის ან სუბლიმაციის შედეგად. (ნამი, თრთვილი, ჭირხლი,
ლიპყინული).
165. დაახასიათე ლიპყინული
მკვრივი მინისებრი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება მცენარეებზე
,სადენებზე, საგნებზე, დედამიწის ზედაპირზე ნალექების ნაწილაკების
გაყინვის შედეგად იმ ზედაპირებთან შეხებისას, რომელთა ტემპერატურა
უარყოფითია.
166. როგორია ჟინჟღლი ნალექები და რომლებია ისინი?
ხასიათდება მცირე ინტენსივობით, მოსვლის მონოტონურობით
ინტენსივობის ცვლილების გარეშე. ისინია თქორი, გადამეტცივებული
თქორი და ყინულის მარცვლები.
167. როგორია ნიაღვრული ნალექები და რომლებია ისინი?
ხასიათდება მოსვლის ანაზდეული დაწყებითა და დასრულებით,
ინტენსივობის მკვეთრი ცვლილებით. ისინია თქეში, ბარდნა, თოვლის
ხორხოშელა, ყინულის ხორხოშელა და სეტყვა.
168. რა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები გვხვდება თბილ
პეროდში?
169. რომელი საუკუნიდან დაიწყო ამინდის წინასწარმეტყველება ?
მე-19 საუკუნიდან.
170. რამდენ ნაწილად იყოფა სინოპტიკური რუკა და რომლებია
ისნი ?
ყველა სინოპტიკური რუკა იყოფა ორ კლასად: ფაქტობრივი ამინდის
რუკები და პროგნოზული რუკები.
171. რას ნიშნავს ფაქსი ?
ფაქსი არის გემებისათვის ამინდის ინფორმაციის მიწოდების საშუალება.
172. ამინდის მიღების რამდენი მეთოდი არსებობს და რა მეთოდებს
მოიცავს ისინი ?
ამინდის მიღების ექვსი ზოგადი მეთოდი:
-SBB(single side band) მიმღები
-SSB გადამცემი
-სატელიტური ცხელი წერტილი
-შავი ყუთ სატელტური ამინდის მოწყობილობა
-სატელიტური ტელეფონი
-სატელიტური მაცნე
173. როგორი სინოპტიკური რუკები შეიზლება შედგეს და როგორი
შეიძლება იყოს ისინი ?
სინოპტიკური რუკები შესაძლებლია შედგეს როგორც დიდი ისე მცირე
ტერიტორებისთვის. ....
174. როდის დაარსდა ამინდის დაკვირვების პირველი ქსელი და
რისგან შედგება ის ?
1654 წელს დაარსდა ამინდის დაკვირვების პირველი ქსელი, რომელიც
შედგებოდა მეტეოროლოგიური სადგურებისგან.
175. რომელი წლიდან გამოიყენება ამინდის თანამგზავრები ?
1960 წლიდან.
176. სად წარმოიქმნება ტროპიკული ციკლონები ?
ტროპიკული ციკლონების ჩასახვა და განვითარება ხდება 5-20
გრადუსიან განედებზე, ეკვატორის ორივე მხარეს.
177. რა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენები გვხვდება ცივ
პერიოდში ?
178. რითი განსხვავდება ოკეანის დინებები ?
წარმოშობის, სიხშირის, სიღრმის და ტემპერატურის მიხედვით.
179. რა პერიოდულობით იყოფა ოკეანეებში დინებები ?
180. ჰორიზონტალური დინების რამდენი ტიპი არსებობს ?
2- ზედაპირული და ღრმა წყლის.
181. რას ეწოდება ნახევარ დღიური მიმოქცევა ?
მიმოქცევას, რომელიც განმეორდა 12 საათისა და 26 წუთის ინტერვალით
ეწოდება ნახევარდღიური მიმოქცევა.
182. რამდენია დასავლეთ ქარების სიგრძე და სიფართე ?
სიგრძე 30 000 კმ შეადგენს ხოლო სიფართე 1000კმ
183. რას ეწოდება მიმოქცევა და მოქცევა ?
მიმოქცევა - მზისა და მთვარის გრავიტაციული ზემოქმედებისაგან
აწეული წყლის მასის გადაადგილება დედამიწაზე.
მოქცევა - ზღვის წყლის აწევას და მის მოძრაობას სანაპიროსკენ.
184. რას ნიშნავს თერმოპლანის ცირკულაცია ?
185. რა ზეგავლენას ახდენს დინება ნავიგაციაზე?
გემი რომელიც მიცურავს დინების მიმართულებით უფრო სწრაფად
გადაადგილდება, ვიდრე მის საწინააღმდეგოდ.
186. რა ახდენს გახლენა დინების მიმართულებაზე ?
დინების მიმართულებაზე გავლენას ახდენს დედამიწის ბრუნვის ძალა,
რის გამოც დინებები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გადაიხრებიან
მარჯვნივ, სამხეთ ნაევარსფეროში მარცხნივ.
187. რომელი შკალით იზომება ქარის ძალა?
ბოფორტის შკალით.
188. რა არის მუსონური ქარები?
ქარები, რომლის მიმართულება იცვლება პერიოდულად ყოველ 6 თვეში.
189. საითკენ უბერავს მუსონური ქარები ზაფხულში?
ზღვიდან ხმელეთისაკენ.
190. საითკენ უბერავს მუსონური ქარები ზამთარში?
ხმელეთიდან ზღვისკენ.
191. რომელი ქარებია მუდმივი?
პასატები.
192. რომელი ქარებია პერიოდული?
მუსონური.
193. რა საშუალო სიჩქარითა (და ძალით) უბერავს პასატები?
6-8 მ/წმ (4 ბალი)
194. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონებს ინდოეთის ოკეანეში ?
ციკლონი.
195. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონებს წყნარ ოკეანეში ?
ტაიფუნი.
196. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონებს ატლანტიკის ოკეანეში ?
ურაგანი.
197. რა ეწოდება ტროპიკულ ციკლონებს ტიმორისა და არაფურის
ზღვებში?
ვილი-ვილი
198. რა სიჩქარეს აღწევს ქარის სიჩქარე ტროპიკული ციკლონის
მოქმედების ზონაში ?
30-50კმ/სთ
199. რა არის „ბრიზი“,“ბორა“, „ფენი“, „მისტრალი“ და „ სიროკი“.
ქარები.
200. რა მაქსიმალური სიმაღლე გააჩნია ცუნამის ტალღას?
50მ
201. რა მაქსიმალური სიმაღლე გააჩნია ქარის ტალღას?
20მ
202. რა ძალის დარტყმა მოდის გემის კორპუსის 1მ2 -ზე ტალღის
შეჯახების შედეგად?
38-40ტ.
203. რა დონეზე ამცირებს გემის სიჩქარეს 6-8 მ.-იანი ტალღები
გამოსახეთ %-ებში.
43-64%.
204. რა პარამეტრები გააჩნია დინებებს?
მიმართულება და სიჩქარე.
205. რა დანიშნულება გააჩნია სანაპირო ნავიგაციურ საშუალებებს.
გემის ადგილსამყოფელის განსაზღვრა.
206. რა არის ატმოსფერო?
ატმოსფერო რის აირების ფენა რომელიც დედამიწას აკრავს გარს.
207. რამდენი ფენისგან შედგება ატმოსფერო?
5
208. რისგან შედგება ატმოსფერო?
აზოტის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, წყლის ორთქლის, ინერტიული
აირების, მტვრისა და მიკროორგანიზმებისგან.
209. ატმოსფეროს ფენების შემადგენლობაში შედის.
ტროპოსფერო, სტრატოსფერო, მეზოსფერო, თერმოსფერო და
ეგზოსფერო.
210. რომელი ფენაა ატმოსფეროს, ყველაზე ახლოს დედამიწასთან?
ტროპოსფერო.
211. რამდენი პროცენტი უჭირავს აზოტს ატმოსფეროში?
78%
212. რამდენი პროცენტი უჭირავს ჟანგბადს ატმოსფეროში?
21%
213. რას განსაზღვრავს წყლის ორთქლი ატმოსფეროში?
ჰაერის ტენიანობას.
214. ატმოსფეროს რომელი ფენა ვრცელდება 8-10 კმ და 15 კმ-მდე?
ტროპოსფერო.
215. ატმოსფეროს, რომელ ფენაში მიმდინარეობს ყველა ფიზიკური
პროცესი და რომელ ფენაში ყალიბდება გარკვეული ხასიათის
ამინდი?
ტროპოსფეროში.
216. ატმოსფეროს რომელი ფენა ვრცელდება 10 დან 50 კმ დე?
სტრატოსფერო
217. რა არის ოზონი?
აირი, ჟანგბადის ალოტროპია ,რომელიც განსაზღვრავს დედამიწის
ატმოსფეროში მზის რადიაციის შთანთქმის ხასიათს.
218. როგორ წარმოიქმნება ოზონი ატმოსფეროში?
ჭექა-ქუხილით და წვიმით.
219. რა ეწოდება ატმოსფეროს იმ ფენას, რომელიც ვრცელდება 50-
60 დან 80-90 კმ-მდე?
მეზოსფერო.
220. რომელ სფეროში ფორმირდება ვერცხლისფერი ღრუბლები?
მეზოსფეროში.
221. რომელი ფენა წარმოადგენს ატმოსფეროს გარეგან გარს?
ეგზოსფერო.
222. რას ეწოდება ატმოსფეროს სითბური რეჟიმი?
ატმოსფეროში ტემპერატურის განაწილებას და მის ცვალებადობას
ატმოსფეროს სითბური რეჟიმი ეწოდება.
223. რა არის ადვექცია?
ჰაერის მასების ჰორიზონტალური გადაადგილება, რომლის დროსაც
იგიინარჩუნებს ტემპერატურას, სინოტივეს, სიმკვრივეს.
224. ჰაერის ტემპერატურის წრიული მსვლელობის რამდენ ტიპს
გამოყოფენ?
4 ტიპს.
225. ჰაერის ტემპერატურის წლიური მსვლელობის ტიპებია?
არქტიკული, პოლარული, ტროპიკული ეკვატორული ?
226. ფიზიკური-ქიმიურ მაჩვენებლებით რომელ დინებებს
განარჩევენ ?
თბილ, ცივ, მლაშე და გამტკნარებულ დინებებს.
227. რამ შეიძლება გამოიწვიოს სანაპირო ამაღლება ?
ქარებმა.
228. რამდენი ტიპის ჰორიზონტალური დინეაბა არსებობს ?
2, ზედაპირული და ღრმა წყლის.
229. რა არის ჰაერის ფართომასშტაბიანი ცირკულაციის
წარმოქმნის ძირითადი მიზეზი?
230. რის შედეგად წარმოიქმნება ღმა წყლის დინება ?
ის წარმოიქმნება ოკეანის წყლის სიმკვრივის ცვალებადობის შედეგად
დაკონტროლდება წყლის ტემპერატურისა და მარილის შემცველობით.
231. რა მიმართულებით მოძრაობს ამაღლებული დინება ?
ოკეანის სიღრმიდან ზედაპირისაკენ.
232. რომელ ოკეანეშია ლაბრადორის დინება ?
ატლანტის ოკეანეში.
233. რა ეწოდება დინებას რომელიც წარმოიქმნება დედამიწის,
მთვარისა და მზის ერთ ხაზზე დგომისას ?
სპრინგ თაიდი - Spring Tide.
234. რის გამო წარმოიქმნება Equinoctical Spring Tide (თანაბარი
გაზაფხულის მიმოქცევა)
235. რა არის ატმოსფერული ნალექები?
ღრუბლებიდან წყლის წვეთების ან ყინულის კრისტალების გამოყოფას,
რომლებიც დედამიწას ეცემა ატმოსფერულ ნალექებს უწოდდებენ.
236. როგორ იზომება ნალექები ?
ნალექების საზომით.
237. რა იზომება პლუვიოგრაფებით ?
ნალექების ინტენსივობა.
238. რა განაპირობებს უხვ ნალექებს?
შერეული ღრუბლები ანუ კრისტალების და გადაციებული წყლის
წვეთების არსებობა.
239. სად მოდის ატმოსფერული ნალექები ყველაზე დიდი
რაოდენობით?
240. რა არის წვიმა ?
241. რა არის ყინულოვანიწვიმა?
მყარი ნალექები, რომელიც მოდის ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის
დროს.
242. უპირატესად რომელ ფრონტს უკავშირებენ გადაუღებელ
ნალექებს?
თბილ ფრონტებს.
243. ატმოსფერული ნალექების ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის?
244. რა განსხვავებაა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ნალექებს
შორის?
ვერტიკალური - ატმოსფერული ნალექები, რომლებიც წარმოიქმნება
სხვადასხვა სიმაღლეზე და ღრუბლებიდანმოდის.
ჰორიზონტალური - ნალექები, რომლებიც უშუალოდ დედამიწის
ზედაპირზე წარმოიქმნება, მასზე არსებულ საგნებსა და მცენარეუ
საფარზე, წყლის ორთქლის კონდენსაციის ან სუბლიმაციის შედეგად.
245. ჩამოთვალეთ ნალექები რომლებიც დედამიწის ზედაპირზე ან
საგანზე წარმოიქმნება
ნამი და თრთვილი.
246. რა განსხვავებაა ნამსა და თრთვილს შორის?
ნამი - წყლის მცირე წვეთები, რომლებიც წარმოიქმნება დედამიწის
ზედაპირზე, მცენარეეებზე, საგნებზე, შენობების და ავტომანქანის
სახურავებზე ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსაციის
შედეგად.
თრთვილი - თეთრი კრისტალური ნალექი, რომელიც წარმოიქმნება
დედამიწის ზდაპირზე, მცენარეებზე, საგნებზე, შენობებისა და
ავტომანქანების სახურავებზე, თოვლის საფარზე ჰაერში არსებული
წყლის ორთქლის დესუბლიმაციის შედეგად.
247. რამდენ და რომელ სახეებად ჰყოფენ ატმოსფერულ ნალექებს
3 სახედ - მყარი, თხევადი და შერეული
248. რას მიეკუთნება თქეში,ბარდნა,თოვლის ხორხოშელა,ყინულის
ხორხოშელა,სეტყვა?
ნიაღვრულ ნალექებს.
249. რომელი ძალის მეშვეობით შეძლებენ ნალექები აღმავალი
დინების ძალის დაძლევას და სწრავად დაშვებას დაბლა მყარი ან
თხევადი ნალექების სახით?
250. რამდენი დღის შეიძლება იყოს მოკლევადიანი ამინდის
პროგნოზი?
1-3 დღის.
251. რა არის სინოპტიკური მეთოდი?
სინოპტიკური რუკის მიხედვით ამინდის წინასწარმეტყველების მეთოდი.
252. რა არის მოსალოდნელი თუ წნევა დილიდანვე
მცირდება,ხოლო ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა
ჩვეულებრივზე მეტად იზრდება,ამავე დროს ჰაერი იხუთება.
253.
ჩამოთვალეთ რამდენიმე ქარზე დამოკიდებული ნიშნები
254. რომელია ამინდის პროგნოზზე პასუხისმგებელი
ორგანიზაციები?
NWS ( National Weather Service) - ეროვნული ამინდის სამსახურის ფილიალი
NOAA (National Oceanic and Atmospheric Administration) - აშშ-ში
MCA (Maritime & Coastguard Agency) - ბრიტანეთში- მეტეოროლოგიური
ოფისის საზღვაო და სანაპირო დაცვის სააგენტო.
255. გემები რომლებიც მოძრაობენ ნაპირთან ახლოს როგორ
შეუძლიათ ხშირად მიიღონ ამინდის პროგნოზი?
256. სად წარმოიქმნებიან ტროპიკული ციკლონები?
5-20 გრადუსიან განედებზე, ეკვატორის ორივე მხარეს
257. ტროპიკული ციკლონების მოახლოების ნიშნებია?
258. რას ეწოდება ქარი?
ჰაერის მასების ჰორიზონტალურ გადაადგილებას ქარი ეწოდება.
259. როგორ წარმოიქმნება ქარი?
ატმოსფერული წნევის ცვლილებით.
260. რა არის ქარისთვის დამახასიათებელი?
ძალა, მიმართულება და სიჩქარე.
261. როგორ განისაზღვრება ქარის მიმართულება?
საიდანაც ქრის.
262. ჰაერის როგორ მოძრაობას ეწოდება ზაფხულის მუსონი?
პერიუდულ.
263. როგორ ქარს ეწოდება პასატი?
მუდმივი
264. რა არის პასატი?
მუდმივი ქარი, რომელიც ორივე ნახევარსფეროს ტროპიკული
სარტყლიდან ქრის ეკვატორის მიმართულებით.
265. რა არის ბრიზი?
ქარი, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში იცვლის მიმართულებას.
266. როგორ ქარს ეწოდება ბრიზი?
სუსტ ქარს,რომელიც დღე-ღამის განმავობაში იცვლის მიმართულებას.
267. რა არის ბორა, ფენი, მისტრალი?
ქარები.
268. რა წარმოქმნის ცუნამის ტალღას?
ცუნამის ტალღა შეიძლება წარმოიქმნას დედამიწის ქერქში მიმდინარე
დინამიკური პროცესების შედეგად მაგ: მიწისძვრისა ან წყალქვეშა
ვულკანების ამოფრქვევის შედეგად.
269. რას ეწოდება ზიბი?
270. რა მუდმივი პარამეტრები გააჩნია დინებას?
მიმართულება და სიჩქარე.
271. როგორ დინებას ეწოდება მუდმივი?
რომელიც არ იცვლის თავის მიმართლებას სეზონის ან მთელი წლის
განმავლობაში.
272. როგორ დინებას ეწოდება პერიოდული?
მეორდება დროის თანაბარ მონაკვეთში განსაზღვრული
თანმიმდევრობით.
273. რომელ დინებას ეწოდება დროებითი?
რომლებიც წარმოიქმნებიან გარე ძალების ზემოქმედებისაგან, პირველ
რიგში ქარისაგან.
274. რამდენ ჯგუფად შეიძლება დავყოთ ნავიგაციური საფრთხეები?
2 ჯგუფად- მუდმივი და დროებითი საფრთხეები.
275. როგორ არის მონიშნული ამინდის რუკაზე ცივი ფრონტი?
კონუსის ფორმით
276. როგორ არის მონიშნული ამინდის რუკაზე თბილი ფრონტი?
ცილინდრის ფორმით
277. როდის ჩდება ჩაკეტილი (ოკლუზიური) ფრონტი?
მაშინ, როდესაც ცივი ფრონტი ემთხვევა თბილ ფრონტს.
278. როდის იქმნება სტაციონარული ფრონტი?
ცივი ჰაერის მასისა და თბილი ჰაერის მასის ერთმანეთის
პარალელურად მცირე ჰორიზონტალური მოძრაობით.
279. როგორ არის აღნიშნული ამინდის რუკაზე მაღალი წნევის
ცენტრი?
H
280. როგორ არის აღნიშნული ამინდის რუკაზე დაბალი წნევის
ცენტრი?
L
281. რა არის ციკლონი?
დაბალი წნევის არე, სდაც ქარი ქრის საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით, პერიფერიიდან ხმელეთისაკენ.
282. რა არის ანტი-ციკლონი?
მაღალი წნევის არე, სადაც ქარი მოძრაობს საათის ისრის
მიმართულებით.
283. როგორ ქრის ქარი ციკლონში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში?
284. როგორ ქრის ქარი ციკლონში სამხრეთ ნახევარსფეროში?
285. როგორ ქრის ქარი ანტიციკლონში ჩრდილოეთ
ნახევარსფეროში?
286. როგორ ქრის ქარი ანტიციკლონში სამხრეთ ნახევარსფეროში?
287. რითი იზომება დინება?
მ/წმ ან კვანძებში.
288. რა არის ოკეანის დინებების მიზეზი?
მიმოქცევის აწევა და დაცემა, ქარი და თერმოჰალინის ცირკულაცია.
289. რას ეწოდება მიმოქცევა?
მზისა და მთვარის გრავიტაციული ძალების გამო ზღვის წყლის აწევას და
დაცემას მიმოქცევა ეწოდება.
290. რა არის მიმოქცევის დიაპაზონი?
291. რას ეწოდება აპოგეა?
მთვარესა და დედამიწას შორის ყველაზე შორი მანძილის პერიოდს
აპოგეა ეწოდება.
292. როგორ დინებას ეწოდება ცივი დინება?
დინება, რომელიც წარმოიქმნება მაღალ განედებში და მიედინება
ეკვატორისაკენ.
293. რა პერიოდში ჩნდება მიმოქცევა?
294. სად ვითარდება ანტიციკლონი?
ანტიციკლონი ყოველდღიურად ვითარდება ტროპოსფეროში.
295. საშუალოდ რამდენი კმ/სთ მოძრაობს ციკლონი?
30-50 კმ/სთ
296. სად ვითარდება ტროპიკული ციკლონი?
5-20 გრადუსიან განედებზე ეკვატორის ორივე მხარეს
297. როგორ ქრის ციკლონის ქარი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში?
298. სად მოძრაობს ციკლონი?
299. რა არის ციკლონისთვის დამახასიათებელი?
ციკლონს ახასიათებს ღრუბლიანობა და უხვი ნალექი.

5 ქულიანი
ატმოსფერო, მისი შემადგენლობა და ფიზიკური თავისებურებანი.
ჰაერის მასები.
მზის რადიაცია.
დედამიწის ზედაპირის და ჰაერის ტემპერატურის სითბური რეჟიმი.
აორთქლება და ტენიანობა ატმოსფეროში.
ღრუბლების დახასიათება შემადგენლობის მიხედვით.
ღრუბლების დახასიათება ფორმისა და სიმაღლებრივი გავრცელების
მიხედვით.
ნისლის წარმომშობი პირობების და კლასიფიკაციის დახასიათება.
ქარი, ქარის მსვლელობები და განაწილება.
ქარის სახეობების დახასიათება.
ციკლონები და ნატიციკლონები.
საოკეანო და საზღვაო დინებები.
საზღვაო მიმოქცევა.
ატმოსფერული ნალექები.
ამინდის პროგნოზის მომსახურება გემებისთვის.

You might also like