You are on page 1of 2

სოფიო სონღულაშვილი

1. რა არის კრატონი და როგორ წარმოიქმნება ის?


კრატონი ბერძნული სიტყვაა და სიმაგრეს ნიშნავს. კრატონი წარმოადგენს
კონტინენტური ქერქის, ლითოსფეროს ძველ, სტაბილურ ნაწილს. ისინი
უძველესი მაგმური ქანებისაგან შედგება. მათ აქვთ ქერქის სქელი ფენა და
აგრეთვე ლითოსფერული ფესვები, რომლებიც მანტიაში ასეულობით
კილომეტრითაა ჩასული. კრატონები გვხვდება ტექტონიკური ფილების
შიგნით. კრატონი აგებულია კონტინენტური ქერქით. შედგება ძველი
კრისტალური საძირკველისგან, რომელიც ხანდახან იფარება უფრო
ახალგაზრდა დანალექი ქანებით.
2. ოკეანურ და კონტინენტურ ქერქს შორის რომელია უფრო ძველი
(რომლის საშუალო ასაკია უფრო დიდი) ? რატომ?
ქერქი დედამიწის შედარებით თხელი გარეთა გარსია. ერთმანეთისგან
განასხვავებენ ოკეანურ და კონტინენტურ ქერქებს. ისინი ერთმანეთისგან
ძალიან განსხვავდება შედგენილობით, თვისებებითა თუ ასაკით. ოკეანური
ქერქის ამგები ქანები უფრო ახალგაზრდაა, დაახლოებით, არ აღემატება 180
მილიონ წელს. რაც შეეხება კონტინენტურ ქერქს. ის ბევრად უფრო ძველია,
ვიდრე ოკეანური ქერქი. მისი ასაკი 4 მილიარდზე მეტია.
3. რა არის ანტროპოცენი?
ანთროპოცენი წარმოადგენს ადამიანთა ეპოქას. ეს არის პერიოდი,
როდესად ადამიანის აქტივობა ცვლის და გავლენას ახდენს დედამიწის
გეოლოგიასა და ეკოსისტემაზე. ტერმინი ანთროპოცენი შემოღებული იქნა
პოლ კრუტზენის მიერ. ადამიანის კვალმა გარემოს ცვლილებებზე
იმოქმედა დაახლოებით 50000 წლის წინათ და ამ პერიოდში გადაშენდნენ
ისეთი სახის ცხოველები როგორებიცაა: მამონტი, ბეწვიანი მარტორქა და
მასტოდონი. გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ადამიანმა
დაახლოებით 13 000 წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები დიდი
ძუძუმწოვრები გაანადგურა.
4. რა პროცესები ხდება ტროპოსფეროში?
ატმოსფეროს ქვედა ნაწილს ტროპოსფერო წარმოადგენს. მისი საშუალო
სიმაღლე 12 კილომეტრია დაახლოებით, ხოლო სისქე ცვალებადია. მასში
ატმოსფეროს აირების 80%-ია თავმოყრილი. ტროპოსფეროში ჰაერის დიდი
მასების გადაადგილება და შერევა ხდება. ტროპოსფეროშია თავმოყრილი
ატმოსფეროს წყლის ორთქლი. აქ ხდება ისეთი პროცესები როგორებიაა:
რრუბლების წარმოქმნა, მოდის თოვლი და წვიმა, აქ ხდება ჭექა-ქუხილი,
აგრეთვე ყალიბდება ამინდი და კლიმატი.
5. რა არის სუპერკონტინენტი და რომელი სუპერკონტინენტები წარმოიქმნა
პროტეროზოულში?
სუპერკონტინენტი არის კონტინენტი, რომელიც შეიცავს დიდ ნაწილს
დედამიწის კონტინენტური ქერქისა. პროტეროზოულ ეონში ხდებოდა
კონტინენტების მასობრივად წარმოქმნა, იგივე სუპერკონტინენტური
ციკლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სუპერკონტინენტი, რომელიც
პროტეროზოულში წარმოიქმნა არის კოლუმბია, რომელიც წარმოიქმნა
1.800 მილიონი წლის წინ. იგი დომინირებდა ადრე და შუა
პროტეროზოულში. გვიან პროტეროზოულში კი დომინირებდა
სუპერკონტინენტი როდინია(1000-750 მლნ წელი).

You might also like