You are on page 1of 4

მცენარეებზე, ცხოველებზე,

ფრინველებზე მოქმედი დედამიწის


მაგნიტური ველი.

თანამედროვე მეცნიერების შეხედულების თანახმად, დედამიწის მაგნეტიზმის


წარმოშობის მიზეზი, დედამიწის ბირთვში მიმდინარე პროცესებია. დედამიწის ბირთვი
გამდნარი რკინაა, რომელიც დედამიწის მაგნიტურ ველს ქმნის. ეს ველი პლანეტას იცავს
კოსმოსური რადიაციისგან და მზიური ქარებისგან, თუმცა ხდება მისი მაგნიტური ველის
პოლუსების დრეიფიც, ანუ მისი გეოგრაფიულ პოლუსებთან გადანაცვლება , რაც დედამიწის
მაგნიტურ ველს ასუსტებს.

აღმოჩნდა რომ მაგნიტურ ველზე რეაგირებს, ძუძუმწოვარ ცხოველთა ყველა ორგანო


და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე მეტად მარეგულირებელი ფუნქციების შემსრულებელი
სისტემებია: ნერვოლოგიური, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი; განსაკუთრებით
მგრძნობიარეა ემბრიონული ქსოვილები და ზრდასრული ცხოველების მოქმედი
ორგანოები.აგრეთვე, ძლიერი მაგნიტური ველი აფერხებს მცენარის ფესვთა ზრდას,
ამცირებს ინტენსიურობას, ცვლის ჟანგვით პროცესებს.
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გალიაში
მცხოვრები პატარა ჩიტი შემოდგომით, ემორჩილებოდა ინსტიქტს და ცდილობდა
სამხრეთისკენ გაფრენილიყო.ყველაზე გასაკვირი, კი ის იყო, რომ სრულიად დახურულ
ოტახში, რაიმე ორიენტირების გარეშე, ჩიტი სწორედ სამხრეთის მიმართულებით
ცდილობდა გალიიდან გამოღწევას. ვოლფგანგ ვიჩკომ, მაშინდელმა გოეთეს ინსტიტუტის
სტუდენტმა, გადაწყვიტა შეემოწმებინა ხომ არ სარგებლობდა ამ დროს ჩიტი რაიმე შინაგანი
კომპასით. მან გალიას დენგამტარი სადენები შემოახვია და მასში დენი გაატარა. ვილჩკომ
ჩიტის მოტყუება შეძლო დენის წყაროს პოლუსებზე მიერთების ცვლილებით, ჩიტი ხან ერთ
მხარეს გრძნობდა სამხრეთს, ხან მეორე მხარეს. ეს ამტკიცებს იმას,რომ ჩიტები გრძნობენ
დედამიწის მაგნიტურ ველს და იყენებენ ცხოვრებაშიც. დროთა განმავლობაში, ცხოველების
მაგნიტური გრძნობის დამადასტურებელი მონაცემები საკმაო რაოდენობიტ დაგროვდა.
მაგნიტური ველის მიმართ მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ სიცოცხლის ლამის ყველა ფორმები:
ბაქტერიები, ბუზები, ზვიგენები, კალმახები, გადამფრენი ფრინველები, უპირველეს
ყოვლისა, კი მტრედები . ცხოველები, როგორც ჩანს, თავანთი შინაგანი კომპასიტ არა მარტო
მაგნიტური ველის პოლუსებს, არამედ მის დახრილობასა და ინტენსივობასაც კი გრძნობენ.

ოთხმოციან წლებში აღმოაჩინეს ბაქტერიები უჯრედებში , რკინის ოქსიდის,


მაგნეტიტის პატარა კრისტალებით, 50 ნანომეტრისა. ბაქტერიები არა სამხრეთით ან
ჩღდილოეთით სამოგზაუროთ, არამედ ფსკერის მოსაძებნად იყენებდნენ, სადაც საკვების
დიდი რაოდენობაა. თავიანთი მაგნიტური კრისტალების საშუალებით ბაქტერიები
მაგნიტური ველის ძალწირებს ფსკერისკენ მიჰყვებოდნენ. ბაქტერიებში, მაგნიტოტაქსიზის
ეს მოვლენა, ალბათ ერტადერთია რომლის მექანიზმზეც მეცნიერებს განსხვავებული აზრი
არ გააჩნიათ.

ადამიანის სხეულს აქვს უნარი, იგრძნოს მაგნიტური ველი, რომელიც ადამიანმა


მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან მიიღო- ამბობენ მეცნიერები. აღნიშნულ უნარს
ნავიგაციისათვის, მტრედებიტ დაწყებული, კუებით დამთავრებული, უამრავი ცხოველი
იყენებს. დაფიქსირებული ისიც, რომ რქოსანი პირუტყვი მინდორში ყოფნისას მაგნიტური
ველის მიმართულებით სწორდება. მსგავსი რამ შემჩნეულია ძაღლებშიც. ამ უნარის უკან
მდგომ მექანიზმებზე დებატები მუდმივად მიმდინარეობს,თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი
იყო, გვაქვს თუ არა ადამიანებს მაგნიტური ველის აღქმის უნარი. ახლა კი მეცნიერები
ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მაგნიტორეცეფციის მექანიზმები
შესაძლოა ჩვენშიც არსებობდეს. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ალუმინის
ფირფიტებისგან დამზადებული ოთხკუთხოვანი გალია ააგეს, რომელიც გარეშე
ელექტრომაგნიტურ ტალღებს აღშობდა. კედლებში ასევე ჩაშენებული იყო სპეციალური
სადენები, რითაც გალიაში ხელოვნური მაგნიტური ველი იქმნებოდა, რომელიც სიძლიერით
დედამიწის მაგნიტური ველის ველის მსგავსი იყო. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანები
ჩაბნელებულ გალიაში არსებულ ხის სკამზე სხდებოდნენ, სახით ჩრდილოეთისაკენ.
პარალელურად კი მეცნიერები ელექტროენცეფალოგრამით მათი ტვინის აქტივობას
იწერდნენ. მეცნიერები ექსპერიმენტების ნაწილში გალიაში მაგნიტურ ველებს მხოლოდ
ერთი მიმართულებით წარმოქმნიდნენ, ნაწილში კი ისინი მბრუნავ მაგნიტურ ველს
ქმნიდნენ, ხოლო ერთ შემთხვევაში მაგნიტური ველების წარმოქმნა საერთოდ არ ხდებოდა,
რა დროსაც ექსპერიმენტის მონაწილეები დედამიწის ბუნებრივი მაგნიტური ველის
ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. რაც მთავარია მონაწილეებმა არ იცოდნენ, თუ რომელი
ტიპის ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მათი გალიაში ყოფნისას. 34 ზრდასრულ ადამიანზე
დაკვირვების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაგნიტური ველის ცვლილებისას ზოგჯერ ტვინში
ალფა ტალღები ითრგუნებოდა. ეს ცვლილება მაშინ ფიქსირდებოდა, როდესაც
ჩრდილოეთისკენ მიმართული მაგნიტური ველის ზემოთ და ქვემოთ გადაადგილება
ხდებოდა. ასევე იმ შემთხვევაში, როცა ჩრდილოეთის მიმართულებით დახრილი
მაგნიტური ველი საათის საწინააღმდეგო მიმართულებით ბრუნდებოდა. ექსპერიმენტის
ავტორის, კირსჩვიმკის თქმით, ელექტროენცეფალოგრამით დაფიქსირებული ცვლილება
მაგნიტური ველის სწრაფი ცვლილების მიერ ტვინში გამოწვეული საპასუხო რეაქციაა. ანუ
ადამიანის ტვინი მაგნიტურ ველებს გარკვეულწილად აღიქვამს.

ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი ნამარხი ხის რგოლებში დედამიწის მაგნიტური ველის


რევერსიის (შემობრუნება) ეპოქა იკითხება. შიშველთესლოვანი მცენარის, არაუკარიას
ნათესავი ხე, ანუ მაორის ენაზე- კაური, ჩრდილოეთ კუნძულზე ამოთხარეს, როდესაც
იქაური გეოთერმული ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყეს. ხე 8 მეტრის სიღრმიდან
ამიღეს, მისი დიამეტრი 3 მეტრია, სიგრძე-20 მეტრი. ნახშირბადის მეთოდით მისი ასაკი 1500
წელია, და ის სადღაც 41-43 ათასი წლის წინათ ხარობდა. კაურის ის სიცოცხლე იმ ეპოქას
დაემთხვა, როდესაც დედამიწის მაგნიტური ველი თითქმის მთლიანად მობრუნდა- სამხრეთ
პოლუსი არქტიკას მიუახლოვდა და ჩრდილოეთ პოლუსი- ანტარქტიკას, შემდეგ კი- უკან
დაბრუნდა. ფაქტია, რომ ეს ხე მაგნიტური ველის რევერსს გადაურჩა და 1500-ზე მეტი წლის
განმავლობაში ხარობდა. უკვე დიდი ხანია, მეცნიერები ხის წლიური რგოლების
სტრუქტურის მიხედვით კლიმატის ისტორიას სწავლობენ.

უზარმაზარი მცენარე სახელწოდებით- ‘trudy’ ყვავილობის დროს მთლიანად


გადაიშალა კალიფორნიის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბარში, 2009 წლის ივნისში.
მცენარეების მიერ მაგნიტური ველის წარმოქმნის ძიება შეიძლება ჟღერდეს ისევე
სულელურად, როგორც ტელეკინეზის, ან ექსტრასენსორული აღქმის არსებობის შესახებ
მტკიცების მცდელობა. თუმცა, ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ფიზიკოსები
სერიოზულ სამუშაოებს აწარმოებენ მცენარეში ბიომაგნეტიზმის აღმოსაჩენად. ამისათვის კი
იყენებენ რამდენიმე ველაზე მგრძნობიარე მაგნიტურ დეტექტორს. ადდგილობრივი გარემო
პირობების გამო ექსპერიმენტი ვერ დასრულდა, თუმცა მათ დაადგინეს, რომ მცენარე
წარმოქმნიდ ჩვენს გარემოში არსებული დედამიწის მაგნიტური ველის არაუმეტე
მემიმიონედი სიძლიერის მქონდე ველს.

You might also like