You are on page 1of 10

დედამიწა სხვა ციურ სხეულთა შორის

დედამიწა ციური სხეულია, კერძოდ ის მიეკუთვნება პლანეტებს. დედამიწას, როგორც


პლანეტას სხვა ციურ სხეულებთან (ვარსკვლავები, პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები, და
სხვ.) ერთად შეისწავლის ასტრონომია (ბერძნ.  „ასტრონ“ - მნათობი, „ნომოს“ - კანონი),
რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგს მიეკუთვნება. ფიზიკური გეოგრაფიის,
კვლევის სფეროს ციური სხეულები ცხადია არ წარმოადგენენ, მაგრამ დედამიწა, როგორც
კოსმოსის ნაწილი განიცდის სხვა ციური სხეულების გავლენას და ზოგადად კოსმოსში
მიმდინარე ცვლილებები „გეოგრაფიულ გარსზეც“ – (ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის
კვლევის ობიექტი) აირეკლება. ამიტომ აუცილებელია დედამიწის და სხვა ციური
სხეულების შესახებ გარკვეული ცოდნა, იმისთვის, რომ გეოგრაფიულ გარსში მიმდინარე
ფიზიკური პროცესები და მოვლენები სწორად ავხსნათ.
ციურ სხეულებს მიეკუთვნებიან: ვარსკვლავები, პლანეტები, პლანეტების თანამგზავრები,
ასტეროიდები, კომეტები, მეტეორიტები, ნისლოვანებანი. ციური სხეულები კანონზომიერად
არინ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ქმნიან ერთ მთლიან სისტემას რომელსაც
მზის სისტემას უწოდებენ.
მზის სისტემაში ცენტრალურ და მთავარ ადგილს იკავებს ვარსკვლავი მზე, მზის სისტემის
მთლიანი მასის 99% -ზე მეტი მოდის ამ კონკრეტულ ვარსკვლავზე. მზის სისტემის
დიამეტრი დაახლოებით 12 000 მილიარდი კმ-ს ტოლია. მაგრამ თუ მხედეველობაში
კომეტების ორბიტებსაც მივიღებთ, მაშინ მზის სისტემის დიამეტრი ათასჯერ უფრო მეტი
აღმოჩნდება.

ვარსკვალვი არის გავარვარებული თვითმნათი უზარმაზარი სფერო, რომელიც აირებისგან


შედგება, ისინი გამოსცემენ სითბოს და სინათლეს. ისინი განუწყვეტლივ მოძრაობენ
სხვადასხვა სიჩქარით (ათეული და ასეული კმ/წმ-ში სიჩქარით). ვარსკვლავები
განსხვავდებიან მოცულობით, მასით, სიმკვრივით, სიკაშკაშით, ნათებით, ტემპერატურით,
ქიმიური შედგენილობით.
ყველაზე დიდ ვარსკვლავებს „წითელ გიგანტებს“ , უწოდებენ ისინი მზეზე რამდენიმე
მილიარდით მეტია. მცირე მოცულობის ვარსკვლავებს „თეთრ ჯუჯებს“, ისინი მზეზე ბევრად
მცირენი არიან.
სიკაშკაშე ვასკვლავთა შესამჩნევი ანუ ხილული სხივოსნობაა.
ნათება ვარსკვლავის გამოსხივების სიმძლავრეა.
სიკაშკაშე და ნათება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვარსკვლავს შეიძლება ჰქონდეს დიდი
ნათება, მაგრამ სიშორის (დედამიწიდან ვარსკვლავამდე დიდი მანძილით დაშორება) გამო
სიკაშკაშე მცირედ გამოვლინდეს.
ასტრონომიაში გამოიყენება ტემპერატურის საზომი ერთეული კელვინი (ინგლისელი
ფიზიკოსის უილიამ ტომსონის, შემდგომში ლორდ კელვინის პატივსაცემად) კელვინი K ,
ტემპერატურის საზომი ერთეული გამოიყენება ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. სკალა

1
იწყება აბსოლუტური ნულით (-2730 C, რაც K - ით = 00),_ ყველაზე ცხელი ვარსკვლავის
ტემპერატურა 20 0000 K-ზე მეტია. ყველაზე ცივის დაახლოებით 30000 K - ია.
ვარსკვლავთა კლასიფიკაცია. ჰარვარდის (აშშ) ობსერვატორიაში შეიმუშავეს ვარსკვლავთა
კლასიფიკაცია გამოსხივების სპექტრის გათვალისწინებით. გამოყვეს 7 ძირითადი ჯგუფი
(აღინიშნება ლათინური ასოებით), თითოეული ძირითდი ჯგუფი დაყოფილია 10
ქვეჯგუფად, რომლებიც აღნიშნულია 0-დან 9-მდე ციფრებით). თითოეული ჯგუფის
ვარსკვლავი განსხვავდება ფოტოსფეროს (მზის ხილული ნაწილი, რასაც ჩვენ ვხედავთ)
გარკვეული ფერით და ტემპერატურით.
0
O - ცისფერი t = 35 0000
0
B - მოცისფრო-თეთრი t = 25 0000
0
C - თეთრი t = 10 0000
0
F - მოყვითალო t = 7 5000
0
G - ყვითელი t = 6 0000
0
K - ნარინჯისფერი t = 4 0000
0
M - წითელი t = 3 0000
მზე ამ კლასიფიკაციის მიხედვით G - ყვითელი ვარსკვლავების ჯგუფს არის
მიკუთვნებული. მზე წარმოადგენს გავარვარებული გაზების უზარმაზარ სფეროსმაგვარ
თვითმნათ დაგროვებას.
მზის აგებულება: ცენტრში მზის ბირთვი მდებარეობს. ფოტოსფერო - მზის ხილული
ზედაპირია, რომელიც გამოსხივების მთავარი წყაროა, მზეს გარს აკრავს მზის გვირგვინი
(კორონა), რომელსაც ძალზე მაღალი ტემპერატურა გააჩნია, ის უკიდურესად
გაიშვიათებულია, ამიტომ შეუიარაღებელი თვალით ჩანს მხოლოდ მზის სრული
დაბნელებისას.
მზის მოცულობა 1300 ათასჯერ მეტია დედამიწის მოცულობაზე, მასა 332 ათასჯერ
აღემატება დედამიწის მასას. მზის დიამეტრი 1, 4 მლნ კმ-ია. მზის საშუალო სიმკვრივე 1, 4
გრ/მ3 (4 ჯერ ნაკლებია დედამიწის საშუალო სიმკვრივეზე). მზის სიმკვრივე ყველაზე მაღალი
მის ცენტრალურ ნაწილშია, თუმცა ის მაინც გაზისებრ მდგომარეობაში იმყოფება, მაღლი
ტემპერატურის გამო, რომელიც აქ 20 მილიონ გრადუსს აღწევს. ასეთი მაღალი
ტემპერატურის არსებობას აქ ხელს უწყობს თერმობირთვული რეაქციები - წყალბადის
ჰელიუმად გარდაქმნა, რასაც თან სდევს ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყოფა. მზის
ზედაპირზე (ფოტოსფერო) ტემპერატურა ბევრად დაბალია და დაახლოებით 60000 შეადგენს.
მზიდან დედამიწამდე საშუალო დაშორება 149,5 მლნ. კმ-ია. მაქსიმალური დაშორება 152
მლნ. კმ-ია, ამ დაშორებას მოიხსენიებენ როგორც - აფელიუმი, მინიმალური დაშორება 147
მლნ. კმ - პერიჰელიუმი.

2
პლანეტები ცივი სფეროსმაგვარი ციური სხეულებია, რომლებიც ბრუნავენ ვარსკვლავის
გარშემო და ნათდებიან თავიანთი ზედაპირიდან არეკლილი ამ ვარსკვლავის სინათლით.
მცირე ზომის პლანეტებს, რომლებიც დიდი პლანეტების გარშემო ბრუნავენ თანამგზავრებს
უწოდებენ. მზის სისტემაში 8 პლანეტაა (პლუტონი მე-9 პლანეტა, 2006 წლიდან ჯუჯა
პლანეტად იქნა აღიარებული საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის მიერ). პლანეტები
მზიდან ასეთი თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი,
იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი.

• ორბიტა - შეკრული მრუდი ხაზია, რომელსაც შემოსწერს პლანეტა მზის გარშემო


მოძრაობის დროს.
• ექსცენტრისიტეტი - ორბიტის წრიული ფორმიდან გადახრის ხარისხი.
152-147 5
-------- = --- = 0,017
152+147 299
• ეკლიპტიკა - სიბრტყე, რომელიც თანხვდება დედამიწის ორბიტის სიბრტყეს.

• პარაბოლური სიჩქარე - სიჩქარე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ნებისმიერ


სხეულს, რათა მან დასძლევს რა პლანეტის მიზიდულობას, შესძლოს პლანეტის (ან
ვარსკვლავის) მიტოვება.

მზის სისტემის მნიშვნელოვანი თავისებურებებია:


 ყველა პლანეტა ბრუნავს მზის გარშემო.
 ყველა პლანეტა ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
 ყველა პლანეტა გარდა (ვენერასი და ურანისა) და მათი თანამგზავრების უმეტესობა
ბრუნავენ აგრეთვე თავიანთი ღერძის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით.
 ყველა პლანეტის ორბიტი მდებარეობს თითქმის ერთ სიბრტყეში, გამონაკლისს
წარმოადგენს მერკური, რომლის ორბიტის დახრილობა აღწევს 7°.
 მზის სისტემის პლანეტები იყოფიან 2 ჯგუფად შიდა გარე პლანეტებად.
შიდა პლანეტები: მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი. მათ ახასიათებთ:
 მცირე ზომა, მაღალი საშუალო სიმკვრივე, ღერძის გარშემო ნელი მოძრაობა,
თანამგზავრების მცირე რაოდენობა (ან მათი არარსებობა).
გარე პლანეტები: იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი. მათ ახასიათებთ:

3
 დიდი ზომა, მცირე საშ. სიმკვრივე, ღერძის გარშემო სწრაფი მოძრაობა,
თანმგზავრების სიმრავლე.
ასტეროიდები (ასტერ- ბერძ.ვარსკვლავი, ოიდოს -მსგავსი) მყარი ნივთიერების უფორმო
დაკუთხული ლოდებია, ისინი ბრუნავენ მზის გარშემო პლანეტების მსგავსად, მაგრამ უფრო
წაგრძელებულ ორბიტებზე. მათი დახრის კუთხე ეკლიპტიკის სიბრტყისადმი უფრო დიდია.
ყველაზე მსხვილი ასტეროიდებია ცერერა (საერთშორისო ასტრონომიული კავშირის (IAU)
გადაწყვეტილებით 2006 წლიდან ცერერა ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტად ითვლება,
პალადა, ვესტა და იუნონა. პლანეტების მსგავსად ასტეროიდებიც პლანეტების მსგავსად მზის
გარშემო ბრუნავენ, მათი მზის გარშემო ბრუნვის პერიოდი 3-დან 7 წელიწადს შეადგენს.
მზესთან ყველაზე მახლობელი ასტეროიდი მზეს გარს უვლის ერთი წლის განმავლობაში.
ყველაზე შორს მდებარე ასტეროიდი კი 14 წლის განმავლობაში.
ასტეროიდები, ანუ მცირე პლანეტები, მეტეორებზე გაცილებით უფრო დიდი ზომის
ციური სხეულებია, ამიტომ მათთან შეჯახება დედამიწისათვის გაცილებით უფრო საშიშია.
მსგავსი კატასტროფა გამოიწვევს არა მხოლოდ რამოდენიმე ასეული კილომეტრის რადიუსში
ნგრევას, არამედ ამ დროს ატმოსფეროს ზედა ფენებში დიდი რაოდენობით გაჩნდება მტვერი,
რომელიც ხელს შეუშლის მზის სინათლის დედამიწის ზედაპირამდე მოღწევას.
შესაძლებელია დაიწყოს ახალი გამყინვარება. ამდენად, აშკარაა ის საფრთხე, რომელიც
დედამიწას ასტეროიდთან შეჯახების შემთხვევაში ემუქრება.
ასტეროიდული სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორის მდებარეობს.
კომეტები (ბერძნ. „კომეტეს“ - გრძელთმიანი), კომეტას გააჩნია ბირთვი, რომელიც
წარმოადგენს მყარ ლოდს რამდენიმე კილომეტრი დიამეტრით, თავი და კუდი შედგება
გაზისგან. ისინი იმდენად არიან გაიშვიათებულნი, რომ კომეტებს ამის გამო ზოგჯერ
„ხილულ არარაობასაც“ კი უწოდებენ. კომეტების კუდის სიგრძე ზოგჯერ 900 მილიონ კმ-ს
აღწევს. კომეტები ცივი ციური სხეულებია, ისინი მზესთან მიახლოებისას განათების
შედეგად ხილულნი ხდებიან, ე.ი. ანათებენ თავიანთ ზედაპირიდან არეკლილი მზის
სინათლით, თუმცა შემდეგში მზით გათბობის შედეგად ასხივებენ საკუთრ სინათლესაც.
კომეტების კუდი მუდამ მიმართულია კომეტიდან მზის საპირისპირო მხარეს, რაც
გამოწვეულია მზის სხივების სინათლითი წნევის მოქმედებით. მზის გარშემო ზოგი კომეტა
საათის ისრის საწინააღმდეგო, ზოგი კი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს. კომეტა ენკე
მზის გარშემო 3 წელი მოძრაობს, კომეტა ჰალეი - 80 წელი, დელავანა - 24 მილიონი წელი.

ზოგი კომეტის ორბიტა მეტად წაგრძელებულ ელიფსს წარმოადგენს, რომლის ირგვლივ


შემოვლას რამდენიმე ათას წელს ანდომებს. კოსმოსში მიმდინარე სხვადასხვაგვარ
აშლილობათა ზეგავლენით ასეთი ელიფსი შეიძლება გადაიქცეს გაშლილ მრუდად -
პარაბოლად (შეუერთებელი მრუდი, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის
დაშორებული მოცემული წერტილიდან) ან ჰიპერბოლად (ღია ჩაუკეტავი მრუდი), რის

4
შემდეგაც კომეტა სამუდამოდ გავა მზის სისტემიდან. ზოგი კომეტა მცირე ელიფსზე
მოძრაობს, რომლის შემოვლას სჭირდება 3 წლიდან (ენკეს კომეტა), 80 წლამდე (ჰალეის
კომეტა).
მეტეორიტები ქვის ან რკინის სხეულებია. მათი დიამეტრი რამდენიმე მმ ან რამდენიმე
მეტრია. წონა - გრამის მეათასედი ნაწილი ან რამდენიმე ათეული ტონა.
პერიოდულად ხდება დედამიწისა და მეტეორული ნაკადების ტრაექტორიების გადაკვეთა
და ამ დროს დედამიწის ზედაპირზე დაიკვირვება ე. წ. „მეტეორების წვიმა“, ატმოსფეროში
მოხვედრისას მეტეორიტი აალდება, მათ შორის ყველაზე დიდი ვერ ასწრებს დაწვას და
დედამიწაზე ვარდება. მეტეორიტი ატმოსფეროში შესვლისას განიხილება, როგორც მეტეორი,
ხოლო დედამიწის ზედაპირზე დაცემისას მეტეორიტი. ხალხი მეტეორებს „მოწყვეტილ
ვარსკვლავს“ უწოდებს.

მსხვილი მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილას ჩნდება ე.წ. კრატერი. დედამიწის


ზედაპირზე აღმოჩენილია მეტეორული კრატერების მსგავსი წარმონაქმნები, რომლებიც
შორეულ წარსულში დიდი მეტეორის დაცემის კვალი უნდა იყოს.
ყველაზე დიდი კრატერი დედამიწაზე სავარაუდოდ არის დიამეტრით 500 კმ
(ანტარქტიდა), ხოლო ყველაზე ცნობილი კრატერი არის დიამეტრით 1200 მეტრი და
სიღრმით 180 მეტრი (არიზონა).
არიზონას კრატერი, მდებარეობს დიაბლოს კანიონთან (ეშმაკის კანიონი), არიზონას
შტატში (აშშ). დიამეტრი - 1220 მ, სიღრმე - 184 მ, სიმაღლე - 50 მ. სავარაუდოდ წარმოიქმნა 50
000 წლის წინ, 61-79 მ ზომის მეტეორიტისგან, რომლის წონა 2 მილიონ ტონას აღწევდა. მისი
აფეთქების სიმძლავრე კი 2 მეგატონის ტოლი იყო.
ტუნგუსკის მეტეორიტი (ტუნგუსკის ფენომენი), ჩამოვარდა 1908 წ. 17 ივნისს, მდინარე
პოდკამენნაია ტუნგუსკის აუზში (მდ. ენისეის მარჯვენა შენაკადი), რუსეთის ტერიტორიაზე.
აფეთქების სიმძლავრემ შეადგინა 10-40 მეგატონა (მილიონი ტონა), რომელიც დიდი
ზომის წყალბადის ბომბის ტოლფასი იყო. ცეცხლოვანი სფერო 7-10 კმ-ს სიმაღლეზე ტაიგის
დაუსახლებელ ტერიტორიაზე აფეთქდა. აფეთქების ტალღა დაფიქსირდა ობსერვატორიების
მიერ. აფეთქების შედეგად, ხეები დაეცა 2000 კვ. კმ-ზე მეტ ფართობზე, რამოდენიმე დღის
განმავლობაში ატლანტის ოკეანიდან ცენტრალურ ციმბირამდე შეიმჩნეოდა ცის ინტენსიური
ნათება და ღრუბლების მბზინვარება. აღმოჩენილ იქნა სილიკატების და მაგნეტიტის
მიკროსკოპული სფეროსმაგვარი წარმონაქმნები. აგრეთვე სხვადასხვა ელემენტების
ნაწილაკები, რაც ადასტურებდა მათ კოსმოსურ წარმოშობას.
ვარაუდობენ, რომ მეტეორული ნივთიერება წარმოიშვა მზის სისტემაში პლანეტების
წარმოშობასთან ერთად, როგორც პლანეტების ერთგვარი დამატებითი პროდუქტი ან, უფრო
გვიან ერთი ან რამდენიმე არამდგრადი პლანეტის დამსხვრევის შედეგად. მეტეორიტების
შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, რომლებითაც აგებულია დედამიწა (ალუმინი,

5
რკინა, მაგნიუმი, ნიკელი, ჟანგბადი, გოგირდი და სხვ.), მაგრამ არის აგრეთვე მრავალი
დედამიწისთვის უცნობი მინერალები.
ნისლოვანებანი კოსმოსური მტვრის და ვარსკვლავთშორისი გაზის ღრუბელთა
უზარმაზარ და ძლიერ გაიშვიათებულ გროვებს წარმოადგენენ, ეს გროვები ცივი არიან და
ნათდებიან მხოლოდ რომელიმე მეზობლად მდებარე გიგანტური ვარსკვლავის სინათლით.
მტვრის ნაწილაკები სინათლეს არეკლავენ, გაზის ნაწილაკები ახდენენ ფლუორესცირებას
(რაიმე სხეულის ცივი ნათება, გამოწვეული ელექტრული ან ქიმიური პროცესებით).
ვარსკვლავთშორისი გაზის საერთო მასა მილიარდჯერ აღემატება მზის მასას.
გალაქტიკა. ციური სხეულები კოსმოსში ქმნიან მთელ რიგ სისტემებს. კოსმოსი არის
რეალური მატერიალური სამყარო, ის მუდმივია დროში და უსასრულო სივრცეში, მატერია ამ
სამყაროში თავმოყრილია ვარსკვლავებში, პლანეტებში, ასტეროიდებში, კომეტებში და სხვა
ციურ სხეულებში. ციური სხეულები ქმნიან გარკვეულ სისტემებს, რომლებიც შემდეგ სხვა
უფრო რთულ სისტემაში ერთიანდება, ეს რთული სისტემები კიდევ უფრო რთულ და უფრო
დიდ სისტემებშია გაერთიანებული და ა, შ, მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ
დედამიწა, რომელიც თავის ერთადერთ თანამგზავრთან ერთად ქმნის გარკვეულ სისტემას
(ასევე სხვა პლანეტებიც თავიანთ თანამგზავრებთან) ეს სისტემა ერთიანდება და შედის
უფრო რთულ სისტემაში - მზის სისტემაში, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს გალაქტიკის
ნაწილს, გალაქტიკა კი შედის სხვა გალაქტიკის დაგროვებაში.
გალაქტიკა (galaktikos ბერძნ. რძიანი). ვარსკვლავების ერთიან სისტემას, რომელშიც
მილიარდობით ვარსკვლავია გალაქტიკა ეწოდება. თითოეული გალაქტიკა შეიცავს 1
მილიარდიდან 100 მილიარდამდე და მეტ ვარსკვლავს. გალაქტიკაში ვარსკვლავები
თანაბრად არ არიან განლაგებულნი, ისინი თავიანთი ფიზიკური თავისებურებების
მიხედვით სხვადასხვა ფორმის და სიდიდის ვარსკვლავთა გროვებს ქმნიან. რომლებიც
განსხვავდებიან თავიანთი მოძრაობით, ასაკით, გალაქტიკის ეკვატორის მიმართ
მდებარეობით, გალაქტიკაში ვარსკვლავთა უამრავი სისტემებია.
გარეგნული ფორმის მიხედვით განარჩევენ გალაქტიკების შემდეგ ტიპებს:
ელიპტიკური ანუ ელიფსის ფორმის (მთელი აღმოჩენილი გალაქტიკების 25%).
სპირალური ყველაზე მრავალრიცხოვანია (50%), მას ორხმრივ ამოზნექილი
ლინზისმაგვარი ფორმა აქვს, საიდანაც ორი ან ერთი მიმართულებით განშტოებული
სპირალისებური ტოტია აღმართული. მას მიეკუთვნება „ჩვენი გალაქტიკა“ და ანდრომედას
ნისლეულის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკა.
უსწორმასწორო ანუ არამიწიერი გალაქტიკა (5%), ყველაზე მეტად ცნობილია დიდი და
პატარა მაგელანის ღრუბლების გალაქტიკა, რომელიც სამხრეთ პოლუსთანაა.
ლინზისებრი (20%) გარდამავალია ელიფსისებურ და სპირალურ გალაქტიკებს შორის.
ასეთ გალაქტიკაში არ შეინიშნება სპირალური განშტოებანი.

6
სამყაროში უამრავი გალაქტიკაა. იმ გალაქტიკას, რომელშიც მზის სისტემა იმყოფება
„ირმის ნახტომს“, „რძის გზას“, „იერუსალიმის გზას“, „მომლოცველთა გზას“, „დევის
ნამუხლსაც“ უწოდებენ. მოიხსენიებენ აგრეთვე ასეც - „ჩვენი გალაქტიკა“.
მოწმენდილ ცაზე ღამით (განსაკუთრებით ზაფხულსა და შემოდგომაზე) ადვილად
შესამჩნევია მკრთალად მოელვარე ზოლი. ეს არის ჩვენი გალაქტიკა - „ირმის ნახტომი“.
გალაქტიკის „ირმის ნახტომის“ დიამეტრი ტოლია 100 000 სინათლის წლის, სისქე 1000
სინათლის წლის. ჩვენს გალაქტიკაში ანუ „ირმის ნახტომში“, არის დაახლოებით 150
მილიარდი ვარსკვლავი. ქიმიური ელემენტებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით არის
წყალბადი და ჰელიუმი. დანარჩენი ქიმიური ელემენტები ძალზე მცირე რაოდენობით არის.
გალაქტიკის ცენტრში არის გალაქტიკის ბირთვი, რომელსაც პერპენდიკულარულად კვეთს
გალაქტიკის ბრუნვის ღერძი. მზე გალაქტიკის ცენტრიდან 25 000 სინათლის წლით
(სინათლის წელი არის მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი გაივლის ერთი წლის
განმავლობაში და უდრის 9460 მილიარდი კმ -ს) არის დაცილებული. გალაქტიკის გარშემო
ბრუნავს 250 კმ/წმ სიჩქარით და ერთ სრულ შემობრუნებას 200 მლნ. წელს ანდომებს. ირმის
ნახტომის გავლისთვის სინათლეს 100 ათასი წელიწადი სჭირდება (სინათლის სიჩქარე -
წამში 300 000 კილომეტრი).
სხვადასხვა გალაქტიკებს შორის არსებული სივრცე კოსმოსური მტვრით და
გაიშვიათებული გაზით არის შევსებული, რომელთაგან ძირითადი წყალბადი და ჰელიუმია,
გარდა გაზისა არის აგრეთვე კოსმოსური მტვერიც. ჩვენი გალაქტიკის მიღმა არსებულ სხვა
გალაქტიკებს გარეგალაქტიკებს უწოდებენ, მათ ერთობლიობას მეტა გალაქტიკას (მეტა
ბერძნ. ნიშნავს შემდეგ, იქით) უწოდებენ, ანუ ის გალაქტიკა, რაც იმყოფება ჩვენი გალაქტიკის
მიღმა, ჩვენი გალაქტიკის იქით. ჩვენი გალაქტიკიდან ყველაზე ახლოს არის გალაქტიკა,
რომელსაც მაგელანის ღრუბლები ჰქვია მანძილი ამ ღრუბლებამდე შეადგენს 80 000
სინათლის წელს. აგრეთვე გალაქტიკა - ანდრომედას ნისლეული, რომელიც ჩვენი
გალაქტიკიდან დაშორებულია 700 ათსი სინათლის წლით (სინათლის წელი არის გზა,
რომელსაც გაივლის სინათლის სხივი წელიწადში, უდრის 9460 მილიარდ კილომეტრს).
ჩვენი გალაქტიკა წარმოიქმნა 13.5 მილიარდი წლის წინ. ჩვენი მზის სისტემა წარმოიშვა 4.6
მილიარდი წლის წინ გაზისა და მტვრის გიგანტური ღრუბლისგან.
პლანეტების წარმოშობა. პლანეტების წარმოშობის შესახებ მრავალი მოსაზრება
არსებობს, ყველა მოსაზრება ან შეხედულება მხოლოდ ჰიპოთეზურია.
გერმანელი მეცნიერის, ცნობილი ფილოსოფოსის იმანუილ კანტის ( XVII ს)
ჰიპოთეზით როგორც მზე, ასევე პლანეტები ერთი პირვანდელი მატერიიდან წარმოიქმნენ,
რომელიც უმთავრესად გაზისა და მყარი (წვრილი) კოსმოსური ნაწილაკებისაგან შედგებოდა.
ჰიპოთეზის თანახმად, მზის სისტემის პლანეტების ორბიტის სივრცეში დიდი
ნისლეული _ ნებულიუმი არსებობდა, რომლის შეკუმშვის გამო მატერიის დიდმა ნაწილმა

7
თავი ცენტრში მოიყარა, რაც მის განუწყვეტელ შემკვრივებას უწყობდა ხელს. მაღალი
სიმკვრივის გამო ის აფეთქდა და მის ადგილზე უზარმაზარი ვარსკვლავი _ მზე გაჩნდა.
შეკუმშული მტვროვანი მასების ადგილებში კი ცთომილები (პლანეტები) და თანამგზავრები
წარმოიქმნენ; ბრუნვის გამო მთელმა სისტემამ ბრტყელი სტრუქტურა მიიღო. ი. კანტის
მოსაზრებასთან ერთად პიერ ლაპლასმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა რა
ნებულიუმის ბრუნვას, მათემატიკური ანალიზით, მატერიის განვითარება და ევოლუცია
აღიარა. ამიტომ ამ მოსაზრებამ საბოლოოდ მიიღო კანტ-ლაპლასის ნებულური ჰიპოთეზის
სახელი. ჰიპოთეზის მიხედვით პლანეტები მზისგან „მოწყვეტილი” თავდაპირველად ცხელი,
შემდგომში კი თანდათანობით გაცივებულ სხეულებად იყო წარმოდგენილი.

შედარებით დასაბუთებულია ო. შმიდტის (1891-1956) რუსეთში მოღვაწე მეცნიერის


(მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი) მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა, რომელსაც
საფუძვლად დაედო შემდეგი დამამტკიცებელი ფაქტები:

 მზის მონაწილეობა გალაქტიკის ბრუნვაში


 უზარმაზარი კოსმოსური მტვერის და
 გაზის დაგროვებათა არსებობა გალაქტიკის ეკვატორულ სიბრტყეში

ოტო შმიდტის თეორიის მიხედვით:

მზემ თავის ბრუნვისას გალაქტიკის ღერძის გარშემო რამოდენიმე მილიარდი წლის


წინათ გაიარა კოსმოსური მტვრის ღრუბელში და მიზიდულობის ძალით თან წაიყოლია ამ
ღრუბლის ნაწილი, რის შემდეგ იგი მის ირგვლივ ელიფსურ ორბიტაზე მოძრავ მყარი
ნაწილაკების ვრცელი გუნდის შიგნით აღმოჩნდა.
მზის ირგვლივ განუწყვეტლივ მოძრაობდნენ მტვრის ნაწილაკები და მცირე ზომის
მყარი სხეულები, ისინი ერთმანეთს ეჯახებოდნენ, დაჯახებისას კარგავდნენ კინეტიკური
ენერგიის ნაწილს, ამის შემდეგ ნაწილაკები მჭიდროვდებოდნენ, წარმოიქმნებოდა გუნდები,
როცა გუნდის სიმკვრივემ მნიშვნელოვან სიდიდეს მიაღწია, ნაწილაკებმა დაიწყეს
ერთმანეთზე მიწებება და დაგუნდავება. გუნდები იშლებოდნენ და ხელახლა აღდგებოდნენ,
მათი სიდიდე თანდათან მატულობდა და საბოლოოდ ისინი გადაიქცნენ პლანეტებად. თავის
მხრივ თითოეული ახლად წარმოქმნილი პლანეტა თავის ირგვლივ კოსმოსური მტვრის
გარკვეულ ნაწილს იკრებდა ამ ნაწილებიდან წარმოიშვნენ თანამგზავრები. რაც უფრო დიდი
იყო პლანეტა, მით უფრო თანამგზავრების მეტ რაოდენობას შემოიკრებდა თავის გარშემო.
პროტოპლანეტური ღრუბლის ნაწილი, რომელიც მზესთან ახლოს მდებარეობდა, მისი
ნაწილაკები მზეზე ეცემოდა, ნაწილი კი წნევის ზეგავლენით განაპირა მხარისკენ მიიწევდა.
ამიტომ საშენი მასალის სიმცირის გამო მზის მახლობლად წარმოიშვნენ მცირე ზომის
პლანეტები, რომლებსაც თანამგზავრები ან არ გააჩნდათ ან მცირე რაოდენობით, ხოლო

8
მზისგან მოშორებით, სადაც ნაწილაკების და კოსმოსური ღრუბლის რაოდენობა საკმაოდ
დიდი იყო, წარმოიშვნენ დიდი ზომის პლანეტები, თანამგზავრების დიდი რაოდენობით.

ამგვარად, პლანეტები წარმოიშვნენ როგორც ცივი სხეულები მყარი ნაწილაკების


გუნდისაგან, რომელთა შედგენილობა და ხვედრითი წონა სხვადასხვაგვარი იყო.

ო. შმიდტის თეორიის

უპირატესობა:

 პლანეტების წარმოშობა გალაქტიკის წიაღში კანონზომიერ მოვლენად


განიხილება _ ვინაიდან კოსმოსური ღრუბლები ბევრია და ვარსკვლავის
ღრუბელთან შეხვედრა ძლიერ ხშირ მოვლენას წარმოადგენს.
 მზის სისტემის ყველა სხეულის (პლანეტების, თანამგზავრები, კომეტების,
ასტეროიდების) წარმოშობას უკავშირებს რაღაც ერთიან პროცესს.
 კარგად ხსნის მზის სისტემის ყველა მთავარ დამახასიათებელ
თავისებურებას.

ო. შმიდტის ჰიპოთეზის გარდა არსებობს ამერიკელი ფიზიკოსების უ. ჩემბერლენის, პ.


მულტონისა და ჯ. ჯინსის ჰიპოთეზები, მათი შეხედულებით პლანეტებისა და, მასთან
ერთად, დედამიწის წარმოშობა მზესთან სხვა ვარსკვლავის მიახლოებისას გამოწვეულ
მოქცევა-უკუქცევის მოვლენებს უკავშირდება. უახლესი კოსმოგონიური ჰიპოთეზები,
გრავიტაციასთან ერთად, მაგნიტური ძალების მოქმედებასაც ითვალისწინებენ.

დედამიწის კოსმოსური კავშირები. დედამიწა სხვა ციური სხეულებიდან დიდ


მანძილზე არის დაცილებული, მაგრამ მათგან მრავალგვარ ზემოქმედებას განიცდის:
 მთვარისა და მზის მიზიდულობით დედამიწის სხეული განიცდის პერიოდულ
დეფორმაციებს, რომლებიც მსოფლიო ოკეანეს, ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქში მოქცევა-
უკუქცევის მოვლენას განაპირობებენ.
 დედამიწა იღებს მზის სხივად ენერგიას მზისგან, რომელიც დედამიწის ზედაპირზე
სითბოს ძირითად წყაროს წარმოადგენს. ამავე დროს მზისგან მოსული ენერგია ხმელეთზე,
ოკეანესა, ატმოსფეროსა, და ორგანიზმებში მიმდინარე მრავალი პროცესის მიმდინარეობის
ძირითდი ენერგეტიკული წყაროა. მზეზე მიმდინარე რთული პროცესები დიდ გავლენას
ახდენენ დედამიწის გეოგრაფიული გარსის ბუნებრივი მოვლენების მიმდინარეობაზე.
 დედამიწის მასა განუწყვეტლივ მატულობს (მართალია მეტად უმნიშვნელოდ)
მეტეორიტების ვარდნის ხარჯზე. ამავე დროს დედამიწის ატმოსფეროს გარეთა მაღალი
ფენიდან ადგილი აქვს ნივთიერების დაკარგვას პლანეტათშორის სივრცეში გაზის
ნაწილაკების გაბნევის სახით.

9
 მზიდან გარდა სხივადი ენერგიისა მოდიან ელქტრულდ დამუხტული სხვადასხვა
ნაწილაკები. ატმოსფეროს მაღალ ფენებში კოსმოსიდან შემოიჭრებიან ძალიან დიდი
ენერგიის მქონე კოსმოსური სხივები. რომლებიც სხვადასხვა ქიმიური ელემენტების
(უმთავრესად წყალბადის) ატომგულების ნაკადებია,
 ბევრი მოვლენა დედამიწაზე: პოლარული ნათება (პოლარული ციალი), მაგნიტური
ქარიშხლები, ჰაერის იონიზაცია, ატმოსფეროს ზოგიერთი გაზის გადასვლა მოლეკულური
მდგომარეობიდან ატომურ მდგომარეობაში და სხვ. წარმოიშობა დედამიწის ატმოსფეროში
გარედან შემოჭრილი ნაწილაკებისა და სხივების ზეგავლენით.

10

You might also like