You are on page 1of 34

ვარსკვლავი

ვარსკვლავი — პლაზმის მასიური და კაშკაშა სფერო, რომელიც თავისივე გრავიტაციითაა


შეკავებული. დედამიწასთან მდებარე უახლოესი ვარსკვლავი მზეა, რომელიც პლანეტის
ძირითადი ენერგიის წყაროა. დედამიწიდან ღამით ზოგიერთი სხვა ვარსკვლავიც ჩანს ;
ისინი პატარა წერტილებად ჩნდება ცაზე, რადგან დედამიწიდან ძალიან შორ მანძილზე
მდებარეობს. ისტორიულად, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები დაჯგუფებული იყო
თანავარსკვლავედებად და ასტერიზმებად, კაშკაშა ვარსკვლავებმა კი თავიანთი
შესაფერისი სახელები მიიღო. ვარსკვლავთა ვრცელი კატალოგი ასტრონომებმა შექმნეს,
რომელიც სტანდარტიზირებულ ვარსკვლავურ აღნიშვნებს უზრუნველყოფს.

ვარსკვლავი წყალბადისა და ჰელიუმის თერმობირთვული სინთეზის (რომელიც მის


ბირთვში მიმდინარეობს) წყალობით ანათებს და გამოყოფს ენერგიას, რომელიც
ვარსკვლავის შიდა ნაწილს გაივლის და შემდეგ გარე კოსმოსში გამოსხივდება . როგორც
კი წყალბადი ბირთვში გამოილევა, ბუნებრივად არსებული, ჰელიუმზე მძიმე თითქმის
ყველა ელემენტი წარმოიქმნება ვარსკვლავური თერმობირთვული სინთეზის დროს,
ხოლო ზოგიერთ ვარსკვლავში კი ზეახლად ანთებისას დაწყებული თერმობირთვული
სინთეზით. სიცოცხლის დასასრულს ვარსკვლავი შეიცავს გადაგვარებულ მატერიას.
ასტრონომებს ვარსკვლავის მოძრაობაზე, სიკაშკაშესა და სპექტრზე დაკვირვებით
შეუძლიათ განსაზღვრონ მასა, ასაკი, ქიმიური შედგენილობა და მისი სხვა მრავალი
თვისება. ვარსკვლავის მთლიანი მასა მისი ევოლუციისა და საბოლოო ბედის მთავარი
განმსაზღვრელია. სხვა მახასიათებლები, როგორებიცაა ტემპერატურა და დიამეტრი , მისი
სიცოცხლის განმავლობაში იცვლება, ხოლო ვარსკვლავის გარემო კი მის ბრუნვასა და
მოძრაობაზე დიდად მოქმედებს. ვარსკვლავების ტემპერატურისა და სიკაშკაშის
ერთმანეთზე დამოკიდებულებით დალაგდა ვარსკვლავები, რომელსაც „ჰერცშპრუნგ -
რასელის დიაგრამა“ ეწოდება, მოკლედ კი ჰ-რ დიაგრამით მოიხსენიებენ. ეს კი
საშუალებას იძლევა, მნათობის ასაკი და ევოლუციური მდგომარეობა განისაზღვროს.

ვარსკვლავის სიცოცხლე იწყება წყალბადით, ჰელიუმითა და მცირე რაოდენობით მძიმე


ელემენტებით გაჯერებული გაზური ნისლეულის გრავიტაციული კოლაფსით (ჩაშლით ).
როცა ვარსკვლავის ბირთვი საკმარისად მკვრივია, წყალბადი ჰელიუმად
თერმობირთვული სინთეზით გადაიქცევა და ამ პროცესისას უზარმაზარი ენერგია
გამოიყოფა. ვარსკვლავის შიგნეულობის ნარჩენს ენერგია ბირთვიდან გარეთ გამოაქვს
რადიაციული და კონვექციური პროცესების კომბინაციით. ვარსკვლავის შიდა წნევა
გრავიტაციას ხელს უშლის, რომ ჩაშალოს ის. როგორც კი წყალბადი ბირთვში
ამოიწურება, ვარსკვლავი, სულ ცოტა მზის 0,4-ის ტოლი მასით, ფართოვდება და ხდება
წითელი გიგანტი. ზოგ შემთხვევაში კი ხდება სხვა უფრო მძიმე ელემენტების სინთეზი
ბირთვში ან ბირთვის გარშემო არსებულ გარსებში. ვარსკვლავი შემდეგ
ევოლუციონირებს გადაგვარებულ ფორმაში, რადგან ამუშავებს თავისი მატერიის
პორციებს ვარსკვლავთშორის გარემოში, სადაც ის ხელს შეუწყობს ვარსკვლავთა ახალი
თაობის ფორმირებას მძიმე ელემენტების უფრო დიდი რაოდენობით . ამასობაში , ბირთვი
ვარსკვლავური ნარჩენი ხდება: თეთრი ჯუჯა, ნეიტრონული ვარსკვლავი ან (თუ
საკმარისად მასიურია) შავი ხვრელი. ბინარული (ორმაგი) და მრავალვარსკვლავიანი
სისტემა მოიცავს ორ ან მეტ ვარსკვლავს, რომელიც გრავიტაციულად ერთმანეთთანაა
დაკავშირებული და ძირითადად, ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ სტაბილურ ორბიტებზე .
როცა ორ ასეთ მნათობს შედარებით ახლო ორბიტა აქვს, მათი გრავიტაციული
ურთიერთქმედება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს მათ ევოლუციას. ვარსკვლავებით
შეიძლება ჩამოყალიბდეს გრავიტაციულად უფრო მეტად დაკავშირებული სტრუქტურა ,
როგორებიცაა ვარსკვლავთგროვა ან გალაქტიკა.

საზომი ერთეულები
მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური პარამეტრების გამოსახვა შესაძლებელია SI ან CGS
სისტემებში, ხშირად უფრო მოსახერხებელია მასის, სიკაშკაშისა და რადიუსის გამოსახვა
მზიურ ერთეულებში, რომელიც მზის მახასიათებლებზეა დაფუძნებული :

მზის მასა: M⊙ = 1.9891 × 1030 კგ.[46]

მზის სიკაშკაშე: L⊙ = 3.827 × 1026 ვატი[46]

მზის რადიუსიR⊙ = 6.960 × 108 მ.[47]

დიდი სიგრძეების გასაზომად, როგორიცაა გიგანტური ვარსკვლავის რადიუსი ან ორმაგი


ვარსკვლავური სისტემის დიდი ნახევარღერძი, ხშირად იყენებენ ასტრონომიულ
ერთეულს (აე) — საშუალო მანძილი მზიდან დედამიწამდე (150 მილიონი კილომეტრი).

წარმოქმნა
ვარსკვლავები წარმოიქმნება შედარებით მაღალი სიმკვრივის ფართო რეგიონებში ,
თუმცა, მისი სიმკვრივე გაცილებით მცირეა ვაკუუმის კამერის სიმკვრივეზე . ამ რეგიონებს
მოლეკულური ღრუბლები ეწოდება და უმეტესად წყალბადით, 23-28% ჰელიუმით, ხოლო
მცირე რაოდენობით შედარებით მძიმე ელემენტებითაა გაჯერებული .
ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითი
ორიონის ნისლეულია. როცა მასიური ვარსკვლავები მოლეკულური ღრუბლისგან
წარმოიქმნება, ისინი ამ ღრუბლებს მძლავრად ანათებენ. ვარსკვლავს ასევე შეუძლია
წყალბადის იონიზაცია და, აქედან გამომდინარე, H II რეგიონის წარმოქმნმა .

ყველა ვარსკვლავი თავისი სიცოცხლის უმეტესობას მთავარი მიმდევრობის


ვარსკვლავად ატარებს, რომელიც საწვავად წყალბადის თერმობირთვული რეაქციების
საშუალებით ჰელიუმად გადაქცევის პროცესს იყენებს. თუმცა, განსხვავებული მასის მქონე
ვარსკვლავებს შესამჩნევად განსხვავებული თვისებები აქვს განვითარების სხვადასხვა
ეტაპებზე. მასიური ვარსკვალვების საბოლოო ბედი განსხვავდება ნაკლებად მასიური
ვარსკვლავების ბედისაგან. ამიტომ ასტრონომები ვარსკვლავებს მასის მიხედვით
აჯგუფებენ:
ძალიან დაბალი მასის ვარსკვლავები 0,5 მზის მასით. ასეთი ვარსკვლავი არ შედის
ასიმპტოტურ გიგანტურ განშტოებაში (აგგ), მაგრამ პირდაპირ ევოლუციონირებს თეთრ
ჯუჯად.

დაბალი მასის ვარსკვალვები (მზის ჩათვლით) 0,5-1,8/2,2 მზის მასით (დამოკიდებულია


შედგენილობაზე). ასეთი ვარსკვლავი შედის აგგ-ში, სადაც ის წარმოქმნის გადაგვარებულ
ჰელიუმის ბირთვს.

შუალედური მასის ვარსკვლავი გადის ჰელიუმის სინთეზს და წარმოქმნის გადაგვარებულ


ნახშირბად-ჟანგბადის ბირთვს. მასიური ვარსკვლავების მინიმალური მასა შეიძლება 7-10
მზის მასა იყოს, მაგრამ შეიძლება 5-6 მზის მასასაც გაუტოლდეს. ამ ვარსკვლავებში
მიმდინარეობს ნახშირბადის სინთეზი, მათი სიცოცხლე კი ბირთვული ჩაშლით
გამოწვეული ზეახლის ანთებით მთავრდება.

პროტოვარსკვლავის წარმოქმნა
ვარსკვლავის ფორმირება მოლეკულურ ღრუბელში გრავიტაციული არასტაბილურობით
იწყება, რომელიც გამოწვეულია შედარებით მაღალი სიმკვრივის რეგიონების მიერ :
ხშირად ახლოს მდებარე ზეახლის ანთებით გამოწვეული დარტყმითი ტალღებით ,
სხვადასხვა მოლეკულური ღრუბლების შეჯახებით ან გალაქტიკების შეჯახებით . როგორც
კი რეგიონი მატერიის საკმარის სიმკვრივეს მიაღწევს, რომ დააკმაყოფილოს ჯინსის
არასტაბილურობის კრიტერიუმები, ის საკუთარი გრავიტაციული ძალით იწყებს ჩაშლას .

როცა ღრუბელი კოლაფსირებს, მკვრივი მტვრისა და გაზის ცალკეული ნაწილი


წარმოქმნის „ბოკის ბურთულებს“. როდესაც სფერული (ან ბურთულა) კოლაფსირებს და
სიმკვრივე იზრდება, გრავიტაციული ენერგია სითბოდ გარდაიქმნება და ტემპერატურა
იზრდება. პროტოვარსკვლავური ღრუბელი როცა მიაღწევს ჰიდროსტატიკური
წონასწორობის სტაბილურ მდგომარეობას, ბირთვში პროტოვარსკვლავი ფორმირდება .
ეს მთავარ მიმდევრობამდელი ვარსკვლავები ხშირად გარშემორტყმულია
პროტოპლანეტარული დისკოთი და ძირითადად გრავიტაციული ენერგიით იკვებება .
გრავიტაციული შეკუმშვის პერიოდი 10-დან 15 მილიონ წელიწადამდე გრძელდება.

ადრეულ ვარსკვლავებს 2 მზის მასით „T Tauri ვარსკვლავები“ ეწოდება, ხოლო უფრო


დიდი მასის მქონეებს — „ჰერბიგ Ae/Be ვარსკვლავები“. ეს ახლად წარმოქმნილი
ვარსკვლავები გაზის ჭავლებს თავიანთი ბრუნვის ღერძის სიგრძივ ასხივებენ , რომელმაც
შეიძლება კოლაფსირებადი ვარსკვლავის კუთხური სიჩქარე შეამციროს და შედეგად
მიიღება „ჰერბიგ-ჰაროს ობიექტები“. ამ ჭავლებს უახლოესი მასიური ვარსკვლავებიდან
წამოსული გამოსხივების დახმარებით შეუძლია გაფანტოს გარშემორტყმულლი ღრუბელი
იმ რეგიონიდან, სადაც ვარსკვლავი წარმოიქმნა.[54]

ადრეულ განვითარებაში T Tauri ვარსკვლავები მიჰყვება „ჰაიაშის მიმდევრობას“ — ისინი


იკუმშებიან და მათი სიკაშკაშე მცირდება, ხოლო ტემპერატურა თითქმის იგივე რჩება .
ნაკლებად მასიური T Tauri ვარსკვლავები ამ კვალს მიჰყვებიან მთავარ მიმდევრობამდე ,
ხოლო უფრო მასიურები გადადიან „ჰენიის კვალზე“

მთავარი მიმდევრობა
ვარსკვლავი თავისი სიცოცხლის 90%-ს წყალბადისა და ჰელიუმის სინთეზში ატარებს.
ასეთ ვარსკვლავი მთავარი მიმდევრობისაა და ჯუჯა ვარსკვლავი ეწოდება. ვარსკვლავი
დაბადებისას მთავარ მიმდევრობაში ხვდება და ჰელიუმის მარაგი მასში საკმაოდ
იზრდება, ბირთვული სინთეზი ბირთვში ნელ-ნელა იზრდება, როგორც ვარსკვლავის
ტემპერატურა და სიკაშკაშე. მაგალითისთვის, მეცნიერთა გამოთვლით , მზის სიკაშკაშე
40%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი გახდა 4,6
მილიარდი წლის წინ.

ყოველი ვარსკვლავი წარმოქმნის ნაწილაკების ვარსკვლავურ ქარს, რომელიც იწვევს


გაზის უწყვეტ გამოდენას კოსმოსში. ვარსკვლავთა უმეტესობისთვის მასის დაკარგვა
უმნიშვნელოა. მზე წელიწადში 10−14 მზის მასას კარგავს, ან დაახლოებით მთლიანი მასის
0,01%-ს თავისი მთლიანი სიცოცხლის განმავლობაში. თუმცა, ძალიან მასიური
ვარსკვლავები 10−7-დან 10−5-მდე მზის მასას კარგავს ყოველ წელს, რაც მნიშვნელოვნად
მოქმედებს მათ ევოლუციაზე. ის ვარსკვლავი, რომლის დაბადება 50 მზის მასით იწყება ,
მთავარ მიმდევრობაში ყოფნისას თავისი მასის ნახევარს კარგავს. ვარსკვლავის მთავარ
მიმდევრობაში ყოფნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საწვავის რაოდენობაზე ,
რომლის სინთეზიც უნდა მოახდინოს, და ტემპზე, რომელზეც ის ასინთეზირებს საწვავს, ე. ი.
მის საწყის მასასა და სიკაშკაშეზე. მეცნიერთა შეფასებით, მზის სიცოცხლე , დაახლოებით ,
10 მილიარდი წელიწადია. მასიური ვარსკვლავები საწვავს ძალიან სწრაფად მოიხმარს
და ამიტომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირეა. მცირე მასის ვარსკვლავები,
პირიქით, ძალიან ნელა მოიხმარს საწვავს. 0,25 მზის მასაზე ნაკლებ ვარსკვლავებს,
რომელთაც წითელი ჯუჯები ეწოდება, შეუძლია თავიანთი მთლიანი მასა მოიხმაროს
საწვავად, ხოლო ვარსკვლავებს 1 მზის მასით თავიანთი მასის მხოლოდ 10%-ის
გამოყენება შეუძლია საწვავად. საწვავის ნელა მოხმარებისა და შედარებით დიდი
გამოყენებადი საწვავის მარაგის კომბინაციით, ვარსკვლავის ევოლუციური
გამოთვლებით, 0,25 მზის მასის ტოლ ვარსკვლავს შეუძლია 1 ტრილიონი წელიწადი
იცოცხლოს, ხოლო ყველაზე ნაკლებად მასიური ვარსკვლავი (0,08 მზის მასა) 12
ტრილიონი წელიწადი იცოცხლებს. სიცოცხლის დასასრულს წითელი ჯუჯები
ჩვეულებისამებრ, უფრო და უფრო მკრთალები ხდებიან. თუმცა, რადგანაც ასეთი
ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა სამყაროს ასაკზე (13,7 მილიარდი წელიწადი)
მეტია, 0,85 მზის მასაზე დაბალ ვარსკვლავს არ გადაუხვევია მთავარი მიმდევრობიდან.

მასის გარდა, ჰელიუმზე მძიმე ელემენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს


ვარსკვლავების ევოლუციაში. ასტრონომები ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს „მეტალებს“
უწოდებენ და ამ ელემენტების ქიმიურ კონცენტრაციას — „მეტალურობას“. მეტალურობას
შეუძლია გავლენა მოახდინოს ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაშიც ვარსკვლავი
საწვავს მოიხმარს, აკონტროლოს მაგნიტური ველების ფორმირება და შეცვალოს
ვარსკვლავური ქარის სიძლიერე. უფრო ხნიერ, II პოპულაციის ვარსკვლავებს არსებითად
ნაკლები მეტალურობა აქვს, ვიდრე უფრო ახალგაზრდა, I პოპულაციის ვარსკვლავს ,
რადგან იმ მოლეკულური ღრუბლის შემადგენლობაზეა დამოკიდებული , რომლებშიც ეს
ვარსკვლავები წარმოიქმნა. დროთა განმავლობაში ეს ღრუბლები საკმაოდ მდიდრდება
მძიმე ელემენტებით, რადგან ხნიერი ვარსკვლავები კვდება და თავიანთი ატმოსფეროს
ფენებს აფრქვევენ.

მთავარი მიმდევრობის შემდგომი ფაზა


როდესაც სულ მცირე 0,4 მზის მასის ვარსკვლავი თავის წყალბადის მარაგს ამოწურავს
ბირთვში, მისი გარე შრეები ძალიან ფართოვდება და გრილდება, რის შედეგადაც
წითელი გიგანტი წარმოიქმნება. დაახლოებით 5 მილიარდ წელიწადში, როცა მზე ამ
ფაზაში შევა, ის თავის მაქსიმუმ რადიუსამდე გაფართოვდება — 1 ასტრონომიულ
ერთეულამდე. ეს კი მის ახლანდელ ზომას 250-ჯერ აღემატება. როგორც გიგანტი, მზე
ამჟამინდელი მასის 30%-ს დაკარგავს.

2,25 მზის მასის წითელ გიგანტებში წყალბადი სინთეზს ბირთვის გარშემო არსებულ
გარსში აგრძელებს. საბოლოოდ ბირთვი იმდენადაა შეკუმშული , რომ ჰელიუმის სინთეზი
იწყება და ვარსკვლავის რადიუსი თანდათან მცირდება და მისი ზედაპირის ტემპერატურა
იზრდება. უფრო დიდი ვარსკვლავებისთვის ბირთვის რეგიონი წყალბადის სინთეზიდან
პირდაპირ გადადის ჰელიუმის სინთეზში.

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავი მოიხმარს ჰელიუმს ბირთვში, სინთეზი ნახშირბადისა და


ჟანგბადის ცხელი ბირთვის გარშემო არსებულ გარსში გრძელდება. შემდეგ ვარსკვლავი
იმ ევოლუციურ ბილიკს მიჰყვება, რომელიც თავდაპირველი წითელი გიგანტის ფაზის
პარალელურია, ოღონდ ზედაპირის უფრო მაღალი ტემპერატურით.

მასიური ვარსკვლავები
ვარსკვლავი 9 მზის მასაზე მეტი მასით, ჰელიუმის წვის ფაზისას ფართოვდება და
წარმოიქმნება წითელი ზეგიგანტი. როგორც კი ბირთვში ეს საწვავი ამოიწურება ,
ვარსკვლავი აგრძელებს ჰელიუმზე მძიმე ელემენტების სინთეზს.

ბირთვი იქამდე იკუმშება, სანამ ტემპერატურა და წნევა ნახშირბადის სინთეზისთვის არ


იქნება საკმარისი. ეს პროცესი გრძელდება თანმიმდევრული საფეხურებით : ნეონით ,
ჟანგბადითა და სილიციუმი. ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს, სინთეზი გრძელდება
ხახვის გარსისებრი სერიებით: თითოეული შრე განსხვავებული ელემენტის სინთეზირებას
ახდენს, ხოლო ყველაზე კიდურა გარსი — წყალბადს, შემდეგი — ჰელიუმს და ა.შ.
საბოლოო საფეხური იწყება მაშინ, როცა მასიური ვარსკვლავი რკინის წარმოქმნას
იწყებს. რადგანაც რკინის ბირთვი ყველა მძიმე ელემენტის ბირთვზე მჭიდროდ არის
შეკრული, რკინის შემდეგ სინთეზი აღარ წარმოქმნის ენერგიას — პირიქით, ის მოიხმარს
მას. ამგვარად, რადგან რკინის ბირთვი ყველაზე მჭიდროდაა შეკრული, ვიდრე სხვა მძიმე
ელემენტები, ენერგიის გამოთავისუფლება ატომის გახლეჩითაც შეუძლებელია .
შედარებით ხნიერ და ძალიან მასიურ ვარსკვლავებში ინერტული რკინის უზარმაზარი
ბირთვი შეიკვრება ვარსკვლავის ცენტრში. ამ ვარსკვლავებში უფრო მძიმე ელემენტებს
შეუძლია თავიანთ გზაზე იმუშაოს ამ ვარსკვლავების ზედაპირზე, რის შედეგადაც
ყალიბდება განვითარებული ობიექტები, რომელთაც ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები
ეწოდება. ამ ვარსკვლავებს მკვრივი ვარსკვლავური ქარი აქვს, რომელიც გარე
ატმოსფეროს აფრქვევს.

კოლაფსი
როცა ვარსკვლავის ბირთვი იკუმშება, გამოსხივების ინტენსივობა ზედაპირიდან იზრდება ,
რაც წარმოქმნის ისეთ გამოსხივებით წნევას გაზის გარე გარსზე, რომ ის გამოაგდებს ამ
ფენებს, შედეგად კი პლანეტური ნისლეული წარმოიქმნება. გარე ატმოსფეროს
გამოფრქვევის შემდეგ რაც დარჩა, ის თუ 1,4 მზის მასაზე ნაკლებია, იკუმშება შედარებით
პაწაწინა ობიექტად, დაახლოებით დედამიწის ზომამდე, რომელსაც თეთრი ჯუჯა ეწოდება .
თეთრ ჯუჯას არ აქვს საკმარისი მასა უფრო მძლავრი გრავიტაციული შეკუმშვა რომ
წარმართოს. ელექტრონგადაგვარებული მატერია თეთრ ჯუჯაში აღარაა პლაზმა ,
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვარსკვალვები პლაზმის სფეროებად ითვლება.
საბოლოოდ, თეთრი ჯუჯა ძალიან გრძელი პერიოდის განმავლობაში შავ ჯუჯად
გადაიქცევა.

მოზრდილ ვარსკვლავებში სინთეზი იქამდე გრძელდება, სანამ რკინის ბირთვი იმდენად


არ გაიზრდება (1,4 მზის მასაზე მეტი), რომ საკუთარ მასას ვეღარ გაუძლოს. ეს ბირთვი უცებ
ჩაიშლება, რადგან მისი ელექტრონები მის პროტონებს შეერწყმება და წარმოქმნის
ნეიტრონებს, ნეიტრინოებსა და გამა სხივებს ელექტრონის დატყვევებისა და
შებრუნებული ბეტა დაშლის პროცესში. ამ უეცარი კოლაფსის შედეგად წარმოქმნილი
დარტმითი ტალღა მთლიანი ვარსკვლავის ზეახლად ანთებას იწვევს. ზეახალი იმდენად
კაშკაშა ხდება, რომ მას შეუძლია მთლიანი გალაქტიკის სიკაშკაშეს ცოტა ხნით
გადააჭარბოს. როცა ზეახალი ინთებოდა ირმის ნახტომში, შეუიარაღებელი თვალით
დამკვირვებლები მას „ახალ ვარსკვალვს“ უწოდებდნენ.

ზეახლად ანთება ვარსკვლავის მატერიის უდიდეს ნაწილს აფრქვევს და წარმოქმნის


ნისლეულს, როგორიცაა კიბორჩხალის ნისლეული. შემდეგ აქ რჩება ნეიტრონული
ვარსკვლავი (რომელიც ზოგჯერ პულსარად ან რენტგენის სხივების მფრქვეველად იქცევა )
ან უდიდესი ვარსკვლავების შემთხვევაში (იმდენად დიდი, რომ 4 მზის მასაზე მეტი მასის
ნარჩენი დატოვოს), შავი ხვრელი. ნეიტრონულ ვარსკვლავში მატერია ე. წ.
ნეიტრონგადაგვარებულ მდგომარეობაში იმყოფება . გადაგვარებული მატერიის უფრო
ეგზოტიკური ფორმა, QCD მატერია, შესაძლებელია ბირთვში არსებობს. შავ ხვრელში კი
მატერია იმ მდგომარეობაშია, რომელიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი .

მომაკვდავი ვარსკვლავების გამოტყორცნილი გარე ფენები მძიმე ელემენტებს შეიცავს ,


რომლებიც შესაძლოა სხვა ახალი ვარსკვლავების ფორმირებისას გადამუშავდეს. ამ
მძიმე ელემენტების წყალობით ხდება კლდოვანი პლანეტების ფორმირება. ზეახლიდან
წამოსული მატერია და დიდი ვარსკვალვების ვარსკვლავური ქარი გადამწყვეტ როლს
თამაშობს ვარსკვლავთშორისი სივრცის ფორმაზე.

ვარსკვლავის შესახებ თითქმის ყველაფერს მისი საწყისი მასით საზღვრავენ , ასევე


სიკაშკაშითა და ზომით, ევოლუციით, სიცოცხლის ხანგრძლივობითა და საბოლოო ბედით .

ასაკი
ვარსკვლავთა უმეტესობა 1-დან 10 მილიარდამდე წლისაა. ზოგი ვარსკვლავი შეიძლება
13,8 მილიარდი წლისაც კი იყოს (ხილული სამყაროს ასაკის). აქამდე აღმოჩენილთა
შორის უხუცესი ვარსკვლავი HD 140283, ზედმეტსახელად „მათუსალას ვარსკვლავი“, 14,46
± 0.8 მილიარდი წლისაა (გამოთვლის განუსაზღვრელობის გამო ვარსკვლავის ეს ასაკი
სამყაროს ასაკთან უთანხმოებას არ იწვევს, რადგან პლანკის სატელიტის გამოთვლით
სამყარო 13,798 ± 0,037 მილიარდი წლისაა).
რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით მცირეა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა , რადგან
მასიურ ვარსკვლავს ბირთვში ბევრად მძლავრი წნევა აქვს, რაც წყალბადის სწრაფ
დაწვას იწვევს. ყველაზე მასიური ვარსკვლავების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა
რამდენიმე მილიონი წელიწადია, ხოლო ყველაზე მცირე მასის მქონე ვარსკვლავები
(წითელი ჯუჯები) იმდენად ნელა მოიხმარს საწვავს, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა
ათობით და ასობით მილიარდი წელიწადია.

ქიმიური შედგენილობა
„ქიმიკოსის გადმოსახედიდან ვარსკვლავის შიგნეულობა... მოსაწყენია — აქ ვერ
შეხვდებით ვერც ერთ მოლეკულას“

(როალდ ჰოფმანი)

როცა ვარსკვლავები იბადება ირმის ნახტომში, ისინი 71% წყალბადითა და 27%


ჰელიუმითაა გაჯერებული (მძიმე ელემენტების მცირე ნაწილით). ჩვეულებრივ, მძიმე
ელემენტების პორცია იზომება ვარსკვლავის ატმოსფეროში არსებული რკინის
შიგთავსით, რადგან რკინა გავრცელებული ელემენტია და მისი შთანთქმის ხაზების
გაზომვა შედარებით ადვილია. რადგან მოლეკულური ღრუბლები, სადაც ახალი
ვარსკვლავები ფორმირდება, მძიმე ელემენტებითაა გაჯერებული, ვარსკვლავის ქიმიური
შედგენილობის დადგენით ვარსკვლავის ასაკს ადვილად გამოვთვლით. მძიმე
ელემენტების პორცია, ასევე შეიძლება იყოს იმ ალბათობის მაჩვენებელი , აქვს თუ არა
ვარსკვლავს პლანეტარული სისტემა.

ვარსკვლავი ყველაზე დაბალი რკინის შიგთავსით არის ჯუჯა HE1327-2326, რომელსაც მზის
რკინის შიგთავსის 1/200 000 ჰქონდა. ამის საპირისპიროდ, მეტალით ყველაზე მდიდარი
ვარსკვლავი არის μ ლეონისი, რომელსაც თითქმის მზის რკინის შიგთავსზე 2-ჯერ მეტი
აქვს, ხოლო პლანეტების წარმომქმნელ ვარსკვლავ 14 ჰერკულესს — 3-ჯერ მეტი!
არსებობს კიდევ ქიმიურად განსაკუთრებული ვარსკვლავები, რომლებიც გარკვეული
ელემენტების განსაკუთრებული სიუხვით გამოირჩევიან, განსაკუთრებით ქრომითა და
იშვიათი დედამიწური ელემენტებით

დიამეტრი
ვარსკვლავები ზომებში ძალიან განსხვავდება. ფოტოზე ხედავთ, როგორი სხვაობაა
ვარსკვლავების და პლანეტების ზომებს შორის და, ასევე, ვარსკვლავების ზომებს შორის
(უდიდესსა და უმცირესს შორის განსაკუთრებით).

ვარსკვლავების დედამიწიდან უზარმაზარი დაშორების გამო, ყველა ვარსკვლავი , მზის


გარდა, შეუიარაღებელი თვალისთვის ღამის ცაზე მნათ წერტილებად ჩანს, რომელიც
ციმციმებს დედამიწის ატმოსფეროს ეფექტის გამო. მზეც ვარსკვლავია , მაგრამ ის
საკმარისად ახლოსაა დედამიწასთან, რომ დისკოდ გამოჩნდეს და დღის შუქი
უზრუნველყოს. ვარსკვლავი ყველაზე დიდი ხილული ზომით არის R Doradus, რომლის
კუთხური დიამეტრი 0,057 არკწამია.
ვარსკვლავთა უმეტესობის დისკო ძალიან მცირეა კუთხურ ზომაში, რომ ახლანდელი
ხმელეთზე არსებული ოპტიკური ტელესკოპებით დავაკვირდეთ, ამიტომ საჭიროა
ინტერფერომეტრული ტელესკოპები ამ ობიექტების სურათების მისაღებად .
ვარსკვლავების კუთხური ზომის დასადგენი სხვა ტექნიკა არის დაბნელება . ვარსკვლავის
სიკაშკაშის ვარდნის ზუსტი გაზომვით, როცა მას მთვარე დააბნელებს (ან ამოსვლისას,
როცა მას მთვარე გაეცლება), მისი კუთხური დიამეტრის გამოთვლა შესაძლებელია .

ვარსკვლავების ზომების მრავალფეროვნება ნეიტრონული ვარსკვლავიდან იწყება ,


რომლის დიამეტრი 20 კმ-დან 40 კმ-მდე იცვლება და მთავრება ზეგიგანტებით,
როგორიცაა ბეთელჰეიზე ორიონის ნისლეულში, რომლის დიამეტრი მზისას 650-ჯერ
აღემატება — დაახლოებით 900 000 000 კილომეტრი. თუმცა, ბეთელჰეიზეს მზეზე ბევრად
დაბალი სიმკვრივე აქვს.

მასა
ერთ-ერთი ყველაზე მასიური ვარსკვლავი არის Eta Carinae 100-150 მზის მასით, რომლის
სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე მილიონი წელიწადი იქნება. თაღების
გროვის კვლევამ აჩვენა, რომ 150 მზის მასა ვარსკვლავებისთვის ზედა ზღვარია სამყაროს
მიმდინარე ხანაში. ამ ზღვრის მიზეზი ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ ნაწილობრივ
„ედინგტონის სიკაშკაშის“ გამო, რომელიც განსაზღვრავს სიკაშკაშის მაქსიმალურ
რაოდენობას, რომელსაც შეუძლია ვარსკვლავის ატმოსფეროში ისე გაიაროს, რომ გაზები
კოსმოსში არ გამოტყორცნოს. თუმცა, ვარსკვლავს R136a1 მაგელანის დიდ ნისლეულში
265 მზის მასა აქვს, რომელიც ამ ზღვარს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კვლევამ დაადგინა,
რომ 150 მზის მასაზე დიდი ვარსკვლავები R136-ში წარმოიქმნა ახლო ორმაგ სისტემებში
მყოფ მასიური ვარსკვლავების შეჯახებების დროს, რაც უზრუნველყოფს გზას, რომ 150
მზის მასიანი ზღვარი უგულებელვყოთ.

დიდი აფეთქების შემდეგ ჩამოყალიბებული პირველი ვარსკვლავები შესაძლოა უფრო


დიდი იყო, 300 ან მეტ მზის მასამდე, რადგან იმ დროს ლითიუმზე მძიმე ელემენტები
საერთოდ არ იყო მათ შედგენილობაში. თუმცა, ზემასიური ვარსკვლავების ეს თაობა , III
პოპულაციის ვარსკვლავები დიდი ხნის წინ გადაშენდა, ახლა კი მხოლოდ თეორიულად
არსებობს.

93 იუპიტერის მასის მქონე ვარსკვლავი AB Doradus C, AB Doradus A-ს კომპანიონი, აქამდე


ცნობილთა შორის უმცირესია, რომლის ბირთვშიც ბირთვული სინთეზი მიმდინარეობს. იმ
ვარსკვლავთათვის, რომელთაც მზის მსგავსი მეტალურობა აქვს, მასის თეორიული
მინიმუმი, რომ ბირთვული სინთეზი შეძლოს ბირთვში, დაახლოებით, 75 იუპიტერის მასაა .
თუმცა, ძალიან მკრთალი ვარსკვლავების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ვარსკვლავის
მეტალურობა დაბალია, მისი მინიმალური ზომა მზის მასის 8,3%-ია, ან 87 იუპიტერის მასა.
უფრო მცირე სხეულებს ყავისფერი ჯუჯები ეწოდება, რომლებიც ძლივს იკავებენ ადგილს
ვარსკვლავებსა და გაზურ გიგანტებს შორის.

ვარსკვლავის მასისა და რადიუსის ერთობლიობა განსაზღვრავს ზედაპირის გრავიტაციას .


გიგანტურ ვარსკვალვებს გაცილებით მცირე ზედაპირის გრავიტაცია აქვს, ვიდრე მთავარი
მიმდევრობის ვარსკვლავებს, ხოლო საპირისპირო ხდება გადაგვარებულ , კომპაქტურ
ვარსკვლავებში, როგორებიცაა თეთრი ჯუჯები. ზედაპირის გრავიტაცია დიდ გავლენას
ახდენს ვარსკვლავის სპექტრის გარეგნობაზე: მაღალი გრავიტაცია იწვევს შთანმთქმელი
ხაზების გაფართოებას.

ბრუნვა
ვარსკვლავის ბრუნვის ტემპის განსაზღვრა სპექტროსკოპული დაკვირვებებითაა
შესაძლებელი ან უფრო ზუსტად განსასაზღვრად, ვარსკვლავთლაქების ბრუნვის ტემპის
მონიტორინგია საჭირო. ახალგაზრდა ვარსკვლავებს ძალიან სწრაფი ბრუნვის ტემპი აქვს ,
რომელიც 100 კმ/წმ-ს აღემატება ეკვატორზე. B კლასის ვარსკვლავ ალფა ერიდანის
ეკვატორული ბრუნვის სიჩქარე, დაახლოებით, 225 კმ/წმ ან მეტია, რაც იწვევს მისი
ეკვატორის დიამეტრის გახრდას, ამის შედეგად კი მისი ეკვატორული დიამეტრი 50%-ით
დიდი ხდება, ვიდრე მანძილი პოლუსებს შორის. ბრუნვის ასეთი ტემპი კრიტიკულ 300
კმ/წმ-მდე ოდნავ მცირეა. ამ სიჩქარეზე ვარსკვლავი შუაზე იხლიჩება. მზე მხოლოდ 25-35
დღეში ერთხელ აკეთებს სრულ ბრუნს 1,994 კმ/წმ ეკვატორული სიჩქარით. ვარსკვლავის
მაგნიტური ველი და ვარსკვლავური ქარი მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ბრუნვის
ტემპის შესამჩნევად შენელებაზე ზრუნავს.
გადაგვარებული ვარსკვლავები შეიკუმშა კომპაქტურ მასად, შედეგად კი ძალიან სწრაფი
ბრუნვის ტემპი მიიღო. თუმცა, მათ შედარებით დაბალი ბრუნვის ტემპი აქვთ იმასთან
შედარებით, რაც იყო მოსალოდნელი კუთხური მოძრაობის შენახვით — მბრუნავი
სხეულის მიდრეკილება, აინაზღაუროს ზომის დანაკლისი მისი ბრუნვის ტემპის გაზრდით .
ვარსკვლავის კუთხური მოძრაობის დიდი ნაწილი იფანტება ვარსკვლავური ქარის
შედეგად დაკარგული მასის გამო. ამის მიუხედავად, პულსარის ბრუნვის ტემპი ძალიან
სწრაფია. მაგალითად, კიბორჩხალის ნისლეულში არსებული პულსარი 30-ჯერ ბრუნავს
წამში. პულსარის ბრუნვის ტემპი თანდათან შენელდება რადიაციის გამოსხივების გამო .

ტემპერატურა
მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურა განისაზღვრება ბირთვში
ენერგიის გამომუშავების ტემპითა და რადიუსით, ხშირად კი ვარსკვლავის ფერის
ინდექსით. ჩვეულებრივ, ტემპერატურა მოცემულია მარგ ტემპერატურად , რომელიც
იდეალური შავი სხეულის ტემპერატურაა. ეს კი ასხივებს თავის ენერგიას იმ იმავე
სიკაშკაშით, როგორც ვარსკვლავი. შენიშნეთ, რომ მარგი ტემპერატურა მხოლოდ
მახასიათებელი სიდიდეა, რადგან ტემპერატურა ბირთვისკენ უფრო იზრდება.
ვარსკვლავის ბირთვში არსებული ტემპერატურა რამდენიმე მილიონი კელვინია .

ვარსკვლავის ტემპერატურა რამდენიმე განსხვავებული ელემენტის იონიზაციის ტემპს


განსაზღვრავს, რომელიც აისახება სპექტრში არსებული მახასიათებელი შთანმთქმელი
ხაზებით. ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურა, მის სრულ ვარსკვლავიერ სიდიდესთან
ერთად, გამოიყენება მისი კლასიფიცირებისთვის.

მთავარი მიმდევრობის მასიური ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა 50 000 კელვინს


აღწევს. უფრო მცირე, მზის მსგავსი ვარსკვლავების ზედაპირის ტემპერატურა რამდენიმე
ათასი კელვინია. წითელ გიგანტებს შედარებით დაბალი ზედაპირის ტემპერატურა აქვს :
დაახლოებით 3600 K, მაგრამ ამის მიუხედავად, მაღალი სიკაშკაშე აქვთ უზარმაზარი
გარეგანი ფართობის გამო.

გამოსხივება
ვარსკვლავების მიერ გამოსხივებული ენერგია (თერმობირთვული სინთეზის შედეგი )
კოსმოსში ელექტრომაგნიტური და ნაწილაკური გამოსხივებით ვრცელდება.
ვარსკვლავის მიერ გამოსხივებული ნაწილაკური რადიაცია ვარსკვლავურ ქარად
გვევლინება, რომელიც გარე ფენებიდან გამოედინება თავისუფალ პროტონებად და
ელექტრულად დამუხტულ ალფა და ბეტა ნაწილაკებად. თუმცა, არსებობს უმასო
ნეიტრინოების დიდი ნაკადი, რომელიც ვარსკვლავის ბირთვიდან სხივდება .

ბირთვში ენერგიის გამომუშავება არის ვარსკვლავის ასეთი კაშკაშით ნათების მიზეზი :


ორი ან მეტი ატომბირთვი ერთმანეთს ერწყმება და ფორმირდება უფრო მძიმე ელემენტის
ერთი ატომბირთვი, შემდეგ კი, ამის შედეგად გამა სხივების ფოტონები
გამოთავისუფლდება. ეს ენერგია გადაიქცევა ელექტრომაგნიტური ენერგიის სხვა
ფორმებად, როგორიცაა ხილული სინათლე, როცა ის ვარსკვლავის გარე ფენებს
მიაღწევს.

ვარსკვლავის ფერი, რომელიც ხილული სინათლის ინტენსიური სიხშირით


განისაზღვრება, დამოკიდებულია ვარსკვლავის გარე ფენების ტემპერატურაზე , მისი
ფოტოსფეროს ჩათვლით. ხილული სინათლის გარდა, ვარსკვლავი ასევე ასხივებს
ელექტრომაგნიტური გამოსხივების სხვა ფორმებს, რომლებიც ადამიანის თვალისათვის
უხილავია. ვარსკვლავურ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში შედის მთელი
ელექტრომაგნიტური სპექტრი, დაწყებული უგრძესი რადიოტალღებით, შემდეგ
ინფრაწითელი, ხილული სინათლე, ულტრაიისფერი, და დამთავრებული უმოკლესი
რენტგენისა და გამა სხივებით. ვარსკვლავის მიერ სრული ენერგიის გამოსხივების
თვალთახედვიდან, ვარსკვლავური ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა
კომპონენტი მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა, ყველა სიხშირე უზრუნველყოფს
ვარსკვლავის ფიზიკის გაგებას.

ვარსკვლავური სპექტრის გამოყენებით ასტრონომებს შეუძლიათ განსაზღვრონ


ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურა, ზედაპირის გრავიტაცია , მეტალურობა და
ბრუნვის სიჩქარე. თუ ვარსკვლავამდე მანძილი ცნობილია, მაგალითად, პარალაქსური
გაზომვით, შემდეგ მისი სიკაშკაშის გაგებაცაა შესაძლებელი. მასა , რადიუსი , ზედაპირის
გრავიტაცია და ბრუნვის პერიოდი შემდეგ შეიძლება განისაზღვროს ვარსკვლავურ
მოდელზე დაფუძნებული შეფასებებით (ორმაგ სისტემაში მყოფი ვარსკვლავების მასა
შეიძლება განისაზღვროს მათი ორბიტალური სიჩქარითა და მანძილით. ცალკეული
ვარსკვლავის გასაზომად კი გრავიტაციული ლინზირება გამოიყენება). ამ პარამეტრებთან
ერთად ასტრონომებს ასევე ძალუძთ მნათობის ასაკი განსაზღვრონ.

ნათება
ვარსკვლავის ნათება არის სინათლისა და გამოსხივების სხვა ფორმის ენერგიის
რაოდენობა, რომელსაც ის ასხივებს ყოველ დროის რაღაც ერთეულში. მისი ერთეულია
სიმძლავრე. ვარსკვლავის სიკაშკაშე განისაზღვრება რადიუსითა და ზედაპირის
ტემპერატურით. თუმცა, მრავალი ვარსკვლავი არ ასხივებს ერთგვაროვანი დინებით
(ენერგიის რაოდენობა, რომელიც გამოსხივდა ფართობის გარკვეული ერთეულიდან)
მთელი თავიანთი ზედაპირიდან. მაგალითად, სწრაფად მბრუნავ ვარსკვლავ ვეგას უფრო
მაღალი ენერგიის დინება აქვს პოლუსებზე, ვიდრე ეკვატორზე.

ზედაპირული ლაქა, შედარებით დაბალი ტემპერატურითა და სიკაშკაშით ,


ვარსკვლავთლაქად მოიხსენიება. პატარა, ჯუჯა ვარსკვლავებს, როგორიც ჩვენი მზეა,
ძირითადად მცირე ვარსკვლავთლაქებიანი დისკო აქვს. უფრო დიდ, გიგანტ
ვარსკვლავებს კი ბევრად დიდი, უფრო აშკარა ვარსკვლავთლაქები და ასევე აქვს
ძლიერი ვარსკვლავური დისკოსებრი დაბნელება. ეს უკანასკნელი არის ეფექტი , რომლის
დროსაც ვარსკვლავის შუაგული უფრო კაშკაშა ჩანს, ვიდრე გვერდები.

ვარსკვლავიერი სიდიდე
ვარსკვლავის ხილული სიკაშკაშე გამოისახება ხილული ვარსკვლავიერი სიდიდით,
რომელიც ვარსკვლავის სიკაშაშეა და მისი ნათებისა და დედამიწიდან დაშორების
ფუნქიაა, და ვარსკვლავის სინათლის ცვლილება, როცა ის დედამიწის ატმოსფეროში
შემოიჭრება. ნიშანდობლივი ან აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე პირდაპირაა
დაკავშირებული ვარსკვლავის ნათებასთან და არის ის, რაც ხილული ვარსკვლავიერი
სიდიდე იქნებოდა, თუ ვარსკვლავსა და დედამიწას შორის მანძილი 10 პარსეკი (32,6
სინათლის წელიწადი) იქნებოდა.

ორივე, ხილული და აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე, ლოგარითმული


ერთეულებია: ერთი მთლიანი რიცხვის სხვაობა სიდიდეში ტოლია 2,5-ჯერ სიკაშკაშის
ცვალებადობის [123] (მეხუთე ხარისხის ფესვი 100-დან დაახლოებით 2,512-ია). ეს ნიშნავს,
რომ პირველი სიდიდის ვარსკვლავები (+1.00) დაახლოებით 2,5-ჯერ კაშკაშაა, ვიდრე
მეორე სიდიდის (+2.00) ვარსკვლავი, და დაახლოებით 100-ჯერ კაშკაშა, ვიდრე მეექვსე
სიდიდის (+6.00) ვარსკვლავი. ნორმალურ პირობებში შეუიარაღებელი თვალით ყველაზე
მკრთალი ვარსკვლავის სიდიდე დაახლოებით +6-ია.

ხილული და აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდისას, რაც უფრო მცირეა სიდიდის


რიცხვი, მით უფრო კაშკაშაა ვარსკვლავი, ხოლო რაც უფრო დიდია სიდიდის რიცხვი , მით
მკრთალი. ორივე სკალაზე ძალიან კაშკაშა ვარსკვლავებს სიდიდის უარყოფითი რიცხვი
აქვს. ორ ვარსკვლავს შორის სიკაშკაშეში ცვალებადობა (ΔL) გამოითვალება უფრო
კაშკაშა ვარსკვლავის სიდიდის რიცხვს (mb) გამოკლებული მკრთალი ვარსკვლავის
სიდიდის რიცხვი (mf). შემდეგ სხვაობის გამოყენება მაჩვენებლად ფუნდამენტური რიცხვის
2,512-თვის; ანუ:

ნათებისა და დედამიწიდან დაშორების დაკავშირებით ვარსკვლავის აბსოლუტური


სიდიდე (M) და ხილული სიდიდე (m) ერთმანეთის ტოლი არაა; მაგალითად, კაშკაშა
ვარსკვლავის, სირიუსის, ხილული სიდიდე -1,44-ია, მაგრამ მისი აბსოლუტური სიდიდე
+1,41-ია.

მზის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე -26,7-ია, ხოლო მისი აბსოლუტური სიდიდე


მხოლოდ +4,83. დედამიწის ღამის ციდან ხილული ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსი
სინამდვილეში მზეზე 23-ჯერ კაშკაშაა, ხოლო კანოპი, მეორე ყველაზე კაშკაშა
ვარსკვლავი -5,53 აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდით, დაახლოებით 14 000-ჯერ
კაშკაშაა მზეზე. მიუხედავად იმისა, რომ კანოპი სირიუსზე ბევრად კაშკაშაა , სირიუსი მაინც
კანოპზე უფრო კაშკაშა ჩანს. ეს იმიტომ, რომ სირიუსი 8,6 სინათლის წლითაა
დაშორებული, ხოლო კანოპი ბევრად მეტად — 310 სინათლის წლით.

2006 წლის მონაცემებით, ვარსკვლავი ყველაზე მაღალი აბსოლუტური ვარსკვლავიერი


სიდიდით არის LBV 1806-20, რომლის სიდიდე -14,2-ია. ეს ვარსკვლავი მზეზე 5 000 000-ჯერ
კაშკაშაა. ყველაზე მკრთალი ვარსკვლავები კი გროვა NGC 6397-ში მდებარეობს. ყველაზე
მკრთალი წითელი ჯუჯების აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე 28 იყო. სიდიდით 28
თეთრი ჯუჯაც აღმოაჩინეს. ეს ვარსკვლავები იმდენად მკრთალია, რომ მათი შუქი ისეთი
შეუმჩნეველია, როგორც დედამიწიდან დანახული დაბადების დღის სანთელი მთვარეზე .
ცვალებადი ვარსკვლავები
„მირას“ ასიმეტრიული გარეგნობა, დაბნელებადი ცვალებადი ვარსკვლავი . ნასას ჰაბლის
ფოტო

ცვალებად ვარსკვლავებს პერიოდული ან შემთხვევითი ცვილელები აქვს ნათებაში


გარეგანი ან შინაგანი თვისებების გამო. შინაგანად ცვალებადი ვარსკვლავები იყოფა სამ
ძირითად ჯგუფად.

ვარსკვლავური ევოლუციის განმავლობაში ზოგიერთი ვარსკვლავი გადის ფაზებს , სადაც


ის ხდება პულსირებადი ცვალებადი. პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავები რადიუსსა
და ზომაში იცვლება დროთა განმავლობაში, ფართოვდება და იკუმშება პერიოდებით ,
რომელიც შეიძლება იყოს რამდენიმე წუთი ან რამდენიმე წელიწადი . ეს კი ვარსკვლავის
ზომაზეა დამოკიდებული. ეს კატეგორია მოიცავს ცეფეიდებს, ცეფეიდების მსგავს
ვარსკვალვებსა და გრძელ პერიოდიან ცვალებადებს, როგორიცაა „მირა “.

ვულკანური ცვალებადები ის ვარსკვლავებია, რომელთა სიკაშკაშეში უეცარი ზრდა ხდება ,


რომელიც ამოფრქვევებთან ან მასის გამოტყორცნის მოვლენასთანაა დაკავშირებული . ეს
ჯგუფი მოიცავს პროტოვარსკვლავებს, ვოლფ-რაიეს ვარსკვლავებს, აგიზგიზებულ
ვარსკვლავებს და, ასევე, გიგანტებსა და ზეგიგანტებს.

კატაკლიზმური ან ფეთქებადი ცვალებადი ვარსკვლავები ისინია, რომლებიც თავიანთ


თვისებებში დრამატულ ცვლილებებს განიცდის. ეს ჯგუფი მოიცავს ნოვას და სუპერნოვას
(ზეახალი). ორმაგ ვარსკვლავურ სისტემას, რომელშიც თეთრი ჯუჯა შედის, შეუძლია
გამოიწვიოს ამ თვალწარმტაცი ვარსკვლავური აფეთქებების გარკვეული ტიპები , ნოვასა
და 1a ზეახლის ჩათვლით. აფეთქება მაშინ ხდება, როცა თეთრი ჯუჯა კომპანიონი
ვარსკვლავიდან წყალბადს იზიდავს და მანამდე იძენს მასას, სანამ წყალბადის სინთეზი
არ დაიწყება. ზოგი აფეთქება ცვალებადია, ანუ აქვს პერიოდული აგზნება .

ვარსკვლავები ასევე ნათებაშიც ცვალებადია გარეგანი ფაქტორების გამო , როგორიცაა


დაბნელებადი ორმაგი სისტემები, ასევე მბრუნავი ვარსკვლავები, რომლებიც უკიდურეს
ვარსკვლავთლაქებს წარმოქმნის. დაბნელებადი ორმაგი სისტემის შესანიშნავი
მაგალითია „ალგოლი“, რომლის ვარსკვლავიერი სიდიდე 2,4-დან 3,5-მდე მერყეობს 2,87
დღის პერიოდით.

წითელი გიგანტი
წითელი გიგანტი — დაბალი ან საშუალო მასის (0,3—8 მზის მასა) კაშკაშა გიგანტური
ვარსკვლავი, რომელიც ვარსკვლავური ევოლუციის მიწურულ ფაზაშია. მისი გარე
ატმოსფერო გამობერილი და გათხელებულია, რის გამოც მისი რადიუსი უზარმაზარი
ხდება, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა — დაბალი, რომელიც არის 5000K და ქვემოთ.
წითელი გიგანტის გარეგნობა ყვითელი-ნარინჯისფერი და წითელია და მოიცავს
სპექტრულ ტიპებს, K-სა და M-ს, ასევე S კლასისა და ნახშირბადის ვარსკვლავების
უმეტესობას.

წითელი გიგანტი ის ვარსკვლავია, რომელმაც თავის ბირთვში წყალბადის მარაგი


ამოწურა და ბირთვის გარშემო არსებული გარსის წყალბადის თერმობირთვულ სინთეზზე
გადაერთო. ასეთი ვარსკვლავების რადიუსი ათობით და ათასობით დიდია , ვიდრე მზისა .
თუმცა, მათი გარსის ტემპერატურა დაბალია, რის გამოც მოწითალო-ნარინჯისფერი იერი
აქვს.

წითელი გიგანტები წარმოიქმნებიან მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებიდან ,


რომელთა მასები დაახოებით 0.3 დან 8 მზის მასამდეა. როდესაც ვარსკვლავი
თავდაპირველად იქმნება, ის ძირითადად მოიცავ წყალბადს და ჰელიუმს და მცირე
რაოდენობით მეტალებს ( ამ შემთხვევაში მეტალი არის ყველაფერი რაც არ არის
წყალბადი ან ჰელიუმი, რასაც ატომური რიცხვი 2 ზე მეტი აქვს). მთავარი მიმდევრობისას
ვარსკვლავი ბირთვში წყალბადს გარდაქმნის ჰელიუმად. მისი მთავარი მიმდევრობის
„ცხოვრება“ მთავრდება მაშინ როდესაც წყალბადი თითქმის სრულად არის ჰელიუმად
გარდაქმნილი. მაგალითად მზეს სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 მილიარდი წელი აქვს.
უფრო დიდ ვარსკვლავებს კი, უკუპროპორციულად უფრო ნაკლები.

როდესაც წყლაბადი გამოილევა ვარსკვლავის ბირთვი საკუთარი გრავიტაციის გამო


იწყებს კოლაპსირებას. ამ დროს გამოიყოფა მეტი წყალბადი და ხდება მისი გარდაქმნა
ბირთვის გარეთ შრეში. ეს კი ამ შრის გაფართოებას იწვევს. გაფართოება წყალბადის
შერწყმით გამოყოფილ ენერგიას დიდი რაოდენობით მოიხმარს. როდესაც ვარსკვლავის
საკმარისად გაცივდება ის წყვეტს გაფართოებას და იქცევა წითელ გიგანტად .

წითელი ზეგიგანტი
წითელი ზეგიგანტი — K ან M სპექტრული ტიპის ზეგიგანტი ვარსკვლავი. ასეთი ტიპის
ვარსკვლავები ყველაზე დიდია სამყაროში მოცულობით, თუმცა ყველაზე მასიური არაა .
წითელი ზეგიგანტის საუკეთესო მაგალითებია ბეტელგეიზე და ანტარესი .

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავის ბირთვში წყალბადი ამოიწურება, 10 მზის მასაზე მეტი
ვარსკვლავები წითელი ზეგიგანტო ხდება იმ დროის მანძილზე , სანამ ჰელიუმის სინთეზი
ხდება. ეს ვარსკვლავები უზარმაზარია და მათი ზედაპირის ტემპერატურა ძალიან
დაბალია (3500-4500 [[კელვინი]). წითელი ზეგიგანტის ექსტრემალური მაგალითებია V354
Cephei, KY Cygni, და KW Sagittarii, რომელთა რადიუსი 1500 მზის რადიუსის (დაახლოებით 7
ასტრონომიული ერთეული) ტოლია. უმეტესი წითელი ზეგიგანტის რადიუსი 200-800 მზის
რადიუსია. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 10-დან 100 მილიონ წელიწადამდეა და
ზოგჯერ გროვებშიც შეინიშნება. ამ ვარსკვალვების სიკაშკაშემ შესაძლოა მზისას 500 000-
ჯერ გადააჭარბოს. რამდენიმე კარგად ცნობილი წითელი ზეგიგანტებია :

KY Cygni

V354 Cephei

VX Sagittarii

KW Sagittarii

PZ Cassiopeiae

Mu Cephei

ანტარესი
ბეტელგეიზე

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები
ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები (ხშირად მოიხსენიებენ შემოკლებით, ვრ ვარსკვლავები ) —
ევოლუციური და მასიური ვარსკვლავები (საწყისი მასა 20 მზის მასა), რომლებიც თავიანთ
მასას ძალიან სწრაფად კარგავენ. მასის სწრაფი დაკარგვა კი იწვევს ვარსკვლავური
ქარის 2000 კმ/წმ-მდე აჩქარებას. ჩვენი მზე ყოველ წელს დაახლოებით 10−14 მზის მასას
კარგავს, მაშინ როდესაც ვრ ვარსკვლავები ყოველწლიურად 10−5მზის მასას მოიხმარენ.

ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები უკიდურესად ცხელები არიან. მათი ზედაპირის ტემპერატურა


აღწევს 30 000 K-დან (29727 °C) 200 000 K-მდე (199727 °C). ისინი ასევე ძალიან კაშკაშები
არიან - 10 000-დან რამდენიმე მილიონამდე კაშკაშები, ვიდრე ჩვენი დედავარსკვლავი.
თუმცა ისინი ვიზუალურად (ანუ ხილულ სპექტრში) ძალიან კაშკაშები არ არიან, რადგან
ისინი ძირითადად ულტრაიისფერსა და და რენტგენიშიც კი ასხივებენ .

მათი სახელი კი მოდის ორი მეცნიერიდან, რომელთაც ასეთი ტიპის მნათობები


აღმოაჩინეს. ესენი იყვნენ ჩარლზ ვოლფი და ჟორჟ რაიე. შესაბამისად ასეთ
ვარსკვლავებს ეწოდათ ვოლფ-რაიეს ვარსკვლავები.

ვრ ვარსკვლავები მასიური ვარსკვლავების ევოლუციის ნორმალურ ეტაპზე იმყოფებიან,


რომლებშიც წყალბადის და აზოტის (WN მიმდევრობა), ან ჰელიუმის, ნახშირბადის და
ჟანგბადის (WC მიმდევრობა) გამოსხივების ფართო ხაზები ჩანს. მათი ძლიერი
გამოსხივების ხაზების დახმარებით, ისინი შეიძლება აღმოვაჩინოთ ახლო გალაქტიკებში .
დაახლოებით 300 ვრ ვარსკვლავია ნაპოვნი ჩვენს გალაქტიკაში. ეს რიცხვი უკანასკნელი
წლების განმავლობაში შეიცვალა, რადგან ასეთი ტიპის ვარსკვლავების აღმოჩენას
ძალიან ღრმა ფოტომეტრული და სპექტროსკოპული დაკვირვებები მიეძღვნა. დამატებით ,
დაახლოებით 100 ასეთი ობიექტია ნაპოვნი მაგელანის დიდ ნისლეულში, ხოლო 12
აღმოაჩინეს მაგელანის პატარა ნისლეულში და რამდენიმე ადგილობრივი ჯგუფის და
უახლოეს გალაქტიკებში (M83, NGC 300 და სხვა).

რამდენიმე ასტრონომმა, მათ შორის რუბლევმა და კონტიმ თავდაპირველად წამოაყენეს


ვარაუდი, რომ ვრ ვარსკვლავები არიან O-ვარსკვლავების მემკვიდრეები, რომლებშიც
უკიდურესად კაშკაშა ვარსკვლავების ძლიერმა ვარსკვლავურმა ქარმა გამოტყორცნა
წყალბადით მდიდარი გარე ფენები.

დამახასიათებელი გამოსხივების ხაზები ფორმირდება გაფართოებულ , მკვრივ და


მაღალსიჩქარიანი ქარის რეგიონში, რომელიც ეხვევა ძალიან ცხელ ვარსკვლავურ
ფოტოსფეროში, რომელიც გამოყოფს ულტრაიისფერ გამოსხივებას, ხოლო ეს
უკანასკნელი იწვევს ნათებას (ფლუორესენციას) ხაზების ფორმირების ქარიან რეგიონში .
მეცნიერებს სჯერათ, რომ ასეთი ვარსკვლავების უმეტესობა საბოლოოდ გახდება Ib ან Ic
ტიპის სუპერნოვა

არსებობს ვრ ვარსკვლავების ერთი ტიპი, რომელთაც აქვთ ძლიერი წყალბადის ხაზები


თავიანთ სპექტრში, რომლებიც წყალბადის ატმოსფეროზე მიუთითებენ. ესენი არიან WNh
(და ასევე WNha) ვარსკვლავები. მათ ჯერ კიდევ არ მოუშორებიათ თავიანთი წყალბადის
"ქერქები." ისინი მხოლოდ ევოლუციონირებენ მასიური მთავარი მიმდევრობის O-კლასის
ვარსკვლავებიდან. ეს არის ყველაზე კაშკაშა ვრ ვარსკვლავები და მათ შორის არიან
ყველაზე მაღალი ბოლომეტრიული სიკაშკაშის ვარსკვლავები.

ვრ ვარსკვლავის ყველაზე ხილული მაგალითია Gamma 2 Velorum, რომლის დანახვა


შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი. ის მდებარეობს იალქნების
თანავარსკვლავედში. თავისი სპექტრის ეგზოტიკური ბუნების გამო მას მეტსახელად
"სამხრეთ ცის სპექტრულ ძვირფას ქვას" ეძახიან. სხვა ვრ ვარსკვლავების დანახვა
შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ეს ერთადერთია.

ყველაზე მასიური და ალბათ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი R136a1 ასევე ვრ ვარსკვლავია ,


რომელიც WNh ტიპს მიეკუთვნება. ასეთი ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც მოიცავს
ყველაზე კაშკაშა და მასიურ ვარსკვლავებს, ძალიან ახალგაზრდაა და ჩვეულებისამებრ
მოიძებნება ძალიან, ძალიან ხშირ ვარსკვლავთგროვებში. იშვიათად კი, გაქცეული ვრ
ვარსკვლავები, როგორიცაა VFTS 682 ასეთი გროვების გარეთ მოიძებნება. ის ალბათ
გამოაგდეს მრავალვარსკვლავური სისტემიდან ან სხვა ვარსკვლავებთან
ურთიერთქმედებამ გამოაძევა ვარსკვლავთგროვიდან.

თეთრი ჯუჯა
თეთრი ჯუჯა (ასევე უწოდებენ გადაგვარებულ ჯუჯას) — ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც
უმეტესად ელექტრონგადაგვარებული მატერიისგან შედგება . თეთრი ჯუჯა ძალიან
მკვრივია: მისი მასა მზის მასის ტოლი შეიძლება იყოს, ხოლო მოცულობა — დედამიწისა.
მისი მკრთალი ნათება მოდის თერმული ენერგიის მარაგის გამოსხივებიდან. უახლოესი
თეთრი ჯუჯა არის 8,6 სინათლის წლით დაშორებული სირიუს B, რომელიც ორმაგი
ვარსკვლავის, სირიუსის პატარა კომპანიონია. ამჟამად მიჩნეულია, რომ მზის უახლოეს
100 ვარსკვლავურ სისტემას შორის 8 თეთრი ჯუჯაა. თეთრი ჯუჯის უჩვეულო სიმკრთალე
პირველად ჰენრი ნორის რასელმა, ედუარდ ჩარლზ პიკერინგმა და უილიამინა
ფლემინგმა 1910 წელს შენიშნეს. თეთრი ჯუჯა უილემ ლუიტენმა 1922 წელს უწოდა.

მიჩნეულია, რომ თეთრი ჯუჯა საბოლოო ევოლუციური მდგომარეობაა იმ


ვარსკვლავებისა, რომელთა მასა საკმარისი არ არის, რათა ნეიტრონული ვარსკვლავი
გახდეს — ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავების 97%. როდესაც
დაბალი ან საშუალო მასის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავის წყალბადის სინთეზის
სიცოცხლის ხანგრძლივობა დასრულდება, ის გაფართოვდება წითელ გიგანტად ,
რომელიც ჰელიუმს ნახშირბადად და ჟანგბადად ასინთეზირებს ბირთვში სამმაგი ალფა
პროცესით. თუ წითელ გიგანტს არასაკმარისი მასა აქვს იმისათვის , რომ ბირთვში
ნახშირბადის სინთეზისათვის საჭირო ტემპერატურა (1 მილიარდი კელვინი ) წარმოქმნას ,
მის ცენტრში ნახშირბადისა და ჟანგბადის ინერტული მასა წარმოიქმნება . მისი გარე ფენის
მოცილების შემდეგ, როცა პლანეტარული ნისლეული წარმოიქმნება, ის ამ ბირთვის უკან
რჩება, რომელიც წარმოქმნის ნარჩენ თეთრ ჯუჯას. აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივ,
თეთრი ჯუჯები ნახშირბადისა და ჟანგბადისაგან შედგება. თუ წინაპრის მასა 8-10,5 მზის
მასაა, ბირთვის ტემპერატურა საკმარისია ნახშირბადის სინთეზისათვის, მაგრამ არა
ნეონისა, ამ შემთხვევაში კი ჟანგბად-ნეონ-მაგნიუმის თეთრი ჯუჯა შეიძლება წარმოიქმნას .
როგორც აღმოჩნდა, ჰელიუმის თეთრი ჯუჯები წარმოიქმნება ორმაგ ვარსკვლავურ
სისტემებში მასის დაკარგვით.

თეთრ ჯუჯაში არსებული მატერია თერმობირთვულ სინთეზს აღარ განიცდის, არ აქვს


ენერგიის წყარო და არც სითბოსი, რომელსაც წარმოქმნიდა თერმობირთვული
რეაქციებისა და გრავიტაციის ომი. მას მხოლოდ ელექტრონების გადაგვარების წნევა
ამარაგებს, რაც მას უკიდურესად მკვრივს ხდის. გადაგვარების ფიზიკა იძლევა მაქსიმუმ
მასას არაბრუნვადი თეთრი ჯუჯისთვის (ჩანდრასეკარის ზღვარი) — მიახლოებით 1,4 მზის
მასა, რომლის ზემოთაც ელექტრონული გადაგვარება ვეღარ მოამარაგებს ვარსკვლავს.
ნახშირბად-ჟანგბადის თეთრი ჯუჯა, რომელიც ამ ზღვარს უახლოვდება , ჩვეულებრივ
კომპანიონიდან მასის მიზიდვით, შესაძლოა Ia ტიპის ზეახლად აფეთქდეს. ამ პროცესს
ნახშირბადის დეტონაცია ეწოდება. SN 1006 ამის ყველაზე ცნობილი მაგალითია.

თეთრი ჯუჯა წარმოქმნისას ძალიან ცხელია, მაგრამ რადგანაც მას ენერგიის წყარო არ
აქვს, ის თანდათანობით თავის ენერგიას გამოასხივებს და გაგრილდება . ეს ნიშნავს , რომ
მისი გამოსხივება, რომელსაც მაღალი ფერის ტემპერატურა აქვს, შემცირდება და
გაწითლდება დროთა განმავლობაში. ძალიან დიდი ხნის შემდეგ, თეთრი ჯუჯა იმ
ტემპერატურამდე გაცივდება, რომლის შემდეგაც ის ვეღარ შეძლებს შესამჩნევი სითბო ან
სინათლე გამოასხივოს, ამიტომ ცივი შავი ჯუჯა გახდება. თუმცა, გამოთვლილია, რომ
დროის ხანგრძლივობა, როცა თეთრი ჯუჯა ამ მდგომარეობას აღწევს, სამყაროს
ამჟამინდელ ასაკზე (დაახლოებით 13,7 მილიარდი წელიწადი) მეტია და რადგანაც არც
ერთი თეთრი ჯუჯა არ შეიძლება სამყაროზე ხნიერი იყოს, მიჩნეულია, რომ შავი ჯუჯები
ჯერჯერობით არ არსებობს.ყველაზე ბებერი თეთრი ჯუჯები მაინც ასხივებს რამდენიმე
ათას კელვინ სითბოს.

ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის


მიერ გადაღებული სირიუს A და
სირიუს B. თეთრი ჯუჯა სირიუს B ჩანს
ბევრად კაშკაშა სირიუს A-ს დაბლა,
მარცხნივ მკრთალი სინათლის
წერტილის მსგავსად
შავი ჯუჯა
შავი ჯუჯა არის თეორიული ვარსკვლავური ნარჩენი, კონკრეტულად კი გაციებული თეთრი
ჯუჯა. თეთრი ჯუჯისთვის ამ ფაზამდე მიღწევას სამყაროს ასაკზე დიდი დრო ჭირდება ,
ამიტომ ჯერჯერობით არცერთი შავი ჯუჯის არსებობა არ არის შესაძლებელი . შავი ჯუჯა
ასევე დაერქვა გაციეუბულ ყავისფერს ჯუჯას, ვარსკვლავურ ობიექტს რომელსაც არ აქვს
საკმარისი მასა იმისთვის რომ წყალბადის გარდაქმნა მოახერხოს.

დაახლობით 8 მილიარდი წლის შემდეგ მზეც გამოილევა წყალბადისგან და იქცევა თეთრ


ჯუჯად და ტრილიონობით წლების შემდეგ ვეღარ შეძლებს სინათლის და სითბოს
წარმოქმნას. ხოლო 1 ქვიდრილიონი წლის შემდეგ ის შავ ჯუჯად იქცევა.

ყავისფერი ჯუჯა
ყავისფერი ჯუჯა არის ვარსკვლავური ობიექტი, რომლის მასაც უდიდეს გაზის გიგანტსა და
უმცირეს ვარსკვლავს შორისაა, დაახლობით 80 იუპიტერის მასით.

მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ყავისფერი ჯუჯებს არ აქვთ


საკმარისი მასა წყალბადის გარდაქმნის პროცესისთვის. ამ მიზეზით ყავისფერი ჯუჯებს
ხანდახან „წარუმატებელ ვარსკვლავებსაც“ ეძახიან. თუმცა შესაძლოა ისინი
გარდაქმნიდნენ მძიმე წყალბადს ან ლითიუმს თუ ისინი მათი მასა 65 იუპიტერის მასაზე
დიდია.

მიუხედავად სახელისა ყავისფერი ჯუჯები ადამიანებისთვის, შედარებით მაღალი


ტემპერატურის შემთხვევაში ნარინჯისფერ/წითლად ჩანან ხოლო უფრო დაბალ
შემთხვევებში იასამნისფრად.

ნეიტრონული ვარსკვლავი
ნეიტრონული ვარსკვლავი — 10-დან 29-მდე მზის მასის მქონე კოლაფსირებული
ვარსკვლავი. ნეიტრონული ვარსკვლავები პატარა და მყარი ვარსკვლავებია , რომლებიც
არ მიეკუთვნებიან სავარაუდო კვარკულ და უცნაურ ვარსკვლავებს. როგორც წესი ,
ნეიტრონულ ვარსკვლავებს 10 კილომეტრის (6,2 მილი) რადიუსი და მზის 1,4 – 2,16 მასა
გააჩნიათ. წარმოიქმნებიან მასიური ვარსკვლავის აფეთქების შედეგად , რომლის
გრავიტაციული კოლაფსი მასას, თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სიმკვრივისგან განსხვავებით ,
ატომის ბირთვებამდე კუმშავს. ჩამოყალიბებული ნეიტრონული ვარსკვლავი სითბოს
აქტიურად აღარ გამოიმუშავებს და დროთა განმავლობაში ცივდება , თუმცა , შეიძლება
შეჯახების ან აკრეციის გზით კვლავ განვითარდეს. ამ ობიექტების ძირითადი მოდელი
გულისხმობს, რომ ისინი თითქმის მთლიანად ნეიტრონებისგან არიან შექმნილი
(სუბატომური ნაწილაკები, რომელთაც ელექტრული მუხტი არ გააჩნიათ, მათი მასა კი
პროტონების მასას ოდნავ აღემატება). ნორმალურ ნივთიერებაში წარმოდგენილი
ელექტრონები და პროტონები, ნეიტრონული ვარსკვლავის პირობებში გაერთიანებულია
ნეიტრონების წარმოებისთვის. პაულის პრინციპის გათვალისწინებით , იმის მსგავსად ,
როგორც თეთრი ჯუჯა არ ექვემდებარება ელექტრონული დეგენერაციით კოლაფსს, ეს
ობიექტები ნეიტრონული დეგენერაციით გამოწვეულ კოლაფსს არ ექვემდებარებიან . თუ
დარჩენილი ვარსკვლავი 3 მზის მასაზე მეტია, ის განაგძობს კოლაფსს და შავ ხვრელად
ყალიბდება.

ნეიტრონული ვარსკვლავები ძალიან ცხელია და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით


599 726,85 (600 000 კ) ცელსიუსს აღწევს. ისინი იმდენად მკვრივია, რომ ნეიტრონულ-
შემცველი მასალის მქონე ნორმალური ზომის ასანთის კოლოფი, დაახლოებით 3
მილიარდი ტონა (800 მეტრის კიდეებით მიწის 0,5 კუბური კილომეტრი) იქნება. მათი
მაგნიტური ველის სიმძლავრე 108-დან 1015-მდეა, (100 მლნ-დან 1 კვარდრილიონამდე)
უფრო ძლიერია ვიდრე დედამიწაზე. ზედაპირის გრავიტაციული ველის სიმძლავრე კი 2 ×
1011, დედამიწისაზე 200 მილიარდჯერ ძლიერია.

როგორც კი ვარსკვლავის ბირთვი კოლაფსირდება, მისი ბრუნვის სიჩქარე იმპულსის


მომენტის შედეგად იზრდება, შესაბამისად ახლად ჩამოყალიბებული ნეიტრონული
ვარსკვლავის ბრუნვა წამში რამდენიმე ასეულს აღწევს. ზოგიერთი ნეიტრონული
ვარსკვლავი ელექტრომაგნიტურ რადიაციას ასხივებს, რაც პულსაციის სახით ვლინდება .
1967 წელს ჯოსელინ ბელ ბერნელის მიერ პულსარის აღმოჩენა, ნეიტრონული
ვარსკვლავების არსებობასთან დაკავშირებით, დაკვირვებით გამყარებული პირველი
მოსაზრება იყო. ნავარაუდევია, რომ პულსარის რადიაცია ძირითადად მათი მაგნიტური
პოლუსების მახლობლად მდებარე რეგიონებიდან გამოიყოფა. იმ შემთხვევაში , თუ
მაგნიტური პოლუსები ნეიტრონული ვარსკვლავის ღერძის გარშემო ბრუნვის
მიმართულებას არ ემთხვევა, რადიაცია სივრცეში (შუქურის მსგავსად) გადის და
ფიქსირდება მაშინ, როდესაც გამოსხივება დედამიწისკენ არის მომართული . ნეიტრონულ
ვარსკვლავებს შორის ყველაზე სწრაფად მბრუნავი, ცნობილი როგორც PSR J1748-2446ad,
წამში 716 ბრუნს აღწევს (43 000 ბრუნი წუთში), ზედაპირის სწორხაზოვანი სიჩქარე კი 0,24 c-
ს, სინათლის სიჩქარის თითქმის მეოთხედს აღწევს.

ირმის ნახტომში დაახლოებით 100 მილიონი ნეიტრონული ვარსკვლავის არსებობაა


ნავარაუდევი. ეს საშუალო რაოდენობა უკავშირდება ვარსკვლავებს, რომლებმაც
სუპერნოვად აფეთქება განიცადეს, თუმცა, უმეტესი მათგანი ძველია და ცივი, ამიტომ მათი
ადვილად გამოვლინება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია შესაძლებელი , მაგალითად ,
თუ ის პულსირებს ან ბინარული სისტემის ნაწილია. ნელი სიჩქარით მბრუნავი და
არააკრეცირებული ნეიტრონული ვარსკვლავების გამოვლინება თითქმის შეუძლებელია ,
თუმცა, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოვლენილ RX J185635-3754-ზე
დაკვირვებამ ცხადყო რამდენიმე ახლომდებარე ნეიტრონული ვარსკვლავის მხოლოდ
სითბური გამოსხივებით არსებობა. განმეორებადი რბილი გამა-გამოსხივების წყაროდ
მიჩნეულია მძლავრი მაგნიტური ველის მქონე, მაგნეტარის სახელით ცნობილი ან
ნარჩენების დისკოს მქონე ნეიტრონული ვარსკვლავები.

ამ ობიექტებმა ბინარულ სისტემაში შეიძლება განიცადონ ნივთიერების შეზრდა , იმ დროს ,


როდესაც აკრეცირებული მატერია ცხელ წერტილებს წარმოქმნის. ამ დროს სისტემა
პულსარული რენტგენული გამოსხივების წყაროა. აცრეციას ასევე შეუძლია აამუშაოს
ძველი პულსარები, გამოიწვიოს მათი მასის ზრდა და ბრუნვის სიჩქარის მომატება , რაც
მილიწამური პულსარების წინაპირობაა. ბინარული სისტემები არსებობენ და
ვითარდებიან, საბოლოოდ კი კომპანიონი ობიექტები შეიძლება ჩამოყალიბდნენ ისეთ
კომპაქტურ ობიექტებად, როგორიცაა თეთრი ჯუჯა ან თავად ნეიტრონული ვარსკვლავი.
თუმცა, სხვა შესაძლებლობები მოიცავს ობიექტების სრულად განადგურებას აბლაციის ან
შერწყმის გზით. ბინარულ სისტემაში ნეიტრონული ვარსკვლავების შერწყმა შეიძლება
მოკლე გამა-გამოსხივების და ძლიერი გრავიტაციული ტალღების წყარო იყოს. 2017 წელს
მოხდა გრავიტაციული ტალღების პირდაპირი გამოვლინება (GW170817), ასევე
არაპირდაპირი გამოვლინება ბინარული სისტემაში, სადაც ორი ნეიტრონული
ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო მოძრაობდნენ.

ნეიტრონული ვარსკვლავების მასა დედამიწის მასას 500 000-ჯერ აღემატება, ხოლო ზომით აშშ-ში მდებარე
ბრუკლინზე დიდი არაა.

წარმოშობა
მთავარი მიმდევრობის ნებისმიერი ვარსკვლავი, რომლის თავდაპირველი მასა მზისას 8-
ჯერ აღემატება, პოტენციურად ნეიტრონულ ვარსკვლავად ჩამოყალიბდება . როდესაც
ვარსკვლავი არსებობის ძირითად ფაზას გაივლის, ბირთვული წვა რკინით მდიდარ
ბირთვს ქმნის. როდესაც ყველა ძირითადი ბირთვული საწვავი ამოწურულია, ბირთვის
ერთიანობას მხოლოდ დეგენერაციის წნევა განაპირობებს. გარე საფარის დაწვის
შედაგად წარმოქმნილი დამატებითი მასის დეპოზიტები განაპირობებს იმას , რომ ბირთვმა
გადაჭარბოს ჩანდრასეკარის ზღვარს. ელექტრონ-დეგენერაციული წნევა დაძლეულია ,
ბირთვი კოლაფსს განაგრძობს, რასაც ტემპერატურის 5×109 კელვინამდე გაზრდა
მოსდევს, ამ ტემპერატურაზე კი ფოტობირთვული რეაქცია (მძლავრი გამა-გამოსხივებით
რკინის ბირთვის ალფა-ნაწილაკებად დაშლა) ხდება. ტემპერატურის ზრდასთან ერთად ,
ელექტრონებისა და პროტონების გაერთიანება ქმნის ნეიტრონებს, რომელიც
ელექტრონების მიტაცებით ნეიტრინოების ნაკადს წარმოშობს. როდესაც ინტენსივობა
ბირთვულ სიმკვრივეს 4×1017 კგ/მ3-მდე აღწევს, ნეიტრონ-დეგენერაციული წნევა
შეკუმშვას აფერხებს. ვარსკვლავის გარე ფენების კუმშვა შეწყვეტილია და ნეიტრონების
წარმოქმნის დროს ჩამოყალიბებული ჭარბი ნეიტრინოები გარე მიმართულებით
გაიტყორცნება. ხდება სუპერნოვა, დარჩენილი ბირთვი კი ნეიტრონული ვარსკვლავია . იმ
შემთხვევაში, თუ ნარჩენი ვარსკვლავი მზის მასას 3-ჯერ აღემატება, განაგძობს კოლაფსს
და შავ ხვრელად ყალიბდება.
მასიური ვარსკვლავის ბირთვი იკუმშება და კუთხის იმპულსის უმეტესს ინარჩუნებს, მაგრამ
რამდენადაც მას გარდაქმნამდე არსებული რადიუსის მხოლოდ უმცირესი ნაწილი
გააჩნია, მისი ინერციის მომენტი მკვეთრად მცირდება, რის შედეგადაც , ძალიან მაღალი
ბრუნვის სიჩქარით ყალიბდება და შემდეგ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ნელდება .
ნეიტრონული ვარსკვლავების ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდი 1.4 მილიწამიდან 30
წამამდე მერყეობს, სიმკვრივე კი ძალიან მაღალ გრავიტაციას განაპირობებს , ტიპური
მნიშვნელობით 1012-დან 1013-მდე მ/წ2 (დედამიწის გრავიტაციიაზე 1011-ჯერ მეტი). ასეთი
ობიექტების გაქცევის სიჩქარე (მეორე კოსმოსური სიჩქარე) 100,000 კმ/წ-დან 150,000 კმ/წ-
მდე (სინათლის სიჩქარის მესამედი და ერთი-მეორედი) სიჩქარეს უტოლდება .
ნეიტრონული ვარსკვლავის მძლავრი გრავიტაცია მითვისებული მატერიის ვარდნის
წარმოუდგენელ აჩქარებას განაპირობებს, ზემოქმედების ძალა კი მათ ატომების დონეზე
შლის და მთელ ზედაპირზე ნეიტრონული ვარსკვლავის ერთიან ნივთიერებად

გარდაქმნის.

თვისებები
მასა და ტემპერატურა
ნეიტრონულ ვარსკვლავს არანაკლებ 1,1 და შესაძლებელია 3 მზის მასა ჰქონდეს.
დაკვირვებადი მაქსიმალური მასა დაახლოებით 2,01-ს შეადგენს. ზოგადად, 1,39-ზე
ნაკლები მასის მქონე კომპაქტური ვარსკვლავები (ჩანდრასეკარის ზღვარი) თეთრი
ჯუჯებია, ხოლო 1,4 და 3 (ოპენჰაიმერის ზღვარი) მზის მასის მქონე ობიექტები ნეიტრონული
ვარსკვლავებია. 3-დან 5-მდე მზის მასის მქონე კი ჰიპოთეტურად ნავარაუდევი, კვარკული
და ელექტრულად სუსტი ვარსკვლავებია, რომლებიც ჯერ არ არის აღმოჩენილი. 10 მზის
მასის მქონე ვარსკვლავური ნარჩენი კი ნეიტრონ-დეგენერაციულ წნევას გადალახავს და
გრავიტაციული კოლაფსი შავი ხვრელის წარმოქმნას გამოიწვევს , თუმცა ამ დრომდე
აღმოჩენილ ყველაზე მცირე შავ ხვრელს დაახლოებით 5 მზის მასა აქვს.

ახლად ფორმირებული ნეიტრონული ვარსკვლავის ბირთვის ტემპერატურა დაახლოებით


99 999 999 726,85-დან 999 999 999 726,84998- მდე ცელსიუსია (1011- დან 1012- მდე კელვინი)
თუმცა, ნეიტრინოების ჭარბი გამოყოფით, რაც ენერგიას სწრაფად ათავისუფლებს ,
იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავის ტემპერატურა რამდენიმე წელიწადში
დაახლოებით 999 726,85 ცელსიუსამდე ეცემა (106 კელვინი) და გამომუშავებული
სინათლის უმეტესობა რენტგენული გამოსხივებით ვლინდება.

სიმკვრივე წნევა
ნეიტრონულ ვარსკვლავს 3,7×1017-დან 5,9×1017-მდე კგ/მ3 (2,6×1014-დან 41×1014-მდე მზის
სიმკვრივე) სრული სიმკვრივე გააჩნია[b], რაც ატომური ბირთვის სიმკვრივეს, 3×1017
კგ/მ3-ს შეესაბამება[19]. ობიექტის ზედაპირის სიმკვრივე დაახლოებით 1×109 კგ/მ3-ია,
ხოლო სიღრმეში 6×1017 ან 8×1017 კგ/მ3-მდე (უფრო მკვრივი, ვიდრე ატომის ბირთვი)
იზრდება.[18]. ვარსკვლავის შემადგენელი მატერიის ერთი ჩაის კოვზი (5 მილილიტრი)
5,5×1012 კგ იქნებოდა, რაც გიზას დიდი პირამიდის წონას დაახლოებით 900-ჯერ
აღემატება, ხოლო მის წარმოუდგენლად მძლავრი გრავიტაციული ველის პირობებში , ამ
პირამიდის წონა დაახლოებით 15-ჯერ მეტი იქნებოდა მთვარისაზე[c] და მასზე 1,1×1025
ნიუტონის ძალა იმოქმედებდა. ზედაპირიდან ცენტრამდე წნევა 3,2×1031-დან 1,6×1034 -მდე
პასკალის ერთეულით იზრდება[20].

მაღალი სიმკვრივის პირობებში მატერიის მდგომარეობა და მისთვის დამახასიათებელი


ისეთი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კვანტური ქრომოდინამიკის სავარაუდო
ქცევასთან თუ სუპერგამტარული ნივთიერების სუპერდენადობასთან — უახლოესი
ნეიტრონული ვარსკვლავის ასობით პარსეკის მანძილზე მდებარეობის გამო, ბოლომდე
არ არის შესწავლილი.

ნეიტრონულ ვარსკვლავს ატომის ბირთვის რამდენიმე თავისებურება აქვს, მათ შორის


სიმკვრივე (მაგნიტუდის მიხედვით) და ის ფაქტი, რომ ნუკლონებისგან (ატომის
სუბბირთვული ნაწილაკი) შედგება. პოპულარულ სამეცნიერო ლიტერატურაში ,
ნეიტრონული ვარსკვლავი ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „გიგანტური ბირთვი“, თუმცა
ნეიტრონული ვარსკვლავი და ატომის ბირთვი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია .
ატომის ბირთვი ერთიანობას ინარჩუნებს ძლიერი ურთიერთქმედებით და მისი სიმკვრივე
ერთიანია, ხოლო ნეიტრონული ვარსკვლავი მთლიანობას საკუთარი გრავიტაციით
ინარჩუნებს. ნავარაუდევია, რომ ნეიტრონული ვარსკვლავი განსხვავებული
სიმკვრივეებისა და შემადგენლობის სხვადასხვა ფენებისგან შედეგება .

პლანეტები
ნეიტრონულ ვარსკვლავს შესაძლოა ორიგინალური, წრიულად მოძრავი, დაჭერილი, ან
პლანეტის ფორმირების მეორე ციკლის შედეგად ეგზოპლანეტები გააჩნდეს . პულსარს
ვარსკვავის ატმოსფეროს ჩამოშორება შეუძლია, რაც პლანეტარული მასის ნაწილს
წარმოადგენს და შესაძლოა ნაგულისხმევი იყოს, როგორც ქტონიური პლანეტა ან
ვარსკვლავური ობიექტი. ასეთი პლანეტები შესაძლოა პულსარული დროის მეთოდით
გამოვლინდეს, რაც სხვა მეთოდებთან შედარებით პატარა პლანეტების უფრო მაღალი
სიზუსტით გამოვლენის საშუალებას იძლევა. 1992-1994 წლებში პირველი ეგზოპლანეტები,
დრაუგრი, პოლტერგეისტი და ფობეტორი გამოვლინდა , რომლებიც PSR B1257+12-ის
გარშემო მოძრაობდნენ. 2 მთვარის მასის მქონე დრაუგრი ყველაზე პატარა
ეგზოპლანეტაა ოდესმე აღმოჩენილთაგან. პულსარული პლანეტები მცირე რაოდენობით
ხილულ სინათლეს იღებენ, მაგრამ დიდი ოდენობით იონიზირებადი გამოსხივებისა და
მძლავრი ენერგიის მქონე ვარსკვლავური ქარის ზემოქმედებით, არამეგობრული გარემო
გააჩნიათ.

ნისლეული
ნისლეული — ვარსკვლავთაშორისი ღრუბელი, რომელიც მტვრის, გაზისა და
პლაზმისაგან შედგება, გამოირჩევა თავისი გამოსხივებით ან მისი შთანთქმით გარე
სამყაროსთან შედარებით.

ვარსკვლავთა გარდა სამყაროში დიდი რაოდენობით გვხვდება გაზმტვეროვანი ,


კოსმოსური ღრუბლები. მათი უმრავლესობა ბნელია და შეუიარაღებელი თვალისათვის
უხილავია. საერთოდ ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მის ახლოს
გვხვდება ვარსკვლავი, მაშინ ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს. ხშირად ბნელი
ნისლეულების აღმოჩენა ოპტიკური ტელესკოპით ჭირს, ამიტომ მათზე დაკვირვებები
რადიო და რენტგენული ხელსაწყოებითაც მიმდინარეობს ხოლმე.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი ასეთ კოსმოსურ


ნისლეულებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთ მშობელ არეს წარმოადგენს ,
ერთადერთი, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ორიონის ნისლეული.

ნისლეულების უმეტესობა დიდია, ზოგი დიამეტრში ასეულობით სინათლის წელსაც კი


აღწევს. ნისლეული რომელიც დედამიწიდან შეუარაღებელი თვალითაც ჩანს ახლოდან
უფრო დიდი მაგრამ ნაკლებად ნათელი გამოჩნდებოდა. შეუარაღებელი თვალით
მარტივად დასანახი ორიონის ადრეულ ასტრონომებს ის მაინც გამორჩათ. მართალია
ნისლეული მის გარემოსთან შედარებით ბევრად უფრო მკვირივა, თუმცა ის ნისლეულთა
უმეტესობა იმაზე ნაკლებ მკვრივია ვიდრე ნებისმიერი დედამიწაზე შექმნილი ვაკუუმი .
დედამიწის ზომის ნისლეული რამდენიმე კილოგრამს იწონის.

ზეახალი ვარსკვლავი
ზეახალი ვარსკვლავი, ტერმინი გამოიგონეს ასტრონომებმა — ვალტერ ბაადემ და ფრიც
ზვიკიმ 1931 წელს) — ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება,
დაახლოებით, 20 ვარსკვლავიერი სიდიდით, შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და
პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერი აქვს. ზეახალი ვარსკვლავის ანთება
ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე ახალი ვარსკვლავისა. ანთების მაქსიმუმის
დროს ზეახალი ვარსკვლავის ბრწყინვალება, თითქმის, უტოლდება იმ გალაქტიკის
ბრწყინვალებას, რომელსაც ეკუთვნის. ამ დროს სპექტრში ჩანს ძალიან განიერი ხაზები. ეს
მიუთითებს იმაზე, რომ ვარსკვლავიდან ნივთიერება გამოიტყორცნება 20000 კმ/წმ-მდე
სიჩქარით. ზეახალი ვარსკვლავის ანთება იშვიათი მოვლენაა; ცალკეულ გალაქტიკაში,
საშუალოდ, საუკუნეში ერთხელ ხდება. მას მერე, რაც XVII საუკუნის დასაწყისი ტელესკოპი
გამოიგონეს, ჩვენს გალაქტიკაში ზეახალი ვარსკვლავის ანთება არ შეუნიშნავთ. იმ
ადგილებში, სადაც, მატიანეების მიხედვით, ზეახალი ვარსკვლავი აინთო, ამჟამად
შეიმჩნევა თავისებური მნათი ნისლეულები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის ანთების
შედეგადაა წარმოქმნილი. მათგან ყველაზე კარგად შესწავლილია კიბორჩხალისებრი
ნისლეული, რომელიც 1054 წელს ანთებული ზეახალი ვარსკვლავის ადგილზე მოჩანს. ამ
ზეახალი ვარსკვლავის ნაშთია გამოკვეთილი პულსარი კიბორჩხალისებრ ნისლეულში.
ნისლეულის ცენტრალური ნაწილი და პულსარი სპექტრის ვრცელ დიაპაზონში
(რადიოდიაპაზონი, რენტგენული დიაპაზონი და სხვა) ასხივებენ. გაფართოების სიჩქარე
ამჟამად, დაახლოებით, 1500 კმ/წმ-ია.
როგორც ცნობილია, ვარსკვლავში თერმო ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს. რეაქციის
მიმდინარეობასთან ერთად, მასში მონაწილე ნივთიერების რაოდენობა იკლებს და
წამოიქმნება წითელი გიგანტი. ამ დროს რეაქციის შედეგად წარმოქმნილი წნევა
მცირდება და დგება მომენტი, როცა წითელი გიგანტის შიგნით არსებულ წნევას მისივე
მიზიდულობის ძალა გადააჭარბებს ანუ არსებული წონასწორობა ირღვევა . ზედა ფენებში
არსებული მატერია „ჩაიქცევა“ და დიდი აჩქარებით დაეცემა ცენტრში არსებულ მატერიას .
ხდება აფეთქება, რის შედეგადაც ვარსკვლავის მატერია დიდი სიჩქარით გაიტყორცნება
სივრცეში. ამ მომენტს ზეახალი ვარსკვლავის ანთება (აფეთქება) ჰქვია. დაკვირვებად
სამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული მოვლენაა. აფეთქების ენერგია
გამოსხივდება ყველა დიაპაზონში და მთლიანად პროცესი უაღესად მასშტაბურია .
გამოსხივების სიმძალვრე ზოგჯერ მთელი გალაქტიკის გამოსხივებასაც კი აღემატება .
აფეთქების შედეგად ვარსკვლავს ჩამოსცილდება ზედა ფენები , რჩება მხოლოდ ბირთვი ,
კომპაქტური ობიექტი, რომლის თვისებებს მხოლოდ მისი მასა და, შესაბამისად,
გრავიტაციული ველის ძალა განსაზღვრავს. მასში არსებული მატერია თავისივე
გრავიტაციის გამო იკუმშება და მისი სიმკვრივე წარმოუდგენელ სიდიდეს აღწევს .

ასტრონომები ახდენენ სუპერნოვების კლასიფიკაციას სინათლის მრუდებისა და


სხვადასხვა ქიმიური ელემენტების შთანთქმის ხაზების მიხედვით, რომლებიც მათ
სპექტრებში ჩანს. თუ სუპერნოვას სპექტრი შეიცავს წყალბადის ხაზებს (სპექტრის
ვიზუალურ ნაწილში ცნობილია როგორც ბალმერის სერია), იგი კლასიფიცირდება II
ტიპად; სხვაგვარად ეს არის I ტიპი. ამ ორ ტიპში თითოეულში არსებობს ქვედანაყოფები
სხვა ელემენტების ხაზების არსებობის ან სინათლის მრუდის ფორმის მიხედვით
(სუპერნოვას აშკარა სიდიდის გრაფიკი, დროის მიხედვით).

ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი


ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი (ინგლ. SuperNova Remnant, SNR) — გაზისა და მტვრის
წარმონაქმნი, ვარსკვლავის კატასტროფული აფეთქებისა და მისი ზეახალ ვარსკვლავად
გადაქცევის შედეგი. აფეთქების დროს ზეახალი ვარსკვლავის ქერქი ყველა
მიმართულებით იფანტება, წარმოქმნის რა უზარმაზარი სიჩქარით მზარდ დამრტყმელ
ტალღას, რაც ქმნის კიდეც "ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენს".

არსებობს ზეახალი ვარსკვლავის წარმოქმნის ორი გზა:

 მასიური ვარსკვლავი, ამოწურა რა საკუთარი საწვავი, წყვეტს თერმობირთვულ


რეაქციებს, რაც იწვევს ვარსკვლავის კოლაფსს საკუთარი გრავიტაციის ძალის
ზეგავლენით და მის გადაქცევას ნეიტრონულ ვარსკვლავად ან შავ ხვრელად;
 თეთრი ჯუჯა თანამდევი ვარსკვლავის ნივთიერების დაგროვებით (აკრეციის
მოვლენა) კრიტიკულ მასას აღწევს და თერმობირთვული აფეთქებით ზეახალ
ვარსკვლავად იქცევა.

ორივე შემთხვევაში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება გარშემო სივრცეში გამოტყორცნის


მთელ ან თითქმის მთელ ვარსკვლავური ნივთიერებას სინათლის სიჩქარის დაახ. 10%
სიჩქარით, რაც დაახლოებით 30 000 კმ/წამშია. გამოფრქვეული ნივთიერების შეხება
ვარსკვლავთშორის გაზებთან წარმოქმნის დარტყმით ტალღას, რომელიც გაზს აალებულ
პლაზმად აქცევს, ახურებს რა მას 10 მილიონ კელვინამდე.

შესაძლოა ყველაზე ლამაზი და კარგად გამოკვლეული ახალგაზრდა ნარჩენი იყო 1987


წელს წარმოქმნილი ზეახალი ვარსკვლავი SN 1987A-სგან მაგელანის დიდ ნისლეულში.
სხვა კარგად ცნობილი ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენები იყო კიბორჩხალსახის
ნისლეული, წარმოქმნილი შედარებით ბოლოდროინდელი აფეთქებით (1054 წელს); ასევე
ზეახალი ვარსკვლავი ტიხოს ნარჩენი (SN 1572), სახელი ტიხო ბრაჰესგან დაერქვა,
რომელიც აკვირდებოდა და დააფიქსირა მისი პირველდაწყებითი სიკაშკაშე
აფეთქებიდან მცირე ხანში 1572 წელს; და ზეახალი კეპლერის ნარჩენი (SN 1604) - იოჰან
კეპლერის სახელზე.

არსებობს სუპერნოვას ნარჩენების სამი ტიპი:

 ჭურვის მსგავსი, როგორიცაა Cassiopeia A


 კომპოზიტი, რომელშიც ჭურვი შეიცავს ცენტრალურ პულსარულ ქარის ნისლეულს ,
როგორიცაა G11.2-0.3 ან G21.5-0.9.
 შერეულ-მორფოლოგიურ (ასევე მას "თერმულ კომპოზიტს") ნარჩენებს,
რომლებშიც ჩანს ცენტრალური თერმული რენტგენის გამოსხივება, რომელიც
მოთავსებულია რადიოსიხშირით. თერმული რენტგენი ძირითადად წარმოქმნილია
ვარსკვლავთაშორისი მასალისგან და არა სუპერნოვა ეჟეტისგან. ამ კლასის
მაგალითებია SNRs W28 და W44. (დამაბნეველია, რომ W44 დამატებით შეიცავს
პულსარულ და პულსარულ ქარის ნისლეულს; ამიტომ იგი ერთდროულად არის
"კლასიკური" და თერმული კომპოზიტი.)

ნარჩენებს რომლებიც შეიძლება დარჩენილიყო ნორმალურ ზომაზე დიდი


ზეახალის აფეთქბით ეწოდებათ ჰიპერნოვას ნარჩენები, ჰიპერნოვა აფეთქების
გამო რომელმაც სავარაუდოდ ის შექმნა.
პლანეტური ნისლეული
პლანეტური ნისლეული (ხშირად გამოიყენება აბრევიატურა „პნ“) — ემისიური ნისლეულის
ტიპი, რომელიც მოიცავს წითელი გიგანტი ვარსკვლავების მიერ გამოტყორცნილ
იონიზირებულ გაფართოებად მნათ გარსს.[2] სიტყვა nebula ლათინურად ღრუბელს ან
ნისლეულს ნიშნავს და ტერმინი „პლანეტური ნისლეული“ არასწორადაა შერჩეული,
რომელიც 1780-იანებში ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა შემოიღო, რადგან როდესაც იგი
თავისი ტელესკოპით უყურებდა მათ, ეს ობიექტები ძალიან ჰგავდა პლანეტების
მომრგვალებულ ფორმებს. ჰერშელის მიერ დარქმეული ეს სახელი საკმაოდ გავრცელდა
და დღემდე არ შეცვლილა.[3][4] ისინი შედარებით მცირეხნიანი ფენომენებია , რომლებიც
რამდენიმე ათეული ათასი წელიწადი გრძელდება. მცირეხნიანი იმიტომ, რომ
ვარსკვლავების სიცოცხლე მილიარდობით წლებში იზომება.

მიჩნეულია, რომ უმეტესი პლანეტური ნისლეულის წარმოქმნის მექანიზმი არის შემდეგი :


ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს, წითელი გიგანტის ფაზაში, მისი გარე ფენები
ძლიერი ვარსკვლავური ქარების წყალობით ეცლება. საბოლოოდ, მას შემდეგ , რაც
წითელი გიგანტის ატმოსფეროს უმეტესი ნაწილი გაიბნევა, ღიად დარჩენილი ცხელი და
კაშკაშა ბირთვი ულტრაიისფერ რადიაციას ასხივებს, რის შედეგადაც ვარსკვლავის
გამოტყორცნილ გარე ფენებს აიონიზირებს. შთანთქმული ულტრაიისფერი სინათლე
ენერგიას აძლევს ცენტრალური ვარსკვლავის გარშემო არსებული ნისლეულის გაზს და
ჩანს, როგორც კაშკაშა ფერადი პლანეტური ნისლეული რამდენიმე დისკრეტულ ხილულ
ტალღის სიგრძეში.
პლანეტური ნისლეული შესაძლოა გადამწყვეტ როლს თამაშობდეს „ირმის ნახტომის“
ქიმიურ ევოლოციაში, რადგან აბრუნებს მატერიას ვარსკვლავთშორის სივრცეში
ვარსკვლავებიდან, სადაც ელემენტები, ნუკლეოსინთეზის პროდუქტები (ნახშირბადი ,
აზოტი, ჟანგბადი და ნეონი), წარმოიქმნება. პლანეტური ნისლეულები სხვა ბევრად შორ
გალაქტიკებშიც დაიმზირება, რაც სასარგებლო ინფორმაციას იძლევა მათ ქიმიურ
შედგენილობაზე.

ბოლო წლებში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა ცხადყო,


რომ პლანეტურ ნისლეულებს უკიდურესად რთული და ცვალებადი მორფოლოგიები აქვს.
დაახლოებით 1/5 არის უხეშად სფერული, მაგრამ უმრავლესობა არ არის სფერულად
სიმეტრიული. მექანიზმი, რომელიც წარმოქმნის ამ ფორმებისა და მახასიათებლების
მრავალფეროვნებას, ჯერ კარგად შესწავლილი არ არის, მაგრამ შესაძლოა ორმაგი
ცენტრალური ვარსკვალვები, ვარსკვლავური ქარები და მაგნიტური ველები დიდ როლს
თამაშობს.

პროტოპლანეტური ნისლეული
პროტოპლანეტარული ნისლეული (PPN) არის ასტრონომიული ობიექტი ხანმოკლე
ეპიზოდში, ვარსკვლავის სწრაფი ვარსკვლავური ევოლუციის დროს გვიან ასიმპტოტური
გიგანტური ტოტის (LAGB) ფაზასა და შემდეგ პლანეტურ ნისლეულს (PN) ფაზას შორის. AGB
ფაზის განმავლობაში, ვარსკვლავი განიცდის მასის დაკარგვას, გამოყოფს წყალბადის
გაზის ცირკულარულ გარსს. როდესაც ეს ფაზა დასრულდება, ვარსკვლავი შედის PPN
ფაზაში. PPN ენერგიულდება ცენტრალური ვარსკვლავით, რის შედეგადაც მას ძლიერი
ინფრაწითელი გამოსხივება გამოაქვს და ხდება არეკლილი ნისლეული. კოლიმირებული
ვარსკვლავური ქარები ცენტრალური ვარსკვლავის ფორმიდან და აფორიაქებს ჭურვი
ღერძულ სიმეტრიულ ფორმაში, ხოლო სწრაფად მოძრავი მოლეკულური ქარია. ზუსტი
წერტილი, როდესაც PPN ხდება პლანეტარული ნისლეული (PN) განისაზღვრება
ცენტრალური ვარსკვლავის ტემპერატურით. PPN ფაზა გრძელდება მანამ, სანამ
ცენტრალური ვარსკვლავი არ მიაღწევს 30,000 K ტემპერატურას, რის შემდეგაც იგი
საკმარისად ცხელია, რათა მოახდინოს მიმდებარე გაზის იონიზაცია .

დიფუზიური ნისლეული
ნისლეულების უმეტესობა შეიძლება აღწერილი იყოს როგორც დიფუზური ნისლეულები ,
რაც ნიშნავს, რომ ისინი გაფართოებულია და არ შეიცავს კარგად განსაზღვრულ
საზღვრებს. დიფუზური ნისლეულები შეიძლება დაიყოს ემისიის ნისლეულებად ,

არეკლილი ნისლეულებად და ბნელ ნისლეულებად. ხილული სინათლის ნისლეულები


შეიძლება დაიყოს გამონაბოლქვის ნისლეულებად, რომლებიც ასხივებენ სპექტრალური
ხაზის გამოსხივებას აღგზნებული ან იონიზებული გაზიდან (ძირითადად იონიზებული
წყალბადისგან); მათ ხშირად უწოდებენ H II რეგიონებს, H II გულისხმობს იონიზებულ
წყალბადს) და არეკლილ ნისლეულებს, რომლებიც ჩანს, პირველ რიგში, მათ მიერ
ასახული სინათლის გამო. არეკლილი ნისლეულები თავისთავად არ ასხივებენ
მნიშვნელოვან რაოდენობას ხილულ სინათლეს, მაგრამ ისინი ახლოს არიან
ვარსკვლავებთან და ასახავენ მათგან სინათლეს. მსგავსი ნისლეულები, რომლებიც არ
არის განათებული ვარსკვლავებით, არ გამოხატავს ხილულ გამოსხივებას, მაგრამ
შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც გაუმჭვირვალე ღრუბლები, რომლებიც ანთებენ შუქს მათ
მიღმა მდებარე შუქურ ობიექტებში; მათ ბნელ ნისლეულებს უწოდებენ. მიუხედავად იმისა,
რომ ამ ნისლეულებს განსხვავებული ხილვადობა აქვთ ოპტიკური ტალღის სიგრძეზე ,
ისინი ინფრაწითელი ემისიის ნათელი წყაროა, ძირითადად ნისლეულების მტვრისგან .
სპექტრული კლასი
სპექტრული კლასები — ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექტრის,
უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით.დაწყებით მიახლოვებიასას
ვარსკვლავის გამოსხივების სპექტრი აბსოლუტურად შავი სხეულის გამოსხივებას
უახლოვდება, რომლის ტემპერატურა მისი ფოტოსფეროს ტემპერატურას უდრის. იგი
შეიძლება შევაფასოთ ვინის ძვრის კანონის მეშვეობით, მაგრამ ეს მეთოდი ვერ
გამოდგება დაშორებული ვარსკვლავებისთვის. უფრო ზუსტ მეთოდს ოპტიკური
სპექტროსკოპია წარმოადგენს რომლის სპექტრებში შეგვიძლია შთანთქვის ზოლების
ხილვა, რომლებსაც განსხვავებული ინტენსივობა გააჩნიათ ვარსკვლავის ტიპის და
ტემპერატურასთან დაკავშირებით.

ჰარვარდის კლასიფიკაცია
კლასის შიგნით ვარსკვლავები ქვეკლასებად იყოფა 0 (ყველაზე ცხელი) — 9 (ყველაზე ცივი).
მზეს გააჩნია თავისი G2 კლასი და ფოტოსფეროს ტემპერატურა 5780 K. ექვივალენტია.

ჰარვარდის კლასიფიკაციის ძირითადი თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად არსებობს


მნემონიკური ფორმულები:

Oh Be A Fine Girl/Guy, Kiss Me.

მორგან-კინანის კლასიფიკაცია

იერკის კლასიფიკაცია ნათების ჩათვლით (МКК)


სპექტრის სახეს განაპირობებს ვარსკვლავის გარე ზედაპირის სიმკვრივე, რომელიც თავის
მხრივ დამოკიდებულია მისი მასასა და სიმკვრივეზე, და საბოლოო ჯამში ნათებაზე.
ნათებაზე ძლიერ დამოკიდებული არიან SrII, BaII, FeII, TiII რაც გიგანტ და ჯუჯა
ვარსკვლავებში სხვაობას იწვევს.
სპექტრის და ნათების დამოკიდებულება ასახულია უფრო ახალ იერკის კლასიფიკაციაში,
რომელიც იერკის ობსერვატორიაში დაამუშავეს რომელსაც აგრეთვე МКК უწოდებენ (მის
ავტორთა ინიციალებიდან (მორგან, უილიამი, კიკან, ფილიპე, კელმანი, ედეტი)).

ამ სპეციფიკაციის შესაბამისად ვარსკვლავს ჰარვარდის სპექტრული კლასი და ნათების


კლასი ენიჭება.

I — ზეგიგანტები

II — კაშკაშა გიგანტები

III — გიგანტები

IV — სუბგიგანტები

V — ჯუჯები (მთავარი მწკრივიდან)

VI — სუბჯუჯები

VII — თეთრი ჯუჯები

ესეიგი თუ ჰარვარდის კლასიფიკაცია განსაზღვრავს აბსცისას ჰერცშპრუნგ - რასელის


დიაგრამაზე, იერკის კი მდებარეობას ამ დიაგრამაზე. იერკის კლასიფიკაციის დამატებით
უპირატრსობად ითვლება ვარსკვლავის სპექტრის სახეობით შეაფასოთ მისი ნათება და
შესაბამისად მის ხილვად ზომით - მანძილი (სპექტრული პარალაქსის მეთოდით).

მზეს, როგორც ყვითელი ჯუჯა, G2V იერკის სპექტრული კლასი გააჩნია.

დამატებითი სპექტრული კლასები


აგრეთვე ზოგიერთ სხეულებისთვის განასხვავებენ დამატებით სპექტრულ კლასებს :

W — ვოლფ - რაიეს ვარსკვლავები, ძალიან მძიმე და კაშკაშა ვარსკვლავები რომელთა


ტემპერატურა 70000 K აღწევს და სპექტრებში ინტენსიური ემისიური ხაზებით გამოირჩევა .

L — ვარსკვლავები ან ყავისფერი ჯუჯები 1500—2000 K ტემპერატურით და მეტალების


შენაერთებებით ატმოსფეროში.

T — მეთანის ყავისფერი ჯუჯები 700-1500 K. ტემპერატურით.

Y — ძალიან ცივი ყავისფერი ჯუჯები 700 K. ნაკლები ტემპერატურით.


C — ნახშიროვანი ვარსკვლავები, გიგანტები ნახშირის მაღალი შემცველობით. ადრე R და
N კლასებს ეკუთვნოდენ.

S — ცირკონის ვარსკვლავები

D — თეთრი ჯუჯები

Q — ახალი ვარსკვლავები

P — პლანეტარული ნისლიანობები

მახასიათებლები კლასებში
ზოგიერთ ობიექტებს აღენიშნება დამატებითი განხვავებები სპექტრში . რომ აღინიშნოს ეს
განსხვავებები ემატება პრეფიქსები ან პოსტფიქსები .

c — ღრმა ვიწრო ხაზები

d — ჯუჯა

e — ემისია (წყალბადის ემისია O-ვარსკვლავებში)

em — ემისია მეტალთა ზოლებში

ep — პეკულარული ემისია

eq — ემისია უფრო მოკლე ტალღაზე

f — ჰელიუმის და ნეონის ემისია O-ვარსკვლავებში

g — გიგანტი

k — ვარსკვლავთაშორისი ხაზები

m — მეტალთა ძლიერი ხაზები

n — დიფუზური ხაზები

nn — ძალიან გათხაპნილი დიფუზური ხაზები

p — პეკულაზული სპექტრი

s — სწრაფი ხაზები

sd — სუბჯუჯა

wd — თეთრი ჯუჯა

wk — სუსტი ხაზები
ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა
ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა (შემოკლებით ჰ-რ დიაგრამა ) — ვარსკვლავების
მიმოფანტული გრაფიკი, რომელზეც ნაჩვენებია კავშირი ვარსკვლავების აბსოლუტურ
ვარსკვლავიერ სიდიდესა (ან სიკაშკაშე) და სპექტრულ ტიპებსა (ან კლასიფიკაცია ) და
ეფექტურ ტემპერატურებს შორის.

ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა ვარსკვლავების ადგილმდებარეობის რუკა არ არის ,


არამედ მასზე გამოსახულია თითოეული ვარსკვლავი გრაფიკზე და ზომავს მის ხილულ
ვარსკვლავურ სიდიდეს (სიკაშკაშე) მის ტემპერატურასთან (ფერი ) მიმართებით .

ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამა ასევე აბრევიატურით მოიხსენიება : ჰ -რ დიაგრამა ან


ჰრდ. დიაგრამა შეიქმნა დაახლოებით 1910 წელს ეინარ ჰერცშპრუნგისა და ჰენრი ნორის
რასელის მიერ და წარმოადგენს ვარსკვლავების ევოლუციის გაგებაში უდიდეს ნაბიჯს .

You might also like