You are on page 1of 5

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ტექნოლოგიის სკოლა

არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრის სტუდენტი

მეგი პაპიძე

რეფერატი თემაზე: მარსის აგებულება, ატმოსფერო

კურსის ხელმძღვანელი:ზურაბ ჯავახიშვილი

თბილისი 2022
პლანეტა მარსი ტერესტული პლანეტების რიცხვს განეკუთვნება. მას გარს

აკრავს თხელი ატმოსფერო, ხოლო ზედაპირისათვის დამახასიათებელია დარტყმითი


კრატერები, ვულკანები და ხეობები.იგი ცნობილია წითელი პლანეტის სახელით, რაც
მომდინარეობს მისი შეფერილობიდან. მისი ეს შეფერილობა განაპირობა რკინის
ჯანგის სიუხვემ ქერქში. აღსანიშნავია, რომ სწორედ მარსის ზედაპირზე მდბარეობს
მზის სისტემაში ყველაზე დიდი ზომის კრატერი. როგორც უკვე ვახსენეთ მარსი
დედამიწის მსგავსი პლანეტაა და მისი აგებულებაც მაქსიმალურადაა მიახლოებული
დედამიწის აგებულებასთან. მარსის შიგნითა ბირთვი მკვრივი ლითონია და
გარშემორტყმულია ნაკლებად მკვრივი ქანებით. ბირთვი რკინისა და ნიკელისგან
შედგება. იგი გარშემოტყმულია მანტიით შემდეგ მოდის ქერქი, რომელიც მდიდარია
ჯანგბადით, სილიციუმით, მაგნიუმით, ალუმინით. ქერქზე წარმოდგენილია
ვულკანური წარმონაქმნები, თუმცა ისინი ამჟამად მიძინებულია.

დედამიწისა და მარსის აგებულება

პლანეტის ზედაპირი ძირითადათ შედგება ბაზალტებისაგან. ესენი

ძირითადათ ტოლენტური ბაზალტებია. ზოგიერთი ადგილი სილიციუმით უფრო


მდიდარია და დედამიწაზე არსებულ ქანებს ან კვარცს წააგავს.

რაც შეეხება მარსის ქიმიურ აგებულებას იგი გამორჩეულია იმითი, რომ

მზესთან მისმა სიახლოვემ გამოიწვია გარკვეული ნივთიერებების დაგროვება,


ძირითადათ ისეთების რომელთა დუღილის ტემპერატურა დაბალია. ესეთი
ნივთიერებებია ქლორი, ფოსფორი და გოგირდი. შეჯახებების კვალი მარსზე დღესაც
მრავლადაა ასახული მის ზედაპირზე. დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ
მარსის ქერქის სისქე სხვადასხვა ადგილებში განსხვავებულია. ჩრდილოეთით ქერქის
სისქე 32 კმ-ს შეადგენს, სამხრეთით კი 58 კმ-ს. მარსის ნიადაგი შეიცავს იმ
სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროა მცენარის გასახარებლად.

მარსის ატმოსფერო შედგება 95% ნახშირორჟანგის, 3%აზოტის და 1.6%


არგონისაგან.ატმოსფერო საკმაოდ მტვრიანია, რაც ხელს უწყობს მის მოყვითალო-
მონარიჯინსფრო შეფერილობას. მარსის ატმოსფერო 100-ჯერ უფრო თხელია
დედამიწის ატმოსფეროზე, ეს გამოწვეულია მაგნიტური ველის არ
არსებობით.ვარაუდობენ, რომ სწორედ მაგნიტური ველის დაკარგვამ გამოიწვია
მარსზე ატმოსფეროს მკვეთრი შემცირება.

მარსის ძალიან თხელი ატმოსფერო

როგორც უკვე ვიცით მარსზე წყალი თხევადი მდგომარეობით არარსებობს,


გამომდინარე იქედან, რომ მარსს აქვს ძალიან თხელი ატმოსფერო იგი ვერ იცავს
პლანეტას მზის რადიაციული სიმხურვალისგან, თუმცა პოლუსებზე მთელი
ზამთრის მანძლზე არსებობს ყინულები, რომლებიც შემდეგ სეზონის ცვლილებისას
ორთქლდება და წარმოქმნის ძალიან ძლიერ ქარებს. მარსის ატმოსფეროს უდიდეს
ნაწილს წარმოადგენს ნახშირორჟანგი. ამ რაოდენობის ნახშირორჟანგის გამოფრქვევა
ატმოსფეროში გამოიწვია ვულკანებმა. ვულკანურმა აქტივობამ, რომლებიც
მილიარდობით წლები გრძელდებოდა და ამოჰქონდა მიწის წიაღიდან სიმხურვალე,
ასევე გამოყოფდა ნახშირორჟანგს, რომელიც გროვდებოდა ატმოსფეროში. უახლესი
აღმოჩენებით, ვრცელდება ინფორმაცია,რომ მარსის ატმოსფეროში მეთანის წილი
საკმაოდ დიდია. მეთანის წყარო კი პლანეტის რამდენიმე რეგიონია.ის ფაქტი,რომ
მზის ჩასვლისას მარსზე ცა მოლურჯოა ამტკიცებს მეთანის არსებობას ატმოსფეროში,
რადგანაც მეთანი ყველაზე კარგად ავრცელებს ლურჯ ფერს

მზის ჩასვლა მარსზე

მარსის ატმოსფერო შედგება ოთხი ფენისაგან: ქვედა, შუა ზედა და


ეგზოსფერო.ქვედა ფენებში ტემპერატურა მაღალია, ამას განაპირობებს მტვრის
ნაწილაკები და ზედაპირის თერმული გამოსხივება. ნახშირორჟანგის მაღალი
კონცენტრაციის გამო, მარსის აირისებრ გარსში ნებისმიერი ცოცხალი
ორგანიზმისათვის შეუძლებელია არსებობა. ხოლო ზედა ფენებში ტემპერატურა
ძალიან მაღალია ამს იწვევს მზის ქარები, ვინაიდან ატმოსფეროს არ გააჩნია დაცვა,
მაგნიტური ველის სახით.
გამოყენებული ლიტერატურა
1. https://goaravetisyan.ru/ka/nalichie-i-sostav-atmosfery-marsa-
obshchie-svedeniya-ob-atmosfere-marsa-solnce-i/
2. https://cdn.fs.iliauni.edu.ge/VXj26in7Sk2JfpQR6KEb?&policy=eyJle
HBpcnkiOjE2NTY5NjQ1NTYsImNhbGwiOlsicmVhZCJdLCJoYW5k
bGUiOiJWWGoyNmluN1NrMkpmcFFSNktFYiJ9&signature=632ab
84e362c356175db6330e64e5c1174f2015d3e8343df44c3032f39a55e0a
3. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%
A0%E1%83%A1%E1%83%98

You might also like