You are on page 1of 3

პოლარული ციალი

შესავალი: ანო

რა არის პოლარული ციალი?


"პოლარული ციალი" მეორენაირად "ავრორას" სახელითაა ცნობილი. ეს არის
ბუნებრივი მოვლენა, რომელიც გვხვდება როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ
ნახევარსფეროში. ეს განათებები წარმოიქმნება პოლარულ რეგიონებთან ახლოს
და გამოწვეულია მზის დამუხტულ ნაწილაკებსა და დედამიწის მაგნიტურ ველსა
და ატმოსფეროს შორის ურთიერთქმედებით.

მზის ქარი

ახლა უნდა ავხსნათ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა - მზის ქარი - იმისთვის, რომ
კარგად გავიაზროთ რა წარმოქმნის განათებებს ღამის ცაზე.
მზიდან ამოფრქვეულ დამუხტული ნაწილაკების ნაკადს მზის ქარი ეწოდება.
მზის ქარის გამო მზე ყოველ წამს ნივთიერების დაახლოებით ერთ მილიონ ტონას
კარგავს. მზის ქარი დედამიწას უზარმაზარ სიჩქარით 300-1200კმ/წმ-ით
უახლოვდება. მზის ქარი უმეტეს წილად ელექტრონებისგან, პროტონებისგან და
ჰელიუმის ბირთვებისგან შედგება.

მზის ქარი ყოველთვის "უბერავს". ის მიმოიფანტება ყველა მიმართულებით.


ჩვეულებრივი ცეცხლისგან განსხვავებით, მზის ქარი არ არის ქიმიური რეაქციების
პროდუქტი, არამედ ის არის ბირთვული რეაქცია.

მზის ქარი იცვლის ინტენსივობას. ზოგჯერ ის უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა დროს.
უნდა გვახსოვდეს, რომ მზეც მასიური მაგნიტია. მაგნიტური ველი იცვლება და
მასთან ერთად იცვლება მზის ქარიც, რომელთა დიდი ნაწილი დამუხტული
ნაწილაკებია.

რას აკეთებს მაგნიტური ველი- მაგნიტოსფერო?

მზის ქარის ზეგავლენა სიცოცხლისთვის საშიშია და სწორედ დედამიწის


მაგნიტური ველის დამსახურებაა ის, რომ მავნე გამოსხივება დედამიწის
ზედაპირამდე ვერ აღწევს. ეს იმიტომ ხდება, რომ დედამიწის მაგნიტური ველი
მის გარშემო ერთგვარ დამცავ ფარს - მაგნიტოსფეროს ქმნის. მაგნიტოსფერო
მზიდან გამოტყორცნილ ნაწილაკებს დაიჭერს და მაგნიტური ველის მოქმედებით
ნაწილაკები მაგნიტური ინდუქციის წირების გასწვრივ სპირალურ ტრაექტორიაზე
ხრახნწირზე განლაგდებიან, რომლებიც პოლუსებისკენ მიემართება.
რატომ და როგორ წარმოიქმნება პოლარული ციალი?

როდესაც დამუხტული ნაწილაკები, როგორიცაა ელექტრონები და პროტონები,


მზის ქარიდან ეჯახებიან დედამიწის ატმოსფეროში არსებულ აირებს, როგორიცაა
ჟანგბადი და აზოტი, ისინი ასხივებენ სინათლეს. ავრორას სხვადასხვა ფერი
დამოკიდებულია აირის ტიპზე და სიმაღლეზე, რომელზეც ხდება შეჯახება.
მაღალ სიმაღლეებზე ჟანგბადს შეუძლია წითელი და მწვანე ავრორას წარმოქმნა,
ხოლო აზოტს შეუძლია წვლილი შეიტანოს მეწამულ, ვარდისფერ და ლურჯ
ფერებში.

რატომ ჩანს ციალი დედამიწის პოლუსებთან?

მაგნიტოსფერო მზიდან გამოტყორცნილ ნაწილაკებს დაიჭერს და მაგნიტური


ველის მოქმედებით ნაწილაკები მაგნიტური ინდუქციის წირების გასწვრივ
სპირალურ ტრაექტორიაზე ხრახნწირზე განლაგდებიან, რომლებიც
პოლუსებისკენ მიემართება.

ავრორა ყველაზე ხშირად ჩანს მაგნიტური პოლუსების მახლობლად მაღალ


განედებში, როგორიცაა სკანდინავია, კანადა, ალასკა და ანტარქტიდა. თუმცა,
მზის ძლიერი აქტივობის პერიოდში, ისინი ზოგჯერ შეიძლება ნახოთ ქვედა
განედებზე. ღამის ცაზე ფერების სილამაზე და მომხიბლავი ჩვენება პოლარულ
განათებებს პოპულარულ ბუნებრივ სანახაობად აქცევს.

პოლარული ციალის ხილვადობა ქვედა განედებზე, ეკვატორის ჩათვლით,


ასოცირდება მზის აქტივობის გაზრდასთან. მზე გადის დაახლოებით 11.5 წლიან
ციკლს, რომელიც ცნობილია როგორც მზის ციკლი. პიკის დროს ჩნდება ლაქები,
საიდანაც გამოიტყორცნება მეტი დამუხტული ნაწილაკი კოსმოსურ სივრცეში.

საინტერესო ფაქტები პოლარული ციალის შესახებ:


• პოლარული ციალი არამარტო დედსმიწაზე. არამედ სხვა პლანეტებზეც
წარმოიქმნება. თუ პლანეტას აქვს ატმოსფერო და მაგნიტური ველი, მათ დიდი
ალბათობით აქვთ ავრორას წარმოქმნის უნარიც. არსებობს აურორას ფოტოები
იუპიტერსა და სატურნზე.
პლანეტებზე, რომლებსაც მაგნიტური ველი გააჩნიათ, მზის ქარი იწვევს ისეთ
მოვლენებს, როგორიცაა პოლარული ციალი, პლანეტის მაგნიტოსფეროს და
რადიაციული სარტყელების გაჩენა.

• ბევრი ადამიანისთვის უცნობი ფაქტია რომ ციალი გამოსცემს ხმას. ფინეთში


შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ შესაფერისი ამინდის პირობებში ავრორას
შეიძლება თან ახლდეს ხმაური, რომელსაც ადამიანებიც იგებენ. მას აქვს ჭექა
ქუხილივით ხმა.
• ესკიმოს ტომებს სჯეროდათ, რომ ჩრდილოეთის ნათება სტვენის ხმას
გამოსცემდა, რაზეც ადამიანებს ჩურჩულით უნდა ეპასუხათ. მათ მიაჩნდათ, რომ
ავრორას გამოძახება გარდაცვლილ ნათესავებთან სასაუბრო გზა იყო.

You might also like