You are on page 1of 3

ატრონომია (რაღაც კონსპექტივით)

ლექცია 7 - მზის და მთვარის დაბნელებები

მზის დაბნელება - მთვარე ექცევა მზესა და დედამიწას შორის.

მთვარის დაბნელება - დედამიწა ექცევა მზესა და მთვარეს შორის

აპოკალიფსი 1- მზე მთვარეს და დედამიწას შორის

მთვარის დაბნელებისას, მზესა და მთვარეს შორის მდგომ დედამიწას გააჩნია


კონუსისებური ჩრდილი და როდესაც მთვარე ამ ჩრდილშია მოქცეული ის
სრულიად დაბნელებულია ხოლო როდესაც ამ კონუსის ფარგლებს გარეთ არის
მოქცეული სადაც ნახევარჩრდილები ეცემა მაშინ ის ნაწილობრივ
დაბნელებულია. (ნაწილობტრივი დაბნელებისას მთვარის სიკაშკაშე
შემცირებულია )

მზის დაბნელებისას მთვარეზე ეცემა მზის სხივები და მთვარის დედამიწასთან


შედარებით ახლოს ყოფნის გამო წაკვეთილი კონუსის ფორმით ეცემა ეს ნაწილი
წრეწირია და ამ წრეწირის ადგილას ვხვდებით მზის სრულ დაბნელებას ხოლო
გარეთ არსებულ ნახევარჩრდილებში (ანუ ჩრდილი რომელიც კონუსის გარეთ
ეცემა) გვხვდება მზის ნაწილობრივი დაბნელება.

ახალმთვარეობისას შეიძლება მოხდეს მზის დაბნელება და სავსემთვარეობისას


მვარის (სავსე უნდა იყოს მთვარე რო დაბნელდესო) მეოთხედებზე, როცა ნახევარ
ნახევარი მთვარე ჩანს მაშინ ვერ მოხდება დაბნელება.

მიუხედავად იმისა რომ თვეში 12-13 ჯერ ხდება ზემოთ თქმული მოვლენა
დაბნელებები შედარებით იშვიათია რადგან მთვარე ნაკლებჯერ ახერხებ რომ მზე
დედამიწის სიბრტყეში(ეკლიპტიკის სიბრტყეში) ან მასთან შედარებით ახლოს
მოხვდეს.

თეორიულად შეიძლება რომ წელიწადში იყო 7 მზის და მთვარის დაბნელება.


ძირითადად წყვილადაა მზის და მთვარის დაბნელება მაგრამ არსებობს
ტრიოებიც როდესაც 1 მთვარის და 2 მზის დაბნელებაა. შეიძლება იყო წლები
როდესაც მტვარის დაბნელება საერთოდ არ იყოს.

წელიწადში 2-5 მდე მზის დააბნელება. ბოლო 5000 წლის მანძილზე 25ჯერ იყო
წელიწადი როცა მოხდა მზის 5 დაბნელება (ბოლო 1935წ, მომდევნო 2206წ)

1
„აპოკალიფსი არ იქნება“ ერმალო მაღრაძის შედევრი.
მზის დაბნელება:

1. სრული - მთვარე ახლოსაა დამკვირვებელთან(დედამიწასთან (perigee),


დამკვირვებელი იმყპფება იმ წრეში რომელსაც ჩრდილი შემოწერს და მზე
ამ დაკვირვების წერტილიდან სრულიად დაბნელებებულია (ჩანს მხოლოდ
კორონა)
2. რგოლისებრი- როცა მთვარე შედარებით შორს არის დედამიწისგან და მისი
ზომის სიმცირის გამო სრულიად ვერ ფარავს მზის სინათლეს ამის გამო
მთვარის ჩრდილის გარშემო „მანათობელი რგოლი“ ჩანს. ამ დროს კორონა
არ ჩანს. პირობები გვაქვს სრული დაბნელების მარა მთვარის აპოგეუმში
ყოფნის გამო ვერ ხდება სრული.
3. ნაწილობრივი- დამკვირვებელი იმყოფება ისეთ არეალში სადაც მზიდან
წამოსული ნახევარჩრდილი ეცემა და არა ჩრდილი ასეთი წერტილებიდან
მზე ნაწილობრივაა დაბნელებული.
4. ჰიბრიდული- დაიწყება დაბნელება გადავა სხვა სახეობაში და შემდეგ ისევ
დაბრუნდება თავდაპირველში

მთვარის დაბნელება :

1. ნაწილობრივი- ნახევარჩრდილის ფაზიდან გადადის ფაზაში სადაც


ნაწილობრივ სრულ ჩრდილშია მოქცეული ნაწილობრივ ნახევარჩრდილში.
2. სრული- მთვარე ორბიტაზე მოძრაობისას გაივლის ნახევარ ჩრდილს შევა
სრულ ჩრდილში და შემდეგ ისევ გამოვა (ანუ დაბნელება რომელშიც
მთვარე დედამიწის სსრულ ჩრდილს გაივლის. )
3. ნახევარჩრდილის- მთვარე მხოლოდ და მხოლოდ გაივლის
ნახევარჩრდილში, მაინც ჩანს მაგრამ შებნელებულია.

დაბნელება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ ახალმთვარეობის ან


სავსემთვარეობის ფაზაში ეკლიპტიკის სიბრტყესთან ახლოს. დაბნელებები ხდება
სერიებად, რომლებიც დაყოფილია საროსებად. საროსი არის დაახლოებით 18
წელი 11 1/3 დღე. საროსის ცოდნა ანტიკურ ასტრონომებს საშუალებას აძლევდათ
ეწინასწარმეტყველათ დაბნელება.

როდესაც მთვარე დედამიწის ჩრდილში შედის და მთვარეც ამ ჩრდილში


სრულიად ხვდება ის მთლიანად ვერ ბნელდება. რადგან დედამიწის
ატმოსფეროდან გარდატეხილი სხივები მოწითალო ფერისაა ამიტომ სრული
დაბნელებისას მთვარეც ამ ფერს იღებს. შავთეთრია მანამ სანამ ნახევარჩრდილშია,
სრულ ჩრდილში-მოწითალო.

მთვარის დაბნელება წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ ხდება. დაბნელება მეორდება


6585 1/3 დღეში (18 წელი 11დღე 8 საათი) ამ პერიოდს საროსი ქვია. საროსის
პერიოდში ხდება 28-29 მთვარის და 41-43 მზის დაბნელებები, მზის
დაბნელებებიდან 13- სრული , 15 რგოლისებრი, 15-17 ნაწილობრივი.
უმბრაში - სრული დაბნელება

ფ(პ)ენუმბრაში- ნაწილობრივი დაბნელება

ანტუმბრაში - რგოლისებრი დაბნელება

პირველი ადამიანი ვინც ინციატივა გამოიჩინა მთვარისა და მზის დაბნელებებზე


დაკვირვებისთვის იყო თეოდორე ფონ ოპოლცერი. ნაშრომი : „დაბნელებათა
კანონი“ 1887 წ. მან განიხილა 8000 მზის და 5200 მთვარის დაბნელება. (არაა
საჭიროო მარა რავიცი ეწეროს)

By თქვენი მონა მორჩილი Christina (Lindemann) Dzneladze

აპა ჰეთ.

You might also like