You are on page 1of 10

ზოდიაოები

ავტორი:ბარბარე და ტასო
რას ნიშნავს ზოდიაქო?

• ზოდიაქო, ზოდიაქოს წრე (ბერძ. zōdiakos <zōon — ცხოველი) — ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12
თანავარსკვლავედი (ვერძი, კურო, მარჩბივი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი
, თხის რქა, მერწყული, თევზები). ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა
ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის
გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.
• ზოდიაქოს თანავარსკვლავედები განცალკევებულ ჯგუფად გამოყვეს და მათთვის სპეციალური ნიშნები
შემოიღეს ჯერ კიდევ ძვ. ბერძნებმა (ასტრონომიული ნიშნები). სათანადო თანავარსკვლავედის ნიშნები აქვს
აგრეთვე მათში მდებარე ბუნიობისა და მზებუდობის წერტილებს (ვერძი და სასწორი, შესაბამისად,
გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისა, ხოლო კირჩხიბი და თხის რქა — ზაფხულისა და ზამთრის
მზებუდობის წერტილებს). ეს აღნიშვნები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა პრეცესიის გამო აღნიშნული
წერტილები ამჟამად სხვა თანავარსკვლავედებშია. ძველთაგანვე შემორჩენილია ჩრდილოეთ და
სამხრეთ ტროპიკების სახელწოდებანიც: კირჩხიბის ტროპიკი და თხის რქის ტროპიკი. საქართველოს
ტერიტორიიდან ზოდიაქოს ყველა თანავარსკვლავედი ჩანს
ზოდიაქოს ნიშნები

• ვერძი, კურო, სასწორი, ლომი, მორიელი, მარჩბივი, თხის რქა, ქალწული,


მერწყული, თევზები, ღრიანკალი, კირჩხები.
მორიელი

• ღრიანკალი (♏) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მერვე ასტროლოგიური


ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში იმყოფება
დაახლოებით 22 (ან 23) ოქტომბრიდან 22 (ან 23 ) ნოემბრამდე. ღრიანკალის
(მორიელის) ზოდიაქო განსხვავდება მორიელის თანავარსკვლავედისგან, სადაც
მზე 23 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით,
მორიელის მმართველია — პლუტონი. თანამმართველია — მარსი. მორიელის
ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — ურანი, „დაცემულია“ — მთვარე,
„გამოძევებულია“ — ვენერა. მინეროლოგიური თვალსაზრისით, მორიელის
ძირითადი მინერალია: ბივრილი. მას ასევე შეესაბამება: ოპალი, მარჯანი,
ობსიდიანი, სერდოლიქსი.
ლომი

• ლომი (♌) — ზოდიაქოს რიგით მეხუთე ასტროლოგიური ნიშანი. ზოდიაქოს


პრინციპების მიხედვით, მზე ლომის ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23
ივლისიდან 22 (ან 23) აგვისტომდე. ლომის ზოდიაქო განსხვავდება
ლომის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 10 აგვისტოდან 15
სექტემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ლომის
მმართველია — მზე. ლომის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — პლუტონი,
„დაცემულია“ — ნეპტუნი, „გამოძევებულია“ — ურანი და სატურნი.
მინეროლოგიური თვალსაზრისით, ლომის ძირითადი მინერალია:
სარდონიქსი. მას ასევე შეესაბამება: ლალი, ცირკონი, ციტრინი, ჟადეიტი.
ვერძი

ვერძი (♈) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით პირველი ასტროლოგიური


ნიშნების სისტემაში. დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, მზე ამ ნიშანში
იმყოფება დაახლოებით 20 (ან 21) მარტიდან 20 აპრილამდე. ვერძის
ზოდიაქო განსხვავდება ვერძის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 19
აპრილიდან 13 მაისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით,
ვერძის მმართველი პლანეტაა — მარსი. ვერძის ზოდიაქოში
„ეგზალტირებულია“ — მზე, „დაცემულია“ — სატურნი, „გამოძევებულია“ —
ვენერა. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ვერძის ძირითადი მინერალია:
იასპი. მას ასევე შეესაბამება: ალმასი, ალმანდინი, ონიქსი, ტოპაზი, ქარვა,
ძოწი.
კურო

• კურო (♉) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეორე ასტროლოგიური


ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ამ ნიშანში
იმყოფება დაახლოებით 21 აპრილიდან 20 (ან 21) მაისამდე. კუროს
ზოდიაქო განსხვავდება კუროს თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 14
მაისიდან 19 ივნისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, კუროს
მმართველი პლანეტაა — ვენერა. კუროს ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ —
მთვარე, „დაცემულია“ — ურანი, „გამოძევებულია“ — მარსი და პლუტონი.
მინეროლოგიური თვალსაზრისით, კუროს ძირითადი მინერალია: საფირონი.
მას ასევე შეესაბამება: აქატი, ავანტიურინი, ლაზურიტი, ფირუზი, ქრიზოპრაზი.
სასწორი

• სასწორი (♎) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მეშვიდე ასტროლოგიური


ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით , მზე ამ ნიშანში
იმყოფება დაახლოებით 22 (ან 23) სექტემბრიდან 22 (ან 23) ოქტომბრამდე .
სასწორის ზოდიაქო განსხვავდება სასწორის თანავარსკვლავედისგან , სადაც
მზე 31 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე მოძრაობს . ასტროლოგიური
თვალსაზრისით, სასწორის მმართველია — ვენერა. სასწორის ზოდიაქოში
„ეგზალტირებულია“ — სატურნი, „დაცემულია“ — მზე, „გამოძევებულია“ —
მარსი. მინეროლოგიური თვალსაზრისით , სასწორის ძირითადი მინერალია :
ქრიზოლითი. მას ასევე შეესაბამება: აქვამარინი, გიშერი, ნეფრიტი, როდონიტი
.
მარჩბივი

• მარჩბივი (♊) — ზოდიაქოს ნიშანი. იგი არის რიგით მესამე ასტროლოგიური


ნიშნების სისტემაში. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით , მზე ამ ნიშანში

ზოდიაქო განსხვავდება ტყუპის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 20


იმყოფება დაახლოებით 21 ( ან 22) მაისიდან 21 ივნისამდე . მარჩბივის ( ტყუპის )

ივნისიდან 20 ივლისამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით , ტყუპის


მმართველი პლანეტაა — მერკური . ტყუპის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ —
რაჰუ (მთვარის აღმავალი კვანძი), „დაცემულია “ — კეტუ (მთვარის დაღმავალი
კვანძი), „გამოძევებულია“ — იუპიტერი და ნეპტუნი. მინეროლოგიური
თვალსაზრისით, ტყუპის ძირითადი მინერალია : ქალცედონი . მას ასევე
შეესაბამება: ზურმუხტი , ოპალი, აქატი, ტურმალინი, მალაქიტი.

You might also like