You are on page 1of 2

1 სლაიდი: (შესავალი)რუსთაველმა შესანიშნავად იცოდა ასტრონომიაც და

ასტროლოგიაც ,,ვეფხისტყაოსანში“ არ ვიგებთ არამარტო პლანეტების სახელებს, არამედ მათ


დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. ავთანდილი დახმარებას სთხოვს შვიდ პლანეტას. ესენია:
მზე, მთვარე, ზუალი-სატურნი, მუშთარი-ანუ იუპიტერი, მარიხი-მარსი, ასპიროზი-ვენერა,
ოტარიდი-მერკური. იგი ევედრება ციურ სხეულებს, რადგან სწამს, მათი ღვთაებრიობა.
(გოგია)

2 სლაიდი:მარიხის არაბული სახელია მარსი, მისი ნიშნებია სისხლი და ომი. იგი მეოთხე
პლანეტაა სიშორით, ზომით კი არის ყველაზე პატარა მერკურის შემდეგ. მას რომაული ომის
ღმერთის მარსის სახელი ჰქვია. ბერძნულ მითოლოგიაში კი არესსი. მეტსახელად ,,წითელ
პლანეტასაც“ უწოდებენ. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთა და
სისხლის ღვრასთან ასოცირდება. მარსს მოიხსენიებენ რომის უმთავრეს ღმერთთა შორის. მას
ეძღვნებოდა რომაული წლის პირველი თვე – მარტი. თავდაპირველად მარსს სხვადასხვა
ფუნქცია ენიჭებოდა:იგი ითვლებოდა ნაყოფიერების ღვთაებად, ველური ბუნების ღმერთად,
რომის მფარველად და მამამთავრად, რადგანაც რეა-სილვიამ სწორედ მარსისგან შვა რომულუსი
და რემუსი. რომში იყო ადგილი, სადაც მეომართა აღლუმი იმართებოდა. ამ ადგილს მარსის
ველი ეწოდებოდა. აქვე მდებარეობდა მარსის სახელზე აგებული ტაძარი. მის კულტს
განაგებდა კოლეგია ქურუმებისა, რომლებსაც მალიებად უხმობდნენ.მარსის უმთავრეს
სიწმინდედ მიიჩნევდნენ ფარსა და მახვილს, რომელნიც, რომაელთა რწმენით, ზეციდან
ჩამოვარდნენ დედამიწაზე. ეს ფარი, ანკილე, რომის უძლეველობის სიმბოლოდ იყო მიჩნეული.
მარსის სახელი ეწოდა იმ პლანეტას, რომლის მოწითალო ფერიც სისხლის ფერს მოჰგავდა. მის
წმინდა ცხოველებად ასახელებენ მგელს, ცხენსა და ხარს. მარსის ასტრონომიული სიმბოლოა
♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.ჩინურ, კორეულ, იაპონურ
და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星).
(ჩიტიაშვილი)

3 სლაიდი: მარსი დედამიწის ჯგუფის პლანეტებს განეკუთვნება. მას გააჩნია ორი ბუნებრივი
თანამგზავრი - ფობოსი და დეინოსი ბერძნულად „შიში“ და „საშინელება“ არესის შვილების
სახელებია. პრეფიქსი არეო მიუთითებს მარსზე, ისევე როგორც გეო მიუთითებს დედამიწაზე.
(მაჭარაშვილი)

4: სლაიდი: ასპიროზი ანუ ვენერა/ვენუსი არის ცაში ყველაზე კაშკაშა პლანეტა. მას
ბაღების ქალღმერთის, აგრეთვე სიყვარულისა და მშვენიერების ღვთაების სახელი ქვია.
ენეასის დედა, რომელიც რომაელთა ლეგენდარული წინაპარია. თავდაპირველად ვენუსი მხოლოდ
ბაღების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. მისი ერთ-ერთი სახელი იყო „ფრუტისი“, რაც
„ნაყოფს“ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც რომში გავრცელდა თქმულება ენეასზე, რომაელი
ხალხის მითოსურ მამამთავარზე, ვენუსი აფროდიტესთან გააიგივეს, რადგანაც სწორედ ეს
ქალღმერთი იყო ენეასის დედა. იმიერიდან ვენუსმა შეიძინა არა მხოლოდ ახალი ფუნქციები,
არამედ დიდი პოპულარობაც მოიპოვა, როგორც დიადი ხალხის ღვთაებრივმა დედამთავარმა.
ძვ.წ. I საუკუნიდან განსაკუთრებით იზრდება ვენუსის როლი, რადგანაც სახელოვანმა
სახელმწიფო მოღვაწეებმა იგი თავის მფარველად აღიარეს. კერძოდ, რომში მთავარსარდალი
სულა საკუთარ თავს „ეპაფროდიტუსს“ („აფროდიტეს რჩეულს“) უწოდებდა. დიდმა პომპეუსმა
ტაძარი ააგო გამარჯვებული ვენუსის სახელზე. ვენუსის ჩამომავლებად მიიჩნევდნენ თავს
იულიუს კეისარიც და ავგუსტუსიც, რადგანაც თვლიდნენ, რომ მათი მოდგმის მამამთავარი იყო
ენეასის ძე იულუსი. (გოგია)

5 სლაიდი: აფროდიტესთან დაკავშირებულ ყველა მითოსში ვენუსის სახელი გამოჩნდება.


გვიანი ხანის ევროპელი ხელოვანებიც გაიზიარებენ ამ ტრადიციას და თავიანთ ქმნილებებს
ასე დაასათაურებენ: ვენუსის დაბადება, ვენუსის აღკაზმვა, ვენუსი და ამური, მიძინებული
ვენუსი.ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ
ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. (მაჭარაშვილი)

6 სლაიდი: შოთა რუსთაველის კოსმოლოგიაზე პირველად ვახტანგ მეექვსემ დაიწყო კვლევა.


პოემაში მოვლენები ისეთი თანმიმდევრობით არის დალაგებული, რომ გავიგოთ თუ როგორია
პოეტის წარმოდგენები სამყაროს ცალკეულ ნაწილებზე. რუსთაველისათვის ცნობილი იყო
ასტროლოგიის შვიდ პლანეტიანი მოდელი, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ დრავიდები,
სპარსები, ქალდეველ-ბაბილონელები, ეგვიპტელები თუ სხვა უდიდესი ცივილიზაციების
ხალხები. ეტომოლოგიურად თუ შევხედავთ, პლანეტათა დასახელებები “ვეფხისტყაოსანში”
მზისა და მთვარის გარდა არაა ქართული წარმომავლობის, არამედ არაბულია, რაც იძლევა
საშუალებას ვიფიქროთ, რომ თამარის ეპოქამდე, ჯერ კიდევ არაბების ლაშქრობების დროს
VII-VIII საუკუნეში მოხდა გარკვეული სახის ასტროლოგიური ცოდნის შემოტანა საქართველოში
და მისი აქტუალიზაცია. რით ემსგავსება რუსთაველის ასტრონომიული წარმოდგენები
თანამედროვეს? მისთვის მთავარი ციური სხეული მზეა. იგი პლანეტებს განალაგებს ასეთი
თანმიმდევრობით: მზე მთვარე, სატურნი, იუპიტერი, მარსი, ვენერა, მერკური. (ასათიანი)

7 სლაიდი: ავთანდილმა ზეცაში, მნათობთა განლაგებით, ამოიკითხა, მათი თანადგომა, და


მხარდაჭერა, და ასე შესძახა:
„აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან,
მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,
მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმენ მყვებიან“
ამ რიგად, ძალნი ზეციერნი არა ანგელოზები, არამედი მნათოებები არიან. ყველაზე
მთავარი კი ისაა, რომ რუსთაველი, მათ არ მიიჩნევს ღმერთებათ, ისინი ღმერთისა და
ადამიანის შუამავლები არიან, გადმოსცემენ ღმერთს სიტყვას დედამიწაზე. ყველაფერი ხდება
ღმერთის ნებით.
რაც შეეხება რუსთაველის ასეთ მოსაზრებას ეს რენესანსული ეპოქისთვისაა
დამახასიათებელი, რაც გულისხმობდა, რომ ასტროლოგია, თავისუფალი აზრის, კუთვნილება
იყო. (ფარჯიანი)

You might also like