You are on page 1of 9

ლიტერატურის წარმოშობა

საზოგადოების განვითარების ადრეულ სტადიებზე, გვაროვნული წყობი-ლების


დროს, ადამიანის ცნობიერებაში შერწყმული იყო მაგია, მითოლოგია, მორალი,
ნახევრადფანტასტიური თქმულებები და გეოგრაფიული წარმოდგენები.
პირველყოფილი ცნობიერების ამგვარ დაუნაწევრებელ მდგომარეობას მეცნიერებაში
სინკრეტიზმს უწოდებენ. პირველყოფილი შემოქმედებაც თავისი შინა¬არსით
სინკრეტული იყო (ძვ. ბერძნ. synkreto- ვაერთებ).
პირველყოფილი სინკრეტული ცნობიერებისა და შემოქმედების ძირითადი საგანი
იყო ბუნება, განსაკუთრებით – საზოგადოების განვითარების ყველაზე ადრეულ
საფეხურზე, როდესაც ადამიანები მხოლოდ ნადირობდნენ და აგრო-ვებდნენ
მცენარეთა საკვებად ვარგის ნაყოფებს.
ამ ცნობიერებისა და შემოქმედების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენდა
ხატოვანება. ადამიანს ჯერ კიდევ არ შეეძლო განყენებული ცნებების შემუ¬შა¬ვება,
ზოგადის გამოყოფა ინდივიდუალურისგან. მაგალითად, ცხოველთა ყოველი სახეობა
მათ წარმოედგინათ ერთი, ყველაზე დიდი და ძლიერი ცხოველის სახით,
განსაკუთრებით მაღალი მთა ან წყალუხვი მდინარე კი – ყველა მთისა ან მდინარის
დედად და ა.შ. ვინაიდან ადამიანები მთლიანად დამოკიდებულნი იყვნენ
ბუნებისგან, ისინი აზვიადებდნენ თავიანთ წარმოსახვაში ბუნების მოვლენათა
ძალასა და მნიშვნელობას.
ამგვარი განზოგადებულ-გაზვიადებული წარმოდგენები და მათი შესაბამისი
ხატები (პირველყოფილ შემოქმედებაში) ფანტასტიურობითაც გამოირჩეოდნენ.
პირველ¬ყოფილი აზროვნების დამახასიათებელი ნიშანი იყო ანთროპომორფიზმი
(ძვ. ბერძნ. anthropos – ადამიანი, morphe – ფორმა). ადამიანები აიგივებდნენ ბუნების
მოვლენებს და თავიანთ ცხოვრებისეულ მოვლენებს. მათ ეგონათ, რომ ცხოველებს,
მცენარეებს, ბუნების სტიქიებს შეეძლოთ დახმარებოდნენ ადამი¬ა¬ნებს ან ზიანი
მიეყენებინათ მათთვის; რომ ქარიშხალს შეეძლო განზრახ მოუკ¬ლა ადამიანი,
მდინარეს – წყლით წაელეკა მისი საცხოვრებელი, მთას კი – ქვა ესროლა მისთვის.
ადამიანებს ეშინოდათ ბუნების ძალებისა და ცდილობდნენ მათზე ზემოქმედება
მოეხდინათ შელოცვების ან მაგიის (ძვ. ბერძნ. მაგეია – ჯადოქრობა, ჩხიბვა)
მეშვეობით. ისინი ხატავდნენ ცხოველებს, ქვისგან ან ხისგან ჭრიდნენ მათ ფიგურებს
და ეგონათ, რომ ამით გამოიწვევდნენ ცხო¬ველთა რეალურ გამოჩენას, რაც იღბლიან
ნადირობას უზრუნველყოფდა. ანდა, იმავე, მიზნით, ისინი ბაძავდნენ ცხოველებს –
იცვამდნენ მოკლულ ცხოველთA ტყავებს და ჯოგს წარმოადგენდნენ, იმ იმედით,
რომ ტყეში ან ველზე მართლაც წააწყდებოდნენ ნამდვილ ჯოგს.
ცხოველთა გამოსახულებების ხატვას, გამოჭრას ან მათ მიბაძვას სხვა
დანიშნულებაც ჰქონდა. ეს იყო პირველყოფილ ადამიანთა ტოტემიზმის გამო-
ხატულება. ადამიანებს სწამდათ, რომ მათი ყოველი გვარი მომდინარეობდა
ცხო¬ველთა (აგრეთვე – მცენარეთა ან არაორგანულ საგანთა) რომელიმე სახე-
ო¬ბის¬გან და რომ ცხოველთა ამ სახეობის წარმომადგენელი გვარის მფარველი,
მეგო¬ბარი იყო. ნადირობისას ისინი ცდილობდნენ არ მოეკლათ თავიანთი
ტოტემები.
მეტყველების განვითარებასთან ერთად იქმნება პირველი ზღაპრები ცხო-
ველ¬თა შესახებ. ამ ზღაპრებში ცხოველები ასახულია გაპიროვნების (ცხოვე-ლები
აზროვნებენ, გრძნობენ, მეტყველებენ) და ჰიპერბოლიზების (ცხოველთა ზომები
გაზვიადებულია, მათ მიეწერება საგანგებო, უჩვეულო ცოდნა და შესაძლებლობები)
გზით.
ამგვარად, ჯერ კიდევ ისტორიის გარიჟრაჟზე ადამიანები ქმნიდნენ ცხოვ-
რებისეული მოვლენების სიტყვიერსა და პანტომიმურ (ძვ. ბერძნ. პანტოს – მთელი,
მთელი, ყოველი, მიმოს – მობაძვა), გრაფიკულ (ძვ. ბერძნ. grapho – ვწერ, ვხაზავ) და
სკულპტურულ (ლათ. sculpere – გამოკვეთა) გამოსახულებებს. ეს ჯერ კიდევ არ იყო
მხატვრული შემოქმედება, არამედ – პირველყოფილი საზოგა¬დოების სინკრეტული
ცნობიერების ადრეული საფეხურის გამოვლინება. შემდ¬გომ¬ში ამ უძველესი
სინკრეტული შემოქმედების საფუძველზე განვითარდა ხელოვნების სხვადასხვა
დარგი, პირველ რიგში – სახვითი ხელოვნება (ფერწერა და სკულპტურა), სასცენო
პანტომიმა, მხატვრული ეპიკური სიტყვიერება.
ნადირობიდან მესაქონლეობაზე და მიწათმოქმედებაზე გადასვლა წარმო-ად¬გენდა
პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ახალ სტადიას, რომელიც
ათეულობით ათას წელს გაგრძელდა. ადამიანები აკვირდებოდნენ წლის სეზონ¬თა
მონაცვლეობას, ბუნების ციკლებს, მზისა და მთვარის მოძრაობას და სხვა მოვლენებს.
ასე წარმოიშვა პირველსაწყისი ასტრონომიული და აგრონომიული ცოდნა.
მზე, მთვარე, წლის სეზონები, წვიმა, გვალვა მცენარეები აღიქმებოდა, რო-გორც
ცოცხალი არსებები, შემდეგ კი – როგორც უმაღლეს ძალთა, ღმერთების~
გამოვლინებები. ბუნების მოვლენათა კანონზომიერ კავშირებს ადამიანები
მიიჩნევდნენ ამ უზენაეს არსებათა ურთიერთდამოკიდებულებებად. მაგალითად,
ბერძნულ მითში დიონისეს (სასარგებლო მცენარეთა განსახიერება) თავდაპირველად
აცოცხლებს მისი მამა, ზევსი (განსახიერება ჭექა-ქუხილისა), შემდეგ კი კლავენ
`ტიტანები~ (ბუნების მიწიერი ძალების განსახიერებანი, რომლებიც
უპირისპირდებიან ზეციურ ძალებს), ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ზევსი
აგროვებს დიონისეს დაფლეთილ სხეულს და აცოცხლებს მას, რითა ტიტანებმა
კვლავ დაფლითონ ის. მცენარეთა წლიური წრებრუნვა აქ მართებულად, მაგრამ
ფანტასტიურადაა ასახული.
თანდათან სულ უფრო რთულდებოდა პირველყოფილი საზოგადოების შიდა
ორგანიზაცია. პირველყოფილი გვირები ერთიანდებოდნენ და ქმნიდნენ უფრო
მსხვილ კოლექტივებს – ტომებს. ტომები ებრძოდნენ ერთმანეთს საუკეთესო მიწების
ან ქონების ხელში ჩასაგდებად. ტომების ბელადები ისაკუთრებდნენ სამხედრო
ნადავლის დიდ ნაწილს. მოგვიანებით ამ სამხედრო არისტოკრატიამ მიიჩნია, რომ
მათი წარმომავლობა გვაროვნულ ტოტემებს კი არა, ბუნების ღმერთებს
უკავშირდებოდა.
შეიცვალა მაგიაც. ახლა მაგიური რიტუალების ჩატარებისას ადამიანები
ითხოვდნენ ღმერთებისგან გამარჯვებას ომებში და უხვ მოსავალს. შეიცვალა
მაგიური რიტუალების ფორმებიც. გაზაფხულზე, თესვის დაწყებამდე იმართე-ბო¬და
საგაზაფხულო რიტუალური ფერხულები, რომლებიც მოიცავდა, ცეკვის გარ¬და,
პანტომიმურ მოძრაობებსა და მთელ სცენებსაც. პირველყოფილი შემოქმე¬დე¬ბის ეს
სინკრეტული ფორმა შეიცავდა ხელოვნების ყველა ძირითადი ექსპრე¬სიული
სახეობის (ქორეოგრაფიის, მუსიკის, სიტყვიერი ლირიკის) ჩანასახობრივ ფორმებს.
ადამიანები უბრალოდ კი არ შესთხოვდნენ ღმერთებს მოსავალს ან გამარჯვებას,
არამედ ცდილობდნენ გამოეხატად თავიანთი სურვილები სიტყვიერად და
მოძრაობების მეშვეობით. ამიტომ სარიტუალო გუნდურ სიმღერას გამოეყო მისი
საწყისი ნაწილი, რომელიც ასახავდა სასურველ მოვლენებს. მას მღეროდა ერთი

2
ადამიანი, ძველბერძნულად - `კორიფე~ (ძვ. ბერძნ. koryphe – მწვერვალი, თავი),
გუნდი კი ეპასუხებოდა მას მისამღერით, რომელიც გამოხატავდა მთელი
კოლექტივის ემოციურ გამოხმაურებას კორიფეს თხოვნაზე.
დრამა (დრამატურგია) – მოქმედი პირების პანტომიმური ქმედებისა და ემოციური
მეტყველების ერთიანობა – ჩაისახა მაშინ, როდესაც კორიფე მხოლოდ სასურველი
მოვლენის შესახებ კი არ ჰყვებოდა, არამედ – გაითამაშებდა ხოლმე მას გუნდის
წინაშე, რომელიც კორიფეს კვლავ მისამღერებით ეხმაურებოდა. ათენში
საგაზაფხულო რიტუალური ფერხულის კორიფე განასახიერებდა მითს დიონისეს
გარდუვალი სიკვდილისა და გაცოცხლების შესახებ; დიონისე აქ წარმოდგენილი იყო
ვაცის (განსაკუთრებით ნაყოფიერი ცხოველის) სახით, ისე, რომ კორიფეს და გუნდიც
შემოსილნი იყვნენ ვაცის ტყავებით. ამგვარ რიტუალურ წარმოდგენას `ტრაგედია~
ეწოდა (ძვ. ბერძნ. tragos – ვაცი, ode – სიმღერა).
დამოუკიდებელი სასიმღერო თხრობა (ლექსითი ეპოსი), როგორც ჩანს, ჩაისახა
სამხედრო სარიტუალო ფერხულში. კორიფე აქ ითხოვდა გამარჯვებას მტერ¬ზე და
წარმოადგენდა ტომის ძლევამოსილ ლაშქრობებს მის ბელადთა მეთაურობით.
კორიფეს მიერ სამღერლად განკუთვნილი ტექსტები სულ უფრო ვრცე¬ლი და
დეტალური ხდებოდა და, ბოლოს, იქცა სადღესასწაულო თხრობით სიმღერებად,
რომელთა შესრულება შესაძლებელი იყო ცალკე, გუნდის გარეშე.
ამგვარ სიმღერებს ასრულებდა უკვე არა კორიფე, არამედ – მომღერალი – მთქმელი
(საბერძნეთში - `აედოსი~). გამოჩნდნენ ისეთი მთქმელებიც, რომლებიც
ასრულებდნენ რამდენიმე სიმღერას ერთი გმირის ან ერთი მოვლენის შესახებ. ასე
იქმნებოდა ეპიკური სიმღერები, რომელთაც ძველი ბერძნები `ეპოპეებს~
უწოდებდნენ, ხოლო მათ ავტორებს - `რაფსოდებს~.
ცხოვრების თხრობითი ასახვა ხორციელდებოდა პროზაული ფორმი- თაც –
მითოლოგიურ და ტოტემურ ზღაპრებში, სამხედრო თქმულებებში.
რიტუალური საგუნდო სიმღერიდან წარმოიშვა ლირიკული პოეზია. თუ
კორიფეს სიმღერა სულ უფრო მეტად იქცეოდა მოვლენათა შესახებ თხრობად,
გუნდის მოსამღერები, თავის მხრივ, იღებდა დასრულებული, დამოუკიდებელი
სტროფის ფორმას (ძვ. ბერძნ. strophe – წრე, წრებრუნვა).
შესაძლებელი ხდებოდა ამგვარი სტროფების შესრულება გუნდისგან
დამო¬უ¬კიდებლად და მათი დაკავშირება ახალ შინაარსთან. ასე შეიქმნა შრომითი
სიმღერები, რომლებიც სრულდებოდა კოლექტიური სამიწათმოქმედო სამუშაოების
დროს, და სამხედრო სიმღერები. მოგვიანებით წარმოიშვა ლირიკული სიმ¬ღე¬რაც,
კერძოდ, სატრფიალო შინაარსისა. კიდევ უფრო გვიან, დამწერლობის
წარ¬მოშობასთან ერთად, სიმღერის ტექსტი, ჩაწერის მეშვეობით, ჩამოშორდა მოტივს
და იქცა ლიტერატურულ ლირიკად.

ლიტერატურულ ნაწარმოებთა ჟანრები

ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ზოგადად, აერთიანებენ სამ ჯგუფად,


რომლებსაც ლიტერატურის `გვარებს~ უწოდებენ. ესენია ეპოსი, დრამა და ლირიკა.
ეპოსსა და დრამას აერთიანებს გარკვეული ნიშან-თვისებები, რომლებიც
განარჩევს მათ ლირიკისგან. ეპიკურსა და დრამატულ ნაწარმოებებში აისახება
სივრცესა და დროში მიმდინარე მოვლენები, ცალკეული ადამიანები (პერსონა-ჟები),
მათი ურთიერთმიმართებები, აზრები, გრძნობები, ქცევები, გამონათქვამები. და
თუმცა ცხოვრების ასახვა ეპოსში ყოველთვის ხორციელდება ავტორის ჩანა¬ფიქრისა

3
და თვალსაზრისის შესაბამისად, მკითხველს ზოგჯერ ეჩვენება, რომ ასახული
მოვლენები ავტორის ნებისგან დამოუკიდებლად მოხდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ,
ეპიკური და დრამატული ნაწარმოებები წარმოქმნიან სრული ობიექტურობის
ილუზიას.
ამასთან, ეპიკური და დრამატული ნაწარმოებები მკვეთრად განსხვავდებიან
ერთმანეთისგან თავიანთი ფორმის მიხედვით. ეპოსის ძირითადი მაორგანიზებელი
ფორმალური თვისებაა თხრობა ადამიანთა ცხოვრებისა და მათი ქცევის შესახებ.
აქედან მომდინარეობს თვით ეპიკური გვარის სახელწოდება (ძვ. ბერძნ. epos –
სიტყვა, მეტყველება). დრამაში (ძვ. ბერძნ. drao– ვმოქმედებ) თხრობა არ
ხორციელდება. დრამატული ნაწარმოების ტექსტი შედგება თვით პერსონაჟთა
გამონათქვამებისგან, რომელთა საშუალებითაც ისინი მოქმედებენ ასახულ
სიტუაციაში.
ავტორისეული განმარტებები დრამატულ ნაწარმოებში დაიყვანება ეგრეთ
წოდებულ რემარკებზე (ფრანგ. remarquer – შენიშვნა), რომელთაც მხოლოდ დამ-
ხმარე მნიშვნელობა აქვს. დრამის, როგორც ლიტერატურული გვარის სპეციფიკა
განისაზღვრება იმით, რომ ის განკუთვნილია სასცენო წარმოდგენისთვის.
დრამატულ ფორმა წარმოიშვა თეატრალური ხელოვნების განვითარების
საფუძ¬ველ¬ზე.
`ლირიკა~ (ბერძნ. lyra – მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც ძველ
საბერძნეთში სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) განსხვავდება ეპოსისა და
დრამისგან, პირველ რიგში, მხატვრული შემეცნების ობიექტით. ლირიკაში არ
გვხვდება მოვლენათა, ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებათა
დეტალიზებუ¬ლი აღწერა. ლირიკა ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს: მის აზრებს,
გრძნო¬ბებს, შთაბეჭდილებებს, ლირიკული გმირის ემოციურ დამოკიდებულებას
ცხოვრების მიმართ, ანუ ადამიანის ცხოვრების სუბიექტურ საწყისს.
არისტოტელე თავისი `პოეტიკის~ მესამე თავში აღნიშნავს, რომ
ლიტერატურაში ბაძვის ხერხი სამგვარია: მოთხრობა სხვის შესახებ, მოთხრობა
თავისი თავის შესახებ და ისეთი ხატვა, როდესაც ასახული გმირები თვით გამოდიან
მოქმედად, თვით ამჟღავნებენ თავიანთ თავს. ამგვარი კლასიფიკაცია შეესაბამება
ლიტერატურული გვარების სპეციფიკურ თავისებურებებს.
ლიტერატურის გვარებად დაყოფის გარდა, ის იყოფა პოეზიად და პროზად.
ხშირად ლირიკულ ნაწარმოებებს აიგივებენ პოეზიასთან, ხოლო ეპიკურ ქმნილებებს
– პროზასთან, რაც მართებული არაა. ყოველი ლიტერატურული გვარი მო¬იცავს
როგორც პოეტურ (ლექსით), ასევე – პროზაულ ნაწარმოებებს. ლიტერატურის
განვითარების ადრეულ ეტაპებზე ეპოსი უმეტესად სალექსო ფორმით იქმნებოდა.
ლექსად დაწერილი ეპიკური ქმნილებები მოგვიანებითაც გვხვდება. დრამატულ
ნაწარმოებებშიც გამოიყენება როგორც სალექსო ფორმა, ასევე – პროზა, ხშირად –
ერთდროულად (მაგალითად, შექსპირის პიესებში).
ლიტერატურული გვარების თეორიაში წარმოიშობა სერიოზული ტერმინო-
ლოგიური პრობლემები იმის გამო, რომ სიტყვა `ეპიკური~ (`ეპიკურობა~) `დრა-
მატული~ (`დრამატიზმი~), `ლირიკული~ (`ლირიზმი~) აღნიშნავს ლიტერატურული
ნაწარმოებების არა მარტო გვარეობრივ თავისებურებებს, არამედ სხვა ნიშან-
თვისებებსაც.
`ეპიკურს~ უწოდებენ სინამდვილის მრავალმხრივ, ფართო, მიუკერძოებელ
ასახვას და ცხოვრების, როგორც მთლიანობის, აღქმას. ამასთან დაკავშირებით

4
ხშირად საუბრობენ `ეპიკური მსოფლაღქმის~ შესახებ, რომელიც ხორცშესხ¬მუ-ლია,
მაგალითად, ჰომეროსის პოემებში, ტოლსტოის `ომსა და მშვიდობაში~. ეპიკურობა,
როგორც თავისებური იდეურ-ემოციური განწყობილება, შეიძლება შეგვხვდეს
ლიტერატურის ყველა გვარში, არა მარტო ეპიკურ (თხრობით) ნაწარმოებებში,
არამედ – დრამაში და ლირიკაშიც.
დრამატიზმს უწოდებენ გარკვეულ განწყობილებას, რომელიც უკავშირდება
წინააღმდეგობათა დაძაბულ განცდას, მღელვარებას. და, ბოლოს, ლირიზმი – ესაა
ამაღლებული ემოციური განწყობა, რომელიც გამოიხატება ავტორის, მთხრობლის
პერსონაჟთა მეტყველებაში. დრამატიზმი და ლირიზმი აგრეთვე შეიძლება
შეგვხვდეს ყველა ლიტერატურულ გვარში.
ამიტომ უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ეპოსი, დრამა, ლირიკა როგორც
ლიტერატურული გვარები, მეორე მხრივ კი – ეპიკურობა, დრამატიზმი, ლირიზ-მი,
როგორც ნაწარმოებთა თვისებები.
ლიტერატურული ჟანრი (ფრანგ. genre – სახეობა) არის ლიტერატურული
ნაწარ¬მოების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპი).
ეპიკური ჟანრებია პოემა, რომანი, მოთხრობა, ნოველა, იგავ-არაკი.
უძველესი ეპიკური ჟანრია პოემა, (ბერძნ. poiema – ქმნილება, შემოქმედება)
რომელიც წარმოიშვა ხალხურ სიმღერებთან (ისტორიულ-საგმირო, ლეგენდურ-
მითოლოგიური შინაარსის ნაწარმოებებთან) მჭიდრო კავშირში. ეს კავშირი
ვლინდება სიუჟეტთა შერჩევაში (ჩვეულებრივ, პოემაში აღწერილია მნიშვნე¬ლო¬ვან,
ისტორიული მოვლენა), გმირის ჰიპერბოლიზებულ დახასიათებაში, თხრობის
ობიექტურ ტონში.
ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია ამ ჟანრის განვითარების ორი სახეობა:
ძველი პოემა და ახალი პოემა. პირველს ეპოპეაც ეწოდება. მისი კლა-სიკური
ნიმუშებია ჰომეროსის `ილიადა~ და `ოდისეა~. `ილიადაში~ ასახულია ტროას
სამეფოსთან ბერძნული ტომების ათწლიანი ომის მეათე წლის ამბები, ხოლო
`ოდისეაში~ - ამ ომის მონაწილის, ითაკის მეფის – ოდისევსისა და მის
თა¬ნამებრძოლთა ხიფათით აღსავსე თავგადასავალი.
ჰომეროსის პოემების გარდა, ეპიკური პოემის მრავალი ნიმუში შეიქმნა.
ასეთებია – ვირგილიუსის `ენეიდა~, არიოსტოს `მძვინვარე როლანდი~, დანტეს
`ღვთაებრივი კომედია~, მილტონის `დაკარგული სამოთხე~, რუსთაველის
`ვეფხისტყაოსანი~, ფირდოუსის `შაჰნამე~. მათგან განსაკუთრებით გამოირჩევა
`ვეფხისტყაოსანი~, რომელშიც პერსონაჟთა მაღალი სულიერი თვისებები,
მიჯნურ¬თათვის `სოფლის გმობა~, ვაჟკაცური შემართება, სამშობლოსათვის
თავ¬დადება კეთილშობილი ადამიანების საერთო თვისებად არის წარმოსახული,
გა¬ნურ¬ჩევლად ეროვნების, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. ამგვარად,
პო¬ე¬მაში ხორცშესხმულია ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალები.
ახალი დროის (მე-17 საუკუნიდან) ლიტერატურაში ეპიკური პოემის ეს ფართო
ასახვითი ასპა-რე¬ზი რომანმა დაისაკუთრა, ხოლო პოემის საზღვრები
მნიშვნელოვნად შეიზ-ღუდა. ამიტომ რომანს ახალი დროის ეპოპეას უწოდებენ.
ახალი პოემა საშუალო ან მცირე ფორმის თხრობით - პოეტური ჟანრია. ის ახლო დგას
ისეთ პროზაულ თხრობით ჟანრებთან, როგორიცაა მოთხრობა და ნოველა. მაგრამ, ამ
უკანასკნელთაგან განსხვავებით, პოემა გამოირჩევა თხრო-ბის ამაღლებული და
ემოციური ტონალობით, ლირიკული გადახვევებით. თემა-ტუ¬რი მოტივების

5
მიხედვით, ახალ პოემას ყოფენ სოციალურ, პატრიოტულ, დი-დაქტიკურ,
ფილოსოფიურ და ისტორიულ პოემებად.
ქართულ ლიტერატურაში ახალი პოემის პირველი ნიმუშია ნიკ. ბარა¬თაშ-
ვილის `ბედი ქართლისა~. შემდგომ განვითარებას პოემა აღწევს XIX ს. მეორე
ნახევრის ლიტერატურაში ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშა-ველას
შემოქმედებაში.
* * *
რომანი თავდაპირველად (გვიანდელ შუა საუკუნეებში) აღნიშნავდა ყოველგვარ
ნაწარმოებს, რომელიც დაწერილი იყო რომანულ და არა ლათინურ ენაზე. რომანის
ერთ-ერთი ძირითადი შიდა თემაა გმირის ბედისა და მდგომარეობის შეუსაბამობა
თვით გმირთან.
რომანის გმირის პიროვნული განვითარება ხდება საზოგადოებრივი მთე-
ლის¬გან გმირის განკერძოების პროცესში: გმირი უპირისპირებს თავის განუმე-
ორებელ `მე~-ს, თავის სულიერსა და ზნეობრივ თავისუფლებას – გარემოს,
ბუნებრივსა და სოციალურ `აუცილებლობას~.
რომანი წარმოიშვა ანტიკურ ლიტერატურაში და წარმოდგენდა ტრადიციუ-
ლი მითოლოგიური სიუჟეტების ყოფით ვარიანტებს.
შუა საუკუნეებში შეიქმნა სარაინდო რომანები `თქმულება ტრისტანისა და
იზოლდას შესახებ~, მეფე ართურის ციკლის რომანები ამ ჟანრმა აყვავება განიცადა
შუა საუკუნეების ეპოქის დასრულების შემდეგ.
XVI-XVIII საუკუნეებში ყალიბდება ავანტიურული რომანი. მისი ნიმუშია
ა.ლესაჟის `ჟილ ბლაზის ისტორია~, მოგვიანებით (XIX ს.) _ ალ. დიუმას `სამი
მუშკეტერი~, `გრაფი მონტე-კრისტო~ და სხვ.
რენესანსის იდეებმა და იდეალებმა ხელსაყრელი ნიადაგი მოუმზადა რომანის
განვითარებას. რომანის ჟანრული შინაარსი თავდაპირველად ასახვას პოულობს
ნოველებში (ბოკაჩოს `დეკამერონი~), რომანიზებულ პოემებში (ლ. არი¬ოსტოს
`მძვინვარე როლანდი~, ტ. ტასოს `განთავისუფლებული იერუსა-ლიმი~), მაგრამ
მხოლოდ რენესანსის ეპოქის დასასრულს შეიქმნა რენესანსის სულისკვეთებით
გამსჭვალული რომანი – ესაა სერვანტესის `დონ კიხოტი~, რომელშიც
გაკრიტიკებულია ახალჩამოყალიბებული ბურჟუაზიული საზოგა¬დო-ება და
გამოკვეთილია ადამიანის `მაღალი~, ჰეროიკული მისწრაფებების შეჯა-ხება ყოფის
`პროზასთან~.
XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა რომანის ისეთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება,
როგორიცაა ადამიანის სულიერი განვითარების, მისი ფსიქოლოგიის დეტალების
ასახვა წარმოიშვა ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი (აბატ პრევოს `მანონ ლესკო~, ჟან-
ჟაკ რუსოს `ახალი ელოიზა~, ბენჟამენ კონსტანის `ადო¬ლ-ფი~).
XVIII საუკუნიდან მოყოლებული, რომანი იქცევა ერთ-ერთ წამყვან
ლიტერატურულ ჟანრად. რეალიზმის ეპოქაში რომანი გამორჩევა სიუჟეტური
მრავალფეროვნებით. პიროვნებისა და მისი გარემოს კონფლიქტის თემა აერთი-ანებს
ისეთ განსხვავებულ ნაწარმოებებს, როგორებიცაა გოეთეს `ახალგაზრდა ვერტერის
ვნებანი~, ბალზაკის `დაკარგული ილუზიები~, ფლობერის `მადამ ბოვარი~,
დიკენსის `დომბი და ვაჟიშვილი~, ლევ ტოლსტოის `ანა კარენინა~, დოსტოევსკის
`დანაშაული და სასჯელი~.
სოციალური რომანი ასახავდა საზოგადოების კლასთა დაპირისპირებას. ასეთ
რომანთა ნიმუშებია: ბალზაკის `მამა გორიო~, სტენდალის `წითელი და შავი~,

6
ქართული ლიტერატურიდან გ. წერეთლის `პირველი ნაბიჯი~, მ. ჯავა-ხიშვილის
`ჯაყოს ხიზნები~ და სხვ.
სატირულ რომანში გროტესკულადაა წარმოჩენილი მანკიერი სოციალური
მოვლენები. სატირული რომანებია რაბლეს `გარგანტუა და პანტაგრუელი~, სვიფტის
`გულივერის მოგზაურობა~, გოგოლის `მკვდარი სულები~, იაროსლავ ჰაშეკის
`ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი~.
ფილოსოფიურ რომანში ასახულია საერთო-საკაცობრიო, ფილოსოფიური
იდეები. ფილოსოფიური რომანებია ვოლტერის `კანდიდი~, ბალზაკის `შაგრენის
ტყავი~, თომას მანის `დოქტორი ფაუსტუსი~.
ისტორიულ რომანში ასახულია ისტორიული წარსული, კონკრეტულ ეპოქის
კოლორიტი, ტენდენციები. ისტორიული რომანის ნიმუშებია ვალტერ სკოტის
`აივენჰო~, ბალზაკის `შუანები~, ფლობერის `სალამბო~, კონსტანტინე გამსახურდიას
`დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა~, `დავით აღმაშენებელი~.
საოჯახო ან საყოფაცხოვრებო რომანში მოქმედება ძირითადად ოჯახის სფე¬როშია
გადატანილი, მაგრამ მასში აისახება საზოგადოებრივი ურთიერთო-ბებისთვის
დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ასეთებია, მაგალითად, დიკენსის რომანების
უმრავლესობა, ტოლსტოის `ანა კარენინა~.
ფანტასტიკურ რომანში ასახულია ადამიანების უჩვეულო თავგადასავალი,
რომელიც ახალ მნიშვნელოვან აღმოჩენასთანაა დაკავშირებული (ჟიულ ვერნის
`ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალქვეშ~, `კაპიტან გრანტის შვილები~, `საიდუმlო
კუნძული~ და სხვ.).
მეოცე საუკუნეში შეიქმნა მოდერნისტული რომანის ნაირსახეობები, რომ-
ლებიც, პირველ რიგში, უკავშირდება მარსელ პრუსტის, ჯეიმს ჯოისისა და ფრანც
კაფკას სახელებს. ჯოისის შედევრი `ულისე~ წარმოადგენს უზარმაზარ რომან-
პაროდიას, შექმ¬ნილს ჰომეროსის `ოდისეას~ სქემის მიხედვით. საგაზეთო
რეკლამების აგენტის, ბლუმის ერთი დღის ცხოვრება ნაჩვენებია, როგორც 18
ეპიზოდისგან შემდგარი ერთგვარი თანამედროვე ოდისეა. თითოეული ეპიზოდი
პაროდიულად შეესატყ¬ვისება ჰომეროსის ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდსა თუ
მოტივს. თხრობა, ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი. რომანი თითქმის მთლიანად
პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადის შინაგანი მონოლოგებისგან შედგება. მთელი დღის
განმავლობაში ბლუმისა და სტივენ დედალოსის ლტოლვა ერთმანეთისკენ ორივე
გმი¬რის უთვისტომობის, სულიერი ობლობის, თანაგრძნობისა და სითბოს
წყურვილის გამოხატულებაა, რაც მამისა და ძის ერთარსობის სიმბოლურ-
პაროდიული სქემის სახითაა გამოვლენილი.
ჯოისის უკანასკნელი სქელტანიანი რომანი `ფინეგანის ქელეხი~ ასახავს
ტრადიციული საშუალებათა სრული უარყოფისა და ცნობიერების ნაკადის
აბსოლუტური გაბატონების პროცესს. ამ პროზის წაკითხვა-გაშიფვრა ბოლომდე
დაუძლეველ პრობლემად იქცევა.
ავსტრიელი მწერლის, ფრანც კაფკას სიცოცხლეში მისი ნაწარმოებების მხო¬ლოდ
მცირე ნაწილი გამოიცა. კაფკას კალამს ეკუთვნის რომანები `პროცესი~, `კოშკი~ და
დაუმთავრებელი `ამერიკა~. კაფკას რომანებში გამოხატულია ადამიანის
პერმანენტული ხელმოცარულობა, მარტოობა, სულიერი უთვისტო¬მო¬ბა; სამყარო,
ცხოვრება – აბსურდის, ქაოსის სამეფოა. მისი ნაწარმოებები სიმ¬ბოლურ-
ალეგორიული ხასიათისა. მათში ასახულია ორი სინამდვილე – კონკ¬რე¬ტული
ყოველდღიური, ემპირიული და სიმბოლური, ფილოსოფიური, შინაგანი. კა¬ფკა

7
მიჩნეულია ექსპერიმენტული რომანის ერთ-ერთ მამამთავრად, რომელიც ძირეულად
არღვევს ძველ ეპიკურ ფორმებს.
მარსელ პრუსტის ძირითადი ნაწარმოებია `დაკარგული დროის ძიებაში~,
რომელიც შედგება შვიდი რომანისგან. მათში მონაწილეობს 2 000 პერსონაჟი.
რაში მდგომარეობს პრუსტის ნოვატორობა?
პრუსტი აღიარებს ცნობიერების უდიდეს სირთულეს. მისი რომანის
ჭეშმარიტი გმირია ადამიანის სიღრმისეული `მე~. პრუსტი იყო ფუძემდებელი ახალი
ტიპის რომანისა _ `ცნობიერების ნაკადის~ რომანისა, თუმცა ის არ ცდილობდა,
ჯოისის მსგავსად, სიტყვიერად გადმოეცა არაცნობიერი, მოეხდინა `ცნობიერების
ნაკადის~ იმიტაცია. ნაწილობრივ, მისი რომანი აგრძელებს სტენდალის
ფსიქოლოგიური რომანის ტრადიციებს. თავისი გრანდიოზული რომანის შექმნისას
პრუსტი, რა თქმა უნდა, ორიენტირებული იყო ბალზაკზე, რომელსაც დიდ პატივს
სცემდა, მაგრამ რეალიზმის პრინციპები მისთვის უცხო იყო. მას არ სწამდა, რომ
პიროვნება სოციალურად და ისტორიულადაა დეტერმინირებული. პიროვნების
მამოძრავებელ ძალას პრუსტთან წარმოადგენს არაცნობიერი. ამიტომ მისი
პერსონაჟები სტატიკურებია. მათი ხასიათი არ ვითარდება.
პრუსტის სტილმა განაცვიფრა თანამედროვენი. პრუსტის ფრაზა წყლის
ნაკადივით იღვრება და ზოგჯერ მთელ გვერდს მოიცავს, ისე, რომ მასში შედის
ჩამოთვლები, შედარებები, მეტაფორები.
სიუჟეტი მის რომანში ფაქტობრივად არ არის. მის ნაცვლად რომანს, რომელსაც
თვით მწერალი გოტიკურ ტაძრებს ადარებდა, აერთიანებს შეგრძნებები, რომლებიც
აღვიძებს მოგონებებს და აწმყოს წარსულთან აკავშირებს. მაგალითად, როდესაც
მთხრობელი მარსელი იგრძნობს ჩაიში ჩამბალი ნამცხვრის გემოს, მის ცნობიერებაში
ამოტივტივდება მოგონება ქალაქი კომბრეს შესახებ, სადაც განვლო მისი ცხოვრების
საუკეთესო წლებმა. ერთნაირი შეგრძნებების წყალობით, რომლებიც აერთიანებს
მთხრობლის ცხოვრების განსხვავებულ მომენტებს და, ასევე, ფსიქოლოგიური
ანალიზის მეშვეობით ხდება წარსულის შენარჩუნება და უკვდავყოფა ხელოვნებაში.
პრუსტმა მთლიანად დაანგრია XIX საუკუნის რომანის ფორმა, რომლისთვისაც
დამახასიათებელი იყო ცხოვრების მოწესრიგებული და რაციონალური აღქმა.
შემოქმედების მამოძრავებელ ძალად იქცა მეხსიერება: დროის მდინარება, რომელსაც
ადამიანი სიბერემდე და სიკვდილამდე მიჰყავს. დრო ჩერდება ბედნიერების
მომენტებში, როდესაც უეცრად მოგონებული წარსული ანათებს აწმყოს წყვდიადს _
და, ამგვარად, ხელოვნება ამარცხებს დროს.

***
მოთხრობა საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოებია. ის, რომანის მსგავსად, თემატური
მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური,
სათავგადასავლო, დიდაქტიკური) ხასიათდება და შუალედური ადგილი უჭირავს
რომანსა და ნოველას შორის. რომანისგან განსხვავებით, მოთხრობაში მხოლოდ ერთი
ან ორი მოვლენა პოულობს სრულ ასახვას. ნოველისგან განსხვავებით, მოთხრობაში
უფრო ძლიერია ლირიკული საწყისი.
მოთხრობის ჟანრი სათავეს იღებს ლიტერატურის გაჩენის შემდეგ, მაგრამ როგორც
ჟანრი, ის გამოიკვეთა XIX საუკუნეში.
ქართული მოთხრობის კლასიკური ნიმუშებია ილია ჭავჭავაძის `ოთარაანთ ქვრივი~,
`გლახის ნაამბობი~, `კაცია-ადამიანი?!~
მოთხრობაც ისევე იყოფა სახეობებად, როგორც რომანი.

8
***
ტერმინი `ნოველა~ დამკვიდრდა შუა საუკუნეების იტალიურ ლიტერატურაში. ესაა
მცირე ფორმის თხრობითი ნაწარმოები, რომლის ჟან¬რული თავისებურებაა მძაფრი
სიუჟეტი, მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური კვანძის გახსნა. ნოველის ახასიათებს
მკაფიოდ გამოხატული კომპოზიცია. მისთ¬ვის უცხოა აღწერითობა. ნოველაში
ძალზე მცირეა მოქმედი პირები, ხოლო მა¬თი ცხოვრება, ხასიათი, გარემო, ყოფითი
დეტალები და პორტრეტი ძალზე შეკუმ¬შულადაა წარმოდგენილი. პროლოგი და
ეპილოგი ამ ჟანრს საერთოდ არ ახასიათებს. როგორც წესი, მთელი ყურადღება
გადატანილია ფინალზე-კვანძის გახსნაზე.
მსოფლიო ლიტერატურაში ნოველის უდიდეს ოსტატებად ითვლებიან პროს¬ერ
მერიმე, მოპასანი, ედგარ პო, ო. ჰენრი, სტეფან ცვაიგი, აკუტაგავა, ა. ჩეხოვი და სხვა.
ქართულ ლიტერატურაში ნოველის კლასიკური ნიმუშები შექმნეს შიო
არაგვისპირელმა, ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, კონსტანტინე
გამსახურდიამ და სხვებმა.

***
იგავ-არაკი – ეპოსის ერთ-ერთი ჟანრია, დიდაქტიკურ-ალეგორიული ხასი-ა¬თის
მცირე ფორმის ნაწარმოები საყოფაცხოვრებო, ისტორიული, რელიგიურ, ზნე¬ობრივ,
ფსიქოლოგიურ და სხვა თემებზე. მისი გმირებია ცხოველები, მცენარეები, საგნები,
მაგრამ იგულისხმებიან ადამიანები. იგავ-არაკს ახლავს შეგონება, რომელშიც
ჩამოყალიბებულია ნაწარმოების ალეგორიული საზრისი. იგავ-არაკში მოთხრობილი
ამბავი მოცულობის მხრივ მაქსიმალურად შეკუმ-შულია.ესაა ერთ-ერთი უძველესი
ჟანრი. ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვის VI საუკუ¬ნეში საბერძნეთში ცნობილი იყო
ეზოპეს იგავ-არაკთა კრებული.
ახალ საუკუნეებში ამ ჟანრის სახელგანთქმული ოსტატები იყვნენ ლაფონ-ტენი,
კრილოვი, ქართულ ლიტერატურაში – სულხან-საბა ორბელიანი.
იგავ-არაკი მოარული, `მოხეტიალე~ ჟანრია, იმ გაგებით, რომ მრავალი იგავ-არაკის
ფაბულა გვხვდება სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ლიტერატურაში. ეს იმით უნდა
აიხსნას, რომ ხალხურ ზღაპრებში მოცემული ცხოველთა სახეები და შესაბამისი
მოტივები პირდაპირ იქნა გადატანილი იგავ-არაკებში.
იგავ-არაკი იწერება ლექსადაც და პროზადაც.

You might also like