You are on page 1of 4

ანტიკური ლიტერატურა გულისხმობს იმ ლიტერატურას, რომელიც შეიქმნა ძვ.წ.

(ძველი წელთაღრიცხვის) მე-8 საუკუნიდან ახ.წ. (ახალი წელთაღრიცხვის ) მე-5


საუკუნემდე.

ანტიკური ლიტერატურა შეიქმნა ძველი ბერძნული მითოლოოგით.

ძველი ბერძნული მითოლოგია- გვიამბობს სამყაროს შექმნაზე, ისტორიებს ძველ


ბერძენ გმირებსა და ღმერთებზე. ბერძნული მითოლოგიაში ვხდებით
მრავალღმერთიანობას. ყველაფერს- ბუნების მოვლენებს, თავისი ღმერთი ჰყავს.

სამი მთავარი ღმერთია: უზენაესია ზევსი- ჭექა-ქუხილის,ელვის, ჰაერის ღმერთი.


ზღვის ღმერთია-პოსეიდონი, ჰადესი კი მიწისვეშეთის ღმერთია. ესენი :ზევსი,
პოსეიდონი და ჰადესი არიან ძმები.

ეპოსი- ლექსად დაწერილ დიდი მოცულობის ნარატიული(თხზულება) ნაწარმოებია.


თხზულებას, რომელსაც აქვს ლექსის ფორმა.

ანტიკური საბერძნეთი იგივე ძველი ბერძნული ცივილიზაცია- არის პერიოდი,


რომელშიც ხელოვნების ყველა დარგი განვითარების უმაღლეს საფეხურზეა.

მხატვრობა (ფერწერა; სკულპტურა);

ლიტერატურა;

ფილოსოფია;

მომდევნო პერიოდის ხელოვნება, სწორედ ამ პერიოდში შექმნილ ნიმუშებზე


აღმოცენდა. ესეიგი, ანტიკური ლიტერატურა და ცოდნა საფუძველია ყველაფრის,
რასაც ახლა ვკითხულობთ.

ჰომეროსი (ბიოგრაფია)-

დაიბადა დასავლეთ მცირე აზიაში, ქალაქ სმირნას მახლობლად. დედამისი


კრითეისი ყოფილა, რომელსაც უკანონო ვაჟი დაურქმევია. თავდაპირველად
ჰომეროსის სახელი მელესიგენესი ყოფილა, რაც ნიშნავს „მდინარე მელესთან
შობილს“. ჭაბუკი სმირნაში იზრდებოდა, შემდეგ ხომალდებით მოგზაურობისას
თვალები დასნეულებია და უსინათლო ისევ სიმირნაში დაბრუნებულა, მხოლოდ მას
შემდეგ დაუწყია მას პოეტობა. და შემდეგ მიუღია სახელი ჰომეროსიც, რაც ნიშნავს
„ვინც ვერ ხედავს“. ჰომეროსის მოღვაწეობა თარიღდება ძვ.წ. VIII საუკუნით. იგი
ავტორია პოემების „ილიადა“ და „ოდისეა“.

„ილიადა“ ბერძნული ანბანის ასოთა შესაბამისად 24 სიმღერსიგან შედგება, პოემის


სახელწოდება შეიძლება ვთარგმნოთ ასე- „ილიონური“ ანუ „ილიონთან“ (ტროასთან).

ილიადად ეძღვნება ტროას ომის მეათე წლის რამდენიმე სამოქმედო დღის ამბავს.
მოქმედება ხდება ტროადაში, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან აქაველები ანუ
ბერძნები და ტროელები. პოემა იწყება აქილევსის რისხვით და მთავრდება
ჰექტორის გვამის დაკრძალვით.

რაც შეეხება მეორე ეპოსს „ოდისეა“, ესეც 24 სიმღერისგან შედგება და გვიამბობს


ოდისევსის ხეტიალის ამბავს. ტროას ომის დასრულების შემდეგ იგი ზუსტად 10
წელი დაეხეტებოდა იქამდე, სანამ მიაღწევდა მშობლიურ ითაკას.

„ოდისეა“- სიუჟეტური ქარგა-

• ოდისევსი დატყვევებულია ნიმფა კალიფსოს კუნძულზე

• ოდისევსის ხანგრძლივი ხეტიალის მიზეზი არის კიკლოპ პოლიფემოსის


დაბრმავება

(პოსეიდონის შვილია და ოდისევზე გამწყრალია თავად ღმერთი პოსეიდონი)

• ოდისევსს მშობლიურ ითაკაზე ელოდება ერთგული ცოლი პენელოპე და


შვილი ტელემაქოსი

ტროას ომი

ტროის ომი — ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის


წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის
ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ელენეს შეურაცხყოფილმა
მეუღლემ, მენელაოსმა დახმარებისათვის მიმართა თავის ძმას, მიკენის მბრძანებელ
აგამემნონს და სხვა ბერძენ მეფეებს. მათ შორის იყვნენ ბრძენი ნესტორი, ცბიერი
ოდისევსი და უბადლო მეომარი აქილევსი. აქაველთა გაერთიანებულ ლაშქარს
აგამემნონი სარდლობდა. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო
ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის
ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის „ილიადამ“ და „ოდისეა“ - მოაღწია. ილიადაში
აღწერილია ომის გვიანდელი პერიოდი, ხოლო „ოდისეა“ აღწერს ერთ-ერთი ბერძენი
ლიდერის ოდისევსის შინ დაბრუნების თავგადასავალს. ამ ისტორიის დანარჩენი
ნაწილი, სხვადასხვა ვერსიაში, აღწერეს გვიანდელმა ბერძენმა პოეტებმა და
რომაელმა პოეტმა ვირგილიუსმა მის ენეიდაში.

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს


შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით, ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა
მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც
ამჟამად თურქეთის ჩრდილო-დასავლეთი ტერიტორიაა. ეს ომიც და თავად ქალაქიც
მითოლოგიურად მიიჩნეოდა. თუმცა, 1870 წელს გერმანელმა არქეოლოგმა ჰაინრიხ
შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ
მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური
ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას
დაასაბუთებდა.

ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და


ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და
მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას
ეხება.

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების


დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ.
მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს
დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითური
ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები
თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით,
თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის
ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური
პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს.

ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის


კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური
მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება ძველ დროში ბერძნებს სწამდათ,რომ
სამყაროს ძლევამოსილი უკვდავი ღმერთები მართავდნენ.ხოლო ამბებს ღმერთებზე
და გმირებზე მითები ეწოდება. ძველი ბერძნები მითურ სცენებს ლარნაკებზე,თასებსა
და სხვა ნივთებზე ხატავდნენ.ასე რომ, მითები ასეთი გზითაც შემოგვრჩა .2 000 წლის
წინ საბერძნეთი ქანდაკებებითა და მითური ფრიზებით იყო დამშვენებული მრავალი
ტაძარი იყო აღმართული. მაგრამ დღეს მათგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი.

მითი: (ბერძ. mythos – თქმულება, გადმოცემა) — უძველესი კოლექტიური,


ფანტასტიკური, ხალხური თქმულება ქვეყნის გაჩენის, სიცოცხლის წარმოშობის,
ბუნების ძალთა, ღმერთების და გმირების მოქმედების შესახებ. რაც ხასიათდება
კონკრეტული პერსონიფიკაციითა და გასულიერებით. მითში მხატვრულადაა
წარმოდგენილი ადამიანის პრიმიტიული წარმოდგენები სამყაროზე, ბუნების
საიდუმლოების აუხსნელობით გამოწვეული შიშისა და უძლურების გრძნობა (მითი
არგონავტებზე, ამირანის შესახებ და ა.შ.).

You might also like