You are on page 1of 9

ათონის მთა

მონასტრის
ღვთისმშობლის ხატი
კატო მეგრელიშვილი, ელენე დათუკიშვილი,
ნინა დათეშიძე
01
ლეგენდა
ლეგენდა
ლეგენდა ათონის მთის შესახებ
ათონის მთის გაჩენაზე ერთ-ერთი ლეგენდა
მოგვითხრობს, თითქოს ამ ადგილზე ერთმანეთს
ეხეთქებოდნენ საომრად აღძრული გიგანტები და
ღმერთები. თრაკიელი გიგანტის მითიური სახელი
ყოფილა ათოსი. (თრაკია ბულგარეთის ერთ-ერთი
რეგიონია.) ამ მითის მიხედვით ბრძოლის მიზანი იყო
ღმერთებსა და გიგანტებს შორის საზღვრების დადგენა.
ათოსმა მოატეხა დედამიწას უზარმაზარი კლდე და
ესროლა ზღვაში ამომართულ პოსეიდონს. ამ კლდით
ზღვაში გაჩნდა ხმელეთი. ხმელეთს ათოსის
პატივსაცემად ეწოდა ათონი, რომელიც ბერძნულად
გამოითქმის როგორც ათოსი. N
საეკლესიო გადმოცემის თანახმად,
დაახლ. 44 წ. ათონის მთაზე იმყოფებოდა
ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მან
თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით
დაასრულა: „დაე ეს ადგილი იყოს ჩემი
წილხვედრი, რომელიც მომეცა მე ჩემი
ძისა და ღმერთის მიერ. დაე დაივანოს
მისმა მადლმა ამ ადგილას და აქ
მცხოვრებლებზე.“ K
ღვთისმშბლის
ხატი
ხატი
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი - უძველეს
მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს
საბერძნეთში, ათონის მთაზე არსებულ ივერიის
მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან
იმყოფება. მართლმადიდებელთა მიერ ხატი
აღიარებულია, როგორც „სასწაულთმოქმედი“.
ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება
ოდიგიტრიას ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს
ამჩნევია ნაიარევი. ივერიის ხატი 27 აპრილს
გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე
შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ეკლესია ხატის
ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს, 31 მარტს,
12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულს სამშაბათს.
N
ივერიის მონასტრის „კარის“ ღვთისმშობელის
ხატის ამობრძანება ზღვიდან
იმ დროს ივერთა სავანეში კლდის გამოქვაბულში
ანგელოზებრივი ცხოვრებით გამორჩეული
ქართველი ბერი გაბრიელი მოღვაწეობდა. წმიდა
ბერს ძილში ზეციური ნათლით გაბრწყინებული
ღმრთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „გადაეცი
წინამძღვარს და ძმებს, რომ სათნოდ მიჩნს ჩემი
ხატის თქვენთვის მომადლება. ნიშნად ამისა,
გულდაჯერებით შედი ზღვაში და რწმენით გაიარე
მის ტალღებზე და ამ სასწაულით ყველა შეიტყობს
თქვენი მონასტრისადმი ჩემს შეწევნას და
მფარველობას“. ბერმა გამოცხადება წინამძღვარს
მოუთხრო და იმავე დილით, ივერონის მამები
სავედრებელი გალობით გავიდნენ ზღვის ნაპირზე.
D
ბერმა გაბრიელმა სასწაულებრივად გაიარა
ზღვის ტალღებზე, მიეახლა ყოვლადწმიდა
ღმრთისმშობლის ხატს, მის წინ დაიჩოქა და
ღმრთისმშობლის სახენაიარევი ხატი
კრძალვითა და სასოებით გამოაბრძანა
ნაპირზე. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენა
წმ. გაბრიელმა, ამოხეთქა მაკურნებელმა
წყარომ. ღვთიური სიხარულით აღვსილმა
ძმებმა სამი დღე-ღამის განმავლობაში
სამადლობელი პარაკლისები აღუვლინეს
მოწყალე უფალს და ღმრთისმშობელს. ხატი
საკურთხეველში დააბრძანეს, როგორც ერთ-
ერთი უდიდესი სიწმიდე ივერონთა
მონასტრისა. K
მადლობა
ყურადღებისთვის

You might also like