You are on page 1of 6

ლაბორატორიის პროექტი

მთვარის კალენდარი

მუშაობდნენ:
ნია ჭანია;
მარიამ გოგია;
დათა ჟღენტი;
თაკი ჩიქოვანი;
ნინი ჭანიშვილი;
კატო ლაზარაშვილი.
სარჩევი:

1. რა არის მთვარე?
2. მთვარის ფაზები;
3. მთვარის კალენდარი;
4. მთვარის კალენდრის გამოთვლა;
5. მთვარის ანგარიში საქართველოში;
დედამიწას ერთი მთვარე აქვს, რომელიც მის ირგვლივ 384400
კილომეტრის მანძილზე ბრუნავს. მთვარეების უმრავლესობა,
პლანეტებთან შედარებით, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩვენი მთვარე
სიდიდით თითქმის დედამიწის მეოთხედს აღწევს. დედამიწის
მიზიდულობის გამო ჩვენ ყოველთვის მთვარის ერთ მხარეს ვხედავთ.
მთვარის მეორე შორეული ან უხილავი მხარის დანახვა დღემდე
მხოლოდ კოსმოსურმა ზონდებმა და ასტრონავტებმა შეძლეს.
მთვარეს საკუთარი გამოსხივება არ აქვს, ის მზის სინათლეს
ირეკლავს, ამის გამო ღამით ის ზოგჯერ ძალიან კაშკაშებს. დედამიწის
გარშემო ბრუნვისას მთვარის განათებული ზედაპირის სხვადასხვა
ნაწილს ვხედავთ. ამიტომ გვეჩვენება რომ მთვარე ყოველღამე
ფორმას იცვლის. მის სხვადასხვა ფორმას ფაზები ეწოდება. მთვარეს 8
ფაზა აქვს. მთვარის 8 ფაზა არის ახალი მთვარე, მზარდი
ნახევარმთვარე, პირველი მეოთხედი, მზარდი ჯიში, სავსე მთვარე,
კლდოვანი გიბო, მესამე მეოთხედი და კლებადი ნახევარმთვარე.
მთვარის ფაზების მონაცვლეობა დაკავშირებულია ტერმინატორის
(მთვარის ბადროს განათებული და გაუნათებელი ნაწილების
საზღვრის) გადანაცვლებასთან, რაც თავის მხრივ დედამიწის ირგვლივ
მთვარის გარემოქცევისას მთვარის, დედამიწისა და მზის
ურთიერთგანლაგების ცვალებადობითაა გამოწვეული. განასხვავებენ
ოთხ ძირითად მთვარის ფაზებს: ახალმთვარეობის მომენტში მთვარე
დედამიწასა და მზეს შორისაა, ჩვენკენ გაუნათებელი ნახევრითაა
მოქცეული და უხილავია. შემდეგ მთვარე მზის მიმართ
აღმოსავლეთით ინაცვლებს. მეშვიდე დღეს მთვარე მზიდან 90°
კუთხურ მანძილზეა და ჩანს ნახევარწრისებურად (პირველი
მეოთხედი), 7 დღე-ღამის შემდეგ მთვარე მზის საწინააღმდეგო
მხარესაა და ჩანს სრული დისკოს სახით (სავსემთვარეობა), კიდევ 7
დღე-ღამის შემდეგ მთვარე უკანასკნელი მეოთხედის ფაზაშია (მზისგან
დასავლეთით 90°-ზე), ხოლო ციკლი მთავრდება 29.5306 დღე-ღამეში.
მთვარის ფაზების ცვლა საფუძვლად დაედო მთვარისმიერ და მთვარე-
მზისიერ კალენდარულ სისტემებს.
მთვარის კალენდარი არის კალენდრის სახესხვაობა, რომელსაც
საფუძვლად უდევს მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი, ანუ სინოდური
თვე (შემოკლებით — 29,530589 დღე; სრულად — 29 დღე-ღამე, 12
საათი, 44 წუთი, 2,9 წამი).
მთვარის რიცხვის და მისი დაბადება-გავსების წინდაწინ ცოდნას
ძალზედ დიდ მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში. ქართველი
ხალხის დაკვირვებით ამინდის ავკარგიანობა დაკავშირებული იყო
მთვარის დაბადება-გავსებასთან ანუ ახალსა და ძველ მთვარესთან:
„როგორი ამინდიც არის მთვარის დაბადება-გავსებისას ისეთი ამინდი
გასტანს შემდეგ გავსება-დაბადებამდეო...“ ე. ი. შესაძლებელი
ხდებოდა სრული ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის
წინასწარ განსაზღვრა. ამის ცოდნას კი ძალზე დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა მშრომელი გლეხისათვის ხვნის, ფარცხვის, თესვის, დარგვის,
გასხვლის, თიბვის, მკის, რთველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო
სამუშაოების წარმოების დროს. მთვარის გამოანგარიშება ძველად
მიღებული წესის მიხედვით შემდეგნაირად წარმოებს: წინდაწინ
საჭიროა ვიცოდეთ წლის ზედნადები (საშუალო განსხვავება მზისა და
მთვარის წელიწადთა შორის. ცხრილი იხილეთ ფოტოზე.) რამდენია,
და უნდა ვიცოდეთ ასევე რიცხვი 2, რომელსაც თვისთავი და ნიადაგი
ეწოდება (საშუალო განსხვავება მზისა და მთვარის თვეებს შორის),
რომელიც გამოანგარიშების დროს დასამატებელი რიცხვია.
აუცილებელია ჯერ ვიცოდეთ, მერამდენე თვეა ის თვე იანვრიდან,
რომელი თვის ნებისმიერი რიცხვისთვისაც გვაინტერესებს მთვარის
დღის გაგება. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, და მთელი წლის (12 თვის)
თვეთა მწკრივში იანვარი და თებერვალი მესამე თვეებად უნდა
მივიჩნიოთ და რიცხვი 3-ით უნდა აღვნიშნოთ (იანვარი 3, თებერვალი
3), ხოლო დანარჩენი თვეები კი მათი ჩვეულებრივი რიგის მიხედვით.
მთვარის ზედნადების გამოსაანგარიშებელი ცხრილი: ამის შემდეგ, თუ
ჩვენ, მაგალითად, გვაინტერესებს, რამდენი დღისა იქნება მთვარე
1976 წლის 5 იანვარს (ახ. სტ.), ამ 5 რიცხვს დავუმატებთ თავის რიგს — 3,
შემდეგ დავუმატებთ აგრეთვე 1976 წლის ზედნადებს, ე. ი. 8-ს და სულ
ბოლოს — თვისთავს ე. ი. 2-ს. 5+3+8+2=18 ამრიგად, აღნიშნულ
რიცხვთა შეკრება გვაძლევს 18-ს. ანალოგიურად, სხვა თვის სხვა
რიცხვებსათვის, მსგავსი ოპერაციის შედეგად მიღებული საერთო ჯამი
თუ აღემატება 43-ს, ეს განსაკუთრებით მაშინ როცა ზოგიერთი სხვა
წლების შემთხვევაში ზედნადების რიცხვი გაცილებით მეტია (მაგ. 1983
წლისთვის ზედნადები = 25-ს). [რიცხვი (43) შეადგენს მთვარის დღეთა
საშუალო რიცხვი 30-ისა და ძველი და ახალი სტილის შუალედი
რიცხვის — 13-ის ნაკრებს], მაშინ მირებულ ჯამს უნდა გამოაკლდეს ეს
რიცხვი (43) და დანაშთი იქნება მთვარის დღე საძიებო თვის
რიცხვისათვის.
არსებობს მთვარის გამოანგარიშების სხვა წესებიც, მაგრამ ეს არის
ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე გავრცელებული წესი ძველ
საქართველოში, ამ წესით მთვარის დღის ანგარიშში შეიძლება
ყოველთვის ერთი დღის მეტნაკლებობა მოგვივიდეს, რაც
განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ზეპირი ანგარიშის
გასაადვილებლად მთვარე ხან 29 დღიანად, ხანაც 30 დღიანად უნდა
ვიგულისხმოთ. ვინაიდან იგი მოიცავს 29 დღეს, 12 საათს, 44 წუთსა და 3
წამს.
ბიბლიოგრაფია

https://www.amindi.tv/mtvaris-fazebis-kalendari
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B
%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_
%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B
%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B
%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1
%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98_
%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98

You might also like