You are on page 1of 4

თინათინ ჯაგაშვილი

23-03-01

მითოლოგიის გავლენა რენესანსზე


რენესანსის მხატვრები შთაგონებას ანტიკური სამყაროს მითებიდან, ლეგენდებიდან,
გმირებიდან იღებდნენ და ამ კონცეფციებზე დაყრდნობით ქმნიდნენ ნამუშევრებს, ახალ
სიცოცხლეს სძნედნენ უკვე არსებულ, კარგად ნაცნობ ისტორიებს. ვისაუბრებ ცნობილი
არტისტების იმ ნამუშევრებზე, რომლებზეც მითოლოგიური სიუჟეტები, პერსონაჟები არიან
ასახულნი.

პირველი ნახატი, რომელიც მახსენდება არის სანდრო ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“.


ტილოს სიუჟეტი აღებულია ძველბერძნული კლასიკური მითოლიგიიდან. სიყვარულისა და
სილამაზის ქალღმერთი ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსზე იბადება. ფიგურა ნიჯარაზე
დგას. ეს ელემენტი შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც მისი მარგალიტივით იდეალურობის
გამოხატულება. 1ქალღმერთი
გარშემორტყმულია მითოლოგიური
ფიგურებით. მარცხნივ ვხედავთ
დასავლეთის ქარის ღმერთს,
ზეფიროსს და შესაძლოა მის
მეუღლეს. მარჯვენა მხარეს კი
ვარაუდობენ, რომ გაზაფხულის
ქალღმერთი ეგებება აფროდიტეს.
აუცილებელია ისიც აღვნიშნოთ, რომ
ვენერას ფიგურა ზუსტად ჯდება
ანტიკური საბერძნეთის
იდეალიზებული სილამაზის
მოდელში. აშკარაა, რომ პრაქსიტელეს დიდი გავლენა ჰქონდა ბოტიჩელიზე. მან ოსტატურად
გამოსახა ყველა ის კრიტერიუმი (ოდნავ დაკუნთული, ჭიპის ზემოთ შეტეხილი მუცელი,
გრძელი კისერი, მცირე ზომის მკერდი), რომელიც სილამაზესთან ასოცირდება.
ყველაფერთან ერთად, ნამუშევარში პრაქსიტელეს „მორცხვი ქალღმერთის“ იდეაც
გამოყენებულია (ხელით იფარავს გენიტალიას). ამ მოძრაობაში გამოიხატება მისი
სიმორცხვე, თუმცა ამავდროულად აღნიშნულზე ‘გვაყურებინებს’ კიდეც.

ყურადსაღებია ლეონარდო და ვინჩის „ლედა და გედიც“.


2
ზემოთნახსენების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მითოლოგიურ
სიუჟეტთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ლედა იყო ტინდარეუსის,
(სპარტის მეფის) ცოლი, რომლის სილამაზითაც ზევსი
მოიხიბლა. იგი გედად გადაიქცა, ხოლო ლედამ ოთხი შვილი
მოუვლინა (კასტორი, პოლუქსი, კლიტემნესტრა, ელენე).
სურათზე ვხედავთ, როგორც ლედას, ისე გედსა და ოთხ
ახალშობილს.

1
artworks/birth-of-venus
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

ტიციანის „ბახუსსა და
არიადნეზეც“ მოგიყვებით. სურათის
სიუჟეტში ასახულია ძველი რომაული
მითოლოგიის მიხედვით
მევენახეობისა და მეღვინეობის
ღმერთი-ბახუსი, რომელსაც
პირველივე დანახვისას შეუყვარდა
ულამაზესი არიადნე.3 ნახატში კარგად
ჩანს, როგორაა გადმომდგარი
ეტლიდან ბახუსი. ეს დინამიკურობა,
ვფიქრობ, აღელვებისა და ვნების
შეგრძნებებს აღძრავს მაყურებელში.
არიადნეს რაც შეეხება, იგი შესაძლოა
შეშინებულია განვითარებული
მოვლენებით, თუმცა მაინც თესეუსმა
მიატოვა, რომელსაც მინოტავრის
დამარცხებაში დაეხმარა. თუ კარგად დავაკვირდებით, ჰორიზონტზე დავინახავთ კიდეც
თესეუსის ხომალდს, რომელიც გვახსენებს ადრიანეს თავს დატრიალებულ ამბებს.
ლეგენდის თანახმად, ბახუსმა ადრიანე ზეცაში წაიყავანა და იგი ჩრდილოეთის გვირგვინის
თანავარსკვლავედად აქცია (ტილოს ზემოთა მხარეს კარგად ჩანს ადრიანეს თავზე
გამოსახული თანავარსკვლავედი). 4ასევე საინტერესოა ისიც, რომ ეტლის ირგვლივ მყოფთა
შორის ლაკოონსაც შევნიშნავთ (ცნობილი ქანდაკება- „ლაკოონი და მისი ვაჟები“).

ტიციანის კიდევ ერთი ნამუშევარი ასახავს მითოლოგიურ სიუჟეტს- „დიანა და აქტეონი“.


ეს არის ტილო, რომელიც გვიყვება ამბავს ანტიკური მითოლოგიიდან. კერძოდ, აქტეონი
შემთხვევით შეესწრება დიანას, ნადირობის
ქალღმერთის ბანაობას ტყეში. დიანა
განრისხდება და მამაკაცს წყალს შეასხავს.
შედეგად აქტეონი ირმად გადაიქცევა. ნახატში
სწორედ ის წამია დაჭერილი, როცა აქტეონი
ფარდას გადაწევს. პერსონაჟების სახეებზე
რეაქციებს კარგად ვხედავთ. მათ იციან, რომ
რაღაც ცუდი უნდა მოხდეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი


ეკუთვნის რაფაელს. ეს არის „გალათეას
ტრიუმფი“. აქაც მითოლოგიური სიუჟეტია
ასახული.

2
italian-renaissance-art/Leda-and-the-Swan
3
genia.ge
4
genia.ge(2)
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

ბერძნულ მითოლოგიას
მოდერნისტულ ხელოვნებაზეც აქვს
გავლენა. გამოვარჩევ კიკი სმიტის
„ცრემლების აუზს“. ამბის მიხედვით,
იო
იყო

ზევსის მოკვდავი საყვარელი, რომელიც ჰერამ


ეჭვიანობის ნიადაგზე ძროხად გადააქცია. იომ თავი
დააღწია თავის განაჩენს ეგვიპტეში გაცურვით, სადაც ის
კვლავ ქალი გახდა. ნამუშევარში ცხოველებთან
ერთად სწორედ იოს ვხედავთ, რომელიც მიცურავს. სმიტს
უყვარს ისტორიები, რომლებშიც მსგავსი არაჩვეულებრივი, ზებუნებრივი ძალები
მოქმედებენ. მას არაერთი ნამუშევარი ეკუთვნის მსგავსი კონცეფციით. ის, ცდილობს
დაგვანხოს ჩვენი შინაგანი ბუნების პოტენცია, ვიყოთ კარგები ან ცუდები. მისი ნამუშევრები
გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ მაქსიმალურად გავხსნათ და გამოვიყენოთ წარმოსახვის
უნარი. 5

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ანტიკური სამყაროდან


შემორჩენილმა მითებმა, ლეგენდებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს რენესანსის
მხატვრობაში და არამარტო. არტისტებმა გააცოცხლეს ეს ამბები და სწორი, ზუსტი აქცენტები
დასვეს სიმბოლიკების გამოყენებით. დღესაც ხელოვანებისათვის ხშირად ინსპირაციის
წყარო მითოლოგიაა.

ბიბლიოგრაფია:
1. artworks/birth-of-venus
2. the-birth-of-venus-sandro-botticelli-c-1485/
3. the-influence-of-myth-and-legend-in-renaissance-art-prints
4. italian-renaissance-art/Leda-and-the-Swan
5. genia.ge
6. titian-bacchus-ariadne
7. titians-bacchus-and-ariadne
5
dark-fairytales-kiki-smith
თინათინ ჯაგაშვილი
23-03-01

8. nationalgallery.uk/paintings/titian-diana-and-actaeon
9. https://youtu.be
10. -raphaels-triumph-of-galatea
11. dark-fairytales-kiki-smith

You might also like