You are on page 1of 5

პერგამონის საკურთხეველი - ბერძენთა ძალის

დემონსტრირება ელინისტურ ხელოვნებაში

ხელოვნების დასაბამზე
საუბრისას შეუძლებელია
არ გაგვახსენდეს
ელინიზმი - ეპოქა,
რომელმაც უამრავი
შეუდარებელი ნამუშევარი
შემოგვინახა. მათი
უნიკალურობა ჯერ კიდევ
მიუღწეველია
თანამედროვე
ხელოვნებისთვის. ერთ-
ერთ ასეთ ნამუშევარს
წარმოადგენს პერგამონის
საკურთხეველი. იგი
დაახლოებით ძვ.წ მე-2 საუკუნეში აშენდა და დღესაც უდიდეს აღტაცებას იწვევს
მნახველში.

საკურთხეველი აგებულია მარმარილოსგან, მისი ფრიზი კი გაფორმებულია


შთამბეჭდავი ქანდაკებებით. სცენა ასახავს ოლიმპოს ღმერთებისა და ტიტანების
დაპირისპირებას სამყაროზე ბატონობისთვის. ვფიქრობ, ამ სურათით ხელოვანს
ბერძენთა ძალის დემონსტრირება სურდა და ეს შესანიშნავად გამოუვიდა.

საკურთხევლის ის ფრაგმენტი, რომელიც ყველაზე მეტად იპყრობს ჩემს ყურადღებას,


მისი აღმოსავლეთის ფრიზია. აქ გხვდება ზევსისა და ათენას გამარჯვების სცენა
ტიტანებზე. ჩემი აზრით, სწორედ
ეს ნაწილი გამოხატავს ფრიზზე
ასახული სურათის არსს
საუკეთესოდ.

ზევსი - ოლიმპოს მბრძანებელი,


უზენაესი ღმერთთა შორის.
რამხელა ძალას ფლობს ეს
სიტყვები? მოქანდაკემ
შესანიშნავად დაგვანახა მათი
რეალურობა. ფრიზზე ნაჩვენებია ზევსის გამარჯვება სამ ტიტანზე. რა თქმა უნდა,
ქანდაკებებზე ნათლადაა გამოკვეთილი ანტიკური ხელოვნებისთვის
დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, ზევსის იდეალური, კარგად გამოყვანილი
ტორსი.

იმის მიუხედავად, რომ ქანდაკების ნაწილი დაკარგულია, ის ჩვენში მაინც აღძრავს


რაღაც აღუწერელ გრძნობას. თითქოს ჩემს თვალწინ მომენტი ცოცხლდება. ნათელია,
რომ ზევსს სიტუაციის სრული კონტროლი აქვს. ის აბსოლუტურ ძალაუფლებას
ფლობს და თითქოს მზადაა ტიტანებს წამებში მოუსწრაფოს სიცოცხლე. კარგად თუ
დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ელვის მტყორცნელს გვერდს მისი სიმბოლო,
არწივი უმშვენებს, რომელიც ერთ-ერთ ტიტანს თავს ესხმის. ზევსისგან მარჯვნივ კი
ვხედავთ ტიტანს, რომელსაც თითქოს ბარძაყში ზევსის მიერ ნატყორცნი ელვა აქვს
მოხვედრილი. იმის მიუხედავად, რომ ტიტანის გამომეტყველება ჩვენი მზერის მიღმა
რჩება, მაინც იგრძნობა მის მიერ განცდილი ტკივილი. ის თითქოს დაეცა და დანებდა
ზევსის სიდიადეს.

ამ ქანდაკების გვერდით გვხვდება ათენას დაპირისპირება ტიტანთან, რომელიც, ჩემი


აზრით, კიდევ უფრო შთამბეჭდავია.
ათენას თავით უჭირავს ტიტანი ალკიანუსი, მეორე მხარეს ვხედავთ ტიტანების
დედას, გეას, ათენას უკან კი ჩანს ფრთოსანი ნიკე, რომელიც სიბრძნის ქალღმერთს
გვირგვინს ადგამს. თითოეული დეტალი განსხვავებულ ენერგიას ასხივებს და თავის
სათქმელზე მეტყველებს.

ზევსის მსგავსად, აქაც ნათელია, რამხელა ძალა უჭირავს ხელში ათენას. ის


შეუდრეკელი და დაუძლეველია. ათენას პოზიცია პირდაპირ გვაჩენებს იმას, რომ ის
ამ ბრძოლაში გამარჯვებულია. მისი მარჯვენა ხელი ტიტანის თმას ჩასჭიდებია,
რომელიც თითქოს ნაზად ეხება ათენას მკლავს. ტიტანის სახეზე აღბეჭდილია
ტკივილი, სასოწარკვეთა და ის აუტანელი გრძნობა, რასაც მარცხის გაანალიზება
იწვევს. ამ გამომეტყველებით იგი თითქოს შველას ითხოვს. თითქოს ცდილობს
ვინმეს უხმოს, ვინც მას ქალღმერთის ძლიერი მკლავებისგან და იმ გველისგან იხსნის,
რომელიც ტიტანს მთელ სხეულზე შემოჰხვევია. შეუძლებელია, ამ სცენამ
ელინისტური ხელოვნების ერთ-ერთი ცნობილი შედევრი არ გაგვახსენოს.

ძვ.წ პირველი-მეორე საუკუნის


ქანდაკება აღწერს ლაოკოონსა
და მის შვილებზე ღმერთების
მიერ დამტყდარ სასჯელს მას
შემდეგ, რაც მან ტროას
მოსხლეობის გაფრთხილება
სცადა. ჩემი აზრით ორივე
ქანდაკება იდეალური
ილუსტრაციაა იმისა, თუ
რამხელა უბედურების,
ტანჯვისა და ტკივილის
მოტანა შეუძლია ღმერთების
წყევლას. ალკიანუსის
მსგავსად, ლაოკოონის სახეც
უსაზღვრო ტკივილის
მატარებელია. იგი თითქმის
იმავე პოზაშია, როგორშიც
ტიტანი; მარჯვენა ხელი ზევითაა მიმართული, გველი ორივეს შემოჰხვევია მარცხენა
ხელზე, რომლითაც ისინი მოწინააღმდეგის შეჩერებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ.
აგრესიის მიუხედავად, ორივე ქანდაკებაში იგრძნობა სინატიფე, ფიგურების
ჰარმონია. ალკიანუსისა და ლაოკოონის გამომეტყველებაში თითქოს შიშთან ერთად
აუტანელი სიმშვიდე ჩანს. ეს ამ ეპოქის თითქმის ყველა ქანდაკებას ახასიათებს.
ვინკელმანი წერდა:
„როგორც ზღვის სიღრმე მარად მშვიდი დარჩება, რა ღელვაც არ უნდა იყოს ზედაპირზე,
სწორედ ასევე ბერძენთა ხელით შექმნილი სახეებიც ყველა ტანჯვასა და ვნებათა ღელვაშიც
დიად სულიერ სიმშვიდეს გამოხატავენ.“

საკურთხევლის ქანდაკებაში ყურადღებას იპყრობს გეაც, რომელიც თითქოს ათენას


შეჩერებას ცდილობს. მის მზერაში შიშს დაუდვია ბინა, გეას მზერა მიმართულია
შვილისკენ, ის ხვდება, რომ ალკიანუსს ვერაფრით დაეხმარება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქანდაკების კომპლექსურობა. იგი იმდენად


იდეალურადაა შესრულებული, რომ შეგიძლია თვალნათლივ დაინახო თითოეული
შტრიხი, რა უნდა იყოს წინა პლანზე და რა - უკან. რამდენად თვალსაჩინოა ის ფაქტი,
რომ ნიკე ათენას უკნიდან უვლის და ისე ადგამს გვირგვინს?!

მსგავსი კომპლექსურობა ახასიათებს საკურთხევლის ფრიზის სხვა ფრაგმენტებსაც.

ქანდაკებები ისეთ ეფექტს ქმნიან თითქოს კედლიდან გადმოდიან. შეხედეთ, როგორ


აყრდნობს ნიმფა თავის მუხლს საკურთხევლის კიბეზე! ეს ყველაფერი ისეთ
შთაბეჭდილებს გვიტოვებს, თითქოს სცენაზე გამოსახული გმირები სადაცაა
გაცოცხლდებიან, რეალურ სამყაროში გადმოაბიჯებენ და თავიანთ ძალაუფლებას
ჩვენზე გაავრცელებენ. ვისაც არ უნდა შეექმნა ეს შედევრი, ფაქტია, რომ მან თავისი
მისია შეასრულა, სათქმელი მნახველამდე მოიტანა.

ჩემი აზრით პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე გამოკვეთილი სცენა ერთ-ერთი


საუკეთესო ნამუშევარია ელინისტურ ეპოქაში. იგი დატვირთულია ამ დროებისთვის
დამახასიათებელი ემოციით, დრამით, დინამიურობითა და ექსპრესიულობით. იგი
იდეალური ნაზავია მითისა და ალეგორიის. ქანდაკებები არა მარტო ზეციური ძალის
გამარჯვებაზე მეტყველებენ, არამედ პირდაპირ უსვამენ ხაზს ბერძენი ხალხის
სიდიადესა და მათ უპირატესობას უცნობ, განსხვავებულ კულტურებზე.

გამოყენებული მასალები:

1. http://employees.oneonta.edu/farberas/ARTH/ARTH209/Hellenistic.html
2. https://www.youtube.com/watch?v=XFf8-d80aBM
3. https://smarthistory.org/the-pergamon-altar/
4. https://sites.google.com/site/adairarthistory/ii-ancient-mediterranean/38-great-altar-of-zeus-and-
athena-at-pergamon

You might also like