You are on page 1of 5

მარიამ თოდუა

III კურსი

სახვითი ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაცია

ტიციანის „ღვთისმშობლის ამაღლება“ და ელ გრეკოს „გრაფ ორგასის


დაკრძალვა“
შედარებითი ანალიზი

ტიციანი ელ გრეკო
ღვთისმშობლის ამაღლება გრაფ ორგასის დაკრძალვა
1516-18, ხე, ზეთი 1586, ტილო, ზეთი
სანტა მარია გლორიოზა დეი ფრარის სანტო ტომეს ეკლესია, ტოლედო,
ტაძარი, ვენეცია ესპანეთი

ტიციანო ვეჩელი (ტიციანი) XVI საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური


სკოლის წამყვანი ხელოვანია, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა დიდება და
აღიარება, მეფეებისა და პაპების აღტაცება, არისტოკრატიული ტიტულები,
რომლებიც იმპერატორ კარლ V-ისგან მიიღო.
გაივლის ათეულობით წლები ტიციანის დაბადებიდან და სამყაროს მეოვლინება
უდიდესი ხელოვანი - ელ გრეკო. ეს უდიდესი მხატვარი, რომელმაც დროს გაუსწრო,
მაქსიმალური ექსპრესიით აღიქვამდა სამყაროს და საოცარი სიღრმით სწვდებოდა
ადამიანის ფსიქოლოგიას.
სწორედ ამ ორი უდიდესი მხატვრის ნამუშევარია ჩვენ წინაშე წარმოდგენილი -
პირველი ტიციანის „ღვთისმშობლის ამაღლებაა“, ხოლო მეორე ელ გრეკოს „გრაფ
ორგასის დაკრძალვა“.

ტიციანის „ღვთისმშობლის ამაღლება“ სამ რეგისტრად იყოფა. სასურათე სიბრტყის


ქვედა რეგისტრზე მოწაფეთა ფიგურებია წარმოდგენილი. სხვადასხვა ქვეყნიდან
მოსულები ღვთისმშობლის გამოსამშვიდობებლად და პატივის მისაგებად
შეკრებილან.
ტიციანი სწორედ იმ წამს გვიჩვნებს, როცა ღვთისმშობელი „საღმრთოთა მათ და
უხრწნელთა მკლავთა თჳსთა ზედა მიირქუა“ და ანგელოზთა გალობის თანხლებით
ამაღლდა ზეცად. მხატვარი ჩინებულად ახერხებს წარმოგვიდგინოს მოციქულთა
სხვადასხვაგვარი რეაქცია მომხდარზე. ღვთისმშობლის ამაღლებული და სინათლით
მოცული სხეულის დანახვისას მათი გონება, სული, სხეული გაოგნებასა და
გაკვირვებას მოუცავს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ტიციანი მათ ჟესტებს საოცარი
მრავალფეროვნებით გვიხატავს, წარმოგვიდგენს მათ სხვადასხვა პოზაში,
თითოეული მათგანის პოზა და სახეთა მეტყველება გაურკვევლობის გამომხატველია.
მომხდარის მოულოდნელობით თავზარდაცემულ მოციქულებს ხელები ზეცისკენ
აღუპყრიათ, მოწაფეთა ჯფუგის ცენტრში მყოფ მუხლმოდრეკილ წმ. პეტრეს ორივე
ხელი ერთმანეთზე მიუტყუპებია და ლოცვას აღავლენს, მისი მზერა კი რომელიც
გაკვირვებასთან ერთად უზომო პატივისცემას გამოხატავს, ზეცისკენაა მიმართული...

ენერგია, რომელიც მოწაფეთა ექსპრესიული ფიგურებიდან „გადმოსჩქეფს“, ქვემოდან


ზემოთ მიემართება და კულმინაციას აღწევს.
ანგელოზთა დასით შემოჯარული ღვთისმშობელი ღრუბლებზე მოაბიჯებს.
ღვთიმშობელი, ერთი მხრივ, ღრუბელზე მყარად დგას თუმცა, მეორე მხრივ, მისი
პოზა იმდენად ჰარმონიული და მსუბუქია, დარწმუნებული ხარ, ყოველგვარი
მოძრაობა ძალდატანების გარეშე ხდება.. ერთი მხრივ, ტიციანის ფიგურები იმდენად
მატერიალური და ენერგიულია, თითქოს ამ ძალამ ეს-ეს არის ნახატის ჩარჩოდან
უნდა გამოსჩქეფოს, ხოლო მეორე მხრივ, საოცარი სიმსუბუქითა და სიმშვიდითაა
აღსავსე. სიმსუბუქისა და ჰარმონიულობის განცდას ღვთისმშობლის უხვად
დრაპირებული წითელი სტოლა და ლურჯი მაფორიუმი ამძაფრებს, და
ამავდროულად, ჰაერში აფრიალებული ეს ქსოვილები, განსაკუთრებით კი
მაფორიუმისა, რომელიც ჰაერის ჭავლისგან „გაბერილა“ და დიაგონალურად
2
აფრიალებულა, კომპოზიციაში დინამიკის შემომტანია.

ღვთისმშობელს ირგვლივ ქერუბიმთა ჯგუფი ეხვევა. ნაწილს ღრუბელი უჭირავს და


ზეცისკენ ეზიდება, ზოგიც ღრუბლებზე „ჩამოსკუპებულა“, ზოგს კი მუსიკალური
საკრავი უჭირავს .. თითოეულის მზერა სხვადასხვა წერტილისკენაა მიმართული,
ნაწილი ღვთისმშობელს შესცქერის, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს შეჰყურებს,
თითქოს ამ სასწაულს ერთმანეთს ახარებენო, ზოგიც დაბლა იცქირება..
ღვთისმშობლის ირგვლივ შემოჯარული ქერუბიმების დაკვირვების შემდეგ
დამთვალიერებლის თვალი კვლავ ღვთისმშობლის ფიგურას უბრუნდება. ჩვენი
მზერა მიუყვება მისი სხეულის დინებას, მის ზეაღმართულ ხელებს და მზერას,
რომელიც ერთდროულად გაოცების, მხურვალედ ლოცვისა და მადლიერების
გამომხატველია. მისი მზერა მაღლა - მამა ღმერთისკენაა მიმართული. მამა ღმერთის
ფიგურა, რომელიც კომპოზიციაში შედარებით ყველაზე უწონადოა, თითქოს
სინათლიდან „ამოზრდილა“. სწორედ მისგან წამოსული ღვთაებრივი ოქროსფერი
სინათლითაა შემოსილი ღვთისმშობელთა და ქერუბიმთა ჯგუფი. ორივე მხარეს
ანგელოზები ეხვევიან, რომელებიც გვირგვინს მიართმევენ..

ელ გრეკოს სურათის თემა ტოლედოში მომხდარი ამბავს წარმოგვიდგენს. ქალაქის


მკვიდრი დონ გონსალო რუის ორგასი, რომელიც საზოგადოებაში გრაფ ორგასის
სახელით დამკვიდრდა და ლეგენდით შეიმოსა, 1312 წელს გარდაიცვალა. ორგასმა
სახელი ქველმოქმედებით გაითქვა. გარდა იმისა, რომ ბევრ სიკეთეს აკეთებდა,
ეკლესიაზეც ზრუნავდა, სანაცვლოდ კი ტოლედომ გულწრფელად დაიტირა თავისი
ღირსეული შვილი.
ლეგენდის თანახმად, ორგასის დაკრძალვის დღეს ზეცაში წმინდა სტეფანე და
წმინდა ავგუსტინე გამოჩნდნენ.

ელ გრეკოსთან კომპოზიცია ორ ნაწილად იყოფა. ქვედა რეგისტრი მიწიერ


სამყოფელს ეთმობა, ხოლო ზედა რეგისტრზე კი ზეციური, იდუმალებით აღსავსე
სამყაროა ასახული.
ქვედა რეგისტრზე კომპოზიციის ცენტრში გარდაცვლილი ორგასის სხეულია
წარმოდგენილი, სწორედ ეს არის იდეური ცენტრი და სწორედ მის ირგვლივ
შემოკრებილა საზოგადოება. ორგასის უსისოცხლო სხეული წმ. ავგუსტინესა და
წმ.სტეფანეს უჭირავთ. წმ, ავგუსტინესკენ გადახრილა გარდაცვლილის თავი, რის
საპასუხოდაც წმინდანი ხელს აშველებს, მის მხარქვეშ ამოუდვია ხელები და მისკენ
გადმოხრილა...

კომპოზიციის ცენტრზე დაკვირვების შემდეგ ჩვენს ყურადღებას ძირითადი


სიუჟეტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი იპყრობს. დამთვალიერებლისგან

3
ხელმარცხნივ, წინა პლანზე ბავშვია წარმოდგენილი, მზერა ჩვენკენ მოუპყრია და
ხელით ორგასის გარდაცვლილი სხეულისკენ მიგვითითებს, თითქოს, სურს ჩვენც ამ
ამბის მოწმეებად გვაქციოს.. კომპოზიციის ფონზე წარმოდგენილი ერთმანეთის
მიყოლებით ჩამწკრივებული , ერთნაირად შემოსილი ადამიანების ეს ჯგუფი
კომპოზიციაში სტატიკურობის შემომტანია, რასაც უპირისპირდება აქა-იქ
ზეაღმართული ცეცხლის ენები. ის ჰარმონიულობა და წონასწორობა, რასაც ტიციანის
სურათზე დაკვირვებისას ვგრძნობთ, აქ აღარ გვხვდება ... შეიძლება ითქვას, აქ მძიმე
ჰაერი სუფევს, ადამიანთა შორის მდუმარება ჩამოწოლილა, მაგრამ მდუმარებას თან
ახლავს რაღაც აუხსნელი დაძაბულობა და ხმაურიც... გიჩნდება გრძნობა, რომ წამიც
და რაღაც მოხდება...რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი...

მაყურებლისკენ ზურგით მხოლოდ ერთი ფიგურაა გამოსახული. მამაკაცს


გაკვირვების ნიშნად ხელები ფართოდ გაუშლია და მაღლა აღუპყრია მზერა, მისი
გონება სხვაგანაა, თითქოს რაღაც ისეთი ნახა, რასაც სხვები ჯერ ვერ ხედავენ..
ჩვენი მზერა მიუყვება მამაკაცის მზერის მიმართულებას და საბოლოოდ, ზემიწიერ
სამყაროსთან მივყავართ. სასურათე სიბრტყის ზედა კიდეზე, ცენტრში ქრისტეს
ფიგურაა წარმოდგენილი. მისი მოცისფრო-მოთეთრო სინათლით შემოსილი
ფიგურის წინ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი არიან მავედრებელ პოზაში
წარმოდგენილნი.
სწორედ მათკენ მიემართება ანგელოზი, რომელსაც გრაფის სული აუტაცნია და
უფალს აბარებს. ქვედა რეგისტრზე არსებულ სტატიკურობას არღვევს ანგელოზის
ექსპრესიული მოძრაობა და ჰაერში აშრიალებული მძლავრი ფრთები, ზედა
რეგისტრზე კი ეს ენერგია უშურველად „გადმოიფქრვევა“. ქრისტეს ხელმარჯვნივ
მოფარფატე ანგელოზები, ღვთისმშობელთან მდგომი, სინათლიდან „ამოზრდილი“
პეტრე გასაღებით, ანგელოზთა ფიგურები და წმინდანთა ჯგუფი, სახეთა
ექსპრესიული მეტყველებით კომპოზიციას საოცარი დინამიზმითა და
დაძაბულობით აღავსებს. თითოეულის მზერა და სხეული ძე ღმერთისკენაა
მიმართული, რაც კომპოზიციას კრავს.

თუ ტიციანთან კომპოზიციის ცენტრი (ღვთისმშობლის ჯგუფი) მკაფიოდ აღიქმება


და ერთი რეგისტრიდან მეორეზე აუღელვებლად, დაძაბულობის გარეშე
გადავდივართ, ელ გრეკოსთან ასე არ ხდება. აქ მკაფიო ცენტრულობა დარღვეულია,
კომპოზიცია იმდენი ფიგურაა ჩართული, თავდაპირველად გიჭირს ერთ კონკრეტულ
მონაკვეთზე შეჩერდე, ერთი შეხედით ეს სურათი, „არეულ-დარეულიცაა“ და
დამაბნეველი. ნაცვლად სიბრტყეზე ძირითად ფიგურათა მკაფიო განაწილებისა,
რასაც ტიციანთან ვკხვდებით.
ტიციანთან მოძრაობის განცდა ძლიერი და დამაჯერებელია, მაგრამ მასთან ყოველი

4
დეტალი გაწონასწორებულია და ჰარმონიულია. მხატვარი სიუჟეტს დრამატიზების
გარეშე წარმოდგვიდგენს, ისე, როგორც მაღალი რენესანსის ადამიანის აზროვნებას
შეეფერება.
ელ გრეკოს წაგრძელებული პროპორციების მქონე, უხორცო და უწონადო ფიგურები,
რომლებიც ღრუბელთა შორის „დაფარფატებენ“ და „ლივლივებენ“, კომპოზიციაში
ექსპრესიისა და დაძაბულობის შემომტანია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ელ გრეკოს
სურათზე დაკვირვებისას დაძაბულობასთან ერად, მოლოდინიც მატულობს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ელ გრეკო წარმოშობით საბერძნეთიდან იყო და
ბიზანტიურმა ხელოვნებამ ნამდვილად მოახდინა მასზე და მის შემოქმედებაზე
გავლენა. ამ შემთხვევაშიც, ზემოთ ნახსენები წაგრძელებული, გაზვიადებული
პროპორციების მქონე ფიგურები, მატერიალურ ფორმას მოკლებულნი, სწორედაც
რომ ბიზანტიური ხელოვნებაში გავრცელებულ ფიგურათა წერის მანერას
მოგვაგონებს.
ტიციანი, რომელიც ფერის გასაოცარი შეგრძნებითა და ზეთის საღებავებით
მუშაობის ოსტატური ტექნიკით გამოირჩევა „ღვთისმშობლის ამაღლებაში“ მდიდარ,
თბილ ფერებს იყენებს. აქ ფერია უმნიშვნელოვანესი, სწორედ ფერი კრავს და
აერთიანებს კომპოზიციას.
ელ გრეკოსთან კი სხვაგვარად ხდება. იგი ჭარბად იყენებს ცივ ფერებს,
განსაკუთრებით მოცისფრო-თეთრს, რომლითაც შემოსილა არა მარტო ზედა
რეგისტრში მყოფი ფიგურები, არამედ მთლიანად მათი სამყოფელი და
უპირისპირდება გრაფ ორგასის გარდაცვლილი სხეულის ირგვლივ შემოკრებილ,
ლამის სიბნელეში ჩაძირულ საზოგადოებას. ცხადია, მწუხარებითა და დრამით
აღსავსე ფიგურების სახეთა და სხეულთათვის მარმარილოსებრი შეფერილობის
მინიჭება და კონტრასტი შავისა და თეთრის ამძაფრებს დაძაბულობასა.

ელ გრეკოსა და ტიციანის სამეტყველო ენა სრულიად განსხვავებულია, შესაბამისად,


მათი ნამუშევრებისგან მიღებული შთაბეჭდილებები უთუოდ განსხვავდება
ერთმანეთისგან. სულისშემძვრელია ელ გრეკოს წაგრძელებული პროპორციების
მქონე, „დაკრუხული“ ფიგურები, რაც მანიერისტულ გაზვიადებულ სტილს
ახასიათებს. ტიციანთან ღვთისმშობლის მსუბუქი ქროლა, მოციქულთა მაღალი
აწვდილი ხელები, განწყობილება - ყოველივე სიმაღლისკენ ლტოლვაზე მეტყველებს.
აქ სრულყოფილადაა ასახული მშვიდი კლასიკური უბრალოება, ჰარმონია და
განზოგადება, რაც მაღალ აღორძინებას ახასიათებდა.

You might also like