You are on page 1of 6

პერგამონის მემკვიდრეობა - გავლენა და შთაგონება საკურთხევლის ბარელიეფისგან

კარგად მოგვესხსენება, რომ ელინისტურმა კულტურამ, ხელოვნებამ, ლიტერატურამ


თუ სხვამ საფუძველი ჩაუყარა დასავლურ ცივილიზაციას. ეს პერიოდი
წარმოადგენდა ბერძნული კულტურის გავლენის მწვერვალს. თითქმის არ
არსებობდა დარგი, რომელსაც იმ ხანაში მკვეთრად განვითარებისკენ მიმართული
სრული გარდატეხა არ განეცადა. ერთ-ერთი ამის თვალსაჩინო მაგალითი
ხელოვნებაა. ბევრი საუბარი შეიძლება იმაზე თუ როგორ გარდაიქმნა მისი
კონკრეტული მიმართულებები, დაიხვეწა ყოველივე მათგანი, გახდა
დეტალიზირებული, ჰარმონიული, მაგრამ მე მინდა კიდევ უფრო ვიწრო გაგებით
ვისაუბრო და შევეხო ქანდაკების ხელოვნებას, კერძოდ, ქალაქ პერგამონში
აღმოჩენილ საკურთხევლის კედლებზე არსებულ ბარელიეფებს.

საკურთხეველი აღმოაჩინეს
1871 წელს, მალევე მოიპოვა
ის გერმანიამ, და გადაიტანა
ქალაქ ბერლინში, სადაც
დღესაც არსებობს ამ
საკურთხევლისადმი მი-

ძღვნილი მუზეუმი. ის
მორთულია 370 ფუტის
სიგრძის მარმარილოს
ფრიზით, რომელიც ასახავს
გიგანტომაქიას ბერძნული
მითოლოგიიდან. ათენის
პართენონის მსგავსად
ზევსის საკურთხეველი აშენდა აკროპოლისის ტერასაზე, რომელიც გადაჰყურებს
ძველ ქალაქ პერგამონს, მდებარეობს ანატოლიის (ახლანდელი თურქეთი) დასავლეთ
სანაპიროზე, მცირე აზიაში.

რომ ვისაუბროდ მის ვიზუალურ მხარეზე. რაც ტაძარს გამოარჩევს ეს არის მისი
ბარელიეფი, რომელზეც გამოსახულია ღმერთებისა და გიგანტების დაპირისპირება.
ზევსი, ათენა, ჰერაკლე, აფროდიტე, პოსეიდონი, ჰერა, ნიკე და სხვა ოლიმპოელები
ებრძვიან დედამიწის შვილებს, გიგანტებს. გამარჯვებული აშკარაა, ქაოსს მუდამ
ღმერთები აწესრიგებენ, მისი მომწყობები კი დამარცხებისთვის იქნებიან
განწირულნი.

ცენტრალურ და ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილ სკულპტურებს ზევსისა და


ათენას ბრძოლის ამსახველი ბარელიეფები წარმოადგენს.
ათენა იმარჯვებს ალკინევსზე. მშვიდად, ამაყად მდგარ ქალღმერთს თმით უჭირავს
გიგანტი, რომელსაც გველი შემოხვევია, უბოჭავს ხელ-ფეხს და მარჯვენა მკერდზე
კბენს. ათენას ფერხთით ალკინევსის დედა, რომელიც უყურებს საკუთარი შვილის
სიკვდილს. აღსანიშნავია ემოციები, რომლებიც მათ სახეზეა გამოხატული. ამ ორ
პერსონაჟს შემოაქვს ნამუშევარში დრამატულობა, ტრაგიკულობა, ემოციურობა.
ვფიქრობ, მაყურებლის მხრიდან სიბრარული უნდა წარმოიქმნას, შეიძლება
თანაგრძნობაც.

Athena
Nike

Alcyoneus

Alcyoneus’s mother

ზევსის ქანდაკება ათენასაგან განსხვავებით ნაკლებად მშვიდი ჩანს , მაგრამ მთავარი


ღმერთის, ჭექა ქუხილის მბრძანებლის გამარჯვებაც რაღა თქმა უდნა ნათელია. ის
უმკლავდება სამ გიგანტს საკუთარი ძალის, არწივისა და ელვის მეშვეობით. მარცხენა
გიგანტი უკვე განგმირულია (შევამჩნევთ მის ბარძაყში არსებულ ელვას), შუაში
მყოფზე იერიშს აპირებს ზევსი, ხოლო მარჯვენა გიგანტს არწივი იგერიებს. აშკარაა,
რომ აქაც გაიმარჯვებს ღმერთი ქაოსზე.
სალოცავის ღია
საკურთხევლისაკენ მიმავალი
კიბეების კიდეებთან არსებული
ბარელიეფები თითქოს ჩვენს
სივრცეში იჭრებიან, ცდილობენ
საფეხურებზე გამაგრებას,
ასვლას, ღმერთებისაგნ თავის
დაღწევას.

ამ ყველაფერზე დაყრდნობით
შეგვიძლია ვისაუბროთ
ელინური ქანდაკების
დახვეწილობასა და ჰარმონიაზე. მკვეთრად გამოხატული დინამიკა,
დეტალიზირებული სამოსი, სხეული, მომაკვდავი გიგანტების სახეზე გამოხატული
ემოცია, ეს ყველაფერი განაპირობებს ნამუშევრის დიდებულებას.

მეოცე საუკუნეში ის პოლიტიკური მიზნითაც გამოიყენეს, კერძოდ, გერმანიაში


ნაცისტური რეჟიმის დროს პერგამონის საკურთხევლის ფრიზი გამოიყენებოდა
პროპაგანდისთვის, როგორც მათი იდეოლოგიის პოპულარიზაციის საშუალებად.
პერგამონის ბარელიეფმა დიდი გავლენა იქონია ხელოვნებაზე. ის წარმოადგენს იმ
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელინურ ნამუშევარს, რომელმაც ჩამოაყალიბა ეს
მიმდინარეობა. ბრძოლის სცენების მისმა დინამიურმა და ემოციურმა ასახვამ
შთააგონა მხატვრები, არქიტექტორები და მოქანდაკეები. ჩამოაყალიბა მათი გაგება
კლასიკური ესთეტიკისა, ასწავლა ხელოვნებით ამბის თხრობის ტექნიკა. ერთ-ერთი
ამის მაგალითია „Ara Pacis”, რომაული სალოცავი,მიძღვნილი მშვიდობის
ღვთაებისადმი .

თვალსაჩინოა მსგავსება ზემოთ განხლულ ნამუშევართან. მის მსგავსად შედგება


ოთხი კედლისგან (ჩრდილო, სამხრეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ კედელები), მასზე
დატანილი
ბარელიეფები და
მთავარი ღია
სალოცავისკენ მიუყვება
კიბე.

გამოსახულებების
ემოციურობა, დინამიკა,
დეტალიზირებული
სამოსი გვაძლევს
საშუალებას დავინახოთ
პერგამონის სალოცავის
დიდი გავლენა.

ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ


ვერსალის სასახლეში
არსებული სარკეების ჰოლი.
დიზაინი და ორნამენტი,
კლასიკური მოტივებისა და
დინამიური კომპოზიციების
გამოყენების ჩათვლით,
შთაგონებული იყო ძველი
ბერძნული და რომაული
ხელოვნებით, მათ შორის
პერგამონის დიდი
საკურთხევლის ფრიზის
დინამიური სცენებით.
მხოლოდ ამ ერთი მაგალითიდანაც თვალნათელია ელინური ხელოვნების როლი
ნეოკლასიციზმზე. ბერძნული სკულპტურები, ფრესკები, მოზაიკები იქცა მომავალში
წარმოქმნილი მიმდინარეობების საფუძვლად. “აფროდიტე მილოსელი“, „მომაკვდავი
გალი“, „ლაოკონი და მისი შვილები“, პერგამონი სკულპტურები, ეს ის
მნიშვნელოვანი ნიმუშებია, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ხელოვნებაში ამბის
თხრობის ახლებურ ხერხს.
ბიბლიოგრაფია

1. “Hellenistic Sculpture A Handbook” [1991] By R. R. R. SMITH pg. 155-164


2. “Art in the Hellenistic age” J.J.Pollitt pg. 79-81
3. https://www.youtube.com/watch?v=XFf8-d80aBM
4. https://www.youtube.com/watch?v=L3SIooVHV8E

You might also like