You are on page 1of 1

… ძიება

რომაული ხელოვნება

… … …

რომაული ხელოვნება — ანტიკური


ხელოვნების უკანასკნელი ეტაპი. მას
მსოფლიო კულტურის ისტორიაში ერთ–
ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მოხუცი ადამიანის ბიუსტი, ძვ. წ.


I საუკუნე.

რომაული ქანდაკება …

რომის ხელოვნების ერთ–ერთი უდიდესი


შენაძენი რომაული ქანდაკებაა, რომელიც
თავის საწყისებს აპენინის
ნახევარკუნძულის უძველეს მკვიდრთა –
ეტრუსკების ხელოვნებიდან იღებს. რომის
ხელოვნების ყველა სხვა დარგთან ერთად,
ქანდაკებამაც განვითარების რთული და
თავისებური გზა განვლო. იგი მოიცავს
იტალიის უძველეს ხელოვნებას (უძველესი
ხანიდან ძვ.წ. III საუკუნემდე), რომის
რესპუბლიკის ხანის ხელოვნებას (ძვ. წ. III-
ძვ.წ.I საუკუნეებს) და იმპერიის ეპოქის
ხელოვნებას.

ეტრუსკების ქანდაკების აყვავების ხანა იყო


ძვ.წ. I შუა პერიოდი. სწორედ ეტრუსკების
ხელოვნებიდან მომდინარეობს რომაული
ქანდაკების ძირითადი დარგის–
სკულპტურული პორტრეტის უდიდესი
მიღწევები. ეტრუსკული პორტრეტული
ქანდაკება გამპოირჩეოდა
განსაკუთრებული მისწრაფებით– გადმოეცა
ადამიანის ინდივიდუალური ნიშნები, უფრო
ღრმად დაკვირვებოდა მის ბუნებას და
სიზუსტით აესახა იგი. ამის თვალსაჩინო
მაგალითია ძველი ეტრუსკული
სარკოფაგები, რომელთაც გარდაცვლილის
ქანდაკება ამკობდა. ეტრუსკი
მოქანდაკეებიდან ყველაზე დიდი
წარმატებით სარგებლობდა ოსტატივულკი
ქალაქ ვეიდან. მას ეკუთვნის აპოლონის
მონუმენტური ქანდაკება. იგი გამოირჩევა
ერთგვარი პირობითობით მოძრაობის
გადმოცემაში– გარკვეული ემოციურობით,
ორნამენტული დამუშავებისკენ
მიდრეკილებით. მასში აგრეთვე იგრძნობა
არქაულ ბერძნულ ქანდაკებასთან
სიახლოვე.

განსაკუთრებით განვითარდა ეტრურიაში


ბრინჯაოს ქანდაკება. მონუმენტური
ფიგურების შესაქმნელად
მრავალფეროვანი ხერხები იხმარებოდა:
ჩამოსხმა, ჭედვა, გრავირება. ძვ. წ.–ის VI
საუკუნის ეტრუსკული ქანდაკების ერთ–
ერთი საყურადრებო ნიმუშიაკაპიტოლიუმის
ძუ მგელი, რომელიც მკაცრი და შეუპოვარი
რომის სიმბოლოდ იქცა.

კაპიტოლიუმის ძუ მგელი

რომაულმა ქანდაკებამ თავის უმაღლეს


წერტილს იმპერატორთა ეპოქაში მიაღწია,
მაგრამ იგი მეტად თავისებურად
განვითარდა რესპუბლიკის ხანაში.
რომაული ქანდაკების უდიდესი
მონაპოვარი–სკულპტურული პორტრეტი–
სწორედ ამ ეპოქაში იწყებს ორიგინალურ,
თავისთავად განვითარებას. პორტრეტში
მთავარი იყო მიახლოება ნატურასთან,
ადამიანის გადმოცემა მისი
დამახასიათებელი ნაკვთებით.
რესპუბლიკის ხანიდან მოყოლებული,
რომაული პორტრეტის სტილმა საგრძნობი
ცვლილება განიცადა, მაგრამ მისი
რეალისტური ტენდენცია, მისი სწრაფვა
სიმართლისაკენ უცნობი დარჩა.

რესპუბლიკის დროს რომაული პორტრეტი


ჯერ კიდევ არ იყო სავსებით
ჩამოყალიბებული. ჯერ კიდევ ხშირი იყო
მეორეხარისხოვანი დეტალებით გატაცება.
პლასტიკური მოდელირება ერთგვარი
სიმშრალით ხასიათდებოდა. ამ პერიოდის
ზოგიერთი პორტრეტი ნიღბის
შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯერ კიდევ არ
ჩანდა ადამიანის ხასიათის სრული გახნა,
მხატვრული განზოგადება.

გვიან რესპუბლიკის ხანაში ცხოვრებისეულ


რეალობას ემატება პლასტიკური
დამუშავების დახვეწა, მხატვრული სახის
სრულყოფა. ამ ხანას ეკუთვნის ციცერონისა
და პომპეუსის პორტრეტები.

ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნა


რომაული ქანდაკების აყვავების ხანაა.
იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის დროს
რომის ფორუმზე აღიმართა რომაული
არქიტექტურისა და პლასტიკის შესანიშნავი
ძეგლი, ე.წ. „მშვიდობის
საკურთხეველი“.მისი კედლები მთლიანად
რელიეფებით იყო დაფარული. ეს
მრავალფიგურიანი კომპოზიცია
გამოსახავდა საზეიმო პროცესიას,
რომელშიც მონაწილეობენ თვით
ავგუსტუსი, მისი ოჯახის წევრები,
სენატორები, ქურუმები. რელიეფი
გამოირჩევა დამუშავების სიმკვეთრით და
სიმკაცრით. რომაელი პატრიციების
პორტრეტები უდიდესი რეალიზმითაა
შესრულებული.

იმპერატორთა ეპოქა რომში


არაჩვეულებრივი ბრწყინვალებით
გამოირჩეოდა, ხელოვნების ყველა დარგი
იმპერატორის განდიდებას ემსახურებოდა.
ამისთვის იყო განკუთვნილი რელიეფებით
შემკული ტრიუმფალური თაღებიც. ისინი
გამოხატავდნენ იმპერატორთა იმ
ტრიუმფებს, რომელთა უკვდავსაყოფადაც
იყო აგებული თაღი. ეს იყო სწორედ ის
„ისტორიული რელიეფი“, რომელიც
სკულპტურულ პორტრეტთან ერთად
რომაული ხელოვნების უდიდეს მონაპოვარს
წარმოადგენს.

ტრიუმფალური თაღების საუკეთესო


მაგალითია იმპერატორ ტიტუსის თაღი.
ისტორიული რელიეფის საყურადღებო
ძეგლია ტრაიანეს სვეტი. მასზე
სპირალურად განლაგებული რელიეფებია
მოთავსებული. აქ იმპერატორ ტრაიანეს
წარმატებით ლაშქრობის ამბავია
მოთხრობილი. ისტორიული ეპიზოდების
დოკუმენტური სიზუსტითაა გადმოცემული.

ტრაიანეს
სვეტი

ძირითადი მიღწევები რომაულმა


ქანდაკებამ მაინც პორტრეტულ
ხელოვნებაში მოიპოვა. ავგუსტუსის დროს
ოფიციალური, პირადული პორტრეტის
გვერდით(იმპერატორ ავგუსტუსის
ქანდაკებები), რომლისთვისაც
დამახასიათებელი იყო მეტი გაიდეალება,
განდიდება, სიმკაცრე, ვითარდება
პორტრეტის უფრო რეალისტური ხაზი, მეტი
ინდივიდუალიზაციით, მეტი სიახლოვით
ნატურასთან, გარკვეული დინამიურობით
პორტრეტის კომპოზიციურ აგებაში. ეს
ტენდეციები განსაკუთრებით მკაფიო ხდება
რომაულ პორტრეტში ახ. წ. I საუკუნის II
ნახევრისთვის.

იმპერატორ ადრიანეს ეპოქის აშკარა


გატაცება ბერძნული ხელოვნებით,
კლასიკური ბერძნული ქანდაკების ნიმუშთა
განმეორებით, მიბაძვით, ამავე საუკუნის
ბოლოსათვის უფრო რეალისტური
ტენდენციებით შეიცვალა. ცვლილებას
განიცდის სკულპტურული პორტეტის
ხასიათიც, შესრულების მანერა.
მიმდინარეობს მარმარილოს ზედაპირის
დამუშავება. მოქანდაკე ხშირად იყენებს
ბურღს თვალების, თმების
დამუშავებისთვის, დიდი ყურადღება ექცევა
სახისა და თმების ფაქტურულ
კონტრასტებს, შუქ–ჩრდილის ეფექტებს.
ავგუსტუსისდროინდელ სიმშვიდეს,
მკაფიოებასა და თავშეკავებას ცვლის
მოძრაობა, ცხოველხატულობა.

III საუკუნის რომის იმპერიის


გართულებულმა ვითარებამ დაღი დაასვა
ქანდაკების ხასიათს. პორტრეტში ხაზი
ესმება უხეშ ძალას, მედიდურობას,
მრისხანებას. იზრდება შინაგანი
დაძაბულობა. ამ პერიოდის პლასტიკის
ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლებია
რელიეფებიანი სარკოფაგები, რომელთა
რთული კომპოზიციები არ არიან
მოკლებული გარკვეულ გამომსახველობას,
ექსპრესიას. მაგრამ სიმკვეთირს
დაკარგვაში, მასშტაბების არევაში უკვე
დაცემის ნიშნები იჩენს თავს.

IV საუკუნისათვის რომის იმპერიის კრიზისი


თავისებურად აისახა ქანდაკებაშიც.
იმპერატორის დიდებულება
გამოიხატებოდა კოლოსალური ზომის
ქანდაკებებსა და ბიუსტებში, რომლებშიც
თავისებურად იყო შერწყმული
მონუმენტალობა და პირობითობა,
ერთგავრი აბსტრაქცია და სულიერი
საწყისის ხაზგასმა.

რომაული ფერწერა

რომაული არქიტექტურა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

ბოლოს დარედაქტირდა 6 თვის წი…

შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით


(თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 3.0 .

კონფიდენციალურობის პოლიტიკა • დესკტოპი


გამოყენების პირობები •

You might also like