You are on page 1of 3

ხელოვნების დარგები

 არქიტექტურა
 გრაფიკა
 დეკორატიული ხელოვნება
 თეატრი
 კინოხელოვნება
 ლიტერატურა
 მუსიკა
 სკულპტურა
 ფერწერა
 ფოტოგრაფია
 ქორეოგრაფია
არქიტექტურა (ბერძნ. αρχή — დაწყება, τέχνη — ხელოსნობა; „ვიწყებ ხელოსნობას“) — შენობა-
ნაგებობათა დაპროექტებისა და დიზაინის ხელოვნება და მეცნიერება. უფრო ვრცელი გაგებით
არქიტექტურა ასევე მოიცავს მთელი სამშენებლო კომპლექსისა და მისი გარემოს დიზაინს, ანუ მაკრო
დონიდან — ურბანული დაგეგმარება, ურბანული დიზაინი და პანორამული არქიტექტურა, მიკრო
დონემდე —ინტერიერისა და ავეჯის შექმნის ჩათვლით. არქიტექტურული დიზაინი ითვალისწინებს,
როგორც მშენებლისთვის ღირებულებასა და საინჟინრო თვალსაზრისით მართებულობას, ასევე
მომხმარებლისთვის ფუნქციონალურ და ესთეტიურ მნიშვნელობას.

გრაფიკა ნიშნავს გამოსახულების შექმნას სხვადასხვა სახის ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით.


ის ძირითადად მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგ. თაბახზე) ანაბეჭდების შექმნას მასზე
ხელსაწყოს ზეწოლითა ან ზედაპირის გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია
გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი, მელნის ფუნჯები, სანთლის ფერადი ფანქრები, კრაიონი,
ნახშირი, პასტელი და მარკერები. თანამედროვე გრაფიკაში ასევე გამოიყენება ციფრული მედია და
ხელსაწყოები მსგავსი ეფექტის მისაღებად. გრაფიკაში ძირითადი ტექნიკაა: ხაზვა, ჰაჩინგი,
კროსჰაჩინგი, სკრიბლინგი, სტიპლინგი და ბლენდინგი.

დეკორაციული ხელოვნება ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და


ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს
ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი
ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სკულპტურა,
საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი
ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის
მიხედვით.ტერმინი

თეატრი (ბერძნულად θέατρον (theatron) – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური


საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა
გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია
ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.

თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო


რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით,
სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის
ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში
თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები,
ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური
კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან
ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.

თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური


ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და
დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.

თეატრის ძველი ქართული სახელწოდებაა სახილველი.

კინოხელოვნება (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“) — ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის


ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი
მოვლენების შესახებ.

კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი
ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის და სახვითი
ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით,
რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს
დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის
ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და
გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული
კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ,
სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის
ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.

ლიტერატურა (ლათ."littera" — (ანბანის ასო) — ფართო მნიშვნელობით საზოგადოებრივად


ღირებული ნაწერი და ნაბეჭდი პროდუქცია. ვიწრო გაგებით — მხატვრული
ლიტერატურა, ხელოვნების ერთ-ერთი დარგი, რომელიც გამოსახვის საშუალებად იყენებს სიტყვას,
მეტყველებას, ენას. ანტიკურ ხანაში მას მხოლოდ ზეპირსიტყვიერების ფორმა ჰქონდა, შემდეგ მოხდა
ნაწარმოებთა ჩაწერა. დროთა განმავლობაში ლიტერატურამ შეიძინა კერძო ხასიათი და გახდა
საზოგადოებრივი ყოფიერების, ადამიანური ურთიერთობებისა და ემოციების გამოხატვისა და
კვლევის საშუალება.

მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური
მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია
კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს
გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული


მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი,
მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო
ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას
ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად
თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა:ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო.
განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია)
მუსიკას.
ქანდაკება, სკულპტურა (ლათ. sculptura, sculpo — გამოჭრა, ვთლი) — სახვითი
ხელოვნების პლასტიკა — გამოსახულება, რომლის შექმნასაც აქვს მოცულობითი ფორმა და
სრულდება მაგარი ან პლასტიკური მასალებისგან.

სკულპტურების მთავარი ჟანრია — პორტრეტი,


ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სიმბოლური, ალეგორიული გამოსახულება, ცხოველების
გამოსახულება. სკულპტურების სამხატვრო გამოხატულებაა მოცულობითი ფორმის
შექმნა, პლასტიკური მოდელირება (გამოქანდაკება), სილუეტის შექმნა, ფაქტურის, ზოგიერთ
შემთხვევაში ფერისაც კი.

განასხვავებენ მომრგვალო სკულპტურასა (სტატუა, ჯგუფები, სტატუეტი, ბიუსტი, შეიძლება


შეხედოთ სხვადასხვა მხრიდან) და რელიეფურს (როცა გამოსახულება მდებარეობს სიბრტყეზე).
მონუმენტური სკულპტურა, ძეგლები, მონუმენტები ურთიერთობაშია არქიტექტურულ მხარესთან.

სკულპტურების შემადგენლობა შეიძლება იყოს ლითონი, ქვა, თიხა, ხე, გიფსი და სხვა. მისი
დამუშავების მეთოდებია გამოქანდაკება, გამოძერწვა, ამოჩხაპნა, გამოჭრა, გამოთლა და სხვა.

იტალიური რენესანსის დროიდან მოყოლებული მოქანდაკეები ქმნიდნენ რეალური საგნების,


რეალური სამყაროს მეტ–ნაკლებად ზუსტ გამოსახულებებს. სკულპტურა ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ
წარმოადგენდა თვითგამოხატვის საშუალებას. ეს იყო სახალხო ხელოვნება რომელიც
შენობებს,სხვადასხვა დაწესებულებებს დეკორს უკეთებდა. სკულპტურა გამოიყენებოდა სხვადასხვა
ისტორიული მოვლენის, დღესასწაულის თუ პიროვნების უკვდავსაყოფად.

ფერწერა (ფერით წერა) — სახვითი ხელოვნების სახეობა, სადაც მხატვრის შემოქმედებითი


დამოკიდებულება საზოგადოებრივი და ბუნებრივი მოვლენებისადმი საღებავების მეშვეობით რაიმე
ზედაპირზე გადმოიცემა სახიერად.

ფერწერა იყოფა შემდეგ ქვესახეებად: მონუმენტური ფერწერა, კედლის ფერწერა ანუ


ფრესკა, დეკორატიული ფერწერა(დიზაინი), დაზგური ფერწერა დამინიატურული ფერწერა.

გამოსასახი საგნებისა და მოვლენების მიხედვით ფერწერა იყოფა ჟანრებად, რომელთაგან


მთავარია: ისტორიული ფერწერა, ყოფითი ფერწერა,ბატალური ფერწერა, ანიმალისტური
ფერწერა,ნატურმორტი პეიზაჟი და პორტრეტი.

ფოტოგრაფია (ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή
(გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას."
ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ,
შემოკლებით კი, ფოტოებს. საგნებიდან არეკლილი ან გამოსხივებული სინათლე ააქტიურებს
მგრძნობიარე ქიმიურ ან ელექტრონულ სენსორს მოკლეხნიანი ექსპოზიციის პერიოდში, როგორც
წესი, ფოტოგრაფიული ლინზის საშუალებით, მოწყობილებაში, რომელსაც კამერა ქვია, და რომელიც
მიღებულ ინფორმაციას ქიმიურად ან ელექტრონულად ინახავს. ფოტოგრაფიას მრავალმხრივი
გამოყენება აქვს მეცნიერებაში, ბიზნესსა და გართობაში.

კინოფილმისთვის ფოტოგრაფიული გამოსახულებების ჩაწერისას განათებისა და კამერის შერჩევის


ტექნიკა კინემატოგრაფიის დისციპლინაა.

ქორეოგრაფია (ბერძნ. choreia – ცეკვა და ...გრაფია) — ცეკვის ხელოვნება. მისი პირვანდელი


მნიშვნელობა იყო ჩანაწერი ცეკვის შესახებ, შემდეგ –— ცეკვის, ბალეტის შექმნის ხელოვნება,
ხოლო XIX საუკუნის ბოლოდან თანამედროვე მნიშვნელობით იხმარება. ქორეოგრაფიის, ცეკვის
ხელოვნების შემსწავლელ მეცნიერებას ქორეოლოგიას უწოდებენ.

You might also like