You are on page 1of 30

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

ქანდაკების რესტავრაცია
რესტავრაციის რამოდენიმე სახეობა

ელა სააკიანი

2017-18
სარჩევი

შესავალი .............................................................................................................................................. 2
ქანდაკების ისტორიის ზოგადი მიმოხილვა.................................................................................... 3
ქანდაკების რესტავრაცია/იის ისტორია ........................................................................................... 5
ქვის ქანდაკების რესტავრაციის პრინციპები ................................................................................... 8
ქანდაკების ტონირება........................................................................................................................10
ქვის ქანდაკების დაზიანების სახე და მათი მიზეზები .................................................................10
არქეოლოგიური და ექსტერიერული ქანდაკების დაზიანების თვისებები ............................. 11
საინტერიერო ქანდაკების დაზიანების თვისებები .................................................................. 12
ქვის მასალის ბუნებრივი დეფექტები......................................................................................... 12
შეძენილი დაზიანებები ................................................................................................................. 12
აღდგენილი ქანდაკების შენარჩუნება მუზეუმებში................................................................. 14
ქანდაკების შენახვისა და მოვლის ზოგიერთი მოთხოვნები ........................................................18
ტემპერატურულ-ტენიანობის რეჟიმი ........................................................................................ 18
პროფილაქტიკური მოვლა ............................................................................................................ 18
ტრანსპორტირება ........................................................................................................................... 19
თაბაშირის ქანდაკების რესტავრაცია და კონსერვაცია .................................................................19
თაბაშირის ქანდაკების დასუფთავება ........................................................................................ 19
თაბაშირის შეწებება........................................................................................................................ 20
დაკარგული ფრაგმენტების აღდგენა .......................................................................................... 20
თაბაშირის ტონირება..................................................................................................................... 21
ხელოვნების ნიმუშთა დანაკარგების აღდგენა/რესტავრაცია.......................................................22
ქანდაკების ასლგადამღები ახალი ტექნოლოგია ...........................................................................23
ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიის უპირატესობები ................................................................. 25
პროფილაქტიკა ქანდაკების ხელახლა დაზიანებებისაგან ...........................................................25
ქვის ძეგლების გამაგრების ფიზიკო-ქიმიური პროცესი ...............................................................26
დასკვნა ................................................................................................................................................27
ბიბლიოგრაფია...................................................................................................................................28

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 1


შესავალი
როგორც ჯ.ტორაკამ სწორად აღნიშნა, „არ ღირს იმ იმედზე ყოფნა, რომ ოდესღაც სრულყოფილი,
მუდმივი სარესტავრაციო მასალა გამოჩნდება, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს“.
მოცემული თემა წარმოადგენს ქვისა და თაბაშირის ქანდაკების რესტავრაციის რამოდენიმე
სახეობას და მის შენარჩუნებას. ის აქტუალურია იმით, რომ ნებისმიერი ქანდაკება, მუზეუმში ან
მოედნებზე მყოფი, რესტავრაციას ან კონსერვაციას რაღაც დროის მანძილზე მაინც ითხოვს,
ამიტომაც გადავწყვიტე ამ თემაზე უფრო ვრცლად მელაპარაკა, სადაც ასევე შევეხები ქანდაკების
ასლგადამღებ უკონტაქტო ლაზერულ მეთოდსაც იმისათვის, რომ ისტორიისათვის
მნიშვნელოვანი ძეგლები უკეთეს პირობებში შენარჩუნდეს. ვილაპარაკებ ძეგლების გამაგრების
ფიზიკო-ქიმიურ პროცესზე, ქვის ქანდაკების დაზიანების მიზეზებზე, რესტავრაციის პრინციპებზე
და ა.შ. ეს როგოც ხელოვნების ნაწარმოებებს ასევე ქანდაკებებს ეხება, რადგან საზოგადოება მათ,
როგორც ყველა გამძლე მასალად მიიჩნევს, და მის დაცვას არც ისე კარგად ცდილობს სხვა
ნიმუშებისგან განსხვავებით. ჩვენთვის აუცილებელია ყოველი ხელოვნების ნაწარმოების დაცვა,
რადგან მომავალმა თაობამაც შეინარჩუნოს ის მეხსიერება, რომელიც დღეს ჩვენ წინაპრებმა
დაგვიტოვეს. უნდა შევცვალოთ ქანდაკების მიმართ ასეთი დამოკიდებულება, რადგანაც შეიძლება
დროთა განმავლობაში ისინი საბოლოოდ განადგურდეს. მათ დასაცავად როგორც კონსერვატორ-
რესტავრატორები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა მიიღოს მონაწილეობა. მუზეუმი -ერთ-ერთი
საუკეთესო მაგალითია ქანდაკების შესანახად, თუმცა ნამდვილად, მათი რაოდენობა იმდენად
დიდია, რომ ზოგჯერ ადგილიც კი არ რჩება შესანახად.
რას წარმოადგენს ქანდაკება და მისი რამდენი ტიპი არსებობს ამაზე პირველ თავში გავამახვილე
ყურადღება იმისათვის, რომ გავიცნოთ მათი მრავალფეროვნება. მოკლე ისტორია გაგვაცნობს
რესტავრაციის პირველ ნაბიჯებს. შევხვდებით მაგალითებს, სადაც სხვადასხვა დაზიანების
ტიპები განსხვავებულად მოქმედებენ გარემო პირობებთან გათვალისწინებით; რამდენად საჭიროა
მეცნიერულად დასაბუთებული დოკუმენტის ქონა სარესტავრაციო სამუშაოს დაწყებამდე;
შევეხებით სხვადასხვა გარემოში მყოფ ქანდაკებებს, რომლებსაც გარემო განსხვავებულად
აზიანებს; როგორ ხდება ქანდაკების ტონირება...და ა.შ.
მკურნალობას, დაავადების აღმოფხვრა ჯობია.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 2


ქანდაკების ისტორიის ზოგადი მიმოხილვა

ქანდაკების მსოფლიო ისტორია ჯერ კიდევ


პრეისტორიულ ხანაში შეიქმნა, როდესაც უძველესმა
ხალხებმა დიდი რაოდენობის ძველი ქანდაკებები და
ყოველგვარი კერპები დაგვიტოვეს. დროთა
განმავლობაში ძველ საბერძნეთში ქანდაკება ხელოვნების
მთავარ ფორმად იქცა. ამ ეპოქის ძველი ძეგლები
ტაძრების, მოედნების ან ზღვის სანაპიროებისთვის
მსახურობდა. ანტიკური ქანდაკებები კი ყოველთვის
მიქელანჯელოს „დავითი“, დეტალი. 1501- ემორჩილებოდა ადამიანის პროპორციებსა და
1504
მასშტაბებს. ბერძნული ნიმუშები, რომლებშიც ადამიანის
ქმნილება გაიდეალიზებულ ფორმაში იყო გადმოცემული
და ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ თემად ითვლებოდა, განსხვავდებოდა იდეალური
ფორმებით.
ძველმა რომაულმა ქანდაკებამ მრავალი მახასიათებელი ბერძნული კულტურისგან გადმოიღო,
თუმცა პირველ პლანზე იგი ინდივიდუალიზაციას აქცევდა ყურადღებას. ძველი რომაული
ქანდაკება ძირითადად პრესტიჟისა და ძალისხმიერების სიმბოლოდ მსახურობდა და ზუსტად
ამიტომ იგი ხშირად ირთავდა ისეთ ღვთაებრივ ატრიბუტებს, როგორებიცაა: გვირგვინი,
გაიდეალიზირებული ტორსი და დიდებული პოზა.
შუასაუკუნეების ეპოქის ქანდაკების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მისი ურთიერთობა
არქიტექტურასთან. ამ დროს ცალკე მდგომი ფიგურები საკმაოდ იშვიათად თუ შეგვხდებოდა,
ისინი ხომ იმ ღირებულებებს ასახავდნენ, რომლებიც ქრისტიანული სამყაროსთვის უცხო იყო,
რადგან კერპთაყვანისმცემლობად და წარმართულ კერპებად ითვლებოდნენ და მიუხედავად ამისა
არქიტექტურაში ქანდაკების ხელოვნება თითქმის სრულ თავისუფლებას ფლობდა. შუა
საუკუნეებში ქანდაკების თითქმის ყველა ნამუშევარი ქრისტიანულ იდეებს შეესაბამებოდა, მაგრამ
„ბარბაროსული“ ტრადიციები სკულპტურულ ნამუშევრებში მაინც აისახებოდა.
აღორძინების ეპოქაში ძველი ქანდაკება კომპოზიციის კომპაქტურობით განსხვავდებოდა.
რენესანსის ოსტატების მიერ შექმნილი ქანდაკებები პირველად, საუკუნეების განმავლობაში ისევ
შეესაბამებოდა ანტიკური დროის ტრადიციებს და ადიდებდა ადამიანის სულსა და გონებას.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 3
ბაროკოს ეპოქაში ქანდაკება მოცულობის კონტრასტული დამუშავებით ხასიათდებოდა. ამ
ეპოქის ქანდაკების საუკეთესო დროის მაგალითი ლორენცო ბერნინის ნამუშევრები ითვლება.
კლასიციზმის ეპოქამ დააბრუნა ქანდაკება კანონიკურ და კარგად შედგენილ ჩარჩოებში. ერთ-ერთ
მთავარ ოსტატად XIX საუკუნის ასწლეულში ო.როდენი იყო, რომელმაც აკადემიურ ქანდაკებაში
ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ზუსტად ამიტომ ამ ოსტატმა შექმნა ქანდაკება, რომელსაც
შეეძლებოდა სივრესთან და გარემოსთან ურთიერთმოქმედების დამყარება.
იმპრესიონისტების ქანდაკებებში გამოისახებოდა მოკლე მდგომარეობები და მომენტები. ყოველი
ეპოქა ხელოვნებაში მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა სკულპტურულ განვითარებაში, მის ფორმებსა
და ზომებში.
ახლა კი გადავიდეთ იმაზე, თუ რა მასალებისგან შედგება ქანდაკება და რა სახის ქანდაკებებს
შეიძლება შევხვდეთ. ქანდაკება სახვითი ხელოვნების განსაკუთრებული სახეა, რომელიც
სხვადასხვა სკულპტურული კომპოზიციების ფორმებს წარმოადგენს. უძველესი დროიდან
ქანდაკებას ორ სახეობად ყოფდნენ: მრგვალი სკულპტურა, რომელიც სივრცეში ადვილად
გადააადგილდება, ე.წ. მოძრავი ქანდაკება; რელიეფი, განზომილებიანი ფიგურები რომლის
გამოსახულებები ნაჩვენებია გარკვეულ სიბრტყეზე. ასევე არსებობს დაზგური, მონუმენტურ-
დეკორატიული და მონუმენტური ქანდაკება, მცირე ზომის ქანდაკებები კი ცალკე ჯგუფს
მიეკუთვნება.
თანამედროვე, ისევე როგორც ძველი სკულპტურა, ჟანრული განყოფილებების შესაბამისად ან
ჟანრული, ან ისტორიული, ან პორტრეტული და ანიმალისტური არის. ამას გარდა, ოსტატის
სკულპტურული ფორმების მეშვეობით ქმნიდნენ ნატურმორტებსა და პეიზაჟებს, თუმცა
პრაქტიკულად ყველა დროში და ეპოქაში მოქანდაკისთვის მთავარ ობიექტად ადამიანი რჩებოდა,
რომელსაც მოქანდაკეები ბევრ სხვადასხვა ფორმებში ასახავდნენ.
ქანდაკება (ლათ. Skulpo - ვჭრი, ვთლი) - სახვითი ხელოვნების სახეობაა, რომლის ნამუშევრები
სამგანზომილებიან მოცულობით ფორმას წარმოადგენენ და იქმნება მყარი ან პლასტიური
მასალებისგან.

არსებობს ქანდაკების რამდენიმე სახეობა:


მცირე პლასტიკა (ძველი გლიპტიკა - ნახევრად ძვირფასი მინერალების კვეთა, ძვლის კვეთა,
სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ფიგურები, ამულეტები და თილისმები, მედლები და ა.შ.)
მცირე ზომის ქანდაკებები (ჟანრული თემატიკის ნახევარმეტრიანი ფიგურები, რომლებიც
განკუთვნილია ინტერიერისთვის და აღქმის ურთიერთობაზე)
დაზგური ქანდაკება (ძეგლი, რომელიც გარშემოვლებაზეა განკუთვნილი, ადამიანის სხეულის
რეალურ ზომებთან ახლოა და კონკრეტულ ინტერიერს მოითხოვს)

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 4


მონუმენტურ-დეკორატიული ქანდაკება (რელიეფები, ფრიზები კედლებზე, ქანდაკებები
პრონტონებზე, ატლანტები და ნიმუშები, რომლებიც პარკებისთვის, სკვერებისთვის,
დაკორაციული შედრევნებისთვის და ა.შ. არის განკუთვნილი)
მონუმენტური (საფლავის ქვები, მონუმენტები, ძეგლები)

ქანდაკების შექმნის ტექნოლოგია, რთული და მრავალეტაპობრივი პროცესია, რომელიც


უზარმაზარ ფიზიკურ შრომას მოიცავს. ძველი ქანდაკებები, ისევე როგორც თანამედროვე
მაგალითები, იკვეთებოდა მყარი მასალისგან, ზედმეტი მასის მოხსნის მეშვეობით. აგრეთვე
სკულპტურის შექმნა პლასტიკური მასის დამატებით ხორციელდებოდა, ანუ ჩამოსხმის წესით.
ბევრი ძველი ქანდაკება შექმნილი იყო ჩამოსხმისა და ჭედურობის მეთოდებით.

ქანდაკების რესტავრაცია/იის ისტორია

საეჭვოა რაიმე ისეთ ქანდაკებას შევხვდეთ, რომელიც თუნდაც


მცირე და უმნიშვნელო რესტავრაციას გაექცეს. როგორც
წარსულში ისევე დღეს, კაცობრიობა ცდილობს შეინარჩუნოს
და გაახანგრძლივოს კულტურული ძეგლების სიცოცხლე.
კულტურა ხომ იმით განისაზღვრება, თუ როგორ
დამოკიდებულებას ავლენს კაცობრიობა საკუთარი წარსულის
მიმართ. საზოგადოების ისტორიისათვის დამახასიათებელია
იმ ნივთების შენარჩუნება, რომლებშიც მეტად ნათლად ისახება
ცხოვრება და ბრძოლა, ადამიანის აზროვნების მოძრაობა და
საზოგადოების იდეალები, როგორებიცაა სამეცნიერო
ნაწარმოებები, ხელოვნება და ლიტერატურა, და ადამიანის
სულის ისტორიისთვის დამახასიათებელი ნივთობრივი
მტკიცებულებები. ერთ-ერთ ასეთ მტკიცებულებას ქანდაკების
ნამუშევრები წარმოადგენს, რომლის პლასტიკურ ფორმაში, ასე
ვთქვათ, საზოგადოების იდეალები მის სხვადასხვა
განვითარების ეტაპზეა დაფიქსირებული. ამიტომაც, ჯერ აპოლონ ბელვედერელი, ტორსი,
მარმარილო, ძვ.წ. I ს. ვატიკანის
კიდევ ადრეულ პერიოდებშიც, საკმაოდ ძვირფასი ქანდაკების მუზეუმი

აღდგენისას ისეთ გამოჩენილ ოსტატებს ირჩევდნენ,


როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო, დონატელო, ვეროკიო, ბერნინი და სხვა ოსტატები იყვნენ. და
რადგანაც სარესტავრაციო სამუშოებში მოქანდაკეები და არანაკლებ ნიჭიერი ხალხები იღებდნენ

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 5


მონაწილეობას, ის ამოცანები, რომლებიც მათ წინაშე დგებოდა სხვადასხვაგვარი იყო, ამიტომაც ამ
სამუშაოების შედეგი ხან წარმატებული იყო ხან დამარცხებული.
ადამიანური კულტურის ასეთი ტიპის და ხელოვნების ნაწარმოების რესტავრაციისა და შენახვის
ისტორიის შეცნობისას, თვალწინ საზოგადოების ისტორიის ახალი გვერდი გვეშლება.
ქანდაკების ნაწარმოებები (მეტ შემთხვევაში კი მარმარილოს მასალისგან) განსხვავებით სხვა
ხელოვნების ნიმუშებისაგან, უძველესი დროიდან ყველაზე დიდი რაოდენობით გადარჩა. ამასთან
ერთად ყველა აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც ქანდაკებას უკეთდებოდა, შეიძლება
ვიზუალურად და ზუსტად დადგინდეს მათი მასალიდან, სტილისა და შესრულების ხარისხიდან,
შეერთების ადგილას ადვილად შესამჩნევი ზოლებიდან და ა.შ. რასაც ვერ ვიტყვით სხვა სახის
სახვით საშუალებებზე, ვერც ფერწერაზე, ვერც მით უმეტეს გრაფიკაზე, რომლის
გამოსახულებებიც ძირითადად მხოლოდ უკანასკნელი ოთხი-ხუთი ასწლეულის განმავლობაში
შენარჩუნდა.
რესტავრაციის ისტორიის შესწავლას დიდ დახმარებას უწევს წერილობითი წყაროები,
შემთხვევითი ჩანაწერები, მოგონებები, ტრაქტატები და ა.შ. მათში ზოგჯერ მითითებულია
ზოგიერთი მონაცემები მოქანდაკის ცხოვრებიდან და ნაწარმოების ისტორიიდან. ეს ყველაფერი
დიდ დახმარებას უწევს ქანდაკების ძეგლების შენახვის ისტორიასა და აღდგენას, მისი ევოლუციის
პრინციპებსა და მის რესტავრაციას, რომელიც წარსულში იქმნებოდა. წარსულის ცოდნის
გამოცდილება თანამედროვე კულტურის რესტავრაციის დონეს განსაზღვრავს და იცავს
წინამორბედი წარუმატებლობებისაგან. ძველი რესტავრაციის ხარისხის შეფასებისას უნდა
გვახსოვდეს, რომ ეს სამუშაოები იყო გამოწვეული კეთილშობილური სურვილებით, რომ რაც
შეიძლება უკეთ და ხანგრძლივად შენარჩუნებულიყო პატივსაცემი ხელოვნების ნიმუში და
საკუთარი დროისთვის ესთეტიურად შთამბეჭდავი ყოფილიყო და მისი სიცოცხლე თაობიდან
თაობაში გაეგრძელებინათ. ქვის ქანდაკების აღდგენის მაგალითები უკვე ძველი აღმოსავლეთის
ხელოვნებაში გვხვდება. უფრო ადრეული აღდგენის ფაქტი ცნობილია ორი ობელისკის 20,27 მ.
სიმაღლეში, წარწერებით, რომლებიც გვამცნობენ, რომ ძვ.წ. XX ს-ში ფატაონ სენუსერთ I ოცდაათი
წლის თავზე აღდგენილი იყო ტაძარი ჰელიოპოლისში. შედარებით ცნობილი ძეგლი, რომელიც
საკუთარი არსებობის განმავლობაში უამრავ რესტავრაციას განიცდიდა, შესაძლოა ფარაონ
ხეფრენის დიდი სფინქსი იყოს, რომელიც ძვ.წ. III ათასწლეულში იყო შექმნილი.
ყველა ეს მაგალითი იმის მანიშნებელია, რომ ძველ სამყაროში პატივსაცემი ძეგლებისათვის
აღდგენითი და შენარჩუნებითი ღონისძიებები ტარდებოდა. ასევე ძეგლთა პატივისცემა
შუასაუკუნეებშიაცაა აღნიშნული, რასაც მაიორიანეს ედიქტი (457წ.) და ოსთგოთთა მების
თეოდორე დიდის (VI საუკუნის დასაწყისი) განკარგულება ადასტურებს. მან ძეგლთა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 6


შესანარჩუნებლად რომში 300 გირვანქა ოქრო გამოყო და ხელოვნების ნიმუშთა სპეციალისტი
დამცველად დანიშნა.
ჩვენთვის მაიორიანეს ედიქტი იმითაა საინტერესო, რომ ამ ოფიციალურ დოკუმენტში
ადრინდელი ხუთსაუკუნოვანი ძეგლების მხატვრული და ისტორიული ძეგლთა ღირებულება,
როგორც ქალაქის სილამაზისა და დიდების სიმბოლოდ არის აღიარებული. ასევე მანდ
პირველადაა მითითებული სარესტავრაციო, და არა გადაკეთების, სამუშაოების შესახებ.
XIX საუკუნეში რესტავრატორთა საქმიანობის წრემ მნიშვნელოვნად გაფართოებას იწყებდა:
ნაპოლეონის ხანის ომები, რომლებიც ევროპაში ეროვნული თვითშეგნება გააღვიძა, და საკუთარი
ისტორიის მიმართ დაბადა ინტერესი ეროვნული ძეგლების რესტავრაციაში. ამაში დიდი როლი
მწერალ-რომანტიკოსებმა ითამაშეს: ვიქტორ ჰიუგო, ვალტერ სკოტი და კარამზინი. მათი
მომხიბვლელი რომანები და ზოგჯერ ლიტერატურულ-სტორიული ჩანაწერები მეტად დიდი
როლი შეასწულეს ეროვნული წარსულის პროპაგანდის შენახვაში, ვიდრე, შეიძლება ითქვას,
სერიოზული სამეცნიერო შრომები. გასაკვირი არც არის, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის
შესახებ ვიქტორ ჰიუგოს მოსაუბრემ უთხრა მას: „არ აქვს მნიშვნელობა ვისი აშენებულია - ეს
თქვენი ტაძარია!“, რითაც „პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის“ რომანის პოპულარულობაზეც
მიანიშნა. ამ დროს საფრანგეთში აღმოცენდება ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სისტემა (1830 წელს),
სხვა სახელმწიფოებში კი ძველი ეროვნული ძეგლების განადგურების აკრძალვის ბრძანებები
ვრცელდება.
საზღვარგარეთ არსებობს სარეტავრაციო, საკონსერვცაიო და თეორიული ორგანიზაციების
მთელი ქსელი, რომელსაც რომის საერთაშორისო ცენტრი კვლევის, შენარჩუნებისა და
კულტურული ღირებულებების აღდგენებს ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია შექმნილია იუნესკოს
მხარდაჭერით 1959 წელს. მისთვის ახლო ორგანიზაციები ჰოლანდიაში, პოლონეთში, აშშ-სა და
სხვა ქვეყნებში მდებარეობს. ბევრ წამყვან ორგანიზაციებში შემუშავდა ქანდაკების რესტავრაციის
გარკვეული პრინციპები. დღესდღეობით მეთოდოლოგიური ძიებები ცხოვრებისეულ
პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირშია და რესტავრაციაში დიდი რაოდენობის სინთეტური მასალების
შემოჭრა სწორი და სათუთი გამოყენების გზით გვაძლევენ სარისკო, ზოგჯერ კი არასწორი
სამუშაოს გზების თავიდან აცილების საშუალებას, რომლებიც ადრე, როგორც ჩანს, აუცილებელი
იყო: მაგალითად, ექსპონატის კორექტირება რაიმე მასალის მიწებების გზით.
დღეს რესტავრატორ-კონსერვატორი ძეგლს აღდგენამდე იკვლევს, შეისწავლის დოკუმენტურ
მონაცემებს, რომელიც ავტორთან, სკოლასთან ან ა.შ. არის დაკავშირებული. თვით რესტავრაციის
პროცესი მეტ ნაწილად კვლევისა და იმ ინფორმაციის დამუშავების ნაწილს წარმოადგენს,
რომელსაც ის ატარებს და რესტავრაციის შედეგად ამა თუ იმ ძეგლის ახალი მონაცემები
ვლინდება...

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 7


სამეცნიერო რესტავრაცია ბევრ ახალ აუთვისებელ შესაძლებლობებს გვიმალავს, რომელიც დრო-
და-დრო გამომჟღავნდება. ოპტიმალური გზის მუდმივი ძიება აუცილებელია, რადგან ჩვენი თაობა
პასუხისმგებელია საერო და მსოფლიო კულტურის შენარჩუნებაზე.

ქვის ქანდაკების რესტავრაციის პრინციპები

დასავლეთ ევროპის ხანგრძლივი


დროის ისტორიის მანძილზე
უამრავი ქანდაკების აღდგენა
მოხდა, რომლებიც დღეს
მსოფლიოს სხვადასხვა
მუზეუმებში იმყოფება.
ნებისმიერი ძეგლის აღდგენითი
სამუშაოები ორი პროცესისგან
შედგება: კონსერვაცია და
რესტავრაციისაგან. შეიძლება
მხოლოდ კონსერვაცია იყო და რესტავრაცია არ ხლდეს თან. კონსერვაციაში ღონისძიებათა
ერთობლიობა, რომელიც დესტრუქციული პროცესების შეჩერებას ისახავს მიზნად, რესტავრაციაში
კი დაკარგული ნაწილების აღდგენა და ძეგლის ნაკლებად მხატვრული და დამახინჯებული
ფენებისგან განთავისუფლება იგულისხმება.
რესტავრაციის საწყის ეტაპზე ძეგლის გახსნა ხდება დაბინძურებისგან, ტონირებებისგან,
მოგვიანო ფენებისგან, ყველაფრისგან, რაც ძეგლს ამახინჯებს. პირველ რიგში საცდელი გახსნა
ხორციელდება: მცირე ზომის ნაკვეთი დაბინძურებისგან თავისუფლდება და მხოლოდ კომისიის
დამტკიცემის შემდგომ გრძელდება სარესტავრაციო პროცესების სამუშაოები. ქვისგან ჭუჭყის
ამოღებისას კატეგორიულად იკრძალება მჟავების, ტუტეებისა და სხვა ძლიერი რეაქტივების
გამოყენება. არავითარ შემთხვევაში ჭუჭყის მოშორება არ შეიძლება პემზის, ქვიშის, ზუმფარის
ქაღალდის, საჭრელი მასალების და ა.შ. გამოყენება, რადგან ეს ყველაფერი ძეგლის დაზიანებას და
რაც მთავარია ზედაპირული ფენის, პატინას, მოშორებას იწვევს. ქანდაკების განვლილი ცხოვრების
ერთ-ერთი მანიშნებელი - პატინა წარმოსდგება, რომელიც ქანდაკების ზედაპირის ქიმიური
ცვლილებების დროს ხდება, სადაც გარემო პირობებიც ზედაპირის შეცვლაში მონაწილეობენ. ის
მთლიან ქვას, თხელი ფენით, აპკესავით ედება. ეს მეტად და მითუმეტეს ანტიკური და

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 8


ადრეაღმოსავლური მარმარილოს ქანდაკებებზეა შესამჩნევი. ძველ მარმარილოში შუქგამტარობა
ძლიერდება და ის სხვადასხვა ტონალობებს იძენს: ვარდისფერს, ყვითელს, ცისფერს, რაც ასევე
მხატვრულად მას მიმზიდველს ხდის. ეს აპკი ასევე დამცავი ფუნქციების მატარებელიცაა და მისი
მდგომარეობის მიხედვით ძეგლის დაცულობის დადგენაა შესაძლებელი. პატინას მოსპობა
მნიშვნელოვან ზომებში ძეგლის განადგურებას ან დამახინჯებას იწვევს. ფრანგი მოქანდაკე
თ.ჟერარდონი (1628-1715) ანტიკური ქანდაკების აღდგენისას, ე.წ. „აფროდიტე არლიდან“ (პარიზი,
ლუვრი) და იტალიერი მოქანდაკე დ.ა.მონტორსოლი (1507-1563) აპოლონ ბელვედერელის (რომი,
ვატიკანი) ქანდაკების რესტავრაციისას ძირითადად პატინა მოაცილეს. ამასთან ერთად ფრანგ
რესტავრატორზე წერენ, რომ იგი ანტიკური მარმარილოს ზედაპირს მჟავათი წამლავდა და
შემდგემ ქანდაკებას მთლიანად აპრიალებდა. ამგვარად დაინგრა არა მხოლოდ პირველადი
ზედაპირი არამედ მათი ფორმებიც.
დღესდღეობით იყენებენ სპეციალურ ემულსიას, რომელიც დაბინძურებას ხსნის. მის
შემადგენლობაში აქროლადი ნივთიერებები შედის, რომლებიც დაბინძურებულ ზედაპირის
გაწმენდას ხელს უწყობს მეტად უსაფრთხო გზითა და პატინის დაზიანების შენარჩუნებითაც.
თაბაშირიდან, რომელსაც ზეთოვანი საღებავის ტონირებული ფენა არ ადევს, ჭუჭყის მოხსნა
საკმაოდ რთულია, ამიტომაც ეს პროცესი სპეციალური ტექნოლოგიით და მაღალკვალიფიციური
რესტავრატორის მიერ სრულდება.
აღდგენის შემდგომი პროცესი ზოგჯერ დანგრეული ქვის გამაგრებას წარმოადგენს. ქანდაკების
ბევრი ნიმუშები, რომლებიც ღია ცის ქვეშ არიან მოქცეულნი, წყლის, ქარის, ყინვის, ჩიტის
ექსკრემენტისა და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც ჰაერში იმყოფება, შლის და
ანადგურებს მას. ისეთი მავნე აირები, როგორებიცაა CO2, SO2, თანამედროვე სამრეწველო ქალაქში,
ჰაერის ტენიანობასთან მჟავებში გარდაიქმნება და აქტიურად ანგრევს ქვას. ოდესღაც მოქანდაკეს
მიერ გაპრიალებული მარმარილოს ზედაპირი მარცვლიანი, აქერცლილი ხდება, თავის პირველად
ფორმას კარგავს და ერთი შეხებისთანავე იყრება. ბევრი ძეგლზე, რომელიც პარკებსა და სკვერებში
მდებარეობს, მსგავს დაზიანებებს ხშირად ხვდებიან. თეთრი ქვა და თაბაშირი განსაკუთრებით
მდგრადია ატმოსფერული გამოფიტვისაგან, ამიტომაც ქვის მექანიკური სიმყარის განსაახლებლად
გაჟღინთვა ხდება. ადრე დანგრეულ ქვას შელაკით, ცვილით, ოლიფით ან სხვა მასალებით
ჟღინთავდნენ, რომლებიც ატმოსფერული გამოფიტვისგან არამდგრადი იყო და დროთა
განმავლობაში მუქდებოდა და საკუთარ წებოვან თვისებებსაც კარგავდა. დღეს ამ პრაქტიკაში
სინთეტურ წებოს, ფისს და სხვა ქიმიურად და ფიზიკურად გამძლე და ქვის მიმართ ინერტულ
მასალებს ხმარობენ. ჭუჭყის მოცილების შემდგომ, როდესაც ზედაპირს ხსნიან, მოტეხილი
ქანდაკების ფრაგმენტებს აგროვებენ და აწებებენ. ყველა დეტალის შეკრების შემდეგნ ნაკერების
დალუქვა და დაკარგული დეტალების აღდგენა ხდება. ზოგჯერ რესტავრატორთა და ექსპერტთა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 9


მიერ შემოთავაზებით, კომისია წყვეტს უარი თქვას აღდგენაზე თუ შეინარჩუნოს ფრაგმენტები,
რომლებიც წინა რესტავრაციის დროს გაკეთდა. მაგრამ დაკარგული ფრაგმენტების აღსადგენად
აუცილებელია ზუსტი და უდავო ანალოგების ქონა, რომლებიც მოცემული ძეგლის იდენტური
იქნება მასალით, ასლით ან ფოტოსურათით. აღდგენას მხოლოდ ის ექვემდებარება, რაც გახსნის
პროცესში ეჭვგარეშე და უდავოა და აბსოლუტური სიზუსტითაა დამტკიცებული...რესტავრაცია,
რომელიც მეცნიერულად დასაბუთებულია სადავო არ არის.

ქანდაკების ტონირება

თაბაშირში ჩამოსხმული ქანდაკება ნაკლებად გამომხატველი ჩანს და მისი ტონირების


სურვილიც ბუნებრივად გაგვიჩნდება. ტონირებამდე თაბაშირი აუცილებლად კარგად უნდა
გაშრეს. სასურველია, რომ ჩამოსხმის შემდეგ არანაკლებ 2-3 კვირა გავიდეს და ამ დროის მანძილზე
ქანდაკება მშრალ და თბილ გარემოში უნდა ინახებოდეს, რადგან ამ პუქნტების დაუცველობისას
ტონირებული ფენა შეიძლება აიქერცლოს.
ტონირებამდე ქანდაკება ოლიფით ან სპირტოვანი შელაქით იჟღინთება. ეს სწორ და
შეუფერხებელ, შემგომ ტონირებული ფენისთვის, ზედაპირს კარგად ამაგრებს და ამყარებს.
როგორც კი თაბაშირი სითხეს შეიწოვს და ზედაპირი გლუვდება, ისევ ახალი ფენა იდება. ეს
ყველაფერი მანამდე კეთდება, სანამ თაბაშირი სითხის შეწოვას არ დაასრულებს. ანუ სითხის
დადებისას თუ კი ზედაპირი გლუვი აღარ იქნება, ესე იგი მან შეწყვიტა სითხის შეწოვა და პრიალა
ზედაპირს იტოვებს.

ქვის ქანდაკების დაზიანების სახე და მათი მიზეზები

ქვის ქანდაკებაზე მრავალფეროვანი ცვლილებები და დაზიანებები ისევე, როგორც მათი


გამომწვევი მიზეზები დაკავშირებულია პირდაპირ გარემოზე. ამ პირობებზე დაყრდნობით
მთლიანი ქვის ქანდაკებას ყოფენ სამ ძირითად ჯგუფებად:
1. საინტერიერო, რომელიც მუზეუმებსა და სხვა დახურულ სივრცეებში ინახება.
2. საექსტერიერო, რომელიც ღია სივრცეში ინახება.
3. არქეოლოგიური, რომელსაც არქეოლოგიური გათხრებისას იღებენ.
იმ ქანდაკებისათვის, რომელიც ერთი პირობებიდან მეორეში გადადის (რაც იშვიათობაა
სამუზეუმო პრაქტიკაში), დიდი უპირატესობა ენიჭება მათი ყოფის ხასიათს არსებობის ბოლომდე.
მოცემულ თავში განვიხილავ საინტერიერო, ასევე საექსტერიერო და არქეოლოგიურ ქანდაკებებს
რესტავარიისა და კონსერვაციის რამოდენიმე საკითხს. სპეციფიკური თვისებები ორ უკანასკნელ

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 10


ჯგუფში მოითხოვებენ ზოგიერთი საკითხის მოკლე განხილვას, რომელიც ძირიტადი თემის
საზღვრებს ცილდება.

არქეოლოგიური და ექსტერიერული ქანდაკების დაზიანების თვისებები

ითვლება, რომ საექსტერიერო და არქეოლოგიური ქანდაკება მეტად არახელსაყრელ პირობებში


იმყოფება. თუმცა უკანასკნელში ეს ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სტაბილური
მიკროკლიმატისა და გარემოს უცვლელობისგან ნიადაგებსა და სამარხებში შეიძლება მეტად
უკეთესი მდგომარეობა იყოს, ვიდრე ღია სამარხი. ასევე გარკვეულ შემთხვევებში, კონსერვაციის
ეფექტი - მისი უკეთ გამაგრებაა. რაც შეეხება საექსტერიერო ქანდაკებებს, რა თქმა უნდა მათი
შენახვა ღია სივრცეში ქანდაკების გამძლეობასა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე არასასურველად
შეიძლება მივიჩნიოთ. არქიტექტურული, მონუმენტურ-დეკორატიული, საპარკო და მემორიული
ქანდაკებები ბუნებრივი ფაქტორების მთელი რიგი კომპლექსების აქტიურ გავლენას
ექვემდებარებიან. მძაფრი ტემპერატურის ცვალებადობით, ქიმიური რეაქციებით, რომლებიც
ჰაერს აბინძურებენ, ასევე ბიოლოგიური დაზიანებებით, რომლებიც მიკროოგრანიზმებითაა
გამოწვეული.
განსაკუთრებით ქანდაკებაზე დამღუპველია წყლის, ატმოსფერული ან გრუნტის ზემოქმედება.
ქვის ფორებში ადვილად შეღწეული და მათში გაყინული წყალი მოცულობაში მნიშვნელოვნად
იზრდება (თითქმის 10 ჯერ მეტად), რაც ქვის ზედაპირის მექანიკურ განადგურებას იწვევს. თუმცა
ამასთან ერთად წყალი ხსნის ან იკავებს მტვერს, ბიოლოგიურ ან გაზის დაბინძურებას ჰაერიდან,
რომელიც რთულად ურთიერთმოქმედებს ქვის მასალებთან და ქმნის მისგან ახალ პროდუქტებს
წარმონაქმნების სახით. ეს წარმონაქმნები და ფენები ნელნელა დეფორმაციას იწვევს და ქვის გარე
ფენას აზიანებს. ამ ყველა ბუნებრივი ფაქტორის გავლენას, რომელიც ქვის სტრუქტურულ დაშლას
იწვევს, გამოფიტვა ეწოდება.
გამოფიტვა ქვის ზედაპირის ეროზიიდან იწყება, რომელიც თავიდან გაპრიალების დანაკარგებით
გამოიხატება და პატარა ბზარების სახით, ამოქერცვლით იქმნება, შემდგომ კი ქვის მონოლიტის
პროცესის გავრცელების მიხედვით კრისტალებისა ან მარცვლებს შორის სტრუქტურული
კავშირების სრულ დანაკარგს წარმოქმნის.
ქვის მასალის ასეთ დაზიანებას გრანულაცია ეწოდება, რომელიც მისი დესტრუქციის უკიდურეს
ხარისხს ახასიათებს. ზოგჯერ გრანულირებული ქანდაკება დაღვრისგან მხოლოდ ზედაპირის
მეტად მკვრივი ქერქის დაყრდნობითაა გამაგრებული.
გრანულაციას მეტად დიდ ხარისხს მარმარილო ექვემდებარება. გრანულაციის პირველივე
სტადიაზე შესამჩნევია ზედაპირის გათეთრება და ზოგიერთი ადგილების დანაკარგები.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 11


საინტერიერო ქანდაკების დაზიანების თვისებები

ქვის მასალის ბუნებრივი დეფექტები

ქანდაკების შენახვის ხარისხის დონის ძირითად მომენტად ქვის ქანდაკებისა და მისი ზედაპირის
მდგომარეობის შემოწმება წარმოადგენს. ამასთან ერთად აუცილებელია თავიდანვე, ქანდაკების
დამუშავებამდე, გამოიყოს ქვის თანდაყოლილი დეფექტები შემდგომი დაზიანებების
შესაზღუდად.
ქვის მასალის ბუნებრივ ფიზიკო-მექანიკურ ხარვეზებს მოტეხილობას და სტრუქტურულ
არაერთფეროვნებას - გაფხვიერებას, ჩანართებს ან გამოფიტვის კვალს მიუწერენ. ეს ავტორის მიერ
არჩეული ცუდი ქვის ბლოკის ბრალია.
ასეთი დაზიანებების არსებობას, მათ სიღრმესა და მიმართულებას ხის ჩაქუჩის ფრთხილი
კაკუნით ან ზედაპირის დასველებით (უკეთესია ეთილის სპირტთან 1:1 შერევით დასველდეს)
განსაზღვრავენ. წყლის აორთქლების შემდეგ ზედაპირზე ბზარები და ფხვიერი ნაკვეთები
ვლინდება მეტად მუქი ზოლებით ან ლაქებით,რადგან ასეთ ადგილებში ტენიანობა მეტად
დიდხანს ჩერდება.
ბუნებრივ დეკორატიულ ნაკლოვანებებს პირველ რიგში არათანაბარი შეღებვა მიეკუთვნება,
რაზეც ჩანართების არსებობა წერტილების და ლაქების სახით ვლინდება.
ბუნებრივი დეფექტები, როგორც წესი, შესწორებებს არ ექვემდებარება, რადგან ეს საკმაოდ
სარისკო საქმე და „საავტორო ზონაში“ შეჭრაა. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია შესაძლებელი
საკონსერვაციო ზომების მიღება (მაგალითად ღრმა ბზარების
წებოვანი გაჯერება) ან წმინდა დეკორატიული ხარვეზების
სუფთა კოსმეტიკური დამუშავება.

შეძენილი დაზიანებები

შეძენილი დაზიანებები ჩნდება ქანდაკების მთელი


სიცოცხლის განმავლობაში და მეტ წილად მის შენარჩუნებაზეც
მოქმედებს. ასეთი დაზიანებები მოიცავენ: ეროზიას,
ზედაპირული დაბინძურების გამარილება, ლაქები, ,ექამიკური
(ტრავმული) დეფექტები-მსხვრევები, ბზარები და ა.შ.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 12


ამ ზემოთ ნახსენებ ზიანთა შორის შეიძლება ყველაზე გავრცელებულის იდენტიფიცირებაც:

 მასალის დაძველება;
სტრუქტურული და დეკორატიული სახეშეცვლის პროცესი ქვის მასალებში შეუქცევადია და
გარემო ზემოქმედებისა და ნიმუშის არსებობის პირობებისგანაა დამოკიდებული. ისინი შეიძლება
სხვადასხვა სიჩქარითა და ინტენსივობით ვრცელდებოდეს ნიმუშზე. როგორც უკვე ითქვა, მეტად
უკეთეს პირობებში, ქანდაკების დაზიანება უფრო ნელა ხდება და ნაკლებად დესტრუქციულ
ფორმას ატარებს. მსგავს შემთხვევებში უკვე ბუნებრივ დაძველებაზეა ლაპარაკი, რომლის კვალიც
ნებისმიერ ძველ ქანდაკებაზე შეიძლება აღმოვაჩინოთ. ეს ცვლილებები ხშირად პირველადი
ფაქტურის დაკარგვითაც გამოიხატება; საღებავის ფერის შეცვლით, ქანდაკების ზედაპირის
ეროზიით. ასეთი ცვლილებების ბუნების გარკვევა სპეციალური გამოკვლევის მეთოდების გარეშე
ძნელია. ამიტომაც იყენებენ ქიმიურ ანალიზებს, თხელფენოვან ქრომატოგრაფიას, პექტოგრაფიას
და ა.შ. ამასთან ერთად აუცილებელია ზოგიერთი დაზიანებების გარჩევა თუნდაც ძირითადი
ვარიაცებით მათი ზოგი ვიზუალური მხარეებით. პირველ რიგში ეს ეხება ქანდაკების ზედაპირის
სტრუქტურულ დაზიანებებს - მის ეროზიას და დასუსტებას მკვრივი ქსელის შედეგად
გამოწვეული მიკროდაზიანებებით, რომლებიც ქვის გარე ფენაში აღწევს.
ქვის ეროზია შეიძლება ასევე ზედაპირზე კრისტალიზაციას შეუწყოს ხელი, ნაწილობრივ კი
ზედაპირული ფენის ქვედა ფორებში. ეს გამოწვეულია ტენიანობის შედეგად, რადგან ქვაში
წყალში ხსნადი მარილები იმყოფება: მაგალითად სულფატები ან ქლორიდები, რომლებიც ქვას
მოთეთრო და მომკრთალო ტონალობას აძლევს, რომელიც ე.წ. „ველურ“ პატინას ახასიათებს.
„ველური“ პატინისგან განსხვავებით, ბუნებრივი პატინა იქმნება მრავალი დროის მანძილზე. ის
ქანდაკების მთლიან ზედაპირზე თანაბრად შეღებილი მინერალური აპკის სახით ვრცელდება.
ბუნებრივი პატინა ხშირად არ აზიანებს შუქგამტარიანობას და დეკორატიულ გამომსახველობასაც
კი ზრდის.
ბუნებრივი პატინა უაღრესად ღირებულია არა მხოლოდ მისი დამცავი თვისებების გამო, არამედ
ესთეტიკური ხარისხის გამოც, ამიტომაც ის ყურადღებით უნდა შენარჩუნდეს. არანაკლებ
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ პატინის განხილვა შეიძლება, როგორც ნამდვილობის ერთ-
ერთ კრიტერიუმად, რომელიც საავტორო მოდელირების პირველობას, ასე ვთქვათ, დროით
აფიქსირებს.

 ქანდაკების დამზადების პროცესში გამოანგარიშებული ტექნოლოგიური შეცდომები;

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 13


ტექნოლოგიურ შეცდომებში, რომლებიც ქანდაკების დამზადებისას ხდება, შეიძლება
მივაკუთვნოთ:
 სტაბილურობის დარღვევა წონასწორობის ღერძის გადაადგილების გამო;
 კოროზიული (ქიმიურად დაშლილი) ქინძისთავების გამოყენება;
 ისეთი კონსტრუქციული მოთხოვნების დაუცველობა, როგორიცაა ქანდაკების მზიდი
ელემენტების არასაკმარისი მონოლითობა და კომპაქტურობა ან ნაწილების ზედმეტად წვრილი
დეტალიზება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ქვის სიმყარესთან და ა.შ.
ყველა ეს საავტორო გამოანგარიშება შეიძლება, ქანდაკების როგორც ტრავმული, ასევე
სტრუქტურული დაზიანებები გამოიწვიოს.

 მოვლა, რესტავრაცია და არაკვალიფიციური შენახვა.


ქანდაკების შეძენილი დაზიენებების ძირითადი ნაწილი, ასე თუ ისე, დაკავშირებულია
არასათანადო მოვლასა და პრიფილაქტიკასთან. ასე ქანდაკების არაკვალიფიციური გაწმენდის
შედეგად ძლიერი რეაქტივების გამოყენებით (კერძოდ, ძლიერი ხსნარებით: ტუტე და მჯავები) ან
ძლიერად გაპრიალებული ზედაპირი კარგავს ქანდაკების თანდაყოლილ ფაქტურულ და
დეკორატიულ თვისებებს.
არსებობს ისეთი მიზეზები, რომ ზოგ მუზეუმში პატინის დაზიანების საშიშროების გამო,
საერთოდ უარს ამბობენ პროფილაქტიკრი სამუშაოებსა და ქანდაკების დასუფთავებაზე.
დაბინძურების ბუნება მრავალფეროვანია - ეს მტვერის ნაწილაკებია, რომლებიც შეიცავენ:
სილიკატს, ნახშირს, ჭვარტლს, მცენარეთა ნაწილაკებსა და ორგანულ ბოჭკოებსაც, ცხიმის,
ოფლისა და შეხებისგან ცილის ეპითელიუმის კვალებს...ქანდაკების ზედაპირზე მოხვედრისას და
ელექტროსტატისტიკური ძალების, ტენიანობისა და ფორებში მყოფი დიფუზიის შეკავების
შედეგად, დაბინძურება სულ უფრო მუდმივი, მკვრივი და ძნელად მოსაშორებელი ხდება. ამას
ხელს უწყობს მაგრად განვითარებული მტვრის ზედაპირული ფენა, რომელიც აქტიურად შეიწოვს
ტენს, აირებსა და მიკროორგანიზმებს ჰაერიდან. შედეგად ჩნდება ქიმიური და ბიოლოგიური
პროდუქტები, რომლებიც ქვის ფორებში აღწევს და ანგრევს მას.

აღდგენილი ქანდაკების შენარჩუნება მუზეუმებში

ცნობილია, რომ ხელოვნების ნაწარმოების რესტავრაცია ვენეციის ქარტიის ვითარებასთან


შესაბამისად, უნდა ხორციელდებოდეს გამონაკლის შემთხვევებში. ამ დოკუმენტში მტკიცებული
ძირითადი პრინციპი წარმოადგენს ძეგლის შენარჩუნებას მისი ავთენტურობის ყველა
სიმდიდრით. ამ საერთაშორისო დოკუმენტიდან გამომდინარე ითვლება, რომ მუზეუმის
თანამშრომლებისათვის მთავარ მიზანს მეცნიერულად შენახული ხელოვნების ნიმუში, წარსულის

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 14


ძეგლი და მათი მდგომარეობის კონტროლი/მონიტორინგი წარმოადგენს. სამწუხაროდ
მრავალრიცხოვანი ფაქტები ხშირ დაზიანებასა და იძულებით ხელახლა აღსადგენ ხელოვნების
ნიმუშზე მეტყველებს. მათ შორის ქანდაკებაც ხშირად ზიანდება.
ასეთ სიტუაციაში აუცილებლად მისათითებელია, რომ ხელოვნების ნიმუშთა სიმრავლე,
რომელიც მუზეუმში ინახება, ქანდაკება ყველაზე „უსაყვარლო“ ან უკეთეს შემთხვევაში
ყურადღებას მოკლებულია როგორც მუზეუმებით ასევე თვითონ შემნახველებით. ექსპოზიციას,
როგორც წესი, იქ ათავსებენ, სადაც წამგებიანი ან სურათებისთვის, გრაფიკული
ნამუშევრებისთვის, გობელენითვის ან ავეჯისათვის სახიფათო ადგილს წარმოადგენს. მას ხშირად
იმ ადგილებში ათავსებენ სადაც დამთვალიერებლების სკამებია მოთავსებული, დიდი სურათების
კარებებსა და ფანჯრებს გვერდზე, კონდიციონერებთან ან გამათბობელებთან. ფონდების საცავებში
ყველაზე ცუდი სათავსოები ქანდაკებისთვისაა გამოყოფილი. მას სარდაფებში, კიბეების ქვეშ,
დერეფნებში ან ფარდაგში ათავსებენ... ქანდაკების ისტორიული და მხატვრული ღირებულებაც კი
არ მოქმედებს ამაზე.
მეოთხედი საუკუნის უკან ტრეტიაკოვის გალერეაში, როდესაც სვამდნენ შეკითხვას თუ სად
მდებარეობს ქანდაკების ფონდი პასუხობდნენ: „ანდრეევის სარდაფში“ ან „რესტორანში“. ეს ორი
სარდაფის სათავსო იყო, რომელშიც ნებისმიერი ნამუშევრის შენახვა შეუძლებელი იყო.
საბედნიეროდ, რაღაც დროის შემდეგ ეს ვითარება გაუმჯობესდა და მათთვის უკეთესი სათავსები
შეიქმნა, მაგრამ მსოფლიოს ზოგიერთ და თუნდაც საქართველოს მუზეუმებში ამაზე დღემდე არც
ფიქრობენ.
სამწუხაროდ მუზეუმის მცველებს უმეტესი გულგრილობა და ისეთი ამოცანების გაგების
უარყოფა, როგორიც ქანდაკების შენახვას გულისხმობს, როგორც სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოებისას ასევე შემდგომი შენახვის პროცესშიც არ უჩნდებათ. ხშირად მცველები
მარმარილოს, კირს, თაბაშირს საკმაოდ მყარ მასალად აღიქვამენ და თვლიან, რომ ისინი, როგორც
ნებისმიერი შენახვის პირობებს, ასევე აგრესიული მასალებით დამუშავებას გაუძლებენ.
ტრადიციულად მათ ე.წ. „პირველადი“ ფორმის, დაკარგული დეტალებისა და „ნამუშევრის
სითეთრე“ აინტერესებთ. ისინი ვერ იგებენ საავტორო ფაქტურის და ზედაპირის შენახვის
პრობლემას. აგრესიული მასალებით დამუშავეისას იკარგება ნაწარმოების მნიშვნელოვანი
მხატვრული და დოკუმენტური ხარისხი, რომელშიც საავტორო ფაქტურა და ზედაპირი
მიეკუთვნება. დღესდღეობით პატინის ინფორმაციულობა უცხოელი მეცნიერებისა და
მეცნიერულ-კვლევითი ინსტიტუტებისთვის კვლევის საგნად იქცა. მის შესწავლას სპეციალური
საერთაშორისო კონფერენციები ეძღვნება.
ასეთ სიტუაციაში აუცილებელის მივუთითოთ იმაზე, რომ მეოთხედი საუკუნის წინათ,
ქიმიკოსი-ტექნოლოგი ჯ.ტორაკა, რომელიც რომის სარესტავრაციო ცენტრს ხელმძღვანელობდა,

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 15


აღნიშნავდა პატინის მასობრივ დანაკარგს ჯერ კიდევ უძველესი ქანდაკებებიდან, რასაც
მიუღებლად თვლიდა. იგი ამბობდა, რომ ხელოვნების ნაწარმოების ყოველი ძეგლი წარმოადგენს
თავისებურ ინფორმაციულ ბანკს, რომელიც სამ დონეზე აღქმება. პირველი მათგანი - შინაარსია,
ანუ ის, რასაც ნაწარმოები გამოასხავს. მეორე - ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყო
შემქნილი ნაწარმოები და როგორ გომოიყენებოდა ტექნიკური მეთოდები, რომლებიც იმ დროის
ტექნიკებზე მიგვითითებს. მესამე არის ის, რაც გარემოს ზემოქმედებას მიეკუტთვნება, რომელიც
ამა თუ იმ ძეგლის პატინასა და მასალის დაძველების ხასიათში ფიქსირდება. ამის შედეგას იგი
თვლიდა, რომ პატინას შენარჩუნება აუცილებელია, რომლის მეშვეობითაც მომავალში
შესაძლებელი იქნება უკეთესი მეთოდებითა და ხელსაწყოებით დროის „უკან დაბრუნება“ და
დადგენა ამა თუ იმ ძეგლის ისტორისა და თარიღის დადგენა. ეს შეიძლება „ატომურ საათს“
შევადაროთ. მისი წინდახედულობა დადასტურდა...უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში
მეცნიერები მეტ ყურადღებას აქცევენ ორიგინალი პატინის შესწავლასა და ძეგლის დათარიღების
მიზნებს.
მუზეუმებში ქანდაკების შენახვის სამი ძირითადი პრინციპი მოქმედებს, რომელთა მნიშვნელობა
ბევრ რამეში ნიმუშთა მცველზეა დამოკიდებული. პირველი - XX საუკუნეში გაუარესებული
გარემოს მიზეზია, რასაც ხშირად არც ეწინააღმდეგებიან ქანდაკების შენახვისას. მეორე -
ხელოვნების ნიმუშთა ექსპლუატაციის საგრძნობლად გაზრდილი რიცხვი უკანასკნელი
ათწლეულებისას, რაც დაკავშირებულია მუზეუმების ყოფაზე. ამან გამოიწვია ხელოვნების
ნიმუშთა დაიზანების ზრდა და მათი სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების საჭიროება.
მესამე ფაქტორი კი ისაა, რომ ამ უკანასკნელ ათწლეულებში მიზანი და ამოცანა საკონსერვაციო-
სარესტავრაციო სამუშაოებსა და მეთოდების საზღვარი არა სპეციალისტებითა და ჰუმანიტარული
მეცნიერების ხალხით, არამედ ხალხთა ვიწრო წრით შემოიფარგლება, რომლებიც, როგორც წესი,
არიან დამკვეთები, ისინი კი სარესტავრაციო პროტოკოლებში, როგორც მრჩეველთა სახეებით
არიან აღნიშნულნი. ზოგჯერ მათი რაოდენობა „ჩვენიანი“ ხალხითაც ივსება. თუ კი ადრე
სარესტავრაციო რჩევები წარმოადგენდა ჰუმანიტართა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების
ადამიანთა წრეს, რომელთაც საკუთარი თვალსაზრისი და სხვადასხვა ხედვის კუთხე გააჩნდათ და
შედეგად რაღაც ფრთხილ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, დღეს ეს პრაქტიკა
თითქმის ყველა უზეუმის სარესტავრაციო ორგანიზაციებში აღარ არსებობს. ეს ყველაფერი, რა
თქმა უნდა, აისახა საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების შენახვის შედეგებზე.
დღესდღეობით სარესტავრაციო მიზნების გადამწყვეტ როლს არა მხოლოდ დამკვეთები
ასრულებენ, რომლებიც ითხოვენ მარმარილოს „პირველად სითეთრესა“ და სხვა „პირველად“
ჰიპოთეტურ ფორმის ხარისხებსა და დეტალებს, არამედ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს,
ზოგიერთი ქიმიკოსი-ტექნოლოგი, რომლებიც პატინას ბინძური სახით აღიქვამენ, რომელიც

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 16


მოხსნას ექვემდებარება. თუმცა, ასეთ სიტუაციაში ქიმიკოსი-ტექნოლოგების მონაწილეობა
სარესტავრაციო სამუშაოებში აუცილებელია.
დღესდღეობით იმის გამო, რომ ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერთა
მონაწილეობა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში არც თუ ისე ხშირი გახდა, ცრუ
ინფორმაციის გამო ზოგიერთი რესტავრატორი და ქიმიკოს-ტექნოლოგები მარმარილოზე ამ
პატინას, როგორც დაბინძურებას აღიქვამენ და ხშირად დამკვეთის ზეწოლის ქვეშაც საავტორო
პატინა იკარგება, რადგან თვლიან, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გარე პირობებიდან გამომდინარე
დაბინძურებული ზედაპირული შრეა, რომელიც მოხსნას მოითხოვს.
ასეთ სიტუაციაში აუცილებელია სამეცნიერო კონტროლი, რომელიც, როგორც ქანდაკების ყველა
მხრიდან გადაღებული ტრადიციული ფოტოფიქსაციის, ასევე მუდმივი და რეგულარული
ქანდაკების ზედაპირის ციფრული ფერადი და ფაქტურული ცვალებადობის დოკუმენტაციის,
ხილული და ულტრაიისფერი გადაღების გზით უნდა განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია
ელექტრონული ბაზების შექმნა, სადაც ნიმუშის მდგომარეობა და მისი ცვლილების ხარისხები
იქნება წარმოდგენილი. მთავარ და სწორ არჩევანს კი ნამუშევრის ექსპოზიციაში სამეცნიერო
შენახვა წარმოადგენს. ექსპონატის გადაადგილების დროს გამოფენასა და ფონდებში საჭიროა
განმეორებითი სარესტავრაციო სამუშაოების თავიდან აცილება, ექსპონატის კარგად შენახვის
გზით. პრაქტიკულ მაგალითად შეიძლება ფლორენციის აკადემიაში მყოფი მიქელანჯელოს
ქანდაკებები მოვიყვანოთ, რომელთა გარშემო მინის ბარიერებია დაფიქსირებული, ასევე მცირე და
საშუალო ზომის ნამუშევრებისათვის დამცავი „ქეისების“ შექმნა, რაც ლუვრის და საფრანგეთის
სხვა მუზეუმებში ხშირად შეიძლება შეგვხვდეს.
როგორც ჯ.ტორაკამ სწორად აღნიშნა, „არ ღირს იმ იმედზე ყოფნა, რომ ოდესღაც სრულყოფილი,
მუდმივი სარესტავრაციო მასალა გამოჩნდება, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს“. მას
მიაჩნდა, რომ „მომავლის რესტავრატორი - სამეცნიერო, ტექნოლოგიურიდ და კულტურულად
განათლებული სპეციალისტია. იგი იზიდავს სხვა სპეციალისტებს ინფორმაციის მისაღებად,
რომელიც საჭიროა მისი სამუშაოების ჩატარებისათვის. რესტავრატორი უკიდურესად ზარმაცი
იქნება, თუ კი საკუთარ სამუშაოს მინიმალური ჩარევების პრინციპზე მოიმოქმედებს. შესაძლოა
იგი დაკარგავს კიდევაც საკუთარი გულმოდგინეობის ბუნებრივ სურვილს, რადგან მას კარგად
გადაუხდიან იმისათვის, რომ მოუაროს ნიმუშს მრავალი დროის მანძილზე და ყველაზე სათუთად
მოებყრობა მას, საკმაოდ იშვიათი შეხებით. იგი დაემსგავსება ოჯახის ექმის, რომელსაც იმისათვის
უხდიან, რომ პაციენტები კარგ ფორმაში შეინარჩუნოს და არა ქირურგს, რომელის ექსტრემალურ
სიტუაციებში მაღალ კლასს გვიჩვენებს.“
მკურნალობას, დაავადების აღმოფხვრა ჯობია.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 17


ქანდაკების შენახვისა და მოვლის ზოგიერთი მოთხოვნები

ტემპერატურულ-ტენიანობის რეჟიმი

სამუზეუმო ექსპონატების შენახვის წესებში ტემპერატურის და ტენიანობის დაცვაცაა საჭირო,


ამიტომაც ის 17-დან 22 Co-ამდე უნდა მერყეობდეს. თუ კი გრაფიკისა და ფერწერის ნიმუშები
მკაცრად მოითხოვებენ ამ მაჩვენებლების დაცვას, მაშინ მეტად გამძლე მასალისთვის, როგორიცაა
ქვა, მარმარილო და თაბაშირიც კი, ასეთი პირობები მეტად ოპტიმალური იქნება.1

პროფილაქტიკური მოვლა

ჩვეულებრივი პროფილაქტიკური მოვლა უნდა შემოიფარგლებოდეს შემდეგნაირად:


 ქანდაკებიდან რეგულარულად მოსაშორებელი მტვერი მტვერსასრუტის ან მტვრის
ასაღები ბუმბულების მეშვეობით და არავითარ შემთხვევაში ნაჭრით, რომელიც მტვერს და ჭუჭყს
ქვის ფორებში შთანთქავს.
 ყოველდღიური დასუფთავებითა და ოთახის განიავებით.
 ქანდაკების დაცვით, რომელიც სარდაფებში დგას, დაფარვით.
 ქანდაკების რეგულარული პროფილაქტიკური დასუფთავება.
ქანდაკების მნიშვნელოვან პირობას ტრავმული დაზიანებებისგან წარმოადგენს მისი სრული
სიმყარე პოდიუმებსა და პოსტამენტებზე ექსპოზიციებში და თაროებში, სადაც დგას. ასეთ
ფიქსაციას საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ სპეციალური სამონტაჟო აპარატურის
მეშვეობით, ან დროებითი ფიქსაციისთვის თაბაშირის, უფერული „მასტიკით“ ან დალუქვის
მასალით. ყოველ შემთხვევაში საჭიროა ქანდაკების პოსტამენტიდან უსაფრთხო მოხსნა, თუ კი ეს
ამას მოითხოვს.
სათავსოები ქანდაკებისთვის აღჭურვილი უნდა იყოს თაროებით, რომლებიც ნებისმიერი გლუვი
პლასტიკით იქნება დაფარული, რაც გააადვილებს მძიმე ექსპონატების გადაადგილებას. ყველაზე
დიდი ექსპონატებისთვის შეიძლება 30 სანტიმეტრამდე ქვესადგამი გამოიყენოს. ქანდაკების
შენახვა იატაკზე აბსოლუტურად მიუღებელია გარდაუვალი ტენიანობისა და დალაგებისას
ჭუჭყის გამო.
რბილი ქვის და თაბაშირის შენახვა დანარჩენი ექსპონატებისგან ცალკე უნდა იყოს, მცირე
პლასტიკა და ნაკლებად პატარა ექსპონატები - ცალკე დიდი ზომის ექსპონატებისგან, უკეთესია
დახურულ კარადებში. ზოგიერთი მცველი ქანდაკების დასაფარად დამცავ საფარს იყენებენ,
რომელიც ცეცხლგამძლეა. თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია, რადგან ნაჭერი

1
http://art-con.ru/node/2751
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 18
მალე მტვერით იჟღინთება, რომელიც ქანდაკებას ედება და ასევე ქვის ფორებში აღწევს.
პოლიეთილენის ტომრების გამოყენებაც მეტად არასასურველია, რადგან მათი
ელექტროსტატიკური მუხტის გამო ისინი მტვერს აგროვებენ და ამას გარდა ქვის ბუნებრივ
დატენიანებას არღვევს. როგორც ჩანს, ყველაზე შესაფერისი მასალა ქაღალდია (კალკა, კრაფტი),
რომლისგანაც ადვილად კეთდება დამატებითი საფარები ერთმანეთის ჩასანაცვლებლად. რა თქმა
უნდა დაფარვამდე ქანდაკება კარგად გარეცხილი და გამშრალი უნდა იყოს. ასეთი საფარები
სასარგებლოა სარემონტო სამუშაოების დროს.

ტრანსპორტირება

ხშირად ქანდაკებას ტრავმული დაიზანებები ტრანპორტირებას მოჰყვება, რაც მათი სიმძიმით და


მტვრევადობით აიხსნება. შესაბამისად ხალხისთვის, რომლებიც ქანდაკებას გადააადგილებენ,
გარკვეული წესები უნდა დაიცვან: ქანდაკების შეკავებისას არ არის საჭირო ხელთათმანების
გამოყენება, ასევე ტომრებისა და საფარების მოხსნა უკეთესი იქნება. მცირე ზომის ქანდაკების
გადაადგილება ფურგონებით ან მანქანებით უნდა ხდებოდეს, ამავდროულად მცირე დისტანციაზე
მას ხალხიც უნდა მიჰყვებოდეს გასაკონტროლებლად. ექსპონატი რბილ ზედაპირზე უნდა იდოს
შეფუთვის გარეშე, რადგან ეს უკეთესად უზრუნველყოფს მცირე და მყიფე დეტალების შენახვას.
მნიშვნელოვანია ექსპონატის კარგად დამაგრება, რაც მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ერთ რბილ
ზედაპირზე დაყრდნობა.
ტრავმული დაზიანებების შემთხვევაში აუცილებელია ყველა დამსხვრეული ფრაგმენტების
შეკრება გახვეულ ქაღალდში: დიდი ზომის - ცალკე, მცირე ზომის კი ყუთში, სადაც ექსპონატის
სახელი ზედ ეწერება. იქ, სადაც ეს წესები დაუცველია, ხშირის შემთხვევები, როდესაც
დამსხვრეული ფრაგმენტები იკარგება, ან რესტავრაციის დასრულების შემდეგ ჩნდება.

თაბაშირის ქანდაკების რესტავრაცია და კონსერვაცია

თაბაშირის ქანდაკების დასუფთავება

არატონირებული თაბაშირის მზარდი ფორიანობა და მისი დაბალი სიმყარე, მექანიკური


გაწმენდის მეთოდებს, განსაკუთრებით წყლის სარეცხი საშუალებების გამოყენებას, სასტიკად
ზღუდავს. თაბაშირის ზედაპირის აქტიური წყლისშემწოვი უნარი სწრაფი ტენიანობის გაჟღინთვას
ემსახურება და ამასთან ერთად ფორებში ჭუჭყის გარდა, მასალის განადგურებაც ხდება.
მექანიკური გაწმენდის მეთოდთან ერთად რეცხვის საშუალებების შეზღუდული გამოყენება
დასაშვებია მხოლოდ იმ ქანდაკებაზე, რომლის ზედაპირი დაუზიანებელია და მისი დამცავი აპკი

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 19


კარგადაა შენარჩუნებული. ამაში კი დარწმუნებაა საჭირო მცირე ზომის ზედაპირის დასველების
საშუალებით. თუ კი ზედაპირი გამოყენებულ სითხეს სწრაფად არ იწოვს, რაც მისი ფორების
დაცვაზე მეტყველებს, მაშინ ქვის საწმენდი საშუალებების გამოყენება შეიძლება. სხვა ყველა
შემთხვევაში, განსაკუთრებით ნათელი ქანდაკების დასუფთავებისას, მექანიკური წმენდვა და
წყლის გამოყენება არ შეიძლება.

თაბაშირის შეწებება

მიწებებამდე აუცილებელია ყველა მცირე ნაწილაკების გაცლა თაბაშირიდან, (ზოგჯერ


ბოჭკოვანი გამაგრებების მოშორებაც კი) რომლებიც დამტვრეულ ადგილებში იმყოფება და
ნაწილების ზუსტ დაკავშირებას ხელს უშლის. ხშირად გამოიყენება წებოვანი ხსნარები მეტად
სითხოვანი კონსისტენციით. ეს არაფრით განსხვავდება ქვის მიწებების მეთოდისგან. ფრაგმენტები
ხსნარის სრული გაშრობისას ფიქსირდება და შემდგომ ყველა ზედმეტ დეტალს აცილებენ და
ჩნდება ნაკერი, რომელიც ზოგჯერ ტონირებას მოითხოვს აკვარელით, გუაშით ან ტემპერით.

დაკარგული ფრაგმენტების აღდგენა

აღდგენისთვის თაბაშირის ქანდაკებაზე დიდი ხანია ე.წ. „Digipass“-ის მეთოდი გამოიყენება,


სადაც დაკარგული ადგილების მაგივრად თაბაშირის ხსნარი ივსება. რთული ფორმის დაკარგულ
ადგილებს თავიდან რბილი მასალით ქმნიან (მაგალითად, თეთრ პლასტელინში), შემდეგ კი ამ
მოდელისგან ფორმას ხსნიან, რომლისგანაც თაბაშირის ჩამოსხმა ხდება. ფორმის დამზადების
მასალად შეიძლება თაბაშირი, ან რაიმე სხვა მოსახერხებელი ელასტიური სინთეტური მასალა
იყოს - „ბელასტი“, „სიელასტი“ და ა.შ.
ფორმის მიხედვით ჩამოსხმული დეტალი ქანდაკებას თაბაშირის ხსნარის მეშვეობით ერთვის.
ზოგ შემთხვევებში დეფექტების მოსაცილებლად, თაბაშირის ხსნარის მეშვეობით შიგნიდან
ამატებენ სისქეს და ავსებენ ნიჟარებს, დიდი ზომის ბზარებს და ა.შ.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 20


ახლადმომზადებულ თაბაშირთან მუშაობისას გასათვალისწინებელია, რომ მშრალ თაბაშირზე

ახლის დატანისას აქტიური დეჰიდრატაცია ხდება, რაც შედეგად ფიზიკო-მექანიკური


ცვლილებები მოაქვს - უარესდება ზედაპირთან მოჭიდება, იცვლება შეფერილობა, მცირდება
სიმკვრივე და ა.შ.

თაბაშირის ტონირება

ხშირად დაბინძურებულ თაბაშირის ქანდაკებას დასუფთავების მაგიერ პერიოდულად


გათეთრებას ამჯობინებენ, რითაც განახლების ეფექტსაც აღწევენ. თუმცა ასეთი გათეთრებები
დროთა განმავლობაში ფენებს ქმნის, რაც აგლუვებს და აუხეშებს ქანდაკების თხლად
მოდელირებულ დეტალებს. ამიტომაც თაბაშირის ტონირება შეზღუდულ შემთხვევაშია
გამოყენებადი. მაგალითად: დასუფთავებისას მცირე ეფექტის მიღწევა, ლაქების
მოუშორებლობისას.
ქანდაკების ტონირებისას შემდეგი ფაქტორებია გასათვალისწინებელი:
 ტონირებული შემადგენლობა თანაბრად უნდა დაიტანოს ქანდკებაზე, თხელი ფენით,
რომელიც მოდელირების ყველაზე მცირე დეტალებსაც კი არ დამალავს.
 სანამ ტონირებას შეუდგები, მაქსიმალურად მოსაშორებელია ყველა ადრე შეღებილი
შრეები.
 ფერადი ლაქების არსებობისას, მხოლოდ უმნიშვნელოდაა დასატანი ლოკალური
ტონირება.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 21


ნათელი ტაბაშირის ტონირებისთვის უმჯობესია თხევადი ხსნარის გამოყენება. ტონირება მშრალ
ზედაპირზე რბილი ფუნჯებით ან პულივიზატორებით ხდება, ხშირად რამოდენიმე ეტაპად
დანაწილებული ყოველი შრეს გაშრობის შემდგომ.
ყველაზე ძნელი პროცესი, ძველი შევსებების მოშორებაა, რადგან, ის მხატვრული ქერქი
გაცილებით მყარია მის ქვეშ მყოფი თაბაშირისგან განსხვავებით. საღებავის დასარბილებელი
მეთოდების გამოყენება თბილი წყლით ან გამხსნელებით ყოველთვის წარმატებული არ არის,
ხოლო სკალპელით მოშორებული საღებავის ფენა თითქმის ყოველთვის ანადგურებს ქანდაკების
ზედაპირს.

ხელოვნების ნიმუშთა დანაკარგების აღდგენა/რესტავრაცია

რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს ესა თუ ის ობიექტი, მისი უსაფრთხოების დამოკიდეუბლებით


ყველა ხელოვნების ნიმუში ითხოვს გარკვეულ დანაკარგის კომპენსაციას. ზოგ შემთხვევაში
კონსერვაცია და გამაგრებაა აუცილებელი. უსარგებლოა იმ შენობის მოხატულობების
აღდგენა/გამაგრება, რომელსაც სახურავი არ აქვს. შეუძლებელია იმ ფერწერის თხელი ფენის
შენარჩუნება, რომლის ქვეშ გამაგრებული საფუძველი არ გვაქვს. ამგვარად ფორმების შევსების
საკამათო მომენტები არ არის, თუმცა სხვა შემთხვევებში, როდესაც ფორმების დანაკარგი
მხატვრულ გამოსახულებას აზიანებს, რესტავრაციის აუცილებლობა ესთეტიური მოტივებითაა
ნაკარნახევი.
ვენეციის ქარტიის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ რესტავრაცია უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც
იწყება ვარაუდი. ეს ნათლად მიუთითებს მხატვრული ფორმის აღდგენის ცრუ განმარტების
საფრთხეზე.
თანამედროვე მიდგომების ძირითადი პირობა ორი წესის დაცვით წყდება: ლოკალიზაციითა და
დიფერენციაციის შევსებით. ეს ნიშნავს იმას, რომ შევსებული ფორმა, პირველ რიგში, უნდა იყოს
დანაკარგის ზღვარზე. მეორე - ისაა, რომ ასე თუ ისე, აღდგენილი ნაწილი ნამდვილისგან უნდა
განსხვავდებოდეს. ტექნიკა აქ საკმაოდ განსხვავებულია და დამოკიდებულია ნაწარმოების ტიპისა
და ტექნოლოგიური სტრუქტურისგან. ფერწერაში გამოიყენება ორი ურთიერთსაპირისპირო
პრინციპი: შედარებით ღია ფერით ტონირებული აღდგენების გავრცელებული მეთოდი და
მეთოდი, რომელიც ჩ.ბანდის მიერაა დასაბუთებული - ორიგინალთან შედარებით მუქი ტონები.
რამდენად განსხვავებულია რეინტეგრაციისა და რესტავრაციის ამოცანები, იმდენად
განსხვავებულია მათი კრიტერიუმები და შეფასებები. დაკარგული ფრაგმენტის აღდგენა
ორიგინალის ფორმების მიხედვით, სინიფიკაციის წესის დაცვითაც კი, ანუ აღნიშვნა ან გამოყოფა
მონაკვეთისა ხილული ნიშნებით, პირველ რიგში უნდა აკმაყოფილებდეს სანდოობის

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 22


კრიტერიუმებს, სანდოობა კი არასდროსაა სრული იმ დონემდე, რომ სრული იდენტობის
მატარებელი იყოს. ის შეზღუდულია რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც. ხარისხობრივად
იმიტომ, რომ აღდგენის აქტი სხვა დროს მიეკუთვნება ყველა მის შედეგთან ერთად, რომელიც
ნაწილობრივ უკვე განხილული იყო. რაოდენობრივად იმიტომ, რომ აღსადგენი ფორმის
მოცულობა პირდაპირ კავშირშია სანდოობსათან. რაც მეტი მოცულობაა, მით ნაკლებია სანდოობა.
მაგალითად აგური - საკმაოდ საიმედო მასალად ითვლება. არ არის ადვილი ზუსტად ისეთი
ხარისხის, ფერისა და ფორმის აგურის წარმოება, როგორიც ორიგინალურ ობიექტზეა, ან
საღებავების შექმნა იმ პიგმენტების მიხედვით, რომელიც ორიგინალში არის გამოყენებული.
შეიძლება ორიგინალი ტექნიკის განმეორების ცდა, ამავდროულად, როგორც რეკონსტრუქციათა
მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, შედეგი იმდენად საიმედო იქნება, რამდენადაც მაყურებელი
(მომხმარებელი) მზად იქნება ამა თუ იმ ნამუშევრის აღიარებისა.
კლასიკურ მაგალითად შეიძლება ელინისტური ხანის, ლაოკოონის ქანდაკების ცნობილი
რესტავრაცია მოვიყვანოთ. იმის შემდეგ, როდესაც ქანდაკება 1506 წელს მიწიდან ამოიღეს, იმ
ადგილას, სადაც პლინიუს დიდმა დაინახა ის, ბევრი რესტავრაცია იყო განხორციელებული
ქანდაკებაზე. ყველაზე ადრეული აღდგენა მიქელანჯელოს ინიციატივით მოქანდაკე ჯოვანი
მონტორსოლმა 1532 წელს განახორციელა. მან მიაწება ფრაგმენტები და ცენტრალური ფიგურის
დაკარგული ხელის რეკონსტრუქცია მოახდინა მანიერიზმის სტილში. ამასთან ერთად
კომპოზიციას მთლიანობაც დაუბრუნდა. ქანდაკება ანტიკური პლასტიკით მსოფილოში ცნობილ
ნაწარმოებად გახდა და ასეთ ფორმაში XX საუკუნემდე რჩებოდა. 1920 წელს ლუდვიგ პოლაკმა
ლაოკოონის ხელის ნამდვილი ფრაგმენტი აღმოაჩინა. მხოლოდ 1955-1957 წლებში ჯოვანი
მონტორსოლის რესტავრაციის ფრაგმენტები მოშორებულ იქნა და ორიგინალი ფრაგმენტი თავის
ადგილას დაუბრუნდა. დღესდღეობით სკულპტურულმა ჯგუფმა, არც თუ ისე სრული, მაგრამ
მეტად ორიგინალური ფორმა შეიძინა.
ამ მაგალითზე ცხადი ხდება, რომ ავთენტურობის ფორმის პრიორიტეტს ის ფაქტი ხსნის, რომ
რესტავრაცია, თავდაპირველი სახის წარმოდგენების თანახმად ხშირად ნაკლებად ახლოა
ორიგინალურ ნამუშავართან. ამიტომაც თანამედროვე პრაქრიკა მეტ უპირატესობას ფრაგმნტების
რეინტეგრაციას და არა „სანდოობას“ ანიჭებს.

ქანდაკების ასლგადამღები ახალი ტექნოლოგია

როგორც ცნობილია, ძეგლები მარადიული არ არის, რადგან ნებისმიერი მასალა, იქნება ეს


ბრინჯაო, მარმარილო და გრანიტიც კი, დროთა განმავლობაში დეგრადაციას განიცდის. ამის
მიზეზი გარემო პირობების ფაქტორები წარმოადგენენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში, ცუდი
ეკოლოგიის გამო, მეტად გაიზარდა. ამას გარდა, ხშირად ძეგლები ვანდალიზმის მსხვერპლები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 23


ხდება. ამიტომაც დღესდღეობით სამწუხაროდ, განადგურების ტემპი იმდენად მაღალია, რომ
არავითარი კონსერვაცია და რესტავრაცია ვერ შეაჩერებს ამ პროცესებს. ასეთი სიტუაციის ყველაზე
ლოგიკური გამოსავალი საექსტერიერო ძეგლების ასლებით გამოცვლაა (ყოველ შემთხვევაში
ყველაზე ღირებულების) და ორიგინალი ძეგლების სამუზეუმო ფართში გადატა. ამ გზით უკვე
დიდი ხანია, რაც იტალიამ, საბერძნეთმა და საფრანგეთმა იმოქმედეს, სადაც მუზეუმებში
შედევრები შემოინახეს.
რა თქმა უნდა ეს იდეა ყოველთვის იწვევდა და იწვევს საზოგადოებაში არაერთგვაროვან
დამოკიდებულებას. გარდა არგუმენტებისა, რომლებიც ძეგლის ისტორიულობასთან და მისი
მთლიანობის აღქმასთან არის დაკავშირებული, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად წარმოსდგენა ის
ფაქტი, რომ თანამედროვე ასლები ხშირად ისეთი ტექნოლოგიებითა და მასალებით გამოიყენება,
რომლებიც ძალიან განსხვავდება ორიგინალისგან. ამ თვალსაზრისით წარმოდგება ინტერესი
ქანდაკების ასლგადამღები თანამედროვე ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც შეიძლება
რადიკალურად შეცვალოს ეს პრობლემა.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საზღვარგარეთ (იტალიაში, დიდ ბრიტანეთში,
ავსტრიაში და სხვა ევროპული ქვეყნების რიგში) სულ უფრო მეტად ვრცელდება ქანდაკების
ასლგადამღები ტექნოლოგია, რომელიც ნატურალური მარმარილოსგან იქმნება. ის ეფუძნება ქვის
დამამუშავებელ დაზგებს რიცხვითი კონტროლის პროგრამითა და სამგანზომილებიან სკანერებს.
3D სკანერები - კომპაქტური მოწყობილობებია, რომელთა მოქმედება ეფუძნება ლაზერული
„rangefinder“-ს, ანუ შორს მოზომვადი ან რთული პროექციული ოპტიკური სისტემების
გამოყენებას. ის ატარებს ინფორმაციას ობიექტის ზედაპირის ფორმის შესახებ.
მოცემული განზომილების კომპიუტერული დამუშავების შემდეგ სკანერის მეშვეობით
ფორმირდება ე.წ. წერტილოვანი ღრუბელი, რომელიც გრაფიკული ფაილის STL ფორმატის სახით,
დაზგის მიკროპროცესორში რიცხვითი კონტროლის პროგრამასთან ერთად იტვირთება. ამ
მონაცემების მიხედვით დაზგა ნელნელა მარმარილოს ბლოკს ფორმას აძლევს. დაზგაში
დამუშავების შემდეგ, რომელიც დაახლოებით ერთიდან სამ კვირამდე დროს იღებს (გააჩნია რა
სირთულის ობიექტს ამუშავებს), ხდება „დასრულების“ გახეხვა და ზედაპირის პოლირება. იმის და
მიუხედავად, რომ ორივე ოპერაცია დაზგის გარეშე ხორციელდება მოქანდაკის მიერ, ადამიანური
ფაქტორი აქ სრულიად გამორიცხულია, რადგან ეს სამუშაო 3D სკანერის მეთვალყურეობის ქვეშ
მკაცრად სრულდება.
სკანერი ორიგინალი ზედაპირის შესაბამისად ყოველი ასლის ზედაპირის წერტილს
ათვალიერებს ადამიანის ჩარევისას მთელი პროცესის განმავლობაში. შედეგად გამოდის უაღრესად
ზუსტი ასლი, რომელიც ორიგინალთან მთლიანად იდენტურია (შესაბამისობის სიზუსტე 0.5 მმ-ზე
უკეთესია).

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 24


ზემოთ აღწერილი ტექნოლოგიის უპირატესობები

 ასლი იქმნება იმავე მასალისგან, რაც ორიგინალ ძეგლზეა, ფორმის შესაბამისობისი


ერთობლიობით და ზედაპირის უმცირესი დეტალებით ასლს აძლევს აბსოლუტური
ავთენტურობის უზრუნველყოფას.
 ასლის დამზადების პროცესი არაინვაზიურია (მთლიანად გამორიცხავს ძეგლის
ზედაპირთან ნებისმიერ კონტაქტს). ეს განსაკუთრებით აქტუალურია მყიფე ქანდაკებების ასლის
დამზადებისას.
 3D სკანირებისა და რიცხვითი კონტროლის პროგრამის დაზგის გამოყენება
მნიშვნელოვნად ამცირებს ასლის შექმნის დროს. მექანიკური სამუშაოს შემცირება მეტად ამცირებს
ღირებულებას განსხვავებით მარმარილოს ასლის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგიებისგან.
 ქანდაკების ვირტუალური შექმნა პირველად ეტაპზე საშუალებას იძლევა ნამუშევრის
მასშტაბურობის გათვალისწინებას და ამასთან ერთად დაკარგული ფრაგმენტების
რეკონსტრუქციასაც.
 საჭიროებისას შეიძლება ერთმანეთისგან აბსოლუტურად იდენტური ობიექტების
ტირაჟირება.
აღსანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილი მიდგომა მარმარილოს ქანდაკების ასლების შექმნისას
დაფუძნებულია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებზე და ასევე პასუხობს მსოფლიო
ტენდენციებს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩნების სფეროში.

პროფილაქტიკა ქანდაკების ხელახლა დაზიანებებისაგან

თუ კი ქანდაკების დაზიანების და მათი მიზეზების გამომწვვევ მახასიათებლებს მივმართავთ,


რომლებიც მისი სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეში, ცხოვრების განმავლობაში ახლავს,
დავადგენთ მათ (დაზიანებების) მუდმივ განმეორებასა და ერთგვაროვნებას. ზედაპირული
ნაკაწრები, დაბინძურება, ნამსხვრევები, მოვლისგან გამომწვევი ლაქები, გამუქება, წებოს კვალი,
ფრაგმენტების დანაკარგები და ა.შ. ეს დაზიანებათა ჩვეულებრივი ჩამონათვალია, რომელიც
საინტერიერო ქანდაკებისთვისაა დამახასიათებელი. ქანდაკების და გამოყენებით-დეკორატიული
ხელოვნების ნიმუშებისთვის ეს შეიძლება რთული სამონტაჟო კავშრით, დიდი მოცულობითა და
წონით განიმარტოს. შედეგად ჩნდება გარდაუვალი სირთულეები არა მხოლოდ
ტრანსპორტირებაში, არამედ სამუზეუმო უზრუნველყოფისა და ყოველდღიურ მოვლაში. ეს იწვევს
სხვადასხვა განმეორებით სარესტავრაციო სამუშაოებს.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 25


რა შეიძლება გავითვალისწინოთ ქანდაკების დაზიანების რისკის შემცირებისთვის და
ამავდროულად მისი კაპიტალური რესტავრაციის შენარჩუნების გაზრდისთვის. სრული შენახვა
ქანდაკებათა კოლექციებისა, ალბათ, მოითხოვს პრევენციულ სახსრებს, რომელიც სამუზეუმო
შემნახველებისთვის და რესტავრატორებისთვის სუსტად გამოყენებადია. სხვა შემთხვევაში საქმე
რესტავრაციამდე მიდის, რომლის თავიდან აცილება ხშირად გამოუსწორებადია.
კოლექციაზე ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა, ვიდრე, მაგალითად, საანგარიშო და
დამცავი. მიუხედავად ამისა ის ხშირად დაუფასებელია, ზოგჯერ კი საერთოდ იგნორირდება
პრაქტიკაში. საკმაოდ კარგი იქნებოდა პრევენციული ზომების მიღება სამუზეუმო სივრცეში.
ეკეთეს შემთხვევაში ის მოიცავს ქანდაკების მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს,
ექსპოზიციაში და სათავსოებში ტემპერატურისა და ტენიანობის რეჟიმის ფიქსაცია, ექსპონატების
გადაადგილების ორგანიზება და ბოლოს, სარესტავრაციო ექსპონატთა შერჩევა. აღსანიშნავია ამ
ღონისძიებათა აშკარა უკმარისობა და დაბალი ეფექტურობა.
დღემდე გადაუდებელი რჩება მუზეუმის თანამშრომელთათვის მთელი კოლექციის ეტაპობრივი
დასუფთავების საჭიროება. ქანდაკების დამუშავების დრო და თანმიმდევრობა უნდა იყოს
გათვალისწინებული სპეციალურად შემუშავებული გრძელვადიანი პროგრამით. იგი უნდა
გაითვალისწინოს ექსპოზიციაში და სათავსოებში მყოფი ნაწარმოებების კონკრეტული პირობები,
მათი რაოდენობა, მასალის ბუნება და შენარჩუნების მდგომარეობა, ასევე, მუზეუმის
შემსრულებლების არსებობა და ტექნიკურ-სამასალო შესაძლებლობები. ასეთ დამუშავებას
კოლექციათა მხოლოდ ის ნაწილი არ ექვემდებარება, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოში
სპეციალისტ-რესტავრატორებს საჭიროებს. მაგრამ, თუნდაც ის მარტივი პრევენციული სამუშოები
საჭიროებს დამოწმებული რესტავრატორის, თანამშრობლების, ხალმძღვანელობას, რომლებმაც
სპეციალური ინსტრუქცია გაიარეს. ქანდაკებისათვის უსაფრთხო დასუფთავების, სადეზინფექციო
საშუალებების შერჩევა შემდგომი შეცდომების საწინააღმდეგო გარანტიაა.
ლუვრის რესტავრატორი მ.ანდრე მოგვიწოდებს დარეცხვის სამ ფაზას: მტვერის მოხსნა, ჭუჭყის
დარბილება, დასკვნითი გარეცხვა (მარმარილოს დარეცხვისთვის ის საპონს და თბილ წყალს
იყენებს).
ბევრი ტრავმული დაზიანება დაკავშირებულია სათავსებსა და დარბაზებში
ტრანსპორტირებასტან, ექსპონატის მონტაჟთან და გადაადგილების შეცდომებთან.

ქვის ძეგლების გამაგრების ფიზიკო-ქიმიური პროცესი

ტრადიციული კონსერვაცია ძეგლთა ფოროვანი სტრუქტურის გაჯერების გზით, პოლიმერთა


ხსნარებით, ხორციელდება. მცირე ზომის ფორების შემთხვევაში, რაც მრავალი ძეგლისთვისაა
დამახასიათებელი, გასამაგრებელი პოლიმერული ხსნარის შეღწევა რთულია და შესაძლოა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 26


მხოლოდ ზედაპირულ ფენაში შეაღწიოს. შედეგად ძეგლის ძირითადი მოცულობა დაუცველია,
რადგან პოლიმერის მაკრომოლეკულები სხეულში შეღწევას ვერ ახერხებენ. ახალი პერსპექტიული
კონსერვაციის მეთოდი, მონომერებით ფოროვანი ძეგლის გაჯერებას ან მონომერების ხსნარებით
შემდგომი პოლიმერიზაციით ძეგლის ფორებს შიგნით წარმოადგენს. ლიტერატურული
მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ ფოროვანი ძეგლების მონომერით პოლიმერიზაცია,
სარესტავრაციო პრაქტიკაში იშვიათი მოვლენაა. ეს მეთოდი შემოთავაზებული იყო სველ
არქეოლოგიურ ხეზე, დამწვარი ხისგან შექმნილ პროდუქციაზე. ძეგლების ფორებში
პოლიმერიზაციის კონსერვაცია ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებმა შეისწავლეს. ასეთი სიტუაცია
დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჯერ კიდევ შეუსწავლელი მეთოდის გამო, ამიტომაც
პოლიმერიზაციის მონომერი ფორებში რესტავრაციისა და კონსერვაციის ძეგლთა მეცნიერულ
განვითარებაში აქტუალურად რჩება. მოცემულ სამუშაოში წარმოდგენილია პოლიმერიზაციის
რადიკალური მეთოდის გაჯერებისა და გაძლიერების კანონზომიერებები.

დასკვნა

დასავლეთ ევროპის ხანგრძლივი დროის ისტორიის მანძილზე ქანდაკების უამრავი აღდგენა


მოხდა, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახება.
საექსტერიერო და არქეოლოგიური ქანდაკება მეტად არახელსაყრელ პირობებში იმყოფება.
რაც შეეხება საექსტერიერო ქანდაკებებს, რა თქმა უნდა მათი შენახვა ღია სივრცეში ქანდაკების
გამძლეობასა და უსაფრთხოებისთვის ყველაზე არასასურველად შეიძლება მივიჩნიოთ.
ქანდაკების შეძენილი დაზიენებების ძირითადი ნაწილი, ასე თუ ისე, დაკავშირებულია
არასათანადო მოვლასა და პრიფილაქტიკასთან.
სამწუხაროდ მუზეუმის მცველებს უმეტესი გულგრილობა და ისეთი ამოცანების გაგების
უარყოფა, როგორიც ქანდაკების შენახვას გულისხმობს, როგორც სარესტავრაციო-საკონსერვაციო
სამუშაოებისას ასევე შემდგომი შენახვის პროცესშიც არ უჩნდებათ. ხშირად მცველები
მარმარილოს, კირს, თაბაშირს საკმაოდ მყარ მასალად აღიქვამენ და თვლიან, რომ ისინი, როგორც
ნებისმიერი შენახვის პირობებს, ასევე აგრესიული მასალებით დამუშავებას გაუძლებენ.
სამუზეუმო ექსპონატების შენახვის წესებში ტემპერატურის და ტენიანობის დაცვაცაა საჭირო,
ამიტომაც ის 17-დან 22 Co-ამდე უნდა მერყეობდეს.
რა ღირებულებისაც არ უნდა იყოს ესა თუ ის ობიექტი, მისი უსაფრთხოების დამოკიდეუბლებით
ყველა ხელოვნების ნიმუში ითხოვს გარკვეულ დანაკარგის კომპენსაციას. ზოგ შემთხვევაში
კონსერვაცია და გამაგრებაა აუცილებელი. უსარგებლოა იმ შენობის მოხატულობების
აღდგენა/გამაგრება, რომელსაც სახურავი არ აქვს. შეუძლებელია იმ ფერწერის თხელი ფენის
შენარჩუნება, რომლის ქვეშ გამაგრებული საფუძველი არ გვაქვს. ამგვარად ფორმების შევსების

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 27


საკამათო მომენტები არ არის, თუმცა სხვა შემთხვევებში, როდესაც ფორმების დანაკარგი
მხატვრულ გამოსახულებას აზიანებს, რესტავრაციის აუცილებლობა ესთეტიური მოტივებითაა
ნაკარნახევი.
როგორც ცნობილია, ძეგლები მარადიული არ არის, რადგან ნებისმიერი მასალა, იქნება ეს
ბრინჯაო, მარმარილო და გრანიტიც კი, დროთა განმავლობაში დეგრადირებს. ამის მიზეზი გარემო
პირობების ფაქტორები წარმოადგენენ, რომელიც ბოლო ათწლეულებში, ცუდი ეკოლოგიის გამო,
მეტად გაიზარდა. ამას გარდა, ხშირად ძეგლები ვანდალიზმის მსხვერპლები ხდება. ამიტომაც
დღესდღეობით სამწუხაროდ, განადგურების ტემპი იმდენად მაღალია, რომ არავითარი
კონსერვაცია და რესტავრაცია ვერ შეაჩერებს ამ პროცესებს.
დღეს რესტავრატორ-კონსერვატორი ძეგლს აღდგენამდე იკვლევს, შეისწავლის დოკუმენტურ
მონაცემებს, რომელიც ავტორთან, სკოლასთან ან ა.შ. არის დაკავშირებული. თვით რესტავრაციის
პროცესი მეტ ნაწილად კვლევისა და იმ ინფორმაციის დამუშავების ნაწილს წარმოადგენს,
რომელსაც ის ატარებს და რესტავრაციის შედეგად ამა თუ იმ ძეგლის ახალი მონაცემები
ვლინდება...
სამეცნიერო რესტავრაცია ბევრ ახალ აუთვისებელ შესაძლებლობებს გვიმალავს, რომელიც დრო-
და-დრო გამომჟღავნდება. ოპტიმალური გზის მუდმივი ძიება აუცილებელია, რადგან ჩვენი თაობა
პასუხისმგებელია საერო და მსოფლიო კულტურის შენარჩუნებაზე.

ბიბლიოგრაფია
http://gazzette.comune.jesi.an.it/2005/152/3.htm. n.d. (accessed 01 22, 2018).

http://www.art-con.ru. n.d. (accessed 02 01, 2018).

http://www.art-katalog.com/ru. n.d. http://www.art-katalog.com/ru/article/121 (accessed 12 03, 2017).

http://www.conservationcentre.org.uk/. n.d. (accessed 01 22, 2018).

ა.ს.ანტონიანი. ქვის ქანდაკების რესტავრაცია. მეთოდური რეკომენდაციები. მოსკოვი: "სკანრუს",


2006.

ბ.რ.ვიპერი. ძველი საბერძნეთის ხელოვნება. მოსკოვი, 1972.

ვრანგელი, ნიკოლაი. ძველი კარმიდამოები. სანკტ-პეტერბურგი, 1999.

კ.ი.მასლოვი. "შევინახოთ კულტურული ძეგლები! კრებული." 2009.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 28


მუზეუმი და თანამედროვეობა. რუსეთი, 1976.

ნაკვლევი რესტავრაციაში. მეცნიერულ-მეთოდური კონფერენციის საერთაშორისო მასალები.


მოსკოვი: ГОСНИИР, 2002.

ო.გ.ბობროვი. ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაციის თეორია: კონონმდებლობები და


წინააღმდეგობები. მოსკოვი, 2004.

ო.იაქონტი. კონსერვაციის, რესტავრაციისა და ხელოვნების ნიმუშთა ატრიბუციების


პრობლემები: შერჩეული სტატიები. მოსკოვი: სკანრუს, 1972-2010.

რუსეთის მხატვართა კონგრესის შრომები. პეტროგრადი, 1912.

ქანდაკება. გამოყენებითი ხელოვნება: რესტავრაცია. კვლევა: სამეცნიერო შრომათა კრებული.


მოსკოვი: ВХНРЦ, 1993.

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 2017-18 29

You might also like