You are on page 1of 6

შესავალი

კულტურული მრავალფეროვნება, სტილთა ცვალებადობა, განსხვავებული


მიმდინარეობები - ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების
კულტურის განხრების დახასიათება შეიძლება.

არსებობის არც თუ ისე მრავალწლიანი ისტორიისათვის, აშშ-ს კულტურა, შეიძლება


ითქვას, რომ ზედმეტად მრავალმხრივიცაა. ეს ფაქტი მარტივად შეიძლება აიხსნას
ტერიტორიული სიდიდისა და შტატებს შორის მენტალური სხვაობის
გათვალისწინებით. ხასიათობრივი და კულტურული სხვაობა შტატათა შორის კი
ეკონომიკურმა, გეოგრაფიულმა თუ ისტორიულმა ფაქტორებმა განაპირობეს.

პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, რომელშიც აშშ-ს არ ჰყავს გამორჩეული


წარმომდგენლები. იქნება ეს მუსიკა, კინემატოგრაფია, თეატრი, მხატვრობა,
არქიტექტურა და ა.შ. ეს ის ქვეყანაა, რომელიც არა მხოლოდ პოლიტ და სოციალურ
ამინდს ქმნის სამყაროში, არამედ არის მოდისა და სხვადასხვა ინდუსტრიების მეტრი,
წარმმართველი და ერთგვარი პიონერი. ასევე უნდა აღინიშნოს, თუ როგორ ეტყობა
ამა თუ იმ დარგს ჟამთასვლა და პერიოდიზაციის მიხედვით განვითარება. თუნდაც
მუსიკა. როდესაც გვსურს განვიხილოთ ჯაზი ამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში,
ჩვენ მოგვიწევს გამოვყოთ მინიმუმ ორი ეტაპი კონკრეტული მიმდინარეობის
განვითარებისა და აღმოვაჩენთ, რომ ამ ორ ეტაპს რადიკალურად განსხვავებული
ელფერი, ხასიათი, დანიშნულება და მიზანი გააჩნია. თითქოს ეს არც კი იყოს ერთი
და იგივე მიმდინარეობის ევოლუციური საფეხური.

არქიტექტურა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველივე ზემოთქმულის დასტურია.


იგი განსაკუთრებით XIX საუკუნიდან განვითარდა. ერთმანეთი ჩაანაცვლა მრავალმა
სხვადასხვა სტილმა, 20-იან წლებს ეკუთვნის განსაკუთრებით ცნობილი
ფედერალური სტილი, თუმცა 1980-იანი წლების მიმდინარეობები განსაკუთრებით
გამოსაყოფი და აღსანიშნია.
ამერიკული არქიტექტურა 1800-1810

Charles Bulfinch (1763-1844), Carlz bulfinCi muSaobda e.w federalur stilSi Federal
style, igi bostonSi daibada, harvardi daamTavra. ganicdida ingliseli
arqteqtoiris qristofer urenis Christopher Wren did gavlenas. man aaSena The
Massachusetts State House masaCusetsis mTavrobis saxli. amerikaSi
emigrirebulma britanlema aqriteqtorma bejamen latrobma Benjamin Latrobe,
aaSena pensilvaniis bankis Senoba, romelic pirveli Senoba iyo berZnul,
neoklasicizmis stilSi amerikaSi. es stili Zalze gavrcelebuli iyo 1820-1860
wlebSi amerikaSi. neoklasikuri da federaluri stili dominirebda respublikis
pirvel aTwleulebSi. frangi arqiteqtoriPpier Carlz enfanti Pierre Charles L'Enfant Tomas
jefersonTan erTad gegmavda qalaq vaSingtons. am periodis arqiteqtorebis didi nawili ufro
araprofesionalebi da diletantebi iyvnen.
ამერიკული არქიტეტქურა 1980-იან წლებში

პოსტმოდერნი ის ეპოქაა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ. მას თავისი სული


გააჩნია. მოგვწონს თუ არა, დღევანდელი კულტურული სამყარო სრულად მოცული
აქვს პოსტმოდერნისტულ სტილს.

პოსტმოდერნისტული არქიტექტურა ამ დარგის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი


წარმომადგენელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი
ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, თუმცა აღმავლობის პერიოდი დადგა
რობერტ ვენტურის წყალობით.

1972 წელს ვენტური წერს წიგნს „ლას-ვეგასის გაკვეთილები“, სადაც გვთავაზობს


სრულიად ახლებულ ხედვას და შემოაქვს ე.წ. დეკორირებული ფარდულის სტილი.

ვენტურის განმარტებით, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არქიტექტურა


უპირველესად კომუნიკაციაა. ამ ხედვის მიხედვით, კი შენობა უნდა იყოს
„დეკორირებული ფარდული“, რაც მოიცავს შედეგს : კომუნიკაციის მიზნით,
ნებისმიერ შენობაზე მიმაგრებული უნდა იყოს ნიშნები და გაფორმდეს სხვადასხვა
სიმბოლური დეკორებით. ასე შენობა თავის ფუნქციურობას ხაზს არა ფორმით,
არამედ პირდაპირი ნიშნებით გაუსვამს და სწორედ ამ მიდგომაში მდგომარეობს
ვენტურის ხედვის რევოლუციური ხასიათი.

ფუნქციურად მთავარი გახდა ნაგებობა ყოფილიყო „თავშესაფარი“. ვენტურის „ლას-


ვეგასის გაკვეთილები“ გვასწავლის, რომ იკონიკური ნიშნების სიმბოლიკებით
შეცვლა, ახალი სიტყვაა არქიტექტურაში. ეს ერთგვარი არქიტექტურული რეალიზმის
ადეპტია. პოსტმოდერნმა განსაკუთრებით გამოკვეთა, რომ მთავარი რეალობაა და
სწორედ რეალობა განსაზღვრავს ყოველივეს. აქედან გამომდინარე, თავად
დრეალობაა ხელოვნების წარმმართველიც და ახალი/უახლესი დროის
არქიტექტურაშიც მთავარი სიტყვა რეალიზმს ეკუთვნის.

ვენტურის ხედვებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად მუსირებდა აზრი,


რომ მეტისმეტმა რეალიზმმა ხელოვნების ქმნილებებს გამოაცალა სული. აღსანიშნია,
რომ ეს აზრი არ ეხება მხოლოდ ვენტურს და მის იდეებს, არამედ ზოგადად
პოსტმოდერნიზმს უწოდებენ „უსულო ეპოქას“. უილუზიო, უფანტაზიო და უსულო
ქმნილებები საერთოდ არ არიან ფასეულობების მატარებელნი ამიტომაც სრულიად
ზედმეტია ვისაუბროთ იმაზე, თუ რაოდენ აუფასურებს ან პირიქით, ამყარებს
არსებულ ღირებულებებს ვენტურისა და მისი თანამოაზრეების მიიერ
ჩამოყალიბებული ე.წ. უემოციო ინდივიდუალთა სკოლა.

ღრმადინტელექტუალური თვითირონია და სარკაზმის ხელოვნება ლაითმოტივად


სდევს ვინტურის ქმნილებებს. იგი წინასწარი განზრახვით ქმნის ანტიმონუმენტებს,
რომლებშიაც მწარედ აქილიკებს ამერიკულ პოპკულტურაში არსებულ დრომოჭმულ
მითებსა და წარმოდგენებს. ადრეული ნამუშევრების მიხედვით, როგორებიცაა 1963
წლის გილდ-ჰაუზი, 1964 წელს დაპროექტებული შადრევანი 1966 წლის პროექტები,
შეიძლება ვენტური ზედაპირულ არქიტექტორად მივიჩნიოთ, მაგრამ 1968-70-იან
წლებში როგორც მან, ასევე მისმა თანამოაზრეებმა დენიზ სკოტ ბრაუნმა და ჯონ
რაუჩმა დაამტკიცეს როგორც საკუთარი პროფესიონალიზმი, ასევე
ხუროთმოძღვრების მოცემული მიმდინარეობის ფასეულობა, მომზადების მაღალი
დონე და უზადო ნიჭი. ამ პერიოდში აშენებული ამერიკული საცხოვრებელი
კოტეჯები ნამდვილად იყო აქამდე მიღებული ტრადიციული ფორმებიდან
რადიკალური და ცოტათი პროვოკაციული გადახვევა. ერთი შეხედვით
აბსოლუტურად უსახური, არაფრით გამორჩეული კონსტრუქციები ვენტურმა
„შემოსა“ უკიდურესად თვალშისაცემი, განათებული, ფერადი სარეკლამო ფარებით,
დროშებით, წარწერებით, ლოზუნგებითა და ტრანსპარანტებით. ამ ნაბიჯით
ვენტური გამოხატავს თავის გაღმერთებულ, გამორჩეულ დამოკიდებულებას
პოპრეალობის მიმართ.

1970 წელს ვენტური სკოტ-ბრაუნთან ერთად აპროექტებს სავაჭრო ცენტრს, 6


წელიწადში დეკლარაციის 200 წლის იუბილეზე კი ფილადელფიის ცენტრის ღამის
განათებას. მოგვიანებით ვენტური მეტ გასაქანს აძლევს საკუთარ შესაძლებლობებს
და მისი ნამუშევრების მნახველებსა და შემფასებლებს რამდენიმე აზრობრივ ფენას
შორის დამალულ სასიგნალო კოდს სთავაზობს. ამის საილუსტრაციოდ საუკეთესო
მაგალითია 1988 წელს დაპროექტებული სიეტლის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც
გიგანტურ ცათამბჯენებშია ჩაფლული. იმის გამო, რომ ეს დაბალი შენობა შორიდანაც
კი თვალშისაცემი ყოფილიყო, ვენტურმა პირველი სართულები თვლებით, მკვეთრი
ფერებით, მდიდარი დეკორაციებითა და მასიური ორნამენტებით, ჩუქურთმებით
გააფორმა. მეორე და მესამე სართულები კი ისე გათვალა, რომ საერთო ჯამში შეიქმნა
მკვეთრი კონტრასტი, რამაც, თავის მხრივ უზრუნველყო ცათამბჯენთა შორის
დაბალი შენობის მაინც თვალშისაცემობა.

1987-92 წლების შრომებში გაცილებით რთულდება მრავალფენიანი შრეების


კოდირების სქემა.

ვენტური, მისი თანამოაზრენი და 80-იანი წლების ამერიკული არქიტექტურის


წარმომადგენლები ნელ-ნელა ატაპობრივად ამკვიდრებდნენ, ხვეწდნენ და
ავითარებდნენ სრულიად ახალ სტილს, რომელიც პოსტმოდერნიზმმა მოიტანა და
თანამედროვე ცხოვრების წესმა კომფორტულად მოირგო საკუთარ თავზე.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი განსხვავებული შეხედულება, მოსაზრება
და დამოკიდებულება, ფაქტი ერთია - ყოველი სიახლის თავდაპირველი
შოკისმომგვრელი რეზონანსულობის ეფექტის (იქნება ეს დადებითი თუ უარყოფთი
შეფასებები) ჩაცხრომის შემდეგ დალექილი, დარჩენილი მოცემულობებია ის, რაც
კვალს ტოვებს და მოგვწონს ეს თუ არა, ამ პერიოდის არქიტექტურა სრულიად
აქრიტექტურის ისტორიაში გამორჩეული და განსაკუთრებულია.

You might also like