You are on page 1of 3

გვანცა ჩანტლაძე

გონების რელიგიის კანტისეული გაგება

იმანუელ კანტი იყო გერმანელი ფილოსოფოსი ,რომელიც დაიბადა ქალაქ


კონიგსბერგში(ახლანდელი კალინგრანდი) კანტმა საფუძველი ჩაუყარა გერმანულ
კლასიკურ ფილოსოფიას.მისი მოწაფეები იყვნენ -ფიხტე,
შელინგი,ჰეგელი,შოპენჰაუერი.

კანტი არ გახლდათ რელიგიური,მას არ სწამდა საიქიოსი ,არც ეკლესიაში


დადიოდა,რადგან მიიჩნევდა,რომ პატიოსან ადამიანს არ სჭირდებოდა გარეგანი
ნიშნები რაიმეს დასამტკიცებლად და არც საიქიოს არსებობა უნდა აწუხებდეს მის
სინდისს. თუმცა ამ ყველაფრისდა მიუხედავად კანტი ათეისტი არ ყოფილა,ის
მიიჩნევდა,რომ ათეიზმი ადამიანისთვის აუტანელი ტვირთი იყო. კანტს აქვს ორი
პერიოდი ,კრიტიკამდელი და კრიტიკის შემდგომი,ეს განაპირობა მისმა ნაშრომმა -
„წმინდა გონების კრიტიკამ’’.

კანტისთვის ცოდნა რწმენას ხელს უშლიდა ის ამბობდა,რომ -„მე უნდა მომეხსნა


ცოდნა,რათა რწმენისთვის ადგილი მიმეღოვო’’ სიტყვაში „მოხსნა’’ კი იგულისხმება
შემეცნების სამყაროს შეუზღუდველობის უარყოფა,ანუ იმის აღიარება,რომ ცოდნას
აქვს ზღვარი,რომელიც მთავრდება იქ საიდანაც იწყება რწმენა. კანტის „წმინდა
გონების კრიტიკაში’’ საფუძველი ჩაეყარა დასაბუთებული პასუხის შესაძლებლობას
იმ სამ ძირითად კითხვაზე ,რომლებიც აერთიანებდნენ ადამიანური გონების ყველა
ინტერესს.

1.რა შემიძლია ვიცოდე?

2.რა უნდა გავაკეთო?

3.რისი იმედი შეიძლება მქონდეს?


1.ადამიანს შეუძლია მხოლოდ თეორიულად იცოდეს მოვლენათა სფერო ,ხოლო ამ
სფეროს გარეშე არსებული თავისთავადი სამყაროს შესახებ არაფრის მტკიცება არ
შეგვიძლია.

კანტმა ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ყველა თეორიული არგუმენტი


დაიყვანა სამზე-

ფიზიკოლოგიური-სამყარო მიზანშეწონილადაა აგებული .ე.ი არსებობს ამგები’

კოსმოლოგიური-თუ რაიმე არსებობს თავად უნდა იყოს აბსოლუტური,ანდა


ემყარებოდეს აბსოლუტურს ,მე კი, როგორც სასრული ვარსებობ.

ონტოლოგიური -ღმერთის ,როგორც სრულყოფილის ცნებაში აუცილებლობით


იგულისხმება მისი არსებობაც,როგორც ნიშანი.

პირველი ემყარება მეორეს მეორე მესამეს,ხოლო მესამე ლოგიკურად


მცდარია,რადგან საერთოდ არ შეიძლება არსებობა ნიშნად ჩავთვალოთ.

კანტი -„პრაქტიკულს უწოდებენ ყოველივე იმას ,რასაც მიმართება აქვს ადამიანის


თავისუფლებასთან’’.

1785 წელს კანტმა შემოიღო ადამიანის მორალური ქცევის ე.ი თავისუფალი


მოქმედების უმაღლესი პრინციპი - კატეგორიული იმპერატივები

1.ეს არის ზნეობრივი წესები,რომლებიც ადამიანმა უნდა დაიცვას თუ უნდა ,რომ


ღირსეულად იცხოვროს.

2.მხოლოდ იმ წესების მიხდვით იმოქმედე,რომლებსაც ,რომ შეგეძლოს საყოველთაო


წესად აქცევდი

3.მოექცი სხვებს ისე ,როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ


მოიქეცი ისე,რომ კაცობრიობა,როგორც საკუთარი,ისე ნებისმიერი სხვა პიროვნების
სახით ყოველთვის იყოს მიზანი და არასდროს გამოიყენო,როგორც მხოლოდ
საშუალება.

კანტი,რუსოს მსგავსად მიიჩნევდა,რომ ადამიანს აქვს იმის უნარი,რომ გაარჩიოს რა


არის კარგი და რა არის ცუდი,მაგრამ სამწუხაროდ ყველა ადამიანს არ შესწევს იმის
ძალა და უნარი,რომ დაიცვას მორალური კანონის მოთხოვნები.

კანტი თავდაპირველად ცდილობდა,რომ ღმერთის არსებობა თეორიულად


დაემტკიცებინა,თუმცა შემდეგ მიხვდა,რომ ეს შეუძლებელი იყო,მაგრამ ეს არ
ნიშნავდა მისი მხრიდან ღმერთის ან რელიგიის უარყოფას,პირიქით ის მიხვდა,რომ
სწორედ ეს არის ღმერთის მთავარი არსი,რომ მას თეორიულად ვერა,მაგრამ რწმენით
დაუკავშირდები.მისი აზრით მხოლოდ ამ პირობებშია,ადამიანის
თავისუფლების,ჭეშმარიტებისა და რელიგიის თავისუფალი არსებობა. კანტმა
კოპერნიკისეული გადატრიალება დაარქვა იმ ფაქტს,როცა ადამიანი შემეცნების
დროს აგებს შესამეცნებელ საგანს და არა პირიქით,როგორც მანამდ იყო,რომ
შესამეცნებელი საგანი არსებობდა და მხოლოდ მერე მიისწრაფვდა ადამიანი მისი
შემეცნებისკენ.აქ საუბარია თავისთავად ნივთზე,რომლის შეცნობასაც ადამიანი კი
ვერ შესძლებს,მაგრამ მისი შემეცნებისა და გაგების პროცესში ადამიანი
თავისუფალია.

You might also like