You are on page 1of 2

სემინარი მეხუთე

გვანცა ჩანტლაძე

შუასაუკუნეეების ფილოსოფია დაკავშირბულია ტერმინთან სქოლასტიკა,რაც

ნიშნავს სასკოლო ფილოსოფიას .სქოლასტიკას გააჩნდა ასეთი თავისებურება,რომ

მისი მეთოდურობა უშუალო კავშირში იყო მისტიციზმთან.

ანტიკური ფილოსოფიის დასასრულად და შუა საუკუნის ფილოსოფიის

დასაწყისად პირობითად ითვლება მეექვსე საუკუნე,როცა ბიზანტიის იმპერატორმა,

იუსტინიანე პირველმა დახურა უკანასკნელი ანტიკური სკოლა-ათენის აკადემია.შუა

საუკუნეების ფილოსოფიამ შემოიტანა ღმერთის ცნება,რომელიც

აბსოლიტურია,ყოვლადძლიერი და ჭეშმარიტი,მსგავსი ცნებები კი ანტიკურ

ფილოსოფიაში არ არებობდა.მეორე ეს იყო გრძნობადსა და ზეგრძნობად სამყაროს

შორის განსხვავება და ასევე გრძნობადსა და ზეგრძნობად სამყაროს შორის კავშირი

-რწმენა.შესაბამისად შუა საუკუნეების ფილოსოფიაში უკვე ადამიანის ღმერთებთან

კი არა ღმერთთან ურთიერთობას ვიღებთ ქრისტიანული რელიგიიდან

გამომდინარე.შუა საუკუნეებში იწყება ღმერთის ონტოლოგიურ საკითხზე

მსჯელობაც.და პირველი ონტოლოგიური არგუმენტი გახლდათ სწორედ

კენტერბერიელი ბერი ანსელმის (რომელსაც ქვემოთ ვახსენებთ). შუა საუკუნის

ფილოსოფიაში გვხვდება არსება და არსი,რა არის ეს არსება და როგორ არსებობს

ის.ასეთი მსჯელობა შეიძლებოდა იმაზეც თუ რა არის სიკეთე და ბოროტება და


როგორ არსებობენ ისინი.შუა საუკუნეების ფილოსოფიაში გამოჩნდა ორი ცნება

რეალიზმი და ნომინალიზმი.რეალიზმის შემთხვევაში ჭეშმარიტებას ფლობდა

არსება ,უნივერსალური ზოგადი ცნებით ,რაც ემპირიულად გამოიხატებოდა.საგანი

თავისი აბსოლიტური ჭეშმარიტებით ამტკიცებდა თავისს არსებობას .როგორც ბერი

ანსელმი ამბობდა ,რომ ღმერთი თავის არსებობას აბსოოლიტურობით

ამტკიცებდა.რეალიზმი ამბობდა ,რომ ზოგადი ანუ უნივერსალი არსებობდა

ემპირიულ საგნამდე .რეალიზმის აზრით გონებას შეეძლო შეემეცნებინა

ზოგადი,რომელიც ქმნის საგნის შინაგან უცვლელ არსს.ნომინალიზმის შემთხვევაში

ეს ზოგადი ემპირიულ საგნამდე კი არა ემპირიული საგნის შემდეგ არსებობს

ადამიანის გონებაში და მხოლოდ სახელით შემოიფარგლება ის.მაგალითად როგორც

ერთ-ერთი ნომინალისტი ამბობდა,რომ ზოგადი ცნება მხოლოდ სახელია და

ადამიანის გონებაში არსებობს,ხოლო ემპირიული საგანია აქ მხოლოდ

რეალური.ამასთანავე კიდევ ერთს დავამატებ ,რომ ანტიკურობაში ვხვდებოდით

აზრს,რომ ადამიანი გონიერი ცხოველია,ხოლო შუა საუკუნეებში ამ აზრს ემატება

კიდევ ერთი-ადამიანი შექმნილია ღმერთის ხატად და

მსგავსად.ამასთანავე,შუასაუკუნეებში სამყაროს საწყისი არის ღმერთი,ის არის

უმაღლესი არსება,აბსოლუტი .შესაბამისად აქ ვხვდებით თეოცენტრიზმს.

You might also like