You are on page 1of 3

ესე პლატონის ერთ-ერთი დიალოგის „დიდი ჰიპიას’’ მიხედვით .

ჩვენ ხშირად გვითქვამს რაღაცაზე -„მშვენიერია’’ „ლამაზია’’ ,მაგალითად მე ეს


სიტყვები აღმომხდება ,როცა გაზაფხულის აფეთქებულ ყვავილებს დავინახავ,ზოგს
მზის ჩასვლის პეიზაჟზე ,ზოგს ლამაზი ქალის დანახვისას და ასე შემდეგ . დიახ ,ასე
ვუწოდებთ მშვენიერს ამა თუ იმ საგანს ან მოვლენას ,თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში ის
კი არ გვაინტერესებს რას შეიძლება ვუწოდოთ მშვენიერეი ,არამედ ის ,თუ რა არის
თავად ეს მშვენიერი. „ჩემო სოკრატე,უნდა იცოდე, რომ მშვენიერია მშვენიერი
ქალიშვილი.’’ (ამბობს ჰიპია) ,თუმცა ყოველივე მშვენიერი ,მაშ ღვთის მიერ შექებული
ფაშატი რაღა არის?მაშ ქოთანიი? ლამაზად გამომწვარი? და თავად მშვენიერიც ხომ
მშვენიერია და ამ ყველაფერზე ბევრად მშვენიერი ხომ ღვთიური ქალწულები არიან
და მათთან შედარებით ხომ ეს ლამაზი ქალიშვილი მახინჯადაც შეიძლება
ჩაითვალოს.დიალოგის ამ მონაკვეთში ,უკვე ვხვდებით,რომ საქმე ძალიან რთულ
საკითხთან გვაქვს,რადგან თითქოს მკითხველის მარტივი პასუხები ჰიპიას
პასუხებთან ერთად ლოგიკურმა მსჯელობამ გააქარწყლა .ამასთანავე,ვიგებთ,რომ
მშვენიერება არის ღვთიური ,რადგან ღვთიურთან შედარებით ყოველივე მახინჯად
შეიძლება ჩავთვალოთ,ეს კი უფრო ართულებს საქმეს.მაშინ რა არის მშვენიერება?
მშვენიერი ის არის ,რაც ამშვენებს ამა თუ იმ საგანს? როგორც ჰიპია ამბობს ოქროა
ასეთი - „საკმარისია რაიმე საგანს, თუნდაც
მახინჯს შეერწყას ოქრო, რომ ის ოქროსთან შერწყმისთანავე
დამშვიდდეს და გამშვენიერდეს’’(12) მართლაც , ოქრო სილამაზეს სჩუქნის
საგნებს ,რამდენჯერ გვინახავს მუზეუმში,თეატრში ანდაც ოპერაში,მოოქროვილი
საგნები,მოაჯირი ანდაც , ჭაღი ,ეს საგნები თვალში გვხვდება და ძალიან
მოგვწონს,ლამაზია ისინი ,აი ოქროს გარეშე კი ასეთი ლამაზი დიდი ალბათობით არ
იქნებოდა,თუმცა ასევე გვინახავს ქვისგან ნაკეთი ნივთები,კედლები,ქანდაკებები და
ისინი ოქროს გარეშეც მშვენიერია.“ფიდიასმა არ იცოდა, რა არის ის მშვენიერი?’’ მან
ხომ ათენას ლამაზი თვალები სპილოს ძვლისაგან გააკეთა? ანუ აქ ოქრო არ
დასჭირვებია ხელოვანს იმისთვის,რომ მშვენიერი ყოფილიყო მისი ხელოვნების
ნიმუში. მაგრამ ,თუ სპილოს ძვლის მასალამ გაალამაზა განდაკება ,მაშინ სპილოს
ძვალი ამშვენებს ყოველივეს?აქვე მეორე საკითხია,დავუშვათ და ოქროა
მშვენიერი,რადგან ის ნებისმიერ საგანს ალამაზებს,მაშინ გამოდის,რომ მშვენიერება
მოჩვენებითია და ესა თუ ის საგანი რაღაცის საშუალებით არის მშვენიერი და არა
თავისთავად,მშვენიერება კი ჭეშმარიტებაა,თვით ღვთიური რამ არის და შესაბამისად
ის ვერ იქნება მოჩვენებითი.ამიტომაც ადამიანებს ,თითქოს გვაბნევს ეს ერთი
შეხედვით ბზინვარე ნივთები ,შეიძლება გვეგონოს ,რომ მივაკვლიეთ
მშვენიერებას,თუმცა მწარედ შევცდეთ.ამასთანავე,მშვენივრად შეიძლება
მოგვეჩვენოს სარგებლია,ადამიანებს ,ხომ მოგვწონს ,როცა რაღაცისგან ვიღებთ
სარგებელს ,ამიტომაც ის რაც სასარგებლოა ვარგისია ამა თუ იმ საქმის
შესასრულებლად შეიძლება ჩავთალოთ მშვენივრად? მაგალითად ,თვალი თავის
საქმეს აკეთებს,ხოლო ფეხი თავის საქმეს აკეთებს,ორივე ვარგისია,ორივეს მოაქვს
ჩვენთვის სარგებელი ერთით ვხედავთ მეორეთი დავდივართ,მაგრამ ,როცა რაღაც
სარგარებელს არ გვაძლევს და არ გვადგება შესაბამისად მას უშნოს,მახინჯს
ვუწოდებთ.რეალურად კი,როდესაც რაღაც ერთი საქმისთვის არის
გამოსადეგარი,მეორესთვის ის უვარგისია და ამ დროს წინააღმდეგობაში ვვარდებით,
( ერთი საგანი მშვენიერთან ერთად უშნოც არის) ჩვენ ბოლომდე მშვენიერს, წმინდა
მშვენიერებას ვეძებთ ,ამავე ეპიზოდში სოკრატე სვამს ასეთ შეკითხვას „-სასარგებლო
ხომ ისაა, რაც
სიკეთეს ქმნის?“ და თუ სასარგებლოს მშვენივრად ჩავთვლიდით ,მაშინ გამოდის,რომ
მშვენიერია სიკეთის მიზეზი,მაგრამ მიზეზი ამ შემთხვევაში არ არის ქმნადი და არც
მისგან ქმნადია მიზეზი ,მშვენიერება არსებობს თავისთავად,მას არ აქვს დასაბამი.
აქვე ვიტყვი ,რომ ანტიკურ ფილოსოფიაში არ იყო გამოკვეთილი ერთმანეთსგან
ეთიკური და ესთეტიკური,ეს შემდეგ მოხდა კანტის მიერ ტრანსცენდეტალურ
ფილოსოფიაში,შესაბამისად პლატონის დიალოგში ვხვდებით იმ მონაკვეთებს ,როცა
სოკრატე მსჯელობისას ეთიკურს განიხილავს ესთეტიკურთან ერთად.როგორც
ვიცით ეთიკა ,სწავლობს ადამიანის მორალის შესახებ,ღირებულებების
შესახებ,ხოლო ესთეტიკის კვლევის საგანი არის მშვენიერება. ამიტომაც განიხილება
ერთ მომენტში სიკეთის დასაბამად მშვენიერება,რომ ანტიკურობაში ეთიკა და
ესთეტიკა ერთმანეთისგან არ იმიჯნება.ამიტომაც ,თუ თანამედროვე
გადმოსახედიდანაც შევხედავთ იმ საკითხს,რომ მშვენიერება არის თუ არა სიკეთის
დასაბამი ,ვიტყვით,რომ ეს შეუძლებელია,რადგან ერთი ესთეტიკურია,ხოლო მეორე
ეთიკური.სარგებელიც არ არის მშენიერი. „ძვირფასო, მშვენიერი - ესაა სასიამოვნო,
მზერითა და სმენით
განცდილი,“- ამბობს სოკრატე დიალოგის ერთ მონაკვეთში,სოკრატე აქ არ ახსენებს
უშუალოდ იმ სიამოვნებას,რაც შეიძლება მივიღოთ ჭამით სმით ან სექსუალური
ლტოლვების დაკმაყოფილებით,ის იმ გრძნობის ორგანოებს გამოჰყოფს,რომლითაც
ვხედავთ და გვესმის,თუმცა ჯერ ერთი ,ორივე ორგანო ერთდროულად ვერ აღიქვამს
მშვენიერს და ამიტომაც მშვენიერი საერთო აღქმას უკავშირდება ,რაღაცის
მთლიანობაში აღქმას და არა ცალ-ცალკე ,მაგალითად მუსიკა გვესმის და მშვენიერია
ვამბობთ,მაგრამ ის ხომ არ დაგვინახავს ,ანდაც ხელოვნების ნიმუშს ვხედავთ,მაგრამ
არ გვესმის ,შესაბამისად ,მეორე , ზოგისთვის ჭამა,სიყვარულით ტკბობა და
სასიამოვნო სურნელია მშვენიერი,მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა ამას
სოკრატე,აქ ჩენ უკვე მშვენიერების სუბიექტურ აღქმასთან გვაქვს საქმე,თუ ვისთვის
რა არის მშვენიერება ჩვენ კი არ გვაინტერესებს -„რა
მიაჩნია მშვენიერად უმრავლესობას, არამედ ის, რაც მართლა
მშვენიერია’’ და შესაბამისად ,აქ არც ის პასუხია სწორი ,თუ რა მიაჩნია თვითონ
სოკრატეს ანდაც ჰიპიას . როგორც ვხედავთ,საბოლოო პასუხამდე ვერ მივიდა,ეს ორი
ფილოსოფოსი და ვერ მოგვცეს პასუხი იმის შესახებ,თუ რა არის მშვენიერება. ჩვენ
გავიგეთ მშვენიერი არ არის ის,რაც თვალს გვჭრის და გვაჩვენებს ამა თუ იმ საგანს
ლამაზად,არც თვითონ ის საგანია მშვენიერი,რომელიც რაღაცის დახმარებით
გვეჩვენება ლამაზი,არც მშვენიერი ქალია მშვენიერების გამოხატულება,არც
ხორციელი სიამოვნება,რომელსაც ვიღებთ ჭამა-სმისგან,გართობისგან,ლამაზი
მუსიკის მოსმენისგან და ა.შ ,ეთიკური ღირებულებები იქნება ეს თუ ადამიანის
მშვენიერი ცხოვრება,რომ მან უზრუნველად იცხოვრა და შემდეგ შვილებმა მიაბარეს
მიწას ,ან გმირულად მოკვდა არც ეს არის მშვენიერი და მრავალი სხვა .ასევე
გავიგეთ,რომ მშვენიერი ღვთიურია და მთლიანობაში აღვიქვამთ მას .თუმცა ის ვერ
გავიგეთ თუ რა არის მშვენიერი თავისთავად ,რადგან ( χαλεπἁ τἁ καλα´)რთული
არის მშვენიერი და იმ დიდი ბრძენი ადამიანისთვისაც კი როგორიც არის
სოკრატე,ამოუცნობია ის.
დაბოლოს,დღემდე ისმის ჰიპიას და სოკრატეს პაექრობა იმის შესახებ ,თუ რა არის
მშვენიერი,დღემდე ბრუნდება სოკრატე სახლში დაღონებული იმის გამო,რომ სხვა
საკითხებთან ერთად ვერც ეს ამოუხსნია,რადგან მშვენიერი არ არის მარტივი და ასე
რომც იყოს ,ის ალბათ არ იქნებოდა მშვენიერი.მართალია ჩვენ ზემოთ ვახსენეთ ,რომ
კანტმა ეთიკა და ესთეტიკა გამიჯნა ერთმანეთისგან ,თუმცა ვერც ამან მიგვიყვანა
სწორ პასუხამდე,თუმცა მშვენიერებაზე მსჯელობისას ,რომ აღარ ავურიოთ ეს ორი
საგანი ერთმანეთში ,ამაში კი დაგვეხმარა კანტი .სოკრატეს პაექრობა ჰიპიასთან ერთი
შეხედვით ,ფუჭად ჩავლილს გავს,მაგრამ ,იმის გაგება რომ ლამაზი ,მშვენიერი არის
რთული,გვეხმარება იმაში,რომ მშვენიერებაზე მარტივად არ ვისაუბროთ.

You might also like