You are on page 1of 7

არისტოტელეს ფიზიკა

მოძრაობა და მამოძრავებლები

არისტოტელე იყო ანტიკური ეპოქის პირველი ფილოსოფოსი, ვინც თავისი


ნაშრომებით ყველაზე ახლოს მივიდა „მეცნიერების“ დღევანდელ
ინტერპრეტაციასთან. არისტოტელე სამ თეორიულ მეცნიერებას განიხილავდა:
ფიზიკა, მათემატიკა და თეოლოგია. მისი „ფიზიკა“ კონცენტრირებულია ბუნების
კვლევაზე და ხშირად იწოდება როგორც „ბუნების ფილოსოფია“. „ფიზიკა“-ში
არისტოტელე საუბრობს „საგნის ბუნების“ შესახებ, რომელიც განმარტებაში მოიცავს
მოძრაობას, შესაბამისად, როდესაც განვიხილავთ რაიმე ბუნებრივ მოვლენას, საგნის
ბუნებას, ვეყრდნობით მოძრაობს და მის განმარტებას.
რეფერატის საწყის, ძირითად ნაწილში, გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან,
განხილვის თემა მოძრაობის არისტოტელესეული შეხედულება იქნება
(არისტოტელესეული მოძრაობის აღქმა განსხვავდება „კლასიკური“ მოძრაობისგან,
კლასიკური მოძრაობა არისტოტელესთან განხილულია როგორც „locomotion“).
ვეცდები წარმოვადგინო არისტოტელეს დებულებათა სწორი ანალიზი. არსებობს
მოსაზრებები, რომ არისტოტელეს მოძრაობის განმარტება პარადოქსულია.
განმარტების პარადოქსულობის იდეა მასში გამოყენებული ტერმინოლოგიის
განსხვავებული თარგმანით აიხსნება და, პირველ რიგში, შევეცდები სწორად
წარმოვაჩინო არისტოტელეს მიერ შემოთავაზებული მოძრაობის ახსნა. მიმაჩნია, რომ
არისტოტელეს „ბუნების ფილოსოფია“, თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოთ
მეცნიერების ჩამოყალიბების პერიოდის უპირველეს ნაშრომად. რამდენადაც,
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მნიშვნელოვან ადგილს მოვლენათა შორის
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა იკავებს და გამომდინარე იქიდან, რომ
მოძრაობის გამომწვევ მიზეზად ცალსახად შეგვიძლია „მამოძრავებელი“ მივიჩნიოთ,
ვისაუბრებ (მოძრავ და უძრავ) მამოძრავებლებზე. რეფერატის მეორე ნაწილში
არისტოტელეს იდეებს შევადარებ თანამედროვე მეცნიერულ შეხედულებებს
მოძრაობის შესახებ და შევეცდები ავხსნა არსებული განსხვავებები მათ შორის.

მოძრაობა
სხვადასხვა სხეულები, საგნები არსებობენ განსხვავებული „ბუნებით“. საგნის
გარკვეული თვისება („ღირსება“) შეიძლება ავხსნათ ამ საგნის „ბუნებიდან
გამომდინარე“, მაგალითად ქმედება რომ ცეცხლი გავრცელდეს ქვემოდან ზემოთ,
არის ცეცხლის „ბუნებიდან გამომდინარე“. გარკვეული ობიექტები არსებობენ
განსხვავებული „ბუნებით“. აღსაწერი ობიექტის ბუნება არის განმსაზღვრელი ამ
ობიექტის ცვლილებისა და უძრაობის. ანუ, როდესაც სხეული არის ცვალებადი ან
უძრავი, მისი „ბუნება“ შეიძლება გამოვიყენოთ მისი ქმედების ასახსნელად. 1 „საგნის
ბუნების“ მსგავსი ინტერპრეტაციიდან ჩანს, რომ მასზე საუბრისას, გვიწევს
მოძრაობასთან გარკვეული შეხება. თავდაპირველად, არც ისე ცხადია, თუ როგორ
შეიძლება დავახასიათოთ სხვადასხვა შემთხვევები ბუნების ზემოთხსენებული
განმარტებით. მაგალითად, რატომ უნდა დავუკავშიროთ ლეკვის გაზრდა
„მოძრობას“, თუმცა თუ კარგად განვიხილავთ თუ როგორ იაზრებს არისტოტელე
მოძრაობას, საკითხი გაცხადდება.
არისტოტელე მოძრაობას განმარტავს როგორც პოტენციალის „აქტივობაში“ ყოფნას,
ანუ, იმის რაც შეიძლება მოხდეს, მოსახდენის, მოხდენის პროცესში არსებობა
(actuality of a potentiality).2 ზემოთნახსენები განმარტება ერთი შეხედვით თავის თავში
წინააღმდეგობას მოიცავს, თითქოს მოსახდენი და მოხდენილი ერთდროულად
არსებობენ. სიტყვა „actuality“-ის ლინგვისტური ანალიზით დგინდება, რომ
არისტოტელე ამ სიტყვაში გულისხმობს ორივეს: ენერგიას („მუშაობის პროცესში“) და
ენტელექიას („ბოლოში მყოფი“). ენტელექია არისტოტელეს შედგენილი სიტყვაა
ნიშნავს „სრულადყოფილ“ მდგომარეობაში ყოფნის გაგრძელებას, როდესაც
მოქმედება მიმართულია ამ მდგომარებაში დარჩენისკენ. ენერგია და ენტელექია
ორივე გამოიყენება როგორც „აქტივობა“, რაც დაბნეულობის მიზეზია, რამდენადაც
ენერგია ვთარგმნეთ როგორც „ქმედების პროცესი“, ხოლო ენტელექია როგორც
საბოლოო სახით წარმოდგინებული (გაწონასწორებული). თუკი ენტელექია
ნიშნავდა, რომ სხეულის ქმედება მიმართულია არსებულ მდგომარეობაში
დარჩენისკენ, ხოლო ენერგია მუშაობის პროცესში ყოფნას და ჩვენ ამ ორი სიტყვის
მნიშვნელობების გაერთიანებით აღვწერთ მოძრაობას, ცხადია ვღებულობთ
წინააღმდეგობას. ეს არის მიზეზი იმისა თუ რატომ მიიჩნევდა მკვლევართა ნაწილი
არისტოტელეს განმარტებას პარადოქსულად. თუმცა, დევიდ როსის კომენტარის
მიხედვით ენტელექია სრულყოფილ მდგომარეობაში ყოფნის გაგრძელებას კი არა,
არამედ ამ მდგომარების მიღწევას უნდა ნიშნავდეს. 3 უკვე ენერგია და ენტელექია
აღარ არიან ურთიერთგამომრიცხავნი და „აქტივობის“ მათით განმარტება აღარ
გვაძლევს წინააღმდეგობას, რამდენადაც ის უკვე ნიშნავს მუშაობის პროცესში
მყოფის, „სრულყოფილი მდგომარეობისკენ“ სწრაფვას. ენერგიის გადასვლა
ენტელექიაში. ყოველგვარი წინააღმდეგობების ასაცილებლად, ახლა უკვე საჭიროა
განვასხვავოთ აქტიური და პასიური პოტენციურობა. პასიურია პოტენციურობა
თოკზე დაკიდებული ბურთის მიწაზე დაცემისა, მაგრამ აქტიურია იმ შემთხვევაში
1
Aristotle. Physics. trans. by R. P. Hardie and R. K. Gaye. 2008, 12.
2
Sachs, Joe. "Aristotle: Motion and Its Place in Nature." Internet Encyclopedia of Philosophy.
       https://www.iep.utm.edu/aris-mot/#H6 (Accessed February 06, 2019).
3
Sachs, Joe. "Aristotle: Motion and Its Place in Nature." Internet Encyclopedia of Philosophy.
       https://www.iep.utm.edu/aris-mot/#H6 (Accessed February 06, 2019).
თუ თოკი გადაჭრილია და ბურთი მიწისკენ მიდის. როდესაც ვიძახით რომ მოძრაობა
არის „პოტენციალის აქტივობა“, იგულისხმება „აქტიური პოტენციალის“
რეალიზების პროცესი. აქედან უკვე ჩანს რომ არისტოტელესეული მოძრაობის
განმარტება განსხვავდება კლასიკური, დღეს გავრცელებული, მოძრაობის
(არისტოტელეს ტერმინოლოგიაში „locomotion“) განმარტებისგან. არისტოტელე
მოძრაობად მიიჩნევს ნებისმიერი სახის ცვლილებას (შესაძლებელია ამ განმარტების
თანამედროვე მოძრაობის გაგებაზე დაყვანაც, რასაც რეფერატის ბოლოს განვიხილავ).
სიტყვა აქტივობაში არ იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით მოქმედების
პროცესში ყოფნა, საგნის „მუშაობის პროცესში“ ნიშნავს უბრალოდ ყოფნას იმად რაც
არის საგანი. მაგალითად თევზი, რომელიც „აქტიურია“ არ არის აუცილებელი იყოს
მოძრაობის პროცესში, უბრალოდ უნდა აკეთებდეს იმას რაც თევზის ბუნებიდან
გამომდინარეობს, ანუ ზემოთხსენებული თევზი „სტატუსით“ აქტიური თევზია.
„აქტიური თევზობა“ კი ნიშნავს აწარმოებდეს მეტაბოლიზმს, იღებდეს გარემოს
ნაწილს და გამოყოფდეს საკუთარს გარემოში. თუ ვისაუბრებთ ქვის აქტიურობაზე,
ისიც არის „მუშაობის პროცესში“ იმით რომ არის ქვა, ის მიისწრაფვის სამყაროს
ცენტრისკენ, მაგრამ სამყაროს ცენტრში არსებული სხვა სხეულები (მიწა რომელიც
უკვე ცენტრშია თავმოყრილი) წინ ეღობებიან მას, თავის მხრივ, მიწაც აქტიურია
რადგან აბრკოლებს ქვას. მართალია ნახსენები ქვა ქმედების პროცესშია, მაგრამ ვერ
ვისაუბრებთ მის მოძრაობაზე, რადგან მისი პოტენციალი, იყოს სამყაროს ცენტრში,
პასიურია. საინტერესო იქნება განვიხილოთ ქმედება, რომელიც ცხადად არის
მოძრაობა და შევადაროთ იგი ზემოთ მოყვანილ მოძრაობის განმარტებას (ერთგვარი
წარმოსახვითი ექსპერიმენტი). განვიხილოთ ადამიანი რომელიც ოთახის ერთი
ბოლოდან, მეორე ბოლოში მიდის. სანამ ადამიანი მოძრაობას („locomotion“)
დაიწყებდა მას გააჩნდა პასიური პოტენციალი ყოფილიყო ოთახის მეორე ბოლოში.
როდესაც მან დაიწყო სიარული პასიური პოტენციალი მოძრაობის პროცესში
შეიცვალა აქტიურით. ახლა მას გააჩნია აქტიური პოტენციალი იყოს ოთახის მეორე
ბოლოში და ის არის ქმედების პროცესში, რომლის საბოლოო მიზანიც ოთახის მეორე
ბოლოში აღმოჩენაა. ხდება აქტიური პოტენციალის რეალიზება, ენერგია გადადის
ენტელექიაში, შესაბამისად ადამიანი მოძრაობს.
როგორც უკვე ვახსენე, არისტოტელე მოძრაობას მიიჩნევს ნებისმიერი სახის
ცვლილებად. თუმცა თავადვე აღნიშნავს რომ მოძრაობის ყველაზე გავრცელებული
ფორმაა გადატანითი მოძრაობა („locomotion“).4 სწორედ ამაზე იტყოდა დეკარტი რომ
არ შეიძლებამოძრაობა იყოს არაფერი გარდა სხეულის ერთი წერტილიდან მეორეში
გადასვლისა. ცხადია ეს განმარტება წრიულია, რადგან ერთ ადგილიდან
მეორეში გადასვლა მოძრაობასვე გულისხმობს. არისტოტელე გადატანით
მოძრაობაზე საუბრისას აუცილებლად მიიჩნევს სივრცის მნიშვნელობის შემოტანას,
რამდენადაც, ყოველი სხეული რაც არსებობს არსებობს სივრცეში (არარსებული
ობიექტი არსად არ არის), ხოლო გადატანითი მოძრაობა არის ცვლილება სივრცეში.

4
Aristotle. Physics. trans. by R. P. Hardie and R. K. Gaye. 2008, 34.
როდესაც ჭურჭლიდან ვასხამთ წყალს წყალი გადმოდის ქვემოთ (იცვლის ადგილს
სივრცეში) ხოლო მის ადგილს იკავებს ჰაერი.
რადგანაც ნებისმიერი მოძრაობა დაიყვანება გადატანით მოძრაობაზე და
მოძრაობის უმნიშვნელოვანეს ფორმად განვიხილავთ კინეტიკურ მოძრაობას,
ვისაუბრებ მის გამომწვევ მიზეზებზეც. არისტოტელეს თანახმად თითოეული
მოძრაობის შემთხვევას, იქნება ეს გამომდინარე მოძრავის ბუნებიდან თუ მის
საწინააღმდეგოდ, უნდა ჰყავდეს მამოძრავებელი.5 ნებისმიერი რამის მოძრაობა უნდა
გამოიწვიოს უკვე მოძრავმა სხეულმა (რაც არ არის თანამედროვე მეცნიერული
ინტერპრეტაციისგან მაინცდამაინც შორს). განვიხილავ გამარტივებულ მოდელს,
ბურთების მოძრაობას. სივრცეში სადაც დაფრინავენ ბურთები, შესაძლებელია ისინი
ერმანეთს დაეჯახონ, შესაბამისად, ისინი მაინც განაგრძობენ მოძრაობას
(განსხვავებულად მაგრამ მაინც) თუ ბურთი მეორე, უძრავს ბურთს დაეჯახება ის მას
მოძრაობაში მოიყვანს, თუმცა თუ შევხედავთ რომელიმე სხეულს, და გამოვიკვლევთ
თუ რამ გამოიწვია მისი მოძრაობა, გადავალთ სხვა ბურთზე, ამ ბურთის მოძრაობაც
სხვისი გამოწვეული უნდა იყოს. საბოლოოდ დავალთ საწყისი მოძრაობის
გამომწვევზე რომელიც აუცილებლად უნდა იყოს უძრავი (თუ ის იყო მოძრავი,
შესაბამისად სხვას უნდა გამოეწვია მისი მოძრაობა).

არისტოტელეს მოძრაობა თანამედროვე ჭრილში    

არისტოტელეს მიერ განმარტებულ მოძრაობას ხშირად ეწინააღმდეგებიან


სხვადასხვა მკვლევარები. მაგალითად რენე დეკარტი აღნიშნავს რომ მოძრაობა არაა
სხვა არაფერი თუ არა სხეულის ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლა და
გარკვეულწილად (თუ უარვყოფთ განმარტების ციკლურობას) ის მართალიცაა.
არისტოტელემ მოძრაობა აღწერა ნებისმიერი სახის ცვლილებად და დაყო
კატეგორიებად (ცვლილება რაოდენობაში, ცვლილება შემადგენლობაში, ცვლილება
სუბსტანციაში...). ვფიქრობ რომ, ნებისმიერი სახის ცვლილება მართლაც დაიყვანება
მოძრაობის თანამედროვე ინტერპრეტაციაზე და მაგალითად განვიხილავ ყინულის
დნობის პროცესს (ამ მაგალითზე კარგად ჩანს მამოძრავებლის თეორიის ერთგვარი
იდეაც). თუკი ყინულს მოვათავსებდით სამყაროსგან სრულ იზოლაციაში ის
იქნებოდა უცვლელი, მაგრამ დავუშვათ ჩვენ მას ვათბობთ. ამ შემთხვევაში ყინულის
მყარი შემადგენლობა იშლება, მას ძვრება შემადგენელი პატარა ნაწილები და წყდება
მის სტრუქტურას. ისინი უკვე სხვა სუბსტანციაში მოძრაობენ (მოწყვეტის პროცესიც
ცალსახად მოძრაობაა, ცვლილება სივრცეში). ვაჩვენეთ რომ ამ შემთხვევაში
ცვლილება (არისტოტელესეული მოძრაობა) მართლაც დაიყვანება კლასიკურ
5
 Istvan Bodnar, "Aristotle's Natural Philosophy," Stanford Encyclopedia of Philosophy, January 08,      
    2018, https://plato.stanford.edu/entries/aristotle-natphil/#MoveUnmoMove (Accessed February       
   07, 2019).
მოძრაობაზე („გადატანით მოძრაობაზე“). ახლა გავითვალისწინოთ არისტოტელეს
მამოძრავებლების თეორია. ამის თანახმად რაღაცას უნდა გამოეწვია ამ ყინულის
ნაწილების ამოძრავება. ესაა სითბური ენერგია, რომელიც გარემოს უფრო სწრაფი
ნაწილაკების (არ არის აუცილებელი ესენი იყოს მასიური ნაწილაკები, სინათლის
მინათებაც იგივე შედეგს მოგვცემს, მაგრამ რადგან სინათლეც მოძრავია არ ვცდებით
არისტოტელეს იდეას) დაჯახების შედეგად გადაეცა ყინულის ნაწილაკებს.
თავდაპირველად, როდესაც გვქონდა იზოლირებული ყინულის კუბი, მას ჰქონდა
გადნობის პოტენციალი (იყო შესაძლებელი დამდნარიყო), მაგრამ ეს პოტენციალი
იყო პასიური. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ყინულის გათბობა, დაიწყო მისი
სუბსტანციის ცვლილება (ერთგვარი, არისტოტელესეული, მოძრაობის სახე), ანუ
მისი პოტენციალი ყოფილიყო გამდნარ მდგომარეობაში, გახდა აქტიური.
საბოლოოდ, გადნობის პროცესში მყოფმა ყინულმა „მიაღწია“ ენტელექიას, როდესაც
ის მოვიდა გათბობის პირობებში, სრულადყოფილ, საბოლოო მდგომარეობაში.
გაწონასწორდა გარემოსთან. ზემოთთქმულის მიუხედავად, ვერ ვიტყვი რომ
თანამედროვე გააზრებით „უძრავი მამოძრავებლის თეორია“ სამართლიანია. იდეა,
რომ მოძრაობის უკან აუცილებლად უნდა იყოს ერთი უძრავი მამოძრავებელი
ეწინააღმდეგება თანამედროვე, კლასიკური ფიზიკის კანონებს. მაგალითად
განვიხილოთ ეტაპი, როდესაც უძრავმა მამოძრავებელმა მოძრაობა დააწყებინა
პირველ სხეულ(ებ)ს. თანამედროვე და არისტოტელესეული გაგებით მას უნდა
ემოქმედა ამ სხეულზე გარკვეული ძალით, რათა მოეყვანა ის მოძრაობაში,
შესაბამისად მეორე სხეულიც იმოქმედებდა მამოძრავებელზე ძალით და მასაც
დააწყებინებდა მოძრაობას (ნიუტონის მესამე კანონის თანახმად). უკეთ
წარმოსაჩენად განვიხილავ იმის მიზეზს თუ რატომაც შეიძლებდა მიჩნეულიყო ეს
თეორია სწორად. როდესაც ბურთს ხელს ვუშვებთ ის ეცემა მიწას. ანუ დედამიწას
ბურთი მოძრაობაში მოჰყავს. არ არის გასაკვირი დედამიწა უძრავად მივიჩნიოთ (და
უმეტეს შემთხვევებში მართლაც სისულელე იქნებოდა არ გვექნა ასე), მაგრამ
რეალურად, ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც, დედამიწაც იწყებს მოძრაობას.
ზემოთ განხილულის თანახმად, მოძრაობა იყო ენერგიის ენტელექიაში გადასვლა,
სადაც ენტელექია განვმარტეთ როგორც სრულადყოფილი მდგომარეობის მიღწევა.
სწრაფვა მდგომარეობისკენ, რომლის შენარჩუნებასაც სხეული შეეცდება. ზემოთ
მოყვანილმა განმარტებებმა საშუალება მოგვცეს უკეთ გაგვეანალიზებინა
არისტოტელესეული მოძრაობა, თუმცა ამ განმარტებებით ხელმძღვანელობა არ
აღმოჩნდება საკმარისი თანამედროვე მეცნიერული მსჯელობისას. მაგალითისთვის
განვიხილოთ „არისტოტელეს მოძრაობის კანონები“. არ გვექნება მოძრაობა, თუ რაიმე
არ მოიყვანს მას მოძრაობაში, თუ არ ვიმოქმედებთ სამოძრავებელ სხეულზე.6 რაც
იდეურად ძალიან ახლოს არის ნიუტონის მეორე კანონთან (სხეული მოძრაობს
წრფივად და თანაბრად თუ მასზე მოქმედ ძალათა ტოლქმედი არის ნულის ტოლი).
არისტოტელს განმარტება საკმაოდ კარგად ესადაგება დღევანდელ მოძრაობას, უკეთ
6
 "Aristotle's Laws of Motion." https://web.williams.edu/HistSci/curriculum/224/aristotle.html
(Accessed February 07, 2019)
რომ წარმოვაჩინოთ შესაბიმისობა ზემოთ მოყვანილი განმარტებასა და დღევანდელ
ინტერპრეტაციას შორის მინდა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს სხეული იყოს
„მუშაობის პროცესში“ (ქონდეს ენერგია). თუ მივუბრუნდებით ნიუტონის კანონს,
სხეული შეიძლება მოძრაობდეს, მაგრამ მასზე არ მოქმედებდეს ძალები. ამ
შემთხვევაშიც, არისტოტელეს თანახმად, სხეული არის ენტელექიაში, რადგან ის
არის წონასწორობაში, მისი ქმედება მიმართულია ამავ მდგომარეობაში დარჩენისკენ,
მაგრამ დავუშვათ სხეული თავიდან გაჩერებული იყო და ჩვენ დავაწყებინეთ
მოძრაობა. მაშინ აუცილებლად იყო მომენტი როდესაც სხეული იცვლიდა სიჩქარეს,
ანუ, არისტოტელეს თანახმად, ენერგია გადადიოდა ენტელექიაში, შესაბამისად
სხეული უკვე მოძრაობის პროცესში იყო. ჩემი აზრით, თუ სხეულის ენერგიას
(„მუშაობის პროცესს“) დავუკავშირებთ არა მხოლოდ უშუალოდ სხეულის მიერ
გარკვეული ქმედების პროცესს (აქ, თუნდაც უბრალოდ გადატანით მოძრაობას),
არამედ იმ პროცესსაც, როდესაც სხეული იცვლიდა (იძენდა) სიჩქარეს, ენერგიის
ენტელექიაში გადასვლით მოძრაობის განმარტება ცალსახად დაუკავშირდება
ნიუტონის მეორე კანონსაც.
რეფერატის მიწურულს, მინდა უკვე სხვა კუთხით განვიხილო
არისტოტელესეული მოძრაობის თანხვედრა თანამედროვე ფიზიკასთან. გავიმეორებ,
რომ არისტოტელე მოძრაობას აღიქვამდა როგორც ნებისმიერი სახის ცვლილებას და
აღვნიშნავ რომ სავსებით სამართლიანია მოძრაობის ასეთი აღქმა, რამდენადაც
ნებისმიერი სახის ცვლილების უკან დგას გადატანითი მოძრაობა (დეკარტის
კრიტიკის საფუძველი). ყინულის დნობის მაგალითზე (სადაც იცვლებოდა ასევე
ტემპერატურაც) უკეთ გამოჩნდა თუ როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ნებისმიერ
ცვლილებას მოძრაობა. ტემპერატურის ცვლილებაც გადატანით მოძრაობას
უკავშირდება, რადგან ტემპერატურა თვითონვე სხეულის ნაწილაკების მოძრაობის
მახასიათბელი სიდიდეა. ახლა კი განვიხილოთ ოდნავ უფრო აბსტრაქტული
„ცვლილებები“ და მამოძრავებლის თეორია. პირველ რიგში აღვწერ წარმოსახვით
ექსპერიმენტს. დღევანდელ ფიზიკაში ვიცით რამდენიმე ურთიერთქმედების ტიპი
რომლის ერთ-ერთი მაგალითიცაა გრავიტაციული ურთიერთქმედება (დედამიწა
იზიდავს მასიურ სხეულებს). განვიხილოთ ორი მასიური სხეული. ნიუტონის
უნივერსალური მიზიდულობის თეორიის თანახმად მათ ერთმანეთი უნდა
მიიზიდონ და ერთმანეთს დაეჯახონ და ასეც მოხდება, მაგრამ საინტერესოა, რომ ამ
მაგალითზე, ერთი შეხედვით, არისტოტელეს იდეა, რომ ყოველ მოძრაობას იწვევს
სხვა მოძრავი რამ, არასწორი ჩანს, ორი გაჩერებული სხეული ერთმანეთს აწყებინებს
მოძრაობას. სანამ ავხსნიდე თუ რატომ აღმოჩნდა არისტოტელეს ეს თეორია სწორი
ასეთ რამეზე დავფიქრდეთ და გავამახვილოთ ყურადღება: ეს ორი ბურთი
რომლებმაც ერთმანეთი უნდა მიიზიდონ, როგორ „ხვდებიან“ ერთმანეთის
არსებობის შესახებ, ან მასიური ობიექტების მაგივრად რომ მუხტები გვქონოდა
როგორ „მიხვდებოდენ“ ისინი ერთმანეთი განეზიდათ თუ მიეზიდათ? კვანტური
ფიზიკის განვითარებასთან ერთად შემუშავდა თეორია, რომ ნებისმიერი ტიპის
ურთიერთქმედებას თან ახლავს გარკვეული ველი, რომელსაც თითოეული ობიექტი
ქმნის, ხოლო ინფორმაცია (ამ ველის არსებობის შესახებ) ორ სხვადასხვა ობიექტს
შორის მიმოიცვლება სპეციალური „მედიუმებით“ (ერთმანეთში ცვლიან „ფოტონებს“,
ელემენტარულ ნაწილაკებს). როგორც აღმოჩნდა ის ინფორმაცია რომ ერთმანეთთან
უნდა იურთიერთქმედონ, სინათლის სიჩქარით ვრცელდება და არ არის
მომენტალური. ჩვენთვის ეს საინტერესოა იმით, რომ შემთხვევა, რომელშიც ერთი
შეხედვით მოძრაობა არ იყო მოძრაობის გამომწვევი, აიხსნა ელემენტარულ დონეზე
და ცხადად გამოჩნდა რომ ამ შემთხვევაშიც, ორი სხეულის მოძრაობის დაწყებაზე
პასუხისმგებელი ისევ მოძრავი ობიექტია (ფოტონები), რომელიც შეიძლება
პირდაპირი მნიშვნელობით სიჩქარეს არ ანიჭებს დაკვირვების სხეულს, მაგრამ არის
ამ სიჩქარის მინიჭების მიზეზი. ახლა უკეთ ჩანს თუ რატომ არის არისტოტელეს
მამოძრავებლის თეორია სწორი და კიდევ უფრო საინტერესო და რომ ნებისმიერი
ცვლილების უკან დგას მექანიკური, გადატანითი მოძრაობა.

ბიბლიოგრაფია:
Aristotle. Physics. Trans. R. P. Hardie, and R. K. Gaye. E-book. 2008.
http://www.documentacatholicaomnia.eu/03d/-384_-322,_Aristoteles,_02_Physics,_EN.pdf
„Aristotle's Laws of Motion.“ web.williams.edu.                                                                             
   https://web.williams.edu/HistSci/curriculum/224/aristotle.html
Bodnar, Istvan. "Aristotle's Natural Philosophy." plato.stanford.edu. 2006.                                  
   https://plato.stanford.edu/entries/aristotle-natphil/#Moti
Sachs, Joe. "Aristotle: Motion and its Place in Nature." iep.utm.edu.                                             
   https://www.iep.utm.edu/aris-mot/#H6

You might also like