You are on page 1of 3

გვანცა ჩანტლაძე

მირჩე ელიადე

მითის ასპექტები 1-10 გვერდები (სამწუხაროდ სილაბუსში მითითებული გვერდები


ვერ მოვიძიე და მხოლოდ 10გვერდი დავამუშავე).

მითი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გადმოცემას,თქმულებას.მითები კაცობრიობის


ისტორიას კვალ და კვალ დაჰყვება.მიუხედავად იმისა,რომ ისინი არ არის
დაზუსტებული და ხშირად რეალობას მოწყვეტილია მათი შინაარსი,ადამიანები
მითებს არ ივიწყებენ ,რადგან,ჩემი აზრით,მათში შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი
ყოველდღიური ცხოვრება,ადამიანური პროლემები და ბევრი ისეთი,რამ ,რაც
იმდენად რეალურია,რამდენად ფანტასტიკურიც მითების სიუჟეტებია.

მირჩა ელიადე,თავის წიგნში „მითის ასპექტები’’ ,აღნიშნავს,რომ ანტიკურმა სამყარომ


მითს გამოაცალა,თავისი რელიგიური და მეტაფიზიკური მნიშვნელობა.ჰომეროსი
გვთავაზობდა ღმერთების ერთმანეთთან,თუ ჩვეულებრივ მოკვდავებთან
დიალოგებს,თუმცა მიუხედავად იმისა,რომ ჰომეროსმა „გადაასხვაფერა’’ მითის იმ
დროინდელი თვისება,მან ის მოარგო ადამიანის ცხოვრების აზრს,ლოგოსს და
გადმოგვცა ისე,რომ დღეს მისი ნაწარმოებები არის კლასიკის ერთ-ერთი წამყვანი
რგოლი.

მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით ცივილიზაციის განვითარება ბევრად


დახვეწილია და შესაბამისად ადამიანის აზროვნებაც არის ისეთი,რომ მითებით აღარ
იცხვოვროს,მირჩე ელიადე გვთავაზობს რამდენიმე მაგალითს კულტებზე
,რომლებიც მითებს ემყარება.Cargo cults-ის ქცევების გასააზრებლად,ჩვენ მითები
დაგვეხმარებოდაო ,როგორც ილეადე აღნიშნავს.“კარგო’’ კულტი არის სოცალურ-
რელიგიური მოძრაობა,რომელშიც მთავარი ადგილი უკავია ღვთიური არსებისგან
მიღებული ტვირთის რწმენა,მათ სჯერათ,რომ მიცვალებულები მობრუნდებიან
მათკენ დატვირთულები სურსათ-სანოვაგით.და სწორედ ამიტომ,ამ კულტის
მიმდევართა უმეტესობას იმიტომ სურს,რომ აიგოს დიდი სუპერმარკეტები
,მიცვალებულთა მიერ ჩამოტანილი პროდუქტების განსალაგებლად. ამ მითში
გამოიხატება ზოგადად კაცობრიობის ხედვა,რომ იქნება დასასრული,იქნება ახლის
დასაწყისი და ოქროს ხანა ,სადაც ადამიანები უზრუნველად იცხოვრებენ.კონგოში
მომხდარი ფაქტი მოოჰყავს ელიადეს,როცა 1960 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა
გამოაცხადა,მოსახლეობის ნაწილმა სახურავები ახადა სახლს,რადგან მათ ახალია
აყვავების ხანად ენიშნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და შესაამისად სურსათ-
სანოვაგით დატვირთულ მიცვალებულებს ელოდნენ.მირჩე ელიადე აღნიშნავს,რომ
ჩვენთვის მთავარია ამ უცნაური მოვლენების არსს ჩავწვდეთ და ისე დავიწყოთ მათი
შეფასება.და რა გვეხმარება მის არსში ჩასაწვდომად? ის ,რაზეც დგას მთელი ეს
ქმედება-მითი.

რაც შეეხება იმ საკითხს,რომ მითის მთავარი აზრი გავიგოთ თავის სოციალრ-


რელიგიურ ასპექტში,ელიადე გვირჩევს არქაული მითებიდან დავიწყოთ
შესწავლა,რათა გავიგოთ რეალურად რა არის მითი,რომელიც შექმნა ძველმა
აზროვნებამ და არა მითი ,რომელმაც ტრანსფორმაცია განცადა რელიგიური თუ
ლიტერატურული,დაიხვეწა და ა.შ.

მირჩე ელიადე გვაძლევს თავისებურ გაგებას მითის-მისი აზრით მითი საკრალურ


ამბავს მოგვითხრობს ის აღწერს „საწყისთა’’ საარაკო დროის მოვლენას.სხვანაირად
მითი მოგვითხრობს იმის შესახებ თუ ზებუნებრივი მითოლოგიური არსებობების
მიერ,როგორ გახდა რეალობა ისეთი,როგორიც ახლა არის.რაც არ უნდა იყოს ყველა
მითი იწყება დასაწყისით,როგორ შეიქმნა ,რატომ შეიქმნა და ა.შ.

დღეს ,რომ დავიაროთ მთელი დედამიწა ძალიან ბევრ ადგილზე აღმოვაჩენთ


დღესასწაულებს,საზოგადოდ გამეფებულ ჩვევებს,რომლებიც ადგილობრივ
მოსახლეობას განასხვავებს დანარჩენებისგან და,როდესაც კითხვას დავსვამთ ,თუ
რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა გვპასუხობენ,რომ წინაპრებისგან ასე
შემოგვრჩა,ისინი ასე იქცეოდნე ,მითის მიხედვით ასე ხდება და სხვა მრავალი
,რომელსაც საბოლოოდ მივყავართ მითებამდე.მირჩე ელიადეს მოჰყავს აქვე
მაგალითი,რომ როცა ახალი გვინეის კაის ტომი აცხადებდა უარს ცხოვრებისა და
შრომის ყაიდის შეცვლაზე ,შემდეგ მიზეზს ასახელებდა-„ასე იქცეოდნენ ნემუები და
ჩვენც ასე ვიქცევით’’.მგოსანი ნავაჰო კი ერთ რიტუალზე ასე პასუხობდა :’’იმიტომ
,რომ სულ პირველად ასე მოიქცა წმინდა ხალხი’’.ინდური თეოლოგია კი აბობს-
„ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ ,რასაც ღვთაებები აკეთებდნენ საწყის დროში’’.

You might also like