You are on page 1of 2

ქ. თბილისი 28.12.

2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა №10598/2/2020

მომჩივანი: შპს ე (ს/ნ )


მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, ზ.


ძნელაშვილის (სხდომის თავმჯდომარე), მ. ადეიშვილის, დ. გაბლიშვილის, შ. გვენეტაძის, შ.
კომლაძის, დ. ლაშხიას, დ. მოლოდინის, დ. რუხაძის, გ. ფერაძის, შემადგენლობით, 28.12.2020
წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ე-ს 15.06.2020 წელს რეგისტრირებულ
საჩივარზე (რეგისტრაციის №10598/2/2020).

დავის საგანი:
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი
დანაკლისი საქონლის მიწოდებად განხილვა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.03.2020 წლის №086-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 28.05.2020 წლის №13966 ბრძანება.

დარიცხული თანხა: 323 284 ლარი.


მათ შორის:
გადასახადი: 176 088
დღგ - 81 641
მოგების გადასახადი - 94 447
ჯარიმა - 88 044
საურავი - 59 152

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები


აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 5.03.2020 წლის
აქტის მიხედვით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.11.2017 წლის №31842
ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების
ინვენტარიზაცია. გამოვლინდა 535 200 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-
მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. შედგენილია საგადასახადო
სამართალდარღვევის 18.03.2017 წლის №CB861401 ოქმი, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა
ხელზე იმავე დღეს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 983 მუხლის
მე-2 ნაწილის, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა
გათვალისწინებით დანაკლისი დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო, სასაქონლო-

1
მატერიალური ფასეულობების მიწოდებაზე გაანგარიშდა შესაბამისი დღგ. გადასახადის
გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო
კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის
დეპარტამენტის 10.03.2020 წლის №086-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა
შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 28.05.2020 წლის №13966 ბრძანებით საჩივარი არ
დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ
დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭო


მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ
საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი
ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე
გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის
გაფორმდა 3.11.2020 წლის №ა350-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი. შეთანხმების აქტის 3.3
პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების
შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2020 წლის 23 ივნისის მდგომარეობით
გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა,
საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა
177 000 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საგადასახადო დავალიანებაზე
გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს
განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის


პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;


2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში
(თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის
ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

You might also like