You are on page 1of 2

mcire biznesis statusis

sertifikati
# 011 - 10124

sertifikatiT dasturdeba, rom


fizikur pirs: marina tiurina
piradi nomeri: 345650672
damxmare saganmanaTleblo saqmianobebi, bavSvTa dRiuri movlis saqmianobebi,
sxvadasxva kursebi

(saqmianobis saxe)

miniWebuli aqvs

mcire biznesis statusi

sertifikatis gacemis TariRi 23 ivnisi 2022 weli

mcire biznesis statusi miniWebulia 01 ivlisi 2022 weli

Semosavlebis samsaxuris momsaxurebis departamentis


ufrosi/moadgile

ID 252429

2959519
2959519
ინფორმაცია მცირე ბიზნესის შესახებ

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-ით. ხოლო თუ მისი შემოსავალი გადააჭარბებს 500
000 ლარს. იგი დაიბეგრება 3%-ით გადაჭარბების დაფიქსირების თვის დასაწყისიდან მიმდინარე წლის დასრულებამდე. ამასთან,
მომდევნო კალენდარული წლიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი კვლავ იბეგრება 1%-ით. თუ
იგი გადააჭარბებს 500 000 ლარიან ზღვარს.
500 000 ლარზე გადაჭარბების მიუხედავად პირს მცირე ბიზნესის სტატუსი უნარჩუნდება 2 კალენდარული წლის განმავლობაში.
მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ
პირს.
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სპეციალური
დაბეგვრის რეჟიმით დაიბეგრება პირის დასაბეგრი შემოსავალი დღგ-ის გარეშე.
მცირე ბიზნესის სტატუი პირს ენიჭება საგადასახადო ორგანოსთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების თაობაზე
განცხადებით მიმართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და პირი სტატუსის მქონედ ითვლება აღნიშნული
თარიღიდან.
თუ პირს 2018 წლის 1 ივლისამდე უკვე მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და არ მოითხოვა მისი გაუქმება, იგი ამავე
სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
აწარმოოს აღრიცხვის სპეცუიალური ჟურნალი;
საქონლის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას გამოიყენოს სასაქონლო ზედნადები;
საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლები აღრიცხოს
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით;
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ მიღებულ იმ შემოსავალზე, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით,
დეკლარაციის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება საანაგარიშო წლის მომდევნო წლის პირველ აპრილამდე.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად გადახდილი 6000 ლარამდე
ხელფასი გადახდის წყაროსთან არ იბეგრება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
იგი ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა და მას მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭა იმავე კალენდარული წლის
განმავლობაში;
მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავალი 50 000 ლარს არ აჭარბებს;

სხვა შემთხვევაში, მიღებული მომსახურების ანაზღაურებისას ან ხელფასის გაცემისას, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს
ევალება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირს ეკრძალება:


საქმიანობა, რომელიც საჭიროებს ლიცენზირებას ან ნებართვას.
სავალუტო ოპერაციების განხორციელებას.
სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო(მათ შორის, საგადასახადო
კონსულტანტთა) საქმიანობა.
სათამაშო ბიზნესი.
პერსონალით უზრუნველყოფა.
აქციზური საქონლის წარმოება.
მცირე ბიზნესის სტატუსის მიუხედავად, მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ
ჩაითვლება და სპეციალური რეჟიმით არ დაიბეგრება შემდეგი საქმიანობებიდან მიღებული შერმოსავლები:
ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა.
სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი.
სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები.
ჩუქება.
უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების ან ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მღებული ნამეტი შემოსავალი.
მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი
დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი.
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი
როიალტის სახით მიღებული შემოსავალი
ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი
პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

მცირე ბიზნესის სტატუსი უქმდება თუ:


პირის ერთობლივმა შემოსავალმა 2 კალენდარული წლის მიხედვით, თითოეული კალენდარული წლის განმავლობაში 500 000
ლარს გადააჭარბა;
პირმა ამ მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს კალენდარული წლის დასრულებამდე მიმართა.
შენიშვნა: სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან.

პირი ახორციელებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის განსაზღვრულ აკრძალულ საქმიანობას.
პირი კალენდარული წლის განმავლობაში არანაკლებ 3-ჯერ დაჯარიმდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების
წესების დარღვევისათვის.
შენიშვნა: სტატუსი გაუქმებულად ითვლება კალენდარული წლის დასაწყისიდან.

მარეგულირებელი აქტები:

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის დადგებილი დაბეგვრის პირობები განისაზღვრება საქართველოს
საგადასახადო კოდექსის XII თავით.
სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების წესი რეგულირდება 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით.
საქმიანობები, რომლის განხორციელების შემთხვევაში არ შეიძლება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება, აგრეთვე
შემოსავლის სახეები, რომელიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
2010 წლის 29 დეკემბრის N415 დადგენილებით.

You might also like