You are on page 1of 9

საოპერაციო პროცესი

ნაწილი 1. შიდა საოპერაციო პროცესი

საოპერაციო სამსახური პოლისისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების დამზადების


მოთხოვნას იღებს გაყიდვების დეპარტამენტისა ან /და ანდერაიტინგის სამსახურისგან.

არასტანდარტული დაზღვევის შემთხვევაში:

შეტყობინება იგზავნება საოპერაციო სამსახურის საერთო ელექტრონულ მეილზე


-Operations@nvi.ge . აღნიშნულ მეილს იღებს ყველა მენეჯერი და პოლისის
ადმინისტრირების პროცესს იწყებს თვისუფალი მენეჯერი, რომელიც პოლისის შემკვეთ
მენეჯერს უდასტურებს მოთხოვნის მიღებას და სრულად წარმოდგენილი დოკუმენტების
საფუძველზე იწყებს პოლისის პროგრამულ ადმინისტრირებას. დასრულების შემდეგ
უდასტურებს, რომ პოლისი მზადაა გასაცემად.

პოლისის დამზადების მოთხოვნა საოპერაციო დეპატრტამენტს ეგზავნება შემდეგი სახით:

ელექტრონული შეტყობინების subject-ში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ტექსტი-


შეკვეთა- კლიენტის სახელი და გვარი; მიბმული უნდა იყოს პოლისის
ადმინისტრირებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი.

სტანდარტული დაზღვევის შემთხვევაში:

გაყიდვების მენეჯერი სპეციალურ პროგრამაში Mynvi.ge ატვირთავს დაზღვევისთვის საჭირო


დოკუმენტებს, გაიდლაინის მიხედვით , პოლისი ფორმირდება ავტომატურად. შემდეგ
საოპერაციო გადაამოწმებს მონაცემების სისწორეს და დაადასტურებს ავტირიზაციის გზით.
აღნიშნული პროცესის შემდეგ სეილი შეძლებს სმს-ვერიფიკაციით დაადასტურებინოს
კლიენტს და სმს-ით მისული კოდის შეყვანის შემდეგ ფორმირდება საბეჭდი ვერსია, მათ
შორის კლიენტს ეგზავნება მეილზე და სმს-ად პდფ-ის ლინკი. კლიენტს რჩემა მხოლოდ
გადაიხადოს პრემია, პოლისი გააქტიურდება ბუღალტერიის მიერ ან საგადახდო სისტემის
მიერ ჩარიცხვის გააქტიურებით.
არასამედიცინო დაზღვევისთვის შემთხვრვაში საჭირო დოკუმენტაცია:

ავტო დაზღვევა ( ფიზიკური პირი)

 დამზღვევის პირადობის დამადასტურებელი დამოწმებული მომწობა, შემდეგი


ტექსტით: „ასლი დედანთან სწორია“, იდენტიფიცირების თარიღი, მენეჯერის სახელი
და გვარი გარკვევით;
 დაზღვეული საგნის/ობიექტის მფლობელის პირადობის დამადასტრებელი
დამოწმებული მოწმობა;
 ავტომობილის ტექ.პაპსორტი;
 დამზღვევისა და უფლებამოსილი პირის ვადიანი მართვის მოწმობა;
 ლიზინგის საკუთრებაში არსებული ან მესამე პირის ქონების დაზღვევის
შემთხვევაში თანხმობის წერილი;
 სრულად შევსებული განაცხადის ფორმა;
 არასტანდარტული დაზღვევის შემთხვევაში ანდერაიტერის თანხმობა;
 არარეზიდენტი პირის დაზღვევის შემთხვევაში PEP/KYC კითხვარები, AML
სამსახურის თანხმობა;
 დაზღვეული ავტომობილის ფოტოები (გაიდლაინის მიხედვით)

ავტო დაზღვევა ( იურიდიული პირი)

 დამზღვევი იურიდული პირის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;


 დირექტორისა და მფლობელის დამოწმებული პირადობის დამდადასტურებელი
მოწმობები , შემდეგი ტექსტით „ასლი დედანთან სწორია“, იდენტიფიცირების
თარიღი, მენეჯერის სახელი და გვარი გარკვევით.
 ავტომობილის ტექ.პაპსორტი;
 უფლებამოსილი პირის ვადიანი მართვის მოწმობა;
 ლიზინგის საკუთრებაში არსებული ან მესამე პირის ქონების დაზღვევის
შემთხვევაში თანხმობის წერილი;
 სრულად შევსებული განაცხადის ფორმა;
 არასტანდარტული დაზღვევის შემთხვევაში ანდერაიტერის თანხმობა;
 არარეზიდენტი პირის დაზღვევის შემთხვევაში PEP/KYC კითხვარები, AML სამსახურის
თანხმობა;
 დაზღვეული ავტომობილის ფოტოები (გაიდლაინის მიხედვით);

სხვა არასამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისთვის საჭირო დოკუმენტაცია:


(ქონება, ტვირთები, პასუხისმგებლობა)
 დამზღვევი იურიდული პირის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
 დირექტორისა და მფლობელის დამოწმებული პირადობის დამდადასტურებელი
მოწმობები , შემდეგი ტექსტით „ასლი დედანთან სწორია“, იდენტიფიცირების
თარიღი, მენეჯერის სახელი და გვარი გარკვევით.
 სრულად შევსებული განაცხადის ფორმა;
 არასტანდარტული დაზღვევის შემთხვევაში ანდერაიტერის თანხმობა;
 დაზღვეული ქონების ჩამონათალი (საჭიროების შემთხვევაში);
 დაზღვეული ობიქეტის ფოტოსურათები (გაიდლაინის მიხედვით);
 არარეზიდენტი ორგანიზაციის დაზღვევის შემთხვევაში PEP/KYC კითხვარები, AML
სამსახურის თანხმობა;

პოლისების რეგისტრაციამდე გათვალისწინებული იქნას მოთხოვნის თანმიმდევრობა.


გარდა გამონაკლისი შემთვევებისა, რომელიც ინდივიდუალურად თანხმდება საოპერაციო
სამსახურის უფროსთან.

პოლისის პროგრამული ადმინისტრირების შემდეგ პოლისს ებმება გამყიდველი მენეჯერი


შესაბამისი იერარქიით. არასტანდარტული საკომისიოს შემთხვევაში საჭიროა
უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი განაცხადის სპეცალირი ფორმა.

(იხ. არასტანდარტული საკომისიოს განაცხადის ფორმა)


საოპერაციო მენეჯერმა სრულად უნდა გასცეს დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაცია და
გაუწიოს მონიტორინგი ყველა ხელმოწერილი პირის დაბრუნებას.

დოკუმენტთბრუნვასთან დაკავშრებით მუდმივად უნდა განაახლოს ინფორმაცია შესაბამის


ბორდეროში. ხოლო სადაზღვევო პოლისთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი,
დასკანერების შემდეგ, სრულად აიტვირთოს პროგრამაში. მატერიალური სახით კი
განათავსოს ერთფაილად შესაბამის ბაინდერში. სახეობების მიხედვით , ქორონოლოგიურად.
იმ შემთხვევაში თუ თვის ჭრილში გაცემულ რომელიმე პოლისზე არ დაფიქსირდება
კლიენტის ხელმოწერა ან მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულად არ იქნება წარმოდგენილი
პოლისი წაიშლება ბაზიდან.

სადაზღვევო პოლისებში ცვლილების ასახვა

სადაზღვევო პოლისში ცვლილება აისახება საოპერაციო მენეჯერი მიერ, რომელსაც


მოთხოვნა ეგზავნება საოპერაციო სამსახურის საერთო მეილზე - Operations@nvi.ge ,
ცვლილების დოკუმენტი იგზავნება ოფის მენეჯერის ან გაყიდვების სამსახურის მიერ. ოფის
მენეჯერთან შემოსული დოკუმენტი უნდა იყოს ვიზირებლი უფლებამოსილი პირის მიერ,
უნდა ფიქსირდებოდეს შემოსვლის თარიღი და განცხადების ნომერი. თუ ცვლილების
დოკუმენტს აგზავნის გაყიდვების მენეჯერი, აღნიშნული დოკუმენტი უნდა იყოს
ელექტრონულად ვერიფიკაციირებული და გააჩნდეს იურიდიული ძალა.

პროგრამულ კომპლექსში ცვლილება აისახება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.


პოლისზე ეთითება ცვლილების შინაარსი და დოკუმენტი იტვირთება კონკრეტულ
პოლისზე. საოპერაციო მენეჯერი ცვლილებასთან (დამატება,გაუქმება,კორექტირება)
დაკავშირებულ დოკუმენტებს აღროცხავს შესაბამის რეესტრში, ქრონოლოგიურად.

საოპერაციო მენეჯერი შინაარსობრივი ან ტექნიკური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში


დოკუმენტს შეუსრულებლად უბრუნებს ოფის მენეჯერს ან გაყიდვების სამსახურს.

ტენდერების რეგისტრაცია
ტენდერში მონაწილეობა ხდება საოპერაციო სამსახურისგან დამოუკიდებლად. პირობების
შთანხმებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ხელმოწერილი ხელშეკრულება, AML
სამსახურის დასტური და საჭირო დანართები იგზავნება საოპერაციო სამსახურში, რის
შემდეგაც იწყება პროგრამული ადმინისტრირების პროცესი. ოპერაციის დასრულების
შემდეგ იბეჭდება პოლისები, ხელს აწერს უფლებამსილი პირი და აგზავნის დაზღვეულ
ორგანოზაციაში, პოლისების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში.

ოპერაციის შემსრულებელი მენეჯერი მონიტორინგს უწევს პოლისების გაცემისა და


დაბრუნების პროცესს. ინფორმაცია აისახება სპეციალურ ბორდეროში. ხელმოწერილი
პირების დაბრუნების შემდეგ პოლისები ინახება ერთფაილად, შესაბამის ბაინდერში.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნილი


ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, თანდართული დოკუმენტაციით, იგზგავნება
ანდერაიტინგის სამსახურის მიერ.

სალაროსთან დაკავშირებული საკითხები (დეტალურად უნდა გაწეროს ბუღალტერიამ)

საოპერაციო მენეჯერი ითავსებს მოლარეს ფუქნციასაც. ის მუშაობს შესაბამის მოდულში და


უზრუნველყოფს მიღებული თანხების სწორად ასახვას პოლისებზე, წინასწარ გაწერილი
წესებისა და პირობების შესაბამისად. შემსრულებელი მოლარე-ოპერატორი ბეჭდავს თანხის
მიღებასთან ან გაცემასთან დაკავშირებულ ორდერებს, კლიენტს ხელმოწერით
ადასტურებინებს ოპერაციის შინაარსსა და თანხის ოდენობას, თავადაც ადასტურებს
ოპერაციას და დოკუმენტის საჭირო ნაწილს ინახავს ბურალტერიასთან წარსადგენად.
ყოველი დღის ბოლოს ადარებს პროგრამისა და აპარატის ნაშთებს და ხურავს სალაროს.
გადახდებისა და ვადაგადაცილების კონტროლი (ფიზიკური პირები)

თვის ჭრილში გაცემულ ყველა პოლისზე პირველი გადახდა უნდა განხორციელდეს


არაუგვიანეს მომდევნ თვის 5 რიცხვისა. წინაარდეგ შემთხვევაში პოლისი ვერ გააქტიურდება
და გაუქმდება ხელმოწერის თარიღით.

საოპერაციო სამსახური ყოველდღიურად აკონტროლებს ბაზაში არსებულ აქტიურ


პოლისებზე ვადაგაცილებებს. იმ შემთხვევაში თუ გადახდის გრაფიკში დაფიქსირდება 31 ან
მეტი ვადაგადაცილებული დღე პოლისები უქმდება, ხელშეკრულების პირობების
შესაბამისად. გაუქმების დეტალებში მიეთითება გაუქმებულ პოლისზე.+

სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები

სამედიცინო დაზღვევის შემთვევაში, იქნება ეს ტენდერი თუ კორპორატიული დაზღვევა,


გაყიდვების სამსახური მოლაპარაკებას აწარმოებს, საოპერაციო სამსახურისგან
დამოუკიდებლად, ანდერაიტინგის სამსახურთან.

პირობების შთანხმებისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სადაზღვევო პირობები,


ხელმოწერილი ხელშეკრულება, AML სამსახურის დასტური და დაზღვეულ თანამშრომელთა
სია სპეციალური ფორმით იგზავნება საოპერაციო სამსახურში, ანდერაიტინგის სამსახურის
მიერ. რის შემდეგაც იწყება პოლისების პროგრამული ადმინისტრირების პროცესი.

საოპერაციო სამსახურს სამედიცინო დაზღვევის მოთხოვნა უნდა მოუვიდეს


ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე , არანაკლებ 2 სამუშაო დღისა.

პოლისების პროგრამული ადმინისტრირების შემდეგ პირობები იბეჭდება, რომელსაც


ამოწმებს ანდერაიტინგის სამსახური და ვიზირების შემდეგ ხდება პოლისების ბეჭდვა.

ხელმოწერილი ხელშეკრულება ინახება ანდერაიტინგის სამსახურში.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ


ინფორმაცია (დამატება,გაუქმება) იგზავნება ხელშეკრულებაში მითითებული პირის
საკონტაქტო ელექტრონულ მეილზე. პროცესის დასრულების შემდეგ საკონტაქტო
ორგანზაციას ოპერაციის შემსრულებელი მენეჯერი უდასტურებს ცვლილებების ასახვას.

ცვლილებების ასახვა ხდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამონაკლისის


შემთხვევაში საჭიროა ანდერაიტერის ან სხვა უფლებამოსილი პირის თანხმობა.

ყოველი თვის დასრულების შემდეგ თითოეულ ორგანიზაციასთან ცალ-ცალკე ხდება


დაზღვეულ თანაშრომელთა სიების შედარება (თვის ჭრილში განხორციელებული
ცვლილებების გათვალისწინებით), ორმხრივი დასტურის შემდეგ იწყება ფინანსური
ანგარიშსწრორებისთვის საჭირო დოკუმენტის მომზადება.
ფინანსური ანგარიშსწორება (დეტალები ბუღალტერიასთან)

საოპერაციო სამსახური ყოველი თვის დასრულების შემდეგ ორგანიზაციებისთვის ამზადებს


ფინანსური ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტებს: ინვოისსა და მიღება-ჩაბარების
აქტებს. საოპერაციო მენეჯერი მონაცემებს ათანხმებს დაზღევული ორგანიზაციის
საკონტაქტო პირთან და დასტურის შემდეგ ხდება დოკუმენტებზე ორმხრივი ხელმოწერა,
უფლებამოსილი პირების მიერ. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ორგანიზაცია
ურიცხავს გამომუშავებულ პრემიას სადაზღვევო კომპანიას. ხელმოწერილი დოკუმენტები
მატერიალური ან არამატერიალური სახით ინახება სპეციალურ ფაილში, თვეებისა და
დაზღევვის სახეობების მიხედვით.

დოკუმენტების გაცემასა და თანხების ჩარიცხვის მონიტორონგზე პასუხისმგებელი


საოპერაციო მენეჯერი პერიოდულად ამოწმებს ჩარიცხულ თანხებს და მისი არასებობის
შემთხვევაში ეკონტაქტება დაზღვეულ ორგანიზაციას.

ხელშეკრულების დასრულებისთანავე მზღვეველსა და დაზღვეულ ორგანიზაციას შორის


ფორმდება შედარების აქტი, რის საფუძველზეც დასტურდება მოთხვოვნილი და მიღებული
თანხების სიზუსტე და ნაშთის არარსებობას.

გადაზღვევა
გადაზღვევის პირობებს გადამზღვევ კომოანიებთან ათანხმებს გადაზღვევის სპეციალისტი
და შეთანხმების შემდეგ ხელმოწერილ პირობებს აგზავნის საოპერაციო სამსახურში.

საოპერაციო სამსახური არეგისტრირებს გადაზღვევის ხელშეკრულებებს, გადაზღვევის


სპეციალისტის კონსულტაციით. ყოველი თვის ბოლოს, ბაზის დახურვამდე, ახორციელებს
სტანდარტულ პოლისებზე გადაზღვევის ხელშეკრულებების მიბმას, სახეობების მიხედვით.

ნებისმიერი არასტანდარტულ ქეისს გადაზღვევის სპეციალისტი ათანხმებს


გადამზღვეველთან, რის შემდეგაც სპეციალურ ხელმოწერილ სლიპს აგზავნის საოპერაციო
სამსახურში და მონიტორინგს უწევს შემდგომ ადმინისტრირების პროცესს.

ბაზის დაზურვა

ბაზა იხურება ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 დღეში. საოპერაციო


სამსახურის უფროსი მონიტორინგს უწევს თვის ჭრილში განხორციელებულ ოპერაციებს.
ადასტურებს მათ სისწორეს და ხურავს ბაზას . ბაზის დახურვის შემდეგ ნებისმიერი
ცვლილების შეტანა ხორციელდება ფინანსური დირექტორის თანხმობით.
და ბოლოს,

ნებისმიერი არასტანდარტული შემთხვევა , რომელიც არ არის განხილული მოცემულ


პროცესში უნდა შეთანხმდეს საოპერაციო სამსახურის უფროსთან.

You might also like