You are on page 1of 2

ანგარიშგება უნდა წარედგინოს სამსახურს იმ შემთხვევაშიც, თუ ანგარიშვალდებული

პირის ეჭვი კონკრეტულ გარიგებას (ოპერაციას) არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში, ეჭვის


საფუძველი შესაძლოა გახდეს, მაგალითად,  კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის
განგრძობადი მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული გარემოებები ან ერთჯერადი
გარიგების შესრულებისას/შესრულების მცდელობისას კლიენტის ქცევა, მისი გაცხადებული
ბიზნეს საქმიანობისა და ინიცირებულ/შესრულებულ გარიგების (ოპერაციის) შინაარსს
შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობა და სხვა.

გარიგების (ოპერაციის) საეჭვო გარიგებად მიჩნევის  შესახებ გადაწყვეტილებას, ყოველი


ცალკეული გარიგების (ოპერაციის) შესწავლის შემდეგ, იღებს ანგარიშვალდებული პირის
უფლებამოსილი თანამშრომელი, კლიენტსა და ამ ოპერაციაზე (გარიგებაზე) მისთვის
ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე. საეჭვო გარიგების გამოვლენის
მიზნით, ანგარიშვალდებული პირის უფლებამოსილი თანამშრომელი იყენებს
საერთაშორისო ტიპოლოგიის თაობაზე ინფორმაციას, აგრეთვე ზედამხედველი ორგანოს და
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შემუშავებულ ინდიკატორებსა და
სახელმძღვანელოებს.

მუხლი 18. საეჭვო გარიგება

1. საეჭვოა გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან
შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე
ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. ტრანზაქცია საეჭვოა,
თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა კანონის მოთხოვნათა
დარღვევით მოპოვებული ქონების ან მისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე, მიზნად ისახავს
ფულის გათეთრებას ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას. საფუძვლიანი ეჭვის სტანდარტის
დაკმაყოფილებისთვის საჭირო არ არის დანაშაულის ფაქტის დანამდვილებით ცოდნა, თუმცა არც
ჰიპოთეტური ვარაუდია საკმარისი. ფმს-ში უნდა გაიგზავნოს შეტყობინება, თუ კლიენტთან ან/და მის
ტრანზაქციებთან დაკავშირებული უჩვეულო გარემოებების შესწავლის შედეგად, ვ.გ.პ. მივა დასკვნამდე,
რომ შეიძლება ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულს ჰქონდეს ადგილი.ვ.გ.პ.–ს
უფლებამოსილმა თანამშრომელმა, დამოუკიდებლად და სხვისი ნებართვის გარეშე, უნდა მიიღოს
გადაწყვეტილება საეჭვო ტრანზაქციის შესახებ ფმს-ისთვის შეტყობინების გაგზავნის თაობაზე.

1.1. საეჭვო ტრანზაქციის შესახებ FMS-ში შეტყობინების გაგზავნის ფაქტის გამჟღავნება აკრძალულია.
მიუხედავად ამისა, ვ.გ.პ.–ს თანამშრომლებს შეუძლიათ, ასეთი ინფორმაცია ერთმანეთში გაცვალონ
ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით.

2. გარიგების (ოპერაციის) საეჭვოობის ზოგადი ნიშნებია:

 კლიენტი ან სხვა საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირი სარგებლობს საეჭვო რეპუტაციით


დანაშაულებრივი საქმიანობის, ნასამართლეობის, კრიმინალური წარსულის ან სხვა რაიმე ნეგატიური
ინფორმაციის გამო, რომელიც სავალუტო პუნქტის შესაბამის თანამშრომელს აძლევს იმის საფუძველს,
რომ ეჭვი შეიტანოს კონკრეტულ გარიგებაში;
 ეჭვის არსებობა კლასიკური თაღლითობის ნაირსახეობაზე - დოკუმენტების გაყალბება (მაგ. შესაბამის
აქტებში მონაცემების დამახინჯება, შემოსავლის ხელოვნურად გაზრდა), სახსრების მითვისება ან
ნდობაში შესვლა და დახმარების ან მომსახურების გაწევის ცრუ დაპირებით (მაგ. საზღვარგარეთ
დასაქმება, ავტომანქანების იმპორტი), პირის თანხების დაუფლება.
 კლიენტი აყოვნებს, აჭიანურებს აუცილებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენას ან/და
ცდილობს კანონმდებლობით დადგენილი და ვალუტის გადამცვლელ პუნქტში არსებული
მოთხოვნებისგან თავის არიდებას, იქცევა უცნაურად, ცდილობს დაემალოს კამერებს, გამოთქვამს
სურვილს გადაიხადოს შაუსაბამოდ დიდი საკომისიოები ან რაიმე გასამრჯელო იმის სანაცვლოდ, რომ
სწრაფად და დოკუმენტაციების მოთხოვნის გარეშე დასრულდეს კონვერტაცია;
 თავად კლიენტი ან სხვა მისი თანმხლები პირი აშკარად ცდილობს ხელი შეუშალოს ვალუტის
გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს მისი ფუნქციების შესრულებაში და ამას შეიძლება გამოხატავდეს
არამხოლოდ უხეში ზეგავლენითა და აგრესიით, არამედ იუმორისტულადაც, როდესაც პირი ცდილობს
მაქსიმალურად გადაატანინოს ყურადღება ოპერატორს შესაბამისი ხუმრობების ფონზე და აღარ
მოითხოვოს დოკუმენტაციის წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცედურების
განხორციელება და მსგ.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, რა თქმა უნდა, არ არის ამომწურავი. ისინი მიზნად ისახავენ
თანამშრომელთა რეკომენდირებას და ძირითადი ვექტორების განსაზღვრას, რათა შეძლონ საეჭვო
გარემოებების ინდიკატორების ინდივიდუალურად იდენტიფიცირება.

You might also like