You are on page 1of 2

საგანი: ფინანსების საფუძვლები

კურსი: II, III, IV ჯგუფები:


საგნის ლექტორი პაატა კუნჭულია 05.05.2020

სტუდენტის გვარი ------------------------------- სახელი ------------------------------

ტესტი 1. გადასახადის დაბეგვრის ობიექტია:

1. გადასახადის გადამხდელი (პირი, რომელსაც აქვს მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის
გადახდის ვალდებულება);
2. მოგება, შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის ბრუნვა ან ქონება, რომელიც გადასახადის გამოანგარიშების
საფუძველს წარმოადგენს;
3. სუბიექტის შემოსავალი, რომლიდანაც ამოიღება გადასახადი (მაგალითად ხელფასი, მოგება, სარგებელი და ა.შ.);
4. გადასახადის ოდენობა დაბეგვრის ერთეულზე.

ტესტი 2. გადასახადის წყაროს წარმოადგენს:

1. გადასახადის გადამხდელი (პირი, რომელსაც აქვს მოქმედი საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადის
გადახდის ვალდებულება);
2. მოგება, შემოსავალი, გადასახადის გადამხდელის ბრუნვა ან ქონება, რომელიც გადასახადის გამოანგარიშების
საფუძველს წარმოადგენს;
3. სუბიექტის შემოსავალი, რომლიდანაც ამოიღება გადასახადი (მაგალითად ხელფასი, მოგება, სარგებელი და ა.შ.);
4. გადასახადის ოდენობა დაბეგვრის ერთეულზე.

ტესტი 3. გადასახადები იყოფა:

1. პირად და რეალურ გადასახადებად;


2. პირად და ფინანსურ გადასახადებად;
3. რეალურ და ფინანსურ გადასახადებად;
4. რეალურ და არარეალურ გადასახადებად.

ტესტი 4. პირადი გადასახადები ითვალისწინებს:

1. გადასახადებით დაბეგვრის საქმიანობას ან საქონელს, ე.ი. გაყიდვას, ყიდვას ან ქონების ფლობას;


2. გადასახადებს, მათი დაწესების, შემოღების, შეცვლისა და გაუქმების წესებს;
3. გადასახადების გადახთასთან და საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულებათა
შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ფორმებს, მეთოდებსა და წესებს;
4. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ მდგომარეობას და მის გადახდისუნარიანობას;

ტესტი 5. რეალური გადასახადები იბეგრება:

1. პირი, რომელმაც მოქმედი კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დაგენილი წესით უნდა შეასრულოს
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება;
2. საქმიანობა ან საქონელი, ე.ი. გაყიდვა, ყიდვა ან ქონების ფლობა (საკუთრება);
3. გადასახადის თანხა, რომელსაც სუბიექტი ერთი ობიექტიდან იღებს;
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

ტესტი 6. იმის მიხედვით, თუ ვინ არის გადასახადის ამომღები და მიღებული შემოსავლების განმკარგულებელი,
არჩევენ:

1. საერთო-სახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გადასახადებს;


2. პირდაპირ და არაპირდაპირ გადასახადებს;
3. საერთო და სოციალურ (მიზნობრივ) გადასახადებს;
4. პირად და რეალურ გადასახადებს.

ტესტი 7. პროპორციული საგადასახადო სისტემის დროს გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ბაზის მიუხედავად:

1. იზრდება საგადასახადო განაკვეთი;


2. მცირდება საგადასახადო განაკვეთი;
3. საგადასახადო განაკვეთი უცვლელი რჩება;
4. საგადასახადო განაკვეთი მერყევია.

ტესტი 8. საგადასახადო აგენტი არის:

1. პირი, რომელმაც მოქმედი კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დაგენილი წესით უნდა შეასრულოს
გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
3. სუბიექტი, რომელიც გადასახადის თანხას, ერთი ობიექტიდან იღებს;
4. არცერთი პასუხი არ არის სწორი.

ტესტი 9. 1923 წლის 22 მაისის ამიერკავკასიის ფედერაციის სახკომსაბჭოს დადგენილებით საქართველოში გადახდის
კანონიერ საშუალებად „ჩერვონეცი“ იქნა გამოცხადებული:

1. რომლის, 15% უზრუნველყოფილი იყო ოქროთი;


2. რომლის, 25% უზრუნველყოფილი იყო ოქროთი;
3. რომლის, 25% უზრუნველყოფილი იყო ვერცხლით;
4. რომლის, 20% უზრუნველყოფილი იყო ოქროთი.

ტესტი 10. საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შესაძლებელია შეტანილ იქნეს:

1. საქართველოს მთავრობის თანხმობით;


2. საქართველოს პრეზიდენტის თანხმოთ;
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანხმობით;
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

You might also like