You are on page 1of 9

დასკვნითი გამოცდა

ფინანსების საფუძვლები - ჭიაბრიშვილი ქეთევან

მესამე კურსი;

გამოცდის ხანგრძლივობა - 1საათი და 30 წუთი

1. პირველი სახის დავალება ტესტური სახისაა: კითხვები ოთხი სავარაუდო პასუხით,


რომელთაგან ერთ-ერთი სწორი პასუხია და ფასდება - 1 ქულით. თითოეულ იუნკერს
ასეთი დავალება 15(თხუთმეტი) შეხვდება.
2. მეორე სახის დავალება: თითოეულ იუნკერს ხვდება 15(თხუთმეტი) ამგვარი
დავალება და თითოეული ფასდება 1 ქულით; სწორ დებულებას ეწერება - ჭეშმარიტი
(ჭ), მცდარ დებულებას - მცდარი(მ);

დავალება 1

კითხვებზე სავარაუდო პასუხებიდან მოძებნეთ ერთი სწორი პასუხი:

ფინანსები, როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბდა:

1. იტალიაში
2. აშშ - ში
3. საფრანგეთში
4. საბერძნეთში

ფინანსები, როგორც ეკონომიკური მეცნიერების დარგი სწავლობს:

1. ფულად-ეკონომიკურ ურთიერთობებს
2. ფულადი ფონდების ფორმირების პროცესს
3. ქვეყანაში ფულის ბრუნვის სიჩქარეს
4. ფულად-ეკოომიკურ ურთიერთობებს ფულადი ფონდების ფორმირების პროცესში

რომელი ფონდებია ქვეყანაში დეცენტრალიზებული ფულადი ფონდები?

1. სახელმწიფო ფულადი ფონდები


2. საწარმოთა და საოჯახო მეურნეობათა ფულადი ფონდები
3. არასამეწარმეო საქმიანობის მქონე საწარმოთა ფულადი ფონდები
4. მხოლოდ სამეწარმეო საქმიანობის მქონე საწარმოთა ფულადი ფონდები

ადამიანები შეზღუდული რესურსების გამო არჩევანის წინაშე დგანან:


1. ადმინისტრაციულ-გეგმიურ ეკონომიკურ სისტემაში
2. შერეულ და ტრადიციულ ეკონომიკურ სისტემებში
3. თავისუფალი მეწარმეობის სისტემაში
4. ყველა ეკონომიკურ სისტემაში

მიმოქცევაში არსებული ფული, როგორც აქტივი(ქონება) რომელიც გაცვლის საშუალებაა,


უნდა უტოლდებოდეს:

1. ქვეყანაში წარმოებულ მშპ-ს


2. ქვეყანის მიერ წარმოებულ მეპ-ს
3. კერძო კომპანიების მიერ წარმოებულ საქონელს და მომსახურებას
4. სახელმწიფოს მიერ წარმოებულ საქონელსა და მოსახურებას

ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა ეს არის:

1. ქვეყანაში არსებული ნაღდი ფულის მასის კონტროლი


2. ქვეყანაში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის კონტროლი
3. პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფულის მიწოდებაზე
4. პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფულის ბრუნვის სიჩქარესა და
ფულის ემისიაზე

რომელი სამი დონის ფინანსებს აერთიანებს ქვეყნის საფინანსო სისტემა?

1. სახელმწიფო, კორპორაციულ და საოჯახო მეურნეობათა ფინანსებს


2. სახელმწიფო, კორპორაციულ და მეწარმეთა ფინანსებს;
3. ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ საფინანსო ფონდებს;
4. სახელმწიფო, ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ფონდებს

რა ქვესისტემებისგან შედგება საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ქვესისტემა - სახელმწიფო


ფინანსები?

1. ბიუჯეტი, მეწარმეთა ფინანსები, საოჯახო მეურნეობათა ფინანსები


2. ბიუჯეტი, საკრედიტო სფერო, ფასიანი ქაღალდების სფერო, დაზღვევის სფერო
3. ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები, რეგიონალური ბიუჯეტები
4. ბიუჯეტი, საკრედიტო სფერო და დაზღვევის სფერო

საკრედიტო სფერო შედგება:

1. კომერციული კრედიტისგან და ბიზნეს კრედიტისგან


2. კომერციული და საბანკო კრედიტისგან
3. საბანკო და იპოთეკური კრედიტისგან
4. კომერციული და იპოთეკური კრედიტისაგან

კომერციული კრედიტი გაიცემა:

1. ახალაშენებული ბინების განვადებით შესაძენად


2. ბინების რემონტის უზრუნველსაყოფად
3. გარკვეული საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის წახალისების მიზნით
(თამასუქი, აქცეპტი)
4. კაპიტალური რესურსების შესაძენად

კაპიტალური ფასიანი ქაღალდების სისტემით ქვეყანაში წარმოიქმნება:

1. ძირითადი კაპიტალი
2. საბრუნავი კაპიტალი
3. საკუთარი კაპიტალი
4. მსხვილი-სასესხო კაპიტალი

დაზღვევა ეს არის:

1. გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს ფინანსური ზემოქმედებისას რისკების


განაწილება
2. რისკების განაწილება შეიარაღებულ ძალებში ყოფნისას სიცოცხლის დაცვაზე
3. რისკების განაწილება ჯანმრთელობის გაუარესების დროს
4. რისკების განაწილება, პირადი ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში

წეპ(წმინდა ეროვნული პროდუქტი) არის:

1. მეპ-ისა და ამორტიზაციის სხვაობა


2. მშპ-სა და ამორტიზაციის სხვაობა
3. ეროვნული შემოსავლისა და ამორტიზაციის სხვაობა
4. მეპ-ისა და არაპირდაპირი გდასახადების სხვაობა

ეროვნული შემოსავალი(ე.შ.) გამოითვლება:

1. წეპ - (არაპირდაპირი გადასახადები + სუბსიდიები)


2. მშპ - (არაპირდაპირი გადასახადები + სუბსიდიები)
3. წეპ - (პირდაპირი გადასახადები + ამორტიზაცია)
4. მშპ - (პირდაპირი გადასახადები + ამორტიზაცია)

ქვეყნის ბიუჯეტი არ ასრულებს:

1. ფონდწარმოქმნის ფუნქციას
2. მასტიმულირებელ ფუნქციას
3. მაკონტროლებელ ფუნქციას
4. მშპ-ს გამანაწილებელ-გადამანაწილებელ ფუნქციას

საქართველოს საბიუჯეტო სისტემა ქვეყნის ფედერალური მოწყობიდან გამომდინარე არ


მოიცავს:

1. საქართველოს სახემწიფო ბიუჯეტს


2. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებს
3. საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს
4. საქართველოს საოჯახო მეურნეობათა ბიუჯეტს
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის პრინციპები არ გულისხმობს:

1. ყოვლისმომცველობასა და გამჭვირვალობას
2. დეფიციტურობასა და სეკვესტრირებას
3. ანგარიშვალდებულებასა და დამოუკიდებლობას
4. ერთიანობასა და კონსოლიდირებას

ბიუჯეტის შემოსულობებში არ ჩაითვლება:

1. მიმდინარე საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები


2. კაპიტალური შემოსავლები
3. გრანტები და სესხბები
4. საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლები

პარლამენტის უფლებამოსილება ბიუჯეტით დამტკიცებული ხარჯების გაწევაზე - ეს არის:

1. სუბსიდია
2. დოტაცია
3. ასიგნება
4. წმინდა დაკრედიტება

ბიუჯეტის გადასახდელებს არ მიეკუთვნება:

1. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები


2. დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა
3. ვალის ამორტიზაცია (სესხის პრინციპალის დაფარვა)
4. ასიგნება

ბიუჯეტი დეფიციტის დროს არ შეიძლება დაფინანსდეს:

1. ქვეყნის შიგნიდან და გარედან მიღებული გრანტებით


2. საბანკო სექტორიდან და სხვა ქვეყნებიდან აღებული სესხებით
3. ცენტრალური ბანკის კრედიტით, ანუ ემისიით
4. სავალუტო რეზერვებით

ქვეყნის სარეზერვო ფონდს ქმნის:

1. ქვეყნის ცენტრალიზებული საბიუჯეტო ფონდი


2. ქვეყნის დეცენტრალიზებული საბიუჯეტო ფონდი
3. საბიუჯეტო და სამთავრობო ფონდი
4. სამთავრობო და საპრეზიდენტო ფონდი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ეკუთვნის გადასახადის დამახასიათებელ ნიშნებს?

1. ფულადი ფორმა
2. ნატურალური ფორმა
3. სავალდებულო, იძულებითი შენატანის ფორმა
4. არაექვივალენტური, უსასყიდლო ფორმა

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან გადასახადების ფუნქციებში არ შედის:

1. მაკონტროლებელი ფუნქცია
2. ფისკალური ფუნქცია
3. მადესტიმულირებელი ფუნქცია
4. მარეგულირებელი ფუნქცია

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის დაბეგვრის პრინციპი

1. პროგრესულობისა და პროპორციულობის პრინციპი


2. მოხერხებულობისა და ეკონომიურობის პრინციპი
3. გადახდისუნარიანობის პრინციპი
4. გარკვეულობის პრინციპი

მოსახლეობის დანაზოგებით და კვლავწარმოებისას დროებით გამოთავისუფლებული


ფულადი კაპიტალით ქვეყანაში იქმნება:

1. ძირითადი კაპიტალი
2. მუდმივი კაპიტალი
3. საბრუნავი კაპიტალი
4. სასესხო კაპიტალი

რისთვის იყენებს მწარმოებელი გაუნაწილებელ მოგებას?

1. ხელფასების გადასახდელად
2. საბრუნავი კაპიტალის შესაძენად
3. კაპიტალური რესურსების შესაძენად
4. კრედიტის პრინციპალის დასაფარად

ფირმების, მოსახლეობის, სახელმწიფოსა და უცხოელი კლიენტების ფულადი დანაზოგის


აკუმულიაცია ან შეგროვება და მსხვილი სამრეწველო კაპიტალის შექმნა ხდება:

1. ფინანსური ბაზრებით
2. სასესხო კაპიტალით
3. ცენტრალიზებული ფულადი ფონდებით
4. დეცენტრალიზებული ფულადი ფონდებით

რომელია პირველი სახელმწიფო ბანკი?

1. იაპონიის ბანკი
2. გერმანიის რაიხსბანკი
3. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა
4. კანადის სახელმწიფო ბანკი

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ცენტრალური (ეროვნული) ბანკის ფუნქცია:


1. იყოს საბანკო სისტემის საანგარიშსწორებო და სარეზერვო ცენტრი
2. განახორციელოს ბანკნოტებისა და მონეტების ემისია და ფულის მასის მიმოქცევაზე
კონტროლი
3. გასცეს კრედიტები ფიზიკურ პირებზე
4. გასცეს სესხები კომერციულ ბანკებზე და ზედამხედველობა გაუწიოს მათ
საქმიანობას;

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის კომერციული ბანკების ფუნქცია:

1. ეკონომიკაში არსებული დროებით თავისუფალი საშუალებების აკუმულირება


2. ეკონომიკური სუბიექტების დაკრედიტება
3. ფულის ემისია
4. ფინანსურ და მატერიალურ ფასეულობათა შენახვა

რისგან შედგება ფიქტიური კაპიტალი?

1. აქციების, კერძო სექტორისა და სახელმწიფო ობლიგაციებისგან


2. მხოლოდ კერძო სექტორის ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებისგან
3. მხოლოდ სახელმწიფო ობლიგაციებისგან და აქციებისგან
4. მხოლოდ აქციებისგან და კერძო სექტორის ობლიგაციებისგან

გარიგების შუამავალი, რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილეობს სხვისი


სახელით და დავალებით არის:

1. დილერი
2. მაკლერი
3. ბროკერი
4. ემიტენტი

ფასიანი ქაღალდების ფასების ფორმირებას, აღრიცხვასა და პუბლიკაციას ეწოდება:

1. ნორმირება
2. კოტირება
3. სპრედირება
4. ემისირება

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისას პროგნოზის გამკეთებლებს უწოდებენ:

1. ხარებსა და დათვებს
2. ხარებსა და ლომებს
3. დათვებსა და ძაღლებს
4. დათვებსა და ლომებს

კომერციული ბანკები არ გასცემენ:

1. სამომხმარებლო სესხებსა და სესხებს აქცეპტებით


2. იპოთეკურ სესხებს
3. ბიზნესსესხებს
4. სესხებს დისკონთის განაკვეთით

დავალება 2

ჩამოთვლილ დებულებებს მიუწერეთ ჭეშმარიტია, თუ მცდარი

1. ფინანსების წარმოშობის საფუძველი იყო ომები და სახელმწიფოს მიერ ქვეყნის


შემოსავლების ზრდის ვალდებულება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით (მ)
2. მშპ-ს დეფლატორის დანიშნულება მშპ-ს ნომინალური ღირებულების ინფლაციის
დონით კორექტირებაა (ჭ)
3. დაზღვევა ზარალის თავიდან აცილებისას, რისკის განაწილების შესაძლებლობაა (ჭ)
4. აქცეპტი თამასუქის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ბანკი კომპანიების მიერ
წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის წახალისების მიზნით აწარმოებს (ჭ)
5. ჩვეულებრივი აქციების მფლობელები კომპანიის მართვასა და განვითარების
სტრატეგიის შემუშავებაში არ მონაწილეობენ (მ)
6. ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფულადი ფონების ფორმირება
ფინანსების ძირითადი ფუნქციაა (ჭ)
7. საოჯახო მეურნეობათა ფინანსები მომხმარებელთა შემოსავლებისა და ხარჯების
ამსახველ ფულად-ეკონომიკური ურთიერთობებისას წარმოიქმნება (ჭ)
8. ფულის ბრუნვის სიჩქარე ასახავს რამდენჯერ გამოიცვლის თითოეული ფულის
ერთეული მფლობელს წელიწადში (ჭ)
9. იუმის კლასიკური დიქოტომიით - ფასების ცვლილება მოქმედებს ეკონომიკაში
რეალურ ცვლადებზე და არ მოქმედებს ნომინალურ ცვლადებზე (მ)
10. ფინანსების, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბება იტალიიდან დაიწყო და
საფრანგეთში დასრულდა (ჭ)
11. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ბიუჯეტის მხოლოდ 10% ფორმირდება
გადასახადებით (მ)
12. პროგრესული გადასახადის შემთხვევაში მაღალშემოსავლიანი და
დაბალშემოსავლიანი გადამხდელები ერთნაირად იბეგრებიან (მ)
13. რეგრესული გადასახდის შემთხვევაში მაღალშემოსავლიანი გადამხდელები
პროცენტულად თავიანთი შემოსავლის უფრო მცირე ნაწილს იხდიან, ვიდრე
დაბალშემოსავლიანი გადამხდელები (ჭ)
14. საერთო დანაკარგები არის ის, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებზე უშუალო ზემოქმედებას გადასახადები ახდენს (ჭ)
15. საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის განსაზღვრა ხდება ისეთი მაჩვენებლებით,
როგორიცაა მოთხოვნის ელასტიურობის კოეფიციენტი (მ)
16. გადასახადების ელასტიურობა = საგადასახადო შემოსავლების პროცენტული
ცვლილება/საგადასახადო ბაზა(მშპ) (ჭ)
17. საგადასახადო სისტემა მოქნილია თუ მისი ელასტიურობის კოეფიციენტი 0.5-ზე
მეტია (მ)
18. საოოჯახო მეურნეობების შემოსავლის წყაროა: პროფესიული საქმიანობიდან
მიღებული შემოსავალი და ქონების (სიმდიდრის) გამოყენებით მიღებული
შემოსავალი (ჭ)
19. საბიუჯეტო პოლიტიკა ხელისუფლებისათვის ქვეყნის ეკონომიკის რეგულირების
ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს (ჭ)
20. საქართველო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის შესაბამისად,
სამართლებრივად უნიტარული ქვეყანაა (მ)
21. ფულადი და სასაქონლო გრანტები ქვეყნის შემოსავლებია, რომელიც საჭიროების
შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიტის დაფინანსების წყარო შეიძლება გახდეს (მ)
22. პროგნოზირებული ასიგნება ვალის მომსახურებისთვის დამტკიცებული საბიუჯეტო
ხარჯებია (ჭ)
23. საბიუჯეტო კლასიფიკაციას, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან
კონსულტაციებისა და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტთან
შეთანხმების საფუძველზე, ამტკიცებს ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ქვეყნდება
კანონმდებლობით დადგენილი წესით (მ)
24. საქართველოს სარეზერვო ფონდი არ აღემატება ფიქსირებული ასიგნებების მთლიანი
მოცულობის 5%-ს (მ)
25. გადასახადის მასტიმულირებელი ფუნქციით სახელმწიფო საგადასახადო მექანიზმს
იყენებს ეკონომიკური პროცესების შეზღუდვის მიზნით. მაგ. იმპორტის
შემზღუდველი საბაჟო გადასახადების შემოღება, ალკოჰოლური და თამბაქოს
ნაწარმის მოხმარების შემზღუდველი აქციზური გადასახადის შემოღება და ა. შ. (მ)
26. როცა გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები, ახალი გადასახადების და ახალი
განაკვეთების შემოღების გარეშე, მშპ-სთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება,
მაშინ საგადასახადო სისტემა ელასტიკურია და მისი კოეფიციენტი 1-ზე მეტია (ჭ)
27. საქართველოს ეროვნული ბანკი ნახევრად დამოუკდებელი ორგანოა (ჭ)
28. ინვესტორის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღლდების ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება
პირველად ბაზარზე (მ)
29. სხვაობას ფასიანი ქაღალდების გამყიდველისა და მყიდველის ფასებს შორის სპრედი
ეწოდება (ჭ)
30. რაც უფრო ძლიერია საფონდო ბირჟა ქვეყანაში, მით მეტ მსხვილ კაპიტალს,
ინვესტიციას და სასესხო კაპიტალს აქვს ადგილი და მით უფრო განვითარებულია
ეკონომიკა (ჭ)

You might also like