You are on page 1of 34

nebismieri firmis ganviTareba da misi

თემა 1. შესავალი ფინანსებში


konkurentunarianobis done didwilad damokide-
bulia imaze, Tu ramdenad warmatebuladaa
organizebuli misi sawarmoo resursebis marTva.
swored amaSi mdgomareobs operaciuli
menejmentis1.1.
ZiriTadi amocana.
ტერმინი – “ფინანსების” შესახებ

operaciuli menejmenti anxorcielebs


organizaciuli sistemebis SemuSavebas, romlebic
1.2.
uzrunvelyofen ფინანსების
produqciis ძირითადი
damzadebis an ფუნქციები
momsaxurebis gawevis procesSi masalebis,
adamianuri resursebisa da sawarmoo simZlavree-
bis1.3.
gamoyenebis
ფინანსებისmaqsimaluri
თეორიისა efeqtianobis
და პრაქტიკის განვითარების
uzrunvelyofasaძირითადი ეტაპები საქართველოში.
da marTvas.
ტერმინის – “ფინანსები”– წარმოშობის შესახებ განსხვავებული
მოსაზრებები არსებობს.

რიგი
ავტორების
აზრით,

ეს ტერმინი წარმოიშვა ჯერ კიდევ XIII-XV სს. იტალიის სავაჭრო


ქალაქებში– როგორც ცნება, რომელიც აღნიშნავდა
სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის ფულადი
ურთიერთობების სისტემას.
სხვების აზრით, ეს ტერმინი შემოღო ფრანგმა მეცნიერმა ჟ.
ბოდენმა 1755 წ.
 ცნება „ფინანსები“ შემდგომშიც განიცდიდა ტრანსფო-
რმირებას და XVIII საუკუნიდან მის ქვეშ მოიაზრებოდა
„სახელმწიფო ქონების ერთობლიობა და მთელი სახელმწიფო
მეურნეობის მდგომარეობა“ (ს. ვიტე).
ფინანსები

ეს არის ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც


დაკავშირებულია ფულადი სახსრების ცენტრალიზებული და
დეცენტრალიზებული ფონდების ფორმირება, განაწილება და
გამოყენებასთან.
აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ურთიერთობების
მონაწილეთა წრე საკმაოდ ფართოა – მთლიანად
სახელმწიფოდან თითოეულ მეწარმემდე, ქვეყნის მოქალაქემდე .
• მნიშვნელოვანია განვასხვავოთ ეკონომიკური
კატეგორია “ფინანსები” და კატეგორია “ფული”.

• ფინანსები ფულისაგან, უპირველეს ყოვლისა თავისი


შინაარსით განსხვავდება. თუ ფული– ეს არის შრომის
დანახარჯების გაზომვის საყოველთაო ექვივალენტი,
ფინანსები – არის ეკონომიკური ურთიერთობები,
რომლებიც დაკავშირებულია მთლიანი შიდა
პროდუქტის (მშპ) განაწილებასა და განაწილებასთან
ფულადი ფონდების, ფინანსური რესურსების
ფორმირების მიზნით.
მშპ

არის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ასახავს


ქვეყნის ტერიტორიაზე დროის გარკვეული პერიოდის (წლის,
თვის) განმავლობაში წარმოებული ყველა საქონლის, სამუშაოს
და მომსახურების საბაზრო ღირებულებას.
ფინანსებს, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობებს,
გააჩნიათ სამი არსებითი ნიშანი:

• ამ ურთიერთობების გამანაწილებითი ხასიათი,


1 რომელიც დაფუძნებულია სამართლებრივ ნორმებსა
და ბიზნესის წარმოების ეთიკაზე;

• ფულადი სახსრების მოძრაობის ცალმხრივი


ხასიათი;
2

• ამ ურთიერთობების შედეგად შესაძლოა იქმნებოდეს


3 ფულადი სახსრების როგორც ცენტრალიზებული, ისე
დეცენტრალიზებული ფონდები.
ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემის პირობისათვის ფული
ასრულებს სამ ძირითად ფუნქციას:

ღირებულების დაგროვების
გაცვლის საშუალება
საზომი საშუალება

ხოლო ფინანსები ასრულებს შემდეგ სამ ძირითად ფუნქციას,


რომლებიც ასევე განასხვავებენ მათ ფულისაგან:

საკონტროლ მერეგულირე
გამანაწილებელი
ო –ბელი
ფინანსების გამანაწილებელი ფუნქცია.

ფინანსების დახმარებით მშპ თავდაპირველად მაკროეკონომიკურ


მასშტაბში ნაწილდება (პირველადი განაწილება), რაც იწვევს ე . წ .
ძირითადი (პირველადი) შემოსავლების შექმნას .
• შემდგომში ფინანსების საშუალებით ხორციელდება
მშპ-ის მეორადი განაწილება (გადანაწილება),
როდესაც ფულადი სახსრები გადაედინება
განსაზღვრულ სეგმენტებში, რაც იწვევს არასაწარმოო
სფეროს ორგანიზაციების შემოსავლების შექმნას
(საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა
ხელფასები, საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური
დახმარებები და ა.შ.).

• მშპ-ის განაწილების და გადანაწილების


ეკონომიკურ ინსტრუმენტს ქვეყანაში მოქმედი
საგადასახადო სისტემა წარმოადგენს.

• გამანაწილებელ პროცესებს ადგილი აქვთ ცალკე
აღებულ საწარმოს შიგნითაც, ანუ
მიკროეკონომიკური მასშტაბითაც. მაგალითად,
მოგება – გვევლინება რა ისეთი ფულადი
ფონდების ფორმირების წყაროდ, როგორიცაა
საწარმოო და სოციალური განვითარების
ფონდები, სარეზერვო ფონდი და სხვა,
წარმოადგენს ფინანსური რესურსების წყაროს.
ფინანსების საკონტროლო ფუნქცია.

აღნიშნული ფუნქცია ვლინდება მიკრო და მაკროდონეზე


ფულადი სახსრების შესაბამის ფონდებში განაწილებასა და მათ
მიზნობრივი დანიშნულებით გახარჯვაზე კონტროლში.
საკონტროლო ფუნქცია რეალიზდება სახელმწიფო ფინანსური
ორგანოების (მაგ, საგადასახადო ინსპექცია) და საწარმოების
შიგნით არსებული ფინანსური მომსახურების საქმიანობის
საშუალებით.
ფინანსების თეორიაში განასხვავებენ ფინანსური კონტროლის
ხუთ სახეს:

1 • საერთო სახელმწიფოებრივი ფინანსური კონტროლი;

• უწყებრივი ფინანსური კონტროლი;


2

3 • შიდასამეურნეო ფინანსური კონტროლი;

• საზოგადოებრივი ფინანსური კონტროლი;


4

• დამოუკიდებელი (აუდიტორული) ფინანსური


5 კონტროლი.
საერთო სახელმწიფოებრივ ფინანსურ კონტროლს

ახორციელებენ სახელმწიფო ხელისუფლების და მართვის


ორგანოები, კერძოდ პარლამენტი. საერთო სახელმწიფოებრივ
კონტროლს ექვემდებარებიან ობიექტები მათი უწყებრივი
დაქვემდებარებისაგან დამოუკიდებლად.
უწყებრივ ფინანსურ კონტროლს

ატარებენ სამინისტროების და უწყებების საკონტროლო–


სარეზერვო განყოფილებები. ეს ორგანოები ახორციელებენ
საქვეუწყებო საწარმოების და დაწესებულებების საფინანსო–
სამეურნეო საქმიანობის შემოწმებას.
შიდასამეურნეო ფინანსური კონტროლი

ხორციელდება საწარმოების და დაწესებულებების ფინანსური


სამსახურები მიერ(ბუღალტერია, საფინანსო განყოფილება) . მათ
ფუნქციებში შედის თვითონ საწარმოს და მისი სტრუქტურული
ქვედანაყოფების სამეწარმეო და ფინანსური საქმიანობის
შემოწმება.
საზოგადოებრივ ფინანსურ კონტროლს

ასრულებენ ცალკეული ფიზიკური პირები ან საზოგადოებრივი


ორგანიზაციები ნებაყოფლობით საწყისებზე.
დამოუკიდებელ ფინანსურ კონტროლს

ახორციელებენ აუდიტორული ფირმები და სამსახურები.


აღნიშნული კონტროლის ობიექტს წარმოადგენს ყველა
ეკონომიკური სუბიექტის საქმიანობა.
• საქართველოში სახელმწიფო საფინანსო–
ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოა
საქართველოს კონტროლის პალატა, რომელიც
ახორციელებს აუდიტს. იგი თავის საქმიანობაში
დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან/და მისი
საქმიანობის კონტროლი, ამ საქმიანობასთან
დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ
არ არის გათვალისწინებული კანონით. აკრძალულია
კონტროლის პალატაზე ყოველგვარი პოლიტიკური
ზეწოლა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება,
რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი
დამოუკიდებლობა.
ობიეტურობა

კონტროლის
პროფესიო– დამოუკი–
პალატის
ნალიზმი დებლობა
საქმიანობის
პრინციპებია:

საჯაროობა
ფინანსების მარეგულირებელი ფუნქცია

სამართლებრივი ნორმების, დებულებების, სამართლებრივი


აქტების ერთობლიობა სახელმწიფო და მეურნე სუბიექტების
დონეზე ფინანსური საქმიანობის რეგულირების საშუალებას
იძლევა, რითაც ზემოქმედებს კვლავწარმოების პროცესზე .
ეკონომიკისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების მიზნით
სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების,
საქართველოს ეროვნული ბანკის სახით გამოიყენება ისეთი მეთოდები,
როგორიცაა :

1 • სახელმწიფო საბიუჯეტო დაგეგმვა;

• ფასიანი ქაღალდების ბაზრის სახელმწიფო


2 რეგულირება;

3 • ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება;

• საგადასახადო და საბაჟო რეგულირება;


4
• საბიუჯეტო სფეროს ცალკეული კატეგორიებისათვის
5 დახმარების სახელმწიფო პროგრამები და სხვ.
ფინანსების თეორიისა და პრაქტიკის განვითარების
ძირითადი ეტაპები საქართველოში

• საქართველოს სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვან


ეტაპს შეესაბამება საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური
თეორიისა და პრაქტიკის განვითარების ასევე მნიშვნელოვანი
ეტაპები.

• ამ მხრივ განსაკუთრებულია დავით აღმაშენებლის ეპოქა,


როცა ძლიერი მეფის მიერ არამარტო განმტკიცებულ იქნა
ქვეყნის დამოუკიდებლობა, არამედ მოხდა მისი ფულის
მიმოქცევის, ფინანსებისა და კრედიტის ახლებურად
მოწყობა, მათი ამოქმედება და განვითარება.
• დავით აღმაშენებლის ფინანსურ პოლიტიკას და
რეფორმებს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი
უკავია საქართველოს ფინანსური თეორიისა და
პრაქტიკის განვითარებაში.

• დავით აღმაშენებლის დროს არა თუ შეიცვალა


საქართველოს მონეტები ქართულით და მიმოქცევაში
დამკვიდრდა ეროვნული ვალუტა, არამედ გატარდა
ფართომასშტაბური ფინანსური რეფორმები.
როგორც იმდროინდელი ერთ-ერთი არაბი ისტორიკოსი
აღნიშნავდა, რომელიც იმ ხანებში ყოფილა საქართველოში და
დავითის საფინანსო-სავალუტო რეფორმებს პირადად
შესწრებია, საქართველო იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთი
კეთილმოწყობილი და ფინანსურად უაღრესად ძლიერი ქვეყანა
ყოფილა.
• თამარ მეფის მეფობის დროს საქართველოს იმდენი
შემოსავლები გაუჩნდა, რომ ის მნიშვნელოვნად
სჭარბობდა იმდროინდელი ინგლისის სახელმწიფოს
შემოსავლებს.

• საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა


ისე განმტკიცდა და მასშტაბური გახდა, რომ ქვეყანაში
ჩამოყალიბდა მძლავრი ფინანსური ინსტიტუტი –
საჭურჭლე (დღევანდელი გაგებით - ფინანსთა
სამინისტრო).
დასავლეთ ევროპული ფინანსური იდეების პირველი
წარმომადგენლები საქართველოში

• ქართული ფინანსური თეორიისა (მეცნიერებისა ) და პრაქტიკის


განვითარებაში ახალი ეტაპი იწყება სულხან-საბა ორბელიანის
და მისი აღზრდილის, ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის
მოღვაწეობის დროს.

• სულხან-საბას ნაწარმოებებიდან აშკარად ჩანს


მერკანტილიზმისა და ფიზიოკრატიზმის ეკონომიკური
შეხედულებები, რომლებიც სამართლებრივ და პრაქტიკულ
ასახვას პოულობენ ვახტანგ VI-ის მეცნიერულ და
სახელმწიფოებრივ მოღვაწეობაში.
• ქართული ფინანსური თეორიისა
და პრაქტიკის განვითარებაში
მნიშვნელოვან მიღწევებს ჰქონდა
ადგილი ქართლ-კახეთის მეფის
ერეკლე II-ის მმართველობის
დროს. იგი ქვეყნის ფინანსების
შექმნა-მოწყობაში ევროპიზაციის
გზას დაადგა, ცდილობდა თავის
სამეფოში დაენერგა საფინანსო
მეურნეობის ევროპული ფორმები.

• მეფე ერეკლე განსაკუთრებით


დიდ ყურადღებას აქცევდა
ქართული ფულადი სისტემის
შექმნას და ქართული ფულის
გადაქცევას ქვეყნის
მშენებლობისა და
ამიერკავკასიაში ქართული
სახელმწიფოს ავტორიტეტის
ამაღლების პირობად. ერეკლეს
დროინდელი ქართული თეთრი
(ქართული მონეტა) გადაიქცა ერთ-
• საქართველოს შეერთებით
რუსეთთან 1801 წელს ახალი
ეტაპი დაიწყო საქართველოს
ფინანსური თეორიისა და
პრაქტიკის განვითარებაში.
• მართალია, რუსეთის მიერ
საქართველოს დაპყრობამ და
იმპერიის მიერ ადგილობრივი,
ეროვნული საფინანსო, ფულად-
საკრედიტო და სხვა
ადგილობრივი
სახელმწიფოებრივი
სტრუქტურების გაუქმებამ
უდიდესი ზიანი მიაყენა
საქართველოს, მკვეთრად
შეაფერხა მისი ეროვნული
სახელმწიფოებრივი
განვითარების პროცესი,
სერიოზული საფრთხე შეუქმნა
მთელ რიგ ეროვნულ
ფასეულობებს.
 მაგრამ ევროპასთან ახლოს მყოფმა რუსეთის იმპერიამ
თავისდროულად ბევრი რამ დადებითი შემოიტანა
საქართველოს ფულის მიმოქცევის, ფინანსების და
კრედიტის დარგში.

 შეიქმნა ერთიანი სასაქონლო და სასესხო ბაზარი , ერთიანი


საგადასახადო სისტემა, ერთიანი ფულადი მიმოქცევა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საქართველო ჩაება
მსოფლიო ვაჭრობაში, მისი ნაწარმი გავიდა რუსეთის
ქალაქებში, დასავლეთ ევროპაში და ა. შ.
ახალი ეკონომიკური პროცესები
და მოვლენები წარმოშობენ ახალ
ხელსაყრელ ფონს და გარემოებას
ქართულ რეალობასთან
მისადაგებული ეროვნული
ფინანსური თეორიისა
(მეცნიერებისა) და პრაქტიკის
აღორძინებისთვის. იმდროინდელ
გიგანტთა შორის ილია
ჭავჭავაძეს ყველაზე
თვალსაჩინო და გამორჩეული
ადგილი უკავია.

• ილია ჭავჭავაძე არა მხოლოდ


დიდი მწერალი და საზოგადო
მოღვაწე იყო, არამედ ის იყო დიდი
ბანკირი-ფინანსისტი, რომელმაც
თავისი 30-წლიანი მოღვაწეობით
საბანკო სფეროში არანაკლები
როლი შეასრულა ქართველი ერის
ეროვნული თვითშეგნების
აღორძინებასა და განვითარებაში,
ვიდრე მისმა მწერლურმა და
ფინანსური მეცნიერების ადგილი და როლი დემოკრატიულ
საქართველოში (1918-1921 წწ.)

 ფუძნდება საქართველოს სახელმწიფო ბანკი, რომელიც


თავისი ოპერაციების შესრულებას იწყებს 1920 წლის 1
ივლისიდან. საქართველოს სახელმწიფო ბანკის გამგეობის
პირველ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ცნობილი საზოგადო
მოღვაწე და ბანკირფინანსისტი იასონ ლორთქიფანიძე .
აღნიშნულმა ბანკმა, გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ
1921 წლის 11 ოქტომბრამდე იფუნქციონირა.

 1921 წლიდან მიმოქცევაში შემოდის ბონის ახალი მტკიცე


ფულადი ერთეული „მარჩილი“.
ფინანსური მეცნიერება და ფინანსური პოლიტიკა საბჭოურ
საქართველოში:

 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის არმიის შემოსვლით,


დემოკრატიული მთავრობის დამხობით და საბჭოური
წყობის დამყარებით იწყება ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი
საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, რომელიც
გრძელდება 1921 წლიდან 1991 წლამდე.

 1921-1924 წლებში საქართველოში მიმოიქცევა


ამიერკავკასიის მანეთი (რუბლი).

 1923 წლის 22 მაისიდან გადახდის კანონიერ საშუალებად


ცხადდება ამიერკავკასიის „ჩერვონეცი“.

 1924 წლიდან მიმოქცევაშია საბჭოთა კავშირის მანეთი


(რუბლი).
დამოუკიდებელი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში

 საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1993 წლის


მაისიდან საკუთარი შუალედური ფულის ნიშანი - „კუპონი “
შემოიღო.
 1995 წლის შემოდგომაზე, 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე
მიმოქცევაშია ლარი და კუპონი, თანაფარდობით 1 ლარი- 1
000 000 კუპონი. 2 ოქტომბრიდან საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთ კანონიერ
საშუალებად ცხადდება ლარი.
 საწყის ეტაპზე (1998 წლამდე) ლარი მიმოიქცევა
ფიქსირებული კურსით აშშ-ს დოლართან მიმართებაში – 1,3
ლარი:1 აშშ დოლარი.
 1998 წლის ფინანსურ კრიზისს მოჰყვა ლარის დევალვაცია
და მყარი, ფიქსირებული კურსიდან გადავიდა მცოცავ
სავალუტო კურსზე.

You might also like