You are on page 1of 12

ლექცია 2.

ბიზნესის გარემო, სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობა

ბიზნესის გარემო _ ეს არის იმ გარეშე ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც არსებობს ბაზრის


სამეურნეო სუბიექტების გარეთ და განსაზღვრავს ამ სუბიექტების ქცევის წესებს ბაზარზე.
ბიზნესის გარემო სამეურნეო სუბიექტების დონეზე მოიცავს მიმწოდებლებს, მომხმარებლებს,
კონკურენტებს, დაქირავებულ მუშებს, კანონებს, სახელმწიფო ორგანოებს, პროფკავშირებს. ეს
ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენენ ფირმის საქმიანობაზე.
ეროვნული ეკონომიკის დონეზე ბიზნესის მაკროგარემო ფირმის საქმიანობაზე ირიბ, მაგრამ
არსებით ზეგავლენას ახდენს. ის მოიცავს:
_ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას
_ ბაზრის ინსტიტუტებს (ბანკები, საკონსალტინგო და სადაზღვევო ფირმები, ბირჟები და
სხვ.)
_ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს
_ საზოგადოებრივ-კულტურულ დონეს
_ ფიზიკურ და გეოგრაფიულ მდებარეობას
_ პოლიტიკურ და საერთაშორისო ფაქტორებს და სხვ.
საერთაშორისო გარემო ბიზნესზე ირიბ ზეგავლენას ახდენს. ეროვნულ ეკონომიკაზე
ზეგავლენის თვალსაზრისით ის ვლინდება საზღვარგარეთის ინვესტიციების, იმპორტირების,
ერთობლივი საწარმოების, მრავალდარგოვანი კორპორაციების საქმიანობაში.
განვიხილოთ ბიზნესის გარემო მისი დონეების მიხედვით.
მიკროეკონომიკურ დონეზე უნდა შეფასდეს მიმწოდებლები და მომხმარებლები, ანუ ბაზრის
კონტრაგენტები, რომელთა ზეგავლენა ფირმის საქმიანობაზე მნიშვნელოვანია. მიმწოდებლების
საიმედობა ბიზნესის პროცესში არის ძირითადი კომპონენტი.
თუ ფირმა აწარმოებს იმავე პროდუქციას, რასაც ქმნიან მისი პროფილის მსგავსი ფირმები,
ისინი ხდებიან კონკურენტები. კონკურენტები პირდაპირ გავლენას ახდენენ ფირმის
საქმიანობაზე.
დაქირავებული მუშები პროფკავშირებში ერთიანდებიან თავიანთი უფლებების დაცვის
მიზნით. პროფკავშირები აყენებენ ხელფასის ზრდის, სამედიცინო დაზღვევის, შრომის პირობების
გაუმჯობესების მოთხოვნებს. ამდენად ბიზნესზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ისინი
ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
ბიზნესის საქმიანობის რეგლამენტაციას ახდენენ კანონები და სახელმწიფო ორგანოები.
კანონების შეუსრულებლობა იწვევს ბიზნესისა და საზოგადოების დაპირისპირებას. ამიტომაც
არის, რომ ბიზნესი უნდა ექვემდებარებოდეს საგადასახადო, საბაჟო და კანონმდებლობის სხვა
მოთხოვნებს.
ბოლო პერიოდში მიკროგარემოს ცნება გაფართოვდა და ის მოიცავს: საფინანსო
სტრუქტურებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ფირმის საინვესტიციო აქტივობაზე (ბანკები,
ინვესტორები), მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც რეკლამას უწევენ ფირმებს და
სხვ.
მაკროგარემოს ზეგავლენა ბიზნესზე არსებითია. აქ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური
მდგომარეობა. ის განსაზღვრავს მომხმარებლებს, ერთობლივ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის
თანაფარდობას, ფულადი რესურსების იმ ოდენობას, რომელიც შეიძლება დახარჯოს
მომხმარებელმა, საქონლის ფასს და სხვ.
ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა ზეგავლენას ახდენს საფინანსო, შრომის ბაზრებზე,
საკრედიტო რესურსების დონეზე და სხვ.
სოციალურ-კულტურული გარემო მოიცავს ყოველდღიურ ყოფით ღირებულებებს, ქვეყნის
მოსახლეობის ტრადიციებს, მოსახლეობის ასაკობრივ და სოციალურ სტრუქტურას. მოსახლეობის
შრომისუნარიანი ფენების (ნაწილის) შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ძალის შემცირება
ბაზარზე.
მოსახლეობის კულტურა ბიზნესზე ზეგავლენას ახდენს როგორც მიკრო ისე მაკროდონეზე.
ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვანია ერების კულტურულ თავისებურებათა შესწავლა და ამის
1
საფუძველზე პროდუქციის წარმოება. სოციალურ-კულტურული გარემო დიდ ზეგავლენას ახდენს
აგრეთვე მომსახურების სფეროებზე.
გეოგრაფიული მდებარეობა ბიზნესზე არსებით ზეგავლენას ახდენს, კერძოდ, ხელს უწყობს
ტურიზმისა და საკურორტო ბიზნესის განვითარებას.
ინსტიტუციური, ორგანიზაციულ-სამართლებრივი გარემო გულისხმობს იმ ინსტიტუტების
არსებობას, რომლებიც ზემოქმედებენ ბიზნესის თავისებურებებზე. ისინი მოიცავენ: ბანკებს,
რომლებიც ეწევიან ფინანსურ მომსახურებას; სპეციალიზებულ ფირმებს, რომლებიც ეწევიან
საკონსულტაციო, საბუღალტრო მომსახურებას; უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც
უზრუნველყოფენ კადრების მომზადებას; სატრანსპორტო, სარეკლამო სააგენტოებს, სადაზღვევო
კომპანიებს და სხვ.
საერთაშორისო გარემო ვლინდება იმპორტირების, საზღვარგარეთის ინვესტორების,
ერთობლივი საწარმოების, მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობაში.
იმპორტიორები ცდილობენ ბაზრების ასათვისებლად გამოიყენონ საქონლის წინსვლის ყველა
მეთოდი. სამომხმარებლო ბაზარი საქართველოში დღეისათვის ძირითადად იმპორტირებული
საქონლითაა გაჯერებული. იმდენად, რამდენადაც მოსახლეობის გადახდისუნარიანობა დაბალია,
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია იაფფასიანი თურქული და ჩინური წარმოშობის საქონელი,
რომელსაც ადგილობრივი საქონელი ფასებით კონკურენციას ვერ უწევს.
საერთაშორისო გარემოს ახასიათებს ბიზნესის ინტეგრაციის შესაძლებლობები. იქმნება
ერთობლივი საწარმოები, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნების მეწარმეებს. მსხვილი
ინვესტიციები თავს მრავალეროვნულ კორპორაციებში ავლენენ მეტად ეფექტიანად. უნდა
აღინიშნოს, რომ ბიზნესის გარემო სამეურნეო სუბიექტების ფუნქციონირების პირობაა. ბიზნესის
Yთავისებურებანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის განვითარებული გარემო.

ბიზნესის სამართლებრივი გარემო


ნებისმიერი საქმიანობის რეგლამენტირებას ახდენს სამართალი, რომელიც აისახება
საკანონმდებლო ბაზაში. სამეწარმეო სამართალი და ზოგადად სამართლის სხვა ნორმები ბევრად
არის დამოკიდებული საზოგადოების განვითარებასა და შესაბამისად ბიზნესის ფუნქციონირების
ცივილიზებულ ფორმებზე.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ისეთი ცნებები, როგორიც არის სამართალი და
სამართლებრივი ნორმები. სამართალი ეს არის იმ დირექტიული ნორმებისა და წესების
ერთობლიობა, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი ქცევის წესების რეგლამენტაციისათვის.
ამ სართლებრივ ნორმებში იგულისხმება ის რაოდენობრივი პარამეტრები, რომლებიც
განსაზღვრავენ ადამიანთა ჯგუფის და ცალკეული ინდივიდის ქცევას, მათ შორის
ურთიერთკავშირს. ბიზნესის საკანონმდებლო ბაზა ქმნის მის სამართლებრივ სივრცეს, რომელშიც
ერთიანდება ბიზნესთან დაკავშირებული კანონები.
ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების ობიექტად გვევლინება:
_ საკუთრება;
_ შემოსავლის მიღების საშუალებები და ხერხები;
_ მეწარმეებს შორის ურთიერთობის ფორმები;
_ დამქირავებელსა და მუშაკებს შორის ურთიერთობის ფორმები.
ბიზნესი, რომელიც მოქცეულია სამართლებრივ სივრცეში, ეფუძნება კანონით დაშვებული
მეწარმეობის ნებისმიერ ფორმას. ამასთან სამართლებრივი საწყისების მიხედვით, ბიზნესი იყოფა
კანონიერად და უკანონოდ.
კანონიერ ჩარჩოებში ბიზნესში არსებობს საქმიანი ურთიერთობების სუბიექტების
სამართლებრივი დაცვის გარანტიები. ამ ჩარჩოს მიღმა ბიზნესი გადის სამართლებრივი
სივრციდან და ექვემდებარება კრიმინალს.
ბიზნესის სფეროში საქმიანობის, მის სუბიექტებს შორის ურთიერთობის ერთადერთი
კრიტერიუმი შეიძლება იყოს კანონიერების დაცვა.
სამართლებრივი სივრცის ევოლუციური გარდაქმნა გულისხმობს მისი სრულყოფის
თანმიმდევრულ, ზოგჯერ ეპიზოდურ ან წყვეტილ პროცესს. რევოლუციური გარდაქმნა
გულისხმობს სამართლის არსებული სისტემის ძირეულ ცვლასა და ახალ სისტემაზე გადასვლას.
2
ასეთი გარდაქმნები 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მოხდა როდესაც ქვეყანა საბაზრო
რეფორმების გზას დაადგა. ეს პროცესი გაღრმავდა 2000-იან წლებში, კონკრეტულად სამეურნეო
ანუ ბიზნესის სამართალში.
უკანასკნელ წლებში საქართველოში ბიზნესის სფეროში მიღებულია უმნიშვნელოვანესი
კანონები:
_ კანონი მეწარმეთა შესახებ, 1994 წ
_ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ, 1997წ
_ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წ
_ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ, 2003წ
_ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, 1998წ
_ სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ, 2002წ
_ ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, 2006წ
_ საქართველოს საგადასახადო კოდექსი, 2004 წ
_ კანონი საბაჟო მოსაკრებლის შესახებ, 1998 წ
სხვადასხვა მიზეზების გამო სამართლებრივ დოკუმენტებს შორის შეიძლება აღმოჩნდეს
წინააღმდეგობა, რის შედეგადაც ბიზნესმენს ექმნება შესაძლებლობა დაარღვიოს ერთი კანონი,
რადგანაც ის იმყოფება სხვა კანონების დაცვის ქვეშ.
გარდა ეკონომიკური კანონებისა ბიზნესს არეგულირებს სხვა საკანონმდებლო აქტები, ესენია:
1. სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობა, რომელიც ახდენს
მოქალაქეთა საერთო ქცევის ნორმების რეგლამენტაციას, მათ შორის სამეწარმეო და ბიზნესის
სფეროებში
2. საერთაშორისო სამართლის ნორმები, დადგენილი საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა ერთ-ერთი ნაწილი ახდენს ცალკეული ქვეყნების
სამეწარმეო ქცევის ნორმების რეგლამენტაციას

ბიზნესის პოლიტიკური გარემო


პოლიტიკა ბიზნესის გარემოს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის
ზეგავლენა სამეწარმეო გარემოზე მნიშვნელოვანია ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც არის
საქართველო. ერთის მხრივ, ბიზნესი მოქმედებს პოლტიკაზე, ხოლო მეორე მხრივ _ პოლიტიკა
განსაზღვრავს ბიზნესის ქცევის წესებს.
დღეისათვის მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებში პოლიტიკური მოღვაწეობა ქმნის ბიზნესის
წარმატებული გაძღოლის ადმინისტრაციულ გარანტიებს.
პოლიტიკოსები ბიზნესის მხარდაჭერას ლობიზმის გზით ახდენენ (ინგ. lobbi _ კულუარები).
ლობიზმში იგულისხმება ცალკეული დარგების, ფირმების,
სოციალური ჯგუფების მხარდასაჭერად მიმართული სახელმწიფო ორგანოების,
სასამართლო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანოების მოქმედება. ლობისტები არიან ის
პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მხარდაჭერას. ლობიზმი შეიძლება იყოს
არა მარტო ობიექტური აუცილებლობით, არამედ პირადი დაინტერესებით ნაკარნახევი
(თანამდებობრივი პირის მოსყიდვის გზით).
ლობიზმის მიზნით ადამიანები ერთიანდებიან პოლიტიკურ პარტიებში, ხელისუფლების
სათავეში მოსვლის შემდეგ პარტია ცდილობს სხვადასხვა გზით შეუქმნას ნოყიერი გარემო მის
მხარდამჭერ ბიზნესმენებს, კერძოდ:
_ გარკვეული სახეობის სამეწარმეო პროგრამების მხარდაჭერით;
_ სახელმწიფო შეკვეთების განაწილებით;
_ ცალკეული საკანონმდებლო დოკუმენტების მიღებით:
_ სახელმწიფო ბიუჯეტის გადანაწილების გზით.
ასეთი მიდგომები დამახასიათებელია პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებისათვის,
რომლებიც დაადგნენ ეკონომიკური გარდაქმნების გზას.
განვითარებული ქვეყნის პოლიტიკა არის ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე ამ
ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის მიზნით, რამეთუ ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე
პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია.
3
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციების ევოლუცია, არსი და ფორმები
ბიზნესი, ორგანიზაციების, ფირმების, კორპორაციების საქმიანობა გარკვეულ სოციალურ
და პოლიტიკურ-კულტურულ გარემოში წარიმართება, ამიტომ მას არ შეუძლია საზოგადოების
ინტერესების უგულებელყოფა, რომელთანაც საკუთარი ინტერესები უნდა შეათანხმოს. მეტიც,
ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელ პირობას საზოგადოების სტაბილურობა
წარმოადგენს, ამიტომ ორგანიზაციები და კორპორაციები იძულებულები არიან შეიმუშაონ და
განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც ამ სტაბილურობას უზრუნველყოფენ.
თვითონ სოციალური სისტემა არის საზოგადოებრივი, მატერიალური და სულიერი
გარემო, რომელშიც არსებობს და მოღვაწეობს ადამიანი.
განასხვავებენ სოციალურ მაკროგარემოს, რომელიც მოიცავს მთლიანად სოციალურ-
ეკონომიკურ სისტემას (საწარმოო ძალები, საზოგადოების კულტურა, შეგნების დონე).
სოციალური მიკროგარემო მოიცავს ძირითადად ადამიანის უშუალო სოციალურ გარემოს,
ეს არის ოჯახი, შრომითი, სასწავლო კოლექტივი და ადამიანების ცალკეული ჯგუფები.
სოციალური გარემოს განვითარება და გაუმჯობესება ბიზნესისა და კორპორაციების
გრძელვადიან ინტერესებს პასუხობს. სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გამოყენება
ამაღლებს სამეწარმეო გარემოს სიცოცხლისუნარიანობას და ეფექტიანობას.
გრძელვადიან ასპექტებში სოციალური პასუხისმგებლობა იწვევს როგორც ორგანიზაციის
(ფირმის, კორპორაციის) მიერ წარმოებული პროდუქციისადმი მომხმარებელთა ნდობის, ისე მისი
აქციათა კურსის ამაღლებას.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის შემუშავებასა და
პოპულარიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი XIX საუკუნის ბოლოს შეასრულა
ცნობილი ეკონომისტების ფ. ბერტისა და გ. მინზის ნაშრომმა _ "თანამედროვე კორპორაცია და
კერძო საკუთრება". მათ ჩამოაყალიბეს თეზისი, რომლის თანახმად კორპორაციული სისტემის
სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ის ვინც აკონტროლებს მსხვილ კორპორაციებს,
უნდა გარდაიქმნას "სრულიად ნეიტრალურ ტექნოკრატად, რომელიც აბალანსებს საზოგადოებაში
სხვადასხვა ჯგუფების მოთხოვნილებათა მრავალფეროვნებას და თითოეულ მათგანს
შემოსავლების ნაწილს მიაკუთვნებს საზოგადოებრივი პოლიტიკის და არა კერძო ინტერესების
საფუძველზე".
არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი კ. დევისი ამტკიცებდა, რომ სოციალური
პასუხისმგებლობა უნდა მოიაზრებოდეს როგორც ბიზნესმენის ურთიერთქმედება
საზოგადოებასთან და იგი დახმარებას უნდა უწევდეს მას სოციალური გადაწყვეტილების
მიღებაში.
საინტერესოა 1971 წელს გამოქვეყნებული აშშ-ს "დიდი ბიზნესის" გავლენიანი
ორგანიზაციის ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის განაცხადი, რომელიც თვით საქმიანი
წრეების პოზიციებს ასახავს.
განაცხადში მოცემულია ბიზნესის ვალდებულებები ცხრა ძირითადი შემდეგი
მიმართულებების მიხედვით:
_ განათლება;
_ დასაქმება და სამუშაო ძალის მომზადება;
_ სამოქალაქო უფლებები;
_ ქალაქის განახლება და განვითარება;
_ გარემოს დაბინძურების შემცირება;
_ ბუნებრივი რესურსების დაცვა;
_ კულტურა და ხელოვნება;
_ სამედიცინო დახმარება;
_ ხელისუფლების საქმიანობის სრულყოფა.
განათლების სფეროში ეკონომიკური განვითარების კომიტეტი ბიზნეს შემდეგ
ვალდებულებებს აკისრებს: პირდაპირი საფინანსო დახმარებები სკოლებს, სტიპენდიების,
დოტაციებისა და სწავლის საფასურის შეტანის ჩათვლით; სკოლის ბიუჯეტის გაზრდის
ხელშეწყობა, ახალი სკოლების მშენებლობა და სხვ.
4
ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაში იგულისხმება ბიზნესის ისეთი წარმართვა,
რომელსაც სარგებლობა მოაქვს საზოგადოებისათვის და ხელს უწყობს სოციალურად,
ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრად განვითარებას.
ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას მრავალსაფეხურიანობა ახასიათებს:
_ საბაზისო დონე ითვალისწინებს შემდეგი ვალდებულებების შესრულებას:
გადასახადების, შრომის ანაზღაურების დროული გადახდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
_ მეორე დონე ითვალისწინებს მუშაკების არა მხოლოდ მუშაობის, არამედ ცხოვრების
ადეკვატური პირობებით უზრუნველყოფას: მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება, საცხოვრებელი
ბინების მშენებლობა, სოციალური სფეროს განვითარება. პასუხისმგებლობის ასეთ ტიპს
პირობითად "კორპორაციულ პასუხისმგებლობას" უწოდებენ.
- უმაღლესი დონე გულისხმობს საქველმოქმედო საქმიანობას.

კორპორაციები განახორციელებენ შემდეგი ტიპის სოციალურ პროგრამებს:


ბუნებისდაცვითი საქმიანობა და რესურსდაზოგვა, რომელიც გულისხმობს ბუნებრივი
რესურსების ეკონომიურ მოხმარებას, ნარჩენების უტილიზაციას და განმეორებით მოხმარებას,
გარემოს გაბინძურების აღმოფხვრას.
ადგილობრივი საზოგადოების განვითარება, რომელიც მოწოდებულია წვლილი შეიტანოს
ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში, როგორიცაა სოციალური პროგრამები და
მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების ხელშეწყობის აქციები, ბავშვებისათვის
დახმარების გაწევა, კულტურული მნიშვნელობის ობიექტების შენარჩუნება, ადგილობრივი
კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ორგანიზაციებისა და და ღონისძიებების
სპონსორობა.
პერსონალის განვითარება გულისხმობს ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების
მიზნით სწავლებას, შრომის მოტივაციას, მუშაკთა მონაწილეობას მმართველობით
გადაწყვეტილებების მიღებაში.
სოციალური პროგრამების რეალიზაციის ინსტრუმენტებია:
1. საქველმოქმედო შეწირულობები და სპონსორის დახმარება
2. ფულადი გრანტები – საფინანსო დახმარების ფორმა, რომელიც გამოიყოფა განათლების
სფეროში და გამოყენებითი კვლევების ჩასატარებლად. გრანტები – სოციალური
პროგრამების რეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ტრადიციული
ინსტრუმენტია.
3. კორპორაციული სპონსორობა – კორპორაციების მიერ სხვადასხვა რესურსების მიწოდება
ობიექტებისა და ნაგებობების შესაქმნელად, ორგანიზაციებისა და ღონისძიებათა
მხარდასაჭერად, რომელიც, როგორც წესი, საზოგადოებრივ ხასიათს ატარებს, თავიანთი
საქმიანობის რეკლამის მიზნით.
4. კორპორაციული ფონდი – ფონდია, რომელიც იქმნება კორპორაციის მიერ მისი
სოციალური საქმიანობის რეალიზაციის მიზნით.
5. სოციალური ინვესტიციები – ფინანსური დახმარების ფორმაა, რომელიც გამოიყოფა
კორპორაციის მიერ გრძელვადიანი და, როგორც წესი, ერთობლივი პარტნიორული
პროგრამების სარეალიზაციოდ, რომელიც გამიზნულია სოციალური დაძაბულობის
შესამცირებლად და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების დონის ასამაღლებლად.
არგუმენტები სოციალური პასუხისმგებლობის სასარგებლოდ:
ბიზნესისათვის ხელსაყრელი გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნა, ვინაიდან ფირმების
სოციალური ქმედებები აუმჯობესებს საზოგადოების ცხოვრებას და რაც უფრო სოციალურად
უზრუნველყოფილია საზოგადოება, მით უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება ბიზნესისათვის.
ვინაიდან მოსახლეობის მყიდველობითი უნარიანობა, გადახდისუნარიანობა და მოთხოვნა
სხვადასხვა სახის საქონელზე იზრდება.
არგუმენტები სოციალური პასუხისმგებლობის წინააღმდეგ:
მოგების მაქსიმიზაციის პრინციპის დარღვევა. რესურსების ნაწილის გამოყოფა სოციალურ
საჭიროებაზე მოგების მაქსიმიზაციის პრინციპის მოქმედებას ამცირებს.

5
დანახარჯების შემცირების პრინციპი ირღვევა, ვინაიდან სოციალურ საჭიროებაზე
გამოყოფილი სახსრები ფირმებისათვის დანახარჯებია, რომელიც საბოლოო ჯამში
მომხმარებელზე გადადის ფასების მატების სახით.

ბიზნესის ეთიკის არსი და სპეციფიკა

ბიზნესის ეთიკა არის ეთიკური პრინციპების გამოყენება საქმიანობაში. იგი არ არის


მორალური სტანდარტების უბრალო ნაკრები, არამედ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების წინაშე
მდგარი პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის ინსტრუმენტია.
ტრადიციულად ბიზნესის ეთიკას ყოფენ: მაკროეთიკად და მიკროეთიკად.
მაკროეთიკა ბიზნესის ეთიკის ის ნაწილია, რომელიც მორალურ ურთიეთობათა სპეციფიკას
განიხილავს მაკროსუბიექტებს შორის: მთლიანად კორპორაციებს შორის, სახელმწიფოსა და
საზოგადოებას შორის.
მიკროეთიკა გულისხმობს ფირმის (კორპორაციის) შიგნით, კორპორაციებს შორის, აქციების
მფლობელებს შორის მორალურ ურთიერთობათა სპეციფიკის გამოკვლევას.
ბიზნესის ეთიკა დაკავშირებულია მეცნიერების ისეთ დარგებთან, როგორიცაა ფსიქოლოგია,
ეკონომიკა, მენეჯმენტი და მორალის თეორია.
ფსიქოლოგებმა ყველაზე იღბლიანი ბიზნესმენებისა და კომერსანტ-მენეჯერების
საქმიანობისა და ცხოვრების სტილის შესწავლით აღმოაჩინეს მათი დიდი წარმატების ფაქტორები,
რასაც განაპირობებს შემდეგი დებულებები:
1. ყველაზე დიდი კაპიტალი დღეს ინფორმაცია და კავშირებია. ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს
დახვეწილი კომუნიკაციების უნარი, იმისათვის რომ მოიპოვოს ნდობა და მოახდინოს სასიამოვნო
შთაბეჭდილება, რაც საბოლოოდ მისი წარმატებისა და ფინანსური წინსვლის პირობაა.
2. წარმატებისათვის დაბადებულმა ადამიანმა ყოველთვის იცის როდის უნდა აღიაროს
დამარცხება ან წავიდეს გონიერ კომპრომისზე. მას შეუძლია, აუცილებლობის პირობებში, იყოს
მტკიცე, მაგრამ იგი არც პირად ტრაგედიად ჩათვლის უკანდახევას, რადგანაც დარწმუნებულია
თავის საბოლოო წარმატებაში.
3. ცხოვრება ადასტურებს, რომ პატიოსანი ბიზნესი ყოველთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე
ამორალური (არალეგალური).
4. ბიზნესმენი საქმიანობის პროცესში აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს იმ ქვეყნის
მართვის ეროვნულ სტერეოტიპებს, ადათ-წესებს და სოციალურ-კულტურულ თავისებურებებს,
სადაც ის აპირებს წარმატებული ბიზნესის დაწყებას.
5. წარმატების გზა ბიზნესში დაკავშირებულია პიროვნულ ზრდასთან,
თვითგანვითარებასთან, კომპეტენტურობასთან, საქმიან აქტიურობასთან და პროფესიულ
ზრდასთან.
ამრიგად, ბიზნესის ეთიკა არის ორიენტირებული ადამიანის პატივისა და ღირსების
უფლებების დაცვაზე, რაც მჟღავნდება იმაში, რომ თქვენ:
_ არ მოატყუებთ პარტნიორს
_ არ გამოიყენებთ იმ მეთოდებს, რომლებიც აიძულებს მას იმოქმედოს საკუთარი
ინტერესების წინააღმდეგ
_ არ დასჯით ადამიანს სამართლისა და სასამართლოს გარეშე
_ პატივს სცემთ ადამიანების უფლებას შეინახონ საიდუმლო ან საჯაროდ გამოთქვან აზრი.
_ არ აიძულებთ გამოვიდნენ თავიანთი რელიგიური და ეთიკური მრწამსის წინააღმდეგ
_ დაიცავთ საზოგადოებრივ ნორმებს ყველა თანამშრომლის მიმართ, იმათ, ვინც აყენებენ
ზიანს კომპანიის ინტერესებს, პასუხს აგებინებთ მის წინაშე.
კომპანიები უნდა ითვალისწინებდნენ ეკონომიკურ სისტემაში შემავალ სხვა ჯგუფების
ინტერესებს. ისეთებს, როგორიცაა: საზოგადოება, მომხმარებლები, მუშაკები, ინვესტორები.

ბიზნესი და ბუნებრივი გარემო

6
კომპანიები ხშირად ზემოგების მიღების მიზნით არღვევენ ეკოლოგიურ წონასწორობას,
რითაც ქმნიან წინაპირობას გაკოტრებისათვის.
აშშ-ის კომპანია "ბიზფოზ ნობელ ინკ-ი" აწარმოებდა საღებავ ნივთიერებებს. ამასთან,
საწარმოო ნარჩენები გაჰქონდა იქვე არსებულ ტყის მასივში, რომელიც ასევე მის საკუთრებას
შეადგენდა. როდესაც ეს ფაქტი გამოვლინდა კომპანიას დაევალა ტყის მასივის გაწმენდა ამ
ნარჩენებისაგან, რაც მას 60 მილიონი დოლარი დაუჯდა. კომპანიის საქონელბრუნვა შეადგენდა 30
მილიონ დოლარს, რის გამოც ის გაკოტრდა.1 როგორია კომპანიის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების შედეგები? ესენია: მისი ფინანსურ კრახი, დამატებითი უმუშევრობა. ამასთან
ტყის მასივი დარჩა დაბინძურებული, რადგანაც მისი გასუფთავება მთავარი დამნაშავის მიერ ვერ
მოხერხდა. ამდენად, ამ სიტუაციაში არ არსებობს გამარჯვებული, ერთნაირად იზარალა
საზოგადოებამაც და მწარმოებელმაც.
უკვე ეს მაგალითი მეტყველებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია
ბიზნესისათვის ეკოლოგიური პრობლემები. ბიზნესმენი, მეწარმე უნდა იცნობდეს
გარემოსდაცვითი საკითხები, რათა წინასწარ განსაზღვროს თუ რა შედეგი მოყვება მის სამეურნეო
საქმიანობას.

გარემოს დამაბინძურებელი წყაროები


გარემოს დამაბინძურებელი წყაროებია: ტრანსპორტი, მრეწველობა (ენერგეტიკული,
სამთოგადამამუშავებელი, ნავთობგადამამუშავებელი, სამშენებლო მასალათა), სოფლის
მეურნეობაში გამოყენებული სასუქები, პესტიციდები, ნარჩენები (რადიოაქტიური,
საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, მეცხოველეობის, სამშენებლო) და კომუნალური მეურნეობები,
ენერგეტიკა, მილიტარიზაცია.
დაბინძურება შეიძლება იყოს ბუნებრივი და ანთროპოგენული. ბუნებრივი დაბინძურების
მიზეზია ბუნებრივი კატასტროფები, ანთროპოგენულის კი _ ადამიანის საქმიანობის შედეგები.
ანთროპოგენული დაბინძურების ტიპებია: ბიოლოგიური და ქიმიური, ფიზიკური და მექანიკური.
ბიოლოგიური დაბინძურება მიკროორგანიზმების წარმოქმნა და გარემოში გამრავლებაა,
ქიმიურია ქიმიური ტოქსიკური რეაგენტების გავრცელება გარემოს სხვადასხვა კომპონენტში.
ფიზიკური დაბინძურება ვლინდება რადიოაქტიურ, სითბურ (თერმულ) დაბინძურებაში,
ხმაურში, რომლის წყაროებია ტრანსპორტი და სამრეწველო ობიექტები.
გაბინძურების ძირითადი ანთროპოგენული წყაროებია: მრეწველობა, სოფლის და
კომუნალური მეურნეობები, ენერგეტიკა, მილიტარიზაცია.
მრეწველობა ტექნოგენური ნივთიერებების უმძლავრესი წყარო და შესაბამისად გარემოს
ძლიერი გამაბინძურებელია.
გაზრდილი მჟავიანობით გამოირჩევა ქვანახშირის მაღაროს წყლები და მადნების
გამამდიდრებელი ფაბრიკების ჩამდინარე წყლებიც.
მძლავრი გამაბინძურებელია სამშენებლო მასალების წარმოება, კერძოდ ცემენტის
ქარხნები. ცემენტის წვრილდისპერსიული მტვერი ჰაერის ნაკადებით შორ მანძილზე გადაიტანება.
კასპის ცემენტის ქარხნის ასეთი “პროდუქცია” ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში
შავი ზღვის სანაპირომდე აღწევდა.
სოფლის მეურნეობა. მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების მასობრივი გამოყენება
ზიანს აყენებს გარემოს. სოფლის მეურნეობის ქიმიზაციაზე მოდის გარემოს გაბინძურების
მესამედი.
მინერალური სასუქების მხოლოდ 40-50% იხარჯება დანიშნულებისამებრ, დანარჩენი
ნიადაგიდან ირეცხება ატმოსფერული და გრუნტის წყლებით, ხვდება მდინარეებში, ტბებში,
ზღვებსა და ოკეანეებში. ამიტომ მასობრივად ნადგურდება თევზი.
ნიადაგში შეტანილი აზოტშემცველი სასუქების 20%-მდე წყლით ირეცხება. ჭებსა და
არტეზიულ წყლებში დაფიქსირებულია 600-3000 მგ/ლ არაორგანული აზოტის შემცველობა.
ნიტრატების მაღალი კონცენტრაციები შეიმჩნევა ბოსტნეულში (ჭარხალში ნაპოვნია 2-3
გ/კგ). საკვები პროდუქტებიდან ნიტრატები ხვდება ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ჟანგავს
1
Amal Kumaz Naj. Can $ 100 Billion Have “No Material Effect” on balance Sheets? “The Wall Street Jornal. 1998.” A1
7
ჰემოგლობინში შემავალ რკინას და მჟავე არეში მეორად ამინებთან წარმოქმნის კანცეროგენულ
ნაერთებს.
ატმოსფეროს გაბინძურება პესტიციდებით ნიადაგებიდან ხდება, საიდანაც პესტიციდები
ირეცხება ატმოსფერული ნალექებით და გრუნტის წყლებით. რაც უფრო არამდგრადია
პესტიციდი, მით უფრო ნაკლები იქნება მიყენებული ეკოლოგიური ზიანი. მდგრადობით
გამოირჩევიან ქლორორგანული პესტიციდები, ნაკლებად მდგრადია ფოსფორშემცველი
პრეპარატები.
გარემოს გაბინძურების მძლავრი, ლოკალური წყაროებია მეცხოველეობის და
მეფრინველეობის ფერმები. მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმების ჩამდინარე წყლები
შესამჩნევ უარყოფით გავლენას ახდენენ ზედაპირული წყლების ხარისხზე. ამიტომ აშშ-ში,
ავსტრალიაში, დანიაში და სხვ. ფერმების გამართვა მდინარეების, ტბების, არტეზიული ჭების და
დასახლებული ობიექტების ახლოს აკრძალულია.
კომუნალური მეურნეობები.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების 90-98% სანაგვეებზე იყრება. ნაგავსაყრელები შენელებული
მოქმედების ნაღმია. ნარჩენების ლპობა _ მინერალიზაცია რამდენიმე წელი გრძელდება. მათი
ნარეცხი ნაკადები ქიმიურად და ბაქტერიოლოგიურად აბინძურებენ მდინარეებსა და გრუნტის
წყლებს.
ლიკვიდაციის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ნარჩენებს სპეციალურ ღუმელში წვავენ.
დადებით ეკოლოგიურ მხარესთან ერთად მეთოდს აქვს ნაკლი: პლასტმასების და სხვა
ნივთიერებების წვის პროცესში გამოიყოფა ფოსგენი, ძალზე მდგრადი, ზეტოქსიკური ნივთიერება
დიოქსინი და სხვ. ამიტომ საჭიროა ნარჩენების დახარისხება და შემდეგი უტილიზაცია მისი
სახეობის მიხედვით (ქაღალდის, ლითონის, მინის და სხვა ნარჩენების ცალ-ცალკე შეგროვება).

ენერგეტიკა
ენერგია იყო და რჩება კაცობრიობის არსებობის, კეთილდღეობისა და პროგრესის
აუცილებელ წინაპირობად. ეკოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების გამო, ენერგიის
წყაროების შერჩევისას, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გახდა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება.
მოპოვების, ტრანსპორტირებისა და ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი უპირატესობა აქვს
საწვავ აირებს და ნავთობპროდუქტებს. მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდულია და როგორც
სპეციალისტები ვარაუდობენ 30-50 წელიწადში ამოიწურება. ამიტომ პერსპექტიულ ნედლეულად
რჩება ქვანახშირი.
ენერგეტიკაში ჩამდინარე წყლის ძირითადი პრობლემები
ენერგეტიკაში ჩამდინარე წყლებს მიეკუთვება სხვადასხვა აპარატების გამაგრილებული
წყლები. ეს აპარატებია _ ტურბინების კონდესატორები, მოძრავი მექანიზმების ზეთისა და ჰაერის
გამაგრილებლები და სხვა.
თბოელექტროსადგური (თეს-ი) მეტად გავრცელებული ენერგიის გამომუშავების წყაროა.
მისი ექსპლუატაციის დროს ხდება წყალსაცავების ჩამდინარე წყლებით, ნავთობპროდუქტებით
(გენერატორებიდან ზეთების გაჟონვით და თეს-ში მაზუთის გამოყენების შემთხვევაში)
გაბინძურება. გარდა ამისა, წყალსაცავებსა და მდინარეებში ხშირად უშვებენ გამაგრილებელი
აპარატებიდან გამომავალ ცხელ წყალს (იმ შემთხვევაში თუ იყენებენ მას სათბურებში და
გათბობის მიზნით). ამის გამო იზრდება წყლის ტემპერატურა, ჟანგბადის კონცენტრაცია წყალში
მცირდება, რაც იწვევს თევზების განადგურებას.
ატმოსფეროს ძირითადი დამაბინძურებელი წყაროებია ტრანსპორტი და სამრეწველო
საწარმოები. ზოგადად ატმოსფეროს დაბინძურების უდიდესი ნაწილი მოდის გაზოვან
ნივთიერებებსა და მათ ქიმიურ შენაერთებზე. მათგან ძირითადია: ნახშირორჟანგი, გოგირდოვანი
ანჰიდრიდი და აზოტოვანი შენაერთები.
ქალაქის საჰაერო აუზის დაბინძურების მდგომარეობის შეფასების ფაქტორებია:
ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა, სატრანსპორტო ქსელის ხასიათი, დამბინძურებელი
წყაროების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები, ტექნიკური მაჩვენებლები,
8
ქალაქდაგეგმარებითი პირობები, ბუნებრივ-გეოგრაფიული ფაქტორები (რელიეფი, ქარების
მიმართულება, მიკროკლიმატი, მდებარეობა), ქალაქის შიდა გამწვანება და შემოგარენი.
დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, რომელსაც იყენებენ კომპანიები არის
არა ის, რომ ვებრძოლოთ ეკოლოგიური დაბინძურების შედეგებს, არამედ გამოვავლინოთ ამ
დაბინძურების მიზეზები და მოვახდინოთ მათი დროული ნეიტრალიზება, რაც მიიღწევა
ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვით. ასე მაგალითად, კომპანია
"M3" 1975 წლიდან ახდენს დაახლოებით 1500 პროდუქტის რეალიზებას, რომლებიც მიმართულია
ეკოლოგიური დაბინძურების წინააღმდეგ. ამან კომპანიას მისცა დაახლოებით 1 მილიარდ
დოლარამდე მოგება.2

ბიზნესი და მომხმარებლები

მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში 60-იან წლებში მსოფლიოში ფეხს იდგამს


მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მოძრაობის გააქტიურებამ
მეწარმეები აიძულა შეექმნათ ფირმებში მომხმარებელთა საჩივრების განხილვის განყოფილებები
ან ბიუროები, სისტემატურად თვალყური ედევნათ ამ პროცესებზე. რიგ ქვეყნებში ეს პროცესი
მოექცა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში და შესაბამისად მიღებულ იქნა მომხმარებელთა
უფლებების დაცვის კანონები სხვადსხვა სფეროებში. ეს სფეროებია:
- კვების პროდუქტების და მედიკამენტების წარმოება-მოხმარებაზე კონტროლი
- რეკლამისა და სამარკო ნიშნის დაცვაზე ორიენტირებული კანონების კრებული
- საქონლის უსაფრთხოების კანონები
- კრედიტის დაცვის კანონები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვა შეიძლება განხორციელდეს უფლებრივ სივრცეში,
რომელიც მოიცავს სამ სფეროს: უსაფრთხოების უფლებას, ინფორმაციის მიღების უფლებას,
არჩევითობის და მოთხოვნის უფლებას.
უსაფრთხოების უფლება.
უსაფრთხოების უფლების შინაარსი არის ის რომ, კომპანიებმა უნდა აწარმოონ ისეთი
საქონელი, რომელიც არ შეიცავს მომხმარებლისათვის რაიმე საფრთხეს. მსოფლიოს ქვეყნებში ამ
პროცესს აკონტროლებენ სპეციალური ორგანოები, რომლებიც აფორმებენ საწარმოსთან
კონტრაქტებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას.
ხელისუფლება საქონლისა და მომხმარებლის უსაფრთხოებაზე აწესებს საკუთარ ნორმებს,
განსაზღვრულს საკანონმდებლო ბაზაში, რომლის დარღვევას შესაძლებელია მოჰყვეს სისხლის
სამართლის პასუხისმგებლობა. ან ბაზარზე საქონლის მოთხოვნის მოტივირებული დაცემა,
რომელიც ასევე არის განპირობებული ამ დარგში სახელმწიფო რეგულირებით.
ასე მაგალითად, _ კომპანია "აუდის" მიერ გამოშვებული ავტომანქანის "აუდი _ 5000" ერთ-
ერთი ძირითადი მახასიათებელი გახლდათ სიჩქარის ჩართვის შედეგად სწრაფი აჩქარების
მექანიზმი, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევათა მკვეთრი ზრდა. როდესაც ამ ინფორმაციამ
გაჟონა ტელეეთერში, მოცემული მოდელის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა და ორი წლის
შემდეგ შეადგინა თავდაპირველი გაყიდვების ნახევარი. ფირმა იძულებული გახდა ამ ტიპის
ავტომობილების გამოშვება შეეწყვიტა. სპეციალისტების აზრით ამ ფაქტორმა გამოიწვია "აუდის"
ტიპის ავტომობილების მიმართ მომხმარებელთა უარყოფითი ფსიქოლოგიური განწყობა, რის
გამოც ფირმას რეპუტაციის აღდგენისათვის დასჭირდება ხუთ წელი მაინც.3
ინფორმაციის მიღების უფლება
მომხმარებლებს აქვთ უფლება იცოდნენ თუ რისგან შესდგება საქონელი და რამდენად
მავნებელია ის ჯანმრთელობისათვის. მსოფლიოში შექმნილია ორგანიზაციები, რომლებიც
ახორციელებენ ზედამხედველობას არა მარტო საქონლის ჯანმრთელობისათვის მავნებლობის
საკითხთა კონტროლზე (ასეთია საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო
2
Bradford A. Enviromental Activitis Ine// National Business 1990.
3
1 James R. Healey. hudi Drives to polist Its Image // USA Today 1988. 23 March. 1B, 2B.
9
უსაფრთხოების, ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტებზე კონტროლის ორგანოები) არამედ,
მომხმარებლისათვის ინფორმაციის სწორ მიწოდებაზეც. ასე მაგალითად, აშშ-ის სანიტარული
ზედამხედველობის ორგანიზაციამ აკრძალა ფორთოხლის წვენის "სიტრუს ხილლ-ის" გავრცელება
კომპანია "პროქტერ ენდ გემბელის" მიერ მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სიტყვა fresh
ინგლისურად ახალს ნიშნავს, რაც მიუღებელია იმ პროდუქტებისათვის, რომლებიც მოიცავს
კონცენტრატებს. ეს ორგანიზაცია დაუშვებლად მიიჩნევს პროდუქციის ეტიკეტებზე ისეთი
წარწერების არსებობას, როგორიცაა "მსუბუქი", "ხოლესტერინის დაბალი შემცველობის" და სხვა,
რაც ფაქტობრივად ახდენს მომხმარებლის დეზორიენტაციას, ხშირ შემთხვევაში შეცდომაში შეყავს
უკანასკნელი.
არჩევითობის უფლება
ბიზნესის თანამედროვე მიდგომა ამ საკითხებში გამოიხატება თვით პროდუქციის
მწარმოებლის პასუხისმგებლობაში ამ სფეროში. ასე მაგალითად, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში
ცხრამეტ წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის აკრძალულია ლუდისა და სპირტიანი სასმელის
გაყიდვა.
მომხმარებლის უფლებები ფართოვდება იმ თვალსაზრისითაც, რომ კომპანიების უმეტესობა
ქმნის იმ სპეციალურ სატელეფონო ხაზებს, სადაც გაითვალისწინება მათი პრეტენზიები.
კომპანიათა უმრავლესობა ასტიმულირებს მომხმარებელთან უკუკავშირს, რადგანაც ის იძლევა
შესაძლებლობას შეისწავლონ აზრი მათი პროდუქციის შესახებ, არამედ გაითვალისწინონ ის
შეცდომებიც, რომლებიც დაშვებულია პროდუქციისა თუ მომსახურების რელიზაციის პროცესში.
მსოფლიოს ქვეყნებში ცნობილია ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა "მომხმარებელთა
უფლებების დაცვის ლიგა", "მომხმარებელთა ამერიკული ფედერაცია" და სხვა, რომლებიც
თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში ეწევიან მომხმარებელთა არა მარტო უფლებების დაცვას,
არამედ იმ ფაქტების სააშკარაოზე გამოტანას, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებელთა
უფლებების დარღვევასთან.

ბიზნესი და ინვესტორები

მსოფლიოში ერთ-ერთი მწვავე ეთიკური პრობლემა არის ბიზნესის წარმოება პატიოსნებისა


და მორალის ჩარჩოებში. ცნობილია, რომ ინვესტორების ძირითად მიზანს შეადგენს
დივიდენდების ზრდა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი გზა, რომელიც დაკავშირებულია
ინვესტორების კანონიერი მოგების შეზღუდვასთან ეწინააღმდეგება ბიზნესის ეთიკურ ნორმებს.
ინვესტორების მოტყუების ყველა ხერხიდან ყველაზე გავრცელებულია ორი ძირითადი:
ინვესტიციებით მანიპულირება და მოგების ან აქტივების არაკანონიერი მოპოვება, რომელსაც თან
სდევს ინვესტიციებიდან მიღებული მოგების შემცირება.
ყოველწლიურად მსოფლიოში ათასობით ადამიანი ხდება ინვესტიციებით მანიპულირების
მსხვერპლი. ამის ნათელი მაგალითია საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში
განვითარებული მოვლენები, როდესაც ათეულობით მცირე საკრედიტო ორგანიზაციები,
აწარმოებდნენ არარსებულ კაპიტალში ინვესტიციების, მოსახლეობის სახსრების ჩადებას, რის
შედეგადაც ამ გზით აკუმულირებული თანხები, ხშირ შემთხვევაში, ქრებოდა ამ კომპანიების
ხელმძღვანელებთან ერთად.
ასეთი გზა გავრცელებულია ცივილიზებულ ქვეყნებში. ასე მაგალითად, Aაშშ-ი ადამიანები
ყოველწლიურად 1 მლრდ დოლარზე მეტს დებენ არარსებულ კომპანიებში, მშენებლობებში და ა.შ.
ცალკეულ ხელმძღვანელებს გააჩნიათ შესაძლებლობა პირადი გამდიდრების გზით
გამოიყენონ ფულადი რესურსები, რომლებიც კომპანიაში ინვესტორებისაგან შემოდის,
მითუმეტეს, რომ კომპანიის მენეჯერს აქვს შესაძლებლობა დაფაროს ეს მაქინაცია.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი განსაკუთრებულად ხშირად გამოყენებული მიმართულება
არის თაღლითური ოპერაციები დანახარჯთა მუხლების მიხედვით.
მეორე გზა არის მიწოდების ფასის ხელოვნური აწევა და ამ გზით მიღებული სხვაობის
გადანაწილება მიმწოდებელსა და მწარმოებელს შორის.

10
მოგების მაქსიმიზაციისაკენ ლტოლვაში კომპანიები იყენებენ კანონით დაუშვებელ
სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად ქრთამის მიცემა კონტრაქტის ლობირებისათვის
საზღვარგარეთის თანამდებობის პირისათვის.
მეტად გავრცელებულია მსოფლიოში არამართლზომიერი ქცევა - სამეწარმეო დაზვერვა. ასე
მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების სახით კომპანია "ჯონსონ ენდ ჯონსონს" დაევალა
გადაეხადა კომპანია "ზმ"-ისათვის 113 მლნ დოლარი, რადგანაც მან 20 ათასი დოლარად შეისყიდა
კომპანია "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ერთ-ერთი უკმაყოფილო თანამშრომლისაგან საფასურად
კომპანია "ზმ"-ის ახალი, ჯერ კიდევ დაუნერგავი ტექნოლოგია.4
"ჯენერალ ელექტრიკს" სასამართლო გადაწყვეტილებით დაევალა გადაეხადა 10 მლნ
დოლარის ჯარიმა სამხედრო კონტრაქტის ხელოვნური გაბერვის გამო.5
7,6 მილიონი დოლარით დაჯარიმდა კომპანია "კრაისლერი", რომელიც ძველი მანქანებს მათი
მოდერნიზაციის შემდეგ ყიდდა, როგორც ახლებს.6
ეს მაგალითები მოწმობენ იმას, რომ ბიზნესის სფეროში დაშვებულია მხოლოდ ის, რაც არ
ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ დადგენილ სამართლის ნორმებს.
სად გადის საზღვარი ქრთამსა და დასაჩუქრებას შორის? თუ ქრთამი არის კრიმინალური
ბიზნესის ფორმა, დასაჩუქრება მთელ რიგ ქვეყნებში მიჩნეულია ბიზნესის წარმოების მეთოდად.
აფრიკისა და აზიის ქვეყნების უმეტესობას გააჩნიათ ტრადიცია, რომლის შესაბამისად
ბიზნესის წარმოების სწორ ტონად არის მიჩნეული საჩუქრების გაცვლა. გამჭრიახე ბიზნესმენი
უნდა ეცნობოდეს ამ ტრადიციებს, რათა ისინი წარმატებულად გამოიყენოს ეთიკური ნორმების
დაურღვევად თავის სასარგებლოდ.
განვითარებად ქვეყნებში საქმიანობის წარმართვისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ
ტრადიციის სამი სახეობა, რომლებიც საფუძვლად ედება ამ ქვეყნებში საქმიანი ეთიკის ნორმებს.
ესენია: "ხშული წრე", ურთიერთ მომსახურების სისტემა, საჩუქრების გაცვლა.
განვითარებად ქვეყნებში ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ერთობლივ ბიზნესს უნდა
წარმართავდეს მხოლოდ იმ ადამიანების წრე, რომლებიც არიან ერთმანეთის ნათესავები ან ახლო
მეგობრები. ეს არის "ხშული წრე", რომელშიც სხვა "აუტსაიდერების" ადგილი არ არის. მოცემული
ფაქტორის გამოყენება ამ ქვეყნებში ბიზნესის საწარმოებლად მნიშვნელოვანია იმდენად,
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში "ინსაიდებს" იცნობენ და ენდობიან.
აღნიშნულ სფეროში ცოდნა აძლევს ბიზნესმენებს საშუალებას წარმატებულად აწარმოონ
თავიანთი საქმე, როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების სასარგებლოდ.
ურთიერთ მომსახურების სისტემაში ბიზნესში მონაწილე რამოდენიმე სუბიექტს შორის
შეიძლება დამყარდეს ისეთი მყარი კავშირები, ურთიერთ ნდობის ისეთი მაღალი ნიშნული,
როდესაც ერთი პარტნიორი მის მიერ წარსულში გაწეული მომსახურების გამო, დავალებულია
მეორეს წინაშე ამიტომ მას აუცილებლობის შემთხვევაში თამამად შეუძლია მოსთხოვოს
პარტნიორს რაიმე სახის მომსახურების გაწევა.
ტრადიციის მესამე სახეობა არის საჩუქრების გაცვლა. საჩუქრების მიღება გაცილებით მეტია
ვიდრე უბრალო ჟესტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის ურთიერთობანი საფუძველს უდებენ
მყარ, ხანგრძლივ, მომავალზე ორიენტირბულ, პარტნიორულ კავშირს. ამ დარგის სპეციალისტი დ.
ფედიმენი წერს: "საჩუქრები არის უბრალოდ კატალიზატორი. იდეალურ პირობებში ეს პროცესი
უნდა გახდეს მოვლენათა დაუმთავრებელი წრე, რომელიც მოიცავს ვიზიტებს, მეგობრულ
ჟესტებსა და მომსახურებას, რომელიც მთელი მათი ცხოვრების მანძილზე" მდინარესავით
მიემართება ერთი მონაწილედან მეორესაკენ.7

4
M. Flynn. Keeping Secrets // PC Magazine 1992. 28 Aprile
5
Milo Geyelin. GE Is Fined $ Million in Criminal Case // The Wall Street Jornal. 1990. 27 July
6
Neal Temlin. Cryslez Faces $ 7,6 Million Fine for Mail Fraund //The Wall Street Jornal, 1990. July
7
A. Fadiman. A Traveler,s Guide to Gifts and Bribel // Harvard Business Review. 1986.
11
12

You might also like