You are on page 1of 10

X თავი.

ეკონომიკა

10.1. ეკონომიკის ძირითადი საკითები


ეკონომიკა სოციალური მეცნიერების დარგია,რომელიც შეისწავლის საქონლისა და
მომსახურების წარმოებას, განაწილებას, გაცვლასა და მოხმარებას. ეკონომიკა
შეისწავლის საწარმოო ურთიერთობებს და მათ სპეციფიკურ მხარეებს
საზოგადოებრივი წარმოებისა და გაცვლის განსაზღვრულ სფეროში. ეკონომიკის
ძირითადი მახასიათებლებია:

· ცოდნა შეზღუდული რესურსების შესახებ


· საქონლისა და მომსახურების წარმოება-გასაღება-მოხმარება
· ადამიანის შემდეგი საქმიანობების ერთიანობა: წარმოება-გაცვლა-მოხმარება-
დაგროვება-ინვესტირება.
· შეზღუდული რესურსების პირობებში მოთხოვნების დაკმაყოფილება

ეკონომიკის საკითხები ყოველთვის უკავშირდება ადამიანის მოთხოვნილებებს.


არსებობს მოთხოვნილებათა სხვადასხვა კლასიფიკაცია. ყველაზე ცნობილია
მასლოუს, ეპიკურეს და ვაგნერის მოთხოვნილებათა კლასიფიკაცია.

მასლოუს მოთხოვნილებათა თეორიის მიხედვით არსებობს პირველადი და


მეორეული მოთხოვნილებები. პირველადი მოთხოვნილებაა მაგალითად
უსაფრთხოება, ხოლო მეორეულს განეკუთვნებიან ურთიერთბის, საზოგადოებრივი
აღიარების და თვითრეალიზაციის მოთხოვნილებები.

ეპიკურეს მოდელის მიხედვით არსებობს:

აუცილებელი და ბუნებრივი მოთხოვნილებები (მაგ. საკვები, უსაფრთხოება)

ბუნებრივი მოთხოვნილებები, მაგრამ არა აუცილებელი (მაგ. ურთიერთბები,


ადამიანებთან კომუნიკაცია და ა.შ)

მოთხოვნილებები არც აუცილებელი და არც ბუნებრივი (სიმდიდრე, ფუფუნება და


სხვა)

ვაგნერის მეთოდით მოთხოვნილებები ორ კატეგორიად იყოფა: პირველ


კატეგორიაში ერთიანდებიან მოთოვნილებები რომელთა დაკმაყოფილებასაც
თავდაცვის ინსტიქტი მოითხოვს, ხოლო მეორე კატეგორია კი ყველა დანარჩენ
მოთხოვნილებას მოიცავს.

მოთხოვნილება ესაა ადამიანის საქმიანობის მამოძრავებელი ძალა, რომელიც


კმაყოფილდება საქონლის მოხმარებითა და მომსახურებით. მომსახურება (უხილავი
პროდუქტი) ერთგვარი საქმიანობაა რომელსაც სთავაზობს ერთი ადამიანი მეორეს.
პროდუქტი იგივეა რაც საქონელი, რომელიც განკუთვნილია ბაზარზე გასაყიდად ან
გასაცვლელად.

როდესაც ჩვენ ვდგებით არჩევანის წინაშე გვიწევს დავთმოთ ერთი ნივთი თუ


გვსურს რომ მივიღოთ მეორე. იმას რასაც ჩენ დავთმობთ ეწოდება ალტერნატიული
ღირებულება. ალტერნატიულ ღირებულებაზე საუბრისას მხოლოდ იმ საუკეთსო
ალტერნატივის ღირებულებას ვგულისხმობთ, რომელზეც ვთქვით უარი. ეს
ღირებულება შეიძლება გამოხატული იყოს ფულში, დროში ან ა.შ

ხშირად გადაწყვეტილების მისაღბად იყენებენ გადაწყვეტილების მიღბის ისეთ


მეთდს რომელსაც ეწოდება PACED. P-პრობლემა A-ალტერნატივა C-კრიტერიუმი E-
შეფასება D-გადაწყვეტილება.

არჩევნის გაკეთებისას ყოველთვის უნდა გავითალისინოთ შემდეგი პრინციპები:

რაციონალურობა: შემოსავლების ისე გამოყენება, რომ მივიღოთ მაქსიმალური


სარგებელი.

შემოსავლების შეზღუდულობა;

უპირატესობა და ფასეულობების საკუთარი სისტემა- ყველას განსხვავებული


შეხედულება აქბს ამა თუ იმ საგნის ან პროდუქტი სარგებლიანობაზე.

არსებობს რესურსების სამი სახე: ადამიანური, ბუნებრივი და კაპიტალური.

ადამიანურ რესურსებში იგულისხმებიან ადამიანები რომლებიც მუშაობენ. მაგ:


მასწავლებელი, ექმიმი, მძღოლი და ა.შ.
ბუნებრივი რესურსები კიარის ის რაც ადამიანის ჩარევის გარეშე წარმოიქმნება. მაგ:
ბუნებრივი გაზი, მდინარე და ა.შ.

კაპიტალური რესურსები არის წარმოებული საქონელი, რომელიც სხვა საქონლის


საწარმოებლად გამოიყენება. მაგალითად, დაზგა, ქსეროქსის მანქანა და სხვა.

მოთხოვნასა და მიწოდებაზე სხვადასხვა ფაქტორები ზემოქმედებენ. მოთხოვნაზე


ზემოქმედებს შემოსავლების სიდიდე, ფასების ცვლილება, მოლოდინები, გემოვნება.
მიწოდებაზე კი მოქმედებს რესურსების ფასები, ტექნოლოგიები და მოლოდინი.

10.2. ძირითადი ეკონომიკური სისტემები


ეკონომიკური სისტემა არის ფასეულობების, ორგანიზაციების, ინტერესების
ერთობლიობა სადაც ხდება ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. გამოყოფენ
სამი ტიპის ეკონომიკურ სისტემას: ტრადიციული, გეგმიური (მბრძანებლური) და
საბაზრო.

ტრადიციულ ეკონომიკურ სისტემაში ადამიანები თაობიდან თაობამდე წარმოებისა


და განაწილების მეთოდებს იყენებენ.

გეგმიურ ეკონომიკაში პროდუქციისა და მომსახურების წარმოებასა და


გადაწყვეტილებებს ერთი პირი(ორგანიზაცია, მთავრობა) იღებს. სახელმწიფო იღებს
გადაწყვეტილებას თუ რა რიგირ და ვისთის იქნას წარმოებული, კერძო საკუთრება არ
არსებობს.

საბაზრო ეკონომიკაში ეკონომიკური საქმიანობა ორგანიზებულია ბაზრების


მეშვეობით სადაც სახელმწიფოს როლი შეზღუდულია. ეკონომიკურ სისტემას სადაც
სახელმწიფო კონტროლის ელემენტები შერწყმულია კერძო მფლობელობასთან,
შერეული ეკონომიკური სისტემა ეწოდება. საბაზრო ეკონომიკაში კერძო მეწარმეთა
და ინდივიდუალურ მომხრმარებელთა ურთიერთობებს ბაზარი თვითონ
არეგულირებს. საბაზრო ეკონომიკა ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს:
თავისუფალი მეწარმეობა, საკუთრების მრავალფეროვნება და საბაზრო
ფასწარმოქმნა.

10.3. ბაზარი და კონკურენცია


ეკონომიკური საქმიანობის სივრცეს, სადაც ყალიბდება ურთიერთობა საქონელსა
და მომსასხურებუს მწარმოებელს, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ეწოდება
ბაზარი. ბაზარი სხვადასხვა სახის არის, მაგრამ ისინი ორ ძირითად ქვეჯგუფს
აერთიანებს: საქონლისა და მომსახურების ბაზარი; წარმოების ფაქტორთა ბაზარი.
წარმოების ფაქტორები ერთგვარი საწარმოო რესურსებია. ისინი ქმნიან ძირითადი
სახის რესურსებს, რომლებიც საქონლისა და მომსახურების საწარმოებლად
გამოიყენება.

ხშირად ბაზარზე ადგილი აქვს დეფიციტს. დეფიციტი მაშინ გვაქვს როცა


საქონელზე მოთხოვნა მეტია, ხოლო მიწოდება ნაკლები.

კონკურენცია ნიშნავს ბრძოლას, მეტოქეობას უპირატესობის მოსაპოვებლად.


კონკურენცია არის ურთიერთობა მწარმოებლებს შორის რომლებიც ერთმანეთს
უწევენ კონკურენციას ფასების დადგენასა და საქონლის მიწოდებაში. კონკურენცია
შეიძლება იყოს სრულყოფილი და არასრულყოფილი. სრულყოფილი ანუ
თავისუფალი კონკურენციის დროს მყიდველებიც და გამყიდველებიც თანხმდებიან
იმ ფასზე რაც ბაზარზეა დაწესებული. ასევე ბაზარი თავისუფალია სახელმწიფოსა და
მონოპოლიისგან. მეწარმეს შეუძლია აწარმოოს ის რაც უნდა, დანერგოს სახალი
ტექნოლოგიები, აამაღლოს პროდუქტის ხარისხი და ა.შ.

თუ ბაზარზე უამრავი მყიდველი და მხოლოდ ერთი გამყიდველია და ფასებს ის


აწესებს ასეთ გამყიდველს მონოპოლისტი ეწოდება. მონოპოლია კანონით იკრძალება,
მაგრამ არსებობს ბუნებრივი მონოპოლიები, რომელსაც სახელმწიფო თავად უშვებს.
მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის თავისებურება იმაშია რომ თითოეულ
გამყიდველს შეუძლია თავის საქონელს სასურველი ფასი დაადოს, მათ შეუძლიათ
საბაზრო ფასებზე აქტიური ზემოქმედების მოხდენა. გამყიდველს შეუძლია
საქონელი და მომსახურება მაღალ ფასში გაყიდონ ხოლო რესურსები რისი
საშუალებითაც აწარმოებენ საქონელსა და მომსახურებას დაბალ ფასში შეიძინონ, რის
შედეგადაც ისინი მაქსიმალურ მოგებას იღებენ.

ოლიგოპოლია ისეთი საბაზრო სტრუქტურაა, სადაც რამდენიმე მსხვილი საწარმო


აწარმოებს პროდუქციის დიდ ნაწილს. ოლიგოპოლიის დროს საწარმოები ფასის
მაძიებლები არიან, თუმცა ვინაიდან ბაზარზე არის რამდენიმე საწარმო, ფასი
დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე, თუ ერთი ამცირებს ფასს მეორე საწარმოც
მომხმარებელთა შესანარჩუნებლად ამცირებს ფასებს.

10.4. ეკონომიკური საქმიანობა, მეწარმეობა


მეწარმეობა არის ცალკეული მოქალაქეების ან მოქალაქეთა გაერთიანებაზე
დაფუძნებული საქმიანობა, რომელიც მოგების მიღების მიზნით მიმართლია
მატერიალური სარგებლის, ფასიანი მომსახურების ან სხვა სამუშაოთა წარმოება -
რეალიზაციისაკენ. მასშტაბის მიხედვით საქმიანობა შეიძლება იყოს

ინდივიდუალური მეწარმეობა და კოლექტიური მეწარმეობა. ინდივიდუალური


მეწარმეობის დროს მეწარმეობით დაკავებულია ერთი პირი, ხოლო კოლექტიური
მეწარმეობის დროს კი ადამიანთა ჯგუფი. საქმიანობის თავისებურებების მიხედვით
გვხვდება არაკომერციული, არასამეწარმეო საქველმოქმედო ფონდებში
ნებაყოფლობითი შენატანები. ეკონომიკური საქმიანობის ანუ კომერციული
საქმიანობის თავისებურება იმაშია რომ მას ყოველთვის მოაქვს მოგება.

საქართველოში არსებობს საწარმოთა შემდეგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი


ფორმები:

ინდივიდუალური საწარმო- ბიზნესის ისეთი ფორმა, რომელსაც ფლობს ერთი


ადამიანი. ინდივიდუალურ მეწარმეს შეუზღუდავი პასუხისმგებლობა ეკისრება.
შეუზღუდავი პასუხისმგებლობა ნიშნავს მთელი თავისი ქონებით პირდაპირ
პასუხისმგებლობას მოვალის წინაშე წარმოქმნილი ვალდებულებების, ანუ ვალის
დასაფარად.

სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება- მას ქმნიან ფიზიკური პირები,


რომლებიც ერთობლივად, ერთი საფირმო სახელწოდებით ეწევიან მეწარმეობას.
სოლიდარული პასუხისმგებლობის მეწარმეები მოვალეების წინაშე არსებული
ვალდებულებებისთვის პასუხს აგებენ ერთად ანუ სოლიდალურად. საზოგადოების
თითოეულ პარტნიორს აქვს მისი წილი. საზოგადოების მოგება/ზარალი წლის
ბოლოს დაიანგარიშება და განისაზღვრება თთოეული პარტნიორობის წილი.

კომანდიტური საზოგადოება- არის საზოგადოება რომელშიც რამდენიმე პირი


ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა საქმიანობას. კომანდიტურ
საზოგადოებას ჰყავს ორი სახის პარტნიორი: შეზღუდული პარტნიორი ანუ
კომანდიტები, რომელთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება
საგარანტიო თანხის გადახდით და სრული პარტნიორები რომელთა ქონებრივი
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შეზღუდული არ არის.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შეიძლება დააფუძნოს ერთმა ან


რამდენიმე პირმა ერთდროულად. ამ ფორმის თავისებურება იმაშია, რომ
შეზრუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პასუხს აგებს მხოლოდ
ორგანიზაციის ქონების ფარგლებში და მას ხელმძღვანელობს დირექტორი.

სააქციო საზოგადოება იქმნება ფიზიკური და იურიდიული პირების, მატერიალური


საშუალების და ფულადი სახსრების გაერთიანების შედეგად. სააქციო
საზოგადოებაში საკუთრება დაყოფილია აქციებად. აქციის ფლობა პირს ანიჭებს
საშუალებას მიიღოს დივიდენდი ანუ მოგება.

კოოპერატივი არის იურიდიული პირი, რომელიც წევრთა შრომით საქმიანობაზეა


დაფუძნებული, ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლების გადიდების
მიზნით შექმნილი საზოგადოებაა.

კომანდიტური საზოგადოების, შპს-ის, სააქციო საზოგადოების და კოოპერატივის


დამფუძნებლები პასუხს აგებენ თავისი იურიდიული წესდებით განსაზღვრული
ქონებით. წესდება საწარმოს რეგისტრაციისთის აუცილებელი დოკუმენტია,
რომელშიც შეტანილია კანონით სავალდებულო ყველა კრიტერიუმი და
ურთიერთიბის რეგულირებისთის აუცილებელი ყველა დეტალი.

10.5. შრომის ბაზარი


ადამიანები განსხვავდებიაქნ ერთმანეთისაგან მოთხოვნებით და კვალიფიკაციით.
ამიტომ ისინი სამუსაოს სურვილისა და უნარის მიხედვით ეძებენ. ყველა სამუშაო
ადგილი მათთვის ერთნაირად მისაღები არ არის.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამუშაო ადგილებზე მწვავე კონკურენციაა. ვისაც


მაღალი კვალიფიკაცია აქვს კონკრეტულ სფეროში სამუშაოსაც ის იღებს. მაღალი
პროფესიული უნარის მქონე მუშაკებზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს.

უმუშევრობა თანამედროვე ეტაპზე ერთ-ერთ მნიშვნელოვაქნ პრობლემას


წარმოადგენს. უმუშევრობას სერიოზული უარყოფითი შედეგი მოაქვს როგორც
ეკონომიკური, ისე სოციალური კუთხით.როგორც თავად უმუშევრებისა და მათი
ოჯახის წევრებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისტვის. უმუშევრობას მოაქვს
სხვადასხვა სახის ეკონომიკური დანაკარგები.

შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის და დამსაქმებლის ურთიერთობას ეწოდება.


დამსაქმებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო დაწესებულება, კერძო კომპანია ან
უბრალოდ ცალკეული ადამიანი. შრომით ურთიერთობებს არეგულირებს შრომის
კოდექსი. მისი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.

დამსაქმებელთა ინტერესების დაცვის მიზნით შესაძლებელია პროფესიული


კავშირების შექმნა. ეს არის ერთი და იმავე ან მსგავსი პროფესიების მქონე
ადამიანების გაერთიანებები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებენ
თავიანთი პროფესიით დასაქმებული ხალხის შრომითი პრობლემების
მოსაგვარებლად.

10.6. პროფესიონალიზმი და ცოდნის ეკონომიკა


განათლება ყოველთვის განიხილებოდა როგორც ადამიანის ეკონომიკური და
სოციალური წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად.

შემოსავალი ბევრად არის დამოკიდებული ჩვენს საქმიანობაზე. Მეწარმეთა შორის


არსებობს დამკვიდრებული მიდგომა, რომ ვინც კარგად მუშაობს ის მეტს იღებს და
თუ მეტს იღებს უნდა ეცადოს რომ უკეთესად იმუშაოს.

განათლების მიღებისას ადამიანის მთავარი მოტივაცია არის შემოსავლის სახით


მიღებული სარგებელი.

შრომის ანაზღაურებას გარდა განათლებისა, განსაზღვრავს სხვა ფაქტორებიც:

1. განსხვავება შრომის უნარსა და ნიჭში - შესაძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს


უმაღლესი განათლება, მაგრამ მისმა ნიჭმა მას დიდი წარმატება მოუტანოს.
2. არსებულ შრომის პროდუქტზე მოთხოვნა - ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია
იქმნებოდეს მაღალი ხარისხის პროდუქტი., თუმცა ადამიანებს შორის არ იყოს
დიდი მოთხოვნა ამ პროდუქტზე, ხოლო როდესაც დიდია მოთხოვნა
პროდუქტზე, შრომის ანაზღაურებაც მაღალია.

საბოლოო ჯამში ინტელექტუალური კაპიტალი, ანუ ცოდნა არის ქვეყნის


განვითარების ძირითადი საშუალება.

10.7. ეკონომიკური კეთილდღეობის არსი და მნიშვნელობა.


ეკონომიკური კეთილდღეობაზე ზემოქმედებენ გარეგანი ეფექტები. ისინი
ზოგიერთ შემთხვევაში იწვევენ რესურსების არაეფექტურ განაწილებას. გარეგან
ეფექტად შეიძლება მივიჩნიოთ ერთი პიროვნების გავლენა მეორე პიროვნების
ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუ ეს გავლენა იქნება მავნე, მაშინ ასეთ ეფექტს
უარყოფითი ეფექტი ეწოდება, ხოლო თუ ის იქნება სარგებლის მომტანი-სასიამოვნო,
ასეთ ეფექტს დადებითი ეფექტი ეწოდება.

ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა გამოვყოთ


ეკონომისტ რონალ ქოუზის თეორია.

ქოუზის თეორიის მიხედვით, თუ კერძო მხარეები მოილაპარაკებენ რესურსების


განაწილების თაობაზე დანახარჯების გარეშე, მაშინ კერძო ბაზარი შეძლებს გარეგანი
ეფექტის პრობლემის გადაჭრას და რესურსების ეფექტიანად განაწილებას.

გარეგანი ეფექტები იწვევენ რესურსების არაეფექტიან განაწილებას. ამასთანავე, ზოგ


შემთხვევაში, ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ძალებით მოაგვარონ პრობლემა
ქოუზის თეორიის თანახმად, ხოლო როდესაც ადამიანებს არ შეუძლიათ საკუთარი
ძალებით პრობლემის გადაჭრა პრობლემას აგვარებს სახელმწიფო.

10.8. სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები


სახელმწიფო ახდენს ეკონომიკის სტაბილიზაციას. საბაზრო ეკონომიკაში
პერიოდულად ეკონომიკის ზრდას ცვლის ეკონომიკური ვარდნა, იზრდება ფასები
და უმუშევრობა, ეკონომიკური სტაბილიზაციისთის მთავრობა იყენებს ორ
ინსტრუმენტს:
· მონეტარულს ანუ ფულად საკრედიტოს- მონეტარული ინსტრუმენტი
გულისხმობს ფულის მოწოდების დარეგულირებას. მისი მეშვეობით
სარგებლის განაკვეთებზე და კრედიტის ღირებულებაზე ზემოქმედებას
· საგადასახადოს ანუ ფისკალურს- ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს
გადასახადებისადა ხარჯების ზემოქმედებას მომხმარებლისა და საწარმოთა
ინვესტიციებზე.

10.9. საზოგადოებრივი საქონელი და მომსახურება


სახელმწიფოში არსებული საქონლისა და მომსახურების უდიდესი ნაწილი
წარმოებულია კერძო ბიზნესის მიერ, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს მიყიდვის
სახით. ამ საქონელს კერძო საქონელი ეწოდება.

კერძო საქონლითა და მომსახურებით მხოლოდ იმათ შეუძლიათ ისარგებლონ ვინც


მათთვის ფულს იხდის .

გადასახადები კი არის თანხები, რომელიც ბიზნესმენებმა და რიგითმა ადამიანებმა


სახელმწიფოს უნდა გადაუხადონ საკუთარი შემოსავლის მოგებიდან. სახელმწიფო
გადასახადების გზით შემოსული ფულითაწესრიგებს ქვეყნისთვის აუცილებელ
საქონელსა და მომსახურებას.

10.10. სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება და პოლიტიკა

კონკურენცია საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ბაზარზე. კონკურენცია რომ არ


არსებობდეს თითოეული საწარმო თავისი ინტერესების დასაცავვად მაღალ ფასს
დააწესებდა, ბაზარზე შექმნიდა დეფიციტს და მომხმარებელს აიძულებდა მაღალი
ფასის გადახდას. არ იზრუნებდა ხარისხზე, რეკლამაზე და ა.შ.

ბაზრები კონკურენტული თამაშის წესებს ნებაყოფილობით არ


ადგენენ.კონკურენციის წესების დასაცავად, საჭიროა ნეიტრალური მხარის ჩარევა.
ასეთი მხარე სახელმწიფოა,რომელიც აკონტროლებს რესურსებს. რა თქმა უნდა,
მიუხედავად კონკურენციისა გამორიცხული არ არის ე.წ. “მტაცებლური ფასებისწ ”
ჩამოყალიბება.

*მტაცებლური ფასები-დანახარჯებზე ნაკლები ფასების დაწესება.


სახელმწიფო რეგულირების გარეშე თავისუფალი მეწარმეობა კონკურენციის
არსებობას ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს.იმისთვის რომ სახელმწიფოში
უზრუნველყოფილი იქნას კონკურენცია, სახელმწიფო იყენებს ანტიმონოპოლურ
კანონებს.

*ეს კანონები იცავენ კონკურენციას, ზღუდავენ მონოპოლიას და არეგულირებენ


სარეკლამო საქმიანობას.

კანონით დაშვებული მონოპოლიის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ლიცენზია.


Საზოგადოებრივი კონკურენციის ფარგლებში ლიცენზია ნიშნავს განსაკუთრებული
უფლებამოსილების მინიჭებას სახელმწიფოსგან კონკურენციის გარეშე
მუშაობისთვის.

10.11. ბიუჯეტი
თანამედროვე გაგებით ბიუჯეტი შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანობას
წარმოადგენს. იგი არის სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი.

არსებობს გადასახადის სამი ტიპი:

1. პროპორციული გადასახადი. მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი


გადამხდელები იბეგრებიან ერთნაირი განაკვეთით.

2. პროგრესული გადასახადი. რაც უფრო იზრდება შემოსავლები, მით უფრო


იზრდება საგადასახადო განაკვეთი.

3. რეგრესული გადასახადი. ყოველ დამატებით შემოსავალზე მცირდება


გადასახადის განაკვეთი და დაბალშემოსავლიანი გადამხდელები იხდიან უფრო მეტს
ვიდრე მაღალშემოსავლიანი გადამხდელები. საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილია გადასახადის ორი სახე: ადგილობრივი და საერთო-სახელმწიფოებრივი
გადასახადები. საერთო-სახელმწიფოებრივია საშემოსავლო გადასახადი, მოგების
გადასახადი, დამატებული ღირებულების გადასახადი. ადგილობრივი გადასახადია
ის გადასახადი რომლის გადახდის ვალდებულებასაც დააწესებს ადგილობრივი
თვითმმართელობა.

საბიუჯეტო შემოსავლებზე საბიუჯეტო ხარჯების მეტობა იწვევს დეფიციტს,


ხოლო საბიუჯეტო შემოსავლებზე საბიუჯეტო ხარჯების ნაკლებობა იწვევს
გარდამეტს. დაბალანსებული ბიუჯეტი ნიშნავს შემოსავლის და გასავალის
გაწონასწორებულ მდგომარეობას.
10.12. ფული, მისი ფუნქციები.
ფული არის გადახდის ან გაცვლის საყოველთაოდ აღიარებული ეკვივალენტი,
რომელიც სამართლებრივ ურთიერთობებში იხმარება ნივთებისა თუ
არამატერიალური ქონებრივი ღირებულების გამოხატვის საშუალებად. ტერმინი
მოიცავს მიმოქცევქაში არსებულ ნაღდ ფულს, მიმდინარე, ვადიან და სხვა საბანკო
ანგარიშებს.
ინვესტიცია კონკრეტული საქმის, პროექტის ან ღონისძიების შესასრულებლად
მიმართული ფულია. მისი დაბანდების მიზანი არის მოგების მიღება, ხოლო ამ
ყველაფრის შემსრულებელს ინვესტორი ეწოდება.
ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანი მოგების მიღებაა. მოგება არის
შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ფირმას ყველა დანახარჯის გამოკლების
შემდეგ რჩება.

You might also like