You are on page 1of 18

ეკონომიკური პოლიტიკის თეორია

ეკონომიკური პოლიტიკა ესაა სახელმწიფო ღონისძიებების ერთობლიობა, მიმართული ეკონომიკური


პროცესების დარეგულირებაზე. ეკონომიკური პოლიტიკის ქვეშ იგულისხმება სახელმწიფო ეკონომიკური
პოლიტიკა.

ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტა.

ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

 ეროვნული ეკონომიკის ზრდა - არსებობს უამრავი ბერკეტი, რომლითაც სახელმწიფო ხელს უწყობს
ეროვნული ეკონომიკის ზრდას. მაგ: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მიმზიდველი
საგადასახადო გარემოს შექმნის გზით.
 სრული დასაქმების მიღწევა - ბუნებრივი უმუშევრობის დონემდე უმუშევართა მაჩვენებლის დაყვანა.
სრული დასაქმების მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია.
 სტაბილური ფასები - ძირითადად ესაა ეროვნული ბანკის ფუნქცია შეინარჩუნოს ფასების სტაბილიზაცია.
 ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა - აქ საუბარია საკუთრების უფლების დაცვაზე, სხვა
დემოკრატიული უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება.
 ეროვნული შემოსავლის შეძლებისდაგვარად სამართლიანად გადანაწილება - როგორც ვიცით
შემოსავალი ნაწილდება წარმოების ფაქტორების მესაკუთრეებზე. მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანები
(მაგ: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები), რომლებსაც არ გააჩნიათ წარმოების ფაქტორები და
შესაბამისად არ არიან ჩართულნი შრომაში. ამ შემთხვევაში ბაზრის საქმიანობაში ერევა სახელმწიფო,
რომელიც ეროვნულ შემოსავალს გადაანაწილებს წარმოების ფაქტორებსა და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს შორის.
 საგარეო სავაჭრო ბალანსის გაწონასწორება - სახელმწიფოს შეუძლია სხვადასხვა გზებით განავითაროს
საგარეო ვაჭრობა. მაგ: ხელი შეუწყოს იმპორტის ან ექსპორტის გაზრდას. მთლიანობაში იზრდება
ეროვნული შემოსავალი

ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებული არის ხელისუფლების იდეოლოგიაზე იმაზე, თუ რა პოლიტიკური


ხედვები აქვს ხელისუფლებას.

მემარცხენეები და მემარჯვეები. მემარცხენეები არიან ხალხზე ორიენტირებულნი და გადასახადების გაზრდას


ემხრობიან, ხოლო მემარჯვენეები კი უფრო ბიზნესისკენ არიან ორიენტირებულნი და ცდილობენ რაც შეიძლება
შეუმსუბუქონ ბიზნესს ფუნქციონირება და შესაბამისად გადასახადების შემცირებისკენ არიან
ორიენტირებულნი.

ეკონომიკური პოლიტიკა დამოკიდებულია იმაზე განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფება ქვეყანა.

 ეკონომიკა შეიძლება იყოს ვარდნის პერიოდში.


 შეიძლება ქვეყანა იმყოფებოდეს ფსკერზე
 განიცდიდეს აღმავლობას

თითოეულ ამ სტადიან ადრე თუ გვიან ყველა ქვეყანა გადის. აქედან გამომდინარე , როდესაც ეკონომიკური
პოლიტიკის დაგეგმვას და განსაზღვრას ცდილობს სახელმწიფო პირველ რიგში ყურადღება ექცევა ეკონომიკის
განვითარების ბუნებრივ ხასიათს ანუ სტადიას.

ეკონომიკური პოლიტიკა როგორც პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

ეკონომიკური პოლიტკის გამტარებლები: ხელისუფლება, მთავრობა, მმართველი პარტია, უმრავლესობა


პარლამენტში და სხვა.
პრაქტიკული და თეორიული ეკონომიკური პოლიტიკა;

პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძვნება თეორიულ ეკონომიკურ პოლიტიკას . პრაქტიკული


ეკონომიკური პოლიტიკა ესაა ხელისუფლების მიერ ფაქტობრივად წარმოებული პოლიტიკა( რეალურად რა
ღონისძიებებს ატარებს).

თეორიული ეკონომიკური პოლიტიკის სფეროები:

 ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკა


 სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკა

ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საგანია მთლიანად ეკონომიკაში მის ყველა სფეროში ერთობლივად
მნიშვნელოვანი მოვლენები - მაკროეკონომიკური მოვლენები. ხოლო სპეციფიკური ეკონომიკური პოლიტიკა კი
იკველვს ცალკეულ, სექტორულ ან დარგობრივი მნიშვნელობის ეკონომიკურ მოვლენებს - მიკროეკონომიკურ
პრობლემებს.

ეკონომიკური პოლიტიკა კლასიფიცირდება მიზნობრიობის მიხედვით- ანუ რა მიზანს ემსახურება. მაგ; საგარეო
ეკონომიკური პოლიტიკა ტარდება , იმისთვის რომ სავაჭრო მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ცნობილია 5 ძირითადი მეთოდი, რომელსაც შეუძლია აირჩიოს სახელმწიფომ მის მიერ წინასწარ დასახული
ეკონომიკური მიზნის მისაღწევად.

ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მეთოდები:

 სამართლებრივი
 ადმინისტრაციული
 ეკონომიკური
 პირდაპირი
 ირიბი

სამართლებრივი რეგულირება- სახელმწიფოს მხრიდან ფირმებისთვის და მომხმარებლებისთვის აწესებეს


გარკვეულ წესებს, რის მიხედვითაც მათ უნდა იფუნქციონირონ. მაგ; საკანონმდებლო ნორმების რეგულირება,
რითაც საკუთრების ფორმები რეგულირდება, ხელშეკრულების გაფორმების წესები...

ადმინისტრაციული რეგულირება- სარეგისტრაციო, სალიცენზიო, კვოტების მექანიზმის ამოქმედება- ამ


მექანიზმებით სამეურნეო სუბიექტზე ზემოქმედებას. მაგ; ამ მეთოდებით სახელმწიფო არეგულირებს და
ზედამხედველობას უწევს სავალუტო კურსს, საპროცენტო განაკვეთს, ფასებს შემოსვლებს...

ეკონომიკური რეგულირება - ეს გულისმობს იმ საშუალებების გამოყენებას, რომლებიც პირდაპირ ახდენენ


გავლენას ერთობლივ მო\თხოვნაზე, ერთობლივ მიწოდებაზე და კაპიტალის სიდიდეზე.

პირდაპირი რეგულირება- ეს არის ისეთი ღონისძიებების გატარება სახლმწიფოს მხრიდან, როგორიც უშუალოდ
ზემოქმედებს ფირმის ქცევაზე. მაგ; საგადასახაო პოლიტიკის გატარება.

ირიბი რეგულირება- ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლითაც სახელმწიფო
ერთგვარად ქმნის იმის წინაპირობას, რომ ფირმებმა ამ პოლიტიკის შედეგად თვითონ აირჩიონ ის გზა და
ვარიანტი, რომელიც საბოლოო ჯამში მოემსახურება , იმას რაც ჩაიფიქრა სახელმწიფომ.

მაგ;შესყიდვების გაზრდა - ხელფასების გაზრდა სახელმწიფოს მოხელეებისთვის. ეს გამოიწვევს ბაზარზე


ერთობლივი მოთხოვნის ზრდას , რამაც უნდა გამოიწვიოს ან ფასების ზრდა ან მიწოდების ზრდა , ეს უკვე
ფირმის გადასაწყვეთი იქნება.

სახელმწიფო რეგულირების დადებითი და უაროფითი მზარეები:


ეს არის ყოველთვის უხეში ქმედება , ნაკლებეფექტიანობაა. ყოველთვის ნეგატიურ მხარეზე მიუთითებს,
განსაკუთრებით პირდაპირი რეგულირება.
ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტები:
 ფისკალური პოლიტიკა (გადასახადები, სახელმწიფო ხარჯები, ტრანსპერტები)
 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა (საპროცენტო განაკვეთი, სარეზერვო ნორმა,)
 სოციალური პოლიტიკა (სახელფასო მინიმუმი,სამუშაო საათების ლიმიტი)
 საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა - ესაა საშინაო-საგარეო სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგ:
ექსპორტ-იმპორტის ტარიფები, ბაჟი, კვოტები... )
 კონკურენციის პოლიტიკა
 დასაქმების პოლიტიკა
 გარემოს დაცვითი პოლიტიკა
 და სხვა

ეკონომიკური პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტა უნდა მოხდეს კომპლექსურად.

ეკონომიკური წესრიგი და ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა.

ეკონომიკური წესრიგი იგივეა რაც ეკონომიკური სისტემა, ეკონომიკური ინფორმაცია. ეკონომიკურ წესრიგს
უწოდებენ ფირმას, მომხმარებელსა და სახელმწიფოს შორის არსებულ

სტრუქტურული ეკონომიკური პოლიტიკა;

სახელმწიფო პოლიტიკის არარაციონალური ხასიათი და რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა.

სახელმწიფო პოლიტიკის არარაციონალურ ხასიათში იგულისხმება ის, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ
წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკა არასდროს გამოირჩევა რაღაც რაციონალურობით.

ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა-გატარების სტადიები:

A. ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინფორმაციის მოგროვება-დამუშავება;


B. ეკონომიკური მდგომარეობის დიაგნოზის განსაზღვრა;
C. ეკონომიკური მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების განმარტება-ახსნა;
D. ეკონომიკური მდგომარეობის მრავალმხრივი განვითარების პროგნოზირება;
E. გადაწყვეტილება ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირების (ეკონომიკური პოლიტიკის გატარების)
საჭიროებაზე;
F. ეკონომიკური პოლიტიკის მიზნის სწორად განსაზღვრა;
G. ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის პროგრამის დასახვა;
H. ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა-დამტკიცება;
I. ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაცია

ვიდრე სახელმწიფო განსაზღვრავს ეკონომიკურ პოლიტიკას, მან უნდა მოაგროვოს ინფორმაცია იმის შესახებ,
თუ რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა. ამ ინფორმაციას აგროვებს და ამუშავებს სტატისტიკის ორგანო.
შემდეგ ადგენენ განსაზღვრავენ დიაგნოზს თუ რა არის საჭირო ეკონომიკური სისტემის სტიმულირებისათვის
და სადაა პრობლემა. ასევე ადგენენ ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს. ამ ყველაფრის შეჯამების შემდეგ უკვე
ადგენენ განვითარების პროგრამას, ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა. წყვეტენ რა
ღონისძიებების გატარებაა საჭირო ან საერთოდ არის თუ არა საჭირო რაიმე კონკრეტული ღონისძიების
გატარება. ამის შემდეგ უკვე ხდება ეკონომიკური განვითარების პროგრამის დასახვა. ამ პროგრამას განიხილავს
და ამტკიცებს მთავრობა მინისტრთა კაბინეტის სხდომებზე. ხოლო როცა დაამტკიცებენ პროგრამას, შემდეგ უკვე
ხდება მის მოქმედებაში მოყვანა, ამოქმედება.
ლექცია 2. კონკურენციის პოლიტიკა
კონკურენცია ესაა ეკონომიკური (ან არაეკონომიკურ) სუბიექტებს შორის პაექრობა შეზღუდული რესურსების
დასაუფლებლად.

კონკურენციის დონის მიხედვით ეკონომიკური ბაზრები იყოფა 4 ტიპის ბაზრებად (ბაზრის 4 სტრუქტურა):

 სრულყოფილი კონკურენციის ბაზარი


 მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი
 ოლიგოპოლიური ბაზარი
 მონოპოლიური ბაზარი

სრულყოფილი კონკურენციის ბაზარი - ესაა ბაზარი, სადაც არის მრავალი მყიდველი და გამყიდველი და ყველა
მათგანს გააჩნია ერთი და იგივე ტიპის საქონელი.

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზარი - ესაა ისეთი ბაზარი, სადაც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და
მათი საქონელი დიფერენცირებულია, ანუ ერთმანეთისგან განსხვავებული საქონელია.

ოლიგოპოლიური ბაზარი - ბაზარს განაგებს რამდენიმე მსხვილი მეწარმე, სადაც კონკურენციის დონე ძალიან
დაბალია და მეწარმეები ფასებს აწესებენ მათი შეხედულებისამებრ.

მონოპოლიური ბაზარი - ბაზარზე მხოლოდ ერთი ფირმაა და კონკურენცია ნულის ტოლია.

კონკურენციის ფუნქციები (კონკურენციის დადებითი მხარეები):

 განთავსების (ალოკაციური) ფუნქცია


 ინოვაციური ფუნქცია
 გამანაწილებელი (სანქციების) ფუნქცია
 საკონტროლო ფუნქცია

განთავსების ფუნქცია გულისხმობს, რომ კონკურენციას შეუძლია რესურსების განთავსება ეკონომიკის


სხვადასხვა დარგებსა და სტრუქტურებში, ანუ იმ ბაზრებზე, სადაც მეტად კონკურირებადი მომხმარებლებია,
რესურსები მეტად ფასობს და ამ რესურსების მესაკუთრეებს მეტი შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

ინოვაციური ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, უზრუნველყოს ახალი პროდუქციის წარმოება; აამაღლოს
პროდუქციის ხარისხი; დანერგოს ახალი მეცნიერულ-ტექნოლოგიური მიღწევები, საშუალებები.

გამანაწილებელი ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, გაანაწილოს სასაქონლო-მატერიალური რესურსები იმ


ეკონომიკური აგენტების თუ სუბიექტებისაკენ, რომლებიც საუკეთესო ეკონომიკურ არგუმენტაციას
წამოაყენებენ. ანუ წარმართონ რესურსები უფრო მომგებიანად, წარმატებული ბიზნესისკენ, ხელი შეუწყონ მის
ზრდა-განვითარებას.

საკონტროლო ფუნქცია - ესაა კონკურენციის უნარი, ხელი შეუშალოს მონოპოლიების შექმნას, მათ წარმოქმნა-
განვითარებას.

კონკურენცია ხელს უწყობს: წონასწორობის ფასის ჩამოყალიბებას; სამეცნიერო-ტექნიკურ პროცესს; ეკონომიკის


ზრდას და კაცობრიობის განვითარებას.

კონკურენციის უარყოფითი მხარეები:

 მონოპოლისტი, კონკურენციული ბაზრის მონაწილე ფირმასთან შედარებით, ქმნის და ყიდის უფრო


ნაკლები მოცულობის პროდუქციას, თანაც უფრო მაღალ ფასად
 მონოპოლისტი ამუხრუჭებს დოვლათის შექმნის პროცესს
 მონოპოლისტი აქვეითებს საზოგადოების კეთილდღეობას - (კეთილდღეობა განისაზღვრება
წარმოებული პროდუქციის რაოდენობით. რაც მეტი იწარმოება, მით უფრო იზრდება კეთილდღეობა.
რადგან მონოპოლისთი ამცირებს წარმოებას, შესაბამისად კეთილდღეობაც მცირდება)
 მონოპოლისტური წარმოება ნაკლებეფექტიანია

მოთხოვნის მრუდზე თითოეული წერტილი გვიჩვენებს თუ რისი გადხდის საშუალება აქვს მომხმარებელს.

მიწოდების მრუდი კი გვიჩვენებს მიმწოდებელი რა ფასში და რა მოცულობის პროდუქციის გასაყიდადაა მზად.

მონოპოლისტი წარმოების მოცულობის შემირების გზით ზრდის თავის პროდუქციაზე ფასს.

მაგ; ლუკოილმა დაწყო ნაკლები ბენზინის წარმოება, ამან კი შეამცირა მთლიანი დანაზოგი, რომელიც
გვრჩებოდა, როცა ფასი წონასწორული იყო, ვიდრე ჩაერეოდა მონოპოლიური პოლიტიკა, მონოპოლიის ჩარევით
დანაზოგი გახდა N+A+B, ის დანაზოგი, რაც ადრე იყო, საერთოდ დაიკარგა, ფასის გაზრდის კვალობაზე.

მეორე არგუმენტი მონოპოლიის უარყოფითი მხარიდ შესახებ არის, ისრომ ზოგადად მონოპოლია არის
ნაკლებ ეფექტიანი. არამონოპოლისტ ფირმას მაღალი კონკურენტული გარემო აიძულებს გამუდმებით
პროდუქციის ხარისხზე და კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასებს დააწესებს. ამისთის ის იძულებულია,
მოახდინოს არსებული ხარჯების ოპტიმზაცია, ანუ იზრუნოს ხარჯების ნანაკლებად გაწევაზე, ანუ
არამონოპოლისტური ფირმა რაციონალურად ეწევა რესურსების ხარჯვას,განსხვავებით მონოპოლისტური
ფირმისგან.

მონოპოლისტური ფირმა არ ზრუნავს ხარჯების რაცონალიზაციაზე.

ბაზარი არის ბუნებრივად მიდრეკილი მონოპოლიების შექმნისკენ .

მონოპოლიზმის პრობლემას ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ წყვეტს. პირიქით ხელს უწობს . ეს ფუნქცია კი
უნდა იტვირთოს მან, ვისაც აქვს, მასთან გამკლავების ძალა, ასეთი კი არის სახლმწიფო.

ბაზარი იმიტომ არის მონოპოლიზმისკენ მიდრეკილი, რომ ნებისმიერი ფირმა ცდილობს, ნებისმიერი ხერხით
ბაზრის, რაც შეიძლება მეტ წილს დაეუფლოს, მსხვილ ფირმებს ეს უკეთ გასდით, რადგან მათ უპირატესობა
აქვთ ყველაფერში, მაგ: კაპიტალის მოზიდვის სიმარტივე,მასშტაბიდან უკუგების ეფექტი, ანუ მსხვილი
ფირმა ,როდესაც ბევრ პარტიას უშვებს, მას საშუალება აქვს ეკონომიის გაკეთებისა, დაბალი ღირებულების
დაწესების უნარიანობას ატარებს, კონტრაგენგების მაღალი ნდობა.

ამის შედეგად, მსხვილი ფირმა უფრო იფართოებს საბაზრო არეალს,რაც ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთ ფირმას
უწევს ბაზრიდან გასვლა, ამას უწოდებენ ხელოვნურ მონოპოლიურ პროცესს.

ბაზარი თვითონ ანაწილებს რესურსებს ეფექტიანად,იმის მიხედვით,რომ შემოსავალი წავიდეს იმ


ფირმისკენ, რომელსაც ყველაზე კარგად გამოსდის პროდუქციის წარმოება.

ხელოვნური და ბუნებრივი მონოპოლია

ასევე გვხვდება ბუნებრივი მონოპოლიები,ეს ზოგადად დადებით მოვლენადაც მიიჩნევა კიდეც,რადგან


ბუნებრიბ მონოპოლიას შერაცხავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე უფრო ეფექტიანია ერთი მსხვილი
ფირმის მოღვაწეობა ,ვიდრე ბევრი საშუალო ან მცირე ზომის ფირმებისა.

დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში ფირმები, როგორც წესი ერთიანდებიან შემდეგ კომპანიებში

ხელოვნური მოოპოლიური გაერთნებები:

 კორპორაცია
 კონცერნი
 კონსორციუმი
 კარტელი
 სინდიკატი
 ტრასტი
 ჰოლდინგი

ასევე გვხვდება ბუნებრივი მონოპოლიები,ეს ზოგადად დადებით მოვლენადაც მიიჩნევა კიდეც, რადგან
ბუნებრიბ მონოპოლიას შერაცხავენ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე უფრო ეფექტიანია ერთი მსხვილი
ფირმის მოღვაწეობა, ვიდრე ბევრი საშუალო ან მცირე ზომის ფირმებისა.

კორპორაცია ეს არის მსხვილი მონოპოლიური გაერთიანება - ერთი პროფილის მქონე სააქციო საზოგადოებებად
გაერთიანებული, ან ერთი პროფილის და განსხვავებული სპეციფიკის ფირმის გაერთიანება.

კონცერნი არის წარმოების სხვადასხვა დარგის გაერთიანება ,დიაგონალური კონცენტრაციის პრინციპით.

კონსორციუმი ეს არის გარკვეული იურიდიული პირის გარეშე დროებითი გაერთიანება, რაიმე მსხვილი
პროექტის განსახორციელებლად.

კარტელი არის ერთგვაროვანი პროდუქციის მწარმოებელი ფირმების გაერთიანება.

სინდიკატი არის კარტელის მსგავსი, ამ შემთხვევაში მიზანი ისაა,რომ რეალიზაცია ხდებოდეს


ცენტრალიზებულად.

ტრასტი არის ნდობით აღურვილი ორგანიზაცია, რომელიც განაგებს მისთვის სამართავად გადაცემულ ფირმებს.

ჰოლდინგი არის ერთი სათაო კომპანიის განკარგულებაში არსებული ბევრი სხვადასხვა კომპანიის ეკონომიკური
საქმიანობა.

ყველა ამ მონოპოლირი გაერთიანების მიზანი არის ბაზრის წილის გაფართოება.

ფირმის საბაზრო ძალაუფლების გაზომვა;

ფირმის უპირატესობა ბაზრზე დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ არის ბაზარზე წარმოდგენილი სხვა ფირმების
მიერ წარმოებული პროდუქცია, ანუ როგორია ფირმის გაყიდვების წილი მსგავსი საქონლის გაყიდვების
მოცულობაში,ანუ გამოშვებული პროდუქციის წილი მთელ ბაზარზე აჩვენებს მოცემული ფირმის ძალაუფლების
ხარისხის დონეს.
როგორ ატარებს სახელმწიფო კონკურენციის პოლიტიკას- პოლიტიკის სტრუქტურული და ფუნქციური
მიმარტულებები.

სახელმწიფო კონკურენციის პოლიტიკაშეიძლება დაიყოს 2 მიმართულებად- მონოპოლიური წარმონაქმნდების


გაჩენის არკვეთას და ფუნქციურ მიმართულებას - კონკურენციის ხელმშემწყობ ღონისძიებებს ანუ
ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენას და აღკვეთის ღონისძიებებს.

სტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში სახელმწიფო ახორციელებს დომინანტურ ფირმებზე კონტროლს,


ზედამხედველობას უწევს იმ კომპანიებს რომელთა საბაზრო წილი კანონის თანახმად მიიჩნევა დომინანტურად
სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში მაჩვენებლები არის განსხვავებული დომინანსტობის შესახებ.

ჩვენტან ონკურენციას იცავს ,, კონკურენციის შესახებ კანონი’’ ამ კანონის მიხედვით, ჩვენს ბაზარზე
დომინანტად მიიჩნევა ფირმა თუ მას შესაბამისი ბაზრის 40% უკავია.

არა უმეტეს 3 ეკონომიკური აგენტიმიიცნევა დომინატად თუ მათი ერთობლივი წილი ბაზარზე 50%ს აღემატება .

დომინანტი საწარმოები საახელმწიფოს ყავს განსაკუტრებული მეთვალყურეობის ქვეშ, იწყებს მის კონტროლს.
იმ შემთხვევაში თუ ისინი ფასების გაზრდას დააპირებენ, მათ უნდა წარადგინონ შესაბამისი დეკლარაცია
ანტიმონოპოლიურ სამსახურში. დეკლარაციის შესწავლის შემდეგ, ამ სამსახურმა შეიძლება აუკრძალოს
კონკრეტული მოქმედების გატარება.

ასევე ანტიმონოპოლიურ ორგანოებს შეუძლიათ აიძულონ ამ კომპანიებს , გაერთიანებები და ‘’ჩაყლაპვები’’.

რაც შეეხება უკვე შექმნილ მონოპოლიებს, კონკურენციის გაცვლის სააგანტოს ანუ ანტიმონოპოლიური
სააგენტოს აქვს სრული უფლება დაშალოს მონოპოლიები.

სახელმწიფო არეგულირებს ბუნებრივ მონოპოლიებს. როდესაც ბუნებრივი მონოპოლიები შედიან


ძალაუფლების ეშხში, ისინი ფასებს ხელოვნურად ზრდიან. სურთ რომ უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდონ
ხელში. ამ მონოპოლიებსაც არეგულირებს ანტიმონოპოლიური სააგენტოები.

თუმცა არიან ისეთი ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც არ შედიან ანტიმონოპოლიური რეგულირების


სფეროში. ასეთია ეროვნული ბანკი, სავალუტო ფონდი.

2005 დან 2013 წლამდე საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური არ არსებობდა. 2014 წელს შექმნეს
კონკურენციის სააგენტო, თუმცა ამ უწყების მიერ გაწეული სამუშაო ჩაეტია წლიური ანგარიშის მხოლოდ 6
გვერდზე.

ევროპაში ანტი მონოპოლიური სამსახურები არ არსებობს ჯუჯა, პატარა ქვეყნებში.

ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტიანობას განსაზღვრავს შესაბამისი უწყება. ეს უწყება ანგარიშობს


სხვადასხვა ქვეყანაში როგორი სიტუაციაა ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარების თვალსაზრისით.
საქართველო 144 ქვეყანას შორის არის 127 ადგილზე. საქართველოზე მაღალი რეიტინგი მონოპოლიებთან
ბრძოლისა აქვს სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს. ეს მოცამები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ბაზარი
სუსტი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა და ანტიმონოპოლიური ღონისძიებები კი არაეფექტიანია.

საფინანსო ბაზარზე 93% არის საბანკო სექტორის წილი. საფინანსო ბაზრია: დაზღვევა, საფონდო ბირჟები, ბანკი
და ა.შ. ხოლო საბანკო სივრცის 70%-ს ფლობს საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი. ასევე ლიბერთი ბანკი
რომელიც 10 %-ს ფლობს. აქედან გამომდინარე ბანკები დომინირებენ საფინანსო ბაზარზე.

ფარმაცევტულ ბაზარზე დომინირებენ ავერსი და პსპ. ავერსს უკავია 24% და პსპ-ს 23%.

მობილური კომუნიკაციების ბაზარზე 70% უკავია მაგთს და სილქნეტს.


თემა 3. საფინანსო პოლიტიკა
ფინანსები ესაა ფული მუდმივ მოძრაობა-განაწილებაში.

როდესაც ფულის ერთეული რაღაცაზე იხარჯება, ან რაღაცის სანაცვლოდ უბრალოდ მიიღება (მაგ: შრომის
სანაცვლოდ ხელფასის სახით), ეს არის უბრალოდ ფული. მაგრამ როგორც კი ხდება ამ ფულის აღრიცხვა,
დაგეგმვა, განაწილება სხვადასხვა საჭიროებებისათვის, ეს უკვე ფინანსებია.

სახელმწიფო ფინანსები - ესაა ფულადი ურთიერთობების ორგანიზების ფორმა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე
ამა თუ იმ ფორმით სახელმწიფოა.

სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკა ესაა სახელმწიფო ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება


სახელმწიფო ფინანსების უზრუნველყოფას, სახსრების მობილიზაციას, განაწილებას, გამოყენებას, ხარჯვას.

სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის მიზნები:

 სოციალური დაძაბულობის შემცირებაზე ზრუნვა (ადამიანების კეთილდღეობის ამაღლებაზე ზრუნვა)


 ფულადი და სასაქონლო ნაკადების დაბალანსება
 რეგიონებისა და მხარეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოთანაბრება

სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის ამოცანები:

 სახელმწიფო პროგრამების შესრულების ფინანსური უზრუნველყოფა


 რესურსების რაციონალური და სამართლიანი გადანაწილება
 ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს ფინანსური დამოუკიდებლობის
უზრუნველყოფა
 სამეურნეო სუბიექტებისათვის ხელსაყრელი ფინანსური გარემოს შექმნა

სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის 2 გენერალური მიმართულება არსებობს: საბიუჯეტო-საგადასახადო და


ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

სახელმწიფო საფინანსო პოლიტიკის მიმართულებები:

 საგადასახადო პოლიტიკა
 ხარჯების პოლიტიკა საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა
 სახელმწიფო ვალის პოლიტიკა
 ფულად-საკრედიტო პოლიტიკა
 სოციალური პოლიტიკა
 საინვესტიციო პოლიტიკა

ნებისმიერ სახელმწიფოს იმისათვის რომ გადაწყვიტოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის


ამოცანები, სჭირდება შემოსავლები. შემოსავლების მიღების მთავარ წყაროს წარმოადგენს გადასახადები. ასევე
სახელმწიფოს შემოსავლების ერთ-ერთი სახეა არასაგადასახადო შემოსავლები. არასაგადასახადო შემოსაველბს
მიეკუთვნება შემოსავლები პრივატიზებიდან. სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფლობს რაღაც
ქონებას, შემდეგ გამოაქვს ეს ქონება აუქციონზე და ყიდის, აქედან კი იღებს შემოსავალს. ასევე, არსებობს
ფირმები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაშია, და ამ ფირმებიდან მიღებული შემოსავლებიც
არასაგადასახადო შემოსავლებია. არასაგადასახადო შემოსავლებში აღრიცხავენ სესხებს. არასაგადასახადო
შემოსავლების წილი ძალიან დაბალია შემოსავლების სტრუქტურაში და ძირითადი კუთრი წონა გადასახადებზე
მოდის.
საგადასახადო პოლიტიკა საგადასახადო სისტემის გამართვის და უზრუნველყოფის სახელმწიფო
ღონისძიებების ერთობლიობაა.

საგადასახადო პოლიტიკის მიზნები:

 ფისკალური მიზნები
 ეკონომიკური მიზნები
 სოციალური მიზნები
 ეკოლოგიური მიზნები
 საერთაშორისო მიზნები

ფისკალური მიზნები - შექმნილი ეროვნული პროდუქტის გადანაწილება საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო


სისტემაში. ოღონდ ისეთი ოდენობის, რაც საჭირო იქნება სახელმწიფო მმართველობის ფუნქციების
შესასრულებლად. ასევე ამოიღოს შემოსავლის ის ოდენობა, რაც ავნებს ეკონომიკას და რაც ეყოფა საბიუჯეტო და
არასაბიუჯეტო ხარჯების გასაწევად.

ეკონომიკური მიზანი - სახელმწიფოს ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყნის ეკონომიკის


რეგულირების საქმეში. ეს საჭიროა ქვეყნის ეკონომიკური ტემპების, პოტენციალის ამაღლებისათვის, კაპიტალში
ინვესტირების სტიმულირებისათვის. გადასახადების გამოიყენება ეკონომიკის დასარეგულირებლად.

სოციალური მიზნები - აქ იგულისხმება მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის გარკვეული


ქონებრივი ან შემოსავლების უთანასწორობის შერბილება, სოციალური დაცვის ამაღლება. აგრეთვე ადამიანურ
კაპიტალში (განათლება, ჯანდაცვა) ინვესტირების სტიმულირება.

ეკოლოგიური მიზნები - აქ იგულისხმება გარემოს დაცვა, ბუნებით სარგებლობის რაციონალიზაციის


უზრუნველყოფა. აგრეთვე რაღაც საკომპენსაციო მექანიზმების შექმნა იმ ფირმებისათვის, რომლებიც
აბინძურებენ გარემოს. ასევე ბუნების კაპიტალში ინვესტირების სტიმულირება.

საერთაშორისო მიზნები - აქ იგულისხმება ორმაგი დაბეგვრის პრაქტიკის თავიდან აცილება (თუ ერთ ქვეყანაში
ადამიანის შემოსავალი დაიბეგრა, მეორეჯერ ის ადამიანი ამავე ტიპის შემოსავლებიდან არ იყოს დაბეგრილი
ხელახლა, ეს იმისთვის რომ მას დარჩეს ეკონომიკური მოღვაწეობის სტიმული). ასევე საბაჟო დაბეგვრის
ჰარმონიზაცია ქვეყნებს შორის.

საგადასახადო პოლიტიკის გატარების ფორმები:

 მაქსიმალური გადასახადების პოლიტიკა


 ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა
 გონიერი გადასახადების პოლიტიკა

მსოფლიო პრაქტიკაში ჩამოალიბდა საგადასახადო პოლიტიკის გატარების ფორმები:

 მაქსიმალური გადასახადების პოლიტიკა


 ეკონმიკური განვითარების პოლიტიკა
 გონიერი გადასახადების პოლლიტიკა

მაქსიმალური გადასახადების პოლიტიკა- ეს მოდელი გულისხმობს ეკონომიკის


დატვირთვას მაქსიმალური გადასახადებით რაოდენობრივი თვალსაზრისით თვითონ საგადასახადო ტვირთის
გაზრდა,განაკვეთების გაზრდა,საგადასახადო შერავათების შემცირება .

ამ ამოღებული გადასახადებით ეს მოდელი გულისხმობს მაქსიმალურად შესაძლებებლი მოცულობის


ფარგლებში სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება ,ასევე სოციალური დანახარჯების მაქსიმალური
ზრდა. ეს მოდელი მაშინ გამოიყენება , როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არის ‘’გადახურებული’’ , როდესაც
ერთობლივი მიწოდება გადააჭარბებს ერთობლივ მოთხოვნას,რესურსები იხარჯება არარაციონალურად . ასევე
ეს მოდელი გამოიყენება საომარი ვითარების დროსაც , როდესაც საჭიროა მაქიმალური ცენტრალიზაცია
ეკონომიკური ბერკეტებისა , სახსრების მაქსიმალური თავმორა ბიუჯეტში ,რომ მისი განაწილება მოხდეს
ეკონომიკის იმ სსექტორებში, რომლების საჭიროა,საომარი ვითარების დროს.

ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა- ეს გულისხმობს მინიმალური საგადასახადო ტვირთის


დაწესებას ეკონომიკაზე, რაც შეიძ₾ება დაბალ ნიშნულზე გადასახადების არსებობა ,რომელიც მოხმარდება
სახელმწიფო ინვესიციებს საშუალო ზომით , ამავდროულად სოცალურ დანახარჯებსაც ამ მოდელის
პირობებში სახელმწიფო მინიმალური დოზით ეწევა.

ეს მოდელი გამოიყენება მაშინ, როცა ეკონომიკა განიცდის რეცესიას,როცა ხდება ეკნომიკის ვარდნა, ამ
ფორმით მცირდება წარმოებაზე საგადასახადო წნეხი,ეს კი მათგანვითარების სტიმულს აძლევს.

გონიერი გადასახადების პოლიტიკა- ის გულისხმობს საშუალო საგადასახადო სიმძიმის დაწოლას


ეკონომიკაზე , გულისხმობს მინიმალურ სახელმწიფო ინვესტირებასა და საშუალო სოციალურ დანახარჯებს.

ეს გამოიყენება მაშინ,როდესაც ეკონომიკა სტაბილურად იზრდება ,სსტაბილურ ფაზაშია.

საგადასახადო პოლიტიკის პრიორიტეტული მიზნებიდან გამომდინარე,იყენებენ საგადასახადო პოლიტიკის


სხვადასხვა მეთოდებს:

 პირდაპირი და ირიბი გადასახადების თანაფარდობის რეგულირება - პირდაპირ გადასახადს იხდიან


უშუალოდ გადასახადის გადამხდელები და ეს არის პირდაპირპროპორციული ამ გადამხდელების
გადახდისუნარიანობისგან,გადასახადი გამომდინარეობს თვითონ გადამხდელის შემოსავლიდან თუ
ქონებიდან , მაგ; პირდაპირი გადასახადია აღებული ხელფასიდან გადახდილი საშემოსავლო გადასახადი.

არაპირდაპირი ანუ ირიბი გადასახადი ამოიღება პროდუქციის ფასზე დანამატის გზით , მაგ; თამბაქოს
გადასახადი- ანუ აქციზი, ამ გადასახადს სახელმწიფო ამოიღებს მწარმოებლის მეშვეობით. მწარმოებელი ამ
გადასახადს უმატებს თამბაქოს ფასს და თავისმხრივ იბრუნებს ამ თანხას თამბაქოს მომხმარებლებისგან .
გამოდის ისე, რომ გადასახადის გადამხდელი არის მომხმარებელი , ოღონდ ეს გადასახადი ანუ აქციზით
გადასახადი,რომელიც დააკისრა არაპირდაპირი გზით სახელმწიფო მწარმოებლის მეშვეობით იქნა
ამოღებული მომხმარებლისგან და გადაცემული სახელმწიფოსთვის.თვითონ მწარმოებელი ამ გადასახადის
ამოღების შუამავლის როლს გადასახადთან შეხება არ აქვს.
სახელმწიფო თავისი ეკონომიკური მიზნებიდან არეგულირებსამ ორი გადასახადის თანაფარდობას. მაგ;
ეკონომიკის ვარდნის დროს,როდესაც რეცესიაა, ჯობია საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება
ფირმებისთვის,ანუ შემცირდეს პირდაპირი გადასახადები,ამის კომპენსირება ირიბი გადასახადის გარდით
შეიძლება.

სახელმწიფო ხარჯების ძირითადი კატეგორიები:


1. მიმდინარე ხარჯები
2. კაპიტალური ხარჯები

მიმდინარე ხარჯები არის ხარჯები,რითაც სახელმწიფო უზრუნველოფს თავისი მართვის დაფინანსებას ,


მართვაში იგულისხმება სხვადასხვა ორგანოები, უწყებები, საბიუჯეტო დაწესებულებები, რომელბიც უშუალო დ
მიმდინარე ფუნქციებს ეწევიან , შესაბამისად ამ მიმდინარე ფუნქციების უზრუნველსაყოფად სჭირდებათ
გარკვეული თანხები.

კაპიტალური ხარჯები არის ის ხარჯები, რომელიც უკავშირდება ძირითად კაპიტალში სახელმწიფო


დაბანდებებს ,ხარჯები , რომლებიც ზრდიან ან აუმჯობესებენ სახელმწიფო ქონებას, ესაა ხარჯები , რომლებიც
მის ღირებულებას , კაპიტალიზაციას ზრდიან , განვითარების, ინოვაციური
ინოვაციური ხარჯები.

სახელმწიფო ხარჯების კლასიფიკაცია:

1. სამრეწველო და სოფლის მეურნეობის დაფინანასება


2. სოციალურ- კულტურული ღონისძიებების დაფინანასება
3. მეცნიერების ხარჯები
4. თავდაცვისა და წესრიგის უზრუნველყოფის ხარჯები
5. ხელისუფლებისა და მისი შტოების შენახვის ხარჯები
6. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ხარჯები
7. სარეზერვო ფონდების ხარჯები
8. სახელმწიფო ვალის მომსახურების ხარჯები
9. სხვ.

უწყებრივი და მიზნობრივი ხარჯები

უწყებრივი ხარჯები - უწყების მიერ გასაწევი ხარჯები,ანუ ხარჯები - სამინისტროების, დეპარტამენტების,


სიპების, სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი ხარჯები.

მიზნობრივი ხარჯები- თვითონ ამ უწყების მიერ გასაწევი ხარჯის კონკრეტული დანიშნულება, ანუ ხარჯი,
რომელიც გარკვეული კონკრეტული პროგრამის შესასრულებლად არის საჭირო, ამა თუ იმსამინისტროში.

ხარჯებს ყოფენ ტერიტორიული პრინციპის მიხედვითაც

სახელმწიფო დაფინაანსების ფორმები:

1. ასიგნებები
2. სუბვენცია
3. სუბსიდია
4. დოტაცია
5. დაკრედიტება

ასიგენებები- ფულადი სახსრების გაცემა ნებისმიერი საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის.


სუბვენცია- სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისთვის, ან იურიდიული
პირებისთვის მიზნობრივი დახმარება, როდესაც თანხის მიმღებს არ ჰყოფნის საკუთარი საშუალებები, იმისთვის,
რომ ეს ამოცანები გადაწყვიტოს.
სუბსიდიაც არის დახმარება, თითქოს იგივეა , რაც სუბვენცია , განსხვავება ისაა, რომ სუბვენციის დროს თანხა
კონკრეტულად მიზანი უნდა იყოს, გაწერილი, თუ აქედან რა თანხაც დარჩება, ნაწილი უნდა დაუბრუნდეს
ცენტრალურ ხელისუფლებას .
მეორე განსხავავება - ცენტრალური ხელისუფლების თვითმმართველ ერთეულს ამით ეხმარება კონკრეტული
პროგრამის შესრულების ფარგლებში,ანუ აძლევს იმისთვის, რომ თუნდაც „ გასცეს ხელფასები“ სხვანაირად ამ
ოდენობას ისინი ვერ გამოიყენებენ.სუბსიდია კი არის დახმარება ამ წინაპირობების გარეშე.
დოტაცია იგივეა რაც სუბსიდია.

სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკის მთავარი ამოცანები

ეს არის სახელმწიფო საქმიანობას მიკუთვნებული სფეროების უზრუნველოფა ფინაანსური რესურსებით,ყველა


იმ ამოცანების გადაწყვეტის დაფინანსება, რაც კი სახელმწიფოს წინაშე დგას.
სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკის მთავარი ამოცანები მდგომარეობს პირველ რიგში ხარჯების
ოპტიმიზაცია, რაციონალიზაციაზე, ანუ ხარჯები, რომელსაც ეწევა სახელმწიფო, ის უნდა იყოს გამოყენებული
რაციონალურად.
მეორე მთავარი ამოცანაა- სახსრების კონცენტრაცია , ყველაზე მნიშვნელოვან დარგებში.
მესამე ამოცანაა- საბიუჯეტო სახსრების გამოყენების მუდმივი ზედამხედველობა.

სახელმწიფოს დაფინანსების პრინციპები:

1. დაგეგმვის პროცესი
2. მიზნობრიობის პრინციპი
3. კანონთან შესაბამისობის პრინციპი
4. სახსრების დაბრუნებლობის პრინციპი

დაგეგმვის პრინციპი- თანხები უნდა იგეგმებოდეს წინასწარ, თანაც დასაბუთებულად. ხარჯები უნდა
შეესაბამებოდეს სახელმწიფო შემოსავლებს.

მიზნობრიობის პრინციპი- უნდა დაიხარჯოს ფული იმაზე, რაზეც გაიწერა წინასწარ, ამ გეგმიდან გადახრა
შესაძლებელია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.

კანონთან შესაბამისობის პრინციპი- ნებისმიერი პუნქტი,უნდა იყოს კანონთან შესაბამისობაში.

სახსრების დაუბრუნებლობის პრინციპი- ხარჯვისას ნებისმიერი უწყება უნდა ესწრაფვოდეს იმას, რომ
სახსრები სრულად იქნეს ათვისებული.

სახელმწიფო ხარჯების მიმართულებები:

1. სოციალური
2. საგარეო-ეკონომიკური
3. ეკონომიკური
4. სამხედრო
5. სახელმწიფო მართვის
6. სახელმწიფო ვალის მიმართულება

სახელმწიფო ვალის მართვა

საელმწიფო შეიძლება გამოდიოდეს მსესხებლის ,გამსესხებლის ან გარანტორის როლში, სახელმწიფო


ვალის პოლიტიკა ესაა სახელმწიფო ვალის მართვა.ნებისმიერი ღონისძიებები , რომლების უკავშირდება ვალის
აღებას თუ გაცემას, მასზე დარიცხული სარგებლის გაცემას ან მიღებას , ვალის ნაწილობრივად ან სრულად
დაფარვის საკითხებს და ა.შ.

სახელმწიფოს ვალის აღება მაშინ სჭირდება, როდესაც სახელმწიფო დეფიციტი იქმნება.

ვის მიმართავს სახელმწიფო ვალის ასაღებად

როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ,უცხო ქვეყნის მთავრობები, უცხოური ბანკები, საერთაშორისო
ორგანიზაციები, სავალუტო ფონდები და ა.შ.

ვალის ზღვრული მოცულობა


არსებობს ვალის ზღვრული მოცულობა ,რომლის შემდეგაც ჯობია სახელმწიფომ ვალი აღარ აიღოს ,რომ
შემდგომ დიდი მოცულობით არ დაუგროვდეს.

ზოგადად აღიარებულია, რომ თუ ქვეყნის წლიური მშპ-ს 50-60% ს აღემატება ნასესხები ვალის მოცულობა ,
ეს საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის ასევე ვალი არ უნდა აღემატებოდეს ექსპორტის 270%-ს.

საგარეო ვალის პოზიტივი და ნეგატივი

ვალის მომსახურებისთვის გადახდის პროცენტი ტოვებს ქვენის ფარგლებს, გადის უცხოეთში. გარდა ამისა,
საგარეო ვალის ზრდა უფრო დამოკიდებულს ხდის ქვეანას პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით,
იმაზე ვისგანაც იღებს ვალს.

დადებითი კი ის არის, რომ ძალიან მაღალი მწარმოებლური ხასიათი აქვს, ის ეკონომიკას მეტად
ასტიმულირებს.

საშინაო ვალის დადებითი და უარყოფითი მხარეები:

საშინაო ვალს სახელმწიფო ,ქვეყნის მოქალაქეებისგან იღებს , მაგ; ობლიგაციების გამოშვებით.

დადებითი ის არის, რომ მისი მომსახურება რჩება ქვეყანაში.

უარყოფითი კი ის არის, რომ შიდა ვალის აღებით სახელმწიფო კერძო სექტორს უმცირებს ფინანასურ
საშუალებებს, სახელმწიფო ვალის აღება შიგნით, ამ ვალის გამოყენება შეეძლო კერძო სექტორს, მას რომ არ აეღო.

ვალი კარგია, თუ ის ზრდის დამატებულ ღირებულებას ,თუ კი ის ხელს უწყობს რაიმე ღირებულების
შექმნას და არა იხარჯება უბრალოდ მოხმარებაზე.

სახელმწიფო ვალის აღების პრინციპები:

ვალი უნდა დაბრუნდეს, ვალის სტრუქტურის ოპტიმალურობის პრინციპი, რაც გულისხმობს რომ ვალის
მოცულობა უნდა იყოს გონივრული. ვალი უნდა იყოს გამჭვირვალე.

ვალის მართვის მეთოდები:

ვალის რეფინანსირების მეთოდი- თუ სახელმწიფოს აქვს ადრე აღებული ვალი, ამ ვალის მომსახურების
პროცენტის ჩამოწერა როცა ხდება ახალი ,ახალი ხელშეკრულების გაფორმების ხარჯზე ამას უწოდებენ
რეფინაანსირებას.

რესტრუქტურიზაციის მეთოდი- ეს არის ვალის გადავადება .

ვალის კონვერსია- არის სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალზე პროცენტის შემცირების მეთოდი.

კონსოლიდაციის მეთოდი

ვერიფიკაციის მეთოდი
თემა 4. ფულადი პოლიტიკა
ფულის განმარტება: ფული ესაა საქონელ-მომსახურების ღირებულების ანაზღაურების, ამ ღირებულების
გაზომვის და შენახვის საშუალება. ანუ ფული ესაა განსაკუთრებული საქონელი. მსოფლიოში რა სახის
საქონელიც არსებობს, ამათი საყოველთაო ექვივალენტია.

ფულის ფუნქციები:

 ღირებულების გაზომვის ფუნქცია


 მიმოქცევის ფუნქცია
 დაგროვების ფუნქცია

ღირებულების გაზომვის ფუნქცია - საქონლის ფულით შეფასება საშუალებას გვაძლევს გავერკვეთ თუ რომელ
საქონელს რა ფარდობითი ღირებულება გააჩნია.

მიმოქცევის ფუნქცია - ეს გულისხმობს, რომ ფული ხელს უწყობს საქონელ-მომსახურების გაცვლას, ანუ
ერთმანეთში მიმოქცევას. მიმოქცევის ფუნქციის საშუალებით ჩვენ ვიღებთ იმ საქონელს, რომელიც გვჭირდება.

დაგროვების ფუნქცია - ადამიანთა უმეტესობა როდესაც შემოსავალს იღებს, ამ შემოსავალს მთლიანად არ


ხარჯავს და გარკვეულ ნაწილს ინახავს. ფულის შემოსავლის შენახვა შესაძლებელია სხვადასხვანაირი ფორმით.

კაცობრიობა სანამ თანამედროვე ფულად სისტემაზე გადავიდოდა, ითვლებოდა, რომ ქვეყანაში იმდენი ფული
უნდა ყოფილიყო, ანუ სახელმწიფოს იმდენი კუპიურა უნდა დაებეჭდა, რამდენი ოქრო და ვერცხლიც ექნებოდა
ხაზინაში. ასეთ ფულად სისტემას უწოდებდნენ ოქროს სტანდარტს. ოქროს სტანდარტის დროს ფული მიბმული
იყო ოქროზე.

როდესაც ეკონომიკა ინდუზტრიალიზაციის ხანაში შევიდა, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ოქროს სტანდარტს
აღმოაჩნდა ისეთი თვისება, რაც ეკონომიკის განვითარებას უშლიდა ხელს. ერთის მხრივ სწრაფი ტემპებით
იზრდებოდა წარმოება და ეს მზარდი წარმოება სულ უფრო და უფრო ისაკლისებდა ფულს. იმიტომ რომ
სახელმწიფო ვერ ასწრებდა ამ ფულის გამოშვებული ოდენობით ოქროს მობილიზებას და საცავებში
აკუმულირებას. ვერ ხერხდებოდა ამ პროდუქციის გასაღება. ანუ ოქროს სტანდარტი იწვევდა ფულის
დეფიციტს. საზოგადოების ხელში არ იყო ფული, რომ შეძლებოდათ შეეძინათ მათთვის საჭირო პროდუქტი,
მაშინ როდესაც პროდუქცია ხელმისაწვდომი იყო. საბოლოოდ, ოქროს სტანდარტი არ იძლეოდა იმის
საშუალებას, რომ სახელმწიფოს საჭირო დროს გაეტარებინა მასტიმულირებელი ფულადი პოლიტიკა, ანუ
მიმოქცევაში საჭირო ან საჭიროზე ცოტა მეტი ფულის გაშვებით წაეხალისებინათ წარმოება.

თანამედროვე ფულადი სისტემა ნიშნავს იმას, რომ ფული მიბმულია საქონელზე. სახელმწიფო ვალდებულია
იმდენი ფულის არსებობა უზრუნველყოს ბაზარზე, რამდენი საქონელიც იწარმოება. როგორც კი ფული
დამოკიდებული გახდა საქონელ-მომსახურებაზე, ამ საქონლის შესაძენად და საწარმოებლად ფულზე
მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გაჩნდა ქრონიკული დისბალანსი. ანუ ფული ყოველთვის საჭიროზე მეტი იყო
ან საჭიროზე ნაკლები. ფულის მიმოქცევაში გაშვება ფეხს ვერ უბამდა საქონლის წარმოების მოცულობას.

თანამედროვე ფულად სისტემაზე გადასვლამ ანუ ფულის საქონელზე მიბმამ გამოიწვია ფულის უკმარისობა და
ასევე იმის საჭიროება, რომ ფულზე გამუდმებით ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედება.
დაუშვებელია ფულის სრული კონტროლის უფლების გადაცემა იმ ორგანოსათვის, რომელმაც შესაძლოა ეს
თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს ეროვნულ ბანკს. სწორედ ეროვნული ბანკის
ძირითადი მიზანი და ამოცანაა ფულის მიმოქცევაზე ზედამხედველობა, მისი გაუფასურების თავიდან აცილება,
ინფლაციისა და დეფლაციის კონტროლი.

ფულადი მასის გაზომვის მიზნით ეროვნული ბანკი იყენებს ფულის აგრეგატებს. ფულადი აგრეგატები ესაა
ფულის მასის მაჩვენებლები, რომლითაც ხდება ფულის გაანგარიშება, მისი ინდექსაცია. ფულის აგრეგატები
შემადგენლობის მიხედვით სხვადასხვანაირია, ამიტომ მათ ყოფენ შემდეგ კატეგორიებად: M 1 (ესაა ნამდვილი
ფული); M2; M3 და ა.შ.

M1 ესაა მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მიმოქცევაში არსებული ფაქტობრივი ფულის მოცულობას. ანუ
რამდენია ნაღდი ფული, ქაღალდის ბანკნოტები, ლითონის მონეტები. M1 მოიცავს ერთის მხრივ ნაღდ ფულს,
ხოლო მეორეს მხრივ იმ სახსრებს, რომელთა გადაქცევა ნაღდ ფულად ადვილია. ეროვნული ბანკი იმისათვის
რომ გაიგოს რამდენი ფული სჭირდება ეკონომიკას, ერთ ერთ ასეთ მაჩვენებლად იყენებს M1 აგრეგატს.

ნაღდი ფული + მოთხოვნამდე ანაბრები = M1

მოთხოვნამდე ანაბრები ესაა დეპოზიტი, რომელსაც არ გააჩნია დაბრუნების განსაზღვრული ვადა.

M2 იგივეა რაც M1 + კომერციულ ბანკებში ეროვნულ ვალუტაში განთავსებული ვადიანი ან შემნახველი


ანაბრები. M2 ნიშნავს, რომ ის შეიცავს ისეთ ფულს, რომელიც უშუალოდ გამოყენება გარიგებებში. თუმცა M2
ფულის ყიდვა-გაყიდვაში გარიგებებში მონაწილეობა უფრო რთულია ვიდრე M1. ვინაიდან M2 - ის გარკვეული
ნაწილი განთავსებულია ვადიან ანაბრებზე. სესაბამისად მისი სწრაფი ლიკვიდურობა ვერ მოხერხდება.

M3 აგრეგატი ცნობილია როგორც ფართო ფული. მოიცავს M 1-ს და ასევე M2 + კომერციულ ბანკებში უცხოურ
ვალუტაში განთავსებული ანაბრები.

როგორც კი იზრდება ფულის პარამეტრები, კერძოდ, M1 M2 M3 და ა.შ., მით უფრო მცირდება ფულადი
აგრეგატების ლიკვიდურობა. რაც უფრო მაღალია ფულადი აგრეგატი, მით უფრო შემოსავლიანია ის
მესაკუთრესათვის.

ფულის მიმოქცევა ამ ფულადი აგრეგატების წონასწორობას ეფუძნება. შესაბამისად ამ ფინანსური მაჩვენებლის


სხვადასხვაგვარი შეპირისპირებით ეროვნული ბანკი განსაზღვრავს აქვს თუ არა ადგილი ამ წონასწორობის
დარღვევას, იზრდება თუ არა ქვეყანაში ინფლაცია, ხომ არ იქმნება ქვეყანაში ფულის დეფიციტი.

ფული მიმოქცევაში უნდა იყოს იმდენი, რამდენიც საჭიროა გარიგებების შესრულებისათვის. რაც უფრო მეტი
გარიგება შედგება, რაც უფრო მეტი იქნება გარიგებების ფასები, მით უფრო მეტი ფული იქნება საჭირო
ეკონომიკისათვის და პირიქით. ამასთან გასათვალისწინებელია ფულის სიჩქარე, ანუ ის ფაქტორი, რომ ფულის
ერთი და იგივე ერთეული გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე
გარიგებას.

ფიშერის გაცვლის განტოლება (MV=PY, საიდანაც M=PY/V) მიმოქცევაში ფულის გაანგარიშების ერთ-ერთი
ფორმულაა.

MV=PY

სადაც M - ფულის მასაა.

V - სიჩქარეა

P - საშუალო ფასებია, რომლითაც ქვეყანაში იყიდება საქონელი ან მომსახურება.

Y - საქონლის ან მომსახურების რაოდენობაა.

თუ M=PY/V, ეს იმას ნიშანვს, რომ ფული იმდენია რამდენიც სჭირდება ეკონომიკას.


თუ M ¿PY/V, ეს ნიშნავს, რომ ფულის მასა იმაზე მეტია ვიდრე საჭიროა ეკონომიკის მომსახურებისათვის. ანუ
დაწყებულია ინფლაციური პროცესები.

უტოლობა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს გარკვეულ მანიპულაციებს.
მაგალითად შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს. საპროცენტო განაკვეთის შემცირება ნიშნავს იმას, რომ
მოსახლეობისაათვის ფული უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უტოლობა
თავისით აღმოიფხვრება, რადგანაც გაზრდილ ერთობლივ მოთხოვნას (ერთობლივი მოთხოვნის გაზრდა
გამოიწვია ფულის მასის ზრდამ საზოგადოებაში) აუცილებლად მოყვება ფასების ზრდა. როგორც კი გაიზრდება
ფულის მასა, გაიზრდება ფასებიც.

თუ M ¿PY/V, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკას არ ყოფნის ფულადი სახსრები, გამყიდველები ვერ ყიდიან
პროდუქციას იმის გამო რომ საზოგადოებაში არ არის ფული და ასევე საზოგადოება ვერ ყიდულობს
პროდუქციას რადგან ამისთვის არ არის საკმარისი თანხა. ამ უტოლობის მიზეზი შეიძლება იყოს ფულის
მიმოქცევის სიჩქარის შემცირება, ეს ნიშნავს, რომ გაჩერდა ფულის გადარიცხვების კომპიუტერული სისტემები,
შესაბამისად შენელდება პროდუქციის რეალიზაცია. გაჩნდა ფულის დეფიციტი. მიმოქცევასი ნაკლებია ფულის
მასა. შეიქმნება დეფლაცია.

ინფლაცია

ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ მიმოქცევაში მეტი ფულია, ვიდრე რეალურად საჭიროა. ინფლაციის
შედეგად ერთობლივი მოთხოვნა მეტია ერთობლივ მიწოდებაზე. ადამიანები მზად არიან გადაიხადონ უფრო
მეტი. შესაბამისად ეს გამოიწვევს ფასების ზრდას.

ინფლაციის დროს, განსაკუთრებით ჰიპერინფლაციისას, ფული უფრო სუსტად ასრულებს თავის ფუნქციებს.
ფული უფასურდება. ამ დროს ადამიანები ერიდებიან ფულის გადაცვლას პროდუქციაზე, თანდათანობით
კარგავს თავის მთავარ მიმოქცევის ფუნქციას, როგორც გაცვლის საშუალების ფუნქციას.

ადამიანებმა იმისათვის, რომ თავი დაიცვან ინფლაციისაგან, ისინი იწყენებ ფულის გაცვლას ისეთ აქტივებზე,
რომელიც არ კარგავს ფასეულობას. მაგ: ყიდულობენ ძვირფას ლითონებს, სხვა ქვეყნის ვალუტებს და ა.შ. ამ
პროცესებში ფული კარგავს თავის ფუნქციას, კერძოდ, დაგროვების ფუნქციას.

გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები - როდესაც ქვეყნის ვალუტა ქრონიკულად უფასურდება, ამ დროს


ადამიანთა გარკვეული ნაწილი როგორც კი აიღებს შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში, ლარში, მას მაშინვე
ცვლიან უცხოურ ვალუტაში, დოლარში. როგორც კი დასჭირდებათ ფული ვთქვათ პროდუქციის შესაძენად,
მიდიან ჯიხურში, თანხას გადაცვლიან კვლავ ლარში. ასევე როგორც კი დასჭირდებათ თანხა, ყოველთვის
მიდიან ჯიხურში ლარში გადასაცვლელად და ამ სირბილში იცვითავს ფეხსაცმელს. ამ ტიპის ხარჯებს
ეკონომისტები უწოდებენ გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯებს.

ინფლაციისას ფასები როდესაც მუდმივად იცვლება, მწარმოებლები და მომხმარებლები ფასების მეშვეობით ვერ
იღებენ სწორ და სანდო ინფორმაციას ერთმანეთზე. ანუ ინფლაციის დროს ბაზრის მონაწილეები
დეზორიენტირებულნი ხდებიან. არ იცი რა შეიძინო ან რა გაყიდო და რა ფასში. ფულს უქვეითდება
ღირებულების საზომი ფუნქცია.

ინფლაცია ასევე იწვევს შემოსავლების გაუფასურებას. ადამიანები სულ უფრო ნაკლებ პროდუქციას
ყიდულობენ. ასევე კლებულობს ინვესტიციური აქტივობაც, ვინაიდან ერთის მხრივ უფასურდება ინვესტიციები
წყარო, დანაზოგები. ხოლო მეორეს მხრივ, ინვესტორები ფეხს ითრევენ ისეთ ქვეყანაში ფულის დაბანდებისგან,
სადაც არასტაბილური ფასებია და ვერ ითვლიან თუ რა მოგება დარჩებათ საინვესტიციო პროექტიდან.

ინფლაციის დროს უსამართლოდ ნაწილდება შემოსავალი და ქონება. ინფლაციით სარგებლობენ დებიტორები


(ვინც ვალს იღებს) და ზარალობენ კრედიტორები (ვინც ვალს გასცემს). ეს ხდება იმიტომ, რომ ფული სესხის
გაცემის მომენტში უფრო მეტადაა მყიდველობითუნარიანი, ვიდრე მისი დაფარვის დროს.

ინფლაციის დროს გამყიდველებს გამუდმებით უწევთ ფასების შეცვლა.


ინფლაცია ყოველთვის არ ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლებამ დაბეჭდა ზედმეტი ფული. არის მოთხოვნის
ინფლაციაც. ესაა სიტუაცია, როდესაც მომხმარებელი რაღაც მიხეხის გამო მზადაა უფრო მეტი საქონელი
შეიძინოს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. მაგ: კომერციული ბანკების მიერ იაფი კრედიტის გაცემა. ამის შედეგად
ერთობლივმა მოთხოვნამ გადააჭარბა ერთობლივ მიწოდებას. საზოგადოებას გაუჩნდება გაზრდილი ფულადი
მასა ვიდრე ამის საჭიროებაა.

არსებობს დანახარჯების ინფლაცია - ეს ხდება მაშინ როდესაც იზრდება რაღაც ნედლეულის ხარჯი. მაგ:
გაძვირდა ნავთობი, გაზი, დენი და ა.შ. ეს გამოიწვევს მწარმოებლის ხარჯების ზრდას.

ინფლაციის სახეობები:

 ზომიერი ( ზომიერად იზრდება ფასები)


 ჭენებადი (ათობით, ასობით პროცენტებით იზრდება ფასები)
 ჰიპერინფლაცია (წარმოუდგენელი ტემპებით იზრდება ფასები)

დეფლაცია- ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს ფირმებისთვის, რადგან ფული არ არის საკამრისი, ვერ იყიდება
პროდუქცია, ფირმები იღებენ ნაკლებ შემოსავალს, რადგან ვერ ახერხებენ ყველა დანახარჯის შემცირებას. მაგ;
როდესაც ფასები ეცემა ფიმები ხელფასებს ვერ ამცირებენ, რადგან კონტრაქტები აქვთ მუშაკებთან
გაფორმებული, ამიტომაც იწყებენ წარმოების შემცირებას .

დეფლაციისას ქვეითდება კრედიტის გაცემის მოტივაცია, რადგან ‘’ხვალ დასაბრუნებელი ფული


დღევანდელზე უფრო იაფია’’.

ინფლაციასთან ბრძოლის ფინსკალური გზები

ნებისმიერი სახელმწიფოს ამოცანა არის ის, რომ მიზნობრივ დონეზე შეინარჩუნოს გაუფასურება. 3-4 % -ის
ფარგლებში გაუფასურება არის ერთგვარი მოტივაცია მწარმოებლებისთვის, რომ მეტი პროდუქცია შექმნან.

ინექცია ხდება ერთგვარი, ამიტომაც როდესაც ბიუჯეტის დამტკიცება ხდება, მიზნობრივ ინფლაციასაც
ითვალისწინებენ. ჩვენ შეგნებულად მივდიართ გაუფასურებაზე, ეს ყოველივე ვნებს მოსახლეობის გარკვეულ
კატეგორიას, მეორეს მხრივ ამით წარმოებას ხელი ეწყობა მოკლევადიან პერიოდში, მეტი იწარმოება და
მთლიანობაში საზოგადოება ამით სარგებლობს. მიზნობრივი ინფლაციაეკონომიკის ზრდას უწობს ხელს, მაგრამ
როგორც კი უკვე მიზნობრივს სცდება, იქ ყველას ვნებს.

ინფლაციის თარგეთირება არის წინასწარ დაგეგმილი, გამიზნული ინფლაცია.

ინფლაციასთან ბრძოლა შეუძლია, როგორც მთავრობას, ისე ეროვნულ ბანკს.

სახელმწიფო ინფლაციასთან ბრძოლისთვის იყენებს ფისკალურ პოლიტიკას: საბიუჯეტო-საგადასახადო


მეთოდებით, ინფლაციის ტემპების შემცირება - ხარჯების შემცირებით ან გადასახადების გაზრდით,ამის
შედეგად მიმოქცევაში შემცირდება ფულის მასა, რომლის გადაჭარბება, ამის შემცირება შეუძლებელია
გადასახების ან სახლმწიფო შესყიდვების თვალსაზრისით. მასის შემცირება კი შეამცირებს, ადამიანებისა და
ფირმების მხრიდან პროდუქციის შეძენის ხარჯებს- შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეს კი ნიშნავს, რომ ის
თანდათანობით გაუტოლდება ერთობლივ მიწოდებას, ინფლაცია კიარის მოთხოვნის გადაჭარბება.

ეროვნული ბანკი ფულის მასაზე ემოქმედებს ფულადი პოლიტიკის გატარებით: მაგ; მას შეუძლია
სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე გაყიდოს ან იყიდოს- ამას ეწოდება ოპერაციები ღია ბაზარზე.

მაშინ როდესაც ეროვნულ ბანკს უნდა ფულის მასის შემცირება, შეუძლია გაყიდოს ობლიგაცია, ხოლო მაშინ,
როდესაც ეკონომიკა დეფლაციური პროცესებისკენ მიდის, ეროვნული ბანკი ყიდულობს ობლიგაციებს.

კიდევ ერთი ინსტრუმენტია საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ანუ იმ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ან
შემცირება რითაც ეროვნული ბანკი სესხს აძლევს კომერციულ ბანკებს ანუ რეფინანსირების განაკვეთი. ისინი ამ
სესხებს გაასესხებენ გაზრდილი მოცულობით ფირმებზე ან ხალხზე. თუ გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი, ეს
ართულებს ხელმისაწვდომობას ინვესტიციებზე, მცირდება ხარჯვა-ერთობლივი მოთხოვნა., როდესაც
ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს ამცირებს საბოლოოდ ეს მიდის ინფლაციის ზრდამდე.

ასევე ერთ-ერთ ინსტუმენტად ითვლება ცენტრალური ბაკის მიერ კომერციული ბანკისთვის სავალდებულო
რეზერვების ცვლილება - მას უწოდებენ სარეზერვო ნორმას, მისი ცვლილებითაც შესაძლებელია ინფლაციაზე
ზეგავლენა.

ნებისმიერი ანტიინფლაციური მონეტარული პოლიტიკა, სინონიმად იყენებენ შემაკავებელ მონეტარულ


პოლიტიკას, ამას სახელმწიფო მაშნ მიმართავს, როცა გადახურებაა ეკონომიკის. ინფლაციურ პოლიტიკას კი
უწოდებენ ისეთ პოლიტიკას, როცა სტიმულაცია ხდება ეკონომიკის, გაუფასურება აუმჯობესებს ეკონომიკის
მუშაობას, ამას უწოდებენ მასტიმულირებელ ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას, მას იყენებენ მაშინ, როცა
ეკონომიკა ეცემა.

You might also like