You are on page 1of 5

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი


დასკვნითი გამოცდა
სპეციალობა: ბიზნესის ადმინისტრირება
სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკის შესავალი
სტუდენტი:________ანა დიასამიძე__________________
(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

პროფესორი: ნ. წიკლაშვილი, მ.ცეცხლაძე, თ.თურმანიძე, ნ. კონცელიძე, ი.მესხი. ი. სურმანიძე,


ზ. სურმანიძე

------------------------------------------------------------------------------------------------------
ვარიანტი VI

შეფასების წესი:
ღია კითხვები ფასდება 1 ქულით - (10 კითხვა), თეორიული საკითხი ფასდება - 5 ქულით (4
საკითხი), ამოცანა ფასდება 2,5 ქულით (4 ამოცანა), - ქულათა მაქსიმალური ოდენობა - 40

ღია კითხვები (1 ქულა) :


1. ჩამოთვალეთ და მოკლედ ახსენით პრინციპები, რომელიც ეკონომიკურ
ურთიერთობებს ეხება.
 ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან
 ნივთის დანახარჯი არის ის რასაც ვთმობთ ამ ნივთისთვის
 ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს
 ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ
 ვაჭრობას შეუძლია ყველას ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება
 ბაზრები ,ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი
საშუალებაა
 მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების
გაუმჯობესება
 ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და
მომსახურების წარმოების უნარზე
 ფასები იზრდება,როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს
 მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და
უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე
2. რა არის პოზიტიური დებულება?
პოზიტიური დებულება არის დებულება იმის შესახებ თუ როგორია სამყარო.
3. განმარტეთ ბაზრის წონასწორობა.
ბაზრის წონასწორობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც მიწოდება და
მოთხოვნა გაწონასწორებულია.
4. რა არის ელასტიკურობა?
ელასტიკურობა არის მოთხოვნის ან მიწოდების რომელიმე დეტერმინატზე
რეაგირების საზომი.
5. შეიძება თუ არა, გვალვა რომელიც ნათესებს ანადგურებს გლეხებისთვის კარგი
იყოს? რატომ?
6. ახსენით რატომ ეწინააღმდეგებიან ეკონომისტები ფასის კონტროლს.
ბაზრები ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზირების კარგი საშუალებაა. ამ
პრინციპზე დაყრდნობით ეკონომისტები ეწინააღმდეგებიან ფასის
კონტროლს რადგან ისინი ამტკიცებენ რომ ფასი მილიონობით საწარმოო და
სამომხმარებლო გადაწყვეტილების შედეგია, და ეს განპირობებულია
მწოდების და მოთხოვნის მრუდებით. ფასის კონტროლით ირღვევა იმ
ადამიანების უფლებები ვის გამოც აწესებენ მას, და ის იწვევს
გადასახადების გაზრდას.
7. რას უდრის საგადასახადო შემოსავალი და რას გვიჩვენებს ლაფერის მრუდი?
საგადასახადო შემოსავალი T X Q-ს ტოლია. გადასახადის სიდიდეა- T და გაყიდული
საქონლის რაოდენობა Q აქედან გამომდინარე საგადასახადო შემოსავალი არის
მოთხოვნისა და მიწოდების მრუდებს შორის არსებული მართკუთხედის ფართობი.
8. რაში მდგომარეობს საერთო რესურსების ტრაგედია და რა არის მისი მიზეზი?
იგავი,რომელიც გვიჩვენებს თუ რატომ გამოიყენება საერთო რესურსები იმაზე
მეტად ვიდრე სასურველია საზოგადოებისათვის. საერთო რესურსების ტრაგედიის
მიზეზი არის ის რომ სოციალური და კერძო სტიმულები ერთმანეთისგან
განსხვავდება.
9. რა დამოკიდებულებაა ფირმის მთლიან შემოსავალს,მოგებასა და მთლიან
დანახარჯს შორის?
თანხას, რომელსაც ფირმა იღებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შედეგად,
ფირმის მთლიანი შემოსავალი ეწოდება, ხოლო იმ თანხას რომელსაც ფირმა
იხდის მასალების შესაძენად ფირმის მთლიანი დანახარჯი ეწოდება. მოგება
განისაზღვრება, როგორც სხვაობა ფირმის მთლიან შემოსავალსა და
ფირმის მთლიან დანახარჯს შორის. ანუ:
მოგება = მთლიანი შემოსავალი - მთლიანი დანახარჯი

10. რა განსაზღვრავს მიწისა და კაპიტალის მფლობელის შემოსავალს?


მიწისა და კაპიტალის მფლობელის შემოსავალი დამოკიდებულია შრომისა და
კაპიტალის მოთხოვნასთან და მოთხოვნა განისაზღვრება მიწასა და კაპიტალზე.

თეორიული საკითხები (5 ქულა):

1. მოკლევადიანი პერიოდი: ბაზრის მიწოდება ფირმების უცვლელი


რაოდენობის დროს
მოკლევადიან პერიოდში კონკურენტულ ბაზარზე თითოეული ფირმა
პროდუქციის ისეთ რაოდენობას მიაწოდებს, რომლისთვისაც ამ ფირმის
ზღვრული დანახარჯი ფასის ტოლია. ესეიგი, თუ ფასი საშუალო ცვალებად
დანახარჯზე მეტია, თითოეული ფირმის ზღვრული დანახარჯის მრუდი ამავე
დროს მისი მიწოდების მრუდიც იქნება. ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის
რაოდენობა ცალკეული ფირმების მიერ მიწოდებული რაოდენობების ჯამის
ტოლია. ამგვარად, საბაზრო მიწოდების მრუდის ასაგებად ვაჯამებთ თითოეული
ფირმის მიერ ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის რაოდენობას. თუ ბაზარზე
ფირმები იდენტურია, მიწოდებული პროდუქციის რაოდენობა იმდენჯერ მეტია
თითოეული ფირმის მიერ მიწოდებული პროდუქციის რაოდენობაზე, რამდენი
ფირმაცაა ბაზარზე.
2. ფასისმიერი დისკრიმინაცია და მისი მაგალითები
ფასისმიერი დისკრიმინაცია არის სხვადასხვა მომხმარებლისათვის საქონლის
სხვადასხვა ფასად მიყიდვა. ეს მოითხოვს მყიდველების განცალკევების უნარს
მათი გადახდისთვის მზადყოფნის მიხედვით. არსებობს ძალები რომელთაც
ფასისმიერი დისკრიმინაციის დაბრკოლება შეუძლიათ. მაგალითად; არბიტრაჟი
ეს არის საქონლის შესყიდვა ერთ ბაზარზე უფრო იაფად და გაყიდვა მეორე
ბაზარზე უფრო ძვირად. ფასისმიერ დისკრიმინაციას შეუძლია ეკონომიკური
კეთილდღეობის გაზრდა, ფასის სრული დისკრიმინაციის დროს
მონოპოლისტისთვის ცნობილია თითოეული მომხმარებლის გადახდისთვის
მზადყოფნა და თითოეული მომხმარებლისთვის განსხვავებული ფასის დაწესება
შეუძლია. ფასისმიერი დისკრიმინაცია გულისხმობს შმდეგ პრინციპებს;
 თუ მოთხოვნის მრუდები არის განსხვავებული, უფრო მომგებიანია
განსხვავებულ ბაზრებზე ფასის დაწესება ვიდრე თითოეულ ბაზარზე
საერთო ფასის დადგენა.
 მოგების მიზნით მონოპოლისტმა უნდა დააწესოს უფრო მაღალი ფასი
ისეთ ბაზრებზე რომლებზეც მოთხოვნა არის ნაკლებ ელასტიური.
 არბიტრაჟი ართულებს კომპანიებისთვის განსხვავებული ფასის დაწესებას,
შესაბამისად მცირდება ფასის დისკრიმინაციით მიღებული მოგება.
3. კონკურენცია დიფერენცირებული საქონლის პირობებში
მონოპოლისტური კონკურენციის ფირმები დიფერენცირებულ საქონელს
აწარმოებენ, მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად თითოეული ფირმა
რეკლამას იყენებს. და ეს ხელს უწყობს სავაჭრო მარკების მიმართ ლოიალობას.
მონოპოლისტური კონკურენცია აღწერს ეკონომიკაში არსებულ მრავალ ბაზარს,
ამიტომ უმეტესად იმედგამაცრუებელია ის, რომ თეორია არ იძლევა მარტივ და
დამაჯერებელ რჩევას სახელმწიფო პოლიტიკისთვის.
4. დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე და სუპერვარსკვლავის ფენომენი
გენდერული სახელფასო სხვაობა მამაკაცებისა და ქალების მიერ შრომის ბაზარზე
გაწეული შრომის საათობრივ ანაზღაურებას შორის განსხვავებაა. ეს ნედლი სხვაობა არ
ითვალისწინებს შესადარებელი ინდივიდების მახასიათებლებს, განსაკუთრებით,
განათლებას. ამ მახასიათებლების გათვალისწინების შემდეგ სხვაობას ვიღებთ.
შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობისა და მასთან დაკავშირებული
ეკონომიკური უთანასწორობების გამოთვლაა, რასაც ქალები საქართველოს შრომის
ბაზარზე აწყდებიან. 2017 წელს ჩატარდა გამოკითხვა საქართველოში 15-64 წლის
ინდივიდების დასაქმების მაჩვენებელი 65.5 პროცენტია. დასაქმების სხვაობა 10.4
პროცენტს შეადგენს მამაკაცთა სასარგებლოდ. ყველაზე ნაკლებად დასაქმებულნი
ახალგაზრდები არიან და გენდერული დასაქმების სხვაობაც ოდნავ დიდია ამ
ასაკობრივ ჯგუფში, ვიდრე პოპულაციაში; სხვა ასაკობრივ ჯგუფებში კი სხვაობაცა და
მაჩვენებელიც მსგავსია. ქალები უფრო ცოტა რაოდენობის საათებს მუშაობენ, ვიდრე
მამაკაცები და ეს განსხვავება უცვლელია ასაკის, საქმიანობისა და ეკონომიკური
სტატუსის მიხედვით.

ამოცანები (2.5 ქულა):

ამოცანა 1.

მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები გამოსახულია განტოლებებით: QD = 12 – 3Р და QS = - 4 +


5Р. იპოვეთ წონასწორული რაოდენობა და ფასი.

ამოცანა 2.

დავუშვათ მთავრობამ თითოეულ გაყიდულ ნამცხვარზე დააწესა 6 ლარი გადასახადი.


გაყიდული ნამცხვრის რაოდენობა გადასახადამდე იყო 540 ერთეული, გადასახადის გადახდის
შემდეგ 10% შემცირდა, რა იქნება საგადასახადო შემოსავალი?
ამოცანა 3.

გოგის გაზონების მკრეჭავი ფირმა მომგებიანი და კონკურენტუნარიანია. გოგი თითო გაზონს 29


ლარად კრეჭს. მისი მთლიანი დანახარჯებია 280 ლარი, აქედან 30 ლარი მუდმივი დანახარჯია
და იგი დღეში 10 გაზონს კრეჭს, მაშინ: გოგის ცვალებადი დანახარჯი იქნება--250--ლარი, ხოლო
მოგება კი----40---ლარი.

ამოცანა 4.

ვთქვათ ერთი გალონი რძის ფასი გაიზარდა 3 $-დან 3,30 $-მდე, ხოლო ფერმერების მიერ
წარმოებული რძის რაოდენობა გაიზარდა 10000 დან 11500 მდე. გამოთვალეთ მიწოდების
ელასტიკურობა.

წარმოების - 20%

ფასის- 10%

წარმოების შეფარებული ფასთან - 2

პასუხი: 2

You might also like