You are on page 1of 4

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი


შუალედური გამოცდა
სპეციალობა:ეკონომიკა
სასწავლო კურსი: მიკროეკონომიკის შესავალი

სტუდენტი: საბა ბოლქვაძე 61001083963


(სახელი და გვარი, პირადი ნომერი)

განახილულია და დამტკიცებულია დეპარტამენტის სხდომაზე: ოქმი N3 29.11.21, პროფესორი


ნ. წიკლაშვილი, მ.ცეცხლაძე, თ.თურმანიძე, ნ.კონცელიძე, ი.მესხი. ი. სურმანიძე, ზ. სურმანიძე

------------------------------------------------------------------------------------------------------
ვარიანტი V

შეფასების წესი:
ღია კითხვები ფასდება 1 ქულით - (10 საკითხი), თეორიული საკითხი ფასდება - 5 ქულით
(1 საკითხი), ამოცანა ფასდება 2.5 ქულით (2 ამოცანა), - ქულათა მაქსიმალური ოდენობა - 20

ღია კითხვები (1 ქულა):

1. რა არის მწარმოებლის დანაზოგი და როგორ გამოისახება ის მიწოდების მრუდის


საშუალებით?
2. აღწერეთ თავისუფალი ბაზრების მიერ რესურსების განაწილების მექანიზმი?
3. რა მოსდის საერთო დანაკარგსა და საგადასახადო შემოსავალს, როდესაც
გადასახადი იზრდება?
4. როგორ შეიძლება გარეგანი ეფექტების პრობლემის კერძო გადაწყვეტა?
5. საქონლის რომელი ტიპები მიეკუთვნება უფასო საქონელს და განმარტეთ ისინი?
6. ჩამოთვალეთ და მოკლედ ახსენით პრინციპები, რომელიც ეკონომიკურ
ურთიერთობებს ეხება?
7. რა არის მიკროეკონომიკა?
8. რა არის მოთხოვნის განრიგირ და მოთხოვნის მრუდი?
9. ჩამოთვალეთ და ახსენით ფასის მიხედვით მოთხოვნის ელასტიკურობის ოთხი
დეტერმინანტი?
10. რა განსაზღვრავს გადასახადის სიმძიმის განაწილებას მყიდველებსა და
გამყიდველებს შორის? ახსენით

თეორიული საკითხი (5 ქულა):


1. გარეგან ეფექტებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა?
ამოცანები (2.5 ქულა):

ამოცანა 1. დავუშვათ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებაზე


მოთხოვნისა და მიწოდების განრიგებს აქვს შემდეგი სახე:

სწავლის Qd მოთხოვნის რაოდენობა Qs მიწოდების რაოდენობა


საფასური
1000 35 000 5 000
1500 30 000 10 000
2000 25 000 15 000
2500 20 000 20 000
3000 15 000 25 000
3500 10 000 30 000

ა. რას უდრის წონასწორული ფასი და რაოდენობა?


ბ. მთავრობა მოითხოვს ფასის ზედა ზღვრის დაწესებას, რომელიც წონასწორულ ფასზე
1000 ლარით მეტი, როგორი იქნება ახალი საბაზრო ფასი? დარჩება თუ არა ვაკანსიები
გ. სტუდენტებმა მოითხოვეს ფასის ზედა ზღვრის დაწესება, რომელიც წონასწორულ
ფასზე 500 ლარით ნაკლებია. როგორი იქნება ახალი საბაზრო ფასი?

ამოცანა 2. განვიხილოთ რძის პროდუქტების ბაზარი, სადაც მოთხოვნა რძის


პროდუქტებზე არაელასტიკურია, ხოლო მიწოდება ელასტიკური. რძის წონასწორული
ფასი ამ ბაზარზე შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო წონასწორული რაოდენობა - 1000 ლიტრს.
დავუშვათ ამ ბაზარზე დაწესდა 1 ლარის სიდიდის გადასახადი.

ა. გრაფიკზე დახაზეთ რძის ბაზარი და ამ მოვლენის შედეგები.


ბ. როგორ გადანაწილდება დაწესებული გადასახადი ბაზარზე მყიდველსა და
გამყიდველებს შორის?
გ. როგორ იმოქმედებს გადასახადის გაზრდა მყიდველის მიერ გახდილ ფასსა და
გამყიდველის მიერ მიღებულ ფასზე.
დ. გაიანგარიშეთ საგადასახადო შემოსავალი

ღია კითხვები:
1. გამყიდველისათვის საქონელში გადახდილი ღირებულებისა და გამყიდველის
დანახარჯების სხვაობა.
2. თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში წარმოებასა და შრომას არეგულირებს მიწოდებისა
და მოთხოვნის კანონი კომპანიები ყიდიან საქონელს და მომსახურებას ყველაზე მაღალ
ფასად ხოლო მომხმარებლებიც მზად არიან გადაიხადონ და ასევე კომპანიებიც მზად
არინ გადაიხადონ თავისი მომსახურებისთვის.
3. მაღალი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები ამცირებს მუშაობასა და ინვესტირების
სტიმულს დაბალ განაკვეთიანთან შედარებით, თუ ეს ეფექტი არის მნიშვნელოვნად
დიდი ეს ნიშნავს რომ გარკვეული საგადასახადო განაკვეთის შემთხვევაში რეალუარდ
გამოიწვევს საგადასახადო შემოსავლის შემცირებას.
4. კერძო გადაწყვეტილება გარე ფაქტორების შესახებ მოიცავს მორალური კოდექსებისა და
სოციალური სანქციების გამოყენებას გარე უარყოფითი ფაქტორების შესამცირებლად.
5. თავისუფალ საქონელს არეკონომიკურ საქონელს უწოდებენ რადგან ისინი ბუნების
საჩუქარია მათ ფასი არ გააჩნიათ და ასევე შეუზღუდავია არაეკონომიკური საქონლის
მაგალითებია ჰაერი,წყალი მზე და ასე შემდეგ.
6. ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან; ნოვთის დანახარჯი არის ის, რასაც
ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის; რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღების
ზღვრულ ანალიზს იყენებს; ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ; ვაჭრობას სეუძ₾ია
ყველას მდგომარეობის გაუმჯობესება; ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური
საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა; მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის
ფუნქიონირების შედეგების გაუმჯობესება; ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია
საქონლისა და მომსახურების წარმობის უნარზე; ფასები იზრდება, როდესაც მტავრობა
ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს; მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა
და უმუშევრობას შორის ალტერნატივის წინაშე.
7. მიკროეკონომიკა ინდივიდუალურ მომხმარებელთა, საწარმოთა და ინდუსტრიათა
საქციელსა და მათ შორის პროდუქციისა და შემოსავლების გადანაწილებას შეისწავლის.
8. მოთხოვნის განრიგი არის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის არსებული
დამოკიდებულება იმ დანარჩენი ფაქტორების ცვლილების გავლენის
გაუთვალისწინებლად, რომლებიც განსაზღვრავს თუ რამდენი საქონლის შეძენა სურს
მომხმარებელს მოცემულ ფასად. მოთხოვნის მრუდი არის მოთხოვნისა და ფასის
დამაკავშირებელი დახრილი დაღმავალი ხაზი
9. მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით მოთხოვნის რაოდენობის პროცენტული
ცვლილება/ფასის პროცენტულ ცვლილებასთან.
ახლო შემცვლელები საქონელი, რომელსაც ახლო შემცვლელები აქვს, მოთხოვნის მეტი
ელასტიკურობით ხასიათდება, ვინაიდან უფრო ადვილია ერთი სახის საქონლიდან
მეორეზე გადართვა. ასევე პირველადი მოთხოვნილების საგნები შედარებით უფრო
არაელასტიკურია ვიდრე ფუფუნების საგნები
ბაზრის საზღვრები ვიწრო ბაზრებს უფრო ელასტიკური მოთხოვნა ახასიათებს, ვიდრე
ფართო ბაზრებს, ვინაიდან ვიწრო ბაზრის საქონლის ახლო შემცვლელების მოძიება
უფრო ადვილია. დრო საქონელს მით უფრო ელასტიკური მოთხოვნა ახასიათებს, რაც
მეტია დროის პერიოდი.
10. საგადასახადო ინციდენტი არის გზა რომლითაც საგადასახადი ტვირთი იყოფა
მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. საგადასახადო ინციდენტი დამოკიდებულია
მიწოდებისა და მოთხოვნის შედარებით ფასის ელასტიურობაზე. როდესაც მიწოდება
უფრო ელასტიურია ვიდრე მოთხოვნა მყიდველებიუ ატარებენ საგადასახადო ტვირთის
დიდ ნაწილს.
ამოცანა 1:
ა. რას უდრის წონასწორული ფასი და რაოდენობა?
2500
ბ. მთავრობა მოითხოვს ფასის ზედა ზღვრის დაწესებას, რომელიც წონასწორულ ფასზე 1000
ლარით მეტი, როგორი იქნება ახალი საბაზრო ფასი? დარჩება თუ არა ვაკანსიები
ახალი ფასი 3500, და ვაკანსიები არ დარჩება
გ. სტუდენტებმა მოითხოვეს ფასის ზედა ზღვრის დაწესება, რომელიც წონასწორულ ფასზე
500 ლარით ნაკლებია. როგორი იქნება ახალი საბაზრო ფასი?
2000

You might also like