You are on page 1of 9

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი

2020-2021 სასწავლო წელი

შემოდგომის სემესტრი

გამოცდის ტიპი: შუალედური გამოცდა

ევროპა და საქართველო

ლექტორი: თავართქილაძე მარინე

შესრულებული დავალება გამოგზავნეთ მეილზე m.tavartkiladze@sabauni.edu.ge 25.11.2021 -


მდე. მეილის სათაურში დააწერეთ საგნის სახელი

სტუდენტი: x

გისურვებთ წარმატებებს!

საგამოცდო ბილეთის რაოდენო თითოეულის max შე- სულ max მიღებული


კომპონენტები ბა ფასება შეფასება შეფასება

ტესტები 10 1 10

ღია კითხვები 5 2 10

თეორიული საკითხი 1 10 10

ქულათა ჯამი: 30
ტესტები

(თითოეული ფასდება 1 ქულით)

1. ევროპის ტერიტორიაზე 4 მთავარი რელიგიური მიმდინარეობაა. მათგან


ყველაზე მეტ ქვეყანაში გავრცელებულია
ა) კათოლიკური რელიგია;
ბ) მართლმადიდებლური რელიგია;
გ) პროტესტანტული რელიგია;
დ) მუსულმანური რელიგია.

2. დააკავშირეთ ევროპის ქვეყნები შესაბამის დედაქალაქებთან


პორტუგალია ლისაბონი ოსლო
ნორვეგია ოსლო ლუბლიანა
სან-მარინო სან-მარინო სკოპიე
სლოვაკეთი ბრატისლავა ლისაბონი
სლოვენია ლუბლიანა პოდგორიცა
ყაზახეთი ნურ-სულთანი სან-მარინო
ჩერნოგორია პოდგორიცა ბრატისლავა
ჩრდილოეთ მაკედონია სკოპიე ნურ-სულთანი

3. სახელმწიფოთაშორისო რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საწყის ეტაპზე


ხორციელდება:
ა) სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება ურთიერთვაჭრობაში;
ბ) კოორდინირებული ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკის გატარება;
გ) წარმოების ყველა ფაქტორის თავისუფალი გადაადგილება ერთიანი ეკონომიკური
სივრცის ფარგლებში;
დ) ერთიანი ვალუტის შემოღება.
4. ჩამოთვლილთაგან სახელმწიფოთაშორისი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის
დამამათავრებელი ეტაპია:
ა) თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა;
ბ) საერთო ბაზრის შექმნა;
გ) ეკონომიკური კავშირის შექმნა;
დ) საბაჟო კაშირის შექმნა.
5. მაასტრიხტის კრიტერიუმების მიხედვით ევროპის მონეტარულ კავშირში
გასაწევრიანებლად საჭიროა, რომ ქვეყნის ინფლაციის დონე
ა) იყოს ნულის ტოლი;
ბ)უტოლდებოდეს ევროკავშირის ყველა ქვეყნის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს;
გ) არ აღემატებოდეს ევროკავშირის სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის
საშუალო მაჩვენებელს 1,5%-ზე მეტად;
დ) არ აღემატებოდეს ევროკავშირის სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის
საშუალო მაჩვენებელს 5,5%-ზე მეტად.
6. ჩამოთვლილთაგან ევროკავშირის წევრი ქვეყანაა:
ა) ნორვეგია;
ბ) ჩინეთი;
გ) ხორვატია;
დ) ინდოეთი.
7. ჩამოთვლილთაგან ევროკავშირის წევრი ქვეყნა არ არის:
ა) გერმანია;
ბ) საფრანგეთი;
გ) ჩეხეთი;
დ) შვეიცარია.
8. ევროპული ინტეგრაციის იდეა პირველად   წამოაყენა -------------------
რომელმაც 1946 წლის 19 სექტემბერს ციურიხში (შვეიცარია) სიტყვით გამოსვლისას, ევროპის
შეერთებული შტატების შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნულ იდეას
მაშინ განვითარება არ მოჰყოლია.
ა) შარლ დეგოლმა;
ბ) უისტონ ჩერჩილმა;
გ) ჯორჯ მარშალმა;
დ) ჰარი ტრუმენმა.
9.თანამედროვე ევროკავშირის წინამორბედი ევროგაერთიანება შეიქმნა:
ა) 1871 წელს;
ბ) 1945 წელს;
გ) 1957 წელს;
დ) 1992 წელს.
10. ევროპის ქვეყნების მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის
ა) 50%-ზე მეტია;
ბ) 30%-ია;
გ) 9,7%-ია;
დ) 5,7%-ია.
ღია კითხვები:

(თითოეული საკითხი ფასდება 5 ქულით)

1. ჩამოაყალიბეთ მაასტრიხტის კრიტერიუმები

როდესაც მაასტრიხტის ხელშეკრულება მზადდებოდა, ევროპის ქვეყნებში საკმაოდ


განსხვავებული ეკონომიკური სიტუაცია არსებობდა. გერმანია მკაცრად იცავდა ფასების
სტაბილურობის მოთხოვნას და უკმაყოფილო იყო იმით, რომ ზოგიერთი ქვეყანა ვერ
ახერხებდა საკუთარი ეკონომიკური ცხოვრების წარმართვას დადგენილი წესების მიხედვით.
ის მოითხოვდა, რომ ქვეყნის დაშვება მონეტარულ კავშირში შერჩევითი ყოფილიყო.
შესაბამისად, ჩამოყალიბდა ხუთი კრიტერიუმი, რომლებიც ყველა შემდგომ კანდიდატ
ქვეყანას შეეხებოდა.
ინფლაცია: ეს არის მიმოქცევაშიჭარბი ფულის არსებობა, რომელიც იწვევს ფასების ზრდას
და შემოსავლების გადანაწილებას, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის ფართო მასების
საზიანოდ. მონეტარულ კავშირში გასაწევრიანებლად საჭიროა, რომ ქვეყნის ინფლაციის
დონე არ აღემატებოდეს ევროკავშირის სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის
საშუალო მაჩვენებელს 1,5%-ზე მეტად.
გრძელვადიანი ნომინალური საპროცენტო განაკვეთები: ნომინალური საპროცენტო
განაკვეთი ასახავს გრძელვადიან პროცენტს, რომელიც სესხის თანხას ერიცხება, თუმცა ის არ
ასახავს სესხის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ფინანსურ ხარჯებს. ინფლაციისადმი
მიდრეკილმა ქვეყანამ შეიძლება დროებით მოთოკოს ინფლაცია. მაგალითად
რეგულირებადი ფასების გაყინვით, როგორიცაა: ელექტროენერგია და ტრანსპორტი. მაგრამ
მოგვიანებით კვლავ შეარბილოს ინფლაციის რეგულირების ღონისძიებები. მეორე
კრიტერიუმი მოითხოვს, რომ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი არ აჭარბებდეს 2%-ზე
მეტად სამი ყველაზე დაბალი ინფლაციის მქონე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს.
გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები, ჩვეულებრივ, ინფლაციის მიმართ ბაზრის
მოლოდინს ასახავს. დაბალი გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი კი დაარწმუნებს
ბუნებრივად სკეპტიკურტად განწყობილ ფინანსურ ბაზრებს, რომ ინფლაცია სამომავლოდაც
დაბალ დონეზე იქნება.
მონაწილეობა ევროპის სავალუტო კურსის მექანიზმში: ეს კრიტერიუმი უზრუნველყოფს,
რომ ქვეყანას შესწევდეს თავისი სავალუტო კურსის მომავალი პარტნიორი ქვეყნების
ვალუტებთან მიბმის უნარი. ქვეყანა უნდა მონაწილეობდეს ევროპის სავალუტო კურსის
მექანიზმში ორი წლის მანძილზე მაინც ისე, რომ არ მოახდინოს საკუთარი ვალუტის
დევალვაცია.
ბიუჯეტის დეფიციტი: ესაა, როდესაც ბიუჯეტის ხარჯები, ბიუჯეტის შემოსავალზე მეტია.
თავისთავად ინფლაცია სასურველი არაა, მაგრამ ხშირად ინფლაცია დიდი საბიუჯეტო
დეფიციტის შედეგია, რომელსაც მთავრობა ვერ აფინანსებს ფინანსურ ბაზრებზე სესხის
აღებით და მიმართავს ფულის ემისიას. ამდენად, შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი ფულის
მასის ზრდის მიზეზი გახდეს და მაღალი ინფლაცია განაპირობოს. ამიტომ მეოთხე
კრიტერიუმი დეფიციტის დასაშვებ ზღვარს აწესებს. მთავარი მოსაზრება ისაა, რომ
სახელმწიფო ინვესტიციები წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის წყაროს, რაც საბოლოოდ
ნასესხები თანხების დაბრუნების რესურსს ქმნის. გერმანული „ოქროს წესის“ მიხედვით
დადგენილია, რომ სახელმწიფო ინვესტიციები, ჩვეულებრივ, მშპ-ს 3%-ს შეადგენს,
შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტმაც მშპ-ს 3%-ს არ უნდა გადააჭარბოს.
სახელმწიფო ვალი: სახელმწიფო ვალი შედგება სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალისგან,
რომელთა კლასიფიცირებაც ვალუტის მიხედვით ხდება. ვალი რომელიც აღებულია
ეროვნულ ვალუტაში, კლასიფიცირდება როგორც საშინაო , ხოლო ვალი რომელიც
აღებულია უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში, კლასიფიცრდება როგორც საგარეო ვალი .
სახელმწიფო ვალის სიდიდის დასადგენად გამოიყენება სხვადასხვა ინდიკატორები და
კრიტიკული ზღვრები,
მაგალითად როგორიცაა ვალის მშპ-სთან თანაფარდობა. მაასტრიხტის ხელშეკრულებაზე
მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ქვეყნების ვალის საშუალო სიდიდე იყო მშპ-ს 60%,
შესაბამისად, ზედა ზღვარად ეს სიდიდე იქნა დადგენილი. გარდა ამისა, მიჩნეულია, რომ
მშპ-ს მიმართ საგარეო ვალის 60%-იანი სიდიდე შეესატყვისება ბიუჯეტის დეფიციტის ზედა
ზღვარს 3%-ს. ვალი დეფიციტის არსებობის შედეგად ფორმირდება.
2. რას გულისხმობს საბაზრო ეკონომიკის გერმანული მოდელი?

საბაზრო ეკონომიკის გერმანული მოდელი იგივე ,,ოქროს წესი’’ გულისხმობდა ბიუჯეტის


დაშვებას, თუ იგი შეესაბამებოდა სახელმწოფო საინვესტიციო ხარჯებს, როგორებიცაა:
გზების ხარჯებს, ტელეკომუნიკაციას და სხვა ინფრასტრუქტურის ხარჯებს. მთავარი
მოსაზრება ისაა, რომ სახელმწიფო ინვესტიციები წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის
წყაროს, რაც საბოლოოდ ნასესხები თანხების დაბრუნების რესურსს ქმნის. გერმანული
„ოქროს წესის“ მიხედვით დადგენილია, რომ სახელმწიფო ინვესტიციები, ჩვეულებრივ, მშპ-ს
3%-ს შეადგენს, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტმაც მშპ-ს 3%-ს არ უნდა გადააჭარბოს.

თეორიული საკითხი

(თითოეული საკითხი ფასდება 10 ქულით)

1. მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინტერგაციულ დაჯგუფებებში გაწევრიანების


მნიშვნელობა და შესაძლებლობები

თავდაპირველად განვიხილოთ თუ რას ნიშნავს ინტეგრაცია. ტერმინი „ინტეგრაცია“ მოდის


ლათინური (integratio), რომელიც ნიშნავს განცალკევებული ნაწილების აღდგენა ერთ
მთლიანობაში. ევროპის ტერიტორიაზე ვხვდებით სხვადასხვა მიმართულების
ინტერგრაციულ დაჯგუფებებს - სახელმწიფოების პოლიტიკურ, სამართლებრივ,
ეკონომიკურ, სოციალური და კულტურულ გაერთიანებებს. რეგიონული ეკონომიკური
ინტეგრაცია ესაა ეკონომიკურ-პოლიტიკური სახელმწიფოთაშორისი ქვეყნების გაერთიანება
მდგრადი ურთიერთკავშირის განვითარებისთვის, რომელიც ეფუძნება შრომის
დანაწილებას.

თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციული დაჯგუფებების მიზანია, ისეთი


ამოცანების გადაჭრა, როგორებიცაა:

1. მასშტაბის ეკონომიის უპირატესობებით სარგებლობა, რაც ნიშნავს ბაზრის მასშტაბების


გაფართოებას, დანახარჯების შემცირებას და სხვა უპირატესობების გამოყენებას მასშტაბის
ეკონომიის საფუძველზე;

2. ხელსაყრელი საგარეო-პოლიტიკური გარემოს შექმნა. უმთავლესი ინტეგრაციული


დაჯგუფების მიზანია ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შენარჩუნება წევრ ქვეყნებს
შორის პოლიტიკურ, სამხედრო, სოციალურ, კულტურულ და სხვა არაეკონომიკურ
სფეროებში. პოლიტიკური პრიორიტეტები ინტეგრაციული დაჯგუფების ფარგლებში
მყარდება ეკონომიკური ვალდებულებებით;

3. სავაჭრო პოლიტიკის ამოცანების გადაწყვეტა. რეგიონული ინტეგრაცია ხშირად


გვევლინება წევრი ქვეყნების პოზიციათა გამყარების საშუალებად ვაჭრობის მსოფლიო
ორგანიზაციის ფარგლებში. რეგიონული ბლოკის საშუალებით იქმნება უფრო ხელსაყრელი
პირობები ურთიერთშორის ვაჭრობაში, მრავალმხრივ სავაჭრო შეთანხმებებთან შედარებით;

4. ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნაზე ზემოქმედება. ინტეგრაციის ფარგლებში


ქვეყნებს, რომლებიც ქმნიან საბაზრო მოდელს, მაღალგანვითარებული საბაზრო ეკონომიკის
ქვეყნებთან ინტეგრირებისას, ხელი მიუწვდებათ საბაზრო გამოცდილებაზე.
განვითარებული ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ინტეგრაციაში ჩართული სხვა ქვეყნების
საბაზრო რეფორმების დაჩქარებით და სრულფასოვანი ტევადი ბაზრების შექმნით;

5. ეროვნული მრეწველობის ახალგაზრდა დარგების მხარდაჭერა. ინტეგრაციული


დაჯგუფებების შექმნა არ ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მიმართ დისკრიმინაციული
ზომების გატარებას. იგი განიხილება ეროვნული მრეწველობის ახალგაზრდა დარგების
მხარდამჭერი საშუალების სახით, რადგანაც იქმნება უფრო ფართო რეგიონული ბაზარი.

ეკონომიკური ინტეგრაციის წარმატება და წარუმატებლობა მისი მიზნების ბუნებიდან


გამომდინარეობს. რეგიონული ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგი არაერთგვაროვანია:
ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი ბაზრების გაერთიანების შედეგად შეიძლება
გაფართოვდეს, სხვები, პირიქით, დაიხუროს. ეკონომიკათა გაერთიანებამ შეიძლება
გამოიწვიოს ქვეყანა მონაწილეთა შემოსავლების ისეთი გათანაბრება, რომ ამ დროს
ზოგიერთი ქვეყნის მდგომარეობის გაუმჯობესება მოხდეს სხვა ქვეყნების ხარჯზე.

საერთაშორისო ეკონომიკის ინტეგრაციების დაჯუფების მიზნებიდან გამომდინარე ჩვენ


შეგვიძლია შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ინტეგრაციულ
დაჯგუფებებში გაწევრიანება მნიშვნელოვანია, რადგან ინტეგრაციული დაჯგუფებები ხელს
შეუწყობს მცირე ქვეყნებს როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის განვითარებაში.
პოლიტიკური ინტეგრაცია შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ ინსტიტუციონალური
მექანიზმების ფორმირებასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს, არამედ ასევე
თანმთხვევი ფასეულობებისა და მიზნების ჩამოყალიბებას, უთანხმოებათა მშვიდობიან
გადაწყვეტასა და სოციალურ-პოლიტიკურ მჭიდრო დაკავშირებას. ეკონომიკური
ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს საბაჟო კავშირებს, შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ ანდა თავისუფალ ბაზარს, რის შედეგადაც იქმნება ეკონომიკური მოღვაწეობის
ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი პირობები და მიიღება რეგულირებისათვის საერთო
წესები სხვადასხვა ეროვნული კანონების სანაცვლოდ.

მოდით ახლა განვიხილით საქართველოსა და DCFTA-ის მაგალითი, როგორც მცირე ქვეყნის


ეკონომიკური ინტეგრაციის დაჯგუფების ჭრილში. ჩვენთვის ცნობილია, რომ DCFTA ღრმა
და ყოვლის მომცველი სივრცეა, რომელიც გულისხმობს როგორც სატარიფო ასევე
არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას, გარდა ამისა იგი არეგულირებს ვაჭრობასთან
დაკავშირებული საკითხთა ფართო სპექტრს: სურსათის უვნებლობა, პროდუქციის
უსაფრთხოება, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, საბაჟო
საკითხები, სახელმწიფო შესყიდვები და სხვა. საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩამოყალიბება ხელს უწყობს:

 ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას;


 გამჭვირვალე, სტაბილური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას;
 საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და შესაბამისად, უცხოური

ინვესტიციების ზრდას;

 ქვეყნის მდგრად განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად

გამოყენებას;

 ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას;


 ადგილობრივი წარმოების მასშტაბების ზრდის კვალობაზე ახალი სამუშაო

ადგილების შექმნას;

 ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებასა და

გაფართოებას;

 ქართველი ექსპორტიორებისთვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯების

შემცირებას; · ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის

მიწოდებას;

 ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას;


 სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას საუკეთესო
ევროპული

პრაქტიკის შესაბამისად;

ზოგადად, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას:


მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 1,7 %-ით, ხოლო
გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით,
იმპორტის 4,4 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით,  იმპორტის კი
7,5%-ით ზრდას.

დასკვნის სახით მინდა ავღნიშნო, რომ ინტეგრაცია შეიძლება ატარებდეს როგორც


ფორმალურ ხასიათს – რაც გამოიხატება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ისე შეიძლება
გამოიხატოს არაფორმალური ცნებებით – რაც გულისხმობს ურთიერთქმედებას
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში. მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების
ინტერგაციულ დაჯგუფებებში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია, რადგან, როგოც ზევით
ავღნიშნე ეს ხელს შეუწყოფს თავისუფალ ვაჭრობას, ექსპორტის და იმპორტის განვითარებას,
ქვეყნის მდგრად განვითარებას, ბიზნესების გაფართოებას, უცხოური ინვესტიციების ზრდას,
სტაბილური ბიზნესის განვითარებას, მუშაობის და სწავლის შესაძლებლობა საზღვარგარეთ
და ამასთანავე ქვეყანას ეძლევა მრავალფეროვანი განვითარების პერსპექტივა მოღვაწეობის
სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური
თუ სხვა.

You might also like