You are on page 1of 4

1 თავი

სისტემური მიდგომა

ზოგადად სისტემა არის ურთიერთდამოკიდებული ელემენტებისაგან შემდგარი


ერთიანობა,სადაც თითოეულ ელემენტს შეაქვს თავისი წვლილი მთლიანის
დასახასიათებლად.

სისტემა შედგება სხვადასხვა სახის ქვესისტემებისაგან,ქვესისტემები თავის მხრივ შედგებიან


უფრო მცირე ზომის სისტემებისაგან და ა.შ ყველა არსებული ორგანიზაცია წარმოადგენს
სისტემას.

სისტემური მიდგომის კონცენფია გულისხმობს,რომ ნებისმიერი ორგანიზაცია წარმოადგენს


ღია სისტემას და მისი შემადგენელი ელემენტები განიცდიან გარე ფაქტორების ზემოქმედებას.

ორგანიზება - არის საორგანიზაციო სტრუქურის შექმნის პროცესი,რომლის დროსაც


ყალიბდება დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო ქმედითი მექანიზმი, საორგანიზაციო
სტრუქტურა კი განიმარტება,როგორც ორგანიზაციის ფუნქციონალურ ჰორიზონტალებსა და
იერარქიულ ვერტიკალზე ოპტიმალურად განთავსებული თანამდებობების თვისობრივი
ერთიანობა.

მოტივაცია - ერთ-ერთი ძირითადი მმართველობითი ფუნქციაა.მოტივაცია


გათვალისწინებულია თანამშრომლებში მუშაობისთვის საჭირო მოტივის აღსაძვრელად,რათა
შეძლონ მათზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში დაკისრებული საქმიანობის
უკეთ შესრულება.

კონტროლი - ესაა პროცესი,რომელიც მიმართულია იმის დასადგენად,თუ რამდენად


სრულყოფილად სრულდება კონკრეტული ამოცანები და რამდენადაა შესაძლებელი
დასახული მიზნის მიღწევა,მმართველობითი კონტროლი მოიცავს სამ მნიშვნელოვან ასპექტს.

- სტანდარტების დადგენა(ანუ ორიენტაციის განსაზღვრა)


- დროის განსაზღვრულ ინტერვალში მიღებული შედეგების გაზომვა და მისი შედარება
დაგეგმილთან.
- საჭიროებისამებრ მაკორექტირებელი ქმედებების განხორციელება.

კოორდინაცია - მმართველობითი პროცესია,რომელიც ხორციელდება ორგანიზაციის


იერარქიულ ვერტიკალსა და ფუნქციონალურ ჰორიზონტალებზე განთავსებული
თანამდებობებისა და ქვედანაყოფების ერთიან სამოქმედო მექანიზმად
შესაკრავად.კოორდინირება ესაჭიროება,როგორც თითოეულ მმართველობით
ფუნქციას,ასევე მთლიანად მმართველობით პროცესს.

ორგანიზაცია - არის გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში მოქმედი ორი ან მეტი ადამიანისაგან


შემდგარი სოციალური წარმონაქმნი,რომლის კოორდინირებული საქმიანობა მიმართულია
დასახული მიზნის მისაღწევად.

ორგანიზაცია ითვლება მარტივად თუ მას გააჩნია ერთი მიზანი,ხოლო რთულია როდესაც


გააჩნია ორი და უფრო მეტი მიზანი

მენეჯერს გააჩნია 10 ძირითადი როლი ესენია:

ხელმძღვანელის,ლიდერის,დამაკავშირებელის,ინფორმაციის მიმღების,ინფორმაციის
გამვრცელებლის,წარმომადგენლის,მეწარმის,დარღვევათა აღმომფხვრელის,რესურსების
გამანაწილებლის და მოლაპარაკეთა წამმართველის.

3 თავი

მოთხოვნილება - გამოწვეულია ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური უკმარისობით და იყოფა


პირველად და მეორად მოთხოვნილებების ჯგუფებად. პირველად მიეკუთვნება
თანდაყოლილი და ფიზიოლოგიური ხასიათის მოთხოვნილებები,ხოლო
მეორადს,შეძენილი,ანუ ცხოვრებისეული გამოცდილებით,აღზრდით,საზოგადოებაში
დამკვიდრებული ღირებულებებით,ცოდნით,კეთილდღეობის დონით და ა.შ.

შინაგანი ანაზღაურება - განპირობებულია იმ კმაყოფილებით,რომელსაც ადამიანი იღებს


თავისი საქმიანობის შედეგებით.

გარეგანი ანაზღაურება - დამოკიდებულია ხელფასზე,დაწინაურებაზ,კარგ სამსახურზე და ა.შ.

ორგანიზაციის დიზაინი - გულისხმობს რაციონალური საორგანიზაციო სტრუქტურის


დაპროექტებას,რომლის საშუალებით შესაძლებელია მინიმალური დანახარჯებით
ორგანიზაციის მიერ დასახული მიზნების განხორციელება.
სახელმწიფო ორგანიზაცია - ყალიბდება ცენტრალური, ან ადგილობრივი მთავრობების მიერ
და დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

კერძო ორგანიზაცია - იქმნება ცალკეული პირის,ან პირთა ჯგუფის მიერ მათი ინტერესების
რეალიზაციისთვის.

მიმდინარე კონტროლი - წარიმართება ძირითადი საქმიანობის განხორციელების


კვალდაკვალ.

დასკვნითი კონტროლი - სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ტარდება დასკვნითი


კონტროლი,რომლის დანიშნულებაა:

მიღებული შედეგების დაფიქსირება

მათი შედარება სტანდარტებთან და ნორმატივებთან

სტანდარტებიდან და ნორმატივებიდან გადახრის შემთხვევაში,მაკორექტირებელი


ქმედებების განხორციელება.

4 თავი

გადაწყვეტილების მიღება

ადამიანს მუდმივად უხდება გადაწყვეტილების მიღება,როგორც თავის პირად


ცხოვრებაში,ასევე სამსახურში და ყველგან, აქედან გამომდინარე განასხვავებენ პირად და
საორგანიზაციო გადაწყვეტილებებს.

გადაწყვეტილების ტიპები - თვისობრივად ერთმანეთისაგან განასხავავებენ გადაწყვეტლების


ორ ძირითად ტიპს,დაპროგრამებულსა და დაუპროგრამებელ გადაწყვეტილებებს.

დაპროგრამებული გადაწყვეტილება - გარკვეული სიტუაციები ხშირად მეორდება,რაც


სტანდარტული პროცედურების გამოყენების გზით დაპროგრამებული გადაწყვეტილების
მიღების საშუალებას იძლევა,დაპროგრამებული გადაწყვეტილებების მიღება ხდება
განმეორებადი და რუტინული ამოცანების განსახორცელებლად,სათანადოდ შემუშავებული
პროცედურების გამოყენებით, რუტინული ნიშნავს ძველს შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ.

დაუპროგრამებული გადაწყვეტილება - ხშირად გადასაჭრელი პრობლემების სიახლისა და


ორიგინალობის გამო,შეუძლებელია სტანდარტული პროცედურების გამოყენება. ასეთ
შემთხვევაში საჭირო ხდება შემოქმედებითი მიდგომის დახმარებით დაუპროგრამირებული
გადაწყვეტილების შემუშავება, დაუპროგრამირებული გადაწყვეტილებები გამოიყენება
უნიკალურ და რთულ ვითარებებში.

ინტიუციური გადაწყვეტილება - ადამიანი ხშირად ირებს გადაწყვეტილებებს შეგრძნების


საფუძველზე,რომლის ბუნება ბოლომდე არ არის შესწავლილი,მოკლედ რომ ვთქვათ
ინტუიცია არის რაიმეს გამოცნობა,გარტყმის ნიჭი.

You might also like