You are on page 1of 3

თავი 2

რა განსხვავებაა მენეჯერსა და მეწარმეს შორის?

მენეჯერები არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციული მიზნების ეფექტურად და


ყაირათიანად განხორციელების მიზნით ზედამხედველობას უწევენ ადამიანური და სხვა
რესურსების გამოყენებას.

მეწარმები არიან ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ არსებულ შესაძლებლობებს და იღებენ


პასუხისმგებლობას იმ რესურსების მობილიზებაზე, რომელიც აუცილებელია ახალი ან
გაუმჯობესებული საქონლის და მომსახურების მისაწოდებლად.

მეწარმეობა VS შიდა მეწარმოება

მეწარმეობა არის რესურსების მობილიზება ხელსაყრელის შემთხვევის გამოსაყენებლად და


მომხმარებლისთვის ახალი ან გაუმჯობესებული საქონლის თუ მომსახურების მისაწოდებლად .

შიდა მეწარმეები კი მეწარმეობას უკვე არსებულ კომპანიაში ახორციელებენ.

ხუთი ძირითადი პიროვნული თვისება!

1.ექსტრავერტობა - ახასიათებს დადებითი ემოციები და ამაღებული განწყობა;

2.ნეგატიური ემოციების სიჭარბე -ახასიათებს ნეგატიური ემოციები და განწყობა, მწუხარების


განცდა და საკუთარი თავის და სხვების კრიტიკა;

3.კომუნიკაბელურობა -არის სხვებთან ადვილად ურთერთობის თვისება

; 4.კეთილსინდისიერება- ახასიათებს სიფრთხილე, სინდისიერება და შეუპოვრობა;

5.ექსპერიმენტებისთვის მზადყოფნა- ახასიათებს ორიგინალურობა, ინტერესთა ფართო


ასპარეზი, სტიმულებისთვის მზაობა და რისკის გაწევა;

სხვა პიროვნული თვისებები

კონტროლის წყარო ადამიანებს განსხვავებული შეხედულება აქვთ მათ გარშემო მიმდინარე


მოვლენების კონტროლზე (კონტორლის შინაგანი და გარე წყარო)

თვითშეფასება არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს თავის თავზე კარგი შეხედულება აქვს
და დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში;
მიღწევის მოთხოვნილება არის თვისება, რომლებიც ადამიანში აღვივებს რთული ამოცანის
წარმატებით გადალახვის სურვილს და სრულყოფილების პირადი სტანდარტებისკენ
სწრაფვას;

თვითდამკვიდრების მოთხოვნილება ადამიანს უბიძგებს ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც


ეხმარება მას დაამყაროს კარგი ურთიერობები, იყოს ყველასთვის მოსაწონი და ხელი შეუწყოს
სხვებს ერთმანეთთან ურთიერთობაში;

ძალაუფლების მოთხოვნლება არის ადამიანის სურვილი აკონტროლოს და გავლენა


მოახდინოს სხვებზე

ფასეულობები

ფასეულობები გვიჩვენებს, რის მიღწევას ცდილობს მენეჯერი თავისი სამუშაოს მეშვეობით და


როგორ ქცევას თვლის იგი სავალდებულოდ.

ტერმინალური ფასეულობა წარმოადგენს პიროვნების შეხედულებას მის ცხოვრებისეულ


მიზნებსა და ამოცანებზე

ინსტრუმენტული ფასეულობა წარმოადგენს პიროვნების შეხედულებას მოქმედების მისთვის


სასურველ მეთოდებსა და ქცევის წესებზე

დამოკიდებულებები

დამოკიდებულება არის გრძნობებისა და შეხედულებების ერთობლიობა

სამუშაოთი დაკმაყოფილება არის იმ გრძნობებისა და შეხედულებების ერთობლიობა,


რომელიც აქვს მენეჯერს სამუშაოს მიმართ;

ორგანიზაციის ერთგულება სამსახურით კმაყოფილი მენეჯერები უფრო მოტივირებულები


არიან და სამუშაოს საჭიროზე უკეთესად ასრულებენ;

განწყობა და ემოციები

განწყობა არის სულიერი ან გონებრივი მდგომარეობა

ემოციები უფრო ინტენსიურია, ვიდრე განწყობა და ხშირად პირდაპირ კავშირშია გამომწვევ


მიზეზებთან. ის განწყობასთან შედარებით უფრო ხანმოკლეა
ემოციური ინტელექტი

ემოციური ინტელექტი არის უნარი, ჩაწვდე და მართო როგორც საკუთარი, ისე სხვა
ადამიანების გაწყობა და ემოციები.

ორგანიზაციული კულტურა

ოგანიზაციული კულტურა არის საერთო ფასეულობების, წესების, ქცევის სტანდარტებისა და


მოლოდინების ერთობლიობა, რომელიც გავლენას ახდენს იმ ინდივიდების, ჯგუფებისა და
გუნდების ერთმანეთთან ურთიერთობის სტილზე, რომლებიც თანამშრომლობენ
ორგანიზაციის საერთო მიზნის მისაღწევად

You might also like