You are on page 1of 8

IV თემა.

ორგანიზების საკითხები მასპინძლობის მენეჯმენტში


კონსპექტი მომზადებულია
პროფესორ ნანა კაციტაძის მიერ
მმართველობiთი იერარქიის გადანაწილება, დეპარტამენტებად დაყოფის საფუძვლები
Oორგანიზციის მართვის ფუნქციის ელემენტებია: შესასრულებელი სამუშაოები და
ადამიანები, რომლებმაც უნდა შეასრულონ ეს სამუშაოები. შრომით უფლებას ფორმალურად
განსაზღვრავს შრომის კოდექსებით ზოგადი კანონები, მაგრამ სამუშაო ჯგუფში ადამიანები
აღიქვამენ მხოლოდ ორგანიზაციაში ურთიერთობებს, რომელიც განსაზღვრულია
ხელმძღვანელობის მიერ მათ მიერ დადგენილი გარკვეული შეზღუდვებით.
თანამშრომელთა ურთიერთობები განსხვავებულია მცირე და დიდ ბიზნესში და ეფუძნება
საკუთრების განკარგვის ფორმებს. მცირე ფირმაში ხელმძღვანელობა ეფუძნება მოსაზრებას:
"კომპანია ჩემია და მაქვს უფლება ვაკონტროლო ჩემი საკუთრება. თუ გინდა იმუშაო აქ,
ყველაფერი ისე უნდა გააკეთო, როგორცEმე მივიჩნევ საჭიროდ".
დიდ კორპორაციაში, ურთიერთობათა პირობები სხვაგვარადაა წარმოდგენილიკერძოდ:
აქციონერი ირჩევს კოლეგიას, კოლეგია ქირაობს ტოპ -მენეჯერს, ტოპ-მენეჯერი მმართველობის
უფლებას გადასცემს(ანაწილებს) ხელქვეითებზე. თუმცა, ყოველივე ამის არსი დადის შემდეგზე:
"მე წარმოვადგენ მფლობელს" და არა "მე ვარ მფლობელი".
ფრენჩაიზის ორგანიზაციებში ეს ურთიერთობები სხვაგვარადაა, ფრენჩაიზერს აქვს იურიდიული
უფლება აიძულოს ფრენჩაიზერი დაიცვას შეთანხმებული პროცედურები და მის კორპორაციაში
აღიარებული ხარისხის სტანდარტები. Mფრენჩაიზის ორგანიზაციები, ნორმების დადგენისას
ეფუძნებიან გამოცდილებას, რჩევას და თანასწორობას ამ ურთერთობებში.
მაგალითად,M“მაკდონალდი” ერთ-ერთ ფრენჩაიზს პარასკეობით ძალიან ცოტა გაყიდვები
ჰქონდა, რამდენადაც მისი მომხმარებელთა დიდი სეგმენტი ტრადიციების მიმდევარი
კათოლიკები იყვნენ და გაყიდვების გასაზრდელად რესტორანმა გადაწყვიტა გაეყიდა თევზის
სენდვიჩი. რეი კროცი, ქსელის დამაარსებელი (განხილულია პირველ თავში), ამ იდეის
წინააღმდეგი იყო. ის ფაქტი, რომ ფრენჩაიზერს სამართლებრივად არ შეეძლო ახალი მენიუს
დანერგვა, ქმნიდა სერიოზულ ბარიერს. თუმცა ფრენჩაიზორებმა და ფრენჩაიზერებმა იმუშავეს
ურთიერთგაგებისა და შეთანხმებისსაფუძველზე და სცადეს გაეყიდათ თევზის სენდვიჩი.
გაყიდვების შედეგებმა აჩვენა, რომ ის ხელსაყრელი პროდუქტი იყო მარხვის დღეებში და
დაამატეს მენიუს მთელი ქსელის მასშტაბით.
 მართვაში დირექტივების და დოგმების) გამოყენება ყოველთვის არ არის ეფექტური,
ამასთან არც თანამშრომლებთან ურთიერთობებისას გამოდგება და მიიჩნევა, როგორც
იძულების იარაღი. მას, მხოლოდ სუსტი და არაადეკვატური მენეჯერი იყენებს ხშირად ("ან
გააკეთებ, ან გაგაგდებ").
მმართველობის გადანაწილება (დელეგირება).
კომპლექსურ ორგანიზაციებში, მოცემული სამუშაოს შესრულებისთვის, მმართველობა უნდა
დაიყოს ლოგიკური საწყისებიდან გამომდინარე. ერთმა მენეჯერმა არ შეიძლება განახორციელოს
მართველობა ყველა დონეზე. ამდენად, უნდა ხდება ფუნქციების დანაწილება და მას
(დელეგირებას) უწოდებენ. ამოცანებისა და უფლებების გადაცემა შემსრულებლისათვის, რომელიც
კისრულობს პასუხისმგებლობას სამუშაოების განხორციელებისათვის. იგი გამოიყენება როგორც
მართვის დეცენტრალიზაციის საშუალება (მენეჯერების მხრივ უფლებამოსილების დელეგირება
ხელქვეითებისათვის).

1
დელიგირება მენეჯმენტში სამუშაობის მაღალი ხარისხით და დროულად შესრულების კარგი
მექანიზმია, რომლის დროსაც აუცილებელია შმდეგი პრინციპების დაცვა:
1. მოცემული სამუშაოსთვის თანამშრომლის სწორი შერჩევა;
2.სამუშაოს ამოცანის ახსნა;
3.სამუშაოსშდეგის ხარისხის დონის მითიტება(რისის მიღება გსურთ)
4. სამუშაოს მნიშვნელობა კომპანიისთვის;
5.სამუშაოს შესრულების ვადა(დროის მითიტება);
6.სამუშაოს შფასება(ახსნა, თუ როგორ შეფასდება მისმიერ შესრულებული სამუშაო);
7.თანამშრომლის მოტივირება
საყურადრბოა იმ ნიუანსების გათვალისწინება, რომლითაც აქაც განსხვავდება მცირე და დიდი
ორგანიზაციები. მცირე ორგანიზაციებისთვის, სადაც მენეჯმენტს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა
აქვს დაქირავებულთან და აქტიურად განახორციელებს კონტროლს, უფლებამოსილების
განაწილება დიდ მნიშვნელობას არ იძენს. აქ ბევრ ფუნქციას ხშირად ერთი და იგივე ადამიანი
ასრულებს, რასაც ვერ ვიტყვით Mფართო და კომპლექსურ ორგანიზაციებზე, როგორიცაა დიდი
სასტუმრო, ან დიდი რესტორანი და ასეტ ორგანოზაციებში ფუნქციების გადანაწილება
აუცილებელია საქმის სწრფად და ეფექტინად შესასრულებლად.
მაგალითად, სასტუმროს მენეჯერს არ შეუძლია ერთდროულად თვალყური ადევნოს
ადმინისტრაციას, სასტუმროს დალაგებას და სამზარეულოს და აშ. უფროს მენეჯერებს უნდა
ჰქონდეთ იმის უფლებამოსილება, რომ დაიქვემდებარონ ის მენეჯერები, რომლებსაც
სტრუქტურის მიხედვით, უფრო ქვედა დონეზე აქვთ ხელმძღვანელობის უფლება.
მეორე მიზეზი, იმისა, თუ, რატომ არის საჭირო მმართველობაზე უფლებამოსილების
გადანაწილება იმაში მდგომარეობს, რომ დაბალი რგოლის მენეჯერებს საშუალება ეძლევათ მეტად
გამოავლინონ ნიჭი და ამდენად ორგანიზაციაში სრულად იქნეს გამოყენებული მენეჯერული
უნარები.
მესამე, დაბალ დონეზე მმართველობის უფლებამოსილების გადაცემა ორგანიზაციაში ზრდის მათ
პასუხისმგებლობის შეგრძნებას და პერსონალი უფრო საჭირო ადამიანად მიიჩნევს თავს, რაც
ზრდის მის მოტივაციას.

მენეჯერული პასუხისმგებლობის არეალის კონცეფცია.


აღნიშნული კონცეფცია დაკავშირებულია გრაიცუნას კონტროლის არეალთან. ის ავლენს
დაქვემდებარებულების იმ კონკრეტულ რიცხვს, რომლის მეთვაყურეობაც შეუძლია მენეჯერს.
მენეჯერული პასუხისმგებლობის არეალი ემყარება დაქვემდებარებულების იმ რაოდენობას,
რომელსაც აქვს პირდაპირი და დაუბრკოლებელი წვდომა მენეჯერთან.
სასტუმროს მენეჯერს ექვემდებარება საკვებისა და სასმელის მენეჯერი, ოთახების
დეპარტამენტის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, მთავარი ინჟინერი და ყველა ის, ვინც
პირდაპირ და უშუალოდ ურთიერთობს მასთან. თითოეულ მათგანს აქვს პირდაპირი
კონსულტაციები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც ერთი ან ორი დონით დაბლა არიან მათზე
იერარქიულად. დიდ ორგანიზაციებში კი, ისეთი კონსულტაციები და ინტერაქციები არის
მიღებული, რომელიც კონტროლის არეალის მიღმა ხდება. მასპინძლობის სფეროში, ამის
მაგალითია აღმასრულებლები, რომლებიც ხშირად სტუმრობენ ფილიალებს კორპორატიული
სათაო ოფისებიდან, რათა ჰქონდეთ კავშირი დაქირავებულთან, მენეჯერებთან, ფრენჩაიზერებთან
და მომხმარებლებთან.
მენეჯერული პასუხისმგებლობის არეალი, კონტროლის არეალის მნიშვნელოვანი კონცეფციაა.
უნდა არინიშნოს, რომ მასპინძლობის სფეროში, კონტროლის არეალი არ არის დაფუძნებული

2
მხოლოდ ვიწრო კონტროლის არეალის კონცეფციაზე, რამდენადაცამ სფეროს ტოპ-
მენეჯერებისთვის ფასდაუდებელია შეინარჩუნონ მჭიდრო ურთიერთობები ადამიანებთან
ორგანიზაციის მმართველობის სხვადასხვა დონეზე.

სამუშაოს გადანაწილება დეპარტამენტებში. ძირითადად შემდეგ ხუთ საფუძველზე


ხორციელდება, . ესაა: ფუნქცია, პროდუქტი/მომსახურეობა, გეოგრაფია, მომხმარებლები და
პროცესი. მასპინძლობის სფეროში გამოიყენება ყველა მათგანი. ფუნქცია და პროდუქტი არის
დეპარტამენტებად დაყოფის ამოსავალი პირობა ოპერაციულ დონეზე, ხოლო ტერიტორია და
მომხმარებლები კორპორაციულ დონეზე. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფუნქციიური. ფუნქციურ დეპარტამენტებად დაყოფის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია კვებით
მომსახურება, სადაც თითოეული ფუნქციონალური დეპარტამენტი განსხვავებულ სამუშაოს
ასრულებს. რესტორანი შეიძლება იყოს დაყოფილი მომსახურებად, საკვების წარმოებად და
სანიტარიად.
მომსახურების მიხედვით. სასტუმროები დაყოფილია განსხვავებულ პროდუქტ-მომსახურების
ერთეულებად. მაგალითად, ოთახების მიმართულება, საკვებისა, სასმელის და სხვა ერთეულები.
გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. სარესტორნო და სასტუმრო ქსელებში გავრცელებულია
მმართველობაზე პასუხისმგებლობის დელეგირება მოცემული რეგიონის ცალკეულ მენეჯერებზე.
გეოგრაფიული დანაყოფები ერთ მენეჯერს აკისრებენ რომელიმე, კონკრეტულ ერთეულზე
პასუხისმგებლობას.
მომხმარებლები. ზოგიერთი კომპანია, რომელიც მასპინძლობის ბიზნესის სფეროში მუშაობს,
ყოფენ საკუთარ ოპერაციებს მომხმარებლის ტიპის მიხედვით. მაგალითად, კომპანია ARAMARK
აჯგუფებს საკუთარ კვებით მომსახურებას მომხმარებლების მიხედვით(ბაზრის კონკრეტული
სეგმენტის ) - ბიზნესის სერვისის განყოფილება ემსახურება ბიზნესისა და საწარმოების (B&I)
პერსონალის სადილობას, სავაჭრო აპარატის მეშვეობით გაყიდვას და ყავით მომსახურებას; სხვა
დივიზიები ემსახურებიან ჯანმრთელობის სფეროს, სტადიონებს, საკონფერენციო ცენტრებს,
მოედნებს, პარკებს, კურორტებს და აღმზრდელობით ობიექტებს.
პროცესის მზგავსების მიხედვი. მსხვილი სასტუმროების უმრავლესობა კვებასთან და სასმელთან
დაკავშირებულ საქმიანობას მიაკუთვნებს რესტორნის, ბარის და დღესასწაულის მოწყობის
დეპარტამენტებს, რადგან პროდუქტების მომზადებისა და მომსახურების გაწევა, ამ სამ სფეროში,
სხვადასხვა პროცესებს ეფუძნება.
დეპარტამენტებში სამუშაოს გადანაწილების რომელიმე მეთოდის გამოყენების უპირატესობა
გამომდინარეობს იქედან, თუ რამდენად შეესაბამება ბაზრის კონკრეტულ საჭიროებებს და
ორგანიზაციის მიერ სამუშაოს ეფექტურად შესრულების შესაძლებლობებს.
მცირე ორგანიზაციები არ ახდენენ ფორმალური დეპარტამენტების დაყოფას, მაგალითად, მცირე
ზომის გზისპირა სასტუმროში მენეჯერმა შეიძლება შეითავსოს, როგორც გაყიდვების მენეჯერის,
ასევე ფრონტ- ოფისის მენეჯერის თანამდებობა, საკუთარ თავზე აიღოს ოთახების, კვების ან
სასმელის დეპარტამენტების ოპერაციული პასუხისმგებლობა.
ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება - კონტროლის არეალის გაზრდა. ფრანგმა
მკვლევარმა მენეჯმენტის მიმართულებაში ჯინ ჯაკიუ სერვან-შრეიბერმა აღნიშნა, რომ
ამერიკული კომპანიების წარმატების ძირითადი ფაქტორი იყო მათი ორგანიზაციული
სტრუქტურის განვითარება. მრავალერთეულიანი კომპანიების დიდი უმრავლესობა ამცირებს
დარგის ადმინისტრატორების რიცხვს, რის შედეგად უფრო მცირე რაოდენობის ადმინისტრატორი
მეთვალყურეობას უწევს უფრო მეტ ერთეულს.

3
კომპანიაTaco Bell and Pizza Hut გამორჩეულია თავისი ორგანიზაციული სტრუქტურით, რომელიც
მიმართულია მმართველობის საშუალო დონის გაუქმებისკენ. შედეგად, გაზრდილია დარჩენილი
მენეჯერების პასუხისმგებლობა. მაკონტროლებელი ადმინისტრატორები, როგორიცაა Taco Bell-ის
რაიონული ერთეულების მენეჯერები, გადასულები არიან "ყოველი ხუთი პლიუს ერთი
ერთეულის კონტროლიდან, ყოველ 20 პლიუს ერთი ერთეულის კონტროლზე". Pizza Hut-მა
გააუქმა რაიონული მენეჯმენტის ერთი მთლიანი დონე. რეგიონალური მენეჯერები
ხელმძღვანელობედნენ 5-დან - 7-მდე ერთეულს. ამჟამად, რაიონული მენეჯერები მართავენ 11-
ზე მეტ ერთეულს. ამ შემთხვევაში, მათ ნაკლები დრო რჩებათ დეტალებისთვის და იმისთვის,
რომ ოპერაციებში პერსონალურად ჩაერთონ. მათი როლი უფრო მეტად შეესაბამება
კონსულტანტის საქმიანობას და ექსპერტული რჩევის მიცემას, ვიდრე ბოსის მიერ კონკრეტული
ბრძანების გაცემას. ეს საშუალებას აძლევს ერთეულის მენეჯერს იყოს უფრო წარმატებული.
თუმცა, ზოგჯერ, სიტუაცია ცვალებადია.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ კონტროლის არეალის გაზრდა ეფექტურია..
კონტროლის არეალი… ეფუძნება:
 ჯგუფურ მუშაობას;
 თანამშრომლობას ადმინისტრატორთან მინიმალურ დონეზე;
 მაქსიმალურ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.

ბრძანებების ერთიანობის პრინციპი და ორგანიზაციული სტრუქტურა


 ბრძანებების ერთიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ყველა თანამშრომლისთვის
არსებობდეს ერთი ხელმძღვანელი „ბოსი“.
მენეჯმენტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მმართველობა უნდა ვრცელდებოდეს როგორც
უწყვეტი ჯაჭვი ზემოდან ქვემოთ, მაგრამ მენეჯმენტის ერარქიის თითოეულ დონეზე
აუცილებლად უნდა იქნას აღებული პასუხისმგებლობა და ზოგიერთი ხელმძღვანელის
უფლებამოსილება უნდა იქნეს გადაცემული უფრო დაბალ დონეზე.

მაშასადამე მმართველობა შესაძლებელია გადანაწილდეს, თუმცა მენეჯმენტის მკვლევარების


მტკიცებით, არ შეიძლება პასუხისმგებლობის მთლიანად გადანაწილება, თუ რაიმე არასწორად
კეთდება დაქვემდებარებული მუშაკის შეცდომის გამო, მენეჯერმა თავად უნდა აიღოს
პასუხისმგებლობა.
ამასთან რეალობა უფრო რთულია და მასპინძლობის სფეროში ბრძანებების ერთიანობა ზოგადად
იმას ნიშნავს, რომ მენეჯერს არ შეუძლია რუტინულად ჩაერიოს დაქვემდებარებულის უფლება-
მოვალეობებში. იგი განიხილავს პრობლემებს შესაბამისი დეპარ-ტამენტის ხელმძღვანელთან და
დაქვემდებარებულს აძლევს უფლებას განახორციელოს პრობლემის აღმოფხვრის შესაბამისი
ქმედებები. როდესაც წარმოიქმნება სერიოზული პრობლემები, მაგ. სტუმრების
დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, ან სხვა რაიმე გადაუდებელი ტიპის პრობლემები, როგორც
წესი, მენეჯერები არ ხელმძღვანელობენ წესებით და ანხორციელებენ პირდაპირ
ინტერვენციას(ჩარევას).

 კომპანიის ხაზობრივი (მარტივი) ორგანიზაციული სტრუქტურა


Kკომპანიის ხაზობრივი სტრუქტურა მეტად მარტივია და იგი მცირე და საშუალო სიდიდის
ბიზნეს-ერთეულებში გამოიყენება.
სასტუმროს ხაზობრივი ორგანიზაციული სტრუქტურა გრაფიკი 1

4
generaluri menejeri

oTaxebis departamentis menejeri kvebis menejeri

-კვების წარმოების მ
-მომსახურების დარბაზის მენეჯერი
-დიასახლისი( governor)
-ბანკეტის მენეჯერი
-სართულის (მეთვალყურე) ხელმძღვანელი

ხაზობრივი მმართველობა გაივლის ერთი ოპერაციიდან მეორეს, იერარქიულად ზემოდან ქვემოთ.


მაგ., ოთახების მენეჯერი ანგარიშს გადასცემს გენერალურ მენეჯერს. მასპინძელი, საკვების
წარმოების მენეჯერი და დღესასწაულების მენეჯერი ანგარიშს წარუდგენენ კვებისა და სასმელის
მენეჯერს და ამავდროულად მეთვალყურეობას უწევენ დაქვემდებარებულებს ისე, როგორც ეს
ასახულია გრაფიკში 1.-ში.

ფუნქციონალური სტრუქტურა.
ფუნქციონალური დეპარტამენტალიზაცია გულისხმობს კომპანიის მუშაკთა დაჯგუფებას
შესრულებული ამოცანებისა და მოვალეობების შესაბამისად, როგორც ზოგადი, ასევე
კონკრეტული ფუნქციების მიხედვით.
ორგანიზაციები ზოგჯერ ძალიან სპეციალიზირებულ დარგში ანიჭებენ პერსონალს
ხელმძღვანელობის უფლებამოსილებას იმ მიზნით, რომ მათ გასცენ ბრძანებები. ზოგიერთი
სიძნელეების საილუსტრაციოდ, მოვიყვანთ ქსელური სასტუმროების ორგანიზების მაგალითს.
გრაფიკი #2 გვიჩვენებს კორპორაციებში ქსელის ორგანიზაციას და ამ ქსელში შემავალი
თითოეული ერთეულის ორგანიზაციას ოპერაციულ დონეზე. ამ გრაფიკის მიხედვით, ვიცე-
პრეზიდენტი ქმნის ორგანიზაციის "ხაზს". ოპერაციულ მართვაში ვიცე პრეზიდენტი (ვპ)
პასუხისმგებელია ხარისხზე. გენერალური მენეჯერი კი, თითოეული დანაყოფის ანგარიშებზე,
რომელიც მას წარედგინება.
სასტუმროს ქსელის ორგანიზაციული სქემა ნახ.2.2.

5
დირექტორთა საბჭოA

პრეზიდენტი

ვპ მარკეტინგში ვპ ვპ ოპერაციული მართვაში ვპ ვპ ადამიანისეულ რესურსებში


ვპ ფინანსებში
ტექნიკურ საკითხებში საკვების სფეროში

gayidvebis menejeriმთავარი ინჟინერი


კონტროლიადამიანისეული რესურსები
გენერალური მენეჯერი

კვების და სასმელის menejeri


ოთახების მენეჯერი

ამას გარდა, არის კიდევ ხუთი ვიცე პრეზიდენტი სპეციალიზირებულნი - მარკეტინგში,


ტექნიკურ საკითხებში, სასმელისა და საკვების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების
სფეროში. თითოეული მათგანი პასუხისმგებელია შესაბამის დარგში საქმიანობის განვითარებაზე.
- კორპორაციული მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტის მოვალეობებში შედის მაგალითად
კომპანიის სარეკლამო განვითარება და მისი დანერგვა ნაციონალური გაყიდვების ოფისში.
- ვიცე პრეზიდენტი ტექნიკურ საკითხებში, ანვითარებს ენერგიის მოხმარების ღონისძიებებს
და მართავს ტექნიკურ პერსონალს.
- ვიცე პრეზიდენტი სასმელისა და კვების სფეროში ამ სფეროს ექსპერტია. იგი ითავსებს
ინსპექტორის, კონსულტანტის, დიაგნოსტიკის საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია
კვებასთან და სასმელთან.
- ვიცე პრეზიდენტი ფინანსებში, მართავს კომპანიის ბუღალტერიას მთლიანობაში.
- ადამიანების რესურსების ოფიცერს ევალება ანაზღაურების და დამატებითი ბენეფიტების
მართვა და თვალყურს ადევნებს კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს,
რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ დასაქმებაზე.
ამ სქემის მიხედვით, თითოეული ვიცე პრეზიდენტი სათანადო ფუნქციებთან დაკავშირებულია
წყვეტილი ხაზით. ეს ხაზი მიგვითითებს იმაზე, რომ თითოეული ვიცე პრეზიდენტი
მეთვალყურეობას უწევს პერსონალს შესაბამის სფეროში.
მეორე: პერსონალის კონტროლი იცვლება ფუნქციებისა და ვითარების მიხედვით. მაგალითად,
ვიცე პრეზიდენტს ტექნიკურ საკითხებში ურთიერთობა აქვს მთავარ ინჟინერთან, მაშინ, როდესაც
რაიმე ახალი აღჭურვილობა, ან ახალი პროცედურა ინერგება, მთავარი ინჟინერის საქმიანობა
სასტუმროში, ძირითადად, რუტინული ხასიათისაა.
ადამიანური რესურსების ვიცე პრეზიდენტს არ აქვს უფლება მიუთითოს ადგილობრივი
ადამიანური რესურსების მენეჯერს, თუ ვინ დაიქირაოს. ეს სამუშაო ხაზობრივი მენეჯერის
პრეროგატივაა. ვიცე პრეზიდენტი, უბრალოდ, შეიძლება დაინტერესდეს, რამდენად სწორად

6
მიმდინარეობს დაქირავების პროცესი, რადგან ეს პროცესი დაკავშირებულია კანონთან და
სამართლიანი დაქირავების პრაქტიკასთან.
გენერალური მენეჯერისა და ვიცე პრეზიდენტის პერსონალს შორის წარმოიშობა გარკვეული
სახის უთანხმოებები, ხელმძღვანელობის ამ ხაზებს შორის არსებული უარყოფითი მხარეები,
შესაძლებელია გადაილახოს კარგი ექსპერტული შეფასებით მიღებული დასკვნებით.
მასპინძლობის სფერო კომპლექსური ბიზნესია, რომლის განვითარებაც შეუძლებელია
ექსპერტების კადრების გარეშე.
კვებისა და სასმელის სფერო ძნელად კონტროლირებადია. იგი მოიცავს ხაზობრივ ფუნქციებს.
რიგმა კომპანიებმა, ამ დარგში პერსონალის მეთვალყურეობა გააუქმეს და მასზე პასუხისმგებლობა
მთლიანად გადასცეს გენერალურ მენეჯერს.
მრჩეველი. მასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსების მენეჯმენტში ზედამხედველი
მრჩეველის თანამდებობის კარგიგამოცდილებაა. მათ გააჩნიათ სპეციალური ცოდნა თავიანთ
სფეროებში.

პერსონალის მომსახურება. შესყიდვების მენეჯერი დახმარებას უწევს ხაზობრივ დეპარტამენტს და


არ არიან დაკაებულები სტუმრების პირდაპირი მომსახურებით. ასევე საინჟინრო დეპარტამენტი
ეხმარება ტექნიკური სისტემების ჩამოყალიბებაში, რომელიც საჭიროა სტუმრების კომფორტის
უზრუნველსაყოფად.

მენეჯერის ასისტენტები. მსხვილ საწარმოებში და კორპორაციებში უფროსი აღმასრულებლები


(Executives) ნიშნავენ პერსონალს მენეჯერის ასისტენტებად. მათ არა აქვთ მიკუთვნებული
სამართავად რაიმე მმართველობის სფერო, მაგრამ დახმარებას უწევენ მენეჯერს კონკრეტული
პროექტის ფარგლებში, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანები
ასრულებენ „წადი და მოიტანე“ ტიპის დავალებებს. ეს თანამდებობები იძლევა გაფართოებული
ხელმძღვანელობის შესაძლებლობას იმ პროექტების სრულყოფილად შესრულებისთვის, რომელზეც
ისინი არიან მიმაგრებულნი, ამასთან, ასეთი თანამდებობების არსებობა ხელს უწყობს
ახალგაზრდების მენეჯერებად ჩამოყალიბების პროცესს. ამ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები,
ჩვეულებრივ, ასაკით უმცროსნი არიან, მაგრამ ამავდროულად ისინი მიეკუთვნებიან მაღალი
მმართველობითი რგოლს, რაც მათგან დიდ თავდაჭერილობას მოითხოვს. ამ რეგალიების
უპირატესობა ის არის, რომ იგი ზრდის მაღალი რგოლის მენეჯერების კომპეტენტურობას და
ჩახედულობს საქმეში, რადგან უზრუნველყოფილნი არიან სანდო უნარიანი ასისტენტებით,
რომლებიც დიდ ყურადღებას აქცევენ დეტალებს და აბარებენ მას ანგარიშს. უფრო მეტიც,
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს თანამდებობა არის მნიშვნელოვანი ტრანპლინი მომავალი
ახალგაზრდა მენეჯერებისთვის.

პერსონალი მცირე ორგანიზაციაში. მცირე ორგანიზაციებში პერსონალის სამსახური ხშირად


იყენებს შეთავსებას, როგორც მუდმივი დაქირავებულებით, ან გარედან დროებით მოყვანილი
სპეციალისტებით, რომლებიც გასწევენ მომსახურებას მაშინ, როდესაც ამის საჭიროება იქმნება.
პრაქტიკული მაგალითი უოლტ დისნეის სამყარო. უოლტ დისნეის სამყარო ორლანდოში (ფლორიდა), ერთ-
ერთი კომპლექსური საკურორტო ორგანიზაციაა, რომელიც მოიცავს რამდენიმე განსხვავებულ ბიზნესს,
კონკრეტულად კი, თემატურ პარკს, საკვებით მომსახურებას, სასტუმროს ოპერაციებს, გართობის
ობიექტებს, კემპინგს ღია ცის ქვეშ და სპორტს. უოლტ დისნეის სამყაროში პრობლემები ორგვარია.
პირველი: პარკი არის მუდმივად ცვალებადი და მზარდი და ასე გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. მეორე:
პრობლემები, რომელსაც ადგილი აქვს პარკის ზრდისა და სეზონურობიდან გამომდინარე მოთხოვნა
მუშახელზე ზაფხულის სეზონზე ორმაგდება, რაც იწვევს სამუშაო ძალის მოთხოვნის მნიშვნელოვან
რყევას.

7
უოლტ დისნეიში კვებით მომსახურების საორგანიზაციო დიაგრამა, რომელიც შესრულებულია მეტალის
დიდ დაფაზე. დეპარტამენტები და საორგანიზაციო ერთეულები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო
ხაზებით და ყველა ის სახელი, რომელიც განთავსებული იყო დაფაზე, დამაგრებული იყო
მაგნიტისხასამაგრებით, რომელიც ადვილად გადაადგილდებოდა დაფის გასწვრივ. საქმე ისაა, რომ უოლტ
დისნეის სამყაროში ორგანიზაციული სტრუქტურა იმდენად სწრაფად იცვლებოდა, რომ მენეჯმენტს ისღა
დარჩენოდა გამოეყენებინა ისეთი საშუალებები, რომელიც ჩასწორებებს გააკეთებდა სწრაფად, ხშირად და
ადვილად.
ეს მაგალითი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა არ არის რაიმე ურყევი და
შეუცვლელი, ის სწრაფად უნდა მოერგოს გარემოებების ცვლილებებს და ხელი შეუწყოს კომპანიის
გეგმების განხორციელებას.

გამოყენებული ლიტერატურა: „შესავალი მასპინძლობის მენეჯმენტი“


კლეიტონ ბეროვსი და სხვები...2012წ.

კითხვები დისკუსიისათვის
1. როგორაა წარმოდგენილი თანამშრომელთა ურთიერთობები მასპინძლობის ინდუსტრიის
დიდ და მცირე ორგანიზაციებში ?
2. რას გულისხმობს დელეგირება?
3. რა უპირატესობა აქვს სამუშაოების გადანაწილებას ორგანიზაციის საქმიანობაში?
4. რას გულისხმობს ორგანიზაციის მენეჯერის პასუხისმგებლობის არეალი?
5. დაასახელეთ საფუძვლები, რომლის მიხედვითაც ხდება მასპინძლობის ინდუსტრიის
სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში სამუშაების გადანაწილება
6. რას გულისხმობს და რატომაა აუცილებელი ერთიანი ბრძანების პრინციპი?
7. დაახასიათეთ ორგანიზაციის ხაზობრივი სტრუქტურა და თანამშრომელთა ურთიერთობები
ერთმანეთის დაქვემდებარებისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისით
8. დაახასიათეთ ორგანიზაციის ფუნქციონალური სტრუქტურა და თანამშრომელთა
ურთიერთობები ერთმანეთის დაქვემდებარებისა და სამუშაოს შესრულების
თვალსაზრისით
9. რაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის სტრუქტურული აგებულება?

You might also like